საუკუნო სიყვარული.თავი 4.
-მარტო ყოფნა,სიმშვიდე რომელიც ახლა ჰაერივით გჭირდება.უცნაურია ეს ყველაფერი,რაც ამ ორ დღეში მოხდა.დაღამდა,ოთახი ჩაბნელდა და ჩემს საყვარელ კედლებს გარედან შემოსული მთვარის შუქი ანათებს.სიჩუმე ყვირის,მე კი ვზივარ და ვფიქრობ და ვაანალიზებ ორ დღეში მომხდარ მოვლენებს,ვცდილობ გავერკვე რა მოხდა და მინდა ვიპოვო სწორი გზა,გზა რომელიც სწორი მიმართულებით წამიყვანს,მაგრამ ჯერ ვერაფერს მივაგენი რომ გული მშვიდად მქონდეს.თვალს დავხუჭავ თუ გავახელ,ყოველთვის თათა დგას ჩემს წინ მისი ღიმილიანი სახით და რაც უფრო მეტს ვაკვირდები მის ღიმილს,მით უფრო მკვეთრად სჩანს მისი ღიმილის მიღმა ცინიზმი,თითქოს იქედანაც კი დამცინის.ფრთხილი კაკუნი შემოესმა და საბანში ჩაძვრა,არ უნდოდა ლუკას თვალებში ჩაძირულიყო.ლუკა კი ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს და ფრთხილად შეეცადა მის გაღვიძებას. -სესილი გესმის ჩემი? -არა,ჯერ ისევ მძინავს.ლუკას ჩაეცინა,მაგრამ მკაცრი ხმით უთხრა. -ადექი,რაღაც უნდა შეჭამო. -შენ მოამზადე? -ხო,რადგან მეც მომშივდა. -შენც შეჭამ ჩემთან ერთად? -არ შეიძლება? -არა,კი როგორ არა,უფრო იმედიანად შევჭამ. -ისევ ისეთი მწარე ენა გაქვს,როგორიც წლების წინ. -ადამიანები იცვლებიან,მაგრამ ზოგი რამ მაინც უცვლელი რჩება ლუკა. -სესილი გონს მოდი,მე არ შემიძლია აქ ვიჯდე და შენი ძიძაობა ვითავო,ახლა ეს ორი დღე რასაც ვაკეთებ ბახვას ხსოვნას ვცემ პატივს.ვფიქრობ უნდა შევთანხმდეთ და რაც არ უნდა ძნელი იყოს ერთმანეთთან ახლოს ყოფნა,უნდა ავიტანოთ ერთმანეთი. -ეს იმის შემდეგ,თუ ჩემს მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებ,მაგრამ გულწრფელი მინდა იყო ლუკა. -შენთვის არასოდეს არ მითქვამს ტყუილი,არ მინდა შენთან კამათი,ამიტომ მკითხე რაც გაინტერესებს. -როგორც ვიცი შენს პარიზში ცხოვრობ და იქ შენი საქმე გაქვს. -კი,ასეა შემდეგ? -შემდეგ ხვდები რაც მინდა გკითხო. -დაახლოებით. -კარგი,ვგულისხმობ იმას რომ თათაც ხომ პარიზში ცხოვრობდა,დავიჯერო არ ნახულობდით ერთმანეთს ბავშვობის მეგობრები? -არ ვუარყოფ,კი ვნახულობდი მაგრამ იმ შემთხვევაში როცა ქალაქში მოვხვდებოდი. -როგორ,თვითონ ქალაქში არ ცხოვრობ? -არა,მე ქალაქიდან შორს ვცხოვრობ და როცა მომიწევდა ქალაქში ჩასვლა თათას უნახავად არასდროს დავბრუნებულვარ უკან. -ლუკა დავიჯერო არასოდეს არაფერი თქვამს შენთვის თათას? ვერ ვიჯერებ,რომ შენ მათ შესახებ არ იცოდი.რატომ შერჩა ათი წელი პარიზს,20 წლის იყო იქ რომ წავიდა და დღემდე იქაა უკან აღარ დაბრუნდა,ყოველთვის საქმეს იმიზეზებდა. -რატომ არ გჯერა სესილი რომ მე მათ შესახებ არაფერი არ ვიცი,თათას ჩემთან მის პირადულზე არასოდეს უსაუბრია. -მომკლალი აქვე და არ მჯერა შენი,ძალიან ადვილად ვხვდები ლუკა ადამიანი როდის მეუბნება ტყუილს და როდის მართალს.გთხოვ სიმართლე მითხარი,ნუ მეტყვი ტყუილს ლუკა. -გეუბნები და დამიჯერე,არასოდეს მითქვამს შენთვის ტყუილი,რაც ვიცი ის შენც იცი.ზედმეტი მოგდის უკვე შენი ატანა შეუძლებელია,მე მივდივარ.ლუკა ფეხზე წამოდგა და კარებისკენ წავიდა. -სად მიდიხარ,ლუკა მარტო არ დამტოვო.უთხრა სასოწარკვეთილმა ცრემლმორეული ხმით და აღიარა,რომ ლუკა მას სჭირდებოდა.ლუკამ მიუბრუნდა და უთხრა. -ისევ ისეთი მეტიჩარა ხარ,არ გინდა აღიარო რომ გეშინია.მითხარი რა გავაკეთო,წავიდე თუ დავრჩე.ძალიან არ უნდოდა აღიარება,მაგრამ იძულებული იყო სიმართლე ეთქვა. -დარჩი,მჭირდები. -როგორც იქნა აღიარე,როგორი რთული იყო ამ სიტყვის თქმა შენთვის.უთხრა ლუკამ და ჩაეცინა,თითქოს ესიამოვნა ცოტათი მაინც რომ წაამტვრია სიამაყის რქები და კმაყოფილმა გულში ჩაუმღერა,სესილიმ კი წყალი შეისხა პირზე და ლუკას მომზადებული ერბო-კვერცხი მასთან ერთადა მიირთვა,შიგადაშიგ კი ლუკას აკვირდებოდა,ლუკას კი თავი დაეღუნა და უხმოდ მიირთმევდა.მათ შორის მდგომარეობა დათბა,აღარ უბღვერდნენ ერთმანეთს და აღარ ღიზინობდნენ.სესილიმ მაგიდა აალაგა,შემდგ კი ფანჯარასთან დაჯდა და თავის ფიქრებში ჩაიკარგა,ლუკამ შეხედა სესილის და უთხრა. -ვიცი რა მძიმეა ეს სიჩუმე შენთვის,არ არსებობს ადამიანი ვინც ტკივილს სიჩუმით იყუჩებს,შენი გადასაწყვეტია რას უზამ შენს ტკივილს სესილი კიდევ დიდი ხანი გინდა ებრძოლო მას თუ დაუბრუნდები აქტიურ ცხოვრებას.მხოლოდ ნუ გადაწყვიტავ ჩაეციკლო შენს წარსულს,რომლის შეცვლა არც შენ და არც არავის არ შეუძლია. -არ ვიცი,თითქოს მინდა გავექცე ფიქრებს მაგრამ რაც არ უნდა ვიფიქრო და ფიქრები სხვაზე გადავიტანო,ბოლოს მაინც იქ მივდივარ სადაც შევჩერდი და შევწყვიტე მათზე ფიქრი. -მოეშვი წარსულზე ფიქრს,შესაძლებელია ისე გაიჭედო წარსულზე ფიქრით,თავი ვეღარასოდეს დაიხსნა მისგან. -შევეცდები,გპირდები ლუკა შევეცდები რომ თავს მოვერიო. -შენთვის ასე აჯობებს,ბახვა აღარ დაბრუნდება და ეს გახსოვდეს.ლუკამ თითქოს დამშვიდებულმა დაიძინა,დაძინებამდე კი მილენას და ნიცას დაურეკა და ისინიც დაამშვიდა,ყველამ შვება იგრძნო,რომ სესილი ნელა-ნელა აზრზე მოდიოდა.მილენა დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა,უცხო ნომერის დანახვაზე ნიცას ნათქვამი გაახსენდა,საწოლზე წამოჯდა და რას შეეძლო მშვიდი ხმით უპასუხა მოულოდნელ ზარს. -გისმენთ. -დილა მშვიდობის,ადვოკატი მილენა თავართქილაძეს ვესაუბრები? -დიახ,მე ვარ მილენა თავართქილაძე. -თქვენი ნომერი ჟურნალისტა ნიცა ბაზაძემ მომცა. -ვიცი,უკვე მითხრა ნიცამ. -მითხრა,რომ მხოლოდ თქვენ შეძლებთ ჩემს დახმარებას. -შევეცდები,ზოგადად ვიცი მაგრამ რომ გავეცნო თქვენს საქმეს დაწვრილებით,უნდა გნახოთ და გაგესაუბროთ. -მე მზად ვარ,სადაც მეტყვით იქ მოვალ. -მშვენიერია,მომწერე მისამართი სადაც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება საუბარი და ერთ საათში მოვალ. -მადლობა,მადლობა რომ დამთანხმდით. -ჯერ მე არაფერი გამიკეთებია.გაეცინა მილენას. -თქვენ უცხო ზარს უპასუხეთ,ეს უკვე ჩემთვის წინსვლაა. -დამშვიდდი,ყველაფერი მოგვარდება.მილენამ ტელეფონი გათიშა და ბესოს შეხედა. -ახალი საქმეა? შეეკითხა ბესომ ნამძინარევი ხმით და მელინას შეხედა. -ახალი საქმეა. -იცოდე,რამე შარში არ გაეხვიო. -მე არა,სხვები კი ნამდვილად გაეხვევა პატარა არა,დიდ შარში. -ხოოოო. -ხოოოო და შესაძლებელია შენი დახმარება დამჭირდეს. -ასე რთულად ხედავ ჯერ არ შესწავლილ საქმეს? -ვიცი ზოგადად რაც ხდება. -მითხარი,მეც მინდა ვიცოდე ზოგაგად რა ხდება. -დედას ჩვილი ბავშვი წაართვა ერთ-ერთმა გავლენიანმა ექიმმა და სხვას აჩუქა,ასევე გავლენიან ოჯახს რომელსაც შვილი არ ჰყავს,დედა კი შვილის გარეშე დატოვა. -ეს როგორ შეიძლება მილენა. -მდიდრები ასეთები არიან საყვარელო,მათ ჰგონიათ რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეუძლიათ,მაგრამ სამწუხაროა რომ მათ ავიწყდებათ სამართალი და კანონი ისევე როგორც ავიწყდებათ სახელმწიფო მოხელე,რომელიც არასდროს არ გაიყიდება ფულზე.დღეს ძალიან აიშვა უსამართლობამ და ძალადობამ გაიდგა ფესვი საქართველოში.ყველა მდიდარი და ოდნავ სქელ ჯიბიანი ჩაგრავს ღარიბს,ის დედაც ღარიბია და ამიტომ ჰგონიათ რომ ის ვერასოდეს ვერ იპოვის სამართალს. -კარგი,მიხედე საქმეს და თუ მე დაგჭირდე,მეც შენს გვერდით ვარ.მილენა მოემზადა,ნატას საუზმე გაუმზადა მასთან ერთად ისაუზმა,მომვლელ გოგონას დაურეკა და დამშვიდებული წავიდა,ჯერ კიდევ უცნობი კლიენტის გამოგზავნილ მისამართზე.აღნიშნულ მისამართზე მისული გაოცებული უცქერდა მის წინ მდგარ ულამაზეს გოგონას,რომლის სახეზე დარდს ადრიანად გაეჩინა ნაოჭები და თმებიც კი ნაადრევად გათეთრებოდა. -მილენა თავართქილაძე. -თეკლა კოვზირიძე. -გისმენ თეკლა სიმართლე გითხრა დამაინტერესა შენმა მდგომარეობამ და ვეცდები დაგეხმარო,რომ სიმართლე ერთად ვიპოვოთ. -მეც ეს მინდა,ესაა ჩემი მიზანი და გთხოვთ არ დაიზაროთ სიმართლის პოვნა. -გისმენ,მე ვალდებული ვარ ყველაფერი ვიცოდე. -ნიკოლოზ დადეშიძე ქირურგი-გინეკოლოგი რომელმაც მამშობიარა. -თავიდანვე ეს იყო თქვენი ექიმი? -არა,როდესაც კონსულტაციაზე მივედი ჩემს წინ ახალგაზრდა ქალი შევიდა ექიმთან,კარი ოდნავ ღია იყო და გარკვევით გავიგონე მათი საუბარი. -მეოთხე წელია მკურნალობ და ისევ უშედეგოდ,უნდა შეეგუო ამ აზრს და დამიჯერო რომ დედა ვერ გახდები. -თქვენ არ იცით ექიმო როგორი მძიმე მოსასმენია ეს სიტყვები იმ ქალისთვის,რომელსაც ასე ძალიან უნდა დედა გახდეს.დადარდიანებული და ცრემლიანი თვალებით გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან,შემდეგ მე შევედი და ექიმმა გამსიჯა,მომიბრუნდა და ღიმილით მითხრა. -კარგად მიდის ნაყოფის ზრდა შვილო,თუმცა დამამშვიდებელს გამოგიწერ რომ ტკივილი მოვლითი ტკივილი არ გექნეს. -ექიმო ტკივილები მაქვს,ნაყოფის მოშლის საშიშროება ხომ არ არსებობს. -არა,ჯერ-ჯერობით ასეთს ვერაფერს ვხედავ.გარეთ გასულს კი საშინელმა ტკივილმა მომიარა და კედელს მივეყრდენი,ის ქალი მოვიდა ჩემთან და ხელი შემაშველა. -ცუდად ხართ? მითხარით სად მიგიყვანოთ ან ტელეფონის ნომერი მომეცით ვის დავურეკო,რომ მოვიდნენ და წაგიყვანოთ. -არავინ მყავს.ვუთხარი გაჭირვებით,ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.იმდენად მესიამოვნა მისგან წამოსული სითბო,რომ გულიც კი ამიჩუყდა.წინა კარი გამიღო და მის გვერდით დამაჯინა,სახლში მიმიყვანა და საწოლში ჩამაწვინა,ტკივილმაც გამიარა და ჩამეძინა.თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ მაქვს რბილი საწოლი და სიხარბებ მსძლია,მაგრამ ტკივილი იმდენად ძლიერი იყო წასვლა არ შემეძლო,რომ გავიღვიძე უკვე დაღამებულ იყო.ავდექი,ოთახიდან გამოვედი სახლში სიჩუმე იყო იმ ოთახისკენ წავედი საიდანაც შუქი გამოდიოდა,იქ კი უამრავი ფერადი ქსოვილები იყო,კედლებზე კი ნაირ-ნაირი ტანისამოსის ესკიზები,მივხვდი რომ ის ქალი დიზაინერი იყო. -სახელი,სახელი არ იცი? -შემეშინდა,მისმა თვალებმა შემაშინა. -რა დაინახე მის თვალებში,რომ ასე ძალიან შეგეშინდა თეკლა. -მის თვალებში წავიკითხე და მივხვდი,რომ მან რაღაც გეგმა დასახა და ჩემს ჯერ კიდევ მუცლად მყოფ შვილს დაადგა თვალი.მისი თვალები ბოროტებით იყო სავსე,მიცქერდა და გულში ხარხარებდა,ეს საზარელი ხმა კი მხოლოდ მე მესმოდა.მეც თვალი გავუსწორე და ცოტა ხმამაღალი ხმით ვუთხარი. -უნდა წავიდე. -აქ დარჩი,მე მჭირდება სახლში ხმის გამცემი სულ მარტო ვარ,შენც ხელფასს გადაგიხდიდა მეც მარტო არ ვიქნები. -დათანხმდი მასთან ცხოვრებაზე? -სიმართლე გითხრა დავთანხმდი,დავთანხმდი რადგან ფული მჭირდებოდა და აქ დავუშვი დიდი შეცდომა. -როგორ მიგიღო,როგორ შეხვდა შენს თანხმობას. -გაუხარდა,ყოველ დღე ახალ-ახალ კაბებს მყიდულობდა და ერთ დღეს იქედან გამოვიქეცი. -გამოიქეცი? რატომ,რამ შეგაშინა ასე ძალიან. -იმ დღეს სახლში მარტო ვიყავი,საქმეს რომ მოვრჩი ვიფიქრე დავისვენებთქო უკვე მუცელი კარგად მაჩნდა და მალე ვიღლებოდი.მეც ჩემი ოთახისაკენ წავედი და უეცრად ერთ-ერთი ოთახიდან მუსიკის ხმა მომესმა.იმ ოთახის კართან მივედი და ყური დავუგდე,ნელა-ნელა ოთახის კარიც შევაღე და გაოცებული დავრჩი. -რატომ,რამ გაგაოცა იქ იყო თავად? -არა ის არ იყო,მაგრამ იქ ბავშვის ოთახი იყო -როგორ. -ის ემზადებოდა როდის დაიბადებოდა ბავშვი,მისთვის ოთახი მოამზადა. -შენ ეს არ იცოდი? -არა და სწორედ ამიტომ დავრჩი გაოცებული,რა უფლებით მოამზადა ოთახი,თაროები კედლებზე სათამაშოებით იყო სავსე,სარწეველა საწოლიც კი შეუძენია.ეს ვახე თუ არა,სწორედ იმ წუთიდან გადავწყვიტე იქედან წამოსვლა,ჩემს ნერვიულობას კი ისიც დაემატა,რომ მათი საუბარი მოვისმინე მას ქმარი ეკამათებოდა. -ღმერთის არ გეშინია? -მომეხმარე გთხოვ,გააკეთე ეს ჩემს გამო შვილი მინდა,მინდა ამ სახლში ბავშვი გაიზარდოს და რატომ არ გინდა გამიგო. -მესმის რომ დედა გინდა გახდე,მაგრამ ეს მცდელობა უკვე 4 წელია უშედეგოა,მხოლოდ ოცნებაა და მეტი არაფერი.კარგი,კარგი დამშვიდდი მე თანახმა ვარ ავიყვანოთ ბავშვი ერთი,ორი ან სულაც სამი და გავზარდოთ. -მე არ შემიძლია გავხდე დედა,გაჩუქო შვილი,მე მინდა შვილი მაგრამ შენი შვილი. -მერე რა გინდა მითხრა,დავიქირავო ქალი რომ ბავშვი გავაჩინო? შენ რა მთალად შეიშალე? -ჩვენ მხოლოდ მის საშვილოსნოს ვიქირავებთ და არა მას. -გაჩუმდი,გაჩუმდი,გაჩუმდი ნუ მესმის შენი ხმა.რატომ მოიყვანე ეს უცხო გოგო სახლში,რა გინდა მისგან.მოიცადე,შენ რა ფიქრობ რომ მას შვილი წავართვა? როგორ იფიქრე,რომ დედას შვილს წავართმევ.ვეღარ გცნობ,მართლა ვეღარ გცნობ.გავშეშდი,ცუდად გავხდი და არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ჩემს ოთახში,ჩემს საწოლში.რომ გავიღვიძე,უკვე გათენებული იყო,ავდექი და ჩემს საწოლთან ტუმბოზე ბანკის წიგნაკი დამხვდა,ავიღე ხელში და ვნახე ზედ 30,000ლარი იყო დარიცხული.შემეშინდა,იქვე დავდე წიგნაკი,ჩემი კაბა ჩავიცვი რითინაც მოვედი იმ სახლში,ჩემი ოთხი თვის ხელფასი ჯიბეში ჩავიდე და ოთახიდან გამოვედი. -თეკლა უნდა დაგელაპარაკო.მომესმა ხმა,შევბრუნდი და ჩემს წინ ისევ ის ქედმაღალი ქალი იდგა.ძალა მოვიკრიბე,არ მინდოდა რამე შეემჩნია,შევხედე და ვკითხე. -რაზე უნდა მელაპარაკოთ,გისმენთ. -ანგარიში გაგიხსენი,ვიცი რომ გიჭირს და დახმარება გჭირდება. -ვნახე და რას ითხოვთ სანაცვლოდ ჩემგან.შემხედა და პირდაპირ მითხრა. -ბავშვს,ბავშვს ვოთხოვ და მინდა ეს ბავშვი მე დამითმო. -რა ვქნა? ეს ხომ ჩემი შვილია,განა დედას შეუძლია შვილი რომელსაც მისი სხეულით ატარებს 9 თვე,ასე ადვილად დათმოს? -შენ ახალგაზრდა ხარ,კიდევ გექნება შანსი გახდე დედა,მე კი ამის შანსი არასოდეს მომეცემა,დედა ვერასოდეს ვერ გავხდები. -ეს ხომ შეუძლებელია. -შეუძლებელი არაფერია,მე უკვე თანხა ჩავრიცხე შენს სახელზე. -მე არ შემეკითხე ვღებულობდი თუ არა ამ ფულს? არა,არ მინდა ეს თანხა და უკან წაიღეთ. -შეეხე იმ თანხას?შეეკითხა მილენამ რომელიც სასოწარკვეთილი იყო თეკლას მოყოლილით. -არა,მე იქ ოთხი თვე დავყავი და იმ ხელფასის გარდა იქედან არაფერი წამომიღია,არც ის ტანისამოსი რასაც მყიდულობდა ყველაფერი იქ დავტოვე.ქალბატონო მელინა მიუხედავად იმისა მე მართლა ძალიან მიჭირდა და მიჭირს ახლაც,ჩემს შვილს არანაირ სიმდიდრეზე და ფულზე არ გავცვლი,მე მხოლოდ ის მყავდა და მეტი არავინ. -ბავშვის მამა? -ბავშვის მამა კარგი ადამიანი იყო,მაგრამ ის უეცრად გამომეცალა ხელიდან. -გარდაიცვალა? -გარდაიცვალა,მას თავში სიმსივნე ჰქონდა.მისი გარდაცვალების შემდეგ კი მულმა და დედამთილმა სახლში არ გამაჩერეს. -საშინელებაა,თეკლა ეს რასაც ჰყვები საშინელებაა. -შეძლებთ ჩემს დახმარებას? -შევეცდები,ჯერ ადრეა თქმა,მაგრამ არ უნდა გაგვიჭირდეს სიმართლის დადგენა.შემდეგ რა მოხდა,ჩვილი ბავშვი როგორ აღმოჩნდა მათთან. -შემდეგ მე წამოვედი და სულ სახლში ვიყავი.ექიმიც კი შევიცვალე,რომ არ მენახა იქ,მაგრამ ვერც იქ დავემალე,სწორედ იმ ექიმმა წამართვა შვილი.შემდეგ მოხდა უარესი,გიჟად შემრაცხეს და კლინიკაში გამომკეტეს,სადაც მხოლოდ ბავშვის ტირილის ხმას მასმენინებდნენ,ალბად უნდოდა მართლა შემრყეოდა ფსიქიკა. -როგორ დააღწიე თავი კლინიკას,როგორ გამოდი იქედან ან ვინ დაგეხმარა. -სოსო ზივზივაძე არის ადამიანი,ვინც კლინიკიდან დამიხსნა. -ვინ არის ეს ადამიანი და რატომ დაგიხსნა. -ეს იმ ეშმაკი ქალის მეუღლეა,რომელმაც მე გადამარჩინა,ბოდიშიც მომიხადა და რჩევა მომცა წავსულიყავი სადმე შორს,რომ ისევ არ დაეშავებინა მის შეშლილ მეუღლეს რამე ჩემთვის. -გასაგებია,შვილის ნახვის უფლებას როგორ მოგცემს ისედაც ნათელია შენი თავიდან მოშორება უნდა.მაშ ასე,მე ამ შენს საუბარს გავეცნობი კარგად,ჩავიწერე ყველაფერი,შევისწავლი და სასამართლოს წარვუდგენ,დარწმუნებული ვარ გამარჯვებას ჩვენ ვიზეიმებთ.მილენამ დაასრულა თეკლასთან საუბარი და წასასვლელად მოემზადა,რომ მათეს შეხედა და დაუძახა. -მათე? -მილენა? აქ რას აკეთებ,შეხვედრა გქონდა? -კი,კლიენტთან მქონდა შეხვედრა. -იმ გოგონასთან? -კი,იმ გოგონასთან.ახლა საით? -ექიმმა დამირეკა,დედას არაფერი უჭამია დღეს და იქ მივდივარ,ისე მეგობართან ერთად ვიყავი აქ. -საწყალი ქალი როგორი ცოდვაა. -დედა ძლიერია,გაუძლებს მაგრამ ვერ გაუძლებს ბაბუა. -გაიგო უკვე? -კი გაიგო,თავად დედამ უთხრა გუშინ. -როდემდე შეძლებს ადამიანი ასეთი ტკივილი აიტანოს ან დამალოს და არ შეიმჩნიოს.კარგი,მე სესილისთან მივდივარ. -მეც მოვალ მოგვიანებით სესილისთან.მათემ მილენას დაემშვიდობა და სახლში წავიდა დედასთან.სახლში შესულმა დედის სავარძელს ცარიელს რომ შეხედა,დამხმარე გოგონას შეეკითხა. -დღეს საერთოდ არ ამდგარა? -არა,არს საუზმეს დააკარა პირი,არც მარტო რძე არ დალია. -კარგი,მე თავად ვინახულებ,რძე გვაქვს? -კი,როგორ არა. -გამიცხელე და მე დავაძალებ რომ რძე მაინც დალიოს.გოგონამ რძე გააცხელა და მაღალ ჭიქაში ჩაუსხა და მათეს მიაწოდა,დედის საძინებლის კართან მისულმა მათემ ღრმად ამოიოხრა და კარი ფრთხილად შეაღო,ასევე ფრთხილად ჩამოუჯდა საწოლზე დედას და დაუძახა. -დედა. -შვილო,მათე მოხვედი? -დამშვიდდი დედა,ყველაფერს მე მივხედავ. -ჩემი ჭკვიანი შვილები,ღმერთო რატომ დამიშორე ეს ორი ფრთა ერთმანეთს. -დედა,მითხრეს არაფერი გიჭამია და გთხოვ ეს რძე დალიე. -არაფერი არ გადადის ყელში შვილო. -მარტო რძე ბუტერბროტის გარეშე,გთხოვ. -კარგი,შენი ხათრით.გაუღიმა შვილს და რძიანი ჭიქა გამოართვა ნელა-ნელა სვამდა და შვილს უცქერდა. -აი ასე ყოჩაღ,ახლა კი დაისვენე.დედის ოთახიდან გამოსულმა გვერდი ვერ აუარა ბაბუას და მასთან შევიდა. -როგორ ხარ მოხუცო. -როგორ ვარ? როგორც შენ შვილო,მე უნდა წავსულიყავი და არა ის.ძლიერი დარტმა იყო ეს ყველასთვის,მაგრამ ჯერ მეც ვუძლებ.რა ხდება შვილო,ეს რაც მესმის შენ იცოდი ეს ყველაფერი? -ბახვას ჩემთან არასოდეს დაუმალია რამე,მე მას კარგად ვიცნობდი. -ნუ ხარ დარწმუნებული,არასოდეს არ ვიცით როდის და სად იჩენს თავს ისეთი რამ,რაც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის.მათე დააფიქრა ბავუას სიტყვებმა და დაფიქტრებულმა დატოვა მოხუცის ოთახი. -მილენა სად ხარ საყვარელო. -სესილისთან მივდივარ,ბესო რა ხდება? -იყავი იქ სადაც მიდიოდი? -კი,ახლა მოვრჩი. -მე თავისუფალი ვარ რამდენიმე საათით,არ გინდა ერთად ვისადილოთ? -კარგი აზრია,სად ხარ მითხარი და მოვალ. -ჩვენს ადგილზე,ადგილი რომელიც სიმშვიდეს მგვრის და ლამაზი მოგონებები არასდროს არ ქრებიან. -მოვდივარ,ახლოს ვარ ჩვენს ადგილთან.მილენამ ჩაიცინა და ბესოსთან შესახვედრად წავიდა.მილენა მოვიდა თუ არა ბესომ პირველი საქმის შესახებ შეეკითხა. -როგორ ხარ,შეხვედრამ როგორ ჩაიარა,რას ფიქრობ როგორი თემაა ადვილად მოერევი? -ვფიქრობ ბრძოლა დაგვჭირდება,მაგრამ უნდა მოვიგოთ. -რა გვაქვს ხელთ. -ძალიან საინტერესო და რთული თემაა,გეტყვი და შენი აზრი მითხარი.მელინამ მოკლედ აუხსნა ბესოს რაც ხდებოდა,ჩანაწერიც მოასმენინა და ბესო მთელი ყურადღებით უსმენდა,ხან გაოცება ესახებოდა,ხან გაკვირვება და ბოლოს მილენას შეხედა. -ის ექიმი უნდა ვნახოთ და საქმის ძიება უნდა დაიწყო,გაჩერების დროს ვერ ვხედავ. -ბესო დაგავიწყდა,რომ წინ თათას საქმე არის? -რა თქმა უნდა მახსოვს და ისიც უნდა გითხრა,რომ პატარამ სიმართლე უნდა ოცოდეს დედის შესახებ. -ჯერ ვერ ვეტყვი. -მაგრამ ის დედას ითხოვს,დედის ნახვა უნდა,დედა ენატრება როდემდე აპირებ სიმართლის დაფარვას. -ჯერ არ არის დრო. -როდის იქნება დრო,ყოველთვის გაგიჭირდება ამ თემაზე მასთან საუბარი ამიტომ ძალა უნდა მოვიკრიბოთ და სიმართლე უნდა ვუთხრათ,მეც შენს გვერდით ვიქნები.რა გაჩერებს,რა გაბრკოლებს ნუთუ არის ისეთი რამ რაც შენ იცი და არ ვიცი მე? -ჩემი თვალის დაბრმავება ვიცი,არაფერიც არ ვიცი,უბრალოდ ძალა არ მაქვს ეს ყველაფერი ვუთხრა პატარას. -მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა გადავლახოთ ეს სიძნელე,რაც უფრო გავწელავთ და გავჩერდებით მით უფრო გაგვიჭირდება თქმა.ახლა კი მე სამსახურში ვბრუნდები,შენ სესილისთან მიდიხარ და საღამოს დამირეკე წასვლას რომ დააპირო შესაძლებელია მოვიდე და ერთად წავიდეთ სახლში. -კარგი,შენს ზარს დაველოდები.ორივე გამოვიდა გარეთ და ორივე სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. -ვიცოდი აქ რომ იქნებოდი მამა.გურამის გვერდით დადგა მათე და ეზოშო მოფუსფსე ხალხს შორიდან აკვირდებოდა. -შენ სად დადიხარ,სად ხარ ხალხი მიდი-მოდის და შენ გკითხულობს ყველა,ასეთ დროს არ უნდა იყო სახლში? -მე იქ ვარ სადაც უნდა ვიყო მამა. -სად უნდა იყო ამ დროს. -სესილისთან. -როგორ არის. -ჯერ კიდევ შოკშია. -გაუვლის,მალე დაავიწყებს ჩემს შვილს თუმცა უნდა გითხრა დიდად არ მსიამოვნებდა ბახვას გვერდში ის რომ იყო და არასოდეს არ დამიფარავს არც მის წინაშე ჩემი ანტისიმპატია. -რა პირდაპირი ხარ მამიკო. -შენმა ძმამ თუ გითხრა რამე იმ თათაზე ან ის რომ ხვდებოდნენ ერთმანეთს. -არასოდეს უთქვამს ჩემთვის თათას შესახებშენ ასე რატომ ნერვიულობ,ნუთუ შენ გაქვს რამე სათქმელი თავად. -მე რა უნდა გითხრა,რაც სათქმელი მქონდა გითხარი. -თუ ჩემი შვილი შენს ბინძურ საქმეებს შეეწირა,დაიმახსოვრე ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს.მათემ უკან მიბრუნდა და დაინახა მადლენი რომელსაც თვალებში უზარმაზარი ზიზღით უცქერდა გურამს. -დედა? -შენ უკან დაიხიე მათე და შენ კი დაიმახსოვრე,გიმეორებ შენ თუ ბრალი მიგიძღვის და შენი ბრძანებით შეეხო ვინმე მის სიცოცხლეს,არ იფიქრო შენს სხეულს მიწა ეღირსოს,ყვავ-ყორნებს გადავუგდებ საჯიჯგნად და ვერასოდეს ვერ იპოვი სიმშვიდეს. -რას ბოდავ სულ შეიშალე? -მათე სესილისთან წამიყვანე შვილო,სესილი უნდა ვნახო. -რა საქმე გაქვს იმ ქალთან. -ის ქალი ჩემი შვილის ცოლია,თუ კარგად გახსოვს ქორწილის მეორე დღეს მოკლეს ჩემი შვილი და ისიც ცუდ დღეშია.ის ჩვენი ოჯახის წევრია,მოგწონს ეს თუ არა ასეა და უნდა შეეგუო. -ესღა გვაკლდა,რომ ის უსახლ-კარო ჩემს სახლში უნდა დამკვიდრდეს. -შენი აქ არაფერია,გურამ ეს სახლი მამაჩემის სახლია და შენ 36 წელია ეს ვერ გაიგე,რომ მამაჩემის სახლში ცხოვრობ.წავედით შვილო,სანამ ძალიან დაბნელდება. -რა უნდა გითხრა,ან ხელი როგორ ავწიო შენზე.მინდა გავიგო სესილის მიმართ რატომ გაქვს ამოდენა ზიზღი,ვერც მის მეგობრებს ვერ იტან,ვერც ნიცას,ვერც მილენას,თათაზე ხომ ზედმეტია საუბარი.რამეს მიმალავ მამიკო? -წადი,თავიდან მომწყდი.შვილს შეუღრნა გურამიმ და გვერძე გაიხედა. -ადრე თუ გვიან მაინც გავიგებ იმას თუ რას მალავ და თუ ჩემი ძმის სისხლი შენს ხელებზეა,მილიციაში მიგიყვან და ამ ხელებით დაგახრჩობ. -ორივე,დედაც და შვილიც შეიშალეთ? -დავინახე იმ ღამით,ბახვას ტელეფონში შეტყობინება წაიკითხე და სახე წაგეშალა,მაგრამ ვერ გავიგე რამ შეგაშინა მამიკო,რატომ ერიდებოდი ასე ძალიან თათასთან შეხვედრას.შენს საიდუმლოს მაინც გავიგებ,სამყარო რომ გადავატრიალო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.