ვამპირთა საძმო /6/
სახე უქვავდება, შვილის გამომეტყველებას ამჩნევს. მის გარემოცვას, რონალდს. გარშემო ყველა და ყველაფერი ქრება, მხოლოდ ალისა რჩება, შავი გრძელი თმით. ლამაზი სახით და ნაცრისფერი თვალებით რომელიც ემუდარებოდა პატარაობისას მის კალთაში დაეძინებინა. ალისა რომელიც მუდამ მამას გოგო იყო და ყოველთვის ცდილობდა გვერდიდან არ მოეშორებინა. იცოდა, მან იცოდა რომ ეს დღე დადგებოდა, თუმცა ასე მალე? ასე მალე დაუდგა მის პატარა გოგონას ცხოვრების ბოლო წუთები? დაინახა როგორ ადგა ალისა და სწრაფად გავიდა დარბაზიდან, უკან ერთ-ერთი ბიჭი გაყვა. გონება მოიკრიბა და რონალდის დაეჭვებულ სახეს გადააწყდა, ამის დრო არ არის, ჩაილაპარაკა და საბჭოს შეუერთდა. *** - ალისაა დამელოდე - ადრიანის ხმა მესმის თუმცა ამ ადგილას გაჩერება ერთი წამითაც კი აღარ მინდა - მანქანაში ვიქნები, შენ წადი - თუმცა მაინც მომყვება - რა მოხდა? - მაჩერებს - რატომ წამოხვედი? შენ საბავშო ბაღი ხომ არ გგონია? - გაბრაზებულმა ხელი გავაშვებინე - მომისმინე, შენ არ იცი ეს რას ნიშნავს არ იცი გრძნობა როგორია როდესაც საკუთარ მამას ხედავ იქ სადაც არ და ვერც კი უნდა ხედავდე! - რას ამბობ? - გაუკვირდა - იმას რომ ის კაცი, კაპიუშონით, მამაჩემია! - თვალები დაუწვრილდა - ხუმრობ არა? - ადრიან, არ მაქვს ახსნის თავი და მოთუმეტეს იმის რომ რაიმე აგიხსნა. მე ტაქსით წავალ - ალისა, მანქნით წადი ჩვენ წავალთ ტაქსით. პირდაპირ მანქნისკენ ავიღე გეზი და მალევე დავქოქე, სახლში სოფია დამხვდა ტელევიზორს უყურებდა და სისხლის პაკეტს ხელში ათამაშებდა. - მოხვედით? - ჩემი დანახვისას კარებს შეხედა - მხოლოდ მე. ადრიანი,სფიქსი და რონალდი იქ დარჩნენ. - რა მოხდა? სახეზე ფერი არ გადევს - არაფერი. - წყლის ჭიქა, წყლით გავავსე - იცი შენს გამო ბევრი ადამიანი ზარალდება და შენ იმის თქმასაც კი არ კადრულობ, რა დაგემართლა? - სოფია გთხოვ ოღონდ ეხლა არა! - მომისმინე, არ მომწონხარ და არა იმის გამო რომ შენს გამო ჩვენ ვზარალდებით არამედ იმის გამო რომ გვიწევს სიცოცხლე გავწიროთ. - და მე რა გავაკეთო? - ჭიქა იატაკზე მოვისროლე - შენ რა გგონია მინდა უცხო ქალაქში უცხო ადამიანებთან ერთად ყოფნა? ამის დედაც! ყელში ამომივიდა - ალისა! - თუმცა მის დიდ წითელ ტუჩებს აღარ ვუსმენდი უკვე ქუჩას მივუყვებოდი - Hola hermosa - მომესალმა მაღაზის გამყიდველი რომელიც პომიდორს წყალს ასხამდა გავუღიმე და გზა განვაგრძე. ადამიანი როდესაც სასწაულს არ მოელის ზუსტად მაშინ, იმავე წამს დაგატყდება ყველაგერი თავზე. რას ვიფიქრებდი რომ ადამიანი რომლის წყალობითაც გავჩნდი ეხლა ჩემი მტერი იყო. ნუთუ არსებობს მშობელი რომელიც საკუთარ შვილს სასიკვდილოთ გაიმეტებს? მაშ იყოს ისე როგორც არის, დავამთავრო სიცოცხლე მანამ სანამ რომელიმე საძმოელს ჩემს გამო რაიმე დაემართება. - ალისა - უკან ვიხედები და ნიკს ვხედავ რომელიც ჩემსკენ მორბის - ნიკ აქ რა გინდა? - გამიკვირდა - ორი საათია გეძენ, წარმოიდგინე სოფიაც ნერვიულობს ჩემს გამო წავიდაო. კარგად ხარ? - გარეგნულად მშვენივრად, წამოდი იქ დავსხდეთ. - ხის სკამზე დავაჯინე - ის სიმართლეა? - რომ ნოჰამის მრჩეველი მამაჩემია? - ჰო... - სიმართლეა. სიმართლე გითხრა არც მე მჯერა. სახლიდან რომ წავიდა გვეგონა ვინმე ყავდა თუმცა მგონი ჯობდა ვინმე ყოლოდა... - ის შენთვის ხომ მაინც მკვდარი იყო? - იყო. როდესაც მიგვატოვა იმ დღიდანვე თუმცა საკუთარ თავს ვერ მოვატყუებ და ვერ ვიტყვი რომ ჩემზე არ იმოქმედა. შავი მანქანა ჩვენს წინ გაჩერდა, რამოდენიმე შავებში ჩაცმული პიროვნება გადმოვიდა და იარაღი ნიკს დაუმიზნა - ნიიკ - შევხედე უკვე მზად ყოფნაში - ალისა არ გაინძრე, დამიჯერე. ნოჰამის ხალხია. ნოჰამის გაგონებაზე მუცელში სპაზმები ვიგღძენი მინდოდა გავქცეულიყავი, ყველაფერს და ყველას. მაგრამ ამის შანსი ნიკსაც კი აღარ მიეცა როდესაც მე ნიკის სხეულს აკრული ვუყურებდი როგორ მოგვიახლოვდნენ უცნობები, ამასობაში ერთერთმა ნიკს ორჯერ ესროლა, ნიკის უგრძნობ სხეულს ვანჯღრევდი თუმცა აზრი არ ჰქონდა. ერთ-ერთმა მათგანმა ხელზე მომიჭირა და ძალით წამიყვანა მანქნისკენ. ბოლო ხმაზე ვკიოდი ჩემი საძმოელის სახელს თუმცა აზრი არ ჰქონდა მას ჩემი აღარ ესმოდა. უკან ორ ზორბა კაცთან ერთად ვიჯექი წინ კიდეც ერთი და საჭესთან სხვა იჯდა. - ვინ ხართ? - ვიცოდი ვინც იყვნენ თუმცა მაინც მანც ვკითე თან სლუკუნს ამოვაყოლე რადგან თვალ წინ მედგა ნიკი რომელიც ბოლო წამამდე მემუდარებოდა გაქცეულიყავი, ბოლოს ჩემს ფეხებთან უსულოდ წაქცეულიო. გული გახეთქვაზე მქონდა, ხო გქონიათ არა ისეთი შემთხვევა დარდისგან გულო გახეთქვაზე რომ გქონდეს. ცრემლები შეუშრობად მომდიოდა როდესაც მანქანა გაჩერდა, შავ დიდ შენობასთან. - სად ვართ? სად მიგყავართ? - ისევ სიჩუმე ხმას არცერთი იღებს. ვკლავ უხეშად მკიდებს ერთი მადგანი ხელს და ძალით მივყავარ, შენობასთან ორი ვამპირი დგას. ჩვენს დანახვისას მოდიან - ვინ ხართ? - ეკითხებიან - მე ბრაუნი ვარ, ნოჰამმა ამ გოგონას აქ მოყვანა დამავალა. - ყველა მე მიყურებს - ეს ის არის? - ის არის. შეგვიშვით ეხლა... - არა. - აჩერებს ვამპირი - მხოლოდ გოგო, მაქციების შეშვების უფლება არ მაქვს. - კი მაგრამ გოგო ჩვენ მოვიყვანეთ! - მაქცია? როგორ ვერ მივხვდი? სახეზე არც თეთრი და რაღაცნაირები იყვნენ, უფრო საშიშები და ზორბა კაცები. - ეს ნოჰამს ისედაც ეცოდინება ასე რომ დამშვიდდით და გოგო გადმომეცით. - კარგი, კარგი. - ხელიდან ხელში გადავდივარ, ვითომ სათამაშო გასაყიდი თოჯინა ვიყო. ორივე ვამპირი ხელს მკიდებს და მივყავარ. გარედან დიდი შენობა მეგონა თუმცა შევცდი, კიბეებით ქვევით ჩავდიოდით. უკუნითი სიბნელე იყო ამიტომ ვერაფერს ვერ ვხედავდი და უბრალოდ მათნაირად ვდგამდი ფეხს. მინდოდა უბრალოდ რამოდენიმე წუთი მარტო ვყოფილიყავი საკუთარ თავთან იმიტომ რომ მხოლოდ ეს მამშვიდებდა ყოველთვის, სხვა არაფერი. დაახლოებით ოცდაათი საფეხური გავიარეთ ზევიდან, ქვემოთ. ბოლოს ჩავახწიეთ, მკრთალი სინათლე ანათებდა იქაურობას. დაკეტილი ოთახებიდან კი ხმები ისმოდა, გამაჯრჯოლა. შემდეგ ერთ,ორ, სამ კარს გავცდით და სუფთა მისაღებდი ამოვყავით თავი, ყველაფერი თეთრი იყო, ვამპირებმა დამტოვეს და უკან წავიდნენ. როგორ მიმატოვეს? გულში მწარედ ჩავიცინე, იცოდნენ რომ აქედან ვერასდროს გავაღწევდი. კიდევ ერთი შეკითხვა მიღებდა ბოლოს, მამაჩემი აქ იყო? თუ ეს ადგილი ნოჰამის საცხოვრებელი იყო ესეიგი აქ იყო, მის გვერდით. - კეთილი იყოს შენი მობრძანება, ალისა - ხმა მომესმა და შეშინებულმა შევტრიალდი, უცნობი კაცის დანახვისას გავშრი - თქვენ ხართ? - ნოჰამი? ოჰ არა, მე ლეონი ვარ აქაურობის მცველი. - ჩაიცინა და უფრო მომიახლოვდა - მცველში დაცვას არ ვგულისმობ ძვირფასო, ძლიერი საერთოდ არ ვარ. - და მე რა უნრა მიქნათ? - ვკითხე - ნოჰამს შენი ნახვა სურს. ის გადაწყვიტას ყველაგერს,თუმცა დარწუნებული იყავი რომ ასე უბრალოდ გარეთ ვერ გაგიშვებს. - და ეხლა რა მოხდება? - რონალდმა შენი დაცვა ვერ შესძლო ასე რომ ყველაფერი მას დააბარე და არა სხვას. - კი მაგრამ მე თვითონ წამოვედი... - ჩუუ, ამას მნიშნელობა არ აქვს ეხლა. - კი მაგრამ... - წამოდი, შენს ოთახში მიგაცილებს. ლეონი ჩემზე ოდნავ მაღალი იყო, არც ისე სისტი თუმცა თავისუფალი ლაპარამით მომეწონა, შიშით ვკანკალენდი როდესაც რამოდენიმე საკანი გავიარეთ და დამეგონა მეც რომელიმეში მიკრავდნენ თავს თუმცა ჩემდა საბედნიეროთ ერთ დიდ ოთახში შემაცილა ლეონმა. - ალისა, მას ძალიან გავხარ. - და კარები გაიხურა, მას? ლეონის სიტყვებზე ვფიქრობდი თუმცა ხელების ტკივილმა შემაწუხა. კარები მოვსინჯე თუმცა ჩაკეტილი დამხვდა, ოთახდი მხოლოდ ერთი საწოლი და სკამი იყო, ფანჯარაც კი არ იყო არსად. ორი დღე გავიდა ორი უსასრულად გაწელილი დღე, საჭმელი ლეონს მოჰქონდა თუმცა საერთოდ ვერ ვჭამდი. თვალები უკვე დამიმძიმდა, უნდა დამეძინა როდესაც ლეონი შემოვიდა. - უნდა წავიდეთ. - გამიკვირდა - სად? - ნოჰამს შენი ნახვა სურს. შეშინებულმა კედელს ავეკარი და ლეონის სახით მივხვდი რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთების ათვლა დაიწყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.