შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანტონი (სრულად)


5-01-2019, 02:50
ნანახია 1 889

სულიერად მახინჯი,ყალბი პიროვნება,მისი საქციელი მიუღებელი იყო ნორმალური საზოგადოებისათვის,რამდენჯერ გაუცრუებია მეგობრისათვის იმედი და რამდენჯერ გამხდარან გოგოები თავისი სათამაშო,მაგრამ მას ყველაფერი ფეხებზე ეკიდა,მთავარია შარვლის უკანა ჯიბეში ტაბლეტები ჰქონოდა და გულისჯიბეში- წითელი მარლბორო,მარჯვენა ხელზე ყოველთვის საათი ეკეთა,კეფაზე ტატუ ჰქონდა,რაღაც არაბული იეროგლიფეფი,თვითონაც არ იცოდა თუ რას ნიშნავდა ,მარცხენა წარბთან შრამი -,რომელიც ახსენებდა დედ-მამისა და პატარა ძმის დაღუპვას.მე ვსწავლობდი ამ ყმაწვილს,ვსწავლობდი მის სიარულის მანერას თუ როგორ მიათრევდა ორივე ფეხს უკან,ცოტას კოჭლობდა მაგრამ მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა ამას,ვსწავლობდი მის შავ თვალებს,თუ როგორ ვიწროვდებოდა სიცილის დროს უფრო,და ვსწავლობდი მისი სახის ყველა დეტალს, დამამახსოვრდა მისი თხელი ცხვირი და სქელი ტუჩები. მას მოსწონდა თვისი სახელი ანტონი ამბობდა-სახელიც კი განსხვავებული მაქვსო...მსმენელო ცდებით ის არ ყოფილა ჩემი ექსპერიმენტის ვირთხა, უბრალოდ, მისით ვარსებობდი.
29 იანვარი იყო,ზამთარი ამკაცრებდა თავის სუსხს,თოვლიც არ იყო,უბრალოდ ყველაფერი გაყინულა,ალაგ-ალაგ მზის სხივები ეცემოდა ირიბად, რომლებიც იმედს გაძლევდნენ თითქოს გაგათბობდნენ, მაგრამ არამც და არამც,იმის მაგივრად რომ ნაზად,ჩაეღვენთოს შენს გულში ეს პატარა მოკაშკაშე ნათება, პირიქით შვება,რაღაცნაირად გამძიმებს მისი ჩამქვრალი სხივები, გაწვება კეფაზე მძიმედ.
29 იანვარი იყო,გაყინულ ფეხებზე სამი წინდა მეცვა,ტანზე მოქსოვილი დიდი ნაცრისფერი სვიტრი- რომელიც,ანტონის დედას ეკუთვნოდა მე კი ავიღე დაუკითხავად, ჩავიცვი და ფანჯარასთან მოვკალათდი, ცხელი ჩაის ჭიქით ხელში.ტელეფონი გავთიშე და ჰორიზონტს მივაპყარი ჩემი მზერა, ვიხედებოდი ფანჯრიდან ვუყურებდი ხალხს თუ როგორ იბუზებოდნენ ბეღურებივით,ყოველ 8 საათსა და 20 წუთზე ერთი ჭაღარა კაცი,პარკებითა და ერთი დახეული ჩანთით დგებოდა გაჩერებაზე, იდგა და ელოდებოდა 4 წუთი თავის ტრანსპორტს,დღესაც ველი ამ კაცს, გულმა რეხი მიყო როცა 20 წუთს ერთი წუთი გადაცდა არ ვიცი რატომ მაგრამ თავი ცუდად ვიგრძენი,ყელში ბურთი გამეჩხირა და უნებლიედ ტირილი წამსკდა,ცრემლებით ვასველებდი ანტონის დედის პულოვერს,29 იანვარი იყო ის კაცი გაჩერებაზე არ მივიდა,თავს ვერ ვამშვიდებდი,ათასი სურათი დავხატე იმ ჭაღარაზე ვფიქრობდი თუ რა დაემართა,როგორ ცხოვრობდა როტომ ქონდა სულ ერთი და იგივე დახეული ჩანთა მარცხენა ხელში,რატომ ეცვა ყოველთვის გრძელი თხელი პლაში და იმ წამს პირველად დავფიქრდი,რატომ ჰქონდა ამ ბედრკულ ცხოვრებაში ყოველთვის მომღიმარე სახე.29 იანვარი იყო,ფიქრებში გართულს კარების ხმამ გამომაღვიძა,სადაცაა კარებს ჩამოიღებდა, მთელი ენერგიითა და მონდომებით ურტყავდა კარებს ხან ხელს, ხან ფეხს,გაბრაზებულმა არც კი მიკითხავს ვინ იყო უეცრად გავაღე და მუშტი შემხვდა გზად, რომელიც კარებისკენ იყო მიმართული,გადავრჩი... ანტონი იყო,თვალები გამიფართოვდა,მძიმედ ამოვისუნთქე,ფეხები მომეკვეთა და კარების ზღრუბლთან მგლოვიარე ქვრივივით ჩავიკეცე, თავი დავხარე და პირველად, სულ-სულ პირველად ვთხოვე ღმერთს ეშველა ჩემთვის.ეს ნაძირალა ციხიდან გამოუშვიათ,ან რისთვის დაიჭირეს, ან რაღაზე გამოუშვეს ამაზე პასუხი თავადაც არ ჰქონდათ,თმა გაბურძგვნილი აყროლებული,წვერგაუპარსავი,ფეხზე ცალ-ცალი წინდა და დახეული ფეხსაცმელი ეცვა,და რა თქმა უნდა,მარჯვენა ხელზე კვლავ საათი ეკეთა,შარვლის უკანა ჯიბეში ვეღარ ედო ოპიუმი, ამისათვის დაიჭირეს, ვითომ, დონ კორლეონე,მაგრამ დასვრილი პიჯაკის გულის ჯიბეში მაინც ჰქონდა წითელი მარლბორო, სადაც ორი სამი ღერიღა დარჩენოდა.დაიხარა,ფეხზე ამაყენა,თმები გადამიწია და როგორც მას ჩვევია ისევ- ისე ვნებიანად მაკოცა,ექვსი თვე ველოდებოდი ამ მომენტს მეგონა,რომ კოცნისას ვერაფერს ვიგრძნობდი,თუმცა ესე არ აღმოჩნდა,კვლავ ავღმოვჩნდი მის მკლავებიში უმწეო ბავშვივით.როდესაც გადავიცვი დედამისის პულოვერი პირველად მაშინ შემაჩნია ამომხედა,და მთხოვა არათითზე დედამისის ნიშნობის ბეჭედი გამეკეთებინა, წამში გავარდა იქით ოთახში იძრომიალა და როგორც იქნა იპოვა პატარა რგოლი,რომელიც მარჯვენა ხელის არათითზე გამიკეთა ეამბორა ხელს,რომელსაც ერთ დროს სილა აქვს გაწნილი და ზურგს უკან დანა აქვს ჩაცემული. მან მე მაპატია...მაპატია ღალატი...
არც 30 იანვარს არ ჩანდა ის კაცი გაჩერებაზე,არც 31 ში,თებერვალმაც ისე უცბად ჩაიარა ერთხელაც კი ვერ მოვკარი თვალი,იმედს არ ვკარგავდი,არ ვფიქრობდი ცუდს,თუმცა უკვე 14ია მარტის...
გაზაფხულდა,რაღაც საოცარი არომატი ტრიალებს ,ხალხიც გამოვიდა გასამზეურებელი ადიელებივით გარეთ, აღარ იბუსებიან ბეღურებივით,არათითზე კვლავ მეკეთა ოქროს რგოლი,რომელიც ანტონმა მიბოძა.თუმცა უკვე დრო იყო დამებრუნა მისთვის,14 მარტი იყო,დილის ცხრა საათი ხდებოდა ,მოვიხსენი ბეჭედი დავდე მაგიდაზე და ფეხაკრებით ,ჩუმად გავედი გარეთ, ჩემ პატარა ხელჩემოდანთან ერთად,გარეთ გამოსვლა და თავისუფლების ზიარება ერთი იყო.გავედი გარეთ ავიხედე ზევით,ცაში, რომელიც ულამაზესი იყო, არასოდეს არ დავკვირვებულვარ მის წმინდა ლურჯფერს, პატარა შავი ღრუბელიც კი არ იყო, არადა რამდენიმე საათია რაც გათენდა,მათრობდა გაზაფხულის ნათება და სურნელი...სულ ერთი იყო სად მივდიოდი,მთავარია შორს ანტონისაგან...
II

ყველაფერი მაშინ დაიწყო, რედასაც ანტონი გავიცანი, ერთ ჩვეულებრივ სამუშოა დღეს,აგვისტოს მსუსხავი მზე აწვებოდა ქალაქს,ყველა ცდილობს დაემალოს მის ნათებასა და სიმხურვალეს,ანტონი ერთი სიმაპტიური ბიჭი იყო, რომელიც კაფეში მიმტანად მუშაობდა,კაფე სადაც ამ ცხელი დღეების გადაგორებაში მეხმარებოდა შევდიოდი იქ შევუკვეთავდი ხან ცივ ყავას, ხან კი უგემრიელეს ნაყინს და ვიყავი საღამომდე,რა თქმა უნდა,ანტონსაც ვხედავდი თუ როგორ დადიოდა მაგიდებს შორის და როგორ ეკურკურებოდა ლამაზ გოგოებს,რომლებიც ანტონის ღიმილზე უბრალოდ აფანატებდნენ,არასოდეს მოსულა ჩემს მაგიდასთან... თუმცა სააღამოს ყოველთვის ერთად მივდიოდით სახლებში,მთელი გზა ვსაუბრობდით,ერთად ვგეგმავდით დასვენების დღეებს,ჩემი კარის მეზობელი იყო,ყოველ ღამე არ მაძინებდა მის სახლში შექმნილი ხმაური,ჩხუბი აყალ-მყალი,როხროხი ახალგაზრდებისა და ბოლოს აგვირგვინებდა ანტონის ბებიის წივილი-შემდეგ მეზობლებს სთხოვდა შველას, ბებია მადონა.გავარდებოდა დედაჩემი გარეთ კაპლით ხელში ამშვიდებდა საცოდავ ქალს,ბევრჯერ სასწრაფოც კი გამოუძახებიათ მისთვის-დედაჩემი ყოველთვის ამბობდა -შეიწირავს საცოდავ ქალს ეს ბიჭიო-ყოველდღე ესე ხდებოდა მეზობლებიც კი მივეჩვიეთ უკვე ამ სიტუაციას,თუ ერთი წუთიც დააკლდებოდა მადონას კივილის დაწყებას ჩვენ უკვე ნერვიულობას ვიწყებდით.მაგრამ დღე არ ჩაუგდია საცოდავ ქალს,წიოდა და კიოდა ქალბატონი მადონა, ასაკმა უმტყუნა ,მანაც დატოვა ანტონი.
ყოველდილით ვიტუზებოდი კარებთან, როგორც ჯარისკაცის ცოლი,ქმრის მოლოდინში,უკვე ჩვევად მქონდა გადაქცეული ანტონის ცქერა ყოველდილით,თუ როგორ მიდიოდა სამსახურში,მერე რამდენიმე საათის შემდეგ მეც მივყვებოდი მას,რადგან კვლავ მენახა,ხოლო საღამოს კი ერთად ვბრუნდებოდით შინ,მეშინოდა ქალბატონი მადონას გარდაცვალების შემდეგ არ წასულიყო თავისი ფიქრების განსახორციელებლად საქართველოდან შორს,მეშინოდა რომ არ მივეტოვებინე...ყველაფერს ვცდილობდი ამისათვის, ყოველდღე( ორმოცამდე )დედაჩემს ვთხოვდი მოეფიქრებინა რამე,რომ ცუდ გზას არ დასდგომოდა ბიჭი,და გადაწყვიტა,რომ ყმაწვილს ჩვენთან ეცხოვრა,რა თქმა უნდა,თავიდან გაუჭირდა დაყოლიება მაგრამ,როდესაც მოახსენა იოლი ფულის შესახობ,რომელიც ბინის გაქირავებისას აიღებდა,ჭკუაში ჩაუჯდა და დედაჩემს წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული,რომ ანტონმა თავისი ნივთები გადმოიტანა ჩვენთა,დედაჩემი ჩემს ოთახში დაბინავდა,და ასე ვცოხრობდით ჩვენ სამნი,მე ანტონი და დედა...დღეები გადიოდა,დედაჩემი უფრო ხშირად გადიოდა სამსახურში რადგან ერჩინა ჩვენი თავი და ახალი ოჯახის წევრი,სხვა არაფერი შეცვლილა,უბრალოდ დილით აღარ მიწევდა კარებთან ატუზვა და მის მოლოდინში დროის დაკარგვა,ბევრჯერ შევჯახებივარ აბაზანიდან გამოსვლისას,ვგრძნობდი რომ მისი ცქერის მსხვერპლი ვიყავი,ვგრძნობდი თუ როგორ მიცქერდა როცა წიგნს ვკითხულობდი, ან ყავას ვსვავდი,მეც უფრო თამამი და კეკლუცი გავხდი,ძალით ვიცმევდი მოკლე კაბას და სამზარეულოს კარადებში სპეციალურად ვდებდი ქილებს ზევით, რადგან აწევისას კაბაც ამწეოდა და კვლავ გავმხდარიყავი მისი ცქერის მსხვერპლი,შიშველ ტანზე,ბანაობის შემდეგ ჩავიცმევდი მის საროჭკებს და დავაბიჯებდი ოთახებიდან ოთახებში,ბევრჯერ შემიმჩნევია,როგორ ადევნებდა ჩემს მკერდს თვალს,მეც არ ვაყონებდი,ძალით ვიწვევდი.არც მიყვარდა,არც მომწონდა და არც მძულდა უბრალოდ ერთი ჟინი მქონდა მინდოდა შემეგრძნო მთელი არსებიოთ,და კვირაში სამჯერ ვგრძნობდი მას მთელი არსებით,კვირაში სამჯერ მძულდა მისი ხელები, თუ როგორ ეხებოდა ჩემს წელს,და მისი პუჩები თუ, როგორ კოცნიდა ჩემს ყელს,კვირაში სამჯერ მეზიზღბოდა ჩემი თავი, რადგან ვერ ვამთავრებდი ამ ყველაფერს,ვცადე შემეჩერებინა დამეოკებინა ეს ყველაფერი,როცა საქმე საქმეზე მიდიოდა უარზე ვიდექი,მაგრამ ოთახიდან გაბრუნებულისათვის რამდენჯერ დავტაკებივარ ხამი ბავშვივით,არ მიყვარდა და არც მომწონდა უბრალოდ მსურდა,და ამიტომ მძულდა ჩემი თავი...დასასრული არ ჩანდა,ბებია მადონასა გარდაცვალების ორი წლის თავზე მეც დამტოვა საყვარელმა ადამიანმა,და ასე დავრჩით მე და ანტონი, 18 წლისები, ერთმანეთის იმედზე,უარი ვთქვით ყველაფერზე უბრალოდ ვერთობოდით ,ვიყენებდით და ვაუბედურებდით ყველას.ეპატხოდებოდა უამრავ ახალ გოგოს იხმარდა და მერე ღამე ჩემთან განსჯიდა მათ,მიყვებოდა თუ როგორ ხმარობდა იმ საცოდავებს და როგორ წაპნიდა ფულს,შემდეგ მე გადმომწვდებოდა შემდეგნაირი კითხვებით-აბა რა ქენი იმ ტიპთან?მოგცა ფული?-მე ვდუმდებოდი და ის ისევ აგრძელებდა-ხომ გითხარი ჯერ ფული აიღე და მერე მიეცითქო,ყოველდღე ამას გიმეორებ-მომცა ფული მომცა.როცა ამ წინადადებას გაიგებდა მშვიდდებოდა შუბლზე მაკოცებდა და ნაზი მოსიყვარულე ხმით მეუბნებოდა-წადი,ახლა იბანავე,და მერე თუ გინდა,სულ ერთია დღეში რამდენი კაცი გყავს მთავარია ღამე ჩემთან ხარ.-და ასე გრძელდებოდა საუკუნეები,ყოველდღე მეზიზღებოდა ანტონი და ჩემი თავი, მეზიზღებოდა ის რბო რომელმაც ჩემი სხეული მუზად აქციეს,...ბავშვის გაჩენა არ შემეძლო,იმდენჯერ მომაშორა ანტონმა შვილი, ყველანაირი ქირურგიული ჩარევების გარეშე,რომ დაირღვა ყველანაირი მეტამორფოზი.ყოველივე ამას ჩვენს შორის უთანხმოება მოყვებოდა ხოლმე,ბევრჯერ დამიწვია მისი ზურგი ცხელი წყლით,და ამრიგად ყოველი თვე სრულდებოდა ჩემი ჩალურჯებული თვალითა და მისი დაკაწრული სახით,მაგრამ ერთმანეთს მაინც ვერ ვშორდებოდით,ერთმანეთი არა მაგრამ ეს ყოველივე გვიყვარდა,ოთხი წლის განმავლობაში არცერთს არ გაგვჩენია გრძნობა, რომელსაც სიყვარულს დავარქმევდით,უბრალოდ ვიყავით ერთად დიდხანს და უბედურად.მხოლოდ ერთხელ მითხრა ანტონმა, რომ ვუყვარდი და სწორედ ეს სიტყვა გახდა ჩემი ცხოვრების, ყველაზე დიდი შეცდომა.ჩემი კლიენტებიდან ბევრს შევუყვარდი, უყვარდათ არა მხოლოდ სექსი, არამედ პიროვნება,ბევრჯერ უჩუქებიათ ჩემთვის ვარდების დიდი თაიგული, მაგრამ არცერთმა არ იცოდა, რომ ეს ყვავილი მაფრთოხობდა. მისი ეკლები მაშინებდ,ა ხოლო სილამაზე კი გულსმირევდა,ვარდს გვირილა მერჩივნა თავისი დახვეწილობითა და უბრალოებით,ბევრმა გამაიდიალა, მაგრამ მიკვირდა ეს როგორ შეეძლოთ.სიყვარულს ვემალებოდი,თუმცა მაინც მიპოვა მან ,მე შემიყვარდა პეტრე,ის არ იყო ანტონისავით ლამაზი და ჩემი კლიენტებივით თაღლითი.საავადმყოფოში ყველაზე კეთილშობილი და მზრუნველი ექიმი იყო,ბევრჯერ გადაურჩენია სხვისი სიცოცხლე და, რა თქმა უნდა ჩემიც,ყოველი ჩემი მცდელობა სიკვდილისა კრახით მთავრდებოდა მისი ჩარევით,ის გრძნობდა თუ როგორ მიყარდა სული,და ცდილობდა გავესუფთავებინე,მან ჩემზე ზრუნვა დაიწყო და მალე სიყვარულშიც გამომიტყდა,ის იყო ერთი, თუმცა ჩემთვის ერთადერთი,რადგან მასთან ვგრძნობდი თავს ცოცხლად...არ დამიმალავს ანტონისათვის,სკანდალს ველოდებოდი, სარკის წინაც კი ვივარჯიშე უკვე თუ როგორ ვეტყოდი ამ ყველაფერს მას, და წარმოვიდგინე თუ როგორ გამარტყავდა მარცხენა ხელს სახეში, მაგრამ გაჩუმებას არ ვაპირებდი,რადგან ანტონისი არ მეშინოდა.სახლში გვიან დაბრუნდა ფეხზე არც კი ჰქონდა გახდილი,როდესაც ვუთხარი-ანტონ,მე მივდივარ.-ხმა არ ამოუღია გააგრძელა თასმების გახსნა-ანტონ,მე პეტრე შემიყვარდა- მაშინ ასწია თავი და ირონიულად მკითხა:
-ვინ? ის სათვალეებიანი ექიმი?,წადი ვინ გაკავებს.
არ ველოდი მისგან ასეთ პასუხს მეგონა აბობოქრდებოდა,როგორც ზღვა და გადმოანთხრევდა შხამს როგორც გველი, მაგრამ ასე ჩუმად ასე ნაზად მე ანტონს არასოდეს გავუშვივარ,პირიქით გამიღო კარები,შუბლზე მაკოცა და ბედნიერება მისურვა:
-ახლა კი წადი.
გარეთ მომისროლა როგორც ძაღლი. გავოცდდი,მაგრამ,ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი პეტრესთან და ვეტყოდი ამ ყველაფერს,ვფიქრობ ისიც არ დაიჯერებდა ანტონის ასეთ მშვიდ საქციელს,მაგრამ ფაქტი ხომ სახეზეა,როგორც იქნა მეტროში ჩავედი ორი სადგურის შემდეგ უნდა ჩამოვსილიყავი,და შემდეგ ფეხით უნდა გამესეირნა რამდენიმე მანძილი,პატრა ბავშვივით ვხტუნაობდი,მოსვენება დაკარგული მქონდა,და როგორც იქნა მივუახლოვდი, უკვე ჩვენს ბინას,კარები ღია დამხვდა არადა პეტრე ყოველთვის კეტავდა - ეს ჩვევად ქონდა,მაგრამ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია,აღტაცებული შევედი სახლში კარები ჩავრაზე (როგორც მას უყვარდა) და გავექანე საძინებლისაკენ ვიცოდი,რომ იქ დამხვდებოდა გზა და გზა ვიხდიდი,ერთი სული მქონდა როდის ვიხილავდი მას ოთახის კარები შევაღე და... იატაკზე წითელი ვარდის ფურცლები ეყარა ლოგინი და ოთახი არეული იყო,პეტრეს ნამუშევრები ძირს ეყარა,წითელი ვარდები...ანტონი.მივხვდი რაც მოხდა,ვარდებს სისხლიც მოყვებოდა ლოგინის გვერდით პეტრე დამხვდა მოკლული.ოთახიდან გავედი,კარები გავაღე სავარძელში ჩავჯექი,და სრულიად შიშველი ველოდებოდი ანტონს როდის მოვიდოდა აქ ჩემს წასაყვანად. ცაციაც მოვიდა,მომახურა პლედი,პეტრეს გვამი დავწვით სახლი კი მან დაალაგა...და წამოსვლისას ყურში ჩამჩურჩულა-ვერასდროს,ვერ წახვალ ჩემგან,რადგან ერთმანეთი გვიყვარს და ხო მე შენ მიყვარხარ. ჩავეკარი მას და ავქვითინდი,პეტრეს გამო კი არა ,არამედ ანტონისთვის,წარმოვიდგინე რომ ის დავკარგე.
მე და ანტონს არ გვიჭირდა ხალხის დავიწყება და ასეც მოვიქეცით,გონებოდან ამოვშალეთ პეტრეც და ის ღამეც. და გავაგრძელეთ ცხოვრება ჩვეულ რიტმში,გვყავდა ერთმანეთი და ნარკოტიკი,სწორედ ეს უკანასკნელი გვეხმარებოდა ამ ნაცრისფერ ცხოვრებაში გაძლებას. მსოფლიო კრიზისი ჩვენც შეგვეხო,ფული აღარ გვქონდა,ვეღარც ვშოულობდი ანტონის შიშით ვერავინ მეკარებოდა,და ჩემმა ცაციამ გამოსავალი იპოვა ნარკოტიკების გაყიდვა,დამიჯერეთ ამ კრიზისის დროს ფული საკმაოდ გვქონდა,საბერძნეთის პრობლემასაც კი მოვაგვარებდით დახმარება ჩვენთვის,რომ ეთხოვა.თუმცა ეს ჩვენი თამაში დიდხანს არ გაგრძელდა,სიჩქარის გადაჭარბებისათვისა და პოლიცილის შეურაცყოფისთვის ანტონი ციხეში ჩასვეს და შემთხვევით შარვლისუკანა ჯიბეში ოპიუმიც აღმოაჩინეს,(სასაცილოა,კაცის მკვლელი,მანიაკი და ბარიგა მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს,რომ შარვლის უკანა ჯიბეში ოპიუმი აღმოუჩინეს)სასამართლომ რამდენიმე წლით თავისუფლებიას აღკვეთა მიუსაჯა,მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებსო,და ანტონი ექვსი თვით ჩასვეს,მაგრამ მის გამო კაპიკი ფული არ დამრჩენია.ვერც ანტონს ვეხმარებოდი და ვეღარც წამლებს ვყიდულობდი.გამოფხიზლება დავიწყე ამ დროს,დავიწყე მარტო ცაციას გარეშე ცხოვრება,ვიჯექი ხოლმე ფანჯარასთან და ვუყურებდი დილაობით იმ კაცს თუ როგორ ელოდა, ზუსტად 4 წუთი თავის ტრანსპორტს.დრო მუხთალია, ნორმალურად გამოფხიზლებაც ვერ მოვასწარი ანტონი ციხიდან გამოუშვეს,იმავე დღეს დედამისის ბეჭედი გამიკეთა არათითზე,მე კი მადლობის ნიშნად ერთი ჭიქა წითელი ღვინო მივაწოდე,დალია თუ არა მაშინე ცოფიან ძაღლს დაემსგავსა,თვალები გაუწითლოდა,ყელზე ხელს იდებდა მანიშნებდა მიშველეო, მე კი მშვიდად ვუცქერდი მას.ის მოკვდა და ასე გაუნძრევლად ეგდო ლოგინზე,ვუყურებდი თუ როგორ იხრწნებოდა ის და ჩემი ცხოვრება მაგრამ ახლა 14ია მარტის მე ვზივარ თქვენს წინაშე მაცვია თეთრი ხალათი,და ველოდები იმ რკინის სკამს, როდის გათავისუფლდება,რომ სამუდამოდ გავჩუმდე. ეს არის ფსიქოპატის აღსარება მამაო სიკვდილის წინ.

_ ნინო ნოდარის ასული სულაბერიძე, 2013 წელს 14 მარტს,17 საათსა და 45 წუთზე გარდაცვლილი იპოვეს ფსიქიატრიულ პალატა ნომერ 45 ში. გარდაიცვალა მოყვანიდან 8 საათში_ .



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მშრალად არის დაწერილი, მეტი ემოცია გადმოეცი წარმატებას გისურვებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent