ვამპირთა საძმო /10/
ვთხოვე არავინ გამომყოლოდა, იმ ადგილას მივედი სადაც ორი დღე გავატარე, ადრიანი მანქანაში მელოდებოდა ქუჩის კუთხეში. ორი ვამპირი ისევ გარეთ იდგნენ, ჩემი დანახვისას ერთამენთს გაკვირვებული სახეებით გადახედეს. - მამაჩემის ნახვა მინდა - ვუთხარი ერთ-ერთს. - მამაშენი? - მითხრა გაკვირვებულმა - მიხერილის, იმედია იცით ვისაც ვგულისხმობ. - თავი დამიქნია - აქ არის? - არა, ის აქ იშვიათად მოდის - კიპასუხა მეორემ - ნიჰამის ნახვა არ გსურს? - ირონიულად შემხედა მეორემ - მე უკვე გითხარი რომ... - ალისა აქ ვარ. - ზურგს უკან ხმა მომესმა და შევტრიალდი, აი ისიც, მამაჩემი. ქუჩის მეორე მხარეს პატარა სკვერში მოპირდაპირე მხარეს მასთან დავჯექი. ხმას არ ვიღებდი, მაინტერესებდა იტყოდა ეს უკანასკენლი რამეს თუ არა. ბოლოს მოთბინება დაკარგულმა ვკითხე - ეს რატომ გააკეთე? - აქ მის სანახავად, მხოლოდ ერთი კითხვისთვის მოვედი. მაგრამ ეხლა მივხვი რომ ბევრი შეკითხვა მქონდა პასუხ გაუცემელი - ვერ აგიხსნი, არ შემიძლია. მაპატიე - მაპატიემ უფრო გამაღიზიანა ვიდრე იმან რომ ვერ მეტყოდა. რატომ არიან ესეთები ადამიანები? მაპატიე? გონიათ ამ სიტყვით ყველაფერს გამოასწორებენ და უბრალოდ ვამაპიებთ? არადა როგორ ცდებიან. - ვერ ამოხსნი? მე შენი პატიება სიცოცხლის ბოლო წამამდე არ შემიძლია და არც მინდა! - ალისა მე... - გაჩუმდი! - ვუყვირე - სად იყავი როდესაც დედამ ჩემს ხელებში განისვენა? სად იყავი როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი?! - ალისა ძალიან ვწუხვარ. - მისი დანახვა,ხმის გაგონებაც კი მაღიზიანებდა. - წუხარ? ნუთუ?! რატომ მოიყვანე ცოლად დედაჩემი და რატომ გეყოლა შვილი თუ მისთვის არ უნდა მიგეხედა?! - ვუყვირე სიმწრისგან, თვალზე მომდგარ ცრემლს უკან დაბრუნება ვუბრძანე, არ მინდოდა სუსტად ჩავეთვალე. - ნოჰამს მე ვჭირდებოდი, უნდა წამოვსულიყავი, ეს ჩემი მოვალეობა იყო... - ნოჰამს? არსებას რომელსაც ჩემი მოკვლა ან მისაკუთრება უნდა? შენ როგორი მამა ხარ... - მას უნდა დათანხმდე, მასთან უნდა იყო. ყველას მოკლავ, მეც შვილო - შვილს ნუ მეძახი, შენ შვილი სამი წლის წინ დაკარგე! ისევ შენს თავზე ფიქრობ არა? მხოლოდ შენი სიკვდილის გეშინია. - ალისა ამიტომ გინდოდა ჩემთან ლაპარაკი? - არა. მახსოვს შენს წასვლამდე რამოდენიმე თვით ადრე სამჯერ წაიყვანეს სისხლის ასაღებად, მარწმუნებდი რომ ამას იმ ადამიანებისთვის ვაკეთებდით ვინც ცუდად იყო და სჭირდებოდა. დედაც ბედნიერი იყო რომ ვინმეს დახმარება შეგვეძლო. როცა გთხოვა მეც წამოვალო უარი უთხარი, მაშინ გამიკვირდა თუმცა ეხლა მივხვდი რატომაც... ჩემი სისხლი ნოჰამს რატომ მოუტანე? და მაქციებს რატომ ჰქონდათ ის?! - შენი აზრით უფრო ადრე რატომ არ წამოგიყვანეს? შენი სისხლი რომ მივეცი დრო კიდევ გადავაწევინე, ასე შენი გულისთვის მოვიქეცი... - თავს ნუ იმართლებ. ეხლა კი მითხარი, რაში ჭირდებოდათ სისხლი? მათ ისედაც ხომ ყველაფერი უცოდენენ ჩემზე. - მაქციებისთვის, ცდები ჩაატარეს. - ცდები? - გაკვირვებულმა ვკითხე - ერთ-ერთ შენის სისხლი ორგანიზმში შეუყვანეს, ის ჯერ მგლად გადაიქცა შემდეგ კი დაიწვა და ფერფლად იქცა. - რაა? - წამოვიყვირე - ხო. რადგან გაირკვა რომ ვამპირებიც და მაქციებიც შენი სისხლით კვდებოდნენ, იწვოდნენ და ასე შემდეგ, სისხლი ტყვიებისთვის გამოიყენეს. ჩვეულებრივი ტყვია ვამპირს დიდი ხნით არ აჩერებს და ეს ტყვიები... - გაჩუმდი. უნდა წავიდე - გულის რევის შეგრძნება მქონდა, აბსოლიტურად ყველაფერი ტრიალებდა და თავს საშინლად ვგრძნობდი. - ალისა, ნოჰამს უნდა დაუჯერო შენ მას... - მოკეტე!!! - ვუღრიალე - შენ აღარ გაქვს უფლება, რაიმე მიკარნახო. მე შენნაირი მხდალი არ ვარ... და გავეცალე, ცრემელბმა მძლია და ატირებული ჩავჯექი მანქანაში. ადრიანი ვგრძნობდი მიყურებდა თუმცა არაფერი უკითხავს, ამისთვის მადლიერი ვიყავი მისი. - ესეიგი მაქციებს ჯერ გარდაქმნის და შემდეგ წვავს? - ყველაფრის მოყოლის რა თქნა უნდა პირადულის გარდა, რინალდი კითხვების კორიანტელს მაყრის. - ჰო, ესე მითხრა. მეტი არაფერი უთქვამს... - და ვამპირებზე ეგრე რატომ არ მოქმედებს? - იკითხა ლოლამ - ვამპირი რად უნდა გარაიქმნას? ადამიანად? - დაცინის ნიკი - აი მერე აღარ გაგეცინება ადამიანი თუ გახდი - თავზე ურტყამს სფიქსი - თქვენ გეცინებათ მაგრამ უნდა გავარკვიოთ რა ხდება. ერთ საათში სადილობის შემდეგ ითახში შევედი, ადრიანი უკვე იქ დამხვდა. - როგორ ხარ? - მეკითხება - არ ვიცი, ეხლა უკეთ. უბრალოდ, მეგონა მამაჩემი ცოტათი კეთილი მაინც იყო, მაგრამ არ აღმოჩნდა. - მოდი ჩემთან - გულზე მიხუტებს - ის შენი ნერვიულობის ღირსი არ არის. წავალ დაისვენე კარგი? - ადრიან, დარჩი. მარტო დარჩენა არ მინდა... პიჟამა ჩავიცვი და გვერდით მივუწექი, თავი გულზე დავადე და ჩამეძინა. რამოდენიმე საათში გავიღვიძე, დღის და ღამის გარკვევა შეუძლებელი იყო. საათს დავხედე ღამის ოთხი საათი იყო, ყველას ეძინა. შემდეგ ისევ ადრიანს მივუწექი და ტუჩზე ნელა ვაკოცე, მეგინა ეძინა. - მაგას კოცნას ეძახი? - ქვევით მომიქცია და ბაგეებზე დამეწაფა. ესე ჯერ არ უკოცნია, ვნებით, მთელი არსებით. ორივე დედიშობილა ვიყავით, ძალა გამოცლილი ფინიშისთვის მზად როდესაც ანდრიანმა ვნებით ჩანჩურჩულა ყურში - მაგიჟებ, ჭკუიდან გადაგყავარ - სიცილი ამიტდა და ყელში ხანგრძლივად ვაკოცე - მეტი არ შეგიძლია? - ვუთხარი როდესაც მკერდს გასცდა - გინდა შენი ხმა ყველამ გაიგოს? - პირზე ხელს ვიფარებ და ვკისკისებ. ადრიანი, ის სულ სხვანაირია აქ მყოფებისგან, განსხვავებული. იმდენად მომწონს რომ მგონია ეს მოწონება საზღვრებს ნელ-ნელა ცდება, პირველ როდესაც კლუბში დავეჯახე იმ წამიდან... მხოლოდ მას შეუძლია გამაცინოს, ოღონდ ნამდვილ სიცილს ვგულიხმობ. მაგრამ ამავდოულად რაღაც შავ კედელს ვასკდები, თვალ წინ ნოჰამის სახე მიდგას. რომელიც მიზიდავს და მაშინებს. მინდა შევეხო,თუმცა შიში უფრო დიდია ვიდრე ლტოლვა მის მიმართ... მგონია რომ მხოლოდ მისთვის ვარ შექმნილი, ბევრი მიზეზი მაქვს ამის საფიქრელად რა თქმა უნდა. მაგრამ... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნები, ის ბოროტი არსება შენში სულ სხვას დევას და არა სხვას თქო. ადრიანის ბოლოს და ბოლოს დაძინების შემდეგ, გადავწყვიტე გარეთ გავიდე,სული აფორიაქებული მაქვს. სწრაფად გადავიცვი ტანსაცმელი და გარეთ გავედი, ქუჩაში დამაყრუებელი სიჩუმე სუფევდა. ხალხი ალაგ-ალაგ დადიოდა სწრაფი ნაბიჯებით და უკან ყოველ წამს იყურებოდნენ. ნელი ნაბიჯებით დავდიოდი და სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნქავდი. ჩარკვიანის სიმღერებს ვღიღინებდი თან. უკანიდან ნაბიჯების ხმა მომესმა, შევიხედე და არავინ დამხვდა, გზა განვაგრძე მაგრამ ჩემს წინ ის დავინახე, შავი თმით. ნაწრის შავი შარვალი აცვია კოჭებამდე, თეთრი უმკალაო მაისური რომელიც მის ნავარჯიშებ სხეულს გამოკეთს. თვალებში მიყურებს, გულის საშინლად სწრაფად მიცემს, მგონია ამომივარდება და მოვკვდები. დიახ მოვკვდები, მსგავსი გრძნობა არასდროს მქონია. ნეტავ ესე იყო ალისა? ის ალისა რომლის გამოც მოვევლინე ქვეყანას, ის ალისა რომელმაც ან კაცისთვის კაწირა თავი... თვალს არ მაშორებს, არ ვიცი რატომ მაგრამ თვალიდან ცრემლი მივარდება. საკუთარ თავს ვეკითხები, რა მჭირს? რატომ ვტირი? არადა არ მინდა... ტირილი არ მინდა! ნუთუ ის ალისა ჩემს სხეულს მისი დანახვისას იპატრონებს და ჩემს თავს ვკარგავ... არა მე ეს ვარ, მე ალისა ვარ. - ალისა... - მეუბნება და ადგილიდან არ იძვრის. - აქ რას აკეთებ? - ვეკითხები - შენს სანახავად მოვედი. - რატომ? - არ ვიცი... - იცი. - ამას არანაირი აზრი არ აქვს. - შენი მეორე ცოლი მოგენატრა არა? - ხომ ამბობ რომ ის არ ხარ? - ის მოკვდა. - მოკლეს. - მოკვდა, მოკლეს. ამას არანაირი აზრი არ აქვს. - ვიმეორებ მის სიტყვებს. - რატომ ტირი? - არ ვიცი როგორ ამჩნევს - რატომ ხარ აფორიაქებული? - არ ვარ. - ვცრუობ, მიახლოვდება. ძალიან ახლოს მოდის და ჰაერს ღრმად ისუნთქავს. - შენი სურნელი. ჭკუიდან გადავყავარ. - გაჩუმდი... გთხოვ. - მინდა რომ შემეხოს, მინდა რომ ყველაფერი გაქრეს მის გარდა, რა მჭირს? ღმერთო დამეხმარე. დამეხმარე ჩემს თავს გავუმკლავდე, ის საშიშია. - დრო, ის ძალიან იწელება... შენ კიდევ არ ხარ, ჩემთან უნდა იყო. შენ ჩემთვის ხარ შექმნილი. - არა, გეშლები. - ძლივს ვახერხებ ლაპარაკს - შენ ცივსისხლიანი, ბოროტი არსება ხარ... - ილაპარაკე, ილაპარაკე ალისა... - თმაზე ხელს მისმევს, თვალებ დახუჭული ლაპარაკს განვაგრძობ - შენ მე იმისთვის გჭირდები მხოლოდ რომ შენი ცოლის არყოფნა შეივსო, მხოლოდ ამისთვის! მომკლავ, შემდეგ კი ორივე დავისვენებთ. - შენ მას არ გავხარ. - მეუბნება რაზეც თვალებს ფართოდ ვახელ გაოცებული, ის უფრო ახლოს მოდის ჩემთან, მისი ცხვირი ჩემსას თითქმის ეხება. - კი მაგრამ... - კვლავ ვერ ვლაპარაკობ. - შენ და ის მხოლოდ ჰგავხართ ერთმანეთს, შეხედულებით და არა ხასიათით. შენ არავის გავხარ... და მკოცნის, პირველად ვტირი კოცნის დროს. მისი რბილი ბაგეები ჩემსას მთელი არსებით იპყრობს, ხელს სახეზე ვადებ. ვგიჟდები, მგონი ვგიჟდები. ადრენალინი სწრაფად იმატებს ჩემს ორგანიზმში და სისხლი მიდუღს, მინდა ის კვლავ მინდა. მაგრამ მალევე მშორდება. - ისევ ტკბილი ხარ ან უფრო ვიდრე ადრე იყავი. თვალებს ვახელ, არსად აღარ ჩანს. წავიდა... მე კი დამტოვა აფირიაქებული, დაბნეული და ატირებული ცარიელ ქუჩაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.