შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უსიყვარულოდ {3}


10-01-2019, 17:13
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 11 816

მარიამთან სახლში იყვნენ ყველანი მაშო, ნუცა, მანჩო და კიდევ მარიამის რამდენიმე კლასელი. სხვადასხვა ტკბილეულობა მოამზადეს, პიცა, სალათები და დაიწყეს გართობა. ცოტა ხანს ქორწილზეც საუბრობდნენ მანჩომ მოსაწვევების ვარიანტები აჩვენათ . ერთად მსჯელობდნენ ბოლოს მარიამმა ყველაფერი გვერდით გადადო მუსიკას აუწია და ცეკვა დაიწყო. იმდენ თემაზე ისაუბრეს, იმდენი იცინეს და ბოლოს მაინც სიყვარულამდე მივიდნენ
_ჩემი ალექსანდრე არ უნდა ვადღეგრძელოთ? _მთვრალმა მარიამმა გაიცინა და ჭიქა მაღლა ასწია _ყველამ თქვენ თქვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიხსენეთ ... შეიძლება ალექსანდრე ისე არ მიყვარს როგორც ქმარი უნდა გიყვარდეს, მაგრამ პირველია და უკანასკნელიც ...ჩემი სიყვარულია უსიყვარულოდ_ჭიქა დაცალა და გვერდით მჯდომ რძალს გახედა _მაშოო წვენით
_დათუნაზე მეტად არასდროს არავინ მყვარებია, შეიძლება მომავალში შემიყვარდეს კიდეც. იმედია შემიყვარდება ისეთი კაცი ჭკუიდან რომ არ შემშლის
_პატარავ, კაცმა ჭკუიდან თუ არ გადაგდგა როგორ უნდა შეგიყვარდეს არ ვიცი_მანჩომ გადაიკისკისა და ჭიქა აიღო_ ხოო ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ? ის გარყვნილი კაცია , ღმერთო შენ მაინც ხომ იცი როგორ მაგიჟებდა ჩემი და მისი ქორწილიც არ ყოფილა გრძნობების ფეიერვერკი. ერთ დილას სადღაც ჯანდაბაში რომ გაგვეღვიძა სრულიად შიშვლებს და გათანგულებს მითხრა ცოლად გამომყევიო და მეც გავყევი იქვე , იმ დღესვე დავიწერეთ ჯვარი ...საერთოდაც ახლაც მისი ცოლი ვარ ღვთის წინაშე ...ჯანდაბა , მაგ წყეულს გაუმარჯოს
_მეც უნდა ვთქვა? _ ნუცამ შეიცხადა ყველამ რომ შეხედა _ მე ყველაზე მეტად ალექსანდრე მიყვარს არანათესავ მამრებს შორის
_ნწ. ნწ ნწ მეგობრული სიყვარული არ ითვლება ... კაცები რომლებსაც ერთხელ მაინც ვაკოცეთ ნუციკო
_არ მინდა იმ არსების გახსენება, მაგრამ ჩემი პირველი, მეორე და ყველა დანარჩენი კოცნაც რომელმაც გული გამიჩერა დუდასია ხოდა ჯანდაბას გაუმარჯოს , მაგრამ არ მიყვარს და ტყუილად აზუზუნდით... უბრალოდ კარგი კოცნა იცის.. სხვა არც არაფერი უკეთებია მთელი ცხოვრება ნამდვილი კურო _სახე დამანჭა , ყველა იცინოდა. მაშო იყო ფხიზელი ამდენ ქალებში
_ანჩო შენი ჯერია _კიდევ ერთ მეგობარზე გადავიდნენ
_მე ჩემს ქმარზე მეტად არავინ მყვარებია, მალე გამიგიჟდება და მოდი გაძლებას ვუსურვებ ჩემს დაბრუნებამდე . ორი ბავშვი ჰყავს დატოვებულუ სულ მარტოს და პლიუს გალეშილ ცოლს უნდა მომხედოს იმსახურებს დალოცვას _ გაიცინა და რომ დალია მერე მობილურიც აიღო _უნდა წავიდე ,მაპატიე მარუს
_მოიცა ჩვენც წამოვალთ ... მანამდე ჩემს ფიზიკის ლექტორს დავლოცავ , ეგ არამზადა კაცი მიყვარს ყველაზე მეტად ეგ და მისი ფიზიკა _ ყველამ გაიცინა რა თქმა უნდა . მარიამი საერთოდ ჩაიკეცა
_ლექტორი 78 წლისაა მეგობრებო _ძლივს ამოთქვა და მერე ვერცერთი სუნთქავდა
_აკოცეო ქალო
_უიმე ეგ შენთვის თქვა თორემ ზოგადად სიყვარულზე საუბრობს... აბა სხვა მე არავინ მიყვარს ღმერთია მოწამე
_კარგი მეც ვიტყვი და ჩვენ წავედით _ ბოლომ აიღო ჭიქა _ მოიცა წეხან გავიხსენე და ისევ დამავიწყდა ... ორი გიორგი მიყვარდა ყველაზე მეტად, ერთი ნიკა და კიდევ ვიღაც რაღაც უცნაური სახელი ჰქონდა იმ ბიჭს ყველაზე მაგრად ეგ მკოცნიდა ...
_გიჟიაა ეს გოგო
_აუუ სპორტ დარბაზში რომ გავიცანი კუუს რა ერქვა ?
_საშა გოგო ?
_ხოო აიი ეგ იმენა ჩემი ბოლო სიყვარულია ...აი ახლაც დავსველდი რომ გამახსენდა . იქნებ პირდაპირ მასთან წავიდე აქედან სულ ტყუილად დავშორდი
_გაგიჟდა...სახლამდე მიიყვანეთ
_ნწ ჩემი საშა უნდა ვნახო არ იცით რა ნაშაა

მთვრალი ქალები ? ნამდვილი საგიჟეთია!

უკვე ღამის სამი საათი იყო სამივე გათიშული ცეკვავდა და იცინოდა ბიჭები რომ მივიდნენ . მაშო წვენის ჭიქით ცეკვავდა და დანარჩენებზე ეცინებოდა. ძალიან საყვარელი იყო , დათო რომ დაინახა წამსვე მოიღუშა . მარიამმა რომ იხმო უმცროსი ძმა მოდი ცოლს ეცეკვეო წამსვე უარყო
_ჩვენ წავალთ მარ... გვიანია უკვე. ხვალ დაგირეკავ
_ნწ...ჯერ გეცეკვოს ეგ ლოდი უიმე რანაირად გააკეთა ამან ბავშვი ეს ხეე ეს
_ისეთი მთვრალი ხარ მგონი ალექსანდრეს ცოლობა არც გინდა
_ნუ სისინებ დავითა თორემ შვილის დაბადებას ვერ მოესწრები ... _ ალექსანდრემ გვერდი აუარა და მარიამს წელზე ხელი მოხვია _ მე მგონია ყველაფერი აარჩიე და შენ აქ წვეულება მოაწყვე?
_ეჭვიანობ პატარავ? _ გაიცინა და ტუჩები ლოყაზე მიაწება _ დაქალოშკებთან შენ ვერ დაგიძახე , წინასწარ ვმსჯელობდით ჩემს პირველ ღამეზე და აბა როგორ _ ვითომ ჩუმად უთხრა და თეძო შეარხია _მიყვარს ეს მუსიკა
_ვაახ ჩემი ბერძენი ღმერთკაციც მოსულა... ოლიმპოდან გადმოვარდა და პირდაპირ თბილისში დაეცა. მაინცადამაინც ჩემს მანქანას შეასკდა და დაიჟინა რომ ვუყვარვარ. არც მოჰბეზრდა , ვერც გადავაფიქრებინე და ვერც მოვათვინიერე _ ნუცამ ჭიქა ტუჩთან მიიტანა სითხით დაენამა ტუჩები, მერე ენის წვერი გადაისვა და დუდას მიუახლოვდა . მშვიდად რომ იდგა და უყურებდა _ რატომ ხარ ასეთი... მიმიკაც არ გეცვლება. ნამდვილი რობოტი ხარ რომელსაც მხოლოდ გაბრაზების ფუნქცია აქვს _ თითები ჩამოუსვა სახეზე და მერე ყურთან მიუტანა ტუჩები _ მაგრამ ჩემთან ნამდვილი თოჯინა ხდები , თუ მოინდომებ და მთვარიანი ღამეებია _ თითები თავზე გადაატარა და ყურის ქვეშ აკოცა _ წამიყვან სახლში? ჩემით რომ წავიდე კიდევ ვინმეს შევეჯახები და იქნებ მასაც შევუყვარდე
_ეს მომეცი _ჭიქა გამოართვა, ხელი წელზე მოხვია და მერე იქედან წაიყვანა. მთელი გზა არ გაჩუმებულა, ლაპარაკობდა და დუდას ნერვებზე მოქმედებდა. გზაში ვიღაცამ დაურეკა და მანაც წამსვე უპასუხა. არც უფიქრია დუდა რომ იყო იქ .
_რა გინდა რაა...ამ დროს რატომ მირეკავ. რას გადამეკიდე ვაახ, რამდენჯერ გითხარი ნუ მირეკავ _თქო! ბლა ბლა ბლა ... მთვრალი ვარ ხო მერე ? რა შენი საქმეა, პათოლოგი ვარ და კიდე თუ გადამეყრები სადმე იარაღს ავიღებ და პირდაპირ ფეხებსშორის დაგახალებ ტყვიას ... იმბეცილი ! შეყვარებული ? ჩემს მოტყუებას რომ ცდილობდი მაშინ არ იყავი შეყვარებული? ყველა გამოშტერებული მე რომ უნდა გადამეყაროს _ ტელეფონი გათიშა და ჩანთაში ჩააგდო_ იდიოტი ... შეყვარებულიო...იმ ნახევარქათამასაც რომ ეფლირტავებოდა შეყვარებული არ იყო... ყველა შენნაირია ჩემო ურჩხულო
_ტელეფონი მომეცი _ პირდაპირ მის ჩანთაში ჩაყო ხელი და მობილური ამოიღო . ნომერი ნახა და მერე უკან დააბრუნა
_რას აკეთებ
_გაჩუმდი ცოტა ხანს არ დაიღალე?
_შენ არაფერი გაქვს სათქმელი? არ დაიღალე ამდენი სიჩუმით? მე დავიღალე ...ძალიან დავიღალე , დამღალე იცი? ძალას მაცლი იმ დაჯახების შემდეგ მე მე აღარ ვარ
_არაფერს ვაკეთებ ნუცა რაში მადანაშაულებ
_არაფერს მეუბნები და ყველაფერს აკეთებ... ჩემი ყველა შეყვარებული სცემე , ყველას აუკრძალე ჩემთან მოკარება. ყველას დააშინე და არც თვითონ მიახლოვდები. ვერ გავიგე ჩემთან რა გინდა
_მოვედით... გადმოდი _მანქანიდან პირველი გადავიდა, კარი გაუღო და ისიც გადაბობღდა _მე არავინ მიცემია რეებს მაბრალებ
_მითხარი რა გინდა ჩემგან... _ საყელოში წვდა და ახლოს მიიწია_ რატომ მირევ ტვინს . მე შენ არ მიყვარხარ, არც მომწონხარ . შენ სულ სხვა ხარ მე სულ სხვა ვარ . არც კი გიცნობ , არც შენ მიცნობ და რა გინდა
_წამოდი შენი ძილის დროა _ ხელი მოხვია მაგრამ აშკარად ზედმეტად იმოქმედა გრილმა ჰაერმა. შებარბაცდა და ყელზე ჩამოეკიდა. ხელში აიყვანა და ისე მივიდნენ ბინამდე. გათიშული იყო მის მკლავებში, ჩუმად ბუტბუტებდა შემეშვიო და მერე გაითიშა. დუდამ მხოლოდ დილით დატოვა მანამდე დარაჯობდა ცუდად რომ არ გამხდარიყო.
დათო და მაშო სახლში წავიდნენ. ორივე ჩუმად იყო, საუბარს გაურბოდა და ასე ყველაფერს თითქოს მშვიდად აგვარებდნენ , მაგრამ სინამდვილეში ართულებდნენ.
ალექსანდრე და მარიამი მანჩოს წასვლის შემდეგ მარტო დარჩნენ. ამჯერად ვალსს ცეკვავდნენ. ალექსანდრე ფხიზელი იყო და ღიმილით უყურებდა მთვრალ გოგონას
_ალექსანდრეე
_ჰოო
_ხომ იცი როგორ მიყვარხარ
_ვიცი
_ნწ, არ იცი... შენ ჩემი სული ხარ და რომ დაგკარგო ამ ქორწილის გამო მოვკვდები , მაგრამ ვერ გაპატიებ ვერც ღალატს და ვერც სხვის შეყვარებას. უნდა გადავწყვიტოთ ღირს თუ არა... მე ვერ გაგიშვებ ხომ იცი როგორი ვარ _ სახეზე მოეფერა, ლოყაზე აკოცა და მერე მზერა გაუსწორა შეძლებ მხოლოდ ჩემი კაცი იყო?
_თუ დარწმუნებული არ ვიქნები ისევ მეგობრები ვიქნებით და ისე დავიშლებით როგორც ცოლ_ქმარი , გპირდები
_ბევრო დავლიე... ლოთი ცოლი გყავს და უფრო ლოთი ცოლის დაქალები
_ვიცი და ასეთი მიყვარს _ გაიცინა და ხელში აიყვანა
_საწოლში ?
_ძილის დროა
_უკვე? _ისე საყვარლად თქვა ალექსანდრემ სიცილი ვერ შეიკავა. შუბლზე აკოცა და მერე დააწვინა საწოლზე . წამსვე იცვალა გვერდი, წამოიწია და გახდა დაიწყო. არასდროს შეეძლო ჩაცმულს ძილი. ან სასწრაფოდ უნდა მიგეწოდებინა თავისი უთხელესი პენუარი ან მხოლოდ ტრუსით დაიძინებდა და პლედი უნდა მიგეფარებინა. ალექსანდრემ პენუარი გადააცვა სასწრაფოდ და მერე გათიშული დაეცა საწოლზე
_არანორმალური ხარ , მაგრამ შენნაირს მეორეს ვერ ვნახავ! _ პლედი დააფარა და მერე შუქი ჩააქრო
_მიყვარხარ , მაგრამ არ მიყვარხარ _მარიამმა ჩუმად თქვა და საბოლოოდ გაითიშა
*^*^*^
რამდენიმე დღე თვალის დახამხამებაში გავიდა. რაღაცები გადაწყვიტა, რაღაცებზე ისევ მსჯელობდა და სულ იცვლიდა არჩევანს. მანჩო ლამის გააგიჟა , მაგრამ ყველაზე სასწაული ამბები ყვავილების შერჩევისას დაიწყო. დადიოდა და ხან ერთს იფარებდა სახეზე ხაბ მეორეს. ზოგს რის გამო იწუნებდა ზოგს რის გამო. საოცარ მიზეზებს იძახდა მაგალითად "ეს ძალიან ჭყეტელაა" " ეს ძალიან თეთრი" "ძალიან წითელი"" ძალიან ბევრი მტვრიანა ჩანს ამ ყვავილებში , დამტვრევას ვუყუროთ? გინდა რომ მანიშნო მალე წადით საქმეს მიხედეთო? "
" ეს ყვავილია? " "საერთოდ რა საჭიროა ყვავილები , მოვრთოთ ... ბალახებით " " კაკტუსები რომ დავკიდოთ ქოთნებით მაგიდების თავზე? " "მაგიდის შუაშიც არა? ბევრს რომ შეჭამენ ეკალი შეერჭობათ და გაჩერდებიან"
მოკლედ კიდევ საოცრებები თქვა, მაგრამ ბოლოს შეარჩია მაგიდის საფარებისა და საერთო დიზაინის შესაბამისი დეკორატიული ყვავილები. ყველა დეტალს აკვირდებოდა, მაგრამ კერძების ჩამონათვალი რომ დაუდეს წინ სულ შეიშალა. ალექსანდრესთან ისეთი ცხარე დებატები ჰქონდა მოსმენაც არ შეიძლებოდა. შეფ მზარეული სამსახურის დატოვებასაც ფიქრობდა , წავალ თავიდან ვისწავლიო გადაწყვიტა . კონდიტერი საერთოდ შეიშალა ტორტის დიზაინი რომ აღუწერეს. ჯერ გემოებზე მსჯელობისას გაანადგურეს ყველაფერი. მერე ისიც ვერ დაადგინეს რამდენ სართულიანი ტორტი უნდოდათ , მოკლედ ერთობოდნენ და სხვებს აგიჟებდნენ.
_ძალიან გემრიელია ... ეს სახლში წავიღოთ რაა
_ქორწილამდე გასუქდები და კაბაში ვეღარ ჩაეტევი
_კაბა ... კაბა არ ამირჩევია
_არც მე ვიცი რას ჩავიცვამ
_რა უნდა ჩაიცვა ალექსანდრე
_არ მინდა ჰალსტუხი და რაღაც წვეტიანი ფეხსაცმელი . ხომ უნდა ვიცეკვოთ
_ეგრე მეც არ მინდა ცათამრჯენებზე დგომა და კაბის კუდის ხელით ტარება
_მერე მოკლე ჩაიცვი
_ტვინს ნუ ამირევ იცოდე
_წამოგყვე?
_არა
_ცრუმორწმუნე როდის გახდი
_ უბრალოდ შოკში უნდა ჩაგაგდო
_აი კიდევ ერთი ქმრის უარყოფითი მხარე... მდგობარი აგარჩევინებდა კიდეც კაბას და მე ვერც ვნახავ
_ცხელა ... განტვირრთვა მჭირდება
_ცურვა ?
_ხის სახლში მინდა ...
_წავიდეთ
_დღეს საქმეები რომ გქონდა?
_მამაც მიხედავს მე ხომ უბრალო მუშაკი ვარ მის იმპერიაში
_ძალიან ზარმაცობ ამ ბოლო დროს
_მეეჭვება მეორედ დავქორწინდე ასე რომ რაღაც სულელური საქმეების გამო არ მოვიკლებ შენთან ყოფნის სიამოვნებას...წავედით

რამდენიმე საათის შენდეგ მისაღებში ისხდნენ და აჯამებდნენ უკვე არჩეულ და გადაწყვეტილ ქორწილის დეტალებს. გეგმა ჰქონდა ჩატვირთული ტელეფონში მანჩოს დამსახურებით ყველაფერს მარტოვად აჩვენებდა.

დივანზე მჯდომ ალექსანდრეს უყურებდა და არაფერს ამბობდა
_მგონი ეს მოსაწვევები სჯობს ყველას... ეს ფერი მაგიდების ფერზეც გადის და სხვა დეკორაციაზეც. თეფშები მაინც არ მომწონს ...
_ის იყოს რომელიც შენ მოგწონს...იმ ჭიქებს უხდება _ჩუმად თქვა და ისევ მოსვა ჭიქიდან სასმელი _ხო არაფერს ვაკეთებთ ისეთს, მაგრამ დავიღალე_ფეხები გაშალა და ჭიქა იატაკზე დადო . ხალიჩაზე იჯდა , შემდეგ ისევ სანდროს გახედა
_რამე დარჩა კიდევ?
_კაბა ... ფატა, ფეხსაცმელი, თაიგული . შენი ტანსაცმელი და ათასი რამე
_მე ხო ვთქვი რასაც ჩავიცვამ და შენ უკვე საუკუნეა არჩევ
_რამდენიმე მომწონს
_ყველა იყიდე . ერთი ჯვრისწერაზე ჩაიცვი, ერთი გზაში, ერთი ხელისმოწერაზე და ერთიც ცეკვის დროს ... ბოლოს კიდე ერთიც შეიძლება
_ნუცამ საცვლების ოცი წყვილი მომითრია ყველა ისეთია რომ იმათ ჩაცმას არ ვაპირებ . ჩვენ იმ ღამით მაინც არაფერი გვექნება , დავთვრეთ და მერე იქვე სასტუმროს ლუქსში დავიძინოთ . რამე კომფორტულს ჩავიცვამ თუ კაბამ შემიწყო ხელი
_სულ ნუ ჩაიცვამ თუ გინდა ... ეგ მაინც მარტო მე უნდა ვნახო_ფეხები მაგიდაზე შემოაწყო თავი უკან გადასწია და ხელები დივნის საზურგეზე შემოალაგა _ ორ კვირაზე მეტია არავისთან მიფლირტავია და რაღაცნაირად ვარ ...თითქოს სხვა ვარ.
_რა სადარდებელი გაქვს
_ რა ელაპარაკე დღეს იმ შენს ბიჭს
_სამუდამოდ დავშორდით
_იმიტომ გეტაკა ბოლოს და გაკოცა?
_შენ რა მითვალთვალებდი?
_რომ გაარტყი გამისწორდა, მაგრამ კარგი იქნება მეტჯერ თუ არ ვნახავ როგორ გკოცნის სხვა
_ქორწილში კოცნას რომ მოგვთხოვენ რა უნდა ვქნათ_უცნაურად მდუმარე იყო იმ დღეს
_ლოყაზე გაკოცებ...შუბლზე ან ყელში
_არ მინდა ექსტრემალურ პირობებში გაკოცო პირველად. იქვე რომ გავხდე ცუდად ყველა გაიგებს რომ ისევ ისე ვართ
_გინდა ვირეპეტიციოთ ?
_ბევრს ვფიქრობ იცი? მე და შენ ყველაფერი გამოგვივა რაც ცოლ_ქმარს სჭირდება დიდხანს ერთად ყოფნისთვის , მაგრამ როგორც არ უნდა ავარიდოთ თავი ამ საკითხს ერთ დღეს აუცილებლად წახვალ სხვასთან , მერე სხვა შეგიყვარდება და ბოლოს რა იქნება...შევძლებთ ისევ ისე ვიმეგობროთ? მართლა მეშინია რომ რამე საშინელებას გავაკეთებთ და ყველაფერს დავანგრევთ
_მოდი ... აქ მოდი _ ხელი ჩაკიდა და წამოაყენა . შემდეგ წელზე მოხვია მკლავები და თავისკენ ისე მიიზიდა რომ ფეხებზე დაისვა . თითები თმაში შეუცურა და მაღლა აუწია _ ფსიქოლოგიური მომენტი გვაქვს მხოლოდ გადასალახი ... მე და შენ ს*ქსიც საოცარი გვექნება . კოცნასაც გასწავლი და ბოლოს გავალთ ფონს ... შენი სახეც კი მაქვს დახატული ერთ დროს _ თითები ქვედა ყბის ხაზს გააყოლა შემდეგ ყვრიმალებზე გადავიდა ცხვირზე, ტუჩებზე
_ადრენალინი მჭირდება... დამღალა საქმეებმა . ორი კვირაა ისე უბრალოდ ვერთობით _ თემა შეცვალა, თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა_ენერგიის წყარო მჭირდება
_ბაიკით წავიდეთ... ოღონდ გზაში მე დავჯდები და მერე შენ დაგსვავ _ ისევ თმაზე ეთამაშებოდა, ლოყაზე აკოცა და გაუღიმა_ძალიან დაღლილი ხარ . დავიძინოთ და ხვალ დილით წავიდეთ
_მეზარება
_დაძინება?
_ხო
_წაგიყვანო?
_ხო _ ფეხები წელზე შემოხვია და სხეულზე მიეკრო.
საძინებლისკენ მიჰყავდა მის წელზე ჰქონდა ხელი მოხვეული . გრძნობდა მის აჩქარებულ გულისცემას და უკვე ხვდებოდა რომ ცვლილებები დაწყებული იყო.
_რა გჭირს მარიამ... საშინელ ხასიათზე ხარ . გინდა მარწყვი და შოკოლადი მოგიტანო? _ საწოლზე მოკეცილი რომ დაწვა გოგო მაშინვე თავზე მოეფერა
_ძილი მინდა ...
_წავიდე ?
_ხო
_უკვე აღარ მეუბნები იმას რასაც ფიქრობ და გრძნობ
_ხომ გითხარი მეშინია გრძნობების არევის . ამ წამს საუკეთესო მეგობარზე ვქორწინდები რომელთან ცხოვრება გამოწვევა იქნება . ზუსტად ვიცი რომ ჩვენი ცოლ_ქმრობა არ შედგება... ბოლოს ალბათ ვიჩხუბებთ და მორჩება
_მე გეუბნები რომ არაფერი მორჩება _ გვერდით მიუწვა ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა_დავიძინოთ !
მარიამს ჩაეძინა , მაგრამ თვითონ ვერ მოისვენა. ბოლოს ოთახი დატოვა და მარტომ დაიძინა მეზობელ საძინებელში.

დილით ადრე წავიდა, ბაიკით დაბრუნდა უკან და მარიამიც გააღვიძა.
_წამოდი , გავისეირნოთ
_აქ ამოიყვანე? როდის მოასწარი
_ძილისგუდა რომ ხარ მაგის ბრალია...ჩაიცვი და წავედით
_ასე წამოვალ... შენ დაჯექი მე უკან ვიქნები _ ფეხსაცმელი მოირგო და სახლიდან გავიდა.
ალექსანდრეს ზურგიდან ეკვროდა , გრძნობდა თავისუფლებას, ადრენალინის ჭარბ რაოდენობას და ენერგიის ზღვას რომელიც მასში ბობოქრობდა. ისევ თავიდან დაიმუხტა ალექსანდრეს დამსახურებით. ერთმანეთს დიდხანს მოწყენის საშუალებას არასდროს აძლევდნენ ... ოროვე თვლიდა რომ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლე იყო და მუქი ფერები გამოჩენისთანავე უნდა გაექროთ .
*^*^*^*
მაშოსთან და დათოსთან არაფერი შეცვლილა, როგორც დაიწყეს ისე გააგრძელეს. სახლში იშვიათად იყო ხალხმრავლობა და როდესაც სხვებთან ერთად იყვნენ თავს იკავებდნენ. მარტო დარჩენისას კი არც საუბრობდნენ. მაშო ისე იქცეოდა თითქოს მართლა უჩინარი იყო. საწოლის კუთხეში წვებოდა და სანამ არ ჩაეძინებოდა მანამ არ ტოკდებოდა. შემდეგ აუცილებლად ბრუნდებოდა, გამობურცული ტუჩები მუდამ წითელი ჰქონდამ თუ ცხელოდა ლოყებიც ვარდისფერი უხდებოდა . საბანს საერთოდ იშორებდა , ბალიშს ეხვეოდა ან თუ ბალიში არ ხვდებოდა დათას მკლავს ეკვროდა. ძილის დროს ისეთ ხმებს გამოსცემდა რამდენიმე წამით თითქოს პატარა ბავშვი იყო რომელიც რაღაც სასიამოვნო სიზმარს ხედავდა. დილით თმები სულ აბურდული ჰქონდა , თვალები დაშუპებული და მაინც ძალიან საყვარელი იყო. თაფლს ვერ იტანდა , პურზე კარაქს რომ გადაუსვამდა ზემოდან შაქრის პუდრას აყრიდა და ისე ჭამდა. ან ქლიავის ჯემს უსვამდა და დიდი ნეტარებით შეექცეოდა.
მარიამის ქორწილის სანზადისში ბოლომდე იყო ჩართული და სახლშიც ძალიან გვიან ბრუნდებოდა. დათოსაც სხვა გზა არ ჰქონდა რომ ხედავდა შიმშილობდა ძალით ატენიდა საჭმელს მერე აუცილებლად ჩხუბს იწყებდნენ რადგან მაშო ამბობდა რომ არ უნდოდა . ბოლოს ან გაუჩერებლად ჭამდა და გულისრევით ასრულებდა ან თავს შეიკავებდა და მშვიდად ასრულებდნენ კამათს.
_სულ ჭამს? _ზურამ რომ ნახა როგორ იყო ჭამის დროს სამყაროს მოწყვეტილი გამოუძინებელ ძმაკაცს მიუბრუნდა
_ზოგჯერ საერთოდ არ ჭამს და მთელი დღე აღებინებს ... გუშინ კაბებს არჩევდნენ ქორწილისთვის და მთელი ღამე ჭამდა მერე. მეძინება
_შენ რას აკეთებდი
_ვუყურებდი _ გაუაზრებლად წამოსცდა მხოლოდ შემდეგ მიხვდა ზურამ წარბები რომ აზიდა _ მეშინია ცუდად არ გახდეს ისეთებს ჭამს ხოლმე
_ქორწილიც მოახლოვდა...
_ხო მალე გავიდა დრო...ვაკვირდები და ვერ გავიგე ისევ მეგობრობენ, ერთად არიან მართლა თუ რა ჯანდაბა მოიგონეს
_მაგათ რას გაუგებ...მაშო ექიმთან როდის მიდიხართ?
_ქორწილის შემდეგ ... თქვენ როდის შერიგდით
_არ შევრიგდით , უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავი
_და რა გეგონა როგორ იქნებოდა
_იმაზე კარგადაა ვიდრე ვფიქრობდი...შენ ხარ ცუდად თორემ _ გაიცინა , მაშოს დაემშვიდობა და წავიდა.
_შენ გამო ძმაკაციც დავკარგე
_მასეთების მეტი რა გყავს ... ვინმე სხვას ეჭორავე და ეწუწუნე
_სად მიდიხარ
_ნუცასთან, შეიძლება დავრჩე
_რას ნიშნავს დავრჩე
_დავრჩე ანუ იქ დავიძინო ან არ დავიძინო . ხვალ დილიდან მარიამთან უნდა ვიყოთ. ათასი საქმეა ....კარს მოგვადა ქორწილიც.
_მოაგვარებენ შენს გარეშეც , ხომ არ გავიწყდება რომ ფეხმძიმედ ხარ
_არ მავიწყდება , ვერ დაგავიწყდება რომ შენს სხეულში პატარა ადამიანია.

ნუცასთან გვიან მარიამიც მივიდა , კიდევ რამდენიმე გოგო იყო და მაშომ ცოტა მოიწყინა კიდეც. გადაიღალა და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. ქუჩაში იდგა მანქანა რომ გაჩერდა ზუსტად მის ფეხებთან და იქედან მისი კურსელი გადმოვიდა.
_მაშო , რა სიურპრიზია. გამიხარდა შენი დანახვა _ მოეხვია და ლოყაზე აკოცა
_როგორ ხარ ... არ ვიცოდი თბილისში თუ იყავი
_ორი დღეა რაც დავბრუნდი ... სად მიდიხარ , წამო გაგიყვან . მგონი მალე იწვიმებს
_არა ...არ შეწუხდე . ტაქსი მალე მოვა
_რა შემაწუხებს მაშიკო ... გთხოვთ _ კარი გაუღო და ისიც დაჯდა.
მისამართი უთხრა და ღვედი შეიკრა
_აბა ? რა ხდება ახალი? ჩვენები როგორ არიან. ბიჭები დღეს უნდა ვნახო
_მთელი ზაფხული ისე გავიდა თითქმის არავინ მინახავს . სწავლის დაწყებამდე დაბრუნდებიან ქალაქში სხვებიც...
_ხო ახლა ყველა დასასვენებლადაა . მე ცოტა ადრე დავბრუნდი ჯერ კიდევ ძალიან ცხელა აქ... შენი დანახვა ძალიან გამიხარდა . ხვალ თავისუფალი თუ იქნები შევხვდეთ , მომენატრე
_ცოტა ხნის წინ გავთხოვდი , ფეხმძიმედ ვარ და მალე ჩემი მულის ქორწილია ასე რომ _ბიჭი ისედაც ჩქარა ატარებდა , მაგრამ მისმა სიტყვებმა იმდენად იმოქმედა მუხრუჭს სსწრაფად დააჭირა ფეხი და მაშო ღვედს რომ არ შეეჩერებინა დაშავდებოდა უთუოდ. წამში გაიგო ბიჭის ჩუმი შეკურთხება და დარტყმის ხმა . უკნიდან მანქანა შეეჯახათ და მერე უკვე შიშმა იმოქმედა. ცუდად გახდა და წამებში გონებაც დაკარგა.
პალატაში იყო რომ გამოფხიზლდა და ბიჭი იჯდა მის გვერდით
_მაშო ...
_სად ვართ? კლინიკაში რატომ ვართ...ბავშვი
_ყველაფერი კარგადაა უბრალოდ სტრესის გამო დაკარგე გონება. გამოკვლევები გაგიკეთეს ყველაფერი და ბავშვს არაფერი სჭირს. მაპატიე რა , არ ვიცი რა დამემართა უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ მცირე დროში ამდენი... ჯანდაბა
_არაუშავს ... მთავარია ყველაფერი კარგადაა. ექიმმს დაუძახე თუ შეგიძლია მაინტერესებს სახლში წასვლა თუ შემიხლია
_კი , მითხრა რომ გაიღვიძებს გაგიშვებთო ... ახლავე დავუძახებ
სანამ ბიჭი გასული იყო ოთახი მოათვალიერა , მისი ჩანთა იქვე იდო. თავი საშინლად სტკიოდა და მალე უნდოდა სახლში დაბრუნება. პალატის კარი ვიღაცამ სწრაფად გაღო და დათო რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა. ისეთი სახე ჰქონდა კარგს არაფერს მოასწავლებდა.
_მითხარი რომ ბავშვი კარგადაა თორემ ორივეს მოგკლავთ გეფიცები!
სიტყვის თქმა ვერ მიახერხა ექიმი შევიდა ბიჭთან ერთად. დათო გაეცნო და ყველაფერი გამოჰკითხა . მერე ექიმი რომ გავიდა ბიჭს მიუბრუნდა
_მანქანაში ქალი რომ გიზის და თან სხვისი ქალი რომელიც სხვის ბავშს ატარებს მუცლით ნელა რომ უნდა იარო შენმა ტვინმა მაგდენი ვერ მოწვა? _ იერიშზე გადავიდა
_შემთხვევით მოხდა...არა რა , ხუმრობა მგონია. სამი თვის წინ არც კი ელაპარაკებოდით ერთმანეთს და ახლა ბავშვს ელოდებით? ძმაკაცის დას თუ შეირთავდი ცოლად რას ვიფიქრებდი
_სულ ს*რზე შენ რა გიკვირს და რას ფიქრობ . ახლა მხოლოდ იმიტომ არ გინგრევ თავ _ყბას რომ საავადმყოფიში ვართ და ძალიან არ მინდა შეწუხებული ადამიანები უარესად შევაწუხო . მეორედ რომ მიუახლოვდე გეფიცები მაგ ტვინს ამოგაცლი ფიქრიც რომ ვერ შეძლო...
_დათო გეყოფა გთხოვ ... მე
_წავედით _ ფეხზე მდგომ გოგოს გახედა. ჩანთა გამოართვა და მერე რომ მიხვდა სიარული უჭირდა წამში აიყვანა ხელში. თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა, სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა და მთელი სხეული დაჭიმული. სახლში მისვლამდე არაფერი უთქვამს. გვიანი იყო უკვე, ყველას ეძინა და სახლშიც სიჩუმე იყო. საძინებელში როგროც კი შევიდნენ მაშინვე დაიწყო ბრაზის გადმონთხევა
_ნუცასთან რჩებოდი მგონი შენ ხო? ნუცასთან მგონია და ქალბატონი თურმე სად დასეირნობს ... შენ რა გინდა რომ ჭკუიდან შევიშალო და მოგკლა? რა ჯანდაბა გინდა გამაგებინე . იმ ს*რთან რა გინდიდა გოგო ან სად მიდიოდი ძალიან მაინტერესებს ! აქამდე არ უწვებოდი და ახლა ჩემი ბავშვი რომ გყავს მუცელში გადაწყვიტე გეგულავა? _ ამის თქმა და ლოყის აწვა ერთი იყო . მაშომ ისე ძლიერად გაარტყა რომ ხელიც კი ეტკინა
_შენ არც კი ვიცი რა უნდა გითხრა ...რა დონის ადამიანი ხარ. ასე თუ ფიქრობ სათქმელიც არაფერია. საერთოდაც სახლში მოვდიოდი იმიტომ რომ დავიღალე და მას უბრალოდ მოვყავდი შენ ერთხელ მაინც რომ დაგერეკა და გეკითხა როგორ ვიყავი გეტყოდი რომ სახლში მინდოდა, მაგრამ არ დაგირეკავს! ლილეს კორპუსთან მორიგეობ ალბათ ან არ ვიცი შორიდან აკვირდები უკვე სხვასთანაა თუ ისევ ტირილში ატარებს დროს
_ლილეს საერთოდ ნუ ახსენებ ! დაგერეკა მერე და გეთქვა მოდი სახლში წამიყვანეო ... დარტყმა აღარ გაბედო თორემ
_თორემ რა ... რას გააკეთებ იმაზე უარესს რასაც ყოველდღე აკეთებ . არ მინდა შენთან უაზრო ლაპარაკში დროის ხარჯვა .

მთელი ღამე ვერ დაისვენა , დათო ოთახში არ შესულა . გამთენიისას დაწვა და ფრთხილად შეეხო მუცელზე . მაშოს ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს გრძნობდა
_დედაშენი მალე ჭკუიდან შემშლის , მგონი შენ მოქმედებ თორემ ადრე ასეთი არ იყო. ტუჩები მიაწება და თავი დაადო , დათო ამ დროს მშვიდად იყო მაშომ კი სულ მთლად დაკარგა სიმშვიდე...


ადრე დადება გადავწყვიტე იმედია გაგახარებთ არ ვიცი ეს თავი გამირჩეული არ არის მგონი მაგრამ ცოტა ახალ წყვილზეც წერია . იმედია მოგეწონებათ და ისევ გამიზიარებთ ტქვენს აზრს ძალიან ძალიან გამახარეთ თქვენი შეფასებებით
გვიან ღამით კიდევ დავდებ ერთ თავს



№1  offline მოდერი abezara98

ჩემი დათიკო და მაშიკოო, ჩემი ხისთავიანი ბიჭი. მაინც ვერ სწავლობს ჭკუას laughing მიდი, მაშო! მე შენკენ ვარ. მეტის ღირსია ეგ. სულ მთლად უნდა გაუერთიანოს მაგს თავ-ყბა ადამიანმა ორსულ ცოლს რომ განერვიულებს smirk იცი, რაღაც მხრივ, მარიამის შიში მეც გადმომედო. მართლა რამე ისე რომ ვერ წავიდეს მათი დაქორწინების მერე? მშვენიერი მეგობრები არიან, საუკეთესო და ახლა ცოლ-ქმრობა არევს მგონი მათ შორის სიტუაციას confused არ ვიცი, არ ვიცი... sweat_smile იმაზე ბევრი ვიცინე, ბარემ კაკტუსები ჩამოვკიდოთ და ბევრს რომ შეჭამენ, უჩხვლეტთო joy ოოოო, დუდა და ნუციკო ძალიანაც მომწონს მე ერთად. რაღაცნაირი მუხტი მოდის მათგან, უცნაური bowtie ნუციკო გიჟია, ნუ, ეტყობა, ვისი დაქალიცაა, მაგრამ დავიჯერო დუდა სულ ასეთი მშვიდია? თუ მხოლოდ ნუცა ახერხებს მის მორჯულებას? sweat_smile
მაგრამ მე მაინც ჩემს ცეცხლოვან მანჩოს ველოდები laughing თან ნახეთ, ცოლ-ქმარი ყოფილან ისევ და დავიჯერო ვერაფერი უნდა მოიფიქროს ცოლის შემოსარიგებლად? grin ცეცხლია ჩემი მანჩო, ცეცხლი და მგონი მოუწევს ვიღაც-ვიღაცეებს ამ ცეცხლში დაწვა და დაფერფვლა smile
მშვენიერი თავი იყო, მე მომეწონა blush და მოუთმენლად გელოდები ჩემო საყვარელოო! heart_eyes heart_eyes

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ჩემი დათიკო და მაშიკოო, ჩემი ხისთავიანი ბიჭი. მაინც ვერ სწავლობს ჭკუას laughing მიდი, მაშო! მე შენკენ ვარ. მეტის ღირსია ეგ. სულ მთლად უნდა გაუერთიანოს მაგს თავ-ყბა ადამიანმა ორსულ ცოლს რომ განერვიულებს smirk იცი, რაღაც მხრივ, მარიამის შიში მეც გადმომედო. მართლა რამე ისე რომ ვერ წავიდეს მათი დაქორწინების მერე? მშვენიერი მეგობრები არიან, საუკეთესო და ახლა ცოლ-ქმრობა არევს მგონი მათ შორის სიტუაციას confused არ ვიცი, არ ვიცი... sweat_smile იმაზე ბევრი ვიცინე, ბარემ კაკტუსები ჩამოვკიდოთ და ბევრს რომ შეჭამენ, უჩხვლეტთო joy ოოოო, დუდა და ნუციკო ძალიანაც მომწონს მე ერთად. რაღაცნაირი მუხტი მოდის მათგან, უცნაური bowtie ნუციკო გიჟია, ნუ, ეტყობა, ვისი დაქალიცაა, მაგრამ დავიჯერო დუდა სულ ასეთი მშვიდია? თუ მხოლოდ ნუცა ახერხებს მის მორჯულებას? sweat_smile
მაგრამ მე მაინც ჩემს ცეცხლოვან მანჩოს ველოდები laughing თან ნახეთ, ცოლ-ქმარი ყოფილან ისევ და დავიჯერო ვერაფერი უნდა მოიფიქროს ცოლის შემოსარიგებლად? grin ცეცხლია ჩემი მანჩო, ცეცხლი და მგონი მოუწევს ვიღაც-ვიღაცეებს ამ ცეცხლში დაწვა და დაფერფვლა smile
მშვენიერი თავი იყო, მე მომეწონა blush და მოუთმენლად გელოდები ჩემო საყვარელოო! heart_eyes heart_eyes

ვაიმეე ჩემი გოგოოო აი პირველივე კიმენტარი რო ასეთი გხვდება ძაან მაგარი შეგრძნებაა არ იცი როგორ მახარებ
ვატყობ დავდებ ღამით მეოთხე თავს

 


№3  offline წევრი kora

მარიამ საიტის საოცრება ხარ შენ! ესეთი გადამდები დადებითი ემოციები მარტო შენგან მოდის. ყოველ ჯერზე ისეთ პერსონაჟებს ქმნი, რომ მთლიანად ვიკარგები და მათი ცხოვრებით ვიწყებ ცხოვრებას. ისე კარგად შეგიძლია მოწყვიტო ადამიანი ჩვეულ რეალობას, მოარგო ვარდისფერი სათვალე და აგრძნობინო რომ ირგვლივ სითბო, სიყვარული, ბედნიერება და ნამდვილი მეგობრობა ბუდობს. ეს ბოლო დროა იშვიათად ვახერხებ კომენტარის დატოვებას, მაგრამ ჯერ კიდევ იმ დროიდან მოგყვები როცა წერა დაიწყე ამ საიტზე და თამამად შემიძლია ვთქვა ასეთი საოცრება სხვა არ მეგულება და შენ სულ უნდა წერდე, რათა ასე გაგვათბო ჩვენც ამ საოცარი მუხტის მქონე ისტორიებით.
ამ ისტორიაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვიყო განსხვავებული მაგრამ სწორედ დათა-მაშოს ურთიერთობა მაგიჟებს და უკვე ისე ძალიან მიყვარს ეს ორი რომ სიტყვებითაც ვერ გადმოგცემ.
მადლობა ამ ემოციებისთვის ❤️
--------------------
kira.G

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

kora
მარიამ საიტის საოცრება ხარ შენ! ესეთი გადამდები დადებითი ემოციები მარტო შენგან მოდის. ყოველ ჯერზე ისეთ პერსონაჟებს ქმნი, რომ მთლიანად ვიკარგები და მათი ცხოვრებით ვიწყებ ცხოვრებას. ისე კარგად შეგიძლია მოწყვიტო ადამიანი ჩვეულ რეალობას, მოარგო ვარდისფერი სათვალე და აგრძნობინო რომ ირგვლივ სითბო, სიყვარული, ბედნიერება და ნამდვილი მეგობრობა ბუდობს. ეს ბოლო დროა იშვიათად ვახერხებ კომენტარის დატოვებას, მაგრამ ჯერ კიდევ იმ დროიდან მოგყვები როცა წერა დაიწყე ამ საიტზე და თამამად შემიძლია ვთქვა ასეთი საოცრება სხვა არ მეგულება და შენ სულ უნდა წერდე, რათა ასე გაგვათბო ჩვენც ამ საოცარი მუხტის მქონე ისტორიებით.
ამ ისტორიაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვიყო განსხვავებული მაგრამ სწორედ დათა-მაშოს ურთიერთობა მაგიჟებს და უკვე ისე ძალიან მიყვარს ეს ორი რომ სიტყვებითაც ვერ გადმოგცემ.
მადლობა ამ ემოციებისთვის ❤️

კორაა ძალიან მიხარია შენ ჩემი მკითხველი რომ ხარ და მადლობა ამ ისტორიაზეც რომ დააფიქსირე შენი აზრი <3
მართლა უზომოდ მახარებს ძველი მკითხველი ისევ რომ კითხულობს ჩემს ისტორიებს ე.ი მთლად ერთი და იგივე შინაარსი არ აქვს ყველას და მოსაბეზრებელიც არ გავხდით მე და ჩემი გმირები

 


№5  offline წევრი Anansio

ვაიიიმეეეე❤️❤️❤️როგორ გამახარეეე❤️❤️❤️❤️მარიამი და ალექსანდრეე სულ სხვა სამყაროაა❤️❤️❤️❤️ვგიჟდებიი❤️❤️❤️განსხვავებულები არიაან????❤️❤️❤️ყველა გიჟი და გადარეულიაა❤️❤️❤️რაც შეეხება დათოოს...მგონიი მაშოოს მიმართ სიყვარულიი უკვეე შეეპარა და არ უნდა რომ მიხვდეს❤️❤️❤️❤️ან ეშინია....მოკლეედ ძაალიან მაგარიაა და ძალიან მომწონს❤️❤️❤️მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️❤️უმაგრესი ხარ მარიამ❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

Anansio
ვაიიიმეეეე❤️❤️❤️როგორ გამახარეეე❤️❤️❤️❤️მარიამი და ალექსანდრეე სულ სხვა სამყაროაა❤️❤️❤️❤️ვგიჟდებიი❤️❤️❤️განსხვავებულები არიაან????❤️❤️❤️ყველა გიჟი და გადარეულიაა❤️❤️❤️რაც შეეხება დათოოს...მგონიი მაშოოს მიმართ სიყვარულიი უკვეე შეეპარა და არ უნდა რომ მიხვდეს❤️❤️❤️❤️ან ეშინია....მოკლეედ ძაალიან მაგარიაა და ძალიან მომწონს❤️❤️❤️მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️❤️უმაგრესი ხარ მარიამ❤️❤️❤️

ვაიმეეე მადლობაა
მარიამი და ალექსანდრე მგონი გადავიდა მეორე პლანზე და მომკლავენ მათზე რო იქნება მომდევნო თავები მიხარია შენ რო მოგწონს

 


№7  offline წევრი ნანა73

კარგი ისტორიაა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მაინტერესებს და მომწონს( გასაკვირი კარგი გაგებით)) ხოდა მეც სხვებივით დათო და მაშოს დუეტი უფრო მაინტერესებს, მათი ურთიერთობა უფრო ემოციურია, გაურკვეველი და მეტის მოლოდინში ვარ. მარიამი და ალექსანდრე უფრო მსუბუქი წყვილია, შენს " ძველ " სტილში... ერთი სიტყვით საინტერესოა ❤️

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

ნანა73
კარგი ისტორიაა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მაინტერესებს და მომწონს( გასაკვირი კარგი გაგებით)) ხოდა მეც სხვებივით დათო და მაშოს დუეტი უფრო მაინტერესებს, მათი ურთიერთობა უფრო ემოციურია, გაურკვეველი და მეტის მოლოდინში ვარ. მარიამი და ალექსანდრე უფრო მსუბუქი წყვილია, შენს " ძველ " სტილში... ერთი სიტყვით საინტერესოა ❤️

მიხარია რომ მოგწონთ დ ვეცდები საინტერესო იყოს ბოლომდე ყველა წყვილი
ვნახოთ რა გამომივა <3

 


№9  offline წევრი Anya10

მოკლედ შენ ის სუპერ გოგო ხარ ყველა წყვილი ერთანირაად სიფსიხე და სიგიჟე რო ყავს. ოღონდ ყველა თავისებურად. დათო და მაშოს წყვილი ძაალინ წინა პლანზეაა და მეე კიი მიყვარს ეგ წყვილი, მარაა აი მომავალი თავენი მარიამს და ალექსანდრეს რო დაეთმობა როგორ გადავიტანთ არ ვიცი. არა განა მაგ წყვილს სჭირს რამე გადასატანი უბრალოდ მაშოს და დათოს წყვილში დახაბულობა სუფერვს და ჰოპ-სტოპზე ვყავართ სულ ყველა. კიდეევ ძაააალიან მაინტერესებს მანჩოოს და თავისი სატრფოოს წყვილიი. დაა აუუუუ დუდუც არ დაგვავიწყდეეს რაა . მოკლედ ჩემო მარიამ რამდენი ხანია შენი ფანი ვაარ და უუუუძალიანესაად გამიხარდება გვიდან ღამე თუ დადებ ახალ თავს.

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

Anya10
მოკლედ შენ ის სუპერ გოგო ხარ ყველა წყვილი ერთანირაად სიფსიხე და სიგიჟე რო ყავს. ოღონდ ყველა თავისებურად. დათო და მაშოს წყვილი ძაალინ წინა პლანზეაა და მეე კიი მიყვარს ეგ წყვილი, მარაა აი მომავალი თავენი მარიამს და ალექსანდრეს რო დაეთმობა როგორ გადავიტანთ არ ვიცი. არა განა მაგ წყვილს სჭირს რამე გადასატანი უბრალოდ მაშოს და დათოს წყვილში დახაბულობა სუფერვს და ჰოპ-სტოპზე ვყავართ სულ ყველა. კიდეევ ძაააალიან მაინტერესებს მანჩოოს და თავისი სატრფოოს წყვილიი. დაა აუუუუ დუდუც არ დაგვავიწყდეეს რაა . მოკლედ ჩემო მარიამ რამდენი ხანია შენი ფანი ვაარ და უუუუძალიანესაად გამიხარდება გვიდან ღამე თუ დადებ ახალ თავს.

დამიჯერე მარიამთან და ალექსანდრესტან ისეტი ამბები მოხდება საინტერესო გახდება და მეტ ექშენს შესძენს ისტორიას. რაც შეეხება დანარჩენებს ყველაზე დავწერ და ამიტომაც ვთქვი მრავალწყვილიანი იქნება-თქო. არც მანჩოს დავივიწყებ ...ნუცას და დუდას დიდი დრო დაეთმობათ როცა მათი ჯერი მოვა
მადლობა <3

 


№11  offline წევრი Takson

Mariaam rogorc koveltvis ikneba sauketesooo ???????????? mara erti gamarkvie amati asakiii :ddd

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

Takson
Mariaam rogorc koveltvis ikneba sauketesooo ???????????? mara erti gamarkvie amati asakiii :ddd

მაშო და დათო 20 წლის არიან
მარიამი და ალექსანდრე 24-25
დუდა სადღაც 32 ნუცა 25 smile
heart_eyes

 


№13  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

დედააა ეს რა მჭიირს დათო კი მაბრაზებს მარა ძაან მესაყვარლება ასე რომ ეჭვიანოობს :დ ♥️♥️♥️
ალექსანდრე და მარიამი წეწა ამ ორზე ვაფანატებ უკვე გული მიფანცქალებს ამათ გრძნობებზე ♥️♥️♥️♥️
დუდიკო და ნუცაც როგორ მესაყვარლებიან ვაიმეეე მოკლედ ყველა წყვილი ისე მაგრად მიყვარს რომ რავიციი ♥️♥️♥️ ჰოდა მოუთმენლად გელოდები ვეღარ ვძლებ უკვე ♥️♥️♥️

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

ტკბილიწიწაკა
დედააა ეს რა მჭიირს დათო კი მაბრაზებს მარა ძაან მესაყვარლება ასე რომ ეჭვიანოობს :დ ♥️♥️♥️
ალექსანდრე და მარიამი წეწა ამ ორზე ვაფანატებ უკვე გული მიფანცქალებს ამათ გრძნობებზე ♥️♥️♥️♥️
დუდიკო და ნუცაც როგორ მესაყვარლებიან ვაიმეეე მოკლედ ყველა წყვილი ისე მაგრად მიყვარს რომ რავიციი ♥️♥️♥️ ჰოდა მოუთმენლად გელოდები ვეღარ ვძლებ უკვე ♥️♥️♥️

აი დრეს რო დავდებ მიხვდებით რო მარიამი აფრენს და იმედია უფრო მოგეწონებათ
დათო ყველას მოსწონს მოკლედ რაა მოსწონს რა არ მოსწონს მაგრამ მაინც მათი წყვილი მოგწონთ

 


№15  offline წევრი 1131

ძანიან მომწონს არვიცი რა ვთქვა არადა იმდენი მაქ სათქმელი მაგრამ სიტყვები არმყოფნის ძაან მაგარი გოგო ხარ ვგიჟდები შენზე და შენს საოცარ ისტორიებზე :* :* <3 <3

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

1131
ძანიან მომწონს არვიცი რა ვთქვა არადა იმდენი მაქ სათქმელი მაგრამ სიტყვები არმყოფნის ძაან მაგარი გოგო ხარ ვგიჟდები შენზე და შენს საოცარ ისტორიებზე :* :* <3 <3

როგორ მიყვარს სიტყვები რომ არ ჰყოფნით
ძალიან მიხარია მადლობა დიდი heart_eyes kissing_heart

 


№17  offline წევრი რუსკიმარუსია

ასეთი ტკბილი, გემრიელი და გიჟური ისტორია უნდა წაიკითხო კაცმა ძილის წინ და მერე ტკბილად დაგეძინება❤ სიგიჟეებით თითქოს ერთმანეთს გვანან გმირები, მაგრამ რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთად და ცალ-ცალკე საოცრებები არიან ❤ მე ჯერ მაშო-დათოს, დაძაბულ-დაზაფრულ წყვილს ვგულშემატკივრობ. კი მინდა დათო გავწიწკნო მაგრამ მერე მაშომ უნდა ინერვიულოს და არ მინდა :დ
რაც შეეხება ალექსანდრეს და მარიამოს. თვითონაც გრძნობენ უკვე ცვლილებებს და სწორედ ახლა იწყება ამათი სიგიჟე, აქამდე ერთობოდნენ❤ დანარჩენ წყვილებზე შემდეგში მოგახსენებ :)
გელოდები ❤❤❤

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
ასეთი ტკბილი, გემრიელი და გიჟური ისტორია უნდა წაიკითხო კაცმა ძილის წინ და მერე ტკბილად დაგეძინება❤ სიგიჟეებით თითქოს ერთმანეთს გვანან გმირები, მაგრამ რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთად და ცალ-ცალკე საოცრებები არიან ❤ მე ჯერ მაშო-დათოს, დაძაბულ-დაზაფრულ წყვილს ვგულშემატკივრობ. კი მინდა დათო გავწიწკნო მაგრამ მერე მაშომ უნდა ინერვიულოს და არ მინდა :დ
რაც შეეხება ალექსანდრეს და მარიამოს. თვითონაც გრძნობენ უკვე ცვლილებებს და სწორედ ახლა იწყება ამათი სიგიჟე, აქამდე ერთობოდნენ❤ დანარჩენ წყვილებზე შემდეგში მოგახსენებ :)
გელოდები ❤❤❤


უუჰ როგორ მახარებთ ტქვენ მე რაა
აი მალე დავდებ სულ რამდენიმეწუთში და კიდევ უფრო საყვარლები გახდებიან და იმედია თქვენც მოგეწონებაათცდა გაერთობით

 


№19  offline წევრი Liziko27

ერთი წელია რაც ამ სიატზე ვარ.. ყველაზე მეტად ორი მწერალი მომწონს.. შენ და კიდევ ერთია.. არცერთს დავთმობ:d:d :d ორივე ჰაერივით საჭიროა ჩემთვის... პირველი ისტორია რომელმაც გადამრია და დღემდე უცნაურ გრძნობებს მიღვიძებს სულს მოგცემ იყო.. ახლა შემთხვევით გავიგე რომ შენმა ოქროს ხელებმა დაწერეს.. მაშინ ახალი შემოსული ვიყავი საიტზე და არ ვიცოდი მწერლების შესახებ.. მართლა ყველა ტყუილის გარეშე ძალიან დიდ პატივს გცემმ .. ყველა სიტყვას იმდენად გაზრებულად და გრძნობით წერ.. მკითხველს უყვარხარ ძალიან... ახლა აიმდენად გავუცხოვდით და გავცივდით ადამიანები ერთმანეთთან შენაირი თბილი ადამიანები საჭიროა:*:*:**:*:* სითბოს და პოზიტივს აძლევ მკითხველს...ავიწყებ ყველა საზრუნავს თითქოს.. მშვიდი ძილიც შეიძლება შენი ისტორის წაკითხვის მერე.. მიხარია რომ აღმოგაჩინე და მთელი გულით გისურვებ წარმატებს ცხოვრებაში.. :*

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

Liziko27
ერთი წელია რაც ამ სიატზე ვარ.. ყველაზე მეტად ორი მწერალი მომწონს.. შენ და კიდევ ერთია.. არცერთს დავთმობ:d:d :d ორივე ჰაერივით საჭიროა ჩემთვის... პირველი ისტორია რომელმაც გადამრია და დღემდე უცნაურ გრძნობებს მიღვიძებს სულს მოგცემ იყო.. ახლა შემთხვევით გავიგე რომ შენმა ოქროს ხელებმა დაწერეს.. მაშინ ახალი შემოსული ვიყავი საიტზე და არ ვიცოდი მწერლების შესახებ.. მართლა ყველა ტყუილის გარეშე ძალიან დიდ პატივს გცემმ .. ყველა სიტყვას იმდენად გაზრებულად და გრძნობით წერ.. მკითხველს უყვარხარ ძალიან... ახლა აიმდენად გავუცხოვდით და გავცივდით ადამიანები ერთმანეთთან შენაირი თბილი ადამიანები საჭიროა:*:*:**:*:* სითბოს და პოზიტივს აძლევ მკითხველს...ავიწყებ ყველა საზრუნავს თითქოს.. მშვიდი ძილიც შეიძლება შენი ისტორის წაკითხვის მერე.. მიხარია რომ აღმოგაჩინე და მთელი გულით გისურვებ წარმატებს ცხოვრებაში.. :*

ძალიან ძალიან დიდი მადლობა
მე მართლა მაბედნიერებს თქვენი დამოკიდებულება უზომოდ ვბედნიერდები ემოციებს რომ გიზიარებთ ჩემი გმირების საშუალებიტ
მეც ძალიან მიყვარს სულს მოგცემ გამორჩეულუ ემოციებით ვიყავი წერის დროს
აი ახლა კიდევ ერთი დავდე და იმედია მასაც წაიკითხავ და მოგეწონება

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

ამ დათოს კარგს არაფერს გავუკეთებ მე...
უთხარი ჭკუას მოუხმოს თორემ ისე ვცემ ყველაფერი დაავიწყდება

 


№22 სტუმარი Swen

Very rapidly this web site will be famous among all blogging visitors, due to it's good articles
or reviews

my blog post: vpn special

 


№23 სტუმარი სტუმარი Hunter

Hi, i think that i saw you visited my site thus
i came to “return the favor”.I'm trying to find things
to enhance my site!I suppose its ok to use some of your
ideas!!

Also visit my website; vpn 2024

 


№24 სტუმარი Glinda

Great web site you have got here.. It's hard to find good quality writing like yours
these days. I truly appreciate individuals like you!

Take care!!

Feel free to surf to my blog post: vpn special
coupon code 2024

 


№25 სტუმარი სტუმარი Juliana

Hello There. I found your weblog the use of msn. This is a really neatly written article.
I will make sure to bookmark it and come back to learn more of your useful info.

Thank you for the post. I'll definitely return.

Here is my web-site - vpn coupon ucecf

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent