საუკუნო სიყვარული.თავი 5.
ვუსმენ ღამეში ჩემი ცხოვრების დინებას და გაკვირვებული ვარ,ხან რა წყნარია ეპიზოდები უშფოთველად რომ მივყვები მეც უკან,ხან კი მღელვარე,ისე როგორც გიტარის აკორდები აჟღერებისას.მე ჩავები ცხოვრების ფერხულში და ვგრძნობ,გამიჭირდება ბევრ რამესთან შეგუება,გამკლავება,გადალახვა.ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი,მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები რომ ცურვას კოჭებამდე წყალში ვერ ვისწავლი.უეცრად თავი ასწია,ლუკას შეხედა და უთხრა. -არ მინდა ვიყო სუსტი,არ მინდა ტკივილმა უფრო ძალიან მატკინოს. -მიხარია ეს რომ მესმის შენგან სესილი. -მინდა ამ ტკივილმა გამაძლიეროს თავად. -მთელი ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა სესილი.კარზე ზარია და სესილიმ ლუკას შეხედა. -მე გავაღებ,გოგოები იქნებიან.წამოდგა,კარი გააღო და კართან ატირებული და თვალებ დაწითლებული მადლენი იყო მათესთან ერთად.ლუკას შეხედა და ატირებულმა გულში ჩაიკრა ბახვას სულის მეგობარი. -არ წასულხარ,ისევ აქ ხარ? უთხრა მათემ ლუკას. -მილენას ველოდები და წავალ. -სესილი,სესილი სად არის,სად არის ჩემი გოგო.სესილი გამოვიდა დამადლენიმ გულში ჩაიკრა. -ლუკა შეგიძლია წახვიდე,ორი დღეა აქ ხარ ჩვენ ვიქნებით აქ მილენას მოსვლამდე. -კარგი იქნება,მეც წავალ და გამოვიცვლი.ლუკა წავიდა და სესილი მორიდებით იჯდა მადლენის გვერდით. -ბოდიში რომ თქვენ მოდით პირველი,მე უნდა მოვსულიყავი თქვენთან. -ჩუუუუ,ეს არ თქვა. -ოჯახში შემოსვლაც ვერ მოვასწარი,რომ უკვე სიმარტოვე არის ჩემს გარშემო. -გახსოვდეს და გიყვარდეს,მეტს ის აღარაფერს გთხოვს. -მან მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა,ჩემი სული მზის სინათლეზე გამოიტანა,მაგრამ უკვე გაწყდა წარსულთან მოგონებების ძაფი. -მაგრამ ცხოვრება არ დასრულებულა საყვარელო,გრძელდება. -რამდნჯერ უნდა დაიბადოს და მოკვდეს ადამიანი,რომ ცხოვრების შესწავლა შეძლოს.ჩემმა ლამაზმა წარსულმა დამიმახინჯა მომავალი და ვინ არის რომ შეძლოს, სასწაული მოახდინოს,სად იქნება გულის ხსნა. -ხსნა შენი გულის,შენ თავად უნდა ჰპოვო და უნდა შეძლო გაუძლო,დარჩე ადამიანად.წარსული უკან კი არ გვრჩება,ის წინ გვისწრებს,შენი მომავალი აქ არის შვილო,ის წავიდა და აღარ დაბრუნდება. -არ შემიძლია ნიღაბი გავიკეთო და ისე ვიარსებო. -შენი ნიღაბი ყოველთვის სინაზე,სიყვარული და ერთგულება იყო რომელიც ამ საოცრად ლამაზი გრძნობებით გაქვს მკერდი სავსე.მინდა იცოდე და გახსოვდეს,რომ შენ ჩემი ქალიშვილი ხარ.ერთი დიდი და განსაკუთრებული ნაწილი ბახვასი. -მე არ დამრჩა არაფერი მისგან. -დაგრჩა ოჯახი და ეს ჩვენ ვართ. -ამას თქვენ ამბობთ,მაგრამ................. -მაგრამ გაფიქრებს გურამი და ნუ შეგაშინებს ის სანამ მე ცოცხალი ვარ,შენ ვერავინი ვერ შეგეხება.სესილის გაეღიმა და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა,იგივე პოზაში იყო მილენა რომელიც წარსულის მოგონებებს უცინოდა.ცა მხოლოდ ელავდა,მაგრამ ის ოთხნი გარეთ იდგნენ და ელოდნენ როდის გაწვიმდებოდა. -რად ვერ გაწვიმდი,მხოლოდ გვეჩხუბები და გვემუქრები,მაგრამ გული გეტკინება და დროა ცრემლები მიწაზე დაუშვა.შეჰყურებდა თათა ცას და თითის ქნევით ესაუბრებოდა,ის მხოლოდ 11 წლის იყო იმ დროს. -ნახეთ,შეხედეთ ცას თათას მუქარის შეეშინდა და შავი ღრუბლები ერთად შეჰყარა,ახლა ერთმანეთს შეეჯახებიან და ცა ტკივილისგან იტირებს.თქვა ნიცამ ისე რომ ისევ ცას უცქერდა.გაეცინა,ცრემლიც მოადგა თვალზე,მაგრამ უეცრად თითქოს მნიშვნელოვანი რამ გაახსენდა და წამოდგა,თათას დატოვებული დიდი შავი საქაღალდე გადმოიღო და სათითაოდ გადაათვალიერა ყველა ქაღალდი,მაგრამ უეცრად გაოცებული დააშტერდა ერთ ქაღალდს,ხელში აიღო და ხელიც კი აუკანკალდა თათას სიტყვები გაახსენდა. -დამალე მილენა და დამპირდი,რომ ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც აქ წერია. -გპირდები მეგობარო,მაგრამ ეს რა არის,ეს ხომ დაბადების მოწმობაა მშობლების ვინაობა და რა წერია თუ მე ვკითხულობ შეცდომით. -დედა თათა მეტრეველი. -მამა,რაო? ბადრი მენაბდე? ეს როგორ,ნატას მამა ბადრი არის? ღმერთო,სესილი ეს ხომ შენთვის ყველაზე დიდი ტკივილი იქნება იმაზე მეტიც კი რაც ამ დღეებში გადაიტანე. დღეს დრო აღარ მაქვს და ვიფიქრე ეს პატარა თავი დამედო,მიყვარხართ ჩემო ტკბილებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.