შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 3.


27-12-2018, 09:32
ავტორი zia-maria
ნანახია 2 682

-ბადრი,ჩემი შვილი ბადრი,ჩემი ბახვა.
-მადლენ.
-ბახვა სად წახვედი,სად ხარ შვილო.
-მადლენ გთხოვ დაწყნარდე.
-ბახვ,აჩემი ბახვა.ჩურჩულებდა მადლენი და ექიმი მის დაწყნარებას ცდილობდა.პალატის კარი გაიღო და ერთიანად ფერ-დაკარგული მათე შემოვიდა დედის სანახავად.
-როგორაა დედაჩემი ექიმო.
-ვერ დავამშვიდეთ,კარგია რომ მოდი შვილო შემეშინდა,ნაწილ-ნაწილ დაიშალა და მეგონა ხელებში ჩამაკვდათქო.მათემ კარებისკენ გაიწია და ექიმმა შეაჩერა.
-ისევ მიდიხარ? რა ვუთხრა რომ გამოიღვიძებს, შენც რომ ვერ დაგინახავს გაუჭირდება დამშვიდება.
-ცუდად ვარ ექიმო,მგონია ჯერაც სიზმარში ვარ და ეს ყველაფერი გამივლის,სულ მალე ეს კარი გაიხსნება და ჩემი ძმა შემოვა მისი უჩვეულო ღიმილით თან დამცინებს ,,რა მოგივიდა,აქ ვარ რამ შეგაშინაო''.
-ახლა ძლიერი უნდა იყო,მათე დედას ჭირდები ძლიერი.
-მეშინია,მეშინია რომ ვერ გადაიტანს.
-წამოდი გარეთ გავიდეთ და იქ ვისაუბროთ.ორივე გარეთ გავიდნენ და მადლენი კი უგრძნობლად იწვა,გთიშული.ადგილიდან ვერ იძროდა გურამი ორივე ხელებში ჩაერგო თავი და ქვითინებდა,მხოლოდ ცდილობდა მის თვალზე ცრემლი არავის შეემჩნია.უეცრად თავი ასწია,თითქოს რაღაც გაახსენდაო სიბრაზე-მორეულომა ტელეფონი აიღო და გადარეკა.
-რა გააკეთე,ხვდები რა გააკეთე?
-ვერ ვხვდები რაზე მეუბნები ბატონო გურამ.
-ვერ ხვდები არა? მე მიგახვედრებ იდიოტო,ჩემი შვილი მოკალი შენი დებილი იდეით,ჩემი ბახვა მკვდარია არაკაცო.
-ოპა,ოპა შენ სულ გარეკე უფროსო?
-გაჩუმდი,ხმას ნუ იღებ მოგვიანებით დაგელაპარაკები.ხელის კანკალით გათიშა ტელეფონი და იქვე ჩაიკეცა.მილენა დიდი სისწრაფით მიდიოდა და თან განუწყვეტლივ სესილის ნომერზე რეკავდა.
-სესილი სად ხარ,გთხოვ მიპასუხე.ჩურჩულებდა და თან ტიროდა.
-ექიმო,ნუ მიატოვებ დედაჩემს.
-აქ ვარ,არ მივატოვებ მე ვიზრუნებ მასზე შენ კი შეეცადე ძლიერი იყო.მათემ უკვე მიდიოდა,რომ გურამი მოვიდა მადლენის სანახავად.
-როგორაა შვილო დედაშენი.
-შედი და მასთან იყავი,მას ახლა სჭირდები ისე როგორც არასდროს.ნიცა გაშეშებული იჯდა და ჯერ ისევ ტელევიზორს უცქერდა,თაზომ შეხედა წყლიანი ჭიქა მიაწოდა და წყნარად შეეკითხა.
-ნიცა არ წახვალ სესილისთან?
-თაზო შენ გჯერა,რომ ბახვას სიკვდილი ეს უბედური შემთხვევა იყო?
-რას გულისხმობ.
-გჯერა,რომ სესილის ჯერაც არ გაუხდია საპატარძლო კაბა და მან შავი უნდა ჩაიცვას? არ შემიძლია,ვერ ვნახავ მას ამ მდგომარეობაში.
-ნიცა მე არ ვიყავი ისე ახლოს სესილისთან როგორც შენ,ამიტომ ახლა შენ მას ჭირდები და მასთან უნდა წახვიდე.
-მადლობა,მაგრამ არ შემიძლია.
-ვიცი,მაგრამ უნდა შეძლო.
-არ ვიცი რა ვუთხრა,როგორ ვუთხრა მას სამძიმარი მე ხომ გუშინ მისი მეჯვარე ვიყავი.
-ვიცი რა რთულია მისი დანახვა,ეს ის წუთებია სიტყვები რომ გეფანტება და ვერ პოულობ,ყველა სანუგეშო სიტყვა ქრება მეხსიერებიდან და ტვინი თითქოს ცარიელდება.არ ვიცი რას ეტყვი სესილის მაგრამ ჩემგან თავისუფალი ხარ,მე გაგანთავისუფლე.თაზომ ხელი მოხვია ჯერ კიდევ მოცახცახე ნიცას და გულზე მიიკრა,ლუკამ როგორც იქნა მიაღწია სესილის სახლამდე,იმ სახლში მივიდა საიდანაც წინა საღამოს საპატარძლო კაბით გამოვიდა, ყველაზე ბედნიერი ღიმილით რომ უღიმოდა ყველას.ლუკას უკან მილენაც მოჰყვა,მათეც და ნიცაც.
-კარი დაკეტილია,გასაღები ხომ არავის გაქვთ.იკითხა ლუკამ და მილენას და ნიცას შეხედა.
-რა ვქნათ,შესაძლებელია იქ სესილი გულწასული არის,რამე უნდა ვიღონოთ.თქვა ნიცამ ცრემლმორეულმა.ლუკამ მეზობლის კარებზე დააკაკუნა და ახალგაზრდა მამაკაცმა გაუღო კარი,გაოცებულმა შეხედა უცხო ხალხს,მაგრამ მილენა იცნო და მას ჰკითხა.
-მილენა მართალია რაც ტელევიზოში მოვისმინე?
-მართალია მეგობარო და დახმარება გვჭირდება.
-მე რაში შემიძლია დაგეხმაროთ.
-იქ შესაძლებელია სესილი გულწასული არის,თქვენი აივნით უნდა ვისარგებლო და ასე შევაღწევ ბინაში.
-მობრძანდით, მეც დაგეხმარებით.ლუკა სახლში შევიდა და ვერანდიდან ვერანდაზე გადავიდა,მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა,იქვე პატარა მაგიდას მოკიდა ხელი და მინას ესროლა,მინა ბრზიალით ჩამოიშალა და იმ ნამსხვრევებზე ლუკამ გადაიარა,რადგან შეხედა სესილი მართლაც გულწასული ეგდო ძირს.
-კარი გაუღე მათ.უთხრა სოსოს და თავად სესილი აიყვანა ხელში,იქვე დივანზე დააწვინა და მილენას შეხედა.
-იქნებ იცით სად დევს რამე,გონზე რომ მოვიყვანოთ.მილენა სესილისთან მივიდა და ხელი მსუბუქად მოარტყა სახეზე.
-სესილი თვალი გაახილე საყვარელო.
-წყალი მაინც მოიტანე ნიცა რამ გაგაშეშა.უყვირა ნიცას ლუკამ და მათემ თქვა.
-წყალი არა ეს შეასუნთქეთ,ნიშადურია.როგორც იქნა სესილი შეირხა და ნელა-ნელა თვალიც გაახილა.
-რა მოხდა,ყველა აქ ხართ?
-აქ ვართ შენთან ერთად,შენს გვერდით.
-მილენა ცუდი სიზმარი ვნახე,თუ ეს ყველაფერი რეალობაა ჯერ კიდევ ბურუსში ვარ.
-ჩვენ შენთან ვართ საყვარელო.უთხრა ნიცამ და ხელზე აკოცა სესილის.
-სიმართლეა,თქვენ რადგან ყველა აქ ხართ ეს სიმართლეა.
-სესილი........
-საუკუნო სიყვარული შემომფიცა და უკვე მიმატოვა.მე ისევ მარტო ვარ,ჩემი გული მან თან წაიღო.იცით? პირველად თვალებით მითხრა მიყვარხარო,მისმა თვალებმა ამირია თავგზა.ახლა კი დამტოვა,წუხელ ისეთი ლამაზი იყო ცა მთელი ღამე ვერანდაზე ვყავდი გულში ჩაკრული და ორივე ულამაზეს ცას შევყურებდით.ისეთი ლამაზი იყო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,ორივე ჩუმად ვიდექით და შევცქეროდით ამ ჯადოსნურად მორთულ სივრცეს,ულამაზესი იყო ღამის პეიზაჟი და გარემოს კი ფოთლების შრიალი არღვევდა.სუნთქვითაც ფრთხილად ვსუნთქავდი,არ მინდოდა ზედმეტი საუბრით დამერღვია ეს სიმყუდროვე,მხოლოდ ვიდექი მის მკერდზე მიყრდნობილი და არ ვინძრეოდი.არ ვიცი რამდენი საათი ვიყავით ასე აკრული ერთმანეთზე,ორივემ დავკარგეთ დროის შეგრძნება და როგორ ძალიან მინდოდა დროის შეჩერება,მაგრამ რომ გამოვფხიზლდი ჩემს საწოლში ვიწექი ისევ საპატარძლო კაბით.ყველა ეს განცდა და წუთები,უკვე მოგინებად დარჩა ჩემში.
-დამშვიდდი საყვარელო,სამწუხაროა რაც მოხდა მაგრამ ვეღარაფერს შევცვლით.უთხრა სესილის ნიცამ და თავადაც ვერ შეძლო ცრემლი შეკავება,მილენამ კი დამამშვიდებელი დაალევინა და ცოტა ხანში სესილის ისევ ჩაეძინა.ოთხივე ჩუმად ისხდნენ და სესილის მშვიდ სუნთქვას უსმენდნენ და არცერთს არ სჯეროდა,რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და არა კოშმარული სიზმარი.
-მილენა ვიცი რომ ახლა დრო არ არის,მაგრამ ისეთი საქმე მაქვს შენთვის ვიცი რომ დაგაინტერესდება.გთხოვ დაეხმარო ერთ გაჭირვებულ გოგონას.
-რა ჭირს,თუ შევძლებ........
-შვილი წაართვეს და ის როგორც მარტოხელა, სამართალს ვერ პოულობს.
-შვილი? როგორ,ვინ,რატომ.კითხა გაოცებულმა ლუკამ.
-ვინც ეს ჩაიდინა ცნობილი ექიმია და მაგარი-მყარი ზურგი აქვს,გოგონა ვერ შეძლებს მას შეეჭიდოს,ან რაღაცას მოსწევს,ან ციხეში გამოაწყვდევს.მან შვილი გააჩინა,მაგრამ არც დაეკითხა არავინ ისე წაიყვანეს ბავშვი და იმ ცხოველმა დედას არც იმის საშუალება მისცა ახალშობილი დედას ენახა.
-მარტოსული თუ არის და ეს არის მისი სუსტი წერილი,მიეცი ჩემი კოორდინატები და დამირეკოს გავესაუბრები,საქმეს შევისწავლი და ვნახოთ რა გამოვა.
-მივცემ შენს ნომერს და თავად რომ გაესაუბრები,ეს უფრო კარგია.ნიცამ იქვე ახარა თეკლას ახალი ამბავი და მელინას ნომერიც მისცა,მხოლოდ გააფრთხილა ეს კვირა არ დაერეკა,თუ რატომ ამას მოგვიანებით აუხსნიდა.სესილის ისევ ეძინა და ყველა ჩუმად იჯდა ყველა დაფიქრებული,ლუკა ნიცას გვერდით დაჯდა და უთხრა.
-რაზე ფიქრობ ნიცა.
-ვფიქრობ,გუშინ ამ დროს ყველა ჩვენგანი ბედნიერების მწვერვალზე ვიდექით,დღეს დილით კი ყველა ერთად ჩამოვსრიალდით იმ მწვერვალიდან და მიკვირს,ასე უცებ როგორ გაქრა მათი სიყვარული,რატომ დაიმსხვრა ეს ბედნიერი სარკე.
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი ნიცა.
-შუძლია ვინმეს გააცოცხლოს მიმქრალი შემოდგომის სუსტი სუნთქვა,რომელიც მხოლოდ სამი თვე დანავარდობს და მეფობს ბუნებაში? არა,არ შეუძლია მისი გაცოცხლება არავის,ისე როგორც არ შეგვიძლია გავაცოცხლოთ ბახვა.
-თქვენ წადით,ყველას საქმეები გაქვთ სესილისთან მე დავრჩები.უთხრა მეგობრებს ლუკამ და მილენამ მას მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა,მას ხომ სახლში პატარა ნატა ელოდა,რომლის არსებობა არცერთმა მათგანმა არ იცოდა.
-ბახვა შვილო,ბახვა.
-აქ ვარ,დედა აქ ვარ შენთან ახლოს.
-ვერ გხედავ შვილო,სიბნელეა და ვერ მოგაგენი.
-აქ ვარ შენს გვერდით,ნახე შენი საყვარელი ვარდები მოგიტანე,დღეს ხომ შენი დაბადების დღე არის, გილოცავ დედიკო.
-ბახვა,ჩემო შვილო,ჩემო იმედო.
-დედა დამშვიდდი,მე სულ შენს სიახლოვეს ვიქნები.
-არ დამტივო,არ წახვიდე მე უშენიდ გამიჭირდება სუნთქვა შვილო.
-უნდა წავიდე, დედა აქ სიცივეა და ძალიან ცივა.
-მოდი მე გაგათბობ შვილო,ისე როგორც ბავშვობაში.
-მელოდებიან,დედა უნდა წავიდე.
-არ წახვიდე,არ დამტივო შვილოოოო.
-მადლენ გაიღვიძე,მადლენ გამოფხიზლდი გთხოვ.
-გააკეთე რამე,უშველე ჩემს ცოლს ხომ ხედავ როგორ იტანჯება.
-მე მთელი ცხოვრება მასზე ვზრუნავ,შენ? შენ რას აკეთებ მთელი შენი ცხოვრება,ოდესმე გიფიქრია შემნს ცოლს,შენი შვილების დედას შეხედო ისე როგორც ქალს?
-ექიმო როგორც ქალს ისე თუ ვერ აღვიქვამ ჩემს ცოლს,ორი შვილი როგორ მყავს მასთან.თვალები დაუბრიალა გურამიმ ექიმს და უყვირა ისე ხმაც კი ვერ გააკონტროლა,მაგრამ ექიმმაც შეუბღვირა და გაბრაზებულმა უთხრა.
-ხმა გააკონტროლე,აქ საავადმყოფოა და არა შენი სახლი,ან კაბინეტი შენს ხელქვეითებს რომ უღრიალო,ვერ შემაშინებ მაგ შენი ღრიალით და ვერც მიბრძანებ რამეს.გურამმა შეხედა გაბრაზებულ ექიმს და ხმა ვეღარ ამოიღო.
-დამამშვიდებლის დიდი დოზა აქვს გაკეთებული,მე მივდივარ და მარტო არ დატოვო,კეთილი ინებე ახლა მაინც გამოიჩინე ადამიანობა და ერთხელ ცხოვრებაში,ერთხელ მაინც იყავი ისეთი,რომ სხვამაც იგრძნოს და დაინახოს შენს სახეზე წუხილი და დარდი,მხოლოდ ნამდვილი წუხილი და ნამდვილი დარდი.ექიმი წავიდა,გურამი კი მადლენის საწოლთან იჯდა და სახეზე აკვირდბოდა ამ ორმა დღემ როგორ მოტეხა და დააბერა დარდმა მისი ცოლი.
-გიყურებ როგორ მშვიდად სუნთქავ.ჩაილაპარაკა,მაგრამ მადლენიმ თვალი გაახილა გურამს შეხედა და უთხრა.
-იმედია ჩემი შვილი შენი ბინძური საქმეების მსხვერპლი არ გახდა,გურამ მიფრთხილდი წარმოდგენა არ გაქვს რა შემიძლია გავაკეთო ეს თუ შენი ბრძანებით მოხდა.
-გავიგებ,ვფიცავ გავიგებ ვინ ჩაიდინა და შენს წინაშე ვაგებინებ პასუხს.
-იმედია რასაც ამბობ სიმართლეა.
-ნიცა სად ხარ.აღელვებული ხმა ჰქონდა თაზოს.
-რა მოხდა თაზო რა ხმა გაქვს.
-რედაქციაში ვარ და ახლავეს აქ უნდა მოხვიდე.
-სასწრაფოა?
-უფრო გეტყოდი რომ საშინელებაა ამის მოსმენა,მაგრამ ტელეფონით ვერ გეტყვი,უნდა მოხვიდე.
-მაშინებ თაზო.
-მე უარეს დღეში ვარ,გელოდები.
-მოვდივარ,20 წუთში მანდ ვარ.ტელეფონი გათიშა და ლუკას შეხედა.
-მივხვდი,სასწრაფო საქმეა და უნდა წახვიდე.
-მაპატიე,თაზო არ დამირეკავდა რომ რამე მნიშვნელოვანი არ იყოს.
-ჟურნალისტების ცხოვრება მძიმეა,დღეს აქ რომ არიან,ხვალ არ იციან სად გაუშვებენ.წადით,აქ მე ვიქნები და თუ რამე მნიშვნელოვანი იქნება დაგირეკავთ.
-ტელეფონი ჩართული მაქვს და შენს ზარს ეთერშიც რომ ვიყო მაინც ვუპასუხებ ლუკა.ნიცა მართლაც 20 წუთში უკვე რედაქციაში იყო აჩქარებული გულისცემით აირბინა კიბეები და თაზოს კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეაღო,მის წინ დაჯდა იქვე მდგარი გრაფინიდან ჭიქაში წყალი დაისხა,ცოტა სული მოითქვა და შემდგ შეხედა თაზოს,რომელიც მთელი ეს დრო გაოცებული უცქერდა ნიცას.
-ნიცა რა დღეში ხარ,ასე მალე არ გელოდი.
-სასწრაფოა ხომ მითხარი და მეც მოვედი,რა მოხდა რომ არ მომათქმევინე სული და გული ლამის დავტოვე კიბეებზე აქ მოსვლაში.
-სესილი როგორაა,მარტო დატოვეთ?
-სესილი კარგი ადამიანის ხელშია,იქ ლუკაა და შენ ნუ წელავ სათქმელს თქვი რა იყო ასე სასწრაფო.
-ვიცი რომ გაოცდები რასაც ახლა მოისმენ,მაგრამ ეს უნდა იცოდე.
-ნუ მაშინებ, თქვი რა მოხდა.
-როგორ შენი,ბახვა ჩემი მეგობარიც იყო.
-ვიცი,მერე?
-უკვე გაირკვა თუ ვინ იყო მის გვერდით მეორე პიროვნება და ეს პიროვნება ქალია.
-ქალია? ვინ არის ის ქალი,ნაცნობი სახეა?
-საზოგადოებისთვის არა, ჩვენთვის კი და ჩემზე მეტად შენ გეტკინება მისი ვინაობის გაგება.
-თაზო თქვი ვინ არის ის ქალი და მე რატომ მეტკინება.თქვა ჩურჩულით ნიცამ.
-ვწუხვარ,ნიცა მართლა არ მინდოდა შენთვის მე მეთქვა,ის ქალი თათა მეტრეველია.
-თათა? ჩვენი თათა? გაოცებულმა შეეკითხა თაზოს და თვალები ცრემლით აევსო.
-ჩვენი თათა.
-ბახვა და თათა?არა,აქ რაღაც შეცდომაა ეს ხომ წარმოუდგენელია,არ შემიძლია ეს დავიჯერო.ამ ამბის გაგება სესილის ხომ ნაწილებად დაშლის,ჩვენ ოთხივე ბაღიდან ერთად მოვდივართ.
-რა ვქნათ ნიცა.
-რა ვქნათ,ხო ინფორმაციის გაშუქებას ითხოვს უფროსობა,მათთვის ხომ არ არის ისე მტკივნეული ეს ამბავი როგორც ჩემთვის.რაც შეიძლება შევჩერდეთ თაზო,არ შემიძლია ამ ინფიორმაციის გაშუქება.
-ვიცი,ვიცი განა არ ვიცი ახლა როგორ ხარ? მაგრამ სხვა ხომ მაინც გააშუქებს.
-გააშუქოს სხვამ,შემდეგ გავაშუქებთ ჩვენ.
-გასაგებია,იყოს ისე როგორც შენ იტყვი,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს,სხვა ხომ იტყვის.ინფორმაციაა,მაინც გაჟონილია უკვე,ჩვენ კი ზემოდან გვთხოვენ საქმის შესრულებას.ნიცა ჩაფიქრდა და აღარ იცოდა რა ექნა.
-ნიცა ძალა მოიკრიბე,გელოდები სამ წუთში პირდაპირ ეთერში ხარ.
-ღმერთო ძალა მომეცი,მაპატიე სესილი.ცრემლი შეიმშრალა და ფურცლებით ხელში თაზოს უკან გაყვა.
-ლუკა როგორ ხართ.შეეკითხა მათემ და კარი თავად მიხურა.
-ახალი გაღვიძებულია,შოკშია მაგრამ მაგრად დგას.უთხერა ლუკამ და ტელევიზორს მიაჩერდა,სადაც ეს ესაა ახალი ამბები ჩაირთო.
-მათე მოხვედი,ახალი არაფერია? შეეკითხა სესილიმ უკვე მის გვერდით მჯდარ მათეს და თავადაც ტელევიზორ შეხედა საიდანაც ნიცა ნაღვლიანი თვალებით უცქერდა.
-მოუსმინეთ,ეს ნიცაა დაურეკეს სასწრაფოდ მოდიო და გავუშვი.
-რატომ ნერვიულობს ასე ძალიან,რაღაც მძიმე მოსასმენი უნდა თქვას.თქვა მათემ და უფრო დაიძაბა.
-შევწყვიტეთ პროგრამის ჩვენება რადგან შეგატყობილოთ,რომ დღეს დილით მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის ადგილზე სადაც ცნობილი ბიზნესმენი ბადრი მენაბდე გარდაიცვალა ტრაგიკულად,სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა თუ ვინ იყო მის გვერდით მეორე პიროვნება.ექსპერტიზამ დაადგინა,რომ მასთან ერთად იმყოფებოდა პარიზის მოქალსაქე თათა მეტრეველი,რომელიც ბოლო 10 წელია პარიზში ცხოვრობს და საქმიანობს.
-თათა? სწორად გავიგონე,მან თათა თქვა? თათა ბახვასთან ერთად დაიღუპა? ის აქ თბილიში იყო? რატომ არ მნახა,რატომ არ მოვიდა ქორწილში.რა ხდებოდა მათ შორის,ნუთუ რამე ხდებოდა და მე არ ვიცოდი?გაოგნებული იდგა ლუკაც და მათეც,სესილი კი ისტერიკაში ჩავარდა,კარზე ზარი გაისმა და მათემ გააღო კარი,მილენა შემოვიდა და სამივეს უცქერდა,ვერ გაეგო რა მოხდა და მათემ აუხსნა.
-როგორ მოხდა,ისინი ერთმანეთს როდის შეხვდნენ.თქვა მილენამ და ლუკას შეხედა.
-შენ იცოდი,ლუკა შენ იცოდი მათ შესახებ?
-იცოდა,რა თქმა უნდა იცოდა და არც იტყვის არაფერს.ბახვა და ლუკა ერთმანეთში ყველაფერს ამბობდნენ,მათ არ ჰქონდათ საიდუმლო,მათმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იცოდნენ.არ ცხრებოდა სესილი მაგრამ ლუკა გაოგნებული იდგა და ბოლოს სესილის დაუყვირა.
-დაწყნარდი,ფიცი არ მჭირდება მართალია ჩვენ ერთმანეთის ძალიან ბევრი რამ ვიცოდით,მაგრამ ის რომ თათა აქ იყო თბილიში გუშინ ის არ ვიცოდი,წამოსვლის წინ დავურეკე და მითხრა,რომ ვერ მოდიოდა.
-რატომ დამიმალა,რომ აქ იყო.რატომ არ მითხრა ბახვამ სად მიდიოდა,რატომ არის მათ გარშემო ამდენი ,,რატომ''. როგორ ამიხსნით ამ სიტყვას თუ არა იმით,რომ ისინი ერთად იყვნებ და ისინი წყვილი იყო.დიახ ასე იყო,თათას შერცხვა ჩემი და ქორწილშიც ამიტომ არ მოვიდა,სინდისმა გაიღვიძა მასში რადგან ჰქონია გოგოს სინდისი.
-რას ამბობ, სესილი თუ ხვდები თავად რას ამბობ.უთხრა მათემ და სესილის შეხედა.
-სესილი შენ ახლა გაბრაზებული ხარ,ნუ დაამტკიცებ შენს თავში ისეთებს რაც შეიძლება სიმართლე არ არის,შესაძლებელია სიურპრიზის გაკეთება უნდოდათ შენთვის და ეს აფეთქებაც გაუთვალისწინებელი იყო.
-რას მეუბნები მათე თაფლობის თვეში მივდიოდით ერთი თვით და სად,პარიზში.წასვლის წინ მტოვებს და მეუბნება ერთ საათში მოვალო,ნახევარ საათში კი ვგებულობ საშინელ ამბავს,დღეს კი გავიგე ჩემი საუკეთსაო ბავშვობის მეგობარი ჩემს ქმართან ერთად დაიღუპა.თქვენ რაც გინდათ ის იფიქრეთ,მაგრამ ჩემი ტვინი სხვაგვარად ვერ აზროვნებს,ისინი ერთად იყვნენ,ისინი წყვილი იყო და მატყუებდნენ,მე ორივემ მომატყუა.
-აზრზე მოდი,შენ რასაც ფიქრობ ეს უბრალოდ შეუძლებელია.უყვირა ლუკამ სესილის.
-ლუკა მართალია,წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან სესილი.
-ბახვას არ ჰქონდა გრძნობები თათას მიმართ,გთხოვ ეს დაიჯერე.
-სესილი დამიჯერე,სესილი ჩემი გჯეროიდეს,სესილი რაც არ უნდა მოხდეს ჩემზე აზრი არ შეიცვალო.მხოლოდ ამ სიტყვებს მეუბნებოდა ეს ბოლო პერიოდი,მაგრამ ეს როგორ ავხსნა სხვაგვარად,ჩემი ქმარი ჩემი ბავშვობის მეგობართან ერთად დაიღუპა.თქვენ,თქვენ რომ ჩემს ადგილზე იყოთ როგორ ახსნიდით ამ ყველაფერს.ვის დავუჯერო თქვენ? თუ ადამიანს რომელიც მაჯერებდა მის სიყვარულში და ტყუილი მითხრა,თათა? მე რა დავუშავე თათას,ასე რატომ მომექცა.
-დაწყნარდი,გთხოვ დაწყნარდე.
-მომისმინეთ,თუ რამე სათქმელი გაქვთ სამივეს გეუბნებით ახლავეს მითხარით,გისმენთ.სამივემ ერთმანეთს უცქერდა,მელინას ცეცხლი ჰქონდა გულში და ეს პატარა ნატა იყო.
-თვეში ორჯერ მიდიოდა შეხვედრებზე და სად? პარიზში,ისიც იქ იყო და ხვდებოდნენ ერთმანეთს.
-სესილი უკვე ზედმეტები მოგდის,გონს მოდი ბახვას შენ უყვარდი.
-არც ისე ძლიერ ვყვარებივარ,როგორც მიყვარდა მე.
-სესილი ბახვა შენ გაღმერთებდა,მე მხოლოდ ეს ვიცი.შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს რასაც შენ ამბობ.უკვე სიბრაზე ერეოდა ხმაში მათეს და თავადაც გაურკვევლობაში მყოფი სესილის თვალს ვერ უსწორებდა,იქედან გაქცევა უნდოდა და შვებით ამოისუნთქა როცა მისმა ტელეფონმა ამღერდა.
-გისმენთ,დიახ ახლავეს წამოვალ.
-მათე არ თქვა რომ კიდევ ცუდი ამბავია.
-არა,არა დედა უკეთესად არის და სახლში უნდა წასვლა.მე უნდა წავიდე,სესილი ბახვას უყვარდი და შენ ის გაღმერთებდა,ამიტომ ნუ შეგჭამს ფიქრები უკეთესია დამშვიდდე.
-მათე მართალია საყვარელო,შენ უნდა დამშვიდდე და დაწყნარდე.ეს დალიე,გამომართვი დაგამშვიდებს.
-არ მინდა დამამშვიდებელი მე გიჟი არ ვარ,ყოველ ნახევარ საათში დამამშვიდებელს რომ მაძლევთ.
-დალიე,ნერვები დაგიმშვიდდება და ლოგიკურად იმსჯელებ.უთხრა ლუკამ.
-ნუ მიშლი ნერვებს,შენი აქ ყიფნაც კი მაღიზიანებს.
-დაწყნარდით ორივე და შენ ეს დალიე,ერთმანეთს არ დაჭამოთ მეტი საფიქრალი არაფერი გაქვთ? ორივეს გასაგონად თქვა მილენამ გაბრაზებულმა და სესილის თვალები დაუბრიალა.
-აჰა დავლიე,დაწყნარდი?
-დავწყნარდი და შენც უნდა დაწყნარდე,სულ მალე გაირკვევა სიმართლე.გინდა დაწვე და შეეცადო დაიძინო,გინდა იმ სახლში წავიდეთ სადაც უნდა გეცხოვრათ?
-არა,არ შემიძლია იქ მივიდე მილენა რადგან ჩემი წარსულის სამარეა იმ სახლის კედლები და ვერ შევძლებ იქ ცხოვრებას.
-მართლი ხარ გაგიჭირდება,აქ იყავი აქ ხომ ყველაფერი შენეულია,უფრო მოერევი ტკივილს.შენ დაისვენე,მე უნდა წავიდე მაგრამ ისევ მოვალ.
-წადი,მე კარგად ვარ.
-ვხედავ,როგორ კარგად ხარ.ლუკა შენ აქ დარჩები?
-არა,არ მინდა მისი აქ ყოფნა.
-არც მე არ ვაპირებ შენს ძიძაობას,წადი მილენა აქ ვიქნები სანამ დაბრუნდები.მილენამ ორივეს შეხედა და კარებში გასვლისას სესილის მიუბრუნდა.
-იმედია ცოცხლები დამხვდებით.ჩაეცინა და გავიდა,ლუკამ და სესილიმ კი ერთმანეთს შეხედეს.
-ნუ გამბურღე თვალებით და თუ ისევ ისტერიკების მოწყობას გაბედავ,სააბაზონოში ჩაგკეტავ.
-რაც ცხოველი იყავი,ისევ ისეთი ხარ არც არაფერი მოგმატებია.
-გავიცინეთ ჰა,ჰა,ჰა.ვიყო ცხოველი,მხოლოდ ჩუმად იყავი და შხამს ნუ ანთხევ.
-ჩვენი შვილი არ ყოფილა შემთხვევითობის მსხვერპლი მადლენ.
-არა,აბა?
-ის მოკლეს.
-რა თქვი? გურამ რა თქვი,ჩემი შვილი მოკლეს? ის თათა იცოდი ვინ იყო,როდისმე უხსენებია ის ბახვას?
-პირველად გავიგონე მისი სახელი.
-იქნებ უნდოდათ ის მოეკლათ და ჩემი შვილიც იქ მოხვდა იმ დროს,ხმა ამოიღე და მითხარი რამე რატომ ხარ გაჩუმებული.
-შესაძლებელია ასეც იყო,მამაშენს უნდა ვუთხრათ.
-არა,ახლა ვერ ვეტყვი,ის ამ ტკივილს ვერ გადაიტანს.
-ძალა მოიკრიბე და ერთად ვუთხრათ.
-ვერ გაუძლებს,ის გულით ვერ გაუძლებს.
-როდემდე დავუმალავთ მადლენ.
-ვერ გადავიტან კიდევ ტკივილს,რატომ არ გესმის.
-შენ რატომ არ გესმის უმჯობესი იყო მამაშენი მეტირა და არა ჩენი შვილი.
-რა თქვი? შენ მგონი გავიწყდება ვინ არის ის ადამიანი ჩემთვის და შენ ვინ ხარ ან ვინ იყავი აქ მოსვლამდე.
-მადლენ დაიმახსოვრე ერთხელ და სამუდამოდ,არავინის წინაშე არ ვარ ვალში და შემეშვი.მილენა ფრთხილად შევიდა სახლში,ბესო სიბნელეში იჯდა და ოთახს ტელევიზორის შუქი ანათებდა.მილენამ იქვე დადო გასაღები,ჩანთაც მის ადგილზე დადო და ბესოს გვერდით უხმოდ დაჯდა.
-შენი დუმილით ვხვდები,რომ ძალიან რთულად არის საქმე.
-სწორად მიხვდი,ყველაფერი ძალიან ჩახლართულია.
-როგორ მოხვდნენ ის ორნი ერთად და თან ქალაქიდან 15 კმ-ის დაშორებით.
-არაფერი არ ვიცი და არც არაფლის თქმა არ შემიძლია,ახლა ყველაზე მეტად ის ტკივა რომ ბახვას გვერდით თათა დაიღუპა.აღარ შემიძლია,ძალიან დავიღალე დღეს.
-დამშვიდდი,გაირკვევა ყველაფერი.
-ბავშვი?
-ძინავს,დედამის ელოდა ბოლო წუთამდე სულ მასზე მელაპარაკებოდა.
-როგორ უნდა ვუთხრათ რომ დედა აღარ ჰყავს.
-ძალას მოვიკრებთ და ვეტყვით,ყველა ერთად ვიქნებით.
-როგორ ხართ ბატონო ვალერიან.
-უფრო და უფრო ცუდად ვხდები ექიმო.
-წამლებს გააგრძელებ ისევ ისე,შენ ძველი ღვინო ხარ და შევძლებთ გავექცეთ ამჯერადაც სიკვდილს.
-ვინ გაქცევია სიკვდილს მე რომ გავექცე ექიმო.
-შევძლებთ,სულ ვერ დავემალებით მაგრამ ცოტა ხნით შევაჩერებთ და გადავაფიქრებინებთ მოსვლას.
-როგორ არის ექიმო.შეეკითხა ექიმს მადლენიმ.
-მდგომარეობა ისევ ისეთია,გთხოვ უცებ ნუ ეტყვი.მადლენმა თავი დაუქნია ექიმს და მამას საწოლთან ჩამოუჯდა,მოხუცმა შვილის ხელები მოიქცია მის დიდ ხელებში და მადლენს თვალებში ჩახეა.
-სულ გაგყინვია ხელები შვილო,თვალები კი შენი ჩაშავებულია და ჩამქვრალია.
-მამა,მამიკო საშინელება მოხდა.
-რა მოხდა შვილო.შეშფოთდა მოხუცი მამა.
-ბახვა,მამა შენი ბახვა,ჩვენი ბახვა.
-რა დაემართა ბახვას შვილო,კარგად არის? მადლენმა ცრემლიანი თვალები შეანათა მამას და მის გულზე დამხობილი აღრიალდა.მოხუცმა კი ხმით იტირა.
-შვილო ბახვა რატომ ასე ადრე,ღმერთმა რატომ წამართვა შენი თავი.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგი ისტორია.მომწონს ძალიან .წარმატებები და ველი შემდეგ თავს❤

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia miako 15
ძალიან კარგი ისტორია.მომწონს ძალიან .წარმატებები და ველი შემდეგ თავს❤

heart_eyes ტკბილო,მახარებ ძალიან. kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი mia miako 15

გაიხარე ქალბატონო მზია.❤ერთი სული მაქვს კიდევ როდის დადებ

 


№4  offline მოდერი zia-maria

mia miako 15
გაიხარე ქალბატონო მზია.❤ერთი სული მაქვს კიდევ როდის დადებ

შეძლებისდაგვარად,ვფიქრობ დღეს თუ ვერა ხვალ აუცილებლად. kissing_heart kissing_heart

 


№5  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგი.დაველოდები❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent