შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოცნის ვალი (12)


14-01-2019, 16:16
ნანახია 4 375

-ალექსანდრე-გავხედე და მანაც გამომხედა-სხვა გიყვარს?
მისი მზერა ისე ჩამესო სულის ყველაზე ღრმა კუნჭულში, თითქმის სულის ფსკერზე, რომ თავიდან ბოლომდე გამაშიშვლა, ჩემი პიროვნება მთლიანად მას მიენდო და მანაც მთლიანად მომიცვა, თიტქოს ჩემში ფესვგადგმული, შეუვსებელი და ცარიელი ნაწილი მისგან წამოსულმა სითბომ და ჩემმა გაცემულმა გულახდილობამ ამოავსო. თვალებში მიყურებდა, ისე, თითქოს წინ გზა სულ არ ადარდებდა. თუმცა მეც კი, ადამიანი, რომელსაც ძალიან ეშინია ავტოკატასტროფებისა და ავარიების, დამავიწყდა ის ფაქტი, რომ მოძრავ მანქანაში ვისხედით და ერთმანეთს სულელი ბავშვებიივით შევყურებდით თვალებში თბილად.
-ეჭვიანობ?-მოულოდნელად გააჟღერა კითხვა ალექსანდრემ და ჩემთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ეს კითხვა, რომ თავი წინ ჩავხარე, სახეზე კი თმა ჩამომეყარა და თვალები მთლიანად ჩოლკამ დამიფარა. რატომღაც ამ ფაქტმა და მოვლენების ამგვარმა განვითარებამ გამახსენა, როგორი იყო რეალურად ჩემი მენტალიტეტი. ბავშვობაში, სანამ მოზარდი გავხდებოდი, ვოცნებობდი, კეთილი ფერია გავმხდარიყავი, რომელიც სუფთა სულის ადამიანებს დაეხმარებოდა და ისე, მოიქცეოდ, როგორც ნებისმიერი დახვეწილი და ღირსეული პინცესა იქცევა. მაშინ სულ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ შეიძლებოდა, ვინმეს სული საკუთარი ხელებით დაემახინჯებინა, თუმცა ძალიან მალე მივხვდი, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სული ეშმაკს მიჰყიდონ ხორციელი სიამოვნებისთვის და ასეთი ადამიანი არამარტო საკუთარ თავს, არამედ საყვარელ ადამიანებსაც ჰყიდიან, გასცემენ, როგორც იუდა. განა, თითოეულ ჩვენგანში არ არის ცოტაოდენი იუდა მაინც? დიახ, საკმარისად ბუდობს ჩვენს სხეულსა და სულში ეს ეშმაკი არსება, რომელიც ჩვენი ნაწილიცაა და როგორც კი საშუალებას მივცემთ, მაშინვე ცდილობს, გამოაღწიოს თავისი ბუდიდან, ხელ-ფეხი იმ სიგანეზე გაშალოს, რომ ჩვენს არსებაში კომფორტულად მოთავსდეს და დაეტიოს, რათა მერე ჩვენი არსებობა და ზნეობა განაგოს. ალბათ, ეს არც მაშინ მესმოდა, მოზარდობის ასაკში გადაწყვეტილი მქონდა, ელეგანტური და დახვეწილი ქალი გამოვსულიყავი. ჩემი აზრით, ყველა ასეთი ქალი ნებისმიერზე მაღლა იდგა სულითაც და ხორცითაც, აღზრდითაცა და მანერებითაც. როცა ბავშვი ასე ფიქრობს, ალბათ მას ვერავინ გადაათქმევინებს საკუთარი აზროვნებისა და თავისივე აზრის ცივილიზაციის გარდა. ჰოდა, ვერც ვერავინ ცდილობდა, ჩემთვის რაიმე უარყოფითი ან აუგი ეთქვა ამ თემასთან დაკავშირებით. მაშ, სანამ გავიზრდებოდი, მეგონა, რომ ქალის მთავარი თვისება თავდაჯერებულობა და სილამაზე იყო.
თუმცა, როცა გავიზარდე მაშინ რაღას ვფიქრობდი? ზოგჯერ იმაზე ჩავფიქრდებოდი, ნეტავ ბავშვი ვიყო-თქო, ზოგჯერ ვინატრებდი, ნეტავ ისევე ვფიქრობდეთქო, მაგრამ ალბათ ვეღარასდროს დაეცემოდა ჩემი აზროვნება პირველ საფეხურზე, რაც არ უნდა ძვირფასი და მარგალიტებით მოჭედილი ყოფილიყო ეს საფეხური. არადა, როგორ მინდოდა, ისევ მეოცნება მამაკაცურ, ძლიერ რაინდებსა და პრინცებზე. როგორ მინდოდა, ისევ მეფიქრა რომ შესაძლებელი იყო, კეთილ ფერიად ქცეულიყავი და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გეხსნა თუნდაც უბრალო რამეებით. როგორ მინდოდა, ისევ მეფიქრა, რომ ქალის მთავარი თვისება დახვეწილობა და ქალურობა იყო. ახლა კი, როდესაც ქალურიც ვიყავი, ვიღაცისთვის „კეთილი ფერიაც“ და გაზრდილიც, უბრალოდ მინდოდა, მხოლოდ ძლიერი ვყოფილიყავი.
ბოლოს მაინც მივხვდი, რომ რაც არ უნდა დახვეწილი, იდეალური სილამაზე გქონდეს, რაც არ უნდა თბილი და კეთილი გული გქონდეს, როდესაც ქალი ხარ, მთავარი ქალური სიძლიერე და სიმტკიცეა. რადგან ბოლოს, როცა არჩევნის წინაშე მარტო დარჩები, მხოლოდ ორი არჩევანი გექნება-აირჩიო ურთიერთობაში სქესთა თანასწორობა, ან უბრალოდ მორჩილება. მივხვდი, რომ რაც არ უნდა განვითარებულიყო მსოფლიო, ისე არასდროს დაგვიდგებოდა საქმე, რომ ქალის როლი მამაკაცზე დიდად ეღიარებინათ ურთიერთობაშ.
მაშ, ჩემი ოცნება გახდა ის, რაც ყველა ქალს სჭირდება-გონიერება და სიმტკიცე.

ალექსანდრეს კითხვაზე დაბნეული ღიმილითა და ჩახრილი თავით შემოვიფარგლე და პასუხი არც კი ვაღირსე. როგორ მინდოდა, ნებისმიერი სხვა კითხვა დაესვა, თუმცა მან მაინც ეს არჩიაა. ალბათ, იმ პრინციპით, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.
როცა ჩემს მოვარდისფრო, მერჯვენა მინისკენ შეტრიალებული ლოყა დაინახა, თითქმის თავდაჯერებული, მკრთალი ღიმილით შეატრიალა თავი გზისკენ და გაზის პედალს ფეხი მეტად მძლავრად დაადგა. სიჩქარემაც იმატა და თიტქმის მივფრინავდით. ფანჯრიდან ხეები იმაზე სწრაფად უჩინარდებოდნენ და მირბოდნენ, ვიდრე ამას წარმოვიდგენდიი. უცნაური უფსკრული, რომელიც გარშემო გვერტყა, თანდათან უჩინარდებოდა და გზის ბოლოს ღრმა, თუმცა ზრდადი სინათლე შეიმჩნეოდა.
თავი ავწიე და ალექსანდრეს წამით გავხედე, მაინტერესებდა მისი მიმიკა, სახე და ის, თუ ისევ ემჩნეოდა თუ არა ტუჩის კუთხეებში ეშმაკური ღიმილი, რომელიც წეღან დასთამაშებდა.
-რაო?-გამომხედა და მაშინვე გაიღიმა. თვალი ვერ მოვაშორე მის გაცისკროვნებულ მოელვარე თვალებს, რომლებშიც ვარსკვლავები ციმციმებდნენ და მეც მიხმობდნენ მათთან სასაუბროთ.
-არაფერი-თავი ოდნავ გავაქნიე და გავუღიმე. გზისკენ გაიხედა, მე კი თვალი არ მომიშორებია მისი გამოკვეთილი, თითქოს ხელით ნაკეთი ყბის ძვლისთვის. უკვე იმდენად შევეჩვიე მის სახესა და მიმიკებს, დაზეპირებული მქონდა თითოეული ნაკვთი, რაც კი სახეზე ფუნჯით მოხატული და ვინჩის ნამუშევრებივით სრულყოფილად ჰქონდა გამოქნილი და გამოკვეთილი.
სპილოსძვლისფერ კანზე ერთი ნაოჭიცა და ზედმეტი შტრიხიც კი არ ეტყობოდა. მისი კანი უბრალოდ სრულყოფილი იყო, თვალებთან კი, ნაცნობი უპეები საყვარლად ჰქონდა მოხაზული. ისეთი სერიოზული და უცვლელი დაჟინებული იერით მიშტერებოდა გზას, ვიფიქრე, რაიმე სერიოზულზე ფიქრობდა და თვალი მოვაშორე. მერე კი, მეც ღრმა, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე ფიქრში გადავეშვი.
************************************************************************************************************************************************************************
-yani cok,-საუბარი ალექსანდრემ დაიწყო და ხელები მაგიდაზე საქმიანი მიმიკის თანხლებით დააწყო-kosullari tastismaya baslayalim.
თურქებთან საუბარი ჩემთვის მოსალოდნელზე დიდხანს გაიწელა და მომაბეზრებელი პირობების ჩამოთვლისას ლამის ჩემივე ხელზე ჩამომეძინა.
-გამოფხიზლდი-ყურში ისე მიჩურჩულა ალექსანდრემ, მალევე გამომაცოცხლა, რადგან მისი ბაგეებიდან წამოსული სითბო ყურის ბიბილოზე თბილად, ნაზი ფრინველივით შემეხო.
გავხედე და მივხვდი, რომ თვალებით სულ სხვა რაღაცას მეუბნებოდა, არათუ მხოლოდ „გამოფხიზლდი“. თითქოს მომიწოდებდა, მის მხარზე უფრო კომფორტულად დამძინებოდა და მივყრდნობოდი.
თუმცა, თავს შევუძახე, რომ მართლაც გამოვფხიზლებულიყავი, რადგან სრულიად სერიოზულ შეხვედრაზე ვიყავით ჯერ კიდევ და წინ თურქი ინვესტორები გვესხდნენ საქმიანი, მკაცრი სახეებით. გული შემიღონდა, როცა წარმოვიდგინე რომ მათი ამ მიმიკის გამომწვევი მიზეზი ჩემსა და ალექსანდრეს შორის გაბმული ხანმოკლე მინიატურული დიალოგი გამხდარიყო.
-ღმერთო-ამოვიხვნეშე და წელში გავქროდი. ასე ჯობდა, უფრო მეტად დისციპლინარული და თავდაჯერებული გამოვჩნდებოდი, იმ ქალთან შედარებით, რომელიც შეხვედრაზე თითქმის მძინარე თვალებით, პარტნიორისგან გაბრუებული ჰაერში ტივტივებს.
-bunu goz onune alarak-გაუღიმა ალექსმა უცხოელებს და გადმომხედა-მალე წავალთ, დაიღალე?
თავი გავაქნიე, მაგრამ ორივემ ვიცოდით, რომ ტყუილად უარვყოფდი მის სიტყვებს, რეალურად ნამდვილად დაღლილი ვიყავი თურქებთან გაუთავებელი, ჩემთვის უინტერესო საუბრით და ვვოცნებობდი, რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო ეს „საქმიანი“, დამღლელი შეხვედრა. ალექსანდრე თვალებში ჩამაშტერდა და თავისით მიხვდა, რასაც ნამდვილად ვფიქრობდი. თბილად გამიღიმა და კვლავ მათ მიუბრუნდა :
-tamam, basardik-დაასრულა საუბარი და წამოდგა. სანამ თავად მოვახერხებდი წამოდგომას, ხელი გამომიწოდა თავაზიანი ჟესტით და ღიმილით ჩამომხედა.
მტევანში ჩემი ხელი ჩავუდე და ფრთხილად წამოვდექი, რომ ქუსლიანებს არ გაემარჯვათ და კისერი არ მომტეხვოდა მოულოდნელი წაქცევისას.
კარში ჯელტმენურად გამატარა და გვერდით მდგარმა, წელზე ხელი ნაზად მომხვია. არ შევიმჩნიე, როგორ შემეცვალა სახე მისი შეხებისას და ჩემი სხეულიც მომენტალურად დაიძაბა, როცა მისგან წამოსული სითბო და სიახლოვე იგრძნო. ფიქრების კორიანტელი ვერაფერმა ჩაანაცვლა, ვერც საკუთარი თავისადმი შეძახილმა, რომ გამოვფხიზლებულიყავი და მოფარფატე აჩრდილივით მასზე მიხუტებულს არ მევლო.
თანდათან შეგრძნება მიჩნდებოდა, რომ მასზე იმდენად ვიყავი დამოკიდებული, ნარკოტიკივით მინდოდა მისი სიახლოვე, თუმცა ყოველდღე, მაინც, ოდნავი შეხებაც კი პულსს მიჩქარებდა, ნებისმიერი გამოხედავ, მზერის დროს აწყლიანებული, გაცისკროვნებული თვალები და ჩურჩულისას ოდნავ გახსნილი ბაგე, სწორედ ამ ტკბილ ბაგეზე დაცდენილი რამდენიმე, მნიშვნელობით სრულიად ჩვეულებრივი, თუმცა ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი სიტყვები. მისი ჩალაპარაკებაც კი მინდოდა, გამეგო, არაფერი მინდოდა გამომპარვოდა, რასაც ის აკეთებდა, რადგან მსიამოვნებდა, როცა მასზე ყველაფერი ვიცოდი, როცა მის სიახლოვეს ვიყავი და მის სუნს ისე ვსუნთქავდი, როგორც დედამიწაზე საარსებოდ განკუთვნილ სუფთა ჰაერს, ფილტვებს მივსებდა მისი უცნაური სურნელი და არომატი, დამამახსოვრებელი შეგრძნებები, რომლებსაც სწორედ ეს სურნელი იწვევდა ჩემში და მისი მუხტი, როდესაც ოდნავ ვეხებოდი-თითით თითზე, თითქოს მე საკუთარ სულსა და სიცოცხლეს მიწილადებდა, თითქოს სწორედ ჩვენი საჩვენებელი, ცერა, ნეკა თითებით გადადიოდა ერთმანეთზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წუთები და მოგონებები. და მაინც, მერე ვფიქრობდი, სად გვეყო დრო, იმისათვის, რომ ამდენი რამ დაგვრჩენოდა გონებაში და უფრო მეტი-გულში. იქნებ საჭიროც არ იყო ამაზე ფიქრი, რადგან როცა ადამიანი დროს არ აკვირდება, უფრო მალე გადის. რადგან როცა დროს საყვარელ ადამიანთან ატარებ, დროის შეგრძნება გეკარგება და დროში თავად იკარგები. რა ჯობია, უბრალოდ მომენტები იგრძნო და არა გასული დრო. რამდენი დროც არ უნდა იყოს გასული, საყვარელი ადამიანის სურნელს იმავე ემოციითა და იმავე მღელვარებით იგრძნობ, მის შეხებას იმავე შეგრძნებებითა და სიყვარულით განიცდი, ისევე მიეწებები, როგორც თოვლის გუნდაში ფიფქები-ერთმანეთს, ისევე გაგიჯდება მისი არსება შენს სულსა და სხეულში, როგორც მიწაში ფესვგადგმულ ხესა და ცენარეს, გული ისე ამოგიჯდება, როცა მას დიდი ხნის შემდეგ ნახავ, როცა იგრძნობ, რომ მონატრებულის ჩახუტებას არაფერი სჯობს, როგორც მშიერზე ჭამას.
ვფიქრობდი, მაგრამ თითქოს ვერც ვფიქრობდი. რატომღაც მეგონა... მეგონა და მაინც ვერ ვიაზრებდი ერთ განსაკუთრებულ აზრს. მეგონა, რომ შემიყვარდა. არადა, სიყვარული აკრალული იყო, როგორც ევასა და ადამისთვის გველის მიერ მოწოდებული წითელი ვაშლი. აკრძალული იყო, თუმცა როგორც ევამ დაარღვია ღმერთთან დადებული ფიცი და კანონი, ასევე ვეწინააღმდეგებოდი მე ჩემივე ბუნებას, ჩემივე თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეს. მაგრამ მივხვდი, რომ ნებისყოფას ბოლოს მაინც სიყვარული ძლევს.
**********************************************************************************************************
-რა ქენი?-ტელეფონში გაკვირვებული ხმით ჩამძახა თიკამ. ისეთი განცდა დამეუფლა, თთქოს ყურის ნიჟარას ზუსტ წერტილში გაარტყა და მიზანში გამიხვრიტა.-რა ქენი გოგო გამაგებინე, არ შემშალო ახლა ლოდინით.
-იქნებ ნერვები დაიოკო და ტელეფონში არ გადმომიხტე?-უკმაყოფილოდ ამოვიოხრე. როგორც ყოველთვის, თიკასთან საუბარი სწორედ ასეთი კამათითა და შესავლით იწყებოდა. როგორ შეიძლებოდა, ქალბატონს ნორმალურად ეკითხა რაიმე და დაეცადა, რომ პასუხი მშვიდად, აუღელვებლად მოესმინა ჩემი დამშვიდებული ხმით.
-ფსიქოლოგობაღა გაკლდა ახლა-დაიქაქანა ისე, რომ უამრავ ბებიას შეშურდებოდა მისი ხმის ტემბრისა და ტონის.
-რა შუაშია ახლა ფსიქოლოგობა?
-რას მაწყნარებ აბა?-ამოიხვნეშა-მიდი, ნორმალურად მომიყევი, გააკეთე რამე შეხვედრაზე?
-თიკა, მომისმინე კარგად-რაც შემეძლო მშვიდად და ცივილურად ვცადე მისთვის სიტუაციის სწორად ახსნა.-ჩვენ პაემანზე კი არა, თურქებთან საქმიან შეხვედრაზე ვიყავით, სადაც თურქულად უნდა წამოგვეწყო და გაგვემართა მოლაპარაკება ფინანსებთან დაკავშირებით, რისი საბუთებიც საკუთარი ხელით გადმოგვეცი მე და ალექსს.
-თავს მოვიკლავ-კამერაში დავინახე, როგორ გადაწვა სავარძელზე და ახლა მხოლოდ მისი გაწელილი კისერი მოჩანდა, თავი კი სავარძლის საზურგეზე ჰქონდა გადაკიდული.
-მოიკალი-მხრები ავიჩეჩე და შოკოლადიანი კრუასანი გემრიელად ჩავკბიჩე. სიამოვნებისგანთვალები დამეხუჭა და თვალდახუჭულმა ვიგრძენი, როგორი თვალებით უყურებდა კამერას თიკა.
-ცოტა ხანში მეც შემჭამ-წამებუზღუნა და ტუჩები ჩემს სიგანეზე დაპრუწა.-სადმე დასამალი ადგილი უნდა მოვძებნო.
-არ გინდა, ჩემზე ჭორაობა შენი ამბების მოყოლით ჩაანაცვლო?-გენიალური იდეა შვთავაზე, მაგრამ შევატყე, როგორ დამანჭა სახე და თავი უმალვე გააქნია.
-მე რა მაქვს მოსაყოლი...-უბედური ადამიანივით დაიწყო საუბარი. რამდენიმე სიტყვაც და დავიჯერებდი, რომ ყველაზე დეპრესიული პიროვნება იყო ამ ქვეყნად. თუმცა, მე თიკა რას გამომაპარებდა, ზეპირად ვიცოდი მისი მიმიკები და ქცევა. როდესაც რაიმე სასიამოვნო ახსენდებოდა, თვალებს ზემოთ აღაპყრობდა და უცნაურად იღიმოდა. როდესაც შიოდა, საოცრად ირონიული და მკვახე ხდებოდა ყველასთან. სიცივის დროს აქტიურად მოძრაობდა და არ ჩერდებოდა. როდესაც ვინმე ენატრებოდა, სხვადასხვა თემებზე ბუზღუნით ამიკლებდა ხოლმე, თუმცა არა სწორედ იმ თემაზე, რატომაც ბუზღუნებდა.
-რა გაქვს და შენი ცხოვრება, რომელიც ჩემგან ცხრაკლიტულით გაქვს ჩაკეტილი-მკაცრად მივაშტერდი თვალებში და მზერით ვაიძულე, გამომტყდარიყო, თუმცა, რათქმაუნდა, მასთან ამ მეთოდმა არ გაჭრა. ნასწავლი მეთოდი მხოლოდ მასწავლებელთან არ ჭრის ხოლმე.
-ისეთი მშვენიერი ცხოვრება მაქვს, აღარ ვიცი, რომელი ამბავი მოგიყვე. ის ხომ არა, მალე პრადას რომ მჩუქნიან, ან მალე ანჯელინასთან რომ მაქვს ინტერვიუ... რავიცი, რომელიც გინდა, იმას მოგიყვები-ირონიულად მომიგო და წარბაწეული, ნიშნისმოგებით დამაკვირდა, დარწმუნებული იყო იმაში, რომ მისმა თავდასხმამ, რომელიც თავდაცვის პროპორციული იყო, ჩემზე გაჭრა.
-ნეტავ როდის გამოტყდები...
-შვილი რომ მყავს და ვმალავ?-ხელოვნურად გაიოცა და გადაიკისკისა.
-ჰო, მაინტერესებდა, რომელი ქმრისგან გყავს. ისიც გავიგე, ქმრებს რომ მალავ.
-მაცივარში. თანაც მკვდრებს.-გამომიტყდა და მზაკვრული სახით მომაჩერდა თვალებში.-რახან გაიგე, მომეხმარები ალბათ უკეთეს ადგილას გადამალვაში.
-თიკა, ყველაზე...
-ჰო ვიცი-გამაწყვეტინა მხიარული ხმით და გაღიმებული სახით-ყველაზე ამაღელვებელი და გულის ამფანცქალებელი ადამიანი ვარ მე...
-ჰო, ჰო, რათქმაუნდა-ამოვიოხრე და ძალით გავიღიმე.-მაინც არ მოხვედი, კრუასანზე დაპატიჟების შემდეგაც კი...
-ჰო, პატარა საქმე მქონდა. ონკანი გამიფუჭდა და ხელოსანი არ მოვიდა...
ნეტავ, ამჯერად რა ფანტასტიკური იდეა მოუვიდა თიკას თავში? ალბათ, მისთვის გამოსადეგ და მომგებიან საქმეს მოსჭიდებდა ხელს, როგორც ყოველთვის. იმედგაცრუება აარც კი იცოდა, რა იყო.
-ხელოსნის მაგივრობას ვინ გიწევს?-ჩაფიქრებული, ჩემმა კითხვამ გამოაფხიზლა და თავი ამოყო ღრმა, ჩემთვის უცნობი ფიქრებიდან.
-ხელოსანი? არა, არ მოდის...
-აბა ვინ მოდის?-ინტერესით შევაპარე იმ იმედით, რომ გამომიტყდებოდა, მან კი, დაბნეულმა და ენაარეულმა ჩაიბლუყუნა:
-ისა... ერთი ვიღაც. მოკლედ, შენ არ იცნობ რა. თან შენთვის რა მნიშვნელობა აქვს.. კაი, მოკლედ წავედი და ხვალ გნახავ სამსახურში ბარემ.
კამერა მაშინვე გათიშა და მეც მაშინვე მომეცა მზაკვრული ფიქრების გონებაში გავლების მიზეზი. ნუთუ თიკა ვინმე ბიჭს ხვდებოდა და მე არ ვიცოდი? ვის შეხვდებოდა ისეთს, მე რომ არ გამეგო? რათქმაუნდა, პასუხი ნათელი და ნათელზე უფრო ნათელი იყო. თიკას საიდუმლო ქრაში დიმიტრი იყო. პატივცემული ბოსი.
*******************************************************************************************************************
-სად ხარ ამდენ ხანს, დიმიტრი გეძებს-ჩამძახა ტელეფონში ქალბატონმა და სუნთქვის აღების გარეშე განაგრძო-მალე დაცვას გამოუშვებს შენს საძებნელად და სახლში მოგივარდებიან თუ დროზე არ ადგები.
-რა იყო გოგო, მოვდივარ უკვე-ჩანთიდან შენობის საშვი ამოვიღე და ქუსლების კაკუნით მივუახლოვდი კარს გარეთ მდგარ დაცვის ბიჭებს.
უკვე კარში შესვლას ვაპირებდი, უკნიდან რომ დიორის ქუსლიანების კაკუნი მომესმა და დაეჭვებულმა ვივარაუდე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.
თუმცა, უკან გატრიალებისა და გახედვისას არც მეტი, არც ნაკლები-ქალბატონი შხვართი დავინახე. სპილენძისფერი, შეკრული თმის კუდი მხარზე გადმოჰფენოდა და ნიავში დაქროდა.
სულაც არ შემიხედავს შური, ერთადერთი, რაც ვიგრძენი, სევდა იყო. სინანულით გავხედე მის მაღალ წელსა და გრძელ ფეხებს. ნამდვილად ეტყობოდა, რომ ფიტნესითა და ტანვარჯიშით იყო დაკავებული.
მანაც იმავე თვალებით შემომხედა და მკრთალად გამიღიმა, თუმცა ვერ მივხვდი მისი ღიმილი რას ნიშნავდა. კარში პირველი შევატარე და უკან მივყევი. პირველ რიგში ხავერდის მოწითალო-შინდისფერ დიორის ფეხსაცმელზე დავაკვირდი. ზუსტი ფასიც კი ვიცოდი, მას კი ალბათ ინტერნეტიდან ისე ჰქონდა გამოწერილი, ზომის მეტი არაფერი იცოდა.
მეორე სართულზე, დიმიტრის კაბინეტთან შეყოვნდა, მე კი თიკასთან შესახვედრად მოვემზადე და კაბინეტის კარი მისვლისთანავე შევაღე.
თვალები იმხელაზე გამიფართოვდა, რამხელაზეც კი შესაძლებელი იყო, როცა მაგიდასთან მდგარი წყვილი შევნიშნე. შესვლისთანავე შემომხედე და ხველებ-ხველებით დაშორდნენ ერთმანეთს რამდენიმე სანტიმეტრით. თუმცა, იმაზე არ ფიქრობდნენ, რომ რაც დასანახი იყო, მე უკვე დავინახე.
-აქ ყოფილხართ...-აფერისტული ღიმილით ჩავილაპარაკე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე-ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
ჯერ ერთმანეთს გადახედეს, ალბათ თვალების ენა უკვე შეესწავლათ და ახლა უხმოდ უთანხმდებოდნენ ერთმანეთს, რა დამაჯერებელი საბუთი უნდა მოეყვანათ ჩემთვის, რომ ჩემი ყოველწამიანი რეპლიკებისგან დაცული და დაზღვეულნი ყოფილიყვნენ.
-რა გინდოდა სოფი?-მტკიცე ხმით მკითხა დიმიტრიმ, თუმცა მშვენივრად შევატყე, თვალებში რომ ვერ მიყურებდა.
-რა მინდოდა და...-ცალი თვალით თიკას გადავხედე.-თიკა მინდოდა.
-სამსახურს ეხება თუ ისევ გასაიდუმლოებული ჭორაობა უნდა გამართოთ?-წარბაწეული მზერით გამომხედა ბატონმა.
წარბები ზევით ავზიდე და პირზე ირონიულზე ირონიული ღიმილი ავიკარი.
-რათქმაუნდა, ბატონო დიმიტრი, ჩემი და თიკას მომავალი საუბარი ისევე ნათლად ეხება სამსახურს, როგორც თქვენი და თიკასი, გარწმუნებთ. ახლა ხომ იმედიანად ხართ?
თიკამ მოჭუტული მზერით გამომხედა, დიმიტრიმ კი ღრმად და დასამშვიდებლად ჩაისუნთქა, მერე კი თავისი ლურჯი თვალები შემომანათა და თავი ოდნავ დამიქნია:
-კარგი, ისაუბრეთ. გავალ მე.
გვერდი ამიარა და კარში გავიდა. როგორც კი კარის დაკეტვის ხმა გავიგე, ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი ამითამაშდა და ეს თიკამაც ფანტასტიკურად შემატყო.
-არ გაბედო ხმის ამიღება-მკაცრად მომიგო თვალების ბრიალით და თითი დამიქნია.
მხრები ავიჩეჩე და თავდაჯერებული ღიმილით ჩამოვჯექი მბრუნავ სავარძელზე.
-აბა, როგორი ახალი ამბები დამახვედრე?
-მრავალფეროვანი-მოწონებით გამომეპასუხა და მაგიდასთან, ჩემ პირდაპირ ჩამოჯდა.-დღეს ის ქალბატონი უნდა მობრძანებულიყო. ალბათ, უკვე კომპანიაშია და თავის შეყვარებულს ეფლირტავება.
-თიკა!-მკაცრად მივმართე, რომ როგორმე გამეჩუმებინა.-მშვენივრად ვიცი ანასტასიას ადგილსამყოფელიცა და გარეგნული მშვენიერებაც. თვითდაჯერებულობაც არ აკლია ქალბატონს, შენ რომ უმატებ. კომპანიაში ერთად შემოვედით. ისეთი ჩამოსხმული ტანი აქვს...-თვალები დავხუჭე და თავი საზერგეზე გადავდე.
-სოფი, შენ და წუწუნი? ვერ ვიჯერებ-თვალები გაიფართოვდა თიკას.-შენ თვითონ არ მეუბნებოდი? გახსოვს, მითხარი, რომ ყველა ქალი ლამაზია. უბრალოდ მთავარია ეს სილამაზე რაიმემ არ დაფაროს და გამოჩნდეს.
-კარგი რა თიკა, სადღა ჩანს ჩემი სილამაზე, ამ ქვეყნად ჩემზე გაცილებით ლამაზი ქალები არსებობენ.
-გაცილებით ლამაზი ქალები იმათთვის, ვინც სილამაზეს სხვა მხრივ ხედავს. ვინც მიიჩნევს, რომ ქალში ყველა ბუნებრივი შტრიხი თავისებურ და ინდივიდუალურ სილამაზეს ქმნის, ის ადამიანი ყველაზე ბედნიერია, რადგან სამყაროც თავისთავად ლამაზდება ამდენი ლამაზი ქალით. შენი აზრით, ყველა ქალი, ვინც გათხოვილია და უყვართ, სრულყოფილი ფიგურითა და სახითაა დაბადებული? მას, ვისაც უყვარს, საყვარელი ადამიანი ყოველთვის ლამაზი ეჩვენება. მიიჩნევს, რომ თავისი შეყვარებული ყველაზე ლამაზია. განა ეს საკმარისი არ არის? ვისაც უყვარს, სილამაზესაც ამჩნევს. და საერთოდ, ვინც შეყვარებულია უარყოფითს ვერ ხედავს, მხოლოდ კარგის აღმოჩენითაა შეპყრობილი და დასნეულებული. როდესაც ვინმე გიყვარდება, საყვარელი ადამიანის თითოეული შტრიხი და თვისება გიყვარს, მისი წიკებიც კი გიყვარდება. მიკვირს, აქამდე როგორ ვერ მიხვდი, რომ გარეგნობა უკანასკნელია, რაზეც უნდა ღელავდე ალექსანდრესთან ურთიერთობის მანძილზე.
-ღმერთო-ამოვისუნთქე მის მონოლოგში ჩარჩენილმა და თვალები დავხუჭე-რა მოხდება, ცოტა ხნით ვინმემ ალექსანდრე რომ არ მიხსენოს?
-საქმე მოითხოვს, საქმე-დამქაქანა თავზე და წამოდგა-ადექი, ჩვენ ერთი მისია გვაბარია, ანასტასიას თვალყური უნდა ვადევნოთ, გახსოვს?
***************************************************************************************************************
უკვე გვარიანად დაღამებულიყო, მე კი კომპანიაში, საკუთარ სავარძელზე ვარკვლავის ფორმაში ვიყავი გაწოლილი და ნახევრად მეძინა. კაბინეტის კარი როგორ გაიღო, არ გამიგია, თუმცა ნაცნობი ბოხი ხმა რომ გავიგე, თავი მაშინვე წამოვყავი და თვალები შემობრძანებულ სტუმარს მივაგებე.
-აქ რას აკეთებ?
-შეგამოწმე, ჯერ კიდევ სუნთქავდი თუ აღარ-ირონიულად მომიგო და წინ ჩამომიჯდა.
ნაგლად გავუღიმე და ხელებგადაჯვარედინებბული მივაშტერდი, მაინტერესებდა, როდის წამოროშავდა შემდეგ სისულელეს, მაგრამ როგორც ჩანს ლაპარაკი გადაიფიქრა. იჯდა და მე მიყურებდა თვალებში ისევ იმავე დაჟინებული მზერით, რომელიც კანს ლავასავით მიწვავდა.
-რა გინდა ალექსანდრე?-საკმაოდ ლოგიკური კითხვა დავუსვი და პასუხის მოლოდინში გავისუსე. ამჯერად ჩვენი სუნთქვისა და საათის ხმა ისმოდა ოთახში, ვგრძნობდი, როგორ მეცვლებოდა სახე მისი მზერისაგან დატანჯულსა და არაქათგამოცლილს. თითქოს ვგრძნობდი, როგორ მეღვრებოდა შუბლზე ოფლის ნაკადი და მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად ემოქმედა-ან ოთახი დაეტოვებინა, ან რაიმე მოემოქმედა.
-მომწონს, როცა გიყურებ.-მისმა პასუხმა ჩემი გულისცემის რიტმის გახშირება გამოიწვია და ლამის ჩამომეფერფლა გული.
-რას გულისხმობ?-ხმას კი ვერაფერი ვუყავი, მაინც მეტყობოდა მოკანკალე და ნერვიულობისგან ამაღლებული ხმის ტონი. მან კი, რათქმაუნდა, პირველ რიგში ეს შეამჩნია და ჩაიღიმა, სწორედ ისეთი ღიმილით, როგორიც პირველ დღეს. იმ დღეს, როცა დაუკითხავად, უთქმელად ვაკოცე.
-მომწონს, როცა ჩემი მზერისგან ნაკვთები გეცვლება, უფრო ლამაზდები-უცვლელი, თბილი ღიმილით მომიგო და თვალებში დაჟინებული მზერით ჩამაშტერდა-როცა ჩემს დანახვაზე შეშდები და ფიქრები გეფანტება, ასე უფრო მშვენიერი ხარ, უფრო ბავშვური და თანაც მიმზიდველი. როცა გიყურებ, სახეზე სიწითლე გეტყობა.
თბილი თვალებით ჩავაშტერდი მის ღრმა, შავ თვალებს და ისევ იმავე ემოციებით ამეწვა ღაწვები, ვიგრძენი, როგორ ჩამეღვარა სითბო მუცელში და მთელი სხეული გამითბო მისმა თბილმა სიტყვებმა, მისგან წამოსულმა ულევმა ემოციამ და ფიქრები უფრო მღელვარედ შეასკდნენ ირგვლივ კიდეებს, თითქოს ღრმა, ლურჯ ზღვა ში ცვიოდნენ გემიდან, ისე გაიფანტნენ გონების ბნელი კუნჭულიდან მთელ თავში. ლამის თვალები დამეხუჭა, როცა მისი შემდეგი სიტყვები გავიგე:
-როცა წითლდები, პომიდორს გავხარ.
გავშეშდი, მოდუნებული კიდურები მთლიანად გამიეშდა და მზერაც შემეცვალა. სწრაფი რეაქციით გავხედე პირდაპირ მას და მტრული მზერა მივაგებე.
-რა თქვი?-კბილებში გამოვცარი. მზად ვიყავი თავდასხმისთვის, მზად ვიყავი, მისი ერთი სიტყვის გაგონებაზეც კი თვალებბი დამეთხარა იმ უმსგავსოსთვის.
-ვერ გაიგე?-ჩემკენ გადმოიხარა წამებში და სახე ისე ახლოს მომიტანა, როგორც შეიძლებოდა, რომ გოგო ორ წამში დაებნია და მისთვის ფიქრები მთლიანად გაეფანტა.
როგორ არ მინდოდა, მასთან ასეთი სუსტი და დამთმობი გამოვსულიყავი, მაგრამ მაიძულებდა, მისი მზერა ისე შემომეკრო გარშემო, თითქოს მხოლოდ მზერით მოახერხა ყველაფერო-ხელები შემომხვია და სუნთქვა კანზე მომაფრქვია, თბილი ჰაერი. იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ მეხებოდა რეალურად, ცივმა ოფლმა დამასხა კისერზე და თვალები ძლიერად დავხუჭე, რომ აღარ წარმომედგინა ასეთი უცნაურობები. თუმცა, არც ამან მიშველა. თვალდახუჭული სახის წინ მისი იდეალური სახის ნაკვთები მესახებოდა და უკვე სიბნელეშიც მისი სახე ჩანდა.
-ხომ არ შეგეშინდა?-თავმომწონედ ჩაიცინა და უკან დაიწია. მერჩივნა, თვალგახელილს იქ არ დამხვედროდა, რადგან უკვე სირცხვილი მწვავდა, თუმცა ამას ხომ არ ვაგრძნობინებდი...
-შენი რატომ უნდა მეშინოდეს?-მტკიცედ ვუთხარი და თვალები ისე გავახილე, ჩემი მზერა პირდაპირ მისწვდა მისას.
-მართალი ხარ, არ უნდა გეშინოდეს.-მისი ხავერდოვანი ხმა გონებაში გაჟღერებული მელოდიასავით ჩამესმა და გამეღიმა. მას შეეძლო, თავიდან ბოლომდე დაუფლებოდა ჩემს ფიქრებსა და შინაგან სამყაროს. "იქნებ ახლაც ამას აკეთებს..."-გავიფიქრე და ნაწილობრივ შემეშინდა იმის, რომ მე აღარ ვიქნებოდი ის, ვინც მანამდე ვიყავი. თუმცა, იმის ძლიერმა სურვილმა, რომ მას ჩემთვის ისევ ისეთი მზერით შემოეხედა, რომელიც ბოლომდე მითბობდა სულს, შიშსა და ყველა დანარჩენ სურვილს გადააჭარბა. მერე კი დავფიქრდი, "იქნებ?" და ამ "იქნებ"-ში შედიოდა ყველაფერი, ჩემი გრძნობებისა და ემოციების ჩათვლით, შედიოდა ყველაფერი, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. იქნებ მასაც ეგრძნო ჩემს გულში დაბუდებული იმ ღრმა სურვილისა და სიყვარულის სითბო... იქნებ მასაც გაეგო სწორედ იმ გრძნობების ფასი რასაც მე ვგრძნობდი... იქნებ...
********************************************************************************************************************************
ერთ დილას, როცა სახლიდან გამოვდიოდი, უცნაური ნიავი ვიგრძენი, თითქო ჩემთვის ქარ წელზე ხელი შემოეხვია და სადღაც, ბაბუაწვერასავით მიმაბრძანებდა, ჰაერში, თავისივე უზარმაზარი, ძლიერი ფრთებით.
სანამ კომპანიის შესასვლელს მივუახლოვდებოდი, გზად ოდნავმა სიომ თმა ამიჩეჩე და ჩემამდე სიგრილის გარდა კიდევ რაღაც მოიტანა. რაღაც უცნაური და ამაღელვებელი. და ცოტა ხანში, უფრო ახლოდან ვიგრძენი ორქიდეების საოცარი სურნელი. იმ წამსვე გავიფიქრე რომ ამ სუნს ვერაფერი დამავიწყებდა, იმდენად ნაცნობი და ძვირფასი იყო ჩემთვის. ის იმ ადამიანს მახსენებდა, ვისი სურნელიც თავიდან ბოლომდე გათვითცნობიერებული და სხეულში გამჯდარი მქონდა. ეს ადამიანი კი ჩემს გულს თავად აძგერებდა.
მეყვავილე გავაჩერე და საოცრად ლამაზ თვალებში ჩავაშტერდი. მსუბუქად გავუღიმე და ყვავილი ვთხოვე. მითხრა, რომ ყვავილებს არ ყიდდა, მე კი ვკითხე-რა იყო პრობლემა იმაში, რომ ჩემთვის მხოლოდ ერთი ცალი მოეყიდა. მან თქვა, რომ ყვავილს იმ შემთხვევაში მომცემდა, თუ შეყვარებული ვიყავი. თვალებში ვუყურებდი, ის კი უხმოდ იდგა და თვითონაც ასეთივე გაუმჭვირვალე მზერით, დარწმუნებითა და სიმტკიცით მიყურებდა, დანებებას არ აპირებდა. არ მინდოდა, მეფიქრა იმაზე, რომ ვინმე მიყვარდა, არ მინდოდა საკუთარი თავისთვის გრძნობები საჯაროდ გამომეფინა და თვითონაც გამეაზრებინა, რომ შეყვარებული ვიყავი. თვალებში ვუყურებდი, მეორე წამს კი გვერდი ავუარე და მხრებში გამართული, უკანმოუხედავად წავედი წინ. რაც არ უნდა ამაყი იყო, სიყვარული ყოველთვის გაჯობებს.
უკნიდან ორქიდეების რბილი, გაზავებული არომატი დამედევნა თან და სულში ისე შემომიძვრა, თითქოს ოთახის კუთხეში ბეღურას ბუდე გაეკეთებინა და შემოფრენილიყო იქ დასასახლებლად. მიჭირდა სამყაროს იმ ფერებში აღქმა, რაშინ მანამდე ვხედავდი. იმიტომ, რომ ამ სუნმა, მისმა სუნმა ყველაფერი შეცვალა. ქუჩაში, ჩემი ამაყი ნაბიჯები სიმწარემ შეაჩერა და გულმა მაიძულა, უკან დამეხია, მისი სურნელი დამეჭირა და გულში ძლიერად ჩამეკრა. ჩემ უკან ქუჩა ყურადღებით მოვათვალიერე და ქუჩის ბოლომდე გასული ბოშა შევნიშნე. ნაცნობი თავშალით ვიცანი და ახლა ამ თავშალს ვუმადლოდი, თავი რომ დამამახსოვრა. უკან დავიხიე და სწრაფი ნაბიჯით გავუყევი ქვაფენილს. ვერ ვეწეოდი, თანდათან ნაბიჯს ვუჩქარებდი, თუმცა უფრო და უფრო მშორდებოდა ქალიცა და სუნიც. მე კი, უბრალოდ გაჩერება არ შემეძლო, თითქოს უხილავი თოკები მოგვბმოდა ორივეს და გვიჭერდნენ. არ ვაპირებდი, ზედმეტი სიშორით გამეწყვიტა ეს თოკები. სიამაყე ძალიან, ძალიან შორს გადავდე ჩემგან და რაც შემეძლო სწრაფად გავიქეცი, რომ როგორმე ნაცნობი, საყვარელი სურნელი დამეჭირა. დაქანცული გული ნელ-ნელა დამიმშვიდდა, როცა ბოშას დავეწიე და უკნიდან მხარზე ხელი დავადე. შემოტრიალდა და უხეშად მკითხა-რას აკსთებო. ყვავილი ვთხოვე. მხოლოდ ერთიღა დარჩენოდა დაკაწრულ და სისხლიან, თხელ თითებში. ხელში ძლიერად ეჭირა, თითქმის ჩაჰფრენოდა ყვავილს. კვლავ თვალებში ჩავაშტერდით ერთმანეთს. ამჯერად კი ნამდვილად ვგრძნობდი, რომ ყველაფერი უკან მომრჩებოდა, თუ ხმამაღლა არ ვაღიარებდი, რას ვგრძნობდი.
-მიყვარს.-ვთქვი და ნელა ამოვისუნთქე. რაღაც მძიმე ტვირთი მომეშვა სხეულიდან და განვთავისუფლდი.-ჰო, მიყვარს. ძალიან მიყვარს.
და როდესაც გულშიც სითბო ჩამეღვარა და თვალებშიც, მივხვდი, რომ თვითონ სიყვარულია ბედნიერება.
მისი ღრმა, დანაოჭებული თვალები საუკუნის სევდამა და სიხარულმა გაანათა, შევატყე, როგორ გააბედნიერა ჩემმა აღიარებამ და გავუღიმე. ღიმილი უდიდესი მოტივაცია და პოზიტივია ადამიანისთვის.
-ფული არ მინდა, აიღე-დარჩენილი ყვავილი გამომიწოდა და მწვანე თვალებმა თვითონ თქვეს "ნახვამდისო". ორქიდეებს გულში ვიკრავდი და რაღაც უცნაურს ვგრძნობდი. ალბათ სამყაროს სევდისა და ბედნიერების ნაზავს.


სიყვარულებო, ცოტა უცნაური თავი გამოვიდა. მინდა, რომ შემიფასოთ, იმედს არ ვკარგავ,რომ ისევე დაგაინტერესათ და ისეთივე ხასიათის იყო, როგორსაც მანამდე ვწერდი. თქვენი აზრი მაინტერესებს... გმადლობთ იმათ, ვინც კითხულობთ და გვერდში მიდგახართ წერის მომენტშიც. ძალიან მათბობს ყოველი თქვენგანის კომენტარი და შეფასება, მიხარია, რომ ასეთი ემოციები მხვდება მკითხველისგან.
პ.ს. გულწრფელი აზრი მაინტერესებს, ჰგავდა თუ არა ეს თავი დანარჩენებს, წერის სტილით.



№1  offline წევრი Niniko11

უფრო განსხვავებული იყო კარგია ის რომ მან სიამაყეს გადააბიჯა და აღიარა ის რისი აღიარებაც არ უნდოდათ
რაც შეეხება წერის სტილს მე ვფიქრობ რომ რაღაც რაღაცეები შეიცვალა მაგრამ კარგისკეეენ
მიყვარხარ მე შეენ ახალ თავს კი მოუთმენლად ველი :)* ;)*

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუუ დავიღალე რააა.. ალექსანდრეს და სოფის მომენტებზე ეს ამდენი ფილოსოფიური ფიქრები რა უბედურენაა დავიტანჯე იმენა... არადა რა ხალისიანი წყვილი იყო.. რა კანდაბა ეტაკა უიმეეე... ჩაკლეს მუღამი

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როდესმე ეშველებაათ?!
აი ეს კითხვა არ მასვენებს...
ალექსანდრე ძაან მაღიზიანებს ვერაფერი გავიგე მაგ ბიჭის საერთოდ :/
ძალიან ავირიე უკეთესიციქნება თუ მეტად აღწერ და მეტ მომენტებს ჩადებ ვიდრე ამდენ ფიქრს თორე მართლა ვერ ვხვდები რა ხდება

 


Niniko11
უფრო განსხვავებული იყო კარგია ის რომ მან სიამაყეს გადააბიჯა და აღიარა ის რისი აღიარებაც არ უნდოდათ
რაც შეეხება წერის სტილს მე ვფიქრობ რომ რაღაც რაღაცეები შეიცვალა მაგრამ კარგისკეეენ
მიყვარხარ მე შეენ ახალ თავს კი მოუთმენლად ველი :)* ;)*

მე კი შენ მიყვარხარ, ასეთი თბილი და ტკბილი რომ ხარ ????❣

ანი ანი
აუუუუ დავიღალე რააა.. ალექსანდრეს და სოფის მომენტებზე ეს ამდენი ფილოსოფიური ფიქრები რა უბედურენაა დავიტანჯე იმენა... არადა რა ხალისიანი წყვილი იყო.. რა კანდაბა ეტაკა უიმეეე... ჩაკლეს მუღამი

რა ვქნა... ზოგჯერ მეც მაქვს ხოლმე მელანქოლიური მომენტები ???? თუ ეს გაწუხებს, არანაირად არ ვაპირებ ჟანრის ასე რადიკალურად შეცვლას.

ტკბილიწიწაკა
როდესმე ეშველებაათ?!
აი ეს კითხვა არ მასვენებს...
ალექსანდრე ძაან მაღიზიანებს ვერაფერი გავიგე მაგ ბიჭის საერთოდ :/
ძალიან ავირიე უკეთესიციქნება თუ მეტად აღწერ და მეტ მომენტებს ჩადებ ვიდრე ამდენ ფიქრს თორე მართლა ვერ ვხვდები რა ხდება

კარგი, რჩევას გავითვალისწინებ ???? მეტი მომენტი, ნაკლები ფიქრი. გმადლობ, რომ აზრებს მიზიარებ.

 


№5  offline წევრი Ninnee Morgan

კარგია ძალიან მართალია ვეთანხმები იმას რომ მომენტები მართლა აკლია ვკითხულობ ვკითხულობ და ველოდები სადმე თუ გამოცნდებიან თქო მაგრამ არა ძალიან ცოტაა და თან გაუგებარიც :/ რომ მეგობა ვსო შეუყვარდა ალექსანდრეს თქო უცებ ვიღაც გოგო გამოცნდა და ისედაც ნერვები მეშლება ალექანდრეზე გაუგებრად იქცევა და ცოდოა გოგო :/ რაღაც პოზიტიური წყვილიტ დაიწყე და ახლა სულ დაძაბულობაა არადა მომწონდნენ თუმცა ველოდებუ ყველაზე მეტადკი დაგვიანება უშლის ხელს ამ ყველაფერს:(( ნუ აგვიანებ მესმის შეილება ვერ ახერხებდე მაგრამ ბევრი გელოდებით მოუთმენლად წარმატებები იმედია არმიწყენ რჩევებს

 


Ninnee Morgan
კარგია ძალიან მართალია ვეთანხმები იმას რომ მომენტები მართლა აკლია ვკითხულობ ვკითხულობ და ველოდები სადმე თუ გამოცნდებიან თქო მაგრამ არა ძალიან ცოტაა და თან გაუგებარიც :/ რომ მეგობა ვსო შეუყვარდა ალექსანდრეს თქო უცებ ვიღაც გოგო გამოცნდა და ისედაც ნერვები მეშლება ალექანდრეზე გაუგებრად იქცევა და ცოდოა გოგო :/ რაღაც პოზიტიური წყვილიტ დაიწყე და ახლა სულ დაძაბულობაა არადა მომწონდნენ თუმცა ველოდებუ ყველაზე მეტადკი დაგვიანება უშლის ხელს ამ ყველაფერს:(( ნუ აგვიანებ მესმის შეილება ვერ ახერხებდე მაგრამ ბევრი გელოდებით მოუთმენლად წარმატებები იმედია არმიწყენ რჩევებს

რათქმაუნდა, არაფერი მწყენია. მაინც, გმადლობ რომ მირჩევ. რაც შეეხება მათ ურთიერთობას, პოზიტივს აუცილებლად შემოვიტან.

 


გამარჯობაა, კარგა ხანია შენთვის კომენტარი არ დამიწერია და დავიწყებ ახლა. მაშინ კი იცი ძალიან მეწყინა რომ ვეღარ დადე მაგრამ ეგ დავამთავროთ, რაც მთავარია დადე და გული გამიხარე <3 , ამ თავში წერის სტილი განსხვავებული იყო, როგორც აღნიშნე...პირადად მე რაღაცნაირად მომეწონა კიდევაც! მაგრამ უნდა ავღნიშნოთ სხვების აზრებიდანაც გამომდინარე რომ მაინც მომენტები და წინ სვლები უნდა ჩაუმატო:) რათქმაუნდა პერსონაჟის ფიქრიც და აზრებიც საჭიროა მაგრამ მომენტებიც ჩაურთე <3 მომწონს, სასიამოვნო წასაკითხია, გელოდები მოუთმენლად <3

 


მეოცნებე ლამაზმანი
გამარჯობაა, კარგა ხანია შენთვის კომენტარი არ დამიწერია და დავიწყებ ახლა. მაშინ კი იცი ძალიან მეწყინა რომ ვეღარ დადე მაგრამ ეგ დავამთავროთ, რაც მთავარია დადე და გული გამიხარე <3 , ამ თავში წერის სტილი განსხვავებული იყო, როგორც აღნიშნე...პირადად მე რაღაცნაირად მომეწონა კიდევაც! მაგრამ უნდა ავღნიშნოთ სხვების აზრებიდანაც გამომდინარე რომ მაინც მომენტები და წინ სვლები უნდა ჩაუმატო:) რათქმაუნდა პერსონაჟის ფიქრიც და აზრებიც საჭიროა მაგრამ მომენტებიც ჩაურთე <3 მომწონს, სასიამოვნო წასაკითხია, გელოდები მოუთმენლად <3

ასევე სასიამოვნოა შენი კომენტარი ჩემთვის <3 შეფასებით ძალიან გახარებული ვარ და ბედნიერი, რომ ასეთი კარგი მკითხველები მყავს და მეც თბილი ემოციებით მავსებთ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent