მე მას დავარქვი ჩემი (სრულად)
თბილი ოჯახი, წყნარი საღამო, აგიზგიზებული ღუმელი,სადაც ნაკვერჩხლის ტკაცუნი ყურს საამოდ ხვდება, ყავა 2 კოვზი შაქრით, მშვიდი ბუნება, წიგნი…აი რაშია ჩემი ბედნიერება. ეს იმ უზრუნველ ცხოვრებათა თითოეული დღის აღწერაა,რომელთა არსებობაც მასულდგმულებს. მე ვარ ნატალი გრძელიძე,ვცხოვრობ თბილისში, დედაჩემი უსაყვარლესი და უთბილესი ქალია,თუმცა სხვა ზოგიერთი დედების მსავსად მასაც გააჩნია ნაკლი, არ ითვალისწინებს ჩემს შეხედულებებს პირად ურთიერთობებში. ამ შემთხვევაში ჩემს აზრს პატივს არ სცემს და არც კითხულობს თუ როგორია ჩემი რჩეული და საიდანაა წარმოშობით. ის მუდამ მიმეორებს,რომ სწავლა უმთავრესია და დრო არ მაქვს პირად ურთიერთობებს რომ მივხედო. თუ მომისმენს გაიგებს,რომ თავადაც კარგად მაქვს ეს გაცნობიერებული. შეყვარებული არასდროს მყოლია, რა თქმა უნდა სიმპათია რამდენიმე ბიჭის მიმართ გამაჩნდა, თაყვანისმცემლებიც მყავდნენ, თუმცა ნამდვილი სიყვარულით არავინ მყვარებია. ნამდვილად არ ვაპირებ ბიჭის ერთი ნახვით შეყვარებას,რომლის გამოც სწავლას მივატოვებ და საკუთარ მიზნებზე უარს ვიტყვი,სწორედ ასე მოიქცა ჩემი მეზობელი თამთა, 2 თვის გაცნობილი ბიჭის გამო სწავლა მიატოვა და გათხოვდა, დიდად არც მშობლები დარდობენ,პირიქით სამეზობლოში ტრაბახობენ,რომ მათი სიძე ძალიან ხელგაშლილი და შეძლებულია. მე პირადად არ მჯერა ასეთი სიყვარულის,თუმცა მე ვინ მომცა უფლება სხვა განვიკითხო? ყველა სხვის საქმეში ბრძენია. ყოფილა შემთხვევა,როდესაც მეზობლებთან კონფლიქტიც კი მომსვლია, სხვისი ოჯახის საქმეების განხილვის გამო. ჩემი მეზობელი მანანა იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება,რომელთა საზრუნავს და ინტერესს არა საკუთარი,არამედ სხვისი ოჯახი წარმოადგენს. ის ძალიან ორპირი და ენატლიკინა ქალია,რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან ადამიანის თვისებებში. სწორედ ამიტომ ვცდილობ მასთან მიმართებაში,მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლო. ჩემი აზრით დედას მხრიდან,ჩემი პირადი ურთიერთობისადმი ასეთი დამოკიდებულება იმ გარემოებასთანაა დაკავშირებული,რომ ის ადრეულ ასაკში 17 წლის გათხოვდა, თუმცა ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ. სიტყვა ”სიყვარულზე” იმიტომ გავამახვილე ყურადღება,რომ ჩვენი ქვეყნის 90-იან წლებში ხშირი იყო შემთხვევა ქალთა უფლებების შელახვისა, ამის ერთ-ერთი მაგალითია მშობლების მიერ თავიანთი ქალიშვილების გათხოვება მათი აზრის გაუთვალისწინებლობით, ეგრედწოდებული ”გარიგება”. შეიძლება ითქვას, მხოლოდ ამიტომ უნდა უხაროდეს ადამიანს 21-ე საუკუნეში ცხოვრების,როდესაც გენდერული თანასწორობა ასე თუ ისე დაცულია. ჩემდა საბედნიეროდ ჩემი მშობლები სიყვარულით დაოჯახდნენ,რაც დიდ შვებასა და სიხარულს მგვრის. მამაჩემი ძალიან პატიოსანი და გამგები კაცია,თუმცა მიუხედავად ამისა მასთან ჩემ პირად ურთიერთობებზე საუბარი ნამდვილად არ შემიძლია,ხოლო სხვა თემასთან დაკავშრებით ნებისმიერ დროს შემიძლია რჩევები ვკითხო.ჩემი ძმა იოანე, ჩემი საფიცარი და სამაგალითო პიროვნებაა. თუმცა ხშირად ნერვის ჭიის ფუნქციასაც ასრულებს.რაც შეეხება მის ხასიათს, ძალიან ჯიუტი და ფეთქებადი ხასიათი აქვს,ისევე როგორც მე. დარწუნებული ვარ რომ გამიჭირდეს დახმარების ხელს ყოველთვის გამომიწვდის,ეს სკოლის პერიოდშიც არაერთხელ გაუკეთებია,რაც თავს დაცულად მაგრძნობინებდა. რაც შემეხება მე. ვარ პირდაპირი,კომუნიკაბელური,მებრძოლი,შრომისმოყვარე,სამართლიანი,ჯიუტი,ფეთქებადი ხასიათის,პრინციპული. როგორც ხშრად მეუბნებიან პოზიტივს ვასხივებ,რაც ძალიან მსიამოვნებს. ზოგადად ჩემი თავის დახასიათება არ მიყვარს,ეს სხვამ უნდა შემაფასოს. დიდი ყუთი რომ მქონდეს,სადაც შესაძლებლობა მექნებოდა იმ ტკივნეულ დღეთა თავმოყრა,რომელთა არსებობაც სულიერად ჩემს სხეულში აღწევს და რაღაც არაამქვეყნიური ტკივილით მწვავს და მწიწკნის,თავს მოვუყრიდი და ზღვას გავატანდი,თუმცა ამის არც ძალა მაქვს და არც ყუთი. ნუთუ ასეთი ადვილა?! რა თქმა უნდა არა. ცხოვრება ხომ ბრძოლის ველია?! ასეთი დღეები ჩვენ ცხოვრებაში ხშირად იჩენს თავს, თუმცა მათთან განმკლავება უნდა ვისწავლოთ,სწორედ ამ რწმენით მოვედი დღემდე. რაც შეეხბა ჩემი გულის მესაიდუმლეებს, 6 ყველაზე ძვირფას ადამიანს გამოვარჩევ.(ერთ-ერთი იოანეა). ჩემი სამომავლო გეგმები კი ყველაზე მეტად მარიამის(ჩემი დაქალის) გეგმებს ემთხვევა. ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა არც ისე ხშირია,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ჩვენი დაქალობა მოსაწყენია, პირიქით ჩვენ პირველი დონს გიჟი დაქალები ვართ,რომელთაც ერთად ბევრი სიგიჟის გაკეთება შეუძლიათ.მინდა ადვოკატი გამოვიდე, მინდა კარგი, სხვებისთვის მისაბაძი ადამიანი ვიყო. ამის საფუძველს კი აქედანვე ვიქმნი. სკოლის საგნებიდან სამოქალაქო თავდაცვა ყველაზე მეტად მიყვარდა,რადგან იქ დაწერილი თემები ჩემი შეაძლებლობების გამომჟღავნების გრძელი, ნათელი და სუფთა გზა იყო,რომელიც ახლაც გრძელდება. 1 კვირაში უნივერსიტეტში პირველად შევაბიჯებ, სხეულში სიამოვნების,ამავდროულად კი ღელვის განცდა მეუფლება. მიუხედავად ამისა ყოველთვის ვამბობ,რომ არასდროს დავნებდები და წარმატებით გავართმევ თავს ჩემ დაკისრებულ მოვალეობას. უნივერსიტეტის დაწყების შემდეგ მხოლოდ სწავლით შემოფარგვლას არ დავკმაყოფილდები. მშობლებისთვის მუდამ პატარა ნატალი ვიქნები, თუმცა არ მინდა მშობლებს ზურგზე დავაწვე,ამავდროულად თავისუფლება მწყურია,რადგან ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უკვე ზრდასრული გოგო ვარ (უფროსწორად 7 საათში გავხდები ) . ძალიან მახარებს ის ფაქტი,რომ 100%-იანი გრანტი მოვიპოვე, ერთი მხრივ სხვების ქება დავიმსახურე,მეორე მხრივ კი მშობლებს თანხის დაზოგვაში შევუწყვე ხელი,რომელიც ჩემს სწავლას უნდა მოხმარებოდა. ვიცი უნივერსიტეტში სწავლის დროს იმდენი სამეცადინო მექნება, ზოგჯერ წიგნებიდან თავის აღების საშუალებცა არ მექნება,თუმცა მე მზად ვარ. ბედნიერი ვარ ყოველი დღით და მოუთმენლად ველი იმ ”ამოცანების ამოხსნას”,რაც უნივერსიტეტში სწავლის დროს გარდამხდება. ვიმედოვნებ პირველივე დღეს კინჩხსა და კისერს არ მოვიტეხავ,რადგან ბედი ჩემით ძალიან 'ღადაობს'. ********* ხუთშაბათს დილას, 7 საათზე გამეღვიძა, ეს არცაა გასაკვირი_ჩემი დაბადების დღე იყო,თუმცა ასე ადრე ვერ ვდგებოდი,ამიტომ ცნობისმოყვარეობა დავაშოშმინე და დავიცად,სანამ 8-ს 10 არ დააკლდა,შემდეგ სამზარეულოში გავედი,სადაც ჩვენი კატა პენი ფეხზე ხახუნით,თითქოს დღევანდელ დღეს მილოცავდა. ამ დღეს ყოველთვის მხიარულად ვატარებ ჩემ მეგობრებთან ერთად, ან სახლში ვიკრიბებით,ან სადმე ბარში.უნდა ვაღიარო,რომ გართობა ძალიან მიყვარს. კარი გაიღო და ჩემი ძმა დავინახე კართან ატუზული,ჩამეღიმა და მისკენ წავედი,რომ მომესმინა როგორ მომილოცავდა დაბადების დღეს,ზოგადად ჩვენ ხშირად ვკინკლაობთ,თუმცა ერთმანეთისადმი სიყვარულსაც ასე გამოვხატავთ. -ჰეიი ვაჟბატონო თავს როგორ გრძნობ?-ვუთხარი არხეინად -მშვენივრად,თავად როგორ ბრძანდებით?-კარს არ მოცილებია -ეს ოფიციალურობა რას მივაწეროთ?-ჩამეცინა -თუ გამატარებ და წყლის დალევას მაცდი, კარგი იქნება -კარგი,მაგრამ წყლის დალევა თუ გინდოდა კართან რას იყავი ატუზული? -და ვინ გითხრა,რომ კართან ვიყავი ატუზული? -და ვის უნდა ეთქვა? თავად დაგინახე-თავ გავისულელე. მიყვარს მის ნერვებზე თამაში,თუმცა ახლა თავად მიშლის ნერვებს, ვითომ არ იცის,რომ დაბადების დღე მაქვს,თავად კი რაღაც უაზრობაზე მელაპარაკება -ჰოდა თუ ეგრეა,მანანა ხაჭაპურიძის ნომერი ჩაიწერე-მითხრა მან და წყალი მოსვა -რაა? ეგ ვინღაა?-უკვე ძალიან მიშლის ნერვებს -თვალის ექიმია-გადაიხარხარა -აჰაჰჰჰჰ გავიცინოთ?-ვუთხარი ირონიულად -რავი მე მოვრჩი უკვე-მხრები აიჩეჩა. -იდიოტი ხარ-გავბრაზდი და სამზარეულო დავტოვე. 20 წუთის შემდეგ -რას აკეთებ?-დივანზე მჯდომს მომიახლოვდა -თხას ვკოდავ -ვააა მაგარიააა. სხვაა?-ეს არ არის ნორმალური -სხვა რაა?-გავიკვირვე -რავი მე შენ გეკითხები-მხრები აიჩეჩა. ხომ არის ღირსი გაშლილი ხელი ამ იდიოტურ სიფათში ვუთავაზო? -………..-თვალები გადავატრიალე -ეს შენ-შეფუთული საჩუქარი გამომიწოდა -რა არისს?-სახე გამინათდა,თუმცა მაინც ირონიულობა ავიკარი სახეზე -ლონდონის საგზური….კაი ხო ვიხუმრე ტყულად ნუ გიხარია. გახსენი და ნახავ რაც არის-ჩაიცინა -საგზურს არც ველოდი-ენა გამოვუყავი -მოგწონს?-მკითხა,როდესაც საჩუქარი გავხსენი -ღადააოობ? აუუ მაგარიაა იოოო-ჩავეხუტე -მეტიც არ მინდა არ მოგწონებოდა-გაიცინა -მიყვარხააარ-მეორედ ჩავეხუტე,თუმცა ახლა იმდენად ძლიერად, მის გულისცემას თავადაც ვგრძნობდი, ბოლოს შემეცოდა და მოვშორდი -ახლა გიყვარხარ ხო?-მითხრა სიცილშეპარული ირონიით -და როდის არ მიყვარდი?-გავაჯავრე -რავიცი აბა, სამზაერულოში იდიოტი ხარო დაა….-წარბები ზევით აწკიპა -ნუ მაშინ იყავი, ახლა კარგი ბიჭი ხარ-ორივემ გადავიხარხარეთ. უი საჩუქარზე არაფერი მითხვამს ხო? სპორტული მოსაცმელი მაჩუქა ჯორდანის (კალათბურთის მეფის) გამოსახულებით. -კაი წავედი,საღამოსთვის რას აპირებ?-შემეკითხა ფეხზე ამდგარმა -ალბათ ბავშვები ბარში წავალთ, ან კლუბში. -გართობა გაასწორებდა,მაგრამ ნიკუშას ბებია საავადმყოფოდან გამოწერეს, ბიჭები სანახავად მივდივართ -აუ,ანუ ვერ წამოხვალ?-გული დამწყდა-კარგი მომიკითხე ლელა ბებია -ხო ვერ მოვდივარ ნატი-დამწუხრებულმა მითხრა-ჭკვიანად იყავი აბა დღეს-ჩამეხუტა -ეჭვიც არ შეგეპაროს-ჩავიცინე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე -დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ლამაზო-მითხრა თბილად და ლოყები გამიწელა -მადლობაა იოო-გავიწელე და ჩავიცინე. მიყვარს ეს ოხერი. საათზე ბავშვები კლუბში შევიკრიბეთ და ბევრი გემრიელობა შევუკვეთეთ. 1 საათში,ცოცხალი სიმღერების გაშვება დაიწყეს,პირველივე ნოტზე სიხარულისგან ტაში შემოვკარი,ეს ჩემი საყვარელი სიმღერა იყო ”Alvaro Soler-Sofia”. ფეხზე წამოვიჭერი და მეგობრებთან ერთად ცეკვას შევუდექი.5 ჭიქაში უკვე შევხურდი. ის ნატალი აღარ ვიყავი,რაც 3 საათის წინ,თუმცა სიარული შემეძლო.ნამდვილად არ ვაპირებდი მეტის დალევას,არ მინდოდა არაადეკვატურად მოვქცეულიყავი და თავი შემერცხვინა.სუფთა ჰაერი მჭირდებოდა,ამიტომ გარეთ გავედი,უეცრად მხარზე ხელის დადება ვიგრძენი. -გამარჯობა-სადღაც 25 წლის მამაკაცი მესაუბრებოდა -დიახ,რა გნებავთ?-ცოტა არ იყოს შემეშინდა მისი ცივი მზერის -სიგარეტი ხომ არ გექნებათ, 1 ღერი რომ მომცეთ?-თავიდან ბოლომდე ხარბი მზერით ამათვალიერა, დისკომფორტი ვიგრძენი. -არ ვეწევი-ცივად მივუგე -ასეთი უხეშობა რით დავიმახურე?-გაიკვირვასავით -არ ვუხეშობ-ბარში შესვლას ვაპირებდი,როდესაც მკლავში ხელი ძლიერად მომკიდა და მისკენ მიმატრიალა. -ეს რა თავხედობაა?ახლავე ხელი გამიშვით-გავბრძოლე,თუმცა ამაოდ -და რომ არა?-სახე მომიახლოვა და ირონიულად მითხრა -ვინ გგონივართ?ჯერ სიგარეტს მთხოვთ,უარის შემდეგ მკლავზე ხელს უხეშად მკიდებთ…-შემაწყვეტინა -და მაინც როგორი უნდა მეგონო? ღამის 9 საათზე, მოკლე კაბით კლუბთან დავიჯერო სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად დგახარ?კარგად ვიცნობ შენნაირ გოგოებს-ხმას აუწია. გავმწარდი, თავი ვინ ჰგონია? -შენ ვინ გეკითხება მე რას ჩავიცმევ? ან საერთოდ რატომ გელაპარაკები? ერთი ვიღაც გაუნათლებელი ხეპრე ხარ-მივახალე სწრაფად და ხელი მისი ხელიდან დავიძვრინე -ვინ არის ხეპრე? ბო*ო-სახეში მაგრად დარტყმამ გამაბრუა,თავი ვერ შევიკავე და დავეცი, ტუჩიდან სისხლი წამსკდა -ეიი შენ რას აკეთებ?-ვიღაც ახალგაზრდამ ჩემი დაცვა სცადა,რომელმაც გზა ქუჩის მეორე მხრიდან გადმოკვეთა -რა შენი საქმეა?დავაი დაახვიე ბიჭო-შეუღრინა იმ ხეპრემ -ფუ შენი დედაც, გსიამოვნებს არა ქალზე ძალადობა?!-მისი მუშტის მოქნევა და იმ ხეპრის ძირს დაცემა ერთი აღმოჩნდა, ძლიერთან ერთად საკმაოდ სიმპატიურიც ყოფილა.რაებს ვლაპარაკობ? ახლა ამის დროა? ღმეთო ჩემო რა შარში გავყავი თავი. მოსიარულე შარის ბუკეტი ვარ,როგორც დედაჩემი იტყოდა.წამოვდექი და მათ გაშველებას შევეცადე,ის იდიოტი მალევე მოგვშორდა,მიხვდა რომ ამ ბიჭთან ჩხუბი კარგს არაფერს მოუტანდა,რადგან მასზე გაცილებით ძლიერი იყო.ამ სიმპატიური ყმაწვილის მზერა კი ჩემ სახეზე გადმოვიდა. -მადლობა-თავი დავხარე დარცხვენილმა -და რისთვის?-გაიკვირვა -როგორ თუ რისთვის?რომ დამეხმარეთ…-ახლა მე დავიბენი -მე იმ იდიოტს ჭკუა ვასწავლე, მეტი არაფერი-მომიგო და მზერა ამარიდა -ჰო ეგეც მართალია-დავიბენი -ისე მოკლე კაბით ქუჩაში ხეტიალს არ გირჩევდით მაინც, რა იცით კიდევ ვის გადაეყრებით? ნუ, შეიძლება ეს გაწყობთ კიდევაც..-სიტყვა არ დავასრულებინე ისე გავმწარდი -ვერ გავიგე? რას გულისხმობთ? ჯერ ერთი მოკლე კაბა არ არის, უბრალოდ კაბაა რა…-შევიცხადე და კაბას დავხედე -კი როგორ არა…-ირონიულად ჩაიცინა-გგონია შენი ლამაზი სახის დასანახად გამოგელაპარაკა ის იდიოტი?-სიცილნარევი ხმით მითხრა. მინდოდა მივვარდნოდი და სახეში სილა მეთავაზებინა ამ იდიოტისთვის. ვაის გაეყარე და ვუის შეეყარეო, ჩემზეა ნათქვამი. -შენ წესიერი ადამიანი მეგონე. თავხედო! იმ ხეპრესგან არაფრით განსხვავდები-წამოვიყვირე და სახეზე სირცხვილისგან და სიბრაზისგან წამოვწითლდი -სულ ფეხებზე ვინ გეგონე-შემიღრინა-და იმ ხეპრეს ნუ მადარებ,თორემ მიიღებ. სერიოზულად გეუბნები, საკმაოდ სიმპათიური ვარ შემიძლია გასიამოვნ…-გავმწარდი,სახეზე ჭარხლისფერი დამედო,სიბრაზისგან ხელები მოვმუშტე და კარგი სილა ვუთავაზე ამ გარყვნილს. ხელი ამიხურდა. რით განსხვავდება ეს გარყვნილი, იმ ხეპრესგან? სწორედ იმით,რომ ფიზიკურად არ შემხებია,დიახაც რომ ვერ შემეხება,წინააღმდეგ შემთხვევაში სახეს დავუკაწრავ. ”აბა იმ ხეპრეს რატომ არ დაუკაწერე სახე? სულელო იდიოტო, შენი ფიქრების თავადაც თუ გჯერა? ამ ბიჭს შენ ვერასდროს მოერევი” დამცინოდა ალტერეგო. -გიჟი ხარ? არანორმალურ ხარ ვიღაც. გოგო ხარ და ხელს არ დაგაკარებ, ვერ ვიტან ქალზე მოძალადე კაცს, თორემ რისი ღირსიც ხარ ძალიან კარგად ვიცი-მრისხანებით აღსავსე მზერა მომაპყრო და გამშორდა. კლუბში შესვლისას რას ვხედავ? თამარი და მარიამი ვიღაც 2 ბიჭს ეცეკვება, ნუ თუ ცეკვა ერქვა საერთოდ, სტრიპტიზს უფრო ჰგავდა.ვახო და გიორგი არ ჩანდნენ, თვალებით მათ დავუწყე ძებნა და სალანძღავი სიტყვები მოვამზადე. როგორც იქნა ორივე ვიპოვე, მათკენ დავიძარი. -თქვენ ხომ არ გაგიჟდით? იდიოტებო ესენი რას გვანან?-ვყვიროდი,რადგან სიმღერის ხმა ყურს მიყრუებდა -ეს რა არის? ტუჩზე რა გჭირს?-შეიცხადეს -არაფერია,უბრალოდ დავეცი.გარეთ ვიყავი გასული სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. ახლა კი ამიხსენით სად ჯანდაბაში იყავით, ესენი რომ ასეთ მდგომარეობაში დატოვეთ-კვლავ შეტევაზე გადავედი და მოცეკვავე გოგონებისკენ მივუთითე -შენ გეძებდით რომ წავსულიყავით,რადგან ვერ გავაჩერეთ ესენი. კიდევ აქეთ გვეჩხუბებიი? ახლა აქ ხარ და წავიდეთ. -კარგი ხო, ახლა ისინი გამოატრიეთ იქიდან-მაშინვე ის უსიამოვნო შემთხვევა გამახსენდა და სიბრაზისგან,ამავდროულად სირცხვილისგან წამოვწითლდი. ასეთი შეურაცხყოფა არასდროს მოუყენებიათ ჩემთვის. 1 კვირის შემდეგ. დღეს უნივერსიტეტში პირველად მივდივარ.დილით ადრე ავდექი და მოვემზადე.თმა დავიკოსე,ტანზე მომდგარი შარვალი,მაისური,ბოტასი და ტყავის ქურთული ჩავიცვი. უნივერსიტეტში მისასვლელად 30 წუთი დამჭირდა.შენობაში შესვლისას კინაღამ დავიკარგე,თავი ლაბირინთში მეგონა, მიუხედავად ჩემი კარგი მასოვრობისა,დარწმუნებული ვიყავი,რომ აუდიტორიების დაზეპირებას 1 კვირას მაინც მოვანდომებდი. პირველი ლიტერატურა მქონდა. კარი შევაღე,როგორც ჩანდა აუდიტორიაში მხოლოდ 1 ადგილი იყო თავისუფალი. -ფუ ამის-აღმომხდა ჩუმად-უკაცრავად შეიძლება?-მორცხვად ვიკითხე -მობრძანდით და თქვენი ადგილი დაიკავეთ-ლექტორის სახის გამომეტყვებელით თუ ვიმსჯელებთ, ჩემ მიერ ნათქვამი ”ფუ ამის” არ გაუგონია,მოსწავლეებს მითუმეტეს.ჩემი პირველი დღე უნივერსიტეტში ლიტერატურით დავიწყე,თუმცა არასასიამოვნო გარემოცვაში. ადგილი ისე დავიკავე,რომ ვცდილობდი ჩემ გვერდით მჯდომისთვის არ შემეხედა,თუმცა მისი მწველი,ირონიული მზერა მაინც შევამჩნიე,რომელსაც ყველასგან გამოვარჩევდი. ”არადა უსიმპათიურესია” ჩამძახოდა მეორე ”მე”. ********** ინგლისური ძალიან მიყვარს,ლექტორიც სასიამოვნო ქალია, ნამდვილად ეტყობა,რომ თავისი საქმის პროფესიონალია. ლექციის განმავლობაში თავს ისე ვიჭერდი,რომ გვერდით მჯდომისთვის ყურადღება არ მიმექცია,მასაც არ გამოუჩენია ინტერესი ჩემ მიმართ. ღმერთო რაებს ვლაპარაკობ? რატომ უნდა გამოეჩინა ინტერესი იმ გოგოს მიმართ, ვისაც ერთი კვირის წინ არასასიამოვნო ვითარებაში შეხვდა დაა….მის უმგავსო საქციელზე ახლაც ბრაზი მაწვება,თუმცა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო,მიუხედავად ამისა სახეზე მაინც წამოვწითლდი, არ ვიცი ეს ღელვისგან იყო გამოწვეული,თუ სიბრაზისგან. ალბათ ორივე…. ჩემი ‘სიმშვიდე’ ჩემთვის უკვე ნაცნობმა ხმამ დაარღვია. -ლექტორო ნატალი ცუდად გამოიყურება. -რაა?-გაკვირვებულს ენა დამება. -რა ხდება ნატალი? თავს თუ ცუდად გრძნობ შეგიძლია აუდიტორია დატოვო -არა მე არ…. -რა თქმა უნდა , ხომ ხედავთ სახეზე, როგორ წამოთითლდა, მე დავეხმარები,რომ გზა გაიკვლიოს, დღეს უნივერსიტეტის პირველი დღეა და ვფიქრობ ეს დასჭირდება. ვატყობ თქვენი ერიდება და ვერ გითხრათ-სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაკრა. ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა. ჯერ კიდევ შოკში ვიყავი. -ახალგაზრდავ გატყობათ საუბარი ძალიან გიყვართ.კარგით შეგიძლიათ დატოვოთ ოთახი-მიუგო ლექტორმა -გეთანხმებით, საუბარი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,ისევე როგორ თქვენი. თქვენ ხომ ლექტორი ბრძანდებით.-მიუგო თვითკმაყოფილმა. ქალბატონი მიხვდა,რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და თავი გაიქნია. -ბოდიშით-მივუგე და სასწრაფოდ დავტოვე კლასი. ჩემი აუდიტორიის დატოვება და სანდროს მომღიმარი სახის დანახვა ერთი იყო,”ჯენლტმენივით” ხელით მანიშნა,რომ პირველი მე გავსულიყავი. რომ არა ჩვენი პირველი შეხვედრა იმ უსიამოვნო სიტუაციაში,დავიჯერებდი რომ ეს ბიჭი ძალიან ყურადღებიანი და თბილია,თუმცა მომხდარი არ მაძლევს საშუალებას ასე ვიფიქრო. -იმედია გექნება მიზეზი, ამ საქციელის ასახსნელად. რა ხდებაა??-უხეშად დავუწყე ლაპარაკი. – და რა გაგიკვირდა, უინტერესო ლექციიდან თავი,რომ დაგაღწევინე,თუ აუდიტორიიდან ხელში აყვანილი რომ არ გამოგიყვანე?-ოხ ეს ირონულობაა. იდიოტი. -პირველი-შევუღრინე- და კიდევ, სულაც არ იყო უინტრესო ლექცია, პირადად ჩემთვის! შენ თუ უნივერსიტეტში გასართობად აპირებ სიარულს ეგ შენი პრობლემაა, მე ნუ შემეხები. -კარგი ნუ ცხარობ. თუმცა შენი სახე ნანახი მაქვს,ასე რომ არ მიკვირს…. -”სახეში” რას გულისხმობ?-ანერვიულება დამეტყო. იმ დღეს გულისხმობს. რა ოჯანდაბა უნდა ამ მამრს ჩემგან? -თუ მეხსიერება არ მღალატობს, სახეში სილა შენ მითავაზე- ისეთი სახე მიიღო, თითქოს ჩაფიქრდა. -ღირსი იყავი. დღეიდან აღარ გაბედო ასეთი უმსგავსო საქციელის ჩადენა ჩემ მიმართ და რაც შეეხება აუდიტორიიდან ამ ტყუილით გამოყვანას,შენ თავს დიდ პრივილეგიას ნუ ანიჭებ, მე არავის სათამაშო არ ვარ,სხვის ჭკუაზე,რომ ვიარო!-გავმწარდი. -”დღეიდან”? -……. -გაურკვევლობაში ვიყავი, თავში იმდენი რამ მიტრიალებდა,მგონი საუბრის უნარიც დავკარგე. ჯანდაბა. სიტყვაზე მეკიდებაა? იდიოტი. ფიქრებიდან გამოვერკვიე და მისი სხეული დავინახე,რომელმაც ჩემი მიმართულებით მოძრაობა დაიწყო, ინსტიქტურად უკან სვლა დავიწყე,კუს ნაბიჯებით ვმოძრაობდი…ის მოძრაობას განაგრძობდა, მე კიდევ კედელს მივუახლოვდი დაა ჰოპ, წასულია ჩემი საქმე, როგორ დავაღწიო თავი? გავიქცე? არაა ეს შეუძლებელია, მშიშარა დამნაშავე გოგოსავით არ გავიქცევი.მომიახლოვდა, ჩემი თავი მის 2 დაკუნთულ ხელს შორის მოაქცია,რომელიც კედელზე იყო მიბჯენილი. სუნთქვა გამიხშირდა, ვერაფერს ვამბობდი,თითქოს მეტყველების უნარი წამერთვა,მუხლები ამიკანკალდა, ხელებში ძალა გამომელია, მგონი მართლაც ვსაჭიროებ ექიმს…. სიჩუმე მან დაარღვია. -აღიარე,რომ ბიჭთან სიახლოვისას ისე არასდროს ათრთოლებულხარ,როგორც ახლა-ჩაიღიმა. -რაა ?გამეცალეე!-მკარად ვუთხარი! თავი ვინ ჰგონია ამ ხეპრეს -როგორც გინდა,მაგრამ შეგახსენებ,რომ ჩემი შემოთავაზება ძალაში რჩება-გამახსენდა მისი გარყვნილი აზროვნება და ჩემი მისამართით ნათქვამი ” საკმაოდ სიმპათიური,ვარ შემიძლია გასიამოვნო”. მე რატომ უნდა მრცხვენოდეს? მას უნდა შერცხვეს საკუთარი თავის. თუმცა ის და ღირსება? ძალიან შეუთავსებელია… ეს ბიჭი ბუნების დიდი შეცდომაა. ხელი მოვუქნიე,რომ სილა გამეწნა,თუმცა ჩემი ხელი ჰაერში დაიჭირა. - ვიცოდი ასე,რომ მოიქცეოდი, რა თავნება და უხეში ხარ,სახლში ზრდილობას არ გასწავლიან? -თავი დამანებე და ჩემს ოჯახს არ შეეხო! მეორედ აღარ მომვდე თვალში დადღეიდან არ დამელაპარაკო. თვითდაჯერებულო იდიოტო -და ვინ გითხრა,რომ შენთან ლაპარაკს კიდევ ვაპირებ? შენ თავზე დიდი წარმოდგენა გქონია პატარავ. თუმცა შენ ახსენე”დღეიდან”,თავად გადაწყვტე, ის,რომ ერთმანეთს კიდევ ბევრჯერ შევხვდებით- რა დავაშავეე, ღმერთო ჩემო. პატარაო?? მომესმა,თუ თქვენც გაიგონეთ? უმსგავსობას აქვს ადგილი. ”იქნებ ეს მართლაც გინდა?” მკარნახობდა მეორე ”მე”. ეს ვინ არის? ჩემს მხარესაა თუ ამ ვირის მხარეს იჭერს? -ჰო როგორ არა. წადი და ისეთ გოგოებს ასიამოვნე,როგორიც შენ შეგეფერება,მე შენთან არაფერი მაკავშირებს და კიდევ, შენი პატარა არ ვარ-შევუღრინე და წამოვედი. -ნუ ღელავ, მე ისედაც ბევრს მასიამოვნებენ… -ეჭვიც არ მეპარება-დავუყვირე.მე აქ სასწავლებლად ვარ და არა ვიღაც ვირების მოსასმენად. უკნიდან ვიღაცამ დამიყვირა -სანდრო დადიანი-უკან არც მომიხედავს, ან რატომ უნდა მოვქცეულიყავი ასე? ეს ალბათ მის სახელი და გვარია… ისე კარგი სახელია, გვარზე აღარაფერს ვამბობ, თუმცა პიროვნება ვერ იფერებს სამწუხაროდ.ჰმ ასეც ვიფიქრე,რომ მეგრელი იყო. ნეანდერტალელი მეგრელი! ფერი ფერსა,მადლი ღმერთსაო,საოცარი სახელია! ინგლისურის შემდეგ მათემატიკა მქონდა. პირველ ლექციასთან შედარებით აქ საკმაოდ დარჩენილიყო ადგილები,რომელიც თანდათან ივსებოდა. ჩემ გვერდით ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ დაიკავა ადგილი. -გამარჯობა-მითხრა ღიმილით. -გაგიმარჯოს- ჩამეღიმა. - მიყვარს მათემატიკა, შენ?-მითხრა გახარებულმა. -მეც მიყვარს,თუმცა უცხო ენები ყველას მირჩევნია. -კარგია,ანუ უცხო ენებში ანუ ძლიერი ხარ? -ეგრე ვფიქრობ.- რამდენიმე წუთის წინ მომხდარი უსიამოვნო დიალოგი გამახსენდა.. რა ხდება, ყველაფერს მას რატომ ვუკავშირებ?? ეს იმიტომ რომ დღეს უნივერსიტეტში პირველი დღეა და ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ,თუმცა დარწმუნებული ვარ მალე შევეჩვევი ამ გარემოს. -შენი სახელი? -ბოდიში,სულ დამავიწყდა გაგცნობოდი, ნატალი..ნატალი გრძელიძე. -ჰო აბა, მე როგორ გამოვიცნობდი შენ სახელს?-გაეცინა-მე თიკა ბადურაშვილი ვარ- მართალიაა, როგორ გამოიცნობდა ჩემ სახელს? სანდრომ კი სახელით მომმართა, საიდან გაიგო ჩემი სახელი? მე როგორც მახსოვს არ მითქვამს, მასეთი მთვრალიც არ ვყოფილვარ…. -ძალიან მიხარია,რომ ერთმანეთი გავიცანით, ვიმედოვნებ ვიმეგობრებთ. -მეც ეგრე ვფიქრობ, უნივერსიტეტში ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა ასე,რომ ჩემი ატანა მოგიწევს -რატომ? შენც მოგიწევს ჩემი ატანა- ორივემ გავიცინეთ. ძალიან კომუნიკაბელური ვარ,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,რომ ყველას ვუმეგობრდები,ჯერ ადამიანი კარგად უნდა გავიცნო, სწორედ ამ ეტაპზე ვარ თიკასთან, თუმცა მისი პოზიტიური ხასიათი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი შევიტანო. ამასობაში ლექტორიც შემოვიდა. ლექციის დასასრულს, აუდიტორიიდან ერთად გამოვედით და ვხედავ სანდრო როგორ კოცნის ერთ გოგოს, კედელთან ჰყავს მიყუდებული და რასაც ჰქვია ერთმანეთის ტუჩებს ხარბად ეძგერებიან. გამიკვირდა, რადგან მეგონა ყველაფერს ჰქონდა საზღვარი, კარგი იქნებოდა ცოტა ზრდილობა ჰქონოდათ,რომ პირდაპირ აუდიტორიის წინ არ ეზასავათ. ბიჭი რა თავხედიცაა ვიცი, მაგრამ არც ეს გოგო ჩანს წმინდანი. ერთმანეთს ავსებენ. -რა არის ახლა ეს? გული ამერია….. -სიჩუმე თიკამ დაარღვია. -ესეიგი მხოლოდ მე არ ვფიქრობ ეგრე, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, რა უმსგავსობაა-დავუმატე და თავი გავიმართლე, ცოტა არ იყოს გულზე მომეშვა,რომ ასეთი რეაქცია მხოლოდ მე არ მქონდა. -კარგი ნატალი მე ინგლისურზე შევდივარ. -კარგიი, შეხვედრამდე-ერთმანეთს გადავეხვიეთ. ღმერთო რა საყვარელი გოგოა. ”წყვილს” გვერდი ჩავუარე და გზა განვაგრძე. სახლში მისვლისას, საჭმელი ვჭამე, ვიმეცადინე და მისაღებ ოთახში შევედი. მშობლებს და იოანეს აინტერესებდათ, თუ როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ. ჩემი პასუხი ყო “მშვენივრად თუ იდიოტ სანდროს და მის ნაშას არ ჩავთვლით”. ხო,კარგი მხოლოდ ''მშვენივრად''-ით შემოვიფარგლე. -მშვენივრად ჩაიარა, პირველი დღე ნამდვილად დამღლელი, თუმცა საინტერესო და სასიამოვნო იყო. მეგობარიც შევიძინე, თიკა. ძალიან პოზიტიური და საყვარელი გოგოა,რაც შეეხება უნივერსიტეტს, რა თქმა უნდა ბევრი ოთახია ამიტომ, მათ დაზეპირებას მაქსიმუმ 1 კვირას მოვანდომებ. მოკლედ,წავა რა-გამეცინა. -ძალიან გვიხარია დე, წარმატებებს გისურვებთ ორივეს-იოანეს გახედა -მადლობა დე, გილოცავ ნატი შენ პირველ დღეს უნივერსიტეტში, თუმცა იმის იმედი არ გქონდეს,რომ ჩემზე კარგი იქნები. -სჯობს აქედანვე შეეეგუე,რომ დაგჩრდილაავ ძამიკო.ეგ თვითდაჯერებულობა დაგღუპავს შენ-ყველამ გავიცინეთ. საბოლოოდ კარგი დღე იყო, დამღლელი, საინტერესო, სასიამოვნო და სიახლეებით სავსე.მე კიდევ ისე არაფერი მახარებს,როგორც სიხლეები. ”მართალია, შენ სიახლეები ძალიან გიყვარს…” დამცინოდა ჩემი მეორე ”მე”. ********* დილით მაღვიძარას მომაბეზრებელმა ხმამ გამაღვიძა. ღმერთო ჩემო რა საშინელი ხელსაწყოა,სწორედ იმიტომ არ მიყვარს,რომ ტკბილად ძილში ხელს მიშლის,თუმცა მისი მოვალეობაც ხომ ესაა?! ასეთ წვრილმანებზე ხშირად ვბრაზდები,თუმცა შემდეგ ვაანალიზებ,რომ დანიშნულ ადგლას დაგვიანება ნამდვილად არ მაწყობს,ამიტომ მის არსებობას ვეგუები,საწოლიდან ზანტად ვდგები და სააბაზანოში შევდივარ. სარკეში ჩახედვისას გული კინაღამ წამივიდა, ამის მიზეზი კი ჩემი აწეწილი თმა იყო. 20 წუთის შემდეგ სავარძელზე კოხტად დაწყობილი მაისური, შარვალი, მაღალყელიანი ბათინკი და ჯინსის ქურთუკი ჩავიცვი. ბოლოს რა თქმა უნდა თმა მოვიტოვე, ამიტომ 10 წუთიანი მოვლის შემდეგ ‘კუდი’ გავიკეთე. ზუსტად ნახევარ საათში უნვერსიტეტის კარი შევაღე და ინგლისურის ოთახისკენ ავიღე გეზი. -მოგესალმებით, შეიძლება? -რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვენი ადგილი დაიკავოთ-გამიმართლა,რომ 2 ადგილი თავისუფალი იყო. არ გასულა 10 წუთი,რომ კარი ერთმა უსაყვარლესმა გოგომ შემოაღო, ეს თიკა იყო. ჩემი დანახვისას სახე გაუბრწყინდა, ისევე როგორც მე,ჩემ გვერდით მოკალათდა და მზერა მასწავლებელს მივაპყარით გაკვეთილის მოსასმენად. -აქ ხარ?- მიძახის ჩუმად -არა ამერიკაში,ლექციას ვესწრები-ჩავიცინე -კარგი,მაშინ არ მოგაცდენთ. -ჰოო კარგიი, მითხარი რა გინდა? -დღეს კლუბში ხომ წამოხვალ? -რა კლუბში? რატომ?-გავიკვირვე -თუ მაცდი გეტყვი,ოღონდ ლეციის შემდეგ. ამ ლექტორის სიფათს თუ დააკვირდები მიხვდები,რომ სჯობს საუბარი შევწყვიტოთ-ჩაეცინა. -მართალი ხარ ჩვენსავე სასიკეთოდ სჯობს გავჩუმდეთ,თორემ აქედან გაგვიძახებენ.-რა სახით იყურები შე ქალო,თავი ''მცდარ მოსახვევში მგონია''. ბებიაჩემი არ მიყურებდა ასე,ჩურჩხელებს რომ ვპარავდი. 30 წუთის შემდეგ. -ჰე ახლაა, მითხარი რა ხდება, ცნობისმოყვარობისგან ვკვდები-მივაყარე სწრაფად -მოკლედ, ბავშვებმა გადავწყვიტეთ წლის დაწყების აღსანიშნავად კლუბში წავიდეთ და გავერთოთ, თან არ მგონია სწავლის გამო ამის საშუალება ბევრჯერ მოგვეცეს-სინანულით თავი გაიქნია. -რას ჩამოუშვი ეგ სახე? რა თქმა უნდა წამოვალ, გატყობ შენც ჩემსავით გადარეული გართობის მოყვარული გოგო ხარ. -ეგ მომეწონა -ვიცი. -შეხედე ახლა ამას. -კაი ჰო და რომლისთვის ვიკრიბებით? -ბავშვებმა 6-ზე შევიკრიბოთო, იმედია ბევრი სტუდენტი წამოვა, თან სიმპათიურ ბიჭებსაც შევავლებდით თვალს….-სახეზე სამოვნების და სიცუღლუტის ელფერმა გადაკრა. -შენ ვინც არ გიცნობს,ვაი-თითი დავუქნიე -რა იყო, შენც ამას არ ელიი თუ?-გადაიხარხარა. -ნუ თვალის შევლებას არაუშავს -უცნაურად შევიშმუშნე, ის დღე გამახსენდა,თუმცა არ შევიმჩნიე,რომ გუნება შემეცვალა. როდემდე უნდა ვიფიქრო იმ წყეულ დღეზე? ასეეთი რა მოხდა? გამაუპატიურეს,მცემეს,მომკლეს თუ რა? თუ მოკლული ვარ სამოთხიდან მოკითხვა ყველას. უნივერსიტეტიდან სახლში მშიერი და დაღლილი მივედი, ვისადილე და სამეცადინოს ჩავუჯექი, 4 საათზე თავისუფალი ვიყავი უნივერსიტეტის დამღლელი,თუმცა საინტერესო მასალისგან. დასვენება მჭირდებოდა,ამიტომ 1 საათით დავიძინე, ეს წყეული მაღვიძარა კი 5 საათზე დავაყენე.1 საათი 5 წუთად მომეჩვენა,თუმცა კლუბში წასვლა ძალიან მინდოდა,ამიტომ შხაპი სწრაფად მივიღე და სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე. კაბის ჩაცმა თავიდან ამოვიგდე, ამიტომ ტანზე მოდგმული მაღალწელიანი შარვალი, ტოპი, ბოტასი და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი. რაც შეეხება თმას, ‘აბიომი’ გავიკეთე, საბოლოოდ სარკეში ჩავიხედე და ჩემი დღევანდელი ლუქი ძალიან მომეწონა, მაკიაჟის გაკეთება არ მიყვარს და დიდად არც მეხერხება,ამიტომ მსუქუბად ‘გამოვიპრანჭე’. შინდისფერი ტუჩსაცხი ჩემ დიდ ტუჩებს უფრო კვეთდა,რაც ძალიან მომწონდა. ამ დროს ტელეფონზე თიკამ დამირეკა. -სად ხარ?? -გამოვდიივარ,ჯერ ხომ არ დამიგვიანებია? -არა, მაგრამ მალე მოდი, აქ მარტო ვარ სულელი ბავშვივით. -მოიცა არავინ არ არის შენ გარდა? -ღადაობ ხო? ბევრნი რომ არიან და მე მარტო დებილივით ვდგავარ ბოძთან,მაგიტომ გირეკავ. -უიი, მე კიდევ მეგონაა..კარგიი 10 წუთში მანდ ვარ-ჩამეცინა. -გელოდები. 10 წუთის შემდეგ. -აიი,მეც მოვედიი. -როგორც იქნა. ღმერთო რაა სექსუალურად გამოიყურებიი. -შენც არანაკლებ.შეხედე ამასაც ტოპი აცვია -სიამის ტყუპებივით ვართ-გადავიხარხარეთ -კარგი ხო, გვეყოს ვირებივით კისკისი,თორემ შევრცხვებით. -აუ,რატომ არ გკიდია სხვისი აზრი,არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის. -გაჩუმდები თუ მე გაგაჩუმო? -ღმერთო მესროლე გამძლეობის ელექ-ხელები ცაში აღვაპყრე 7-ის ნახევარზე უკვე კლუბში ვიყავით, ღმერთო ჩემო რა კომფორტული სავარძლებია,ადგომა არ მოგინდება. უნდა ვაღიარო,რომ ნამდვილად სიმპათიური ბიჭები და ლამაზი გოგონები გვყოლა უნივერსიტეტში. ერთი გოგო ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, უფროსწორად ''სანდროს გოგო''. სახეზე ირონიულობა ავიკარი და სიცილნარევი ხმით ვთქვი: -როდის შევავსებთ? -ვიღაცას ძალიან წყურიაა-წამოიძახა ”სანდროს გოგომ”. -მერე, შენ რა? -არაფერო საყვარელო, მეც შენ მხარეს ვარ,თუმცა სანდროს მოსვლამდე ვერ შევავსებთ-ჩაეღიმა. რაო? სანდროს მოსვლამდეო? რა თქმა უნდა ის როგორ გამოაკლდება ამ შეკრებას? ეს გოგო კიდევ ისე იზლაზნება, მალე სიფათს მივუნგრევ. -მე არავის ”საყვარელო” არ ვარ, მითუმეტეს შენი და სანდრო ვინ არის? რას წარმოაგდნეს მას რომ დავუცადოთ? თუ მოსვლა უნდოდა დროულად მოსულიყო. -ეგ უკვე შენი საქმე არ არის გოგონი-წინიდან ჩემთვის ნაცნობი ხმა მომესმა, რომელსაც ყველამ თვალი გააყოლა. რა სექსუალურია,დაგვინდე სანდროვიჩ. -რა თქმა უნდა ჩემი საქმე არ არის,იმიტომ რომ არ მაინტერესებს,თუმცა შენ არანაირი პრივილეგია არ გაგაჩნია,რომ საკუთარ სიამოვნებაზე უარი ვთქვათ,თუნდაც ეს რამდენიმე წუთს ეხებოდეს.-კმაყოფილი სახით მივაძახე. -კარგი საყვარელო შეეშვი, მოდი ჩემ გვერდით დაჯექი-მიაძახა გვერდით მდგომმა. სილამაზეს ნამდვიალდ ვერ დაუკარგავდით. ვხედავდი,როგორ აყოლებდა თითებს სანდროს დაკუნთულ ხელს,რაც ძალიან ამაზრზენი სანახავი იყო…”თუმცა სექსუალურიც”- ჩამძახოდა ჩემი მეორე ”მე”.ყველაფერს საზღვარი აქვს.სად როგორ უნდა მოიქცე ხომ უნდა იცოდე ადამიანმა?! თუმცა ეს ვირებს არ ეხება, მართალია. ცეკვის დროც მოვიდა, ყველანი ფეხზე წამოვიჭერით, 5 ჭიქის შემდეგ მე და თიკა უკვე შევხურდით, ამავდროულად თვალს ვაყოლებდი სანდროსა და მისი ნაშის სექსუალურ ცეკვას.ნუ, თუ საერთოდ ”ცეკვა” ერქვა, ის უფრო სტრიპტიზი იყო. იქვე ახლოს სკამზე ჩამოვჯექი და ტეკილა შევუკვეთე, გვერდით კი ნაცნობმა სილუეტმა ”დამიმშვენა გვერდი” -დღეისთვის ზედმეტი ხომ არ არის?-მითხრა ირონიულად -ვფიქრობ არა, და მერე შენ რა?-ვუთხარი აგდებულად ისე,რომ არც შემიხედავს -მე არაფერი, უბრალოდ კიდევ შარს გადაეყრები და არმგონია ამჯერად ვინმემ გადგარჩინოს გაუპატიურ… -გაჩუმდი!-წამოვუყვირე. სიმღერის ხმამ ძლივს შესძლო ჩემი ხმის გადაფარვა, გადავრჩი,რომ არავინ გაიგონა. -ნუ ცხარობ, მე სიმართლე გითხარი-ჩაიცინა. ეს თვითდაჯერებული იდიოტიი.თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამსკდა… -შენ ტირი?-ხმა შეეცვალა -გაეთრიე,აქედან გამეცალე-სასოწარკვეთილმა ვუთხარი,თუმცა მკაცრად. -როგორც გინდა-მის ხმაში გულწრფელობა შევნიშნე. 5 წუთის შემდეგ მეგობრებს შევუერთდი და ცეკვა დავიწყე, ერთი ბიჭი ცეკვაში ამყვა და სიცილს არ წყვეტდა,ეტყობოდა ზედმეტი ჰქონდა დალეული. ის ჩვენი კურსელი არ იყო, თორემ სახეზე ვიცნობდი… -შეიძლება ვიცეკვოთ? -როგორც ხედავ, კი-სიცილით ვუთხარი, კარგად ვერ ვაანალიზებდი რას ვაკეთებდი,თუმცა ცუდი ბიჭი არ უნდა ჩანდეს. თუ რამე ზედმეტი გაბედა ერთს კარგად შემოვცხებ. -რა გქვია? -ნატალი,შენ? -ცოტნე. შეყვარებული გყავს?-ისე იკითხა,თითქოს სამკვდრო-სასიცოცხლო საქმე ყოფილიყოს პასუხი. -არა -ასეთ ლამაზ გოგოს? ვერ დავიჯერებ-კმაყოფილების ღიმილმა გადაჰკრა -შენი ნებაა დაიჯერებ თუ არა, ეგ დიდად არ მაინტერესებს-მხრები ავიჩეჩე წინიდან სანდროს მკვლელი მზერა შევამჩნიე,რომელიც მე და ცოტნეს გვეკუთვნოდა. ინსტიქტურად ცოტნეს ავეკარი და ცეკვა განვაგრძე, შევამჩნიე სანდროს მრისხანებით აგიზგიზებული თვალებიი,რაც სიამოვნებას მგვრიდა. ძალიან მაინტერესებს რატომ იქცევა ასე? თუმცა ყველაზე გასაკვირი ის არის,რომ მისი გამწარება მსიამოვნებდა…. სჯობს თავის გოგოს მიხედოს. -შეიძლება გარეთ გავიდეთ?-სად გეჩქარება ჩიტო? -არა,არ შეიძლება-ხელიდან გამოვუსხლტი -კარგი ნუ ცხარობ-უპასუხოდ დავტოვე და მაგიდასთან ჩემ ადგილს დავუბრუნდი. სახლში წასვლა მინდოდა,თუმცა თიკა არსად ჩანდა,ამიტომ მის მოსაძებნად ფეხზე ავდექი და ბარბაცით მოცეკვავეთა რიგს შევუერთდი,უეცრად ჩემ წინ უკვე ნაცნობმა სხეულმა გადამიჭრა გზა. თვალები ავატრიალე ცოტნეს დანახვისას.ვაღიარებ ნამდვილად სჯობდა მის ადგილას სანდრო დამენახა… -რა გინდა?-ვუთხარი უემოციოდ -შენი კოცნა-ამან რა მოწია? -ვერ გავიგე? მასეც არ დავმთვრალვარრ,რომ…-უეცრად მისი ბაგეები შემსას შეეხო და ტანში არა სამოვნების,არამედ ზიზღის გრძნობა დამეუფლა, სამწუხაროდ ის ჩემზე საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა და ჩემი ბაგე მისიდან ვერ გავითავისუფლე,ტუჩზე კბილები ჩამასო და სისხლის გემო ვიგრძენი. ცრემლი წამსკდა,ხელებს ხოხობივით ვიქნევდი და უეცრად შვება ვიგრძენი,როდესაც ვიღაც ღვთისნიერმა ეს არამზადა ჩემ სხხეულს მოაშორა და იატაკს უხეშად დაანარცხა. ჩემს წინ სანდრო ატუზულიყო, გაურკვევლობითა და მრისხანებით აღსავსე მზერა მე მომანათა და ის უმალ შეეცვალა. -კარგად ხარ? ხომ გაგაფრთხილე?!-ბრძანებლური,თუმცა სევდიანი ხმით მითხრა -….. -სიტყვის თქმას ვერ ვახერხებდი,რადგან ტუჩი ძალიან მტკიოდა და სახეზე ხელები ავიფარე. აი,ასეთ მომენტებში დებილივით ვშტერდებოდი. -კარგი, ჩუუ…-მისი ხმა ჩამესმა ყურში, რა ცუდია,რომ ეს წუთიერი იყო. ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და ცრემლების შემშრალება დამიწყო. წარმომიდგენია რა დღეში მექნებოდა სახე,თუმცა მართალია, ამის წარმოდგენა ნამდვილად შეუძლებელი იყო. მე და სანდრო საპირფარეშოში შევედით,ისე,რომ სხვებმა ვერ შეგვამჩნიეს, ეს გადამეტებული სასმელის მიღებით იყო გამოწვეული,ირგვლივ მყოფთაგან მხოლოდ ერთეულებს თუ იპოვნიდით ფხიზელს, რომელთა შორისაც იყო სანდრო.სიარული მიჭირდა,ხელ-ფეხი მიკანკალებდა, ჩემ თავს არ ვგავდი. არ ვიცი რა დამემართა. რა მოხდა თუ ბიჭმა მაკოცა? ამის მიზეზი ალბათ ის არის,რომ ის ჩემ ნებას არ დამორჩილდა და ძალით მაკოცა. ვერ ვიტან როდესაც ჩემ სივრცეში იჭრებიან და რაღაცას მაძალებენ, ამ დროს ჩემ თავს არ ვგავარ. ტირილისგან თავბრუ მესხმოდა და ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, მხოლოდ ერთი გამმოსახულების გარჩევა შევძელი, ეს სანდროს სახე იყო. ღმერთო როგორი უნაკლოა, ეს თაფლისფერი თვალები,რომელთა მორევშიც ყოველ წამს ვიძირებოდი მკლავდა, ეს სავსე ტუჩები,რომელიც ჩემ სახესთან იმდენად ახალოს იყო, მის მწველ სუნთქვას ლოყაზე ვგრძნობდი, ეს უხეში წვერიც კი ძალიან უხდებოდა… დაა ჰოოპ, რეალობას წყლის წვეთებმა მომიყვანა,რომელიც სანდრომ სახეში შემასხა. -როგორ ხარ პატარა?-ალბათ მომესმა, ”პატარა”? დარწმუნებული არ ვიყავი რომ ნამდვილად ეს წარმოითქვა მისი ბაგედან, ანდა რომც წარმოეთქვა კამათის თავი ნამდვილად არ მქონდა. -ახლა კარგად-ჩავახველე ხმის გასაწმენდად - დაწყნარდი, მე აქ ვარ, ის სი*ი ვეღარ შეგეხება-თავზე ხელს მისმევდა და წყლით უკვე სახეზე ‘კოხტად’ აზელილ მაკიაჟს მაშორებდა -ჩემი ბრალია, ამდენი არ უნდა დამელია-ვთქვი დანანებით -მიხვდი კი მაგდენს?-მითხრა ნიშნისმოგებით -არ დაიწყოო რაა ახლა, შენი თავი არ მაქვს-ვუთხარი მობეზრებით -მე არაფერს არ ვიწყებ,მაგის თავი არც მე მაქვს, ჩემ ამჟამინდელ საზრუნავს ‘შპაკლის’ მოშორება წარმოადგენს, თუმცა მგონი ამაოდ ვცდილობ-თქვა გაბრაზებულმა -‘შპაკლი’ არ მისვია, უბრალოდ მაკიაჟია-შევუღრინე -ჰო როგორ არა…. -გაეცინა,მე კი თვალები ავატრიალე -უკვე მეორედ -რა მეორედ? რას გულისხმობ?-მგონი ეს უფრო ნასვამია, ვიდრე მე. უფროსწორად უკვე გალეშლი მთვრალი. რას მელაპარაკება ნამიოკებით,თითქოს რამის გამოცნობის თავი მქონდეს. -უკვე მეორედ გადაგარჩინე-გაეღიმა,თუმცა მასში ირონია ვერ შევამჩნიე, გამიხარდა,რომ არ მეიაზვებოდა -სულ დამავიწყდა, გმადლობ დახმარებისთვის-ვუთხარი ცოტა არ იყოს სიმორცხვით. ამავდროულად ჩემ თავზე ვბრაზობდი, რას იფიქრებს ეს ბიჭი?? ახლა გონია რომ დაუვცველი ვარ და საკუთარი თავის დაცვა არ შემიძლიაა. ”დაა ასე არ არის?!”- ჩამსძახოდა ჩემი მეორე მე. აუუ მოვკლავვ ამას რაა სულ როგორ მაწამებს. -არაფრის,უბრალოდ აჯობებს თავი აკონტროლო და იმდენი დალიო,რამდენსაც შენი ორგანიზმი იტანს… ვატყობ 2 ჭიქიანი ხარ-გაეცინა -ღირსი ვარ, მიდი დამცინე და მარიგე ჭკუა….-ვთქვი მობეზრებით -არა პატარავ, ცუდად გამიგე, უბრალოდ ყოველთვის შენ გვერდით ვერ ვიქნები და ვერ დაგიცავ, ამიტომ საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლო, მითუმეტეს ასეთი სხეულის პატრონმა-სახეზე ღიმილმა გადაჰკრა -”პატარავ” არა და გმადლობ რჩევისთვის-შევუბღვირე და ენა გამოვყავი. ახლა ის უნდა მარიგებდეს ჭკუას??? ბოთე ვარ, ბოლო დონის სულელი. -რატომ გაქვს გართულება ამ ”პატარაზე”?-”პატარა” მკვეთრად წარმოთქვა. გავშრი. ეგ კითხვა მეც მაწუხებს, უფროსწორად ახლა დავფიქრდი, ამაზე ადრე არ მიფიქრია, ან რატომ უნდა მეფიქრა თუ რატომ არ მსიამოვნებდა სანდროს ბაგედან ამოსული ”პატარა”? ”იმიტომ რომ აღგაგზნებს”- ჩამსძახა მეორე ”მე”-მ. მგონი ასეა… ჰორმონებმა თამაში დამიწყო, რადგან სანდრო მომიახლოვდა, ბაგეზე თითი გამიხახუნა და ლოყაზე ნაზად მაკოცა,ბაგესთან ძალიან ახლოს. შევცბი,ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ავხურდი, მუცელში მწველი გრძნობა ვიგრძენი, ასეთი სიამოვნება ჩემთვის არავის მოეყენებინა. ის მიმორჩილებს მე და უძლური ვხდები მასთან სიახლოვისას, ის გრძნობს და ხვდება ამას,რაც მის თვალში კიდევ უფრო დაუცველს მხდის. ჩემ ლოყაზე მისი ბაგე დიდხანს იყო გაჩერებული,კოცნა რომ დაასრულა მის თაფლისფერ თვალებს შევეჩეხე,მასთან ძალიან ახლოს ვიყავი,მისმა მზერამ დამატყვევა. ღმერთო რა მემართება? სიჩუმე კვლავ მან დაარღვია,როგორც ადრე… -ერთხელ უკვე გითხარი და კიდევ გაგიმეორებ, ჩემსავით ვერავინ აღგაგზნებს,დაიმახსოვრე-მბრძანებლური, ირონიული, სიცილნარევი ხმით მითხრა. -გთხოვ არ გინდა -შევევედრე. ამ დროს ძალიან მთვრალი ვიყავი და უმწეო მდგომარეობაში ვიმყოფებოდი,თორემ ვედრებას არ დავუწყებდი. -მე ისეთს არაფერს გაგიკეთებ რომ გატკინო-ამას კუპიდონმა ისარი პარკუჭში გაარტყა?უცბად გამახსენდა ის კითხვა,რომელიც გულს მღრღნიდა და მინდოდა მისთვის სწორედ ახლა, ამ მომენტში დამესვა, მიუხედავად,რომ უადგილო იყო, მაგრამ ვინ დაეძებდა ადგილს? სხვა დროს ამის არც გამბედაობა და არც შესაძლებლობა არ მექნებოდა, იქნებ ბოლოჯერ ვესაუბრები? მართალია, სხვა დროს რატომ უნდა დაველაპარაკო მას? რა თქმა უნდა ეს თუ სწავლას არ ეხება… ბოლოსდაბოლოს ჩვენ ხომ ერთ უნივერსიტეტში ვსწვავლობთ? მინდა თუ არა მისი დანახვა ხშირად მომიწევს -საიდან იცოდი ჩემი სახელი? -მე ყველაფერი ვიცი. -მე სერიოზულად გელაპარაკები-ვუთხარი უკვე დაღლილმა -შენდა გასაკვირად მეც-ჩაიღიმა. ოხ,ეს ირონიის მამა -ანუ არ მპასუხობბ? -უკვე გიპასუხე,რომ მე ყველაფერი ვიცი,ეს სრულებით საკმარისი უნდა ყოს. -კარგი, ნახვამდის. - ასეთ მდგომარეობაში გზას გააგნებ?-გაკვირვებულმა შემომხედა. -თიკა უნდა მოვძებნო, ნუ ღელავ ტაქსს გავაჩერებ. -ნუ ღელვის რა მოგახსენო… წამოდი დაგეხმარები- თიკა თავისთვის მარტო იჯდა,ისიც კარგად დამთვრალა. ავაყენე, უფროსწორად მე კი არა, სანდრომ ააყენა და ტაქსიში ორივე მშვიდად ”ჩაგვასვენა”. -სად ცხოვრობ? -რა? -სად ცხოვრობ მეთქიი? ტაქსი გელოდებათ -აჰა, მე მეგონააა…სამგორის რაიონი,დირსიჭალის ქუჩა. - და შენ რა რა გეგონა?-ოხ,ეს მზერაა -არ,ა არაფერიი….- ჯანდაბას შენი პრუტუნა თავი ნატალი -შენი საცხოვრებლის გაგება რომ მდომოდა, შენი თქმის გარეშეც გავიგებდი-ჩაიღიმა. ეს ვინ არის? შემაშინაა ამ ღამეს ეს მთვრალი გოგო. ნეტავ მართლა ასეთი გავლენიანია? ყველაფერზე როგორ იძახის ვიცი და უპრობლემოდ გავიგებო? შეიძლება თავს მაჩვენებს,მაგრამ ეს რაში უნდა სჭირდებოდეს? ”ნატალი შორს წახვედიი… დაუბრუნდი რეალობას და შენ ჩაოხრებულ საქმეს მიხედე”. ცხოვრებაში მგონი პირველად დავეთანხმე ჩემ მეორე ”მე”-ს -და თიკა?-მკითხა მან და თიკას გადახედა.აუ, თიკა ვის გაახსენდა, გადავხედე და ჩაძინებოდა, ეს საწყალი ჩემზე უარეს დღეშია. -ჩემთან დარჩება, სახლში მაინც ვერ გავუშვებდი ამ მდგომარეობაში. -აჰჰ, შენ ვერ გაუშვებდი ჰოო?? მართალია, შენ ჩვენს სადარაჯოზე დგახარ..-გადაიხარხარა. საპასუხოდ კი მამის მკვლელი თვალებთ გავხედე. ტაქსისტს თანხა მიაწოდა და ახლა ჩვენ გადმოგვხედა -შინ მშვიდობით მისვლას გისურვებთ გოგონებო-ჩაიცინა-და კიდევ,ტუჩზე ყინული დაიდე. ახლა მხოლოდ დაძინება მინდოდა. როგორც იქნა სახლამდე მოვაღწიეთ, გამიმართლა,რომ თიკა სახლში მისვლამდე როგორღაც გავაღვიძე, აიიი გამოფხიზლებაზე კი რა მოგახსენოთ. გამოფხიზლებას არც ველოდი, რადგან ვიიცი ამ დროს სიარულიც კი რა რთულია, ნაკლებ მდგომარეობაში არც მე ვიყავი.. კარი გავაღე და ჩემი ძმა შემეფეთა, როდესაც მე და ჩემ მხარზე თითქმის წამოწოლილი თიკა დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა. -რა ხდებაა?? ეს…-ენა დაება -პრივეტ ძამიკო….თუ შემოიშვებ და დამეხმარები თიკას შემოყვანაში ყველაფერს აგიხსნი-თავის დაძვრენა ვცადე -ოოჰ ნატალიიი, მარტო შენი მეგობარი კი არა,შენც შემოსაყვანი ხარ-თვალები დამიბრიალა -თიკასთან შედარებით მე დავდივარ მაინც -კი, ნამდვილად დადიხარ-ჩაეცინა, თუმცა გაბრაზება მაინც ეტყობოდა -თიკა ჩემ ოთახში აიყვანე-საწყალს ისევ დაეძინა -როგორც მიბრძანებთ-თვალები აატრიალა -ნუ ხარ ზანტიი, აწიე ეგ უკანალი და შემარგე გართობა -ცენზურა გოგო! შენ შერგულიც გაქვს ეგ გართობა და მეტიც. თავის კონტროლი ვერ ისწავლე ამხელა გოგომ -ნუ დამიწყებ ახლა დედაჩემივით, უი მართლაა აგენტი სად არის?? -ვინ? აგენტი ავიყვანეთ და არ ვიცი? -დედა ვიგულისხმე, ზოგადად სახლში როდესაც არ ვარ ყოველთვის ჩემი მოსვლის სადარაჯოზეა, ახლა კი მის მოვალეობას შენ ასრულებ, ჩემი დამცველი ბიჭი ვინ არისო?-გადავიხარხარე -შენსავით კლუბში ხომ არ იქნებაა? ძინავს და თუ არ იხმაურებ შენთვისვე უკეთესია -მითხრა მკაცრად -კაი ჰო, ნუ მებღვირები -გამილეშა ბრადიაგა მეზობელი თემურივით და აქეთ იბღვირება. ეს გადამრევს,ტო. თავზე ხელიც ხომ არ გადაგისვა? -უარს არ ვიტყოდი,კარგი ნუ ბრაზობ, ეს ბოლოა-რა უნიჭო მსახიობი ვარ, ბოლო რომ არ იყო ეს მეც ვიცოდი და ჩემმა ძმამაც. ჩავეხუტე და ლოყაზე კოცნა დავუწყე. -ოოე, კაიი გეყოსს ახლაა, ალკოჰოლის სუნად ყარხარ-გვერდით გამწია და სახე დამანჭა -ალკოჰოლი დავლიე და აბა შენი სუნამოს სუნი ხომ არ მექნება?? -ჰე ახლაა დაწექი და შენ მეგობარს მიხედე,არ უნდა ბევრი ლაპარაკი-თიიკასს ეძინა, ახლა მე უნდა გამეხადა მისთვის, ჩემი თავისთვის ვერ მომივლია დაა… კარგი ჰო, მერე რა?? ჩემმი დაქალიაა და ვერ გადავაგდებ, უნდა მოვუარო. კიდევ კარგი მისი მშობლები ქუთაისში იყვნენ წასულები 3 დღით,თორემ თიკას საყვედური არ ასცდებოდა. შაბათი ,დილის 8 საათი. -თიკა გღვიძავს? -თითქმის-თვალდახუჭული მპასუხობს -აუუ დღეს უნივერსიტეტში ვერ წავალთ, თავი მისკდება -მე წარმოგიდგენია როგორ?..აუუ ღმერთო ჩემო ეგ ვის გაახსენდაა -დედაჩემი მომკლავს, როგორმე უნდა გამოვძვრეთ, მოვიმიზეზებ,რომ ცუდად ვარ -სირცხვილო, რას იფიქრებენ 2 დღის გაცნობილი გოგო აქ რომ დავხვდები? -ნუ სულელობბბ რა-უცბად კარი გაიღო და კართან ატუზული დედა დავინახე -ნატალი გაგვიანდება დე -სახეზე გაკვირვება გამოეხატა -დედაა…-თიკას გადავხედე -გამარჯობა შვილო-თიკას გაუღიმა-ნატი ვინ არის ეს გოგო? -დედაა…-ენა დამება რეტიანი ბავშვივით -რაიყო ნატი, მე უბრალოდ კითხვა დაგისვი შვილო,ამოცანის ამოხსნას ხომ არ გთხოვ? თავი ინდურ სერიალში მგონია-გაიცინა -რა ხუმარა ხარ დედიკო-გამეცინა-ეს თიკაა ჩემი დაქალი, მასზე მოგიყევი ხომ გახსოვს? გუშინ აქ დარჩა, მშობლები ქუთაისში წავიდნენ და ღამით მოვიდა ჩვენთან. -გამარჯობა-თქვა თიკამ მორცხვად -გასაგებია შვილო, სჯობდა ღამით გაგეღვიძებინე, ყურადღებას მივაქცევდი დე. უნივერსიტეტში არ გაგვიანდებათ? -დე თიკამ არ შევაწუხოთო დაა…თან ჩემ ოთახში ვიყავით და კარგადაც გავერთეთ. აუ, დე გუშინ ღამით კიტრის მწნილი ვჭამე, მგონი მომწამლა შეუძლოდ ვარ.. -ოხ, ნატალი, ეს მიზეზია თუ? უკვე მერამდენედ მოიწამლე? სათვალავი ამერია -არა დეე რა მიზეზი, უნივერსიტეტს უმიზეზოდ როგორ გავაცდენ? მხოლოდ ეს 1 დღე, ხვალიდან აღარ გავაცდენ რა ვქნა…-თავი მოვისაწ.... -კარგი, მოემზადეთ და შემდეგ სასაუზმოდ ჩამოდით. შენ მოხარშულ კარტოფილს გაგიმზადებ. -მადლობა დე-დედაჩემმა დაგვტოვა და შვებით ამოვისუნთქე - სამსახიობოზე უნდა ჩაგებარებინა რა -მეორე პროფესიად ავირჩევ არ შეიძლება თუ?-გავიცინე -რა ნიჭიერი მყავხარ რაა.. რა საყვარელი დედა გყავს-აღფრთოვანებით მითხრა თიკამ -შენ გაბრაზებული არ გინახავს-გამეცინა -არც მინდა ვიხილო, ასე უფრო მომწონს-გადვიხარხარეთ -იცი დღეს რას ვიზამ? -თავისთავად, არა-ჩაიცინა და დაინტერესებული თვალები მომანათა -ჩემ დაქალებს გაგაცნობ, 3-თვის ვეტყვი,რომ მოვიდნენ -აუ რა კარგია, მაგრამ მალე უნდა წავიდეე ხომ იიი -ნუ ღელავ მოასწრებ სახლში წასვლასაც-დავეღრიჯე 1 საათში სამზარელოში შევედით და იოანე დავინახე,ყავით ხელში,თან ტელეფონში რაღაცას მიშტერებოდა. -პრივეტ იო -პრივეტ ლოთებო-მე მიჩვეული ვიყავი, აიი თიკამ კი არ იცოდა სად წასულიყო სირცხვილისგან -ძამიკო, მარტო არ ვარ-შევუბღვირე -აჰჰ, გამარჯობაა, შენც ლოთი ხომ ხარ არა?-სიცილი არც შეუკავებია -შეიძლება ითქვას- უხერხულად ჩაიცინა თიკამ -რა პირდაპირი ხარ-თვალები ავუტრიალე,მაგრამ უნდა ვაღიარო მეც მეცინებოდა -ცუდი რა ვთქვი??-დამეჭყანა -თავი მისკდება კიტრის მწნილი მინდა მე კიდევ მოვიტყუე,რომ მოწამლული ვარ, ჩუმად უნდა ვჭამო. თიკა მოდი და კარი მოხურე, დედამ არ დაგვინახოს -საწყალოო დედამ კარტოფილი გაგიმზადა და თუ არ შეჭამ კარგი დღე არ გელის, თან გაბრაზებულიცაა უნივერსიტეტი რომ გააცდინე-გადაიხარხარა და ოთახი დატოვა -მადლობა გვერდში იდგომისთვის ძამიკო-მივაძახე და თავი სევდიანად გავაქნიე, თიკა კი სიცილისგან კინაღამ ჩაბჟირდა -ვიზიარებ-მხოლოდ ეს მითხრა,რაზეც გემრიელად ვუჩქმიტე და ტკივილისგან დაიკლაკნა. ****** უკვე 3 საათა,ესეც ასე, ჩემი გოგოებიც მოვიდნენ,თუმცა ზარის გამაყრუებელმა ხმამ თავი უფრო ამატკივა. მგონი დროა გაიგონ ჩემი თავგადასავლების შესახებ, ღმერთო როგორ მომენატრნენ, თან თიკას გავაცნობ, დარწმუნებული ვარ ერთმანეთს კარგად გაუგებენ. -საღოლ რაა, თავი ამიფეთქეთ, ამ ზარისგან-მივახალე როგორც კი კარი გავაღე -აბა რა გეგონა კონიაკს რომ ყლურწავდი?-მითხრა თაკომ,ისე რომ სიცილს ვერ იკავებდა, ახლა თუ მივედი კარგად მოვცხებ -ვიზიარებ დაო, ვიცი რა დღეშიც ხარ,მაგრამ ღირსი ხარ, რადგან მე არ დამპატიჟე -მომახალა მარიამმა. ღმერთო ჩემოო ამას მოვკლავ, ვითომ მე ვადგენდი წამოსვლის სიას, რა ჩემი ბრალია სხვა უნივერსიტეტში რომ სწავლობს? სირაქლემა -რაშვები ნატი? მომენატრე-მითხრა მარიტამ, ეს ჩემი უთბილესი გოგოა -ვაა ფეხზეე დგახარ?? საღოლ-გადაიხარხარა გაკვირვებულმა მანომ. ოხ ეს ირონია, რა ვქნათ მეც მას ვგავარ, ნებისმიერის შემთხვევაში მეც ასეთი სარკაზმით დავამშვენებდი თითოეულს, მაქსიმუმ 5 ჭიქა რომ დაელიათ. – უკვე მომწონხარ-გვერდი ამიარა თამარმა და თიკას ჩაეხუტა, მიყვარს ეს გოგო. თიკამ სიცილი ვერ შეიკავა, ისევე როგორც სხვა დანარჩენმა, ჩემი ჩათვლით. ******* ჩემი გოგოები 3 კვირა არ მინახავს და ძალიან მომენატრნენ, ჩვენ სულ ვკამათობთ,თუმცა არა მნიშვნელოვან თემებზე. თითოეულ მათგანს დიდი როლი მიუძღვის ჩემი ცხოვრების დღეთა გაფერადებაში. თამარმა მასწავლა,რომ ვიყო პრინციპული, მარიტამ თავისი თბილი დამოკიდებულებით,რომელიც ყველგან პოზიტივს ასხივებს, გრძნობების უკეთ გამოხატვა მასწავლა, მარიამმა კი მანოსთან და თიკოსთან ერთად თავისუფლებისა და მიზნების დასახვის სტიმული მომცა, მათი საშუალებით ვდგავარ ფეხზე და განვაგრძობ შემართებით და აქტიურად ცხოვრებას,სიცოცხლის ამ რთულ გზაზე. რაც შეეხება თიკას, მიუხედავად იმისა,რომ მას მხოლოდ რამდენიმე დღეა ვიცნობ თავი ისე შემაყვარა ამ სულელმა გოგომ მგონია,რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, ისიც ჩემსავით მიზანდასახული და გიჟი გართობის მოყვარული გოგოა. ორივე ნამდვილი ”ლოთები” ვართ, როგორც იოანე აღნიშნავს. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა,რომ საშუალება რომ მქონდეს, არც კი დავიძინებდი(ისიც გასათვალისწინებელია,რომ ძილი ძალიან მიყვარს და შემიძლია ლოგინში მთელი დღე გავატარო). ცხოვრება ძალიან მარტივი იქნებოდა ადამიანებს ერთმანეთზე ლაპარაკის ნაცვლად, ერთმანეთთან ლაპარაკი რომ შეგვეძლოს. ამ ქვეყნად ერთხელ მოვდივართ და ძალიან 'ტეხავს'ტკივილი მივაყენოთ ჩვენთვის ძვირფასს ადამიანებს, სამწუხაროდ ამის წინასწარ განსაზღვრა არც ისე ადვილია. ჰოო, რაც შეეხება გოგოებს, მათ უკვე ყველაფერი მოვუყევი,რაც უნივერსიტეტამდე 1 კვირის წინ გარდამხდა, უნივერსიტეტში ყოფნის დროს სანდროსა და ჩემი ”შეხვედრების” მოყოლის შემდეგ კი მათ თვალები შუბლამდე აუვიდათ. -ვაუ ნატი, ბიჭს უფლება მიეცი შენთვის ეკოცნა????-გაკვირვებული შემომყურებდა მარიტა -ტუჩებში არ უკოცნია, არ მისმენდიი???-შევუბღვირე -გინდ ტუჩთან ახლოს უკოცნია და გინდ ტუჩებში-გადაიკისკისა თაკომ. -დიდი მნიშვნელობა აქვს პირადად ჩვემთვის-ენა გამოვყავი -ნუ, შენთვის კი-დაამატა თამარმა სიცილნარევი ხმით -ოო კარგიითთ რაა-ვთქვი მობეზრებით -რატომ ცხარობ შე ქალო?? აქ იმისთვის ვართ,რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ, მერე რა ბიჭმა თუ გაკოცა? კარგი იყო?-გადაიხარხარა მარიამმა -რა მახსოვს კარგი იყო თუ არა?? მთვრალი ვიყავი.მაგრამ იმ ვირს მეორეჯერ თუ დაველაპარაკე ეგეც საკითხავია-რა მახსოვს კარგი იყო თუ არა კი არა, სააბაზანოში მაგის ტუჩები მელანდებოდა. -ცხოვრებაში პირველად ბიჭმა მაკოცოს და არ მახსოვდეს მომეწონა თუ არაა? ბოთე ხარ,მაგრამ მატყუარაც-ჩაიცინა მანომ -არ ვიტყუებიიი და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს ახლა-შევუღრინე -რატომ არ მითხარიი ამის შესახებ ნატიი? ჩვენ ხომ სანდროზე კლუბში წასვლამდე ვსაუბრობდით? ერთხელ მაინც არ გაგჩენია სურვილი ეს გეთქვა? თუმცა მართალია, ჩვენ მხოლოდ 4 დღეა ერთმანეთს ვიცნობთ…-გული ჩამწყდა თიკას ამ სიტყვებზე, იმიტომ არ ვუთხარი სანდროზე,რომ მეც არ ვიყავი მზად ეს ყველაფერი ვინმესთვის მეამბო, ამ ჭრილობების გახსნა არ მინდოდა,რადგან იმ დღის გახსენებისას თვალთ ბინდი მეკრება, აი სანდროზე კი რას ვფიქრობ არ ვიცი, დავიბენი.. -თიკა რაებს ბოდავ? ძალიან კარგად იცი რატომაც არ გითხარი, ხომ გითხარით რომ ეს თემა ჩემთვის ვეტო დადებულია?-ჩამეცინა- არ მსიამოვნებს ამის გახსენება, არ ვიყავი მზად ეს ვინმესთვის მომეყოლა, არ აქვს მნიშვნელობა როდის გაგიცანი,შენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ხარ-ჩავეხუტე -წამოდით ჩიფსები ვჭამოოთ ოღონდ დედას არ უნდა დავენახო, თორემ გამომიჭერს,რომ მოწამლული არ ვარ და მაგრად დამერხევა-ბოლო წინადადება ჩუმად წარმოვთქვი,მაინც კედლებსაც ყურები აქვს. -ჰეიი გოგოებო-კარი შემოგვიღო იოანემ -პრივეტ იო-დაიწყეს ხვევნა-კოცნა, თიკა კი ამ სანახაობას სიამოვნებით შეცქეროა,თითქოს მელოდრამას უყურებდა კინოთეატრში -იოანე ისე, კარის ფუნქცია დაკაკუნებაა, მითუმეტეს გოგონებით სავსე ოთახში,იქნებ რას ვაკეთებთ?-მივუგე ნიშნისმოგებით -ბოდიში…ამას ლოთი მეუბნება?-ჩაეიცინა -გეყოს! არ გადამყოლაა ერთხელ დალევას? -ერთი რომ იყოს რა გიჭირს, მეორე ლოთი დაქალი სად გყავსს?-გადაიხარხარა -აქ ვარ-გადაიხარხარა თიკამ,რომელიც საწოლის კიდესთან წამომჯდარიყო -ვაჰ, ძალიან მიხარია რომ გამოფხიზლდი, გუშინ…. -იოანეე მოგკლავ,ახლავე გაეთრიეე და გვაცადე გოგოებს მარტო ყოფნა, შენი სიფათის დანახვა ისედაც ყოველ დღე მიწევს-შევუღრინე -რა გუშინ?-გაიკვირვა თიკამ -არ უთქვამს? არა დიდი კი არაფერიი-ჩაეცინა იოანეს -რა მოხდა? ამიხსნით რომელიმე? -უბრალოდ იმდენად მთვრალი იყავი ნატალის კარებამდე ხელში აყვანილი ”მიგასვენე”-უხერხულად ჩაიცინა და კარი დახურა. კარის დახურვა და ჩემი ბალიშის მისი მიმართულებით სროლა ერთი იყო. -ამაცილეე-მომაძახა.თიკას გავხედე და სირცხვილისგან აღარ იცოდა სად წასულიყო,სახეზე სულ აწითლდა -ჩემი მორცხვიი გოგო-მაგრად ჩავეხუტე -გეყოს ნატალიი. გეთქვა მაინც ასეე რომ მოხდა გუშინ…-მომიშორა -კარგი რა თიკა რა უნდა მეთქვა? მთვრალი იყავი და ჩემმა ძმამ ხელში აყვანილი ჩემ ოთახამდე მიგაცილა მეთქი? ეგეც კარგი იდიოტია რაა… ენატლიკინა კამეჩი -შევრცხვი რაა-ტირილი დაიწყოო -ვაიმე გეტყობა,რომ იოანეს არ იცნობ, მისი როგორ უნდა შეგრცხვეს ? მასზე ისეთებს მოგიყვებიითთ უუჰჰჰ..შეწყვიტე დროზე ტირილი და წამოდი ჩიფსები ვჭამოთ-მიაძახა თამარმა ******** -მოკლედ, გასულ წელს იოანეს ოთახში შევიპარეთ მე, მარიტა და ნატალი, შავი , წითელი,ყვითელი და ლურჯი ფერის ლაქი ავიღეთ და ჩვენ პრინცს კარგად შევუღებეთ ლამაზი,კოხტად მოვლილი ფრჩხილები, მისი სახე უნდა გენახა დილით რომ გაიღვიძა. უნდა ვაღიარო, ისეთი გრძელი და ლამაზი თითები აქვს, ბევრ გოგოს შეშურდება-ყველამ გადავიხარახრეთ -ვაიმე-გადაბჟირდა თიკა -ეგ რა არის, აცეტონიც დავუმალეთ, მაღაზიაშიც არავინ გავეგზავნეთ და თავად მოუხდა მაღაზიაში წასვლა,იქ რაც მოხდებოდა ხომ წარმოგიდგენია-მიუგო ნიშნისმოგებით მარიტამ -აუუ თქვენ ვინები ყოფილხართთ რაა. საწყალი იოანე-თქვა სიცილით თიკამ -საწყალი არა?? არ დაგეკარგოს არსადდ-მივუგე თვალის ჩაკვრით. საღამოს უკვე ყველანი დავიშალეთ, თიკამაც დამტოვა და სახლში წავიდა, დავრჩი მარტო ჩემ ფიქრებთან ერთად. დილით უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი,ამიტომ სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი და ჩემი ფიქრებიდან თავი დაღწევის მიზნით სიმღერა დავიწყე. ეს ყოველთვის მეხმარება სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში, თუმცა უფრო კარგი იქნებოდა სიმღერის ნიჭიც რომ მქონდეს და ვირივით არ ვყროყინებდე. სააბაზანოდან გამოსულმა წიგნის კითხვა დავიწყე, ლევან სანიკიძის ”კეისარიადა” საოცარი წიგნია,რომელიც რომის ისტორიის აღწერის თვალსაჩინო ნაშრომია. წიგნის კითხვის დროს ყოველთვის ძილი მერევა, 10 საათამდე მაინც გავძელი და 11-ის ნახევარზე ტკბილად დავიძინე, ეს წყეული მაღვიძარა კი 8-ის ნახევარზე დავაყენე. ******* საწოლიდან წამოვდექი, სააბაზანოში შევცუნცულდი, მოვწესრიგდი, იქიდან გამოსულმა ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. დღეს პირველად გადავიწყვიტე, იმ უსიამოვნო დღის შემდეგ კაბა ჩამეცვა,როდემდე უნდა მეთქვა უარი ლამაზი კაბების ჩაცმაზე? შავი, ტყავის ტანზე მომდგარი კაბა, ბოტასები, მოკლე მაისური და ტყავის ჩათბილული ქურთუკი მოვიცვი, თმა დავიკოსე და უნვიერსიტეტში წასასვლელად გავემზადე.უნივერსიტეტის მეორე სართულზე ასვლა და სანდროსა და მისი გოგოს დანახვა ერთი იყო, და ჰოი საოცრებავვ… ძალიან გამაკვირვა და გული დამწყვიტა იმ სანახაობამ რაც ჩემს თვალწინ ამ ორმა გამართა. სანდრომ ლილი კედელთან მიაყუდა და კოცნა დაუწყო. ვინმემ ჯაჭვი უყიდეთ ამათ,რომ ჰორმონები დააოკონ. ძალა მოვიკრიბე და გვერდი უემოციოდ ჩავუარე, თუმცა ერთმა გარემოებამ არ მომცა საშუალება მათთვის გვერდი ამეარა, ახლა ისტორიის ლექცია მქონდა,ეს ორი კი იმ აუდიტორიის წევრები იყვნენ, რომელთა გარემოცვაში ყოფნაც მომიწევდა 1 საათის განმავლობაში… ღმერთოოო, ამის გააზრებაზეც კი ჟრუანტელი მივლის. სადმე მათგან შორს უნდა დავჯდე,რომ კონცენტრაცია არ დამაკარგვინონ და ლექციას საინტერესოდ მოვუსმინო, სწავლა ჩემთვის უმთავრესია, ვიღაც სანდრო კი ჩემთვის არაფერს წარმიადგენს. ის სრულიად უხილავი არსებაა, თავი ისე უნდა დავიჭირო თითქოს არც არსებობს. -პრივეტ ნატალი-მომესმა ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ხმა -პრივეტ -როგორ ხარ? -მშვენივრად-ირონიულობა ჩემი თანმხვედრია –ოჰჰ,შენ და შენი ამპარტავნობა-არც მან დამაკლო -სხვებისგან განსხვავებით თავმოყვარეობის გრძნობა გამაჩნია და სწავლასა და პირად ცხოვრებას ერთმანეთში არ ვურევ-მივუგე. ნამდვილად უადგილო ”პასუხი” იყო,თუმცა სანდროს აზრი უკვე ნაკლებად მაინტერესებდა. დიახ, სწორედ რომ ”უკვე”,რა წესია ჯერ მე მკოცნიდეს ლოყაზე, ბაგესთან ისე ახლოს,რომ მის მწველ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდე და მეორე დღეს ვიღაც გოგოთან მოზასავეს ვეჩეხებოდე. ისე ვიქცევი თითქოს მისი შეყავრებული ვიყო,თუმცა არა!!! მე უბრალოდ თავმოყვარეობა გაამაჩნია და არავის მივცემ უფლებას ის შემილახოს, მათ შორის არც სანდროს, მიუხედავად იმისა,რომ 2-ჯერ მიხსნა უსიამოვნებისგან. როგორმე შევძლებ,რომ მას ‘ვალი’ გადავუხადო,თორემ მისი ამბავი რომ ვიცი სულ ძმრად მადენს მის დახმარებას. ერთ დღეს ციდან ჩამოფრენილ ანგელოზს მიამსგავსებ,მეორე დღეს კი ანგელოზთან შესაძბრძოლებლად მოგზავნილ ეშმაკს. მაგრამ ის ხომ სანდრო დადიანია! ამ სახელით და გვარით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ის დიდი გაუზრდელი, ხეპრე და ზედმეტად თვითდაჯერებული ბიჭია ”და სიმპათიურიც”-ჩამსძახოდა ჩემი მეორე ”მე”,თუმცა ვგრძნობ,რომ რაღაც ნათელი მაინც იმალება მის გულში,რომლის გამოსხივებასაც ბიძგი ჭირდება. აუდიტორია შეივსო.ჩემ წინ სანდრომ და ლილიმ დაიკავა ადგილი, ღმერთო როგორ მაღიზიანებს ეს ორი ერთად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მთელი ლექციის განმავლობაში საუბარი არ შეუწყვეტიათ და ერთმანეთს ხარბად ეკვროდნენ. საუბრისას ლილი უფრო იჩენდა ინიციატივას, სანდრო თითქოს მობეზრებულივით ეთანხმებოდა მოსაზრებებზე. ლექტორმაც მისცა შენიშვნა,თუმცა რას შეაგნებინებ? ვერც ვერაფერს! შეჯდნენ ვირზე და დარბიან ერთად! ამას დამატებული მათი მომაბეზრებელი ლაქლაქი უკვე ტვინს მიბურღავდა და ლექციის მოსმენაში ხელს მიშლიდა. -ცოტა სიწყნარე თუ შეიძლება-მათკენ გადავიწიე და ჩუმად ვუთხარი მობეზრებით. ორივემ გაკვირვებული სახით შემომხედა - ნატალისს ვაწუხებთთ?-ჩაიცინა ირონიულად ლილიმ. სიმართლე რომ გითხრა,შენი არსებობით უკვე ამძიმებ დედამიწას ჩიტო. და, სანდროს სხეულსაც საწოლში. -ზუსტადაც რომ ეგრეა,ლექციის მოსმენაში ხელს მიშლით-ვუთხარი მტკიცედ -და შენ საერთოდ ვინ ხარ? შენ უნდა გკითხო როდის ვილაპარაკო და როდის არა?-მომახალა სანდრომ -ვინ ვარ და ამ უნივერსიტეტის სტუდენტი,ხოლო თუ ენის გაჩერება არ შეგიძლიათ და ისტორიის გარდა სხვა თემაზე საუბრით ხართ დაკავებული შეგიძიათ აუდიტორია დატოვოთ და მოსმენაში ხელი არ შეგვიშალოთ-ჩემი თავით კმაყოფილმა გავიღმე. ''მიდი,მიაწექი ნატალი, ჯგიროდ დადექი ფეხზე''. -აქ ხელი მხოლოდ შენ გეშლება,სხვას უკმაყოფილება არ გამოუთქვამს-მითხრა ლილიმ უხეშად -ზოგჯერ ერთის თქმაც საკმარისი უნდა იყოს, თუმცა ვის ვესაუბრებიი…-ვთქვი დანანებით და თავი გავაქნიე -ვის ესაუბრებიიი?დაასრლე ახლავე!-მითხრა ხმადაბლა სანდრომ,რომლის ტონშიც გაავება იგრძნობოდა. ლილი კი გაკვირვებული შეჰყურებდა -კარგი სანდრო გეყოს, შეეშვი ამ თავხედს-უთხრა და ხელი მხარზე მოხვია. -ვინ არის თავხედი? შენ თავში ნუ გეშლები-წარბები ავზიდე. ამის თქმა და ლილის ჩემთან დაჯახება ერთი აღმოჩნდა. ეს გოგო პანტერას ენათესავება ალბათ. მისი ხელები კი მალევე მოვიშოე,რომელიც თმისკენ მიცოცავდა -იცოდე ვის ელაპარაკები და მოკეტე,თორემ ჩემ თავზე პასუხს არ-ფეხზე წამოვიმართე და კბილებში გამოვცერი -კარგით დაწყნარდით, რაას ნიშნავს ეს?!-წამოიყვირა ლექტორმა -ლექტორო ეგ ამ გოგოს უთხარით და არა ჩვენ-შეუღრინა სანდრომ,რომელიც მკვლელ მზერას მე მაპყრობდა -ნატალი ახლავე რექტორთან -კი მაგრამ მე რა შუაში ვარ? -არავითარი მაგრამ, ახლავე რექტორთან ჩადი და მეც ჩამოვალ-მითხრა მკაცრად. ირგვლივ მომოვიხედე ყველა იცინოდა,მასხრად მიგდებდნენ? ეს არის თანადგომა?მე დასამალი არაფერი მაქვს. ლექტორზე კი ნამდვილად ნაწყენი და გაბრაზებული ვარ, არც კი მომისმინა. სანდროს და ლილის რაც შეეხება ისე ვარ გამწარებული ერთი ზედმეტი სიტყვაც და ორივეს სამარეს გავუთხრი, ამ ბიჭის კი არაფერი მესმის,თუმცა უნდა მცოდნოდა,რომ არაპროგნოზირებადი და პირფერია ზოგჯერ კეთილ ადამიანად წარმოგიჩენს თავს, არადა მისი ნამდვილი სახე ახლაც გამოამჟღავნა, დარწმუნებული ვარ ჩემი სიმთვრალის ამბავი ლილიკოს უკვე უთხრა და ერთად მიგდებდნენ მასხრად. მასი ძმაკაცი ალექსიც ნერვებს მიშლის, სულ რამდენჯერმე გადავეყარე და დავრწმუნდი,რომ ერთი ვიგინდარა, თავხედი,მექალთანე ბიჭია. -ბატონო ზურა, შეიძლება?-მოწიწებით იკითხა ლექტორმა -მობრძანდით-მიმართმა კაცმა დინჯად. უნდა აღვნიშნო,რომ ნამდვილად სასიამოვნო აღნაღობის კაცია -მინდა ამ 3 მოსწავლის შესახებ მოგახსენოთ,ლექციის დროს ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს-მიმართა ლექტორმა,რომელიც გაბრაზებულ მზერას მე მაპყრობდა -შეგიძლიათ დაგვტოვოთ ქალბატონო ნუცა, სტუდენტებს თავად გავესაუბრები-მიმართა ლექტორს -თქვენის ნებართვით-მიუგო მოწიწებით -რაც შეეხება თქვენ კონფლიქტს, დაწვრილებით ამიხსენით რა როგორ მოხდა-ახლა ჩვენ მოგვიბრუნდა -რათ უნდა ახსნა, ფაქტი სახეზეა,ლილის ხელს შეხედეთ-სანდრომ ლილის დაკაწრული ხელი აჩვენა,რომელიც ჩემი ნამოქმედარი იყო. მეტის ღირსია. -ლილი აგვიხსენი საქმის ვითარება-მიმართა ბატონმა ზურამ -მე და სანდრო ლექციას ვესწრებოდით ისევე როგორც ეს…. -სიტყვები!-შევუღრინე -თავი სახლში ხომ არ გგონიათ? სიჩუმე! განაგრძე-გვითხრა მკაცრი ტონით. სანდროს გავხედე და მის სახეზე კმაყოფილების ღიმილი შევნიშნე,რომელიც გულს მტკენდა,თუმცა არც მე დავაკელი. -როგორც უკვე ვახსენე ლექციას ვესწრებოდით, მე და სანდრომ ერთმანეთს რაღაც ვუთხარით და ამ დროს ნატალიმ-ბოლო სიტყვა მკაფიოდ წარმოთქვა-გვითხრა,რომ ხელს ვუშლიდით, რაღაც უაზრობებებზე საუბარი დაგვიწყო.არ ვიცი რამ გამოიწვია მისი ასეთი გაღიზიანება-თავი მოისაწყლა.ორივე მატყუარაა, არ ვიცი როგორ შევიკავე თავი რომ თმით არ მეთრია -ხომ შეიძლება მეც აგიხსნათ საქმის ვითარება?-ვუთხარი აღელვებულმა. დარწმუნებული ვარ იმ დროს სიბრაზისგან სახეზე ავწითლდი -შეგიძლიათ,დაიწყეთ -ლექციაზე სანდრო და ლილი ჩემ წინ ისხდა,იმ დროის განმავლობაში სულ საუბრობდნენ, ამიტომ ლექციის მოსმენას ვერ ვახერხებდი, ამასთან ერთად ლექტორმა მათ შენიშვნაც მისცა,თუმცა უშედეგოდ. მათ მივმართე,რომ საუბარი შეეწყვიტათ ან აუდიტორია დაეტოვებინათ,რადგან ლექციის მოსმენაში ხელს მიშლიდნენ, თავად კი უხეშად მომმართეს და თავხედიც კი მიწოდეს, შემდეგ ლილი ფიზიკურად შემეხო და თავდაცვის მიზნით ხელები დავუკაწრე-გრძნობების ზღვა ნაკადი შეიჭრა ჩემს ორგანიზმში ტირილი მინდოდა, არ ვიცი რატომ…ალბათ ჩემი ემციურობის ბრალია. -ძალიან კარგი მსახიობი ხარ ნატალი გრძელიძე!-მითხრა ირონიით სანდრომ -დადიანი დაწყნარდი!-უთხრა დირექტორმა -კარგი რა ბიძია-უთხრა მობეზრებით სანდრომ,ხოლო როდესაც გააცნობიერა რა თქვა თავი დახარა. რაო? ბიძაო? სანდროს ბიძა ბატონი ზურაა? ღმერთო ჩემო, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია,რადგან ასეთ კარგ პიროვნებას არ შეიძლება ასეთი ძმიშვილი ჰყავდეს,ან იქნებ დიშვილი? ერთი მომცლია რაა,ეგ არ ვარკვიო ახლა. მაქსიმალურად ვცდილობდი გაოცება დამემალა, ლილიმ კი ეს ვერ შეძლო და პირი დააღო,შემდეგ კი გაკვირვებით სანდროს ახედა,რომელსაც ყურადღებაც არ მიუქცევია მისთვის. რაც შეეხება ბატონ ზურას, მას ნაკლებად ესიამოვნა სანდროს ასეთი პასუხი,პირიქით გაბრაზდა კიდეც. -დადიანი დაგვტოვე!-თვალი თვალში გაუყარა -აბა მშვიდობით ველურო კატავ-მომმართა მანამ სანამ ლილის ლოყაზე აკოცებდა. სანდრო,ცოტა ძალიან თავხედი ხომ არ ხარ,ბიჭი? სად როგორ უნდა მოიქცეს ისიც კი არ იცის,თუმცა ეს ჩემ საზრუნავს არ წარმოადგენს,ლილიკომ იდარდოს. -კარგი, გასაგებია, მეორედ ასეთი რამ არ განმეორდეს, ახლა კი ამ საბუთებს ხელი მოაწერეთ -ეს რა არის?-მივუგეთ ორივემ -გამაფრთხილებელი საბუთია -და რა საჭიროაა?-წარმოთქვა ლილიკომ -თქვენ უნივერსტეტი სკოლა ხომ არ გგონიათ? გეგონათ ბოდიშს მოიხდიდით და საქმეც დასრულდებოდა? კიდევ 2 გაფრთხილება და უნივერსიტეტს დატოვებთ, ვიმედოვნებ,რომ ეს მეორედ აღარ განმეორდება-მოგვიგო მკაცრად. ახლა კი დაეტყო სანდროს ბიძობა, მაგრამ ძალიან ვაჭარბებ, მისი მოვალეობაც ეს არის.საბუთებს ხელი მოვაწერეთ და ოთახი დავტოვეთ, კარის დახურვის შემდეგ ერთმანეთს ზიზღით შევხედეთ და იქაურობას გავეცალეთ. სახლში ნამდვილად არ მსურდა ამ კონფლიქტის განხილვა. უნივერსტეტში სკოლისგან განსხვავებთ დედათან არ რეკავენ და ჩემი ცუდი საქციელების გამო ჩემ დატუქსვას და გაფრთხილებას არ მოითხოვენ,რაც შვებას მგვრის, მშობლებთან კამათის თავი ნამდვილად არ მაქვს,მითუმეტეს ამ 2 არარაობის გამო. ”ჰმ როგორ არა, არარაობის”-დამცინოდა ჩემი მეორე ”მე”. იოანე კი ნამდვილად ვიცი,რომ გამიგებს,თუმცა მას ვერ ვეტყვი ამის შესახებ,მაშინ მომიწევს ჩემსა და სანდროს ‘შეხვედრების’ ისტორიაც მოვუყვე,რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა. სახლში მისულმა ვისადილე, ვიმეცადინე და 6 საათზე თავისუფალი ვიყავი, თიკას დავურეკე და მომხდარი ვუამბე. -ეგ იდიოტი ბო*ი-მითხრა მან -გეთანხმები-ვუთხარი სიცილით -შენ ადგლას რო ვყოფილიყავი,სანდროსაც მივბეგვავდი -ნამდვილად კარგი იქნებოდა,თუმცა მხოლოდ ლილი მომხვდა ხელში-ვიცრუე -მაინც კარგია,დაიმახსოვრებს რომ შენთან კონფლიქტი არ ღირს,ჩემო ველურო კატავ-”აბა მშვიდობით ველურო კატავ” მაშინვე სანდრო გამახსენდა -უი, იცი ვინ არის ჩვენი რექტორი? -კი. ზურა დადიანი - კითხვა დავსვი ცუდად. უნდა მეთქვა სანდროსი ვინ არის მეთქი. -სანდროსი ვინ უნდა იყოს? მეგვარე-გადაიხარხარა -ეგ თავისთავად… ბიძამისია -რაა? ღადაობ ხო?-დარწმუნებული ვარ მისი პირის ფორმა ამ დროს O-ს გავს -ვღადაობ არა ის, მართლა. მეც გაოგნებული ვიყავი, ნუ ახლაც ვარ-ჩავიცინე -ვაა ,შეხედე იმ ზეგზიმენს…სანდროს ვგულისხმობ-გადაიკისკისა -ოხ, შენ და შენი ხუმრობები რა. ახლაა ვფიქრობდიი, აი თურმე საიდან გაიგო ჩემი სახელი, ალბათ ბიძამისს ჰკითხა და სიაში ამომიცნო,ახლა ყველაფერი ცხადია -მართალი ხარ აგენტო 007-ო. კაი ახლა გავედი წიგნი უნდა წავიკითხო -კაი, აბა ხვალამდეეთიკუ -კარგად ნატი თიკას მსგავსად მეც ჩემი წიგნის კითხვა დავიწყე. ნახევარ საათში კარი იოანემ შემოაღო -ნატალი ვახშამი არ გინდა? -არა,დაკავებული ვარ იო -რა გჭირს? რა ხმა გაქვს-ამას ხომ რამეს ვერ გამოაპარებ -თავი მტკივა,ძალიან დავიღალე -მერე წამალი არ იშოვება?-მითხრა წარბის აწევით -უკანალის აწევა მეზარება-ვუთხარი ნიშნისმოგებით -გატყობ ძალიან არ გტკივა,თორემ უკანალის აწევა არ დაგეზარებოდა -, მაძლევთ უფლებას,რომ წიგნის კითხვა განვაგრძო? -რა წიგნს კითხულობ? -”გრეის 50 ელფერი”-ჩავუცინე,მომიახლოვდა,წიგნი ხელიდან გამომტაცა და დიდი ასოებით წაიკითხა ”უკანასკნელი მოჰიკანი” -ვაა იო, ისეთი რეაქცია გქონდა ვატყობ ”გრეის 50 ელფერი” წაკითხული გაქვს-გადავიხარხარე -ფილმიც მაკმაყოფილებს-დამეჭყანა და კარი გაიჯახუნა ეს დღე ძალიან დამღლელი და სიახლეებით სავსე იყო,საბოლოოდ ერთმა ახალმა ამბავმა ძალიან გამაოგნა,არ ვიცი გამიხარდეს,თუ არა. ან რატომ უნდა გამიხარდეს?მერე რა სანდროს ბიძა თუ ჩემი რექტორია? ამით არაფერი არ იცვლება…პირადად ჩემთვის. ჩემი საქციელით კი არც ვამაყობ და არც დარცხვენილი ვარ. ”სანდროს გამო კი გულნატკენი ვარ”-ეს ჩემი მეორე ”მეა”,რომელიც მართალია. ********** 5 თვის შემდეგ. როგორც იქნა ის დღეც დადგა,რომელსაც უნივერსიტეტის დაწყების დღიდან ველოდი.საცხოვრებლად ცალკე გადავედი, მშობლებმა ორ ოთახიანი ბინა მიყიდეს,რომელიც ძალიან კომფორტულია. მითხრეს,რომ დანაზოგი ჰქონდათ ჩემი უნივერსიტეტისთვის და თანხის ნაწილი რომ დაამატეს ბინა მაგით მიყიდეს. თავიდან ძალიან გავბრაზდი,რადგან ასე დაიხარჯნენ,თუმცა მამაჩემმა ისე დამიბრიალა თვალები გაჩუმება ვამჯობინე და ნახევარი საათი ოთახიდან ოთახში დავბროდი,თან სიმღერებს ვყოროყინებდი. 2 დღის წინ გადმოვბარგდი და დაღლილს განტვირთვა ნამდვილად მესაჭიროება.ძილის გარდა სხეული არაფერს ითხოვს,სრულიად დაცლილი ვარ ამქვეყნიური სურვილებისგან და ვნებისგან. და მაინც რა მშვენიერია ცხოვრება?პირადად ჩემთვის ცხოვრების ჭესმარიტება ნამდვილად შეიძლება ძილთან ასოცირდებოდეს,თუმცა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება რა თქმა უნდა მხოლოდ ამ უკანასკნელით შეუძლებელია,არც ასეთი ზარმაცი ვარ. 3 დღის წინ სამსახურის თაობაზე მთელი დღე დავრბოდი,რომ ბედი გამიღიმებდა და ჩემი გამოცდილების შესაბამისად სამსახურს ვიშოვიდი,თუმცა ამაოდ. ძიების პროცესი ძალიან რთული აღმოჩნდა,თუმცა ახალი ბინით იმდენად კმაყოფილი ვარ,რომ მჯერა სამსახურსაც ახლო თუ არა შორეულ მომავალში მაინც ვიშოვი, ეს ხომ თბილისია.რაც მთავარია თავისუფალი და დამოუკიდებელი ვარ. უნივერსიტეტიდან მოსულს დედა აღარ შემაწუხებს იმის შეხსენებით,რომ სადილი და ვახშამი მივირთვა,ასევე ჩვენი შეხედულებები ტანსაცმლის არჩევასთან დაკავშირებით განსხვავებულია,ასე რომ მუდამ ვკამათობდით. მიუხედავად ამისა ჩვენი ”დამშვიდობება” ძალიან ემოციურ ფონზე მოხდა,გეგონებოდათ შვილს სასაკლაოზე უშვებდა,ისე განიცდიდა ჩემგან სიშორეს. მამამ რჩევები მომცა და მითხრა,რომ ხშირად დავურეკავდი,თუმცა სიცილით გავაფრთხილე,რომ მათ კონტროლს ვერ ავიტანდი,ამაზე სიცილით მომეხვია და მითხრა: -მე არასდროს მოგცემ იმის საბაბს,რომ შემთან დარეკვა შეგზარდეს მამი -ვიცი მაა-ყველა ვმხიარულობდით.იოანემ გულში ძლიერად ჩამკრა,სახე დამიკოცნა და დიდხანს ვიყავით ერთმანეთზე მიკრულნი. ძალიან მიყვარს ეს ოხერი ბიჭი. -ნატი იცოდე რომ დაგირეკავ არ გავიგო არ მცალია და ასეთები-გამიცინა -ახლა ეს დამემატა-წარბი ავუწიე სიცილით -იცინე ჰოო და მე სერიოზულად გეუბნები-წარბები შეკრა თავისი ჭკუით -მოკლედ რაა, გეგონებათ ავღანეთში მიშვებდეთ საბრძოლველად ისე ნერვიულობთ-გადავიხარხარე -ოროსანოო, ავღანეთში ყოველ დღე ვინ მოგცემს უფლებას ოჯახის წევრებს ესაუბრო? იქ ისეთი სიმკაცრეა… შენი გეოგრაფიის მასწავლებელს რა ვუთხარი-გადაიხარხარა იოანემ -ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი შენი დამრიგებელი იყო და რას მებლატავები ერთი-ენა გამოვუაყავი-წავედი მე ჩავალაგო ბარგი-ოთახში სწრაფად ავირბინე,რომ კიდევ ლექციების კითხვა არ დაეწყოთ -ოროსანოო-მომაძახა იოანემ. ხვალ უნივერსიტეტში პრეზენტაცია მაქვს,ამიტომ საფუძვლიანად უნდა მოვემზადო,რომ შესაბამისი ქულები და ლექტორთა მოწონება დავიმსახურო. დილით 7 საათზე საწოლიდან სხარტად წამოვდექი, შეიძლება ითქვას ჩემ ცხოვრებაში პირველად, ეს ახალი გარემოს დამსახურება უფროა,რომელიც თავს სახლში მარტოდ, ჩვილად მაგრძნობინებს,რომელიც ძალიან ბედნიერია. სააბაზანოში შევცუნცულდი,ბუნებრივი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილე და ტანსაცმლის არჩევას შევუდექი. საბოლოოდ არჩევანი კლასიკურ მაისურზე,ტყავის მოკლე კაბაზე,შინდისფერ ტყავის კურტკაზე და იმავე ფერის დაბალყელიან ტუფლებზე შევარჩიე. რაც შეეხება თმას,დავიკოსე,რადგან აწეულ თმაში ნაკვთები გაცილებით გამოკვეთილი ჩანს. ესეც ასე, უკვე მზად ვარ. 9-ის ნახევარზე უკვე უნივერსიტეტში ვიყავი,როდესაც ალექსი(სანდროს ძმაკაცი) შემეჩეხა,ხელთ არსებული საპრეზენტაციო ფურცლები კი იატაკზე მიმოიფანტა, დავიხარე და მათი შეგროვება დავიწყე, თავად კი ურცხვად მადგა თავზე -ცოტა ფრთხილად!-მისკენ არც ამიხედავს. მის ადგილას რიგითი სტუდენტი რომ ყოფილიყო მხოლოდ ბოდიშს დავკმაყოფილდებოდი,მაგრამ ალექსი სხვა კატეგორიას მიეკუთვნება,ის უნივერსიტეტის ერთ-ერთ იმ გარყვნილ ბიჭთაგბანია,რომელთა დანახვაც ზიზღს მგვრის,თან სანდროს ძმაკაცია. . -ვერ გავიგე? აქეთ მდებ ბრალს? თავად დამეჯახე-კბილებში გამოსცრა -ეს რა თავხედობაა?-სიტყვებს ვერ ვპულობდი. ალბათ თვალის ექიმი ესაჭიროება ამ შტერს. გვერდი უხეშად გავკარი და სწრაფი ნაბიჯებით მოვწყდი იქაურობას,რომ ჩემ თავზე კონტროლი არ დამეკარგა -ისევ შევხვდებით, დაიმახსოვრე!-დამიყვირა. ეს მუქარა ყო? ღმერთო ჩემო ესღა მაკლდა. ესეც მეორე თვითდაჯერებული იდიოტი. ფიქრებში ისე ვიყავი გართული,რომ თიკას ხმა ვერ გავიგე,მანამ სანამ არ მომიახლოვდა.თურმე უკან მომსდევდა,შესაბამისად არასასიამოვნო სცენას შეესწრებოდა,რომლის განხილვაც ნაკლებად მინდოდა -რას მირბიხარ გოგოო,რომ გეძახი არ გესმის? -ფიქრებში ვიყავი გართული და.. -გეტყობა! რა უნდოდა იმ კრეტინს?-მკითხა წარბის აწევით -ინერციით შემეჩეხა შემოსასვლელში,საპრეზენდაციო ფურცლები ძირს დამაყრევინა და მიმტკიცებდა რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.. იდიოტი და ბუნების შეცდომაა, არ ღირს მასზე საუბარი -ოხ, რატომ არსებობენ ასეთები?-თვალები აატრიალა, რაზეც გამეცინა -ტყუილად ფიქრობ,პასუხს მაინც ვერ იპოვი-გადავიხარხარე -მეტი საქმე არ მაქვს მაგაზე ვიფიქრო. შენ ის მითხარი როგორ მოგწონს ახალი ბინა? -აუუ, მაგარია,თავს ისე ვგრძნობ,თითქოს ხელახლა დავიბადე -გეთანხმები,ყველასგან დამოუკიდებელად ცხოვრება ნამდვილად სიამოვნების მომგვრელია. იმედია შენ ახალ ბუდეში ზოგჯერ გამომინახავ ადგილს-გამიცინა და შემომხედა პასუხის მომლოდინემ -აბა რა, ჩემი პუწი გარმონიი-გადავიხარხარე -რა იყო ახლა ეს?-გადაიკისკისა -პუწი პუწი გარმონი, მელიას მოუკვდა პატრონი, მელია დიდი კაციაა, დიდი ნიფხავი აცვიაა. რაო გოგო, არ იცი ეს? პატარა რომ ვიყავი იოანემ მასწავლა-ჩავბჟირდით -თუ მიკვირდეს რა. ეგეც შენსავით გიჟია-გადაიხარხარა -ისე კარგი ოჯახის ბიჭია-გავეხუმრე და თვალი ჩავუკარი -დამეკარგე აქედან-წარბი ამიწია -რაო თიკა? ძმას მიწუნებ??? -ჩემი დასაწუნი რა სჭირს რო?-გაიცინა -შეეფერებით-ვუთხარი გულწრფელად, ვატყობდი,რომ თიკას ჩემი ძმის სახელის გაგონებისას სახე უბრწყინდებოდა,თუმცა ცდილობდა დაემალა -წავედი მათემატიკაზე და ჭკვიანად -კარგად პუწიი-გავუცინე 11 საათზე პრეზენტაცია იწყება,აუდიტორია თანდათან ივსება,ჩემი სიტყვით გამოსვლის დრო დადგა,როდესაც სანდრომ კარი შემოაღო და ადგილი დაიკავა,გული ამიჩქარდა,თუმცა ღელვა არ შევიტყვე -მოგესალმებით,მე გახლავართ ნატალი გრძელიძე. დღეს ჩვენი საპრეზენტაციო თემაა ”ძალადობა”. ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა,რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხყოს,ზიანი მიაყენოს,აბუჩად აიგდოს, შელახოს მისი ღირსება,თავისუფლება და ნება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი ნაწილებია. ადამიანის უფლებების თვალსაზრსით ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია,რადგან ის მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს,გამოხატულს მუქარით. დამნაშავეთა რიცხვს არა მხოლოდ მოძალადე,არამედ ამ სისატიკის ისეთი მოწმენიც მიეკუთვნებიან,რომელთა ინტრესებში დაზარალებულის დაცვა არ შედის. თუ ავიღებთ ჩვენი ქვეყნის მაგალითს,ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი საქ-ში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დიდია,რაც არამდგრადი სახელისუფლებო სისტემის არსებობით არის გამოწვეული. მე პირადად ვთქვლი,რომ ქვეყნის მოსახლეობის თვითშეგნების განმტკიცებას,საკუთარი აზრის ფართოდ გამოხატვას და უფლებების დაცვას ხელს უწყობს ისეთი სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ძალადობასთან ბრძოლის თემასთან დაკავშირებული პროექტების არსებობა,რომლებიც ხალხის ინფორმირებაში გვეხმარება. დაზარალებულებს უნდა სჯეროდეთ ჩვენი,საზოგადოების თითოეული წევრისა,რომ მიეცეთ გამბედაობა იმ ნაბიჯს გადადგმისა,რომელიც მოძალადეს თავისუფლების აღკვეთით დაემუქრება, ისინი ჩვენს ირგვლივ ასე მშვიდად არ უნდა დადიოდნენ. ნუ გახდებით ძალადობის მსხვეპლნი! გმადლობთ ყურადღებისათვით. ჩემი გამოსვლა აპლოდისმენტებით დააგვირგვინეს,რომელთა შორის სანდროც იყო,რომლის შავი,ზოგჯერ კი ყავისფერი, ჭაობისფერი თვალები მრავლისმომცველად იღიმოდნენ. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და სხულში სითბო ჩამეღვარა. თავს ამაყად ვგრძნოვდი,ნამდვილად მომეწონა ჩემი გამოსვლა. ჩემი ყურადღების მიპყრობა სანდროს შემდეგ, ალექსიმ მოახერხა,რომელიც ახლახან შევნიშნე,ისიც ტაშით აგვირგვინებდა ჩემ გამოსვლას და შემზარავი,ღიმილნარევი სახით მათვალიერებდა. ცოტა არ იყოს შემეშინდა. ფიქრებიდან ლექტორმა გამომიყვანა -გმადლობ ნატალი,ძალიან კარგად მომზადებულხარ,არგუმენტირებული მსჯელობით ნამდვილად კარგად შეძელი თემის წარმოჩენა,რაც მთავარია პრობლემის დასმა და მისი გადაჭრის გზების დასახვა. უმაღლესი ქულა! არ ვიცი რა დამემართა,სიხარულისგან და სიამაყისგან ვთრთოდი,ყველას მადლობას ვუხდიდი. ნამდვილად უნდა ვაღიარო,რომ ჩემ შემდეგაც კარგად იასპარეზეს სტუდენტებმა,თუმცა მხოლოდ 3-ს გამოვყოფდი,რომელთაც მეტყველება და ლექსიკა განსაკუთრებით გამართული ჰქონდათ.პრეზენტაციის დასასრულს სანდრო მომიახლოვდა,რამაც ძალიან გამაკვირვა და ადგილზე გამაქვავა,რა ჯანდაბა მემართება? სად ჯანდაბაში დაკარგე გოგო შენი პრინციპულობაა?? -საოცარი გამოსვლა იყო-თბილად მითხრა -მადლობა-გავინაზე და რა გავინაზე. -წარმატებებს გისურვებ-თვალებს არ ვუჯერებდი, ეს სანდროა თუ?! -დიდი მადლობა-ვუთხარი გახარებულმა,როგორ მინდოდა მოვხვეოდი… არა რა ისეთი ფიქრები მაწუხებს ვიღაცას მისი შეყვარებული ვეგონები. ანდა შეყვარებულობა რა საჭიროა,ადამიანთან ჩახუტება რომ გინდოდეს არ შეძლება? სანდრომ აუდიტორია დატოვა,ხოლო შემდეგ ალექსი მომიახლოვდა,ალბათ მის წასვლას ელოდა, მაგრამ რატომ? გამეცინა. -შენ რა ნიჭიერი გოგო ყოფილხარ ტო?-თან მთელ სხეულს ურცხვად მითვალიერებდა,რაც ნამდვილად დისკომფორტს მიქმნიდა -მადლობა-ვუთხარი მოწყვეტით და კარში გასვლა დავაპირე,როდესაც მკლავში ხელი წამავლო და მისკენ მიმატრიალა - სად გეჩქარება ლამაზო?-ლაამაზოო?? ისე შევშინდი პასუხიც ვერ მოვთხოვე,რა საზარელი ტიპია… ირგვლვ არავინ იდგა,სწორედ ამიტომ იყო ასეთი თამამი. ამ პირუტყვისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ჯანდაბა -გამიშვი შენი თავი არ მაქვს-ვუთხარი უხეშად,თუმცა ხელის გათავისუფლება ამაოდ ვცადე -ვააა,აბა ვისი ატანის თავი გაქვს? მაგრამ,სულ დამავიწყდა შენ მხოლოდ სანდროსნაირი ბიჭები გევასება არა??? -ასეთი აზრები შენით გებადება,თუ ვინმე გაწვდის?-თვალები ავატრიალე -კაი დაიკიდეე, სამაგიეროდ მე უკეთ შემიძლია გასიამოვნო-მომიახლოვდა და მისი ბაგე ჩემსას ხარბად და უხეშად მოაკრო,თავის დაღწევა ვცადე და ამჯერად გამომივიდა,ფეხი უხერხულ ადგილას ამოვარტყი და აუდიტორიიდან გველნაკბენივით გამოვვარდი,სუნთქვა მეკვროდა,ძალიან შემეშინდა. ყველა ჩემს ბაგეებს რომ აკვდება რა ხდება,არადა მხოლოდ ჩემი საყვარელი მარწყვის 'ბლესკი'' მისვია. დაიწვას,მისი ყიდვის საათი. -მოდი აქ-დაიყვირა. არა რა, მე ხომ ბედი არ მაქვს? იქნებ ვინმე ვნახო და დახმარება ვთხოვო,მართლა ძალიან შემაშინა ამ პირუტყვმა. კიბეები სწრაფად ჩავირბინე,მისი მძიმე ნაბიჯების ხმაც გავიგონე, ავფორიაქდი, როგორც იქნა უზარმაზარი შენობა დავტოვე,სიომ თმა ამიწეწა,სუფთა ჰაერი მესიამოვნა,თუმცა ახლა ბუნებით ტკბობის დრო სად მაქვს? შორიახლოს მიმოვიხედე და სანდრო დავლანდე,ისე გამიხარდა მისი დანახვა მისკენ გავიქეცი და ძლიერად მოვეხვიე,მის მკლავებში ვპოვე შვება,მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი, მისი მკვალები თითქოს ფარებივით მიცავდნენ, გულამოსკვნილი ვტიროდი -რაა მოხდა ნატა?-ჩემი სახე მის დაკუნთულ,თბილ ხელებში მოქცია,თვალებში ჩამხედა,რომელიც დარწმუნებული ვარ ჩაწითლებული მქონდა,რადგან ცრემლი ზღვის მსხვილი ტალღასავით გაიკაფავდა გზას ჩემ სახეზე, სანდროს ძალიან გაუკვირდა ატირებული რომ დამინახა… მითუმეტეს მას რომ ჩავეხუტე -მმმ..მეე-ვსლუკუნებდი,თან ჩემ თავზე ნერვები მეშლებოდა,რადგან ბატივით დავიბენი არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა,შენი ძმაკაცი ჩემზე ძალას ხმარობდა და მიშველე მეთქი? –ნატალი სად ხარ?-ყურში საზარელად ჩამესმა ალექსის ხმა, შევხტი და სანდრომ შავი,მაგრამ უკვე მრისხანებით აღსავსე თვალები ჩემი სახიდან მკაცრი ხმის პატრონს მიაპყრო. სანდროს სასოწარკვეთილი თვალებით შევცქეროდი,ტანში შიშის ზარმა დამიარა,რაღაც მწველი გრძნობა ვიგრძენი მუცლის არეში,ფეხები მეკვეთებოდა, სანდროს დავეყრდენი,რომელიც მზრუნველ თვალებს მე პაყრობდა, მის ლამაზ შავ თვალებში დავიკარგე და თვალები მაგრად დავხუჭე,როდესაც ალექსი მოგვიახლოვდა -სანდრო? აქ საიდან გაჩნდი?-იკითხა გაკვირვებულმა ირონიით -ეგ მე უნდა გკითხო-იკითხა მკაცრად -მეე და ნატალის რაც შეგვეხებაა…. -შენ და ნატალი არ არსებოს! აქ რა ჯანდაბა გინდა ახლავე მითხარი,თორემ დავივიწყებ,რომ ჩემი ძაკაცი ხარ-შეუღრინა, ხელი დავუკავე,რომ მისკენ ხელით არ წასულიყო, სხეული სულ დაჭიმული ჰქონდა -ნატალის ვესაუბრებოდი, რამე პრობლემაა?-არც მან დააკლო -და რაზე საუბრობდით?-ორივეს თვალი მოგვავლო -მოიცა ტო, დაკითხვააზე ვარ?? -ახლავე გაჩვენებ დაკითხვას,შე სი*ო-ხელი მოულოდნელად უხეშად გამომტაცა, ინერციით ძირს დავეცი, ალექსისკენ გაექანა და მუშტი სახეში უთავაზა, ზემოდან შემოაჯდა და უყვიროდა -ქალის პატივისცემა ვერ ისწავლე ხო? ხოდა მიიღე -გამეტებით უტყამდა, ფეხზე ძლივს წამოვდექი,რადგან ძალაგამოლეული და ფერმიხდილი ვიყავი,სანდროსთან მივედი და ვუყვიროდი -სანდრო გთხოვ თავი დაანებე არ ღირს, გემუდარები,თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს-უცბად გამომხედა, თითქოს რეალობას დაუბრუნდაო, ალექსს შეეშვა და უთხრა -აღარ გაბედო და ნატალის აღარ მიეკარო,თორემ ვერ გადამირჩები-ალექსი ფეხზე მაინც წამოდგა,ტუჩიდან სისხლი აილოკა და დამცინავი ტონით უთხრა -შენ ვის რას ეუბნები? ნატალიმ იცის ყველაფერი შენზე არა? მე მტყუანი გამომიყვანე და შენ მაგარი ბიჭის როლი მოირგე, ეს ყველაფერი ასე არ დასრულდება-რა იგულისხმა? უკვე ზედმეტი იყო ამდენს ვერ გავუძლებდი, მაგრამ ამ არაკაცისგან ყველაფერია მოსალოდნელი,იქნებ იტყუება? არ ვიცი რა ვიფიქრო,იქნებ საერთოდ არ ვიფიქრო? ნამდვილად ასე აჯობებს. -აქედან დაახვიე…-შეუყვირა სანდრომ,რომელიც ძალიან განერვიულდა და თმაზე ხელები გადაისვა . როგორც იქნა ალექსმა დაგვტოვა, ახლა კი სრულიად მარტო დავრჩი მასთან ერთად,რამდენი კითხვა მქონდა…მაგრამ ჯერ მადლობა უნდა გადავუხადო -ეს უკვე მესამეა-ვუთხარი ღიმილით -რა?-გაიკვირვა -მესამედ გადამარჩინე ძალადობისგან-ვუთხარი დანანებით და დარცხვენილმა თავი ჩავხარე, თითების ნერვიულად თამაში დავიწყე. ხელი ნიკაპზე მომკიდა და სახე ამაწევინა -სასირცხვილო შენ არაფერი გაქვს-მითხრა თბილად და ჩემი სახე მის ხელებში კვლავ მოიქცია -მადლობა ყველაფრისთვის-როგორ მინდოდა მოვხვეოდი და მის მკლავებში შვება კვლავ მეპოვა,თუმცა ეს შეუძლებელია… სანდრო ის მიუწვდომელი ხილია,რომელსაც ვერასდროს მოვიპოვებ -მადლობა მიღებულია,ახლა კი წამოდი სახლში მე მიგიყვან. უარს არ მივიღებ-უარის თქმას არც ვაპირებდი იმდენად დასუსტებული ვიყავი,თან იმ კითხვასაც დავუსვამდი რომელიც შიგნიდან არ მასვენებდა -უარს ნამდვილად ვერ გეტყვი…-ვთქვი დანანებით და გავუღიმე. ხელი გადამხვია და მანქანისკენ მიმიყვანა, კარი გამიღო და შიგნით მომათავსა, დღეს ძალიან მზრუნველია… უნდა ვაღიარო,რომ ძალიან კარგი მანქანა ყავს BMW. მხოლოდ ფირმა ვიცი, რადგან მანქანებში კარგად ვერ ვერკვევი დუმილი მან დაარღვია. -ბოდიშს გიხდი ხელი რომ გკარი, არ მინდოდა-გზისკენ თვალი არ მოუშორებია ისე მითხრა. სიმართლე გითხრათ სულ არ მახსოვდა -არაუშვას,პირიქით ბოდიშს მე უნდა გიხდიდე,მაგრამ შენი ძმაკაცი ისეთი გარყვნილია…-მიხვდა როგორ მიჭირდა საუბარი, თვალზე ცრემლი მომადგა,მას მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე…უკვე ვტიროდი, ხელები სახეზე ავიფარე -აუ კაი რაა, ტირილი არ დამანახო ახლა…გთხოვ-ბოლო სიტყვა ისე მკაფიოდ და სასოწარკვეთილმა წარმოთქვა სხეულში სითბო ჩამეღვარა, ხელები სახიდან მოვიშორე და ცრემლები შევიმშრალე -აი ეგრე უნდა იყო სულ,ტირილი არ გიხდება,უფროწორად არცერთ ქალს არ უმშვენებს ცრემლი სახეს,პირიქით უფრო თრგუნავს…-აღარ გაარძელა. მხოლოდ ეს თქვა დანანებით, ისე გამოცდილად საუბრობს,თითქოს ვინმე ახლობელი ჰყავდეს დაკარგული და ამ ტკივილის გაზიარებას გაურბოდეს -მართალია,თუმცა ტირილი შვებას გგვრის -შვებას….-თქვა ირონილად,რომელსაც თვალი წყლით აევსო და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ხელი მხარზე დავადე და ვკითხე -სანდრო, შემიძლია რამით დაგეხმარო? შეგიძლია მენდო..-ვუთხარი სასოწარკვეთილმა. პირველად ვნახე სანდრო ასეთ უმწეო მდგომარეობაში -შენ ვერაფრით დამეხმარები-მითხრა ცივად,თუმცა ბოლოს გამიღიმა -კარგი…ალექსმა რა იგულისხმა რომ გითხრა ნატალიმ შენზე ყველაფერი იცისო??-კთხვა უპასუხოდ დატოვა -……… -სანდრო…. არ მიპასუხებ? -არა -რატომ?-გამიკვირდა -არ გიპასუხებ იმიტომ,რომ ალექსის არცერთ სიტყვას ჩემთვის ფასი აღარ აქვს,შენ პირველი არ ყოფილხარ, ბევრ გოგოს გაუმწარა სიცოცხლე, ამაზე ბევრჯერ გვიკამათია,მაგრამ არა, რაც იყო ის დარჩა. შენ რომ რამე დაგმართნოდა ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი,რადგან ალექსი მხოლოდ მე მისმენდა და მიჯერებდა,თუმცა რაც დედა გარდაეცვალა კვლავ ასეთი გახდა, მის დამორჩილებას უკვე მეც ვერ ვახერხებ, ამაში საკუთარ თავსაც ვადანაშალებ…შენ ვისი გჯერა? ჩემი თუ მისი?-გავოცდი, არ ვიცოდი რა მეთქვა, ალექსს ბევრის რამის გადატანა მოუწია, თუმცა მის საქციელს ეს გარემოება არ ამართლებს -ვწუხვარ ალექსის დედის გამო,თუმცა ამ საქციელით რას ცდილობს, საკუთარი სიამოვნების გამო სხვებს ტკივილს აყენებს…მასთან ყოველგვარ ურთიერთობას არ გაწყვეტ ალბათ…რა თქმა უნდა შენ გენდობი -და რატომ გგონია,რომ არ გავწყვეტ? შენ პირველი არც ხარ და არც ბოლო…ალბათ. ძალიან დაბნეული ვარ, ძალიან მიყვარს,ძმად ვთვლი,მაგრამ…ყველაზე დიდ ტკივილს მაშინ განიცდი,როდესაც შენ საყვარელ ადამიანს რაღაც უჭირს… ძალიან მწარეა-გული მომიკვდა ასეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებდი,მხარზე ხელი მოვხვიე -დამშვიდდი, მე კარგად ვარ-გავუცინე - მე შენ არ მიგულისხმიხარ -აბა ალექსი?-გავიკვირვე -არაა-მკაცრად მითხრა და ბოლოს გამიღიმა - ვიცი ვაჟბატონო ეგ სიტყვები ჩემი მისამართით რომ არ გითქვმს, კარგად გიცნობ -არ მიცნობ-რატომ მითხრა ეს? თუმცა მართალია მასზე თითქმის არაფერი ვიცი ვინაობისა და ბიძის გარდა -მე რაც ვიცი ისიც მაკმაყოფილებს, შენთან დაკავშირებით სხვა გეგმები არც მაქვს-ფანჯარაში გავიხედე,გული მაინც დამწყდა, ინიციატივას არც კი იჩენდა რომ მეგობრულად დამლაპარაკებოდა. მე რაც შემეძლო ვუთხარი…. ვუთხარი რომ შეეძლო ჩემი იმედი ჰქონოდა,თუმცა ვერ დავაძალებ, უფროსწორად არც დავაძალებ,არავის სახვერწნი არ მჭირს! -მე კიდევ ცნობისმოყვარე გოგონა მეგონე-თვალები ეშმაკრად აათამაშა -გინდა რომ ვიყო?-ვუთხარი ნიშნისმოგებით -გააჩნია რა გაინტერესებს-გაეცინა -ის რაც მეგობარს უნდა აინტერესებდეს-გავუცინე -ანუ მეგობრობა გინდა? -შენ არგინდა? -რატომაც არა,მაგრამ ბევრის ატანა მოგიწევს -არაუშავს, შენც-გაგვეცინა ჩემი ახალი ბინის მისამართი ვუთხარი,სულ დამავიწყდა რომ უკვე მარტო ვცხოვრობ. -ახალი ბინა? -დიახ, ადრეც ვაპირებდი მარტო გადასვლას -კარგია,გილოცავ -მადლობა,მაგრამ სამუშაო ვერ ვიშოვე, იმ კვირაში კიდევ ვაპირებ გასაუბრებაზე წასვლას -თბილისში სადმე ნამდვილად იშოვი სამუშაოს, ნუ ღელავ -მეც ეგრე ვფიქრობ-გამეცინა -კარგი, დედმამიშვილი გყავს?-ვუთხარი -ასე უეცრად რამ გაგახსენა დედმამიშვილი?-გაუკვირდა და ჩაიცინა -უნდა შეგიცნო, ისევე როგორც შენ მე… როგორც მეგობრები-გავუცინე და დავიმორცხვე,გაჩუმებას ვაპირებდი რადგან თავი არაკომფორტულად ვიგრძენი ეს რომ მკითხა -კი და მყავს ლონდონში სწავლობს, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ჩემზე 1 წლით უმცროსია -ვაუ,რა კარგია. – რა არის კარგი, და რომ მყავს თუ ოქსოფრდში რომ სწავლობს?-გამომხედა -ორივე-ენა გამოვყავი -მართალია ძალიან კარგია,როდესაც დედმამიშვილი გყავს, ის ჩემი სულის ნაწილია,ძალიან მიყვარს და მენატრება -ჩემი ძმა ჩემზე 2 წლით წლით უფროსია ილიას უნივერსიტეტში სწავლობს, ბიზნეს-ეკონომიკაზე. ნერვებს კი მიშლის მაგრამ ძალიან მიყვარს-გამეცინა-კარგი,მშობლებზე რას მეტყვი? -შენი გადასვლის დროა…-ფანჯარაში გავიხედე და დავინახე,რომ ჩემ ბინასთან გააჩერა -ჯერ პასუხს ველოდები-ვუთხარი მტკიცედ -ჩადი ნატალი-მითხრა ცოტა არ იყოს უხეშად, თუმცა ალბათ რომ არ მწყენოდა ბოლოს გამიღიმა -კარგი მშვიდობით-მეწყინა,მაგრამ ოდესღაც ხომ გავიგებ რას წარმოადგენენ მისი მშობლები? იქნებ გარდაცვლილი ჰყავს? ამიტომ აღარ ჩავეძიე -თავს მიხედე და ბოდიალი არ დაიწყო -უკვე დაიწყო-შევუბღვირე და კარი მივხურე. მანქანა უეცრად მოსწყდა ადგილს და გაუჩინარდა სახლში მისულმა აბაზანისკენ ავიღე გეზი, ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ ყოფნა მესიამოვნა,რომლის წვეთები ჩემს სახეს და სხეულს წყვეტილად ეცემოდა. თვალები დავხუჭე და ამ მდგომარეობაში დიდი ხანი ვიყავი, ეს მეხმარება დამშვიდებაში,თუმცა ასეთი ადვილი რომ იყოს… აბაზანდან გამოსვლის შემდეგ იაოანემ დამირეკა. -პრივეტ ნატი, რას შვრები? დედ-მამა გკითხულობს -რავი იო, დავიღალე ძალიან, დღეს პრეზენტაცია მქონდა და უმაღლესი ქულა ავიღე უთხარი ჩემით იამაყონ- გავიღიმე,თუმცა საშინელი ხმა მქონდა -გილოცავ ჩემო სიცოცხლევ… დაა შენ რა გჭირს?-მკითხა დაბნეულმა -საიდან მოიტანე რომ რამე მჭირს?-აი ეს არის ჩემი გული, ეგრევე ხვდება რომ რაღაც რიგზე ვერ არის -ნატალი ვერაფერს გამომაპარებ-მითხრა მკაცრად -მართალია, რაღაც მოხდა. უფროსწორად ბევრი რამ მოხდა და არამარტო დღეს…-მგონი დროა იოანეს მოვუყვე ამ ყველაფრის შესახებ -არ გადამრიო რა ხდება? მისამართი მითხარი მოვდივარ -იო გთხოვვ, გევედრები დღეს მააცადე, ძალიან დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვს, ხვალ მოდი და ყველაფერს აგიხსნი, დეტალურად მოგიყვებიი…. -ოხ, ნატალია რა… კაი, ხვალ იცოდე 4-ზე მანდ ვარ-მითხრა აღელვებულმა -კაი იო, მადლობა რომ მყავხარ, მიყვარხარ-ვუთხარი თბილად და ტირილი დავიწყე -ჩშშ, რა გატირებს გოგო?ვინმემ გაწყენინა? მითხარი დაა დედას მოვუ**ნავ-გაცოფდა -არა არა….. ხვალ მოგიყვები ყველაფერს, კარგად იო - არ უნდა გადასულიყავი მარტო საცხოვრებლად!-მითხრა მკაცრად -არ დაიწყო ახლა!-შევუბღვირე -კაი, ხვალ მოვდვარ, დროებით ნატი…. მიყვარხარ -მეც ძალიან… შეხვედრამდე ჩემო დათვის ბელო-გავიცინე -დავიჯერო დათვის ბელზე სიმპათიური არ ვარ?? -შეხედე ახლა ამას -ფანტაზიის უნარი გაქვს საოცარიი დაო -რა ტალანტი გეზრდები ძმაო-ვუთხარი ამაყად და გავუთიშე. ისეთი დაღლილი ვიყავი, როგორც კი საწოლში მოვკალათდი რამდენიმე წუთში ჩამეძინა. ******** დილით რა თქმა უნდა მაღვიძარას მომაბეზრებელმა ხმამ გამაღვიძა.მოვწესრიგდი და ტანსაცმლის არჩევას შევუდექი,საბოლოოდ მუქი ყავისფერი ტანზე მომდგარი შარვალი, მოკლე ტოპი, ვალენსიაგას ბოტასები და გრძელი ჯინსის მოსაცმელი შევარჩიე. ჩემი არჩევანით კმაყოფილმა ბინა დავტოვე და უნივერსიტეტში წავედი. პირველი მათემატიკა მქონდა,რაც იმას ნიშნავდა,რომ თიკას ნახვა მომიწევდა,შესაბამისად მისთვის ყველაფერი უნდა მეამბო,ასევე ჩემი გოგოებიც ძალიან მომენატრნენ,ვეტყვი რომ ამ დღეებში კაფეში შევიკრიბოთ და წავიჭორაოთ,ცალკე იოანე,რომელიც დღეს 4 საათზე ბინაში ამეტუზება და ახსნა-განმარტებას ჩაიბარებს… რაა გიჟური დღე მელის მოკლედ. ფიქრებიდან სანდრომ გამომიყვანა,რომელიც ჩემ უკან ლილისთან ერთად მოდიოდა -პრივეტ ნატალი-მითხრა ღიმილით -პრივეტ სანდროო -როგორ ხარ? -კარგად, თქვენ როგორ ხართ??-ლილის გადავხედე. სანდრომ მზერა დამიჭირა და ჩაეცინა -ჩვენც კარგად ვართ, პირველი რა გაქვს?- ლილის გარეშე რომ ესაუბრა ჩემთან უფრო გამიხარდებოდა…თუმცაა ჩვენ ხომ მეგობრები ვართ…. ”მეგობრები, აბა კ ი. ” ეს ჩემი მეორე ”მეა”,რომელიც ნერვებს ძალიან მიშლის -პირველი მათემატიკა მაქვს, შენ? -ინგლისური, ვერ ვიტან მაგ ქალსს-თვალები აატრიალა -რატომ? ძალიან საყვარელია -ერთი ეგაა საყვარელი და მეორე შენ-გადაიხარხარა ლილიმ,რომელსაც სანდრომ გაბრაზებული სახით შეხედა.აი, მე კი სიცილით ვკვდებოდი,ოღონდ გულში. -ვისთვის როგორ,გემოვნებაზე არ დაობენ-ვუთხარი ირონიით, სანდრო გადავკოცნე და ყურში ჩავჩურჩულე -შენი გოგო მოარჯულე,თორემ ამას მე გავაკეთებ-ორივეს გაგვეცინა, ლილი კი გაურკვეველი გამომეტყველებით ხან მე მიყურებდა,ხან სანდროს. აუდიტორია შეივსო.თიკა როგორც ყოველთვის ბოლო შემოვიდა და გვერდით მომისკუპდა -აბა რას შვრები ქალაო?-გადამკოცნა -რავიცი თიკ, მომენატრე -გავიცინე -უი,ჩემი ცუგრუმელა-თავზე ხელი გადამისვა -მე და სანდრო დავმეგობრდით -ჰა?-თვალის გუგები გადმოუცვივდა,გამეცინა და ლექტორმაც შემამჩნია,ამიტომ თავი შევიკავე -ლექციის შემდეგ მოგიყვები,თან სხვა ამბავიცაა…. -არ მომიყვები და შენი აჯობებს-ჩაიცინა ლექციის შემდეგ თიკამ როგორც ყოველთვის აუდიტორიიდან ”გამათრია” და კითხვები მომაყარა -რამე ხდება თქვენ ორს შორის? სერიოზულიაა?აქამდე რატომ არ მითხარი? -ჯერ ის მითხარი რომელზე გიპასუხო-თვალები ავატრიალე -სამივეზე-ჩაეცინა ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,თუ როგორ სცადა ალექსიმ ჩემი შევიწროვება, როგორ მომევლინა სანდრო მცველად და გადამარჩინა,როგორც ანგელოზმა, (ძალიან გავილექსე,ხო?) ჩემი გრძნობების შესახებ თიკამ უკვე იცის,თვალზე ცრემლი მომადგა დაა მანუგეშა. არასწორად ვიქცევი,რომ სანდროს მეგობარზე მეტად აღვიქვამ,თუმცა ძნელია გულს უბრძანო,მიუხედავად ამისა ვალდებული ვარ ასე მოვიქცე,ის მხოლოდ მეგობრად მთვლის. -ჩემი ლამაზი გოგო, რა დღეში ყოფილხარ, მე კიიდევ…. დაქალი მქვიაა მე??? -რაებს ამბობ? შენ საიდან უნდა გცოდნოდა ის არამზადა რასაც აპირებდა?-ჩავეხუტე -ეგ დამპალი იდიოტიი, ნაძირალა! ღირსია რომ ციხეში ამოალპო-თქვა გაცხარებულმა -სასამართლოშ მარბენინე ახლა-თვალები ავატრიალე-არ ვიცი სანდრო რას გადაწყვეტს მასთან მიმართებაში, ეს მისი საქმეა, მთავარია მე აღარ დავინახო მისი ამაზრზენი სახე. ძალიან მიხარია რომ მე და სანდრო დავახლოვდით -ძალიან მომეწონა სანდრო საქციელი, არც გამკვირვებია, მესამედ გადაგარჩინა უკვე, ეს ბედია ნატალი-ჩამიცინა - შენ ხუმრობ და უნდა შევძლო რომ მხოლოდ მეგობრად ჩავთვალო,ჩემი გრძნობები კი წარსულს უნდა გავატანო -ეს რომ ძალიან რთული,ხშირად კი შეუძლებელია რომაა ჩემზე კარგად იცი ნატიი, კაი წავედი ახლა-გადამკოცნა -კარგად, შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა -ისევე როგორც მე-გამიღიმა და დამემშვიდოდა ლექციები დამიმრთავდა,როდესაც სანდრო დავინახე,ამჯერად მარტო იყო,გვერდი არ ამივლია,შევჩერდი რომ დავმშვიდობებოდი,როდესაცც თამარი(ჩემი დაქალი,ამავდროულად მამიდა,თუმცა არა ღვიძლი) შევამჩნიე,რომელიც მომნუსხველად შემოვიდა უნივერსიტეტში.. ძალიან სექსუალურია..ოუუ რაა გოგოაა, ჩემი არ იყოს სანდროს თვალები გადმოუცვივდაა -აუუ რა ნაშაა-წამოიძახა, მე კი ხელი მხარზე დავარტყვი -ოუუ,ვაჟბატონო, მამიდაჩემია-შევუბღვირე -ღადაობბ ხოო?-მისი პირი O-ს ჰგავდა -სულაც არაა, მას ვგავარ ასეთი მიმზიდველი-გადავიხარხარე,რაზეც სანდრომ ეშმაკურად შემომხედა -თამო-ხელი დავუქნიე,რომელმაც მრავლისმომცველად გამიღიმა -როგორ ხარ ნატიი?-გადამკოცნა, შემდეგ კი სანდროს მიაპყრო მზერა -კარგად თამჩო.ლექციები დამიმთავრდა და სახლში მივდივარრ ახლა -ეს სიმპათიური ბიჭი ვინ არის?-ჩამეცინა.რა თამამი ხარ გოგო. - ჩემი მეგობარია, სანდრო დადიანი -სასიამოვნოა, სანდროთი მომმართეთ-გაუცინა და ხელი ჩამოართვა -ჩემთვისაც. თამარი,ნატალის მამიდა და გულის მესაიდუმლე-მე გამომხედა და ჩაეცინა -უკვე მითხრაა….-ვუჩქმიტე. ღმერთო, ენას ვერ აჩერებს -აუუჩჩ, მეტკინა-სიმწრით ამოიკვნესა -აჰჰ, უკვე მოგისწრიათ ჩემზე საუბარიი, კარგია-ჩაიცინა -ასე გამოდის-ხარხარში სანდროც აჰყვა,შემდეგ მეც -თამო ამ დღეებში გოგოების ნახვას ვაპირებ, დაუკავშირდი გთხოვ და უთხარი შევიკრიბოთ ძალიან მომენატრნენ -ხომ იცი უარს არ გეტყვი, მეც ძალიან მომენატრეთ ყველანი, ამიტომაც მოგაკითხე-გამიცინა -წამო ჩემთან თან ახალ ბინას გაჩვენებ -არა ნატი, მეჩქარება ჩემ ძმას უნდა მივაკითხო,დაბადების დღეზე მივდივართ - თქვენ არ ისვენებთ რა, სულ სადღაც დადიხართ-გავიცინე-კაი ჰოო გოგოებს შეატყობინე და შემეხმიანეთ ამ დღეებში -რა ვქნა ნატი, მოთხოვნადი გოგო ვარ დაა ყველგან მპატიჟებენ-თვალი ჩამიკრა -არ მიკვირს-თქვა სანრომ და მე შემომხედა -ეს ბიჭი მომწონს-თქვა თამარმა.მეც მომწონსს . დაგასწარიი მამიდულა -არ დაგეკარგოს არსად-გადავიხარხარე -ნატალი ასე ადვილად დასაკარგი ბიჭი არ ვარ მე-თვალი ჩამიკრა სანდრომ -ვიცი სანდროო-მხარზე ხელი დავადე და ენა გამოვუყავი,რაზეც მანაც მიპასუხა და დამეჭყანა. სახლში მისულმა, ვისადილე, ვიმეცადინე და იოანეც მესტუმრა. -რას შვრები ნატი?-ისე ჩამეხუტა,კინაღამ სუნთქვა შემეკრა -რავი იო, თუ გამათავისუფლებ უკეთ ვიქნები-გავიცინე - ბოდიში-გაიცინა -აბაა როგორ მოგწონს ბინა? წამოდი სხვა ოთახებსაც გაჩვენებ *** -ძლაიანნ კარგიაა, რაც მთავარიაა კომფორტულია, შენთვის ხომ ესაა მთავარი? -ნამდვილად, ყავა ხომ გინდა?? -კი მინდა, 2 კოვზი შაქრიით -ვიცი იოანე რამდენი კოვზი შქარიც გინდა, 18 წელი შენ გვერდით ხომ არ ვიზრდებოდი? -მე ბოდიშიი-ხელები ასწია დანებების ნიშნად,რაზეც გამეცინა ყავაც გავამზადე, ჩიფსები და ტკბილეულიც გამოვიღე მაცივრიდან და მდივანზე მოვკალათდი იოანეს გვერდით. -კარგი ახლა მომიყევი რა ხდება შენ თავს? -საიდან დავიწყო არც კი ვიციი… იმდენად გრძელი ამბავიაა….-დავიბენი -თავიდან დაიწყე! -კარგი მოემზადე…-გავუღიმე ნაძალადევად. დავიწყე ყველაფრის იმ დღიდან მოყოლა,როდესაც ჩემ დაბადების დღეზე სანდრო პირველად ვნახე, ამავდროულად იოანეს დაჭიმულ სახესაც ვამჩნევდი,რაც თხრობას მიძნელებდა.როდესაც მეორე კლუბის შემთხვევაზე ვუამბე,თუ როგორ მაკოცა ერთმა ბიჭა ნაძალადევად, ამაზე იოანე სულ მთლად გადაირია -რაა? მაგისს დედაც მოვ**ან მე, ეგ როდის იყო, შენ და თიკა გალეშლი მთვრალები რომ დამადექით თავზე??-ფეხზე წამოხტა და იმხელაზე იყვირა,შევხტი -ნუ ყვირი გთხოვ-ჩემდაუნებურად ავტირდი, იოანე თავზე ხელი ნერვიულად შეიცურა და ჩამეხუტა -კარგი ჩშშ…. მაპატიე, ავღელდი. უბრალოდ ჩემ თავზე მეშლება ნერვები,რომ ვერ შევამჩნიე როგორ განიცდიდი ამას…-თქვა დანანებით -იო ვიცი რომ ძნელია, მაგრამ თავი ჩემ ადგილას წარმოიდგინე, კიდევ ერთი რაღაც უნდა გითხრა და ასეთი რეაქცია თუ გექნება… -თქვი, მზად ვარ-თვალში ცრემლი ჩაუდგა,ყბას ყბაზე აჭერდა და მოვუყევი გუშინდელი დღის ამბავი,რამაც ძალიან შემაშინა…ძალა აღარ მქონდა თხრობის გაგრძელებისა,რადგან ჭრილობები მეხსნებოდა, თუმცა როგორც იქნა დავასრულე, იოანე 5 წუთი ერთ წერტილს მიშტერებოდა, ცრემლებს მის სახეზე გზა გაეკვალათ, რომლის შეშრობას არც ცდილობდა, თვალებში სევდა ჩასდგომოდა, გული მიკვდებოდა ასეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებდი, დივანიდან წამოვდექი, იატაკზე დავჯექი და მუხლებში თავი ჩავურგე, დიდხანს ვიყავით ასეთ მდგომარეობაში, მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე, მოვეფერე და გავბედე ყველაზე მთავარის თქმა -იო, სანდროს მიმართ გრძნობები მაქვს -სანდრო? აჰჰ.. ის ბიჭიი? მერე რას აპირებ? -არაფერს, როგორც უკვე გითხარი მეგობრები ვართ, უნდა ვეცადო მისი დავიწყება, სხვაგვარად არც გამოვაა….-ვთქვი სევდიანად და თავი ჩავხარე, მან თავზე ხელი გადამისვა და მაკოცა. -თუ გიყვარს იბრძოლე! როგორც ჩათვლი საჭიროდ ისე მოიქეცი,მაგრამ იცოდე ყველაფერი შემატყობინე, ახლა ერთ დიდ არარაობად ვთვლი თავს, რაები გადაიტანე მე კიდევ….-თავი ხელებში ჩაირგო – იო გთხოვ არ გინდა, შენ რა შუაში ხარ? მე არ გითხარი არაფერი არ მინდოდა გენერვიულა…- ავტირდი -სამაგიეროდ შენ იტანჯებოდი, მე კიდევ….-მისი ხელები ჩემსაში მოვიქციე და დავუკოცნე -არ გინდა…გთხოვ-გავუღიმე -შენ ის მითხარი, შენი გული ვინმეს ხომ არ დაუკავებია?-ვუთხარი ღიმილით -ძალიან თემატური კითხვაა დაო-ჩაიცინა -მაინტერესებს და მიპასუხე გთხოვ - არის ერთი ვიღაც,მაგრამ არ ვიცი ის რას გრძნობს, არ მგონია დაინტერესებული იყოს ჩემით, იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს -ვინაა? ვიცნობ?-ჩიფსის ჭამა დაიწყო -საპირფარეშო სადა???-მოგივლი მე შენ ვაჟბატონო. -აი იქით-მივუთითე -კაი მადლობა ტელეფონი მოვიმარჯვე და თიკას დავურეკე,როგორც დაგემგილი მქონდა -გისმენთ – თიკა რას შვრებიი, სად ხარ? -სახლში ვარ გოგო, სად ვიქნები. რა ხდება რა ხმა გაქვს? -აუუ, თიკა შუქი ჩამიქვრა სახლში დაა თან შეუძლოდ ვარ,მგონი მოვიწამლე, გთხოვ დღეს ჩემთან დარჩი, გამოდი რაა-შევევედრე -ნატიი დედიკოს ვეტყვიი და გამოვალ -კაიი ჩემო სიცოცხლევ, მადლობა -შეხვედრამდე დაახლოებით 30 წუთს შემეგ კარზე ზარის ხმა გაისმა -შემოვდგი ფეხი, მეორე ფეხიც-წამოიყვირა თიკამ -შემოდი ჩემო გიჟო-გადავიხარხარე -აბაა შუქიი არ მავქვსო?-გაუკვირდა -ახლახან მოვიდა-თავი დავიძვრინე -აუუ ავტობუსში ერთმა ტიპმა მომიშალა ნერვებიიი.კრეტინოზავრ…. -აბაა ვინ ვის მოუშალაა ნერვები?-წამოიძახა თიკას ნათქვამით დაინტერესებულმა იოანემ და შესასვლელში შემოვიდა. თიკა ადგილზე გაქვავდა და მკვლელი მზერა მომაპყრო.იოანემ კი დაინტერესებული სახე თიკას მიაპყრო მე კიდევ აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი, ამიტომ მოვიმიზეზე საპირფარეშოში მინდა-მეთქი,რაზეც თიკამ მომაძახა -მალე გამოდი ნატალი არ მალოდინო,ხომ იცი უშენოდ როგორ მოვიწყენ ხოლმე-იოანემ მისი მზერა დაიჭირა და ჩაეცინა -მალე გამოვალლ გვრიტებო-მივაძახე უცბად -კითხვაზე პასუხი არ გამეცი-ჩაეძია იოანე. მათი ხმა მშვენივრად მესმოდა საპირფარეშოდან -ისეთი არაფერი, ერთი კრეტინი ბიჭი ამოვიდა ავტობუსში, მე ხომ ბედი არ მაქვს და გვერდით მომიჯდა, 5 წუთი არ იყო გასული შემეკითხა რა გქვიაო,შემდეგ რა გვარი ხარო,ბოლოს შეყვარებული თუ გყავსო დაა რომ აღარ ვუპასუხე,ჩემი ხელი მისაში მოიქცია და ისეთი შემოვულაწუნე,მძღოლმა დაიყვირა რა ხდება მანდო, ადგილიდან წამოვფრინდი და სანამ ავტობუსს დავტოვებდი მივაძახე -ხელები შენს ნაშებს უფათურე მეთქი…-ახარხარდა თიკა ეტყობოდა რომ იოანესთან გაიხსნა და აღარ ერიდებოდა საუბარი.იოანეს სახეე დამანახა ამ დროს მეტი არ მინდა არაფერი -რავი რა უნდა ვთქვა, ნაბი*ვრებს რა დალევს ამ ქალაქში…..-მგონი დროა საპირფარეშოდან გავიდე და დავამშვიდო ჩემი ბიჭი -უკვე მოვაგვარ….-თიკას სიტყვა გავაწყვეტინე -აბაა ჩემი ცუგრუმელები რას შვრებიან?? -ვჭორაობთ-მომიგო თიკამ ვითომ წარბების შეკვრით -გოგო შენ რა ენაგატლეკილიც ხარ კი ვიცი,ახლა ძმაც გადამიბირე?-ვუთხარი ნიშნისმოგებით,თან თიკასთვის ყავის მზადებას შევუდექი -ენაგატლეკილი შენ რომ ხარ ეგრე უნდა ”პისტიას მკვლელო”-ბოროტად გამეხუმრა იოანე და სიცილი ვერ შეიკავა,მას თიკაც აჰყვა,მე კი სახე გამეყინა ამ სახელის გაგონებაზე ”პისტია”,ღმერთო გევედრები არ მოყვეს ის ისტორია,რომელიც ამ სახელთან მაკავშრებს. გთხოვ ღმერთო დამინდე და ხვალ შესაწირს მოგიძვნი ეკელსიაში. -პისტია? ეგ რაღაა?-ძლივს მოაბა თავი სათქმელს გაკვირვებულმა თიკამ -რაღა კიარა, ვინღა საყვარელო-ძლივს წარმოთქვა იოანემ,ნეტავ სიცილ-ხარხარში გაიგუდოსს და მიწა გაუსკდეს….კარგი ხო, ეს ვიხუმრე. არ მინდა ჩემი საყვარელი ბინა შეეწიროს მის სიკვდილს,თორემ დავრჩები ეული,სნეული,ბედად გრძნეული. -იოანე დადუმდი თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-შევუბღვირე -მოკლედ, ერთი დღეს….-მისი სიტყვის წარმოთქმა და ჩემს მიერ ბალიშს ინერციით მისკენ სროლა ერთი იყო,მალევე წამოდგა, მე კი გავიქეცი,გამომეკიდა და ხელში ამიტაცა, რა ძლიერია ეს მუტრუკი,მხრებზე გადამისვა და მდივანზე ძალით დამაგდო,ღიტინი დამიწყო,რადგან იცოდა,რომ ეს ჩემი სუსტი წერტილი იყო,მალე თიკაც აჰყვა,სამივე ერთად მდივანზე ვცუღლუტობდით,როდესაც მდივანი გადმოიხარა და სამივე იატაკზე გავიშოტეთ, მე ხელი მაგიდას მივარტყი,თიკა ყველაზე კომფორტულად რბილი ბალიშით ხელში იატაკზე გაგორდა, საწყალი იოანე კი მაგიდის ქვეშ შევარდა… სიცილის თავი სადღა გვქონდა,თუმცა ცრემლების ღვრამდე ვიცინეთ,გული საგულეში აღარ გვებჯინებოდა,ამიტომ წამოვდექი და ორივე წამოვაყენე,გვერდით მოვისვი და ორივეს ჩავეხუტე,წრე შევქმენით,როგორც სამმა მუშკეტერმა და ვიყვირე -მიყვარხართ და ცხოვრებას მიხალისებთ -მე არ მიყვარხარ-წამოიძახა თიკამ -მე იმაზე მეტად არ მიყვარხარ ვიდრე თიკას-ეს იოანეა. შეხედე ახლაა, აჰყვა ესეც -მასე ხო? კარგიი-ვუთხარი ვითომ მოწყენით და საძინებლისკენ მიმავალს ორივე დამეწია და გულში მაგრად ჩამიკრეს -ორივეს ძალიან გვიყვარხარ ნატალია-წამოიყვირეს ერთდროულად, გული გამითბა, მინდოდა ამის გაგონება,მითუმეტეს ამ დროს.მდივანი გავასწორეთ და საუბარი გავაგრძელეთ -ნატალი გთხოვ თიკას მოვუყვები ბებია პისტიას ამბავსს რა -აუ იოანე,ამის პირიდან ვერ ამოვალ გთხოვ რა -გთხოვ იო, მომიყევი-შეევედრა თიკა და პატარა ბავშვივით ქვედა ტუჩი გადმოაგდო. აიი, მსახიობი!.თან ‘იო’-თი რომ მიმართა… ვაა, პროგრესია. -ნატალი არ შემეკამათოო ახლა. შენი დაქალია თიკა და უფლება აქვს ეს იცოდეს-თქვა სერიოზულად,თითქოს ვინმეს მკვლელობას ეხებოდეს საქმე. - კარგი ხო, რა აზრი აქვს შეწინააღმდეგებას-ვთქვი დანანებით და შოკოლადის ჭამა დავიწყე -მოკლედ, გასულ წლის ზაფხულს ჩვენი ოჯახით სოფელში ვიყავით ჩასულები დასასვენებლად,ბებია და ბაბუა რა თქმა უნდა ძალიან თბილად დაგვხვდნენ,ხაჭაპურები,ლობიანები,ნამცხვრები და სასმელი გადმოგვიღეს და სუფრას მივუსხედით, 1 საათშიი მეზობელი ქალი პისტია გადმოვიდა, ამ დროს ნატალი ყვებოდა ერთ-ერთ ანეგდოტს,ზოგადად ნატის ლაპარაკი ძალიან უყვარს და იმ დღეს განსაკუთრებით ენა არ გაუჩერებია,ბებიამ იმ ღამეს 3 ლისტი თავის ტკივილის წამალი დალია-ვიცინოდით-ხოდა ახლა გეტყვი რა ანეგდოტიც იყო “გურული ტბაში თევზაობს,თავზე დაადგებიან რეინჯერები და ეუბნებიან უნდა დაგაკავოთ,რადგან აქ თევზაობა აკრძალულიაო. გურული კი ეუბნება -მომხედე ძამა აქეთა, ჩემი დაჭერილი თევზი სადმე დეინახეთ?(თან წარმოიდგინეთ გურულების კილო) -არა,არ დაგვინახავს -აბა ჩემ ჭიაყელას საცხა ვაბანაებ მაი არა თქვენი საქმე-დაასრულა თუ არა ნატალიმ ანეგდოტის მოყოლა, ჩვენი სიცილი განსაკუთრებით კი პისტია ბებიას სიცილ-ხარხარი და ამ დროს ინერციით სკამიდან გადავარდნა ერთი იყო, ყველა დაფაცურდა და მიეხმარა წამოდგომაში,მხოლოდ მე და ნატალი ვკვდებოდით სიცილით,თან ვცდილობდით არ შეგვემჩნია,მაგრამ მცდელობა არ გამოგვივიდა. პისტია ბებია ფეხზე წამოაყენეს და იძახის -ეგი რა მოყევი ბებია, კინაღამ არ დამმართა გულის ინფარქტი და არ შემიწირა ამ ხნის ქალი?-თქვა სიმწრის სიცილით და მხარს იზელდა -კიდევ უკეთესები ვიც….-ხმა დედამ გააწყვეტინა და უთხრა,რომ აღარ იყო საჭირო ანეგდოტების მოყოლა,რადგან პისტია ბებია თავს შეუძლოდ გრძნოდა, არადა არ მოეშვა ის ქალი და კიდევ 3 ანეგდოტი მოაყოლა ნატალის,ბოლოს სკამიდან ადგა და მოგვაძახა -ამ ღამეს თუ გადავრჩი კი გიმასპინძლებთ ხვალ ჩემთან, თუ არადა პანაშვიდზე ვარდის თაიგული ნატალიმ დამისვენოს გვერდითო-ამაზე აგვიტყდა ყველას ხარხარი,ბებიას გარდა,რომელმაც მიაძახა -რასაა როამბობ პისტია, შენ ჯერ კიდევ 100 წელი უნდა იცოცხლო-ამ დროს ნატალი მიჩურჩულებს ჩუმად -100 კიარა, ხვალამდე თუ გააღწია მადლობა თქვასო მოკლედ ასე იყო ჩემო თიკა ეს ამბავი, მის მერე ბებია და ბაბუა ნატის ”პისტიას მკვლელს” ეძახიან-იოანეს საუბრის დასრულება და თიკას კვლავინდელი გადაბჟირება ერთი იყო, ძლივს მოვასულიერე ეს საცოდავი -აუ,ყოჩაღ ნატალი-კნაოდა ეს შეჩვენებული -ეს რა არის კიდევ ბევრი ვიცი, მაგრამ მათ სხვა დროს მოგიყვები, ახლა უნდა წავიდე-ჩაუცინა -რატომ მიდიხარ?ჯერ ადრეა-შეეხვერწა თიკა.მე არ ჩავერიე არ მინდოდა ამ იდილიის დარღვევა -ეს შენ მოდი გვიან,თორემ მე 3 საათია აქ ვარ-გაუცინა -კარგი,მაშინ შეხვედრამდე-ერთმანეთის გადაკოცნას რომ მორჩნენ იოანეს ჩავეხუტე,დრუნჩზე ხელი ვკარი და სახლიდან ”გავაბუნძულე”,რაზეც სიცილით მომაძახა -ამას განანებ -მაგასაც ვნახავთ გვრიტოო-არც მე დავაკელი იოანეს წავლის შემდეგ მე და თიკამ ბევრი ვისაუბრეთ,თვალები უბრწყინავდა ჩემ გოგოს. ********* დილით ადრე ავდექით,ყავა დავლიეთ,მოვემზადეთ და უნივერსიტეტში წავედით. როგორც ყოველთვის გვერდი სანდრომ დამიმშვენა -პრივეტ გოგოებო -პრივეტ-ვუთხარი ღიმილით -პრივეტ-უთხრა მორცხვად თიკამ,ეს სანდრომ შენიშნა და ჩაეცინა -ლილი ჩამოგრჩა?-აი, რატომ ვუთხარი ეს? ვერ დავეტიე ჩემს ადგილას? -ნატალი რა გინდა ლილისთან?-სერიოზულად მკითხა სანდრომ -არაფერი, ისე გკითხე, შენი შეყვარებული ხომ არის დაა.. -რა?შეყვარებულიიი?-გადაიხარხარა -რა, არ არის?-გავიკვირვე -რა შეყვარებული, ღადაობ? -მოიცაა…აბაა ერთმანეთს ხომ კოცნიდით….-ენა დამებაა -მოიცა, შენ გვითვალთვალებდი?-ცალი თვალი ეშმაკურად მოჭუტა -თვალთვალი არც გჭირდებათ,უნივერსიტეტის შუაგულში ზასაობთ ისედაც-მივუგე - ყველას რომ ვკოცნი ეს იმას არ ნიშნავს,რომ ჩემი შეყვარებულიაა -კარგი, გასაგებიაა-გვერდით გავიხედე და თიკამ მითხრა,რომ ეჩქარებოდა -კარგი წავიდეთ-ვუთხარი -შეიძლება ?-უკან უცნობი ბიჭის სილუეტი შევნიშნე -დიახ, რა გნებავთ?-სანდრო და თიკაც დაინტერესებული სახით უყურებდნენ უცნობს -იცით,თქვენი გამოსვლა რომ ვნახე პრეზენტაციის დროს მოხიბლული დავრჩი, ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე სტუდენტი პროექტს ვაკეთებთ ქუთაისში ტრენინგის ჩასატარებლად,დიდი სურვილი გვაქვს,რომ მონაწილეობა თქვენც მიიღოთ -დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, სიამოვნებით დაგთანხმდებით -ძალიან კარგი, დღის ბოლოს სოციალური ქსელით დაგიკავშირდებით და კვირის გეგმებს განვიხილავთ -ძალიან კარგი,შეხვედრამდე-გავუღიმე,ძალიან გამიხარდა რომ ჩემი გამოსვლით ვიღაც ასე დავაინტერესე,ეს ჩემთვის ნამდვილად საინტერესო შემოთავაზება იყო,რაც ჩემი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში დამეხმარებოდა -ცირკის მასხარა-თქვა ირონით სანდრომ -რა?-გაკვირვებულმა შევხედე -ნატი, მე წავალ კაი? -კარგი, თიკა-დავემშვიდობე -ცირკის მასხარაა მეთქი ვერ გაიგე?-ჩემკენ წამოვიდა -რატომ არის ცირკის მასხარა ვერ ვხვდები-შევუბღვირე და უკან დავიწიე -პროექტი არა ის კიდევ, შენ შებმას ცდილობდა -შენ ხომ არ გჟუჟუნებს?-გავიცინე-და ჯერ ეს ერთიც მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ -მე არც არაფერი დამიშლია…წეღან რატომ გაცხარდი ლილიზე რომ მკითხე ზასაობდითო?-ჩემკენ ნელი ნაბიჯებით მოიწევდა,რაც გულს მიხუთავდა, უკნიდან კედელს შევეჯახე.ჯანდაბა! ახლაა სად წავიდე? ჩემი თავი მის 2 დაკუნთულ ტატუებიან ხელს შორის მოიქცია და სახე ჩემსას მოუახლოვა -გავცხარდი?მაგის მიზეზი არც მქონდა.გამატარ…-სიტყვა მისი ბაგის შეხებამ გამაწყვეტინა,რომელიც ჩემსას ნაზად შეეხო, სხეულში პეპლები შეიჭრნენ, გულში ცეცხლი აგიზგიზდა.მისი ტუჩები მალევე მოვიშორე,რა ძალით თავადაც ვერ ვხვდები, მიუხედავად იმისა,რომ მინდოდა მხოლოდ მისი ყოფილიყავი იმ მომენტში… -ეს აღარ გაბედო-შევეწინააღმდეგე -რატომ?-ჩაიცინა -იმიტომ რომ ჩვენ მეგობრები ვართ-ვცდილობდი მტკიცედ მეთქვა -მერედა შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მეგობრობაში…-ეშმაკურადდ ჩამხედა თვალებში -რას ბოდიალობ თავადაც არ იცი-ვუთხარი ვითომ სიცილით, არადა როგორ მინდოდა მისი ვყოფილიყავი და ისე მომქცეოდა როგორც საყვარელ ქალს…თუმცა სანდროსთვის სიტყვა ”სიყვარული” არსებობს? -ნუ ღელავ პატარავ,შეყვარებულობას არ გთხოვ-გადაიხარხარა. მე კი გულში რაღაც ჩამწყდა. ჩემდა გასაკვირად აღარ მქონია დიდი რეაქცია მის ასეთ პასუხზე, პირიქით ახლა ვიწყებ თამაშს, ახლა მისი წესებით ვიმოქმედებ -ვერ ვიტან სიტყვა ”შეყვარებულს”, მე ისეთი ურთიერთობა მომწონს რომელსაც სახელი არ აქვს, როდესაც არც გოგომ და არც ბიჭმა არ იცის რა ხდება მათ შორის,რომლის ახსნასაც ვერ ახერხებენ,ამას არც ცდილობენ,უბრალოდ უერთმანეთოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ-სიამოვნებას ვგრძნობდი ამ სიტყვებს რომ წარვმოთქვამდი, სანდროს ისე ველაპარაკებოდი,როგორც დიდი ხნის ძმაკაცს. -მგონი პირველად გეთანხმები.მართალია, რად გინდა შეყვარებული არ სჯობს გაერთო? ხან ერთთან იქნები, ხან მეორესთან… -რა? რა უნამუსო ხარ-ხელი მხარზე დავარტყი -და შენ რა, სიყვარულის გჯერაა?-გაიკვირვა და თვალები მოჭუტა -აბა წეღან რა ვთქვი? უერთმანეთოდ ცხოვრება რომ ვერ წარმოუდგენიათ, ერთმანეთთან სიშორე რომ გულს სტკენთ და უფორიაქებთ, ერთმანეთთან სიახლოვე რომ გულის ფეთქვას უხშირებთ,ერთმანეთის თითოეულ ნაწილთან შეხება რომ ჟრუანტელს ჰგვრით, ერთმანეთის გამო რომ სიცოცხლესაც უპრობლემოდ გასწირავენ..აი ესაა სიყვარული-ვთქვი მთელი არსებით,თან ხელებს ვიყენებდი საუბრისას შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით -ვა საღოლ, სამსახიობოზე არ ფიქრობ?-დოინჯი შემორტყა -ისეთს მიგბეგვავ 1 კვირა ფეხზე ვერ ადგები სანდრო, მე ჩემს გულის წადილს გიზიარებ როგორც მეგობარს შენ კიდევ…-ძალიან მეწყინა და გავბრაზდი ასე აგდებულად რომ მესაუბრებოდა. მაგრამ მე რისი ჩიტი ვარ? აბა ბიჭოს,ამას გავამასხრებინებდი თავს. -კარგი რა, ამ სიყვარულს შევეშვათთ და სხვა რამეზე ვისაუბროთ, რას იბუტებიი-ხელი მხარზე დამადო და თბილად შემომხედა. მეგობრები ასეთ წვრილმანებზე არ კამათობენ…”მეგობრები”-დამცინოდა ჩემი მეორე ”მე”,არა რა, მოვკლავ ამასს, ”დაეტიე მანდ თორემ ხმას ჩაგაწყვეტინებ” შევეწინააღმდეგე -კარგი,მაშინ ერთ კითხვაზე მიპასუხე,რომელიც უპასუხოდ დატოვე-გავუცინე და იქვე ჩამოჯდომა ვთხოვე,დავიღალე ფეხზე დგომით -მიდი გისმენ რა არის ასეთი-თქვა თავის გაქნევით და გამიცინა -მომიყევი შენს მშობლებზე-სიცილი სახეზე შეახმა,სახე გაეყინა,თვალი მომაშორა და ფანჯარაში ერთ წერტილს მიაშტერდა -რაში გაინტერესებს…-მითხრა მკაცრად -მეგობრები ვართ მინდა შენზე რაღაცები ვიცოდე,შენი ოჯახის შესახებ კი არაფერი ვიცი,შენი დის გარდა-ძალიან მაინტერესებდა რა იყო მისი დარდის მიზეზი,რაც გულს ასე უკლავდა -ამ თემასთნ არავისთან მისაუბრია,ალექსის გარდა…-თავი ჩახარა, ალექსი მისთვის ბევრს ნიშნავს ახლა ნამდვილად დავრწმუნდი, მოიცა ლილიმ არ იცის ანუ? ''რას გადააცივდი გოგო ამ ლილის,დაყენდი რა!'' -ლილიმაც არ იცის? -ლილიმ ჩემზე არაფერი არ იცის, არც დაინტერესებულა ამით,არც მე ვიცი მასზე რამე, სიმართლე გითხრა მაგრად ,პროსტა კაი მოსახმარი გოგოა-შემომხედა,ავილეწე -კაი აღარ გააგრძელო,თორემ გული ამერეევა-სახე დავმანჭე,სანდრომ კი სიცილი ვერ შეიკავა ჩემი სახის დანახვიას -გიხდება სიცილი,თუმცა ტირილიც გხატავს -რა მზრუნველი ხარ სანდრო, ვაა-ვუთხარი ნიშნისმოგებით -მე რომ არ გყავდე რა გეშელებოდა შე საწყალო-თავზე ხელი გადამისვა და თან ისე ხარხარებდა ვფიქრობდი სადაცა გაიგუდება მეთქი -საქმეს დავუბრუნდეთ-ვუთხარი სერიოზულად,მან კი თვალი მომაშორა -გთხოვ….-მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე,მან თბილი მზერა მომაპყრო და დაიწყო იმ ამბის თხრობა,რომელსაც უემოციოდ ვერ ყვებოდა -3 წლის წინ დედა, სალომე და მე ესპანეთში ვიყავით დასასვენებლად ,3 კვირიანი მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნებულს მამა სახლთან დაგვხვდა. დედ-მამა 1 წლის დაშორებულნი იყვნენ,რადგან მამაჩემი პირწავარდნილი ლოთი იყო,ერთხელ დედაზე ხელიც კი აღმართა, მივვარდი და მეც კარგად ვუთავაზე, სახლში არაფრის დიდებით არ გავაჩერე, დედას ვუთხარი რომ ან ის უნდა წასულიყო სახლიდან ან მე, დედა არც შემწინააღმდეგებია…ან რატომ შემეწინააღმდეგებოდა? იცოდა ჩემი ხასიათის ამბავი თუ ვიტყოდი შევასრულებდი კიდეც,თან უვარგისი და მოძალადე კაცი სახლში არ გვჭირდებოდა, ახლა მარტივად ჩანს,თუმცა ყველაფერი რომ ასე დამთავრებულიყო რა გვიჭირს…-საუბრის გაგრძელება ძალიან უჭირდა,თვალები აუწყლიანდა, მისის სახე ხელებში მოვიქციე და ვუთხარი -უნდა შეძლო,ძალები მოიკრიბო და შენი ტკივილი გადმოცე…გული მტკივა ასეთ მდგომარეობაში რომ გხედავ-სახეზე ცრემლები ჩამომიგორდა -სხვა დროს ამის მოყოლის ძალა აღარ მექნება, დავიწყე და დავასრულებ კიდეც-მითხრა მტკიცედ. აღარც შევეწინააღმდეგე, მე ხომ ვაიძულე ამ ამბის თხრობა,ხოდა უნდა მომესმინა მიუხედავად იმისა,რომ ვხედავდი როგორ ვტანჯავდი -გულისყურით გისმენ-ვუთხარი თბილად -მამას არც ვუწოდებ იმ არაკაცს…ის ნაბი*ვარი 1 წლის განმავლობაში გვავიწროვებდა, სახლთან ათენებდა და აღამებდა, დედას გული მოუბრუნდა,თუმცა მაინც იტანჯებოდა წარსულის გამო, მეც არასდროს გამნელებია ის ტკივილი რასაც ის გვაყენებდა, სულ მთვრალი იყო, სულ ყვიროდა და ბილწსიტყვაობდა, დედა კი ყოველთვის ეჩხუბებოდა. ხოდა ერთ დღეს დედაზე ძალის ხმარება სცადა,როდესაც ჩემმა დამ შეუსწრო და კივილი დაიწყო, ოთახში შევვარდი და ისე ვცემე ფეხზე ძლივს დგებოდა,სახლიდან უკანმოუხედავად გავაგდე,დედა განადგურებული იყო,მაგრამ მას მე და სალომე ვყავდით, გვერდიდან არ მოვშორებულვართ და იმ მძიმე დღეების გადატანაში ჩვენ ვეხმარებოდით. როდესაც დასასვენებლად გადავწყვიტეთ წასვლა, ძალიან გვიხაროდა,გვინდოდა რომ დედას ყურადღება სხვა რამისკენ გადაეტანა,რამდენიმე თვე იყო გასული იმ არაკაცის სახლიდან გაგდებიდან,ამიტომ დედა ისე აღარ დარდობდა. ბიძაჩემი ზურა ძალიან შეძლებული კაცია, ცოლ-შვილი არ ჰყავს, ამიტომ მე და სალოს ყოველთვის გვანებივრებდა, ეს ახლაც ასეა. მიუხედავად იმისა,რომ მამაჩემი ლოთობდა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ყოველთვის ასეთი იყო, ბიძაჩემთან ერთად მანქანების ბიზნესი ჰქონდა,თუმცა შემდეგ ძველი ძმაკაცები თავს დაადგნენ, რომლებიც უცხოეთში ქურდობით ირჩენდნენ თავს, მამაჩემიც გადაიბირეს და ასე გახდა ალკოჰოლზე დამოკიდებული. ბიძაჩემმა რა არ ეცადა,მაგრამ ამაოდ,ჩვენც ვერაფერი მოვუხერხეთ. ზურას ახლა მე ვეხმარები მანქანების ბიზნესში, ხელფასი მეც მაქვს, საკმაოდ მაღალიც კი ჩემ ასაკთან შედარებით,ბიზნეს-ეკონომიკაზეც ამიტომ ვაბარებ, მიყვარს ეს საქმე…. ჰო, რაც შეეხება ჩემი, დედას და სალომეს ესპანეთიდან დაბრუნებას….-აქ შეისვენა,ღმად ამოისუნთქა და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო-მამაჩემი როდესაც სახლთან დაგვხვდა,მივვარდი და გაგდებას ვეცადე,თუმცა იარაღი ამოიღო, სალომ და დედამ კივილი დაიწყეს, დედა მე მიყვიროდა,რომ არ მივახლოვებოდი, მაგრამ მამაჩემის ინტერესს თურმე დედაჩემი წარმოადგენდა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, დედასთან მივიდა და უყვიროდა, შენ წამართვი შვილებიო, სალომე უკიოდა,რომ ეს თავად გაანადგურა მათი ოჯახი, მე ვცდილობდი იარაღის წართმევას,მაგრამ ჩემი ადგილიდან დაძვრა და იარაღის გასროლის გამაყრუებელი ხმა ერთი იყო, აზრზე ვერ მოვედი რა მომხდარიყო, დედა დავინახე,რომელიც სისხლში ცურავდა, იქვე ჩავიკეცე, თავი ხელებში ჩავირგე, სისხლი ამიდუღდა, მეგონა ცა თავს დამექცა,წყვდიადის მორევში დავიკარგე, თავს ყველაზე უბედურ ადამიანად ვთვლიდი მსოფლიოში, სალომეს კივილმა რეალობაში დამაბრუნა, მამაჩემი გაოგნებული,გამწარებული,დენდარტყმულივით იდგა და იძახდა: ” მან მაიძულა, მან...მან მაიძულა”, ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, მაგრამ მივხვდი,რომ სასწრაფოში უნდა დამერეკა, დიდი დრო დავკარგე,ძალიან დიდი…ტელეფონი ძლივს მოვძებნე,პირველად ხელიდან გამივარდა, დავიხარე რომ ამეღო და იარაღის გასროლის ხმა გავიგე, დავინახე მამაჩემის სხეული უსულოდ როგორ დაეცა ძირს, მისი თავი სისხლით იყო დაფარული, სალომემ არაამქვეყნიურად იკივლა და გონება დაკარგა…ვხვდებოდი,რომ გული მიმდიოდა,ძალა აღარ მქონდა… მეზობლები მხოლოდ ახლა გამოცვივდნენ სახლიდან, მას შემდეგ ყველაფერი ბუნდოდვნად მახსოვს,რადგან გული წამივიდა.. ასეთი უსუსური ვარ, მე რომ სასწრაფოში დროულად დამერეკა დედა შეიძელბა გადარჩენილიყო გესმისს ნატალი?აი ასეთი უბადრუკიი ვარ, ერთ დღეში 2 მშობელი ხელიდან გამომეცალა, ერთის გადარჩენა შემეძლო და ჩემი უნებისყოფობის გამო ისიც დავკარგე…დავკარგე გესმის?მას შემდეგ გავხდი ასეთი ცივი,უხეში….თუმცა არც მანამდე ვიყავი,თბილი და მოსიყვარულე ბიჭი, იმ დღეების მშურს, იმ დღეების,როდესაც ლაღად ვცხოვრობდი და არაფერი მადარდება… რა მწარეა ეს ცხოვრებაა… ამის შემეგ არ მჯერა სიყვარულის, არ მჯერა ქალისა და მამაკაცის სიყვარულის გესმის ნატალი? სანდროს სახე დაეჭიმა, თავს ვეღარ აკონტროლებდა, თავი ხელებში ჩაერგო,ცრემლების ზღვა ნაკადი მის ღაწვებს ეცემოდა. მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვუთხარი -არ გეტყვი რომ დაწყნარდე,რადგან ეს შეუძლებელია….ეს შენ ბრალი არ არის, შენ ვერაფერს შეცვლიდი.შენ საუკეთესო ძმა და შვილი ხარ…თავი არ დაიტანჯო იმაზე ფიქრით,რომ შენ დამნაშავე ხარ, შენ არ ხარ დამნაშავე,არც კი ვიცი რითი განუგეშო, რა გითხრა… სიჩუმე ზოგჯერ ყველააზე კარგი გამოსავალია…ვფიქრობ ეს მომენტიც სიჩუმეს საჭიროებს, დაიმახსოვრე ცხოვრება ბრძოლის ველია. ადამიანის დანიშნულებაა, არა იარსებოს-არამედ იცხოვროს! ეს დაიმახსოვრე, შენ დას სითბო აჩუქე, გვერდში დაუდეგი და ყველაფერი გააკეთე რომ გააბედნიერო… სხვა რა არის სყვარული? საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს და დაიცავი ის.არა მარტო ის, ოდესღაც შეხვდები ისეთ ადამიანს რომელსაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად ეყვარები, დამიჯერე…-თბილად ვუთხარი და ცრემლები თავისთვის გაიკაფავდა გზას უკვე ჩემ სახეზეც… სანდრო გულისყურით თვალებში შემომცქეროდა -ცხოვრებაში ერთადერთ ადამიანს ვუყვარდი თავის სიცოცხლეზე მეტად,რომელიც ცივი საფლავში განისვენებს….ამ უსამართლო ცხოვრებამ წამართვა ჩემი ნატვრის თვალი…მეორე კი ჩემგან ძალიან შორს არის წასული, ჩემი დაიკო როგორ მიყვარს…-მითხრა დანანებითა და იმედგაცრუებით და ჩამომშორდა, დამტოვა ასეთ მელანქოლიურ განწყობაზე,სულიერად გამოფიტული და დარდიანი…. მე როგორ დღეში ვარ, ვერც კი წარმომიდგენია ის რას გრძნობს ახლა.. მან მე ეს უდიდესი ტკივილი გამიზიარა, ამ ამბის მოსმენის ღირსად ჩამთვალა…ამაზე ფიქრი მსიამოვნებდა. ლექციების დასრულების შემდეგ სანდროს მოძებნა დავიწყე მინდოდა გამეგო როგორ იყო და რას ვხედავვ, კედელზე ლილი აუყუდებია და კოცნის ისე ხარბად, თითქოს სადმე ეჩქარებოდეს ან ვინმე მოსდევდეს… დარდს ლილისთან აყოლებს,ამაზე ფიქრიც კი მზარავს,რომ წარმოვიდგენ ლილი როგორ ეხება მის თვალებს, ტუჩებს, ხელებს,სხეულს ტანში ზიზღის გრძნობა მეუფლება…ახლაც ისე გავცხარდი….ვიცი რომ ძალიან ტკივა, ვიცი რომ მისთვის ეს მოუშუშებელი იარაა,მაგრამ იმედია ჩემმა სიტყვებმა ოდნავ მაინც დაამშვიდა.. აი, ეს ლილი კი….გავბრაზდი, ნამდვილად გავბრაზდიი,შეეძლო ჩემთან მოსულიყო, დამლაპარკებოდა, მოვეკითხე, რას ვშვრებოდი ან…სულელი ვარ, იდიოტი, ვინ ვარ მისთვის? უბრალოდ გულის გადამყოლებელი?.. არ ვიცი რა ვიფიქრო, ერთი მხრივ ვფიქრობ რომ ეგოისტი ვარ, ის რომ მიყენებდეს მშობლების ამბავს ხომ არ მომიყვებოდა? მეორე მხრივ ვფიქრობ,რომ მეგობრადაც არ მთვლის და ჩემთან საუაბრს ლილისთან ზასაობა და სექსი ურჩევნია…კარგი, რადგან ასეა მეც შენი წესებით ვითამაშებ სანდრო დადიანი -სანდრო როგორ ხარ?-მათთან მივედი,კოცნა გავაწყვეტინე,ლილიმ უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები,მინდოდა მიმეხრჩო, სანდრო გაკვირვებული მიმზერდა -კარგად ვარ,შენ?-მითხრა უემოციოდ -მიხარია,თუ კარგად ხარ, მეც კარგად ვარ-თვალი ჩავუკარი,რაზეც თვალები აატრიალა. მოვკლავ ახლა ამას. აი, სანდრო დადიანი ეს არის, ჯერ თბილია,შემდეგ ცივი, არ შეეძლო რომ წესიერად დამლაპარაკებოდა? თუმცა ბევრს ხომ არ ვითხოვ? მეგობრობის კვალობაზე ბევრს ნამდვილად არ ვითხოვ….ამიერიდან აღარ ჩავეძიები -დაასრულე?-მითხრა იმ კახპამ მობეზრებით -შენთვის არც არაფერი მიკითხავს-ვუთხარი ირონიით -კი, მაგრამ ხელი შეგვიშალე-არც მან დამაკლო -ბოდიში,რომ ზასაობაში ხელი შეგიშალეთ და კიდევ სანდროს როდის დაველაპარაკები შენი საქმე არაა -ვა, როდის დადაქალ-დაძმაკაცდით თქვენ ორნი?-გადაიხარხარა -გეყოთ ახლა, ნატალი საქმე თუ არ გაქვს დაგვტოვე.გთხოვ- მიხვდა რომ მეწყინა და ბოლო სიტყვა მაინც დაამატა,აი ამას არ ველოდიი,თურმე სხვებს რომ ხელს კრავ გსიამოვნებს ბატონო სანდრო. -ორივე ერთმანეთზე უარესები ხართ-ვუთხარი ირონიით, გამწარებული და წყენით სავსემ და ორივე დავტოვე, თუმცა ირონიის გარდა სხვა არაფერი ვაგრძნობინე. მე პრინციპული ვარ და არავის მივცემ უფლებას გადამაბიჯოს. როდესაც მივდიოდი გავიგონე მათთან ახლოს მდგომმა ბიჭა ჩემზე როგორ თქვა: ”აუ რა აქ”, მივუბრუნდი და ვუთხარი -მე მითხარი რამე?-ისეთ ხმაზე ვუთხარი, მათაც რომ გაეგონათ -აღვნიშნე,რომ კარგი გაქვს-გამიცინა -ვიცი,რამე ახალი შეგეძლო გეთქვა-თვალი ჩავუკარი, სანდრო ჩემ მარჯვნივ იდგა, მე პროფილით ვიდექი ამიტომ მისი მომუშტული ხელები მაინც შევნიშნე, აბა რა,მეგობარი ვარ ბოლოს და ბოლოს….გულში ჩამეცინა -ვაა, სხვა გოგოები მოვიდოდნენ და ჩხუბს დამიწყებდნენ, ეს როგორ მაკადრეო, ჯიგარი ხარ-ჩამიცნა -მე სხვა გოგოებს არ ვგავარ-ლილის გავხედე და ირონულად გავიღიმე -გინდა კაფეში გავიდეთ?-აი, რა მინდოდა -რატომაც არაა, საქმე არ მაქვს-მიუხედავად იმისა,რომ დაღლილ-დაქანცული ვიყავი მაინც გავყევი კაფეში ნამდვილად კარგი გარემო იყო, სხვა დროს ასეთ ბიჭს არ გამოვყვებოდი სადმე სასადილოდ, პირიქით ისეთ სილას ვუთავაზებდი ფეხზე ძლივს ადგებოდა,მაგრამ შევიცვალე,უფრო თამამი გავხდი და ნაბიჯის გადადგმის აღარ მეშინია, მე თავისუფალი ვარ, მაგრამ საზღვრები ვიცი და ფარგლებს არ გავსცდები..თან ამ საქმეში გამოცდილი ვარ, 3 ჯერ კინაღამ ძალადობის მსხვერპლი გავხდი… -რას შეუკვეთავ?-მეკითხება -ბურგები,ფრი,კოლა,დონატი-მშიოდა -მეც იგივე-გამიღიმა, კაი ბიჭია…მის მზერას თვალი გავაყოლე და უკან რომ გავიხედე სანდრო და მისი ნაშა დავინახე, სანდროს მზერა ჩემსას შეეჩეხა, სახეზე გაბრაზება ეტყობოდა,ლილის ხელს მაგრად უჭერდა, მე ნასიამოვნები სახე მქონდა და მალევე გამოვტრიალდი -რა ხდება, შენი ყურადღება რატომ მიიპყრო ამ წყვილმა?-ვუთხარი დაინტერესებულა, ”წყვილი” რომ ვახსენე კინაღამ შევწუხდი -არ მიუპყრია პროსტა ეს ბიჭი არ მევასება -რატოოო??-მეც დავსვიი რაა კითხვა, იმიტომ რომ უხეშია… ნუ გარეგნულად უფრო, ვიდრე შინაგანად,თუმცა ეს სხვებმა არ იციან -დიდი ყოჩი ვინმეა, თავი სხვებზე დიდი ჰგონია… -ალმაცერად საუბრობდა, ცოტა არ იყოს გავბრაზდი -ასე თუ ისე ვიცნობ ამ ბიჭს, მთლად მასეთიც არაა-დავამატე -მოდი ამ სი*ზე ნუ ვილაპარაკებთ-სახე ამენთო -რაა სიტყვებიაა????-სიტყვა ”სირზე” მეტად, იმაზე გავბრაზდი,რომ სანდრო მოიხსენია ასე,თუმცა ამას ხომ არ ვეტყოდი -კარგი ბოდიში-დამეკრიჭა, რაზეც გამეცინა -ინებეთ შეკვეთა-ოფიციანტმა შეკვეთა მოგვიტანა, მმმ რა მადისაღმძვრელად გამოიყურება -მადლობთ-ვუთხარით ორივემ. -შენზე მომიყევი რამე-მითხრა ჭამის დროს -ნატალი მქვია, იურიდიულზე ვსწავლობ, 18 წლის ვარ, შენ? -გიორგი მქვია,ბიზნეს-ეკონომიკაზე ვსწავლობ, 18 წლის ვარ-გამიცინა. უი, ბიზნეს-ეკონომიკაზე სწავლობს სანდროც,ხო? რა მჭირს კი მაგრამ, სულ სანდრო რატომ მაკერია პირზე? სად ჯანდაბაში დაკარგე გოგო პრინციპულობა, ნაგვის ურნაში ხომ არ დაგრჩა? -ძალიან გემრიელია-თან ბურგერს ვაგემოვნებდი -შეყვარებული გყავს?- შემომხედა - არ მყავსს, შენ?-შევხედე თითქოს დაინტერესებულმა -არა, ჩემი მოსაწონი გოგო ვერ ვნახე-გამიცინა - რა თავდაჯერებული ხარ -ძალიან-გამეკრიჭა, უცბად მზერა წინა მაგიდისკენ გადავიტანე და სანდროს სახეს შევეჩეხე,რომელიც იმ წამსვე ლილისკენ გადაიწია და ვნებიანად აკოცა, ლილიც გაკვირვებული იყო არ ელოდა კოცნას. ამათ ყველგან საწოლი როგორ ელანდებათ. ჩემ მზერას თვალი გააყოლა გიორგიმ და მითხრა -გასაგებია -რა არის გასაგები??-გავიკვირვე -გასაგებია,რომ სანდრო გევასება-თვალებში შემომხედა -საიდან მოიტანე? -ნერვიულად ჩავიცინე -თვალი არ მოგიცილებია-გამიღიმა -გეშლება გიორგიი-გავუღიმე -ფსიქოლოგი მყავს დედა ასე რომ ბევრი რამ მეხერხება,მაგალითად ადამიანის აზრების წაკითხვა -აზრების არა ის კიდე, შენც მკითხავი არ მყავდე- გადავიხარხარე -იცინე ხო შენ-ცხვირის წვერთან საჩვენებელი თითი მომიტანა,გაჯავრების მიზნით.სიმართლე გითხრათ სასიამოვნო ბიჭი იყო ნამდვილად, სიამოვნებით ვიმეგობრებდი მასთან…ცოტა dirty mind კი არის ისე -გინდა სანდრო აეჭვიანო და მაგიტომ გამომყევი არა?-კოლა ხელში აიღო და მოსვა -ჯანდაბას. ხო,მაგრამ ჩვენ მეგობრები ვართ -არ მგონია ის ამას ფიქრობდეს, ისევე როგორც შენ-გამიცინა -მართალია, ის კიტრად არ მაგდებს…ზოგჯერ-გავუცინე -ეგ არ მიგულისხმია, ის ბრაზდება სხვის გვერდით რომ გხედავს -მეგობარი ვარ და მაგიტომ - თავადაც იცი რომ მასე არ არის. რაღაცას გეტყვი და დამპირდი რომ შემისრულებ -პირველი შეხვედრისთვის ზედმეტი ხომ არაა?-გავუცინე -ისეთი არაფერიაა, ნუ ღელავ-ეშმაკურად ჩაიცინა -კარგი ხო ჯანდაბას -ანუ მპირდები-გამიმეორა -ჰო მეთქი და მეტიც არ მინდა რამე საშინელება იყოს -მოდი ახლა მე შენ გაკოცებ დაა სანდროს რეაქციას დაველოდოთ -ჰაა? -შენ დამპირდი-თავი მოისაწყლა -პირველად გამოვყევი ბიჭს კაფეში,ჩემი გულის წადილი გავანდე, ახლა უნდა გაკოცო? ვერ ვიჯერებ რა ხდება ჩემ თავს-გამეცინა -რა იყო პირველი კოცნა ხომ არ არის? არ მინდა პირველი კოცნა მოგპარო-ეშმაკურად გამომხედა -არა პირველი არ იქნება- სახე ზიზღით ამევსო, გამახსენდა კლუბის ამბავი -ხოდა თუ მასეა,ასეთი მახინჯიც არვარ, თან 10 წამიანი კოცნა იქნება-გადაიხარხარა -ამას დათვლილიც აქვს დაჟე-გადავიხარხარე-კარგი-ღრმად ამოვისუნთქე, გიორგი მომიახლოვდა და ვნებიანად მაკოცა. რა ვიგრძენი? არც არაფერი.და, აი სანდროც,რომელმაც კოცნაში ხელი შეგვიშალა. მე და გიორგის გაცეცხლებული თავზე დაგვადგა,რომელსაც ხელები მოემუშტა, ხელი მაჯაში წამავლო და რასა ჰქვია წამათრია, ხელი უხეშად გამოვტაცე და მივახალე -რას აკეთებ? მე შენი ნივთი ვარ?-გავცოფდი -ეგ მე უნდა გკითხო, ერთი დღის გაცნობილთან ზასაობ?!! მგონი დაგავიწყდა შენი წარსული-ირონიამ გადაკრა სახეზე,თუმცა მიხვდა როგორ მატკინა გული და სახე ამარიდა -მე გაგაფრთხილე რომ წარსული არასოდეს გაგეხსენებინა ჩემთვის…მე გთხოვე…-ცრემლები მომერია. ჰო,მიდი ახლა და იღნავლე,მეტი რა იცი შენ. სანდრო ჩემსკენ წამოიწია და ხელით შევაჩერე -არ მომეკარო.და კიდევ, შენი საქმე არაა მე ვის ვაკოცებ, შენ და ლილიც ხომ ასიამოვნებთ ერთმანეთს, მაგრამ მე არ გეჭრებით-შევუბღვირე -როგორ არ არის ჩემი საქმე, ჩემი დასამშვიდებელი ხარ შემდეგ-მშვიდად მითხრა -აღარ მოგაბეზრებ თავს, ბოდიში. ერთხელ გთხოვე დახმარება, მხოლოდ ერთადერთხელ. ღმერთმა დასწყევლოს.რაც შეეხება იმ 2 ინციდენტს იქ შემთხვევით აღოჩნდი-თავი დანანებით გავიქნიე,აი თურმე მოვბეზრებივარ ბიჭს, გულში რაღაც ჩამწყდა. მაგრამ რატომ? რატომ ჩამწყდა? დაეტიე შენს ადგილას რა, და დაივიწყე გულო ეს ბიჭი. არ ვიქნები შენი,არაო,რა ვერ გაიგე? სასმენ აპარატს გიყიდი! -ნუ აბუქებ რაა-თქვა მობეზრებით და სახეზე ხელი ჩამოისვა,რომელსაც ლილი გვერდით ამოუდგა -საყვარელო რატომ არ გკიდია? წამოდი რა-ამას ახლა რომ მივვარდები თმას ღერა-ღერა დავაწიწკნი -გატყობ შენი სიყვარულის მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებ და კარგად ვერ ასიამოვნებ,რადგან მაგიდიდან გამოგექცა-შევუსისინე,რომელმაც მკვლელი მზერა მომაპყრო,თუმცა სადრომ დააოკა. კარგად დაიჭირე შენი გოგო,ქეციანი ძაღლივით რომ იღრინება,არ აიშვას,თორემ სად ვირბინო შრატზე. -ანუ, არ მოდიხარ-მითხრა სანდრომ მოწყვეტით,თუმცა გაბრაზება კვლავ ეტყობოდა,როდესაც გიორგის ნასიამოვნებ სახეს გადახედა -არ მოვდივარ,შეგიძლია წახვიდეთ და ისიამოვნოთ-ყელში დიდი ბურთულა გამეჩხირა -მაგაში ეჭვიც არ შეგეპაროს-მომაძახა ირონიულად -ვაა, საღოლ ჩვენ, მოქმედებამ შედეგი გამოიღოო, ახლა უნდა იმოქმედო-ჩამჩურჩულა გიორგიმ -რა უნდა ვიმოქმედო კარგი რაა, წყალს გამატანა, ვინ მიგდია საერთოდ, ან ერთი ან მეორე?-თავს ვერ ვაკონტროლებდი და სიტყვებს გაუაზრებლად ვისროდი -მომისმინე, ჩვენ სანდრო გამოვცადეთ, ის მეგობრის კოცნის კვალობაზე ზედმეტად ფიცხი ბიჭი აღმოჩნდა-ეშაკურად ჩამხედა თვალებში.რა უნდა ჩემგან ვერ ვხვდები მიბიძგებს რომ გავაბრაზო? და მას რა ხეირი? -ის ასეთია, ფიცხი,ირონიული,უხეში…. თუმცა გულის სიღრმეში ძალიან თბილია, ერთი მხრივ ცხოვრებამ გახადა ასეთი -ვუთხარი სევდიანად -მერედა მიეცი საბაბი,რომ სითბო გამოამჟღავნოს -მასეთი ადვილი რომ იყოს.სულ გულს მტკენს, რატომ?მე ეს არ დამიმსახურებია, ამდენი არ შემიძლია ამის ძალა აღარ მაქვს, რობოტი ხომ არ ვარ? უნდა ვეცადო გრძნობები დავიოკო და სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება -მე ჩემი აზრი გითხარი,როგორც გაგიხარდება ისე მოიქეცი, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა-გამიცინა -მადლობა რჩევისთვის, ჩემთვისაც სასიამოვნო იყო-ჩავიცინე.ნამდვიალდ მოახერხა ჩემი გამხიარულება ასეთ დროს.სახლში მისულმა დაღლილ-დაქანცულმა მაშინვე დავიძინე,როდესაც გამოვიღვიძე ვივახშმე,ვიმეცადინე და წიგნის კითხვას შევუდექი როდესაც მობილურმა დამირეკა, თიკა იყო,ალბათ მოვენატრე ჩემ გოგოს. -რა იყო ჩემო ცუგრუმელავ?-არ ვაცადე ხმის ამოღება -ვაიმე ნატი ისეთი ბედნიერიი, გახარებული,აღტაცებულიი ვარ-ყვიროდა -რა ხდება გოგო სამოგზაუროდ ხომ არ მიყავხარ ვინმეს?-გავიკვირვე -აუუ, ეგეც კარგი იქნებოდა მაგრამ მაგაზე უკეთესი რამ მოხდა-ისე ჩქარა ლაპარაკობდა ძლივს გავარჩიე სიტყვები ერთმანეთისგან,თან ამას დამატებული ძალიან მაღალი ხმით საუბრობდა..თუ ამას საუბარი ერქვა -ამოღერღე შე ქალო,გავწიწმატდი ბებიაჩემის პილპილივით-ისე დავინტერესდი უკვე მევ ვყვიროდი -იოანემ დამირეკა დღეს დილით, კაფეში შევხვდეთ და ვისაუბროთო,რა თქმა უნდა გავემზადე და შევხვდი, დავიწყეთ ჩვენზე საუბარი, ბლა-ბლა-ბლა, შენზეც ვისაუბრეთ, ბევრი სასააცილო რამ მომიყვა შენზე ისე ვიცინოდი,თითქოს ვიღაც მომზდევდა და ჩემი სიცილით ვაშინებდი, სიცილი კი არა ცხენის ჭიხვინი უფრო იყო, ერთ მომენტში წყალი გადამცდა და ოფიციანტმა ისე ჩამარტყა ზურგში ხელი, კინაღამ ჩემ კუჭში მოხვედრილი საკვები ამოვარწყიე..აუ, როგორ შემრცხვა….ხოდაა იოანე მეუბნება, რომ მოვწონვარ, გრძნობები აქვს ჩემ მიმართ და მითხრა რომ ძალას არ დამატანდა, მეც თუ იგივე გრძნობები მქონდა მითხრა რომ გვეცადა.მჯერა რომ გამოგვიგა რაღაც, მე მჯერა, რადგან ერთმანეთს ვგავართ, ერთნაირი მიზნები გვაქვს, ორივე მხიარულები და ჯიუტები ვართ, მოკლედ არ ვიცი რა დამემართა იმ დროსს,ავკანკალდი, თავიდან მეგონა მეღადავება მეთქი ისეთი სულელი ვარ ასე მეგონა მართლა დამცინოდა და ვუთხარი მეღადავები მეთქი? განა ნორმალური ამას ეუბნება ბიჭს? მითუმეტეს საუკეთესო დაქალის ძმას?ბოლოს ვუთარი,რომ მის მიმართ გულგრილი არც მე ვიყავი, ისე გაუხარდა,ჩამეხუტა, ისეთი თბილი,ტკბილი და სასიამოვნო ჩახუტება ცოდნია მოშორება არ მინდოდა,არ ვიცი რა ვთქვა, ემოციებში ვარ, აღტაცებული ვარ ნატალია…რას ფიქრობ? -რა? რას უნდა ვფიქრობდე გოგო არ ვიცი რა ვთქვა, ბედნიერებას და დაოჯახებას გისურვებთ, 5 ბავშვზე ნაკლები არ გააჩიოთ ბევრი ძმიშვილი მინდა მყავდეს-გადავიხარხარე -რა იყო გოგო მკლავ? სულ არ გეცოდები? -არა, მეცოდები მართალი ხარ, თან იოანეს იმხელა აქვს, 3 ბავშვიც გეყოფათ-ვაიმე, რა დებილი ვარ,ეს რამ მათქმევინა -ვაიმე შენ გაგისკდა მიწა და შიგ ჩაგიტანა, შტერო,დეგრადირებულო-ისე ჩაბჟირდა ეტყობა ტელეფონი ხელიდან გადაუავრდა დაა გაითიშა,აღარც დაურეკავს,აღარც მე დამირეკავს, რა უნდა მეთქვა? ემოციებში ვიყავი, აი საღოლ ჩემ ძმასს, როგორ მიყვარს. თიკა ისე კარგად, სასიამოვნოდ საუბრობდა მათ შესახებ მეც მომინდა რომ ვიღაც მეც მყავდეს გვერდით,რომელიც დამიცავს, რომლის მკლავებიც ჩემ დასაცავად მუდამ მზად იქნება,რომლის არსებობაც სიცოცხლის წლებს შემმატებს და თავს ყველაზე იღბლიან ქალად მაგრძნობინებს მთელ მსოფლიოში…იმისათვის რომ დედოფალი იყო,არც ოქროს გვირგვინია საჭირო,არც ბრილიანტის ბეჭდები,გაგიკვირდებათ და არც სასახლე,თქვენზე უგონოდ შეყვარებული მამაკაციც საკმარისია.კვლავ აწრიალდა მობილური ვინ იქნებოდა თუ არა თიკა? ასე რომ არ დავაყოვნე -რაიყო ჩემო გულის პარკუჭო? მოგენატრე ჩემო ციცინათელაავ და მთვარის შუქ??-გადავიხარხარე - გამარჯობა ნატალი დიტო ვარ,პროექტთან დაკავშრებით გირეკავ-ადგილზე გავქვავდი, გავიყინე,სჯობდა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე როგორც თიკამ მისურვა -უიი, მაპატიე დიტო, დაქალი მეგონე.გისმენ, რა ხდება პროექტთან დაკავშირებით?-ვუთხარი მორცხვად -ხვალ მივდივართ ქუთაისში 3 საათზე, ამიტომ ხვალ უნივერსიტეტში ლექციების შემდეგ ვიკრიბებით,რომ პროექტის გეგმა შევიმუშავოთ, ხომ გცალია? -რა თქმა უნდა, ხვალ შევიკრიბოთ-გამიხარდა, რაღაც საინტერესო მელოდა წინ -კარგი,მაშინ შეხვედრამდე-დამემშვიდობა -შეხვედრამდე დიტო ******* ვიცი დღვანდელი დღე საინტერესოდ ჩაივლის.დილით ადრე ავდექი,აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ შავი მუხლებს ქვემოთ წელზე მომდგარი ერთიანი კაბა შევარჩიე,რომელიც შეწეულ წელს კარგად მიკვეთავდა,თან ტანსაც კარგად მიყენებდა, ფეხზე შავი ლაქის შუზები ჩავიცვი, შავი ტყავის ქურთუკი მოვიცვი,თმა ავიწიე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,ვისაუზმე და უნივერსიტეტში წავედი. უნიევრსიტეტში თიკა ვნახე, ჩემდა გასაკვირად სანდროს თვალი ვერ მოვკარი,ძალიანაც კარგი არ მინდოდა მისი სიფათის დანახვა ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვიყავი -რას შვრები თიკა?-გადავკოცნე -რას ვიზამ რაც იოანეს შესახებ მითხარი ბოლოს მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი-მითხრა გაბრაზებულმა,შემდეგ კი სიცილი ვერ შეიკავა -ღადაობ? მთელი დღე მის ა*ოზე ფიქრობდი?-არც მე დავაკელიი -ისე აღწერე შემაშინე კიდეც-ხელი მხარზე დამარტყა -ნუ ღელავ ბიჭია კარგი-მივაძახე,როდესაც ჩამომშორდა -მართალი ხარ, დას სჯობსა-არც მან დამაკლოო -მჯობნის მჯობნი არ დაილევაო,ნათქვამია ლექციების შემდეგ ბიბლიოთეკაში შევიკრიბეთ, ყველას მივესალმე, დიტომ სტუდენტები გამაცნო. -პრივეტ ნატალი, ეს დათოა, ეს ნინი, ეს ლოლა, ბავშებო გაიცანით ეს ნატალია-სასიამოვნო აღნაგობის ბავშვები იყვნენ -ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-ყველას ხელი ჩამოვართვი -ბოდიშით დაგვიანებისთვის-მომესმა ნაცნობი ხმა,რომელიც სანდროს ეკუთვნოდა. ეს რას ნიშნავს? ჰაა? არ არსებობს! -აი ახალი წევრიც მოვიდა,გაიცანით სანდრო-ყველას ხელი ჩამოგვართვა. დიტომ კი ჩვენი თავი გააცნო…ისე იქცეოდა თითქოს არც მიცნობდა -გამარჯობა ნატალი-ჩამიღიმა -გაგიმარჯოს-ვუთხარი მეც ღიმილით და ხელი მოვუჭირე, რაზეც ამოიკვნესა და ამით ნასიამოვნებს ჩამეღიმა. გვერდით მომიჯდა -კარგი ბავშვებო როგორც ვიცით დღეს 3 საათზე მივდივართ ქუთაისში, პროექტის თემაა ”ძალადობა” არგუმენტირებული მსჯელობით უნდა დავეთანხმოთ ან უარვყოთ მიოსაზრება ”ძალადობის მიმართ ჩადენილი მოქმედება ფარისევლურია”- განვიხილეთ ძალადობის ფორმები,მათი აქტუალობა საქ-ში და დავისახეთ მიზნები,რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. 3 საათზე უკვე ჩვენთვის ცალკე განკუთვნილ ავტობუსში მოვკალათდით,რომელიც რექტორმა გამოგვიყო,სანდრო ჩემ გვერდით მოკალათდა. -როგორ ხარ?-მკითხა უდარდელი ტონით -მშვენივრად-მივუგე ცივად -ჩემზე გაბრაზებული ხარ? -არაა, რატომ?-გავიკვირვე -კარგად იცი რატომაც-საპასუხოდ თვალები ავატრიალე და ფანჯარაში გავიხედე -მთელი 3 საათი ასე აპირებ ჯდომას? -არაა-ყურსასმენები ამოვიღე და ტელეფონში სიმღერები ჩავრთე,თავი საზურგეს მივაყრდენი.სანდრომ ამოიხვეშა და თავადაც იგივე გაიმეორა. 2საათი გასულიყო,თურმე ჩამძინებია,თვალი რომ გავახილე გვერდით მჯდომ მძინარე სანდროს გადავხედე, როგორ ტკბილად ძინავს, როგორი უმწეოა როდესაც ასეთ მდგომარეობაში ვხედავვ. უმწეოო სანდრო დადიანიი, სასაცილოდ არ მეყო -რა უბიწოს ჰგავსს,არადა მოლოდ მე ვიცი რა ავაზაცაა-მოივუახლოვდი და ისე ვთქვი -მესმის-ამოიკვნესა და თვალები მოისრისა… ყურებში ლოკატორები ხომ არ აქვს რაიყო -კარგია,ანუ არ მომკვდარხარ,ისე უსულოდ გეძინაა რავიციი…-სიცილი ძლივს შევიკავე - მე ფხიზელი ძილი მაქვს,რასაც შენზე ვერ ვიტყოდით, ისე ხვრინავდი მძღოლიც კი შეწუხდა-გადაიხარხარა და ეშაკურად შემომხედა -რა?იტყუებიი, მე არ ვხვრინავ -ალბათ ჩემმა სიახლოვემ იმოქმედა-კვლავ გადაიხარხარა,რაზეც ვუჩქმიტე და ამოიკვნესა -აუჩ, უკვე მეორედ. მესამედ მოგხვდებაა-გაბრაზდა და მკლავს იზელდა -და რას მიზამმ?-თვალებში დაჟინებით ჩავაჩერდი,თითქოს რაღაცის აღიარებას ველოდი,თუმცა თავადაც არ ვიცოდი რისას… -აი ამას-ხელი მხარზე შემომხვია თავისთან მიმიზიდა და მაიძულა ჩავხუტებოდი,მისი ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო,შემდეგ ნიკაპი ჩემს თავზე მოაკალათა -ამ შამპუნის სახელი მეც მითხარი, საოცარი სურნელი აქვს-არ ვიცი რა დამემართა, მის გულის ფეთქვასა და მწველ სუნთქვას ვგრძნობდი,გულის ცემა გამიხშირდა,ჟრუანტელმა დამიარა, ვიცი ის ამას გრძნობდა და იღიმოდა. ღმერთო როგორ ვერ ვიტან ჩემ თავს ასეთ მდგომარეობაშიიი, შეწინაამდეგება ვცადე,თუმცა ხელს მაგრად მიჭერდა -მტკენ, გამიშვი-ვიცრუე, ამის გაგონებისას უმალ მომშორდა -ბოდიში ტკენა არ მინდოდა-ნერვიული სახით შემომხედა -ჩავედიით-წამოიყვირეს ბავშვებმაა, ისეთ ხმაზე იყვირეს შევხტი, სანდრომ შემნიშნა და სიცილი ვერ შეიკავა, ხელის დარტყმა ვცადე,მაგრამ თავი შევიკავე, რაიცი რას მოიმოქმედებს ეს ურჩი,სულელი,2 წლის ბავშვის ჭკუის ბიჭი?.ძალიან სასიამოვნო გარემო იყო, ქუთაისის პირველ სკოლაში ვიყავით მიპატიჟებულნი,ბავშვებს ტრენინგი ჩავუტარეთ ძალადობის თემაზე, დამატებითი აქტივობებიც გვქონდა,ძალიან მოეწონათ, ჩვენც დიდი გამოცდილება მივიღეთ,რაც მთავარია ბავშვების დაინტერესება შევძელით. როდესაც კითხვა დავსვით თუ რა იყო ძალადობა ერთმა ბავშვმა გვიპასუხა -ადამიანის აბუჩად აგდება, მისი ნების შეზღუდვა, ფიზიკური, სულიერი შეურაცხყოფა ეს ყოველივე ძალადობის ფორმებია,რომელთა არსებობაც აღკვეთილ უნდა იქნას,რადგან არავის აქვს უფლება სხვაზე იძალადოს იქნება ეს ფიზიკური, სულიერი,ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობა-სანდროს მზერა შევნიშნე.ვიცი რომ ძალიან ტკიოდაა, ვიცოდი რომ დედა გაახსენდებოდა….ვიცოდი,რომ დედის მკვლელი მამა გაახსენდებოდა. როდესაც სკოლის შენობა დავტოვეთ სანდრომ სიგარეტი ამოიღო და გააბოლა, პირველად დავინახე მის ხელში სიგარეტი,ადრე არასდროს შემინიშნავს.მასთან მივედი და ვუთხარი -სანდრო, შენ ეწევი? -როგორც ხედავ კი-მითხრა. მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე -ვიცი რომ მშობლები გაგახსენდა,ვიცი რომ გული გტკივა,მაგრამ ან ნაგვით-სიგარეტზე მივუთითე-ვერაფერს შეცვლი, დამიჯერე-სიგარეტი გამოვართვი,მაგრამ მეორე ამოიღო -შემეშვი ნატალია გთხოვ, ყოველთვის კი არ ვეწევი,მხოლოდ მაშინ როდესაც მიჭირს….შენ ვერ გაიგებ -თუ მოწევ მაშინ მეც მოვწევ-დავეჯინე, სიგარეტი გამომიწოდა, თითქოს იცოდა,რომ არ გამოვართმევდი, შიშით შევხედე სიგარეტს,ეს შეამჩნია და მითხრა -ასეც ვიცოდი-ჩიცინა და უკან სანამ ჩააბრუნებდა ხელიდან გამოვსტაცე, ერთხელ მაქვს განასინჯი მეორედაც თუ მოვწევ დიდი ამბავი -მოუკიდე-ვუთხარი, ის გაკვირვებული შემომცქეროდა -არ გინდა!მალე დავამთავრებ მოწევას,შენ წადი ავტობუსში-მკაცრად მითხრა -მოუკიდე მეთქიი!შენზე არანაკლებ ჯიუტი ვარ-ამოიხვნეშა და სიგარეტს მოუკიდა, სიგარეტის მოწევა დავიწყე,როდესაც პირველი ნაპასი დავარტყვი ხველა ამიტყდა, სანდრომ კი მითხრა -აი,ხომ გითხარი. გადააგდე ახლავე-ჩემსკენ წამოიწია რომ გამოერთმია,თუმცა უკან დავიხიე -მაცადე შევეჩვევი-და როგორც იქნა ნამწვავი ნაგვის ურნაში ზიზღით მოვისროლე -რაც ვთქვი გავაკეთე, მაგრამ საშინელება იყო, როდესაც შენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ცდილობ და ტკივილს ამ ნაგვით ვითომდა იყუჩებ,შენდა უნებურად სხვას ზიას აყენებ,აი მაგალითად მე კინაღამ კვლამში დავიხრჩვი-გავუღიმე -მე არ მითხოვია-მითხრა მან -ზოგჯერ თხოვნა საჭირო არცაა სანდრო, როდესაც მეგობარს ეხება საქმე მითუმეტეს-კვლავ გავუღიმე და მხარზე ხელი დავადე, საპასუხოდ ჩემი ხელი მისაში მოიქცია და სტუდენტებისკენ გავეშურეთ,რომლებიც ავტობუსში გველოდებოდნენ, ავტობუსში ასულს დიტო მეუბნება -ნატალი არ მეგონა თუ ეწეოდი-მშვიდად მითხრა -არ ვეწევი,ახლა გავსინჯე მეორედ -და შენ რა მერე??-უხეშად მიმართა სანდრომ -არაფერი, ისე ვიკითხე-სანდრო რასაც ჰქვია გამოვათრიე -რა გინდოდა ახლა იმ ბიჭთან?კითხვა დამისვა -რა მაგის *რაკის საქმეაა შენ რას მოწევ? -ურბალოდ მკითხა-თვალები დავუქაჩე-თან შენც ხომ შემეწინააღმდეგე? -მაგის უფლება მარტო მე მაქვს,გასაგებია? შენ ყველა მამა აბრამის ბატკანი როგორ გგონია,ტო?-თვალები აატრიალა -შენ კიდევ ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი დესპოტი ხარ. თურმე მარტო ამას ჰქონია უფლება- სიცილი ვერ შევიკავე ეს რომ ვთქვი,გავხედე და მზერით გამბურღა. -ბავშვებო არ გავისეირნოთ?-ნინიმ უკნიდან დაიძახა -აუ,კაი იქნება-აჰყვა ლოლაც - კარგიი იდეაა გოგოებო-არც მე დავაკელი -რავი წავიდეთ სადმე,მაგრამ ადგილები არ ვიცით-თქვა დათომ -და რა საჭიროა? ვიბოდიალოთ, მძღოლმა ხომ იცის გზა-გააგრძელა ლოლამ -მძღოლი წამოგვყვება?-უპასუხა დათომ -ჰოო არამგონია-თქვა სანდრომ უემოციოდ -მე ვიცი ქუთაისის ყველა კუნჭული ზეპირად-თქვა დიტომ -ჩვენო იმედო-ვუთხარიი გახარებულმა რაზეც სანდრომ მკვლელი მზერა მომაპყრო მე კიდევ დავეჭყანე, მან გამიცინა და მითხრა -გიჟი ხარრ ყველაფერს ვფიცავარ -რამე ახალი გეთქვა-დავეკრიჭე მან კიდევ თვალები აატრიალა როგორც დიტომ თქვა ახლა სიყავრულის ბაღში ვიმყოფებოდით, ბიჭები მაღაზიაში შევიდნენ სასუსნავების საყიდლად, გოგონები დავრჩით მარტონი, დავიღალეთ ამიტომ იქვე ჩამოვჯექით და ბუნებით ვტკბებოდით,როდესაც 3 ბიჭი დაგვადგა თავს, ერთი მაღალი, ცისფერთვალება, ქერა იყო, მეორე შავგრემანი, მწვანეთვალება, მესამე კი რომელი პლანეტიდან იყო არ ვიცი, მელოტი, დაბალი, შავგრემანი და მუქი შავი თვალებით,რომელიც მაშინებდა -გამარჯობა გოგონებო-გვითხრა ყველაზე მაღალმა და ხარბად თვალიერება დაგვიწყეს, გოგონები შეიშმუშნენ,მე კიდევ ''სტაჟიანმა მსხვერპლმა'',ჩვეულებრივად გავატარე ბიჭების გამოჩენა -გაგიმარჯოთ, აქ რა დაგკარგვიათ ბიჭებო?-მიუგო ლოლამ -ვფიქრობდით ვინმე ლამაზი გოგონები შეგვახვედრა მეთქი და აი,საწადელიც აგვიხდა-ეს გაცვეთილი ფრაზები,რომ არა რა ეშველებოდა ამდენ რეგვენს? -ვფიქრობთ გზა შეგეშალათ-ნერვიულად მიუგო ნინიმ -ჩვენ კიდევ ეგრე არ ვფიქრობთ, მოეშვით რა გოგოებო, სიყვარულის ბაღში ვართ-გააგრძელმა მელოტმა. რა ამაზრზენი ტიპები არიან, განსაკუთრებით ეს დაბალი -აუ, დაახვიეთ რა, ვერ გაიგეთ რომ საუბარი არ გვინდა?-ვუთხარი აგდებულად,რაზეც ერთ-ერთი მათგანი შემკენ წამოიწია და საჩვენებელი თითით დამემუქრა -რამე ხომ არ გეშლებაა ურჩო გოგო? -ვის რა ეშლება ახლავე გაჩვენებ შენი დედაც მოვტ****-სანდრო დავინახე,რომელიც მისკენ გაემართა და მუშტი უთავაზა, დათო და დიტოც დაეხმარნენ, ისინი დანარჩენ ორს დაერივნენ,ძლივს წამოდგა ეს საწყალი და სამივე დატყდა ადგილიდან -როგორ ხართ?-გოგოებს მზერა მოგვაპყრეს,ჩემკენ სანდრო ნერვიულად წამოიწია,ჩემი სახე მისაში მოიქცია და ჩამიხუტა -კარგად ვართ ყველანი მადლობა-მიუგო ლოლამ, ნინი შეშინებული იდგა -ღმერთო რა პირუტყვები იყვნენ, რა თავხედობა-თქვა მან -რამე ხომ არ დაგიშავეს იმ სირებმა?!-თქვა გაცხარებულმა დათომ -არა,არაა ნუღელავთ,გაბედავდნენ და-გაიკრიჭა ლოლა -ჰო ახლაა კი იცინით,მაშინ უნდა გენახათ თქვენი სახე,განსაკუთრებით ნინის-თქვა ნერვიულად დიტომ,ბოლოს კი გაიღიმა, სანდროს მოვშორდი და თბილი მზერა მივაპყარი მადლობის ნიშნად, ავტობუსში მალე ჩავჯექით,სასუსნავებით გული რომ ვიჯერეთ, შემედეგ ვთამაშობდით, ვერთობოდით საინტერესო და სასაცილო ამბებს ვყვებოდით,სანდროს ამდენი რომ ეცინოს პირველად ვნახე, რა საყვარელია. თბილისში დაღლილ-დაქანცულები ჩავედით, მძღოლმა სახლებში ”დაგვარიგა” ყველას დავემშვიდობე. დაწოლას ვაპირებდი,როდესაც მარიამმა(ჩემმა დაქალმა) დამირეკა. -როგორ ხართ, ჩემო უდიდებულესობავ? -რავიცი მარიამ, ქუთაისში ვიყავი უნივერსიტეტიდან წასული დაღლილ-დაქანცული ვარ -ვაა კაარგია პროექტები, კაი აბა აღარ მოგაცდენ ახლა, მაგრამ გოგოებმა გადავწყვიტეთ ხვალ შევიკრიბოთ დაა ხომ გცალია ლექციების შემდეგ? -კი, ხვალ მაწყობს, თან ძალიან მომენატრეთთ. ბალიშზე თავი როგორც კი დავდე მაშინვე ჩამეძინა, საბოლოოდ სასიამოვნო და საინტერესო დღე გამომივიდა. იყო იმედგაცრუებებიც,თუმცა მათ დიდ ყურადღებას აღარ მივაქცევ ********* მივხვდი. რომ უნივერსიტეტში დამაგვიანდა, სწრაფად წამოვხტი საწოლიდან,აბაზანაში რასაც ჰქვია შევვარდი,შემდეგ ხელში რაც მომყვა ის ჩავიცვი და უნივერსიტეტისკენ ავიღე გეზი. მთელი ნახევარი საათი დავიგვიანე, პირველი ინგლისური მქონდა,ლექტორი საკმაოდ მკაცრი,თუმცა საყვარელი ქალი იყო,კარები ფრთხილად შევაღე -გამარჯობა,ბოდიშით დაგვიანებისთვის,შეიძლება შემოვიდე?-ვიკითხე მორცხვად -დილით მაღვიძარას დაყენება არ გაწყენდა გრძელიძე!-მაინც წამკბინა -ყოველ დილით ვაყენებ მაღვიძარას ლექტორო!ბოდიში უკვე მოვიხადე დაგვიანებისთვის-გავბრაზდი -კიდევ აქეთ მეტლიკინებიი?!-აუ, ახლა ამის თავი არ მაქვს, საყვარელი არა იხვის ტოლმა,მომიშალა ნერვები -არ გეტლიკინებით,შეიძლება დავჯდე?-მოთმინება შევინარჩუნე -დაბრძანდი-თვალი ამარიდა დავინახე სანდრო და ლილი როგორ ეტმანსებოდნენ ერთმანეთს,მოკლედ რაა, ეს 2 მუდამ განსხვავებულ განზომილებაშია,ტყემალზე არიან და ბალს ჭამენ. ლილი თვალებით ჭამდა სანდროს სხეულს, მე კიდევ სიამოვნებით ვასახიჩრებდი და ვკუწავდი მარტივ მამრავლებად თავად ლილიკოს,თუმცა გონებაშიი… ჩემდა საუბედუროდ მარცხენა ფეხზე ავდექი ამ დილით,მხოლოდ ერთი ადგილი დარჩენილიყო თავისუფალი,რომელიც ამ ”ორის” წინ იყო,გვერდით სასიამოვნო აღნაგობის ბიჭს მივუჯექი…რა ჯანდაბა მჭირს სულ გარეგნობაზე რატომ ვსაუბრობბ? და ჯერ ეს ერთიც ნატალი გრძელიძე შენ ჩაოხრებულ საქმეს მიხედე,უკანალი აწიე,წიგნი ამოიღე,სანდროზე ფიქრს შეეშვი და ლექტორს ყურადღებას მიაქციე, ნუ იქცევი ბო*ი მაყვალასავით და ნუ ჭამ სანდროს თვალებით. -გამარჯობა-მომესალმა გვერდით მჯდომი -გაგიმარჯოს-გავუღიმე -დილა უსიამოვნოდ დაგეწყო,მაგრამ არაუშავს-მანაც გამიღიმა -გეთანხმები-უკან სანდროს მწველი მზერა შევამჩნიე,რა უნდა? -რა გქვია?-მკითხა უეცრად -მე ნატალი, შენ?-დიდად,არ მაინტერესებდა მისი სახელი,თუმცა ზრდილობის გამო მეც იგივე ვკითხე -ალექსი-გავშრი,გავიყინე.ეს სახელი როგორ მიშლის ნერვებს, როგორ იწვევს უარყოფით გრძნობას ჩემში, ვიცი დარწმუნებული ვარ მაშინ ისეთი სახე მქონდა,როდესაც ადამიანი მოსისხლე მტერს გადაეყრება, ზიზღისა და უსიამოვნო გრძნობა ერთფერად მექნებოდა სახეზე გამოსახული -რა გჭირს?-ხელი მხარზე დამადო ალექსმა, მე გველნაკბენივით მოვშორდი და ხელი მოვაცილებინე,მეგონა ის პირუტყვი მეხებოდა,ყველაფერი გონებაში ამომიტივტივდა -არ მომეკარო-ვუთხარი უხეშად -კარგი, ბოდიში-თქვა დანანებით. რა ვქენი ახლა მე??? რატომ ვეუხეშე??ნატალიი, ეს ბიჭი ის ალექსი არ არის,ვერც იქნება,დაივიწყე ის გარყვნილი. -ბოდიში,გაცხარებული ვარ დაა…-სანდროს მკვლელი მზერა კვლავ შევამჩნიე,რომელსაც ხელები მომუშტვოდა,წარმოიდგინეთ ჩემ უკან იჯდა და ყველაფერს ისმენდა -არაუშავს-მითხრა ღიმილით ალექსმა ლექცია საინტერესო იყო,თუმცა ლექტორმა ნერვები მომიშალა…დღეს ჩემ გოგონებს უნდა შევხვედროდი არტ-კაფეში ლექციების შემდეგ,ფიქრებიდან სანდრომ გამომარკვია,როდესაც სტუდენტები უკვე აუდიტორიიდან გადიოდნენ -კარგად ხარ? -კი-თავი ჩავხარე,მან ნიკაპზე ხელი მომკიდა და სახე ამაწევინა -ვერაფერს გამომაპარებ,ლაპარაკი თუ გინდა ვისაუბროთ-მითხრა თბილად -კარგად ვარ სანდრო,უბრალოდ ის პირუტყვი გამახსენდა,რატომ მახსნევინებ??ხომ გესმოდა ყველაფერი?-თვალი ცრემლით ამევსო,რომელიც მკლავით მალევე მოვიშორე და სანდრო დავტოვე. ******* 3 საათზე უკვე არტ-კაფეში ვიყავი,როგორც ყოველთვის თაკო პირველი მისულიყო,ის ყველაზე პუნქტუალურია,რასაც ვერ ვიტყვი მანოზე და მარიზე,რომ გეტყვიან გზაში ვარო ამ დროს მაისურის ერთ სახელოში არ აქვთ ხელი გაყრილი…და, როგორც იქნა მოვიდნენ. მარიტა ავად გახმხდარა,სიცხიანი სახლში დარჩა..გული დამწყდა ჩემი გოგო რომ ვერ ვნახე -როგორ ხართ ძევოჩკი?-ერთხმად წამოიყვირეს მანომ და მარიმ -რავი საზღვარგარეთ ვაპირებთ წასვლას ზეინისა და ჰარის მოსანახულებლად-გადაიხარხარა თამარმ -იცინე შენ და ჩვენ მართლა ვაპირებთ წასვლას,არა ჩემო გულის პარკუჭოვ??-კითხვით აღსავსე თვალები მომაპყრო მარიმ -აბა რაა, მაგას კითხვა არც უნდაა ჩემო კუდრაჭავ-გადავიხარხარე -ამათ ზეინი, ჰარი და ზოგადად One direction უხსენე და ჩვენ სულ დაგვიკიდებენ ფეხებზე-თქვა მობეზრებით თაკომ – ვიღაცც ეჭვიანობსს,ჩემიი ჭილყვავი-ვუთხარიი თაკოს და მაგრად მოვეხვიეთ მე და მარიი -ნუ ღელავ თაკო ხომ იცი ჩემთვის პირველი საყვარელიი ადამიანი ხარ….ჰარის შემდეგგ-დაამატა ბოლოს და ყველას გაგვეცინა -ხოლო ჩემ შემთქვევაში ზეინის შემდეგგ-არც მე დავაკელი,რაზეც მან ორივეს თავში გვითავაზა, რა მწარე ხელი აქვს ამისს დედა მოდის ტყიბულიდაან,რაღაცეები არასდროს იცვლება რა,სკოლაშიც ასეთი ველური იყო…ნუ,როგორც ჩვენ… -ჰე ახლაა რა ხდება სიახლეები ჩამოყარეთ-თქვა თამარმა და ოფიციანტიც მოგვიახლოვდა,რომ შეკვეთა ჩაეწერა 1 პიცა, 5 ბურგერი,3 კოლა, 2 ფანტა და ფრი შევუკვეთეთ. -რა დაა იოანე თიკას გამოუტყდა გრძნობებში,არც თიკაა მის მიმართ გულგრილი დაა ვნახოთ რა იქნება-ვთქვი სიამოვნებით -ჩემი ტკბილი ბიჭია ეგ-წამოიძახა სალიიმ -ეგ თიკას არ გააგონო,თორემ წაგაჭრის თავს-გადაიხარხარა მარიმ - სად იყო თიკა,იოანეს რომ ვიცნობდიი მე??-თქვა გაბუსულმა მანომ და ენა გამოუყო მარის -აუ, კაი რაა გეყოთ ახლა-გადავიხარხარე-იოანე თიკასიცაა დაა ჩვენიც. დედა, რა მყავს ასეთი მოთხოვნადი, ხომ იცით ერთი თხილს გული 9 ძმამ გაიყოო,ხოდა ჩვენ შემთხვევაში ერთი იოანე ექვსმა დამ გაიყო -აუუ, ეს ვინაა ტო, ასეთ სიბრძნეებს შენით იგონებ მამიდა,თუ სანდრო გაწვდის?-ჩამიცინა ენამოსწრებულმა და ენამწარე თამარმა -რაო?რად მინდა სანდროს დახმარება?-გადავიხარხარე -ხომ მართლაა რას შვრებით თქვენ?ისე ძალიან სიმპათიურია ხოიციი შენ, შოკი ბავშვები გეყოლებათ-ეშაკურად გამომხედა,რაზეც გოგოებმა სიცილი ვერ შეიკავეს,მე კიდევ ვიცოდი,რომ სანდრო ჩემთვის მიუწვდომელი ხილი იყო, სევდამ შემიპყრო -აუ სანდროზე ნუ ვილაპარაკებთ ჩემო დაიკოებო ჩემი გამჭირვებია-ვთქვი და ჩავიცინე.. ამას თუ სიცილი ერქვა,უფრო გულმოკლულ მტრედს ვგავდი,სიკვდილის წინ უმწეოდ რომ დაფართხალებს,მაგრამ ერთი განსხვავებაა, მას ფრენის უნარი აქვს, რომელსაც თავისუფლების მოპოვება სხვებისგან დამოუკიდებლად შეუძლია,მე კიდევ მაინც…შეპყრობილი დაა სულიერად დამოკიდებული ვარ ერთ ადამიანზე_ს ა ნ დ რ ო ზ ე -აუ, როგორც იქნა საჭმელი მოიტანეს-სიხარულის ტაში შემოკრა მარიმ,მე მგავს, ჭამა ძალიან მიყვარს,უფროსწორად ჭამა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,კიდევ კარგი ყველაფერი არ მერგება,თორემ მეზობელი მანანასავით გავსუქდებოდი… - ამას დაა ნატას საჭმელი უხსენეთ დაა… ჰეე გოგოებო მიხედეთ საქმეს,სანამ ამ ორმა მუსრი გაავლეს დაა გააცამტვერეს ყველაფერი-ამბობდა სიცილით მანო 2 საათი ვიყავით კაფეში,ვსაუბრობდით ყველაფერზე,რაც ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში, დაწყებული მეგობრობიდან, დამთავრებული სექსამდე.. დიახ, ჩვენ Dirty mind girls ვართ. სახლში მისულმა სამეცადინოდ გონება მოვამზადე,საკმმოდ რთული მასალა მქონდა,როდესაც იოანემ დამირეკა -რას შვრები ნატი? -ბევრი სამეცადინო მაქვს და წინასწარ ვგლოვობ.შენნ და თიკა რას შვრებიით?-ვკითხე დაინტერესებულმა -ჯერ არ უნდა მომიკითხო? -ჰოდა მოგიკითხე უკვე-შევუბღვრე -შეხედე ახლა ამას, მე რომ არ დამერეკა სულ არ გახსოვდი-ეწყინა?არადა მართლა არ მეცალაა -ვაიმეო, ჩემმა ბიჭმაა უჩემოდ მოიწყინაო??-გავაჯავრე -აუუ რა, შენ მაინც გიშლიდი ნერვებს ახლა კი ვარ უსაქმურად-თქვა ბუზღუნით -მერედა თიკაა შენი დამხმარე არტილერია არ არის?ჩემ მაგივრად გამოიყენე -ჯერ მაცადე შევეჩვიოთ ერთმანეთს, მერე მე ვიცი-გამიცინა -აბა შენ იცი ძმაოო ძმიშვილები მინდა ბევრი,მაგრამ ბევრისთვის თიკა მეცოდება 3-4-ს არ დაჯერდები?-გადავიხარხარე -გეცოდება?-ზუსტად ვიცი ახლა ცალი წარრბი აწეული აქვს -ხო, მშობიარობა ვიგულისხმეე.შენ რა გეგონაა?? -ნატალი დაგკლავვ უსუსური გოჭივით-გაბრაზდა -კაი, რა იყო ახლა, არ მომშხამა?! -წავედი, კარგად - იოანე,იცოდე ვერ დავიძინებ, პარკუჭებში სისხლი სარქველებით უკან დაბრუნდება და გულის მანკი დამემართება ახლა გაბრაზებული თუ დამემშვიდობები-თავი მოვისაწ......არა რაა, ვგიჟდები ბიოლოგიაზე -საწყალი მშობლები გულის მანკის მკურნალობა ძვირი დაუჯდებათ-გადაიხარხარა იოანემ -იცინე შენ და შეიძლება მართლა მოვკვდე ხვალ, ან ზეგ ან 1 კვირაში ასე უეცრად გამიტანოს მანქანამ ან გულმა მომცეს შეტევა…..და ვერასდროს მნახო,მერე შენს თავს ვერ აპატიებ იმას,რომ მაწყენინე და ასე გულმოკლული გამიშვი ამ ქვეყნიდან-ჩავიცინე -აღარ გაბედო მეორედ მაგის თქმა-მითხრა მკაცრად -ანუ მაპატიე უხამსი ხუმრობა?-ვიცი მისი სუსტი წერტილი -ხო და დაიძინე ახლაა,გკოცნი -მიყვარხარ ჩემო დათვის ბელოო -მეც მიყვარხარ,წადი ახლა და იმეცადინე -კაი ხო მივდივარრ-კოცნა გავუგზავნე საღამოს 7 საათი იქნებოდა,როდესაც სანდროსგან მობილურზე შეტყობინება მომდის,ცხოვრებაში პირველად. ”გავისეირნოთ?”- დიდი სიამოვნებითთ სანდრიკო ”10 წუთში პარკთან ვარ”-სიცილის სმაილებიც არ დავაკელი ——————————– 20 წუთის შემდეგ. სკვერთან ჩამოვჯექი და სანდროს ველოდი,რომელიც უკნიდან მომეპარა და ლოყაზე მაკოცა, შევხტი და ჟრუანტელმა დამიარა. -როგორ შემაშინე-მხარზე ხელი დავარტყი -ოო, შენ რა მშიშარა ხარ გოგო-გამიცინა -ძალიან პუნქტუალური ხარ ხოიცი-შევუბღვირე -დამამადლებს ახლა 10 წუთს-არც მან დამაკლო,რაზეც ჯიქურად შევხედე -რა იყო, ლილიმ მოთხოვნილებები ვერ დაგიკმაყოფილა და მეგობართან გასეირნება მოგინდა? -ეჭვიანობა გიხდება-ეშმაკუარად შემომხედა თვალებში,დავდნი,დავიბენი,გავქვავდი –ეგ რა შუაშია?-გადავიხარხარე -არ გიხდება ნაძალადევი სიცილი,ბუნებრვი უფრო მომწონხარ ნატალი-მითხრა სრული სერიოზულობით. ეს მაჰიპნოზებს თუ რა ხდება? თავი გავიყიდე, სირცხვილო,აი სად დავკარგე და გავიცვითე ჩემი პრინციპულობა. -სანდრო რა გინდა ჩემგან გამაგებინე?-ვევედრებოდი რასაც ჰქვია…რაც უნდა ის იფიქროს დავიღალე თამაშით -მინდა ნამდვილი იყო -ნამდვილი ვიყოო??გასაგებია,ხოდა ახლა ნახავ ჩემ ნამდვილ სახეს. მე არ მომწონს ლილისთან რომ ხარ, ის რომ გეხება თავს არაკომფორტულად ვგრძნობ გესმის ჩემიი??ვერ ვუყურებ როგორ გეხება ტუჩებზე,თვალებზე,სხეულზე…არაა ეს შენ არ გესმისს, შენ მე ფეხებზე გკიდივარ,როცა რამე დაგჭირდება მაშინ მოდიხარ ჩემთან სასაუბროდ ხოდა გელი სანდრო დადიანი,რატომ დამიბარე აქ,ახლა პარკშიი? ალბათ ვინმემ გაწყენინა და გულის გადაშლას აპირებ, მე რას ვგრძნობ რატომ არ კითხულობბ?-არ ვიცი ალბათ კმაყოფილი ვიყავი ჩემი გაბედულობით..ახლა უკვე დაცლილი ვიყავი სურვილებისგან,მაგრამ ვნებისგან ვიწვოდი,მისი ამობურცული ტუჩების დანახვიას სუნთქვა მეკვროდა მინდოდა მის ბაგეს დავწაფებოდი.ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ,რომ პირველ რიგში ბიჭმა უნდა გაოიჩნოს ურთიერთობის დაწყების ინიციატივა..ახლა რა მოხდაა??ვერ გავიგე…სანდროო ხმას არ იღემდა,მხოლოდ იღიმოდაა..ამან გაამაკვირვა და ბრაზით ამავსო,თვალზე ცრემლი მომადგა და იქაურობას გავეცალე,მისი თვალები არაფრისმთქმელი იყო,თავი დავიმცირე…მაგრამ სრულებითაც არ ვნანობდი,უცბად მან ყვირილი დაიწყო და ჩემდაუნებურად მისკენ მოვბრუნდი -ჩემ ცხოვრებაში მოულოდნელ ქარბორბალასავით შემოიჭერი და ჩემი გულის იმ ნაწილში შეიტანე შუქი, რომელიც მანამდე უმწეო, „ნაიარევი” და ბნელი იყო..! შენმა გამოჩენამ ბრძოლისუნარიანობა და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა, გამაბედნიერა და მომცა მიზეზი ღიმილისა! „საუკუნის წინ” ნაჭრილობევი იარა შემიხორცე და უფრთო ანგელოზად მაქციე. გათენება მიხაროდა, რადგან მინდოდა დილა. მე არ მჯერა სიყვარულისს… არ მჯერა სიყვარულისს ყოველ დღე ამას ვუმეორებდი ჩემს თავს..როცა შენი ხმა მესმის, ვოცნებობ, რაც შეიძლება მალე დაგინახო… ფიქრები ჩემი მეგობრები გახდნენ… ძალიან მეხმარებიან უშენობის ჟამს! შენი თვალები მუდამ სიცოცხლითაა სავსე…შენი ღიმილი მთელს ჩემს სიცოცხლეს უდრის… შენი ხმა მამშვიდებს! ნებისმიერ ბიჭთან რომ დაგინახავ სისხლი მეყინება,მინდა მოვკლა ყველა ის ვინც შენ გატკენს და ცუდად შეგეხება.თვალები ხომ სიტყვეზე მეტს ამბობენ. როცა შენს ფოტოს ვუყურებ, მინდა შეგეხო, შევიგრძნო შენი ხელების სითბო. როცა ხელებზე გეხები, ვხდები, რომ…მიყვარხარ…. მე ამ ჩემს გულში გამოვხურე სიყვარულის ყველა კარები და დავაწერე – “დაკეტილია”, მაგრამ მოვიდა სიყვარული… და უბრალოდ მითხრა – “კითხვა არ ვიცი”… ჰოდა, მიყვარხარ, უწიგნურო – იცი? – მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!! სანდრო ღვთისკაცივით მეტყველებდა,ანგელოზად წარმოვიდგინე,კაცად,რომელიც გამაბედნიერებდა,მას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე,იცინოდა,ისე როგორც მას ჩვევია,მე კიდევ სიხარულის ცრემლები მცვიოდა,ისინი ღაპაღუპით ეცემოდნენ ჩემ ღაწვებს,ნიკაპთან გზას გაკვალავდნენ და კისერში იკარგებოდნენ… სანდროსკენ გავექანე და ძლიერად შევახტი,კინაღამ ძირს დავეცით,წონასწორობის შეკავება გაგვიჭირდა, როგორია აბა ინერციით შენკენ რომ მორბიან და უეცრად გახტებიან?მაგრამ ჩემი სანდრო სხვანაირიაა…ახლა მე ვთქვი ”ჩემი”? რა ხდება ჩემ თავს?? ღმერთო დამეხმარე რომ რეალობაში დავბრუნდე.ამ დროს ვიგრძენი სანდროს თბილი ხელები,რომელსაც ჩემ ზურგსა და წელზე ნელა დაატარება,ფეხები წელზე მქონდა შემოხვეული,თავი მის კისერში ჩავრგე,ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი -ჩემი გული ხარ-ავხედე და ტუჩი მოვიკვნიტე, ღმერთო როგორ მინდა ვაკოცო.მზერა მის ტუჩებზე გადავიტანე,რაზეც ჩაიცინა -ჩემი სუნთქვა ხარ,სამყაროს მირჩევნიხარ ნატალია-მისი ხმა ისეთი ტკბილია,მისი თვალები ისეთი მომსუსხველია,ტუჩები ბროწეულივით წითელი…და მან დამასწრო. ჩვენი ბაგეები ერთმანეთს შეერწყა,ტანში ჟრუანტელმა დამიარა, არც კი ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი,წესიერად კოცნაც არ ვიცი,აქამდე ყველა ძალით მკოცნიდა,ჩემდა საუბედუროდ…ახლა კიი საყვარელ მამაკაცს ვკოცნი და არ ვიცი რა გავაკეთო,თუმცა ამაზე ფიქრის დრო სად მაქვს.სუნთქვა მიხშირდება,მუცელში პეპლები დაფრინავენ,შორიახლოს საწოლი რომ იყოს ალბათ თავს ვერ შევიკავებდი და ქალიშვილობას ამ მომენტში დავკარგავდი…ამაზე რომ ვფიქრობ მეცინება და ღელვა მიპყრობს, მე ხომ ისიც არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო?როგორ ვასიამოვნო მას?? ის კი ისეთი გამოცდილიაა …ღმერთო მიშველე რაებს ვფიქრობ, მთლად გამაგიჟა ამ ბიჭმა, პირველ ღამეზეც კი ვფიქრობ უკვე…ჩემ თავზე ნერვები მეშლება. სანდრომ ცხარე,ვნებიანი კოცნის დროს ჩაიღიმა და ჩვენი ბაგეები ერთმანეთს ნაზად მოშორდა -იქნებ დამდოთ პატივი და ჩამომსვათ ბატონო სანდრო?-მრავლისმომცველად და ღიმილით ვუთხარი -მინდა სულ ხელის გულზე გატარო,მაგრამ ამჯერად შენსას გაგატანინებ-გამიღიმა და მალევე ჩამომასკუპა ძირს-თუმცა გაგახსენებ იმას,რომ თავად შემომახტი -დამამადლებს ახლა-გავიცინე ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვსეირნობდით,ბამბის ნაყინი ვიყიდეთ,უფროსწორად სანდრომ იყიდა ორივესთვის და ამ დროს საუბარი დავიწყეთ -ნატალი მენდობი?-სრული სერიოზულობით მითხრა -რომ არ გენდობოდე,არ შემოგახტებოდი და არ გაკოცებდი,პირიქით თავზე ცას დაგამხობდი-გადავიკისკისე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე -ხომ იცი,რომ ზიანს არასდროს მოგაყანებ? დამპირდი,რომ ეს ყოველთვის გემახსოვრება-მზერა მომაპყრო, არ ვიცი რა დავინახე მის თვალებში, დარდი,სინანულის გრძნობა,სიყვარული….ყველაფრი ეს ერთმანეთში არეული. -რა გჭირს სანდრო? ნუ მაშინებ-ავფორიაქდი და მისი სახე ჩემ ხელებში მოვიქციე -არაფერი პატარავ,უბრალოდ არ მინდა ეს ურთიერთობა…ჩვენი ისტორია ოდესმე დასრულდეს… -რაა სულელი ხარ, რაღაც გულჩვილი გახდი შენ ხოიციი?! მე ის უხეში სანდრო უფრო მომწონს-გავუცინე და შუბლზე ვაკოცე -უხეში სანდრო მოგწონს? და ვნებიან სანდროზე რას იტყოდი??-ეშმაკურად ჩამიღიმა,ყელში კი სველი კოცნა დამიტოვა, ერთიანად გავქვავდი ერთ ადგილას, სიამოვნების გრძნობა ჩემ სხეულში ჯერაც არ განელებულიყო,რაზეც მან ღიმილით მიპასუხა - ეს კოცნაზე რა ნაზია და წარმომიდგენიაა სექსის დროს რა დაემართება,ალბათ ხელში სანთელივით ჩამადნება,ტო -ერთი ამას უსმინეთ. ნუ ლაპარაკობ მაგაზე-ისე დავიმორცხვე ალბათ პომიდორივით გავწითლდი და სახე ხელებში მოვიქციე - პატარავვ გეყოს ახლა სიმორცხვე,ხომ იცი ეს დღეც დადგებაა-ხელები სახიდან მომაშორებინა,ეშმაკურად გამიღიმა და ჩამეხუტა -ყოველ შემთხვევაში ჯერ არა -მაგასაც ვნახავთ -სანდროოო მაიძულეებ? -როგორ გეკადრება პატარავ,თავად მოინდომებ ამას-გამეკრიჭა და თავზე მაკოცა, რაზეც ხელი მხარზე დავარტყი -მე მოვინდომებ არა?დადუმდი ახლა სანდრო დადიანო თორემ მაისურს შემოგახევ და მოგიწევს ტიტველი ტანტალი ქალაქში -მე კიდევ შენი შიშველი ტანტალიი მინდა ვიხილო-ტუჩებზე ენა გადაიტარა-ოღონდ ოთახში -აუ, სანდრო გთხოვ-შევევედრე და თავი მოვისაწ...., არადა მართლა როგორ მრცხვენოდა -კაი კაი, მოდი ჩემთან-ძლერად ჩამიკრა გულში და სახე დამიკოცნა -სანდრო, ლილი? -დავიწყე რა ეგ ლილი.. -არა უბრალოდ რა მექალთანეც ხარ ვიცი-გავეკრიჭე -ჩემს მექალთანობას შეეშვი შენ. ნუ ღელავ. ნატალიი, ხომ მენდობიი? -ანერვიულდა -მაგას კითხვაა უნდაა სანდრო?უკვე მეორედ გეუბნები,რომ კი-გავუღიმე და ამჯერად მე ვაკოცე ყელში,რაზეც ჩაეღიმა -კარგი წავიდეთ, სახლამდე მიგიყვან -კარგი-გავუღიმე და მხარზე თავი დავადე ———————————————– როცა გიყვარს, სრულ ნდობას უცხადებ ადამიანს და მზად ხარ აჰყვე ნებისმიერ წამოწყებაში, რამდენადაც ავატიურულად უნდა გეჩვენებოდეს ის. რისკავ მასთან ერთად.შეგიძლია მოუსმინო დაუსრულებლად, იყოთ მის გვერდით და ეს არასოდეს გბეზრდება….რა არისს სიყვარული???ადრე ამის მნიშვნელობა არც ვიცოდი,უბრალოდ გადმოცებით აღვწერდი მას ახლა კი ვიცი და თავად ვგრძნობ,რომ სიყვარული ნამდვილად ადამიანის გრძნობების შინაგანი გამოხატულებაა. როცა ვინმეს უყვარხარ,შენ სახელს გასანკუთრებულად წარმოთვამს და იცი,რომ შენი სახელი საიმედოდა დაცული…ჩემი სანდროც ასე წარმოთვამს ჩემ სახელს…სიყვარული ყველაზე კაშკაშა გამონათება, ყველაზე დიდი ძალაა,რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს…სიყვარულს ბევრი ელფერი აქვს.ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც გიყვარდებათ, ეს იმ გრძნობას არ ჰგავს წინამორბედის სიყვარულის დროს რომ განიცდიდით და არც იმას, შემდეგის სიყვარულისას რომ განიცდით.ეს არის გრძნობა, რომლისთვისაც უნდა იომო. ომი კი ადვილი არ არის, ომი ტანჯვაა, ვნება და წამება. თუკი თქვენ არ ხართ მზად იბრძოლოთ მისთვის, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის.ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რის გამოც ვიბრძვით, რისთვისაც ბევრი ვეწამეთ, რაც ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ბობ მარლიმ თქვა,რომ ადამიანმა ის უნდა იპოვოს ვისთვისაც ტანჯვა ღირს…სიყვარული უცნაური რამ არის, არ იცი როდის გეწვევა..მე ვფიქრობ, რომ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ უყვარდება, შეიძლება ბანალურად ჟღერს,მაგრამ ასე ვფიქრობ… მე ვერ წარმომიდგენია სანდროს გარდა სხვა როგორ უნდა შევიყვარო? ვიცი რომ ის არ მაატკენსს… ჩემ გოგოებს ჩემსა და სანდროს შესახებ მოვუყევი, სიხარულისგან ტელეფონში ყვიროდნენ,მგონი ჩემზე მეტად მათ გაუხარდათ.კარგი,ხო ვხუმრობბ.თიკას რა შეეხებაა, ტირილი დაიწყოო -თიკა რას შვრები? -რავი ვჭამ ნატი,შენ? -უბენდიერესი ვარ -რა ხდება? -სანდრომ მითხრა რომ ვუყვარვარ -რა?-უცბად ხველების ხმა გავიგე,თიკას ალბათ საჭმელი გადაცდა, მეც კაი შტერი ვარ რამ მათქმევინა ამ დროს -ვაიმე, რა მაგარია -ფრთხილად გოგო არ დაიხრჩო -ვინ დაეძებს კაცო მაგას, აუ რა მაგარია, მომიყევი ყველაფერი როგორ მოხდა?როდის გითხრა?სად? ყველაფერიი დაფქვი -ამოისუნთქე-ჩავიცინე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი -ვაიმე, საყვარელი - ნუ მაეჭვიანებ-ჩავიხითხითე -დაახვიე გოგო აქედან მე იოანე მყავს, თან დაქალის ბიჭს თვალს როგორ დავადგამ-არც მან დამაკლო -უიი, იოანეს უნდა დავურეკო და უნდა ვუთხრა -მიდი ხო,თორემ გაბრაზდება ჩემიი კნუტი -რა თქვი?-ჩავბჟირდი -ხო, რა იყო კნუტს ვეძახი,არ სიამოვნებს და ვაჯავრებ,თან ისე საყვარლად იბუსებაა-გადაიხარხარა - არ ვარ კარგად-საწოლზე გავწექი -გადი ახლა აქედან თორემ შემიწირავ შენ,საჭმელს ვჭამ -მართალი ხარ,კარგად აბაა -კარგად ბუსუნა-ჩავიცინეთ. ******* და აი, იოანეს ნომერიც ავკრიფე. -პირვეტ იო-ჩავყვირე ტელეფონში -რა იყო გოგო ყურის ბარაბანი გამისკდა -უბენდიერესი ვარ ჩემოო ბიჭო -რა ხდებაა აბაა? -სანდრო სიყვარულში გამომიტყდა -ჰაა?-გაუკვირდა და წამოიყვირა -ხო,ეგრეა -როდის? მე ახლა უნდა ვიგებდე მაგას?-შენ კი არა მეც დღეს გავიგე ძმაო -მეც დღეს გავიგე მისი გრძნობებს შესახებ იო-გავუცინე -მერედა ასე უეცრად გახდით შეყავრებულები?-ჰმმ მაინც გამოაჩინა უფროსი ძმის ხასიათი -იო ხომ იცი რომ სანდრო მიყვარს? მანაც იგივე მითხრა დღეს,და შეყვარებულები რმ ვართ საიდან მოთხარე…. -არ ვიცი რა ვთქვა… -რა უნდა თქვა ბიჭო მომილოცე-ავყვირდი და სიცილი დავიწყე,სიამოვნებისგან საწოლზე ვკოტრიალობდი -უნდა გავიცნო მერე ეგ ბიჭი და შევათვალიერო -აბაა რა ჩემოო კნუტო,მაგრამ ჯერ მაცადე გავაცნობიერო რა ხდება ჩემს თავს -რა დამიძახე? -კნუტო მეთქი-გავაჯავრე -ნატალი მოგკლავ იცოდე,მეორედ აღარ დამიძახო ეგ-გაბრაზდა ჩემი ბიჭი -თიკა ხომ გიძახიის?მე რა დავაშავე?-გავიბუსე -თიკასაც ვეუბნები,რომ არ დამიძახოს მაგრამ ესმისს? -ხოდა რომელი დამჯერი მე მნახე?? -აუ, ესენიი შემიწრავენ მე-ზუსტად ვიცი ამ დროს ხელებს იქნევს -კაი, წავედიი აბა კნუტიკო, გკოცნი, მიყვარხარ ძმაო -მე არც გკოცნი და არც მიყვარხარ-გამაჯავრა -მთავარია მე მიყვარხარ და სიცოცხლეს მირჩევნიხარ ძამიკო-რა სენტიმენტალური ვარ ჩემი თავის მიკვირს -ისევ ის 5 წლის ბავშვი ხარ ზურგზე რომ მახტებოდა და სიყვარულს მიხსნიდა ”მიკააქალ იოოო”-გამაჯავრა -შენ ის 7 წლის საყვარელი ვირი ხარ,რომელიც მპასუხობდა ”ჩემი სიფორთხლე ხაარო”-არც მე დავაკელი -კარგად და დაიძინე-ჩაიცინა -კარგად კნუწიკო-გავაჯავრე და ტელეფონი მალევე გავთიშე,რომ რამეს თქმა არ მოეწრო. ესეც ასე,ბოლო სიტყვა ყოველთვის ჩემია. —————————————- ღამის 3 საათია,როდესაც ტელეფონი აწრიალდა,ვნახე 2 მესიჯი,რომელიც სანდროს ეკუთვნოდა: ”რას შვრები პატარავ?” ”რას არ დავთმობდი ახლა შენ გვერდით რომ ვიწვე, რამდენს ვიცუღლუტებდი” -სანდრო დადიანი სახლში საათი არ გაქვს??? ღამის 3 საათია,ხვალ უნიში არ მოდიხარრ?? -ყველაფერი მაქვს და გამაჩნია შენ გარდა…. -ჩემ გარდა??? მოიცა აბა მე სხვისი ვარ? -არა პატარავ, მე ვიგულისხმე,რომ ჩემ გვერდით არ ხარ, ამ მომენტში,ამ წუთს,ამ წამს, როდესაც შემიძლია შეგეხო შენ ლამაზ სახეზე და მძინარეს გიყურო… -რა სენტიმენტალური ხარ შენ ბიჭო. ბევრ რომანს კითხულობ ხო? -შენ გამხადე ასეთი…გამაგიჟე და ახლა ვალდებული ხარ დამაწყნარო -ოჰ,სერენადა ხომ არ გიმღერო ჩემო სულთანო? -სერენადები და ბანალობები არ გვინდაა ნატალი -აბა გისმენ, რას ელი ჩემგან ჩემო სულთანო? -ვნებიან კოცნას ველი ხვალ უნიში - დავფიქრდები -მერედა შენ ვინ შეგეკითხა რამე?მე გაკოცებ -დომინანტობა გიყვარს! -მართალია,საწოლშიც დომინანტი ვარ -საწოლში გამოცდილება არც მაქვს და მაგის პრეტენზია არც მექნება -არაუშავს, მალე გექნება -ოხ, წავედიი მე -მიდი გაიქეციი, მაგრამ ვნახოთ სადამდე ვაიმე ეს არაა ნორმალური, ჰორმონები შემომაწვა, ისეთები მომწერა, ძლივს დავწყნარდი და დავიძინე. ********* საწოლიდან სწრაფად ავდექი,სააბაზანოში შევედი,მოვწესრიგდი,ტანსაცმელი ჩავიცვი და უნიში წავედი. მეორე სართულზე ავდიოდი,როდესაც სანდრო კიბეებზე შემეჩეხა -ნატალიაც მოსულა-ჩამეხუტა. მის მიერ წარმოთქმული ''ნატალია'' სასიამოვნოდ ხვდებოდა ყურს -ჩემი სანდრო-თბილად წარმოვთქვი მისი სახელი, როდესაც მოვშორდი მისი პირობა გამახსენდა -გახსოვს რას დაგპირდი? -სანდრო, აქ არა -რატომაც არა -სანდრ…-სიტყვა შემაწყვეტინა,როდესაც თავისი ბაგე ჩემსას ნაზად შეახო,წელზე ხელი მომკიდა და მისკენ მიმიზიდა,ღმერთო რა ვნებიანად მკოცნიდა, ხელები თმაში შევუცურე და მოვქაჩე,რაზეც კვნესა აღმოხდა… -კარგი გოგო ხარ. დღითიდღე ხვეწავ-ჩამიღიმა -რას, კოცნას?-გავუცინე - ყოჩაღი ხარ, ყველაფერს მალე ითვისებბ...აითვისებ -სანდრო კარგი რა, ხომ იცი ვწითლდებიი ამ დროს-თავი ჩავხარე -რა გარცხვენს გოგო? -შენ რა გენაღვლება მე ხომ პირველი გოგო არ ვარ-თავი ჩავხარე-რომ წარმოვიდგენ როგორ გეხებიან სხვები….-სახე ამაწევინა და ჩამიკოცნა,ჯერ შუბლი,შემდეგ თვალები,ლოყები,ტუჩები… -მიყვარხარ,მხოლოდ შენ.ს არცერთი გოგოსთივის არ მითქვამს,მათ არც ველაპარაკებოდი,პროსტა თავიანთ საქმეს ასრულებდნენ-ჩემი სახე მის თბილ ხელებში ჰქონდა მოქცეული,ბოლოს ჩაიცინა -მეც მიყვახრარ….მაგიჟებ -და კიდევ, სიტყვები აკონტროლე…აიი, მაგიჟებო რომ მითხარი, სრული უფლება მაქვს ახლა ეს დაგიმტკიცო და განახო,თუ როგორ შემიძლია გაგაგიჟო -დადიანი ჯერ ადრეა-თითი ბრძანებით დავუქნიე და ყელში ვნებიანად ვაკოცე,რაზეც გააჟრჟოლა -მაგასაც ვნახავთ -წავედი ახლა ინგლისური მაქვს-ვუთხარი უცბად,ნამდვილად უნდა მოვშორებოდი მას,თორემ კონტროლს დავკარგავდი -მიდი გამექეცი-მითხრა ეშაკურად ********* სანდროს თვალთახედვიდან ლექციების შემდეგ თვალებით ნატალის დავეძებდი და კვლავ კიბეებთან ჩევეჩეხე -რა შვრება ჩემი გოგო?-ჩავეხუტე, ღმერთო როგორ მიყვარს -სახლში მიდის-ჩამიცინა და თავი ყელში ჩამირგო -ხოდა ამ გოგოს ახლა სახლამდე მივაცილებ -თუ გგონია უარს გეტყვი -უკვე გავთამამდით არა პატარავ?-თვალები დავუბრიალე. მიყვარს პატარას რომ ვეძახი, ამ დროს ისე წითლდება, ისეთი საყვარელია… -შენ რომ გვერდით მყავხარ,გავთამამდი კიარა სექსს რომ არ გთავაზობ მიკვირს-გადაიკისკიდა -შეხედე ამას, შეგახსენებ ქალიშვილი შენ ხარ, მე გამოცდილი ბიჭი ვარ-ასეთი უბიწო,ასეთი წმინდა რომ არის მაგიტომ მიყვარს -მოდი აქ-ჩემ ბაგეს ნაზად შეეხო,თითები თმაში შემიცურა და ვნებისგან გამაჟრჟოლა, რა თქმა უნდა მასაც დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა ჩემი შეხება…მაგრამ ის, უბრალოდ საოცრებაა. ნატალი როგორც კი სახლში დავტოვე,მეც შინისკენ დავიძარი….სახლი?ეს ის ადგილია სადაც თავს უკანასკნელ არარაობად და უსუსურ ადამიანად ვთვლი. ჩემი დაიკო როგორ მენატრება, როგორ მიყვარს…ის და ნატალი ყველაზე დიდი საგანძურია რაც ამ ქვეყნად გამაჩნია.რას არ დავთმობდი დედაც რომ ჩემ გვერდით იყოს, ეს 3 ქალბატონი გვერდს,როგორც ქალღმერთი ისე დამიმშვენებდა,მაგრამ მე რას ვაკეთებ მათ შესანარჩუნებლად?დიდ ჭაობში ვარ…რომ წარმოვიდგენ რომ შეიძლება რომელიმე დავკარგო, საკუთარი მინდა…ყველაფერი მამაჩემის ბრალია, იმ დამპალი ნაბი*ვრის…. ********* 1 კვირის წინ. -თქვენთვის ამანათია -მადლობთ-ამანათი დიდი ინტერესით გავხსენი და ჩემი დის ფოტოსურათები შემრჩა ხელთ, ვერ მივხვდი რა ხდებოდა? ის სურათები ჩემს დას მალულად ჰქონდა გადაღებული,მათზე აღბეჭდილი იყო,თუ როგორ საუზმობდა ის კაფეში და რა დროს მიდიოდა უნვერსიტეტში. მეორე დღეს კვლავ მივიღე ამანათი,ამჯერად ნატალის ფოტოსრათები, რომელზეც გამოსახულია თუ როგორ სადილობს თიკასთან ერთად და როგორ მიიჩქარის უნივერსიტეტში…რეალობას ვერ აღვიქვამდი.. ეს რაა ჯანდაბაა?? ვიღაც მაგრად მეხუმრება…სწორედ ასე ვფიქრობდ მანამ სანამ მესამე ამანათი არ მივიღე,თუმცა მასში მამაჩემის ფოტოსურათი იყო მოთავსებული და ეწერა ”მ კ ვ ლ ე ლ ი ”….. თავზე ხელების სმა ნერვიულად დავიწყე,არც გამომგზავნის ვინაობა ვიცოდი,არც რამე ხელჩასაჭიდი მქონდა,რომ დავკავშრებოდი…საგონებელში ვიყავი ჩვაარდნილი…ვფიქრობდი გამეაანალიზებინა რა შუაში იყო ეს სურათები ერთმანეთთან.რამდენიმე საათში უცნობი ნომრიდან დამირეკეს. -მოგესალმები სანდრო-დინჯი,ბოხი ბარიტონი მომესმა -ვინ ხარ? -სამართლიანობის მომხრე -სურათები შენ გამოგზავნე? -კარგია,ანუ მელოდი-მშვიდად საუბრობდა რაც წყობილებიდან ჩემ გამოყვანას ნამდვილად ახერხებდა -ახლავე მიპასუხე ვინ ხარ, თუ კაცობა გყოფნის შემხვდი -მამაშენის შვილს არ ჰგავხარ…ის ლაჩარი იყო…-სიმწრით თქვა -საიდან იცნობდი მაგ კაცს? ის ჩემთვის არავინაა, მამაჩემს ნუ უწოდებ!-ჩავყვირე ტელეფონში გაცხარებულმა -ჩვენ ერთმანეთს ადრე ვიცნობდით, კარგი ურთიერთობა არც არასდროს გვქონია,მაგრამ ბოლოს დიდი შეცდომა დაუშვა, ამაზე კი მისმა შვილებმა უნდა აგონ პასუხი-სისხლი გამეყინა ამის გაგონებაზე, რომ წარმოდიგინე სალომე რა შორს იმყოფებოდა ჩემგან, რა დაუცველი იყო.ვერ ვხვვდებოდი რა ხდებოდაა -ჩემს დას ხელი არ დააკარო თორემ მოგკლავვ ნაბი*ვარო-ავბღავლდი და ჭიქა ძირს დავანარცხე -მამაშენივით ფიცხი ხარ -მაგ არარაობას ნუ მადარებ-გაცეცხლებული ვყვიროდი-რა ჯანდაბა გინდა, ვინ ხარ საერთოდ? სურათები საიდან გაქვს? -ოჰჰ პირველ ჯერზე ბევრი კითხვებია ჩემო სანდრო.ერთს გეტყვი,რომ მამაშენის უმსგავსო საქციელის გამო,რამაც ჩემი და შეიწირა, პასუხს შენ აგებ, უნდა გადაწყვიტო შენ საყვარელ დაიკოს გაწირავ,თუ შენ ახალ შეყვარებულ ნატალის?-რაო? მხოლოდ ეს სიტყვები გავარჩიე ”საყვარელ დაიკოს გაწირავ,თუ შენს ახალ შეყვარებულ ნატალის”….სისხლი გამეყინა,ძლივს მოვედი გონს,მან ჩვენზე ყველაფერი იცის…. -მათ ხელს დააკარებ და დედა მოგი**ნავ-მივხვდი რომ ვერაფერს დავაკლებდი, არც კი ვიცოდი ვინ იყო, მან ინგლისში ჩემ დასაც კი მიაგნო, აქ კიდევ ნატალის უთვალთვალებს. -4 დღეს გაძლევ მოსაფიქრებლად, ან შენი დაიკო, ან ახალი შეყვარებული -არასდროს, გასაგებია? არასდროს გავაკეთებ მაგ არჩევანს! -ნუთუ ასეთი სულელი ხარ, როგორიც ახლა ჩანხარ? შენი აზრით რა შეიცვლება ჩემთან ქიშპობით?ახლავე შემიძლია შენი დაიკო მოვიტაცო,მას ჩემი ბიჭები უთვალთვალებენ, ახლა კაფეშია და დაქალთან ერთად ყავას მიირთმევს, რაც შეეხება ნატალს, ის სახლში იმყოფება…..-ის მართალია, ვერაფერს გავხდებოდი ამ ყვირილით -რა გინდა ჩემგან?მე მომკალი მათ შეეშვი- განადგურებული ვიყავი,თუმცა გონს მალევე მოვედი, არ უნდა დამენახებინა რომ სუსტი ვიყავი -მასე არ გამოვა…-ირონიულად ჩაიცინა. -რა მოხდა შენსა და ‘მამაჩემს’ შორის?-ეს სიტყვა ზიზღით წარმოვთქვი -ოჰ, ეს დიდი ამბავია ჩემო სანდრო… -მე არსად მეჩქარება-ვცდილობდი ხმის ბარიტონი დაბალზე შემეჩერებინა,თავადაც არ ვიცი როგორ მოვახერხე -სიმართლე გითხრა არც მე…მე და მამაშენი ერთ სკოლაში ვსწავლობდით,ყოველთვის ჩხუბი მოგვდიოდა,ის ძალიან ამპარტავანი იყო, მაგრამ მასზე ნაკლები არც მე ვიყავი,შემდეგ ჩემ დასთან გააბა რომანი,ჩემი და ჩემ საწინააღმდეგოდ გამოიყენა….გამოსაშვებ საღამოზე მამაშენმა ის შეაცდინა,შემდეგ მასზე იძალადა და მიაგდო, იმ დროს დედაშენს არც კი იცნობდა. ეეჰჰ რა კარგ ქალი იყო….. -დედაჩემს ნუ ახსენებ-გავცოფდი,თვალზე ცრემლი მომადგა… ვერ ვიჯერებდი იმ ნაბი*ვარმაა ქალზე ძალა იხმარა. ესე იგი ეს დედამ არ იცოდა… როგორ ეცოდინებოდა? ის ლაჩარი ეტყოდა ქალი გავაუპატიურეო?მოძალადე! კიდევ უფროო მრცხვენია რომ იმ ნაგავის შვილი ვარ. -ვიცი რა მწარეა დედის სიკვდილი,თუმცა არა იმაზე ნაკლები,ვიდრე შენი დის სუიციდი…სწორად მოგესმა, ნაბი*ვარი მამაშენის გამო ჩემმა დამ თავი მოიკლა.მე კიდევ ამ დროის განმავლობაში თვალყურს გადევნებდით მთელ თქვენ ოჯახს, ახლა კი დროა შური ვიძიო, ამბობენ,რომ მშობლების შეცდომებზე შვილები აგებენ პასუხსო, ახლაც ასეა…პოლიცია არ გიშველის,ხომ ხვდები სანდრო? პირიქით,შენი გოგონების სასიკვდილო განაჩენს მოაწერ ხელს-სრულიად აუღელვებლად საუბრობდა ეს ბო*ი,თვალთ დამიბნელდა,დინავზე ჩამოვჯექი ,თვალები ძლიერად დავხუჭე,ყელში გაჩხერილი ბურთულა ძლივს გადავყლაპე,ცრემლები გზას მდორედ გაიკაფავდნენ ჩემ ღაწვებზე,შემდეგ ტუჩებზე და კისერში იკარგებოდნენ. ვინ თქვა რომ კაცები არ ტირიან? -ვწუხვარ შენი დის გამო,მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?შენც იგივეს ჩადიხარ, არ გინდა…-ხმა გამიწყდა -თქვენი მთავარი დანაშაული ისაა,რომ იმ კაცის შვილები ხართ, ჩემთვის კი ესეც საკმარისია-ტელეფონი გათიშა. განადგურებული ვარ, გეგმის დასახვას ვცდილობდი ამ ხსნის მანძილზე,თუ როგორ გადამერჩინა ჩემთვის 2 უძვირფასესი ადამიანი. 4 დღე უკვე გავიდა,რაც იმას ნიშნავს რომ ის მოძალადე,გაიძვერა,ნაბი*ვარი დღეს დარეკავდა. 2 საათი გავიდა და არ დააყოვნა, სხეული მთლად დაჭიმული მქონდა -მოგესალმები სანდრო -გადაწყვეტლება მივიღე-ვთქვი მკაცრად,მისი დამცინავი ხმის გაგონება აღარ მინდოდა -ოჰო, აბა ვის გაწირავ და მოაქცევ ჩემ კლანჭებში-ჩაიცინა, როგორ მინდა მოვკლა. -ნატალი წაიყვანე -დღეს, საღამოდან ნატალი აღარ შეგაწუხებს, ნახვამდის…. ოთახი დატრიალდა,ვყვიროდი, ვღრიალებდი,ოთახში ყველაფერი დავამსხვრიე, ხელი გავიჭერი,მაგრამ ეს არაფერია იმ სულიერ ტკივილთან შედარებთ რასაც ახლა განვიცდი… ჯერ უნდა დავრწმუნდე,რომ სალომე კარგად არის,რაც შეიძლება მალე აქ უნდა ჩამოვიყვანო,რომ ახლოს მყავდეს, იმ ნაბი*ვარს ვერ ვენდობი.ალბათ საბუთების მოგვარებას რამდენიმე თვე დაჭირდება,მაგრამ რადაც უნდა დამიჯდეს ჩემი და საქ-ში უნდა დავაბრუნო,აქ გააგრძელებს სწავლას,თან ძალიან მომენატრა,ამას ადრეც ვფიქრობდი. -გამარჯობა ჩემო ლამაზო -სანდრი, ჩემოო სიყვარულო როგორ მომენატრე-ტირილი დაიწყო, რა გულჩვილია -ჩშშშ, ნუ ტირიი…ხომ იცი ვერ ვიტან თვალიდან ცრემლი რომ გდის-ვუსაყვედურე -ვიციი ვიცი….მომენატრე, ძალიან -მეც ძალიან, ჩემო ნატვრის თვალო -შენი ნახვა მინდა სან, ვეღარ ვძლებ, ეს უცხო გარემო… დედა ისე მაკლიაა….შენ ისე მაკლიხარ….სუნთქვა მეკვრის აქ -ჩემო გულო,საქ-ში სწავლის გაგრძელებაზე რა აზრის ხარ?ჩამოდი აქ-სალომეს სიმართლეს ვერ გავუმხელ -შესაძლებელია?რამდენი ხანი დასჭირდება საბუთების მომზადებას?იცი… მეგონა ახალ გარემოს უფრო შევეგუებოდი,რადგან მანდ ყველაფერი დედას მაგონებს,თუმცა არა.უშენოდდ თავს მარტოდ ვგრძნობ,მგონია რომ ვიღაც მითვალთვალებს…არ ვიცი ამ გრძნობას რა დავარქვა, მეგობრებიც ვერ შევიძინე,აქ ისეთი სხვანაირები, ცივები არიანნ-ისევ ატირდა, გული მეწურება ასეთ მდგომარეობაში რომ წარმოვიდგენ,არაა!!სალომე საქ-ში უნდა დაბრუნდეს. ჩემმმა გოგომ რომ იციდოს,რომ მართლაც უთვალთვალებენ ალბათ შიშისგან გული გაუსკდება, ის ისეთი უმწეოა… -ჩემო ლამაზო, ჩემო გულო და ცხოვრებავ ხომ მენდობი? ბიძას დაველაპარაკები და შენ საქ-ში დაგაბრუნებ, მიყვარხარ. სულით და გულის თითოეული ნაწილით შენთან ვარ, ჩემი ცხოვრების სხივი ხარ -მეც მიყვარხარ. შენ და ბიძია დამრჩით ამ ქვეყნად ძმაო.მომიკითხე ზურა ბიძია დიდი სიყვარულით-უნდა მეთქვა,რომ მეც მის მდგომარეობაში ვიყავი,თუმცა არა…არ ვუთხარი,რადგანნ მასთან ერთად ნატალი მყავს,ჩემი გულის ერთი ნახევარი მას ეკუთვნის,მეორე-სალომეს. -რა თქმა უნდა მოგიკითხავ.მენატრები, სალოო, მიყვარხარ….ახლა უნდა წავიდე ჩემო გოგო ბიძიას დაველაპარაკები,დამპირდი რომ აღარ იტირებ…გევედრებიი -გპირდები….მიყვარხარ და მემაყები….-ტელეფონი გავთიშე,რადგან ტირილი დავიწყე, არ მინდოდა სალოს ასეთ მდგომარეობაში წარმოვედგინე.მალე ბიძიას დავურეკე -გისმენთ -ალო ბიძია,სანდრო ვარ -სანდრო,ბიძი რას შვრები? -რაღაც უნდა გთხოვო ზურა ბიძია -რა ხმა გაქვს შვილო? -ბიძია, გთხოვ ფორმალობების მოგვარებაიში დამეხმარე,რომ სალო ჩვენ უნივერსიტეტში გადმოვიყვანოთ -ოქსფორდში რამე პროპლემები ხომ არ შეექმნა შვილო?სალო ხომ კარგადა? -კი ბიძია,უბრალოდ ჩვენგან შორს ძალიან უჭირს,ისევე როგორც ჩვენ მის გარეშე…. -გასაგებია შვილო, დავუკავშირდები ყველა საჭირო პირს….ყველაფერს ვეცდები,რომ მალე მოგვარდეს ეს საქმე -მიყვარხარ ბიძი, სალომ დიდი სიყვარულით მოგიკითხა .რამეში რომ დაგჭირდე ხომ იცი ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს?! -ვიცი სანდრო…მხოლოდ ამის გამო ხარ მოწყენილი,თუ სხვა რამეშია საქმე? -მხოლოდ ამიტომ ბიძი.მადლობა. -კარგი სანდრო,ნახვამდის ბიძი-ალბათ ზურას ეცოდინებოდა მამას ამბავი, თუ არა?არა მას ვერ გავრევდი ამ საქმეში,მაგრამ ნატალის შესახებ მისი ოჯახის წევრები თუ გაიგებენ რა მოხდება?? ჩემ თავას არ დავეძებ,მთავარია ის იყოს კარგად. ახლა კი დადგა ჯერი ჩემი გეგმის განხორციელებისა,ნატის დავურეკე,რომ შემხვედროდა,არ მივცემ უფლებას რომ ის წამართვან, მას რომ რამე დაემართოს თავს არასდროს ვაპატიებ -აბა რას შვრები პატარავ? -არაფერს, დავიღალე ძალიან, შენ? -მე ვჭამდი-ვიცრუე რა თქმა უნდა, აბა ხომ არ ვეტყოდი შენი გატაცება მე ‘ვუბრძანე’ მეთქი? -მოგენატრე და მაგიტომ დამირეკე?-ჩაიხითხითა ჩემმა ანგელოზმა - დიახაც ისე მომენატრე ახლა რომ არ გნახო ვერ დავიძინებ -მართლა?ახლა? -მიდი რაა გთხოვ, 7 საათია, მერე რა? -ხო კაი,გამოვდივარ პარკთან -გელოდები. 15 წუთის შემდეგ -ოჰჰ როგორ გრილა-შემომძახა როგორც კი მომიახლოვდა.ოდნავ შებინდებულიყო -მოდი აქ, მე რისთვის ვარ?-მაგრად ჩავიხუტე,თავზე ვაკოცე…ჩემი გაჭრილი ხელი გამახსენდა და შევიშუშნე -რა გჭირს?-მზერა ხელს გააყოლა -ეს რა არის სანდრო?-ჩემი ხელი მისაში მოიქცია -არაფერი პატარავ,ჭიქა გამიტყდა და ნამსხვრევებს რომ ვიღებდი გავიჭერი -რა დაუდევარიი ხარ სანდრო-ჩემი ხელი ტუჩთან მიიტანა და აკოცა,ისეთი თბილი ტუჩები ჰქონდა,ხელი გამიხურდა…. -სან შენთვის არასდროს მითქვამს ხო? -რა, სექსუალური და ჩასაყლაპი რომ ვარ?? -ნუ ეგეც…მაგრამ….არასდროს მითქვამს რომ მიყვარხარ??სიცოცხლეზე მეტადაც კი…-მე არ ვიმსახურებ შენ სიყვარულს ნატი,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, იქ ქვეყნის დასალიერში სალოს ვერ დავიცავდი,შენ კიდევ ახლოს მყავხარ და ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგიცვა.ვიცი შეგძულდები, მაგრამ იქნებ გამიგო სიმართლეს რომ გაიგებ? მთავარია კარგად იყო,ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესია.. -მე არ ვიმსახურებ ნატი -რას, ჩემ სიყვარულს?? უფრო მეტს ელიი სანდრო დადიანი?-გადაიკისკისა -აი, ეს შენ-სამაჯური ჯიბიდან ამოვიღე და ხელზე გავუკეთე,გულის ფორმის იყო…სადა და ლამაზი -ესს…ულამაზესია-ჩამეხუტა,ისე ძლიერად რომ მის გულისცემას ვგრძნობდი… როგორ მიყვარს… რომ წარმოვიდგენ რომ შეიძლება ის დავკარგო,რომ არასდროს მაპატიოს….ტვინში სისხლი მექცევა -შენზე ლამაზი მაინც არ არის-თბილად გავუღიმე -სან, ასეთი სევდიანი რატომ ხარ? -ერთს გეტყვი, ჩემ მიერ ნათქვამი ყოველი ‘მიყვარხარ’ გულიდან ამოსული იყო, არის და იქნება…-თავი დავხარე, მან სახე ამაწევინა და დამიკოცნა. ჯერ შუბლი, თვალები,ღაწვები,ბაგე…ბოლოს ყელში გადაინაცვლაა,სადაც სველ კოცნებს მიტოვებდა -ნატალია მაპატიე ყველაფერი,რაც ჩემ გამო უნდა გადაიტანო,მაგრამ იცოდე, მე შენ არასდროს დაგტოვებ მარტო.მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები -სანდრო მაშინებ-უმწეო თვალებით ამომხედა,როგორი უძლური ვარ მათ წინაშე… -მაპატიე…გადაგარჩენ-ყურში ჩავჩურჩულე, ამ დროს ის არამზადები მოვიდნენ და ნატალის ძალით მოთავსება დაიწყეს მანქანაში, მე კი ვშორდებოდი მათ,უბრალოდ ვერ ვუყურებდი…..ამის ძალა არ მქონდა -სანდრო სად მიდიხარ სანდრო…დამეხმარე-განწირული კიოდა,ცრემლად იღვრებოდა, როდესაც ერთ ერთმა სილა გააწნა,ავეთქდი, წარმოვიდგინე რა ელოდა მას იქ,მაგრამა ჩემმა გეგმამ უნდა იმუშაოსს….უნდა გავუძლო, მხოლოდ მისთვის…. - ხელი აღაარ დააკარო-ვღრიალებდი ცხოველივით, უკვე მათგან შორს მყოფი -დაახვაიე,შენ უკვე გააკეთე არჩევანი -ნატალი გადაგარჩეენ! -სანდრო რატომ არ მეხმარები,გთხოვ.მეშინია…..-ყვიროდა განწირული ხმით,როდესაც მანქანაში შეაგდეს თოვს ზოგჯერ სულში, სიცივეა, განცდები ბარდნის.განშორება ლამაზი სიზმრის შემდეგ ნანახ კოშმარს გავს.ცრემლები სიტყვებია, რომლის გამოხატვა ჩვენს გულს არ შეუძლია.ამ წუთამდე ვერც კი ვხვდებოდი, თუ რა მტკივნეული ყოფილა დამეკარგა ის,ვინც ჩემი ‘არასოდეს’ ყოფილა.სიყვარულისგან მიღებულმა სიამოვნებამ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წუთი გასტანოს, მაგრამ მისგან მოყენებული ტკივილი შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.რა გრძნობს ახლა ნატალი?შიშს?იმედგაცრუებას?სიძულვილს? ნუთუ ვერ მიტანს…”საკუთარ თავს თავად ვერ პატიობ და ნატალისგან რას ელი სულელო”-ჩამძახოდა ჩემი მეორე ”მე”…შუაგულ ტროტუარზე,ჩავიკეცე და გაქვავებული მზერა მიწას მივაპყარი ********** ცხოვრება,ბრძოლის ველი,თუ სიკვდილთან მიმავალი გზა?ალბათ პირველი. ცხოვრება, ბრძოლა თუ შეგუება? რა თქმა უნდა პირველი. ცხოვრება ძალიან უცნაური,მრავალფეროვანი,სასიამოვნო,თუმცა ზოგჯერ იმედგაცრუებებით სავსე და ძალიან ვერაგია. ცხოვრება მშვენიერია. ცხოვრება მწარეა. ცხოვრება ხანმოკლეა. ცხოვრებაში შენი ადგილი უნდა დაიმკვიდრო. ცხოვრება უბრძოლველად იგივეა,რაც მოედანი ბურთის გარეშე. ცხოვრება წიგნის მსგავსია.ცხოვრებამ უნდა მასწავლოს,წიგნმა უნდა დამაფიქროს,წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე უვარგისია. და მაინც, ვთვლი, რომ ცხოვრება ის ამოუცნობი ობიექტია, რომლის გამოკვლევაც და შესწავლაც ჩვენს ძალებს აღემატება! ******** ნატალის თვალთახედვით. თვალებს ძლივს ვახელ,თავბრუ მესხის,კვლავ ძილბურანში ვარ,კეფის არეში ძლიერ ტკივილს ვგრძნობ,თითქოს ვინმემ ხელკეტი ჩამარტყა,ცივ იატაკზე ვარ გაწოლილი,თმა აბურდული მაქვს,ხელით წინ ჩამოყრილ თმას ვიწევ და ადგომას ვცდილობ,მიუხედავად იმისა,რომ ტკივილი გაუსაძლისია. გარემოს ირგვლივ თვალს ვავლებ,გისოსები,3 კედელი,საწოლი,რომელიც იმდენად ვიწროა,რომ სხეულის მხოლოდ 1 ნახევარი დაგეტევა და ფანჯარა…თუ ფანჯარა ჰქვია,რომელიც კედლის ზედა ნაწილში არის მოთავსებული და მზის სხივები მხოლოდ ამის საშუალებით ახერხებს ამ ჯურღმულში შემოღწევას..ახლა ვიხსენებ გუშინდელ შემთხვევას,ჩემ მანქანაში ძალით მოთავსებას,კივილს,სანდროს, ჩემ წინააღდეგობას,უკნიდან კეფაში რაღაცის ჩარტყმას და მორჩა…მეტი არაფერი მახსოვს. ხელს კეფაზე ვიდებ და ვისრეს, თავი და კისერი საშინლად მტკივა,ეს არცაა გასაკვირი,მთელი ღამე ასეთ მდგომარეობაში მეძინა,ცივ იატაკზე გაწოლილი….ხმაურმა შემაკრთო,დავინახე 2 ადამიანი,ისინი ჩემზე გაცილებით მაღლები იყვნენ, ერთ-ერთი გისოსებს აღებდა,რომელიც ბოქლომით საგულდაგულოდ ჰქონდათ ჩაკეტილი,ერთი ხანშიშესული მამაკაცია,სადღაც 50-60 წლის, მეორე სადღაც 30-35 წლის იქნება, ორივე კმაყოფილი სახით შემომცქეროდა,ძალიან მეშინოდა, ამავდროულად გაურკვევლობაში ვიყავი თუ რა მესაქმებოდ აქ! -აქ რა მინდა?-ვთქვი იმდენად ჩუმად რომ მიკვირს როგორ გაიგეს,ზიზღით შევხედე ორივეს -შენი მთავარი დანაშაული ისაა,რომ სანდრო დადიანის შეყვარებული ხარ-ეს რას ნიშნავს?დავიბენი -ვერ გავიგე?სანდრო რა შუშია,ან თქვენ რა გინდათ ჩემგან?-უკვე ვყვიროდი -დღეისთვის ისიც საკმარისია,რომ მოგინახულეთ და გაგესაუბრეთ, სავაშ,გოგოს მიხედე,კარგად ასიამოვნე…სანამ ცოცხალია-თქვა ირონიულად და მხარზე ხელი დაადო, სავაშმა მზერა ჩემ სხეულს მოაკრა,ტუჩი დაისველა და ხარბად ამათვალიერა, დისკომფორტს ვგრძნობდი,შემეშინდა, ძალიანნნ..ჩემი მშობლები,ძმა,სანდრო,დაქალები გამახსენდა,მათ გარეშე არარაობა ვარ,როგორ ნერვიულობენ წარმომიდგენია,ნეტაც თუ გაიგეს რომ გამიტაცეს?? -ეი შენ სად მიდიხარ? მომისმინეე სანდრო არ შეგარჩენთ, ყველას გაგისწორდებათ-ვკიოდი განწირული ხმით და ცრემლები ღაწვებზე გზას გაიაკაფავდნენ -ჰაჰაჰა-ჩაიცინა ისე რომ არც შემოუხედავს,შემდეგ სავაშს მოუბრუნდა-სავაშ გესმის? სანდრო გადამარჩენსო.საწყალმა რომ იცოდეს,რომ მან გაწირა ასე აღარ აჭიკჭიკდებოდა-ნასიამოვნები მზერა მე მომაპყრო,აგილზე გავქვავდი, ეს რა თამაშია? -ახლა სანდროს ახოცავთ ხელებს? ის არაფერ შუაშა პირუტყვებო, რას ცდილობთ ამით? გინდათ ის შემაძულოთ? არ გამოგივათ-მათკენ წავიწიე და საჩვენებელი თითით დავემუქრე… რა სასაცილოა, ამ ორს მე ერთი ციდა გოგო ვემუქრები?? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს -სავაშ მოასმენიე ჩვენ ლამაზ და ცნობისმოყვარე გოგოს სანდროს გადაწყვეტილება,სადაც ის თავის დას ირჩევს და ნატალის ჩვენ კლანჭებში აგდებს-ისევ ეს ირონია…ყურში საზარლად ჩემესმა სანდრო ხმა ”ნატალი წაიყვანეთ”. ფეხებში ძალა გამომეცალა, ჩავიკეცე,ტირილი დავიწყე,თავბრუ მესსხმოდა,ახლა გამახსენდა სანდროს სიტყვები ”მაპატიე”,”გადაგარჩენ”….რატომ? რისთვის? ის ჩემგან შორს იდგა, არ მეხმარეობდა როდესაც მიტაცებდნენ…რატომ მითხრა ეს სიტყვები?? ნუთუ… -მან შენ გაგწირა,მან მისი და აირჩია,ვწუხვარ-ჩემი დაცინვა განაგრძო ”მთავარმა”,მივხვდი ბრძანებებს ის გასცემდა აქ. სისხლი ამიდუღდა და მას მივვარდი, მისი საყელო ჩემ ხელში მოვიქციე. არ ვიცი ამის გამბედაობა საიდან შემრჩა -შენ ინანებ-დავუყვირე-სავაშმა ხელში ამიტაცა და კედელს მიმანარცხა, ზურგი მეტკინა,იმ უნამუსომ მარტო დაგვტოვა, საკანი ჩაკეტა,იმის წარმოდგენაც თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ უკანასკნელს შიშის გრძნობა მიპყრობს. -გავერთოთ პატარავ?-”პატარავ”? სხეულში ზიზღის გრძნობდა დამეუფლა, მას მხოლოდ სანდრო მეძახის..ალბათ უფრო სწორი იქნებოდა რომ მეთქვა ”მეძახდა”.სხვის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვა კი გულს მირევდა, თუმცა სად არ ახლა სანდრო? მან მე გამწირა, ამის დაჯერება ახლაც მიჭირს, ნუთუ ასე უეცრად დამივიწყა?გული მტკივა…გაუსაძლისად…სავაშს ხელი ვკარი და ვუყვირე -შენი პატარა არ ვარ, აქედან გაეთრიე-ვუკივლე -რომ არა?!-ჩემკენ ნელი ნაბიჯებით მოიწევდა -სახეს დაგიკაწრავ -მომწონს ურჩი გოგოები -არ გირჩევ-ამოვიხავლე-ხელიდან დაძრომა ვცადე,თუმცა ამაოდ. თმაში მწვდა და ზურგით მის სხეულს ამაკრო,კისერში მაკოცა,რაზეც გული კინაღამ ამერია, გავუძალიანდი,თუმცა უარესი მოხდა, კვლავ კედელს მიმანარცხა,უკნიდან ამეკრო და ხარბად დამიწყო სხეულზე კოცნა, მისკენ მომაბრუნა ჩემ ბაგეებს უხეშად მიეკრო,ვეწინააღმდეგებოდი,თუმცა ამაოდ. ის ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო, ბოლოს ფეხი უხერხულ ადგილას ამოვარტყი,სიმწრისგან ჩაიკეცა,მე კი კედლის მეორე კუთხეში გავიქეცი, ვყვიროდი -გთხოვთ, გაათრიეთ ეს კაცი აქედან,გევედრებით -შეე ბო*ოოო -არ მომაიხლოვდე, არ გინდაა-ვკიოდი ბოლო ხმაზე-მეორე კედლის კუთხეში ვაპირებდი გაქცევას,როდესაც მკლავში ხელი ძლიერად მომიჭირა,შემდეგ თმაში მწვდა და იატაკს დამანარცხა,ცხვირიდან და ტუჩიდან სისხლი წამსკდა,შემდეგ სახეში 2 სილაც დავიმსახურე და ასეთ მდგომარეობაში დამტოვა..მაგრამ სანამ გამეცლებოდა ჩამჩუჩულა: -ჩვენ არ დაგვისრულებია-მისი ხმა ისეთი ამაზრზენი იყო,ყურებზე ყელი ავიფარე,ტირილი დავიწყე, შიგნეულობა მკტიოდა,ყველაფერი მეწვოდა… ********* სანდროს თვალთახევდიდან. გატაცების ღამე. სახლში ცოცხალ-მკვდარი მივედი,დივანზე დავესვენე,ნატალის ტელეფონს ხელში ნერვიულად ვათამაშებდი,მაშინ დაუვარდა,როდესაც იმ არამზადებს მიჰყავდათ, ფონზე მის დაყენებულ ფოტოს თითით ვეალერსებოდი,ჩემი თვალიდან გადმომდინარე ცრემლი ღაწვებზე გზას გაიკაფავდა და მობილურის ეკრანს ეცემოდა.უცბად მობილური აწრიალდა..იოანე იყო, რა უნდა მექნა? არ ავიღე,თუმცა უკვე მეოთხედ რეკავდა და იძულებული ვიყავი მეპასუხა -სად ხარ გოგოო ავაფეთქე ტელეფონიი-გაბრაზებული და ანერვიულებული ცოფებს ყრიდა -ნატალი არ არის-ვთქვი უემოციოდ,სახეზე ცრემლები შემშრობოდა -ვერ გავიგე?? შენ ვინ ხარ?-გაცოფებული და გაკვირვებული იყო -ნატალი სად არის?მის ტელეფონთან შენ რა გესაქმება? -ნატალიი…ის….-დაბნეული ვიყავი რა უნდა მეთქვა შენი და გაიტაცეს მეთქი?მაგრამ სიამრთლესაც ვერ დავუმალავდი -რას მიედ-მოედებიიი მითხარიი ნატალი სადაა არ გადამრიო -სმს-ით მისამართს გამომიგზავნი მომაკითხე,ყველაფერს აგიხსნი -შენ შიგ ხომ არ გაქვს ბიჭო???? -გელოდები მეთქი, არ გინდა გაიგო შენი და სად არის?! დროზე სანამ გადამიფიქრებია-ავყვირდი, მაგრამ რას ვერჩოდი? -ამის დედაც!-შეიკურთხა და ტელეფონი გათიშა-კი მაგრამ მე რა ვქნა? მეც ადამიანი ვარ,მეც გაამჩნია გრძნობები,რომ წარმოვიდგენ როგორ მდგოამრეობაში შეიძლება იყოს ნატი გული მეწურება, ალბათ ცივა, წყურია, შია, ეშინია….თავი ხელებში ჩავირგე.იოანეს სმს-ი გავუგზავნე. 20 წუთში კარზე ძლიერი კაკუნის ხმა შემომესმა,კარი გავაღე,როდესაც იოანე საყელოში მწვდა. -სად არის ჩემი და?!-აფორიაქებული,შეშინებული,გამწარებული იყო -დავსხდეთ-ვთქვი დანანებით და დინავზე მივუთითე,თავადაც მიკვირდა ჩემი უემოციობის -რა მშვიდად მელაპარაკები ბიჭო არ გადამრიოო-თავი დანანებით გავიქნიე,რომ იცოდეს როგორ მომბეზრდა ეს ყვირილი -ნატალი გაიტაცეს-თვალები ამიწყლიანდა -რა თქვი?-თვალები გაუფართოვდა,ხელები მომუშტა-ყველაფერი ავუხსენი,შემდეგ კი სახე ხელებში მოვიქციე -შენ სრულ ჭკუაზე ხარრ ბიჯო? ახლა რა უნდა ვქნა, სად არის ჩემი და?-მომვარდა და კვლავ საყელოში მწვდა-და ამას ასე მშვიდად მეუბნებიი?! -მთავრი არ მითქვამს…მე მას ლოკაციური სამაჯური ვაჩუქე,რის საფუძველზეც მის ადგილსამყოფელს გავიგებთ-მან საყელოს ხელი მოაცილა და ზურგი მაქცია -რას ველოდებით?პოლიციას შევატყობინოთ და ჩვენც ვიმოქმედოთ-არ შემობრუნებულა -ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ რომ პოლიციამ საფრთხე არ შეგვიქმნას,ნატალის სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შევუქმნით -ახლავე წამოდი პოლიციაში წავიდეთ -დღეს აზრი არ აქვს,ხვალ წავალთ, გგონია მაგაზე არ ვიფიქრე? -ხვალმდე ასეე ხელ-დაკრეფილები უნდა ვიჯდეთ?-აყვირდა -შენ რა გგონია მე ნაკლებად მტკივაა?ხვალ წვალთ, დღეს ვერაფერს გავაკეთებთ-არც მე დავაკელი -ამას შენ იძახი??ჩემი და მე გავაატაცებინე? -მე აგიხსენი!…-შევუბღვირე-აქ დარჩი და დილით ერთად წავიდეთ -წასვლას არც ვაპირებდი,სახლიდან რომც გაგეგდე-არც მან დამაკლო ******** იოანეს თვალთახედვიდან. დილის9 საათი. მე და სანდრო პოლიციის განყოფილებაში წავედით,საქმის ვითარება განყოფიელბის უფროსს გავაცანით და ზომები მიიღეს.მე და სანდრო მისი მანქანით გზას დავადექით,გული მეწურებოდა რომ ვფიქრობდი როგორ უჭირდა ჩემ სიცოცხლეს, ჩემი გულის აზრს.. ალბათ ეშინია…სანდროს გავხედე,რომელსაც ჩემსავით მთელი სხეული დაჭიმოდა,ვხედავდი როგორ უყვარდა ნატალი, ამავდროულად ვერ ვუგებდი მას, ვერ გავამართლებდი ვერაფრისდა მიუხედავად,მაგრამ მეორე მხრივ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა,მან გეგმა შეადგინა,რომ ნატალი გადაერჩინა…. ალბათ მეც ასე მოვიქცეოიდ მის მდგომარეობაში…იქნებ სხვა მტრებიც ჰყავსს??ნატალის საფრთხეს ვეღარ შევუქმნი, უმჯობესია სანდრო დაშორდეს,მაგრამ ამას თავად გადაწყვეტს -გადავარჩენთ, ჩვენ მას ვიპოვით-ვთქვი მტკიცედ. -რა თქმა უნდა. ვიპოვით ჩემ პატარას-სანდრომ გამომხედა,რომელსაც თვალში ცრემლი ჩასდგომოდა,ხელი მხარზე დავადე -პატარავ?-ჩავიღიმე,თუმცა ეს სიმწრის ღიმილი იყო. -ასე ვეძახ….დი-მის სახეზე დიდი ტკივილი აღბეჭდილიყო,ისევე როგორც ჩემსაზე -ნატალი,რომ შენი შეყვარებული არ ყოფილიყო ესეც არ მოხდებოდა…იქნებ სხვა მტრებიც გყავს?ვერ დავუშვებ,რომ მას საფრთხე კვლავ დაემუქროს. -არასოდეს-გამომხედა და თვალი თვალში გამიყარა-ჩემი და აქ ჩამოდის სწავლის გასაგრძელებლად,ორივე გვერდით მეყოლება,თუ ნატალი მაპატიებს,თუ არა და მას არასდროს შევაწუხებ,მაგრამ მთელი ცხოვრება მეყვარება. ********** ნატალის თვალთახედვიდან. საწოლზე ვიყავი წამომჯდარი,თავი მუხლებში მქონდა ჩარგული,როდესაც გისოსების რახუნის ხმა შემომესმა, ჩემს წინ სავაში ატუზულიყო,რომელსაც ხელში სინზე მოთავსებული ბურგერი,სალათა და წყალი ეკავა და თვალებით მეძებდა -აი სად ყოფიხარ-ჩაიცინა,რაზეც ამრეზით გავხედე -აი საყვარელო მიირთვი-საწოლზე სინი დამიდო,რაზეც გავმწარდი და ფეხი ვკარი,ყველაფერი ძირს დაიყარა -შენიი დედაა მოვ**ანნნნ-შემკენ წამოიწია,თმაში მწვდა,საწოლიდან წამომაგდო და ძირს დამანარცხა,პირში სისხლის გემო ვიგრძენი,წამომაყენა და სახეში შევაფურთხე,რაზეც სილა გამაწნა,მას მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე…ასე უსულოდ დავეცი ძირს,ვტიროდი,სახეს ვიხოკავდი,ცრემლებთან ერთად სისხლი მდიოდა…სხეულში ძალა მქონდა დაკარგული,გული მედუღებოდა,ხელში ამიტაცა,საწოლზე მომათავსა და კოცნა დამიწყო,ჯერ ლოყებზე,შემდეგ ბაგეზე,კისერში სველ კოცნებს მიტოვებდა,მუცელზე უხეშად მკოცნიდა, შეწინააღმდეგების ძალა აღარ მქონდა….მაისური შემომახია,ბიუსჰალტერისა და შემოხეული მაისურის ამარაღა დავრჩი,სირცხვილის გრძნობა დამეუფლა, დავინახე როგორ აცურებდა ხელებს ჩემ წელს ქვემოთ, შარვალი შეიხსნა,როდესაც კივილი დავიწყე.. შემეშინდააა ძალიანნ შემეშინდაა,მაგრამ რისთვის ვყვიროდი მე ვერა და ვერაფერი გადმარჩენდაა….მინდოდა მოვეკალიი ოღონდ ეს არ გაეკეთებინა -მომკალი გთხოვ-ვევედრებოდი და ვბღაოდი -ჯერ ადრეა პატარავ-გული მერეოდა მის ხმაზე.ის იყო ჩემთვის შარვალი უნდა შეეხსნა,რომ ღრიალის ხმა გავიგე და მძიმე სხეული ჩემსას მოშორდა…სანდრო და იოანე დავინახე, შვება ვიგრძენი -შენი დედა მოვტ*ან, შეე ბო*ო-გამეტებით ურტყამდა სანდრო,იოანე ჩემკენ წამოიწია,ტირილი დაიწყო,წამომაყენა, რომ დაინახა როგორ მდგომარეობაში ვიყავი ქურთუკი მომახურა,მციოდა,ვკანკალებდი,მას ძლიერ ვეხვეოდი,ცრემლები თავისთვის გაიკაფავდნენ გზას ჩემ სახეზე. -ჩემოო ლამაზო. წარმომიდგენია როგორ გტკივა-ჩემ სახეს ათვალიერებდა და ცრემლებს ჩემთან ერთად ღვრიდა,სახეზე მეფერებოდა…ძალიან მტკიოდა, სახე მეწვოდა, გული მედუღებოდა, სული მიფორიაქდებოდა,სუნთქვა მეკვროდა. სანდროს მზერა მივაპყარი,ეს იმით იყო გამოწვეული რომ ის ტიპი სასიკვდილოდ სცემა, რეალობას კი ჩემმა ბღავილმა და სიმწრით კვნესამ დააბრუნა, შემომხედა,ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, მის თვალებში შიში,სინანული,ბრაზი და ტკივილი ამოვიკითხე -ეს არაფერია იმ ტკივილთან შედარებით რასაც სულიერად განვიცდი ძამიკო-იოანეს კითხვაზე ვუპასუხე და სანდროს ამრეზით გავხედე.ის ჩემკენ წამოიწია,რაზეც უკან დავიხიე და იოანეს სხეულს მოვშორდი -არ მომეკარო, გასაგებია?-ვუკივლე, მან თავი დახარა -ნატი, დრო არ გვაქვს აქედან უნდა წავიდეთ, საფრთხე კვლავ გვემუქრება-მითხრა იოანემ და ისიც საშუალებას აძლევდა თავის ცრემლებს გზა მდორედ გაეგრძელებინათ მის ღაწვებზე -დრო?!-ჩავიცინე სიმწრით და სანდროს იმედგაცრუებითა და ზიზღით აღსავსე თვალებით გავხედე-ნუთუ შეიძლება ადამიანის მიმართ ამხელა სიყვარულთან აერთად,იმავე დოზით სიძულვის განიცდიდე?! ალბათ კი, მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ ზიზღს განვიცდი.რატომ მომატყუე, რატომ არ დამიცავი?კმაყოფილი ხარრ? გესიამოვნებოდა არაა რომ გავეუპატიურებინე??? თვალებში შემომხედე,ლაჩარო,უნამუსო,უგულო-არ ვიცი ძალა როგორ მოვიკრიბე,მას მივვარდი და მკერდში მუშტები დავუშინე,მან სიბრარულით ამომხედა – გავიდეთ-ჩემი მკლავები მის ხელებში მოიქცია,რაზეც უხეშად ვუპასუხე და სილა გავაწანი ისე ძლიერად,რომ ხუთივე თითის ნათითური ლოყაზე ეტყობოდა,ის წინააღმდეგბას არ მიწევდა…გული მტკიოდა, შიგნეულობა მეწვოდა,ჩემმა საყვარელმა კაცმა გამწირა. -ნატალი დროზე წავიდეთ, სანდრო დაგვაზღვიე-იაონემ ხელი სწრაფად ჩამკიდა და იარაღი ამოიღო, შემეშინდა,ავკანკალდი,გულმა გამალებით დამიწყო ძგერა,ეს საშიში თამაშია. 15 წუთის წინ. სანდრო და იოანე დანიშნულების ადგილზე მივიდნენ,დიდ მიყრუებულ შენობას მიადგნენ,რომელსაც გარედან 2 მცველი იცავდა,მათ შენობას უკნიდან მოუარეს,საქმეს წარმატებით გაართვს თავი, მცველებს უკნიდან მიეპარნენ და ხელკეტი თავში ჩაარტყეს,ძირს უსულოდ დაეცნენ, ამასობაში პოლიციაც მოვიდა,მათ შენობას ალყა შემოარტყეს,ბიჭებთან ერთად კი 2 პოლიციელი შიგნით შეიჭრა,შენობაში მყოფი 3 მცველი გონზე ვერ მოსულიყო,ხელები თავზე მოათავსეს,როდესაც შეიარაღებულნი თავს დაადგნენ.მთავარი ბოსი არ ჩანდა.სანდროსა და იოანეს მთავარ საზრუნავს ნატალის მოძებნა წარმოადგენდა,მაგიდაზე მოთავსებული გასაღები აიღეს,იცოდნენ რომ ის ნატალისკენ მიმავალი გზის ‘გასაღები’ იყო. სწორედ ამ დროს კივილის ხმა შემოესმათ და სანდრო და იოანე იქითკენ გაემართნენ,საიდანაც ხმა გაიგონეს,ხელთ საკანი შერჩათ,დაინახეს ნატალი,რომელზეც ერთ-ერთი მცველი ძალას ხმარობდა. ********** სანდროს თვალთახედვიდან. სისხლი ამიდუღდა,ჩემ გევრდით იოანე ცოფებს ყრიდა,თუმცა მოქმედების დრო იყო, ცრემლები სახეზე შეგვაშრა,გასაღები ბოქლომს მოვარგე,საკანი ფრთხილად გავაღე,რომ მოძალადეს თავს დავსხმოდი,როგორც იქნა გავაღე ეს წყეული ბარიერი და მოძალადეს მივვარდი,გამეტებით ვურტყამდი,მუშტებს სახეში ვუშენდი,რომ წარმოვიდგენდი ნატის მის ბინძურ ხელებს როგორ ახებდა მინდოდა ყველა თითი წამეჭრა,იქვე ბასრი ნივთი რომ მქონოდა ასეც მოვიქცეოდი, ჩემ თავს არ ვეკუთვნოდი,რეალობასთან ნატალის გულამოსკვნილმა ტირილმა დამაბრუნა, მის სახეზე შიშს,ზიზღს,იმედგაცრუებას ვკითხულობდი,ამის მიზეზი მე და ეს არამზადა ვიყავით,ჩემი გულის ნაწილს სული ავუწიოკე,თავი მეზიზღებოდა….მის ნატანჯ დასისხლიანებულ ტუჩს, ცხვირს და ოდნავ ჩალურჯებულ ლოყას ვაკვირდებოდი…გული შემეკუმშა.მისმა სიტყვებმა გული მომიკლა.მისკენ წავედი,თუმცა მან ამის უფლება არ მომცა,სალანძღავი სიტყვები ჩემთვის არ დაიშურა,თუმცა მას ავუხსნი რაც მოხდა, ამის საშუალება ამ დროს არ მომეცა, დრო ცოტა იყო,თან ნატალიც არ მომისმენდა, მისი სიტყვები ლახვარივით ესობოდა ჩემს გულს:”ლაჩარო,უნამუსო,უგულო”, გული მეკუმშებოდა,სხეულში სიცარიელეს ვგრძნობდი,რაღაც მაკლდა..ან ვიღაც….სიყვარული მაკლდა,საყვარელი ქალის ნდომა მაკლდა, ნატალი მაკლდა, მისი ალერსი მაკლდა…იოანემ მალე გამომაფხიზლა,შემახსენა,რომ საფრთხეში ვიყავით,რადგან ბოსი კვლავ გაუჩინარებული იყო, ის არამზადა კი არ მოისვენებდა, ასე უბრალოდ არ მოგვცემდა ამ შენობიდან გასვლის უფლებას, ორივე დავაზღვიე და მე და იოანემ იარაღი მოვიმარჯვეთ,ის ის იყო შენობის ცენტრში უნდა გავსულიყავით,რომ უკნიდან ხმა მოგვესმა -სად მიიჩქარით ბავშვებო?-ამ ხმას რა დამავიწყდება?დინჯად და მკაცრად მოგვაძახა სადღაც 50 წლის მამაკაცმა,რომელსაც იარაღი მოემარჯვებინა -იოანე,ნატალი წაიყვანე და წადი,ახლავ-შევყვირე იოანეს -მარტო არ დაგტოვებ სანდრო,ნატალი წადი გარეთ პოლიცია გველოდება….დროზე-დაუყვირა იოანემ ნატალის -აარ დაგტოვებთ გასაგებია?-მის ხმაში შიშს ვკითხულობდი და არა სიბრაზეს, მისი ”დაგტოვებ-თ” გულს მალამოსავით მოედო,მაგრამ გავაცნობიერე რაც თქვა და მკაცრად ვუთარი -წადი…გთხოვ-ვუთხარი ვედრებით -ნატალი მესამედ აღარ გავიმეორებთ გასაგეებიაა?-მიუბრუნდა იოანე, სახე მის ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა-გთხოვ-უთხრა სასოწარკვეთილმა -იცოდე გელოდებით-თქვა ნატალიმ.მზერა მივაპყარი,ჩემ სახეზე სინანული,შიში იმისა,რომ მას ვეღარასდროს ვნახავდი უკვე აღბეჭდილიყო…. -ხელს ხომ არ გიშლით?? გოგო ვერსადაც ევრ წავა-დაიყვირა კაცმა,რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა -საქმე ჩემთან გაქვს ლაჩარო-შევუბღვირე და იარაღი დავუმიზნე -ნატალის შეეშვი,ჩვენ აქ ვართ-იოანე ნატალის გადაეფარა და გვერდით ამომიდგა ,შემდეგ კი იარაღი კაცს დაუმიზნა -სანდრო ჩვენი შეთანხმება ხომ არ დაგავიწყდა? შენ თავად გაწირე ეს გოგო, ჩემ კლანჭებში მოაქციე,გახსოვს? მე კითხვა დაგისვი ან შენი საყვარელი დაიკო, ან შენი ახალი შეყვარებული-მეთქი ********* ნატალის თვალთახედვიდან. გული მეწურებოდა,მეშინოდა რომელიმეს რამე არ დამართნოდა,როგორც კი იმ კაცის ბაგეებს სიტყვა ”ახალი შეყავრებული” მოსწყდა,ჩავიკეცე ხელები წელზე შემოვიხვიე და თვალები ძლიერად დავხუჭე,ყველაფრის გადახარშვას ვცდილობდი ჩემ გონებაში, არ ვიცოდი რა მეფიქრა.სანდრომ გამწირა,იმიტომ რომ მისი და გადაერჩინა.მინდა რომ გავამართლო,მაგრამ როგორ? არა ნატალიიი შენ მას ვერ გაამართლებ, შენ ვინ ხარ მისთვის?? უკვე აღარავინ! სალომე კი მისი სულის ნაწილია ეს შენც კარგად იცი, ის ყოველთვის მას აირჩევს, მე არ შემიძლია მის გვერდით ასე ცხოვრება,მუდამ იმის შიშში უნდა ვიყო რომ თუ საჭირო გახდა მე გამწირავს -ბებერო იდიოტო, მე ნატალი არ გამიწირავს-ირონიულად წარმოთქვა სანდრომ,დავიბენი-მე მას ლოკაციური სამაჯური ვაჩუქე,რაც მის ადგილმდებარეობას მამცნობდა-სამაჯურს დავხედე,დავაკვირდი,სახეზე სიხარულის გრძნობა გამომესახა, ანუ რა გამოდის? მან ჩემზე იზრუნაა?? არა, არა ნატალი, რააა სულელი ხარ,რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ეს იმიტომ გააკეთა რომ დანაშაული გამოესყიდა,როდესაც გაგიტაცებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ყველაფერს დააბრალებდნენ, ახლა კი გამოსავალს ეძებს. ”მაგრამ თუ მართლა უყვარხარ? მან ამ სამაჯურის საშუალებით გადაგარჩინა” ჩამძახოდა ჩემი მეორე ”მე”. არა!!! ჩემ გაუპატიურებას ეს ლოკაციური სამაჯური ვერ უშველიდა,მან ჩემზე არ იფიქრააა!!!! ჩემ ფიქრებში ვიყავი გართული,როდესაც გასროლის ხმა გავიგონე, სანდრო უსულოდ ძირს დაეცა,პოლიციელები შენობაში შემოიჭრნენ და კაცს იარაღი დაუმიზნეს,ის მათ არ დამორჩილდა,ამიტომ მხარში ესროლეს,რომელიც ძირს დაეცა.მე მხოლოდ ერთი რამ მაშფოთებდა.ერთი ადამიანის სიცოცხლე მაღელვებდა_სანდრო. მას აცრემლებული მივუახლოვდი,მუცელში იყო დაჭრილი,სისხლის გუბე იდგა,თვალებით მე მეძებდა,ჩემი ხელი მისაში მოიქცია, იქვე ჩავიმუხლე, იოანე ყვიროდა,რომ სასწრაფო გამოეძახათ, ჭრილობას ხელს ძლიერად აჭერდა,მე ავბღავლდი -მმმ..აააპ..ატიიეე, პატ..არრ..აავვვ-ძლივს ლაპარაკობდა,მისი სახე ჩემ ხელებში მოვიქციე და ყველგან შევეხე,სადაც შემეძლო,შუბლზე,ლოყებზე,ბაგეებზე,ნიკაბზე,ყელზე -არ წახვიდე,არ გაბედო ჩემი დატოვება-ვბღაოდი,ჩემი ცრემლები მის ბაგეზე ეცემოდა,სიმწრით ჩამიღიმა -მიყვარხარ-მოსწყდა მის ბაგეებს და გონება დაკარგა,ვკიოდი,ვღრიალებდი,იოანემ ხელები მომკიდა,მიხუტებდა,გონებას ვკარგავდი,ირგვლივ ყველაფერი უფერულდებოდა,მხოლოდ მას ვხედავდი…მხოლოდ სანდროს, ჩემ დიდ სიყვარულს… ********* საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში. საყვარელი ადამიანის ნდობის დაკარგვა. საყვარელი ადამიანის მიმართ უმძიმესი იმედგაცრუების გრნობა. საყვარელი ადამიანის არსებობა,რომელიც გასულდგმულებს,ამქვეყნიურ ყოფას გიმსუბუქებს,თუმცა ამავდროულად სამყაროს ჭეშმარიტებას გაშორებს და ერთ დიდ მორევში გითრევს. ****** ძილბურანში მყოფს გამეღვიძა,შიგნეულობა მეწვოდა,მუცელში რაღაც არაამქვეყნიური ტკივილი მაწუხებდა,თვალებს ძლივს ვახელდი,ალბათ წამლების ზემოქმედების შედეგად,გვერდით გავიხედე თუ არა სავარძელზე ხელებშემოწყობილი იოანე დავლანდე,როდესაც მზერა გამისწორა ჩემკენ წამოიწია,ჩემი ხელი მისაში მოიქცია და სახეზე თბილად მატარებდა თავის ნაზ ხელებს -ჰეი, პატარავ თავს როგორ გრძნობ?-მის ხმაში დიდი სითბო იგრძნობოდა -კარ..გად..-პირ მიშრებოდა-წყალი მინდა-ვთქვი სასოწარკვეთილმა,ბუნდოვნად მახსოვდა ყველაფერი,ვცდილობდი გამეხსენებინა აქ რას ვაკეთებდი და გაამხსენდაა…გავიხსენე ის წყეული დღე -აიი დალიე ჩემო ლამაზო-იოანემ წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა,რომელსაც ხელი ვკარი და ახლაღა მოვედი გონზე, ვცდილობდი საწოლიდან წამოდგომას,მაგრამ ის მაკავებდა,ნაგწირული ვყვიროდი -სანდრო, სად ხარ -ნატი გთხოვ დაწყნარდი, ექიმოო-ყვიროდა იაონე და მიხუტებდა,იმდენად უსუსური ვიყავი წინაღმდეგობას ძლივს ვუწევდი-მას საყელო დავუქაჩე და ქვემოდან ვედრებით ავხედე -გთხოვ მითხარი რომ სანდრო კარგადაა-ცრემლები გზას სახეზე გაიკაფავდნენ,მათ შეჩერაბას არც ვცდილობდი,ამის არც ძალა მქონდა და არც სურვილი. -იოოანე მითხარი სად არის სანდრო,კარგადაა?მასთან წამიყვანე გთხოვ-მკერდში მუშტებს ვუშენდი,გავკიოდი,მან მხოლოდ საბრალო თვალებით შემომხედა -ვწუხვარ ნატი…ის აღარ არის-ირგვლვ ყველაფერი ტრიალებს,სამყაროს საძირკველი ფეხ-ქვეშ გამომეცალა,თავს უკანასკნელ არარაობად ვთვლიდი,სახეს ვიხოკავდი,იმდენაც ძლიერად რომ ღაწვები დამისისხლიანდა,თვალებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ,ვცდილობ გონებაში ყველაფერი გადახარშვას. ის აღარ არის. დამტოვა, პირობა არ შეასრულა,ამ უმადურ სამყაროსთან გამკლავებაში არ დამეხმარა…გაფრინდა როგორც ანგელოზი. ამ ფიქრებში გართული ზეციურმა სინართლემ გამომაფხიზლა,თითქოს მეც სანდროს გზას მივყვებოდ და ზეცაში სამოთხეში წასვლისკენ მივისწრაფოდი,ვიღაც ძლიერად მანჯღრევდა,მთელი სხეული მტკივა, ნუთუ სიკვდილი ასეთი მტკივნეულია?ნუთუ მითი და უბრალო ზღაპარია ის,რომ ადამიანის სული სრულ ჭეშმარიტებას ეზიარება,როდესაც უფლისკენ მიმავალ გზას გადის?მაშინ მე რატომ ვგრძნობ ასეთ ტკივილს?ეს სანდროსგან სიშორით არის გამოწვეული?არა!სანდროსგან სიშორის გამოწვეული ტკივილის აღწერა შეუძლებელია. ”ტკივილს იმიტომ განიცდი რომ ამ მომკვდარხარ სულელო”-ჩამძახის ჩემი მეორე ”მე”. ”შენ რა იცი?ნერვებს ნუ მიშლი მაცადე სიკვდილი”-მას მაინც ვეწინააღმდეგები. ”დროა რელობას დაუბრუნდე”. შეპასუხება ვეღარ მოვახერხე,რადგან თვალი გავახილე და ჩემს თავზე არსებული ექიმები შევამჩნიე,მათ გვერდით კი ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში -გთხოვთ გადაარჩინეთ-ყვროდა იოანე, მისი ხმა თანდათან ქრებოდა.კი ნამდვილად ის იყო, ჩემი ძამიკო,ჩემი სიცოცხლის სხივი. -დაბრუნებას გისურვებთ ნატალი,ძლიერი გოგო ხარ!-ღიმილით მითხრა ხანშიშესულმა ექიმმა -რა დამემართა?-ამოვიხავლე შეშინებულმა -პანიკური შეტევა გქონდათ,ახლა დაისვენეთ -სანდრო…სანდრო როგორ არისს??-ტირილი დავიწყე,ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა -სანდრო?-ეჭვნარევი ხმით შემომხედა ექიმმა -ჩემი სანდრო…სანდრო დადიანი-ვთქვი უცბად -აჰჰ, ბიჭი მუცელში ჭრილობით…მდგომარეობა მძიმე იყო,თუმცა შევძელით მისი გადარჩენა,მდგომარეობა სტაბილურია.ისიც თქვენსავით ძლიერი ახალგაზრდაა-კვლავ ღიმილით მომიგო ექიმმა და პალატაში მარტო დამტოვა არ ვიცი როგორ აღვწერო ის გრძნობა,რომელიც ამ მომენტში დამეუფლა,როდესაც გავიგე რომ ჩემი ბიჭი,ჩემი დიდი სიყვარული,ჩემი გულის ფეთქვა ცოცხალია გულში რაღაც სხივმა გაიღვიძა,თუმცა გავაცნობიერე,რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით…ჩვენი ბედი დაწყევლილია..”ჩვენ” არ არსებობს. ჩემთვის იმის ცოდნაც საკამრისია,რომ ის კარგად არის,რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება… კარი იოანემ შემოაღო და როდესაც ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა,ორივეს სახეს მონატრებისა და სევდის გრძნობა გადაკროდა -ჩემი გოგო-ჩემ საწოლთან ახლოს სავარძელში მოკალათდა,ჩემკენ გადმოიხარა და თავზე მაკოცა-როგორ შემაშინე. ნუ ღელაც სანდრო კარგადაა-მისი თვალები მზრუნველობით იყო სავსე -ვიცი იოო ექიმმა მითხრა-სახეზე მარჯვენა ხელით მოვეფერე-მიყვარხარ,მადლობა რიმ ყოველთვის ჩემ გვერდით ხარ-ცრემლი ჩამომიგორდა,რომელიც იოანემ ცერა თითით შემიმშრალა – აუუ ახლაა არ გადამრიო ნატიი ამხელა ფილარმონია კაციი, ტირილი არ გაბედო, ეს დღეები წარსულში დარჩა, გაიგე?!-მითხრა ვითომ სიმკაცრით,თუმცა სერიოზულ სახესთან ერთად,ძალიან თბილი მზერა ჰქონდა. პატარები რომ ვიყქვით ყოველთვის ვკინკლაობდით,თუმცა უერთმანეთოდ დიდხანს ვერ ვძლებდით. ახლაც ასე ვართ, თუმცა ბევრს აღარ ვკინკლაობთ, ჩხუბის წლები ტკბილ წარსულს ჩავაბარეთ. ******** 2 კვირა გავიდა იმ საზარელი და სილისმომწამვლელი დღიდან, სახეზე ჩალურჯებები და სისხლჩაქცევებიც აღარ მქონდა.სანდროს სხეული,მისი სახე,კოხტად გამოთლილი სწორი ცხვირი,თაფლისფერი მრავლისმომცველი თვალები,მომნუსხველი ღიმილი….ძალიან მაკლდა,მაგრამ მის მიერ მოყენებული ტკივილი უფრო მანადგურებდა ვიდრე უიმისობა. მკლავდა მისი სიახლოვე,თუმცა ამავდროულად სიცოცხლეს მისწრაფებდა მისი სიშორე.2 კვირის განმავლობაში გოგოები თავს მევლებოდნენ,თიკა და მარიტა განსაკურებით ემოციურები არიან,სანდრო წყალს გაატანეს,რაც შეეხება სალის,მარიამსა და თამარს,მათ კრიტიკულად შეხედეს სიტუაციას,არც გაამართლეს და არც გაამტყუნეს სანდრო,თაკო კი უბრალოდ ცრემლად დაღვრილს მანუგეშებდა. რა თქმა უნდა მშობლებმა არაფერი იციან,თორემ წარმომიდგენია რა დღეში აღმჩნდებოდნენ, დარწმუნებული ვარ მარტო ცხოვრების უფლებას აღარ მომცემდნენ. თუ იმას არ ჩათვლით,რომ იაონე ძლივს დავითანხმე მარტო ცხოვრებაზე,ნამდვილად კარგად ვარ…როგორც იოანესგან გავიგე სანდრო უკეთ გრძნობდა თავს,რომელიც გუშინ გამოწერეს საავადმყოფოადნ, იო აკითხავდა,რომ მისი მდგოამრეობა გაეგო,სანდროს გვერდით კი მისი ახლად ჩამოსული დაიკო და ბიძია ზურა იყო. ის საიმედო ხელში იყო, ჩემთვის ესეც საკმარისია. -რას შვრები ნატი? მოდიხარ უნიში?-დილით თიკამ დამირეკა -უკეთესადაც ვყოფილვარ…-ჩავიცინე-მოვდიავრ აბა რა ჩემო გოგო,დღეს 2 კვირის განმავლობაში პირველად მივდივარ უნივერსიტეტში-ამოვიოხრე,რომ ვაანალიზებდი იმას,რომ პროგრამას ჩამორჩენილი ვიყავი,ტვინში რაღაც უსიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა, ამ თვეში მაქსიმალურად უნდ დავიხარჯო,თორემ ადვოკატობა ასეთი ადვილი იხომ არ მგონია მე?”როდესაც ხვდები,რომ მიზანს ვერ აღწევ,ნუ შეცვლი მიზანს,შეცვალე ნაბიჯი.” ეს გამოთქმა ძალიან მიყვარს. მართალია,თუ მიზანი გაქვს მაქსიმუმი უნდა გააკეთო მის მისაღწევად,ოფლში უნდა იცურო,თავი არ უნდა დახარო და არ უნდა დაეცე! -ძალიან კარგი ჩემო ლამაზო, გკოცნიი-დაბდურა გოგო -მეც თიკუუ,აბა შეხვედრამდე-მეც ხმაურიანი კოცნა გავგზავნე **** უნივერსიტეტში შესვლისას ნაცნობი გარემო გამახსენდა,როგორ მომენატრა ხალხმრავლობა,ლექტორები,ზოგადად ეს გარემო. პირველი ლიტერატურა მქონდა,მასწავლებელი გადავკოცნე,მანაც თბილად მომიკითხა -ნატი,ჩემო კარგო სტუდენტო, რატომ არ დადიოდი 2 კვირის განმავლობაში?თავი მომანატრე-ჩამიცინა.ლექცია ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, აუდიტორიაშია ადგილი ადრე დავიკავე -ჩემი ძმა იყო შეუძლოდ,3 დღის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან,აპენდიციტის ოპერაცია გაიკეთა და გართულებები მოჰყვა-ტყუილის ოსტატი გავხდი ამ ბოლო დროს, ამ ხნის ქალს ვატყუებ ასე ურცხვად. შეგირცხვა ნამუსი ნატალი გრძელიძე. -უიი, ახლა ხომ კარგადაა?-შეიცხადა ქალმა, არადა რომ იცოდეს უნივესიტეის წარჩინებული სტუდენტი როგორ ურცხვად იტყუება.მაგრამ სიმართლეს ხომ არ ვეტყვი?! ეჰჰ -დიახ ნანი მას, უკეთ არის ღვთის წყალობით,გმადლობთ-მივუგე თითქოს შეწუხებულმა,არადა ზურგი რომ ვაქციე,პირზე ხელს ვიჭერდი სიცილი რომ არ დამეწყო,ბოლოს მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა და ჟანგბადი ხარბად ჩავისუნთქე. ლექციების შემდეგ სახლში წასვლას ვაპირებდი,როდესაც გასასვლელში თიკა დამეწია და უეცრად ჩამეხუტა,წავბარბაცდი და კინაღამ იატაკზე გავიშოტეთ. -ოოე, ქალწულო კიდევ დაცემა მინდა მეე?-შევუბღვირე სიცილნარევი ხმით -როგორ მომენატრე, 3 დღეა არ მინახიხარ, შე ვირის ჩოჩორო-გამაჯავრა და თავისსავე ნათქვამზე გადაიკისკისა. -გუშინ სანდრო გამოწერეს-ეს უკვე ვიცოდი იოანესგან,თუმცა ამის მოსმენამ გული დამიმძიმა,ალბათ იმიტომ,რომ ჩემი გულის ნაწილის ნახვა არ შემეძლო,მისგან იმდენად შორს ვიყავი,რამდენადაც ცამდე. ეგ კია რა,ცაც უფრო ახლო მეჩვენება. -ხო ვიცი, მერე მე რა?-ვთქვ ეუმოციოდ და ხელები გადავაჯვარედინე -ნატალი!-თვალი თვალში გამიყარა-მას უნდა დაელაპარაკო, მართალი არ ვამართლებ,მაგრამ უნდა ისაუბროთ ბოლოსდაბოლოს-თქვა დანანებით -რაე უნდა ვისაუბროთ თიკა?როგორ გამწირა? როგორ ჩამაგდო იმ ურჩხულის კლანჭებში?მან მე გამწირაა დაიმახსოვრეთ და ნუღარ მახსენებთ მას-ხმას ავუწიე და თიკა უკამოუხედავად დავტოვე, ბევრი სირბილის შემდეგ,ქუჩის მეროე მხარეს უნდა გადავსულიყავი,როდესაც ჩემკენ მომავალი ავტომობილი შევნიშნე,ადგილიდან დაძვრა ვერ მოვახერხე,იმდენად სწრაფად მიახლოვდებოდა,ამავდროულად მკლავში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და უეცრად მძიმე სხეულთან ერთად ტროტუარზე გავგორდი,ყველაფერი, განსაკუთრებით კი ხელი ძალიან მეტკინა,როდესაც მზერა უცნობს გავუსწორე ჰოი საოცრებავ. რაღა უცნობი,სანდრო შემრჩა ხელში. სხეულში ძალა გამომელია,მასზე ზემოდან ვიყავი მოქცეული,წამით მის თვალებს შევეჩეხე,რომელსაც ჭინკები უთამაშებდნენ, რა ეჭინკება ამ საცოდავს ისეთი სახე აქვს გეგონება ტრაქტორმა გადაურაა.. უუიიი მასზე ზემოდან ვარ წამომჯდარი და პირდაპირ ჭრილობას ვტკენ…სულელოო გოგო. არა რა ეს იდიოტიც რომ არ მეუბნებაა ადექიო?ჰმმ.. არც კი ვიცი რა ვიგრძენი მისი ნახვისას, მონატრება?წყენა?იმედგაცრუება?არ ვიცი,ყველაფერი გონებაში ამერია,იმ დროს მხოლოდ ერთი რამ მინდოდა,მისი ტკბილი,წითელი ბაგეების დაგემოვნება. -ჰეი, როგორ ხარ?-მითხრა დამფრთხალი სახით,მე კი მის სხეულს მოვშორდი,თავადაც მალე წამოდგა ტროტუარიდან,ჰმმ ვატყობ ბიჭს დიდად აღარ ტკივა ჭრილობა -სანამ შენ დაგინახავდი უკეთესად-ხელები გადავაჯვარედინე.. არაა რაა ტყუილის ოსტატი ვარ.. მალე უნდა გავეცალო მას თორემ კონტროლს დავკარგავ. შენ მას არ უნდა აპატიო ნატალი!გესმის?! შეიგნე მაგ ტვინგამორეცხილ თავში! ”ძლივს არ აღიარა თავისი ტვინგამორეცხილობა?” მაკრიტიკებდა და მასხრად მიგდებდა მეორე ”მე”. -მადლობის მაგიერია? მე რომ არა მანქანის სმხვერპლი გახდებოდი-დამცინავად მითხრა..მოიცაა ძველი სანდრო დაბრუნდა?საიდან აქვს ამხელა გამბედაობა?ბოდიშის მაგივრად რაებს მეუბნება? -ბოდიშის მაგიერია?-არც მე დავაკელი და ირონიულობა ავიკარი სახეზე -უნდა ვილაპარაკოთ ნატალი-ხმა შეეცვალა,უფრო რბილი და ნაღვლიანი გაუხდა -ჩვენ ორმა?-გაკვირვებულმა წარმოვთქვი და საჩვენებელი თითი გულზე მივიდე-ღადაობ ხო?-ხარხარი დავიწყე -საღადაო არაფერი მითქვამს-კბილებში გამოსცრა და მრისხანებით აღსავსე მზერა მომაპყრო -და შენ საერთოდ როგორ ბედავ იმ ამბის შემდეგ ასეთი ტონით საუაბრს?-შევუბღვირე და ხმამაღლა ვუთხარი-გამეცი პასუხი, ვინ ხარ საერთოდ, რას წარმოადგენ?ძველი,გულუბრყვილო ნატალი არ გეგონო -ახლა კარგად მომისმინე. არ მაინტერესებს გინდა თუ არა. უნდა მომისმინო!გასაგებია?!აქამდე ახსნის საშუალება არ მომეცა. მოკლედ სანამ შენ გაგიტაცებდნენ, 1 კვირის წინ ამანათი მომივიდა,სადაც შენ და ჩემი და იყავით გამოსახულნი,ისინი გითვალთვალებდნენ, იმ არაკაცმა კი დამაშანტაჟა, ამ ყველაფრის თავი და თავი მამაჩემი იყო,იმ წყეული ნაბი*ვარის,რომელსაც ამ არამზადის და გაუუპატიურებია,დედამ დარწმუნებული ვარ ეს არ იცოდა. იმ კაცმა შურისძიების მიზნით ჩემი გამწარება აგდაწყვიტა,მიბრძანა რომ თქვენ შორის არჩევანი გამეკეთებინა, ჩემი და ლონდონში სწავლობს,ის ჩემგან ძალიან შორსაა,ის დაუცველია,იქ არავინ ჰყავს, შენ კი მე გყავარ…გყავდი.რომელიც დაგიცავდი,ასეც მოვიქეცი,მე შენ ლოკაციური სამაჯური გაჩუქე,რისი საშუალებითად მოგაგენი. არ იფიქრო თავს ვიმართლებ უბრალოდ…მე სხვა გზა არ მქონდა ნატი, როგორ არ გესმის? ვიცი რო გტკივა,ვიცი რომ იტანჯებოდი,ვიცი რომ გეშინოდა,ვიცი რომ შეგძულდი,მაგრამ ნუთუ ჩვენი სიყვარული ასე დაიმსხვრა?ასე ერთბაშად?მე ერთ შანსს ვითხოვ, მხოლოდ ერთს და უკანასკნელს, ჩემი და უკვე ჩამოვიდა,არ მინდოდა გაეგო ჩემი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ სიმართლეც შეიტყო…ის ძალიან ემოციურია,ძალიან მიყვარს, ჩემი გულის ნაწილია,ისევე როგორც შენ. ერთი წუთითაც არ იფიქრო,რომ შენ გაგწირე და ის ავირჩიე, ასე არ არის!მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! გემისს?! კიდევ 1000-ჯერ გავიმეორებ ამას,მანამ სანამ პირში სული მიდგას..გთხოვ რამე მითხარი-განადგურებული იყო, ცრემლით სახე დასველებული და თვალში იმედის ნაპერწკლით გაღვივებული შემომცქეროდა,თვალზე ცრემლიც არ ჩამომგორებია, იმიტომ რომ ამ 2 კვირის განმავლობაში მათი მარაგი ამოვწურე. -უნდა წავდე-გარკვევა მჭირდებოდა, ყველაფერი კარგად უნდა გადავხარშო,მიღირს კი მისი დაკარგვა?პატიება? არ ვიცი რომელი უფრო ადვილია. უკვე გავრბოდი -ნატალია მე შენ ჩემი დაგარქვი-მხოლოდ ეს გავიგონე ბარში წავედი,7 ჭიქა ტეკილა დავლიე,არ ვიცოდი რა ჯანდაბა მჭირდა,საკმაოდ მოვასწარი დათრობა,ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა,უეცრად მხარზე ხელის შეხებამ ინსტიქტურად მაიძულა უკან შევბრუნებულიყავი,უცნობმა ცეკვა შემომთავაზა,ვიუარე, ყველა და ყველაფერი გულს მირევდა, კაცს ხელი ვკარი, ვყვიროდი -მთელი საკაცეთი მეზიზღებით-ბარიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი,საღამოს 9 საათი იქნებოდა,გაზაფხული იყო,ამიტომ ოდნავ შებინდებულიყო,გვერდი ერთმა ლამაზმა გოგომ დამიმშვენა,შენიშნა რომ ფეხზე ძლივს ვიდექი და ხელი შემაშველა – კარგად ხართ? -სიყვარულის ცეცხლში ვიწვი…სანდრო დადიანო რა მიქენი-წავუმღერე და სიცილი ავტეხე -სანდრო?-გოგონამ გაფართოებული თვალებით ამომხედა,ახლაღა დავაკვირდი,თუ როგორ ჰგავდა სანდროს თვალის ჭრილითა და ტუჩებით. -როგორ გავხარ სანდროს…-ხელების ფათურს ვუწყებ ამ საყვარელი გოგოს თვალებსა და ტუჩებს,ის კი მათ ფრთხილად იშორებს და წელზე ხელს მიცურებს,რომ წონასწორობა არ დავკარგო - თუ თვალებსა და ტუჩებს არ ამომთხრი კარგს იზამ-გადაიკისკისა -ბოდიში-ხელებს ზევით ვწევ დანებების ნიშნად,სირცხვილის გრძნობა საერთოდაც არ მაწუხებს,ალბათ დაცლილი ემოციებისა და ალკოჰოლის ბრალია…მოიცა,მოიცა რაზე ვბრაზობ? ახლავე გეტყვით. ვბრაზობ ჩემს იდიოტურ ვითომდა გამოსავალზე,რომლის საშუალებითაც ახლა გალეშილი მთვრალი ვარ ტროტუარზე,ღამის 9 საათზე კლუბის წინ.სანდრო საბოლოოდ დავკარგე,რადგან ეს თავად მოვისურვე..მაგრამ მხოლოდ ჩემი ბრალია??ნურას უკაცრავად,მან თავად გამწირა. ეს სიმართლეა! ”შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ მან შენ გადაგარჩინა. ვინ არის ეს ჯიუტი თხა ჭაკი ჯუა”-აბუჩად მიგდებდა მეორე ”მე”. ”ვაი აქედან გამასწარი ახლავე,თორემ დაგშალე მარტივ მამრავლებად” არც მე დავაკელი. -არაუშავს.ამ მდგომარეობაში სახლში როგორ წახვალ?….მოვიფიქრე,ერთი წუთით აქ ჩამოჯექი კარგი?-თბილი მზერით გამომხედა,თუმცა მის სახეს ორად…ოთხად…და უკვე რვად ვხედავდი, ბოლოს თვლა დამეზარა და უაზრო ფიქრებისგან დაცლის მიზნით,თვალები ძლერად დავხუჭე,როდესაც გოგონას ხმა მომესმა -ჰოო სან…გელოდები-ახლა მე გამომხედა-როგორ გრძნობ თავს? -ვის ველოდებით? მე ტაქსის უნდა გავყვე,გამაჩერებინე გთხოვ-ახლაღა მოვედი გონს,თუმცა ამას თუ გამოფხიზლება ერქვა,როგოც კი ფეხზე წამოვდექი,წავბარბაცდი და გოგოს ჩავუვარდი ხელებში -რას შვრებიი ნატალი?დაჯექი მანდ..მიდი….მოგვაკითხავენ ნუ ღელავ-მან ჩემი სახელი იცის. სანდრო უნდა მოვიდეს? აქ? არ არსებობს, მას ასეთ მდგოამრეობაში ვერ შევხვდები,თან რას იფიქრებს? იმდენად ვუყვარვარ და ვერ მივიწყებს,რომ დარდის ჩაკვლა მხოლოდ ალკოჰოლით მოახერხაო? რას ვაკეთებ? რა ჯანდაბა მინდა აქ?ღმერთო გამომიგზავნე ვინმე რომ გადამარჩინოს სანდროსთან სიახლოვეს. უნივერსიტეტი?ლექციები?რას ვაპირებ? ასე ვაპირებ გაგრძელბას?.ეს არ მოხდება. ფიქრებიდან მანქანის მოახლოებამ გამომიყვანა.დამერხა,თუ სანდროს გამომეტყველებიდან ვიმსჯელებთ,რადგან ”მამის მკვლელ” თვალებს არ მაშორებდა -სალო შენ დაჯექი, ამას მე წამოვიყვან- ”ამას”?! ვინ არის საერთოდ ასეთი ტონით რომ მელაპარაკება? -მომიმსინე! ტაქსით მივდივარ, გამაჩერებინე. და ჰო კიდევ, მე სახელი მაქვს!-შევუბღვირე,სალო მომშორდა და მანქანაში ჩაჯდა,მასთან მარტო დამტოვა -ტაქსი მომინდომა ქალბატონმა, ლიმუზინს ხომ არ ინებებთ?-ირონიულობის გარეშე სანდრო დადიანი წარმოუდგენელია -ტაქსიც მაკმაყოფილებს-არც მე დავაკელი -ახლა არ გამაბრაზო, წამოდი დროზე, მაგაზე დილით გესაუბრები საღ გოებაზე რომ იქნები-თვალები მრისხანებით ჰქონდა სავსე,ცოტა არ იყოს შემაშინა -ხომ გითხარ რო…-ვინ მაცადა სიტყვის დასრულება?! მკლავში ხელი ჩამავლო და მხარზე გადამიკიდა,მუშტებს ზურგზე ვურტყამდი,თუმცა ამაოდ. არა რა იოანე მეუბნებოდა,რომ კარატეში შევსულყავი,რადგან მასთან ჩხუბში ყოველთვის მე ვიმარჯვებდი და დიდი პოტენციალი მქონდა.მიუხედავად იმისა,რომ შემდეგ მივხვდი ძალით მნებდებოდა,რომ გული არ დამწყდომოდა. შევსულიყავი მეც კარატეში,ხომ მოვასკუპებდი სანდრო დადიანს ასფალტზე? მაგრამ არა!!მე ხომ ვირზე ჯიუტი ვარ. ხოდა იარე ახლა ამ სიჯიუტით ხელში და ატარე მთელი გზა მანქანით სანდროსა და მის დასთან ერთად. მისი და ისეთი საყვარელია, ეს კიდევ…ვირი და კრეტინია -ვირო,კრეტინო,დეგენერატო-ვუკიოდი,როდესაც მანქანაში შემაგდო და სალომეს გვერდით მოვთავსდი,აღარც შვწინააღმდეგებივარ,არაქათი გამომეცალა,თან სალომესი შემრცხვა. არ იფიქრებდა ვინ არის ეს ქაჯიო?ანდა იფიქროს, არ ვარ თუ?! -იდიოტი გამოგრჩა-დაამატა ნიშნისმოგებით და ირონიული მზერა მტყორცნა -დიახ ეგეც ხარ! რა მიხვედრილი ხარ შენ-არც მე დავაკელი-შენ რაღა გაცინებს??-ვუთხარი ცოტა არ იყოს აგრესიულად სალომეს -მე თქვენზე მეცინება-თეთრი კბილები გამოაჩინა -მერედა რას ხედავ სასაცილოს?-ცალი წარბი ავუწიე, აშკარად შარს ვეძებდი და პასუხიც მივიღე -ეი შენ მომისმინე გოგონი, წესიერად ელაპარაკე სალომეს, არ დაგავიწყდეს რომ ის რომ არა ახლა სადღაც მთვრალი ქუჩის ქალივით ეგდებოდი…-მკაცრად მითხრა. გულში რაღაც ჩამწყდა, მან მე ”ქუჩის ქალად” მომიხსენია…სალომესთან მიმართებაში მართალი არ ვიყავი,მაგრამ მეტკინა, მისი გულგრილობა გულს მიკლავს, აი რატომ არ მინდა მასთან სიახლოვეს ყოფნა.ის მკლავს და სიცოცხლეს მისწრაფებს, ირგვლივ ყველა და ყველაფერი უფერულდება,როდესაც მას ვხედავ, მე კიდევ მრავალფეროვნება და ფერადობა მიყვარს. -სანდროო რა ლაპარაკია ეს?? არაუშავს, მთვრალი ბევრი შეიძლება იყოს-მხარზე ხელი დაადო ძმას ,როდესაც წინ გადაიწია. მის ხმაში აღელვებას ვკითხულობდი -ამხელა გოგომ ლაპარაკი უნდა ისწავლოს და კარგი და ცუდი უნდა გაარჩიოს-კბილებში გამოსცრა-შენს უპატივცემულობას არავის ვაპატიებ…არავის!-დაამატა ბოლოს -მართალია, ბოდიში სალომე-თავი დავხარე თითქოს პირველ კლასელი ვყოფილიყავი და მასწავლებელი საშინაო დავალების არ ქონის გამო მსაყვედურობდა. ხელების ფშვნეტა დავიწყე -არა რას ამბობ ნატალი,არაუშავს-გამიღიმა.თავი მინას მივადე და ცრემლებს საშუალება მივეცი ჯებირიდან გადმოცვენილიყვნენ და ღაწვებზე გზა გაეკვალათ,ისინი შეუმჩნევლად მოვიშორე.თურმე ავტომობილში ჩამეძინა,როდესაც გავიღვიძე თავი საშინლად მტკიოდა. ბუნდოვნად მახსოვდა ყველაფერი. მაგრამ სად ვარ? აქ რა მინდა? ვერ ვიხსენებდი აქ როდის მოვხვდი,სანამ სალომემ კარი არ შემოაღო. ერთ დიდ კარგად მოწყობილ ოთახში არსებულ ფუმფულა საწოლში ვიყავი მოკალათებული. -როგორ გეძინათ ქალბატონო?-გამიღიმა -უკეთესადაც ვყოფილვარ…-გავუღიმე -ჩამოდი ვისაუზმოთ. უფროსწორად, უკვე ვისადილოთ-ჩაიღიმა- დღეს უნივერსიტეტში არ წავსულვარ. არაუშავს თუ ერთ დღეს გავაცდენ, ავანაზღაურებ,თან საპატიო სტუმარი მყავს…-სიტყვა გავაწყვეტინე -სამაგიეროდ მე უნდა წავიდე.დიდი მადლობა ყველაფრისთვის.სააბაზანო მიმასწავლე გთხოვ-ლოგინიდან წამოვხტი,ტანზე თბილი პიჟამა მეცვა,რომელზეც საყავრელი პანდა იყო გამოსახული, მივხვდი,რომ სალომესი იყო – რა?უნდა ვისადილოთ. მაგას რომ თავი დავანებოთ უკვე 1 საათია, რა დროს უნივერსიტეტიაა?-შემომხედა გაკვირვებულმა და სიცილი დაიწყო -რა? მართლა? სირცხვილო-თავზე ხელი შემოვირტყი და ლოგინზე მოწყვეტით დავჯექი- ძალიან დიდი ბოდიში თქვენ სივრცეში შემოვიჭერი,თან…უნივერსიტეტში გუშინ პირველად ვიყავი 2 კვირის შემდეგ…-თავი დანანებით გავაქნიე-რა დალევა ამიტყდა?სად მაქვს ტვინი-ემოციების ზღვა ნაკადი შეიჭრა ჩემ ორგანიზმში და ტირილი დავიწყე -შენ რა ტირი??-მომიახლოვდა აღშფოთებული და მიმიხუტა. თვალები მოვისრისე -რა, არ მაქვს სატირლად საქმე? ალკოჰოლიკობაღა მაკლდა, რაა დანარჩენი ხომ ყველაფერი მოგვარებული მაქვს ჩემ ძაფივით არეულ ცხოვრებაში. თან უნივერსიტეტი გავაცდინე-თავი ხელებში მოვიქციე -კარგი რა, 1 დღეს გაპატიებენ,აანაზღაურებ ბოლოსდაბოლოს. ადვილი არ იქნება,თუმცა დარწმუნებული ვარ შრომისმოყვარე გოგო ხარ. დალევით კიდევ ყველას დაულევია, ნუ ღელავ -ნუ ღელავ…რა იოლი სათქმელია სალომე.მადლობა ყველაფრისთვის-ჩავეხუტე -ახლა კი გამოიცვალე და სამზარეულოში ჩამოდი -სახლში რატომ არ წამიყვანეთ? აქ რატომ ვარ?-ახლაღა გამახსენდა ამის კითხვა -სანდრომ მოისურვა ასე, თან მეც ვერ დავუშვებდი,რომ ბინაში მარტო დამეტოვებინე-გამიღიმა და დამტოვა. თურმე სანდრომ მოისურვა ასე. ჰმმ… ახლა მასთან ვალში ვარ? არაფერიიც!!! ბარი-ბარში ვართ. მის მიერ მოყენებული ტკივილი არც ახლა გამნელებია..”შენ მასზე მწარე ტკივილი მიაყენე” ჩამძახოდა ჩემი მეორე მე. ნუთუ მართალია? არ ვიცი რა ვიფიქრო. მალე მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი. მე და სალომემ ვისადილეთ,როდესაც წასასვლელად მოვემზადე და სალოს დავემშვიდოდე სანდრომ კიბიდან დამიძახა -ნატალი ჩვენ სალაპარაკო გვაქვს-უემოციო ხმა ჰქონდა -ჩვენ სალაპარაკო არ გვაქვს-ფეხზე მყარად ვიდექი -რომ გეუბნები უნდა გელაპარაკო მეთქი, ესეიგი გვაქვს-გაბრაზდა -რაში გჭირდება ”ქუჩის ქალებთან” საუბარი?-ირონიულობა ავიკარი სახეზე -მე დაგტოვებთ-ჩაგვეჭრა სალომე და ბრძოლის ველს გაეცალა -წესიერად ილაპარაკე შენ-სანდრო ჩემკენ მოიწევდა. გული გამალებით მიცემდა -რა არ მოგეწონა? მე მხოლოდ შენი სიტყვები გავიმეორე-შევუტიე -შენ მხოლოდ იმას იგებ რისი გაგებაც გსურს! მე არ მიგულისხმია რომ ქუჩის ქალი ხარ! ამას არც გეტყოდი. ან საერთოდ ამაზე რატომ ვდაობთ? ხმა არ გაქვს ამოსაღები, ჩხუბის შეემდეგ წადი და ალკოჰოლით გამოილეშე-ყვირილზე გადავიდა, მომიახლოვდა, მის 2 დაკუნთულ ხელს შრის მომაქცია,როდესაც კედელთან ამაყუდა-სალომე რომ არა რას აპირებდიი?! ჰააა?? მიპასუხე-შევცბი როდესაც ცალი ხელი კედელს ძლიერად დაარტყა,ნუთუ არ ეტკინა?სიმწრისგან თვალები დავხუჭე. ეს შემატყო და ხელები მალევე მომაშორა,ასე გამათავისუფლა თავისი მარწუხებისგან -მე არ ვარ ვალდებული რომ ანგარიში ჩაგაბარო-სახეში არ შემიხედავს ისე ვუთხარი. უბრალოდ ძალა არ მქონდა მასთან საუბრისა. -რას ნიშნავს ვალდებული არ ხარ??-კბილებში გამოსცრა, მომიახლოვდა და ნიკაპთან ხელი მომკიდა, თავი ამაწევინა-თვალებში შემომხედე -აი ასე ჩვეულებრივად. ჩვენ ერთად აღარ ვართ. მე ჩემთვის ვარ, შენ შენთვის-გული მეწვოდა ასეთ სიტყვებს რომ ვეუბნებოდი,მაგრამ მე ის ნატალი აღარ ვარ…რაღაც შეიცვალა ჩემში,რასაც უნდა შევგუებოდი,რადგან მას ვერ ვეწინააღმდეგებოდი. სანდროსთან სიახლოვე მკლავს, ეს კარგს არაფერს მომიტანს -ნატალი მე შენთან ლაპარაკი მინდა… არ მინდა გავბრაზდე და გატკინო-თვალებში თხოვნით შემომხედა -და რაზე უნდა ვისაუბროთ ვერ ვხვდები-თვალები ავატრიალე,როდესაც ხელი მკლავში ჩამავლო. ხელის დახსნა ვცადე მისი მარწუხებიდან,თუმცა ამაოდ. -გამიშვი, მტკენ-ამოვიხავლე. მანაც სწრაფად შემიშვა ხელი,ხელები თმაში შეიცურა და დივანზე ჩამოჯდა -ნატი…მე შენ მიყვარხარ. ეს ხომ იცი? მე მხოლოდ 1 შანსს ვითხოვ. მინდა ეს შანსი მომცე,რომ ერთმანეთისთვის ვიცხოვროთ, შენ გარეშე არარაობა ვარ. ნუთუ არ გესმის? მე შენ ”ჩემი” დაგარქვი. ასე მწარედ რატომ მსჯი?-თვალები აუწყლიანდა -მე შენ არ გსჯი სანდრო-თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა,მiვუახლოვდი-უბრალოდ ერთად ვერ ვიქნებით,ყოველთვის გაუგებრობები გვახვევია თავს,ცხოვრება კი გვირთულდება -ცხოვრება ისედაც რთულია ნატალი, ნუთუ ეს არ იცი? ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ნატი-ჩემი სახე მის თლილ ხელებში მოიქცია -”ჩვენ” არ არსებობს სანდრო….-მისი ხელები მოვიშორე-მე ვერადროს დავივწყებ იმას რომ შენ გამწირე-მოვიტყუე, მწარედ ვიცრუე. სინამდვილეში ასე იმიტომ მოვიქეცი,რომ მასთან სიახლოვე ჩემთვის გაუსაძლისად მძიმეა,ის იმდენად მიყვარს რომ მასზე დიდხანს გაბრაზება არ შემიძლია.დავუჯერე, ვიცი რომ სხვა გზა არ ჰქონდა,უბრალოდ არ შემიძლია მას ცხოვრება წავართვა. ის ჩემთან ბედნიერი ვერ იქნება, ვიცი რომ თავს ყოველთვის დამნაშავედ იგრძნობს მ შემთვხვევის გამო. -მე კი მჯეროდა რომ გამიგებდი…მე ხომ ეს ორივეს გადასარჩენად გავაკეთე- სიმწრით გაიღიმა,სახეზე ცრემლი სდიოდა,რომელიც მალევე მოიშორა -ეგ შეიძლება შენ დაიკოს დააჯერო,მაგრამ მე ვერ დამაჯერებ, მუდამ შიშში ვერ ვიცხოვრებ-ისევ ვაგრძელებდი. ღირსი ხომ ვარ რომ სახეში გამილაწუნოს? თუმცა ვიცი რომ ამას არასოდეს გააკეთებს, ის მე თვითნებურად არასოდეს მატკენს, თავსაც კი გასწირავს ჩემ გამო -ჩემ დაზე ასეთი საუბარი აღარ გაბედო-უეცრად ჩემკენ წამოიწია და დამიყვირა,მოულოდნელობისგან შევხტი-იცი რაა?? ძალიანაც კარგი რომ ერთად აღარ ვიქნებით,არ მჭირდება ისეთი ადამიანი გვერდით რომელიც ვერ მიგებს, არ მენდობა და არ მაფასებს, ჯანდაბამდეც გზა გქონია. გაეთრიე ჩემი სახლიდან-ხელი მკლავში კვლავ ძლიერად ჩამავლო და კარისკენ გამაბუნძულა -სანდროოო!!-სალომეს ხმა გავიგე,თუმცა უკვე გვიანი იყო, სანდრომ გარეთ გამომიძახა,მე კი უკანმოუხედავად გავიქეცი სახლისკენ. ******** სანდროს თვალთახედვიდან. -ახლავე გააღე კარი სანდრო, რას აკეთებ? გოგო გარეთ გააგდეე?-მიყვიროდა სალომე. გული მტკიოდა ნატალის გამო, რომელიც ჩემი აღარ იყო და სული მიწიოკდებოდა ჩემ დას ასეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებდი -სალომე მე და ნატალი დავშორდით გესმის??? ის აქ აღარ დავინახო. მან ერთი შანსიც კი არ მომცა-ხელი ჩავიქნიე და ლარნაკი კედელს ვესროლე. სალომე უეცრად დაიკლაკნა და ხელი მტევანზე დაიდო -აუუჩჩჩ-წამოიკნავლა-მადლობა სანდრო-აცრემლებული და სევდიანი თვალებით ამომხედა, გული მომიკვდა. ლარნაკის ნამსხვრევი ხელში შეერჭო და სისხლი წასკდა -სალ…მაპატიე ჩემო ლამაზო-მისკენ წავიწიე,თუმცა მან უკან დაიხია -არ აქვს მნიშვნელობა ნატალისთან როგორი ურთიერთობა გაქვს, მე მინდა რომ მასთან ვიმეგობრო. არ მაქვს ამის უფლება? თუ შენ უნდა დაგემონო მთელი ცხოვრება?-მის თვალებსა და ხმაში წყენას ვგრძნობდი, მას 10 თითივით ვიცნობდი. მისი სახე ჩემ ხელებში მოვიქციე და ლოყები და შუბლი დავუკოცნე, შემდეგ ხელი დავუმუშავე -არ გაბედო და არასდროს აღარ მითხრა ეგეთი სისულელე, შენ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ-ძლიერად ჩავიკარი გულში -ნატალი?-ცრემლიანმა შემომხედა,რომელსაც ცრემლები ცერა თითით შევუმშრალე -ტირილი არ გაბედო.ვარდივით თვალებს ნუ ინამავ, თორემ გავბრაზდები-ვუთხარი თბილად და თავზე ვაკოცე-მე და ნატალი დავშორდით, თავად მოისურვა ასე.. იქნებ ასე უფრო უკეთესია?! მის გვერდით რომ ვყოფილიყავი ალბათ თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი,რომ ის განსაცდელში ჩაგადე,თუმცა მას რომ ეპატიებია, როგორმე გავუმკლავედბოდი ამ დანაშაულის გრძნობას და მხოლოდ იმას გავითავისებდი რომ ის მიყვარს… ამიერიდან თავისუფალი ვარ-ნაძალადევად გავიღიმე- შეგიძლია რა თქმა უნდა ჩემო პატარა,რომ მისი მეგობარი იყო,უბრალოდ ჩვენ სახლში მისი დანახვა…ნამდვილად არ მინდა- სალო დივანზე დავაწვინე და მეც მივუწექი. -მიყვარხარ-მითხრა ტკბილი ხმით -მეც ჩემო სიცოცხლის აზრო-ხელი მოვხვიე ტკბილად დავიძინეთ. გული მეწურებოდა,რომ მახსსენდებოდა ჩემი ერთადერთი სიყვარული,მაგრამ მან ეს გრძნობა ფეხქვეშ გათელა. *********** ნატალის თვალთახედვიდან ერთმა თვემ ჩვეულებრივად ჩაიარა. ასე თუ ისე მივეჩვიე სანდროს გარეშე ცხოვრებას. უნივერსიტეტში შესვლისას თიკა დავინახე,რომელიც იოანესთან ერთად მიაბოტებდა აუდიტორიისკენ -ოჰ,აქ ვინ ყოფილა-დავეღრიჯე იოს და ორივე გადავკოცნე -რას შვრები ნატი?-მითხრა თიკამ -რავიცი ლექციაზე ვაპირებ შესვლას თქვენ?? -რავი შემოგიარეთ, ხომ ხართ ჭკვიანად?-ცალი წარბი აწია იოანემ. გადავიხარხარეთ -აბა რაა ძამიკო, ჩვენ დაა ქაჯობა გაგიგია აბა??-ვუთხარი ნიშნისმოგებით და თიკას გადავხედე -აბა ისეთი წყნარები ხართ, ცხრა მთას იქით რომ ვიყო ვიღაც მაინც მეტყვის შენი დაიკო და შეყვარებული თავზე იმხობენ ყველაფერსო -ვერ ვიტან ენატლიკინა ხალხს.პიტალოები-ცხვირი ავიბზუე და გავიცინე -ჰე აბა ჭვიანად ახლაა თორემ მოგხვდება ენაგრძელო-იოანემ შემიბღვირა და შემდეგ ორივე ჩაგვკოცნა -5 წლის ნატალი ხომ არ გგონივარ ბიჭო შენ ერთი თქმით რომ მატირებდი?!-შევხედე ალმაცერად-თუ პრობლემაა ბრატ გამო ჩავიცუცქოთ დაა….-ვეღარ დავამთავრე რადგან ჩამუხლული თიკა დავინახე. ისე ჩავბჟირდი ძლივს მომაბრუნეს,თიკა იოანემ წამოაყენა -თორემ 5 წლის ასაკში ხომ რას ამბობ სულ გულჩვილი იყავი და ვითომ ტირილით ჩემს ულუფა ნუტელასაც არ მიითვისებდი ”პატარა ვარ და ჩემი გაბრაზება არ შეიძლებაო”. მსახიობო-ენა გამომიყო, ახლა კი თიკას მიუბრუნდა – ეიი, თიკა პატარავ რა ხდება იატაკს რომ მიეალერსე მე აქ არ ვარ?-თვალებში ჭინკები აუთამაშდა იოანეს,რაზეც თიკამ მუჯლუგუნი კრა,იომ კი ძლიერად ჩაიხუტა და თავზე აკოცა. როგორ მიყვარს ეს წყვილიი -ვაიმე, ჩემი ტკბილი ჟელიბონები….. -ჟელიბონი ისედაც ტკბილია სულელო-გამაჯავრა თიკამ -კაი ხოარ მატყუებ თიკსონ??-ვითომ გავიკვირვე-პირჯვარი გადავსახე ორივეს-ჰეიიი ვატყობ მე მურმანის ეკალი ვარ და არ მინდა დაგჩხვლიტოთ-ხელები ავწიე და ორივე დავტოვე,რაზეც დამეჯღანენ -მაგდენს თუ მიხვდიიი…..-გამაჯავრა იომ. აუდიტორიაში შესვლისას ერთმანეთზე მიტმანსული ლილი და სანდრო დავინახე. ასე მალე დავუვიწყებივარ ბიჭს. კი მაგრამ სხვას რას ველოდი? მასზე უარი თავად ვთქვი, ახლა იჯექი და უყურე როგორ ეალერსება ლილი მას. თითქოს ეს 1 თვე არც არსებობდა, და ჯერ კიდევ გუშინ ამიხსნა სანდრომ სიყვარული. უნდა დავივიწყო! სანდრო დადიანი მხოლოდ ჩემი კურსელი და ძველი მეგობარია….რა ცუდია რომ მეგობარიც აღარ არის. ან როგორ შეიძლება ჩემი საყვარელი ადამიანი მეგობრად დავიყენო და რჩევები მივცე,თუ როგორ ასიამოვოს თავის გასართობს?ნუთუ მართლა ასე მალე დამივიწყა? ცალყბად გავიღიმე და ადგილი დავიკავე. ყურადღება არცერთს მოუქცევია. ისინი სულ დამავიწყდა,როდესაც აუდიტორიაში შემომავალი ალექსი შევნიშნე,რომელიც გვერდით მომიჯდა. წარსული ამომიტივტივდა,კანკალი დავიწყე,წამოდგომას ვაპირებდი,როდესაც ლექტორმა შემაყოვნა -რა ხდება ნატალი? -ლექტორო შეიძლება გავიდე?შეუძლოდ ვარ -კარგი,შეგიძლია გახვიდე -უკაცრავად,შეიძლება,რომ გავყვე?-მომესმა ნაცნობი ამაზრზენი ხმა -რატომ მარტო ვერ შეძლებს სიარულს?-ნიშნისმოგებით უთხრა ლექტორმა. უჰ, როგორ მიყვარს ეს ქალი -არ არის საჭირო-ვთქვი მკაცრად და მრისხანებით აღსავსე მზერა ვიგინდარა ალექსს ვტყორცნე. საპირფარეშოში შევვარდი ტირილი დავიწყე. ვბღაოდი,სხეული არ მემოჩილებოდა და ჩავიკეცე. ნახევარ საათიანი საპირფარეშოში ყოფნის შემდეგ აუდიტორიაში დავბრუნდი, ამ იდიოტის გამო ლექციაზე დასწრებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი! სანდრომ ჩემი ჩაწითლებული თვალები შეამჩნია და მომუშტული ხელები, დაჭიმული ყბა და მრისხანებით აღსავსე თვალები შევნიშნე,რომლითაც ალექსს უცქერდა. ის მალევე დავაიგნორე, ფიქრები ვუკუაგდე და ადგილს დავიჯექი.ყურადღება არ მივაქციე ბუნების შეცდომის ჩემ გვერდით ყოფნას და მთელი ყურადღება ლექტორსა და ლექციაზე გადავიტანე. სხვათა შორის გამომივიდა კიდეც. ნამდვილად გავიზარდე და უფრო ძლიერი გავხდი,თუმცა ეს რის ფასად დამიჯდა მხოლოდ მე ვიცი. ”და სანდრომ” კვლავ არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას მეორე ”მე”. ******* და აი დადგა ეს დღეც. უნივერსიტეტის პირველ კურსს ვამთავრებთ,ამიტომ სტუდენტებმა გადავწყვიტეთ ფართი გვექირავა და ეს სიახლე აღგვენიშნა. თიკამ შავ ერთიან ტანზე მომდგარ მოკლე კაბასა და სადა ხორცისფერ მაღალქუსლიანებზე შეარჩია არჩევანი, თმა ჩამოიშალა და დაილოკონა,მაკიაჟიც ძალიან მოუხდა და საბოლოოდ საოცრად გამოიყურებოდა. კაბის ზურგი მთლიანად ამოღებული იყო,რაც ძალიან სექსუალურს ხდიდა. მე კი მუქი შინდისფერი წელში გამოყვანილი გრძელი კაბა ავარჩიე,რაც წელსა და გრძელ ფეხებს კარგად მიკვეთდა,ზურგი ისევე როგორც თიკას ჩემ კაბასაც არ ჰქონდა,ხოლო არჩევანი მეც ”შპილკებიან” შავ ფეხსაცმელზე შევარჩიე. თმა ავიწიე და ”აბიომი” გავიკეთე, მაკიაჟი კი მეზობელმა გამიკეთა,რომელსაც ეს საქმე კარგად გამოსდიოდა.მე და თიკამ ერთმანეთი შევათვალიერეთ და რესტორანში წასასვლელად მოვემზადეთ. -გამეცნობით ლამაზო?-კისკისებდა თიკა -მაპატიეთ დაკავებული ვარ,თაყვანისმცემლების რიგს ვერ ავუდივარ და.. აიი ერთ-ერთიც-გადავიხარხარეთ და მზერა კარში აყუდებულ იოანეს მივაპყარით -აბაა დატრიალდით-შემოგვეგება იო -ოხ, თქვენ უნდა მომკლათ მე ეჭვიანობისგან-თავი გააქნია-არა რაა,რა უბედურებაა არ შეიძლება მეც წამოვიდე? მერე რა თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტი და პირველკურსელი რომ არ ვარ?-გაბრაზდა -ჩემი დათვის ბელიი-ლოყაზე ვაკოცე და ჩავეხუტე -ჩემი კნუუტი, ნუ გეშინია იო არ მოგვიტაცებენ-თიკაც ჩაეხუტა -მასე აღარ იხუმრო-იოანემ სერიოზული ტონით უთხრა. სამივეს ჩემი გატაცების ამბავი გაგვახსენდა -აბა ახლა მოწყენა არ იყოს, წავედით თიკსონ, კარგად ძამიკო, მიყვარხარ,გეფერები,გკოცნი -შენი აფერისტი თავი რა იქნა-ხელი გადამხვია იოანემ და თავზე მაკოცა, თიკა კი მერე მხარეს მოიქცია და ხელზე აკოცა უნდა ვაღიარო რომ ორივე კარგად,უფროსწორად სექსუალურად და ქალურად გამოვიყურებოდით,ეს ბევრმაც აღნიშნა და ჩვენც დიდ მადლობას მოვახსენებდით მათ. ირგვლივ მიმოვიხედე და სანდრო დავლანდე,რომელიც თითქმის ბიუსჰალტერის ამარა მჯდომ ლილისთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა. მათ ირგვლივ ხალხმრავლობა იყო. -თიკა მოდი იქ წავიდეთ-ვანიშნე თიკას და ავღელდი -ნატი, სანდროსთან სიახლოვე რომ მოგიწევდა ხომ იცოდი?-თვალებში შემომხედა -ვიცოდი,მაგრამ მერე რა?-ვთქვი უდარდელად -არაფერი,ისე-მხრები აჩეჩა-ისე ძალიან სიმპატიურია,თუმცა ეს ძუ*ნა გვერდს უმყრალებს-ჩამიცინა -გეტყობა ჩემი დაქალი რომ ხარ-მხარი გავკარი და გავუცინე -ვაუ გოგოებო-წამოიძახა ერთ-ერთმა ბიჭმა-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება -მადლობა-მე და თიკამ ერთხმად წამოვიძახეთ,სანდროს მზერას შევეჩეხე,რომლის თვალებიც ხარბად მათვალიერებდნე,ნ თუმცა მალევე მომშორდნენ. -აბა გოგონებო ”სიმართლე და მოქმედება”-ს ხომ ითამაშებთ?-გვკითხეს -კი რატომაც არა-ვთქვი მხრის აჩეჩვით -მეც თანახმა ვარ-თანხმობის ნიშნად ხელი აწია თიკამ და გაიცინა -ძალიან კარგიი-თქვეს კმაყოფილი სახით.ბოთლი დაატრიალეს. -ალექს, სიმართლე თუ მოქმედება?-უთხრა ლუკამ.ალექსი თვალს არ მაშორებდა და ხარბად მათვალიერებდა,სხვათაშორის დისკომფორტს არ ვგრძნობდი იმის კვალობაზე რომ ლილიმ სანდროს სხეულშც კი შეაღწია ისე ეტმანსებოდა არაფერი დაშავდებოდა თუ ბიჭი ალექსისავით შემომხედავდა, მეტს მაინც ვერ მიიღებდა, ამის უფლებას აღარ მივცემდი. -სიმართლე ჩემო ლუკიტო-ხელები ერთმანეთს გაუსვა და ცალყბად ჩაიცინა -ყველაზე მეტად რას ნანობ?-ჩამეცინა. ამანაც დასვა რა. რას უნდა ნანობდეს ეს ველური?! -ერთხელ ჩემმა ყოფილმა ძმაკაცმა თავისი შემთხვევვის შესახებ მიამბო,რომ კლუბთან ახლოს ერთი გოგო ძალადობას გადაარჩინა. ის მას მსუბუქი ყოფაქცევის გოგოდ მიიჩნევდა, მას ჩვენც კარგად ვიცნობთ…-ცალყბად ჩაიცინა. გულისყურით ვუსმენდი-სწორედ ერთ დღეს გადავწყვიტე ამ გოგოსთვს მესიამოვნებინა და მოხდა ისე,რომ ეს ჩემი ძმაკაცი ანეგელოზის როლში მომევლინა მე კიდევ მტყუანი გამომიყვანა. არადა თავადაც ისე კარგად აშიშვლებდა თავისი აზრებით იმ გოგოს რომ….მოკლედ ყველაფერი მე დამბრალდა, ახლა კი ის გოგო დასანახად ვერ მიტანს, სწორედ ამას ვნანობ. ვნანობ რომ ამ გოგომ მხოლოდ ჩემი ველური მხარე დაინახა, მე შევცდი რომ მას სიმართლე მაშინვე არ ვუთხარი და ვითომ მისი გადამრჩენელის ნამდვილი სახე დღესაც არ იცის. დავასრულე-ნაამბობის დასრულება და სანდროს გაცეცხლებული სახის დანახვა, ალექსისთან მისი მივარდნა და მუშტებით ცემა და ჩემი სუფთა ჰაერზე გამოვარდნა ერთი აღმოჩნდა. -ნაბი*ვაროოო, მატყუარა-უყვიროდა ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა. სანდრო იმ დროს ჩემზე ფიქრობდა რომ მსუბუქი ყოფაქცევის ვიყავი?? ”თავადაც ისე კარგად აშიშვლებდა თავისი აზრებით იმ გოგოს რომ..” თავში ყველაფერი ამომიტრიალდა.ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევდა.ჩავიმუხლე და ავბღავლდი. თუმცა რა მიკვირს? განა იმ დროს ყოველთვის ირონიით არ მესაუბრებოდა? სხვას რას იფიქრებდა? იდიოტი, კრეტინი, თავხედი. არა, არავის მივცემ უფლებას რომ სულიერად ხელახლა გამტეხოს.შიგნით არეულობა იყო, მალე ნაბიჯების ხმა გავიგე და სანდრო დავინახე -გამატარე-წამოვდექი,ცრემლები შევიმშრალე და რესტორანში შესასვლელად წინ წავედი -უბრალოდ მინდა გითხრა რომ ეს ამბავი ასე არ არის, მე თავიდან ვფიქრობდი რომ მასეთი იყავი,ხოლო შემდეგ არა, პირიქი ალექსის ვუყვებოდი თუ როგორი თავნება და უკარება იყავი..არ დაიჯერო ეს ტყუილი. -ახლა მესმის რატომ გითხრა ალექსიმ მაშინ ”შენი თავი ანგელოზად გამოიყვანე და მე მტყუანი გამომიყვანეო. ნატალის უთხარი რასაც მასზე ფიქრობო?” მე კითხვა დაგისვი თუ რას გულისხმობდა ალექსი. გახსოვს?არ მგონია. შენ მიპასუხე მენდობი თუ არაო. მე სულელმა კი ბატივით დაგიჯერე-ხელები ცაში ავღმართე და სიმწრით გავიცინე -მომისმინე… -რა უნდა მოგიმსინო რაა. წადი და ლილის მიხედე -მომისმინე ამის დედაც-იღრიალა-ძალიან კარგად იცი რომ თავიდან შენთან კარგი ურთიერთობა არც მქონდა, თავიდან მართალია ასე ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა… იმ სი*მა ბევრი რამ გადააჭარბა, ჩემი აზრებით შენ არასდროს გამიშიშვლებიხარ! მე შენ არასდროს მომიტყუებიხარ ნატალი -კარგი დავივიწყოთ. შევიდეთ-ვთქვი უემოციოდ ალკოჰოლისა და თამბაქოს სუნი ერთმანეთში გაჟღენთილიყო. -სანდრომ მითხრა რომ ის გამოგყვებოდა და აღარ გამოვედი, კარგად ხარ?-ანერვიულებული თიკა შემომეფეთა -კარგად ვარ საყვარელო, ნუ ღელავ-გადავეხვიე იქვე წამომჯდარი ტუჩგახეთქილი ალექსი დავლანდე, რომელიც თვალს არ მაშორებდა. როგორ მსიამოვნებდა მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა ვერც წარმოიდგენთ.მალე სანდრომაც დაიკვა ადგილი,რომელიც ალექსს უბღვერდა. ოხ, ეს 2 ერთად მაინ სხვა განზომილებაა. ”სიმართლე და მოქმედებას” თამაში კვლავ განვაგრძეთ. საინტერესო არაფერი მომხადარა,სანამ ნიკა არ შემხვდა. ეს იდიოტი ლაწირაკი ბიჭი. -ნატალი სიმართლე თუ მოქმედება? -მოქმედება-ვთქვი მტკიცედ. ადრე მოქმედებას არ ავირჩევდი,რადგან შემეშინდებოდა რამე ისეთი არ ეთხოვათ რაც შეურაცხმყოფელი იქნებოდა ჩემთვის. ახლა კი ეს კომპლექსი აღარ მაქვს -შენ და ალექსი 5 წუთით ცალკე გადით…-ალექსს ჩაუღიმა.ოხ, ეს თვითდაჯერებული 2 იდიოტი -კარგი, თანახმა ვარ-ვთქვი მტკიცედ და ფეხზე წამოვიჭერი -მანდ დაჯექი არსადაც არ წახვალ-სანდრომ შემომიბღვირა,შემდეგ კი ნიკასა და ალექსს გადახედა-ასეთი სურვილები მიზანშეწონილი არ არის-მუშტებს ერთმანეთს ძლიერად უჭერდა -კარგი რა სან, დაიკიდე-ტუჩის კუთხესთან აკოცა ლილიმ -მართალი ხარ ლილი, ეს მხოლოდ მე და ალექსს გვეხება-ალექსს ხელი ჩავკიდე და გასასვლელისკენ გავიყვანე. ასე დავტოვე გაცეცხლებული და დაშტერებული სანდრო დადიანო თავის ნაშასთან ერთად. მე და ალექსმა რესტორნის შენობა დავტოვეთ. -მომწონს შენი გადაწყვეტილება-კვლავ ხარბად ამათვალიერა და რასაც ჰქვია თვალებით გამაშიშვლა. ცალტვინა იდიოტი. -და რა გადაწყვეტილებას გულისხმობ?-ირონიულობა ავიკარი სახეზე და თვალი თვალში გავუყარე -რომ ცალკე ყოფნის საშუალებაზე უარი არ თქვი-ხელები ჯიბეში ჩაიწყო და ვნებამორეული მზერა მტყორცნა. მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი,ხელები გადავიჯვარდინე,მისკენ წავიწიე და ყურში ჩავჩურჩულე -მომისმინე თვითდაჯერებულო იდიოტო, ის დამფრთხალი,შეშინებული გოგო არ გეგონო,რომელსაც შენი დანახვისას შიშის ზარი ეცემოდა. მე ნატალი გრძელიძე ვარ, მომიახლოვდები? სიცოცხლეს გაგიმწარებ! შემეხები? არ დაგინდობ! ადგილზე ‘მოგკლავ’ და იმდენს ვიზამ რომ ეგ ერთი ადგილი ისეთ მდგომარეობაში დაგრჩეს გამრავლება ვეღარ შეძლო და სიამოვნების მომნიჭებელი ურთიერთობები სხვა ნაშებთან ვეღარ გააჩაღო. მიფრთხილდი,ენა დაიმოკლე და დაიმახსოვრე, აქ იმიტომ გამოვედი რომ თამაშის წესისთვის არ გადამეხვია და არა იმიტომ რომ შენი ხილვა მსიამოვნებს! ახლა კი შესვლის დროა-მას ნელა მოვშორდი,ალმაცერად შევხედე და გაშტერებული დავტოვე ერთ ადგილას გაშეშებული. მომწონს ჩემი თავი და ამ მომენტში გამოჩენილი გაბედაობა.როდესაც შენობაში შევედი ალექსი უკან მომყვებოდა,მას მკაცრი და ღიმილნარევი მზერა ვტყორცნე და ადგილს დავუბრუნდი.მაშინვე შევნიშნე სანდროს გაცოფებული თვალები,რომლებიც მე და ალექსს გვეკუთვნოდა,საფერფლე კი თამბაქოს ნამწვავებით იყო გავსებული. იმედია კარგად არის, ნუ ნამწვავების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კვამლში უნდა იხრჩობოდეს და ფილტვები უნდა გადაეწვას. ჩავიღიმე და თამაში განვაგრძეთ. თამაშის შემდეგ ვცეკვავდით,ვსვამდით და ერთი სიტყვით კარგად ვერთობოდით. როდესაც ნელი,სასიამოვნო ჟღერადობის სიმღერა გაისმა ჩემ ზურგს ვიღაცის თლილი ხელები შეეხო.ეს სურნელი,მტევნები…მაშინვე მივხვდი თუ ვინ იდგა ჩემ უკან,მათ მოშორებას სრულებითაც არ ვაპირებდი,პირიქით უფრო გავთამამდი და მისკენ შევტრიალდი. -რატომღაც მეგონა რომ თავიდან მომიშრებდი-მითხრა ირონიულად სანდრომ,მე ცალი ხელი მხარზე დავადე,მეორე კი თავის მტევანში თავად მოიქცია. უნდა ვაღიარო რომ ძალიან კარგად ცეკვავს. ნელა,რიტმულად,სინქრონულად…ისე როგორც მე მსიამოვნებს.”შენ ზოგადად სანდრო გსიამოვნებს” შემახსენა ჩემმა მეორე ”მემ”. -შევიცვალე-არც მე დავაკელი ირონიულობა,თვალი თვალში გავუყარე-გერჩივნა შენთვის ხელი მეკრა?-კითხვით მივმართე -ყოველშემთხვევაში არ გამიკვირდებოდა მაინც-მის სახეზე სევდამ დაისადგურა,თუმცა ცალყბად მაინც ჩაიღიმა -მიყვარს მოულოდნელობები-ტუჩის კუთხე ჩავტეხე-ისა და შენი გოგო არ გიბრაზდება მე რომ მეცეკვები? ისეთი სახით ზის ვგონებ ფიქრებში 100-ჯერ ამკუწა-სიცილი ძლივს შევიკავე -მეც მიყვარს მოულოდნელობები-სახე ჩემ ყურთან ახლოს მოიტანა-ულამაზესი ხარ,შეიფერე და დაივიწყე ლილი, ამ წამს-ჩავიღიმე,თუმცა ეს გულწრფელი ღიმილი იყო. დღეს ბევრმა აღნიშნა რომ კარგად გამოვიყურები,თუმცა მისი ბაგედან წარმოთქმული ეს სიტყვები ყველაზე დიდი სიამოვნების მომტანი აღმოჩნდა ჩემთვის -შევიფერე-ახლა მე მივიტანე ჩემი სახე მასთან ახლოს და ყურში ჩავჩურჩულე-ისე ბევრმა აღნიშნა დღეს ჩემი სილამაზე-გავთამამდი -ნაკლებად ამოღებული კაბაც შეგეძლო შეგერჩია-ისევ ეს ირონია -როგორიც მინდოდა ისეთი შევარჩიე-არც მე ჩამოვურჩი-და მერე რა?ეგ რაში მიშლის ხელს? სრულებით არ ვგრძნობ დისკომფორტს -ამ მდროს მხოლოდ შენს კომფორტზე კი არ უნდა ფიქრობდე, ისიც უნდა გაითვალისწინო რომ სხვების ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოხვდები ასეთი სექსუალური კაბით-ბრაზნარევი ხმით მითხრა. -ოჰოოო ბატონო სანდრო არ მითხრა რომ ეჭვიანობ-მესიამოვნა მისი ყურადღება,მაგრამ მაინც ირონიულობა ავიკარი სახეზე-და სწორედ რომ ყურადღების ცენტრში მიყვარს ყოფნა, ეს რა ცუდია? -ზოგჯერ ცუდია იმიტომ რომ თავის გაკონტროლებას ვერავინ შეძლებს -რას გულისხმობ?-კითხვნარევი მზერა მივაპყარი,როდესაც ცალი ხელი ჩემ სრულიად მოშშვლებულ ზურგს ჩამოატარა,ბუსუსებმა დამაყარა,ასეთი სიამოვნება ბოლოს როდის განვიცადე არც კი მახსოვს -აი ამას. ხედავ?ისეთი გულუბრყვლო ხარ რომ იმასაც ვერ ხვდები ყველა როგორ შემოგციცინებს, ეს კი მხოლოდ შენი უნაკლო სახის გამო არ ხდება…თუმცა შენით ტკბობის უფლება მხოლოდ მე მაქვს! ეს დაიმახსოვრე! არ მინდა წვეულება ჩავშალო,არავინ უნდა შეგეხოს-მკაცრად მითხრა. -შენ ხოარ გაჟუჟუნებს?-გავიცინე და გაკვირვებულმა შევხედე-რას მეუბნები,რომ შენ გარდა სხვა ბიჭს არ უნდა შევხედო?და შენ რომ ლილისთან ერთობი ეგ არაფერი? მე შენ ცხოვრებაში არ ვერევი ასე რომ უკანალი დააყენე-ადგილის დაკავებას ვაპირებდი როდესაც მასთან ახლოს მიმიზიდა და ყურში ჩამჩურჩულა -ჩემ მოთმინებას ნუ ცდი ნატალი გრძელიძე! შენ ჩემი ხარ!-ეს ბარიტონი უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებდა თუმცა როდესაც სანდროს ნათქვამის აზრს ჩავწვდი გავცოფდი, რა უფლებით მეუბნებოდა ჩემი ხარო? იდიოტი. -რა უფლებით მეუბნები რომ შენი ვარ? შენი ცოლი ვარ? შეყვარებული? ვინ ვარ შენთვის? როგორც კი დამშორდი მაშინვე ლილი ჩაიწვინე ლოგინში, ახლა მე მთხოვ პასუხს? მომშორდი-მისი მკლავებიან თავი დავიხსენი და ადგილს დავუბრუნდი. ლილი კი ხელებგადაჯვარედინებული გამომწვევად იჯდა და მკვლელ მზერას მე მაპყობდა, როგორ მსიამოვნებდა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა ვერც კი წარმოიდგენთ -რას მომშტერებიხარ ჩემი მეზობელი ქსენიასავით, დაგევასე?-მისკენ გადავიხარე და ირონიულად ვუთხარი,ამ დროს კი სიცილს ძლივს ვიკავებდი, თიკამ კი გულიანად გადაიხარხარა -ღმერთმა დამიფაროს-ამოილაპარაკა წრიპინა ხმით,რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა -ეგ შენ კიარა მე უნდა ვთქვა. ბარბი-საზურგეს მივეყრდენი და თიკას თვალი ჩავუკარი რომელიც კინაღამ იატაკზე გაწვა ისე ჩაბჟირებულიყო -რა მითხარი?-ვითომ ვერ გაიგო. სწორედ ამ დროს სანდრო დაგვადგა თავს და ადგილი უნდა დაეკავებინა როდესაც ლილის ვუთხარი -არაფერი საყვარელო ვთქი რომ ”ფიფქია და შვიდი ჯუჯაში” ერთ-ერთ პერსონაჟს მახსენებ… -ალბათ ფიფქიას-თქვა თავმომწონედ -აჰ, ფიფქია მე ვარ,შენ ბოროტ ჯადოქარს უფრო მაგონებ,რომელიც ჩემ განადგურებას მხოლოდ სიზმრებში ახერხებს-დავეკრიჭე, სანდრო კი სანამ დაჯდომას მოახერხებდა ჩემი პასუხის გაგონების შემდეგ წაბარბაცდა და იატაკზე გაიშოტა. მე და თიკა ავხარხარდით თუმცა სანდროც არანაკლებ მდგომარეობაში იყო, მუცელზე ხელები დაეწყო და გულიანად იცინოდა -საყვარელოო კარგად ხარ? სანდრო-წამოაყენა ლილიმ,სანდრო კი თვალებს ისრესდა -ლილი ეს ტორტის ნაჭერი ვეღარ შევჭამე და არ გინდა?-ვუთხარი თითქოს შეწუხებულმა და ჩემი თეფში გავუწოდე -რაა?რა ჯანდაბად მინდა შენი მორჩენილი ტორტი? მათხოვარი კი არ ვარ-ცხვირი აიბზუა -რავი შენ ყოველთვის ჩემ ნარჩენებს დასდევ და ვიფიქრე არც ამაზე იტყოდი უარს-ირონიულად ვუთხარი და კმაყოფილებით აღსავსე მზერა სანდროსკენ მივმართე,რომელსაც სახე სიცილისგან მოღრეცოდა,ლილიმ კი ვეღარაფერი მითხრა და გაიბუსა. ******** დილით 8 საათზე გავიღვიძე, მოვწესრიგდი და უნივერსიტეტში წავედი,გზაში იოანემ დამირეკა -რას შვრება ჩემი თხა?-მისი გამაყრუებელი სიცილი ნახევარი წუთის შემდეგაც მესმის -რავი იმის კვალობაზე რომ ამ თხას მისი ვირი ძმა ასე ტკბილად მოიკითხავს გადასარევად-ახლა მე ავჭიხვინდი,თუმცა მალევე დავშოშმინდი როდესაც მგზავრების ყურადღება ჩემკენ გადმოვიდა -ხოდა ამ ვირს მისი თხა როგორ უყვარს ისიც ხომ იცი? -რავი აბა, ვირის და თხის სიყვარული ძნელი წარმოსადგენია-გავიკვირვე და სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე -გოგო ”შრეკში” ვირსა და დრაკონს ყავთ შვილები და ეგ ვეღარ წარმოგიდგენია?? შენ ხომ ფანტაზიის უნარი არ გაქვს რააა-გაბრაზდა ბიჭი -იოანე რა ჯანდაბა გინდა, ამ დილასაც უნდა მომიშალო ნერვები? მალე ავტობუსიდან გადამაგდებენ გადამეტებული სიცილის გამო -ოჰ, შენ კი არ იცინი ჭიხვინებ-ნუ ვერ შევეწინააღმდეგები -ხოდა შე ოჯახ აშენებულო და მზე არ მოკლებულო იცი რომ სიცილის მაგივრად ვჭხვინებ და რაღა გინდა? გინდა უნივერსიტეტში დამაგვიანდეს როდესაც ავტობუსის მძღოლი ჩამომაქვეითებს? -გადავწყვიტე რომ დილით შენთვის ნერვები მომეშალა და მშვიდობიანი დღე მესურვებინა, მგონი გამომივიდა-დარწმუნებული ვარ ამ დროს ბოლო დონის სულელის სახე აქვს და არანორმალურივით იცინის -ნებითა შენითა დამანებებ თავს თუ? -გეტყოდი ძალითა შენითა-მეთქი მაგრამ რას მიზამ რო? აქ მაინც არ ხარ, ასე რომ ნებითა ჩემითა ნატსონ-გადაიხარხარა -ეს ნატსონ რაღა ქვესნკელია? - მართალია თხა გირჩევნია შენ-იცინის-გკოცნი სულელო-ტელეფონი გათიშა. გიჟია ეს ბიჭი რაა. არადა როგორ გამახალისა ამ დილით. ****** უნივერსიტეტში შესვლისას ვლოცულობდი რომ სანდრო და ლილი სადმე არ შემხვედროდნენ, თუმცა მე ხომ ბედი დამცინის და მასხრად მიგდებს?! -პრივეტ ნატალი-გულში ჩამიკრა სალომემ,რომელიც მათ გვერდით იმყოფებოდა -პრივეტ სალი-გადავკოცნე -როგორ ხარ, რას შვრები?-მის ხმასა და თვალებში დიდ ყურადღებასა და სიხარულს ვგრძნობდი -რავი სალ ძველებურად, სწავლა,სახლი,მეგობრები,ზოგჯერ გართობა-ც-დავეკრიჭე -ააუ ვერც კი წარმოიდგენ გუშინ როგორ მინდოდა თქვენთან ერთად წამოსვლა,მაგრამ ძალიან შეუძლოდ გავხდი,სუსტად ვიყავი და მუცელი მტკიოდა-სანდროს გადახედა -სალომე დღესაც არ უნდა წამოსულიყავი უნივერსიტეტში,ახლაც არ გაქვს კარგი ფერი-უთხრა დამწუხრებულმა სანდრომ -კარგი რა სანდრო მუცლის ტკივილის გამო ვინ აცდენს უნივერსიტეტს-გაუღიმა თავისმა დამ, სანდრომ კი ამოიოხრა. მის დას არასდროს ეწინააღმედეგება, ვიცი როგორც უყვარს ის. -სალომე მართალს ამბობს სანდრო-ხელი მხარზე მოხვია ლილიმ სანდროს,რაზეც სალომემ თვალები აატრიალა -შენი დახმარება არ მჭირდება, პასუხს ჩემ ძმას მშვენივრად გავცემ-უხეშად მიმართა სალომემ -მე უბრალოდ…-ამოიხავლა ლილიმ -სან წავედით ორივეს ინგლისური გვაქვს-სალომ მზერა გაუსწორა თვაის ძმას და ხელმკლავი გამოდო-თანმხლების გარეშე,თუ შეიძლება-ახლა კი მკვლელი მზერა ლილის ესროლა. შემეცოდა კიდეც ეს გოგო,ისეთი სახით უყურებდა სალომეს ბრაზს და წყენას აშკარად ვერ მალავდა. გენაცვალე მულო..მულო კი არადა სალომე -კარგად ნატი, კიდევ შევხვდებით-გამიცინა სალომემ -აბაა კარგად,აუცილებლად-თბილად გავუღიმე -მერე გნახავ სანდრო-თქვა ლილიმ -კარგი ლილი-უთხრა სანდრომ უემოციოდ ******** სალომეს თვალთახედვით -სალომე ეს რა საქციელი იყო, რას ერჩოდი იმ გოგოს?!-მკაცრად მითხრა სანდრომ -შენ სულელი ხარ თუ თავს ისულელებ? -ვერ გავიგე?წესიერად მელაპარაკე-შემომიბღვირა და ხელი შემიშვა -და რომ არა?? ვინაა ეს გოგო, რას წარმოადგენს შენთვის? ნატალი ასე მალე დაივიწყე?-გავმწარდი -ნატალის ლილისთან ნუ ადარებ თუ ღმერთი გწამს-გაიცინა -რა გაცინებს არ ხარ შენ ნორმალური-ხელების უაზროდ ქნევა დავიწყე - სალომე არავინ არ არის, ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, თუ დააკვირდი თვითონ დამსდევს და ხომ არ ვეტყვი თავი დამანებე-მეთქი?-გაოცდა ბიჭი -და რომ უთხრა რა? სასიკვდილო განაჩენს გამოუტან საკუთარ თავს თუ თავმოყვარეობა შეგელახება?-დოინჯი შემოვირტყი -და რატომ უნდა ვუთხრა უარი? რა შავდება თუ ხელს გადამხვევს? და საერთოდ ამ თემას რატომ განვიხილავთ?-თქვა მობეზრებით -სანდრო! მარტო ხელის გადახვევა არ მგონია გაკავშირებდეთ თქვენ-შევეწინააღმდეგე და თვალებში ჯიქურად შევხედე -ეგ უკვე შენ აღარ გეხება პატარა დაიკო-თავზე ხელი გადამისვა და გამიცინა -პატარა არ ვარ სანდრო. მე რომ შეყვარბეული მყავდეს, ვეჩხუბო და თუნდაც დავშორდე, ნამდვილად არ მესიამოვნება რომ იმ ბიჭმა მეორე დღეს სხვა გოგოსთან ერთად იაროს! -მაგას ვერც ვერავინ გაგიბედავს! შენ გულის ტკენას არავის შევარჩენ და ვაპატიებ! მათ შორის არც ჩემ თავს, ეს საიმახსოვრე-ჩემი სახე მის ხელებში მოიცია და ლოყაზე მაკოცა -შენ იგივეს რომ უკეთებ ნატალის? ღირსი არ ხარ იოანემ ეგ სახე დაგილეწოს?-ვუთხარი ოდნავ სიცილით -მომისმინე ქალბატონო სალომე, ჯერ შეგახსენებ იმას რომ მე და ნატალი მისი ინიციატივით დავშორდით და რავიცი იოანეს ვერ ვხედავ რაღაც…საჭირო რომ იყოს მოვიდოდა და მცემდა-გამიცინა -საან…-ჩავეხუტე-კითხვა მაქვს -გოგო მე მასწავლებელი ხომ არ ვარ? სულ პასუხებს როგორ უნდა გცემდე-ზუსტად ვიცი რომ თვალები აატრიალა-ახლა რაღა გაინტერესებს? -ნატალი აღარ გიყვარს?-ვიცი რომ უყვარს, მაგრამ მინდა რომ ეს თავად მითხრას -მიყვარს-ამოიხვნეშა და თავზე მაკოცა, მე კი ძლიერად მოვხვიე წელზე ხელები -არ დათმო ის, მასეთ გოგოს იშვიათად შეხვდები -ოჰჰ ქალბატონო 3 ნახვით როგორ შეაფასე ეს ქაჯი გოგო?-გაიცინა -ჩემთვის ისიც საკმარისია რომ შენ შეგაყვარა თავი. ანუ სხვა გოგოებს არ ჰგავს და განსხვავებულია.თან ზრდილობიანი,მხიარული,ჯიუტია მე კიდევ ასეთი ხაიათის გოგოები ძალიან მომწონს - სიჯიუტით არც შენ ჩამოუვარდები რაღაც ამ ბოლო დროს- გაკვირვებულმა შემომხედა -გამეცალე ახლა აქედან ინდაურო-ხელი მხარე დავარტყი და გავიცინე -ინდაურო? მე ვარ ინდაური?! ბატო-გამაჯავრა და ორივემ გადავიხარხარეთ. როგორ მიყვარს ჩემი ძამიკო და როგორ ვერ ვიტან რომ ასე იტანჯება საყვარელი ქალის გარეშე. არა რაა როგორმე უნდა შევარიგო ეს ორი. ******* ნატალის თვალთახედვით უნივერსიტეტის შემდეგ სახლში ძალიან დაღლილი და მშიერი მივედი. მიუხედავად იმისა,რომ რამდენიმე კვირაშ უნივერსიტეტის პირველ კურსს ვამთავრებდი,მაინც საკმაოდ მქონდა სამუშაო.არაფრის გაკეთების თავი არ მქონდა ამიტომ პიცა გამოვიძახე და გემრიელად მივირთვი. როდესაც შიმშილი მოვიკალი მეცადინეობას შევუდექი. მართალი ყოფილან მდენად შრომატევადი პროფესია ავირჩიე,რომ ძალიან დატვირთული ვარ. მაგრამ მე ხომ ეს მინდოდა? რა თქმა უნდა! მე მიყვარს ჩემი მომავალი პროფესია და სამეცადინოსაც სიამოვნებით ვასრულებ. დღეს განსაკუთრებით დატვირთული ვიყავი, 5 საათი წიგნებთან და რვეულებთან გავატარე, ხელი მტკიოდა ამდენი წერისგან. ტელეფონი აწრიალდა, ეკრანს დავხედე და სალომე იყო. -პრივეტ სალი, რამ შეგაწუხა ქალბატონო ღამის 11 საათზე?-დავასწარი და ჩავიხითხითე -პრივეტ ნატი. ხომ არ გაგაღვიძე? რა ხმა გაქვს ქალაო?-ისიც იცინოდა -არა, ახლახან მოვრჩი მეცადინეობას და ძალიან დაღლილი ვარ -უიიი მაშინ ხვალ დაგელაპარაკები უნივერსიტეტში-შეიცხადა -რა სულელი ვარ, მაგიტომ არ მითქვამს სალო-თავზე ხელი შემოვირტყი,რას წამოვაყრანტალე რომ ძალიან დაღლილი ვარ?-რამე საქმე გაქვს? -ხვალ ჩემთან გამოხვალ?-მკითხა გაუბედავად -შენსა და სანდროს სახლში??იციი….-უარის თქმა მეუხერხულებოდა,თუმცა იმ სახლში სანდროს სიახლოვეს ვერ გავჩერდებოდი-ვიფიქრე სადმე კაფეში ხომ არ შევხვდეთ? -გთხოოვ რაა ნატი, იცი ხვალ სანდროს დაბადების დღე აქვს, დარწმუნებული ვარ გამიბრაზდება რომ გაიგებს, მისთვის სახლის მორთვას რომ ვაპირებ, ამ დროს სრულ სიწყნარესა და სიმყუდროვეში უყვარს დროის გატარება.აი სულ შინაურები ვიქნებით, მე, შენ,ზურა ბიძია, სანდროს 2 ძმაკაცი,რომლებიც გუშინ ჩამოვიდნენ გერმანიიდან და თიკასა და იოანესაც უთხარი გთხოვ-მე მხოლოდ ის გავაანალიზე რომ ხვალ სანდროს დაბადების დღე აქვს, ეს კი არ ვიცოდი. არასდროს გამხსენებია რომ სანდროსთვის ეს მეკითხა, რა სულელი ვარ. -სალო არ მგონია სანდროს ჩემი დანახვა გაუხარდეს…რავი-ვთქვი დარდიანად -როგორ თუ არ გაუხარდება? როგორც მეგობარი გთხოვ-შემევერდა -ჩვენ დავშორდით სალომე-ვთქვი მტკიცედ -ვიცი…მაგრამ მხოლოდ ეს დღე მაჩუქე, გთხოვ -კარგი, მხოლოდ ეს ერთი დღე -მიყვარხარ, იოანე და თიკა არ გამომიტოვო იცოდე-ჩაიცინა -ააჰჰ, არა მათაც ვეტყვი, ნახვამდის სალი-ჩავიღიმე -კარგად ნატი საწოლში შევწექი და როგორც კი ბალიშზე თავი დავდე სანდროსა და ხვალინდელ დღეზე ფიქრი დავიწყე. რა უცნაურია ეს ცხოვრება? ცდილობ რომ დაივიწყო ის ადამიანი რომლის არებობა თან გახარებს და თან სევდას გგვრის,რადგან მას ვერ უახლოვდები,ვერ ეხხები,ვერ შეიგრძნობ.მიუხედავად ამისა მისი დანახვაც კი გაკმაყოფილებს და სხეულში გცრის. ფიქრში 1 საათი გავტარე,უკვე 12 სრულდებოდა, ტელეფონი მოვიმარჯვე, სანდროს ნომერს შევხედე და ვფიქრობდი რომ უკვე 1 წლით გაიზარდა. თან მეცინებოდა ჩემს თავზე პატარა ბავშვივით რომ თითს ვუსვამდი მის ნომერს,თითქოს მას ვეფერებოდი. ასეც იყო, მის ყოფნას ახლაც კი შევიგრძნობდი, აი აქ, ჩემ გვერდით. ტელეფონი კარგად მოვიმარჯვე და ვიფიქრე ”რა დაშავდება თუ დაბადების დღეს სმს-ის სახით მივულოცავ? არც არაფერი, ის ხომ ჩემი უკვე კარგი მეგობრის და ალბათ მალე ჩემი დაქალის ძმა არის? თან ჩემი კურსელია”. ”ვის ატყუებ ერთი? თითქოს მარტო არ იყო შენს თავთან, ახლა მაინც გამოტყდი რომ სანდრო ისევ თავდავიწყებთ გიყვარს” მამცირებდა ჩემი მეორე მე. ”გილოცავ 1 წლით დაბერებას.” დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ სმს-ი გამეგზავნა,თუმცა საბოლოოდ ასეც მოვიქეცი,თითქოს რაღაც სიმძიმე მომეხსნა გულიდან და სიმსუბუქე ვიგრძენი. არც ისეთ ძნელი ყოფილა როგორიც წარმოგედგინა ნატალი გრძელიძე არა? მეშინია, ნუთუ ეს ნაბიჯი ჩვენი კვლავ ერთად ყოფნის მიზეზი შეიძლება გახდეს?არა, ამისთვის მზად არ ვარ. ყველაფერი ასე იოლად რომ იყოს არავინ დაშორდებოდა ერთმანეთს და სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდათ ერთმანეთი. რას იფიქრებს როდესაც ჩემს სმს-ს წაიკითხავს? არაფრად ჩააგდებს? გაუხარდება? მიპასუხებს? არ ვიცი, უკვე აღარაფერი ვიცი. ფიქრებიდან ტელეფონის წრიალმა გამომიყვანა. სმს-ი მომივიდა, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა.ნუთუ სანდროა?!!! მაშინვე გავხსენი. ”მოგესალმებათ ელით-ელეტქრონიქსი. შეიძინეთ მიკროტალღური ღუმელი მხოლოდ ჩვენთან ძალიან დაბალ ფასად,სულ მცირე 499.99 ლარად.” ელიტ-ელექტრონიქსი და ჯანდაბა თქვენ. ადამიანს ხომ არაფერს შეარგებენ. თქვენ შევარდით მაგ მიკროტალღურ ღუმელში და დაიწვით ჯოჯოხეთის ცეცხლში.იმდენად მომეშალა ნერვები ტელეფონი დივანზე მოვისროლე. საბედნიროდ გადარჩა. ********* დილით 7 საათზე გამეღვიძა.თავადაც მიკვირდა თუ რატომ გავიღვიძე დილაადრიან,თუ გავითვალისწინებთ იმას რომ 8 საათზეც ძლივს ავეზლაზნები ლოგინიდან. ტელეფონს ურეაქციოდ დავხედე,ვიფიქრე იქნებ სანდრომ მომწერა რამე მეთქი,მაგრამ ისე შენ არ მოკვდი. არც ერთი წერილი,მხოლოდ იმ ელიტ-ელექტრონიქსისგან დამრჩა მწარე მოგონება. როგორ მეშლება ნერვები რაა, როცა ასე ძალიან ველოდი სანდროს წერილს,სწორედ მაშინ გამოჩნდა მურმანის ეკალი და შემრჩა ხელთ შემოთავაზება მიკროტალღულ ღუმელზე. ვფიქრობ წავიდე თუ არა დღეს სანდროს დაბადების დღეზე?მან წერილიც არ მომწერა და ჩემი დანახვა გაახარებს? მაგრამ მე სალომეს შევპირდი…წავიდე? არ წავიდე? დავიწყე მარჩიელობა….და საბოლოოდ გადავწყვიტე,რომ წავიდე. არ ვიცი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ სალომეს თხოვნის გამო მივიღე,თუ წვლილი სანდროსაც მიუძღვის. რა რთულია საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა,ის იმდენად მიუწვდომელია ჩემთვის,რომ მასზე ფიქრიც დანაშაულად მიმაჩნია.მაგრამ როცა ვფიქრობ ვხვდები,რომ ვისი რა საქმეა მე რას ვიფიქრებ? ასე არ არის ღმერთო? შტერივით ვდგავარ და ცას შევცქერი,თითქოს პასუხს ველი. ფეხით მივსეირნობ უნივერსიტეტში,რადგან სუფთა ჰაერი სხეულში სასიამოვნოდ მივლის,თან ფიქრის დროც მრჩება. და სწორედ ამ ფიქრებში გართული რაღაც ძალიან მძიმეს დავეჯახე,ფეხები ამებლანდა და ტროტუარზე გავწექი,ხარხარის ხმა მომესმა,ავიხედე და ერთი სიმპატიური ბიჭი შემრჩა,რომელიც დამცინოდა, სისხლი მომაწვა და ფეხზე წამოვდექი. -ეი შენ რას იცინი ერთი გამაგებინა?!-შეუბღვირე და ბრაზით აგიზგიზებული თვალები მივანათე -რავი შენზე ვიცინი-ქვედა ტუჩი გადმოაგდო,თვალი თვალში გამიყარა და სახე დაასერიოზულა. ეს თავხედი იდიოტი დამეჯახა და აქეთ დამცინის -შენი სასაცილო ტყეში დარბის ცალტვინა ქათამო-ხელები გადავაჯვარედინე და ირონიულობა ავიკარი სახეზე,თან ვცდილობდი არ გამცინებოდა -რა თქვი? მე ვარ ცალტვინა ქათამი?!-თითი გულთან მიიდო და გაკვივებულმა ირონიულად მიპასუხა-და შენ რაღა ხარ? თავხედი, სულელი გოგო? თავად დამეჯახე და აქეთ გაქვს პრეტენზიები?-ახლა მან გადაიჯვარედინა ხელები და ჯიქურად შემომხედა -მე დაგეჯახე? მე ვარ თავხედი და სულელი? შე გაპუტულო ქათამო-შევყვირე. არადა რა ეტყობოდა გაპუტული ქათამის?ულამაზესი ცისფერი თვალები,ქერა თმა და დაკუნთული სხეული ჰქონდა,სწორედ ამიტომ მეგონა რომ რაღაც ძლიერს შევეჯახე. მეგონა რა, მართლა ასე იყო,მაგრამ ხომ არ ვეტყოდი რომ გაპუტული ქათამი კი არა უსიმპატიურესი ხარ მეთქი? ნატალი რაებს ფიქრობ? დაშოშმინდი გოგო,თორემ მოგიგეს კამათში -აბა მე ვარ? წადი გაიარე რაა, არ მცალია ერთჯერადი გამვლელებისთვის-თვალები აატრიალა და წასვლა დააპირა,როდესაც ხელი მკლავში ჩავავლე და სილა გავაწანი, სახეზე გაბრაზება დაეტყო და გამწარებული სახით შემომხედა. ცოტა არ იყოს შემეშინდა. -გოგო რომ არ იყო იცი რას გიზამდი?-ხელებს მკლავზე მიჭერდა -არ ვიცი და არც მაინტერესებს…გამიშვი-ვუთხარი მტკიცედ,ბოლო სიტყვა კი ტკივილით დატანჯულმა ამოვიკნავლე -მთხოვე და გაგიშვებ-ირონიულად მითხრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა -რაა? ეს რა ულტიმატუმია?-გაკვირვება გამომეხატა სახეზე,მის ხელებში ავფართხალდი,მაგრამ ამაოდ, ტკივილი უფრო მიმძაფრდებოდა -რაც გინდა ის დაარქვი. მთხო-ვე და გაგიშვებ-ისევ ეს ირონიულობა, სახეზე სრული უემოციობა დატყობოდა. უჰჰ როგორ ჰგავს სანდრო დადიანს!! -გამიშვი-შევუბღვირე-გთხოვ-ამოვილუღლუღე თავჩახრილმა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ ეს სიტყვა მეთქვა. -რამე მითხარი? ვერ გავიგე რაღაც-ყური ახლოს მოიტანა ვითომ ვერ გაიგო. თავი ავწიე და ბრაზით აღსავსე მზერა მივაპყარი-გთხოვ-ცრემლები ჯებირიდან გადმოცვივდნენ და სახეზე გზას მიიკვალავდნენ, სწორედ ამ დროს შევამჩნიე უცნობის შეცვლილი და დადარდიანებული თვალები,რომელმაც ხელი შემიშვა -კაი ნუ ტირი რაა-ხელი აიქნია და თვალები აატრიალა -აბა ვიცინოო?ცხოველო, ინდაურო, ქათამო, ნადირი ხარ, გოგოს პატივისცემა არ იცი. შევარცხვნე შენნაირი ბიჭები-ცრემლებს უხეშად ვიშორებდი. გაკვირვებული და ამავდროულად გაბრაზებული და დადარდიანებული უცნობი იქვე დავტოვე. უნივერსიტეტში შესულს თიკა შემხვდა, მაშინვე შემკენ გამოქიცა და ჩამეხუტა, როგორ მომენატრა ჩემი გოგო. -რა შვრები ნატიი?-მზერა როგორც კი მომანათა,სახე დაუდარდიანდა -რავი კარგად ვარ თიკუ…შენ?-უემოციოდ ვუთხარი -კარგად არა ის, რახდება მითხარი დროზე, სანდროს ეჩხუბეე?-გაბრაზებულმა შემომხედა -რა სანდრო კაცო, ერთი იდიოტი დამეჯახა გზაში და ნერვები მომიშალა. ეგ თვითდაჯერებული იდიოტი. კრეტინი, დეგენერატი,ბუნების შეცდომა-გამწარებული ვისროდი სიტყვებს -უიმე ყველა გადარეული შენ როგორ გხვდება-გადაიხარხარა-ისე სიმპათიური იყო?-თალები დამიბრიალა,რაზეც ხელი ვკარი -რომც ყოფილიყო მე რა? რად მინდა მაგის სიმპათიურობა,თუ ზრდილობა არ გააჩნია? თან ერთჯერადი გამვლელი მიწოდა…ნუ ასეც იყო მაგრამ არასასიამოვნოდ ჟღერდა ხომ ხვდებიი?!-ვთქვი ბრაზით აღვსილმა -ვაა, ანუ სიმპათიური იყო?-თვალები დამიჟუჟუნა -გოგო შენ მარტო ეგ გაიგე ჩემი ნათქვამიდან? თუ ვუთხრა იოანეს რაღაც ცუდად რომ ჭიკჭიკებ?-დავუბრიალე თვალები -ოოო, შენი ჭირიმე რაა, შენთვის ვამბობ,თორემ მე კი მყავს ჩემი ბიჭიი-თქვა საყვარლად -უი, თქვენ ჩაქრით-ხელი ჩავიქნიე და გავუცინე -ჩაქრი შენ თუ კარგია, მე სინათლის სხივი მიყვარს-გადაიხარხარა -აუ, თქვენც არ მყავდეთ რომეო და ჯულიეტა-მეც ავყევი -გადი გოგო რა რომეო და ჯულიეტა, არ მინდა ადრეულ ასაკში სიკვდილი -აუუ ბიძია შენ ტვინი მოგცა და მე ფული-თვალები ავატრიალე -და პირიქით რომ იყოს არა?-მითხრა ნიშნისმოგებით -აუ, თიკა რაღაც უნდა გითხრაა-უეცრად შევყვირე. თიკა მოულოდნელობისგან შეხტა და ხელი გულზე მიიდო -ოეე, ყანაა ჩემ სიკვდილს თუ აპირებ შემაპარე მაინც-თქვა გაკვირვებულმა. ყველაფერი მოვუყევი სალომესა და სანდროს შესახებ,რა თქმა უნდა იოანესთვისაც გადავაცემინე,რომ ორივე უნდა წამოსულიყო ჩემთან ერთად დღეს 6 საათზე. -კარგიაა დიდი სიამოვებით წამოვალ-თქვა აღტაცებულმა-ტორტს მართლა შეჭამდა კაცი -შენ რა გითხარი, კაცს ეგონება სახლში აშიმშლებენო, ისეთი სახით დგახარ-ორივემ გადავიხარხარეთ -იოს ხომ ეტყვი?-ვუთხარი უცბად -ვეტყვი,ვეტყვი. დაწყნარდი ნუ ღელავ-ჩაიცინა -ვღელავ არა ის კიდე,კაი წავედი თიკსონ-ვიცრუე. ვღელავ კი არა სხეული მითრთის რომ ვფიქრობ დღეს სანდროს ვნახავ,დაბადების დღეს მივულოცავ. ნეტავ უნდა გადავეხვიო?ლოყაზე უნდა ვაკოცო? ანუ ადამიანს რომ ულოცავენ ეხვევიან და ლოყაზე კოცნიან…კარგი ხო გავჩუმდები. -დღეს 6-ზე შევხვდებით. Love will be continues-დამიძახა უკნიდან,როდესაც მივხვდი რასაც გულისხმობდა გავბრაზდი,თუმცა ჩამეღიმა. ********** სალომეს თალთახედვით. სულ რაღაც 1 საათში ჩემი ბავშვები მოვლენ,სანდრო ბიძასთან არის წასული,საქმიან ხელშეკრულებებს განიხილავენ,2-3 საათში მოვა. სახლის მორთვა დამრჩა, საჭმელი უკვე მზად მაქვს. არა რაა რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს ორი უნდა შევარიგო. მე რისი სალომე ვარ სიტყვა რომ არ შევასრულო. ტაში შემოვკარი და სანდროს დავურეკე -საან როგორ ხარ?-ჩავყვირე გახარებულმა -ოოჰ, სალომე დავყრუვდიი-ახლა მან წამოიყვირა და ჩაიხითხითა-კარგად ვარ ჩემო ლამაზო, შენ რას შვრები? -მე რავი არაფერს, შენ გელოდებიი,პატარა სუფრა გავაკეთე დაა ერთად შევხვდეთ შენ დაბადების დღეს ჩემო ლომო-გადავიხარხარე -სალო, მე ხომ იცი არ მიყვარს ამ დღის გამასკარადება-თქვა მობეზრებით -ახლა დარწმუნებული ვარ თვალებს ატრიალებ-ჩავიცინე -საიდან იცი?-გაკვირვებულ ხმით მითხრა -ჩემზე კარგად არავინ გიცნობს სადნრო დადიანი. და ჰო კიდე, არაფერსაც არ ვიმასკარადებ, ენას ნუ მიტლიკინებ ახლა არ გამაბრაზო-გავიცინე - მე ნუ ვტლიკინობ? შეხედე ამას, მე ვარ შენზე უფროსი თუ შენ?? -დიახაც,ზოგჯერ უფროსებიც ატლიკინებენ ენას. ახლა კი საქმეები მაქვს ნახვამდის-ტელეფონი გვერდით გადავდე და დივანზე ჩამოვჯექი,რომ დაღლილს მომესვენა. ******* სანდროს თვალთახედვით. -ზურა ბიძია ვიქრობ ამ კომპანიასთან უნდა გავაფორმოთ საქმიანი ხელშეკრულება,თუ მისი კომპანიის განვითარების მაჩვენებელს დავაკვირდებით,საკმაოდ მომგებიანი იქნება ეს კავშირი ორივე მხარისთვის-ვუთხარი ჩემი მოსაზრება -გეთანხმები სანდრო. 3 საათიანი მუშაობის შემდეგ მგონი მივედით გადაწყვეტილებამდე, ამ 5 შემოთავაზებიდან ესე იგი კომპანია ”Jac”-ს ვეთანამშრომლებით. -დიახ. ხელი მოვაწეროთ და როგორც გვითხრეს ხვალ დავუკავშირდეთ. -კარგი შვილო ჩემო. და რაც შეეხება შენ დაბადების დღეს, ხომ მპატიჟებ?-ღიმილით მითხრა -მაგას კითხვა უნდა?-გავუღიმე-სალომემ რაღაც გემრიელობები გააკეთა,მაგრამ ვიმედოვნებ მასკარადს არ მოაწყობს-ჩავიცინე -ახალგაზრდა ხარ შვილო უნდა გაერთო აბა რა უნდა ქნა-ხელი მხარზე დამადო და ჩამეხუტა. ჯიბეში რაღაც ჩამიდო, მომშრდა და ჯიბიდან გასაღები ამოვიღე -ეს რა არის?-გავიკვირვე-გასაღებია-ჩამიღიმა -ეგ ვიცი-გავიცინე-მე რატომ მომეცი? -ეს ჩემის საჩუქარია. corvette stingray დღეიდან შენია. გაიხედე აი ის ნაცრისფერია-გაშეტრებული,გაკვირვებული,ერთ ადგილას გაშეშებული ვიყურებდი მანქანას, ხელები თავზე შემოვიწყვე -ვერ ავიღებ-ვუთარი როდესაც აზრზე მოვედი -ძალიან კარგადაც აიღებ, წამოდი სახლში მიმაცილე-ეშაკურად შემომხედა, მასთან გავიქეცი და ძლიერად მოვეხიე -მადლობა ყველაფრისთვის რაც გამიკეთე, მადლობა ამ საჩუქრისთვის, მიყვარხარ-ტირილი დავიწყე -ჩემი შვილი ხარ, ჩემი ვაჟკაცი. მიყვარხარ ბიძი, ნუ ტირი ახლა-ხელი თავზე გადამისვა.რაც შეეხება ჩემ დაბადების დღეს. უნდა ვაღიარო,რომ არასოდეს მსიამოვნებდა ამ დღის კლუბში ან რესტორანში გატარება, ყოველთვის მყუდროდ,მშვიდად და ტკბილად ვერთობოდი ჩემ ოჯახთან ერთად. გუშინ ღამით როდესაც სააბაზანოდან გამოვედი სმს-ი მომივიდა ნატალისგან, გამიკვირდა ნეტავ რა უნდა? სმს-ი მალე გავხსენი და წავიკითხე; “გილოცავ ერთი დღით დაბერებას”. სითბო გულში ჩამეღვარა და ჩამეღიმა. ნორმალური ადამიანი მეტყოდა ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, წლები ვერაფერს დაგაკლებსო, ამან კიდევ დაბერება მომილოცა. რა გიჟი გოგოა, განსაკუთრებული. რა უნდა მიმეწერა? თითები არ მემორჩილებოდა, ”მადლობა”-ც კი ვერ მივწერე, რა სულელი ვარ ალბათ როგორ დამცირებულად გრძნობს თავს. მაგრამ ასე სჯობს, არ მინდა მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გაღვივება,რომელიც ახლაც არ მომნელებია. არ შემიძლია, ხმდალი ვარ,მშიშარა ვარ, როდესაც საქმე ნატალის ეხება. რესტორანში ყოფნის დროსაც ალექსის გვერდით რომ ვხედავდი სისხლი მიდუღდა, იმ არამზადასთან როგორ ვმეგობრობდი ისიც არ ვიცი, იმდენი რამ მოუტყუა ჩემ შესახებ იმ დღეს, მინდოდა მომეკლა, ასეც მოვიქცეოდი, სხვებს რომ არ შევეჩერებინე. იმ დღეს ნატალი ულამაზესი იყო, მისი მწარე,გესლიანი შხამიანი ენა მენატრება. ვშიშობ ერთ დღეს თავისი შხამი არ გადაყლაპოს და არ მოკვდეს. ამ ფიქრებში გართული სულელი კაცივით ვიცინი. ********* ნატალის თვალთახედვით. ის ნახევრისთვის მე,იოანე და თიკა სალომესთან მივდიოდით.სიჩუმე იოანემ დაარღვია -აბა ჩემი გვრიტი რას შვრება?-მე შემომხედა და გამიცინა -ვაა პროგრესია. თხიდან გვრიტზე გადავედით?-გავიცინე -არა თხაც კი ხარ კაცო. უფროსწორად თხაგვრიტა ხარ-დაიკრიჭა -თხაგვრიტა არა იხვის ტოლმა კიდე-თვალები ავატრიალე -აუ ტოლმა გაასწორებდა-ტუჩები მოილოკა თიკამ -მერე დაკალი იოანე და გააკეთე-გაკვირვებულები შემომცქეროდნენ-იოანე ხომ იხვია დაა-გადავიხარხარე რაზეც იოანემ გამაჯავრა და დამეჯღანა, თიკა და სიცილით კვდებოდა -არაა მემეტება ჩემი ბიჭი დასაკლავად-თიკამ ლოყაზე ხელი გადაუსვა იოანეს და გვერდით მიეხუტა,თუმცა მალევე მოშორდა,რადგან იო ავტომობილს მართავდა -აუფფ ბიჯო, რა მურმანის ეკალი გავიჩითე რაა,ზასაობასაც არ ვაცდი ხალხს რომ მოუნდეთ-ჩავიხითხითე -რა სიტყვებია შენ გოგო-შემომბღვირა იოანემ -ამან ხომ გამიჭრა საქმე, ოეე ყანაა რაიყო ”გავიჩითე” არ გაგიგია სიტყვა?-შევუტიე -”გავიჩითეზე” არც მითქვამს რამე. ზასაობა რომ ახსენე მაგას ვგულისხმობ, არ არის სასიამოვნო შენი მხრიდან ასეთი სიტყვების კორიანტელის მოსმენა, თიკაც აქ არის-მკთხრა სრული სერიოზულობით. მოვიღუშე, მართალიცაა. ხმა არ ამომიღია. -აუუ იოანე კარგი რაა, ვითომ უცხო ვიყო-თქვა თიკამ -არ აქვს მნიშვნელობა უცხოს და ნაცნობს! გააჩნია რას ამბობ-თქვა იოანემ მტკიცედ -რა გჭირს? გეყოს ახლა რააა-თქვა მობეზრებით თიკამ -არაფერიც არ მჭირს. ვსო ჩუმად ვარ-თქვა და დარჩენილი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია. მე კი ასე შერცხვენილი და დადუმებული ვიყავი მანქანაში. ერთი სიტყვით მაგრად ”მომდეს” და მომაჯინეს” რაა. როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილამდე და მანქანიდან ეგრევე გადმოვხტი,თიკაც და იოანეც უკან მომყვებოდა,მათ დაველოდე და კარზე დავაკაკუნე. კარი სალომ გაგვიღო -გელოდებოდით. შემოდით ჩემო კარგებოო-შემოგვძახა -პრივეტ სალო-ვუთხარი სიყვარულით -პრივეტ სალი-თიკაც გადაეხვია -რაშვები სალი-გადაეხვია იოანეც -რავი თქვენ გელოდებოდით როგორც უკვე გითხარით, ახლა კი სახლის მორთვას უნდა შევუდგეთ-გაუცინა საყვარლად -მუდამ თქვენ სამსახურში მადამ-სიცილით უთხრა იოანემ -ხოდა მასე ბიჭო-დავამატე მეც და გავიცინე. მაშ ასე, 1 საათში ყვეალფერს მოვრჩით, სუფრა გავაწყვეთ, სახლი მოვრთეთ, შემოსასვლელში გავაკარით ”Happy Birthday Sandro”, სახლში ბუშტები მიმოვფანტეთ და მხოლოდ სანდროს ველოდით. კარზე კაკუნის ხმა შემოგვესმა, სალომე კარისკენ გაიქცა და ზურა ბიძია შემოვიდა, მას 2 ბიჭი შემოჰყვა,ბოლოს კი სანდრო. ესენი ალბათ სანდროს ძმაკაცები იყვნენ გერმანიიდან. როდესაც ჩემი და სანდროს ერთ-ერთი ძმაკაცი შევათვალიერე მაშინვე მეცნო. ეს ბიჭი საიდანღაც მეცნობა..ნეტავ საიდან? ეს ცისფერი თვალები, ქერა თმა. ეს… ეს….ის ცალტვინა ქათამი არ არის??? -ცალტვინა ქათამიი?!-შემთვხვევთ ხმამაღლა წამოვიყვირე და ყველამ მზერა ჩემკენ მომართა, სირცხვილისგან არ ვიცოდი სად წავსულიყავი,მაგრამ მკვლელი მზერით მე და ის უცნობი ერთმანეთს ვჭამდით, რომელიც გაკვირვებული შემომცქეროდა -მოიცაა შენ….აქ რა გინდა?-თვალები მოჭუტა -მოიცა ანგარიში შენ უნდა ჩაგაბარო?-არა რაა ეს ირონიულობა როგორ მიხდება -ერთმანეთს იცნობთ?-სანდროს მწველმა მზერამ სახე ამიწვა, იოანეს გავხედე,რომელიც გაკვირვებული მიცქერდა, თიკა მიხვდა თუ რა ხდებოდა და სიცილს ძლივს იკავებდა,დაარჩენი კი ჩემ პასუხს ელოდა -ეს იდიოტი დღეს დამეჯახა და….-ვთქვი უემოციოდ -მე დაგეჯახე?-შეიცხაადა და თითი გულთან მიიდო -ოე, რას ყვირი-გამოეპასუხა იოანე -კარგი გვეყოს რა-თქვა სალომემ-არ მინდა ჩემი ძმის დაბადების დღე ჩხუბით დააგვირგვინოთ -მართალი ხარ სალო მაპატიე-უთხრა იოანემ -მართალია დამნაშავე ვარ ხომ იცი როგორი ფიცხი ვარ, მომენატრე ქალო-ახლა იმ უცნობმა უთხრა სალოს -კიდევ კარგი თუ მიხვდი-ვთქვი ჩემთვის,მაგრამ ვატყობ რომ ყველამ გაიგონა და ხელები დანებების ნიშნად ავწიე,რაზეც იმ უცნობის გარდა ყველამ გაიცინა -მეც მომენატრე ლაშუ, რას დამაბერე შე კაცო. ქალო არა ის კიდე-გაიცინა სალომემ, ზურაც და მეორე ძმაკაციც გადაეხვია მას და ბოლოს სანდროს ჯერი დადგა. -მოიცა ჩემ დასთან მეც მინდა ჩახუტება-თქვა საყვარლად და ძლიერად ჩაიკრა გულში -ჩემი თბილი ხარ შენ დაბადების დღს გილოცავ კიდევ ერთხელ ჩემო საყვარელო-გაუღიმა სანდროს -მადლობა ჩემო ნატვრის თვალო-ლოყაზე აკოცა სალომეს. ისეთი თბილი სანახავები იყვნენ…ოხ ნეტავ სალომეს ადგილას მე ვიყო. რაებს ვფიქრობ? გავიჟდი მგონი. -დაბადების დღეს გილოცავთ-უთხრეს იოანემ და თიკა ერთხმად, გაიცინეს და სანდროს ჩაეხუტნენ. იოანემ საჩუქრად ნაცრისფერი,დახვეწილი დიზაინის საათი აჩუქა,თიკამ მათრახი აჩუქა,რაზეც ყველამ გაკვირვება გამოხატა სახეზე, ჩემი მორცხვი გოგო კი სულაც არ იყო დარცხვენლი პირიქით, ისიც კი უთხრა, შენი მომავალი რჩეული ამით მოარჯულეო. გიჟად ჩამთვალეთ თუ გინდათ,მაგრამ წარმოვიდგინე,როგორ ახორციელებს შეტევას ჩემზე ამ მათრახით. ფიქრებშიც კი დავირცხვინე და ამ უაზრობაზე ფიქრს შევეშვი. ახლა მე უნდა მივულოცო არა? მგონი ასეა. -გილოცავ,ყვეალფერს საუკეთესოს გისურვებ-მისკენ წავიწიე რომ ჩავხუტებოდი,ის ერთ ადგილას იდგა და არ ინძრეოდა,მივუახლოვდი და ჩავეხუტე, წამიერი აღმოჩნდა ეს ჩახუტება, სანდროსგან სიცივე ვიგრძენი, ძალიან მტკიოდა უუმისობა,მაგრამ უნდა შევეგუო. -ეს ჩემგან-ოქროს სამაჯური გავუწოდე წარწერით”We creat our own destiny”. -ჩემი საყვარელი ფრაზაა-ჩაიცინა-მადლობა -არაფერს-გავუღიმე ყველანი მაგიდას მივუსხედით,მე კი ის უცნობი ნერვებს მიშლიდა. არა ისეთი არაფერი არ უთქვამს,თან იოანე აქ იყო და ვერც გაბედავდა,მაგრამ რომ ვხედავდი ტიპს ორგანულად ვერ ვიტანდი. ამრეზად გავხედე და მან მითხრა: -ეს გოგო ისეთი სახით მიყურებს ფიქრებში 10-ჯერ მომკლა-თქვა ირონიულად და ჩაიცინა -100-ჯერ-შევუსწორე და ირონიულობა ავიკარი სახეზე -ვსო უკვე დაიწყეს-თქვა მობეზრებით სანდრომ და თვალები აატრიალა,სხვები კი იცინოდნენ, მხოლოდ იოანე მიყურებდა სერიოზული სახით -კარგი იო შენი და სალოს ხათრით არაფერს ვიტყვი-მზერა ლაშასკენ გავაპარე. იოანემ კი გევრდით მიმიხუტა და თავზე მაკოცა,შემდეგ კი საყვარლად ჩამიცინა -სანდრო ლილი რატომ არ არის?-შეეკითხა მეორე -ლილი არც არავის დაუპატიჟებია ვაჩე-თქვა ამრეზით სალომემ -ოოო რა ფიცხი ხარ სალო, არ გევასება ლილი?-გაიცინა -ასე მეტყობა?-ჩაიცინა სალომემ,სანდრო კი უემოციოდ უყურებდა ამ სანახაობას -ვაჩე მე არც არავინ დამიპატიჟებია,ეს ყველაფერი სალომეს ნახელავია სანდრომ მზერა გამისწორა, გული ჩამწყდა, მან მიმანიშნა რომ ზედმეტი ვიყავი… იქნებ ამის თქმა არ უნდოდა? არა, რომ არ ნდომოდა არც იტყოდა,შემთხვევითობების არც ისე მჯერა. -საპირფარეშოში გავალ-ვთქვი ჩუმად და ჩქარი ნაბიჯებით გავეცალე იქაურობას,არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახათ. საპირფარეშოში შევვარდი, ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. სანდროს აღარ ვუყვარვარ, ის ისეთი ცივი და უემოციოა ჩემ მიმართ. მე ის ჩემი სულელური ახირებების გამო დავკარგე. ცრემლები სახეზე გზას გაიკვალავდნენ და კისერში იკარგებოდნენ, პირზე ხელი მქონდა აფარებული,რომ ტკივილისგან აღმომხდარი ხმები დამეხშო. დიდხანს ვიყავი საპირფარეშოოშ,უეცრად კარი სანდრომ შემოაღო, ჩემი დანახვისას თვალები გაუფართოვდა, ჩემ გვერდით ჩამოჯდა,კედელს თავი მიადო და მხარზე მიმიკრა. *********** სანდროს თვალთახედვით. რამდენიმე საათით ადრე. დილით ლაშას და ვაჩეს დავურეკე,რომ ჩემთან წამოსულიყვნენ. რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ გერმანიიდან,ძალიან მენატრებოდნენ, მიუხედავად იმიას,რომ სოც. ქსელით ყოველდღე ვეხმიანებოდი. საღამოს სახლში შესვლისას,ირგვლივ მიმოვიხედე, ლამაზად მორთული სახლი და გაწყობილი მაგიდა მალე შევამჩნიე,თუმცა ვინც პირველი მოხვდა ჩემ თვალს ნატალი იყო. გამიკვირდა, ადგილზე გავშრი როდესაც ის ჩემ სახლში ჩემ დაბადების დღეზე დავინახე. ნატალის აქ საერთოდ არ ველოდი მაშინვე მივხვდი რომ სალომეს ნამოქმედარი იყო, ნატალიმ ჩემი დაბადების დღის არსებობა არც იცოდა. სალოს გავხედე რომელიც ეშაკურად მიცინოდა. მუცელში პეპლები დაფრინავდნენ,გული გამალებით მიცემდა,ალბათ მალე ამომივარდებოდა,მხოლოდ მაშინ მოვედი გონს როდესაც ლაშამ და ნატალიმ კინკლავი დაიწყო, მალევე მივხვდი რა მოხდა,რადგან ამ გოგოს ამბავს ლაშა გზაში მიყვებოდა და ”ქაჯს” უწოდებდა. ისე საყვარლად იბუსებოდა და ბუზღუნებდა,რომ კოცნა მომინდა, სიბრაზეც როგორ უხდება. საბოლოოდ როგორც იქნა ეს ორი დაშშმინდა. როდესაც დაბადების დღე მომილოცა ადგილზე გაშეშებული ვიდექი არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, დასჯილი სულელი ბავშვივით ვიდექი ერთ ადგილას, როდესაც მისი ლამაზი ხელები ჩემ წელს ფრთილად და გაუბედავად შეეხო გული ამიჩქარდა,მაგრამ საპასუხოდ ვერაფერი მოვიმოქმედე. ამიტომ ჩემ თავზე ძალიან გავბრაზდი. ყველაზე მეტად თიკას საჩუქარმა გამაკვირვა და გამახალისა, ამ მათრხას აუცილებლად გამოვიყენებ ერთადერთ ქალზე-ნატალიზე.ჩავიცინე.სუფრას მივუჯექით. მაქსიმალურად ვცდილობდი მისთვის მზერა ამერიდებინა,თუმცა საბოლოოდ მაინც ჩემი ყურადღების ცენტრი იყო. რა ვქნა გულს ვერ უბრძანებ,ვერც თვალსა და ვერც წადილს. საუბრის დროს ისეთი სისულე წამოვიძახე,რომ ჩემი მომინდა ”ვაჩე მე არც არავინ დამიპატიჟებია,ეს ყველაფერი სალომეს ნახელავია”. დარწმუნებული ვარ ნატალის ეგონა ის ვიგულისხმე, თიკას და იოანეს გადავხედე, მათ თავი დამიკრეს მიხვდნენ რომ ცუდი განზრახვა არ მქონია, მხოლოდ ნატალის ჩაწყდა გული ჩემ სიტყვებზე, არადა რომ იცოდეს როგორ მიმძიმს მისი ყურება,რომელსაც თვალები დარდისგან ჩამწყდარი აქვს, საპირფარეშოში რომ გავიდა მივხვდი ტირილს დაიწყებდა, გულს ვუბრძანე რომ ჩემი მოვალეობა აქ ყოფნა იყო, მე არავინ მეკითხებოდა იქ შესვლას, თიკამ თქვა რომ ნატალის მიაკითხავდა,დიდიხანია რაც გასული იყო, ნეტავ კარგად თუ იყო? იოანეც ნერვიულობდა.თუმცა მე ვუთხარი რომ სამზარეულოში საქმე მქონდა და რადგან საპირფარეშოც მასთან ახლოსაა ბარემ გავიგებდი მის მდგომარეობას, თანხმობის მიღების შემდეგ სუფრა დავტოვე და საპირფარეშოსკენ ჩქარი ნაბიჯებით დავიძარი. სამზარეულოში საერთოდ არ მივდიოდი, ვიცრუე. ტირილის ხმა გავიგე, გული მომიკვდა, ვიცი მისი ცრემლების მიზეზი მე ვიყავი, თავს ვერ ვპატიობდი ამას, კარი შევაღე და მომტირალი, კედელს მიყრდნობილი,ჩამუხლული ნატალი რომ დავინახე თვალები გამიფართოვდა, არც კი ვიცი როგორ ან რატომ ჩავიმუხლე მასთან ახლოს, რომლის სხეულიც მხარზე მივიკარი. -ჩშშ ხომ გითხარი რომ მომტირალი გოგონები არ მიყვარს?-ვუთხარი ჩურჩულით და თავზე ვაკოცე -აქ რა გინდა?-შეიშმუშნა,მომშორდა,მაგრამ ფეხზე არ წამომდგარა -რატომ ტირი?-დარდიანი თვალებით შევხედე.ჩემ თავზე მეშლება ნერვები, იქ ვარ სადაც არ უნდა ვიყო, მეცამეტე გოჭი არ მინდა ვიყო, წავალ-ფეხზე წამოდგომა დააპირა,როდესაც მკლავში ხელი ჩავავლე,ჩემკენ მოვზიდე და ბაგეზე ნაზად დავეწაფე,თავიდან აფართხალდა,თუმცა მალევე მიინაბა. კინაღან ხელში ჩამადნა, ისეთი სუსტი, საყვარელი და სიფრიფანა იყო, მეგონა ხელში ჩამეფშვნებოდა. -არასოდეს იფიქრო,რომ ჩემ ცხოვრებაში ზედმეტი ხარ-ყურში ჩავჩურჩულე და საფეთქელზე ნაზად ვაკოცე -ჩვენ….ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენ ერთად აღარ ვართ-თქვა ძალიან ჩუმად,რომელსაც ცრემლები ზღვასავით სდიოდა, ცერა თითით ისინი შევუმშრალე და გულზე მივიკარი, წინააღმდეგობა ჩემდა საბედნიეროდ არ გაუწევია,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერ დავაკავებდი, ამის არც ძალა მექნებოდა და არც უფლება. -არა, ჩვენ ერთად აღარ ვიყავით. ახლა კი შეგვიძლია ვიყოთ. თუ შენც გინდა….-თავი ავაწევინე, ნიკაპზე ხელი მოვკიდე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე. ********* ნატალის თვალთახედვით. -დუმილი თანხმობის ნიშანია?-მრავლისმომცველად ჩამხედა თვალებში -გამოიცანით ჩემო უდიდებულესობავ-თბილად გავუღიმე თვალებში ჭინკებათამაშებულს და ძლიერად მოვხვიე ხელები მხრებზე,თავი კი მის ყელში ჩავმალე და ყელზე ვაკოცე -მიყვარხარ-ამოიფრუტუნა ჩემ თავთან -მთელი არსებით-ლოყები დავუკოცნე -გულსა და სულში-ნიკაპზე ხელი შემახო და ბაგეზე ნაზად დამეწაფა, ელექტრონებმა დამიარა,ხელში ჩავადნი რასაც ჰქვია. როგორ მომნატრებია სანდროს სურნელი. დიახ სწორედ სანდროსი, აი ისეთი სურნელი აქვს მთელი არსებით რომ გიზიდავს და საშუალებას არ გაძლევს მოცილდე. -ჩვენი გასვლის დროა, დიდი ხანია აქ ვართ-ვუთხარი როდესაც რეალობას დავუბრუნდი და ალისას საოცრებათა ქვეყნიდან დავბრუნდი -ცოტახანი ვიყოთ რა კიდევ, გთხოოვ-შემევედრა -არავითარი ცოტახანი სან, თან ახალი ამბავი ვახაროთ ჩვენებს ვეღარ ვითმენ-ტაში შემოვკარი გახარებულმა, ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და საპირფარეშოდან მათკენ გავეშურეთ -რა ლამაზიი დღეაა რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ნატალის და სანდროს შერიგების დღეა-ზალაში შევვარდი რასაც ჰქვია და ხტუნვა დავიწყე, სანდრო კი გვერდს მიმშვენებდა და სიცილით კვდებოდა, აი მათი სახეების დანახვა კი ღირდა ამად. ყველა გაკვირვებული და ცოტა შეშინებული ჩანდა ჩემი მოულოდნელი გამოხტომით. აი მე კი უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ბედნეირება მართლაც რომ დეტალებშია. მეთანხმებით? -ვააიმე როგორ მიყვარხართ ვერც კი წარმოიდგენთ-აყვირდა სალომე და ჩვენკენ გამოექანა ჩასახუტებლად -ვაუ, დაგადგათ საშველი?-ახარხარდა იოანე,ტაში შემოკრა, გულში ჩამიკრა და სანდროს თვალი ჩაუკრა -აუუ, ვიცოდი რაა, როგორ მიხარაა-სალომესავით აყვირდა თიკუნია და რასაც ჰქვია შემოგვახტა მე და სანდრინიოს -ვაიმე დედიკო დედა, ჩამემტვრა ჭაჭები-ამოვიკნავლე -ვეღარ აიტანო ახლა-თვალები აატრიალა თიკამ-შენ ჭაჭების ჩამტვრევა პირველ ღამეს ნახე-გადაიხარხარა,მაგრამ როგორც კი ჩემ გამკაცრებულ მზერას მოჰკრა თვალი დაშოშმინდა და ხელები დანანების ნიშნად ასწია -ჯიგარი ხარ თიკსონ, დაკარი ხელი-ხელი გაუწოდა სანდრომ -დაგკრავთ მე თქვენ კარგად-დავიმორცხვე -ვის შერცხვაოო ვისო?-ლოყაზე 2 თითის ზურგით მიჩქმიტა და მიმიხუტა სანდრომ -გაჩუმდი სირცხვილია რა…-თავი მის ყელში ჩავრგე -შენ მარტო ჩემი უნდა შეგრცხვეს-ჩუმად ჩამჩურჩულლა ყურში, როდესაც გავიაზრე რა შეიძლება ეგულისხმა სიმორცხვეში, ხელი მხარხზე დავარტყი -გილოცავთ ახალგაზრდებო-თბილად გვითხრა ზურა ბიძიამ. თუ რექტორმა? თუ რექტორ-ბიძიამ? რაებს ვფიქრობ მეც კაი სულელი ვარ, სანდრო გეღირსა შე ქალო რას ბოდიალობ? ჩემ სულელურ ფიქრებზე გამეცინა -გილოცავ ძმა, ბედნიერებას გისურვებ რძალო-გადაგვეხვია ვაჩე. ”რძალო” ჰმმ რა სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა ყურს უცხოდ ხვდება -ვიზიარებ სან ძმაო, უფალმა გამძლეობა მოგცეს-ამოიხვნეშა იმ ცალტვინა ქათამმა -სალო, იო, თიკსონ,ზურა ბიძია,ვაჩე ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა…აი შენ კი-თითი ლაშასკენ გავიშვირე-კრეტინოზავრო ენა დაიმოკლე,თორემ ამოგაჭრი,ხელში დაგაკავებინებ და ძაღლებს ვაჭმევ-შევუბღვირე თუმცა ბოლოს სიცილი წამსკდა,რაზეც თვალები აატრიალა -შეხედე ახლა აქედანვე რომ მიშლის ნერვებს. შემთვევით ეს ”როგორ დავაწყვიტოთ სხვას ნერვები”-ს კურსებზე ხომ არ დადიოდა ჩუმად? ეს რომ დამირძალდება სახლში ფეხს აღარ შემომადგმევინებს-ჩაიფრუტუნა -რა მიხვედრილი ბიჭია ეს შეხედე ამას-სანდროს გაკვირვებულმა შევხედე,ამჯერად ყველამ გულიანად გავიცინეთ იმ კრეტინოზავრის ჩათვლით. -უი ახალი ამბავი არ მითქვამს თქვენთვის-განაცხადა სანდრომ. ჰმმ ნეტავ რას გულისხმობს? როგორ დავინტერესდი -ზურა ბიძიამ ახალი მანქანა მიყიდა -გაოცებულებმა შევხედეთ-Corvette Stingray ვერცხლისფერი -თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მანქანების ფირმებიდან მხოლოდ მერსედერსსა და ბეემვეს ვარჩევ წარმოდგენა არ მაქვს როგორია ეგ მანქანა,მაგრამ დანრწმუნებული ვარ რომ რაღაც ძალიან მაგარია-თვალებში სითბო ჩამეღვარა -გილოცავთ ძმა კიდევ ერთხელ-ერთხმად წამოიძახეს ლაშამ და ვაჩემ-იცოდე გულავი და რამე რომ მოგვინდება შენთან ვართ-ჩაიცინა ვაჩემ -მშვიდობაში ძმა-მხარზე ხელი შემოხვია იომ -მუდამ თქვენ სამსახურში-ჩაიცია სანდრომ, სალომ და სანდრომ კიდე ერთხელ გადაუხადეს მადლობა ზურა ბიძიას და ჩაეხუტნენ. -აბა, არ გაინტერესებთ ჩემი ახალი ”პიპია”?-შეგვეკითხა სანდრო -უიი,წამოდიი გვანახე ამდენ სიხარულში აღარც გაგვახსენდა -გადაიხარხარა თიკამ -ვაუ…ოო… აი ეს მესმის-აღმომხდა პირიდან -ეს…. დამიჭირეთ ვინმემ-წამოიფრუტუნა ლაშამ,რაზეც ყველამ გადავიხარხარეთ-ნუ უკვე მეორედ ვხედავ მაგრამ ისეთია რომ ყოველ დანახვაზე კომენტარის გაკეთება მინდება ხომ ხვდებით არაა?!-ისევ თავისებური დაურთო -რა მაგარია სანდრო, გილოცავ ჩემო სიყვარულო საჩუქარს-გახარებულმა ჩავეხუტე -ყველაზე დიდი საჩუქარი შენ და სალო ხართ ამ ქვეყნად ჩემ ცხოვრებაში-გულში ჩამიკრა ********** -ჩვენი წასვლის დროა-წამოიძახა იოანემ,რომელსაც ლაშა და ვაჩეც აჰყვა და წასასვლელად გავემზადეთ. -ნატი დარჩი დღეს-შემევედრა სანდრო -არა საან გამორიცხულია ხვალ უნიში უნდა წავიდე,თან ბოლო დღეებია. მე კიდევ თან არაფერი მაქვს-ჯანდაბა ჩემ თავს არადა როგორ მინდა სანდროსთან დარჩენა -ხვალ შაბათია სულელო-თავში წამომარტყა თიკამ -აუუ მეტკინაა გოგოო-ნატკენი ადგილი ხელით დავიზილე -ანუ რჩები?-შემეკითხა იოანე -ხო დავრჩები მაშინ იო თუ წინააღმდეგი არ იქნები-თვალები საყვარლად დავაფახუნე -ჯანდაბას უფროსი ძმის ინსტიქტებს სხვა დროს ჩავრთავ, დღეს გაძლევ უფლებას შენ ნებაზე იყო-გამიცინა,მომეხვია და თავზე მაკოცა-ჭკვიანად-მომაძახა ავტომობილში ჩაჯდომისას -მიყვარხარ,ჭკვიანად ვიქნები ძამიკო აბა როდის მნახე გადარეული მე?!-ვითომ გავიკვირვე -რაღაც მომესმა მგონი-შემომიბრუნდა თიკა და იოანე ერთად -აშკარად მოგესმათ-ქვედა ტუჩი გადმოვაგდე და მომცინარ წყვილს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე -აბა კარგად რძალუკა-ხელი დამიქნია მომცინარმა ლაშამ -დაგარძალუკებ მე შენ კარგად-შევუბღვირე და ბოლოს გავიცინე -ლაშა მომავალო რძალუკა უნდა გეთქვა-შეუსწორა სიცილით ვაჩემ -ჯერ არ ვთხოვდები ხალხნო, ჯერ სწავლა….-ხელები გადავიჯვარედინე -ვფიქრობ ორივეს შევუთანხმებთ-ყურში მოულოდნელად ჩამჩურჩულა სანდრომ და ყელში მაკოცა,სხეული დამეხორკლა, გამაჟრჟოლა -ჯერ მაინც ადრეა-ცხვირზე თითი დავკარი -მაგასაც ვნახავთ-უკანალზე ხელი მსუბუქად დამარტყა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია -უზრდელო-თითი ბრძანების ნიშნად დავუქნიე-დღეს ხელი არ დამედოს თორემ-შევუღრინე ჩემებურად და ბოლოს გადავიხარხარე -თორემ რა?-ვნებიანად მკითხა და ჩემკენ დაიძრა -თორემ..თორ-ენა დამება ვერაფერი მოვიქრე და რაღაც სისულელე წამოვროშე-გავიქცევი-ამის თქმა და სანდროს ჩაბჟირებამდე სიცილი ერთი იყო -ვაჰჰ ჩემი ცუდად ვააარ…სად უნდა გაიქცე გოგო?-ჩემი სახე მის თლილ ხელებში მოიქცია, შუბლი,ლოყები,ღაწვები და ბაგე დამიკოცნა -არსად-ჩავიფრუტუნე და სახე მის ყელში ჩავრგე -ჩემი ხარ და იქნები. რომც მეჩხუბო,მიყვირო და თავზე სახლი დამამსხვრიო შენი ხელიდან გამშვები არ ვარ მე-მითხრა კატეგორიული,თუმცა სიცილნარევი ხმით -ჩემი ბიჭი. და ჰო კიდევ ჩხუბს ნუღარ მიხსენებ-ჩავიცინე და ყელში ვნებიანად ვაკოცე. აი სანდრო დადიანი, ხომ ხედავ?! მეც შემიძლია უაღრესად დიდი სიამოვნება მოგანიჭო. ****** მე და სალომემ სახლი მოვაწესრიგეთ,ძალიან დავიღალეთ და ძილის მეტს აღარაფერს ვნატრულობდით. -ნატი დავიშალოთ ახლა, მიდი დაიძინე-მითხრა სალიმ-მეც უნდა წავიდე დავიღალე -სად დავიძინო?-ვიკითხე დაბნეულმა -სანდროს ოთახში დაწექი ნატი რა მოხდა მერე?-მითხრა სალიმ სიცილით -სანდროსთან?-გავიკვირვე -ხო რა გაგიკვირდა შე ქალო? ერთა საწოლში დაწოლა სულ არ ნიშნავს იმას,რომ რამე იცუღლუტოთ-გამიცინა სალომემ -აუუ სალო-დავიმორცხვე-კაი აბა, ტკბილი ძილი -შენც ასევე ჩემო ლამაზო-რა თბილია ეს გოგო სანდროს საძინებლის კარი გულისფანცქალით შევაღე,საწოლში თვალებდაჭყეტილი მოკალათებული სანდროს მზერა წამსვე მომხვდა -ვაა პატარაც მოსულა?!-ვნებამორეული ხმა ჰქონდა -მაშინებ სანდრინიო, იცოდე მეძინება-თითი დავუქნიე -როგორ თუ გაშინებ?-წყენით ჩაილაპარაკა-მოდი აქ, გამოიცვალე და დამიწექი გვედით,არ შეგჭამ-ჩამიღიმა. გამოვიცვალე და თბილ საწოლში გავეხვიე, რა თქმა უნდა ვიცოდი რომ სანდრო სანდო იყო, ის ხომ ჩემი გულის სხივია როგორ შეიძლებოდა რომ ჩემთვის რამე დაეძალებინა? მე ის შიში ვიგულისხმე,ვაი თუ ჩემი თავი ვერ გავაკონტროლო მასთან სიახლოვისას და….კარგი ჰო ამააზე ფიქრიც მაშინებს, ჯერ. -ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის,თბილი ოჯახი,რომლის წევრი შენც ხარ-ხელები წელზე მომხვია,ზურგით ამეკრო და თავი ყელში ჩარგო, ჟრუანტელმა დამიარა,მისი მტევანი ჩემსაში მოვიქციე და ასე ტკბილად დაგვეძინა. -ჩემი სუნთქვა ხარ-ჩავილაპარაკე სიყვარულით აღსავსემ. ვიგრძენი თუ როგორ ჩაიღიმა. დილით რომ გავიღვიძე ჩვენი ფეხები ერთმანეთში აბლანდულიყო,ძლივს გავითავისუფლე თავი მისი მარწუხებისგან, არ მინდოდა რომ სანდრო გამეღვიძებინა, ისე ტკბილად ეძინა ანგელოზს ჰგავდა. სააბაზანოში შევედი,მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი,სადაც მოფუსფუსე სალომე დამხვდა. 1 საათის შემდეგ სანდროც ჩამოვიდა. -ოოჰ იკადრა ვაჟბატონმა ჩამოსვლა-შევძახე და სალომეს გადავხედე -როგორ მახარებთ ვერც კი წარმოიდგენთ-მე და სალო გულში ჩაგვიკრა სანდრომ -აუ სან იცი რა მოვიფიქრე?-სალომემ მის ძმას ეშაკური თვალებით ახედა -აბა რა მოიფიქრა ჩემმა ლამაზმა და ჭკვიანმა დაიკომ?-სამზარეულოს დახლს იდაყვებით დაეყრდნო სანდრო -შატილში ავიდეთ: ჩვენ, ბიჭები,იოანე,თიკა და ნატის დაქალები, ძალიაან მაგარი იქნებაა -აუ, რა მაგარია-ტაში შემოვკარი, განტვირთვა ნამდვილად არ მაწყენდა, თან ორშაბათიდან 1 კვირანი არდადეგები მეწყება,ეგ სულ არ გამახსენდა -კარგი აზრია ყურცქვიტავ-ლოყაზე უჩქმიტა მის დას სანდრომ,რაზეც სალომე მისკენ გაექანა და ჩაეხუტა, წონასწორობა ვერ შეიკავეს და იქვე გაიშოტნენ -აუ, ეს შემიწირავს მე ტო-წელზე ხელი საწყლად მოისვა სანდრომ - შენდა გასაკვირად მეც მეტკინა წელი ვაჟბატონო მაგრამ არ ვწუწუნებ-ამოიკნავლა სალომემ -მართლა??ძალიან გტკივა სალოო??-შეშფოთდა სანდრო -არ მტკივა ძალიან რას დაეფეთე ბიჭო-ჩაიცინა სალომემ, მე კი სანახაობისგან ჯერ გაოცებული,შემდეგ კი ჩაბჟირებული სავარძელში მოვკალათებულიყავი და გველივით ვიკლაკნებოდი. ******** -მანჩო-ჩავყვირე ჩემ დაქალს ტელეფონში -არ მითხრათ რომ დაკარგული ნატალი გრძელიძე მესაუბრება-გაკვირვებულმა შეიცხადა ჩემი ხმა რომ გაიგო -დიახ ქალბატონო მანო, მე ვარ-ჩავიცინე -როგორ მომენატრე ქალოო -მეც ძალიან მომენატრეე ჩემო ასინეთა -დაგაასინეთებ მე შენ კარგად-შემომიბღვირა -რაო ჩემო გოგო ვინ გამაბრაზაო?-რაღაც გაღიზიანებული მეჩვენა მისი ხმა, აი სულ ოდნავ მაგრამ მე რისი დაქალი ვარ რომ ვერ მივხვდე იმ წვრილმან ხმის ცვლილებასაც კი? სალი ისეთი გიჟი,გადარეული მყავს ვერც კი წარმოიდგენთ რა. -ჯანდაბა ხდება ჩემ თავს რადა……-თქვა მობეზრებით -გოგო დაფქვავ ახლა?-ვთქვ სულწასულმა -ერთი ბიჭი მწერს 1 თვეა,ისეთი საყვარელი და ხუმარაა, აი ბოლო 3 დღეა აღარ მოუწერია,აი მოკლედ ნერვებზე ვარ აჭრილი რა. რა საქციელია ეს? -მერედა შენ მიწერე გოგო. ისადა სიმპათიურიაა?-დავინტერესდი -კარგი ერთი, თვითონ რატომ არ მიკითხავს? აბა მე უსიმპათიუროს შევხედავდი?- თავი დაიფასა გოგომ - მე ბოდიში-ჩავიცინე-უი მანო, რა უნდა გითხრა -რა უნდა მითხრა?-დაინტერესდა -რადა, ის….-მიყვარს როდესაც ვაწვალებ – რა რადა ის გოგო, ამოღერღე წამივიდა სული-მომაყარა უცბად - რა სულსწრაფი მყავხარ გოგო-შევიცხადე -ნატალი!-ხმა გაიმკაცრა, სჯობს მალე ვუთრა -მე და სანდრო შევრიგდით-შევყვირე -რა? მართლა? -არა ტყუილად -აუ მაგარია -ისეთი ბედნიერი ვარ….. ხოდა რაც მთავარია მაცადე გითხრა ახლა-ამოვისუნთქე-სალომემ, სანდრომ დამ გადაწყვიტა,რომ მე ჩემი დაქალებითურთ, თიკათურთ,იოანეთურთ და სანდრო თავისი ძმაკაცებითურთ წავიდეთ შატილში. ახლა უარი არ გამაგონო, იცოდე ხვალ მივდივართ.მოემზადე აქედანვე მერე არ დაიწყო დრო არ დამრჩაო, გოგოები გამიფრთხილე -ამოისუნთქე შე ქალო-ჩაიხითხითა- წამოვალ დიდი სიამოვნებით,განტვირთვა არ მაწყენდა, ისადა ის 2 ძმაკაცი დაკავებულია?-ოხ ესს ვიგინდარა მეკაცთანე ქალიი -შეხედე ახლა ამას, წეღან იმ ბიჭს არ მისტიროდი? -ისე ვიკითხე გოგო -მგონი არ არიან დაკავებულები.ვაჩე ძალიან საყავრელია, აი ლაშა კი ნერვებს მიშლის, მაგრამ წავა რაა…გამოვნახავთ საერთო ენას-გდავიხარხარე-გერმანიიდან ჩამოვიდნენ რამდენიმე დღის წინ,ამიტომ არ ვიცნობდი აქამდე -გერმანიიდან?-გაიკვირვა -ხო რა მოხდა?-ჩავიცინე -არა არაფერი ისე ვიკითხე, მიყვარს გერმანია-ოხ ეს ”ისე” მაეჭვებს მე -ჰმმ კარგი აბა და იცოდე გოგოებს შეატყობინე, ხვალ მივდივართ 10-თვის -ბრძანება მიღებულია სერ-ჩემი სულელი გოგო -როდის გაიზრდები…ნუ არც არასდროს რადგან არც მე ვიზრდები-გადავიხარხარე ******* ყველანი მმზად ვართ მანოს გარდა. როგორც ყოველთვის ის იგვიანებს, გოგოებმა გვითხრეს სახლის გასაღები სახლში დარჩა და შეაგვიანდებაო. -ოხ რა დაუდევარია რაა-ჩავიფრუტუნე -დაქალს ჰგავს-ამყვა სანდროც, ნუ ვერ შევედავები ზოგჯერ მეც დაუდევარი ვარ.მიუხედავად ამისა ”მამის მკვლელი ” თვალებით გავხედე. და აი როგორც იქნა სალომეც მოვიდა,გადავეხვიე და ბიჭები გავაცანი, ”სასიამოვნოა”-თი შემოიფარგლნენ,თუმცა ვაჩე ტელეფონზე საუბრობდა და გვიან შემოგვიერთდა. სალომეს მზერა გაუშტერდა -შენ?-გაიკვირვა მანომ და ვაჩეს შეხედა -შენ?-ახლა ვაჩემ გაიკვირვა -არ მითხრა ვაჩე ვარო-პირი დააღო -არ მითხრა სალომე ვარო-არც ის ჩამორჩა -არ მითხრათ სალომე და ვაჩე ვართო-აჰყვა ლაშა,ეს ტაკი მასხარა. ყველას გაგვეცინა მის რეპლიკაზე. -იცნობთ ერთმანეთს?-გავიკვირვე -მგონი კი-ერთხმად წამოიძახეს კვლავ ერთ ადგილას გაშეშებულებმა. როდესაც ჩვენი მანქანების გადანაწილების დრო მოვიდა გავიგონე მანომ ვაჩეს როგორ გადაულაპარაკა -ის სამი დღე თუ შეგარჩინო მაგასაც დაგანახებ-ეშმაკურად ჩაუცინა,ყურებამდე გაკრეჭილ ვაჩეს. ********** ავტორის თვალთახედვით. ახალგაზრდების ავტომობილებში გადანაწილების ჯერი მოვიდა. ავტომობილი მხოლოდ სანდროს, ლაშასა და ვაჩეს ყავდა. საბოლოოდ მანო,თიკო და მარიამი ვაჩეს ავტომობილში გადანაწილდა. ნატალი,თიკა,იოანე_სანდროსთან. თამარი,სალომე და მარიტა, კი ლაშასთან. ისინი ხევსურეთში,კერძოდ შატილში მიდიოდნენ,სადაც ულამაზესი ხედი იშლებოდა. იქ სანდროსა და სალომეს საკუთარი, ხის ულამაზესი,მყუდრო და მშვიდი სახლი ჰქონდათ,რომელიც ბაბუამ დაუტოვათ. რაც შეეხება ავტომობილებში არსებულ მდგომარეობას,ნამდვილად უნდა ითქვას ის,რომ არცერთ მათგანს არ მოუწყენია. მანოს გერმანელი მეგობარი ვაჩე აღმოჩნდა,ამან გაახარა კიდეც,რადგან ძალიან ენატრებოდა,თუმცა გაბრაზებულიც იყო ვაჩეზე,რომ არ მოიკითხა, ეშმაკური გეგმები ყოველთვის ახსენებდა თავს მანჩოს, არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, თავის გიჟ დაქალებთან და ახლად გაცნობილ სანდროს დასთან ერთად აპირებდა ბიჭების გაწვალებას, მიუხედავად იმისა,რომ მის მთავარ სამიზნეს ვაჩე წარმოადგენდა. თამარი და ლაშა მთელი გზა კინკლაობდნენ, სალომე და მარიტა კი მათ შორის არსებული დაძაბულობის განეიტრალებას ცდილობდა, მანო და ვაჩე ერთმანეთს კბენდნენ,უფროსწორად ქალბატონი იყო ინიციატორი ამ ყველაფრისა,თიკო და მარიამი სანახაობით ტკბებოდნენ, მათ ოღონდ გასართობი და დროის გასაყვანი მიეცით და ცხენსაც კი შემოაჯდებიან,მიუხედავად იმისა უნაგირზე რომ დასვა წონასწორობას ვერ დაიცავენ. სანდრო და ნატალი კი იმ ბედნიერებით ტკბებოდნენ,რაც ამ დღეების განმავლობაში მოიპოვეს,იგივე უნდა ითქვას იოანესა და თიკაზე,თუმცა მათ ისეთი ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ ბოლოს როდის იჩხუბეს არც კი ახსოვთ, ალბათ სერიოზულად არც არასდროს უჩხუბიათ. ****** -ფანჯარა ჩამოწიე რა მარიტა მცხელა-უთხრა უკან მჯდომ მარიტას თამარმა -კარგი რა სალომე გავცივდები-აბუზღუნდა მარიტა -რა გაცივდები გოგო, ჯერ თბილისს არ გავმცდარვართ, ხევსურეთში კი იქნება სიცივე მაგრამ აქ ცხელა-აწუწუნდა თამარი -მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მიყვარხარ დეიდულა მაგ სურვილს ვერ შეგისრულებ-გაიცინა მარიტამ -თუ გაპატიო-”მამის მკვლელი” თვალებით გადმოხედა უკან მჯდომს თამარმა -მოიცაა…ეს შენი დეიდა როგორაა?-გაიკვირვა ლაშამ. მარიტას კითხვით აღსავსე თვალებით გადმოხედა და თამარზე ანიშნა -ეი, შენ რეგვენოზავრო…-ლაშამ აღშფოთებულმა და გაბრაზებულმა გამოხედა გვერდით მჯდომ თამარს-ჯერ ერთი მე სახელი მქვია, თამარი. დაგიმარცვლო? თა-მა-რი. ჩვენ ნათესაურ კავშირს მაინც ვერ გაიგებ რომ აგიხსნათ, იმიტომ რომ შენ ტვინში მოკლე ჩართვა მოხდება ეგ რომ გაიაზრო. მე კიდევ ხევში გადაჩეხვა არ მინდა. თქვენც ხომ არ გინდათ ნაადრევად სიკვდილი გოგონებო?-გადმოხედა სალომესა და მარიტას,რომლებიც ჩუმად იცინოდნენ -სიტყვები შეარჩიე და ტონს დაუწიე-შეუბღვირა ლაშამ-ხომ არ დაგავიწყდა ჩემი ავტომობილით მობრძანდები?! -ოჰ და რა ვქნა ახლა ფეხები დაგიკოცნო?-უთხრა ირონიულად -ფეხებზე უკეთესი რამეც შეგიძლია დამიკოცნო-თამარისკენ გადაიხარა და ტუჩები დაპრუწა ლაშამ, რაზეც სალომემ და მარიტამ ვეღარ მოითმინეს და ახარხარდნენ, თამარმა კი მკლავზე უჩქმიტა -აუჩ-ამოიკნავლა ლაშამ -იდიოტო, გზას უყურე!-შეუბღვირა თამარმა -ასეთი ნერვების ჭია რომ მყავხარ გევრდით რთულია გზაზე ვიფიქრო-თქვა ირონიულად ლაშამ,თან ხელს იზელდა-თან რა მწარე ხელი გაქვს რა იყო ვარჯიშობდი და დატესტილი გქონდა?? -კარგით ახლაა გეყოთ. მშვიდობით ჩავიდეთ შატილში, იქ დაგიხოცავთ ერთმანეთი-თქვა მოცინარმა სალომემ -ამის ბრალია-ერხმად წამოიძახეს, რაზეც ერთმანეთს სწრაფად გადახედეს და ბოლოს ყველას სიცილი აუტყდა. 1 საათიანი დუმილის შემდეგ სიჩუმე კვლავ ლაშამ დაარღვია -მარიტა…-სარკიდან თვალი გაუსწორა მარიტას ლაშამ -რა ხდება ლაშა-დაინტერესდა მარიტა -მითხარი რაა საიდანაა თამარი შენი დეიდა? ანუ ასაკიდან გამომდინარე დავეჭვდი..ხომ ხვდები რა-ჩაიცინა ლაშამ და მძინარე თამარს გადახედა, ვერც კი იჯერებდა ასე მშვიდად ძილი თუ შეეძლო ამ ქაჯს -მოკლედ-ჩაიცინა მარიტამ-ღვიძლი დეიდა არ არის. დედაჩემი არის თამარის მამის დიშვილი, ბებიაჩემი იყო თამარის მამიდა. აქედან გამომდინარე დეიდად მეკუთვნის. ნატალი ჩემი ბიძაშვილია, მას მამიდად ეკუთვნის -უუჰ, მართლაა?გიჟი ნატალი არ მეყოფოდა, ახლა ეს დამემატა. გინდ მამიდა და გინდ…-დაფიქრდა ლაშა, თუ ვინ გამოდიოდა ნატალი თამარის-მამიდაშვილიშვილი-ამის თქმა და მარიტასა და ლაშას ახარხარება ერთი იყო. სალომეს და თამარს კი ტკბილად ეძინა -ვიზიარებ-გულწრფელად მიუსამძიმრა მარიტამ და სიცილი გააგრძელა -მადლობა გევრდში დგომისთვის-ჩაიცინა ლაშამ-არ გეძინება შენ? -არაა, შენ?-აი რა კითხვა იყო ახლა ეს? -აჰაჰჰ-გადაიხარხარა ლაშამ-რომც მეძინებოდეს ვერ დავიძინებ საჭესთან ვარ -უჰჰ…ხოო..ისა….დავიბენი დაა…-ენა დაება მარიტას -არაუშავს მივხვდი-კვლავ განაგრძობდა სიცილს ლაშა. ****** -მარი გეძინება?-გადახედა გვერდით მჯდომს სალიმ -არც ისე…-თქვა მარიამმა -თვალებს თუ დავაკვირდები, აქვე ჩემ მხარზე ჩამოგეძინება-დასცინა დაქალს მანომ -ოჰ ,შენი შემრცხვება ახლა ზუსტად-გადაიხარხარა მარიმ -მართალია, რომელი მორიდებული შენ მყავხარ,მაგრამ დავითვალე და 4-ჯერ დაამთქნარე უკვე-ფაქტზე გამოიჭირა მანომ -დიდი ამბავი ახლა,მიშლი თუ რა გინდა?-შეუბღვირა მარიმ -არ გამლახო დაია და არ დავეძებ არაფერს-ხელები ასწია დანებების ნიშნად მგოგომ და ჩაიცინა -რა ხდება მანდ რას კინკლაობთ?-გადმოხედა ამ ორს ვაჩეს გვერდით მჯდომმა თიკომ,რომელზეც მგზავრობა ცუდად მოქმედებდს, ამიტომ დრამინა დაელია და წინ მოკალათებულიყო -ჩვენ??-ერთხმად წამოძახეს გოგოებმა და გაიცინეს-არა რას ამბობ ქალო, რა კინკლავი, ამას ენაცვალოს მანო დეიდა-თავზე ხელი გადაუსვა მ მარის და აკოცა,რაზეც ყველამ ერთხმად გაიცინა, მარიამმა კი ძალით მოიშორა დაქალის ხელი და შეუბღვირა -ისადაა ვაჩე…გთხოვ არ გამიბარზდე ამ ადამიანის სისხლით შეღებილი რომ დაგხვდეს ეს სავარძელი-ხელი გაიშვირა გვერდით მჯდომისკენ მარიმ -რატო კაცო, დაქალს სასიკვდილოდ იმეტებ??-ჩაიხითხითა ვაჩემ და მანოს მკაცრი გამომეტყველება დააიგნორა -დაქალი ჰქვია ახლა ამაას?? ნახევარი გზა არ გაგვივლია და მომიშალა ნერვები-ჩაიბურდღუნა მარიმ -ნწნწნწ სულ წავიდა ეს გოგო ხელიდან-ლოყაზე ხელი შემოირტყა მანომ და საწყალი სახე მიიღო, თიკო ახარხარდა, ვაჩე და მარი კი სიცილს ძლივს იკავებდნენ -მე წავედი ხელიდან ხოო? 5 ბიჭს ერთად მე ვწერ თუ შენ?-მოიგონა რაღაც ტყუილი მარიამმა, ნეტავ რატომ? მიტომ ხომ არა რომ ვაჩე ეეჭვიანებინა? მანოც მიუხვდა ჩანაფიქრს,მეტი რა უნდოდა მაგასაც? -ჯერერთი 5-ს არა!-თითი დაუქნია სალომემ-ერთს გენაცვალე,მაგრამ აღარ მწერს და ახალს უნდა მივწერო, აიი ის რომ არის ნიკა დევდარანი, რა მაგარი ბიჭია პროსტაა, დღესვე დავამატებ, გამოგზავნლი აქვს მეგობრობა- ვაჩემ ყველაფერი მალევე მოწვა და ღმილის დაფარვას ცდილობდა. -ნიკა? ღადაობ ხოო? მაგას ის ვაჩე არ ჯობიაა??-წამოაყრანტალა უეცრად თაკომ,რადგან ვაჩეს ფოტო ნანახი არ ჰქონდა,რადგან სოც. ქსელს იშვიათად იყენედა და მხოლოდ მობილურით კონტაქტობდა.გადმოცემით იცოდა,რომ კარგი აღნაგობის და განათლებული ბიჭი იყო. თაკოს ამ წამოძახილით ვაჩეს სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა,მანოსპირიქით სახეზე მიეყინა, მარი კი ჩაბჟირებულყო -რა ვაჩე გოგო, ხომ გითხარი არავის გადასაგდები არ ვარ მე, არ მოუწერია 3 დღეა, ამიტომ ვინმე ახალი მესაჭიროება,თან უარს ვინ მეტყვის?-თმა უკან გადაიყარა მანჩომ და სარკეში ბიჭის მკაცრ მზერას გაუსწორა თვალი, რაც ძალიან ესიამოვნა -საშუალოდ რამდენ ბიჭს წერ სალომე?-სარკიდან მზერა გაუსწორა სალომეს ვაჩემ და ირონიულად შეეკითხა -შენ მე ვინ გგონივარ?-გაიკვირვა სალომემ -და ვინ უნდა მეგონო?-არც მან დააკლო -აბა ეგ რა კითხვაა? -რავი მგონი არ გიჭირს ბიჭთან საერთო ენის გამონახვა და სპონტანურ ურთიერთობებსაც ემხრობი…უბრალოდ მაინტერესაებს-ირნიულად მიუგო ვაჩემ, ცოტაც და აფეთქდებოდა -დიახ არ მიჭირს, კომუნიკაბელური ვარ ძალიან. არ ვიცი რამდენს ვწერ საშუალოდ, ეგ არც მაინტერესებს. ვინც მაფასებს იმასთან ძალიან კარგად ვახერხებ საერთო ენის გამონახვას და მეც პატივს ვცემ-თქვა ამაყად გოგომ -იქნებ იმ ბიჭს… რა ერქვა??-ოხ რა მაიმუნია ესეც-ხო,ვაჩეს, არ ეცალა და მაგიტომ არ მოგწერა? და შენ რომ მიგეწერა? თუ შენი აზრით გოგომ პირველი ნაბიჯი არასდროს უნდა გადადგას?-შეუტია მძღოლმა -მთლად ეგრეც არ ვფიქრობ,მაგრამ 3 დღე რა უნდა გაჭირვებოდა? მოეწერა მაინც არ მცალიაო…ანდა შენ რატომ გითანხმდები ვერ ვხვდები რაა. გზას უყურე მანდ ჩემ საქმეს თავად მოვაგავრებ-ცხვირი აიბზუა -მისი საქმის თვითონ იცის თურმე გოგომ-ჩაიბურდღუნა ვაჩემ -რამე მითხარი?!-გადმოძახა სალომემ -არაფერი ძვირფასო რა უნდა მეთქვა, მოგეჩვენა,ამიტომ ექიმს ესტუმრე-წაენაგლა ის, ქალბატონი კი ამ პასუხზე აილეწა -წესიერად შენ თორემ თავად მოგიწევს ექიმთან წასვლა, თუ გამოგიქანე ეს გაშლილი ხელი -დედა როგორ შემეშინდა-ცალი ხელი ლოყაზე მიირტყა ბიჭმა -ღმერთო მაღალო გამძლეობა მოგვეცი მე და მარის-ხელები ზევით აღმართა თაკომ ****** -აუუ რა სილამაზეა-თვალები გაუფართოვდა თიკას,როდესაც ულამაზეს მთებსა და მოჩუქურთმებულ სახლებს მოჰკრა თვალი -საოცრებაა-არც იოანემ დააკლო და ხელი გადახვია თიკას -საან ულამაზესია, წარმომიდგენია რა სიამოვნება გველის წინ-ტაში შემოკრა ნატალიმ და სანდროს ხმაურიანად აკოცა ლოყაზე -შენზე ლამაზი არავინ და არაფერია…-ჭინკებათამაშებულმა შეხედა ნატალის-ამაზე მეტი სიამოვნებაც შეგვიძლია მივიღოთ-იოანემ კი ჩაახველა და მაიხვედრა ისინი,რომ ის და თიკაც იქ იმყოფებოდნენ -ისა…ჩვენც აქ ვართ-ჩაიცინა იომ -ვიცით ძმაო ვიცით-ჩაიცინა სანდრომ და წყვილს გადმოხედა,ნატალი აწითლებულიყო და სადროს მკლავი გაკრა -უფროსი ძმის სახის გამოვლინება იყო თუ რა ხდება იოო?-უთხრა მომცინარმა ნატალიმ იოანეს სიტუაციის განმუხტვის მიზნით -აუუ მეც მინდა უფროსი ძმაა-ამოიტირასავით თიკამ -შეხედეე ახლაა, მერე მე აქ არ ვარ??-გადმოხედა სანდრომ ვითომ წყენით -აჰ, ბილოგიური ვიგულისხმე საან-ჩაიცინა თიკამ -ბიოლოგიურობა არც ისე მნიშვნელოვანია თიკსონ-თბილად უთხრა სანდრომ-რამე რომ დაგჭირდეს შენ გევრდით მიგულე სულ, რომც არ შემატყობინო მაინც გავიგებ თუ რამე გაგიჭირდება,ჭირსა და ლხინში შენთან ვარ-თიკას თვალზე ცრემლი მოადგა -შენ რა, ტირი გოგოო?-შეიცხადა ნატალიმ -ამეტირა-თავი ჩახარა თიკამ,რაზეც სანდრომ ამოიხვნეშა,უკან გადმოიწია და თიკას ლოყაზე უჩქმიტა,იოანემ კი ცრემლები შეუშრო და ლოყაზე აკოცა -რა გატირებს სულელო გოგო-გულში ჩაიკრა იოანემ -თიკსონ ცრემლი არ დამანახო იცოდე, ნატალი გადავაჩვიე და ახლა შენ უნდა გეჩალიჩო მაგაზე?-უთხრა სანდრომ -ეს სიხარულის ცრემლები იყო-ჩაიღიმა თიკამ-ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ თქვენ რომ გიპოვეთ….მიყვარხართ -ჩვენც გვიყვარხარ თიკსონ-წამოიყვირა ნატალიმ და სანდრომ ერთხმად -მიყვარხარ ჩემოო გადარეულო დაა ლამაზო-მთელი ხმით იყვირა იოანემ -აფსუსს, ხმის იოგები ჩაგვიწყდება ჩვენ-გადაიხარხარა ნატალიმ -შენც არ მყავდე მომღერალი,სცენაზე გასასვლელად რომ ემზადებოდეს-თმები აუჩეჩა იოანემ დაიკოს,რომელმაც ენა გამოუყო. ****** 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ ახალგზარდები ავტომობილებიდან ჩამოქვეიდნენ და ულამაზესი ხის სახლის წინ შეიკრიბნენ,ყველა აღტაცებული იყო ირვლივ არსებული პეიზაჟით. სახლში მალევე შევიდნენ,რადგან გარეთ ძალიან ციოდა, სახლში 4 საძინებელი, თავისი სააბაზანოებით, დიდი,კეთილმოწყობილი სამზარეულო, და დიდი ბუხარი იყო. ყველა იმენად დაღლილი იყო,რომ საძინებელში დაბინავდნენ, ბიჭები ერთად, გოგონები კი 3 ოთახში გადანაწილდნენ. სალომე,თამარი,მარიტა_ერთად, თიკა, მანო, თიკო_ერთად, ნატალი და მარიამი კი ერთად. ნატალის დაქალს სალომეს თავში იდეალური გეგმა მოუვიდა,თუ როგორ გაებრაზებინათ ბიჭები,ეს ერთგვარი გასართობი იქნებოდა, სანამ ბიჭებს ეძინათ, მანოს გოგოები ერთ ოთახში ჩუმად შეკრიბა და მათ გეგმა გააცნო. ყველა მათგანი სიცილით იატაკზე ხოხავდა. ნატალიმ თქვა,რომ ბიჭები ამას ანანებდნენ,თუმცა სანახაოაბდ ნამდვილად ღირდა,ამიტომ საქმეს შეუდგნენ. 3 საათიანი ძილის შემდეგ, პირველმა იოანემ გაიღვიძა და პირველ სართულზე ჩავიდა,რადგან ძალიან მოშივდა. -გოგოებოო არ გღვიძავთ?-დაიძახა კიბეებზე ჯერ კიდევ ახლახან გაღვიძებულმა იოანემ. გოგონები ბუხრის წინ მოკალათებულყვნენ,მხოლოდ 1 საათი ეძინათ და ახლა ყავასა და ჩაის შეექცეოდნენ, იოანეს გაშპაკლული სახის დანახვისას კი ნატალის ყავა გადასცდა და თიკა და მარიამი აბრუნებდნენ, ხოლო თამარმა მაისურზე ჩაი გადაიქცია,ბოლოს კი აწუწუნდა,დავიწვიო. -ჰეიი რა ხდებაა რა სახეები გაქვთ, ვგავარ ტაკი მასხარას?-თქვა გაკვირვებულმა იაონემ და თმის ჩეჩვა დაიწყო -ოუ,ლამაზო გამეცნობით?-თქვა წრიპინა ხმით თიკამ -რას ბოდიალობთ?-წამოიძახა იოანემ ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა -ააა… ვაახ ჩემი…. აუ მოგკლავთ-გავიგონეთ ბიჭების ხმა და ყველანი ზევით ავცვივდით. ჩვენ წინ ისეთი სანახაობა გადაიშალა,გირჩევდით იქ ყოფილიყავით. ლაშა და სანდრო იატაკზე გორავდნენ და ტკივილისგან იკლაკნებოდნენ, რადგან იატაკზე,მათი საწოლების წინ ჭიკარტები დავყარეთ,ამასთან ერთად საპნით იატაკი დავასველეთ,რომ კარგად ესრიალათ.ხოლო ვაჩეს მთავარი წინ ელოდებოდა,ამჯერად ამ სამს დასცინოდა, საწყალმა იაონემ ისიც კი არ იცოდა რომ გოგონებმა მაკიაჟი გაუკეთეს. ტონალური, , ტუში, ტენი, ლაინერი, წითელი პომადა, მანიკური,…..ყველაფერი გამოიყენეს,რომ ეს უსიმპათიურესი ბიჭი მასხრად აეგდოთ, შეგშურდებოდათ მისი სილამაზის. -აუუ ცუდად ვარ-ერთი ეს წამოძახეს გოგონებმა და იატაკზე გაწვნენ,იმდენი იცინეს ძლივს მობრუნდნენ ამ ქვეყნად.მთავარი სანახაობა წინ ელოდათ -თქვენ ნახეთ პროსტა რა დღეს დაგაწევთ ჩვენ, დაიმახსოვრეთ-ღრიალებდა სანდრო -თქვეენ ვერ ხართ გოგო ,ეს რა ჯანდაბაა, კინაღამ ფეხი ვიღრძე-აჰყვა ლაშაც -ეს რა არის..ფუუ ბლიად-შეიგინეს ბიჭებმა და იონეს მომცინარ სახეს დააკვირდნენ -ეი, ჩემი ძმა ორიენტაცია შეიცვალე??-იკითხა გაკვირვებულმა ლაშამ და ხარხარი გააგრძელა -ჩაგვიდეს-ახარხარდა ნატალი -შემოგვაპარეს-აჰყვა თიკაც -რა ხდებაა კიმაგრამ რა მჭირს?-გაიკვირვა იოანემ და სახეზე ხელი ჩამოისვა,სახე აელეწა,როდესაც ხელი ტუშით, პომადითა და ტონალურით დაესვარა, შემდეგ კი მანიკურებს დააკვირდა -ესს…ეს… ფუუ ამისს დეედააც-დაიღრიალა იოანემ და განრისხებულ მზერა მიაპყრო გოგონებს-გააუბეერეთ თქვეენნ??-გოგონები შეკრთნენ მაგრამ შემდეგ სიცილი კვლავ გააგრძელეს -ნუ დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო-წაიმღერა სანდრომ -აიი ხომ ხედავთ? არ ევასებით ამ გოგონებს, მე კიდევ არაფერი დამიშავეს, იციან ვის როგორ უნდა მოექცნენ რაა-გაიბღინძა ვაჩე. რომ იცოდეს რა ელის ხმას ჩაიკმენდდა-შევედი მე აბაზანაში, მოვწესრიგდი-ხარხარს არ წყვეტდა. -გააჯვიი რა-შეუღრინა ლაშამ და ძლივს წამოდგა ფეხზე. ვაჩეს სააბაზანოში შესვლა და ნაცრიანი, ცივი წყლის თავზე გადასხმა ერთი აღმოჩნდა -ფუ ამის დედა შევე*ი, გავიყინეეე ამის-ოთახში დარბოდა ვაჩე და ხელებს იქნევდა, დანარჩენი კი იოანეს ჩათვლით იატაკზე ხოხავდა -აქ დამტკიცდა გოგოებს როგორც ევასები ვაჩუ-ენა ძლივს ამოიდგა იოანემ და ხარხარი განაგრძო, ვაჩემ კი მკვლელი თვალებით გადმოხედა ყველას და სააბაზანოში შევარდა რომ ტანზე გაეძრო -განანებთ-ღრიალებდა სააბაზანოდან. ბიჭები ასე თუ ისე დაშოშმინდნენ,თუმცა მაინც იმუქრებოდნენ.გოგონები სწორედ იმ კულინარიულ ნიჭს უმადლოდნენ,რომელიც მათ გააჩნდათ და მშობლებსა და ბებიას აქებდნენ და ადიდებდნენ,რომ თავის დროზე უგემრიელესი კერძების მომზადება ასწავლეს.ახალგაზრდები სუფრას მიუსხდნენ,თუმცა მკვლელ მზერას ერთმანეთს კვლავ არ აშორებდნენ, განსაკუთრებით სანდრო ნატალისა და მის დას,იოანე თიკას,ვაჩე მანოსა და ლაშა თამარს. -ხელი კი გქონიათ გემრიელი-თავისით ჩაიბურდღუნა ლაშამ -რამის თქმა გსურს ლაშიკო?-ჰკითხა ნატალიმ სიცილით -ლაშიკო?-თვალები დააწვრილა ბიჭმა -მოიცა აბა ვირს და ჩოჩორს ლაშიკო არ გირჩევნია?…ნუ ახლა, თუ ვირი გირჩევნია არაა პრობლემა-სიცილი ძლივს შეიკავა ნატალიმ -სად გავიცინოთ?-თქვა ირონიულად ლაშამ -რავი მე გავიცინე უკვე…-მხრები უდარდელად აიჩეჩა ნატალიმ, ლაშამ კი თვალები გადაატრიალა -აუ ეს და თავისი ფრაზები რაა….ერთხელ ვესაუბრებოდი და მეც იგივე მიპასუხა-თვალები აატრალა იოანემ-რავი უკვე გავიცინეო-და ამ დროს ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა, ყველა ახარხარდა,მხოლოდ ნატალი იბუსებოდა -კი,მაგრამ რაზე საუბრობდით?-თქვა სიცილით მარიამმა,თუმცა მალე ნატალის მკვლელ მზერას გადააწყდა-რას შემჭამე გოგო ამ მზერით, გამათავა ქალი ადგილზე. მაინტერესებს ვაჰ-ამოიფრუტუნა მარიამმა -გეტყვი ახლავე…-ხელები ერთმანეთს გაუხახუნა იოანემ და ჩაიცინა-ნატალის დაბადების დღე იყო,დილის 7 საათი იქნებოდა დაახლოებით, გამიკვირდა რამ აააყენა ასე ადრე-მეთქი,ისე ზარბაზანი რომ აუფეთქო ბალიშიდან თავს არ აწევს. სამზარეულოში წყლის დასალევად ჩავედი და რას ვხედავ? ჰოი საოცრებავ ნატალი დავინახე პენის, ჩვენ კატას როგორ ეთამაშებოდასავით,მე თითქოს არ მახსოვდა მისი დაბადების დღე,რადგან გაბრაზება მინდოდა,სწორედ ამ დღეს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა…-ჩაიცინა-ხოდა ვიკინკლავეთ ამაზე რაა, მე ვუთხარი წყალი მომაწოდე მეთქი და ამან რა თქვენობით მელაპარაკებიო, მერე კარში რას ატუზულხარო, მე ვიუარე და ვუთხარი მანანა ხაჭაპურიძეს ესტუმრე მეთქი-ახარხარდა-ეგ ვინ არისო და თვალის ექიმი მეთქი-ახლა ყველა იცინოდა, ნატალის ჩათვლით-შემდეგ სამზარეულო დატოვა და გადავწყვიტე აღარ მეწვალებინა და საჩუქარი მივაწოდე, თუმცა მანამდე მაინც დამგესლა, რომ შევეკითხე რას აკეთებ მეთქი, თხას ვკოდავო, სწორედ ამ დროს ვუთხარი გავიცინო-მეთქი? და მე უკვე გავიცინე და შენი არ ვიციო, მისი საფირმო ფრაზაა რაა. საჩუქრის ხილვისას თვალები გაუფართოვდა და გაუბრწყინდა. ”ჯორდანის”, საყვარელი კალათბურთელის მოსაცმელი ვაჩუქე, დამიწყო ხვევნა-კოცნა,მიყვარხარო და რავიცი მე…-ყველა იცინის -ჩემი საყვარელი კალათბურთელიც ჯორდანია…-თქვა ვაჩემ -გემოვნება გქონია ვაჩიკოო-გაუცინა ნატალიმ -ოჰ თქვენ ორი გემოვნებაში ნუ იტყვი…-ჩაიცინა მანომ -შენ აცრილი ხომ არ ხარ გოგო ვაჩეზე?-ჩაიცინა მარიტამ -აცრილია აცრილი, ხედავ როგორ იგესლება?-არც თაკომ დააკლო -აგცრით ახლა მე თქვენ-შეუბღვირა მანომ ყველას -ასაცრელი ჩვენ კიარა შენ ხარ ქალო-ჩაიცინა სანდროს დამ-როგორც თიკოსგან გავიგე , არც ერთი აცრა არ გაქვს გაკეთებული, თურმე კრუნჩხვებში ჩავარდნილხარ პატარაობაში-ბოლოს ტუჩები დაბრიცა -ჰო ასეთი განსაკუთრებული ვარ-ჩაიცინა მანომ -განსაკუთრებული კიარა შენი დაქალივით ჭირვეული ხარ, ნემსიც არ მოგეკარა ხომ ხედავ?დაინფიცირების რისკი იყო ალბათ და…-ენა ამოიდგა ლაშამ -აუუ საღოლ ლაშა-გადაიხარხარა თიკამ -არ შეგვიწუხდე თიკსონ-არც სანდრომ დააკლო -აი, პირდაპირ მოვკვდი სიცილით რა-თქვა ირნიულად მანჩომ -არ მოკვდე დაია, შენ ვინ ჩაგასვენებს თბილისში?-ვითომდა ამოიტირასავით ვაჩემ -შენც ბრუტუს??-შეიცხადა მოცინარმა ნატალიმ -ხან ბრუტუსიო, ხან კრეტინოზავრიო, ხან ვირის ჩოჩორი და იხვიო…დაო შენ ფილოლოგიაში უმაღლესი ქულა ვინ დაგიწერა ერთი მაგრად უნდა ვაგინო-თქვა იოანემ -შეხედ ახლა ამას…შენი საგინებელი ტყეში დარბის ვაჟბატონო-შეუტია დამ-თიკა რა საიტყვებს ამბობს ეს? მიხედე ამას-ვითომდა უსაყვედურა თიკას -აუ, თემატურია არ არის მაგრამ…ცოლ-ქმარზე გამახსენდა რაღაც-თქვა აქამდე გაყუჩულმა თამარმა -ოჰ შენ თუ გაგახსენდა….-ამოიფრუტუნა ლაშამ -ნუ წკმუტუნებ დაჭრილი დათვივით რაა-თქვა ირონიულად თამარმა. ლაშამ კი ყველას სიცილი დაიმსახურა-ქმარს ცოლი ”პოლიჯოხით” გამოეკიდება,ქმარი მაგიდის ქვეშ შეძვრება და შიშით არ გამოდის, ამ დროს ცოლი დაჟინებით უბრძანებს რომ სასწრაფოდ გამოვიდეს იქიდან,ქმარი კი ეუბნება:”ამ სახლში მე ვარ უფროსი და რასაც მინდა იმას გავაკეთებო”-ყველამ სიცილი დაიწყო,საბედისწერო ეს სიცილი სანდროსთვის აღმოჩნდა,სკამი გადაბრუნდა და ჩვენმა სიმპატიურმა სანდრომაც იატაკზე მოადინა ზღართანი. -ვაიმე დამეჟეჟა საჯდომი-მტკივან ადგილას ხელს იზელდა სანდრო, ყველა ფეხზე წამოცვივდა -აი ეს იცის ბევრმა სიცილმა-სასწრაფოდ მიუახლოვდა ნატალი და ბიჭებთან ერთად ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა -ოოხხ ნატალი გრძელიძე, რამდენი ვალი დაგიგროვდა ვერც კი წარმოიდგენ-თვალებში ჩახედა სანდრომ მის საყვარელ ქალს,ნატალის ყურს კი ”ვალი” ცუდად მოხვდა. საბოლოოდ ყველანი დასაძინებლად წავიდნენ,მხოლოდ ნატალი და სანდრო დარჩა ქვევით,დივანზე ერთმანეთზე მიტმანსულიყვნენ,ნატალის თავი სანდროს მკერდზე დაედო,სანდრო კი საყვარელი ქალის სურნელს ღრმად შეიგრძნობდა და ტკბებოდა. დიახ, ტკბებოდა იმ ქალის სიახლოვით,რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა,რომლის ახირებებიც მიუხედავად იმისა,რომ გულს უღონებდა, საბოლოოდ მაინც მოსწონდა და მათ ინტერესებშიც შედიოდა, უყვარდა ეს ქალი,უყვარდა მისი ყველა დეტალი, მისი ნაკლოვანებები, მის თვალზე ჩამოგორებული ცრემლის დანახვისას გამოწველი ტკივილი უათასმაგდებოდა და უძლურს ხდიდა. სანდრო დადიანის ატირება მხოლოდ 2 ადამიანს შეეძლო,მისი ცხოვრების მეგზურს, საყვარელ ქალს_ ნატალის და მის სისხლსა და ხორცს, გულის ნაწილს უმცროსს დაიკოს_სალომეს. ეს 2 ქალი მისთვის ქალღმერთი იყო,რომელთა დაკარგვაც სიკვდილის უტოლდებოდა,არსებობა კი სიცოცხლის აზრს. -ჩემი ვალი რომ გაქვს გაგახსენო?-ლოყაზე ნაზად აკოცა სანდრომ -გააჩნია ”ვალში” რას გულისხმობ…-ნატალი თრთოდა -შენი აზრით?-არ წყვეტდა ნატალის ნერვებზე თამაშს კაცი -მე…-ღრმად ამოისუნთქა-ვერ ვხვდები… -ესეიგი ვერა..-ტუჩები ყურის ბოლოში მიიტანა, ნაზად აკოცა, ახლა ბიბილო მოიქცია მის კბილებს შორის,ცალი მხარი მოუშიშვლა და სველი კოცნები დაუტოვა. ნატალის ხმადაბალი კვნესა აღმოხდა, ბიჭი ამან უფრო გაათამამა,მხარი მოუშიშვლა და კოცნით აუყვა ყელამდე, ნიკაპი,ლოყები,შუბლი,თვალები და ბოლოს ბაგეები დაუკოცნა.ორივეს სხულში ათასობით ელექტრონი შეჭრილიყო და უკან გამოსვლას არ ჩქარობდა, ნატალი ხვდებოდა,რომ სანდრო თუ არ შეწყვეტდა რაღაც ისეთი მოხდებოდა,რისი დროცა და ადგილიც იქ არ იყო, თან მზად არ იყო იმ ბედნიერი,სასიამოვნო,გარდამტეხი და ოდნავ ტკივილიანი წუთებისთვის. -სან…თავს ვერ გავაკონტროლებ…მზად არ ვარ-ძლივს მოაბა სათქმელს თავი სუნთქვაგახშირებულმა ნატალიმ. ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ, ამჯერად ნატალიმ დაუკოცნა მთელ სახე და სველ კოცნებს უტოვებდა ყელის არეში. საბოლოოდ სანდრომ შეაჩერა. -ჯერ არა-საჩვენებლი თითი ცხვირზე ჩამოკრა ნატალის და ცხვირის წვერზე აკოცა-ძალას არასდროს დაგატან,როდესაც მზად იქნები მხოლოდ მაშინ დავიბრუნებ ჩემ ვალს-უთხრა ვნებამორეული ხმით და გულში ჩაიკრა -სწორედ ამიტომ მიყვარხარ…ისე სიმართლე მინდა გითხრა, მე თავს ვერ შევიკავებდი, აი თუნდაც ახლა…ნებისყოფა არ მქონდა რომ შევჩერებულიყავი-მორცხვად თქვა ნატალმ და ლოყები წითლად შეეფაკლა, სანდრო მიხვდა ქალის დამორცხვის მიზეზს და მისი სახე ხელებში მოიქცია -შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ-შუბლზე აკოცა-კაცი,რომელიც ქალს მხოლოდ ტუჩებში კოცნის,ის ქალი მისთვის უმნიშვნელოა,ხოლო კაცი,რომელიც ქალს შუბლზე კოცნის ის ქალი მისთვის ყველაზე ძვირფასია. მიყვარხარ და მესამყარეობი. ორი ადამიანის სიყვარულისთვის მთავარი ერთმანეთისადმი ლტოლვა,ურთიერთპატივისცემა,ურთიერთგაგება და ნდობაა. სწორედ ამ 4 კრიტერიუმს ითვალისწინებდა მიზნად ნატალისა და სანდროს სიყვარული,რომელმაც ბევრ დაბრკოლებას გადააბიჯა. **** მთელი 4 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ლაშქრობაში იმყოფებოდნენ. მოინახულეს შატილი,აღფრთოვანდნენ მისი ღირსშესანიშნაობებით, აღტაცებაში მოიყვანათ მუცოს ციხე-ქალაქმა,სადაც კლდეზე შეფენილი ციხე-სიმაგრეები თავს თავმომწონედ იჩენდნენ და ულამაზესი ბუნებით აღვსილებმა უამრავი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. -ულამაზესი ადგილია,უბრალოდ ძალიან დამღლელია ასეთ მთაგორიან ადგილებში სიარული-ამბობდა დაღლილი თამარი -აბა ვაკე თბილისშია ბლომად და დარჩენილიყავი-თქვა ლაშამ -შენ ვინმემ რამე გკითხა?ცუდი განზრახვით არც მითქვამს-ირონიულად ჩაისისინა თამარმა, ლაშამ კი თავლები აატრიალა -გეყოს ბიჯოო ახლა.მგელივით მშია და შემარგე-შეუბღვირა სანდრომ ძმაკაცს -გული მწყდება ბოლო დღე რომ არის აქ ყოფნის-თქვა მოწყენილმა მარიტამ -კიდევ ბევრჯერ ამოვალთ აქ მარიტ-უთხრა ნატალიმ და სანდროს გადახედა -რა თქმა უნდა კიდევ ბევრჯერ ამოვალთ, ასე ტკბილად მოვილხენთ დაა…შევაბერდებით ერთმანეთს-ბოლო სიტყვებზე ყველას გაეცინა -თუ რა თქმა უნდა ისევ იურპრიზებით აღარ გაგვახარებენ გოგონები-თქვა ვაჩემ -რავიციი აბა-მხრები აიჩეჩა სალომემ და ბიჭების გარდა ყველამ ჩაიცინა -ჰოო ილხინეთ თქვენ და მოვიფიქრებთ ჩვენც რამეს ნუ ღელავთ-თქვა ლაშამ -აბა წარმატებებიი…-თქვა თიკომ-გოგოებო ეს დღეც გავუძლოთ,ფხიზლად ვიყოთ რამე არ გაგვიჩალიჩონ -აი დარდიი რაა ფეხებიც არ მოგვჭამოთ ძირში,მე მკვდარივით მეძინება, წავედი-თქვა მარიამმა და გზას გაუდგა -აი, ბიძია ეს მესმის…ყველა ერთი ჭკუის რომ შეიკრიბეთ რავიციი რაა…სად მონახეთ ერთმანეთი?-ახარხარდა სანდრო -მესმის-შემოგვძახა მარიამმა -კომბოსტოში ამოვედით ყველა და დავძმობილდ-დავდაქალდით-გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს ******* სამზარეულოში გასულ მანოს ვაჩე უკან გაყვა,დღესვე უნდა გაერკვია მასთან უთანხმოება,თორემ აღარ შეეძლო ამ გაურკვევლობაში ყოფნა, ვერ ხვდებოდა 1 თვეში ეს გოგო ასე თუ მოეწონებოდა, თუ?უყვარდა კიდეც? ეს ჩვენც არ ვიცით,რადგან თავად ვაჩემაც ვერ გაიგო რა სურდა მის გულს. და მაინც რისკენ ილტვოდა ვაჩეს გული? სალომესკენ ხომ არა? -მანო…-მიუახლოვდა სალომეს რომელიც მაცივარში იყო ”შემძვრალი” -ვაიმე-შეჰკივლა გოგომ და შოკოლადი ხელიდან გაუვარდა-გული გამიხეთქე -ხომ მშვიდობაა მაანდ?-გამოძახა იოანემ -კი მშვიდობაა-გაძახა ვაჩემ -დეიდობა სულ მინდოდა-ხმა წააგრძელა ნატალიმ -ნატალი, მოგკლავვ იცოდე-შეჰკივლა მანომ-რა გინდა ვაჩე?-ახლა ბიჭს მოუბრუნდა -პირველ რიგში ბოდიში რომ შეგაშინე-ნერვიულად ჩაიღიმა-და შემდეგ, მინდა აგიხსნა,რომ 3 დღის განნმავლობაში იმიტომ არ გწერდი,რომ არ მეცალა გესმის?შენც იცი,რომ 1-2 კვირის წინ აქ ჩამოვედი,სოც.ქსელით ვერ ვსარგებლობდი,არ მინდოდა შენთვის მეთქვა რომ ჩამოვდიოდი,მინდოდა აქ ჩამოსულს მეთქვა შენთვის ეს ამბავი…თუმცა სიურპრიზი გამიკეთე-ჩაიცინა-ანუ ისე მოხდა რომ ნატალის დაქალი აღმოჩნდი და ძალიან მიხარია. არ ვიცი რას ვგრძნობ შენ მიმართ,თუმცა დანამდვილებით ვიცი ის,რომ ჩემთვის სულერთი არ ხარ და მხოლოდ ნატალის დაქალი და ახლად შეძენილი მეგობარი არ ხარ ,როგორც ეს გოგონები, ყველანი ძალიან კარგები ხართ, მაგრამ შენ…სხვა ხარ-სითბო იღვრებოდა ვაჩეს სხეულში,მანო ძლიერად ჩეხუტა -არც ჩემთვის ხარ სულერთი სულელო-ლოყაზე აკოცა ბიჭს და ერთმანეთს ისევ ჩაეხუტნენ ***** წასვლის დროს ყველა ისე გადანაწლდა,როგორც პირველად. ამ დღეების განმავლობაში ახალგაზრდები ერთმანეთთან ძალიან დააახლოვდნენ, დამეგობრდნენ, ბევრიც ითამაშეს და ერთმანეთს ბავშვობის ტკბილი,სახუმარო თუ უხერხული მომენტებიც მოუყვნენ. ბიჭებმაც ”გაუჩალიჩეს” გოგონებს, როდესაც გაიღვიძეს თითოეულ მათგანს ხელ ფეხი ლენტით ჰქონდა გაკრული,აკრული,ეს მსუბუქი დასჯა იყო მათთვის,იმასთან შედარებით,თუ როგორ მოექცნენ ბიჭებს,თუმცა შეებრალათ ისინი,თან ბრაზმაც ასე თუ ისე გადაუარათ. დილით მოახერხეს ამ საქმის განხორციელება და მალევე გაეღვიძა ყველას,თავისთავად. გოგონები ილანძღებოდნენ და მტკივან ტუჩებზე ხელს იდებდნენ,სანდრომ ნატალის ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა, ნუ ღელავ მალე მოგირჩენო. არც ვაჩე ჩამორჩა, სალომეს გაუბედავად წაეტანა ტკბილ ბაგეებზე,ეს სხვებაც შენიშნეს და ოვაციებით დააჯილდოვეს ისინი.რაც შეეხება თამარსა და ლაშას…თავადაც იცოდნენ,რომ არც ისინი იყვნენ გულგრლნი ერთმანეთის მიმართ,თუმცა ორივე მათგანი თვლიდა რომ ადამიანის მოწონება მხოლოდ რამდნეიმე დღეში არ შეიძლება, ეს შეუძლებლად მიაჩნდათ, თუმცა გულს ვერ უბრძანებ, იმას ვერ ვიტყვით რომ მათ ერთმანეთი შეუყავრდათ, ეს ხომ ფილმი არ არის?უბრალოდ ერთმანეთის მიმართ სიმპატიები ჰქონდათ. რა იცით ეს სიმპატიები რაში გადაიზრდება? თან წასვლის წინ უკვე მოასწრო ეჭვიანობა ლაშიკომ -აუუ თამჩო ნიკიტა აღარ გეხმიანება?-უთხრა თიკამ თამარს და თვალები დაუბრიალა თამაშშ ამყევიო,როდესაც უკან მდგომი ლაშა ყურს თვითნებურად უგდებდა მათ საუბარს -მოიცა რომელი გოგო სიყვარული რომ ამიხსნა??-ოხ ეს მსახიობური ნიჭი როგორ ეხმარება თამარს -ხოო გოგო აიი ზე სიმპატიური რომ არის-თვალი ჩაუკრა თიკამ -რავი გოგო,შევხვდეთო გუშინ მომწერა,დიდიხანია არ მინახიხარო -მერეე??-იკითხა თიკამ -შევხვდები ამ დღეებში,მეც მომენატრა-ამოიტირასავით გოგომ -არ დაკარგო კარგი ბიჭიაა-ხმა გაწელა თიკამ და ბრაზით აღვსილ ლაშას რომ შეხედა ჩაიხითხითა. ახალგაზრდები სახლისკენ მიმავალ გზას დაადგნენ,გული წყდებოდათ,რომ ამ სილამაზეს შორდებოდნენ და თბილისში ბრუნდებოდნენ,თუმცა გულს იმით იმშვიდებდნენ,რომ ხევსურეთში ეს ვიზიტი უკანასკნელი არ იყო. იოანესა და თიკას მთელი გზის განმავლობაში ეძინათ,ერთმანეთზე ატმანსულიყვნენ და მხოლოდ მაშინ გამოეღვიძათ,როდესაც უალამაზესი წყლის ნაკადულის პირას ჩამოქვეითდნენ შესასვენებლად. -რა სილამაზეააა-აღმოხდა თვალებგაბრწყინებულ თიკას -კარგია მზის შუქი ხო თიკსონ?-თქვა მომცინარმა სანდრომ -მე მზის მოყვარული გოგო ვარ-ხელები გაშალა თიკამ და მზერა ცას მიაპყრო. -ჩემი სულელი გოგო,რა საყვარელი ხარ-გულში ჩაიკრა სანდრომ -ჩვენ მოგვტეხეს იო, მოდი ჩემთან ჩემო სუნსულა-ძლიერად ჩაეხუტა ძმას მომღიმარი ნატალი -შენ არ იზრდები ნატი-ჩაიხითხითა იოანემ -ვააიმე-მოესმათ განწირული ყვირილი,ყველამ მზერა ძირს გაწოლილ თამარს მიაპყრო,შეიცხადეს და მისკენ გაეშურნენ,როგორც ჩანს ლაშიკო მძლეოსნობაში დადიოდა,რადგან შურდულივით მივარდა თამარს -რა მოხდა?ფეხი იტკინე?-ნერვიულად დამანჭა სახე ლაშამ და თამარისკენ დაიხარა,ამასობაში სხვებიც მათთან გაჩნდნენ -არა ბატონო ლაშა,ჩემი ფეხი ისე მიყვარს ვეფერები-ირონიულობა აეკრა გოგოს სახეზე -ვინ ხარ, რა რჯულის ადამიანი ხარ, ან საერთოდ ადამიანი ხარ? კიდეც რომ ღადაობს ტიპიი….ვაახხხ ჩეემი-ტონს აუწია გაბრაზებულმა ლაშამ -ოოეე ბიჯო რას უყვირი???-სანდრო თამარისკენ დაიხარა,მის ხელებში მოიქცია და იქვე მდგარ ხის სკამზე ჩამოაჯინა -როგორ ხარ?ეს როგორ მოხდა, წაიქეცი..???-კითხვები მიაყარა სანდრომ -ხო,წინ ქვა იყო,ვერ შევნიშნე და ფეხი გადამიბრუნდა,ტერფი ძალიან მტკივა-ამოიკნავლა თამარმა და ნერვიულად გახედა მის გარშემო თავმოყრილ ხალხს -თამჩო ვფიქრობ ნაღრძობი გაქვს-ამოიტირასავით ნატალიმ -აუუ ესღა მაკლდა სრულო ბედნიერებისთვის რაა-ხელი შეახო მტკივან ადგილს და სახე დამანჭა -დაუდევარი და წინდაუხედავი რომ ხარ მაგიტომ დაგემართა ეგრე, სად იყურებოდი, ცაში ბუზებს ითვლიდი?-შეუბღვირა ლაშამ და ხელების შლა დაიწყო,ყველამ გაკვირვებული მზერა მიაპყრო მას,თამარს უნდა გაელანძღა ის, როდესაც ბიჭი გაცილდა ტერიტორიას და მანქანაში მოთავსდა. -ფუ რა ნაგავი იდიოტია, კრეტინი, სულელი ბიჭი, ვინ არის საერთოდ ასე რომ მელაპარაკება? ჩემი ძმა ხომ არ ჰგონია თავი?ამ საქციელს ჩემ ძმასაც არ ვაპატიებდი-კიდევ დიდხანს განაგრძობდა ლაშას ლანძღვას თამარი. გაბრაზებული სანდრო ლაშას მანქანისკენ დაიძრა,ვაჩეც მას გაჰყვა. ****** -ბიჯო შენ სულ გააფრინე ტოო… დაგევასა არა??-ჩაიცინა სანდრომ -საიდან მოიტანე ბლიად…-შეიკურთხა ლაშამ და სიმწრით ჩაიცინა -რას უყვიროდი გოგოს შენ ხომ არ გამო*ირდი?-შეიკურთხა ვაჩემ -აუუ რა გინდათ ახლა, უნდა დამსაჯოთ?-ლაშამ გაბრაზებული მზერა მიაპყრო ბიჭებს -რას გამომაპარებ ბიჯო შენ?-ჩაიცინა სანდრომ და მხარზე ხელი დაადო ძმაკაცს -რას გულისხმობ?-გაიკვირვა ლაშამ -თავადაც კარგად ხვდები რასაც-თვალებიი აატრიალა სანდრომ- მოგეწონა არა? -მაგრად დამევასაა ტოო….-დუმილის შემდეგ ძლივს მოაბა თავი სათქმელს ლაშამ და საჭეს ხელი მოუჭირა -სიყვარული ყველაზე წმინდა გრძნობაა-თქვა სანდრომ -აუუ ნატალის საღოლ ტოო,შენ რომ ასე აგალაპარაკა-გადაიხარხარა ლაშამ -შენც გაივლი ამ გზას ბრატ-მიუგო სიყვარულში გამოცდილი კაცივით სანდრომ-ჯერ არ გიყვარს,მაგრამ ყველაფერი მოწონებით იწყება, შენ მას ”შენი” უნდა დაარქვა,ისევე როგორც მე დავარქვი ნატალის ”ჩემი”. აბა ძმაო ვაჩემ უკვე დაარქვა მანოს ”მისი”-ახარხარდნენ -დიახაც რომ ჩემია…-გაიღიმა ვაჩემ-მარტო ჩემი -აუუ ესეც რა მესაკუთრეა ტო, არ გართმევთ სალოს დაწყნარდი ბრატ-ჩაიცინა ლაშამ და ძმაკაცს ხელი მოხვია ******* 10 წლის შემდეგ 10 წელი იმდენად დიდი დროა,რომ კაცს შეუძლია მსოფლიოს გარშემო 10-ჯერ იმოგზაუროს,დატკბეს იმ უცხო ქვეყანათა ხიბლით,რომელიც თითოეულს განსაკუთრებულად განასხვავებს ერთმანეთისგან. ნატალის ყოველთვის უნდოდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა,სანდროც არ იყო უარზე,ოდესმე ისინი ნამდვილად იმოგზაურებდნენ მსოფლიოს გარშემო,თუმცა ამის დრო ჯერ-ჯერობით არ დამდგარა. ხო,რაც შეეხება ჩვენ ახალგაზრდებს,მათ პირად ურთიერთობებსა და კარიერას…უნდა აღინიშნოს ის,რომ ნატალი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადვოკატია არა მარტო საქ-ში,არამედ მის ფარგლებს გარეთაც,მასზე მოთხოვნა იმდენად დიდია,რომ უცხოური კომპანიებისგანაც იღებს შემოთავაზებებს, ეს მისი შრომის ნამდვილად დაფასებული მდგომარეობაა და წინაპირობაა იმის,რომ ის ცხოვრებაში კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს. წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიის,მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსი. მიუხედავად იმისა,რომ სწავლის პროცესში დასაქმება მისი დიდი სურვილი იყო, უამრავსა სამეცადინომ,პასუხისმგებლობამ და დროის არქონამ გამოიწვია ის,რომ ეს სურვილი ვერ აიხდინა, თუმცა მისთვის ყველაზე მთავარი სწავლა და საკუთარი მიზნის მიღწევა იყო. სანდროც თხოვდა რომ თავი არ გადაეღალა,ამასთან ერთად უნივერსიტეტში მასალას არ ჩამორჩენოდა.ეს ბიჭი ის ადამიანი იყო,რომელიც ნატალის ყოველთვის გვერდში ედგა.სანდრო წარმატებული ბიზნესმენია მანქანათმშენებლობის საქმეში,რომელიც აწარმოებს საკუთარი ავტომობილების ექსპორტს, იოანემ წარმატებით დაასრულა ბიზნეს-ეკონომიკის ფაკულტეტი და პროფესიის შესაბამისად არის დასაქმებული მაღალანაზღაურებად სამსახურში, თიკა მათემატიკის წარმატებული ლექტორია,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლაშა და ვაჩე კი ტურისტულ სააგენტოში მუშაობენ,თამარი და მარიამი ჟურნალისტები არიან,რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან,მათი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ოდნავადაც არ ეპარებოდათ ეჭვი მათ შესაძლებლობებში, მანოს მე-9 კლასიდან უნდოდა ფსიქოლოგობა,მიზანი სისრულეში მოიყვანა და ამასთან ერთად მშობლების ხელშეწყობით საკუთარი ოფისი გახსნა.მარიტა ფილოლოგია,თიკო გინეკოლოგი,სალომე წარმატებული პიარ-მენეჯერია. აცხოვრება ყოველთვის ხელისგულზე არ გვატარებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რთული სიტუაციების მიუხედავად, ის დადებითი კუთხით წარვმართოთ.ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება,როგორც ჩვენ გვსურს.ვთქვათ ხვალ უნდა წავიდეთ ლაშქრობაში,თუმცა უამინდობის გამო გეგმა ჩაგვეშალა. ცხოვრება ასეთია, არავინ იცის ბედი რას უმზადებს,თუმცა დაბრკოლებების გადალახვაში,პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენა და საყვარელი ადამიანების გარემოცვა გვეხმარება. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს,უნდა გამოვარჩიოთ წყვილები:სანდრო და ნატალი, იოანე და თიკა,ვაჩე და სალომე,ლაშა და თამარი,ტატო და მარიამი, სალომე და გიგა, თიკო და თაზო, მარიტა და რეზი. ეს ადამიანები ერთ დიდ ოჯახს წარმოადგენენ. მათი მეგობრობა ქვასავით მყარი და ოქროსავით ძვირფასია. თქვენი აზრით მეგობრებს შორის პირველმა რომელმა წყვილმა იქორწინა? ესენი არის ჩვენი თბილი და ტკბილი სალომე და ვაჩე. გაცნობიდან 2 წლის შემდეგ მათ პირველებმა იქორწინეს,მათ შემდეგ იყო ნატალი და სანდრო, იოანე და თიკა და სხვები. მხოლოდ თამარი და ლაშა იყვნენ თანაცხოვრებაში, თვლითდნენ რომ ქორწინებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს,მათთვის მთავარი ის სიყვარულია,რის გამოც მთელი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს. ********** -მამას გოგო ვინ ალისო? რომ დავიბადებით მამიკოს გოგო ვიქნებითო, მალტო მამიკოსიო ხოო?-სასაცილოდ და ნაზად ეფერებოდა ნატალის გაბერილ მუცელს სანდრო -მარტო მამიკოსი რატო??დედიკოსიც და მამიკოსიც-ტუჩები დაბრიცა ნატალიმ -დედიკო, მამიკო-ცოლ-ქმრის საძინებელში სირბილით შემოიჭრა 2 წლის ანდრო -ჩემოო ლომო, მოდი დედიკოსთან და მამიკოსთან-გულში ჩაიკრეს შვილი -დე,შენი დაიკო აქ არის, ის უნდა გიყვარდეს, დაიცვა, თუ საჭირო გახდება ბევრიც უნდა სცემო მის გამო,რადგან იმდენად ლამაზი იქნება თაყვანისმცემლები შეაწუხებენ-დაარიგა მომცინარმა სანდრომ შვილი და ხელი დედის მუცელზე დაადებინა -მა დედიკომ ჩემი დაიკო შეჭამაა??-ამოიტირა ანდრიამ -ვაიმე ჩემი სულელი ბიჭი-ახარხარდა ნატალი და შვილს ლოყები ჩაუკოცნა -სულელი არ ვარ მე-გაუბუსა ანდრია -მართალია ჩემი ბიჭი, სულელი არ არის, ხო მამი?-თავზე ხელი გადაუსვა სანდრომ შვილს, მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,რომელიც დედის გაბერილ მუცელს მიუბრუნდა -ჩემო მომავალო დაიკო,გპირდები რომ ძალიან მეყვარები, შენ ჩემი პატარა დაიკო გერქმევა, მარტო ჩემი!-თქვა მტკიცედ ანდრიამ -ჩემი ბიჭიაა რაა, მამასავით მესაკუთრეა-თქვა ჭინკებათამაშებულმა სანდრომ და ცოლს სიყავრულით აღსავსე მზერა მიაპყრო -ოჰ, ჩემი ლილე ჯერ არ დაბადებულა და უკვე მიისაკუთრეს ბიჭებმა-აკისკისდა ნატალი. ნატალიმ როგორც კი გაიგო,რომ ქალიშვილი ეყოლებოდა,გადაწყვიტა,რომ სანდროს დედის საპატივცემულოდ ”ლილე” დაერქვა. ეს სახელი მასაც ძალიან მოსწონდა,რადგან ”მზის ქალღმერთს” ნიშავს, სწორედ ასეთ წარმოედგინა საკუთარი შვილი. სანდრომ ამ გადაწყვეტილების შესახებ მოგვიანებით გაიგო. ის ჩვილივით ატირდა და შვება ნატალის მკლავებში ჰპოვა. მას და სალომეს ძალიან ტკიოდათ, დედა ენატრებოდათ, მასთან ალერსი,საუბარი, სურნელის შეგრძნობა სურდათ. ხშირად სტუმრობდნენ დედის საფლავს და ანასტასიასა (სალომეს შვილი) და ანდრეას ბებიას შესახებ ესაუბრებოდნენ. მათ წარმოსახვაში ყოველთვის არსებობდა მოსიყვარულე და თბილი ბებო,რომელიც მფარველი ანგელოზის სახით იცავდა მათ. ******** -ნატალი ცოტა მაინც ჭამე გთხოვ რაა-ეწუწუნებოდა სანდრო ცოლს,რომელიც პირს არაფერს აკარებდა -საან…არ მშიაა გთხოვ ნუ მაძალებ რა-ამოიკნავლა ნატალიმ -ვერაფერი გაგიგე რა,ორსულები აქეთ ითხოვენ საჭმელს და შენ უარს ამბობ? ცუდად ხომ არ ხარ? ფერი არ მომწონს-შეშფოთდა სანდრო -სანდრო რა დაფეთებული ხარრ-ჩაიცინა ნატალიმ და გულზე აეკრო-მიყვარხარ. მადლობა ყველა იმ წლისთვის რომელიც შენ მაჩუქე, მადლობა გვერდში დგომისთვის,რომელიც არსებობისთვის მეხმარება,მადლობა აი ამ სასწაულისთვის-ანდრიასკენ გაიხედა-და მადლობა ამ მეორე სასწაულისთვის-სიყვარულით აღსავსე მზერა მიაპყრო თავის გაბერილ მუცელს და მოეფერა -მადლობა რომ ჩემი ცოლი ხარ, მადლობა რომ ამ ეს ორი სასწაული ჩემი სულის ნაწილად აქციე, მადლობა რომ ყველა დაბრკოლების გადალახვაში მეხმარები, მადლობა რომ უბრალოდ არსებობ და შენი არსებობით მათბობ-მხარზე ხელი მოხვია ცოლს,თავზე აკოცა და შვილი თავისთან იხმო,რომ ორივეს ტკბილად ჩახუტებოდა. -ისე სანდრო,რომ არა ის უხეში კაცი,კლუბთან ახლოს, ვერასდროს გაგიცნობდი-ჩაიცინა ნატალიმ-ვინ იფიქრებდა,რომ ამ დღეს სიცილით მოვიგონებდი? -ნუ ახსენებ იმ ახვარს-შეიკურთხა სანდრომ-ის არაფერ შუაშია, ბედმა დაგვაკავშირა-თბილი მზერა მიაპყრო ცოლს -რას ვიფიქრებდი სანდრო დადიანი,თუ ბედისწერაზე დაიწყებდა საუბარს-ჩაიცინა ნატალიმ -შენ შემცვალე, შენმა უბრალოებამ,მერყევმა ხასიათმა და სიჯიუტემ არ მომცა საშუალება,რომ ხელიდან გამეშვი და დაგნებებოდი. მიუწვდომელი ხილი ყველაზე ტკბილია-ჩაიცინა სანდრომ და ცოლს ლოყაზე აკოცა. ******* -სანდრო დამეწყო….-წამოიკივლა შეშინებულმა ნატალიმ,დაფეთებული სანდრო მდივნიდან წამოხტა -რა, დაგეწყო? ახლაა რა უნდა ვქნა??-აქეთ-იქით დარბოდა დაბნეული სანდრო -სანდრო დამეხმარე, საავადმყოფოშ წამიყვანე რა გჭირს?? ააააა-ყვიროდა ნატალი -მართალია…მანქანა…გასაღებიი…სად არის გასაღები?-ყვიროდა სანდრო -რას ღრიალებ? გეგონება შენ იყო ორსულად. სანდროოო მტკივაააა სასწრაფოდ თუ არ მოძებნი მაგ წყეულ გასაღებს აქვე ვიმშობიარე,რაც ნამდვილად არ მინდა-სწრაფად და სუნთქვაგახშრებული ლაპარაკობდა ნატალი -აი ვიპოვე-წამოიყვირა სანდრომ-მაპატიე კარგი? ავღელდი და მაგიტომ ვიყვირე-სწრაფად წამოაყენა ცოლი და საავადმყოფოში ისეთი სისწრაფით წავიდნენ, მანქანიდან ნატალის ყვირილი ყველას ესმოდა,არანაკლებ მდგომარეობაში იყო სანდროც, ანდრეა კი დედას ეჯდა გვერდით და ხელს ძლიერად ხვევდა -დეეე, ცემი დაიკო დაიბადება ლაა კაიაა-ღიღინებდა ბავშვი ********** 26 ივნისს, 16:28 წუთზე დაიბადა ულამაზესი ლილე დადიანი. სანდრო მშბიარობის პროცესში ისე ნერვიულობდა კინაღამ გონება დაკარგა, რა ქნას, ასეთი ემოციურია. როდესაც პატარა ხელში დაიკავა, ის ეული ცრემლი თვალიდან გადმოუვარდა,რომელიც იმ სასიხარულო გრძნობის გამოხატულება იყო, რასაც ”მამობა” ერქვა. პირველად ეს გრძნობა ანდრეას დაბადებისას განიცადა. ეს გრძნობა იყო რაღაც საოცარი,ენით აუღწერელი სიამოვნება, რაც გაფიქრებინებს,რომ შეიძლება მხოლოდ ამ მომენტისთვის ღირს ცხოვრება.ნატალი უბედნიერესი იყო,სიყვარულს ასხივებდა და ღვთის მადლობელი იყო,რომ ასეთი თბილი,ტკბილი,მოსიყვარული და ძვირფასი ოჯახი არგუნა. -პატარა ლილე დაიბადა-სიხარულით აცნობა პალატიდან გამოსულმა სანდრომ მეგობრებს და იქვე ჩაიკეცა -გილოცავვ ჩემოო სიყვარულოო-ძლიერად მოეხვია ძმას სალომე-ჩემ ტასუნას პატარა დაიკო შეეძინა -მადლობა ჩემო ნატვრის თვალო-სივარულითა და სიხარულით აღსავსე მზერა მიაპყრო დას-მართალი ხარ დაიკო, უკვე სამნი არიან. 2 პრინცესა და მათი დამცველი პრინცი ანდრიუშა-ხელი მოხვია მის გვერდით მდგარ შვილს სანდრომ და გულში ჩაიკრა -გილოცავვ ძმაოო-ვაჩე და ლაშა გადაეხვივნენ სანდროს -მადლობაა ბიჭებოო-სიხარულის ცრემლებს ღვრიდა კაცი -ბიძაა გავხდიიი, უუჰუუ-ყვიროდა იოანე -ყვირილი არ შეიძლება იოო-იცინოდა თიკა და ქმარს პირზე ხელს აფარებდა -მეც მინდა გოგო თიკაა, ჩვენი საბა და ოთო სიცოცხლეს მირჩევნია, მაგრამ..გოგოც მინდაა რააა-ხელში აიტაცა ცოლი და დააატრიალა -გილოცავთ-შესძახეს ახლად მოსულმა თამარმა,მანომ,მარიტამ,მარიაამა და თიკომ,რომლებიც თავიან ცელქ შვილებს ვერ აკავებდნენ. დიახ არ მოგესმათ, რა თქმა უნდა სალომესაც და ვაჩესაც ჰყავთ შვილები:ლუკა და თეკლა. თამარს და ლაშას კი 5 წლის ანასტასია ჰყავთ,მარიტას ტყუპი ბიჭები,მარიამს 3 თვის ნანო, აი რაც შეეხება თიკოს….ნამდვილი 5 მამულიშვილები გაუზარდა სამშობლოს. რა თქმა უნდა ყველა მშობელს უყვარს მისი შვილი. შვილზე ძვირფასი ამ ქვეყნად არაფერია.უყურებ როგორ იზრდება შენ თვალ წინ, როგორც დგამს პირველ ნაბიჯს,როგორ ამოსდის კბილები,რომელიც ასე სტანჯავს მათ და შვილთან ერთად მშობელიც ტირის. ის ბედნიერი წუთები რაც შვილის ყოლასთან ასოცირდება ყველამ უნდა განიცადოს, ამაზე დიდი განძი ამ ქვეყნად არ არსებობს. ”მე შენ დაგარქვი ჩემი”-კიდევ ბევრჯერ ესმოდათ ეს სიტყვები ცოლებს,თავიანთი ცხოვრების მეგზურებისგან,რომელიც უსაზღვრო ბედნიერებას ანიჭებდა მათ. და მაინც რა მესაკუთრეები არიან ეს კაცები? ძალიან მესაკუთრეები. სწორედ ეს დევიზი ჰქონდა საძმაკაცოს ”აიღე,წაიღე”. ჰეი, მკითხველო არ ვიცი გირჩიო თუ არა ამ დევიზის გათვალისწინება, როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეცი,თუ თვლი რომ საყვარელი ქალის გაბედნიერებას შეძლებ ”აიღე,წაიღე”,წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ბედი არ ყოფილა.ისეთი ცხოვრების მეგზური უნდა მოძებნო,რომელიც გვერდში დაგიდგება, სიყვარულს შემოგვიცებს და ამ ”აღება წაღებასაც” გაპატიებს. მისი მოტაცების ჟამს ქალი ”მიშველეს” კი არა, ”მეშველას” უნდა იძახდეს, როგორც ნატალი გრძელიძე. ცხოვრება მშვენიერია,არის ბევრი დაბრკოლება,თუმცა თუ გვერდით გყავს საყვარელი ადამიანი,ის შეძლებს სამყარო სხვა თვალით დაგანახოს, სულში ჩაგხედავს და გეტყვის ”მე გგრძნობ”. ******* -მიყვარხარ პაატარავ-მიეალერსა საყვარელ ქალს სანდრო დადიანი,რომლებიც საწოლში ნებივრობდნენ -ჩემი გალაქტიკა ხარ-ჩაიცინა ნატალიმ -ჩემი ყველაფერი ხარ, ჩემი სუნთქვა ხარ-ყელში ვნებიანად აკოცა ცოლს და ზემოდან მოექცა -ჩემი ხარ, მარტო ჩემი, ჩემი დაგარქვი და ჩემი გქვია-ვნებიანად დააცხრა ქმრის ტუჩებს,რომლის ოდნავ მოზრდილი წვერიც სასიამოვნოდ ჩხვლეტდა -ქმრისგანაც გვისწავლია რაღაც-რაღაცები-ჩაიცინა სანდრომ -ისევე როგორც შენ-ჩაიცინა ნატალიმ-კიდევ ერთ პატარაზე უარს არ ვიტყოდი-ჩაიკისკისა ქალმა -მერედა რას ველოდოთ?მთელი საწოლი ჩვენ განკარგულებაშია-თქვა ვნებამორეული ხმით კაცმა და ცოლის გემრიელ და ვნებიან ტუჩებს წაეტანა. -მგონი დროა თიკას ნაჩუქარი მათრახი კვლავ გამოვიყენო-ჩაიცინა სანდრომ -ჩემი მეგრელი ხარ-ახლა ნატალიმ ჩაიცინა -შენ კი ამ მეგრელის ლამაზი ცოლი,რომელიც მალე გამათრახდება-გულიანად გდაიხარხარეს და ისევ ცოლის ტუჩებს დაეწაფა დასასრული 2018წ. ჩემი პირველი ისტორიაა და დიდი სურვილი მქონდა რომ რედაქტირება გამეკეთებინა. მეორე ისტორიის რედაქტირებასაც ვაპირებ ''დაკვეთილი მისია''. მახარებთ მე თქვენ და მენატრებით მკითხველო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.