მიტოვებული სახლი
,,ერთ მაღალ მთაზე იდგა ძალიან ლამაზი და ამავდროულად ძელი ხის სახლი. როგორც შორიდან ჩანდა სახლი მიტოვებული უნდა ყოფილიყო. არავინ შედიოდა შიგნით, ყველა თვალს აშორებდა, მე კი პირიქით, თითქოს მაგნიტივით მიზიდავდა. ერთხელ გამბედაობა მოვიკრიბე და ვცადე სახლში შესვლა. ყველაფერი ტვერსა და ობობების ქსელს დაეფარა თუმცა ოთახები მაინც საკმაოდ კარგად იყო დალაგებული. სახლს უკან აივანი ჰქონდა , სკამითა და ჰამაკით, წინ კი ულამაზესი ხედი იყო გადაშლილი. პატარა მაგიდაზე ყავის ძველებური ჭიქა და ერიხ მარია რემარკის “ტრიუმფალური თაღი“ იდო. წიგნის ფურცლები გაცრეცილი იყო, ასოების შემჩნევა რთულად, მაგრამ მაინც შესაძლებელი იყო. წელიწადის დრონი ამ ხედზე ლამაზად ისახებოდა. ამჯერად ზაფხული იყო. მე კი ტკიცედ გადავწყვიტე, რომ ამ სახლს მივხედავდი. ერთხელ სახლზე და მის მეპატრონე გოგონაზე ისტორია მოვისინე. თურმე ამ სახლში ერთი ობოლი გოგონა ცხოვრობდა, რომელიც ტუბერკულოზით იყო დაავადებული. მას სახლი და ხედი ახალისებდა, ცხოვრების ხალისს მატებდა და ამავდროულად იცავდა კიდეც ჭორიკანა უვარგსი ხალხისაგან. ყოველი სეზონი, წელიწადის ყოველი დრო მისთვის ამ სახლში განსაკუთრებული იყო. გოგონა მთელ თავის ცხოვრებას თავის „ბუნაგში“ ატარებდა და ბუნების წყვდიადში იძირებოდა. ყოველ გაზაფხულს ალუბლები წითელ ელფერსს იძენდნენ,ყოველ ზაფხულს მწიფდებოდა მწვანე ალუჩა, შემოდგომით წითელი, ოქროსფერი და ღია მწვანე ფერები თბილად ერწყმოდნენ ერთმანეთს, ყოველ ზამთარს მოდიოდა თოვლი და ქათქათა ფიფქები ნაზად წვებოდნენ სახლის სახურავზე. გოგონას სიცოცხლე არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. რამდენიმე წელიწადში მან აივანზე, თავის საყვარელ სახლში დაიძნა, თუმცა ამჯერად სამუდადო ძილით... მას შემდეგ ბუნება თითქოს ჩაკვდა, მიიძინა. ზამთარში მას მერე თოვლი აღარ მოსულა, არ დამწიფებულა მწვანე ალუჩა, აღარც ალუბლები ალამაზებდნენ გარემოს. აი თურმე რაშია საქმე... ჩემი სურვილი სახლის დაპატრონებისა ხალხს გავანდე, მაგრამ მათგან დადებითი რეაქცია არ მიმიღია. რათქმაუნდა...რა სულელი ვარ. ყველამ გიჟად ჩამთვალა. აი თურმე რატომ აღარ გამოდიოდა გოგონა ამ დიადი სახლიდან. მეც ხალხზე გაბრაზებული იმ სახლში გადავედი, ხალხისგნ შორს, ძალიან შორს... ამ წელს ზამთარში ისევ და ისევ თოვლი მოვიდა, პირველი ფიფქი კი ჩემი აივნის მოაჯირს დაეცა. ბუნება გამოცოცხლდა. სახლიც გახალისდა. თურმე სკამიც ელოდა პატრონს. იგივე წლები დაბრუნდა.“ დიდი ხნის განმავლობაში, ყოველ ზამთარს ამოდიოდა სახლის სახურავიდან ბუხრის კვამლი, მაგრამ ერთ დღსაც უეცრად შეწყდა. ეს კარგის მომასწავებელი არ იყო. ბუნება ისევ ბურუსმა მოიცვა, ჩაწყდა, დავრდომილდა. ისტორია განმეორდა. ქალმა სიცოცხლე შეწყვიტა. მისი ჩანაწერებიდან მხოლოდ ის შემორჩა რაც წაიკითხეთ. ყველაფერი შეიცვალა, მხოლოდ სახლი დარჩა უცვლელი, რომლიც პატრონსა და თბილ, ერთგულ მეგობარს ახლაც ელოდება... P.S ვიცი რომ პატარაა, მაგრამ ნელ ნელა გავზრდი, ლექსიკასაც და მოცულობასაც, უბრალოდ ახლა დავიწყე წერა, ეს ჩემი პირველი ნამუშევარია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.