შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ "არავინ" ვართ (მძარცველები) დასასრული


15-01-2019, 01:20
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 236

მზე ანათებდა და არემარეს ჩამავალი სხივებით ამშვენებდა.
- რა ლამაზია არაა აქაურობა? - ჰანსი მონუსუხული უყურებს ჰავაის დაისს.
- ჰო, ლამაზია. - ეთანხმება ნოე და ჩაფიქრებულ მზერას აპყრობს არემარეს
- რაზე ფიქრობ?
- რაზე არა.
- ოჰ ხო, ვისზე?
- მოაზე. არ ვიცი როგორაა, როგორ გააგრძელა ცხოვრება. არც კი დაურეკავს. - ხმაში წყენა და ბრაზი ეტყობა
- დამშვიდდი. დაგვირეკავს, მას ჩვენზე ძვირფასი არავინ ჰყავს...
- როგორ არა. ადრე თუ არა ეხლა უკვე ჰყავს.
- როგორ ფიქრობ ერთად არიან?
- არ ვიცი ჰანსი, გამუდმებით ვფიქრობ ამაზე. ალბათ არიან, რადგან მოასნაირ გოგოას არცერთი მამაკაცი დაკარგავს და თუ დაკარგა ესეიგი უჭკუოაა.
- და მოაზე რას ფიქრობ? უყვარს? - წამით მოსწყვიტა ბიჭმა მზერა დაისს და გოგონას დააკვირდა.
- უყვარს.
- რა იცი?
- ვიცი,მე მას იმაზე კარგარ ვიცნობ ვიდრე სხვა ყველა. მის გამო წავიდა, ვერ გაუძლო დანაშაულის გრძნობას რომელიც ნიკოლასთან აკავშირებდა.
- შენ როდემდე უნდა იყოს ესე?
- ესე როგორ? - გოგინამ წითელი ღვინის სავსე ჭიქა მოსვლა და ნოეს ღიმილით უთხრა
- ზომბივით - გაიცინა - სიცოცხლის ხალის დაკარგული
- დრო ყველაფრის მკურნალია, მხოლოდ დროის იმედი მაქვს...
სამი თვე გავიდა, სამი გრძელი და ცხოვრების შემცვლელი თვე. მენტორი ორი თვის წინ წავიდა ნახატის გასაყიდად, ერთი კვირის წინ კი ხუთასიათასი გამოუგზავნა მოზარდებს. ისინი კი ზღვაზე ერთ-ერთ კუნძულზე იმყოფებოდნენ.
- დარეკეთ მენტორთან? - კითხულობს ჯონი და მირას შლიაპას იკეთებს. ყველა ერთად სანაპიროზე არიან, მალე გათენდება და თავისებური სიცივეა
- დღეს კი მაგრამ გათიშული ჰქონდა.
- ნახატი გაყიდა?
- ალბათ - ნიკოლოზი თვალებს ახელს - აბა სად ნახავდა ხუთასიათას?
- არ ვიცი, მაშინ რატომ არ ჩამოდის? - ჯონს ბრაზი ეტყობა
- ამის დედაც ჯონ არ ვიცი. - ყველა დაიძაბა, იმის ფიქრით რომ შეიძლებოდა მენტორი აღარ დაბრუნებულიყო თუმცა მას იმდენად ენდობოდნენ და სწამდათ თავისი "ღმერთის" ამის გაფიქრებაც არ უნდოდათ.

***
მოა სწრაფად გაუყვა ბილიკს და ქუჩის კუთხეში სწრაფად შეუხვია, მოკრა თუ არა მკრთალ ნათებას თვალი კაპიუშონი გადაიძრო და სწრაფი ნაბიჟებით მიუახლოვდა სილუეტს.
- მოხვედი? - ბოხმა ხმამ ზურგშექცევით დაიწყო ლაპარაკი
- მოვედი. დამაგვიანდა, მისი დარწმუნება შევძელი.
- მართლა? - კაცს ხმაში კმაყოფილება დაეტყო. - აერიპორტში რომელზე მივა?
- სამზე. მეც მასთან ერთად უნდა ვიყო, ხომ გესმის...
- მესმის. განა არ მესმის? ეს ხომ ჩემი გეგმაა. ოთხზე მიფრინავს ჰავაიზე ჩვენი რეისი, მოასწრებ? - კითხა გოგონას და შემობრუნება დაიწყო
- მოვასწრებ. შენ მხოლოდ ორცმოცი წუთი გაქვს, იმედია გესმის ეს?
- დიდი დრო არც მჭირდება. როდესაც ფულს ავიღებ ის უკვე მოსკოვის საზღვარზე, თვითმფრინავში იქნება.
- კარგი. - კაცმა სიგარეტს მოუკიდა და ჰაერთი ნიკოტინით სწრაფად გაჟღენთა. გარემოს ათვალიერებდა, იმის მიუხადავად რომ დილით ექვსი საათი იყო მაინც შეშინებული იცქირებოდა.
- წადი, მასთან მიდი სანამ გაიღვიძებს. დღეს ყველაფერი დასრულდება.
- მხოლოდ ამ იმედით ვძლებდი დაწყევლილი სამი თვე...
- დამშვიდდი მოა. წადი... მანამ არ დამირეკო სანამ სახლიდან არ გახვალთ.
- კარგი - შებრუნდა და წასვლა დააპირა თუმცა გულმა ვერ მოუთბინა - მენტორო...
- გისმენ მოა
- ნოე როგორ არის?
- არაჩვეულებრივად. - სიგარეტის ნამწვავი მოისროლა და წასასვლელად მოემზადა - ამაზე ნუ იფიქრებ, მათ მალე შეხვდები.
მოამ თავი დაუქნია და იქით წავიდა საიდანაც რამოდენიმე წუთის წინ მოვიდა. კაპიუშონი წამოიხურა და გულის დამშვიდებას დაელოდა. ნახევარ საათში მძინარე ნილოკაის მიუწვა და იფიქრა სად იქნებოდა ხვალ ამ დროს?
სახლში ისეთი სიჩუმე სუფევდა სახლს ხიბლს უკარგავდა, მოამ ერთი ჩემოდანი ნიკოლაის ჩემოდნების გვერდით დადო და სახლს მოავლო თვალი სადაც სამი თვე ცხოვრობდა, დიდ თუმცა საკმაოდ მყურდრო სახლში თავს ყოველთვის კარგად გრძნობდა.
- მოა ვაგვიანებთ ძვირფასო - ნიკოლაის ხმა გაიგონა თუ არა ოთახშიც შემოვიდა
- აი ეს ჩანთებია, მანქანამდე ჩაიტან?
- სხვა გზა არც მაქვს - იცინის - ყველა დაცვის წევრი და მოსამსახურე გამაშვებინე
- ხომ აგიხსენი რატომაც...
- ვიცი ძვირფასო. მე თუ ვისვენებ მათაც ჭირდებათ დასვენება.
აეროპორტში რომ მივიდნენ სამი ხდებოდა სწრაფად მივიდნენ გამცილებელთა და ბარგი გადასცეს შემდეგ ბილეთები მიაწოდეს და თვითფრინავდე გზას ხელიხელ ჩაკიდებულები გაუყვნენ. ნიკოლაი ბედნიერებას ასხივებდა და საყვარელ ქალს თვალებაციმციმებელი შესცქეროდა. ორ ადგილიან სკამზე ფანჯარასთან ნიკოლაი დაჟდა გვერდით კი მოა.
- თვითფრინავი ხუთ წუთში აფრნდება. გთხოვთ შეიკარით უსაფრთხოების ღვედები და მოემზადეთ ასაფრენად - ხმა გისმა თუ არა მოა დაიძაბა და ნიკოლაის ყალბი ღიმილით გადახედა.
- ძვირფასო, გული მერევა. საპირფარეშოში შევალ კარგი?
- რა მოხდა? გინდა გამოყვე? - მოას ხელი თავისაში მოიქცია
- არა ნიკოლაი, უბრალოდ ესე მემართება ხოლმე. თუ ავფრინდებით არ შეგეშინდეს მალე მოვალ, უბრალოდ ვერ ვითბენ
- კარგი ძვირფასო. - აკოცა და ფანჯარას დაუწყო ცქერა.
მოამ სწრაფად გაიკვლია გზა და კარებთან მდგომ სტიურდესას სწრაფად უთხრა
- უნდა წავიდე. - გოგონამ გაკვირვებული სახით შემოხედა
- უკაცრავად? სამ წუთში ავფრინდებით
- არ მაინერესებს! ჩემი შვილი ავად გახდა და რომ არ მივიდე შეიძლება ძალიან ცუდად გახდეს!
- კი მაგრამ...
- არანაირი მაგრამ! სასწრაფოდ გააღეთ კარები! ჩემს შვილს რომ რაიმე დაემართოს გიჩივლებთ!
- კარგი,კარგი დამშვიდდით ეხლავე მოვიყვან კონკრეტულ პირს.
ჯერ კარების ხმა გაისმა შემდეგ ხუფი ნელ-ნელა გაიღო და სტიუარდესამ უთხრა სწრაფად გადითო. მოამ ფილტვები სუფთა ჰაერით აივსო და ხუთ წუთში თვითფრინავს დააკვირდა რომელიც ცაში აიჭრა.
- მე ვარ. - ტაქსში მენტორს დაურეკა
- ყოჩაღ მოა! მოვდივარ, აეროპორტში ოც წუთში ვიქნები.
მეორე აერიპორტთან მისული, მისი ნამდვილი ჩანთა ერთ-ერთ მაღაზიაში წინა დღით დატოვებული წამოიღო და ნერვიულად მოყვა ბოლთას.
- მოა... - მენტორი მიუახლოვდა
- გამოვიდქ? - კითხა შეშინებულმა
- გამოვიდა. - ბედნიერი გადაეხვია კაცს და სიხარულის ცრემლებმა სახე დაუსველა. - მართალი აღმოჩნდი, სეიფის პაროლი "ფენიქსი" იყო...
- თვითფრინავში ჩავჯდეთ და იქ მომიყევით ყველაფერი.

***
უძილობა აწუხებდა ნიკოლასს, კონდინციონერს აუწია და დაელოდა როდის გაგრილდებოდა ოთახი. უცებ ფიქრები აერია და სულ სხვა სამყაროში გადაიყვანა, ცდილობდა რომ არ ეფიქრა თუმცა ამაოდ.
- არ გინდა, არა. - თავის თავს შემოუძახა თუმცა მაინც ძლია გონებამ. რას ვაკეთებ აქ? განა აქ არის ჩემი ადგილი? ეხლა ალბათ სამსახურისთვის მოემზადებოდა და დაკუჭულ ფორმას გაჭირვებით გააუთავებდა. მაგრამ ხომ იცოდე რაც ელოდა წინ, იცოდა რომ წამოსვლა ოდესღაც მოუწევდა. იცოდა რომ მისი სამსახური რომლის მისაღებად-მისაღწევად წლები იბრძვოდა ერთი ხელის მოსმით გაანადგურა. თვალები მოირისა და მიხვდა რომ ყველაფერი ისე იყო როგორ მენტორმა ადრე დაგეგმა. ძარცვა, დაბრკოლება, ფულის აღება და გაქცევა. ყველაფერი ისე იყო როგორც მას უნდოდა...

***
თვითმფრინავი ღრუბლებს აპობდა, უკვე ჰავაის ცისფერი ლამაზი ზღვა მოჩანდა. მოა შიშმა შეიპყო, როგორ გაიგებნენ მისი მეგობრები ამ სპეკტაკლს?
- ნუ ხარ დაძაბული, უნდა მოდუნდე - მენტორი მოას გაფითრებულ სახეს აკვირდება და გოგოს დასამშვიდენლად ხელს ხელზე ადებს.
- ვცდილობ თუმცა უშედეგოდ. შიში მიპყრობს ყოველ ცდაზე.
- მოაა, შენ მათი ოჯახის წევრი ხარ. როგორ უნდა გეუხერხულებოდეს მათთან მისვლ, პირიქით ძალიან გაახარებ...
- თქვენი აზრით არაფერს იტყვიან ყველაფერს რომ გაიგებენ? უბრალოდ მეტყვიან, მოა გვიხარია რომ დაბრუნდიო და მორჩა? ცდებით.
- რა თქმა უნდა რეაქცია ექნებათ. თუმცა შენც ანალოგიური რექცია გექნებოდა ასე არ არის?
- არ ვიცი...
- ასეა. დამიჯერე მათ შენი მისვლა უფრო გაახარებთ ვიდრე ეწყინებათ.
- იმედია. - თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო.
- ეხლა კი შეეცადე რომ მოდუნდე და მოემზადო მათთვის ასახსნელად.
- და ნიკოლაი? - მოას გაახსენდა ნილოკაი და შიშმა შეოპყრო.
- მასსზე ნუ ღელავ. როდესაც უკან დაბრუმდება ყველაგერი მოგვარებული გვექნება. შეეცდება შენს მოძებნას თუმცა ვერ გიპოვის. სახელი გამოიცვალე და სხვა სახელით ვიყიდეთ ბილეთი. ასე რომ ვერც კი გაიგებს რომ ქვეყანა დატოვე...
- ის უბრალოდ არ გამოშვებს და მითუმეტეს როდესაც მოხვდებოდა რომ თხუთმეტი მილიონი მოვპარეთ.
- ამაზე ნუ იფიქრებ. ყველაფერი მოვაგვარე... განა ჩემი არ გჯერა?
გოგონამ ღიმილით დაუქნია თავი მენტორს და საბოლოოდ გაჩერდა თვითმფრინავდი. ღრმად ამოისუნთქა და თავი მომავალი საათებისთვის გაიმაგრა.

***
მაღალ ქუსლენზე "ამხედრებული" ქალი მისაღებს გაუყვა და წითელ კარებიან ოთახში შეაბიჯა. კაცი ოთახის კუთხეში იჯდა, ჩამავალი მზის სხივები კი სახეს უნათებდა.
- აი აიღეთ, ეს ყველა ინფორმაცია და რუკის მონახაზი - კაცნა თავი დაუკრა
- მადლობელი ვარ მერიემ. შეგიძლია წახვიდე. - დაემშივოდა და ისევ მარტო დარჩა. ხელები მიმუშტა და კვლავ გაშალა, შემდეგ ისევ მომუშტა. ტელეფონი აიღო და დარეკა
- მანქანა გაამზადეთ, მივდივართ. - საქაღალდე შავ ჩანთაში ჩადო და წითელი კარები გამოხურა.

***
მოა და მენტორი იმ სასტუმროს შესასვლელში იდგნენ სანაც, ნიკოლასმა გააფთხილა მენტორი დავბინავდითო.
- ჯერ თქვენ ნახეთ შემდეგ კი მე შემოვალ, უბრალოდ შეამზადეთ ისინი.
მენტორი მისაღევს გაუყვა და ზევით მეორე სართულზე კიბეებს ნელ-ნელა ფარავდა, გრძნობდა როგორ ნერვიულობდა მის უკან მომავალი მოა.
ყველა ერთად ისხდნენ სასტუმროს მეორე სართულზე დიდ ტყავის დივანზე და ერთმანეთს ისტორიების მოგიქრებაში დასცინიდნენ.
- ბავშვებო - მოესმათ ნაცნობი ხმა, შემდეგ კი ის დაინახეს ვის დანახვასას ამდენი თვის მანძილზე ელოდნენ. რამოდენიმე წამის დაბნეულობის შემდეგ ყველა ერთად შემოეხვია კაცს.
- დასხედით - დივნისკენ მიუთითა - თქვენთვის სიურიზი მაქვს, ის დაბრუნდა.
თავჩაღუნული მოა ნელა მობიჯებდა და თვალს ვერცერთს ვერ უსწორებდა.
- მოა? - ერთად წამოიძახა ყველამ.
ახსნა არ დასჭირვებიათ რადგან მოამ მენტორის გაფრთხილებით ისევ მოიტყა და თქვა რომ უბრალოდ ძალიან მოენატეა ისინი და ნიკოლაისთან ვერც ერთ წუთს ვეღარ გაძლებდა. მხოლოდ ნოე იდგა ჩუმად, დაეჭვებული უყურებდა მოას მანამ სანამ ყველამ სანაპოზე გართობის შემდეგ არ დაიძინეს.
- შენ დარჩი - უთხრა გოგონას და მოაც ადგილზე გაიყინა და მისკენ შეტრიალდა
- არ მოგენატრე? - კითხა და შეეცადა ის გარემო გაემუხტა რაც ეხლა იყო.
- სიმართლე მითხარი, რა მოხდა?
- მე უკვე ყველაფერი გითხარით, ჩემი არ გჯერა?
- კარგად გიცნობ, ყველაზე კარგად აქ მყოფებ შორის.
- და რის თქმას ცდილობ ნოე?
- იმისას რომ იტყუები და მოვითხოვ სიმართლე მითხრა!
- არ ვიტყები! მე ყველაფერი გითხარით... მასთან ყოფნა არ შემეძლო, არ მინდოდა... გესმის?
- ასე არ ლაპარაკობდი რამოდენიმე თვის წინ. რამდენი გემუდარე დარჩენილიყავი! ესე სწრაფად მოგბეზრდა? როგორ?!
- მომბეზრდა არ მინდოდა და მორჩა!
- არ მჯერა მოა, შენი არ მჯერა.
არ იცოდა მოამ რა ექნა, როგორ უნდა დაეჯერებინა ნოესთვის ეს ტყუილი? იცოდა... მან იცოდა რომ ყველაზე რთული მისი მოტყუება იქნებოდა.
- ნოე გთხოვ...
- მოა. ოღონდ ეხლა არა, დრო მჭირდება. ხვალ ვილაპარაკოთ
ნოე სანაპიროს გზას გაუყვა, მოა კი იქვე ქვიშაზე დაჯდა და წყნარ ზღვას დაუწყო ცქერა.

დილის რვა საათი იყო როდესაც ჰანსიმ ყველა ოთახი შემოიარა და სათითაოდ გააღვიძა ყველა.
- რა მოხდა? - მენტორი თხელი ხალათით ფოიეში ბოლთას ცემდა
- ნიკოლასი წავიდა! წერილი დატოვა, ჩემს ტანსაცმელებზე ვიპოვე...
- რას წერს? - კითხა მოამ მენტორს რომელიც ხელებაკანკალებული კითხულობდა თაბახის ფუთცელზე დაწერილ წერილს
- წავიდა. მან თავისი სამსახურის დაბრუნება და ჩვეულებრივი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ჩაიცვით და ისევ აქ შეიკრიბეთ, სალაპარაკო მაქვს.
ათ წუთში ყველა ტყავის დივანზე ისხდნენ და მენტორს ელოდნენ.
- რა უნდა გვითხრას? - ვერ ისვენებდა მირა
- ეხლავე გეტყვით - მენტორი მიუახლოვდა და მან შორის მოთავსდა - ყველამ ნიკოლას უნდა მიბაძონ. დღესვე. დროა თქვენი ცხოვრება აიწყოთ, ყველას ანგარიშზე გაქვთ დიდი დაოდენობით ფული, რაც უფრო მალე მით უკეთესი.
- რა? ამის სათქმელად ჩამოხვდით? - ჰანსი თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა
- დიახ. მე საფრანგეთში მივდივარ, იმედია ოდესღაც კვლავ შევხვდებით ერმანეთს.
- მენტორო ასე როგორ შეგიძლიათ მოგვექცეთ! - მოა ფეხზე წამოდგა
- მოა, დამშვიდდი. ეს დიდი ხნის წინ გითხარით, როდესაც პატარები იყავით. მე თქვენ იმისთვის არ ამიყვანიხართ რომ ერთად გვეცხოვრა, ხომ იცოდით არა?
- არა! ეხლა ასე უბრალოდ წავიდეთ? - ჰანსი არ ცხრებოდა
- დიახ! ჩემი ფრენა ერთ საათშია უნდა ჩავალო ბარგი. ჯობს გადაწყვიტოთ რომელ ქვეყანაში მიდიხართ.
ადამინმა, ადამიანმა რომელსაც ღმერთს ადარებდნენ ისე მოისროლა თითვეული მათგანი ვითომ აქ არაფერიო. პირველად დაინახეს ატირებული, თვალ ცრემლიანი ჰანსი რომელიც ოთახში შეიკეტა. ორი დღის შემდეგ კი მხოლოდ ნოე და მოა დარჩა სასტუმროში. დაგეგმეს რომ ერთი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დღეს ამ ადგილას ნახავდნენ ერთმანეთს.
- თქვენთან წერილი გამიმატანეს - უთხრა მიას ოთახში შესულმა დამლაგებელმა. მოამ გახარებული გახსნა რადგან ნოეს მეტი არავინ აღარ ეგულებოდა " სანაპიროს რომ გაცდები ბუნგალოს დაინახავ, მის უკან კი პატარა საწყობია, იქ მოდი" გაიცინა და გახარებულმა თხელი სარაფანი გადაიცვა. ხუთ წუთში დათქმულ ადგილას მივიდა თუმცა იქ ნოე არ დახვდა. საწყობის კარი გააღო და შევიდა, ცარიელი იყო მხოლოდ რამოდენიმე ლუდის ქილა იყო მიმოფანტური. ხის მორზე კი " დამელოდე” წარწერა დაინახა.
- ღმერთო ჩემო - ჩაიცინა და რამოდენიმე წამში კარის გაღების ხმაც გაისმა.
ნიკოლაი.
- შენ? - მოა შეძრწუნებული უყურებდა კაცს და თვალებს ისრესდა იმის იმედით რომ ის გაქრებიდა და მის ადგილას ნოე გაჩნდებოდა. თუმცა ის ნიკოლაი იყო, ისევ ის ნიკოლაი.
- ძვირფასო ჩემი დანახვა არ გაგიხარდა? - კითხა ირონიულად და მიუახლოვდა.
- ნიკოლას მე...
- გაჩუმდი! - ბოლო ხმაზე იღიალა - მე შენ გენდე! პორტეტის მოპარვაც კი გაპატიე, გესმის?! ყველაფერი გაპატიე... მაგრამ შენ არასდროს გამოსწორდები!
- არ მიყვარხარ! არასდროს მიყვარდი, ამას ვერ ხვდებოდი?
- გააჩუმე შენი ბინძური პირი! შენ ის ადამიანი ხარ რომელიც სიცოცხლის ბოლონდე ჩემთან ერთად ყოფნას მპირდებოდა?
- გამიშვი! - წასვლას შეეცადა თუმცა ნიკოლაის ძლიერმა ხელმა უკან შეატრიალა - გამიშვი!
- შენ მხოლოდ ერთ რამეს იმსახურებ ძვირფასო, ჩემი ხელით სიკვდილს! - იარაღი მოას საფეთქელთან დაუმიზნა
- ეს არ გააკეთო, ნიკოლაი გთხოვ! მკვლელი გახდები! მკვლელი!
- და ვინ თქვა რომ ცოცხლად ვაპირებ დარჩენს?
- ნოე გიპოვის! - სიმწრისგან ამოილაპარაკა
- იცი ნოე სად არის ეხლა? ალბათ ნიუ-იორკის თავზე მიფრინავ, როგორც მითხრეს დილით გაფრინდა.
- არააა! ის მე არ მიმატოვებდა!
- ცდები ძვირფასო, შენ მხოლოდ მე არ გტოვებ. - იარაღი გადატენა და ხელი სახეზე ჩამოუსვა
- არა ნიკოლაი, არ გინდა!
- შენ ჩემგან ამის ღირსიც არ იყავი, თუმცა მაინც არ გაგწირე. დაე ჩემს ხელეში მოკვდე.
გასროლამ თოლიენი დააფრთხო და ჰაერში აიჭრა, რამოდენიმე წამში კი მეორე სროლას ხმამ დააყრუა არემარე.

მენტორი თავის ქალაქში დაბრუნდა, იმ სახლის კარი გამოაღო სადაც ყველა ერთად ცხოვრობდა, გულაჩუყებულმა მოავლო თვალი ყველაფერს. ნუთუ ამისთვის განვლო მთელი სიცოცხლე? რამოდენიმე მილიონისთვის და მარტოობისთვის? და რაშია ცხოვრების ხიბლი? გარედან მანქნის ხმა მოესმა და გარეთ სწრაფად გავიდა.
- ჩარლი ედისონ,თქვენ დაპატიმრებული ბრძანდებით რამოდენიმე ძარცვის დაგეგმაში და თვითინ გაძარცვაში, ხელები აწიეთ.
პროფესორს სიმწრით გაეცინა და მოახლოებულ ინსპეკტორს შეხედა
- ჩარლი ნიკოლაიმ მოკითხვა შემოგითვალათ, დრო ზუსტად გვითხრა. თუ მენტორი დაგიძახოთ როგორ გირჩევნიათ?
სახლი სადაც ერთ დროს ექვსი ბავშვი და თვით მენტორი გაიზარდა ცარიელი, კარებღია დარჩა. ფული კი რომელიც მენტორს უზროვნელი ცხოვრებისთვის ჰქონდა შენახული იმ სახლთან ერთად დაიფერფლა სადაც სიცოცხლის გაგრძელებას აპირებდა.
დასასრული.



№1  offline წევრი Elea_Nora

რააა კარგი რააა! თამთაა! მოგკლავ! მითხარი რომ გაგრძელებას აპირებ! გთხოვ... მეგონა მართლა უყვარდა ნიკოლაი, მაგრამ მასე არ აღმოჩნდა და ეხლა მიხარია. რა დამპალი კაცია, ერთი დიდი ნე*ვის გროვა. ჯანდაბა ნოემ მართლა დატოვა? არ მჯერა მე მაგ. აუუუ მენტორი. შემეცოდა. აუუ რა დრამატულად დაამთავრე. ვგიჟდები! გაგრძელებას დაწერ ხო? ხო დაწერ? ვემი ხათრით რააა! აიი უბრალოდ ვერ ავიტან ამ დასასრულს! ვერ...

 


№2  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
რააა კარგი რააა! თამთაა! მოგკლავ! მითხარი რომ გაგრძელებას აპირებ! გთხოვ... მეგონა მართლა უყვარდა ნიკოლაი, მაგრამ მასე არ აღმოჩნდა და ეხლა მიხარია. რა დამპალი კაცია, ერთი დიდი ნე*ვის გროვა. ჯანდაბა ნოემ მართლა დატოვა? არ მჯერა მე მაგ. აუუუ მენტორი. შემეცოდა. აუუ რა დრამატულად დაამთავრე. ვგიჟდები! გაგრძელებას დაწერ ხო? ხო დაწერ? ვემი ხათრით რააა! აიი უბრალოდ ვერ ავიტან ამ დასასრულს! ვერ...

ყველაფერი ასე უნდა დამთავრებულიყო. მოა დაისაჯა თავისი დანაშაულისთვის, ნოე ისე მოექცა როგორც მოა და მენტორი, ხოო ის ალბათ ცოდოც იყო მაგრამ დაგიქრდი, ის ამის ღირსი იყოო

 


№3  offline წევრი Liziko27

როგორ მჯეროდა რომ ნიკოლაი მართლა უყვარდა; (((( სულელი გოგო აღმოჩნდა მოა.. ამხელა რაღაც აპატია და მაინც უღალატა... უყვარდა მთელი გულით იმდენად ძლიერად მისგარეშე ყოფნას სიკვდილი აირჩია. პატიებას ვეღარ შეძლებდა ეგ ფაქტია ამიტომ მოკლა და თავიც მოიკლა.... ;((((( ნოეს წასვლა გამიხარდაააა ბედნიერებას იმსახურებს...!! მენტორი საზიზღარი პიროვნება აღმოჩნდა ბოლოსსს.. ასე არაფრად უღირდა მათი სიცოცხლე.. ამდენი წელი გაზარდა. ოდნავ მაინც არ უყვარდა არცერთი გავოცდი,(((( მწარე მაგრამ სამმართლიანი დასასრული იყო!!

 


№4  offline მოდერი Tamta.k

Liziko27
როგორ მჯეროდა რომ ნიკოლაი მართლა უყვარდა; (((( სულელი გოგო აღმოჩნდა მოა.. ამხელა რაღაც აპატია და მაინც უღალატა... უყვარდა მთელი გულით იმდენად ძლიერად მისგარეშე ყოფნას სიკვდილი აირჩია. პატიებას ვეღარ შეძლებდა ეგ ფაქტია ამიტომ მოკლა და თავიც მოიკლა.... ;((((( ნოეს წასვლა გამიხარდაააა ბედნიერებას იმსახურებს...!! მენტორი საზიზღარი პიროვნება აღმოჩნდა ბოლოსსს.. ასე არაფრად უღირდა მათი სიცოცხლე.. ამდენი წელი გაზარდა. ოდნავ მაინც არ უყვარდა არცერთი გავოცდი,(((( მწარე მაგრამ სამმართლიანი დასასრული იყო!!

მადლობა ლიზიკო, რომ მიმიხვდი ჩანაფიქრს. ნოე იმსახურებდა ბედნიერებას! მადლიბა რომ კითხულობდი ჩემს ისტორიას! ❤️

 


№5  offline წევრი Elea_Nora

Tamta.k
Elea_Nora
რააა კარგი რააა! თამთაა! მოგკლავ! მითხარი რომ გაგრძელებას აპირებ! გთხოვ... მეგონა მართლა უყვარდა ნიკოლაი, მაგრამ მასე არ აღმოჩნდა და ეხლა მიხარია. რა დამპალი კაცია, ერთი დიდი ნე*ვის გროვა. ჯანდაბა ნოემ მართლა დატოვა? არ მჯერა მე მაგ. აუუუ მენტორი. შემეცოდა. აუუ რა დრამატულად დაამთავრე. ვგიჟდები! გაგრძელებას დაწერ ხო? ხო დაწერ? ვემი ხათრით რააა! აიი უბრალოდ ვერ ავიტან ამ დასასრულს! ვერ...

ყველაფერი ასე უნდა დამთავრებულიყო. მოა დაისაჯა თავისი დანაშაულისთვის, ნოე ისე მოექცა როგორც მოა და მენტორი, ხოო ის ალბათ ცოდოც იყო მაგრამ დაგიქრდი, ის ამის ღირსი იყოო

მართალი ხარ იცი? მე იქ ვეძებდი ღრმა დინებებს სადაც არ იყო. მეგონა მენტორი სხვა რამისთვის იბრძოდა. არ მინდოდა დამეჯერებინა ყოველივე როგორც ჩანს უარს აცხადებდა ჩემი ჰონება ამის მიღებაზე. თითქოსდა ვამართლებდი მოას საქციელს მაგრამ როგორც ჩანს გამართლება არ აქვს. ნიკოლაი შემეცოდა, სხვა თვალით დავინახე იგი და მივხვდი. ხოლო ნოემ სწორი გადაწყვეტილება მიითო. როგორც იქნა ჩავწვდი აზრს. და ხო მგონი ეს სწორი დასასრულია! უფფ მომეშვა გულზე!

 


№6  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
Tamta.k
Elea_Nora
რააა კარგი რააა! თამთაა! მოგკლავ! მითხარი რომ გაგრძელებას აპირებ! გთხოვ... მეგონა მართლა უყვარდა ნიკოლაი, მაგრამ მასე არ აღმოჩნდა და ეხლა მიხარია. რა დამპალი კაცია, ერთი დიდი ნე*ვის გროვა. ჯანდაბა ნოემ მართლა დატოვა? არ მჯერა მე მაგ. აუუუ მენტორი. შემეცოდა. აუუ რა დრამატულად დაამთავრე. ვგიჟდები! გაგრძელებას დაწერ ხო? ხო დაწერ? ვემი ხათრით რააა! აიი უბრალოდ ვერ ავიტან ამ დასასრულს! ვერ...

ყველაფერი ასე უნდა დამთავრებულიყო. მოა დაისაჯა თავისი დანაშაულისთვის, ნოე ისე მოექცა როგორც მოა და მენტორი, ხოო ის ალბათ ცოდოც იყო მაგრამ დაგიქრდი, ის ამის ღირსი იყოო

მართალი ხარ იცი? მე იქ ვეძებდი ღრმა დინებებს სადაც არ იყო. მეგონა მენტორი სხვა რამისთვის იბრძოდა. არ მინდოდა დამეჯერებინა ყოველივე როგორც ჩანს უარს აცხადებდა ჩემი ჰონება ამის მიღებაზე. თითქოსდა ვამართლებდი მოას საქციელს მაგრამ როგორც ჩანს გამართლება არ აქვს. ნიკოლაი შემეცოდა, სხვა თვალით დავინახე იგი და მივხვდი. ხოლო ნოემ სწორი გადაწყვეტილება მიითო. როგორც იქნა ჩავწვდი აზრს. და ხო მგონი ეს სწორი დასასრულია! უფფ მომეშვა გულზე!

როგორ არ მიყვარდე და როგორ არ ვგიჟდებოდე შენზე?! მიყვარხარ! ყოველთვის წვდები აზრს და მიგებ, მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent