შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 7.


9-01-2019, 10:43
ავტორი zia-maria
ნანახია 2 426

ყველა ადამიანი რაღაცას ნანობს მხოლოდ წუთიერად და ავიწყდებათ დაფიქრნენ იმ შედეგებზე,თუ რა მოჰყვება მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს.ეს გამოწვეაა,ამ გამოწვევამ კი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მისი მანდვილი სახე,მაგრამ ეს არ არის ახლა მთავარი,მთავარია რა მოელის სესილის.
-ეს შეცდომაა,თქვენ შეცდომას უშვებთ.თქვა სესილიმ აკანკალებული ხმით.
-არანაირი შეცდომა არ არის,უნდა წამოგვყვეთ.ყველა გაოცებული იდგა,როგორც ლუკა ასევე მათე და მადლენი,მხოლოდ გურამი იყო მხრებში გამართული და შვილის საფლავთან მდგარი გულში ღიღინებდა ყველას შეუმჩნევლად.სესილიმ უკან მოიხედა და გურამის ისეთი თვალებით შეხედა,მხოლოდ მან შეძლო იმ თვალებით რაც უთხრა სესილიმ და შეცბა.
-,,სულ მალე შენი დროც მოვა და ჩემს ხელში აღმოჩნდები,დღევანდელ დღეს კი არასოდეს გაპატიებ'.სესილი წაიყვანეს,ლუკა და მათე მას გაჰყვა.სესილი პირდაპირ დასაკით ოთახში შეიყვანეს.
-ბრალად გედებათ მეუღლის სიკვდილი და არა მარტო მეუღლე,თქვენ საკუთარი მეგობარიც გაიმეტეთ სასიკვდილოდ.სესილიმ წარბაწეულმა შეხედა ორგანოს მუშაკს და უთხრა.
-ეს თქვენი აზრია თუ სხვამ მოგაწოდათ და სხვისი კარნახით საუბრობთ.
-როგორ გაიგეთ ბატონი ბადრის გარდაცვალება.
-საინფორმაციო გამოშვებით,თავიდან არ მივაქციე ყურადღება,მაგრამ როცა სახელი და გვარი გამოაცხადეს,ვერ გეტყვით რა მოხდა.
-რატომ?
-იმიტომ,რომ არაფერი მახსოვს.
-არსებობს მოწმე,ვინც თქბვენს ნათქვამს დაეთანხმება?
-ბოდიშით,მაგრამ თქვენ რა ფიქრობთ რომ მე ვარ მკვლელი? თქვენ თმაჭაღარა და ასაკოვანმა მამაკაცმა დაიჯერეთ,რომ მთელი 6 წელი იმიტომ მიყვარდა ბახვა დაქორწინების მეორე დილას ის მომეკლა? თქვენ სერიოზულად აზროვნებთ? მილენა შევიდა თუ არა განყოფილებაში პირდაპირ უნდოდა დასაკით ოთახში შესულიყო,მაგრამ ნება არ მიცეს და სულ გაცოფდა.
-თქვენ მე დამცინით? ვის აქვს უფლება ასეთი სერიოზული ბრალდებით ადვოკატის გარეშე დაკითხოს დაკავებული,საჩივარს შევიტან თქვენზე და გაჩვენებთ რა სასჯელი აქვთ მათ,ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს.
-დაწყნარდი,დაწყნარდი არანაირი საბუთი არ აქვთ ხელში.
-არ ვიცით რა აქვთ ხელთ,აქამდე თუ მოიყვანა სესილი ბრალდების შეთითხვნას არც არაფერი უნდა ლუკა.
-ის რომ სესილი იმ დროს სახლში იყო,ამას მე დავამტკიცებ.თქვა მათემ მტკიცედ.
-ეს როგორ,როგორ შეძლებ დაამტკიცო.შეეკითხა ლუკა.
-ქორწილის მეორე დილით საუკეთესო ვარდების ბუკეტი გავუგზავნე სესილის და ბარათიც შიგ ჩავდე ,,ბედნიერად გაატარეთ თაფლობის თვე''.
-იცი რომ ის ბუკეტი ისევ იქ არის?
-იმ დღის შემდეგ სესილი იქ აღარ მისულა,თავის ბინაში დაბრუნდა ვფიქრობ იქ უნდა იყოს ჯერ კიდევ.
-ეს როგორ გავიგოთ,რომ მშვიდად ვიყოთ.
-წავალ და ვნახავ.თქვა მათემ და წავიდა.
-ძალიან მაინტერესებს რატომ ერჩი სესილის და მის მეგობრებს,ნამუსი სულ დაკარგე? გურამი გაოცებული მიუბრუნდს ხმას და მის წინ შავებში გამოწყობილი ვალერიანი იდგა.
-მე რატომ მადანაშაულებ?
-გიკვირს კიდეც? მე ის გამიკვირდებოდა სხვაზე რომ არ გადაგებრალებინა შენი ჩაბინძურებული საქმე,ისე იქცევი თითქოს არ გიცნობდე.
-მოხუცო წადი და დაწექი,უკეთესია ჯამრთელობას გაუფრთხილდე.ახლა კი უნდა დაგტოვო და ეს ტკბილი საუბარი შემდეგისთვის გავაგრძელოთ.
-სცდებით,თქვენ გზას ასცდით და დამნაშავეს იქ არ ეძებთ სადაც უნდა ეძებოთ.იქნებ თავად დამნაშავემ მიგითითათ ჩემზე და თავად უნდა მშრალად გამოვიდეს წყლიდან ნაპირზე?
-რას გულისხმობ,გაქვთ ვინმეზე ეჭვი?
-ეს თქვენ უნდა დაადგინოთ და არა მე,ახლა კი სრული უფლება მაქვს ჩემი ადვოკატი მოვითხოვო,მის მოსვლამდე სიტყვასაც არ დავძრავ.
-ნუ ცდილობ დანაშაული სხვას დააბრალოთ,ეს რა არის,რას იტყვი ამ კონვერტზე.
-ეს რა არის,სად გქონდათ ეს კონვერტი.
-თქვენ მხოლოდ ეს გაღელვებთ საიდან გვაქვს ეს კონვერტი,თუ ის რომ გაიგეთ თქვენს ქმარს თქვენს საუკეთესო მეგობართან 9 წლის შვილი ჰყავს.სწორედ ესაა მიზეზი და ამ სიბრაზემ გიბიძგათ მკვლელობისკენ რაც აასრულეთ კიდეც.
-იცით რა მაინტერესებს?
-გისმენთ.
-ვინც ეს კონვერტი და ასეთი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდათ,მან დამინახა რომ მეც მკვლელობის ადგილზე ვიყავი? ახლავეს დაუძახეთ ჩემს ადვოკატს,მოვითხოვ ჩემი ადვოკატი შემოვიდეს.
-დაუძახეთ მილენა თავართქილაძეს.
-მათე გაქვს წარმოდგენა ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?
-ძალიან მიჭირს ლუკა ამის თქმა,მაგრამ მყავს ერთი არასასიამოვნო ადამიანი მიზანში.
-მამაშენი.
-სამწუხაროდ ასეა.
-მამა როგორ ხარ,ინერვიულე დღეს და შემეშინდა.
-მადლენ არ მინდა დრო დავკარგო, გთოვხ ძალიან გთხოვ აქედან ახლავეს წამიყვანე კლინიკაში.
-ცუდად ხარ?
-მე კარგად ვარ შვილო,მაგრამ კლინიაში დაცული ვიქნები.აქ შენ სულ არ შეგიძლია ჩემს გვერდით იყო,შენი ქმარი კი ყველაფერზეა წამსვლელი.ხომ ხედავ შვილო სესილით დაიწყო და ჩვენს მოგვადგება.
-მოვითხოვ მარტო დამტოვოთ ჩემს კლიენტთან.ძალიან მტკიცე და მომთხოვნი იყო მილენას ხმა,ისეთი თვალებით შეხედა მის წინ მდგარ უცხო გამომძიებელს უარის თქმის უფლებაც არ დაუტოვა,ისიც წამოდგა და როცა დარწმუნდა მარტოები იყვნენ სესილის გადაეხვია.
-მომიყევი რა გითხრეს,რა შეგეკითხეს ზეწოლას ჰქონდა ადგილი?
-მილენა პირდაპირ მადებენ ხელს,რომ მე ჩემი ქმარი მოვკალი,ჩემი თათა მე მოვკალი,რადგან გავიგე მათ 9 წლის გოგონას შესახებ.
-გასაგებია,სხვა?
-მაჩვენეს კონვერტი,რა ეწერა იქ არ ვიცი,მაგრამ დარწმუნებული ვარ იქ ის საბუთი დევს რომ ბახვა ნატას მამა არის.
-ეს ყველაფერი გურამის ჩადენილია,ინფორმაციაც მან მიაწოდა ეს გამომძიებელი კი მისი კაცია,მათ უნდათ შენ გადმოგაბრალოს დანაშაული.
-მაგრამ შენ ამას არ დაუშვებ და ყველაფერს გააკეთებ აქედან რომ გავიდე.
-დღეს არ მოხერხდება შენი აქედან გაყვანა,ამიტომ დღეს აქ დარჩები.
-მილენა მკვლელობაში მადებენ ხელს და სადაცაა ჭკუიდან შევიშლები,შენ რატომ ხარ ასე მშვიდად.
-სესილი ერთადერთი რაც მინდა გთხოვო დაწყნარდი და შემდეგ დაკითხვაზე ცემით რომ დაგემუქრონ ერთი სიტყვა არ თქვა,ხელი არაფერს არ მოაწერო.
-გთხოვ გამიყვანე აქედან.
-ვწუხვარ დღეს ეს არ შემიძლია,მათ მოსყიდული მოწმე ჰყავთ და ყველაფერს გავაკეთებთ რომ შენი უდანაშაულობა დავამტკიცოთ.ხვდები ეს გურამიმ რატომ გააკეთა?
-რატომ,რა დავუშავე მას ასე რომ ვეზიზღები.
-ის დაუშავე,რომ შენი ქმრის ქონება ახლა შენ გეკუთნის,მას კი არ უნდა ეს დათმოს.
-მე ხომ ბახვა მისი ქონების და სიმდიდრის გამო არ მიყვარდა.
-ეს მე,შენ,ლუკამ და ძალიან ცოტამ ვიცით,მაგრამ არ იცის გურამიმ ან არ უნდა გაიგოს და დაიჯეროს.მე მივდივარ და ახლა ძალიან მჭირდება შენი სიმშვიდე.
-მილენა გამიყვანე აქედან.
-გპირდები,სულ მალე აქედან გაგიყვან.წავიდა მილენა და სესილი საკანში გადაიყვანეს, მან სიცივე და სიბნელე იგრძნო,იგრძბო რომ მის სხეულს სიბნელე შემოეხვია,უნდოდა დაეკაწრა უდრეკი და მრავალი ადამიანის ტანჯვის მოზიარე კედლები,ისე ძალიან უნდოდა გაიფიქრა მისივე სისხლით შეეღება ეს უტყვი და ჩუმი საკანი.
-დამშვიდდი,სესილი დამშიდდი მე დარწმუნებული ვარ სიჩუმე თავად იპოვის სიმართლის გასაღებს.ძარღვები დაებერა,თითქოს სისხლი შეუდედდა,მაგრამ თავს იკავებდა არ დაეკვნესა და სიბრაზეს იოკებდა.კარის ხმა იყო და უეცრად ფეხზე წამოდგა,დაავიწყდა სად იყო,მაგრამ შეხედა თუ არა ფორმიანს გაახსენდა რომ უძლური იყო.
-მხოლდ ათი წუთი,გთხოვთ მეც ნუ შემიქმნით საფრთხეს.გაიგონა ხმა და შეხედა რომ მასთან ლუკა შევიდა.
-როგორ ხარ,თუმცა ნუ მიპასუხებ ვიცი როგორც ხარ.
-კარგად ვარ,ვუძლებ ლუკა და თან ვფიქრობ რომ კიდევ რა დარტყმას უნდა ველოდო.შენ აქ როგორ შემოხვედი,ეს როგორ მოახერხე.
-მე ჩემი გზები მაქვს სესილი და გადავწყვიტე მენახე,თუმცა ვიცი ჩემი დანახვა დიდად არ გსიამოვნებს.
-ლუკა კიდევ სადამდე უნდა გაუძლოს ტკივილს ადამიანმა.
-სადამდეც შეძლებ,შენ ძლიერი ხარ მე და ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ,გესმის? მე შენს გვერდით ვარ.ნუ იფიქრებ ახლა ვინ უფრო ძლიერ გატკინა,შენ სულ სხვა საფიქრალი გაქვს ყველაფერი დროს მიანდე.სესილი ესაა შენი ნამდვილი სახე ახლა რასაც ვხედავ და ნუ დაივიწყებ რომ გატკინეს,შენ მას უნდა გაუსწორდე და არა მას ვინც შენს დახმარებას ცდილობს.
-მადლობა ლუკა.
-რისთვის.
-ახლა აქ რომ ხარ,ჩემს გვერდით.
-გარეთ მე გელოდები.
-თქვენი დრო ამოიწურა.
-მოვდივარ.ლუკამ კიდევ ერთხელ შეხედა სესილის და საკანი დატოვა.ისევ მარტო დარჩა თავის ფიქრებთან ერთად,ერთი ციცქნა საკანში და ყველა მის კუთხეში გაუსაძლისი სიჩუმე.მობუზული იჯდა,განა ციოდა? არა,მას ეს გაურკვევლობა სტკიოდა,ვის ეჭირა ხელში ამ საიდუმლოს სადავეები.თითქოს მოელანდა და თვალები დახუჭა,მაგრამ არა,ეს არ იყო მოლანდება მის წინ დამცინავი ღიმილით გურამი იდგა.
-შენ აქ რა გინდა,რას ითხოვ ჩემგან.
-როგორ ძალიან მიხარია აქ რომ გხედავ,ამ საოცრად კარგ ადგილზე.
-ვინ შემოგიშვა აქ.
-ვერ დააღწევ აქედან თავს,გაგანადგურებ.ისე მოვაწყობ რომ მუხლებზე დამდგარმა მთხოვო გავჩერდე და შორს,ძალიან შორს გადაიკარგო აქედან.
-მე რა დაგიშავე,რატომ მერჩი და რატომ გეზიზღები ასე ძალიან.
-ძალა შემოგრჩა რომ შემეპასუხო? არავინ ხარ,შენისთანა უბადრუკი არასოდეს არ იქნება ჩემი ოჯახის წევრი,შემიძლია აქვე გაგაქრო ისე,რომ ვერავინ შემიშალოს ხელი.
-ახლავეს წადი აქედან,ახლავეს.
-ვერ მომიშორებ თავიდან,შენი აჩრდილი ვარ რომ გაგანადგურო.
-სად ხარ,დაგაგვიანდა.
-საქმეზე შევჩერდი და მოვედი, უკვე აქ ვარ.
-მათე სად არის,მოაგვარეთ ის რაც უნდა მოგეგვარებინათ?
-ეს ყველაფერი მოგვარებულია,მაგრამ არ მგონია ეს თემა ასე ადვილად დასრულდეს მილენა.
-რას გულისხმობ ლუკა.
-მენაბდე არ მოისვენებს,სანამ სესილის ტალახში არ ამოსვრის.ვფიქრობ და ვერ გავიგე რა უნდა ამ გოგოსგან ფული? თუ შვილიშვილი.
-იქნებ და ორივე და ამიტომ ცდილობს სესილის განადგურებას.
-ყოველ შემთხვევაში მე შენს ადგილზე მათეს ძალიან არ დავეყრდნობოდი,არ ვიცი რატომ მაგრამ მიჭირს ამ ადამიანის გულწრფელობა დავიჯერო.
-მაშინ რატომ არის ჩვენთან ერთად და რატომ ცდილობს სესილის დახმარებას.
-არასდროს შეგიმჩნევია ის როგორ უცქერს სესილის?
-ააააა,მათეს არ დავკვირვებივარ,მაგრამ დაგაკვირდი შენ როგორ უცქერდი სესილის როცა ის დააკავეს,უნებურად შენ შეგხედე პირველმა.არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ წუთში სულ სხვანაირი იყავი და ერთიანად ცახცახებდი.იმ წუთში ჩემს წინ ლუკა არ იდგა,შეყვარებული მამაკაცი იდგა და ძალიან განიცდიდა საყვარელი ქალის დაკარგვას.
-ასე ძალიან მეტყობა?
-გეტყობა,მიუხედავად იმისა რომ სესილიმ ბახვა აირჩია,შენ დღემდე არ გაგნელებია მის მიმართ გრძნობა ლუკა.
-ბაბუ? ბაბუ რატომ მოგიყვანეს კლინიკაში,ცუდად გახდი?შეშინებული შევიდა ვალერიანის პალატაში მათე მაგრამ მოხუცმა შვილიშვილი თავად დაამშვიდა.
-მომისმინე შვილო,მამაშენმა სახლში ყველა ოთახში დააყენა მოსასმენი რომ გაიგოს,ვინ რას საუბრობს.
-დარწმუნებული ხარ?
-კი,დარწმუნებული ვარ და აქ დაცულად ვარ.ახლა მითხარი,სესილი როგორაა.
-ცუდად,ძალიან ცუდად ბაბუ.
-უნდა დავეხმაროთ,მას ჩვენი გვერდში დგომა ჭირდება.
-რთული იქნება,მაგრამ უნდა შევძლოთ.
-ვიცი რომ რთულია,რადგან მამაშენის დაგეშილი ლეკვები ყველგან არიან.
-ვიცი და ვუთვალთვალებ,უნდა გამოვიჭიროთ.
-მამა საკუთარ შვილებს ასე მტრობდეს ჯერ არ მინახავს,ეს რა ადამიანია 35 წელია მის გვერდით ვცხოვრობ და ჯერ კიდევ ვერ გავიგე.მათე შვილო, სესილიმ იცის ბავშვის შესახებ?
-არ ვიცი,ჩემთვის არაფერი უთქვამს,რომ სცოდნოდა დარწმუნებული ვარ მეტყოდა.
-ბავშვი სად არის ახლა,ვისთან არის.
-ბავშვი მილენასთან არის,მასზე არ ინერვიულო.
-სესილი რატომ დააკავეს,ეს გაარკვიე?
-ბრალი ედება ქმრისა და მეგობრის მკვლელობაში,ის ეჭვმიტანილია ბაბუ.
-ეს ვიცი,მაგრამ რა მტკიცებულებები აქვთ ხელში რომ დააკავეს.
-მხოლოდ ნაყიდი მოწმე,ალბად ძალიან ბევრი გადაუხადა შენმა სიძემ.
-არ მჯერა,ვერ დავიჯერებ.
-მეც არ მჯერა,ეს ხომ შეუძლებელია რადგან არავინის ცოდვა არ აწევს ამ კაცს.ბაბუ,ეს ადამიანი უფრო და უფრო საშიში ხდება.
-მათე სახლში ვიდეო კამერები უნდა დააყენო შვილო,თქვენ ყველა დიდი საფრთხეში ხართ.
-ეს მეც ვიფიქრე და უნდა გავაკეთო,მაგრამ ისე რომ არავინ არ იცოდეს.
-მილენა რაღაც მინდა გითხრა.
-რა უნდა მითხრა ლუკა.
-3 წლის წინ ბახვას შევხვდი პარიზში,მოულოდნელი იყო ჩვენი შეხვედრა და მეც მაშინ გავიგე რომ თათას შვილი ჰყავდა.
-არ შეეკითხე? ლუკა არ მჯერა რომ ნატა ბახვას შვილია.
-შევეკითხე,როცა მარტოები დავრჩით და პატარამ დედა მინდორში გაიყვანა,ვხედავდი თათას რა ბედნიერი იყო,ბახვას მივუბრუნდი და ვკითხე.
-ვერ გავიგე,რატომ მალავ თათასთან ურთიერთოვას და რატომ არ აღიარებ ბავშვის არსებობას.
-ნუ კითხულობ და ნუ ცდილობ მასზე მეტი გაიგო რაც ნახე და რაც გაიგონე ლუკა.
-რატომ,რატომ არის თქვენი შეხვერები გასაიდუმოებული.
-შეეშვი დაკითხვას და მომისმინე,თუ ოდესმე რამე მოხდა და მე ვერ ჩამოვედი ორივე თვალით ნატასკენ და თათასკენ უნდა იყო,დამპირდი რომ შენი იმედით მშვიდად ვიქნები,შეძლებ?
-მითხარი რა ხდება ბახვა.
-მარტოხელა დედაა თან სესილის მეგობარი,რატომ უნდა მქონდეს სხვა მიზეზი,არ შეიძლება დავეხმარო?
-კარგად ვერ ხსნი ბახვა და დაიმახსოვრე,როცა ნერვიულობ ნიკაპი გიცახცახებს,სიმართლეს რატომ არ მეუბნები,რატომ არ გინდა გაიხსნა და მითხრა სიმართლე.
-ნუ მეკითხები,ლუკა უბრალოდ დამიჯერე.
-შენ რას ფიქრობ ლუკა.
-არ ვიცი,არაფერს არ ვფიქრობ.
-წავედით,ვაგვიანებთ და მოგვიანებით ვისაუბროთ.ორივე განყოფილებაში შევიდა და დაინახა მილენამ სესილი ისევ დასაკითხ ოთახში შეიყვანეს,ამიტომ არც დააყოვნა ისიც უკან შეყვა სესილის.
-ბატონებო,ჩემი კლიენტი შეუძლებელია იმ დროს იქ ყოფილიყო რასაც თქვენს მიერ მოსყიდული მოწმე ამბობს,ან დაარიგეთ რა ეთქვა ან არ ვიცი საიდან რა და როგორ დაინახა ეს თავად უნდა ახსნას ისე რომ ეჭვი არავინ შეიტანოს მის ნათქვამში.
-ჩვენ გვჯერა მისი ქალბატონო ადვოკატო.
-რა თქმა უნდა,თქვენ თქვენი შეთხზული ზღაპრების გჯერათ,მე კიდევ ჩემი კლიენტის,რომელიც იმ წუთებში როცა აფეთქება მოხდა ის თავისი და მისი მეუღლის ჩემოდანს აწყობდა თაფლობის თვეში წასასვლელად,არა მარტო ეს,მან იმ წუთებში მიიღო ულამაზესი და უმშვენიერესი თაიგული.შეგიძლიათ თავად მიბრძანდეთ და ნახოთ,გადაამოწმეთ.
-თქვენ გჯერათ არ გჯერათ,მე იმ წუთებში სახლში ვიყავი,მიბრძანდით სახლის კარს ჩემი ადვოკატი გაგიღბთ.გამომძლებელი გამომშრალი თვალებით უცქერდა ხან ერთს და ხან მეორეს და ასევე მშრალად უთხრა მილენას.
-გადავამოწმებთ.
-წამობრძანდით,ახლავეს უნდა მოხდეს ეს გადამოწმება.მილენა ორგანოს მუშაკებთან ერთად სესილის და ბახვას სახლში მივიდა,მართლაც ულამაზესი თაიგული რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა მისი სილამაზე ისევ მის ადგილზე იყო,მართლაც გადაამოწმეს და დრო რომელსაც თაიგულის მოტანის დროს უჩვენებვდა სწორედ ის დრო იყო როცა აფეთქება მოხდა.
-მაღაზიაც უნდა გადავამოწმოთ.
-მიბრძანდით,კოორდინატებიც მანდ წერია.მეც თქვენთან ერთად მოვდივარ.გამარჯვებული ღიმილით შეხედა მილენამ ორგანოს მუშაკებს და ისიც მათათან ერთად გავიდა სახლიდან,მაღაზიაში მისულებს ჭაღარა ქალბატონი დახვდათ.
-გამარჯობა დეიდა.
-გამარჯობა შვილო.გაოცებულმა შეხედა ორ ფორმიან მამაკაცს ქალბატონმა.
-გისმენთ,რით შემიძლია დაგეხმაროთ.
-ეს ქვითარი ამ მაღაზიიდან არის გაცემული.
გამოართვა ქვითარი,სათვალე გაიკეთა და გაეღიმა.
-დიახ,ჩემი მაღაზიიდან არის.
-შეგიძლიათ მითხრათ ვინ შეუკვეთა ეს თაიგული?
-როგორ არ მახსოვს,და რომ არ მახსოვდეს მე რვეულში ვიწერ ყველაფერს შვილო.აი,აქ არის შემკვეთი,მათე მენაბდემ სესილი იაკობაშვილისთვის.
-დეიდა დარწმუნებული ხართ?
-დარწმუნებული ვარ შვილო,ამ საქმეს ვემსახურები 50 წელია.
-მადლობა დეიდა.მილენამ კეთილ ქალბატონს თვალი ჩაუკრა და მათგან მალულად კოცნაც კი გაუგზავნა,თავადაც მიიღო თბილი ღიმილი და იმედით სავსე გავიდა მაღაზიიდან.მადლენი ელოდა ქმარს სახლში რადგან უნდოდა მას დალაპარაკებოდა,ამიტომ გადაწყვიტა თავად მოენახულებინა,მაგრამ იქ არ დახვდა.უეცრად ყური მოკრა გოგონას ტორილს და გურამის საზარელი სიცილიც გაიგონა,ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა და თან თვალებით ეძებდა არავის დაენახა,მიუახლოვდა იმ კარს საიდანაც გოგონას ტირილი უფრო გარკვევით გაიგონა,ჯერ პატარაზე შეაღო კარი და რაც იქ დაინახა გაოცებისგან ადგილზე გაშეშდა,ვეღარ მოითმინდა და დაიყვირა.
-გურამ?
-მადლენ? აქ რას აკეთებ.თქვა და უეცრად გადაიფარა შიშველ სხეულზე პლედი.
-მხოლოდ ეს გინდა გაარკვიო,თუ რატომ ვარ აქ? ორი დღეა რაც შვილი დავასაფლავეთ და შენ რა დღეში ხარ,რას აკეთებ.
-მადლენ ყველაფერი მოწყობილია,მომიწყვეს.
-ვერ ვიჯერებ,რომ აქამდე დაეცი.თქვა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ის საზარელი ადგილი.
-შეჩერდი,დამელოდე არ წახვიდე,მადლენ უნდა დავილაპარაკოთ.
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ,გგონია ის რაც ვნახე მან გამაკვირვა?
-აბა რამ გაგაკვირვა.
-შენმა სიმყრალემ და სიბინძურემ,შენმა გულცივობამ.საკმარისია ეს უკვე მეტისმეტი იყო,განქორწინება მინდა და დღესვე დაველაარაკები ჩემს ადვოკატს.
-ეს არც გაიფიქრო,მადლენ განქორწინება სიზმარშიდაც არ გაიფიქრო თორემ მწარედ გაზღვევინებ.
-რას მიზამ,მეც მომკლავ? უთხრა გურამს ზიზღით სავსემ და გაეცალა.
-ზაალ ჩემთან შემოდი.ზაალიმ მეორე ფორმიანს შეხედა და წემოწყვეტილი წამოდგა.
-გისმენთ უფროსო.
-მე გისმენ,რა გაარკვიეთ რა გვაქვს ხელთ.
-ერთი მხრიდან გვყავს მოწმე რომელმაც დაინახა ეჭვმიტანილი.
-მეორე მხრიდან რა გვაქვს.
-მეორე მხრიდან გვაქვს თაიგული,რომელიც გადავამოწმეთ და სწორედ იმ წუთებშია მიტანილი ეჭვმიტანილთან როცა ათეთქება მოხდა.
-გამოდის,რომ ის სახლში იყო.
-დიახ,ეჭვმიტანილი სახლში იყო იმ დროს უფროსო და მაღაზიის ქვითარიც მის სიმართლეს ამტკიცებს.
-და რას ვაკეთებთ?
-ის რაც ხელთ გვაქვს,მის უდანაშაულობას ამტკიცებს და უნდა გაცუშვათ დაკავებული,მას ბრალი არ მიუძღვის,უდანაშაულოა.
-სწორედ რომ უდანაშაულოა და თქვენთვის არის ეჭვმიტანილი.ზაალი დაბერდი ამ სამსახურში და კიდევ ვერ ისწავლე,რომ გურამი მენაბდე ძლიერია,მაგრამ მასზე ძლიერი კი კანონია და არა შენ.გაანთავისუფლე დაკავებული და თქვენ ორივემ ჩემს მაგიდაზე სამსახურიდან წასვლის განცხადებას დადებთ.ზაალის ფერი წაუვიდა და თავბედს იწყევლიდა,გულში იმ დღეს წყევლიდა,როცა გურამი გაიცნო და მისგან დახმარება მიიღო,სწორედ მის შემდეგ აირია მისი წყნარი ცხოვრება.დაბერდა და დღემდე მისი ბინძური საქმეების მოგვარება უწევს,ვერ დაიხსნა თავი ამ ბინძური სულის ადამიანისაგან.
-მილენა მოვედი,როგორ ხარ.
-კარგად ვარ,სესილის ველოდები ლუკა.
-ესე იგი ყველაფერი კარგად არის?
-ვფიქრობ,რომ კი.
-კარგია,დასრულდება დღეს ეს საქმეც და მეც ჩემს გზაზე წავალ.
-რას გულისხმობ,პარიზში ბრუნდები?
-მილენა რაც არ უნდა არ მინდოდეს წასვლა,ჩემი ცხოვრება იქ არის.ჩემი სამუშაო,კარიერა.
-შენ მართალი ხარ,მაგრამ მოგვენატრები ლუკა.
-შენ ვიცი რომ მოგენატრები,მაგრამ სხვა დაისვენებს რომ ვეღარ შემხედავს.მილენას გაეცინა,ლუკას შეხედა დარაღაც უნდოდა ეთქვა რომ მისმა ტელეფონმა დარეკა.
-უცხო ნომერია,არ უპასუხებ?
-გისმენთ,დიახ მე ვარ.მოვდივარ,ლუკა წავედით.
-სად,სად მიდიხარ.გაოცებულმა შეხედა მილენას.
-უნდა შევხვდეთ თავისუფალ სესილის.
-თავისუფალია?
-ჩვენ ეს შევძელით,სესილი თავისუფალია.
-თქვენ განთავისუფკებული ხართ,რადგან არ არსებობს თქვენს საწინააღმდეგოთ საკმარისი მტკიცებულებები.
-საკმარისი არა უფროსო,საერთოდ არაფერი არ გქონდათ ხელთ,გეუბნებოდით და ჩემი ერთი სიტყვაც არ დაიჯერეთ.
-ბოდიშს გიხდით,ის ვინც არ დაგიჯერათ სამსახურიდან დავითხოვე.სესილი სიხარულით სავსე გამოვიდა უფროსის კაბინეტიდან,შეხედა თუ არა ლუკას არც დაფიქრებულა ისე მოეხვია ეს მისი მადლობის ნიშნად,ლუკასათვის საოცარი შეგრძნება იყო მის მკლავებში სესილის მოქცევა,თავადაც მოხვია ხელები და მილენას შეხედა,მაგრამ შემდეგ მკაცრად თქვა.
-საკმარისია სიხარულის გამოხატვა.
-თავისუფალი ვარ,როგორც იქნა თავისუფალი ვარ.
-რა ვქნათ,გარეთ ჟურნალისტები არიან,უკანა მხარიდან გავიდეთ თუ გავიდეთ და შევხვდეთ თავაწეულები და გამარჯვებულები.
-დასამალი რა გვაქვს,რა თქმა უნდა გავიდეთ.
-სესილი არ დაიბნე და ამ გამოსვლით ბევრს უნდა დაანახო თუ როგორი ძლიერი ხარ,რომ ყველაფრისთვის მზად ხარ.სესილიმ თავი მოიწესრიგა და ლუკასთან და მილენასთან ერთად გავიდა გარეთ სადაც უამრავი ჟურნალისტი ელოდებოდა.
-დამიჯერე ბატონო გურამ,სესილის უამრავი წლები მოუწევს ციხეში გაატაროს.
-იმედია ასე იქნება ზაზა დიდი იმედი მაქვს.
-გურამ ძალიან შეეცადე სესილი დაგემწყვდია და ასე მოგეშორებინა მისი წილისთვის,მაგრამ ჩართე ტელევიზორი და შეხედავ,რომ ის უკვე თავისუფალია.გურამი მიუბრინდა მადლენს და გაოცებულმა შეეკითხა.
-რა თქვი? ეს შეუძლებელია,მე ხომ მოწმე მყავდა.
-აი აღიარე კიდეც რომ იყიდე მოწმე,უამრავ ფულს ხარჯავ და რა სამწუხაროა რომ არ გაგიმართლებს.გურამი მიხვდა რომ თავისი თავი გასცა და ტელევიზორს მიუბრუნდა.
-გილოცავთ განთავისუფლებას,თქბენ თავისუფალი ხართ რაგან არავის აქვს ხელთ მტკიცებულრბები.
-მადლობა,მეც ძალიან მიხარია რომ ეს გაიუგებრობა დასრულდა.ის რაც ითქვა,ის რაც ჭორი გავრცელდა არაფერი არ შეესაბამება სიმართლეს.
-რას გვეტყვით თქვენს მეუღლესა და მეგობარზე.
-მე მიყვარდა ჩემი მეუღლე და მიყვარდა ჩემი მეგობარი თათა მაგრამ მათი ქალიშვილი დაიბადა მაშინ,როცა მე მათ შორის არ ვიყავი,ჩვენი ურთიერთობა შემდეგ დაიწყო.
-თქვენ იცოდით მათი საერთო შვილის შესახებ?
-რა თქმა უნდა ვიცოდი.მათ ჩემთვის არ დაუფარავთ არაფერი,ასე რომ მე თავიდანვე ვიცოდი ყველაფერი.აქედან გამომდინარე პატარა ნატა დედის და მამის გარეშე დარჩა,მე ვარ მისი დედა და მე ვიქნები მის გვერდით ბოლომდე.
-შეძლებთ შეუცვალოთ დედა?
-დედის შეცვლა არავის შეუძლია,რთულია დაიკავო დედის ადგილი,მაგრამ მე შევეცდები მივცე ის სითბო და სიყვარული რაც მას დააკლდება დედისგან.ჩემი სიყვარული რაც მე თათასთან მაკავშირებდა,ამიერიდან ნატას მინდა მივცე და დღეიდან მე ვარ დედა იმ პატარა სიცოცხლის.
-ბატონმა გურამიმ იცის რომ გაგანთავისუფკეს?
-გაიგებს ბატონი გურამი,თუ ჯერ არ გაუგია და იმედი მაქვს მე თუ არა უფალი დიდია,რომ ბადრის და თათას მკვლელს პასუხი აგებინოს.მე კი ბოლომდე ვიბრძოლებ რომ დავიცვა პატარა არსება იმ ურჩხულისგან,რომელიც ცდილობს წინ გადაგვეღობოს.


ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისათვის,მაპატიეთ რომ გალოდინეთ მაგრამ მქონდა მიზეზი,ჯერ კიდევ ცუდ მდგომარეობაში ვარ,ვცდილობ დავუბრუნდე ჩვეულ რიტმს რაც ჯერ-ჯერობით ისევ შეუძლებელია,ამიტომ კვირაში ორჯერ დავდებ ისტორიას სანამ არ გამოვალ კარგად მდგომარეობიდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent