შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გული გონიერი (თავი 5)


14-01-2019, 17:27
ავტორი elena-elena
ნანახია 1 045

ელვის სისწრაფით მივედი საავადმყოფოში, მათე მართალი აღმოჩნდა საღამომდე მასთან არავინ შემიშვა, მაგრამ ისეთი გახარებული ვიყავი დედას გონზე მოსვლით დაუსრულებლად შემოძლო მისი პალატის კართან ლოდინი. საღამოს ლილუც მოვიდა ისიც არანაკლებ იყო გახარებული, ექიმი გამოვიდა გვახარა რომ დედას ყველაფერი ნორმაში ქონდა, მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და მისი ნახვის უფლება მოგვცა. ორივემ ერთად მოვინახულეთ დედა.
-ჩემი გოგონები შემოდით-ამბობს სუსტი ხმით
-დე ხომ კარგად ხარ -ლილუ
-კი კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ, მამა სადაა-აი კითხვა რომელზეც პასუხი არ გვქონდა
-დე მამა წავიდა დაგვტოვა
-რას ნიშნავს წავიდა ეგ იდიოტი ერთი ამ საწოლიდან ავდგე ჩემი ხელით მოვკლავ
-დედა მამა გარდაიცვალა , საავადმყოფოში მოსვლამდე მოკვდა. გვითხრეს რომ ასაკის გამო მისმა გულმა ვეღარ გაუძლო.-ვამბობ და თვალებიდან ცრემლები მომდის
-ანა ხუმრობის ხასიათზე რომ არ ვარ ალბად იცი, შეუძლებელი იყო მამაშენი მომკვდარიყო, შეუძლებელია , პალატის კარებთან დგას და შემოსვლა რცხვენია ხომ ასეა, ზაზა შემოდი არ ვარ გაბრაზებული-ამბობს დედა და უფრო ცუდად ვხვდები. ვაცნობიერებ რომ დედას იმ რეალობის წარმოდგენა არუნდა სადაც მამას გარეშე მოუწევს ცხოვრება.
-დედა მამა მართლა გარდაიცვალა-ამბობს ლილუ
-რას ამბობ გოგო ზაზა ცოცხალია, ვერ მოკვდებოდა, მე ვერ დამტოვებდა მარტოს გესმით, უთხარით იმ ვაჟბატონს რომ მისი ნახა მინდა და ნუ იმალება-მეტის ატანა აღარ შემეძლო პალატიდან გავედი და იქვე კართან ჩავიკეცე ვტიროდი და თითქოს შვებას ვგრძნობდი
-ანნა რახდება , რა დაგემართა-მოდის მათე მეც მაშინვე ვდგები და მას ვეხუტები
-მათე დედა, არსჯერა რომ მამა გარდაიცვალა, ისეთებს ამბობდა პალატაში ვეღარ გავჩერდი და გამოვიქეცი-ვამბობ და ხელებს ძლიერად ვუჭერ
-დმშვიდდი ყვლაფერი კარგად იქნება ანნა არ იტირო გთხოვ , არმინდა შენს თვალებზე ცრემლებს ვხედავდე. -მეუბნება და ცრემლებს მწმენდს
-მამას ნაცვლად მე რომ წავეყვანე ღმერთს რა კარგი იქნებოდა, ამ ყველაფერს ვერ დავინახავდიი , და მამაც ცოცხალი იქნებოდა
-ეგ მეორედ არ თქვა სულელო, რაც მოსახდენია აუცილებლად მოხდება შენ რეალობას ვერ შეცვლი შეიძლება ახლა რასაც ვიტყვი იმ სიტყვებმა გული გატკინოს მაგრამ მამაშენს სიკვდილი ეწერა და ასეცმოხდა , სიკვდილი მეორედ არ ახსენო
-მამას გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროთ არ ვიცი
-დამშვიდდი, გაიღიმე და ყველაფერი თავისით მოგვარდება, დრო გვაიძულებს მწარე რეალობას შევეჩვიოთ , რაცუფრო ბევრი დრო გადის მითუფრო ვეჩვევით ტკივილს და ისე აღარ გვტკივა როგორც თავიდან
-ანუ მეცუნდა შევეჩვიო?
-ვიცი არგინდა მაგრამ მოგიწევს , ეს თავისთავად მოხდება
-არმგონია დედა ამას შეეგუოს
-გაუჭირდება, ძნელია გააცნობიერო რომ კაცი რომელიც გიყვარს და კაცი ,რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება გინდოდა გარდაიცვალა, მას ახლა თქვენი თანადგომა დასჭირდება , ამიტომ ცრემლები შეიმშრალე და მას ამოუდექი გვედით.
-რატომ ხარ ასეთი კარგი, მესმის დედას მეც არ წარმომიდგენია აცერთი წამი შენს გარეშე, ამიტომ გაფრთხილებ ფრთხილად იარე და საკუთარ სიცოცხლეს გაუფრთხილდი.
-საკუთარ თავზე ზრუნავს ისევ
-დიახაც შენ თუ კარგად იქნები მეც კარგად ვიქნები
-იცი მეც იგივეს თქმა მინდოდა.
-ანა-შორიდან მესმის ილოს ხმა
-ეს კაცი შემომაკვდება-ჩაიილაპარაკა მათემ
-ანა მართალია? დედაშენი მართლა გონს მოვიდა-უკვე ჩვენთან მოსული მეკითხება ილია
-კი ილო , ახლახანს ვნახეთ ლილუ ისევ მასთანაა
-როგორც იქნა რაღაც კარგი მოხდა -ილო
-შენი გამოჩენით კი ყველაფერი გააფუჭე-ეუბნება მათე და მუშტებს კრავს
-რა პრობლემა გაქვს ჩემთან-ილო
-არ მომწონხარ, არმინდა ანნას გვედით გხედავდე , ეს საკმარისად დიდი პრობლემაა
-ბიჭებო დამშვიდდით , აქ სცენების გამართვა არ არის საჭირო
-მე წავალ თორემ ეს მოსიარულე არსება შემომაკვდება-მათე
-არავინ შეაშინო-ეუბნება ილია, მაგრამ მათე პასუხსაც არ სცემს ისე გვტოვებს-რაუნდა ამ ტიპს
-ილო საკმარისია-ვამბობ მობეზრებული
-კარგი რა ამ მოძალადესთან რა გინდა, დღემდე არ მჯერა რომ ერთად ხართ. რა ცუდია წარსულის შეცვლა რომ არ შეიძლება
-მართლია ცუდია , იმ დღეს სახლიდან გარეთ არ გამოვიდოდი არ გავითიშებოდი და ვეღარც შენ გაგიცნობდი-ვამბობ გაბრაზებული და პალატაში შევდივარ
-ანა რა სახე გაქვს რამოხდა-ლილუ -ცოტა ჩუმად დედას ჩაეძინა
-დავიღალე ილოს უაზრო ჭკუის სწავლებით
-რასგულისხმობ
- ყველა შეხვედრაზე მეუბნება რომ მათე ჩემი შესაფერისი არ არის , უკვე ზედმეტი მოსდის, თავი ვინ გონია, მამაჩემი თუ ჩემი უფროსი ძმა , კიდევკარგი არცერთი არ არის
-მეც ვფიქრობ რომ ილია მართალია,
-კარგი რა დაო შენც დაიწყე, თუ ამას იმიტომ ამბობ რომ მათე და დემეტრე ძმები არიან?
-რაა ძმები? ან ეს საერთოდ რა შუაშია
-არვიცი, შეიძლება გავგიჟდე
ერთი კვირა გავიდა ამ ამბიდან დედა საავადმყოფოდან გამოწერეს სახლში დაბრუნება არ ისურვა , ამიტომ ყველანი ერთად თბილისში გადმოვედით. ადრე მამა გვარჩენდა ყველას ახლა კი საკუთარი თავის რჩენა თვითონ მოგვიწევს. სამსახური ვიშოვე ერთ-ერთ კომპანიაში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა , ესეც რომ ვიპოვე ძალიან გამიკვირდა.
ერთი კვირაა მათე არ მინახავს არც მობილურზე მპასუხობს როგორც ჩემი და ამბობს არც უნივერსიტეტში გამოჩენილა და მის ლექციებსაც სხვა ლექტორი ატარებს. არვიცი რა სჭირს მაგრამ იმედია კარგად არის. ილია ძალიან მეხმარება ჩემს გვერდით არის კი ხანდახან ნერვებს მიშლის მაგრამ რასვიზამთ ასეთია. გავიცანი გოგონა რომელმაც მისი გული დაიპყო , აწუკვე ოფიციალურად მისი საცოლი ლიკა . ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა ვერ გეტყვით რომ საუკეთესო მეგობრები გავხდით უბრალოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
სამსახური და ვასრულე და სახლში დაბრუნებას ვაპირებდი , ტანისამოსი გამოვიცვალე ჩანთა ავიღე და ლიფტში შევედი, ძალიან გამიკვირდა ლიფტში ჩემთან ერთად ბატონი გიორგიც რომ შემოვიდა. თავი ისე დავიჭირე თითქოს არ ვიცნობდი. ბატონი გიორგი მობილურზე საუბრობდა და დიდად არ მოუქცევია ჩემთვის ყურადღება.
-მათე! როგორ არ გესმის , ლიზას თუ არ მოიყვან ცოლად ჩავიძირებით , გავკოტრდებით, მთლი ოჯახი ქუჩაში აღმოვჩნდებით - საუბრობს გაცხარებული , მისი სიტყვებიდან გამომდინარე ვხვდები რომ მათე ეწინააღმდეგება-არ მაინტერესებს, რას ქვია ცოლი არ მყავს და მე მოვიყვანო ცოლად, გაგიჟდი ხომ ? საერთოდ გამოგირეცხეს ტვინი მაგ სვანეთში -ამბობს და მობილურს თიშავს-ბოდიში გოგონა უბრალოდ თავი ვერ შევიკავე
-არაუშავს-ვამბობ და ქუდს ვიფარებს თავზე
-სადღაც მინახავხარ , ხომ ასეა-მეკითხება და მაკვირდება
-არა ნამდვილად გეშლებათ-ვამბობ და ჩემდა სასიხარულოდ ლიფტის კარიც მაშინვე იღება. სულაც არ მინდოდა გაბრაებულ კაცთან საუბარი. შენობიდან გამოვედი და ავტობუსის გაჩერებაზე მივედი, როგორც ყოველთვის ისევ აგვიანებენ.
-გოგონა გაგიყვანთ-მესმის ისევ იგივე ბარიტონი
-არმინდა მადლობა-ვამბობ მობეზრებული
-დამიჯერე არ ინანებ-ეუბნება და თვალს მიკრავს, ამ მოხუც დონჟუანს დამიხედეთ რა
-არმინდა, გაუგებრად ვსაუბრობ თუ ასაკის მატებასთან ერთად ყურთასმენა დაკარგეთ და არ გესმით-თავს ვეღარ ვაკონტროლებ
-არადა რა კარგათ გავერთობოდით, არიცი რა შანსი დაკარგე , პატარა კახპა-ამბობს და მანქანას წყვეტს ადგილადან მე კი მტოვებს გაბრაზებულს. როგორ მინდა მივახრჩო არადა თავიდან კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა.
ავტობუსი მოვიდა როგორც ყოელთვის ხალხით იყო გადაჭედილი. ძლივს ავედი. სახლში გაბრაზებული მივედი არავისთვის არაფერი მითქვამს. ოთახში შევედი ტანისამოსი გამოვიცვალე შხაპი მივიღე პიჟამო მივირგე და მათესთან დავრეკე. გაგიკვირდებათ და მიპასუხა
-გისმენთ-მესმის ვიღაც გოგოს ხმა
-უკაცრავად შეგიძლიათ მათეს გადასცეთ მობილური-ვამბობ და ვცდილობ ცუდი არაფერი წარმოვიდგინო
-შეუძლებელია აბაზანაშია-ამბობს და სიცილის ხმაც მესმის-თუ მნიშვნელოვანი საქმე გაქვს მითხარით და გადავცემ
-არა არაფერი, გადაეცი შეუძლია სამუდამოდ დარჩეს სვანეთში , მობილური კიდევ საერთოდ გაიქნიოს მაინც არაფერში სჭირდება
-გქონიათ სათქმელი და აბა არაფერიო ? კარგით გადავცემ ნახვამდის
-ნახვამდის-ვამბობ და მობილურს ვთიშავ. ისეთი გაბრაზებული ვარ ვინმემ რამე რომ მითხრას ავფეთქდები.
არა ასე როგორ შეიძლება, მე აქ თავს ვიკლავ ნერვიულობით რამე ხომ არ დაემართა სად არის, ის კი თურმე სვანეთში დაგულაობს ვიღაც გოგოსთან ერთად. ჯანდაბა აუცილებლად მოვკლავ. არვიცოდი რა გაეკეთებინა როგორმე სხვა რამეზე უნდა მეფიქრა, ჩემს დას ლეპტოპი გამოვართვი და ინტერნეტს ვეწვიე. დავგუგლე ლიზა ბერიძე და ულამაზესი ქალი ვიპოვე. ეს ქალი მე რომ მეტენებოდეს სიყვარულს რას დავეძებ, გავიგე რომ მათეს ძმასთან ერთად ულამაზესი და ყოლია, რომელიც სვანეთში ყოფილა გათხოვილი. უამრავი რამ გავარკვიე მაგრამ ეს არაფერში დამეხმარა. არვიცი როგორ მოვახერხე მაგრამ მაინც მოვახერხე დაძინება.
დილა ჩვეული რიტმით დაიწყო. საწოლიდან წამოვდექი , დაილოცოს მაღვიძარა თორემ როდისიყო მე რვაზე ვიღვიძებდი, დილის პროცედურები მალევე მოვითავე და სამსახურში წავედი, ავტობუსში ვიყავი ჩემი მობილური რომ აწკრიალდა, მაშინვე ამოვიცანი მათე რეკავდა მაგრამ მეც იმ ადამიანთა რიგებს მივეკუთვნები ვისაც ავტობუსში საუბარი არ უყვარს ამიტომ გავუთიშე. სამსახურში ლამის დავიგვიანე. დილიდან თვდაუზოგავად ვმუშაობდი. საღამოს ისევ გამოვიცვალე ტანისამოსი და სახლისაკენ მიმავალ გზას ფეხით დავადექი რადგან როგორც აღმოჩნდა ავტობუსზე დამიგვიანებია.
-ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ-მესმის გაბრაზებული მათეს ხმა და ადგილს ვეყინები, წინ გადადგმული ფეხი ჰაერში მიშეშდება
-უკაცრავად ვაპირებდი მეც იგივე მეკითხა მაგრამ გუშინ ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღე-ვამბობ და გზას ვაგრძელებ
-მოგეწონა ჩემი და -ამბობს და იცინის
-მოიცა მე შენს დას ვესაუბრე-ვამბობ და ახლაღა მახსენდება გუშინ წაკითხული სტატია
-კი, სვანეთში არ ვაპირებ სამუდამოდ დარჩენას მხოლოდ იმ პირობით შენ თუ გამომყვები და რაც შეეხება მობილურის გადაგდებას ამას მოვიფიქრებ
-რატომ არ პასუხობდი ჩემს ზარებს
-მობილური გადავაგდე და რანაირად, შენ რატომ არ პასუხბდი
-გაბრაზებული ვიყავი-ვამბობ ხელებს ვაჯვარედინებ
-ახლაც აბრაზებული ხარ-მეკითხება ჩემთან მოდის და მთელი ძალით მეხუტება
-ცოტა-ვეუბნები და ხელებს ვხვევ
-ახლა-ამბობს და ტუჩებში მკოცნის
-აღარ-ვეუბნები და ვიცინი
-აი თურმე რამაკლდა მთელი ამ დროის განმავლობაში, არ გინდა ცოლად გამომყვე-მეკითხება მოულოდნელად
-მათე
-კაი რამოხდა არგინდა ჩემი ცოლობა
-სადაა ბეჭედი? ან მუხლებზე რატომ არ დგახარ? ვერც ცოტა რომანტიკას ვამჩნევ, ამიტომ უარს ვამბობ-ხელებს ვაშვებინებ და მივდივარ
-ყოველთვის რატო გარბიხარ ?
-იქნებ შენ არ მთხოვ დარჩენას და იმიტომ
-გჭირდება?
-შეიძლება
-მაშინ ახლა გთხოვ , ჩაჯდე მანქანაში მე მიგიყვან სახლამდე
-იდიოტო
-შენ რა გეგონა დარჩენას გთხოვდი
-ჰმ
-დარჩენა თუ გინდა თვითონ დარჩები, ჩემი თხოვნით არაფერი შეიცვება.
-სადაა მანქანა სახლში მეჩქარება-მანქანაში ვსხდებით და მივდივართ
-ანნა ვიცი გაბრაზდები მაგრამ -იწყებს მათე საბარს და ამდროს წკრიალებს ჩემი მობილური მეც ვპასუხობ
-გისმენ ილო
-ანა სად ხარ
-სახლში მივდივარ რახდება
-შენი ნახვა მინდა
-დღეს ჩვენთან მოდი
-კარგი მოვალ
-ნახვამდის -ვეუბნები და ვთიშავ
-ჯანდაბა-ამბობს მათე და მანქანას ამუხრუჭებს
-ახლა რაღა მოხდა
-არმომწონს ეგ შენი ილო, არმინდა შენს გვერდით ვხედავდე, არმინდა გესაუბრებოდეს, არმინდა უღიმოდე, არმინდა საერთოდ ერთი ჰაერით სუნთქავდეთ , იმაზეც ნერვები მეშლება ერთ ქალაქში რომ ცხოვრობთ -ამბობს და საჭეს ხელს არტყამს
-იცი რომ თინეიჯერი ბიჭივით იქცევი
-არმაინტერესებს
-ილო ჩემი მეგობარია, სხვათაშორის შენს აქ არყოფნაში მისი საცოლე გავიცანი
-ანუ დათანხმდა ის გოგო კარგია მაგრამ მაინც არ მომწონს
-მათე უკვე აჭარბებ
-კარგი ხო -ამბობს და მანქანას წყვეტს ადგილიდან. სახლამდე მივყავარ და მანქანას კორპუსთან აჩერებს-ასე მგონია რომ გირეკავდა უკვე შენი კორპუსის წინ იდგა-ამბობს მათე როგორც კი ილოს ამჩნევს
-კარგი რა. აბა კარგად მე წავედი . ტკბილი დზილი სახლში რომ მიხვალ დამირეკე, და კიდევ იმედია დაგესიზმრები
-გადადი სანამ გადავიფიქრე შენი იმ ტიპთან გაშვება
-აბა კარგად-ვუბნები ლოყაზე ვკოვნი და მანქანიდან გადავდივარ ილოს მანქანასთან მივდივარ სადაც ის და დედამისი სხედან
-ანა მოხვედი შენთან დალაპარაკება მინდა-ილო
-არა აჯობებს ყველაფერი ქალბატონი მზიას თანდასწრებით ვთქვათ-ამბობს ქალბატონი დიდნა და მანქანიდან გადმოდის-სახლში ხომ შეგვიპატიჟებ შვილო
-რათქმაუნდა წამობრძანდით-სახლში შევედი და დედას დავუძახე სახლში დამხვდა
-რახდება ანა რა გაყვირებს-გამოდის ოთახიდან დედა
-დე სტუმრები გვყავს , გაიცანი ეს ილოა ეს კი დედამისი ქალბატონი დინა-ვამბობ და დედაჩემის გაფითრებულ სახეს ვუყურებ
-ეს ..... მე... შენ აქ რასაკეთებ ? -ამბობს დედა და მერე გონებას კარგავს
-დედა რა დაგემართა დე, სასწრაფოში დარეკეთ ვინმემ-ყვირის ლილუ
-არაა საჭირო ექიმი ვარ მიმიშვით დივანზე დავაწვინოთ მერე კი ნიშადური მომიტანეთ-გვეუბნება ქალბატონი დინა ჩვენც დაუყოვნებლივ ვასრულებთ მის მითითებას , რამოდენიმე წუთში დედა გონს მოდის
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ-ვსვამ საჭირო კითხვას
-იმდენად კარგად რომ მეტი არ შეიძლება ის ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარია-ამბობს ქალბატონი დინა და თვალები მიფართოვდება
-კიმაგრამ რატომ არ მახსოვხართ
-ამას მზიაა მოგიყვება.
-დედა ეს რას ნიშნავს რა უნდა მომიყვე-ვეკითხები დედას
-დინა რატომ მაინცდამაინც ახლა-ეკითხება დედა
-შენი ქმარი გარდაიცვალა , ის ვეღარ შემიშლის ხელს , ვეღარ შემაშინებს ათასნაირი მუქარით
-მოდი ახლა არგვინდა
-ბოლოსდაბოლოს ვინმე აგვიხსნის რაზე საუბრობთ-ხმას უწევს ლილუ და ჩემს სათქმელსაც ამბობს
-მე და და დედაშენი ერთ სოფელში ვცხოვრობდით , ერთად ვიზრდებოდით , სკოლაც ერთად დავასრულეთ გაგიკვირდებათ და ერთად გავიჩინეთ შეყვარებულები . ისო მოხდა რომ მე მომიტაცეს ადრე შევქმენი ოჯახი და ილია გამიჩნდა მაგრამ ჩემი ქმარი მალევე გარდაიცვალა და იძულებული გავხდი მშობლებთან დავბრუნებულიყავი. უკან რომ დავბრუნდი მზია გათხოვლი დამხვდა და იცით ვისი ცოლი იყო ჩემი შეყვარებულის ანუ მამათქვენის.
-დინა არ გინდა ახლა არგინდა -ამბობს დედა და ტირილს იწყებს
-ხო მამათქვენის. რომ ვკითხე ეს რატომ გააკეთეთ მეთქი ერთმანეთი ძალია გვიყვარდაო ასე მიპასუხა ორივემ. ვერაფერი ვთქვი დედაშენი ლილუზე იყო ორსულად ან რაუნდა მეთქვა. მერე გავიგე რომ ზაზამ მზია მხოლოდ იმის გამო მოიყვანა ცოლად რომ ის ბავშვს ელოდებოდა მისგან.
-დინა საკმარისია , აღარ შემიძლია , დავიღალე, ისედაც თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ამ ყველაფრის გამო-დედა
-მერე რა მოხდა-ლილუ
-მერე არაფერი მე და ილია ჩემი მშობლების სახლში დავსახლდით. დედაშენმა შენზე იმშობიარა, ყველაფერი კარგად მიდიოდა. ამ ამბიდან ორი წელი გავიდა. მზია მეორე ბავშვზე იყო ორსულად. ახალი წლის დღეები იყო , ჩემი მშობლები სახლში არიყვნენ ყველა წავიდა და ილიაც წაიყვანეს. საღამოს კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა , სოფელში ვცხოვრობდი და ცუდს ვერაფერს ვიფიქრებდი ამიტომ კარი უყოყმანოდ გავაღე. ვიღაც კაცები იყვნენ მთვრალები, ვთხოვე, ვეხვეწე ვემუდარე არაფერი დაეშავებინათ ჩემთვის მაგრამ უშედეგოდ. ის დღე შავ ლაქად დააჩნდა ჩემს ცხოვრებას. მერა რამოხდა არ მახსოვს გონს რომ მოვედი საავადმყოფოში ვიყავი. ექიმი შემოვიდა პალატაში და მახარა რომ ორსულად ვიყავი. ეს ამბავი მე ზალიან გამიხარდა მაგრმ ჩემმა მშობლებმა ვერ გადაიტანე და გულის შეტევით გარდაიცვალა ორივე.
-კი მაგრამ ეს ამბავი დედასთან რა შუაშია-ვეკითხები მე
-მე და მზიას ერთად უნდა გვემშობიარა. ერთ საავადმყოფოში მოგვათავსეს კიდეც. მშობიარობა დამეწყო, ძალიან მძიმე მშობიარობა მქონდა, ექიმებმა ძლივს გადამარჩინეს. მითხრეს რომ გოგონა შემეძინა რომელიც სამწუხაროდ მკვდარი დაიბადა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან მისი ტირილის ხმა გავიგე სანამ გავითიშებოდი. მზიამაც იმშობიარა , გოგონა ეყოლა ანა დააქვეს, ძალიან გახარებულები იყვნენ. მე კი მარტოდ მარტო დავრჩი ყველაფრის წინააღმდეგ. არმჯეროდა რომ ჩემი გოგონა გარდაიცვალა. არმჯეროდა ეს ყოველივე. ამ ამბის შემდეგ არც ზაზა მინახავს და არც მზია , ისინი აფხაზეთში გადავიდნენ. ზაზა აფხაზი იყო და ეს არ გასჭირვებია. ხუთ წელი ვცდილობდი სიმართლის გარკვევას ხუთი წელი, მაგრამ უშედეგოდ არაფერი გამომდიოდა. ბოლოს საავადმყოფოში მივედი და დავემუქრე რომ თუ სიმართლეს არ მეტყოდნენ პოლიციაში დავრეკავდი და ისინი გამოიძიებდნე ყველაფერს. შეეშინდათ მითხრეს რომ ჩემი გოგონა არ მომკვდარა, მითხრეს რომ საღ-სალამათი დაიბადა. უბრალოდ ბავშვი შემიცვალეს, ისიც გავარკვიე რომ ეს ყველაფერი ზაზამ და მისმა ოჯახმა გააკეთა. აღმოჩნდა რომ მზიას ბავშვი მკვდარი დაიბადა მაგრამ ამას ვერავინ ეტყოდა იმდენად ემოციური იყო იცოდნენ რომ ამ ამბავს ვერ გადაიტანდა, ამიტომ მ ბავშვი წამართვეს ისე რომ არაფერი არ მკითხეს, მე ხომ მარტოსული ვიყავი არავინ მყავდა და ამბის გარკვევასაც არავინ დაიწყებდა.-ამბობს და ცრელმებს იმშრალებს, შოკირებული ვარ ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ვერა
-კი მაგრამ რა გამოდის რომ ანა ჩემი და არ არის-ამბობს შოკირებული ლილუ
-ასეა , როგორც კი ეს ამბავი გავიგე მაშინვე დავიწყე თქვნი ძებმა , აფხაზეთშიც კი ვიყავი , მითხრეს რომ პანკისში გადასახლდით იქაც ვიყავი რამოდენიმეჯერ, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე , ვერ დავიბრუნე საკუთარი შვილი, ზაზა ემუქრებოდა , ამბობდა რომ მომკლავდა , ჩემს სიცოცხლეს არაფრად ჩავაგდებდი , ილოს სიცოცხლის ხელყოფითაც იმუქრებოდა. ვერაფერი შევძელი ვერაფერი ვთქვი, მას შემდეგ ყველ წელს სექტემბრის 29 რიცხვში, ჩამოვდიოდი და შორიდან ვუყურებდი გოგონას, რომელიც წამართვეს , გოგონა რომელიც 29 სექტემბერს დაიბადა და ამდღესვე წამართვეს, ვუყურებდი როგორ ირდებოდა , როგორ მშვენდებოდა, ვუყურებდი როგორ ტკიოდა, ვუყურებდი როგორ შრომობდა დღედაღამ დაუღალავად ვუყურებდი როგორ საშინლად ექცეოდა ზაზა, გული მიკვდებოდა მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. ვერ გეტყვით რომ გამიხარდა ზაზას სიკვდილი მაგრამ არც მწყენია
-დედა შენ ეს ამბავი იცოდი?-ვეკითხები დედაჩემს
-მე... არაფერი ვიცოდი .... კი მაგრამ ეს როგორ-დედაჩემიც ჩვენს მსგავსად გაოცებულია. ვერაფერი გავიგე, უფრო სწორად იმდენი რამ მოვისმინე , რომ ეს ყველაფერი თუ არ გადავხარშე გავგიჟდები
-ილო შენ იცოდი ყველაფერი -ვეკითხები მე
-კი
-მაშინაც იცოდი გუდაურში რომ მიპოვე გათიშული
-კი ვიცოდი
-რაგამოდის, მე....
-მე შენი ძმა ვარ ანა დინა კი დედაჩვენია-ჩემს სათქმელს ამბობს ილო
-ძალიან რთულია, არცკი ვიცი რა გითხრათ, ყველაფერი უნდა გადავარშო თორემ შეიძლება გავგიჟდე-ვამბობ და გარეთ გავდივარ. რამოდენიმე წუთში მთელი ჩემი ცხოვრება თავზე ჩამომექცა. ახლა გაასაგებია რატომ ვეზიზღებოდი მამაჩეს რატომ მექცეოდა ასე ცუდად, ის ხომ ჩემი ბიოლოგიური მამა არიყო. არც ლილუ ყოფილა ჩემი და და არც მზია დედაჩემი, ჯანდაბა ახლა როგორ უნდა მოვიქცე რა უნდა გავაკეთო. ახლა როგორ მოვიქე , რა ვუთხრა ქალს რომმელიც დედაჩემი აღმოჩნდა და რომლის მიმართაც არაფერს ვგრძნობ. ან ილოს როგორ უნდა დავუძახო ძმა. მამა ყველაფერი შენი ბრალია, რა მარტივია არა მკვდარს გადავაბრალოთ ყველაფერი , ის ხომ თავს ვერ დაიცავს.
უაზროდ დავიარები ღამის თბილისში და არცკი ვიცი სად მივდივარ, უბრალოდ ახლა რეალობაში დაბრუნება არმინდა , რადგან ის ძალიან არეულია. რთულია ამ ყველაფრის გაცნობიერება.
ქუჩაში მივდიოდი უკან მომავალი ორი ტიპი რომ შევნიშნე აშკარად მე მომყვებოდნენ და აშკარად ნასვამები იყვენენ ან უარესი ნარკოტიკით გაჟღენთილები. ნაბიჯს ავუჩქარე , არ მინდოდა შემშინებოდა მაგრამ არ გამომივიდა ძალინ შემეშინდა , გავიქეცი ისინიც გამომყვნენ , საშინელება იყო იმის წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდებოდა ილო რომ არ გამოჩენილიყო.
-ილო შენ! მადლობა ღმერთს-ვამბობ და შეშინებული მას ვეხუტები
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად არის-მეუბნება და თავზე მკოცნის ხო რათქმაუნდა ის ხომ ჩემზე ორი თავით მაღალია
-ძალიან შემეშინდა
-კარგი , წამოდი სახლში წაგიყვან -მეუბნება და მანქანაში მსვამს-ვიცი ახლა ამის დრო არ არის მაგრამ...
-ილო ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე, ყველაფრის გასაცნობიერებლად და გადასახარშად დრო მჭირდება , ახლა მხოლოდ ის ვიცი რომ ვიღაცის სიმთვრალის შედეგი ვარ, ვიღაც არაკაცის ჟინის დაკმაყოფილების შედეგი, ის ვიცი რომ მამას ვეძახდი კაცს რომელმაც დედა და შესანიშნავი ძმა წამართვა. ხოლო დედა საერთოდ არ ყოფილა დედაჩემი. არშემიძლია ეს რეალობა ასე მარტივად მივიღო რთულია ილო. რთულია დედად მივიღო ქალი რომელიც არასდროს მინახავს. რომლის შესახებაც არაფერი ვიცი. მაპატიე ილო შენც ვერ დაგიძახებ ასე მარტივად ძმას ეს უნდა დაიმსახურო. ერთი პლიუსი კი აქვს ამ ამბავს
-მათე გადაირევა ხომ -ამბობს ილია და თვითონ იცინის
-ძალიან, ისე მართლა რატომ არმოგწონს მათე
-რომელს ნორმალურ ადამიანს მოეწონება კაცი რომელიც მისი დის წართმევას უპირებს
-ყოველთვის მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა, რას ვიფიქრებდი ეს სურვილი თუ ამიხდებოდა-ვამბობ და სიცილში ვყვები
-იცი როგორ გავხარ დედას, პირველად რომ დაგინახე, ასე მეგონა ახალგაზრდა დედაჩესმს ვხედავდი, მისი ღიმილი მისი თვალები, საუბრის მანერა, იმედია ხასიათით დედას არ დაემსგავსე და ხანდახან გასვანებაც შეგიძლია-ამბობს და თმებს მიჩეჩავს
-ბატონო ილია გზას თუ არ შეხედავთ...
-კარგი ვუყურებ-ამბობს და იცინის
სახლში მალევე მივყავარ. ბინაში შესულს კი ჩემი ოთახის კართან მდგონი ლილუ რომ მხვედა ძალიამ მიკვირს. გაბრაზებულია და მოგკლავო აწერია სახეზე
-რამე დავაშავე-ვეკითხები და ორივე ხელს მაღლა ვწევ
-ახლა კარგად მომისმინე, არ გეგონოს რომ რაც იმ ქალმა ისაუბრა იმის შემდეგ შენ ჩემი და აღარ იქნები, სამუდამოდ ჩემს დად დარჩები , გასაგებია კარგად დაიმახსოვრე ხშირად იმეორე რომ არ დაგავიწყდეს -მეუბნება და მეხუტება- ძალიან მიყვარხარ საიმისოდ რომ ვიღაცას დავუთმო შენი თავი
-ვიცი ლილუ , ასე მარტივად ვერ მმიშორებ თავიდა, დედა როგორ არის
-დამამშვიდებლები დავალევინე, ახლა უკეთაა ძლივს ჩაეძინა, ისიც შოკშია
-კარგი რას ელოდები შენც დაიძინე ხვალ ლექცია გაქვს დილით
-კარგი, ისე ისეთი სიმპათიური ძმა გყავს დემეტრე რომ არა იფიქრებდა ქალი მასზე -ამბობს და ოთახში შედის
მეც შევდივარ ცემს ოთხში შხაპს ვიღებ და გაგიკვირდებათ მაგრამ ამდენი ამბის შემდეგ მშვიდად ვიძინებ. მეორე დილით ისევ იგივე საწოლიდან ვდგები დილის პროოცედურებს მალევე ვასრულებ და სამსახურში მივდივარ. მთელი დღე ვცდილობდი ბატონი გიორგისთვის თავი ამერიდებინა მაგრამ როგორც კი მის კაბინეტში დამიბარა მივხვდი რომ ეს მცდელობები უშედეგო იყო
-რამდენი გინდა?-მეკითხება კაბინეტში შესვლის თანავე
-უკაცრავად
-რამდენი გინდა?
-ვერ გავიგე?
-ასი ?
-ეს რამე ხუმრობაა
-ათასი ? ათი ათასი , ამაზე მეტს ვერ მიიღებ მეტი მაინც არ ღირხარ
-იქნებ ნორმალურად ამიხსნათ რას გულისხმობთ
-რამდენი უნდა გადაგიხადო შენთან ერთი ღამე რომ გავატარო, რამდენი ღირხარ-მეკითხება და ტვინში სისხლი მექცევა, ჯანდაბა ამ კაცს უნდა რომ მანამ შემომაკვდეს სანამ მისი დრო მოვა
-თქვენ მე ვინ გგონივართ, მე....
-კარგი რა თავს ნუ იფასებ
-ახლა კარგად მომისმინეთ, მე თქვენნაირი არ ვარ, არც იმ ქალებისნაირი ვისთანაც ყოველღამე ერთობით, რადგან ფული გაქვთ გგონიათ რომ ყველაფრის ყიდვა შეგიძლიათ? მე ჩემს პატიოსნებას ფულზე არ ვყიდი, ასერომ სჯობია თავი დამანებოთ და ისევ თქვენს კახპებს მიხედოთ,-ვეუბნები და გაბრაზებული გავდივარ გარეთ ფურცელს ვიღებ განცხადებას ვწერ და ისევ კაბინეტში შევდივარ
-ვიცოდი რომ გადაიფიქრბდი ჩიტო
-ეს განცხადებაა სამსახურიდან წასვლის თაობაზე გთხოვთ ხელი მოაწეროთ -ვეუბნები და კაბინეტიდან გავდივარ , ტანისამოსს ვიცვლი და საერთოდ ვშორდები კომპანიას. სახლში მისვლა არმინდოდა ამიტომ მათესთა წავედი საავადმყოფოში. იქ მისულმა როგორც ყოველთვი დაუკაკუნებლად შევაღე კაბინეტის კარი. თვალები გამიფართოვდა მაგიდაზე მჯდომი ლიზა ბერიძე რომ დავინახე
-მათე ვინ არის ეს თავხედი გოგო, დაუკაკუნებლად რომ შემოდის ასეთი ხალიხი უნდა გააგდო სამსახურიდან-ამბობს თავისი წრიპინა ხმით
-საყვარელო ამ ქალს არ გამაცნობ-ვეუბნები და კაბინეტის კარებს ვხურავ
-გაიცანი ეს ლიზაა
-საყვარელო? მათე ვინარის ეს თავხედი გოგო
-ქალი რომელიც მიყვარს და ვინც ნამდვილად ატარებს ჩემი ცოლის სტატუსს-ამბობს მათე და ჩემთან მოდის-ხომ კარგი წყვილივართ შეგიძლია მოგვილოცო
-რააა? თქვენ ერთად..... კიმაგრამ... ჯანდაბა... -ამბობს და ისე სწრაფად გადის კაბინეტიდან გეგონება მოჩვენება დაენახოსო
-მათე კარგი რა ასე პირდაპირ არუნდა გეთქვა ახლა ამან თავს რომ რამე აუტეხოს პოლიციაში სიარულის ნერვები სად მაქვს-ვამბობ და ვეხუტები
-აბა აქ რასაკეთებ ხომ უნდა მუშაობდე
-მომენატრე და შემოგიარე , როგორც ჩანს არ გაგიხარდა ჩემი დანახვა , მე წავალ-ვამბობ და ვიბუტები
-ეს არ მითქვამს. მაგრამ იმდენად ლამაზი ხარ გაბუტულიც რომ კიდევ გავიმეორებდი
-იდიოტო
-მეც მიყვარხარ
-ხო იმის სათქმელად მოვედი რომ დღეს ილოსთან ერთად ვვახშმობ დედამისი უნდა გავიცნო-ვეუბნები და მის შეკრულ წარბებზე მეცინება
-ანნა არმინდა იმ მოსიარულე არსებასთან ერთად ივახშმო
-რასვიზამთ უკვე შევუთანხმდი, შენ შეგიძლია ლიზასთან ერთად ივახშმო
-კარგი მე ლიზასთან ერთად ვივახშმებ მაშინ, მოიცა დავურეკო , სადღაც მქონდა მისი ნომერი -ამბობს და მობილურს იღებს ჯიბიდან
-აბა გაბედე და მასთან ერთად ივახშმე , მერე რაც მოხდება მე არ დამაბრალო, რად გინდა ლიზას ნომერი , რატომ გაქვს საერთოდ ტელეფონში? -ვეკითხები და მობილურს ვართმევ , კონტაქტებს ვათვალიერებ და ლიზას ვერსად ვპოულობ
-ეჭვიანობაც როგორ გიხდება-ამბობს და იღიმის
-ყეყეჩი იდიოტი-ვეუბნები ტელეფონს ვუბრუნებ და კაბინეტიდან გავდივარ , შეტყობინება მომდის მობილურზე
-<<ყეყეჩ იდიოტს ძალიან უყვარხარ>>
-<<მეც ძალიან მიყვარს ყეყეჩი იდიოტი>>
-<<ვისურვებდი ეგ სიტყვები პირადად გეთქვა>>
-<<კიდევ რა გინდათ?>>
-ცოლად რომ გამომყვე-მესმის მათეს ხმა ზურგსუკან და სხეულში ჟრუანტელი მივლის
-მათე ეს რომანტიკული არ არის
-ოცდაათი წლის კაცს რომ რომანტუკულობას მთხოვ ეს ნორმალურია ?
-მაშინ ის მოიყვანე ცოლად ვინს რომანტიკულობას არ გთხოვს
-მართლა , ლიზას გაუხარდება ძალინ
-მოგკლავ,-ვეუბნები და მივდივარ ისევ შეტყობინება მომდის და ვიცი რომ მათეა
-<<ყვავილები არ მიყვარს ამიტომ ჩემს საფლავთან რომ მოხვალ ორი ბოთლი ლუდი წამოიღე >>
-<<შენ დალიე ცეცხლი ნავთი და რაცგინდა ის კიდევ, სადაც ჩახეთქე იქ წაეთრიე, ასეთი ცოლი გინდა შენ თორემ ნამდვილ ლოთად იქცევი ეს ექიმი კაცი >>-ვწერ და მეცინება
-<<არა მადლობა ეგეთი იმედია ილია შეხვდება>>-არაფერს ვწერ ვიცი რომ ისევ რამე ცუდს იტყვის მე კი ვერავიტან ძმას თუ გამილანძღავს.
სახლში ადრე დავბრუნდი დედა დამხვდა მარტო, ისეთი ჩამუქებული სახე ქონდა, რომ გული მეტკინა , მისი სახის შემხედვარე მომინდა რომ ქალბატონი დინა არასდროს გამოჩენილიყო.
-დედა კარგად ხარ-ვეკითხები და მის გვერდით ვჯდები
-ჩემი ხომ გჯერა? ანა მიპასუხე ? ხომ გჯერა რომ მე არაფერი ვიცოდი -ამბოს და ტირილს იწყებს
-მჯერა დე გეფიცები მჯერა , არიტირო რა,
-ზაზას ცოლად იმიტომ გავყევი რომ მითხრა ძალიან მიყვარხარო თავს არ მანებებდა, რასვიფიქრებდი ეს დინაზე შურის საძიებლად თუ გააკეთა, მე ... მე ..მართლა მიყვარდა ზაზა, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს თუ გააკეთებდა-ამბობს და ჩემს ხელებს მისსაში იქცევს
-ცუდად გახდები დე , არიტირო გთხოვ-ვეუბნები და მეც ცრემლები მომდის
-ხომ არ წახვალ ჩვენგან, ხომისევ ჩვენი ანა იქნები,
-კი დედა დედაჩემი შენ ხარ და ასე იქნება ყოველთვის-ვეუბნები და ვეხუტები. ცოტა მშვიდდება , ცრემლებს ვწმენდ და სახეს ვუკოცნი-დე დღეს რამე ჭამე , დარწმუნებული ვარ არა მოდი ჩემი საყვარელი ბლინები გავაკეთოთ, თან ლილუსაც უყვარს-ვცდილობ ხასიათზე მოვიყვანო
-კარგი გავაკეთოთ-ამბობს და წინსაფარს ირგებს. მოკლედ ორმა ქალმა სამზარეულო გადავატრიალეთ , უგემრიელესი ბლინები დავაცხვეთ , მალე ლილუც მოვიდა
-ეე დედა შვილმა მე რატომ მომტეხეთ-ამბობს და ისიც გვიერთდება
-რაღაც მინდა მოგიყვე მერე -მეუბნება ჩუმად ლილუ და ქურასთან დგება
მოკლედ შესანიშნავად გავატარე დღე ბლინები მივირთვით ვიცინეთ კიდეც დედამ დავიღალე უნდა დავწვეო და თავის ოთახში წავიდა მე და ლილუ კი მართო დავრცით.
-რა უნდა გეთქვა?-ვეკითხები ლილუს
-დემეტრეს შენ უთხარი რომ შეყვარებული მყავდა-მეუბნება და წარბებს წევს
-მთლად ეგრე არ მითქვამს ვუთხარი რომ ვიღაც გიყვარდა, აბა რამეთქვა ლილუს შენ უყვარხარმეთქი
-არა, კარგად გითქმია -ამბობს და ეშმაკურად იცინის
-რამოხდა აბა მოყევი
-მე გეკითხები მათესთან რახდებატქო
-ლილუ
-კაი ხო დღეს მოვიდა და იცი რამითხრა
-ნუ მომკალი გოგო ცნობისმოყვარეობით
-თუ ვინმე გიყვარს ჯობია გადაიყვარო , რადგან დღეიდან მარტო ჩემი შეყვარების უფლებას გაძლევო-ამბობს და იცინის
-ეგეც გასვანდა , მაგრად უთქვამს , მერე შენ რა უთხარი
-ვუთხარი შეუძლებელია ვერ გადავიყვარებ მეთქი და მე შენი ქვეშემრდობი არ ვარ რამე რომ მიბრძანომეთქი , გაბრაზდა კედელს მუშტი დაარტყა და წავიდა
-არა რა ეს ძმები როგორ გვანან ერთმანეთს -გამახსენდა მათემაც როგორ დაარტყა კედელს ხელი როცა ვუთხარი რაუფებით იქცეოდა ასე
-მოიცა მათეც ეგრე მოიქცა
-თითქმის -ვეუბნები და ორივე გულიანად ვიცინით
-ძმებო დადეშქელიანებო ცუდათაა თქვენი საქმე , რადგან დებ გვარამიებს თავი შეაყვარეთ-ამბობს ლილუ და იცინის
-ჩუმად გოგო დედას გააღვიძებ-ვეუბნები და მკვლავზე ვარტყამ
-აქედანვე გაფრთხილებ დედამთილს შენთან წაიყვან საცხოვრებლად-ლილუ
-ხო დედამთილ-მამამთილი აშკარად არ მოგვეწონება , უფრო სწორად ჩვენ არ მოვეწონებით მათ
-ასეა ეს დიდი პრობლემაა.
-კარგი მე უნდა წავიდე ილოს და ქალბატონ დინას უნდა შევხვდე, დედამ რომ მიკითხოს უთხარი სძინავსო, არმინდა გული ეტკინოს -ვეუბნები ტანისამოსს ვიცლი ჩანთას ვიღებ და მივდივარ...
****************
ესეც ახალი თავი იმედი მაქვს მოგეწონებათ



№1  offline წევრი Niniko11

ასეთ რმასე ნამდვილად არ ველოდი არ მეგონა ილო თუ ანნას ძმა იქნებკდა მაგრამ კარგიაა მათეც არ იღელვებს ცოდოაა დაა.
შემდეგ თავს როდის დადებ?

 


№2  offline წევრი elena-elena

Niniko11
ასეთ რმასე ნამდვილად არ ველოდი არ მეგონა ილო თუ ანნას ძმა იქნებკდა მაგრამ კარგიაა მათეც არ იღელვებს ცოდოაა დაა.
შემდეგ თავს როდის დადებ?

ვფიქრობ მალე იქნება თან დავასრულებ კიდეც არმიყვარს გაწელილი ამბები.. მიხარია თუ მოგეწონა heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი goddess

აღარ აგრძელებ?

 


№4  offline წევრი elena-elena

goddess
აღარ აგრძელებ?

ვაგრძელებ ახალი თავი უკვე დაიდო .... ვიცი დიდი შუალედი გამომივიდა მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent