შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარიშხალი (ნაწილი 1)


26-12-2018, 19:29
ავტორი M-morieli
ნანახია 1 097

ხალხი ჩოჩქოლით ირეოდა, ყველა სახლისკენ მიიჩქაროდა რათა მცხუნვარე მზისთვის თავი აერიდებინათ. სწრაფად მოძრავი ხალხი სვლას ნელ-ნელა ანელებდა, რომ თვალი კარგად შეევლოთ ნინის უცნაური გარეგნობისთვის. მოხუცები და ,,ღიპიანი კაცები“ გვერდს ამრეზით გაუვლიდნენ და გულში ლანძღვასაც არ იშურებდნენ მისი ვარდისფერი მოკლედ შეჭრილი თმის დანახვაზე. ახალგაზრდებიც ინტერესით ათვალიერებდნენ კეფაზე ვერტიკალურად ამოსვირინგებულ სამ ვარსკვლავს, რომელიც მის თეთრ კანზე ადვილი შესამჩნევი იყო.
მართლაც ერთი შეხედვით ქართველისთვის არადამახასიათებელი სტილის მქონე გოგონა იყო ნინი. ჰო ქართველისთვის უჩვეულო.. ქართველ გოგოს ხომ მუხლს აცდენილი კაბა არ უნდა ჩაეცვა და თუ მაინც გეცვა სანათესაოს ნახევარი უკვე დაეჭვებული იყო შენს პატიოსნებაში. აი ტატუც თუ გეკეთა უკვე სტაჟიან ,,ბოზად“ გთვლიდნენ, ამას დამატებული ისიც რომ თუკი ტატუ გაქვს ურწმუნო ხარ ღმერთის დაგსჯის და ხალხის რწმენით ჯოჯოხეთში უკვე დაჯავშნილია შენს სახელზე კაბინა.
ამის გამო ნინი არამარტო უცხოების, არამედ სამეზობლოს განკითხვის ობიექტიც ხშირად ყოფილა. მოკლედ დილით სარბენად ან უნივერსიტეტში წასვლისას ფანჯრიდან მეზობელი თუ გადმოიხედავდა და ნინის დაინახავდა თავის ქნევით ხეზე დააკაკუნებდა და უხაროდა, რომ მისი თხუთმეტი წლის შვილი, რომელსაც დღემდე ხელით აჭმევს, ნინის ,,მსგავსი“ არ არის. ხალხი ბრბოა, თვითონაც ვერ ხვდებიან როგორ მიჰყვებიან ,,მოდას“ და ისე არიან დაბრმავებულები ისიც კი ვეღარ გაუგიათ როგორ ეფლობიან ჭაობში. ათასობით წყვილი თვალი მხოლოდ იმას ელოდება შეცდომას როდის დაუშვებ რომ შემდეგ გადაგთელონ.
არადა რა იციან რა ხდება ადამიანის გულში. ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომაც ეს არის მხოლოდ გარეგნობით ვაფასებთ ადამიანს და სულ არ ვინტერესდებით მისი შინაგანი სამყაროთი. არადა რომ იცოდნენ რა გოგოა ნინი, მერე რა თუკი ბედმა დაჩაგრა და ნაადრევად დააობლა მან ხომ გაუძლო, გაუჭირდა მაგრამ შეძლო, და ხალხმა რა იცის ამის შესახებ? საერთოდ არაფერი. რა უფლება აქვთ გაკიცხონ სხვა რაღაც ტატუს გამო როდესაც მათი წარსული შეცდომების შრამებით არის სავსე.
ხუთი წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაეღუპა მშობლები, ამ ინციდენტიდან მხოლოდ მათკენ მომავალი ორი დიდი სინათლე ახსოვს შეჯახების გამაყრუებელი ხმა და ძილი, ღრმა და თვეებით გაგრძელებული ძილი. გონს თეთრ ოთახში მოვიდა, წამოჯდა, პატარა ცხვირი წამლების სუნმა აუწვა ვენაში შეყვანილი წვეთოვანი წვალებით მოიხსნა და თავი მუხლებში ჩარგო. ატირდა, ის ხომ პატარა იყო, მაგრამ მიხვდა, იცოდა მშობლებს ვეღარ ნახავდა და ტირილით გული ამოუჯდა, ამით გამოემშვიდობა მშობლებს, ისინი ხომ უკვე თვეები იყო მიწას მიაბარეს, გვერდიგვერდ დაკრძალეს, იქაც ერთად დაელოდებოდნენ საყვარელ შვილს. შემდეგ იყო უცხო ხალხი და შენობა, დიდი და ლამაზი შენობა, არადა ბავშვთა სახლი ნინის ყოველთვის შავ ჩაბნელებულ ,,ქოხად“ წარმოედგინა, რომლის ყოველ კუთხეში ობობის ქსელები იყო და ბავშვების ტირილი მოისმოდა, არა ეს უკანასკნელი ნამდვილად არ აკლდა აქაურობას. თუმცა ნინი არ ტიროდა მას ყველაფერი ესმოდა, ისიც იცოდა აქედან მალე რომ წავიდოდა, აქ არ დატოვებდნენ, მაგრამ ყველაფერს დრო ჭირდებოდა, ასე უთხრა ნათლიამ. ჰო და ნინიც ითმენდა რთულად მაგრამ ითმენდა, დღე მარტო იყო, ფანჯარაზე შემომჯდარი ნახატებიან წიგნებს ათვალიერებდა ღამე ორი დიდი სინათლე და გამაყრუებელი ხმა აღვიძებდა. რთული იყო მაგრამ გაუძლო, რამდენიმე კვირაში ნათლიაც გამოჩნდა და ნინიც დაემშვიდობა ამ ლამაზ სახლს, თუმცა მისთვის მაინც ჩაბნელებული ქოხი იყო. ნატო ნათლია და მისი მეუღლე ნიკა, ოჯახი, რომელმაც აღზარდა ნინი და ადამიანები რომლებიც მისთვის მეორე მშობლები გახდნენ. უზომოდ მადლიერი იყო ნინი მათი, მათ ხომ ის შვილივით მიიღეს, საკუთრი შვილისგან არ განურჩევიათ და ასე გაიზარდნენ ნინი და თამთა დებივით, როცა წამოიზარდნენ თამთამ საზღვარგარეთ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, ნინიმ ჟურნალისტიკაზე სრული დაფინანსებით ჩააბარა და მშობლების ბინაში გადავიდა, რომელიც უკვე წლებია მიტოვებული იყო. ყოველთვის როცა ნინის მშობლები მოენატრებოდა იქ მიდიოდა, ყველაფერი ხელუხლებლად დატოვა ასე უფრო გრძნობდა მშობლების სიახლოვეს, თითქოს ამ სახლში დრო გაჩერებულიყო, ისევ ცხოვრობდა ერთმანეთის სიყვარულით სავსე სამი ადამიანი. მართალია ნატოს და ნიკას ძალიან გაუჭირდათ მისი გაშვება თუმცა ხშირი სტუმრობით მონატრებას ასე თუ ისე ინაზღაურებენ. ასე მოვიდა ნინი დღემდე.
რომ ვთქვათ მის ცხოვრებაში მეტი მნიშვნელოვანი არც არაფერი მომხდარა, თუმცა ქარიშხლამდე ყოველთვის სიმშვიდე ისადგურებს და მოდი ჩვენც ქარიშხლის დასაწყისით დავიწყოთ. ახალი თავსატეხები და პრობლემები ყოველგვარ ბედნიერებასთან ერთად კი ევას შემოაქვს.
მცხუნვარე დღე იყო ნინი სხვებისგან განსხვავებით არსად არ ეჩქარებოდა ლექციების დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო ამიტომ ნელა მიაბიჯებდა ქუჩაში საყვარელ სიმღერებს უსმენდა და გამვლელებს ათვალიერებდა. გადაწყვიტა მისთვის საყვარელ ადგილს ბიბლიოთეკას სტუმრებოდა და იქით აიღო გეზი. ხუთ სართულიან შენობაში დიდი სიხარულით შეაბიჯა მერი შელის „ფრანკენშტაინი“ გამოიტანა ლიფტში შევიდა და ბოლო ღილაკს დააჭირა ხელი რომლითაც სახურავზე ადიოდი. მაღლა ასულმა ჩანთა მოიხსნა, კუთხესთან დაჯდა და კედელზე ზურგით მიყრდნობილმა ინტერესით შეავლო წიგნს თვალი. ყურსასმენები მოიხსნა და უკვე კითხვის დაწყებასაც აპირებდა როცა ტირილის ხმა შემოესმა, თავიდან იფიქრა მეჩვენებაო შემდეგ ყური კარგად მიუგდო და ხმას გაჰყვა, კუთხეს როგორც კი გასცდა სახურავის კიდესთან მდგარი საშუალო ტანის, სუსტი, გოგონა დაინახა რომელიც ცრემლებს მუჭებით იწმენდდა, თუმცა ცრემლები მაინც ჯიუტად აგრძელებდნენ დენას. უცნაური და ამაღელვებელი სანახაობა იყო გრძელ სარაფანს და გაშლილ თმებს ნელი სიო უფრიალებდა, ჟღალი თმა მზის გულზე არაბუნებრივად კაშკაშებდა. თუმცა ნინი რეალობას მალევე დაუბრუნდა და მდგომარეობის სიმწვავეც გაანალიზა. გოგონასკენ ნელა დაიძრა არ იცოდა როგორ დაეწყო საუბარი ან ამ გოგოს რა გასჭირვებოდა ისეთი რომ ს აპირებდა.
-უკაცრავად.-დაბალი და წყნარი ხმით შეაპარა ნინიმა. გოგონა ცოტათი შეკრთა ტირილს უკლო და ნინისკენ ნახევარი ტანით შემოტრიალდა.
-რაგინდა- ამოისლუკუნა გოგონამ.
-მანდ რას აკეთებთ?
- შენი საქმე არ არის თავი დამანებე- ცრემლებს ამოაყოლა ჟღალმა და ისევს სივრცეს გაუსწორა თვალი.
-მოიცადე, ამ პატარა გოგოს ასეთი რა უნდა გიჭირდეს რომ გადაწყვიტე ჩამოდი და ვისაუბროთ.-დაიძაბა ნინი და ჩუმად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა გოგონასკენ.
-თავი დამანებე მეთქი ხომ გითხარი? სხვა გამოსავალი არ მაქვს. ჩემი ძმა მაინც მომკლავს რა მნიშვნელობა აქვს ამას მე გავაკეთებ თუის? ჯობია შენც წახვიდე თორემ პრობლემები შეგექმნება-სევდა ჩამდგარი თვალები მოანათა ნინის.
-ასეთი რა დააშავე? მოდი იცი რა ვქნათ? ჩამოდი დავილაპარაკოთ მოგისმენ და ერთად მოვაგვაროთ ყველაფერი ასე ხომ უბრალოდ პრობლემებს გაექცევი? განა მხოლოდ ეს არის გამოსავალი?
-აბა შენი აზრით ამას სხვა რა უნდა ეშველოს მიპასუხე? როგორ ავუხსნა ჩემს ძმას?-დაიყვირა გოგონამ და ოდნავ წამოზრდილ მუცელზე მიუთითა. ნინი დაიბნა ან და რა უნდა ეთქვა? გაოცებული შეჰყურებდა ოც წლამდე საყვარელ გოგონად და შემდეგ მის მუცელზე გადაჰქონდა მზერა.
-აი ხედავ შენც ვერაფერს მპასუხობ ახლა ჩემი ოჯახის რეაქცია წარმოიდგინე. ვიღაც მილიარდელი ნაძირალას გამო მე უნდ დავისაჯო,-ხელები ჰაერში ააქნია ძალადაკარგულმა.
-არა მოცადე მე შემიძლია დაგეხმარო, შენს ოჯახთან ერთად მივიდეთ და დაველაპარაკოთ ყველაფერი ავუხსნათ, სიკვდილი გამოსავალი არ არის. იმაზე რას ფიქრობ შენი ოჯახი რა მდგომარეობაში ჩავარდება შენ რომ რამე დაგემართოს? რატომ წირავ ამ ტკივილისთვის ყველას? ეს ყველაფერი გაივლის, შეიძლება თავიდან ვერ გაგიგონ, ზურგიც კი გაქციონ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი დამთავრდება, ყველაფერს ეშველება. შენ დედა გახდები ისეთი როგორიც დედაშენია დაფიქრდი საკუთარ შვილს სასიკვდილოდ გაწირავ? ან შენს ოჯახს გაწირავ იმისთვის რომ მთელი ცხოვრება უშენობით დაიტანჯონ? მხოლოდ იმისთვის ღირს სიცოცხლე საყვარელი ადამიანები შენი სიკვდილით რომ არ დატანჯო. და შენ ამდენი მიზეზი გაქვს, პატარაც გეყოლება წარმოიდგინე შენნაირი ჟღალი ციცქნა არსება როგორ დაგიძახებს დედას, გამოიქცევა შენსკენ ჩასახუტებლად ნუთუ ამ ყველაფრის დაკარგვა გინდა?
-მე, მე..- ვერაფრის თქმა ვეღარ შეძლო ხმამაღალი ტირილის გარდა არაფერი შეეძლო, გულამოსკვნილი ტიროდა. ნინიც ემოციებში იყო ნელ ნელა მიუახლოვდა გოგონას და ხელის მოკიდება სცადა. მოულოდნელად გოგონას სხეული მოითენთა, თვალები დაეხუჭა და სადაც იყო გადავარდებოდა კიდეც, თუმცა ნინიმ მიუსწრო და თავისკენ უბიძგა, ინერციით წამოსული გოგონა ნინიმ მოხერხებულად დაიჭირა და ძირს დააწვინა, შეშინებულმა მაშინვე სუნთქვა შეუმოწმა, გოგონას პულში შესუსტებოდა, როგორც ჩანს გული წასვლოდა. ნინიმ მაშინვე მობილური მოიმარჯვა, სასწრაფოც დროულად გამოცხადდა და გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.



№1  offline მოდერი bla.ell

აუ როგორ მაინტერესებს გეხვეწები იმედი არგამიცრუო რააა დადე და მალე არ დაამთავრო და ძაანაც ნუ გაწელავ კარგი თავი იყო და გელიblush❤❤

 


№2  offline წევრი M-morieli

bla.ell
აუ როგორ მაინტერესებს გეხვეწები იმედი არგამიცრუო რააა დადე და მალე არ დაამთავრო და ძაანაც ნუ გაწელავ კარგი თავი იყო და გელიblush❤❤

ვაიმეე შენ რომ არ იცი როგორ გამახარეე :O მართლა მართლა ადამიანი რომელიც ყველზე მაგარ ლექსებს წერს ჩემი ნაჯღაბნით თუ დაინტერესდებოდა რა მეგონა <3 მაბოდებს შენზე და შენს ნაშრომებზე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent