შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 8.


11-01-2019, 09:35
ავტორი zia-maria
ნანახია 2 570

-ეს როგორ შეიძლება,თათას თხოვნაა ბავშვი გაიზარდოს სესილისთან?
-მეც ასე გავიგე,როგორც სჩანს ეს სამეგობრო შეკრული იყო და იცოდნენ ერთმანეთის საიდუმლო.
-არა,არ დავუშვებ ეს მოხდეს,ეს არ მოხდება.
-რას გულისხმობ მადლენ.
-ეს ბავშვი ჩვენი შვილისაა,ჩვენი შვილიშვილია და ის ჩვენთან ერთად უნდა გაიზარდოს,ჩვენს სახლში.
-ვერაფერს იზამ,როგორც ჩანს ანდერძი აქვს დაწერილი დედამისს.
-ნუ მაცინებ,გურამ ასეთი მარტივი საქმეები შენთვის ხომ ადვილი მოსაგვარებელია.პატარა ჩვენთან უნდა გაიზარდოს,ჩვენთან.
-ნუ ჩავარდები ისტერიკებში,ჩვენ არ ვიცნობდით დედამისს და არც ჩვენს შვილს უთქვამს არასოდეს მათი სიყვარულის და ურთიერთობის შესახებ.გაოცებული უცქერდა გურამი მადლენს.
-რას ცდილობ მითხრა,ნუთუ ის რომ ჩემი შვილიშვილი უცხო ადამიანთან დავტოვო და იქ გაიზარდოს სადაც მისი ადგილი არ არის? მისი ადგილი,მისი სამყარო და მისი სახლი აქაა გურამ.პატარა მინდა აქ მყავდეს,ნუთუ ასე რთულია გაიგო ეს?
-გასაგებია რომ გინდა შენ,მაგრამ არ კითხულობ თუ მინდა მე.
-ჩვენი შვილიშვილია გურამ და ეს ყველაფერს ცვლის.
-რატომ არ გვითხრა ბახვამ ბავშვის შესახებ,შესაძლებელია არ უნდოდა ეს ბავშვი და არც დედამისი.გასაკვირი ისაა,თუ ის ქალი უყვარდა რატომ დაქორწინდა სესილიზე.მადლენი დააფიქრა გურამის სიტყვებმა,გურამის შეხედა და თქვა.
-ბავშვი აქ გაიზრდება.
-დატოვე როგორც არის,სადაც არის იქ გაიზარდოს.
-ის ჩვენი ოჯახის წევრია,როგორ შეგიძლია მასზე ასე ცივად ისაუბრო.ახლა კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე,გურამ ეს ბავშვი აქ გაიზრდება,სესილი მისთვის უცხოა,მხოლოდ ჩვენ ვართ მისი ოჯახი,ჩვენ ვართ მისი ბებია და ბაბუა.მინდა ყველაფერი გააკეთო და მოიპოვო ის უფლებები რაც ბავშვის დედამ სესილის დაუტოვა.
-მადლენ ყოველთვის ჩვენს ხელთ არ არის ყველაფერი,ეს უნდა შეიგნო და ვფიქრობ ადვილი არ იქნება სესილისთან ბრძოლა,მილენა საუკეთესო ადვოკატია ასე ადვილად არ დანებდება.
-ფული შეაძლიე,სახლი უყიდე,გააკეთე ყველაფერი რაც შეიძლება და არ შეიძლება,მხოლოდ ბავშვი აქ მყავდეს.
-აააააააააააააა,ჩემი სახლი,ჩემი დივანი რა რბილია ეს დალოცვილი.
-გეთქვა და კამერაში შემოგიტანდი,კომფორტულად რომ გეგრძნო თავი.უთხრა ლუკამ სესილის და თან წყალი დალია.
-მაგას მოფიქრება უნდოდა,მაგრამ შენ მაგდენი ტვინი სად გაქვს.
-რა გინდა მითხრა,მე უტვინო ვარ?
-ეეეეეეეეეე,ნუ დაჭამეთ ერთმანეთი ჯერ არ მოსულხართ სახლში.მათ შუა ჩადგა მილენა და ხან ერთს უცქერდა და ხან მეორეს,ეს ორი კი ერთმანეთს თვალებით ჭამდა.
-მშვენივრად ვიყავი უშენოდ იქ და ძალიან მშვიდადაც ბატონო ლუკა.
-წადი და იცხოვრე სიმშვიდეში.
-ვერ ხვდები რომ გაქეზებს? მილენამ ღიმილით შეხედა სესილის მაგრამ შემდეგ ლუკას სერიოზული ხმა გაიგონა და თავადაც დასერიოზულდა.
-დასრულდა ხუმრობა და სერიოზულად მინდა გკითხო,ქალბატონო ის რაც თქვი ჟურნალისტებთან გააზრებულად თქვი თუ მათგან რომ დაგეხსნა თავი იმიტომ გააკეთე ეს განცხადება,სესილი დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში?
-რას გულისხმობ ლუკა.
-სესილი კარგად დაფიქრდი,ახლა რასაც იტყვი ვერ შეძლებ უარყო და უკან წაიღო შენი სიტყვები.
-ლუკამ სერიოზული კითხვა დაგისვა და სრულიად მართებული,უპასუხე სესილი მხოლოდ გთხოვ უპასუხე ის რასაც შენ გრძნობ და რაც მართლა გულით გინდა გააკეთო.
-მილენა ვიცი რასაც ვამბობ,ჩემზე უკეთ იცით ორივემ რომ ბავშვის არაფერი არ გამეგება,მაგრამ მინდა ვიბრძოლო.არა მინდა,არამედ უნდა ვიბრძოლო და რასაც ვამბობ უკვე ათასჯერ და ათიათასჯერ მაქვს ჩემს გულში გადაწყვეტილი.მინდა ნატამ ჩემთა ერთად იცხოვროს,მინდა მე ვიზრუნო მასზე აქედან და ბოლომდე.
-ვიცოდი,ვიცოდი რომ მიიღებდი და შეიყვარებდი.მილენა სიხარულით სავსე მოეხვია სესილის
-ესე იგი გადაწყვიტე საბოლოოდ რა გავაკეთოთ ბავშვის მიმართ.
-მე გადაწყვეტილება ერთი საათის წინ მივიღე და ეს არ შეიცვლება გურამ და შენ რა გადაწყვიტე,გინდა თუ არა ეს ბავშვი აქ გაიზარდოს.
-მაინც ვერ გადაგათქმევინებ,თუ ასე ძალიან გინდა ყველაფერი ჩვებს სასარგებლოდ გადაწყდება.
-მშვენიერია.მშობლებს მოულოდნელად მათემ მოაკითხა და ორივემ გაჩუმდა.
-რა ხდება,რატომ გაჩუმდით მნიშვნელოვანი საუბარი შეგაწყვეტინეთ?
-დღევანდელ დღეზე ვსაუბრობდით,მაგრამ შენც კარგ დროს გამოჩნდი ეს თემა შენც გეხება შვილო.
-უკვე ვხვდები რაც უნდა მითხრათ,სესილის გამოსვლა ნახეთ და ამიტომ ხართ ასეთი დაძაბულები.გაეცინა მათეს.
-სასაცილოს რას ხედავ,ის კახპა გარეთ არის და ეს ჩვენს რეპუტაციას შეეხება.
-რეპუტაცია აქ არაფერ შუაში არის მამა.
-რაა შუაშუი შენი აზრით.
-შენ ვერ ხვდები? კარგი მე გეტყვი,ის ვინც ჩირქი მოსცხო სესილის სახელს და უნდოდა გისოსებს მიღმა გამოეკეტა ეს ვერ შეძლო,რადგან სესილი უდანაშაულო არის და საერთოდ დაიმახსოვრე,უდანაშაულო ადამიანის გვერდით,ძალიან ბევრი ხალხი დგას.
-მორჩით უაზრო კამათს მამა-შვილმა,მათე მე და მამაშენმა გადაწყვეტილება მივიღეთ.
-გისმენთ ორივეს მთელი გულისყურით.
-გადაწყვეტილება ასეთია,ბავშვი სესილისგან უნდა წამოვიყვანოთ.
-რააააააააა?
-მილენა მართლა ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტ ნატასთან ერთად ვიცხოვრო,მაგრამ ჯერ რაღაცეები უნდა შევცვალო.
-ვხედავ ერთი ღამით ჩაკეტვას,შენზე კარგად უმოქმედებია.უთხრა ლუკამ სესილის რომლისგანაც ბალიშიც კი მიიღო თავში.
-ლუკა.თვალები დაუბრიალა ლუკას.
-კარგი ჩუმად ვარ,მაგრამ მაინც უნდა შეგეკითხო.
-გისმენ.
-რის შეცვლას აპირებ.
-პირველი რაც უნდა შევცვალოთ ეს სახლია.
-სახლი?
-კი ლუკა სახლი,რადგან იმ სახლის ყველა კუთხეში ბახვას ვხედავ,მინდა ცხოვრება გავაგრძელო.მის ასაკში პატარამაც ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანა,ის იმსახურებს კომფორტს.
-მშვენიერია,მეც მოგეხმარები.კიდევ რა გინდა შეცვალო.სერიოზული სახით უცქერდა ლუკა.
-უნდა ვიპოვო ძიძა,მე კი სამსახურს უნდა დავუბრუნდე,ძალიან მოვწყდი ჩენს სამყაროს.
-ძალიან კარგია,მაგრამ ჯერ შენ უნდა შეგეჩვიოს ბავშვი,შეგიყვაროს და მოგენდოს,ასე უცებ მისი ძიძის ხელში გადასვლა,ვფიქრობ ეს მის ფსიქიკაზეც იმოქმედებს.
-ყველაფერი ნელა-ნელა მოგვარდება ლუკა.
-კარგი,ყველაფერს მოვაგვარებთ და ვფიქრობ უკვე დროა მეც წავიდე.
-უკვე გადაწყვიტე წასვლა?
-გადავწყვიტე,აქ უსაქმოდ ჯდომას იქ საქმეები მელოდება.
-უნდა წახვიდე,აუცილებლად უნდა წახვიდე გინდა ხვალისთვის აიღო ბილეთი? მხოლოდ ნუ იჩქარებ ჯერ წასვლას ასე ძალიან.
-რატომ? არ მითხრა,რომ ვერ მელევი.
-რა სასაცილო ხარ ლუკა,საიდანაც მოხვედი იქით წადი ისევ,მაგრამ ჯერ არა.
-რატომ?
-რატომ? მინდა ამ საღამოს ერთად ვივახშმოთ,მილენა შენ ბესოს და ნატას მოიყვან და ერთად ვივახშმოთ.
-მოულოდნელი სიურპრიზია,მოვალ საღამოს მარტო იმიტომ რომ შეძელი და ასეთი თავაზიანი ხარ.
-არ გააკეთებთ ამას,სესილის ბავშვს ვერ წაართმევთ.
-შეგვიძლია და გავაკეთებთ,ის ჩვენი ნაწილია და ჩვენთან უნდა იზრდებოდეს,აქ ამ სახლშია მისი ადგილი.
-არ მოგცემთ უფლებას სესილის გადაუდგეთ წინ და ცხოვრება აუწეწოთ.
-მას ჩვენი შვილიშვილი ჰყავს,არ გინდა შენი ძმისშვილი ჩვენთან ერთად იყოს?
-არ აქვს მნიშვნელობა რა მინდა მე,ბავშვი უნდა გაიზარდოს სესილისთან და ყველაფერი ისე დატოვეთ როგორც არის.
-ჩვენ ვართ ბავშვის ყველაზე ახლობლები და არა ის ქალი.
-იმ ქალს სახელი აქვს მამა და სესილი ჰქვია,სესილი კი ჩემი ძმის ბახვას ცოლი არის.
-ვერ ვიგებ,რატომ ხარ წინააღმდეგი შვილო.
-წინააღმდეგი ვარ,იმიტომ რომ ვაკეთებ იმას რაც ყველაზე სწორად მიმაჩნია და თუ თქვენ თქვენსას გააგრძელებთ,მე თქვენს წინააღმდეგ ვიქნები და სესილის გვერდით დავდგები.
-ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას არ გირჩევ,წააგებ მათე.
-რა გელაპარაკოთ,ორივეს ტვინი გამოგიშტერდათ.
-მილენა ნატაც მინდა აქ იყოს ამ საღამოს.
-ამ საღამოს?
-კი ამ საღამოს,რადგან მინდა უკეთ გავიცნო.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ,დრო მქონდა კარგად დავფიქრებულიყავი ამ ყველაფერზე.
-ვხედავ გადაწყვეტილება მიღებული გაქვს და ძალიან მიხარია,რომ უკვე ფიქრობ ნატაზე.
-მის ადგილზე წარმოვიდგინე თავი,მინდა ახლოს გამიცნოს და ჩემი არ ეშინოდეს.
-ომი გინდათ? ჩემს წინააღმდეგ გინდათ იბრძოლოთ? აქ ვარ და მებრძოლეთ,არ დავუშვებ უსამართლობას სამართალი გაიმარჯვებს.ამჯერად ვერ გაიტანთ თქვენსას,საკმარისია თქვენგან პრობლემები.რას ერჩის ამ გოგოს,ბავშვიბიდან ყველას სიცოცხლეს უმწარებს ვინც კი მიყვარდა,არ დავუშვებ ამჯერადაც სესილის ავნოს და მისი ტკივილით ითამაშოს.
-დაწყნარდი საყვარელო,რაც გინდა გააკეთე მაგრამ ახლა დაწყნარდი,ვიცი რომ არ დაუშვებ უსამარლობას და ძალიან მიკვირს რით ვერ გაძღა მამაშენი და დედაშენი როგორ უცებ შეიცვალა.
-მეც ეს მაგიჟებს ნანა როგორ მალე შეიცვალა დედაჩემი,ვფიქრობ არც კი ვიცნობდი აქამდე მას.
-დაწყნარდი,დამშვიდდი ყველაფერს საღი გონებით შეხედე.
-მადლობა,რომ ჩემს გვერდით ხარ მძიმე წუთებში.
-მაგიდა მზად არის,ღვინო გამოვიტანო ახლა თუ მერე? ფიქრობდა სესილი და მის მიერ გაწყობლ მაგიდას თვალი გადაავლო,ჩაფიქრდა მაგრამ კარზე ზარის ხმამ ფიქრები გაუფანტა და კარის გასაღებად წავიდა.
-ლუკა უკვე მოხვედი?
-მოვედი,შენ რა გეგონა არ მოვიდოდი?
-არ ვიცი,ვიფიქრე არ მოვათქო.
-გავრისკე სესილი ჩემი სიცოცხლე აქ მოსვლით.
-რატომ? გაუკვირდა სესილის ლუკას სიტყვები.
-შენი მომზადებული კერძი უნდა მივირთვა და რა გასაკვირია ამ საღამოს საავადმყოფოში არ მოვხვდე.
-მართლა უნდა ჩაგიყარო საწამლავი,რომ ეს დამპალი ენა დაგიდუმდეს სამუდამოდ.გაბრაზდა სესილი და ლუკა კი ჩუმ-ჩუმად იცინოდა.უეცრად სესილიმ შეხედა და უთხრა.
-ლუკააააა მინდა ბოდიში მოგიხადო.
-ბოდიში? სესილი შენ ავად ხარ და თავს გვაჩვენებ რომ თითქოს კარგად ხარ?
-არა ლუკა კარგად ვარ,შენ ყოველთვოს იდექი ჩემს გვერდით ,მე კი სულ გეჩხუბებოდი.ბოდიში რომ ასე გექცეოდი და მადლობა რომ ამიტანე ასეთი საშინელი როგორიც ვიყავი იმ მძიმე დღეებში.
-გამაოცე,მართლა გამიკვირდა შენგან ამის აღიარება.მახსოვს,მე არასოდეს არ ვყოფილვარ შენთვის ახლო მეგობარი როგორც ბადრი იყო,ამიტომ მეგობრობა გრძნობებში გადაიზარდა.კარზე ზარია და სესილიმ სიხარულით ტაში შემოკრა.
-მოვიდნემნ,ნატაც მოვიდა.
-ნატა? ხომილენამ ნატაც მოიყვანა.ლუკამ სესილის მიაჩერდა.
-რამ გამოგაშტერა,უმჯობესია მითხრა როგორ მოვიქცე.
-პირველ რიგში დამშვიდდი და არ შეეცადი შეიცვალო,იყავი ის ვინც ხარ სინამდვილეში. სესილი ფეხაკრებით წავიდა და კარი გააღო,ბესომ სესილის მოეხვია და შემდეგ პატარას შეხედა,მაგრამ ნატა ლუკას უცქერდა გაოცებული.
-ძია ლუკა როგორ გამეხარდა შენი ნახვა.ნატა გაიქცა სესილის გვერდი აუარა და ლუკას შემოეხვია.
-ჩემო პატარა,როგორ ხარ საყვარელო.
-ძია ლუკა დედა აღარასოდეს მოვა.
-ვიცი,ვიცი ჩემო პატარავ მაგრამ არ ინერვიულო აქ ყველას უყვარხარ.ბესომ ნატას წინ დაიმუხლა და უზარმაზარი სიყვარულით უთხრა ნატას.
-ჩემო პატარავ,ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით,შენ ერთადერთი პატარა ხარ ჩვენს დიდ ოჯახში.
-ჩემთან იქნები და გპირდები,რომ ყოველი ახალი დღე სენთვის სიურპრიზით სავსე იქნება.
-ლუკა შენც აქ იცხოვრე,არ მიმატოვო და არ წახვიდე გთხოვ.
-გავჩერდები საყვარელო,მაგრამ დროებით.დღეიდან შენ სესილისთან ერთად იცხოვრებ და მას უნდა დაუჯერო.ნატა ლუკას ეკვროდა და მის მკერდზე თავმიდებული ტიროდა,ლუკამ სესილის შეხედა და მის თვალებში ლუკამ თხოვნა და მუდარა დაინახა,ჩაახველა ნატასთან მივიდა მის წინ დაუმუხლა და უთხრა.
-არ ვიცი რა და როგორ გამომივა შენთან ერთად ცხოვრება,ამიტომ ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლო და შენ უნდა მომეხმარო,რას იტყვი მომეხმარები?
-ვცადოთ,მაგრამ უცნაური ხარ.სესილის გაეღიმა და ნატას უთხრა.
-ვცადოთ საყვარელო,მაგრამ შენ მართალი ხარ მე მართლაც უცნაური ვარ და იცი რატომ?
-რატომ?
-იმიტომ რომ მე არასოდეს არ მყოლია შვილი,მაგრამ ახლა მყავს და შევეცდები მასთან ერთად ვისწავლო ცხოვრება.
-მე თანახმა ვარ ვიცხოვრო თქვენთან ერთად,რადგან დედა ყოველთვის კარგს მეუბნებოდა თქვენზე.
-რადგან შევთანხმდით სესილის მომზადებული ვახშამი მივირთვათ თორემ გაცივდება და ისედაც უგემური გემო საერთოდ გაუქრება.
-კერძი კი არა,შენ გაქრები ახლა აქედან ლუკა.მილენა უცქერდა ორივეს და ჩუმად ეცინებოდა,ცდილობდა ძალიან სახეზე არ შეემჩნია ღიმილი,მაგრამ უეცრად სესილი მიუბრუნდა და უთხრა.
-შეგიძლია გაიცინო,ძალიან შემაშინებ თუ გაიგუდები რადგან აღარავინ დაიჯერებს ჩემს უდანაშაულობას,თან არც სურვილი მაქვს იქ დაბრუნების.მილენამ გულიანად გაიცინა და სხვებთან ერთად მაგიდას მიუჯდა,უცქერდა შიგა და შიგ სესილის და ფიქრობდა,სესილი რომელსაც ადვილად შეეძლო ყველა ადამიანის სულში ჩაეხედა,რატომ ვერ ხედავდა ლუკას თვალებში გაჩენილ გრძნობას,ან ხედავდა და ოსტატურად უვლიდა გვერდს? ყოველთვის ასეთი იყო,სიტყვას არასოდეს არ იტყოდა თავის თავზე რადგან ბუნებით მორიდებული და მორცხვი იყო.ყელში მოწოლილ სიტყვას ვერ ეტყოდა მეგობარს,რადგან ყოველთვის ცდილობდა მისგან არ ტკენოდა არავის,ყველაფერს გულში ინახავდა და საიდუმლოს თუ რომელიმე მეგობარი გაანდობდა სასიკვდილოდ გასწირავდა თავს და მეგობრის საიდუმლოს არ გათქვამდა.სესილისათვის მისი მეგობრები დიდი ფასდაუდებელ საუნჯეს წარმოადფგენდნენ,ახლაც ხედავდა მის თვალებში იმ ბავშვურ განცდებს,მაგრამ ხედავდა იმასაც თუ რა დიდი ტკივილი დააჩნდა მის სულს რომ ვერ აყუჩებს,რომ ვერ ამბობს და ეს სიჩუმეა გულის ტკივილით რომ დაატარებს.მახე დაუგო ცხოვრებამ,სესილი კი არ იმსახურებდა ამოდენა სულის ტკივილს.არ იმჩნევს და გულშივე თავად იყუჩებს ტკივილს,სულში იბრუნებს თვალზე მოწოლილ ცრემლს და როცა მარტო არის თავად გოდებს ყველასგან დაფარულად.ცრემლი სისხლს ერევა,ბედმა მარტოობის განაჩენი გამოუტანა მაგრამ ლუკა? ნუთუ მიატოვებს სესილის ლუკა წავა და მარტო დატოვებს?
-მილენა რატომ გაშტერდი,რაზე ფიქრობ საყვარელო.ხელზე ხელი დაადო ბესომ და თვალებში ჩახედა საყვარელ ქალს.
-სესილიზე ვფიქრობ საყვარელო,როგორ იქნება მარტო ნატასთან ერთად.უჩურჩულა მილენამ და არა მარტო ის ფიქრობდა სესილიზე,ლუკაც ჩაფიქრებული იყო და თავის თეფშს დასცქეროდა,დრო და დრო კი სესილის გახედავდა და ჩაიცინებდა.
-განუმეორებელი,უჩვეულო,საოცნებო ქალი ხარ სესილი.ოცნება,ფიქრი,ღიმილი ყველა ეს გრძნობა შენს სახეზე იკითხება.როგორ მინდა ჩემი გრძნობებიც გაგიმხილო და გული გავინთავისუფლო,შენ ხომ ჩემი ბავშვობის წმინდა და უმანკო სიყვარული ხარ,ჩემი სიყვარული.ახლა შეუძლებელია ხმამაღლა ვაღირიო ის რასაც ვგრძნობ,უნდა დავმალო ჩემი განცდები და ტკივილი ჩემივე გულში ჩავიკლა.
-ლუკა ძია დამაძინებ ისევ ისე,როგორც ადრე?
-დაგაძინებ პატარავ და შენს საყვარელ ზღაპარსაც მოგიყვები,ხომ გახსოვს რომელ ზღაპარს გეუბნები.
-კი მახსოვს,პრინცესა და პრინცი.ნატამ ლუკას მიეკრა და ლუკამ ხელში აიყვანა ძილმორეული პატარა,სესილის მითითებულ საძინებელში შეიყვანა და საწოლზე ჩამოაჯინა,თავად დაეხმარა საღამურების ჩაცმაში.შემდეგ კი ზღაპარიც მოუყვა და ლუკას მკერდზე ჩაეძინა ნატას.მილენამ და სესილიმ მაგიდა მიალაგეს და საუბრობდნენ ლუკა რომ მათთან დაბრუნდა.
-დაეძინა? კითხა მილენამ.
-დაეძინა,მშვიდად სუნთქავს.
-შენ რომ დაგინახა,რაღაც მისეული იგრძნო.თქვა ბესომ.
-მე ვაძინედი როცა ვნახულობდი,უყვარდა ჩემი მოყოლილი ზღაპრები.გაეღიმა ლუკას მაგრამ ცრემლიც მოერია მის თვალებს,ბესომ მხარზე დაადო ხელი და სევდანარევი ხმით უთხრა.
-როგორ ხარ,ნუ დაუბრუნდები წარსულის ფიქრებს.
-არ ვუბრუნდები,უბრალდ ცუდად ვიგრძენი თავი.
-ლოგიკურია,ვერ შეგედავები.
-თქვენ კარგად ხართ? მე რაღაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად.
-რატომ? იკითხა სესილიმ და სამივე შეათვალიერა შეშინებულმა.
-ალბად შენმა გაკეთებულმა კერძმა მოშხამვა დაიწყო.
-დღეს არა,მაგრამ შემდეგში შევეცდები რომ მართლა მოგშხამოს.შეუბღვირა ლუკას და ისინი იცინოდნენ სესილის გულუბრყვილობაზე.
-ჩვენ წავალთ,ხვალ ბესოც სამსახურში მიდის და მეც სასამართლო სხდომა მაქვს.ფეხზე წამოდგა მილენა.
-ლუკა დარჩი რა შენ დღეს.მუდარით სავსე თვალებით შეხედა სესილიმ ლუკას.
-რატომ? სულ იმას მეუბნებოდი წადიო და ახლა მთხოვ დავრჩე?
-რომ გაიღვიძოს და მოგიკითხოს რა ვქნა,უკეთესია აქ თუ იქნები.
-სესილი მართალს ამბობს ლუკა,ნატამ რომ გაიღვიძოს და აქ გნახავს ნელა-ნელა მიეჩვევა სესილისთან ერთად ცხოვრებას.
-მხოლოდ დღეს დავრჩები,ორ დღეში უკან ვბრუნდები და შენ მოვალე ხარ მარტო შეება ცხოვრებას,ისწავლო ხალხთან ურთიერთობა,საუბარი და მოქცევა.
-ჩვენ მივდივართ.თქვა მილენამ და კარებისკენ წავიდა ბესოსთან ერთად.
-შენ მე მასწავლი როგორ უნდა ვიცხოვრო? შეუტია სესილიმ ლუკას და სიბრაზით ანთებული თვალებით შეხედა.
-სესილი.............
-შენ ლუკა ვაჩიბერიძე ყველაფერი იცოდი და ჩუმად იყავი,რამდენჯერ შეგეკითხე და არ მითხარი სიმართლე,არ ვიციო ახლა კი კეთილი ინებე და აქ იქნები მომეხმარები ნატასთან ერთად როგორ შევეჩვიო ცხოვრებას.
-სესილი მომისმინე,ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ტკივილი,ჩვენს გულში დაგროვილი სათქმელი და ხანდახან არ ვიცით ამ დამალულ სათქმელს თუ ვიტყვით ვმსუბუქდებით.ჩვენ ყველას გვტკივა რაღაც შიგნიდან,მაგრამ ვითმენთ,რადგან ზოგჯერ თქმას არ თქმა სჯობს.ჩვენ ყველას რაღაც გვხიბლავს და ამ მოხიბვლას ცდუნებისაკენ მივყავართ,თვალი სიმდიდრისაკენ გარბის მაგრამ ვერ ვხვდებით როგორ გვიღატაკდება სული.ჩვენ ყველა რაღაცას ვეძებთ,ზოგი საკუთარ თავს ვეძებთ ამ ცის ქვეშეთში,ზოგი ტაძარში მიჰყავს გზას,ზოგი კიდევ თვითმკვლელობით ასრულებს ცხოვრებას.ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ საუკეთესოები,სურვილს კი ვერ ვანიჭებთ ჩვენს სიფხიზლეს როცა სინდისის ქეჯნა შემოგვიტევს,აი იქ ვნახავთ ჩვენივე გულის ფსკერძე დალექილ ჩვენივე სურვილებს.ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სათქმელი,მაგრამ სინამდვილეს გავურბივართ ქალაქის ნაგავს და მტვერს დავატარებთ სულით.ვყრუვდებით და ვბრმავდებით, ცოდვით დამძიმებული სულით წინ მივიწევთ,სათქმელი კიდევ უფრო იზრდება,გროვდება და დაგროვილი ნაგვით და მტვერით უფრო ვმძიმდებით,რადგან რაღაც დალპა უთქმელობით,არ გვინდა იქით გავიხედოთ სადაც მორალია,სადაც კანონია და სადაც ზნეობაა.ჩვენს შორის არის ადამიანები რომლებმაც ნატას სახით აღმოცენებული ახალი ყლორტის ჩამოტეხვა მოინდომეს,შენ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად,რომ ეს ყლორტი შენი სულის ნაწილს არ მოაშოროს ბოროტმა ადამიანებმა.შენ და მე ვიგრძნობთ ამ ყლორტის კვნესას ყველაზე ადრე,რადგან როგორც მე მტკივა ნატა ისევე გტკივა შენ,მაგრამ შენ უნდა დაიცვა ის და მე კი მოგეხმარები.
-ლუკა სად დავუშვი შეცდომა,რა გამომეპარა.
-შენ არ დაუშვი შეცდომა, სესილი ცხოვრებას სულ სხვა გეგმები ჰქონდა და მან თავისი გზით წაგიყვანა,ამიტომ უნდა დაივიწყო წარსული,დაივიწყო რაც იყო აქამდე და დღეიდან მომავალზე იფიქრე.წარსული არ არსებობს შენს წინ შენი მომავალია,სადაც შენ და ნატა ხართ ამ მომავალში.
-შენ? შენ არ გაქვს ადგილი ჩვენს გვერდით?უშენოდ გამიჭირდება მოვერგო მომავალს.ლუკამ ახლოს მიიწია სესილისთან თვალებში ჩახედა და უთხრა.
-შენ გინდა იყოს ჩემთვის ადგილი თქვენს გვერდით?
-უშენოდ გამიჭირდება მომავლის გზის გაკაფვა ლუკა.
-ჯერ კიდევ გტკივა მოჭრილი ფრთები,მოგიშუშდეს ტკივილი და შემდეგ ვისაუბროთ.მე ნატასთან დავწვები,რომ გამოიღვიძოს იქ ვიქნები.სესილი გაშეშებული იდგა და ნატას საძინებელში მიმავალ ლუკას უცქერდა,თითოეულ მის წარმოთქმულ სიტყვას გააზრებულად მოეკიდა,მილენა სახლში შევიდა და თვალი იმ ოთახისკენ გაექცა სადაც ნატა იძინებდა და სადაც ორივე ერთად კისკისებდა.
-ცარიელი მოგეჩვენა სახლი? მხარზე დაადო ხელი ბესომ.
-მივეჩვიე ამ სახლში ბავშვის კისკისს.
-გვეყოლება,აუცილებლად გვეყოლება ჩვენც შვილი და ისევ გაიღვიძებს ჩვენი სახლის კედლები
-უფლის ნებით ალბად ასეც მოხდება,დავწვეთ ხვალ მძიმე დღე მაქვს და არ ვიცი როგორ დასრულდება.
-შეძლებ სიმართლის დამტკიცებას და მსაჯული ყოველთვის სიმართლის მხარესაა.
-ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვაქვს ხელთ,მათ კი ბევრი ფული.
-სიმართლე ყველა კარს აღებს.
-ფული აღებს ყველა ძნელად გასაღებ კარს საყვარელო.
-ნუ გადაწურავ იმედს,ხვალინდელი დღე კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი იქნება შენს კარიერაში.
-ვითომ?
-ვითომ არა,მართლა და არ იციან როგორ არიან გაბმულები ობობას ქსელში ორივე ხელ-ფეხით ვინც გაერია პატარას გაშვილებაში.შენთვის სიურპრიზი მაქვს,აი ეს აჩვენე მოსამართლეს,აქ ყველა ის ჩანაწერებია რაც მოვიძიეთ მე და ჩემმა მეგობარმა,ვფიქრობ გამოგადგება.
-ბესო ეს ხომ სერიოზული ნივთმტკიცებაა.გაოცებული უცქერდა მილენა მაგიდაზე დადებულ თეთრ საქაღალდეს და ჩქარი თვალის გადავლებით მიხვდა რაც ხდებოდა.
-ხვალ იმედი მაქვს ღიმილით დამხვდები და მე გამარჯვებას მოგილოცავ.მილენამ დამშვიდებულმა დაიძინა,დილით ადრე ადგა და თვალი გადაავლო ჩანაწერებს,ყველა საჭირო დეტალი დაიმახსოვრა სად რა უნდა ეთქვა,ჩანთა აიღო და სახლიდან გასვლისას თეკლას დაურეკა რადგან შეთახმდნენ სასამართლოსთან შეხვედრაზე.სასამართლოს დაწყებამდე ისაუბრეს და ბოლოს მის კლიენტთან ერთად მხრებგაშლილი შეაბიჯა სასამართლოს შენობაში.თეკლამ შეხედა ექიმს და მის თვალებში მუქარა ამოიკითხა მაგრამ მკლავზე მილენას მოჭერილი ხელი იგრძნო,გაახსენდა მარტო არ იყო და თავის თავს სიმშვიდისკენ მოუწოდა.უეცრად სვლა შეანელა და მილენას უთხრა.
-მილენა ეს პატარა ჩემი შვილია.თქვა და ცრემლი მოერია.
-დაწყნარდი,სამართალი დღეს იზეიმებს გპირდები.უთხრა მტკიცედ და თავის ადგილი დაიკავა თეკლასთან ერთად.დაიწყო სხდომა,მოწინააღმდეგე მხარე თეკლას მატყუარას უწოდებდა,რომ ის ექიმს ჩირქს სცხებდა.თეკლამ ვეღარ მოითმინა ამდენი ზეწოლა და მოსამართლეს თვალებში შეხედა.
-ქალბატონო მოსამართლევ,შვილები გყავთ?
-კი მყავს.
-თქვენ დედა ხართ,ყველა დედას შეუძლია გაიგოს ეს მწარე ტკივილი,ეს ბავშვი ჩემი შვილია.
-რა სისულელეს ამბობს,შვილს ვინც ზრდის მისია.მილენა ფეხზე წამოდგა და თქვა.
-ჩემი კლიენტი სიმართლეს ამბობს,მას არ შეუძლია შვილის გაჩენა.წლებია მკურნალობს მაგრამ უშეეგოდ რადგან ის უნაყოფოა,ის დედა ვერასოდეს ვერ გახდება.თქვა მკაცრად მილენამ და მოსამართლეს შეხედა.
-ის უკვე არის დედა.უკან არ იხევდა მოწინააღმდეგე მხარე.
-ის სხვისი გაჩენილი შვილის დედაა,ნამდვილი დედა კი აქ ზის და საკუთარ შვილს შორიდან შესცქერის.ქალბატონო მოსამართლე,მე აქ მაქვს ყველა ის დამამტკიცებელი საბუთები რომ პატარა ეკუთნის ახალგაზრდა დედას თეკლა კოვზირიძეს.მოსამართლემ ყველა ნივთმტკიცებულებას თვალი გადაავლო და წარბაწეულმა გახედა მოწინააღმდეგე მხარეს,შემდეგ კი მტკიცე ხმით შეეკითხა თეკლას.
-შეგიძლია ყველაფერი თავიდან მოყვე,რა როგორ მოხდა? მილენამ თვალი ჩაუკრა თეკლას და გაამხნევა,თეკლა ადგა და ჯერ ხმის კანკალით დაიწყო მოყოლა,როცა იმ ადგილს მიუახლოვდა თუ როგორ წაართვეს ჩვილი,როგორ შერაცხეს გიჟად და როგორ გამოკეტეს კლინიკაში ცრემლი მოერია,თვალებში ბინდი ჩამოაწვა და ხმა წაერთვა.მოსამართლის მტკიცე ხმამ ყველა შეაშინა.
-წყალი მიაწოდეთ,დამშვიდდეს.დარბაზი აირია,ახმაურდა მოსამართლე კი არ ჩქარობდა და უნდოდა თეკლასთვის ბოლომდე მოესმინა.
-დამშვიდდით,შეგიძლიათ გააგრძელოთ?
-შევეცდები,შევეცდები ყველაფერი ვთქვს ქალბატონო მოსამართლე.თეკლამ მშვიდად გააგრძელა და დრო და დრო ცრემლს იწმენდდა.
-გასაგებია,მეორე მხარეს მინდა მოვუსმინო.
-ეს პატარა ჩემი შვილია,მე ვარ მისი დედა.მშრალად იყო ეს სიტყვები ნათქვამი და არ სჭირდებოდა მოსამართლეს არანაირი საბუთი გაეგო თუ ვინ იყო პატარას ნამდვილი დედა.
-სასამართლომ ორივე მხარეს მოუსმინა და ის მზად არის განაჩენის გამოსატანად.ყველა დუმილით დაელოდა განაჩენის გამოტანას,თეკლა კანკალებდა ნერვიულობით და არც მილენა იყო ნაკლებ დღეში და აი დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი წუთი.
-სასამართლომ განაჩენი გამოიტანა,ჩვილი დაუბრუნდეს მის ნამდვილ ბიოლოგიურ დედას თეკლა კოვზირიძეს მას სხვა აღარაფერი მოუსმენია რადგან სმენა დაეხშო,როცა რეალურ სამყაროში დაბრუნდა მილენას პატარა ეჭირა ხელში და ღიმილით შესცქეროდა თეკლას,თეკლა კი მადლიერი თვალებით უცქერდა მოსამართლეს,რომელმაც თვალებით გაუღიმა და სასამართლოს დარბაზი დატოვა.აკანკალებული ხელით აიყვანა შვილი ხელში და მისი მონატრებული სურნელი შეისუნთქა.
-არ მჯერა, თქვენ ეს შეძელით.
-შევძელით,ყველამ ის მიიღო რაც დაიმსახურა და შენ კი შენი შვილი დაიბრუნე,შენი ნამდვილი ადგილი ამ პატარას გვერდით არის ამ ცის ქვეშეთში.
-გვერდით არავინ მყავს,ერთადერთი ადამიანი რომელმაც ჩემზე იზრუნა უსასყიდლოდ ყველაფრის გარეშე ეს თქვენ ხართ და თქვენი სამართალი,უღრმესი მადლობა.
-ჩემო კარგო,ჩვენ ადამიანებს გვაქვს საკუთარი როლი ამ ცხოვრებაში შევასრულოთ და გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა დაკისრებულ მოვალეობაზე.
-მეგონა ვერ შევძლებდით,მეგონა საამისოდ ძალა არ გვეყოფოდა და ჩემში დაწყობილი ილუზიები დაიმსხვრეოდა,ფარდებს ჩამოვუშვებდი და ცხოვრებაც უნებურად ახალი უფრო რთულ ეტაპზე გადავიდოდა ყოველგვარი იმედების გარეშე.
-საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა,ნუ შეეწინააღმდეგებები შენს გრძნობებს და მიეცი ის სიყვარული შენს პატარას რაც დააკელი ეს თვეები.არ შეგეშინდეს არასოდეს შენი გრძნობების გამოხატვის შენ დედა ხარ და მოვალეც ხარ შენი ღიმილით გააბედნიერო ის.მილენა ბედნიერი დაბრუნდა სახლში და ღიმილით შეაღო სახლის კარი.
-შენი ღიმილით თუ ვიმსჯელებ,უნდა მივხვდე რომ საქმე წარმატებით დასრულდა.
-სწორად მიხვდი,სამართალმა გაიმარჯვა და დედას შვილი დაუბრუნეს,მე კი უბედნიერესი ვარ.



№1  offline წევრი mia miako 15

შეუდარებელი და კარგი ისტორია ძალიან.შეუდარებელი ხარ.წარმატებები.ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent