ანა
ოთახში მხოლოდ სარეცხი მანქანის ხმა ისმის,ოდნავ ბნელა, სამზარეულოში ვზივარ, ნიჟარაში გასარეცხი ჟურჭლის მთა დგას.ბოლო ნაფაზს ვურტყამ და მეილზე შევდივარ ისევ,მერამდენედ... გვერდით ოთახში ჩემს ქმარს სძინავს. კიდევ არ ვიცი რა დავწერო. იქნებ მეილს საერთოდ არც ამოწმებს? ეს გავიფიქრე და რაღაცნაირად გულზეც კი მომეშვა,კარგია მივწერ რაღაც საშინელებას, დიახ საშინელებებს მივწერ,არა რომ არ მივწერო მოვკვდები. მივწერ და გულზე მომეშვება, თანაც მეცოდინება რომ არ ნახავს. ,, ათი წელი გავიდა რაც სკოლა დავამთავრეთ" -რამდენიმე წუთი გავშტერდი და წავშალე. ,,გამარჯობა, ნიკა, მე ანა ვარ, ალბათ აღარც გახსოვარ '' ისევ ვშლი, ნერვები მეშლება, ყვირილი მინდა,მაგრამ არ მინდა გავაღვიძო მარტოობა მინდა, არ მინდა ოთახიდან გამოვიდეს და მკითხოს რა გჭირს? ო, ღმერთო, როგორ მეზიზღება მისი სახე როცა ამას მეკითხება. ყვირილი მჭირდება,მაგრამ თევზივით ვარ ლაყუჩებს ვამოძრავებ და ხმა არ ამომდის. ,,გუშინ წიგნების მაღაზიასთან დაგინახე, სოლიდურად გეცვა გავიგე დიდი კაცი გამხდარხარ არადა სკოლაში ჩემგან იწერდი საკონტროლოებს... შემდეგ მადლობასაც არ მეუბნებოდი, მე მიხაროდა ძალიან მიხაროდა როცა ამ დროს მაინც მელაპარაკებოდი, მე ვოცნებობდი რომ მომსალმებოდი მაინც... ყველა გოგოს უყვარდი.მეც მიყვარდი... თუმცა ამ სიტყვას წარსულში არ უნდა ვამბობდე. გუშინდელის მერეა ვცდილობ მოგწერო სიმართლე გითხრა შენთვის იმდენი მაქვს სათქმელი რომ სქელყდიანი წიგნის სამტომეული გამოვა, თუ კიდევ ისეთი გულცივი ხარ როგორიც იყავი ალბათ არც კი წაიკითხავ. მოკლედ გეტყვი, მაგრამ რითი უნდა დავიწყო. ალბათ იმით რომ მე ცოლად იმ კაცს გავყევი რომელსაც ტრუსიკით კიდებდი ხის ტოტზე სკოლის ეზოში, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე მაგრამ აღარაფრის ხალისი მქონდა შენ და სკოლამ ისე გამანადგურეთ, მოკლედ კარიერაში ისე ვერ ავეწყე როგორც მინდოდა და როგორც სხვები მოელოდნენ, მერე კი სასოწარკვეთილი ავდექი და გავთხოვდი, პრინციპში იმ ერთადერთ კაცზე რომელშიც რაღაც ემოციებს აღვძრავდი იმ ერთადერთ კაცზე რომელშიც ვნებას ვაღვიძებდი . შვილები არ გვყავს. გუშინ რომ დაგინახე გული არაადამიანურად სწრაფად ამიჩქარდა,მუცელში პეპლებმა კიარა გიგანტურმა არსებებმა დაიწყეს ფრენა. ვოცნებობდი რომ შენ არ ყოფილიყავი, მაგრამ შენ იყავი შენ! თავდაჯერებული სიარულის მანერა, თეთრი პერანგი, დახვეწილი პიჯაკი და როლექსის საათი, ლამაზად შეჭრილი შავი თმა და წვერი, შენი გამოხედვა და ნაფაზის დარტყმის მანერა... დიდად არ შეცვლილხარ, თუმცა სხეული ნავარჯიშები გაქვს დაკუნთული, რამდენიმე ტატუც შევნიშნე." -ბოლო ორ წინადადებას ვშლი. ზემოთ აწეული თმა თავს მატკიებს და ვიშლი. ყავას ვიკეთებ, კიდევ ერთ ღერს ვეწევი. დღეს თუ არ გავაგზავნი ამ წერილს ხვალ ვეღარ შევძლებ ვიცი ვეღარ გავბედავ.ვაგრძელებ: ,,ჩემსა და სკოლას შორის ორმხრივი სიძულვილი იყო, მძულდა მე და ვძულდი მას, თავისი ყველა ცოცხალი არსებით. შენ მიყვარდი და მძულდი.მძულდა შენი სრულყოფილება, მძულდნენ შენი მდიდარი ლამაზი მეგობრები,რომლებსაც კუმირივით ყავდი და უკან დაგყვებოდნენ. მძულდა შენი საყვარლები და შეყვარებულები, მძულდნენ ეს ბოზები და ვოცნებობდი მათ დახოცვაზე. მძულდნენ შენი ფანი გრძელფეხება დიდსაჯდომიანი ქერები. ბანალური ისტორიაა არა ? ლუზერ გოგოს უყვარდება პოპულარული ბიჭი. კი ბანალურია, მაგრამ შენ არ იცი ეს რა არის შენ ვერ მიხვდები რამდენად ბოროტი ხარ, რამდენად უგრძნობი. ერთხელ ც ვცადე. ჩვენი კლასელი თათია რომ მოგიჯდა გვერდით და ჩემსკენ გამოგახედა ამას უყვარხარო სიცილით ამბობდა ამაზრზენად მათველიერებდა, გამომხედე, არც კი გაგიცინია ცინიკური სახე გქონდა, ტუჩებზე ზიზღიანი ღიმილი გაგეკლაკნა, მთელი კლასი მოემზადა: შენი გამოსვლა იყო. მინდოდა იარაღი მქონოდა ყველა დამეხოცეთ და ბოლოს თავი მომეკლა, ან უჩინარი გავმხდარიყავი და იქიდან გავმქრალიყავი იმ წამს. მაგრამ ვერაფერს ვიზამდი სასჯელივით ველოდი შენს ,,განაჩენს". ნეტა დაგეცინა მაინც... ფეხზე წამოდექი მომიახლოვდი, რაღაცნაირად შემომხედე შეურაცხყოფილად და კლასიდან გახვედი. ბავშვებმა სიცილი ატეხეს. რამდენიმე კვირა თემა ვიყავი. მეტი რა უნდა გითხრა, ბავშვობის გახსენება აღარ მინდა, რა უნდა გითხრა ის რომ როცა ჩემს ქმართან სექსი მაქვს შენ წარმოგიდგენ, ან იქნებ ის რომ კოშმარებში გხედავ ცინიკური სახით როგორ მიყურებ, ან იქნებ ის რომ ტირილით სახე მისივდება როცა მახსენდება შენი სუნი და ხმა.მიყვარდი და მეზიზღებოდი ნიკა! და მე არ ვიცი ამას რა ქვია... იმედი მაქვს არასოდეს შევხვდებით! სიყვარულით ანა ნაკაშიძე. " არ ვაპირებ წავიკითხო რა დავწერე. გაგზავნას ვერ ვაჭერ. დილის ხუთი საათია. შხაპს ვიღებ, ნოუთბუქის ეკრანი ისევ ანთია აკრებილი ტექსტით. რაც არის არის გაგზავნას ვაჭერ და მაკანკალებს. დივანზე ვიძინებ. დილით ავთოს ფართხუნი მაღვიძებს სამზარეულოში ეძებს სუფთა ფინჯანს ყავისთვის, უკმაყოფილო ჩანს. ყავის დალევის გარეშე მიდის, კარი ხმაურიანად გაიჯახუნა პროსტესტის ნიშნად. ჩემზე არ მოქმედებს. ვდგები კბილებს უღიმღამოდ ვიხეხავ თან საკუთარ თავს ვაკვირდები სარკეში. სკოლის შემდეგ საკმაოდ შევიცვალე. გავხდი,ოდნავ გავმაღლდი, სახის ნაკვთები შემეცვალა, თმა შევიღებე და წარბების ფორმაც შევიცვალე. ისე ამაზრზენადაც აღარ ვიცვამ როგორც სკოლაში, მოკლედ შეუხედავი ნამდვილად არ მეთქმის. მაგრამ ისე არ შევცვლილვარ. ჰო, საერთოდ არაფერი შეცვლილა შინაგანად. ჭურჭელს ვრეცხავ და იატაკს ვწმენდ. ყავას ვიკეთებ და კომპიუტერს ვრთავ. არა ! უცებ მუხლები მეკვეთება, სახეზე ჯერ სიცივემ მერე სიცხემ გადამიარა. პასუხი მომწერა. ვხსნი... ,,ხვალ რვა საათზე ანტრეში" მოულოდნელობის გემო მეღვრება სხეულში , ყელი მიშრება გულში თითქოს კაპილარი ჩამიწყდა. ახლა რაუნდა ვქნა? კიდევ რამდენჯერმე ვკითხულობ მოწერილს,თითქოს ვშიფრავ. სადღაც ოცდაათჯერ წავიკითხე დაახლოებით. მთლიანად ვკანკალებ. მუცელში საოცარ ტკივილს ვგრძნობ. ასე მემართება ნერვიულობისგან. არა რა თქმა უნდა არ მივალ! არც ის არ მოვა რატომ უნდა მოვიდეს ? იატაკზე ვწვები და ჭერს ვაშტერდები ალბათ ორი საათი მაინც ვარ ამ მდგომარეობაში. ვდგები, ყველაფერი მტკივა, ჯერ სახლში დავბოდიალობ, ვეწევი. ღვინოს ვსვამ, კიდევ ვეწევი. ვთვრები და ვიძინებ. მეორე დღის შუადღით მეღვიძება. ღმერთო ! ყველაფერი მახენდება ისიც მახსენდება რომ რვაზე უნდა ვნახო. ისევ გიჟს ვემსგავსები. უნდა ვნახო სხვა გზა არ მაქვს, სხვანაირად ვერ მოვიქცევი ამას დიდი ხანია ველი. კარადიდან ტანსაცმელს ვყრი, რამდენიმე კაბას ვიზომავ. ერთ-ერთს ვარჩევ, მგონი ყველაზე სექსუალურია. შავი ტანზე მომდგარი სადა კაბაა მუხლამდე, ოდნავ ამოღებული. ვბანაობ, ფეხებს გულმოდგინედ ვიპარსავ,კბილებს ვიხეხავ, ,,ფუშ აფიან" ბიუსჰალტერს ვიცვამ. კაბას ჩემს ერთადერთ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს ვუხამებ. საბედნიეროდ უხდება. თმას ჩემით ვისწორებ ფენით. საყურეებს ვიკეთებ, სუნამოს ვისხამ და წამწამებს ვიპრეხ. ჩემი დის მუქ ტუჩსაცხს ვისვამ წინა კვირას დარჩა ვეუბნებოდი ძალიან ვულგარულია მეთქი. სარკესთან ვშეშდები. ალბათ ჩემი ქმარი ვერ მიცნობდა. მაგრამ ასე ვერასდროს მნახავს. ჩემთვისვე ჯობია ნაკლებად სასურველი ვიყო, უფრო იშვიათად შემომიძვრება აღზნებული საწოლში. უეცრად მახსენდება იდიოტურ სტატიაში ამოკითხული სიტყვები: ,, ნამდვილი მამაკაცი ყოველთვის გრძნობს რა აცვია ქალს შიგნიდან" უჯრიდან ჩემს ერთადერთ ტანგას ვიღებ, რომელიც არასდროს მცმია მემგონი ეგეც ჩემმა დამ მაჩუქა. ვიცვამ. საკუთარ საჯდომს ვაკვირდები და კაბას ვისწორებ. რვას ათი წუთი აკლია. გავდივარ. ტაქსის ვაჩერებ და კაფესთან ჩამოვდივარ. იმედია არ გადავაჭარბე ასე რომ გამოვეწყე. შინაგანად დარწმუნებული ვარ რომ აქ არ იქნება ჯერ. ან საერთოდ არ მოვა და სხვათაშორის ეგ ფაქტი მამშვიდებს. ვიტრინიდან მაინც ვიხედები. იქ ზის... აი ნამდვილი შოკი, ფეხებში ძალა მეცლება და გული თითქოს მუცელში ჩამივარდა. რა უნდა ვუთხრა? ან თვალებში როგორ შევხედო მე ხომ ვუთხარი რომ სექსის დროს ჩემი ქმრის ნაცვლად წარმოვიდგენ ხოლმე...მე ხომ ყველაფერი ვუთხარი. მაინც შევედი და მის წინ დავდექი. ტელეფონში იყურებოდა ამომხედა. ეს თვალები... თმა და წვერი ლამაზად ქონდა შეჭრილი ოდნავ ჭაღარაც ერია შიგადაშიგ, როლექსის საათი და მუქი ლურჯი პიჯაკიდან იდეალურად გაუთავებული თეთრი მანჟეტები. გრძელ ხორბლისფერ გითებს საქორწინო ბეჭედი არ უმშვენებდა. თვალებში მიყურებს. -არ დაჯდები? ხმაზე მაკანკალებს. თითქოს მეშინია. მარტო ერთი აზრით ვარ შეპყრობილი აქ არუნდა ვიყო ! - ყავა ? - რა ? ა , ჰო კი -ალბათ კაპუჩინო რატომღაც მიღიმის თუ მიმეჩვენა ზუსტად არ ვიცი - ესპრესო ჩემთვის ყავა მოაქვთ. წვერზე ხშირად ისვამს ხელებს. შეუწყალებლად სიმპათიურია, გამოუძინებელი ჩანს თვალები ოდნავ შეშუპებული აქვს და დაღლილი. მოულოდნელად იწყებს ლაპარაკს - იცი გუშინ ოფისში მივედი და ჩემი მდივანი უხეშად დამხვა, როგორც წესი ასე არ მხვდება ხოლმე, ცივად მპასუხობდა და ჩვეულებისამებრ არ მიღიმოდა. ვერ მივხვდი ამას რატომ ყვებოდა -ისეთი სახე ქონდა ქალებს რომ გაქვთ ხოლმე, როცა ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებთ. ჩემს მეილს ის ამოწმებს. შენმა წერილმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მასზე. ტირანიც კი დამიძახა. იცინის. სიცილი ძალიან უხდება მაგრამ ისევ მე დამცინის. -მერე მეც წავიკითხე, სიმართლე გითხრა, ყველაფერს ვერ ვიხსნებ ისე დეტალებში როგორც შენ გახსოვს. ყოყმანობს, არ იცის რა თქვას მე არ მიყურებს სივრცეში იყურება. ჩუმდება. მერე უეცრად ეყრდნობა იდაყვებით მაგიდას და ჩემკენ იწევა - მე პატარა გატუტუცებული ბავშვი ვიყავი. მე... მე ბოდიშს გიხდი. მე არ მინდა რომ მაპატიო მე უბრალოდ ბოდიშს გიხდი. ახლა უკვე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ სიზმარია. მსგავსი რაღაცები ასე არ ხდება. ეს ხომ წყეული ჰოლივუდის ფილმი არ არის. ადამიანები არ იცვლევიან. ადამიანები ადამიანები პატიებას ასე მარტივად არ ითხოვენ. ეს მხოლოდ ილუზიაა ჩემი ტვინის ერთ ტაქტში ჩამარხული ოცნება, სურვილი, რაც გინდათ დაარქვით. სკამზე ვეშვები ვდუნდები თავისუფლად ვჯდები. მაინც ვიცი რომ მალე გამომეღვიძება... საშოდან გამოვძვერი ხელმეორედ. მკვდრეთით აღვსდექი. და რა მინდოდა ამდენი ხნის მანძილზე? მისი ბოდიშის მოსმენა? არა რაღაც მოხდა, რაღაც ისეთი რაც სიტყვებით არ გადმოიცემა. ეს უეცარი სიმსუბუქე ჩემს ძარღვებში, ეს უხილავი ფრთები ჩემს ზურგზე. იქნებ იმის რწმენა გამიჩნდა რომ ადამიანები იცვლებიან, ადამიანები ისევ გრძნობენ, ისევ ტირიან. მის თვალებში ჭეშმარიტ წუხილს ვხედავ და ეს მაფრთიანებს. ისევ დაძაბული მიყურებს თვალებში. არაფერს არ ვგრძნობ უბრალოდ მსუბუქი ვარ და შავ-ბნელ მომავალს მოლურჯო ფერი ედება.ჩემი ცხოვრების მეტამორფოზა. ვუღიმი და ხელს ხელზე ვადებ. ვხვდები- მისგან არაფერი აღარ მინდა,არც სიყვარული,არც თანაგრძნობა, არც მწუხარება. მასთან შეხვედრის სადისტური კადრებიც იშლება მეხსიერებიდან,რომელსაც ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე მანამდე. წარსულის კადრები ძველი კასეტის ლენტებივით იფლითება. ვდგები და მივდივარ უსიტყვოდ. რაღაცის თქმა უნდა ბოლომდე მაყოლებს თვალს. სახლში მოვდივარ. ტანსაცმელს და უკანასკნელ დანაზოგს ვამზადებ. გზაში გადავწყვეტ სად წავალ და რისი კეთება მინდა. მაგიდაზე წერილს ვტოვებ: ,,მაპატიე აღარ მიყვარხარ" კეთილი იყოს ჩემი ფეხი ახალ სამყაროში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.