შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდარი წარმოსახვა(+18) I ნაწილი


10-01-2019, 22:32
ავტორი Redstorm
ნანახია 2 580

ზუსტად ვიცი რომ რაღაცას მალავს…
ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე, ფანჯრიდან გავყურებდი ხაკისფერ ქურთუკიანს, ოდნავ დიდი ჯინსის შარვალი და ძველი სქელძირიანი ბათინკები აცვია. ფეხებს საფლავიდან ახლახანს წამომდგარივით მიათრევს. მუქი წვერი აქვს, საკმაოდ მოუვლელი. მძიმედ და თან სწრაფად მიდის, ძალიან მაღალია ალბათ ორი მეტრი მაინც. სიგარეტს კაკტუსის ქოთანში ვაქრობ და შიგნით ჩარჭობილს ვტოვებ, მაინც მეზიზღება ეს ეკლიანი არაფრისმომცემი, მწვანე, მახინჯი არსება. თაგვისფერ კაპიუშონიან ზედას ვიცვამ და სახლიდან გავდივარ, კიბეები სწრაფად ჩავირბინე და ქუჩაში გამოვედი. აღარსად ჩანდა. იმ მხარეს გავიქეცი სადაც მიდიოდა და ჰორიზონტზე დავინახე მისი შავი, ხვეული თმა და განიერი მხრები.
ყველაზე მაღალი იყო.
ავეკიდე. კორპუსშიც შევყევი, მეხუთე სართულზე შავ რკინის კარს მოარგო მარჯვენა ხელით გასაღები ძალიან ოსტატურად. მე ხუთი ან ექვსი ცდა მჭირდება კარის გასაღებად. მარცხენა ხელით მწვანე ვაშლს ჭამდა საკმაოდ ხმაურიანად, ისე რომ მეოთხე სართულზე მესმოდა ხრაშუნი, სასტიკად ჭამდა.. ხმამაღლა გამეცინა და პირზე ხელი ავიფარე.
სიჩუმე ჩამოწვა, ვგრძნობ რომ მოძრაობა შეწყვიტა. ზემოთ ვიხედები და ვხედავ ნელა როგორ ჩნდება მისი თავი კიბეებს შორის და პირდაპირ თვალებში მიყურებს. გავშეშდი, დაახლოებით ისე თაგვი რომ შეშდება როდესაც კატა უყურებს. ვგრძნობ, თვალები მიფართოვდება და გულის ცემა ნორმალურზე სწრაფია.
-ბევრი ირბინე?
მოულოდნელად მეკითხება. ძალიან ბოხი ხმა აქვს. არარეალურად ბოხი, ხმის შემცვლელი პროგრამით დაყენებულს გავს. მოულოდნელობისგან ვკრთები. არ ვიცი რა ვუპასუხო უბრალოდ კატის ნაბიჯებით ვიწყებ ძალიან ნელა ქვევით
ჩასვლას.
-შემოხვალ ?
ისევ გაისმის სიჩუმეში მისი ხმა, ამჯერად უფრო ხმადაბლა. ჩვეულებრივი სახე აქვს თითქოს არაფერი უკვირს. ან იქნებ ეს სახე არც არის მისი ჩვეულებრივი სახე?
-კარს ღიას დავტოვებ თუ გინდა შემოდი.
ამბობს და სახლში შედის.
რამდენიმე წუთით ვშტერდები, ალბათ თხუთმეტი ან ოცი წუთი ვდგავარ იმავე პოზაში, ცხელა. კიბეებზე ჩავირბინე ,,ანკა რას აკეთებ, ნამდვილი მანიაკივით იქცევი, სახლში წადი"
გარეთ გამოვედი და სკვერში ხის სკამზე დავჯექი. გამახსენდა სახლი, ჩემი ოთახის მეზობლის ახლად გაღვიძებული სახე და ჭამის მანერა, ის რომ ჭამის დროს ყოველთვის მესიჯს წერს და არასდროს ხურავს აბაზანის კარს, როდესაც ბანაობს.
გამახსენდა ჩემი დასამთავრებელი სტატია და რედაქტორის კლიმაქსიანი გამოხედვა, საჭმლით სავსე მაცივარი და ჩემი დიეტა. მივხვდი რომ სახლში არ მინდოდა. ეს ყველაფერი ახლა არ მჭირდებოდა და მეტიც, მკლავდა. საკუთარი მეორე მეს აზრი ფეხებზე დავიკიდე და მეხუთე სართულზე გიჟივით ავირბინე. ,,მე მწერალი ვარ, მე ისტორიები და თავგადასავლები მჭირდება" სახლის კარს თამამად ვაღებ და შევდივარ.
ცხელა. ოდნავ ბნელა და კაცის ოდეკალონის სუნი დგას. სახლი საოცრად არეულია, მგონი მსგავსი რამ არც მინახავს. დიდ ოთახში რაღაც ხელსაწყოები ყრია: დრელი, ბრტყელტუჩა და დანარჩენის სახელები არც კი ვიცი. რაღაც უცნაური ფორმის ჯართები ყრია ყველგან. სიგარეტის ბოლის ნისლია ჩამოწოლილი. გვერდითა ოთახიდან ,,ბლექ საბათი"-ს ხმა მესმის. სამზარეულოში ვიხედები. წელს ზემოთ შიშველი დგას გაზქურასთან და ტაფიდან დამწვარ კვერცხს იღებს.
-უცნაურია, ზუსტად იმ მომენტში იწყებს დაწვას როდესაც ოთახიდან გადიხარ ორი წამით.
ისევ მოულოდნელად არღვევს მისი ბარიტონის ხმა სიჩუმეს. მეგონა ვერ მხედავდა. რა ჯანდაბა სჭირს, თავი საშინელებათა ფილმში მგონია. ჩემი სხეულის ყველა კუნთს ვგრძნობ, სრულიად დაძაბული ვდგავარ შუა კარში. უხეშად აჭერს მარცხენა ფეხს სანაგვეს და თავსახური ეხდება თუარა თეფშიანად აგდებს დამწვარ კვერცხს. საოცარი სხეული აქვს, მისი ყველა კუნთი და დეტალი იდეალურია. ეს ალბათ ზემოთხსენებულ ჯართებთან ერთად განლაგებული ტრენაჟორების დამსახურებაა. მისი კანი სპილოს ძვლის ფერია, განიერი მხრები და სწორი ფეხები აქვს. თმა შავი და ხვეული, ახლა შევამჩნიე რომ სქელი და ჩემზე ლამაზი ტუჩები აქვს.
სამზარეულოში შევდივარ და იქვე ფანჯარასთან მდგარ სკამზე ვჯდები, იდაყვით ვეყრდნობი მაგიდას. მაშტერდება, ოდნავ მოჭუტული თვალებით.
-სრულწლოვანი ხარ?
- ჩემს გაუპატიურებას აპირებ?
ჩუმდება და მემგონი იღიმის. უცნაური სახის ნაკვთები აქვს, არც მახინჯია და არც სიმპათიური, გრძელი სახე და ოდნავ ჩაცვენილი ყვრიმალები. ბრიტანული იერის სახე და კორეული მოყვანილობის თვალები აქვს.
-შენი მზერით თუ ვიმსჯელებთ წინააღმდეგი არ უნდა იყო.
ძალიან თავდაჯერებულად ამბობს და კარადიდან დორიტოსის ჩიფსს იღებს.
- არა წინააღმდეგი ვარ!
მემგონი ვიყვირე, ცოტა ხმა ჩამეხლიჩა რამაც საოცარი არათავდაჯერებულობა შემატა ჩემს ნათქვამს.
იცინის, ხმამაღლა. თეთრი იდეალური კბილები აქვს. მიყურებს და იცინის.
- გინდა?
უეცრად გადმოიხარა და ჩიფსი სახესთან მომიტანა, ისე რომ ადგილიდან არც დაძრულა. ამ პოზაში შავკანიან კალათბურთელს ჰგავს.
- არა, არ ვჭამ არაჯანსაღ საკვებს.
სახე უკმაყოფილოდ ეღრიცება.
-დიდხანს სიხოცხლე გინდა?
-ხო ... თუნდაც...შენ არა?
ფეხს ფეხზე იდებს და ეჭვის
თვალით მიყურებს.
-არ გავხარ ადამიანს რომელსაც დიდხანს სიცოცხლე უნდა.
-ბატონო?
-დიდხანს სიცოცხლე რომ გინდოდეს ცხოვრებაში უამრავი გეგმა და მიზანი უნდა გქონდეს და ასევე გვერდით საყვარელი ადამიანი
-და რატომ გგონია რომ არ მაქვს ან ერთი და ან მეორე?
ბრაზი მედება მთელს სხეულზე, შუბლი მეწვის იმდენად ვცხელდები სიბრაზისგან.
-არ ვიცი, შენ მითხარი!
სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს აძვრენს კბილებით და უკიდებს.
- რა გითხრა?
-რატომ მგონია ასე? ჰო მართლა რა გქვია?
-ანკა
უხეშად ვპასუხობ და თვალებში ვუყურებ მინდა მის მომდევნო მოქმედებას შემზადებული შევხვდე.
-ანკა, მითხარი რატომ მგონია ასე ?
-არ ვიცი, ჩემი აზრით, ფსიქიკური პრობლემები გაქვს
-გინდა შეურაცხყოფა მომაყენო?
ახლოს იწევა ახლა უკვე სუნთქვას და სურნელს ვგრძნობ. ასეთი დაბნეული ალბათ ბოლოს მეცხრე კლასში ვიყავი ბიჭს რომ პირველად ვაკოცე.
-ვისურვებდი...
ხმა მიკანკალებს.
-ვისურვებდი რომ შეურაცხყოფა მოგაყენო, ან უბრალოდ დაგცინო, მაგრამ ჯერჯერობით მიზეზის ძიების პროცესში ვარ.
-დაგეხმარო?
-კი
სიგარეტს ლუდის ქილაში აგდებს და ორივე ხელით თმას იწევს, წვეტიანი მოზრდილი ყურები აქვს.
პანიკური სიცილი მიტყდება მოულოდნელობისგან. ორივე ვიცინით, ვხარხარებთ. სუნთქვა მიჭირს იმდენს ვიცინი.
-შენ უბრალოდ უზარმაზარი ყურები გაქვს!
-მიხარია რომ გულზე მოგეშვა. მაგრამ შენი შეხედულება ცხოვრებაზე უფრო სასაცილოა ვიდრე ჩემი მიკიმაუსის ყურები
-ჰმ, ალბათ უფრო ელფის... ჯანსაღ საკვებს რაც შეეხება ეს ჩემთვის საკმაოდ რთული საკითხია, ბევრჯერ ვყოფილვარ უსიამოვნო მდგომარეობაში საკუთარი სხეულისგან დაკომპლექსებული, მოზარდობის ასაკში მომატებული
თხუთმეტი კილო იმაზე საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ვიდრე შენ გგონია, ჯანდაბა! საერთოდ არც კი ვიცი რატომ გიყვები. ალბათ არც გაინტერესებს. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ფეხებზე ჯანსაღი კვება და დიდხანს და ბედნიერად ჯანმრთელად ცხოვრება, მე მინდა ეს ჩიფსი გესმის? უბრალოდ საკუთარ თავზე ვიმარჯვებ, მე ძლიერი ვარ და პრინციპებს არ ვღალატობ
-ჯობია მსუქანი და ბედნიერი იყო ვიდრე გამხდარი და სწერვა.
-შენ ამ წამს მსუქანი და ბედნიერი მიწოდე?
იცინის.
უნდა წავიდე...
სკამიდან ვდგები და რატომღაც მგონია რომ შემაჩერებს, ამ სახლის აურა დარჩენას მთხოვს, ათი წუთიც არაა რაც აქ ვარ და მგონია რომ სახლიდან თუ გავალ უჰაერობისგან გავიგუდები.
-კარგი.
მეუბნება და მიღიმის. ფეხათრევით გავედი კარიდან და პირველივე საფეხურზე დავაბიჯე თუ არა მისი ხმა მომესმა
-შეგიძლია ხვალ მოხვიდე?
-რატომ?
დაფიქრდა, უცნაური სახე მიიღო და მხრები აიჩეჩა.
-კარგი
დაუფიქრებლად ვუპასუხე და კიბეზე დავეშვი.
სახლში შესულს პირველ რიგში ლანას და ნინას ხმა მომესმა. ნინა იატაკზე იწვა გაშხლართული და სახეზე და მკერდზე ყინულები ეყარა. თამამად შემიძლია განვაცხადო რომ მეგობრობა მაშინ სრულდება როცა ერთად იწყებთ ცხოვრებას. უკვე მეორე წელია ერთმანეთის გამოხტომებს, დასვრილ ჭურჭელს და დაყრილ ნივთებს ვიტანთ.
- მოვიდა პუშკინი
მარშით დამხვდა ნინა და მკერდიდან აღებული ყინული პირში გაიქანა
- ყოველთვის ძლიერი იყავი პარალელებში
ფეხსაცმელს შემოსასვლელში ვიხდი და ავტომატურად სახლის დალაგებას ვიწყებ.
-აუ მოიცა რა მე რომ წავალ მერე დაალაგე
-და სად მიდიხარ? მე მეგონა მარტო აღარასდროს დავრჩებოდი…
-არც რჩები, ლანა არსად წასვლას არ აპირებს სამსახურიდან გამოაგდეს…
ხმამაღლა იცინის და ლანას ფეხის თითებით უღუტუნებს.
-ძაან სასაცილოა…
ირონიულად უღიმის ლანა და სახე არ ეცვლება.
-აი, ღამის კოშმარიც იწყება.
გულიანად დავიწუწუნე და ჩაიდანი გაზზე შემოვდგი.
-რატომ გამოგაგდეს?
- თურმე მეოცე დაგვიანებაზე აგდებენ
ისევ ნინამ მიპასუხა ლანას ნაცლად და ყველას ხმამაღლა გაგვეცინა.
-ნწ, რა უსამართლობაა გოგომ მხოლოდ ოცჯერ დააგვიანა და გამოაგდეს.
-მოკეტეთ რა
ლანა ადგა და აბაზანის კარი შიგნიდან ხმაურიანად ჩაკეტა.
-შენმა ლაშამ ამაფეთქა
ნინამ სიგარეტს მოუკიდა და სამზარეულოს მაგიდაზე ჩამოჯდა
-ანკა არ მპასუხობს, ანკა არ მწერს, ანკა სადაა ანკა რას ჭამს .. ნუ კაროჩე ან დაურეკე და დაამშვიდე ან მე დავუბლოკავ ნომერს.
-როგორც გინდა…
-რა ჯანდაბა გჭირს
გულწრფელად გაოგნებული სახით მკითხა ნინამ, თითქოს არანაირი უფლება არ მაქვს შეყვარებულის ზარს ვაიგნორებდე.
-არაფერი… გუშინ ჩემებთან მოვიდა ისე რომ არაფერი მითხრა წინასწარ და ხელი მთხოვა იმათ თვალწინ…
-მერეე? ღადაობ ძაან მაგარია
-არ არის მაგარიო! საერთოდ ასე ვიღა იქცევა, ეპიკური სისოფლელეა, თანაც მხოლოდ ორი წელია ერთმანეთს ვხვდებით და გათხოვებას არ ვაპირებ.
ჭიქებში ყავა და შაქარი ჩავყარე და წყალი დავასხი.
-მდა.. მე არ ვიცოდი ეგ ამბები. არადა იდეაში კარი ბიჭია, შენებს მზე და მთვარე ამოსდით მაგაზე და შენზეც გიჟდება, სხვა რა გინდა? მერე არ დაჯდე და არ იწუწუნო რომ წელებზე ფეხს იდგამ ქირის გადასახდელად და თავს მარტოსულად გრძნობ.
-არ ვიწუწუნებ… დედაჩემიც მაგას მეუბნება თითქოს ქმარი კი არა დაფინანსებაა სახელმწიფოდან და ამ ყველაფერზე უკვე გული მერევა. კარკვევით ვუთხარი რამოდენიმეჯერ რომ არ ვარ მზად მსგავსი ურთიერთობისთვის.
ყავას ვიღებ და ჩემს ოთახში შევდივარ… გათბობას ბოლომდე ვუწევ რომ ისე დაცხეს როგორც მის ოთახში. საწოლზე ვკალათდები თვალებს ვხუჭავ და მასზე ვფიქრობ… ჩემდა უნებურად მეღიმება და მუცელში გიგანტური პეპლები იწყებენ ფრენას. რა მემართება…



№1  offline წევრი Elle025

როგორი კარგია,რაღაც განსხვავებული და იდუმალი..მომეწონა ძალიან..იმედი მაქვს,არ დააგვიანებ.ველი მოუთმენლად შემდეგ,მსუყე თავს❤️❤️

 


№2  offline წევრი Redstorm

შევეცდები მალე დავდო, მადლობა <3

 


№3 სტუმარი ნათია41

რატომ აღარ აგრძელებთ,არადა რომ წავიკითხე მას შემდეგ სულ ვამოწმებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent