ოცნებისფერი ~1~
სიტყვა სრულყოფილებაც კი იმდენად ამაზრზენად მეჩვენებოდა რომ არც კი წარმომედგინდა მსგავს ვინმეს თუ ვიხილავდი. საკუთარ თავთანაც კი ვერ ვაღიარებდი ვინმეს სრულყოფილებას აქამდე. ვუყურებდი ჩემს პირდაპირ მდგომს და არაადამიანურად მძაფრად ვგრძნობდი მის არსებობას. გაასმაგებულად მიცემდა გული. ვუყურებდი როგორ ამოძრავებდა სრულყოფილ, გრძელ, წვრილ თითებს. როგორ ისწორებდა თმას მისი ულამაზესი არაადამიანურად ლამაზი თითებით. ვუყურებდი როგორ ამოძრავებდა არარეალურად სისხლისფერ ტუჩებს. ვუსმენდი მისი ტუჩებიდან წამოსულ საოცარ ბგერებს და დამეფიცება მის გარდა ვერაფერს ვხედავდი და არაფერი მესმოდა. 45 წუთიანი ლექცია თვალისდახამხამებაში დამთავრდა. უკმაყოფილოდ ამოვიოხრე გოგოებს უსწრაფესად დავემშვიდობე და მას გავყევი. სრული სიგიჟე იყო თუმცა სხვანაირად არც შემეძლო. ვცდილობდი შეუმჩნეველი ვყოფილიყავი როგორც აქამდე ვახერხებდი ამას. საბედნიეროდ მანქანით არ იყო და არ ჩამოვრჩენილვარ. რამდენიმე მოსახვევი გაიარა და მასთან ერთად მეც. შევამჩნიე როგორ აპირებდა უკან მობრუნებას და სწრაფად ამოვეფარე კორპუსს, რამდენიმე წამი მოვიცადე და თავი ფრთხილად გავყავი რომ დამენახა რას აკეთებდა. გული ყელში მომებჯინა როცა ჩემს წინ აღმართულს წამიერად შევეჯახე. ხელები გამიოფლიანდა და უნებურად შევისუნთქე ასე ახლოს მყოფის სურნელი. წარბაწეული მიყურებდა მისი ჩამთრევი ჭაობისფერი თვალებით. ვიგრძენი მწველი ტკივილი მკერდის არეში და ნერვიულობისგან თითები ამიკანკალდა. ვერც კი დავინახე როდის შეეხო მისი ხელი ჩემს მხარს თუმცა ვიგრძენი როგორ ამეწვა მთელი სხეული ამ უბრალო შეხებით. - ანნა - ისეთი ხმით წარმოთქვა ჩემი სახელი, რომ ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუანტელმა მთელს სხეულში. ყველა წერტილი მოიარა სისხლი ამიდუღა და ბოლოს მუცელში მწველ ფეიერვერკად გაიშალა. ვერაფერი ვუპასუხე. მხოლოდ ვიგრძენი როგორ ჩამოსრიალდა მისი ხელი ჩემს მკლავზე და ბოლოს მისი უგრძელესი თითები , ჩემს წვრილ და მასთან შედარებით პატარა თითებს გადაეჭდო. არგანცდილი გრძნობებით ავივსე, აქამდე თუ მხოლოდ ხელები მიკანკალებდა ახლა ნათლად ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა სხეულის გველა წერტილი, სუნთქვა ამიჩქარდა და რომ არა მისი ძლიერი ხელი წელზე, ეჭვი მეპარება ფეხზე დგომა შემძლებოდა. მისი სხეულის ასე ახლოს შეგრძნებამ უარესი დამმართა. მკერდის არეში ტკივილი უფრო გაძლიერდა, კანკალს ვერ ვწყვეტდი და ვგრძნობდი როგორ მიცრემლიანდებოდა თვალები აქამდე ნანატრი სხეულის შეხების გამო. მისი ცხელი ამონასუნთქი მთელს სახეზე მეფინებოდა და ამღვრეული თვალებით უკვე ბუნდოვნად ვხედავდი. მინდოდა რამე მეთქვა, ან სულაც მოვშორებოდი რომ უკეთ სუნთქვა შემძლებოდა, თუმცა ერთადერთი რასაც ვგრძნობდი მისი თბილი ხელები იყო ჩემს წელზე. გამყიდველი ცრემლი ლოყაზე ჩამომიცურდა და კიდევ უფრო დიდი სისუსტე ვიგრძენი მუხლებში. მერე არაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი თვალებმა მაშინვე აღიქვეს რომ უცნობ ოთახში ვიყავი, სწრაფად ვცადე წამოდგომა თუმცა თავბრუ დამეხვა და ფეხზე მდგომი ისევ ლოგინზე დავეცი. - უნდა იწვე ანნა - მომესმა ამ ქვეყნად ყველაზე საყვარელი და სასიამოვნო ხმა. ხმის მიმართულებით გავიხედე და საწოლის გვერდზე მდგარ სავარძელში მჯდომი იოანე დავინახე. ძლივს დამშვიდებული არსება ისევ ამიფორიაქდა და თვალები ისევ ცრემლით ამევსო. იოანე ფეხზე წამოდგა და ლოგინზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა. მისი სიახლოვისგან მუცელი მოულოდნელად შემეკუმშა. რაღაც აქამდე არგანცდილი ვიგრძენი. კანკალმა ამიტანა როდესაც ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფს მისი თითები ჩემს თმას შეეხო და წინ ჩამოყრილი რამდენიმე კულული ყურს უკან გადამიწია. - როგორ დაგტანჯე ანნა - მგრძნობიარე, მისთვის დამახასიათებელი ბოხი ხმით ყურთან მიჩურჩულა და ფრთხილად შემეხო ტუჩებით იქვე. გაუცნობიერებლად ტუჩებიდან სიამოვნების ბგერები დამცდა და ცოტა მაკლდა ისევ არ დამეკარგა გონება. საბოლოოდ მაშინ გავტყდი როცა მისი ხელები წელზე მაგრად მომეხვია და ბოლომდე ვიგრძენი ამდენჯერ ნანატრი საყვარელი სხეული ჩემს სხეულზე. - მაპატიე ანნა - პატიებას მთხოვდა და ვერ ვხვდებოდი რატომ. მისი ბრალი არ იყო რომ ასეთ არარეალურს და არაადამიანურს ვგრძნობდი. - - შენი ბრალი არ არის - ზედმეტად ბავშურად გამომივიდა და გავიგე როგორ ჩაეცინა. ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია და ნანატრი სიტყვა ხმამაღლა გააჟღერა - მიყვარხარ ანნა. - ყურებს ვერ დავუჯერე მისი ხელებიდან თავი დავიხსენი და ამჯერად მის თვალებში დავიწყე პასუხის ძიება. თვალები პატარა ბავშვივით უბრწყინავდა და ნათლად ვხედავდი რამხელა სითბო ჩასდგომოდა მის ჭაობისფერ თვალებში. მუდმივად აცრემლიანებული თვალებიდან შეუწყვეტლივ წამომივიდა ცრემლები და შვება ისევ მისი მკლავები აღმოჩნდა. მისი არაადამიანურად თბილი მკლავები მეხვეოდა და მის სითბოს მთელს სხეულში მინაწილებდა. ვგრძნობდი ეს იყო ის რისიც არასდროს მწამდა და განვიცდიდი იმას რისი არსებობის არასდროს მჯეროდა. მთელი სხეულით აკანკალებული ვგრძნობდი მის თბილ, ნაზ და მოზომილ შეხებას და ზუსტად ვიცოდი ამის შემდეგ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. თუმცა რამდენიმე წამში გამოსახულება აიმღვრა, ჩემს სხეულზე მოხვეული იოანეს ხელები გაქრა როგორც მისი სილუეტი , რეალობაში ჩემმა ყვირილის ხმამ დამაბრუნა , თვალები რომ გავახილე ირგვლივ გამაღიზიამებლად თეთრი იყო ყველაფერი. ჯერ კიდევ სიზმრისგან გამოყოლილ ემოციებს ვყავდი შეპყრობილი, გული ყელში მომებჯინა იმის გააზრებისას რომ ეს კვლავ ჩემი ფანტაზია და უბრალო სიზმარი იყო , არაადამიანური ხმით ამოვიტირე და სახე ხელებში ჩავრგე. აღარ შემეძლო უფრო დიდხანს ვეღარ გავუძლებდი, ჩემი გრძნობა ნაწილებად მშლიდა და მისი არარსებობა ჩემს ცხოვრებაში ჭკუიდან მშლიდა. ვერ გავიგე როგორ გაიღო ჩემი პალატის კარები, მხოლოდ მაშინ ჩამოვწიე ჩემი სახიდამ ხელები როდესაც მხარზე ხელი შემეხო. - ანა კარგად ხარ ? - მომესმა ნაცნობი ხმა და გველნაკბენივით სწრაფად ავეკარი ლოგინის თავს. "არა ისევ მესიზმრება" საკუთარ გონებაში ვიმეორებდი და ახედვა არ მინდოდა. - ანა კარგად ხარ ? გინდა ექიმს დავუძახო ? - მისი მზრუნველი ხმის გაგონებისას კიდევ უფრო ამიჩუყდა გული. ის ნამდვილად აქ იყო და არ მეჩვენებოდა. თანაც მისი ხმას თბილი და მზრუნველი ნოტები შერეოდა. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ვიღაცას ჩემი გული ხელში ჩაებღუჯა და მთელი ძალით უჭერდა. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. - აქ რატომ ვარ ? - შედარებით დამშვიდებულმა ვკითხე და ინტერესით შევაჩერდი საყვარელ თვალებს. - ქუჩაში მივდიოდი და შეგამჩნიე , ვიფიქრე ერთად გავაგრძელებდით გზას და შენთან რომ მოვედი თითქოს უგონოდ იყავი , შემდეგ კი მოულოდნელად გონება დაკარგე სანამ რაიმეს ფკითხავდი - დაზუსტებით ამიხსნა და ლოგინზე ჩემთან ძალიან ახლოს ჩამოჯდა. - გასაგებია - ყრუდ ამოვიჩურჩულე მისი ახლოს ყოფნით გაოცებულმა. - მალე გამწერს ექიმი ? - გონზე მოსასვლელად ვკითხე - - კი შენს გამოფხიზლებას ველოდებოდით. როგორც ჩანს გადაღლილი ხარ და ცოტას ჭამ. თან ექიმს თუ დავუჯერებთ რაღაცაზე ნერვიულობ და ამან გამოიწვია გონების დაკარგვაც. ასე რომ არ ინერვიულო სერიოზული არაფერია - გამიღიმა და დამეფიცება არასდროს არაფერი მიმახავს მის ღიმილზე უკეთესი. - მადლობა - გულწრფელად ვუთხარი - შეგიძლია ექიმს უთხრა რომ გამოვფხიზლდი ? მინდა მალე წავიდე , ვერ ვიტან საავადმყოფოებს. - - რა დამთხვევაა , სუნიც კი მაღიზიანებს - გაეცინა და ფეხზე ადგა - გავალ და მალე მოვალ. მისი გასვლის შემდეგ ამოვიოხრე და უნებურად გამეღიმა. მისი მზრუნველი და თბილი ხმა ახლაც გონებაში მიტრიალებდა. ექიმმა რამდენიმე შეკითხვა დამისვა და მირჩია მეტი მეჭამა და აღარ მენერვიულა. პალატიდან გასულს იქვე მდგომი იოანე დამხვდა. სასოამოვნოდ გაოცებული დავრჩი სახლში გაყვანა რომ შემომთავაზა. - ტაქსს გავაჩერებ დღეს მანქანის გარეშე ვარ - თითქოს ნებართვა მთხოვა , მხრებჯ ავიჩეჩე და დაველოდე როდის გააჩერებდა ტაქს. რამდენიმე წუთში მანქანაში ვიჯექით გვერდიგვერდ, მისი სუნამოს სუნი ცხვირს მიწვავდა და სურვილს მიჩდნდა ცხვირი მის კისერში ჩამეყო და დაუსრულებლად შემესრუტა სუნამოსთან ერთად შერეული მისი განსაკუთრებული სურნელი. არასდროს ყოფილა ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა ჩემთვის ასე საძულველი. თითქოს ხუთი წუთიც არ გასულა ჩემს სადარბაზოსთან რომ გაჩერდა ტაქსი. - მადლობა იოანე - შევეცადე სახეზე მისგან მოშორებით გამოწვეული სევდა არ შემემჩნია. მანქანიდან გადასვლისას ვიგრძენი როგორ შეეხო მისი ცხელი თითები ჩემსას და ადგილზე მიმყინა. - თავს მიხედე ანნა - მკრთალად გამიღიმა და ტაქსის კარი მიიხურა. არ ვიცი რამდენხანს ვიდექი ასე გაყინული ერთ ადგილას, მხოლოდ ის ხელი მიხურდა რომელზეც ცოტა ხნის წინ მისი თითები შემეხნენ. ჯერ კიდევ სასიამოვნოდ გაკვირვებულმა და უგონოდ მყოფმა ავიარე ორი სართული და ხელის კანკალით გავაღე სახლის კარები. საკუთარ ლოგინზე მოწყვეტით დავეცი, უაზროდ გავუღიმე ჩემს ჭერში დამაგრებულ სარკეში საკუთარ სილუეტს. **** იმედია მოგეწონებათ და თუ არ მოგეწონებათ ეგეც შეგიძლიათ გულწრფელად დაწეროთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.