უკანსკნელი ნატვრა (2 თავი)
2თავი 4ივლისი როგორც კი მზის სხივებმა ფანჯრებს თავი დააღწიეს და ოთახში შემოანათეს მაშინვე გამეღვიძა.ვიცოდი რო მალე იკა და ნაკო გამომივლიდნენ ამიტომ ავდექი ვიბანავე, მაგიდაზე საუზმე გავშალე დედაჩემის საფირმო ბლინები დავდე და ბავშვებს დაველოდე.ამდროს ტელეფონი აზუზუნდა და შეტყობინება მომივიდა. იკას ძმაკაცები დაადგნენ და სადღაც გაგვექცნენ მარტო მოგვიწევს წასვლა ავტობუსის გაჩერებასთან გელოდები და მალე მოდი არდამაყუდო აქ დიდიხანი ჯანდაბა რა ივლის ამ სიცხეში საყიდლებზე გავიფიქრე და ბლინები პირში ჩავიტენე.ჩანთას ხელი დავავლე სახლის კარები ჩავკეტე და ნაკოსკენ გავემართე.სანამ ავტობუსის გაჩერებამდე მივედი ჩემი დამემართა ისე ცხელოდა. -ნიინ აბა თუ მიხვდები ვინ დავინახე მანქანით? -მერავიცი ნაკო დროზე წავიდეთ რა თორე ვკვდები მგონი ეს მზეც ჩვენს ჯიბრზეა. -სანდრო იყო მგონი უფრო გასიმპათიურდა თავის ძმაკაცებთან ერთად ისე ჩამიშხუილა თვალი ძლივს მოვკარი. როგორც იქნა საბოლოოდ სავაჭრო ცენტრამდე მივაღწიეთ და მაღაზიები დავიარეთ ბოლოს პარკებით დატვირთულებმა სახლისკენ წამოსვლა რომ დავაპირეთ ნაკომ აიჩემა ზოლიანი მაიკა უნდა ვიყიდოო აი აქ კი გადამეკეტა თვალები ავატრიალე და შეღონებული სახით ვუთხარი. -აუ მიდი რა შენ მე აქვე სკამზე ჩამოვჯდები თორე სიარულისთავი აღარ მაქვს და ცოტა მალე გამოდი. ბოლოს როგორციქნა თავისუფალი სკამი ვიპოვე ჩვენი პარკები დავაწყვე და ტელეფონში ქექვა დავიწყე. ცოტახნის მერე მესმის პარკების ჭრაჭუნის ხმა გვერდით ვიხედები და ვიღაც ბიჭი ჩვენს პარკებს დაბლა დებს და შორიახლოს მიჯდება ერთი პარკი ფეხებში ჩამიდოდა და თვითონ მთელ სკამზე გაიშალა. ვაიმე ახლა როავიღებ ამ პარკებს და ვურტყავ თავში რაწესი იყო მთელი პარკების ფეხებში ჩაყრა. მისკენ ვიხედები და მხარზე ხელს ვუტყაპუნებ რადგან შემომხედოს. -უკაცრავად მაგრამ სახლში არ გასწავლეს რომ სხვის ნივთებს ესე არ უნდა მოექცე?ჩემი პარკები ფეხებში ჩამიყარე შენკიდევ მთელი სკამი დაიკავე. ჩემსკენ შემოტრიალდა და თავისი დიდი თაფლისფერი თვალებით შემომხედა.თვალებს აქეთ იქით იქნევდა რაღაცას მიმანიშნებდა ხელებსაც რიტმულად ამოძრავებდა გავიფიქრე ყრუ-მუნჯი იქნებათქო და თავი დავანებე ისიც ვიფიქრე ალბათ საღ ჭკუაზე არაა საწყალითქო არადა მშვენივრად იყო ჩაცმულიც და მოვლილიც.მერე ჩავფიქრდი გიჟი ხოარაა რას მომშტერებია ამდენიხანითქო და ადგილის შეცვლა დავაპირე ჩემი სკამიდან ადგომა და მისი ხელის შეხება ჩემს მხარზე ერთი იყო ხელებს აქეთ იქით იქნევდა და თან ირონიული სახე ჰქონდა აქკი მართლა დავეჭვდი მანიაკი ხოარაა ვინჯანდაბაათქო.არ შემეშვა, ბოლოს თითებით მანიშნებდა ტელეფონზე რაღაცა აკრიფა და სახესთან ახლოს მომიტანა. მაღაზიამდე მიმაცილე ფეხი მტკივა წავიკითხე და სახეზე შევხედე. -რაგინდა მანიაკო დამანებე თავი ჯერ პარკებს მაცლი ახლა მაღაზიამდე მიმაცილეო ვინგგონივარ ერთი გესმოდეს ხო შენს ადგილას მიგსვავდი. ვეჩხუბებოდი და ხელებს ვუქნევდი, მაგრამ მერეღა მივხვდი რომ ჩემზე გიჟი ამ პლაზაში ისიც კი არიყო ბოლოს ისეთი საწყალი თვალებით შემომხედა ვისღა ახსოვდა შიში მაღაზიამდე მიცილება გადავწყვიტე რომელიც ჩვენს წინ იყო ოციოდე ნაბიჯში. მან ხელი გამომიწოდა ალბათ მე დამეყრდონაბთქო და მკლავში ხელი ჩავჭიდე არც ისე ცუდად არ დადიოდა. რო შევათვალიერე მშვენიერი ჯინსი შავი მაიკა და კეტები ეცვა მენთოლის სუნიც ასდიოდა ცოტა სიმპათიურიც იყო ვიფიქრე საცოდავი ყრუ მუნჯო როათქო და ამ ფიქრში მაღაზიამდეც მივაღწიეთ. -მადლობას ჩემს თავს შენ მაგივრად გადავუხდი წარმოვიდგინე როგორი ხმაც ექნებოდა და ბოხი ხმით მადლობის თქმა დავაპირე ის იყო სიტყვას ვამთავრებდი რო საშინელი სიცილი აღმოხდა მერე ორი სილუეტიც გამოჩნდა მაღაზიიდან ჩვენსკენ მოემართებოდნენ. აი აქ კი გადამეკეტა ამ კრეტინმა მომატყუა არანაირი ყრუ მუნჯო ის არიყო რა მეამიტი ხარ ნინი როგორ დაგეჯერა ვფიქრობდი და გაბრაზებულმა ბოლოს ამოვხეთქე. -შეენ, ვინც არუნდა იყო ვინ გგონია შენი თავი? ჯერ პარკები ფეხებში მომიყარე, მერე მთელ სკამზე გადაწექი ესეც არიკმარე და თავი შემაცოდე თითქოს ყრუ-მუნჯი იყავი ეხლა კი სიცილით კვდები და ისეთი სახით მიყურებ გეგონება მე ვიყო შენსავით უნამუსო და აყლაყუდა. ის კი სიცილს არ წყვეტდა და უსინდისოდ მიყურებდა ამასობაში ის ორი სილუეტიც მოგვიახლოვდა ამ უსინდისოს ხელი გადახვიეს,მერე მე შემომხედეს და სიცილ ნარევი ხმით ჰკითხეს. -გეგა ეს ვინღაა ტო? ჩემსკენ მიუთითეს. -ჩემზე გაგიჟებული მორიგი თაყვანისმცემელი. გამომხედა და ამთვალ ჩამათბალიერა ირონიულად. აჰა ესეიგი გეგა ახლა ვაჩვენებ ამას თაყვანისმცემელს გავიფიქრე და თამაშში ავყევი ამ დეგრადირებულს. -ძვირფასო მაპატიე გთხოვ ბოლოჯერ ჩაგეხუტები და წავალ ვუთხარი სერიოზულად ჩემი თავის მე დამეჯერა მართლა თაყვანისმცემელი ხოარვართქო.ის კი გაშტერებული მიყურებდა ბოლოს მივუახლოვდი და ჩახუტება დავაპირე. -ხომ ხედავთ ბიჭებო არსად არ მაძლევენ მოსვენების საშულებას რავარ ესეთი სიმპათიური. ეს თქვა თუარა მივედი, მისკენ გადავიწიე ვითომდა ჩასახუტებლად და მხარზე ისეთი ვუკბინე გამწარებული განზე გახტა. ბოლოს მას შევხედე და ჩემი სიტყვა ვუთხარი. -ბოდიში საყვარელო ძალით არმინდოდა სამახსოვროდ დაგრჩება და არასოდეს აღარ დაგავიწყდება შენზე გაგიჟებული თაყვანისმცემელი. ის გაშტერებული მიყურებდა ბიჭები კი ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ. უკან გამოვტრიალდი და ჩემი პარკებისკენ გავეშურე ნაკოც სწორედ ამდროს გამოვიდა მაღაზიიდან და რვებით მკითხა. -სახეზე რაგჭირს რა აწითლებულიხაე? -არაფერი ისეთი ერთ იდიოტს თავისი ადგილი მივუჩინე და თან ძაან ცხელა ალბათ ამისი ბრალია. -რაა? ვინ იდიოტს სიცილით მითხრა ნაკომ. -მერე მოგიყვები მიდი რა ირაკლის დაურეკე იქნებ გაგვიყვანოს სახლში თორე ცუდადვარ უკვე. ნაკო ირაკლის ელაპარაკა როგორც ჩანს ისედაც აქეთ მოდიოდა და ჩვენც წაგვიყვანდა. მთელი ნახევარი საათი ვიყურყუტეთ სულ ტყუილად პლაზაში. იკას ველოდებოდით, მაგრამ მაინც არჩანდა ბოლოს როგორც იქნა მოაღწია და თავისი ვერცხლისფერი ჰიბრიდიდან გადმოვიდა. ჩვენ კი გაბრაზებულები ვუბღვერდით და ვეჩხუბებოდით რომ ასე დაიგვიანა. -კარგით გოგოებო მომეცით თქვენი პარკები, ჩავდებ საბარგულში და ჩასხედით.ჩემი ძმაკაცებიც აქეთ იყვნენ ისინიც მანქანაში სხედან როგორმე დაეტევით იცოდეთ ხმა არამოიღოთ მე ისევ მივდივარ ჯავახიძესთან ვიკრიბებით ბიჭები. მთელი დღე არ მეცლება და ტელეფონი არამიფეთქოთ. -კაი რაა ნუ ქოთქოთებ შენი ჭირიმე ვინ ძმაკაცები არიან ვუთხარი და მანქანისკენ წავედი. -არიცნობთ ჯავახას ძმაკაცები არიან. -ჰოკაი ვუთხარი და წინ დაჯდომა გადავწყვიტე მაგრამ ჩანდა რომ წინ ვიღაც იჯდა ამიტომ უკანა კარები გამოვაღე და მედა ნაკო დავსხედით. ჩემი დაჯდომა და გაოცებისგან სახის შეცვლა ერთი იყო. არარსებობს!ამ ყრუ-მუნჯ ბაყაყს აქ რაუნდა! გავიფიქრე და ჩემი ყავისფერი თმები სახეზე ჩამოვიფარე როგორც შემეძლო მაგრამ უკვე გვიანი იყო. სწორედ იმ ბიჭის გვერდით აღმოვჩნდი ვისაც ერთი საათის წინ მხარი დავუმშვენე. ვცდილობდი არ დავენახე მაგრამ რას გავაწყობდი გვერდით მეჯდა ნახევარი მისი მხარი ჩემს მხარს ედებოდა ახლაღა გავაანალიზე რა უიღბლო ვიყავი. მაგრამ შეიძლება სულაც არ ვახსოვარ ვიწყნარებდი თავს მე როგორ დამიმახსოვრებდა ან აქამდე ხო მეტყოდა რამეს შანსი არაა ვფიქრობდი და სწორედ ამდროს ირაკლის ხმამ გამომაფხიზლა. -ბიჭებო ჯერ გოგოებს მივიყვან სახლში და მერე ჩვენ გავიდეთ. -კაი ძმაო უთხრა წინმჯდომმა. ეკლებზე ვიჯექი მანამდე სანამ ჩემი უბანი არ ვიცანი როგორც კი ნაცნობ ადგილს მიუახლოვდა ირაკლის ვუთხარი. -იკა შენ აქ გამიჩერე გავივლი ჩემით აღარაა საჭირო სახლის კარებამდე მიყვანა. -რატო ნინ ბარემ აქვე ვარ მიგიყვან. -იყოოს არმინდა სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ.გავლა მინდა. -კაი მიდი მაგრამ როდის იყო ამ დაბინძურებულ ჰაერზე ამბობდი სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავო? სანამ სახლის კარებამდე არ მიგიყვანდი იქამდე თავს არ მანებებდი. -გამიჩერე იკა.კატეგორიულად ვუთხარი. ბოლოს როგორც იქნა მანქანიდან გადმოვაღწიე პარკები ავიღე ვიფიქრე ტყუილად ვნერვიულობდი მაინც ვერმიცნოთქო მაგრამ შენც არ მომიკვდე ფანჯრიდან თავის გამოყოფა და ჩამაშხამებელი სიტყვების მოძახება ერთი იყო. -კარგად იყავი ჩემო თაყვანისმცემელო. ჯანდაბა!ღმერთო ყველა გიჟს მე როგორ უნდა გადავეყარო. ხოა ღირსი ავახიო ის თავდაჯერებული როჟა და ხელში დავაჭერინო. ვბურტყუნებდი ჩემთვის სანამ სახლში მომღიმარე დედაჩემი არ შემომეგება. -რაქენი აბა იყიდე ყველაფერი რაც გინდოდა? -ჰოდე უბრალოდ ძაან დავიღალე პარკებშია ყველაფერი და ნახე თუ დათვალიერება გინდა მე ოთახში შევალ და წამოვწვები. ტანსაცმელი გამოვიცვალე და ტელეფონს დავხედე მესიჯი მომსვლოდა იკასგან. დღეს რაღაც გჭირდა მანქანაში ცუდად ხომ არხარ? არაფერია დავიღალე უბრალოდ მე და ნაკომ იმდენი ვიარეთ კაი, გეგამ მითხრა პლაზაში გავიცანი როგორი წესიერი და ზრდილობიანიაო ჰო მაგშენ გეგას უთხარი სადმე არ გადამეყაროს კიდე თორე... წავშალე მესიჯი და ტელეფონი გავთიშე იკას დაცინვის თავი არმქონდა მართლა დაღლილი ვიყავი და ისე დამეძინა საწოლში რო ჩავწექი ვერც გავიგე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.