შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირთა საძმო /3/


8-01-2019, 14:58
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 355

- ეხლა რა იქნება? - ამბობს სფიქსი როდესაც ყველა საძმოს წევრი ერთად შეიკრიბნენ.
- ცოტა ხნით მოვიცდით და შემდეგ ისევ ესპანეთში დავბრუნდებით.
- და ის? - ეკიხება ადრიანი, რონალდს
- ის ჩვენთან ერთად წამოვა რა თქმა უნდა, რით ვერ შეიგნეთ? ის მისი სიცოცხლის ბოლო წამამდე, მანამ სანამ ბნელი ძალები არ განადურდებიან და რაც მთავარია ნოჰამი ერთხელ და სამუდამოდ არ დაკარგავს ძალებს.
- როგორ ფიქრობ რას მოიქმედებენ?
- არ ვიცი, მისი ხელში ჩასაგდებად ყველაფერს. ამიტომაც მინდა ესპანეთში მალევე დაბრუნება, აქ არავინ და არაფერი მეგულება.
- და მასზე რას ფიქრობ? წამოგვყვება? - ლოლამ დაეჭვებული შეხედა საძმოს უფროსს
- სხვა გზა არ ექნება. ეს თვითონაც იცის.

***
სულგანაბული ვუსმენდი მოშორებით მათ ლაპარაკს, ცუდი ჩემს მიმართებაში არაფერი უთქვამთ ასე რომ ცოტათი დავიმშვიდე თავი. თუმცა ვგეგმავდი როგორ უნდა გავქცეულიყავი აქედან, სახლს მხოლოდ ერთი გასასვლელი ჰქონდა და ისიც შემოსასვლელ ოთახში. იქ კი ყოველთვის ვიღაც იყო, ყოველთვის. ღამით კი რომელიმეს ეძინა და ჩემს ოდნავ გავლაზე გაიღვიძებდნენ, სად ადამიანის სმენა და სად ვამპირის... ცოტათი მეცინება როდესაც ვიაზრებ რომ ისინი არსებობენ, დღეს დილით დავინახე როგორ სვამდა პაკეტიდან სისხლს ის ქერა ვამპირი, ადრიანი. დამინახა თუ არა თვალი ჩამიკრა მე კი შეშინებულმა იკან ოთახში შევედი. იმდენად არეული ვარ შიშის და ტირილის თავიც კი არ მქონია. ესპანეთში რა უნდა გავაკეთო? ან იქ რა მინდა... რა ჯანდაბაა განსხვავებული სისხლი? მე მხოლოდ ის ვიცოდი რომ ადამიანის სისხლი ჯგუფის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან და მეტი არაფრით.
- ალისა. - ლოლას ხმა გაივიგომე და კარები ოდნავ შემოაღო- წამოდი ორი დღეა არაფერი გიჭამია.
- არ მშია. - ოუარა, მუცლის ბუყბუყს ყურადღება არ მოვაქციე.
- ლისა ვიცი რომ გშია, ისიც ვიცი რომ დღეში რამოდენიმეჯერ უნდა ჭამო. არ დაგავიწყდეს მეც ვიყავი ადამიანი...
- ლოლა...
- გაცივდება, ადექი. - ყველაფერი აინტერესებდა, ვამპირებზე, მათ ერთიანობაზე, იმაზე თუ რამდენი ხანი ცხოვრობდნენ და რატომ მაინდამაინც მე.
ბოლოს მაინც გადავწყვიტე გავსულიყავი, ჩემო კუჭი ამდენს ვეღარ გაუძლებდა, მხოლოდ რონალდი, ლოლა და როგორც მახსოვს ვამპირი სფიქსი დამხვდნენ. სამზარეულოს მაგიდაზე შემწვარი ერბო კვერცხი, ფორთოხლის წვენი და სალათი დამხვდა. ჭამას მალევე მოვრჩი რადგან ძალიან მშიოდა, გადავწყვიტე მათთან ერთად მისაღებში დავმჯდარიყავი.
- აბა მოგეწონა ჩემი შემწვარი, კვერცხი? - მეკითხება და მიკვირს ესე გახსნილად რომ მელაპარაკება
- გემრიელი იყო.
- ამის შემდეგ ან კვერცის ჭამა მოგიწევს მხოლოდ ან შენ უნდა მოამზადო ხოლმე - მიღიმის
- აქ დარჩენას აღარ ვაპირებ ასე რომ აღარ შეგაწუხებთ - სამივემ შემომხედა, სფიქს ღიმილი სახეზე შეეყინა
- სიკვდილი გინდა ალისა? - მეკითხება რონალდი და ტანში ჟრუანტელი მივლის
- არა, ცხრამეტი წელი ვიცოცოხლე და არავის მოვუკვლივარ. ეხლა რატომ უნდა გააკეთონ ეს?
- მაშინ უბრალოდ ცადე. - კარები იღება და ადრიანი ქერა ვამპირი შემოდის - გაიარე რამოდენიმე კილომენტრი და შედეგს თვითონვე ნახავ.
- გეყოფა ადრიან, ალისა არსად არ წავა. - რონლდს სახე უმკაცრდება
- კარგი. - ვდგები და მასთან კარებთან მივდივარ - გამატარე და წავალ
- ალისა. - ლოლა ფეხზე დგება და ანდრიას თავს უარის ნიშნად უქნევს
- გამიშვი. - ადრიანს ბაგეები ეპობა და ირონიულად მიცინის
- No quieres - მეუბნება - არ გინდა, შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა ისევ.
გაბრაზებული ვბრუნდები და უკან ოთახში შევდივარ, რამოდენიმე წუთში ლოლა მიკაკუნებს თუმცა ხმას არ ვცემ და კარებს ვკეტავ.
გაბრაზებულს დამძინებია, კედლის საათი ღამის თერთმეტს მიჩვენებს. ვუყურადებ თუმცა ხმაური არ მესმის და გავდივარ, სახლში არავინაა არც მისაღებშია ვინმე. შემოსასვლელ კარებს ვაღებ და რამოდენიმე ნაბიჯს ვდგამ.
- ალისა. - მეძახიან და შეშინებული ვიყურები გვერდით, ხის მორზე რონალდი ზის.
- მეგინა აქ არავინ იყო. - მის გვერდით ვჯდები და აკაშკაშებულ ცას ვუყურებ.
- შენთვის პროდუქტების საყიდლად და ბილეთების განრიგის გასარკვევად გავგზავნე ყველა. - ბილეთებზე ესპანეთში წასვლა მახსენდება - დრო აღარ გვაქვს.
- მათ მართლა უნდა ჩემი მოკვლა? - ვეკითხები გულწრფელად - მხოლოდ მე ვარ ესეთი?
- წარმოუდგინე მათი ლორდი, რომელსაც შეუძლია მზე დააბნელოს, წყალდიდობები, მიწისძვრა და ვამპირების გამეფება შეუძლია მსოფლიოში. ქუჩაში ეხლა როგორც ადამიანები დადიან ისე ივლიან ვამპირები და ისე დაიმალებიან ადამიანები როგორც ეხლა ვამპირები იმალებიან. - ამის გაფიქრებაზეც კი გულში ტკივილი ვიგრძენი. ეს ხომ საშინელება იქნებოდა?
- და სად არის ის? - რონალდი თავს აქნევს
- ის საუკუნეებია იმალება და ძალებს იკრებს, ის ძალიან ასაკოვანი ვამპირია. ძლიერი და ჩამოყალიბებული.
- და როგორ აპირებთ ჩემი სისხლით მის მოკვლას? - გამიკვირდა რადგან ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ
- ბევრი გზის გამონახვა შეგვიძია. რა თქმა უნდა როდესაც ხალხში-ვამპირებში რომ გამოჩნდება. ის ძლიერია და მისი შეჩერება ეხლა არ შეგვიძლია. შენ ხარ ერთადერთი იმედი.
- საიდან გაიგეთ ჩემზე და როგორ ხართ დარწმუნებული რომ ნამდვილად მე ვარ?
- წინასწარმეტყველებაში წერია გოგონა Alicia. შენი პორტრეტიც კი იყო ნაჩვენები... - შოკირებული ყბა ჩამომივარდა, ძალიან ბევრი წლის წინად იცოდნენ რომ დავიბადებოდი ვიღაც საშიში ლორდის მოსაკვლელად.
- ეხლა რა მოხდება? - ვკითხე შეშინებულმა.
- უნდა დაგმალოთ მანამ,სანამ მისი მოკვლის საშვალება არ გვექნება.
- კი მაგრამ...
- გინდა ვინმეს დაემშვიდობო? - დავფიქრდი ვინ მყავდა ისეთი. არც დედა, არც მამა. მეგობრები და რამოდენიმე ახლობელს თუ არ ჩავთვლით რომლებსაც საერთოდ არ ვედარდებოდი საერთოდ არავინ გამაჩნდა საკუთარი თავის გარდა.
- მე დედა ერთი წლის წინ გარდამეცვალა, მამა კი სამი წელია უბრლოდ წავიდა ჩვენგან.
- ვწუხვარ ალისა, მაგრამ შენ ეხლა ახალი ოჯახი შეიძინე - მის მიმართ გული მილბება და ვუღიმი. რონალდ ბრძენი,ჭკვიანი თვალები აქვს, ღიმილის დროს ეშვები მოუჩანს თუმცა შიშის შეგრძნება აღარ მაქვს, ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა.
- მოდიან. - თქვა მან
- ვინები? - შეშინებულმა წამოვიყვირე
- დამშვიდდი ძვირფასო. ლოლა, ნიკი, მარტინი და სოფია. - ახალი სახელების გაგონებისას ინტერესმა შემიპყრო.
- რონალდ შენ ხარ? - სიბნელიდან ოთხი სილუეტი გამოვიდა, ძალიან სწრაფად მოგვიახლოვნენ.
- გაიცანით ალისა. - თითვეული ლოლას გარდა გამაცნო. ნიკი საშვალო სიმაღლის სისტი შავგრემანი ვამპირი იყო სახეზე კეთილი ღიმილით, მარტინი კი დიდი ზორბა და დაკუნთული თავი დამიქნია და სახლში შევიდა. სოფია მოკლე კაბიანი ვამპირი კი უკან გაყვა.
- მათ ყურადღებას ნუ მიაქცევ - დამამშვიდა ლოლამ. - რონალდ უნდა ვილაპარაკოთ.
რონალდი ნიკს და ლოლას გაყვა მარტო დავრჩი, გზის ბილიკს გავუყევი. ხალხის ხმა მომესმა, სერინდობდნენ და იცინოდნენ. გული შემეკუმშა, ნეტავ გავივლიდი ესე თავისუფლად კიდევ გარეთ? გადავწყვიტე ცოტა გამევლო, ნელ-ნელა დავდიოდი და პერიმეტრს ყოველ წამს ვათვალიერებდი. ტაქსი დავინახე თუ არა ხელი დავუქნიე და სწრაფად ჩავჯექი. ტაქსის მძღოლს სახლის მისამართი ვუთხარი.
თხუთმეტ წუთში ჩემს სადარბაზოსთან გააჩერა, ფული არ მქონდა ამიტომ ვერცხლის ბეჭედი გავუწოდე რომელიც ბევრად აღემატებოდა გადასახდელ თანხას. გადავედი, სახლის კარები ღია დამხვდა თუმცა მიკეტილი. ათი წუთი სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული დავათვალიერე, შემდეგ სუფთა საცვალი ავიღე და სააბაზანოში შევედი. ოც წუთში გამოვედი,თმები გავიშრე და ჩანთაში ტანსაცმლის ჩალაგებას შევუდექი. ყველა საჭირო ნივთი ჩავალაგე მათ შორის ჩემი და დედას ფოტო. უკვე უნდა გავსულიყავი როდესაც ფანჯრის მინის დამტვრევის ხმა გავიგონე, ზურგზაკი გავიკეთე და შეშინებულმა კედელს ავეკარი. ოთახში შავებში ჩაცმული ვამპირი შემოვიდა, სახე თეთრი, თვალები კი წითელი ჰქონდა. გული ამიჩქარდა, აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ჩემკენ ნელა მოიწევდა და ბოროტად იღიმოდა
- გთხოვთ არ მომკლათ - შევევედრე, დედის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების აზრი დავკარგე. მაგრამ ეხლა ამ საბედისწერო მომენტში სიცოცხლე კვლავ მინდოდა.
- ლორდისთვის! - ხელები ყელზე მომიჭირა, ვეღარ ვსუნთქავრი ვეგუებოდი იმას რომ რამოდინიმე წამში ჩემი სიცოცხლე საკუთარ სახლში დასრულდებოდა. ბოლო წამს კი ერთი აზრი მომივიდა თავში, დამსხვრეულ მინაზე გაჭირვებით დავუსვი ხელი და თითქმის გონება დაკარგულმა დავინახე ვამპირის სახე როდესაც სისხლის სუნი იგრძნო, ხელი გამიშვა მე კი ხველებით დავარდი იატაკზე. ჩემი ხელი აიღო და მისი ბასრი კბილები დამარსო, წამოვიკივლე თუმცა ყელი ისე მეწვოდა არაფრის თავი არ მქონდა. რამოდენიმე წამში ვამპირდა კრუნჩვები და ხავილი დაიწყო
- შენ, შენი სისხლი დაწყევლილი... - ამოილაპარაკა და გონება დაკარგა, ის მოკვდა ჩემი სისხლით, მოკვდა.
- ალისა - ათი წუთი გავიდა ალბათ რაც კუთხეში გაშეშევული ვიჯექი.
- ის მოკვდა, მოკვდა. - ვიმეორებდი, ადრიანი მომიახლოვდა
- რა მოხდა? ის როგორ? - ჯერ ვამპირს შემდეგ კი მე დამაკვირდა
- მახრჩობდა, ყელზე მომიჭირა ხელები. შემდეგ ჩემი სისხლი დალია...
- და?
- და შემდეგ ჩემი სისხლი დალია... - მე, არ მინდოდა - რამოდენიმე წამში მოკვდა.
- კარგი, დამშშვიდდი. წამოდი უნდა წავიდეთ, სანამ სხვებიც მოვიდნენ.
ზურგზაკს ხელი გავავლე და ადრიანს ხელი ჩავკიდე.
ქვევით ყველა საძმოს წევრი დაგვხვდა.
- ალისა ესე როგორ მოიქეცი - ლოლა გაბრაზებული მიყურებდა
- დამშვიდდი ლოლა. რა მოხდა ანდრიან? - იკითხა რონალდმა
- Sangre, sangre matada - უთხრა ადრინმა რის შედეგაც ყველა მე დამაკვირდა. მივხვდი სისხლზე და იმ ვამპირზე უთხრა რაღაც.
- მოდიან, ათ წუთში აქ იქნებიან. - შეშიმებულმა გავხედე გზას - ესპანეთში ვბრუნდებით.



№1  offline წევრი nina kupradze

თამთაა ისეთია შენ რომ გჩვევია, განსხახებული. ვიცი და ვხვდები რომ ამ ისტორიაშიც დიდი აზრი დევს. სასწაულად მომწონს და ძალიან მიხარია და მსიამოვნებს შენი ისტორიების კოთხვა❤️

 


№2 წევრი tatiko.1995

ძალიან კარგია საყვარელო ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი Niniko11

Wow სიტყვები არ მყოფნის ამ ამბის ასაღწერად ბევრს არ ვილაპარაკებუ
რალოდ გეტყვი რომ ასეთი ისტორია დიდი ხანია აღარ წამიკითხავსს და მე ეს ისტორია მიყვაარსს
შემდეგ თავსს მოუთმენლად ველი

 


№4  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან კარგია <3

 


№5  offline მოდერი Tamta.k

Niniko11
Wow სიტყვები არ მყოფნის ამ ამბის ასაღწერად ბევრს არ ვილაპარაკებუ
რალოდ გეტყვი რომ ასეთი ისტორია დიდი ხანია აღარ წამიკითხავსს და მე ეს ისტორია მიყვაარსს
შემდეგ თავსს მოუთმენლად ველი

ნინიკოო ისე მახარეებ მე შენ❤️ მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ...

nina kupradze
თამთაა ისეთია შენ რომ გჩვევია, განსხახებული. ვიცი და ვხვდები რომ ამ ისტორიაშიც დიდი აზრი დევს. სასწაულად მომწონს და ძალიან მიხარია და მსიამოვნებს შენი ისტორიების კოთხვა❤️


მადლობა ძალიან ძალიან დიდი❤️❤️

tatiko.1995
ძალიან კარგია საყვარელო ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს

მადლობა შეენ! არ იცი როგორ გამახარე❤️

მარტო სახლში
ძალიან კარგია <3

მიხარია რომ მოგწონსს❤️

 


№6  offline წევრი anukaaa

Shrmdegi male Dade raa

 


№7  offline წევრი Elea_Nora

ჰელოუუ! ჩემ გარეშე ხომ არ მოიწყინე? ცოტა გვიან ვნახე ახალი თავი რომ იყო. იუჰუუ ანუ დაწყევლილი სისხლი ხომ? და დაწყევლილი რატო? რისთვის? საუკუნეების განმავლობაში ველოდებოდით მასო?? ეუფფ რა ხდება აქ... და რა მოხდება. ნუ მე ვერ გამოვიცნობ, ამიტომ დაველოდები ახალ თავს.
❤❤❤❤

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

ოო როგორ ჩამითრიე რომ იცოდე stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes
ძალიან კარგია, რაც მთავარია მეტი მოქმედება!
ხო და კიდე განსაკუთრებული თხოვნა, რომელიც აუცილებლად უნდა შემისრულო wink
მალე არ დაასრულო ლაა bowtie kissing_heart

 


№9  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
ჰელოუუ! ჩემ გარეშე ხომ არ მოიწყინე? ცოტა გვიან ვნახე ახალი თავი რომ იყო. იუჰუუ ანუ დაწყევლილი სისხლი ხომ? და დაწყევლილი რატო? რისთვის? საუკუნეების განმავლობაში ველოდებოდით მასო?? ეუფფ რა ხდება აქ... და რა მოხდება. ნუ მე ვერ გამოვიცნობ, ამიტომ დაველოდები ახალ თავს.
❤❤❤❤

აუ ხო დაიგვიანე და ხო იცი არ ვარ მიჩვეული შენს დაგვიანებებს, ყველაფერს გაიგებ და ვიცი ყველაზე სამართლიანად შენ მიხხვდები, ჩემი მარწყვი ხარ შენ❤️

ბელუ შეროზია
ოო როგორ ჩამითრიე რომ იცოდე stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes
ძალიან კარგია, რაც მთავარია მეტი მოქმედება!
ხო და კიდე განსაკუთრებული თხოვნა, რომელიც აუცილებლად უნდა შემისრულო wink
მალე არ დაასრულო ლაა bowtie kissing_heart

მადლობაა ისე გამახარეე❤️აი ხო ზუსტად ეგაა რომ მალე ვერ დავამთავრებ რადგან დიდი ისტორიაა, მადლობა რომ მოგწონს და კითხულობ❤️❤️❤️

anukaaa
Shrmdegi male Dade raa


ყოველ დღე ვდებ❤️

 


№10  offline წევრი hanabi

აუ მაგარია საინტერესოა ლორდს როგორ მიკლავს (იქნებ უბრალოდ გოგოს სისხლი დავალევინოთ) ?

 


№11  offline მოდერი Tamta.k

hanabi
აუ მაგარია საინტერესოა ლორდს როგორ მიკლავს (იქნებ უბრალოდ გოგოს სისხლი დავალევინოთ) ?

პორდაპირ ვერ ვეტყვით მიდი დალიო თორემ დიდი სიამოვნებით, მოვუვლით რამენაირად:დდ ❤️

 


№12  offline წევრი maristuart

shemtxvevit shen katie ruth davies-blood omen(vampiruli omebi) xomargak wakitxuli?????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent