შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი (სრულად)


7-01-2019, 04:39
ავტორი mariam-mariam
ნანახია 11 478

რთულია თან გიყვარდეს და თან იძულებული იყო გეზიზღებოდეს...
ნათქვამია, აკრძალული ხილი უფრო გემრიელიაო, არც სიყვარულია გამონაკლისი. ვინც არ უნდა გიყვარდეს, სწორედ ის გიყვარდება თავდავიწყებით და ვინც უნდა გიყვარდეს, სწორედ ის გეზიზღება..
მსგავსი ისტორია შეემთხვათ ჩვენს გმირებსაც..
ბევრს შეიძლება რომეო და ჯულიეტა გაახსენდეს და მართლებიც იქნებიან, მაგრამ ნია და სანდრო, რომეო და ჯულიეტაზე მეტნი არიან.
თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მათზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი და იმასაც, თამამად ვიტყვი, რომ იმათ ოჯახებზე მეტად ვერ იტანდნენ მათი ოჯახები ერთმანეთს...
ისტორია კი დიდი ხნის წინ დაიწყო და ვისაც არ უნდა ჰკითხო მტრობის რეალური მიზეზი არავის ახსოვს, შესაბამისად არც მე ვიცი, თუმცა თბილისი რისი თბილისა, ჭორებით რომ არ იყოს სავსე.
იმასაც ამბობდენ გადრანების ოჯახმა ძალიან მიჰქარა ნიას ოჯახის მიმართო და პირიქითაც. მოკლედ, მიზეზი გაურკვეველია.
ერთადერთი, რისი თქმაც თავისუფლადაა შესაძლებელი არის ის, რომ ეს ყველაფერი სანდროსა და ნიას დაბადებამდე დიდი ხნით ადრე მოხდა, თუცა ოჯახები მაინც არ ივიწყებენ...
რაც შეეხება მათ სიყვარულს.. იმდენად მტრობენ ოჯახები ერთმანეთს, რომ ერთადერთ შვილების სიყვარულის წინააღმდეგაც კი წავიდნენ..
ყველაფერი თვალსაჩინო რომ იყოს, უფრო შორიდან დავიწყებ..
2017 წლის ზაფხული, 24 აგვისტო, ნია თავის მეგობრებთან ერთად ისვენებს ბათუმში, ისეთი სხეულისა და გარეგნობის პატრონია, რომ გულგრილს არავის ტოვებს, მითუმეტეს საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ნამდვილი ანგელოზი. ეტყობა, რომ შეძლებული ოჯახიდანაა, მაგრამ მისი ეს სახელი თავშ ავარდნილი ნამდვილად არ აქვს, იქცევა ისე, როგორც მისი ასაკის ნორმალური გოგო მოიქცევა.
თემას ძალიან რომ არ გადავუხვიო, გავაგრძელებ..
წყლიდან ახალი ამოსული ნია, შეზლონგზე წევს და მზეს ეფიცხება, თუმცა საშინელ მწველ მზერას გრძნობს... დიდი სათვაიდან ფრთხილად მოავლო თვალი და დაინახა ბიჭების ჯგუფი, რომლებიც ხარბად ათვალიერბდნენ ნიასა და მის დაქალებს.
სათვალე ოდნავ ქვემოთ ჩამოიწია ელენიკოს გადახედა:
-ელე, მეჩვენება თუ ის ბიჭები ჩვენ გვიყურებენ?!
ელენიკომაც ნაზად და ვითომ არაფრისმთქმელად მიატრიალა თავი ბიჭებისკენ და ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
ელენიკო ნიასა და ანასგან რადიკალურად განსხვავებულია... თავგადასავლების მოყვარულია კობახიძეების ასული და ნებისმიერ გამოწვევას თამამად იღებს.
შესაბამისად გოგოებს არც ეს ქმედება გაჰკვირვებიათ და მომავალ ბიჭებს გაუღიმეს. მხოლოდ ნია გრძნობდა რაღაცნაირ დაძაბულობას შიგნიდან, თითქოს რაღაც უკუსვლისაკენ უბიძგებდა, თუმცა ესეც მოიშორა და უკვე მისულ ბიჭებს გაუცინა.
-სანდრო, დიტო და ანდრეა
მკაფიოდ და თამამად წარმოთქვა ერთ-ერთმა და თვალისმომჭრელი ღიმილით გადახედა გოგონებს.. ელენიკო ეგრევე დადნა, თუმცა მისთვის დამახასითებელი ეშმაკური ღიმილი მაინც არ მოიშორა. ნიას და ანას კი ელენიკოს საქციელზე ეღიმებოდათ, თუმცა ორივე მათგანი გრძნობდა ვიღაცების მწველ მზერას, უხერხულად მოძრაობდნნ აქეთ იქით, რომ როგორმე ეს შეგრძნება მოეშორებინათ.. გონზე მხოლოდ ელენიკოს ჩქმეტამ მოიყვანა რომელიც იუწყებოდა რომ მიდიოდა და სახლში შეხვდებოდნენ. დარჩნენ მხოლოდ სანდრო, ანდრია, ნია და ანა.
გრძნობს მწველ მზერას ნია და ვერ ისვენებს. გრძნობა უფრო და უფრო გამძაფრდა, როდესაც მის ბეჭს სანდროს ბეჭი შეეხო და პეპლებმაც არ დააყოვნენს. მთლიან ტანზე დაიბურძგლა ნია, რასაც სანდროს ეშმაკური ღიმილი მოჰყვა.
მიშველე თვალებით გადახედა ანას, მაგრამ ისიც ანდრიასთან ერთად გამქრალიყო.
-სანდრო გადრანი
ხელი გაუწოდა სანდრომ, ისე რომ ეშმაკური ღიმილი არ მოშორებია.. გვარის გაგონებაზე ნიას უსიამოვნოდ გაცრა, თითქოს ვიღაცას აგონებდა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მიხვდა რა ხდებოდა.
-ნია კერესელიძე
დაბნეულმა და ნაზი ხმით ამოილაპარაკა, და სანდროს ხელს მისი თხელი ხელი შეეხო..
გვარის გაგონებისას გადრანსაც უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, თუმცა მალევე დააიგნორა.
პირველად იყო ისეთ გოგოსთან, რომელსაც არანაირი ინიციატივა არ გამოუჩენია სანდრო შეება და თან ცოტა აბრაზებდა კიდევაც ეს სიტუაცია და თან ძალიანაც მოსწონდა..
დიდხანს ისხდნენ და საუბრობდნენ, ნიაც გაიხსნა გადრანთან და უკვე თამამდ დაიწყო მისი თვალიერება.
დაკუნტული სხეული, რომელსაც საშინლად უხდება ის ოქროსფერი რუჯი, ღია თაფლისფერი თვალები, ვარდისფერი ტუჩები და ლამაზი, კურნოსა ცხვირი, რომელიც მიუხედავად მისი ზომისა, საშინლად სიმპატიურს ხდიდა სანდროს..
არც გადრანს დარჩენია ჩვენი ნია შეუსწავლელი, მას მერე რაც თვალი დაადგა შვიდასჯერ მაინც შეხედა ნიას მწვანე თვალებს, რომელიც რუჯზე მეტისმეტად ანათებდა. თხელი და გრძელი ფეხები, მხრებამდე ტალღოვანი თმა კი მეტ სინაზეს სძენდა ისდაც ნაზ კერესელიძეს.
ერთმანეთის თვალიერებას რომ მორჩნენ და ნია იმას მიხვდა, რომ სანდრომ დიდიხნისწინ შემაჩნია ნიას თვალები, რომელიც მის სხეულზე თავისუფლად დანავარდობდა აწითლებულმა და შერცხვენილმა დახარა თავი, აკრიფა თავის ნვთები და უკანმოუხედავად. სანდროს მის ამ ბავშვურ საქციელზე გაეცინა და ისიც უკან მიჰყვა.
სახლში შესული კერესელიძე მაშინვე საწოლზე წამოწვა და დებილივით ეცინებოდა საკუთარ თავზე. ნახევარი საათის გაცნობილ ბიჭს როგორ მიაშტერდა, თუმცა როგორც კი მისი ნაკვთები ახსნდებოდა, კმაყოფილი იღიმებოდა მისთვის უჩვეულო შეგრძნება ეუფლებოდა. ამ ფაქტით გაღიზიანებულმა, გადაწყვიტა სანდროზე აღარ ეფიქრა, რადგან დღეს ნახა და ხვალ ან ზეეგ ნახავდა თუ არა არ იცოდა. შხაპი მიიღო, პიჟამოები ცაიცვა და საწოლში შეწვა გოგოები ის მოვდინენ არც კი გაუგია.
მეორე დილით უხალისოდ გაიღვიძა ელენიკო და ანა უკვე ჩაცმულები დახვდნენ, გაურკვევლობის ნიშნად მხრები აიჩეჩა და ისიც გოგოებივით გაემზადა, ჩანთები აიღეს და პლაჟზე წავიდნენ. არ ჰქონდა იმის იმედი, რომ სანდროს ნახავდა, თუმცა თვალებს მაინც აცეცებდა აქეთ-იქით. ბოლოს როდესაც საწადელს ვერ მიაღწია, უხეშად დაყარა მისი ნივთები ძირს და მძიმედ წამოწვა, მტკიცედ გადაწყიტამ რომ თუ ოდესმე კიდევ ნახავდა აღარ დაბნეულიყო და მასსავით ეშმაკურად მოქცეულიუყო.
დიდი ხანი აარც იყო გასული როდესაც ელენიკოსა და ანას კისკისი გაიგო და მაშინვე მიხვდა რაშ იყო საქმე. მოითმენლად მოავლო თვალი იქაურობას და ცქმუტვა დაიწყო.
-მე ხომ არ მეძებთ ქალბატონო?
ყურთან ბოხი და იმწუთისთვის სანატრელი ხმა გაიგონა და ბედნიერებისგან გაეღიმა, თუმცა მალევე გაახსენდა საკუთარ თავთან დადებული პირობა და მტელი ძალრონე მოკრიბა, რომ სიხარული დაემალა.
-არა რა სისულელეა, უბრალოდ ელენიკოსა და ანას გამო გამეღიმა.
თავადვე მიხვდა რომ სისულელე თქვა და ენაზე იკბინა
უყურებდა სანდროს და გული რაღაცნაირად ევსებოდა. აქამდეც ჰქონია ურთიერთობა სიმპატიურ ბიჭებთნ და არავისთან ასეთი შეგრძნება არ ჰქონია. იმასაც ვერ ხვდებოდა ასე ერთი დღის გაცნობილ ბიჭზ რატომ ბურძგლავდა.
უყურებდა ქვემოდან ირონიულაად მომზირალ სანდროს და თვითონაც ეღიმებოდა.
ელენიკო და ანა კი დიტოსთან და ანდრიასთან ერთად ატარებდნენ დროს, მთელი დღე შეეძლო იმ ოთხს ერთად ყოფილიყვნენ, ერთობოდნენ და ყველანაირი დასერიოზულების გარეშე იყვნენ ერთად.
კიდევ ორი კვირა იყვნენ ბათუმში, სანდრო და ნია იმაზე მეტად დაახლოვდნენ ვიდრე შესაძლებელი იყო, იმ ოთხის ნაირად მტელ დროს ერთად ატარებდნენ, თუმცა გართობის გარეშე დადიოდნენ მთელს ბულვარში ერთად, მიირთმევდნენ ნაყინებს, იცინოდნენ, მაიმუნობდნენ და უბრალოდ ერთმანეთით ბედნიერდებოდნენ.
უკვირდათ, ორივეს უკვირდათ მათი ამ მდგომარებით ესე ორ კვირაში დაახლოებით და მიჩვევით. დღე არ გავიდოდა გადრანს დილამშვიდობისა ან ძილინებისა რომ არ ესურვა კერესელიძესათვის ან პიირიქით, თითოეული მათგანი, უბრალო მესიჯითაც კი ბედნიერდბოდნენ.. თუმცა ორივე მათგანი გრძნობდა, რომ ესე არ შეიძლებოდა, თითქოს რაღაცას აშავებდნენ მათი ამ ურთიერთობით.. ცალ-ცალკე ყოფნისას ფიქრობდნენ, რომ შეცდომა იყო მათი დაახლოება, ერთადყოფნისას ამ აზრებს კი ჯანდაბაშ უშვებდნენ..
ბათუმში ყოფნის და ერთადყოფნის ბოლო დღეა, რადგან ნია და ოგონები ხვალ დედაქალაქსი ბრუნდებიან, ბიჭებს კი დარჩენა უწევთ. ნია და დიტოო დილიდან არჩანან. არც ანა და ანდრეა გამოჩენილან კარგახანია. მხოლოდ სანდრო და ნია დადიან ხელჩაკიდებულები საღამოს ბათუმშ და უსიტყვოდ მიაბიჯებენ ხალხში. გრძნობენ, რომ რაღაც უნდა დამთავრდეს მაგრამ არ უნდათ, იმასაც ვერ ხვდებიან ექნება თ არა გაგრძელება ამ ყოველივეს.
უკვე სანაპიროზე დასეირნებენ ფეხშიშველები და ხელს არ უშვებენ ერთმანეთს, ცდილობენ თითოეული ნაბიჯი უსაშველოდ გაიწლოს, რომ კიდევ უფრო დიდხანს იყვნენ ერთად...
უცებ სანდრო გაჩერდა და ნია მთელი ძალით აიკრო სხეულზე..
გრძნობდა როგორ თრთოდა ნაზი არსება.. მთელი ძალით უჭერდა წელზე ხელს, თითქოს სადმე გაექცეოდა კერესელიძე, გრძნობდა მის ცხელ სუნთქვას გულმკერდზე და თითქოს ცეცხლი ეკიდებოდა გულშ..
თითქოს არა სანდროს გულს ჰქონდა ცეცხლი მოიდებული, რაც ნიას სიყვარულით იყო გამოწვეული..
ნაკლებს არც კერესელიძე გრძნობდა.. მთელი სხეულით სანდროზე იყო მიხუტებული, გრძნობდა ერთი თავით მაღალი არსების გაშირებულ სუნთქვას, რომელიც შუბლზე ეცემოდა. გრძნობდა ამ ძლიერი სხეულის უკან როგორი სუსტი არსება იდგა, გრძნობდა სანდროს გახშირებულ გულისცემას და თვითონაც თრთოდა, არ იცოდა რა ექნა..
გონება აფრთხილებდა, რომ რაღაც საშინელებას ჩადიოდა, გული კი სანდროსკენ მიიწევდა..
ორივე ხელი სანდროს მკლავებზე ჰქონდა შემოხველი და ცდილობდა მისი სიფრიფანა თითებით დაეჭია მასთან შედარებით „დევივით“ არსება...
-მიყვარხარ - უხერხული სიჩუმე სანდროს ხმამ დაარღვია.. იგრძნო როგორ დაიცალა მთელი მისი სული, თითქოს დიდი ტვირთი მოეხსნა მხრებიდან - მიყვარხარ, მაგრამ არარეალურა ესე უცებ შეყვარება, მიყვარხარ, რადგან შენს გარეშე არ შემიძლია, მიყვარხარ რადგან მიმძიმს შენი გაშვება, მიყვარხრა, რადგან შენ შენ ხარ.. მიყვარხარ... რადგან მიყვარხარ....
მთელი სული, გული და მეობა ამოაყოლა გადრანმა ამ სიტყვებს და მომლოდინე თვალებით შეხედა კერესელიძეს ასულს, რომლის თვალებიც ცხელი სითხით იყო სავსე და გადმოსვლას ლამობდა... არაფერი უთქვამს, უბრალოდ, მისი ტუჩები ფრთხილად შეახო სანდროს ტუჩებს.. ყველაფერი ძალიან ნაზად და ფრთხილად მოხდა, თითქოს რომელიმე მათგანი დაზანდებოდა თუკი ერთმანეთს მოშორდებოდნენ.
კმაყოფილმა სანდრო ნაზად მოწმინდა ნიას ცრემლები და უსიტყვოდ მიაცილა სახლამდე.. არ ყოფილა არანაირი ხვალ დაგირეკავ ან მოგწერ, ან გაგაცილებ ან სხვა რამე მსგავსი. იყო კიდევ ერთი კოცნა და დამშვიდობება..
არავისთვის არაფერი მოუყოლია ნიას, უსტყვოდ შეწვა საწოლში და ყველაფრის ხელახლა გახსენბა დაიწყო..
სანდროც არ იყო ნაკლებ მდგომარებოაში ბიჭების გასაოცრად უსიტყვოდ შევიდა ოთახში და წამოწვა...
იცოდნენ რომ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ორივე გრძნობდა იმ საფრთხეს რომელიც მათ სიყვარულს ედგა წინ...
მეორე დღეს ნია თბილისში დაბრუნდა.. უხალისოდ შეაღო კარი, უხალისოდვე მიესალმა მშობლებს და ოთახში შეიკეტა..
არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს, ენატრებოდა სანდრო, თუმცა თვითონაც არ იცოდა რატომ არ ეხმიანებოდა.. შეტყობინებები შეტყობინებებზე და ზარები ზარებზე მოდიოდა სანდროსგან.. ნია კი მათ დაიგნორებას ცდილობდა... ბოლოს რომ ვეღარ გაძლო აცრემლიანებულმა დაურეკა და როგორც კი საყვარელი მამაკაცის ხმა გაიგონა დამშვიდდა.
სანდრო ცალკე ჰგავდა გიჟს, ვერ ხვდებოდა რა დააშავა, რატომ აიგნორებდა ნია, ბოლოს როცა გაიგონა გოგონას ხმა დამშვიდებულმა ამოისუნთქა და ატირებული გოგოს დამშვიდებას შეუდგა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილა და მათ შორის გრძნობა რეალურია..
თბილისი რისი თბილისა ჭორები რომ არ გავრცელდეს. ერთ კვირაში დაუბრუნდ აგადრანიც დედაქალაქს და მაშინვე საყვარელი ქალბატონის სანახავად გაიქცა, ძალიან მაგრად ჩაიხუტა მონატრებული სხეული.. სახის ყველა წერტილი დაუკოცნა და ღრმად ისუნთქავდა საყვარელ სურნელს.. ნიაც გაყუსული იყო მამაკაცის მკლავებში და ბედნიერებისგან ეღიმებოდა..
გადრანიც და კერესელიძეც თბილისში მეტად განთქმული ოჯახები არიან, თუმცა არცერთ მათგანს არ ენახათ ერთმანეთი მათი წარსულიდან გამომდინარე, ორივე ოჯახი მალავდა საკუთარ შვილებს ერთმანეთისგან, თუმცა გადმოცემით ერთმანეთს შესახებ ბევრი რამ იცოდნენ... შესაბამისად გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ რატომ ეცნობოდათ და თან არ ეცნობოდათ ერთმანეთი..
ორივე მათგანს ეგონათ, რომ ნორმალური ცხოვრება ჰქონდათ და თავისუფლად დასერნობდნენ მთელს ქალაქში, სანამ ერთხელ „უბედურება“ არ მოხდა... სახლში ყურებამდე გაღიმებულ ნიას გამწარებული მამამისი შეეჩეხა, რომელიც თვალებიდან პირდაპირი მნიშვნელობით ნაპერწკლებს ყრიდა...
-ბარგი ჩალაგებულია, ბილეთი ნაყიდია, ტელფონი დატოვე და წადი საქართველოდან..
კბილებში გამოცრა მამუკამ და გაშეშებულ ნიას პასპორტი და ბილეთები ხელში მიაჩეჩა..
-კი მაგრამ... მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ნიამ და სახეზე საშინელი წვა იგრძნო...
-ხო იცი, რომ ინ ნაბ*****ი ჩვენი ოჯახის მტერია
ბოლო ხმაზე უღრიალა მამამისმა და კვლავ იგივე შეგრძნება განმეორდა..
გაბრაზებულმა ყველაფერი ძირს დაყარა და სახლიდან გავარდა..
გზიდან ცდილობდა სანდროსთან დაკავშირებას თუმცა ტელეფონი გათიშული ჰქონდა..
აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.. ბოლოს ანდრიასთნ გადარეკა და გაიგონა ის რისი გაგონებაც ყველაზე მეტად არ უნდოდა..
-გაუშვეს...
მაშინვე მუხლები მოეკეცა და ატირებული შუა ქუჩში ჩაიკეცა...
გონს რომ მოვიდა მანქანაში იჯდა და უცნობი გზით მიდიოდა, ცხვირს კი მისთვის ნაცნობი და ამავდროულად უცნობი სურნელი უწვავდა.. კიდევ ერთხელ მაგრად დააჭირა თვალები ერთმანეთს იქნებ მელანდებაო, ფრთხილად დააშორა წამწამები ერთმანეთს მაგრამ სურათი არ შეიცვალა ისევ მანქანაში ზის, ისევ უცნობი გზით მიდის, ისევ უწვავს ნაცნობ-უცნობი სურნელი ცხვირს...
კივილს აპირებდა, როდესაც მისთვის საყვარელი ხმა გაიგონა და ბედნიერებისგან უცებ გასწორდა სავარძელზე...
-ჩვენი სიყვარული აკრძალული ხილია, რომელიც უფრო გემრიელი და სასიამოვნოა, ამიტომ ვერ შევძელი წასვლა.. მირჩევნია იმ ეკლიან გზაზე შენთან ერთად ვიარო, ვიდრე ვიყო მარტო ია-ვარდით მოფენილ გზაზე..
თვალისმომწრელად გაუღიმა ატირებულ ქალბატონს და ხელი მაგრად მოუჭირა ხელზე...
-სიყვარული მით უფრო ტკბილია, როდესაც აკრძალულია, ისევე როგორც აკრძალული ხილი..
მისთვის ამოიბუტბუტა ნიამ და ნააზად შეახო ტუჩები გადრანის ხელებს..



ელვის სისწრაფით გავრცელდა ეს ამბავი მთელს თბილისში, რომ ორი მოსისხლე მტრების ოჯახი დამოყვრდნენ.. არცერთი მათგანი არ აღიარებდა ამ ფაქტს, მაგრამ ფაქტი ფაქტრად რჩებოდა..
სანდრო და ნია იყვნენ ერთი მთლიანი არსება, რომლების ცალ-ცალკე ყოფნა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.....
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, უკვე 3 შვილის მშობლები არიან და ბედნიერად ცხოვრებენ.. ოჯახებსაც შეურიგდნენ და როგორც იქნა მშვიდობამ დაისადგურა...


ახლანდელი დრო:
ღამის თორმეტი საათია, სამივე ბავშვს მშვიდად სძინავს და მშობლებიც გაღიმებულები დასცქერიან სამ ანგელოზსს..
სანდროს ხელებია ნიას მუცელზეა შემოხვეული და მეოთხე ანგელოზს შუბლზე თბილი კოცნის კვალს უტოვებს..
-აკრძალული ხილი ყველაზე ტკბილია.
ვნებიანად აოიჩურჩულა ნიას ყურთან და კოცნითაც დააჯილდოვა...
-აკრძალული ხილი ყველაზე ტკბილია..
ამოიჩურჩულა ნიამაც და საყვარელ მამაკაცს გულმკერდზე აეკრო.....



№1 სტუმარი Connie

Very nice article, totally what I wanted to
find.

My web blog: casinoselection.Populiser.Com

 


№2 სტუმარი RichardSlinc

<a href=https://demontagmoskva.ru/>демонтаж москва</a>
https://demontagmoskva.ru/

 


№3 სტუმარი Avis

Attractive component of content. I simply stumbled upon your weblog andd in accession capital to assert
that I acquir actually enjoyed account your weblog posts.
Any way I'll be subscribing in youir augment and even I success you get
admission to consistently quickly.

my site - http://www.passat-Club.ru/forum/members/95363-charlspetrov684

 


№4 სტუმარი Gloria

Amazing! This blog looks eexactly like my old one! It's on a totally different topic
but it has pretty much the sqme layout and design. Great choice of colors!


My homepage ... http://Www.C-strike.Fakaheda.eu/forum/viewthread.php?thread_id=74145

 


№5 სტუმარი სტუმარი Megan

Keep this going please, great job!

Here iss my paage - https://Theboronewspaper.com/user/vikicpa/?um_action=edit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent