შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებიანი ქალი #3


15-01-2019, 21:06
ავტორი ქეთათო4
ნანახია 2 519

მშვიდად მართავდა. ყბის ძვლები მთლიანად უკანკალებდა... სიგარეტს ეწეოდა და გვერდით მყოფს არც კი იმჩნევდა. თავადაც აანალიზებდა, რომ არ შეიძლებოდა ახლა თოდუასთვის სიგარეტის კვამლი მაგრამ სხვა გზა არ იყო. ვერ მშვიდდებოდა... უნდოდა მანქანა გაეჩერებინა და ეღრიალა, მაგრამ ქალთან ფრთხილობდა. 
მანქანა ცარცისფრად შეღებილ კორპუსთან გააჩერა... ქალს გადახედა და ისე დატოვა ავტომობილი. 
კიბეები ორივემ უხმოდ აიარა, თითქოს იმის სურვილიც გაუქრა მახარაძეს მისთვის ეყვირა, ან რამე ეთქვა რაც გულს ატკენდა. 
-ვგიჟდები ასე სწორად როგორ არჩევ ფერებს! ბინაში შესვლის დროს ამოილაპარაკა ნიამ და დივანზე ჩამოჯდა.
-ფერები რა შუაშია? წარბები ასწია დემეტრემ და ქალის მუცელს მიაშტერდა.
-კორპუსიც კი შენნაირია, უფერული, არაფრისმთქმელი. ისეთივე როგორც შენი ხასიათი, შენი გამოხედვაა. ოთახშიც კი არ იგრძნობა,რომ ვინმე ცხოვრობს. ყველაზე მეტად შეგეფერება ეს ადგილი. სიჩუმე სიწყნარე, თანაც ჩვეულებრივი კი არა დემონური. არ მესმის რა სიამუვნებას იღებ ყველასგან გაქცევით.
-ოდესმე ალბათ მომინდება შენთან რამის ახსნა, ახლა კი შენი ხმის გაგონებაც არ მინდა. 
-მაშინ რა გინდა დემეტრე მახარაძევ რაა? ცრემლებს ვეღარ იკავებდა ქალი. 
აქ რისთვის მომიყვანე, იმის დასამტკიცებლად რომ ძლიერი ხარ და ნებისმიერ დროს შეგიძლია ხელი მომკიდო და წამომიყვანო? გილოცავ ასეა, ახლა მითუმეტეს, მაგრამ შენ არანაირი უფლება არ გაქვს ჩემზე, მხოლოდ ცხრა თვე მერე კი ყველაფერი კანონმა გაარკვიოს. არ დავუშვებ ბავშვი შენნაირ მონსტრს ხედავდეს.
-მე კი იმის იმედი მაქვს, რომ გოგო არაა თორემ შენს გზას რომ დაადგეს ჩემი ხელით მოვკლავ! თვალებში უყურებდა ქალს და მიხვდა, როგორ მტკივნეულ ადგილას დაარტყა. 
ცრემლები გადმოსცვივდა მაშინვე თოდუას. მთელი სხეული უცახცახებდა... მხოლოდ ერთხელ ახედა მახარაძეს მერე კი ოთახში შევიდა.
-ღამე მშვიდობისა! ჩუმად ამოილაპარაკა და კარი გადაკეტა.
სინათლეც არ აუნთია ესევე საწოლთან ჩაიკეცა და ამოიბღავლა... ეს არ იყო ადამიანური შეგრძნება, თავს ცხოველად გრძნობდა... ხელი მუცელზე გადაისვა.. რაღც ძალიან ეტკინა, იმდენად რომ ხელი მიიჭირა.
-იმის ღირსიც არ ვარ ჩემს ცხოვრებაში არსებობდე, მაგრამ მხოლოდ ერთ გეტყვი მამაშენია ჩემს ცხოვრებაში პირველი მამაკაცი, ის და არავინ სხვა. იმედია გოგოხარ ვერ გადავიტან მას დაემსგავსო და თუ ბიჭი ხარ მაშინ გემუდარები მისი ხასიათი არ გამოგყვეს. ჩუმად ელაპარაკებოდა მუცელში მყოფ სიცოცხლეს და ამით იმშვიდებდა საკუთარ თავს.
მახარაძეს არ ეძინა... განსაკუთრებით აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ოთახში სინათლე არ ენთო ამ ყველაფერს კი ჩაკეტილი კარი ემატებოდა. მაგრამ ახლა სჯობდა ყველაფერი ისე დარჩენილიყო როგორც იყო.
ყველაზე მეტად არ უნდოდა მახარაძეს ნიას გულისტკენა თუმცა მისი ამაყი ხასიათი არ აძლევდა უფლებას ასე დაეტოვებინა ყველაფერი. ისედაც კარგად იცოდა რა იყო ახლა საჭირო თუმცა საკუთარ თავს ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა, ხალხზე არ ფიქრობდა არც საკუთარ ოჯახზე უბრალოდ ახლა ყველასგან ძალიან შორს ყოფნა უნდოდა, არავის გაკარება, თუმცა ეს ყველაფერი მთლიანად შეუცვალა ბავშვმა. ბავშვმა რომელიც ამ მომენტში ნამდვილად მისი გადამრჩენელი იყო.
ფიქრებში ჩაეძინა მახარაძეს, თუმცა თოდუას ერთი წამით არ მოუხუჭავს თვალი. პირველი დღიდანვე შავ-თეთრი იყვნენ ეს ორი. იმ დღიდან როცა პირველად დანებდა საკუთარ სურვილს მახარაძე. იმ დღეს როდესაც პირველად დაკარგა თავი.
---------
თავდახრილი იჯდა და ნერვიულად იტარებდა თავზე ხელს. ქალისთვის არცკი შეუხედავს ისე დატოვა სახლში. თვითონ გამყრელიძეს სახლში იყო, მხოლოდ ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული თვალი. მის გონებაში მხოლოდ ერთი სცენა ტრიალებდა როგორ დატოვა გაშეშებული სამირი კომპანიის წინ. 
-არ მესმის როდემდე აპირებ ჩუმად ყოფნას! გვერდით ძმაკაცი მიუჯდა და მისი ჭიქიდან ვისკი მოსვა.
-ვერ შეიცვალა ამის დედაც ვაკო ვერ შეიცვალა. თვალებში მიყურებდა და მეუბნებოდა,როგორ ვუნდოდი ამასთან ერთად კი იმ კაცთან იწვა და თავს ა*იმინებდა. ამის დედაც ეხლა გავგიჟდები, ჭკუიდან გადავალ! ისტერიული სიცილი წასკდა დადიანს.
- თითქოს არ იცოდე რადა როგორ ხდება მის ცხოვრებაში ისიც ხომ კარგად იცი რა ცხოვრება აქვს. ბოლოსდაბოლოს პორ*ოვარსკვლავი იყო და ისიც უნდა იცოდე რა შეხედულება აქვთ მის მიმართ. სამირმა არცკი იცოდა ევანგელიას მიმართ შენი გრძნობები, ტიპს დაევასა ქალი და ორი თვე სჭირდება. 
-ისე მელაპარაკები თითქოს ჩემი ცოლი არ იყოს, ყველაფრის დამტვრევა მინდა! მინდა მივიდე და თავყბა მივუნგრიო ამ ქალს. დედის ტ*აკს მიტ*ნავს ბოლომდე. 
-მიდი, უბრალოდ ადექი და მიდი დანარჩენს მის დანახვისას გააკეთებ. ასე დამშვიდდები დამიჯერე.
-ვანანებ,გეფიცები ვანანებ! მწარედ შეიკურთხა დადიანი და ბინა დატოვა. 
საჭესთან იჯდა ზედმეტად მშვიდი გამოსახულებით, თითქოს წამისწინ არაფერი მომხდარიყო, უბრალოდ მშვიდად მართავდა ავტომობილს. გვერდით ვისკის სავსე ბოთლი ედო, უკან კიდევ სამიოდე დაცლილი ბოთლი. სიგარეტს ეწეოდა, ღრმად უშვებდა ფილტვებში კვამლს და საკუთარ თავს ბოლომდე აძლევდა უფლებას ყველაფერი დაევიწყებინა,თუმცა ამაო იყო ყველაფერი.. 
სახლის კარი ხმაურით გააღო, იცოდა იქ იქნებოდა მაგრამ ახლა ყველაზე მეტად მისი იქ ყოფნა ეკიდა.
-ძვირფასო ცოლო! ხელები თეატრალურად გაშალა დამიანემ ცოლის დანახვისას.
-მოხვედი? ამღვრეული თვალებით ამოხედა ევამ.
-ვეღარც მხედავ? ოპ ოპ მაპატიეთ ქალბატონო, იმდენი სე*სპარტნიორი გყავდათ ალბათ ერთმანეთში გეშლებით უკვე, რაო მე რომელს მამსგავსებ? 
-გეყოს გთხოვ!
-მოდი აქ! მკლავში დასწვდა ქალს და თავისკენ მიიზიდა
-ახლა ვიცეკვებთ! ქალის ყურთან ჩურჩულებდა მამაკაცი. ალკოჰოლის სუნს თამბაქოს სურნელი გარეოდა. დადიანის სუნამოს სუნი შეუმჩნეველიც კი იყო მაგრამ ჯაფარიძე გრძნობდა ამ ყველაფერს, ცდილობდა აყოლოდა კაცს თუმცა იმდენად უხეშად ექცეოდა ვერაფერს აკეთებდა. ცრემლები დაგორავდა მის ლოყაზე და ლავიწებთან წყვეტდა საკუთარ გზას.
-მტკენ! ძლივს ამოიკნავლა და ხელი უბიძგა.
-გტკეენ? იღრიალა დადიანმა და იქვე მდგარი ვაზა კედელს ესროლა. 
-მე გტკენ მეე? დედას შევე*ი კიდე მე გტკეენ? სხვა კაცთან წევხარ და მოდიხარ ჩემთნ, ცოლად მოყვანას მთხოვ? ამის დედაც ვ*ლევდები ჯაფარიძევ . ასე როგორ მომექეცი, დავიჯერო შენთვის მთავარი მხოლოდ სექსია? მხოლოდ ეგ და მეტი არაფერი? დედაც მოვტ*ან ამ ცხოვრების სადამდე გსდიე სადამდე და ბოლოს როცა უკანასკნელად შემოვტრიალდი შენკენ მაშინ რა გააკეთე რა? ისევ იმ ცხოვრებას დამაბრუნე ხვდები? ისევ იმ ყველაფერს ისევ იმ ნაგავს! ჯიბიდან შპრიცი ამოაძვრინა და მაგიდაზე დააგდო
-გთხოვ მომისმინე
-აქედან წაეთრიე და ეგ დედა მოტ*ნული სახე აღარასდროს დამანახო! აღარ დამენახო არასდროს თორე პასუხს არ ვაგებ არაფერზე. ირიალა და ქალის მკლავს მთელი ძალით დასწვდა.
-გაეთრიე! ნივთები სახეში შეაყარა და კარი მიაჯახუნა. 
დასასრულს ჰგავდა ყველაფერი, მხოლოდ ერთი ტანგო მხოლოდ ერთი კოცნა მოასწრო მასთან. ტანგო რომელმაც დაიწყო და ,,დაასრულა" ყველაფერი!
----- 
უჩვეულოდ უიმედოდ დაიწყო დილა დადიანთან. თავი უსკდებოდა მაგრამ ახლა ამ ყველაფრის დრო არ იყო. საკუთარი ცხოვრება ისევ ძველ სტილს დაუბრუნა, აღარ აინტერესებდა კომპანია მხოლოდ ერთი რამ უნდოდა სიმშვიდე. ტელეფონი მოიმარჯვა და უცხო ნომერი აკრიფა. 
-გამარჯობა ვოვაჩკა! მე ვარ დამიანე.
-არა ეგ არა მეორე მინდა, ახალი რომ გაქვთ ის!
-ხოტყვიებიც მოაყოლეთ აბა მე საიდან დავხატო ტო? 
-კარგი დღეს ბარში ვიქნები და მოდი იქ. 
ყურმილი დაკიდა და საწოლიდან წამოდგა. ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა ნელ-ნელა. თბილისში ისევ ჩვეული სტატუსით სარგებლობდა დამიანე დადიანი! უფრო მეტიც ახლა მეტად ეშინოდათ მისი, როდესაც ხედავდნენ გზიდან გადადიოდნენ, ვინმე თუ მის სახელს უბრალოდ მაინც ახსენებდა ყველა სიტუაციიდან გამოძვრებოდა. უბნის ჭორიკნები მის ვნებიან ქალზე საუბრობდნენ. ვინმე ონიანი, ყოველდღე იხსენებდა ქალის ჟღალ თმას, მერე კი დადიანს გააყოლებდა ხოლმე თვალს და თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას. 

ბარში შევიდა და მისი საკუთარი მაგიდა მონახა. ყოველთვის შავ მაგიდასთან იჯდა, რომელსაც ირგვლივ ტყავის სავარძლები ელაგა. ჩვეულებისამებრ ვისკი შეუკვეთა და სიგარეტი გააბოლა. არემარეს ათვალიერებდა, ეს იყო ერთადერთი ადგილი რომელიც ჯაფარიძეს თავს არ ახსენებდა. იმისთვისაც არ მიუქცევია ყურადღება როგორ დაჯდა მის წინ ქალი, უბრალოდ მისმა თმამ მიიქცია ყურადღება მერე კი მისმა ხავერდოვანმა ხმამ
-გამარჯობა დამიანე! ისევ ისეთი იყო, უბრალოდ ბევრად ლამაზი. ბაგეებზე ისევ წითელი ტუჩსაცხი ესვა, ყელზე ისევ ის სურნელი ასდიოდა. ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც რამდენიმე თვის უკან.
-გამარჯობა ევა! ნიშნისგებით მიესალმა ქალს და ვისკი მოსვა.
-პირველად მეძახი ევას ცხრა წლის განმავლობაში, ალბათ ასეცაა საჭირო. ირონიულად ჩაიღიმა ქალმა და ენის წვერი ზედა ტუჩზე გადაიტარა.
-როგორც ჩანს ხშირად სტუმრობ აქაურობას! კაცის მწვანე სფეროები ჯიქურად მიშტერებოდა ქალს.
-ცდებით ბატონო დადიანო, უბრალოდ დღეს ასე მომინდა. თანაც სათქმელი ბევრია 
-ცდები, სათქმელი იმაზე ცოტაა ვიდრე შენ გგონია. სიგარეტს ღრმა ნაფასი დაარტყა.
-მართალი ხარ ალბათ, სალაპარაკო ცოტაა იმიტომ რომ ლაჩარი ხარ! კლავ ,გესვრიან, ისვრი მაგრამ სახლში მისვლისას არ ფიქრობ ვინ მოკალი. შენი სურვილით არ აკეთებ ამას მაგრამ ამაზეც თანახმა ხარ. ლაჩარი ხარ დადიანო იმიტომ რომ ვერ მომისმინე იმიტომ, რომ არ გინდოდა გაგეგო როგორი იყო იძულებით სექსი კაცთან რომელიც არ მიყვარდა. ამის მოსმენა არ გინდოდა. ხო ახლაც ასეა ყოველღამე შენს ნაცვლად ეს კაცი მეხება გესმის? მაგრამ ჩემთვის არაფერი არაა, ყოველდღიურობაა! შენთვის ვინ ვარ? მიპასუხე განა შენთვის საყვარელი ქალი არ ვიყავი? მაშინ რა მოხდა რა შეიცვალა, შენთვის პირველია იმის მოსმენა რომ სხვა მ*იმავს? მშვიდად საუბრობდა ჯაფარიძე, მაგრამ ეს სიმშვიდე ძვირად უჯდებოდა. კაცი უბრალოდ უყურებდა მერე წამოდგა და წავიდა, უბრალოდ ადგა და წავიდა. ხმა არ გაუცია ქალისთვის, ირონიით სავსე ღიმილი დაუტოვა და წავიდა. 
მარტო იჯდა მაგიდასთან, მხოლოდ ვისკის ჭიქა და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი იდო მაგიდაზე. ხელის კანკალით აიღო მისი დატოვებული სიგარეტი და ღრმა ნაფასი დაარტყა. სასიამუვნო იყო, განსაკუთრებიტ პირველი ნაფასი, თვალწინ დაუდგა დადიანი რომლის ღვინისფერი ტუჩები ეხებოდა სიგარეტის ბიჩოკს. მერე ჭიქა დაიჭირა და იმ მხრიდან მოსვა საიდანაც კაცის კვალი ემჩნეოდა. 
-თუ ასე ვიგრძნობ შენთან სიახლოვეს კიბატონო, მაგრამ ერთ დღეს ინანებ დადიანო! ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და ბარი უხმოდ დატოვა.

სანაპიროს მიუყვებოდა და ქალის ნათქვამ სიტყვებზე ფიქრობდა. თითქოს ვიღაცამ ცივი წყალი გადაასხა და შეახსენა მისი ცხოვრება. უკიდეგანო სივრცეს გაჰყურებდა და ფიქრობდა ყველა იმ სიტყვაზე, ყველა იმ ამოსუნთქვაზე ქალი, რომ აყოლებდა ყოველ წინადადებას. 
მოულოდნელად მობილური ამოიღო და ვაკოს ნომერი აკრიფა.
-სად ხარ? 
-სახლში რა იყო? ანერვიულდა გამყრელიძე
-გავდივართ მოემზადე!
-ვისთან? 
-ბატონ სამირს დედა უნდა მოვუტ*ნა! შეუმჩნევლად ჩაეღიმა და მანქანაში ჩაჯდა.

ყველა კუთხე ჩაბნელებული იყო არსლანთან, მხოლოდ მისი ოთახიდან გამოკრთოდა მქრთალი შუქი. სახლის მოაჯირთან იდგა დადიანი, გამყრელიძესთან ერთად და გიჟივით მიშტერებოდა ფარდას სადაც კარგად არჩევდა მამაკაცის სილუეტს, რომელსაც გვერდით ქალი ამოუდგა. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ფარდის იქიდანაც კარგად ხედავდა გაშეშებულ სხეულს და მასზე სუროსავით შემოხვეულ მამაკაცს. გულის სიღრმეში სტკიოდა, იმდენად რომ წამით შეუმჩნევლად მიიჭირა ხელი. ყველაზე მეტად იმის წარმოდგენა ზარავდა რა მოხდებოდა იქ, როგორ დაეუფლებოდა კიდევ ერთხელ მის ქალს სამირი.
-დედას მოვუტ*ნავ ამას ეხლა! იარაღი ქამარში მოათავსა და ფრთხილად წავიდა სახლისკენ
-თუ რამეა დამაზღვიე! გასძახა უკან მდგომს და თავად გზა განაგრძო.
კიბეები ფრთხილად აიარა. მარჯვნიდან წამოსული კაციც მარტივად შეამჩნია და უხმოდ გათიშა.
კარი ღია დახვდა, უკვე აღარ ფრთხილობდა. ფრანგმა ქალმა კივილი, რომ დაიწყო მადინ გამოვარდნენ სხვები მაგრამ უკვე გვიან იყო. დადიანი უკვე სამირის ოთახში იყო.
-მოგკლავ შე ! ესღა ამოილაპარაკა და მერე მთელი ენერგიის მოზღვავება იგრძნო



ძალიან პატარა თავია უბრალოდ არ მინდა რამე გაურკვევლად დამეტოვებინა! პარასკევს დაგიბრუნდებით საკმაოდ დიდი თავით მანამდე იმედი მაქვს ის გაურკვევლობა მოისპობა რაც აქამდე იყო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგას და ველი შეფასებებს. მიყვარხართ ძალიან!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent