შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 29


28-12-2018, 12:34
ავტორი katiusha
ნანახია 2 770

მაისურაძე ბექაურის პირისპირ იჯდა და ჯერ კიდევ მინაყოლის გააზრებას ცდილობდა.მერე ამოიოხრა და თქვა.
-რატომ მაშინ არ მითხარით ეს ყველაფერი,როცა პირველად მოვედი თქვენთან?როცა ზეზვა არაბულის ავარია მოხდა?
-მეგონა რომ მაშინ საკუთარი ძალებით შევძლებდი მასთან გამკლავებას.
-მაგრამ ვერ შეძელით.ხანდახან პოლიციასაც უნდა დაგვაცადო ჩვენი საქმე ბატონო რეზო.
-ნაკლებად მჯეროდა იმის რომ მასთან პოლიცია რამეს გახდებოდა. მეც კი ვერ შევძელი ჩემი კავშირებით მისი ადგილსამყოფელის დადგენა.
-ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ და ეს ძალიან არ მომწონს. ამას ახლავე დაგიმტკიცებთ.-მობილური ამოიღო და სადღაც დარეკა. რეზოს რომ ბერდიას სახელი მოესმა გაუკვირდა საიდან იცნობენ ერთმანეთსო,მაგრამ არაფერი უკითხავს.
-ბერდია თემურ მაისურაძე ვარ,რაღაც უნდა გკითხო.გუგას რომ უთვალთვალებდი იმ სახლის მისამართი მითხარი...კარგი..მერე გეტყვი...კარგად.
-შენ ახლა ბერდიას ელაპარაკე?
-დიახ არ მოგესმათ.ასეა.იცით თქვენი უფროსი თაობის პრობლემა რაშია? არ იცნობთ თქვენ შვილებს და არ იცით მათი შესაძლებლობები.სათანადოთ არ აფასებთ მათ.
-რას გულისხმობთ?-გაკვირვებულმა შეხედა მას.
-იმას,რომ ისინი უფრო კარგად იცნობენ შენს მტერს და თითქმის დაამარცხეს კიდეც.ახლა მე იქ სპეცრაზმს გავგზავნი და მას დააკავებენ,შენ კი სახლში წახვალ და გამნაღმველებს დაეხმარები რომ სახლი შეამოწმონ.
-ესეგი ყველაფერი მორჩა?
-თუ იქ დაგვხვდა და დავაკავეთ კი, ყველაფერი მორჩება,დანარჩენს მე მივხედავ და ციხეში ჩავაყუდებ.
-რატომ?
-რა რატომ?
-რატომ იქცევით ასე?რატომ გჯერათ ჩემი?
-დრო მოვა და ყველაფერს გაიგებთ. მაცდენთ უკვე და მნიშვნელოვან დროს მაკარგვინებთ.კარგად ბრძანდებოდეთ.
მაისურაძემ კაბინეტიდან გააცილა ბექაური,მერე გამნაღმველები და ერთი ორი თანამშრომელი გააყოლა. თანაშემწეს დაუძახა და დავალება მისცა. თვითონ უფროსის კაბინეტისკენ წავიდა. ყველაფერი მოაგვარა,დაკავების ორდერი გამოაწერინა მოსამართლეს და სპეცოპერაცია დაგეგმა…
ყველაფერი აირია,განსაკუთრებით მას მერე რაც იმედები გაუცრუვდა.
სახლი ცარიელი დახვდა.აშკარად ახალი წასულები იყვნენ. სასოწარკვეთილმა ჩამოყარა ხელები და გაბრაზებულმა შეიკურთხა. იმედი იმისა რომ დაიჭერდა,კიდევ ერთხელ დაკარგა.

*********
ლევანი და დუდა პირდაპირ ქისტაურის სახლში წავიდნენ.უკვე მოფიქრებული ჰქონდათ როგორ მოაგვარებდნენ გოგოებთან ისე,რომ არ შეშინებულიყვნენ და არც არაფერი ეეჭვათ.
-ლევან,იკივლა ნინიამ მის დანახვაზე და მისკენ გაიქცა.კისერზე ჩამოეკიდა.
-როგორ მომენატრე ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო.-ლოყაზე აკოცა ქმარმა.
-მოდი ჩემთან ჩემო გოგო.ნუ მიყურებ ასე გაბრაზებული,ვერ გიძლებ ხომ იცი?-უთხრა დუდამ თამარს და ხელები გაშალა,რომ გულში ჩაეხუტებინა.
-ორი დღე არ დაგირეკავს.ორი დღე.იცი როგორ მომენატრე? -გაბრაზებულმა უპასუხა თამარმა,მაგრამ მაინც ჩაეხუტა.
-ჩვენ სიუპრიზი გვაქვს.
-რაა?-ჰკითხა ნინიამ.
-ახალი წელი ხომ მოდის,ჩვენ კი სახლში ნაძვის ხე და საახალწლო მოსართავები არა გვაქვს. წავიდეთ, ვიყიდოთ.
-რა მაგარია,-თვალები გაუბრწყინდა ნინიას
-მაშინ მიდი,მოემზადე და წავიდეთ.
გოგოებმა მომზადება დაიწყეს,ბიჭებმა ერთმანეთს კმაყოფილებმა გადახედეს..
სანამ ისინი მაღაზიებში დადიოდნენ, მანამდე პოლიციამ მათ სახლში ყველაფერი შეამოწმა,იქ არაფერი არ იყო. ქისტაურს დაურეკეს და უთხრეს რომ შეეძლოთ შინ დაბრუნებულიყვნენ.ლევანმა დუდას გადახედა და თვალის ჩაკვრით ანიშნა რომ ყველაფერი მორჩა იქ,
-საყვარელო,კიდევ ვიყიდოთ რამე თუ საკმარისია?
-მგონი გვეყოფა ლევან.რაც მინდოდა ყველაფერი ვიყიდე,თუ რამე დამჭირდა,მერე ვიყიდოთ დანარჩენი.
-ანუ მივდივართ სახლში?
-კი მივდივართ.თამარი და დუდა სად არიან?-მაღაზიას თვალი მოავლო გოგომ.
-აი იქ არიან.დუდაა,-დაუძახა მეგობარს.-მოდი.
შენგელიამ ხელი მოჰკიდა გოგოს და მათკენ წავიდა.კალათში არჩეული სუვენირები ეწყოთ და საახალწლო მოსართავები.
-მოკლედ ასე შევთანხმდეთ,თქვენ თქვენს სახლში წახვალთ და იმას გაალამაზებთ საახალწლოდ,მე და თამარი კი ჩემთან წავალთ და ჩემს სახლს მივხედავთ.
-აუუ,მართლა მიდიხართ?-მოიღუშა ნინია.
-საყვარელო,დავაცადოთ მათაც, ერთად ყოფნა უნდათ.
-ხო რაა რძალო.ხომ იცი რომ მარტოხელა მამაკაცი ვარ,არ გეცოდები?-
-აუ დუდა,რა აფერისტი ხარ რაა.-გაუბრაზდა ნინია.
-არ გეწყინოს ნიი.მეც მინდა საყვარელ ადამიანთან ყოფნა.
-კარგი ხოო,წადით,მე ჩემს ქმართან დავრჩები და ჩემს პაწაწუნასთან, -მოეფერა წამოზრდილ მუცელს მერე. ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ორივე თავის სახლებში წავიდნენ.
მაშინვე დაიწყო ნაძვის ხის აწყობა. ძალიან მაღალი იყო და დიდი და გაუჭირდა ადგილის შერჩევა, მაგრამ მაინც მოუძებნა შესაფერისი ადგილი. მისაღებში ტელევიზორის გვერდით,ამისთვის კი ქისტაურს იქიდან წიგნების კარადის აღება მოუწია და ძლივს გააჩოჩა გვერდით.სამაგიეროდ ნინიას კმაყოფილ და ბედნიერ სახეს რომ შეხედა,ბედნიერი ჩამოჯდა დივანზე და უყურებდა როგორ რთავდა გოგო ნაძვის ხეს.წამოზრდილი მუცელი საოცრად უხდებოდა და ალამაზებდა. დნებოდა და იფერფლებოდა ლევანი ამ ყველაფრის დანახვაზე.ახლა ხვდებოდა რამდენად გაუმართლა ცხოვრებაში,როცა ნინია არაბული გაუცნო.როცა იმ ღამით ბერდია არაბულის მოსაკლავად წავიდა. სწორედ იმ დღეს დაამარცხა სიყვარულმა სიძულვილი და სიკვდილი....
პირველად შეაღო იმ საღამოს თამარ ბექაურმა შენგელიების სახლის კარი. პირველად მოინახულა შეყვარებულის ბინა. მარტოხელა მამაკაცის სახლი ცოტა არეული რომ იყო და ქალის ხელი აკლდა არც გაკვირვებია. უცებ მოავლო სახლს თვალი,შეაფასა ყველაფერი და გონებაში მონახაზი გააკეთა როგორ მორთავდა სახლს.
-დუდა,საყვარელო,ძალიან ლამაზი სახლი გქონია,როგორ მომეწონა, მყუდრო და თბილი,მაგრამ ცოტა არეული.
- ქალის ხელი აკლია,-გაუცინა ბიჭმა,წელზე შემოხვია ხელები და აკოცა.-როგორ მომნატრებია.
-რომ მოგნატრებოდა ორი დღე არ გაუჩინარდებოდი.
--რატომ მსაყვედურობ?გასართობად ხომ არ ვიყავი წასული?სერიოზული საქმე მქონდა.
-რა საქმე?რატომ არ მეუბნები?
-სიუპრიზის ჩაშლა გინდა?-მოიღუშა ბიჭი.
-რა სიუპრიზია?-მისი მოწყენა დააიგნორა გოგომ და თვალები გაუბრწყინდა.
-თუ გითხარი რაღა სიუპრიზი გამოვა?
-ოოო,მაბრაზებ უკვე.
-მეც ვბრაზდები,როცა ვხვდები რომ ჩემი სახლი ნაძვის ხის გარეშე უნდა დარჩეს..
-კარგიი.მოდი მაშინ მოვრთოთ,მერე კი პიცა გამივიძახოთ და ვჭამოთ.
-კარგი იყოს ასე.დაეთანხმა გოგო და პარკებს დასწვდა.სათამაშოები და მოსართავები ამოიღო...ერთმანეთის მიყოლებით ჰკიდებდა თავის სიმაღლე ნაძვის ხეზე და დუდას ებუზღუნებოდა რა არის სულ არასწორ ადგილებზე როგორ ჰკიდებო. როგორც იქნა დაასრულა,ბოლოს ყველაფერი ისეთი იყო,როგორიც მას უნდოდა. კმაყოფილი ჩამოჯდა დუდას გვერდით და მხარზე ჩამოადო თავი.
-მოგწონს?-ჰკითხა.
-შენ უფრო მომწონხარ.
-ამას არ ვგულისხმობ..
-სამაგიეროდ მე ვამბობ იმას რაც მინდა რომ ვთქვა.შენზე ლამაზი არაფერი და არავინ არ იქნება ამ ქვეყნად.
-როგორი ბედნიერი ვარ შენ რომ შეგხვდი,შენ ვერც კი წარმოიდგენ ამას.-მიეხუტა გოგო და ქვემოდან ახედა.
-თამარ,იცი რამდენი მიფიქრია რატომ შემიყვარდი მაინცდამაინც შენ ან რატომ შეგიყვარდი მე შენ,მაგრამ პასუხს ვერასოდეს მივაგენი.ვერ ავხსენი…
-რატომ შეგიყვარდი?
-იმიტომ რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზი,ჭკვიანი,და საყვარელი ხარ. ერთი შემოხედვით რომ მატყვევებ ის ხარ.შენ რატომ შეგიყვარდი?ხომ იცოდი რომ შენს ძმასთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა?
-იმიტომ რომ ამ ქვეყნად ყველაზე მამაცი,სიმპატიური და მომხიბვლელი მამაკაცი ხარ..-გაუცინა გოგომ.-სიმართლე რომ გითხრა სიტყვებით ადამიანის დახასიათება ძალიან მიჭირს,ფირზე უკეთ ავსახავ ამას.ხოდა ერთ დღესაც,თუ ჩემი ფოტოსესიის მთავარი გმირი გახდები, შენს თავს სხვა მხრიდან დაგანახებ. ჩემი თვალით და მიხვდები რატომ შემიყვარდი.
-ჩემი გოგო,-ხელი მოხვია დუდამ და გულზე მიიხუტა.მერე ჩაეცინა.-გახსოვს პირველად რომ გაკოცე,როგორი რეაქცია გქონდა?
-რა დამავიწყებს.სახლში მიმაცილე,გადასვლას აჭიანურებდი, თითქოს რაღაცის თქმა გინდოდა, მიგიხვდი და არც მე არ წავედი. უეცრად ჩემსკენ გადმოიხარე,სახე დამიჭირე და ისე უცებ მაკოცე,რომ დავიბენი.
-დაიბენი და როგორ გაწითლდი, ახლაც მახსოვს შენი თვალები, შეგრცხვა და დაბლა დახარე,თითქოს რაღაც დააშავე. თითქოს დანაშაულზე წაგასწრეს.- გაეცინა დუდას.
-რა ვქნა გამოუცდელი ბავშვი ვიყავი.
-ბავშვი ხო?
-კიი,ბავშვი,მაგრამ ამ ქვეყნად ყველაზე გადარეული ბავშვი,-თამარი წამოიწია,დუდას სხეულზე აეკრა და ტუჩებში აკოცა.დუდამ კოცნით უპასუხა,თავი ვერ შეიკავა და იქიდან კისერზე გადავიდა.კოცნით ჩაუყვა ლავიწებს მორიგეობით,დივანზე გადააწვინა თამარი და ზემოდან მოექცა.გოგომ კისერზე მოხვია ხელები და სუსტი კვნესა აღმოხდა. თვალები დახუჭა,მიენდო ბიჭს.საყვარელი ადამიანის მკლავებში გარინდულიყო ბექაური. ტკბებოდნენ ერთმანეთის ალერსით,..
ისევ დუდამ შეიკავა თავი და შეჩერდა.
-ყველაზე ძალიან მინდა ჩემი გახდე,მაგრამ ახლა არა.ვერც შენ,ვერც შენს ძმას და ვერც შენს ოჯახს,მითუმეტეს საკუთარ თავს ვერ ვაკადრებ ამას.რადგან წესებით ვაკეთებთ ყველაფერს,მაშინ ესეც ქორწილის მერე მოხდეს.
-დუდა ხომ იცი რომ მზად ვარ ამისთვის?
-შეიძლება მზად ხარ,მაგრამ ეს დღე ქალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია და მინდა განსაკუთრებული იყო შენთვის,და არა ასეთი უბრალო.
-შენთან გატარებული ყოველი დღე განსაკუთრებულია ჩემთვის დუდა, შენს გვერდით ყოფნა საოცრად მახარებს და მაბედნიერებს,როგორ შეიძლება ამას უბრალო უწოდო? ყველაფერი პირველად ხდება ჩვენს ცხოვრებაში.შეხედე აი ეს დღეც პირველი დღეა,როცა ერთად მოვრთეთ შენი სახლი საახალწლოდ. პირველად ვიყავით ერთად საყიდლებზე და სახლისთვის შევიძინეთ ისინი…
-შენ ხარ ჩემი პირველი.ჩემთვის პირველი,ერთადერთი და განსაკუთრებული ჩემო ლამაზო.-ხელი მოხვია დუდამ მხარზე,მიიხუტა და ლოყაზე აკოცა.-ახლა პიცას გამოვიძახებ და რამე ფილმს ვუყუროთ გინდა?
-კი მინდა,ოღონდ საახალწლო ფილმი იყოს,განწყობა არ გამიფუჭო რამე მძაფრსიუჟეტიანი ფილმით.
-კარგი იყოს ასე.-თავი დაუქნია ბიჭმა და ნომერი აკრიფა.
იმ ღამეს მასთან დარჩა თამარ ბექაური,ფილმს უყურეს ერთად და მერე მასთან ჩახუტებულმა დაიძინა, არაფერი გაუგია რა ხდებოდა მათ ირგვლივ...
ვერც ნინია არაბულმა გაიგო მოსალოდნელი საშიშორების შესახებ.კარგად მოქმედებდნენ შეთანხმებულად დუდა და ლევანი დემეტრესთან და ბერდიასთან ერთად. ერთი ყაზბეგში იყო და იქ ცდილობდა მათ დაცვას და მეორე სახლში და გამომძიებლებს ეხმარებოდა ჩხრეკვაში და ბომბის მოძებნაში.. რაც უფრო დრო გადიოდა,მით უფრო ნაკლები შანსი რჩებოდა იმისთვის რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ეპოვათ.უშუალოდ ბექაურების სახლის ჩხრეკვას მაისურაძემ უხელმძღვანელა,თან საქმე ჰქონდა რეზოსთან.
როგორც კი გამოჩნდა,მაშინვე შეატყო სახეზე,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.მისკენ დაიძრა და მისაღებში შეეგება.
-გატყობთ საქმე ცუდადაა ბატონო თემურ.
-სამწუხაროდ ასეა,ხელიდან დაგვისხლტა ის არაკაცი. სახლში არავინ იყო.
-ჯანდაბა,ასეც ვიცოდი რომ ასე მარტივად არ დაგვაჭერინებდა თავს.
-არაუშავს,თქვენ მაგაზე არ იდარდოთ. მაინც დავიჭერ.
-რატომ ხართ მისით ასე დაინტერესებული?-ჰკითხა რწზომ და კაბინეტისკენ გაუძღვა,
-იმიტომ რომ ის არაკაცი მანიაკია, სხვისი სიცოცხლით თამაში უყვარს.ადრე როცა ახალგაზრდა ვიყავი დამწყები პოლიციელი, განყოფილებაში მკვლელობის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია, მაშინვე გავედით დანაშაულის ადგილზე.ახალგაზრდა ბიჭი იყო ნარკოტიკებით მკვდარი,მაგრამ მისი შეყვარებული ამტკიცებდა რომ ბიჭი ნარკოტიკებს საერთოდ არ იღებდა და ის მოკლეს.მართალი აღმოჩნდა. ექსპერტმაც დაადასტურა რომ მის ორგანიზმში ნარკოტიკი იმ დროს მოხვდა როცა მოკლეს და აშკარად ძალადობრივი გზით. მერე გაირკვა რომ იმიტომ გაიმეტეს ასე,მან უარი განაცხადა ეგრედ წოდებულ „ბარიგობაზე“. ძიებამ მის კვალზე გამიყვანა,მას უკვე ჰქონდა კავშირები და შესაბამისად დამემუქრა საქმეს ჩამოშორდი თორემ ცუდად დაამთავრებო.ჯიუტი ვიყავი მაშინაც და მის თამაშში ჩავები,შედეგად კი ის მივიღე რომ მანქანაში ბომბი დაამონტაჟა და ჩემი ოჯახი შეიწირა ცოლი და ექვსი წლის შვილი…-შეჩერდა მაისურაძე და თვალს მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.მკაცრ და დაუნდობელ გამომძიებელსაც გააჩნდა გრძნობები და ბექაურმა ეს ნათლად დაინახა. იგრძნო მისი ტკივილი. კარში რომ გაიხედა იქ ცოლი დაინახა. ხელში ორი ჭიქა ყავა ეჭირა.მასაც თვალებში ცრემლი ჰქონდა ჩამდგარი. ახლა ყველაზე მეტად ესმოდა მაისურაძის. მითუმეტეს რომ წარსულში რამდენჯერმე შეხვედრიან ერთმანეთს,მაშინ როცა ზაზამ მეგობრები გააცნო.გაახსენდა რომ თემური იქ გვიან მივიდა ორსულ ცოლთან ერთად,როგორი გახარებული იყო იმ ამბით რომ ბიჭს ელოდებოდა.
კანკალით დადგა ჭიქები მაგიდაზე. ძლივს იმორჩილებდა თავს.მერე მისკენ მიბრუნდა.
-გამარჯობა თემურ..
-გამარჯობა სოფო,-გაუღიმა კაცმა.
-ძნელია არა ცხოვრების გაგრძელება საყვარელი ადამიანების დაკარგვის მერე?-ჰკითხა და ქმრის გვერდით ჩამოჯდა.
-გაიგე?
-კი,გავიგე და მინდა გითხრა რომ ვწუხვარ მათ გამო.კარგი მეუღლე გყავდა.ყველაზე მეტად მაშინ ის მომეწონა,კარგად გამიგო და მიმიღო. რამდენჯერმე მნახა კიდეც. მას რომ ეცალა.უყვარდი,იმდენად უყვარდი რომ არასოდეს დაუწუწუნია შენი არანორმალური სამუშაო გრაფიკის გამო და მოუთმენლად გელოდა ხოლმე..
-შენ და ის..არ მჯერა..არასოდეს უთქვამს რომ გხვდებოდა.
-მე და ზაზა მალევე დავშორდით და არ უნდოდა ამით გაეღიზიანებინა ან ის ან შენ. საერთოდაც როცა მშობიარობა დაეწყო,შენ დავალებაზე იყავი,იმ ღამეს ის მე ვამშობიარე, შენი ბიჭი მე ავიყვანე პირველად ხელში.ისეთი საყვარელი იყო,ტიროდა,ახლაც მახსოვს მთელ სართულზე მისი ხმა ისმოდა.
-ეს ჩემთვის მოულოდნელია,არ ვიცოდი.არასოდეს უთქვამს მას.არც შენ მინახიხარ როცა მოვედი.
-მე უკვე წასული ვიყავი..მე მაშინ უკვე შვილმკვდარი დედა ვიყავი..
-რას ამბობ?
-ასეა,მე ზაზასგან ორსულად ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი შვილი ნაადრევად დაიბადა,ცოტა ხანს იცოცხლა და გარდაიცვალა,ამიტომ ახლა ყველაზე მეტად მესმის შენი, ვიცი როგორ გტკივა გული,როგორ განიცდი და როგორ იდანაშაულებ თავს მის სიკვდილში.
-სამწუხაროა შენი ამბავი.ვფიქრობ მას უნდა სცოდნოდა ეს,მაგრამ რადგან არ უთხარი ალბათ ასე იყო საჭირო.
-მივედი სათქმელად,მაგრამ მისი მეუღლე დამხვდა სახლში,უკვე ორსული, გამომიცხადა დავქორწინდითო და საშინელი შეურაწყოფა მომაყენა,გამომაგდო იქიდან. გადავწყვიტე ქვემოთ დავლოდებოდი,დიდხანს ვიჯექი სკამზე სკვერში,სიცივეში, საღამოს მოვიდა ყვავილებით და ისე ჩაეხუტა ცოლს,ისეთი სიყვარულით,რომ მივხვდი აზრი არაფერს აღარ ჰქონდა,ის მე აღარ მეკუთვნოდა.
-მათი ქორწინება მეც გამიკვირდა, თუმცა თავიდან ამტკიცებდნენ გვიყვარს ერთმანეთიო,მაგრამ მალევე აღმოჩნდა რომ ასე არ იყო, გამუდმებული ჩხუბი,აყალმაყალი და სახლიდან გაქცევები,საყვარლებში სიარული ეს გახდა მათი ცხოვრების თანმხლები,არც ერთი თმობდა, საბოლოოდ ის მიიღეს,რომ შვილი კინაღამ გაანადგურეს ამ ქცევით. თორნიკე ჩემი ნათლულია,რომ წამოიზარდა,ხშირად მიმყავდა მათგან რომ ამისთვის არ ეყურებინა,მერე დუდას და ლევანის მშობლები ჩაერთვნენ საქმეში და ასე თუ ისე გადავარჩინეთ მასში ადამიანი.
-საწყალი ბავშვი.არანორმალურები. .ასე როგორ ექცეოდნენ საკუთარ შვილს?მე მის გამო ჩემი შვილი
ჩავადგე საფრთხეში. იმ ღამე სესილი სწორედ მე ვამშობიარე და მაშინ დამეწყო მეც ნაადრევი მშობიარობა.სწორედ მის გამო დაიღუპა ჩემი შვილი,დღემდე ვერ მომინელებია ეს,დღემდე მოუშუშებელ ჭრილობად რჩება ჩემთვის.
-მეც ასე ვარ.ვერაფერს ვუხერხებ ამ გრძნობას. ასე მგონია რომ მგუდავს და მანადგურებს, ყოველ ღამით სიკვდილს ვნატრობ,მაგრამ მაინც თენდება და მე მაინც ცოცხალი ვარ.
-ოჯახის შექმნა რატომ არ სცადე? იქნებ ბედნიერი ყოფილიყავი?
-ყველას არ უმართლებს იპოვოს ისეთი ადამიანი,როგორიც შენ გყავს გვერდით სოფო…
-ხო,ეგ კი სიმართლეა,-ქმარს შეხედა ღიმილით სოფომ და მის ხელს თავისი ხელი შეახო.მსუბუქად მოუჭირა.
-რამდენ რამეს მალავს არა წარსული.. შენმა შვილებმა თუ იციან ეს?
-არა,არაფერი იციან და წარმოდგენაც არ მინდა რას იზავენ ეს რომ გაიგონ.- სევდიანად თქვა სოფომ.
-არ არის საჭირო მათ ეს იცოდნენ საყვარელო,-ჩაერთო რეზო.-თქვენ ხომ არაფერს იტყვით ბატონო თემურ?
-ეს ჩემი საქმე არაა.
-და კიდევ არც ზაზამ არ უნდა გაიგოს ეს ამბავი და არც მისმა შვილმა
-გპირდებით მე არაფერს ვიტყვი,მაგრამ არის ერთი პრობლემა..
-რა პრობლემა?-გაუკვირდა რეზოს.
-ზაზას შვილს თორნიკეს უმცროსი სოფო უყვარს და მგონი არც ისაა გულგრილი,ეს კი პრობლემებს შექმნის,ალბათ ხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანს.
-არ შექმნის,მე უკვე ვნახე ის ბიჭი,ჩემთან იყო მოსული.-თქვა სოფომ
-მე რატომ არ მითხარი?
-რა მეთქვა რეზო?ის რომ ბიჭმა მთხოვა ამ ისტორიის ჩემი ნაწილი მომეყოლა მისთვის და ყველაფრის მოსმენის შემდეგ ბოდიშებს მიხდიდა და პატიებას თავისი მშობლების მაგივრად?რომ მან ყველაზე მეტად იცის როგორი მშობლები ჰყავს? რომ არ აპირებს მამამისივით ლაჩრულად მოიქცეს და საყვარელი ქალი დათმოს?რომ თავისი ძმის საფლავზე დაჭრილი ლომივით ღრიალებდა ისე ტიროდა?- ხმის კანკალით თქვა სოფომ.
-დამშვიდდი,ნუ ნერვიულობ შენ.ცუდად არ გახდე.
-ჭირსაც წაუღია ყველაფერი,თუ ჩემი საყვარელი ადამიანები ბედნიერები არ იქნებიან და ვინც უყვართ გვერდით არ ეყოლებათ,-წამოხტა სოფო და ტირილით გავარდა ოთახიდან.
-როცა საქმე სიყვარულს ეხება ჩემი ცოლი უძლურია,-ღიმილით გააყოლა თვალი რეზომ,-ახლა ის ტირის,მაგრამ ეს ბედნიერების ცრემლებია,ვიცი რომ როცა დრო მოვა საკუთარი ხელით მიუყვანს მეტრეველს ძმისშვილს. ყველაზე მეტად მან იცის საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა რაოდენ მტკივნეულია.
-ის ღმერთის საჩუქარია ბატონო რეზო და ბედნიერი კაცი უნდა იყოთ რომ ღმერთმა თქვენ გარგუნათ.
-ვარ კიდეც,ნამდვილად ვარ.ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულება ქვეყანაზე…-გაუღიმა ბექაურმა..

‘*****
როგორც კი ყაზბეგის სასტუმროში დაბინავდნენ,მაშინვე გაიყვანა ცალკე ცოლი სალაპარაკოდ გიორგიმ და არც აცია არც აცხელა მაშინვე ყვირილი დაიწყო,ჯერ მოთმინებით უსმენდა ქალი,მერე მანაც ამოხეთქა და ისეთი შეუტია ქმარს,არასდროს რომ არ ენახა ასეთი გაოგნებული დატოვა ქმარიმ
-რა უფლებით მიყვირი ერთი ვიცოდე? ან რა პრეტენზიები წამომიყენე? გაინტერესებს ვიცოდი თუ არა ვინ იყო ის ბიჭი?კი ვიცოდი,ვიცოდი და ხელი არ შევუშალე,იმიტომ რომ საკუთარი თვალით ვხედავდი როგორ დარდობდა და განიცდიდა მის მდგომარეობას და როგორ ცუდად იყო ის.ვხედავდი რასაც აკეთებდა ის რომ გამოჯანრთელებულიყო, შენ კი იმაზე მეჩხუბები რატომ არ გითხარი.
-ხო,უნდა გეთქვა,უნდა მცოდნოდა.მე მამა ვარ მისი.
-მე კი დედა და როცა საქმე ჩემი შვილის სიცოცხლეს ეხება ყველაფერი აზრს კარგავს,რჩება მხოლოდ ის ვინც ვიცი რომ ნამდვილად ცდილობს მის გვერდით ყოფნას.
-მაგით ახლა მეუბნები რომ მე არ ვცდილობ ამას და მისი კარგად ყოფნა არ მინდა.
-არ გინდა,რომ გინდოდეს,იქიდან არ წამოიყვანდი და იმ ბიჭს არ დააშორებდი. მითუმეტეს იცი ასეთ მგომარეობაშია და წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.
-რას მეუბნები ახლა?რომ იმ ნაძირალა და არაკაცის შვილს გავატანო ჩემი გოგო,ჩემი ფუფუნებაში გაზრდილი და ცივ ნიავს არ მიკარებული გოგო?-საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან გიო,-არა,არადა არა.
-თუ ჩემი შვილი ბედნიერი და ჯანმრთელი არ იქნება სხვა არავინ მაინტერესებს. არ გამოვცდი იმას რაც შენმა დამ გამოსცადა,მისი შავი წარსული გავლენას ვერ იქონიებს ჩემი შვილის მომავალზე. მე სოფო ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ და ვაფასებ,მაგრამ როცა საქმე არჩევანს ეხება მე ჩემს შვილს ვირჩევ..
-არ გაბედო,არ გაბედო გესმის,ჩემი და არ გარიო არაფერში,მან ისედაც ბევრი იტანჯა,-ორივე ხელი მხრებში მოჰკიდა და მაგრად შეანჯღრია ქალი, ისე რომ მაიკოს ძვლების კი ეტკინა.
-არ ამალაპარაკო იცოდე,არავისთვის არ მინდა ცუდი,არც არასოდეს მისურვებია,მაგრამ ერთი რამე იცოდე ვერავის დააკავებ ძალით,ხომ იცნობ შენს შვილს?როგორც კი გამოჯანრთელდება მაშინვე მასთან გაიქცევა და შენ ვერაფერს გახდები. იმას გააკეთებს რაც თავის დროზე მამიდამისმა ვერ გააკეთა და რის გამოც ოჯახმა სახლიდან გააგდო.
-გაჩუმდიი,-უყვირა გიომ და ხელი შემართა,ისეთი გამგელებული იყო,ალბათ დაარტყავდა კიდეც. ადამიანური სახე დაეკარგა.დროულად შეაჩერა ვიღაცამ,რომ საბედისწერო შეცდომა არ დაეშვა და ხელი ჰაერში გაუშეშდა.
-გეფიცები ეს რომ გააკეთო დავივიწყებ რომ ბიძაჩემი ხარ და ამ ხელს მოგატეხავ,-გამოსცრა დემეტრემ
-ესღა გაკლდა და აჰაა მიდი,ამასაც გააკეთებ,-თავი გაინთავისუფლა მაიკომ და იმედგაცრუებული ჩამოჯდა სავარძელში.
-რა გაჩხუბებს ერთი ვიცოდე?
-შენ ნუ ერევი,მაქვს ის მიზეზი.
-რა მიზეზი?ის რომ დაგიმალეთ სოფო იმ ბიჭს უყვარდა?
-შენ არაფერი არ იცი.
-ხოდა მითხარი ამის დედას შე….ი,-იღრიალა დემეტრემ და მაგიდას ამოარტყა წიხლი,მერე ტელეფონს დასტაცა ხელი და კედელზე შემოანარცხა.მასზე იყარა ჯავრი..
-ასე ადვილი არაა,ეს მხოლოდ შენ,მე და სოფოს არ ეხება,ეს ძალიან ბევრ ადამიანს ატკენს გულს.
-მეტკინოს,მეტკინოს ბიძია,ვიცი რომ არაა ადვილი ცხოვრება და ამასაც გადავიტან,გავუძლებ,შევეგუები.
-ვერც აიტან და ვერც შეეგუები, გაჩუმდი და ჩუმად იჯექი მანდ.
-რა დაგემართათ ხალხო? თქვენი ხმა მთელ სასტუმროში ისმის,გადაირია გოგო,ძლვს დავაწყნარე,სანამ დამამშვიდებელი არ დავალევინე, მანამდე ვერ დაიძინინა.-ოთახში კესო გამოჩნდა.
-ამას ჰკითხე,-მიუთითა ქმარზე მაიკომ
-მე?მე უნდა მკითხოს?შენ რატომ არ ეუბნები რა ჩაიდინე?
რატომ არ ეუბნები რომ ჩემს ზურგს უკან მოქმედებდი?
-ასახსნელი არავისთან არაფერი არ მაქვს.
-ერთი წუთით გაჩერდით,-მოთმინება დაელია დემეტრეს,-მეტყვით რა ხდება და რატომ ხარ მათი ერთად ყოფნის წინააღმდეგი?
-მე ვერ გეტყვი,ბიძაშენმა და შენმა მშობლებმა გითხრან,მე ჩემს შვილთან მივდივარ.-კარი გაიჯახუნა მაიკომ და მარტო დატოვა ისინი.
ერთმანეთს გადახედეს დანარჩენებმა და უხმოდ ჩამოსხდნენ.მერე სიჩუმე ისევ კესომ დაარღვია.
-რამე ხომ არ გინდათ?ან არ გშიათ?მოვატანინებ.
-სასმელი მოატანინე და მერე მარტო დაგვტოვე,ცოტას ვილაპარაკებთ,-უპასუხა გიორგიმ და დისშვილს შეხედა.
*******
სახლში მიდიოდა მეტრეველი. გულდამძიმებული და ნაღვლიანი იყო,რაც ყაზბეგიდან წამოვიდა უსიამოვნო შეგრძნება და ფიქრები აეკვიატა და ვერაფრით მოიშორა. რატომღაც მშობლების სახლისკენ გადაუხვია,უფრო სწორად დედამისის სახლისკენ,მამამისი აქაურობას უკვე აღარ ეკუთვნოდა. დიდი ხანია თავი დააღწია აქაურობას…
ისევ ფეხით აიარა კიბეები, რამდენჯერ დაუთვლია ბავშვობაში და რამდენჯერ აურბენია გახარებულს,რამდენჯერ შეუღია სახლის კარი იმის მოლოდინში რომ დედა და მამა ღიმილით შეეგებებოდნენ, მაგრამ ამაოდ, ყოველთვის იმედგაცრუებული რჩებოდა.
ამჯერადაც ისევე შეაღო კარი,მერე რა რომ დიდი იყო?მაინც ელოდა,ყოველ წუთს ელოდა რომ ერთხელ მაინც ეღირსებოდა ამას. სახლში სიჩუმე დახვდა,აუტანელი და სულის შემძვრელი სიჩუმე.მარტოობის გამოძახილი. დედის ხმა სამზარეულოდან მოესმა.ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე. უნდოდა დაეძახა,მაგრამ მოულოდნელი საუბრის მომსწრე გახდა და ელდა ეცა. არასოდეს არ მიუგდია არავის საუბრისთვის ყური,მაგრამ ამჯერად ეს გააკეთა.
-ესეგი შენ მეუბნები რომ დილით სოფო გიგაური უკვე განადგურებული იქნება,თანაც ორივე?...ამის მოსმენა ისე მახარებს და მაბედნიერებს..ვერც კი ვიჯერებ,როგორც იქნა ამდენი წლის მერე ამას მივაღწიე…
თავზარი დაეცა,დედა კმაყოფილი იცინოდა.ეს არ შეიძლებოდა ის ქალი ყოფილიყო ვინც ის გააჩინა და ვინც ცხრა თვე ატარა მუცლით.დედის ამ სახეა არ იცნობდა და შეეშინდა, საშინლად შეეშინდა.
-ყაზბეგში?იმ სასტუმროში?რამდენიც არ უნდა ეძებონ ამას ვერავინ წარმოიდგენს რომ ბომბს იქ დადებდი..-საბოლოო დარტყმა როდის იქნება?...ნიშნობაზე?ძალიან კარგი.არ გამომტოვო იცოდე… კარგად. დაველოდები შენგან ახალა ამბავს..
ტელეფონი ნორმალურად არ ჰქონდა გათიშული და ნორმალურად არც ჰქონდა გააზრებული ის სიხარული რასაც ელოდა,რომ შვილი შენიშნა და ღიმილი სახეზე შეეყინა. ტაში დაუკრა თორნიკემ
-ბრავო დედა,შესანიშნავი სპექტაკლია, სად ვეძებდი დამნაშავეს და თურმე ცხვირწინ მყოლია
-შენ...შენ აქ რა გინდა?-დაიბნა სესილი.
-მე აქ რა მინდა?მე რა მინდა?-იფეთქა ბიჭმა.
-ნუ ყვირიხარ..სიმშვიდეს ინარჩუნებდა ქალი.
-ამის დედას შ…..ი.შენ ვინ ხარ საერთოდ?ასეთი როგორ ხარ?ასე როგორ დაბრმავდი?ჯანდაბა ეს რა უბედურებაა?ბოროტებამ რად გაქცია დედა?ასეთ ურჩხულად როგორ იქეცი?
-ღრიალებდა ბიჭი.
-შენ რა გინდა.რაა?რა გიქნა იმ გოგომ ასეთი,რომ ასე შემიძულე?
-იმან სწორი გზა დამანახა.არაფერი არ გაუკეთებია მეტი.შენ ვინ ხარ?ჯანდაბა ასეთი როგორ ხარ? რითი ვერ დაივიწყე წარსული
-არასოდეს დავივიწყებ იმას,რაც იმ ქალმა გააკეთა,ბედნიერების საშუალება არ მომცა.
-მან კი არა,შენ არ მიეცი საკუთარ თავს ამის უფლება.შენმა სიბოროტემ და ბოღმამ დაგაბრმავა. იმაზე რატომ არ ფიქრობ,რომ ვინც არ გეკუთვნოდა, არ უნდა დაგეჩემებინა?
-გაჩუმდი.გაჩუმდი გესმის.-იკივლა ქალმა.- რა უფლება გაქვს რომ ჩემთან ხმას უწევ ან მიყვირი?რა უფლება გაქვს რომ მამტყუნებ?
-სასაცილო ხარ დედა,მეცოდები, იცი რატომ?შენთვის ადამიანური გრძნობები,ყველაფერი წმინდა უცხოა,ერთი ჩვეულებრივი სასოწარკვეთილი,გამწარებული ქალი ხარ, რომელსაც ადამიანური გრძნობები არ გააჩნია.ახლა იცი რას ვიზავ?ახლა პოლიციაში დავრეკვა და საკუთარი ხელით ჩაგაბარებ სამართალდამცავებს, მერე კი წავალ და ჩემს საყვარელ ქალს გადავარჩენ.
-არ გაბედო,არ გაბედო.-ხელზე დაეკიდა სესილი და დარეკვის უფლება არ მისცა შვილს.
-რატომ?რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? შენც მისნაირი დამნაშავე ხარ. პოტენციური მკვლელი, იცი მანც რამდენი ადაიანი შეიძლება შეეწირის შენს სიგიჟეებს?
-უკვე აღარაფერი მახარებს. აღარაფერს აქვს აზრი ჩემთვის.
-საიდან იცნობ მას?მითხარი, სანამ საბოლოოდ გამოვსულვარ წყობიდან.
-ვიცნობ და მორჩა,შენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა.
-ესეგი არ მეუბნები.კარგი.ახლა ავდგები და წავალ,მათთან მივდივარ და იმ სასტუმროში ვიქნები მეც,შენ გადაწყვიტე დედა მისცემ უფლებას იმ არაკაცს, ააფეთქებს იქაურობას და მასთან ერთად შენს შვილსაც გასწირავ თუ შეაჩერებ? ვნახავ დარჩა თუ არა შენში ადამიანური გრძნობები თუ მართლა ცივსისხლიანი მკვლელი ხარ შენც.
თორნიკე სახლიდან გამოვიდა, სწრაფად ჩაირბინა კიბეები და მანქანის საჭეს მიუჯდა,სწრაფად დაძრა ადგილიდან. ისევ უკან წავიდა. კიდევ კარგი ღამე იყო და გზები არ იყო გადატვირთული,სწრაფად მიდიოდა. მაისურაძეს დაურეკა, ყველაფერი მოახსენა,მანაც სასწრაფოდ შეკრიბა ჯგუფი და იქით წავიდნენ, ყაზბეგის პოლიციის უფროსს დაუკავშირდა და საქმის ვითარება აუხსნა,სასტუმრო ალყაში მოაქციეთ და ხალხი ნელ-ნელა დაცალეთ ჩვენს ჩამოსვლამდეო სთხოვა..მათაც მაშინვე დაიწყეს მოქმედება..
ყაზბეგში რეკავდა თორნიკეც.არც დემეტრე და არც სოფო არ პასუხობდნენ ტელეფონს. ვაითუ ვერ მივუსწროო,ფიქრობდა,მაგრამ ნათლიის დამაიმედებელმა დაპირებამ ცოტა დაამშვიდა და სიჩქარეს უკლო…
უკვე ყაზბეგთან ახლოს იყო სოფოს ტელეფონზე დემეტრემ რომ უპასუხა.
-როგორ ხართ?-ჰკითხა აღელვებულმა
-კარგად,შენ როგორ ხარ?ძალიან ხომ არ ხარ გაბრაზებული ბიძაჩემზე?
-შენ წარმოიდგინე და არა,საერთოდ არგავბრაზებულვარ მასზე.ალბათ ისე მოიქცა,როგორც საჭირო იყო.
-შენ არ ჩასულხარ კიდევ?მანქანის ხმა მესმის.
-დემეტრე მომისმინე კარგად.არ მკითხო როგორ გავიგე,მაგრამ გეტყვი რომ სასტუმროში,სადაც ხართ ბომბია და როდის აფეთქდება არავინ იცის.სასწრაფოდ დატოვეთ ეგ ადგილი.სასწრაფოდ.აღელვებული
ლაპარაკობდა მეტრეველი.-მეც მოვდივარ თქვენთან.
-ამის დედაც…-შეიკურთხა ბექაურმა და ტელეფონი მოისროლა.-სოფო, გაიღვიძე,გაიღვიძე საყვარელო.
გოგოს ღრმად ეძინა.საერთოდ ვერ გრძნობდა საფრთხეს.ხელში აიყვანა დემეტრემ და ოთახიდან გამოვიდა.
-ბიძია,-ყვიროდა დერეფანში.-ბიძია სასწრაფოდ გამოდი,უნდა წავიდეთ.
-რა ხდება?რა გაყვირებს?
-სასტუმროში ბომბია ბიძია,-იყვირა დემეტრემ და კიბეს ჩაუყვა.
-მაიკო,კესო,წამოდით,სასწრაფოდ უნდა გავიდეთ.დროზე დროზე,-ხელი ჩაავლო ორივეს კაცმა.
-მოიცადე როგორ წამოვიდე?აქ ხალხია გიო,სასტუმრო თითქმის სავსეა ტურსტებით.
-რამეს ვიზავთ.ჯერ თქვენ გაგიყვანთ და მერე დანარჩენებისთვის დავბრუნდები.
გარეთ რომ გავიდნენ,პოლიციის ერთი ეკიპაჟი დაინახეს, ალყაში აქცევდა შენობას და ყვითელი ლენტით საზღვრავდა.მანქანში ჩასვეს ქალები. სოფო უკანა სავარძელზე მიაწვინეს, გვერდით მაიკო მიუსვეს,წინ კესო და გიომ მანქანა შორიახლოს გადააყენა. მერე უკან დაბრუნდა. კიდევ მიმატებოდნენ პოლიციის მანქანები და სასწრაფოებიც ნელ-ნელა მოდიოდნენ.სწორედ ამ დროს გაჩერდა კიდევ ერთი მანქანა.იქიდან მეტრეველი გადმოხტა და დემეტრესთან მიაჭრა.
-სად არის სოფო?
-უსაფრთხოდაა,დამშვიდდი.წამოდი შევიდეთ,პოლიციას დავეხმაროთ.
-შენ ისევ აქ ხარ?
-ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს რომ აქედან წავიდე,ან მესროლეთ ან დამაცადეთ რომ ხალხს დავეხმარო.- მკაცრი იყო მეტრეველი.
დანებდა გიგაური,დანებდა იმიტომ რომ ახლა სხვა გზა არ იყო. საქმე მოქალაქების სიცოცხლეს ეხებოდა…
ხალხმა როგორც კი საფრთხე იგრძნო, ერთიანად იხუვლა და გასასვლელესკენ გაიქცნენ. ერთმანეთს არ აცდიდნენ და ისეთი ალიაქოთი შეიქმნა მტრისას.ზოგი დაეცა და ზემოდან გადაუარა ხალხია ტალღამ. ამაოდ ცდილობდა პოლიცია სიტუაციის დარეგულირებას. სიკვდილის შიში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
გმირულად იდგნენ დემეტრე და თორნიკე და დაშავებული ხალხის დახმარებას ცდილობდნენ, რიგრიგობით გამოჰყავდათ სასტუმროდან. თითქმის დაცლილი იყო უკვე იქაურობა,მეტრეველმა ბოლო დაშავებულიც წამოიყვანა, დემეტრე ფოიეში დარჩა,კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას და ის იყო უნდა გასულიყო,რომ ზემოდან ხმაური მოესმა.შეჩერდა მეტრეველიც.
-წადი,ვნახავ და მალე გამოვალ მეც.
-დახმარება დაგჭირდება,შეიძლება ვინმე მძიმედ იყოს.
-წადი მეთქი,რამდენჯერ უნდა გითხრა შენ რომ სოფოს პატრონი სჭირდება და ერთ-ერთი მაინც უნდა დავრჩეთ ცოცხალი.-უყვირა დემეტრემ
-მას შენც სჭირდები-თქო მეც რამდენჯერ უნდა გითხრა.
-წაიყვანე ეგ ქალი და დაბრუნდი მერე.ესე ვერ დამეხმარები.-დათმო მან.
-მალე მოვალ დამელოდე..მობრუნდა მეტრეველი და გასასვლელისკენ წავიდა..
-ვერ დაგვპირდები ამას მეტრეველო,ვერ დაგელოდები. კიბეზე აირბინა და ხმას მიჰყვა, ნელა მიდიოდა,თან ეძახდა დაშავებულს. ბოლოს იმ ოთახს მიადგა,სადაც გაზის მილები იყრიდა თავს და საიდანაც გათბობაა კონტროლდებოდა,ელდა ეცა. ნანახმა შოკში ჩააგდო..ხელ-ფეხ შეკრული გოგო სკამზე მიებათ,მასზე ბომბი მიემაგრებინათ და აფეთქებისთვის ციფერბლატი წუთებს ითვლიდა
-გვანცაა,-იღრიალა დემეტრემ და მუხლებზე დაეცა სასოწარკვეთილი...



№1  offline წევრი დარინა

ჩემმ ლევანმა და ნინიამ მზესავით გამოანათეს, რა ვქნა განსაკუთრებით მიყვარს ეს წყვილი დააა. აი თორნიკე ისე მეცოდება არ იმსახურებს ასეთ მშობლებს, ბევრს ნუღარ მიტანჯავ ამ ისედაც დატანჯულ ბიჭს, იმედია გიორგი მლე დთმობს პოზიციებს, დემეტრე მომწონს უკვეე, ისე დაძაბულ მომენტში შეწყვიტეეე, წაუინტრიგეეე, რა ვქნა მე ახლა შემდეგ თავამდეე, ხო და ნიკოლა და ტატაც მომენატრენ.

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძაან ფანტასტიკის სახე მიიღო უკვე ისტორიამ, დავიღალე ამდენი სიბოროტით. მგონია საფრთხემ ჩაიარა, ისევ ახალი ჩნდება დაუსრულებლად. ინტერესიც გამინელდა. მექსიკურ სერიაალს დაემსგავსა უკვე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent