შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გული გონიერი (თავი 2)


3-01-2019, 18:59
ავტორი elena-elena
ნანახია 1 046

31 დეკემბერი

ახალი წლის შესანიშნავი დილა გათენდა. არვიცი რატომ მაგრამ სულაც არ მიხარია ახალი წლის დადგომა, არცერთი ახალი წელი არყოფილა ჩემთვის ბედნიერი და ალბათ ამიტომ. წელს ცოტა განსხვავებულ გარემოში ვხვდები ახალ წელს და იმედია რამე მაინც შეიცვლება. ყოველთვის მიყვარდა ახალი წლის დილას ფანჯარასთან დგომა და მოფარფატე ფიფქების ყურება. დღეს დილიდანაც იგივეს ვაკეთებ ოღონდ ერთი განსხვავებით ფიფქები არსად ჩანს და ისევ მათეზე ვფიქრობ. არვიცი რატომ, მაგრამ მინდა დამიჯეროს, მინდა გაიგოს რომ მე და მამამისი საყვარლები არ ვართ. მისმა ორი დღის წინანდელმა საქციელმა გული მატკინა, საკუთარ ოჯახისწევრებსაც კი არ შეუძლიათ გული მატკინონ და ვიღაც ყეყეჩი ექიმი ვინ გახდა ასეთი, ან რატომ ვფიქრობ დილიდან მასზე? ჯანდაბა ორი დღეა არ მინახია და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაც მაკლია. თითქოს ცარიელი ვარ, ამ დღეს მაინც დამანებოს თავი რამოხდება.

-ანა რაზე ფიქრობ ? -მეკითხება ლილუ , მინდა ავღნიშნო რომ მე და ჩემს დას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა , მგონია რომ ლილუს ვუყვარვარ უბრალოდ იძულებულია ისე მომოქცეს, როგორც დანარჩენები, რადგან მამაჩვენის ეშინია, შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, მაგრამ გამიხარდება სიმართლე რომ აღმოჩნდეს .
-შენს პროფესორზე-ვთქვი და მერე გავაცნობიერე რა გავაკეთე. რატომ ვერასდროს ვაჭერ ენას კბილს? ასე არ შეიძლება
-რააააა? მოიცა ჩემს პროფესორზე ? ბატონ მათეზე?-შეიცხადა ლილუმ
-ხო რამოხდა-მივხვდი რომ უარყოფას აზრი არ ქონდა თან არც მომეშვებოდა ჩემი და
-ვიცოდი რომ რაღაც მოხდა თქვენს შორის,აი ვიცოდი!
-არაფერი უბრალოდ ჭრილობა დამიმუშავა
-მოდი ყავას ავადუღებ და ვისაუბროთ კარგი?-მეუბნება და ყავის მოსატანად მიდის ხუთი წუთის შემდეგ კი ყავის ფინჯნებით ბრუნდება ჩემს გვერდით ჯდება ფანჯარასთან და მიდი დაიწყე გამომეტყველებით მიყურებს -დაიწყებ მოყოლას თუ დაგსვა ელექტროსკამზე
-კარგი ხო მოგიყვები -მოკლედ ჩემს დას ყველაფერს ვუყვები ის კიდევ გაფართოებული თვალებით მიყურებს
-ანუ გონია რომ მამამისის საყვარელი ხარ?
-კი
-როგორც უნდა ისე იფიქროს დაიკიდე მისი აზრი
-საქმეც ისაა რომ არშემიძლია მისი აზრის დაკიდება
-ანუ
-ანუ არმინდა ეგონოს რომ მამამისის საყვარელი ვარ
-მიცა რაგამოდის მათე მოგწონს ?
-კარგი რა რა სისულელეა-შევიცხადე მე
-იცი რომ ცოლი ყავს ?
-მართლა? -ვეკითხები და მემგონი მოვკვდი კიდეც პასუხის მოლოდინში
-არა არყავს მოგატყუე, შენი რეაქცია მაინტერესებდა , მოკლედ დაო მათიკო რომ მოგწონს მაგას წყალი არ გაუვა აი მათიკოს რომ არ მოსწონხარ არც მაგას გაუვა წყალი
-როგორ დამამშვიდა შენმა სიტყვებმა ვერც კი წარმოიდგენ
-არაა საჭირო ირონია , გინდა დაგეხმარო ?
-როგორ
-მითხარი გინდა თუ არა შენი მათიკოს ნახვა დანარჩენზე არ იდარდო
-მინდა
-და მერე იტყვის არმომწონსო არც კი უყოყმანია ისე დამთანხმდა , ღმერთო დაეხმარე ჩემს უტვინო დას, მიდი ჩაიცვი და წამოდი ნაძვისხე ვიყიდოთ

მოკლედ არვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა ჩემ დას რომ მოვუყევი ყველაფერი მაგრამ ვიმედოვნებ სანანებელი არ გამიხდება. ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს გულიდან ლოდი მომშორდა. ლილუმ ნაძვის ხე ვერ აარჩია ბოლოს გადაწყვიტა ძველს მოვრთავ ისევო, სახლში წასვლამდე კი კაფეშიც შეიარა ორივემ შესანიშნავი ნამცხვარი დავაგემოვნეთ, გზაში ცუდად გავხდი ვეღარ ვსუნთქავდი, ეს კი ალერგიის ბრალი იყო რადგან ჩემმა გენიოსმა დამ მიწისთხილიანი ნამცხვარი მაჭამა მე კი მიწისთხილზე ალერგია მაქვს. ძალიან ცუდად გავხდი უკვე სუნთქვაც აღარ შემეძლო ძლივს მოვახერხე ორი სიტყვის თქმა. ბოლო რაც მახსოვს ისიყო თუ როგორ დამაწვინეს საკაცეზე შემდეგ კი გონება დავკარგე.
არვიცი რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ მაგრამ თვალი რომ გავახილე უკვე პალატაში ვიყავი, ჩემი და იყო ჩემს გვერდით და აშკარად ცუდად გაოიყურებოდა
-ანა გაიღვიძე როგორ ხარ?
-კარგად ვარ დამშვიდდი
-მაპატიე რა ძალიან გთხოვ, მე ....მე არმინდოდა ასე გამოსულიყო . ჩემი ბრალია ახლა აქ რომ ხარ მე რომ უფრო დაკვირვებული ვყოფილიყავი ან ნამცხვრის ჭამა არ ამომეჩემებინა არაფერი მოხდებოდა. კინაღამ შენი სიცოცხლე შევიწირე. ღმერთო რომ ვერ მომესწრო და დროულად ვერ მომეყვანე საავადმყოფოში ეარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდებოდა, მადლობა ღმერთს კარგად ხარ. მაპატიე გთხოვ - მეუბნება და ტირილს იწყებს. გავშრი რადგან ჩემი დის თვალებზე ცრემლი არასდროს მინახავს ის კი ახლა ჩემსგამო ტირის.
-დამშვიდდი არაფერია ახლა კარგად ვარ -ძლივს ვახერხებ წინადადების თქმას რადგან ყელი მტკოვა
-ვწუხვარ ვიცი საშინელი და ვარ, ჩემი ბრალია ხომ შემეძლო შემემოწმებინა რა იყო ნამცხვარში , ღერთო რა სულელი ვარ
-დამშვიდდი ლილუ კარგად ვარ უბრალოდ ცოტა წყალი მინდა და ყელი მტკივა, ნურაფერში ადანაშაულებ საკუთრ თავს, შენ არაფერ შეუაში ხარ , ალბათ ასე მეწერა , ახალ წელს საავადმყოფოში შევხვდები იმედია საჩუქრებს აინც დაარიგებენ
-უკაცრავად შეგიძლიათ გარეთ დაიცადოთ პაციენტი უნდა გავსინჯო -პალატაში შემოდის ექიმი
-მე... დიახ რათქმაუნდა -ამბობს და პალატიდან გადის
-აბა როგორ ხართ რამე ხომარ გაწუხებთ?
-ახალ წელს საავადმყოფოში რომ ვხვდები ამაზე მეტად არაფერი ისე კი ცოტა ყელი მტკივა სხვა არაფერი მაწუხებს
-ეს მოსალოდნელი იყო წამალს გაგიკეთებ და მალევე გაგივლის, სამწუხაროდ დღეს აქ მოგიწევთ დარჩენა , ახალ წელს საავადმყოფოში შეხვდებით. ვერაფრით დაგეხმარებით
-ზაზა შეგიძლია ნიცას შენ დახვდე აეროპორტში , მე მორიგე ვარ და ვერ ვახერხებ საავადმყოფოდან გასვლას-მესმის ნაცნობი ბარტონი და მალე თვით ამ ხმის მფლობელსაც ვხედავ
-კარგი არაა პრობლრმა ამ პაციენტსაც შევამოწმებ და მერე წავალ-ამბობს ექიმი და ანკეტაში რაღაცეებს წერს - შეგიძლიათ მითხრათ რა გქვიათ
-ანა
-კარგი მაშინ მე წავალ-ამბობს მათე და ისე გადის ალბად ვერც მამჩნევს
-გვარი?
-გვარამია
-ასაკი
-18
-ანა სასიცოცხლო მაჩვენებლები წესრიგში გაქვთ, შეგიძლიათ დაისვენოთ მე დაგტოვებთ-მეუბნება წამალს მალევნებს და პალატიდან გადის მეკიდევ კომფორტულად ვწვები საწოლში და დაძინებას ვცდილობ მალევე რომ იღება პალატის კარი და ვიღაც შემოდის
-ლილუ თუ ისევ იმის სათქმელად მოხვედი რომ გაპატიო იცოდე გავბრაზდები -ვამბობ და თვალებს ვახელ
-შენი და არ ვარ, რამოგივიდა?-მეკითხება ანერვიულებული ხმით
-არაფერი
-ვინმემ ხომ არ დაგიშავა რამე ?-ხმაში ბრაზი ეპარება მათეს
-ვიმეში საკუთარ თავს ხომარ გულისხმობ ?
-არა, აქ რასაკეთებ ?
-იმდენად მომენატრე რომ მიწისთხილიანი ნამცხვარი ვჭამე, მიწისთხილზე ალერგია მაქვს და აქ მომიყვანეს. შენს გამო ლამის მოვკვდი
-ხუმრობის ხასიათზე ხარრ?-მეუბნება გაბრაზებული საოცარია რა სიმართლე ვუთხარი და არ დაიჯერა მართლა მომენატრა, მოიცა ეს ახლა მე ვთქვი , ოღონდ ეს არა
-უბრალოდ ალერგია და მეტი არაფერი
-ამის დედაც უბრალოდ ალერგია კინაღამ მოკვდი , საკუთარ სიცოცხლეს რატომ არუფრთხილდები გგონია უკვდავი ხარ -ყვირის ხმამღლა
-შენ რაში გაინტერესებს მოვკვდები თუ არა შენი რა საქმეა-ხმას ვუწევ მეც
-მართალი ხარ არ მაინტერესებს უბრალოდ არმინდა რამე დაგემართოს
-რატომ
-მე.......მე არმინდა მამაჩემს გული ეტკინოს თანაც არმინდა მისი ახალი საყვარლის გაცნობა
-მხოლოდ ესაა მიზეზი? შეგიძლია გახვიდე ჩემი პალატიდან დასვენება მჭირდება
-შენ რა გეგონა?
-არაფერი,. წადი უნდა დავისვენო

მათე მიდის მე კიდევ თავს საშინლად ვგრძნობ ვაცნობიერებ რომ მათეს არმოვწონვარ და არაფერის გაკეთებას არააქვს აზრი , გადავწყვიტე რომ მასზე არ მეფიქრა მაგრა როგორც გულს თურმე გონებასაც ვერ უბრძანებ ვისზე იფიქროს და ვისზე არა. რატომ არ სჯერა რომ მამამისის საყვარელი არ ვარ, რატომ ცდილობს გამაბრაზოს? რის მიღწევას ცდილობს? ფიქრში დაღლილს არვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ თავალი რომ გავახილე უკვე თორმეტის ნახევარი იყო საათი, ახალი წელი შემოაღებდა კარებს მალე, ძალიან მინდოდა ფეიევერკის ყურება მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩემი პალატის ფანჯრიდან ეს შეუძლებლი იყო ხეები ფარავდნენ ჩემი ინტერესის ობიექტს . პალატიდან საბანი ავიღე და საავადმყოფოს სახურავზე ავედი სახურავის კიდეზე ჩამოვჯექი საბანი მოვიხურე და დაველოდე როდის დაიწყებოდა სანახაობა ლოდინში მთელი 20 წუთი გავიდა მე კი ისევ ისეთი შემართებით ველოდი დაწყებას.

- შენ სულ გადაირიე-მესმის მათეს ხმა და მისკენ ვბრუნდები
-რამოხდა ?-ვეკითხები გაოცებული მართლა მაინტერესებს ახლა რადავაშავე
-მეკითხები კიდეც ყველა შენ გეძებს მთელი საავადმყოფო ფეხზეა შენ კიდევ აქ ზიხარ იმისდამიუხედავად რომ ძალიან ცივა
-შეგიძლია დღევანდელი დღე მაინც არ გამიფუჭო მალე ახლი წელია ფეიევერკის ყურება მინდოდა და აქ ამოვედი , თუ გინდა შენც უყურე თუ არადა შეგიძლია მიბრძანდე რაც შეეხება სიცივეს არ მაწუხებს -ვეუბნები და საბანზე ვანიშნებ
-გამაგიჟებ მალე, შეგიძლია კიდეს მაინც მოშორდე შეიძლება გადავარდე
-დარწმუნებული ვარ ძალიან გაგიხარდება, რადგან შენი დედინაცვალი აღარ ვიქნები
-ჩემი დედინაცვლის სტატუსი არასდროს გექნება ამას არ დავუშვებ ,
-ეს შენი გაადასაწყვეტი არ არის რადგან ეს მამაშენის ცხოვრება შენ შენს ცხოვრებასა და მომავალზე იზრუნე
-ჩემს მომავალზე რომ ვზრუნავ იმიტომ ვერგახდები ჩემი დედინაცვალი, ახლა კი პალატაში დაბრუნდი
-აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი მანამ სანამ ფეიევერკს არ ვუყურებ აბა კარგად-ხელს ვუქნევ და ვტრიალდები
-მომიწევს ძალა გამოვიყენო -ამბობს და ჩემკენ მოდის
-იცოდე ვიკივლებ არც კი გაბედო არ მომეკარო შავი ქამარი მაქვს, ძმები მყავს მოჭიდავეები
-როგორ შემაშინე -მეუბნება და მხარზე მიკიდებს
-გადაირიე, ახლავე დამსვი , დამსვიმეთქი არგესმის , ყველაფერთან ერთად ყრუც ხარ, დამსვი ვიცი სიარული ჩემით წაოვალ.
-დარწმუნებული ხარ რომ სიარული იცი?
-დამსვი, საკმარისია , გავიგე რომ ძლიერი ხარ, დამსვი , ნუ იქცევი გორილასავით , ბოლოსდაბოლოს დედინაცვალს როგორ ექცევი
-შენ ჩემი დედინაცვალი ვერასდროს იქნები შეიგნე ეს ერთხელ და სამუდამოდ ვერასდროს -მეუბნება და ძირს მსვამს -ასეთი რთულია ამის გაგება
-არც ვაპირებ შენი დედინაცვალი ვიყო, ვაპირებ შენგან შორს სადმე მშვიდად ვიცხოვრო მეყოლება მზრუნეველი ქმარი და ორი შვილი
-აბა შენიცი წარმატებები რაც შეეხება შვილებს ორი ცოტაა ოთხი იყოს
-აუ მათე ნახე დაიწყო ფეიევერკი ახალი წელი დადგა გთხოვ ცოტახანი ვუყურებ და მერე ჩემით დავბრუნბედი პალატაში
-ასეთი თვალებით ნუ მიყურებ
-გთხოვ
-ნუმიყურებ ასეთი თვალებით
-როგორი ?
- უბრალოდ ასე ნუ მიყურებ ფეიევერკს უყურო ჯობია თორემ დამთავრდება მალე
სანახაობამ საოცარ განწყობაზე დამაყენა იმდენად ლამაზი იყო დაუსრულებლად რომ მეყურებინა არ მომბეზრდებოდა, ახალი წელი, ახალი იმედები,ახალი ადამიანები, ახალი სურვილები, ახალი სიყვარული , ყველაფერი კარგი იყო მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა , თბილი ოჯახი , გაშლილი სუთრა , ბუხარი და მეგობრები. შეიძლება ეს ყველაფერი მაკლდა მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი რადგან მათე ჩემს გვერდით იყო, ვიცი არმოვწონვარ , ისიც ვიცი რომ ვერმიტანს , მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ რომ ვხედავ.

-ახლა შეიძლება წავიდეთ?-მეკითხება მათე და რეალობაში მაბრუნებს
-გილოცავ-ვეუბნები მისკენ მივდივარ და ხელებს ვხვევ სახეს კი მის ყელში ვმალავ ახალი წლის საუკეთესო დასაწყისი გამოვიდა. არვიცი ეს რატომ გავაკეთე მაგრამ ასე რომ არ მოვქცეულიყავი გავგიჟდებოდი, მისი სურნელით რომ არ ამევსო ფილტვები ვერ გადავიტანდი. მისი ხელების შეხება რომ არ მეგრძნო მოვკვდებოდი.
-მეც გილოცავ-მეუბნება და ხელებს მხვევს, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჭიანჭველები დაცოცავდნენ ჩემს სხეულზე -ხო და კიდევ თუ არ ისუნთქებ გაიგუდები
-ასე უნდა მიულოცო ახალი წელი დედინაცვალს
-ანნა საკმარისია ვიცი რომ მამაჩემის საყვარელი არ ხარ , მინდოდა გამებრაზებინე და ამას იმიტომ გეუბნებოდი
-რააა, არაფრისგამო მიშლიდი ნერვებს , იდიოტო , ნამდვილი ყეყეჩი ხარ-ვეუბნები და მუშტენს ვარტყამ გუკმკერდზე
-საკმარისია გამიშავდება, მერე რავუთხრა ნიცას რა მომივიდატქო
-უთხარი ვიღაც მანიაკი შემხვდაო
-მანიაკზე უარესი ხარ, საბრალო ის ვისაც შეუყვარდები
-წავედი მე გავიყინე -ვეუბნები და პალატაში ვბრუნდები

ნეტა ვინაა ნიცა? მისი და? დედამისი? ბიძაშვილი ? მეგობარი? შეყვარებული ? იქნებ საცოლე? ჯანდაბა რამინდოდა რატომ დავიწყე ამაზე ფიქრი , არმახსოვს როდის ჩამეძინა. ისე მშვიდად მეძინა სიზმრებსაც კი არ შევუწუხებივარ. დილით ჩემი და მოვიდა გაწერის პროცედურრები მოაგვარა და სახლში დავბრუნდით. სახლი დავალაგეთ ნაძვისხე მოვრთეთ საჭმლები გავაკეთეთ და დაღლილ-დაქანცულები ერთად დავსხედით დივანზე. უამრავ საახალწლო ფილმს ვუყურეთ ერთად შემდეგ ვიცეკვეთ კიდეც მოკლედ იმხელა ხმაზე ვუსმენდით მუსიკას რომ მეზობლებიც კი შევაწუხეთ საბოლოოთ კი ყველაფერი იმით დასრულდა რომ პირველი იანვრის ღამეს საახალწლო ნაძვისხესთან წავედით გასართობად. იქაც ვიხალისეთ ციტა დავლიეთ კიდეც. ჩემი და მეობრებს შეხვდა და მათთან ერთად გაუჩინარდა მე კი ფეხით გავუყევი სახისკენ მიმავალ გზას.

ლამაზია თბილისის ქუჩები , ღამით კი უბრალოდ საოცრება, მივუყვები ქუჩის ტროტუარს და ვფიქრობ რა კარგი იქნებოდა სხვა დროს , სხვა ადგილას, და სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი, ალბად ძალიან გამიმართლებდა ან პირიქით, ცუდია ოჯახის წევრებს ჩვენ რომ არ ვირჩევთ , მაგრამ ასეთია ალბათ ჩვენი ბედი.

სახლში გვიან დავბრუნდი ჩემი და მოსული არ დამხვდა არლბათ ისევ ერთობიან, ნეტავ ჩემი მშობლები სად წავიდნენ ან რა წამოუარათ მე რომ ლილუსთან ერთად დარჩენის უფლება მომცეს. რაც არის არის უნდა ავღნიშო რომ მათი ასეთი გადაწყვეტილბით პირველად ვარ ბედნიერი.

ლილუს დაბრუნებამდე არ დამიძინია,როგორც კი დაბრუნდა მაშინვე მის ოთახში შევიდა და მეც გამიყოლა. ბარგის ჩალაგება რომ დაიწყო ძალიან გამიკვირდა რომ მითხრა ჩემთან ერთად მოდიხარ გუდაურშიო გაოცებისაგან ლამის ყბა ჩამომივარდა. როგორც აღმოჩნდა ქეთუსი დასასვენებლად იქ მიდიოდა მარტო სახლში რაუნდა ვაკეთოო და გოგონებიც დაუპატიჟებია, ასე და ამგვარად აღმოვჩნდი მეც მათთან ერთად. გამიხარდა თანაც ძალიან, ბარგი ისე სწრაფად ჩავალაგე რა ჩავაწყე არც კი დავკვირვებულვარ. დილით ქეთუსის მანქანით გავემართეთ ყველა გუდაურისკენ. საახალწლო საჩუქარიც მივიღე და ცხოვრებაში პირველად ვიტირე სიხარულისაგან ჩემმა და ტელეფონი მაჩუქა , როგორც კი დავინახე შენ გამახსენდიო. არვიცი რა ვთქვა ახალი წელი მართლაც რომ შესანიშნავად დაიწყო ჩემთვის.
გუდაურში ჩასვლამდე მეძინა. თვალი რომ გავახილე და თოვლი დავინახე ლამის მანქანიდან გადავხტი ისე გამიხარდა. სახლში მალევე მივედით ყველა ცალცალკე ოთახებში გადავნაწილდით . როგორც კი ნივთების დალაგებას მოვრჩი მაშინვე გარეთ გავედი სასეირნოდ. მიყვარს თოვლი და მისი სითეთრე, თითქოს ბავშვობაში მაბრუნებს, საათობით შემიძლია ვისეირნო მანამ სანამ სიცივისაგან ძვლები არ გამეყინება. ულამაზესი ხედი იშლება ჩემს თვალწინ თოვლით დაფარული არემარე. დედამიწის თეთრი საბანი. სასეირნოდ მიმავალს გზად უამრავი ადამიანი შემხვდა ალბათ სეირნობით დაღლილი ყველა სახლში ბრუნდებოდა არვიცი. თოვლი საკმაოდ დიდი იყო ამიტომ მანქანის სავალ ნაწილზე მიხდებოდა სიარული . სახლში დაბრუნებას ვაპირებდი ჩემი ყურადღება ერთმა მანქანამ რომ მიიქცია , გავოცდი მასში მსხდომი ადამიანები რომ დავინახე , მერე გავბრაზდი , მერე ორივეს დახრჩობა მომინდა, მერე ციხის შემეშინდა და გადავიფიქრე...

*****************8
ესეც მეორე თავი იმედია მოგეწონებად ვეცადე შეცდომები გამომეწორებინა მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს



№1  offline წევრი Niniko11

ჯერ არ წამიკითხაავსს მაგრამ ვიცი მომეწონებააა

ძალიან მაგარი თავიი იყო გამიხარდა რომ მათე აღარ ფკქრობს იმას რომ ანას მამამისთან აქვს ურთიერთობა
მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვსს ძალიან პატარა თავებს დებბ...

 


№2  offline წევრი elena-elena

Niniko11
ჯერ არ წამიკითხაავსს მაგრამ ვიცი მომეწონებააა

ძალიან მაგარი თავიი იყო გამიხარდა რომ მათე აღარ ფკქრობს იმას რომ ანას მამამისთან აქვს ურთიერთობა
მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვსს ძალიან პატარა თავებს დებბ...

შემდეგი თავი უფრო დიდი იქნება ... გავითვაისწინებ შენს შენიშვნას .... მიხარია თუ მოგეწონა...მათე აღარ ფიქრობს მართალია მაგრამ ..... მოკლედ დანარჩენს შემდეგ თავში გაიგებ laughing laughing

 


№3  offline წევრი fluctus Oceani

მომეწონადა ახლა მესამეს წავიკითხავ ასე ერთდროულად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent