რეალობის სისასტიკე (5 თავი)
-ღმერთო, აღარ შემიძლია_მოწყვეტით დაეცა მიწაზე მარიამი. -ხუთი წუთიც არ გვივლია_თვალები აატრიალა გეგიმ. -რა ვქნა მე ფეხი მაქვს გადაგლეჯილი_პატარა ბავშვივით დაპრუწა ტუჩები გოგომ. -ასე ორი წელი დაგვჭირდება აქედან გასაღწევად. -გაგიჟდი? ფეხი მტკივა, მშია, დასაბანი ვარ და ილოცე თიურის დღეები არ დაგვემთხვეს_ფეხზე არხეინად დაიქნია მარიამმა ხელი და მთელი ძალით ეცადა ჭრილობაზე თვალი აერიდებინა. -ვინც შენ აქ გამოგიშვა მე იმის ......._მიწაზე გაწვა ბიჭიც. -აბაა, რა უნდოდა, ვმჯდარიყავი სახლში, მეკეთებინა საჭმელები_გაწოლილ ბიჭს ზემოდან გადაადო ფეხი და სიამოვნებისგან ამოიკრუტუნა -უი, ასე რა კარგია. -მარიამ, ხომ არ გაწუხებ? -არა ძმა, იწექი მასე, ხელს არ მიშლი_მეორე ფეხიც გადაადო ეშმაკური ღიმილით. -რა აუტანელი ხარ, შენ ვინ გითხოვს. -ჰმმ, მე თუ წავყვები ის იკითხე რაა_წამში აიბზუა ცხვირი გოგომ და წამომხტარ ბიჭს გაკვირვებულმა ახედა. -ადექი, მივდივართ. გაუსაძლის პირობებში უწევდა გზის გავლა გეგის, ღმერთს მადლობას წირავდა ზაფხული მაინც რომ იყო, ტუალეტის მოლევასაც ვერ ახერხებდა მარიამი მარტო, მისი მაიკაში გახვეული ჭრილობა კი უკვე სერიოზულად აშინებდა ბიჭს, თვითონ ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ მუდმივ წუწუნს თავს ვერ ანებებდა, ბიჭს სისხლს უშრობდა მუდმივი მითითებებითა და ჭკუის სწავლებით, თუმცა ბეჭ ამოვარდნილ ბიჭს თავადაც ეხმარებოდა როგორც შეეძლო. -გავჩერდეთ რა_ცალ ბეჭზე დაკიდებული გეგი ფრთხილად დაუშვა ძირს მარიამმა და თვითონაც მიყვა -უკვე მართლა აღარ შემიძლია_ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა მარიამმა და გათიშვამდე მისულ გეგის სახეში გაარტყა -ისევ გათიშვა არ გაბედო თორე მოგკლავ. -მწარე ხელი გაქვს_ოდნავ მოფერიანდა გეგი და ფეხზე წამოდგომა სცადა. -ჩუმად_ფეხზე წამოდგომა ვეღარ მოახერხა მარიამმა ისე აიქნია ხელი -გესმის? -რა მესმის ადამიანო -ვიღაც კვნესის, როგორ არ გესმის? ჯანდაბა ვეღარ ვდგები რომ ვნახო, მემგონი ცალი ფეხი უკვე დავკარგე_ტყე მოათვალიერა გოგომ დიდი ჯოხის ძებნაში. -მე არაფერი მესმის, ეტყობა უძილობისგან მოლანდებები დაგეწყო. -იდიოტო, ნამდვილად მესმის_ძლივს მიხოხდა მეზობელ ხესთან მარიამი და საკმაოდ მოზრდილი ხის ნაჭერი დაითრია, ცრემლების წამოსვლით ძლივს მოახერხა მასზე დაყრდნობა და წამოდგომა. ორ ხეს გასცდა და ნამდვილად დაინახა ძირს დაგდებული დაჭრილი ჯარისკაცი. სისხლი უკვე შეხმობოდა და გონიც მარიამის მოსვლამდე დაეკარგა. -გეგიიიი, აწიე ერთი ადგილი და აქ მოდი, გეგიიიი. -რა გაკივლებს ადამიანო, იქნებ ისიც დაიძახო აქ ვართ და აგვიყვანეთო, რამ გადაგრია, ვინ არის? იქნებ რუსია?_ლამის ფორთხვით მივიდა გეგი ადგილამდე. -იდიოტო, საქართველოს დროშა აქვს მკლავზე მიკრული და ფორმაზე ქართულად აწერია, ნახე რა სიმპატიურიაა_წაიმღერა ბოლო სიტყვები. -ვერ ვიტან გოგო მარიამს_თავი გააქნია ბიჭმა და ჯარისკაცს გემრიელი სილაც მიაღებინა. -მმმმმმმმმ -გაიღვიძე მეგობარო, სისხლი არსად გაქვს, დაჭრილი ხარ? თავი დაარტყი? -ზურგი_ძლივს ამოიზმუვლა ახალგაზრდამ და ტკივილისგან სახე შეეჭმუხნა -ჯანდაბაა, არადა ვიფიქრე ღმერთმა ასეთი ანგელოზი გამომიგზავნა გოგოობა რომ გადავწყვიტეთქო და ეს..... ფუ შენი_სახეზე ხელი ჩამოისვა მარიამმა. -ალბათ ამიტომაც მიატოვეს, ხელით სათრევად თავი არ შეიწუხეს და უბრალოდ ედის ანაბარა მიატოვეს, ჩვენ რაღა უნდა ვქნათ. -არ ვიცი გეგი, ჩვენი თავები ძლივსღა მიგვყავს, შენ ტვინის ისეთი შერყევა გაქვს. თვალები უკვე შესამჩნევად გაგირბის აქეთ იქეთ, ვერც იმას ვამბობ დავტოვოთთქო და ვერც იმას ვიფიქრებ საერთოდ წაყვანის შანსი თუ არის. -ფუ ამის_ნატკენი ბეჭი დაიზილა ხელით გეგიმ და მარიამს გადახედა, გოგოს ფეხიდანაც უკვე შესამჩნევად მომატებული ნაკადით ჟონავდა სისხლი და ფეხიც ფერს იცვლიდა, საერთოდ გაუმართლებდა თუ ფეხს შეუნარჩუნებდნენ. -მოდი ცოტა ხანს გავჩერდეთ, იქნებ გონზე მოვიდეს. -ან მოკვდეს_დამწუხრებული ხმით შეაწყვეტინა გოგომ. -თარსი ენა გაქ რა, აცადე ადამიანო წვალობს. -იწვალოს, თორე ასეთი სიმპატიურის სიკვდილს რა მოინელებს_ტუჩი მოიკვნიტა მარიამმა და მოხვდა კიდეც კეფაში გეგის საღი ხელი. -ეეე, ვის ურტყამ შენ_ვითომ გაუბრაზდა, თუმცა მალევე დაცქვიტა ისევ ყურები -ახლაც არ გესმის? -მგონი მართლა თვიური გეწყება და დავიღუპეთ_თავი გადააქნია გეგიმ -მანქანის ხმაა იდიოტო_წყენა დაეტყო მარიამის ხმას -ხო კარგი, სწორი ხარ, ახლა მესმის, გავხოხდები_გაჭირვებით წამოდგა გეგი და მარიამის ნაპოვნ ჯოხს დაეყრდნო. -რუსები რომ იყვნენ?_შიში ისმოდა მარიამის ხმაში -ვიმედოვნოთ რომ ჩვენები არიან, თუარადა ამაზე უარეს სიტუაციაში მაინც ვეღარ ჩავვარდებით ხელი მოატარა მათ ირგვლივ გეგიმ და გოგოს თავის დაქნევაზე ხმის მხარეს გაემართა. მოთმინებით ელოდა ნიკოლოზი როდის შეწყვეტდა თინა ტირილში შერეულ კივილს, მაგრამ უკვე საღამოვდებოდა და გოგოს მარილიანი სითხე არ უთავდებოდა, ისევ მოთქმით ტიროდა და მთელი უბნის ქალებს იყოლიებდა, არ ელოდა ნიკოლოზი ასეთ რეაქციას,არ იცოდა როგორ მიიღებდა გეგის სიკვდილს, მაგრამ ასეთ ტანჯვაზე გაძლება უჭირდა. ყველა ბედნიერი შეხვდა დაბრუნებულ ნიკოლოზს, მაგრამ როცა ბიჭმა სევდიანი სახე მიიღო და ტრაგიკულად აღწერა როგორ ვერ მოახერხა გეგისა და მარიამის გადარჩენის, მთელი ბინა სიშავემ მოიცვა, ორივე მეგობარს ერთნაირად დატიროდა სამეზობლო. თინას კი ნერვიული სიცილი აუტყდა -ხუმრობ ხო? რა გეგი დაიღუპა, რა ნაღმზე აფეთქდა, ან მარიამი როგორ მოკლეს ჩასაფრებულებმა? იტყუები არა? გეგი გადასარევად შეხედავდა რაზე აბიჯებდა, მარიამი ხომ საერთოდ გენერალია, რომელი ტყვია შეიწირავდა. არ მჯერა_ხელი აიქნია გოგომ და სიცილი მანამ გააგრძელა სანამ ნიკოლოზმა კუთვნილი კულონი არ ჩაუდო ხელში. აი მაშინ კი მოუწია დაჯერება და ქვრივის სახელის აღქმა. ქვრივის, რომელიც ქორწილიდან სამიოდე დღეში გახდა და რომელსაც ვეღარავინ შეცვლიდა. პანაშვიდის გადახდა ისე დაიწყეს ბიჭის სხეულიც კი არ ქონდათ, არც საფლავი ექნებოდა, ისიც არ იცოდნენ მოსაგონებლად სად უნდა მისულიყვნენ ცრემლი რომ დაეღვარათ. ალბათ არ ახსოვდა ამ ქალაქს ამდენი ხალხი არცერთი გარდაცვლილის პანაშვიდზე, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, ისეთებიც კი მოდიოდნენ უბრალოდ გეგის სახელი რომ ქონდათ განაგონი და შორიდან აფასებდნენ, ყველას გული უკვდებოდა ჭირისუფლებში მარტო მჯდომ შეწუხებამდე მისულ გოგონას რომ ხედავდნენ. სულ გაგიჟდა თინა მშობლები რომ დაინახა მისული, თითქოს ძალა მოემატაო, მუჭით მოიწმინდა დაწითლებული თვალებიდან ცრემლები და ბოლო ხმაზე მორთო ღრიალი. -აქ მოსვლა როგორ გაბედეთ? თქვენი აზრით დამავიწყდა რასაც მასზე ამბობდით? თუ ახლა რას ფიქრობთ? გგონიათ რადგან მარტო დავრჩი ისევ თქვენთან მოვალ და გადავყლაპავ როგორც ლანძღავდით? აქედან გაეთრიეთ და ჩემთან მოკარებულიც აღარ გნახოთ. მე ჩემს ქმართან ვრჩები გასაგებია? თავი დამანებეთ, უბრალოდ ყველამ თავი დამანებეთ და ქმართან მარტო დამტოვეთ_უკვე ვედრებაში გადაუვიდა ხმა გოგოს და იქვე ჩიკეცა ატირებული -უბრალოდ ჩემი გეგი მომიყვანეეთ. დიდი ცხვირსახოცი მოიწმინდა თვალები ამ სცენას შეკრებილმა სამეზობლომ, მაგრამ მაინც დაუშრობელი თვალებით დატოვეს ბინა. გეგიმ და მარიამმა ყველას დიდი ადგილი დაუტოვა გულში ცარიელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.