შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (თავი IV )


11-01-2019, 00:22
ავტორი Dr.writer
ნანახია 1 596

ეხლა...-სწორედ ამ დროს ვინატრე პირველად ცხოვრებაში რო მომვკვმდარიყავი და მისი მანქანით არ წავსულიყავი....დაბლა ჩავედი..ჩვეულ პოზაში იდგა და სიგარეტს ეწეოდა...როცა დამინახა მენქანის მეორე მხარეს წამოვიდა,ვიფიქრე კარის გაღებას აპირბდა და მეც კართან შევჩერდი....უცებ მოტრიალდა ორივე ხელი მანქანის სახურავზე დადოისე რომ მე მათ შუაში ავღმოჩნდი,მომენტალურად სახე ჩემს სახესთან ახლოს მოიტანა...უცებ შიშისგან თვალებდი დავხუჭე რადგან ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ..მან კი ყურში ჩამჩურჩულა-სერიოზულად?მართლა ესეთი გულუბრყვილო ხარ?მოიცა იფიქრე,რომ გაკოცებდი?რა სასაცილო ხარ...-და ისევ ის ირონიული სიცილი....ცხოვრებში ჩემთვის ასეთი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია....ისე გავმწარდი ვეღარ მოვზომე და მთელი ძალით სილა გავარტყი...კარგად გავიგე ამ სილის ხმა და ისე ,რომ ვერც გავიაზრე ყელში მწვდა..-ამას მეორედ გააკეთებ და გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ!!!!-ხელი მხოლოდ მაშინ გამიშვა,როცა ნამდვილად დარწმუნდა რომ სუნთქვა მიჭირდა....სული ძლივს მოვითქვი....-ეხლა კი დაჟექი და მიგიყვანო სახლში და კარგად დაიმახსოვრე ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ,რომ ნიკას ვცემ პატივს.....-არც კი დავფიქრებულვარ რაც ძალა მქონდა დარჩენილი გზისკენ გავიქეცი და ტაქსი გავაჩერე...აკანკალებული ხმით ვუკარნახე მისამართი.....გარკვევით დავინახე როგორ მოგვყვებოდა უკან და შიშმა ამიტანა....როცა ადგილზე მივედით ფული მივეცი მძღოლს და მანქანიდან გადავედი...სადარბაზოსკენ ავიღე გეზი როცა დავინახე,როგორ შემოვიდა მათეს მანქანა ეზოში,მაგრამ ჩემდა გასაკვირად მანქანიდან არ გადმოსულა,მხოლოდ მაშინ წავიდა როცა სადარბაზოში შევედი.....სახლში მისულს არ მინდოდა რომ გოგოებს რამე შეემჩნიათ ამიტომ ყველანაირად ვცადე ყელი,როგორმე დამეფარა,ტკივილის ხარისხიდან გამომდინარე მივხვდი,რომ დალურჯებული მექნებოდა......
-ნანა სად ხარ აქამდე?-აღშფოთებული მეკითხება თამო
-რავი გოგო რაღაც საქმეები მქონდა და გვიანობამდე შემოვრჩი...აბა ეხლა დიდი ხანი ვიცადო ჩამაბარე პატაკი....-ვცდილობდი როგორმე გამეღიმა
-ვაიმე არ მკითხო რა ...აი რაღაცა სასწაული დრო გავატარე....ჯერ რესტორანში ვიყავით ვილაპარაკეთ უკეთ გავიცანით ერთმანეთი...მერე მანქანით ვისეირნეთ,რომ დაბნელდა სადღაც წამიყვენა არ ვიცი აქამდე არასოდეს ვყოფილვარ აი მთელი თბილისი ჩანდა გეფიცები ისეთი ლამაზი იყო...მერე სახლში წამომიყვანა და მითხრა რომ ხვალე შემეხმიანე....ნუ მოკლედ კაი იყო რა....
-აუუ რა კაია....შენ უნდა თქვა ძმაო ბედი მქონიაო...აბა ქორწილი როდისააა?ხო იცი მეჯვარე მე ვარ..
-ნეტა როდის უნდა გაიზარდო შენ?!
-რავი აბა,მხრებს ვიჩრჩ ბატარა ბავშვივით....ჰო მართლა ანი სადაა?
-მეცადინეობს...მე ხვალე ვისვენებ და მოკლედ შევირგე დღევანდელი დღე-იცინის...
-აუ წავალ მეც წყალს გადავივლებ და დავწვები..ხვალე ვმუშაობ და დავისვენებ ცოტას...
-კაი,არ გშია გაგიკეთებ რამეს...
-არა თამო,მადლობა..-შუბლზე ვკოცნი და ოთახში შევდივარ....კარს ვკეტავ და ჟაკეტის საყელოს ქვემოთ ვწევ....სარკეში გარკვევით ვხედავ,ჩემს ყელზე ლურჯად დამჩნეულ თითებს და გულში ვწყევლი მის ავტორს....ყველაფრისგან დაღლილი და გამაფიტული ვერც კი ვაანალიზებ რომ აბაზანაში დაახლოებით ერთი საათი გავატარე...როგორ მინდა,რომ უბრალოდ გავქრე,სწორედ ახლა მომაწვა ემოციები,ერთ ადგილას მოიყარა თავი და იფეთქა კიდეც....სწორედ ახლა მივხვდი როგორი შეურაცხყოფილი ვიყავი,როგორ მეწყინა ყოველივე ეს...როგორ მინდა ახლა გვერდით ვიღაც...არა განა არ მყავდა უბრალოდ მე არ მყავდა საკუთარი თავი...ამ ყველაფერზე საკუთარ თავთანაც კი გავურბოდი ლააპრაკს არამცთუ მეგობრებთან.....ტირილში აღარც კი მახსოვს როდისჩამეძინა.... გავიღვიძე....ავდექი მოვემზადე და სამზაეულოში გავედი....გოგოები რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ...
-რა ხდება გოგოებო რაზე კამათობთ?
-მოკლედ ნიკამდამირეკა და მითხრა,რომ დღეს ხო პარასკევია და სამსახურს,რომ მოვრჩები წავიდეთ სადმეო ამ შაბათ კვირას და ბავშვებიც წავიყვანოთ,ხოდა გოგოებმა გადაწყვიტეთ სად წავიდეთო....და შენ რას იტყვი ?
-აამ რავიცი აბა...ხო მართლა მე ვერ წამოვალ..
-რაა ?რატო ?ერთიანად შეიცხადეს სამივემ..
-რავი დღეს ვმუშაობ ხვალ და ზეგ ბევრი სამეცადინო მაქვს ვერანაირად ვერმოვახერხებ,,,,არ გეწყინოთ რა....-მუდარით შევხედე სამივეს...
-კაი,ნუ რას ვიზამთ-წყენა შეეპაარა ქეთის ხმაში...
-ქეთო არ გეწყინოს რა ...ხო იცი რო მეც მინდა მააგრამ რა ვქნა სამედიცინოს სტუდენტი და დასვენება გაიგია შენ ?
-კაი ჰო რას ვიზამთ ....-მოკლედგავიქეცი ეხლა მე და თქვენ იცით კარგად გაერთეთ.......
-მოიცა ჩამობარდნა უკვე რათ გინდა გოგო შარფი?-ღადაობით მეკითხება ანი
-ხო იცი რა სეზონის გიჟი ვარ-ასევე ღადაობაში გავუტარე და ფეხსაცმლის ჩაცმა განვაგრძე.....-წავედი მე..გაკოცეთ და ჭკვიანად იყავით არ მანერვიულოთ..მიყვარხართ!-სიმართლე რომ ვთქვა სულაც არ მქონდა სამეცადინო,მაგრამ ვიცოდი მათეც იქ იქნებოდა და ამიტომ არ წავაედი...უბრალოდ არ შემეძლო ეს ყველაფერი გოგოებისთვის ამეხსნა...
მათესთან...
არასდროს ცხოვრებაში ქალისთვის ხელი არ შემიხია,პირველი იყო ნანა.....არ ვიცი უბრალოდ ყწობიდან გამომიყვნა,მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანი ვარ.....უბრალოდ გამაგიჟა მისმა ამ საქციელმა და ხო ამაყიც ვარ ვერ ავიტანა სილის გარტყმა,რომელიც ვფქირობ რომ არ დამიმსახურებია.....ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა ფიქრებში წასული...
-ხო ნიკუშ!!
-როგორ ხარ ?
-კარგად ტო შენ ?
-რავი ბიჭო კარგად,ხო მართლა რაზე გირეკავ ეხლა ,მოკლედ ქეთო მინდოდა რო სადმე წამეყვნა მეთქი დავისვენოთ თქო შაბათ-კვირას და გოგოებიც მოდიან რა
ვაჩეს აგარაკზე მივდივართ და ხო წამოხვალ ?
-კითხვა უნდა მაგას ...იასნია წამოვალ,როდის მივდივართ?
-როდის და ეხლა ავიდეთ ჩვენ...ვაჩემმ შეშაა დასაჩეხი და ბუხარიც ხო უნდა დავანთოთ ეციება,ჩვენ ეხლა ავიდდეთ და გოგოებს ტაქს გამოვუგზავნი და საღამოსკენ ამოვლენ რა ..
-კაი ძმაო გავემზადები და წავიდეთ..
-მიდი დაგირეკავთ და გამოგაზეთ რა...
-კაი, და ვინები მივდივართ?
-მე,ვაჩე ,შენ და უტა.ოღონდ უტა გამოგივლის და ერთად ამოდით..
-კაი,წამოვიღოთ რამე?
-რავი ტო პივა და მისაყოლებლები გაჩითე რა ...
-კაი ....-როცა ტელეფონი გავთიშე მხოლოდ მაშინ გავაანალიზე,რომ ვინები იქნებოდენენ იქქ....ეხლა მივხვდი,რომ ნანაც იქ იქნებოდა და ცოტა არ იყოს გამიხარდა კიდეც მაგარმ ეს უაზრო ვიქრი მალევე მოვიშორე.....უტამ დამირეკა და მითხრა როპმ უკვე დაბლა მელოდებოდა,მეც ქურთუკი,მანქანის გასაღები და ტელეფონი ავიღე და დაბლა ჩავედი..
-რავა ხარ ?
-აუ ძმაო მე ძაან მაგრად და შენი არ ვიცი///
-რა იყო უჩემოდ "ჩაურტყი" ?-ვეუბნები უკმაყოფილო სახით
-არა ძმაო რა ჩავურტყი,პროსტა ძაან გასწორებულში ვარ რა....
-იქნებ მიზეზი მითხრა...
- მემგონი შეყვარებული ვარ....-გაკვირვებისგან რესკად დავატორმუზე..
-მეკაიფები ბიჭო?
-რას გეკაიფები ტო ?არ შეიძლება ვინმე შემიყვარდეს...
-აჰ ეს ის მომენტია ერთხელ ბაბნიკსაც უყვარდაო ?-ვეუბნები ირონიული ღიმილით
-სარკაზმის მაღალ დონეზე ხარ შენ...
-კაი აბა დაფქვი...ისე მეეჭვება ვინმემ გაუძლოს შენ ბაბნიკური ხასიათს
-ოოჰ ამას ვინ მეუბნება,ნეტა შენ ვაფშე სიყვარულის რა იცი..
-მოკეტე და მოყევი რა თუ ძმა ხარ!-ვეუბნები მოჩვენებითი გაღიზიანებით...
-მოკლედ ქეთის დაქალი როა თამო,გახსოვს რესტორანშიც ხო იყო,აი ის მწვანე თვალე რო აქვს...
-ხო მერე
-რა მერე ბიჭო ნუ გამოსირდები ხოლმე....ეგ გოგო მომწონს რა ...აი პროსტა რაღაცა ძაან სასწაულად...აი ძაან ლამაზი ხოა და ძაან საყვარელი...
-მერე თუ მართლა სერიოზულად მოგწონს ეს დღეები შენს ხელშია ...ჩემი დახმარება თუ დაგჭირდა აქ ვარ ძმაო..სხვა რაღა გინდა...
-ჯიგარი ხარ რა..ისე მე კაი,მარა მემგონი ვაჩეს ის ანი მოსწონს წითური...ეგეც ძაან საყვარელი გოგოა
-რას დაერიეთ ამ ქეთის დაქალებს რა უბედურებაა რა არის ...არა ისე გემოვნება კი გაქვთ ..
-ხო ეხლა შენღა დარჩი....ისე ნანას რას უწუნებ ვერ გავიგე....
-აბა ეხლა შენით მოკეტავ თუ დაგეხმარო....მეორედ აღარ თქვა ეგ...მეკაიფები ღმერთმა დამიფაროს.....ეგეთი უგემოვნო კი არ ვარ....
-კაი ჰო რა იყო ცოლად კი არ მოგყავს,რა გოგოსავით ისტერიკაში ხარ....
-მოკეტე რა.....წამო რაღაცეები ვიყიდოთ და შენი ხმა არ გავიგო...-მაღაზიაში გადავედით,ლიდი,ჩიფსები,მიწისთხილი და ათასი სასუსნავი ვიყიდეთ....ისე რაღაცნაირად ვიყავი რაღაცნაირად მიმიწევდა გული....
-ოჰ გეღირსათ მოსვლა....-უკმაყოფილო სახით გვეუბნება ვაჩე...-დავაი ეხლა ორივე და დაჩეხეთ ეგ შეშა..
-რა იყო ჯერ ხო არ მოვსულვართ...-ასევე უყმაყოფილოდ ჩაილაპარაკა უტამ..
-ხმა არ გაივგო თქვენი...საათნახევარი მოანდომეს წყნეთში ამოსვლას..-სსიტყვით გამოვიდა ნიკა..
-კაი ჰო ნუ იყეფებით რა...ლუდი და რაღაცეები ამოვიტანეთ და ეგ მაინც გადმოიღეთ მანქანიდა....-მე და უტა კი დასჯილი ბავშვებივით შევუდექით შეშის დაჩეხვას....დაახლოებით ნახევარ საათში ეზოში ტაქსი შემოვიდა...სამივე გოგოების დასახვედრად წავიდა მარტო მე ვიდექი სახლის კართან...მაგრამ მოლოდინი არ გამიმართლდა მხოლოდ სამნი იყვნენ,...სახლში შევედით...გოგოებს ძალიან მოეწონათ სახლი...ყველანი ბუხართან შევიკრიბეთ..
-ნანა რატო არ წამოვიდა?-მოულოდნელად იკითხა უტამ ..
-დღეს ვმუშაობო,ხვალ და ზეგ ბევრი მაქვს სამეცადინოო..ისე კი ძაან უნდოდა წამოსვლა...-გულდაწყვეტით ამბობს ანი..
-ისე არ უყვარს ხო ლაპარაკი..ისევ აგრძელებს უტა
-ნუ ხო შეიცვალა ძაან ,ისე ურთიერთობაში ძაან გიჯი და გადარეული ნუ თამოს გავს რა...-სიმორცხვისგან ლოყები უწითლდება თამოს...
-ისე სანამ კარგად გავიცნობდი ძაან ამაყი მეგონა-ამბობს ნიკა
-ნუ არც ისე ...ისე მეც სანამ გავიცნობდი მაგარი სწერვა მეგონა ,მაგამ კია ეხლა ჩემი საუკეთესო მეგობარი-თავმომწონედ ამბობს ანი....
-ისე რამდენი წელია რაც ერთმანეთს იცნობთ-პირველად იღებს ხმას ვაჩე და ანის დაჟინებით აცქერდება
-ნანა და თამო დაახლოებით 12 წელი და დანარჩენები 5 ან 6 ზუსტად არ მახსოვს...-პასუხობს ანი....-და სწორედ ახლა მივხვდი რატო არ წამოვიდა ნანა,არა იმიტომ რომ საქმეები ქონდა არამედ ჩემს გამო.....
-აუ მოდი ნანას დავურეკოთ სკაიპში..ამბობს ქეთი..

-ეეე ნან აბა რავა ხარ ?-ერთხმად ეკითხება სამივე-დაიღალე?
-რავი ვაარ რა...თქვენ ?აბა როგორერთობით.?
-აუ რავი ძაან კია,ყველას ძაან გვინდა რო აქ იყო....
-გოგო ყელზე რა გჭირს?-გაოგნებული აშტერდება ეკრანს თამო...და აი აქ მივხვდი პირველ და ამავდროულად მთავარ მიზეზს თუ რატომ არ იყო აქ ნანა...
-არაფერი გოგო ისეთი.-ეუბნება მოჩვენებითი მხიარულებით...
-რა არაფერი გოგო დალურჯებული გაქვს საშინლად..
-არაფერი ისეთი მეტროში ბევრი ხალხი იყო და ხელი გამკრა ვიღაცამ,რაღაცა სამაჯური ეკეთა და ხო იცი ჩემი ფაქიზი კანის ამბავი-იცინის შეძლებისდაგვარად....-აღარ მომისმენია მერე რა ილაპარაკეს,მაგრამ ამ მომენტში ცხოვრებში პირველად ვინანე რაღაც,ვინანე,რომ თავი ვერ მოვთოკე და ხელით შევეხე....მთელი საღამო გათიშული ვიყავი....და ბოლოს გადავწყვიტე მივუსლიყავი და ბოდიში მომეხადა,გასაღები ავიღე და ბავშვებს ვუთხარი რო მალე მოვიდოდი,უკვე საკმაოდ გვიანი იყო როცა მის კორპუსთან გავჩერდი....მანქანაში ვიჯექი და ვფიქრობდი ავსულიყვაი თუ არა...ბოლოს სიამაყემ მძლია მანქანა მოვაბრუნე და უკან წამოვედი.....


იმედია მოგეწონებათ ...ველოდები შეფასებებს ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent