შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზედმეტად ახლოს. 3


6-01-2019, 22:49
ნანახია 1 156

მეგანი ცეკვავდა და მუსიკის რითმში აქნევდა ტანს,მაგრამ, როდესაც შეამჩნია რომ მაღალი, თაფლისფერ თვალება ბიჭი მას ყურადღებასაც არ აქცევდა, რაღაც ჩაიჩურჩულა ცხვირწინ.
მან დაიწყო თვალებით იმის ძებნა თუ რამ მიიპყრო, იმ ადამიანის ყურადღება, რომელიც მას მოსწონდა. მეგი გაოცდა, როდესაც დაინახა გოგო, რომელსაც სულელურად ჰქონდა თმები აწეული. შავგრემანმა ტუჩზე იკბინა: " დილანს რა საქმე აქვს იმ გოგოსთან? თუ უყვარს ასეთი მორცხვების ლოყების გაწითლება?"
ამასობაში გოგონა გაქრა აივნიდან. მეგმა ჩაიცინა და მზერა ბიჭს მიაპყრო. ის აშკარად დაინტერესებული იყო და უკვე სახლისკენაც აპირებდა წასვლას. მეგი დაიბნა და გაიქცა ბიჭისკენ:

-დილან, - მან შემოატრიალა ბიჭი მისკენ, - შენ რა , მიდიხარ?

ბიჭი გაიღიმა:

-არა, აქ ხომ ამდენი დასალევია.

მეგმა ჩაიცინა. ის უყურებდა ბიჭს მთელი საღამოს განმავლობაში და მშვენივრად იცის, მას ის ერთი ბოთლიც კი არ დაულევია, რომელსაც ხელში ატრიალებდა.

გოგონას ბიჭის ხელი ეჭირა თავის ხელში და ცერა თითით ეფერებოდა, ბიჭის თითებს. დილანმა გოგოს შეხედა. მეგმა იკბინა ტუჩზე:

-იცი, დღეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის - მას მოუწია ცერებზე დადგომა, რათა ბიჭის ყურს მიწვდომოდა, - მინდა რომ შენთვისაც განსაკუთრებული გახდეს, - მისი თვალები აზარტულად გაბრწყინდა. დილანს სახე დაეძაბა.

- და რის გაკეთებას მთავაზობ? -ბიჭმა გაიცინა.

გაღიზიანება. მეგანი მალავდა მას , როგორც შეეძლო.

- დილან. უკვე 10 წლის აღარ ვართ. და ვფიქრობ არსებობს ის რითიც შეგვიძლია დავკავდეთ - ბიჭის წელს ხელები შემოჰხვია. ბიჭმა კი ხელები გოგოს მხარზე მოათავსა, რომელიც მოულოდნელობისგან ოდნავ წამოხტა. დილანმა ჩაიცინა და მეგის სახეს მიუახლოვდა. როდესაც მათი ტუჩები უკვე ახლოს იყო, მეგმა იგრძნო ბიჭის სუნთქვა. დილანმა აილოკა ტუჩები და უეცრად, საკმაოდ უხეშად მოკიდა ხელი ყბაზე და გვერდით შეაბრუნა, რათა ჩურჩულით, ჩახლეჩილი ხმით ეთქვა ყურში:

- ბინძური ძუკნა ხარ...

***

გამეღვიძა კივილის გამო. ავდექი და მივხვდი რომ ტანსაცმლით მეძინა. თვალები დასიებული მაქვს. თავი მისკდება. გონებაში გადავახვიე ყველაფერი , რაც გუშინ მომხდა და მძიმედ ამოვისუნთქე.
მართლა ვეცადე ვყოფილიყავი ნორმალური მაგრამ როგორც ჩანს ეს ჩემი არაა.
მშობლები ისევ ჩხუბობენ. ჩავედი ქვევით და სამზარეულოში შევიხედე.

- ფიქრობ რომ ჩემზე მაღლა დგახარ მხოლოდ იმიტომ რომ უფროსთან წევხარ? უბრალო ქუჩის ქალი ხარ!

არ მინდოდა ამ ყველაფრის მოსმენა. მომბეზრდა. ცოტა ფული მქონდა თან, ამიტომაც გადავწყვიტე კაფეში მესაუზმა, რომელიც მაშინ ვნახე,როცა სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი. ადვილად გავაღე კარი და დავტოვე სახლი. ადრე ასე ადვილად ვერ შევძლებდი გასვლას, ამიტომ ვფიქრობ ეს ჩემი მიღწევაა.
დილის ნიავი სასიამოვნოდ მომეჩვენა , მიუხედავად იმისა რომ გრილი იყო. ჩემთვის უცნობი ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. გავედი ჭიშკრიდან. შემოვბრუნდი. მზემ თავისი სხივებით , სახეში შემომანათა.
ჩემი სახლის კარი გაიღო და გამოვიდა დედა, რომელიც მამას უყვიროდა, ის კი უკან მოჰყვებოდა ქალს. წარბები შევკარი. დედამ შემამჩნია:

-მანდ რას აკეთებ?! ჩქარა სახლში!

პირი გავაღე და გავიქეცი ქუჩიდან. დედაჩემის ძახილი ექოდ გადაიქცა. მხოლოდ მაშინ გავჩერდი, როდესაც დავრწმუნდი რომ საკმაოდ შორს გამოვიქეცი.

უცნაური გრძნობაა. მაგრამ თითქოს თავისუფლების შეგრძნებას მაძლევს. და მე ეს მომწონს. კედელს დავეყრდენი, მძიმედ ვსუნთქავდი. მომინდა სიცილი და დავიწყე კიდევაც. ხმამაღლა. შემდეგ გონს მოვედი და შემეშინდა. რატომ ვიცინი?

გადავწყვიტე გზა გამეგრძელებინა. მოვიხსენი თმის სამაგრი და მივეცი ნება თმებს წყნარად ეფრიალად.

როგორც იქნა მივედი ნანატრ ქუჩაზე და გავჩერდი შუქნიშანთან, ვუყურებდი კაფეს, რომელიც გზის მეორე მხარეს იყო. რამე ტკბილეული მინდა. ჩავფიქრდი. გუშინდელი დღე კოშმარად მიმაჩნია. მაგრამ.

დავხარე თვალები, როდესაც გამახსენდა თუ როგორ სულელურად მოვიქეცი დილანთან.

-ღმერთო, - სახეზე ხელი გადავისვი და თმები ყურებს უკან გადავიწიე
- რა სისულელეა.

***
-... გუშინ ძალიან მაგრად გავერთე - თქვა ბიჭმა და სენდვიჩის ჭამა გააგრძელა.

დილანი გაჩერდა, უყურებდა ანარეკლს მაღაზიის ვიტრინაში. ის ცდილობდა გაესწორებინა მოუსვენარი თმები. დაკუჭული თეთრი მაისური, ეკროდა მის ტანს. კუნთებიანმა ბიჭმა კვლავ დაუძახა მას:

- გეყოფა თავით ტკბობა.

-ჯეიკ- დილანმა გაიღიმა - შემდეგ ჯერზე ნუ გადააგდებ გოგონებს ბასეინში - ბიჭს არ შეეძლო დაემალა მისი ღიმილი. მან აილოკა ტუჩები, როდესაც პატარა თმის ნაწილი კვლავ დაეცა მას სახეზე. ბიჭმა, რომელიც ჯეიკზე დაბალი იყო სიცილი დაიწყო და ჯეიკი გაახედა მაღაზიებისკენ. დილანი აგრძელებდა ყურებას , მის ანარეკლზე თუმცა ამჯერად ზიზღით.

იმას რაც გუშინ მოხდა. უკვე არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა.

მანქანების ხმა შეწყდა. ფეხით მოსიარულეებმა დაიწყეს გზაზე გადმოსვლა. დილანმა გაისწორა მაისური და შებრუნება გადაწყვიტა თუმცა ისევ სწრაფად მიეკრო ვიტრინას. ანარეკლში მან ნაცნობი გოგონა შეამჩნია. ის სწრაფად გადმოვიდა გზაზე და დილანის გზაზე წამოვიდა თუმცა მალევე შემოუხვია და კაფეში შევიდა. დილანმა შეხედა მას, კაფეს აგურის კედლების მაგივრად მინა ჰქონდა, ამის დამსახურებით კი დილანი ყველაფერს კარგად ხედავდა. არც ისეთი მაღალი გოგონა მაგიდებს გვერდს უვლის და სალაროსთან მიდის. მოლარემ გაუღიმა მას და რაღაც შეკითხვა დაუსვა, თუმცა გოგონა უეცრად წამოხტა და უკან დაიხია, როგორც გადარეულმა.
დილანმა ჩაიცინა და კარისკენ დაიძრა.

***
ისევ ვერ გავთვალე როგორ უნდა მოვქცეულიყავი.
მოლარე გაკვირვებული მიყურებდა, როდესაც უკან დავიხიე. გული შემეკუმშა. ისევ შეცდომა დავუშვი, სახლში უნდა დავრჩენილიყავი.


შემოვბრუნდი და მზად ვიყავი კაფე დამეტოვებინა, მაგრამ გავშეშდი, როდესაც კარებში დავინახე ნაცნობი მაღალი ფიგურა. ბიჭმა ფართოდ გაიღიმა. სწრაფად შევტრიალდი ისევ მოლარისკენ და მივეკარი სალაროს მაგიდას. მოლარემ გაუღიმა და თავი დაუქნია შემოსულს.

-მოიფიქრეთ რას შეუკვეთავთ? - მომმართა მან მე. ოდნავ წამოვხტი და ვაიძულე თავს გაღიმება:

-არა, კიდევ ვიფიქრებ.

დილანი სალაროსთან გაჩერდა და მენიუს თვალიერება დაიწყო. ვცდილობდი რამეზე ყურადღება გადამეტანა, მაგრამ ნერვიულობის გამო ვერაფერს ვერ ვახერხებდი. მოლარემ ალბათ შეამჩნია ჩემი მდგომარეობა და შემომთავაზა მისი დახმარება. ნახტომით უკან გავიწიე.

-არ ღირს, მე უბრალოდ, მე - სუნთქვა ამერია. მივხვდი რომ თუ არ დავმშვიდდები დავიხრჩობი.

- ყველაფერი რიგზეა? - მოლარე აშკარად დაბნეული იყო. ხელი დავაქნიე სახის წინ.

არ მინდა რომ დილანმა უცნაურად ჩამთვალოს. მაგრამ უკვე გვიანია. ის უკვე მიყურებს.
ფეხები ამიკანკალდა და სუნთქვა შევწყვიტე, როდესაც თაფლისფერმა თვალებმა მთლიანად შემათვალიერეს და მზერა ჩემს სახეზე გააჩერეს. თვალები იატაკისკენ დავხარე.

რა უნდა ვქნა?

- დარწმუნებული ხარ რომ კარგად გრძნობ თავს? - დაიწყო საუბარი დილანმა, მისი ჩახლეჩილი ხმით. ბიჭი ჩემსკენ შემობრუნდა მთელი სხეულით და უცნაურად შემომხედა. ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. მე კი ავტომატურად ერთით დავიხიე უკან, რის გამოც ბიჭი დაიბნა და სიცილი დაიწყო. გაფართოებული თვალებით შევხედე მას. მეგონა რომ იქვე დავიწყებდი ტირილს. რის გამო მწყდება გული ასე? დილანმა შეამჩნია ჩემი რეაქცია და ხველება დაიწყო, თითქოს რამე გადასცდა.
კარი კვლავ გაიღო. კაფეში შემოვიდა ჯეიკი და კიდევ ერთი ბიჭი, რომელიც სულ იცინის. ვფიქრობ რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა. შემოვბრუნდი და გასასვლელისკენ წასვლა გადავწყვიტე. ბიჭმა წარბები შეკრა:

-მე შენ გიცნობ - მან ასწია ხელი.

- კალებ - გავიგე დილანის ხმა, სანამ კალებმა იდაყვზე ხელი მომკიდა. აი ამ დროს შევწყვიტე ფიქრი. იმ მომენტში, როდესაც ვინმე მეხება თითქოს რეალობიდან ვვარდები.

უკვე მოვასწარი ბევრჯერ მენანა სახლის დატოვება. დავაგროვე ბევრი ჰაერი და დავიკივლე მთელი ძალით. ირგვლივ ყველა გაოცებული იყო. მე კი უბრალოდ ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი მაგრამ მათი შეშფოთებული და გაოცებული სახეები დამამახსოვრდა. ბიჭმა ხელი გამიშვა და სასწრაფოდ უკან დაიხია. როცა მივხვდი რომ გაქცევა შემეძლო, სირბილით გავეცალე იქაურობას. შუქნიშანი წითლად ანათებდა თუმცა ამან არ შემაჩერა. ერთადერთი რაც ვიცოდი იყო ის რომ საკუთარ ოთახში უნდა აღმოვჩენილიყავი.

***
ბიჭები ქუჩაში გამოიქცნენ, უყურებდნენ როგორ გადაირბინა გოგომ გზაზე და მოსახვევში გაქრა.

კალები შოკში იყო:

- ვიღაც გიჟია. არანორმალური დებილი - ის უკან კაფისკენ დაბრუნდა - ასეთის შემდეგ ყავა მჭირდება.

ჯეიკმა მიაყვირა:

- ღირსი ხარ, რა საჭიროა უცნობებს შეეხო , იდიოტო.

დილანმა რთულად გააანალიზა მომხდარი:

- სიგიჟეა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent