ვამპირთა საძმო /4/
ბათუმის საერთაშორისო აერიპორტი ხალხით იყო სავსე, პირდაპირი ფრენები რადგან ორ თვეში ერხელ იმართებოდა ამიტომ ყველა ბილეთი გაიყიდა, რონალდი დაკვირვებული იყო და ბილეთები კლუბში თავდასხმამდე იყიდა. მანქანაში ვკანკალებდი, ვამპირის სახე თვალწინ მედგა როგორ დაიწყო ხავილი და იატაკზე დავარდნა. აეროროპორტში ვკანკალებდი არ ვიცოდი რა მექნა როდესაც ზურგით ვიღაც დამეჯახა. - ალისა? - ღმერთო ოღონდ ეს არა. - ისპეკტორო ისე თქვენ? - ვცდილობდი არ შემემჩნია ჩემი ცუდად ყოფნა - თქვენ რა ალკოჰოლი დღეს არ მიგიღიათ? - ჩაიცინა. - არა და შტორმიც არ დაწყებულა არა? - სასიხარულოდ არა. თუმცა აღარაფერი აკლია - არემარეს მოავლო თვალი - ყველგან არიან. - ვინები? - შეშინებულმა ვკითხე. - ხალხი ალისა, ხალხი... - რონალდმა დამიძახა ჩასხდომა იწყებაო - ოჰო ესპანეთში რატომ მიდიხართ? - მე... - ვერაფერი მოვიფიქრე რა უნდა მეთქვა - ვთხოვდები - ღმერთო რა ვთქვი? - თხოვდები? - აშკარად გაუკვირდა - მოიცა და მარტო მიდიხარ საქმროს სანახავად? - იცით... - არა, ერთად მივდივართ. - ჩემს უკან ადრიანი ამოდგა და ხელი გადამხვია - თქვენ? - ორივე მეც და ინსპეკტორი ადრიანს დავაკვირდით - მე მისი საქმრო ვარ, ადრიან ფრანკო - ხელი ჩამოართვა შემდეგ კი გამიღიმა, თვალებით ვკითხე რა ჯანდაბას აკეთებდა, მან კი თვალებითვე მიპასუხა, შენ წამოიწყეო. - გულწრფელად რომ გითხრათ მიკირს რადგან ალისა ყოველთვის მოწყენილი და ნასვამი დადიოდა ქუჩაში - თვალები გადავატრიალე - მართლა? - ადრიანმა თეატრალურად გაიკვირვა - ჩვენ უნდა წავიდეთ - ადრიანს შევხედე - ჩასხდომა დაიწყო - მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ ორივეს და ბედნიერებას. - მადლობა ინსპეკტორო - თავი დავუქნიე და ადრიანს წინ გავასწარი. თვითმფრინავის კიბეებზე ავდიოდით, დანარჩენები უკვე შიგნით იყვნენ - რა ჯანდაბა გააკეთე? - შევუბღვირე - შენი გაფუჭებული საქმე გამოვასწორე - მხრები აიჩეჩა - მე თვითონაც მოვაგვარებდი. - შებრძანდით, საცოლევ. - შევუბღვირე და ლოლას გვერდით ცარიელ ადგილას დავჯექი. - აბა ხომ არ გეშინია? - მეკითხება ღიმილით. - ცოტათი - სტიუარდესამ ღვედები შეგვაკვრევინა და თვითფრინავმა აფრენაც დაიწყო. საქართველოს საზღვრებს არასდროს გავმცდარვარ, მითუმეტეს არასდროს მიფიქრია ესპანეთში წასვლაზე. არასდროს მიოცნებია ესპანეთში მოგზაურობაზე და ასე შემდეგ. - რომელ ქალაქში უნდა ვიყოთ? - ვკითხე ლოლას რომელიც ხედს მინიდან უცქერდა - ქალაქს ავილა ჰქვია, ლამაზი და პატარა ქალაქია. როგორ მომენატრა იქაურობა ვერც კი წარმოიდგენ - რამდენი ხანია რაც ჩამოხვედით? - ორი წელია, ბოლოს კი მეგონა აღარც კი დავბრუნდებოდით. მაგრამ აი უკვე მასაც ვხედავ - თვითმფინავმა ოთხ საათში დაშვება დაიწყო. დაშვების უფრო შემეშინდა და მუცელში სპაზმები ვიგრძენი. - ალისა - ადგომის დროს რონალდი მიახლოვდება - უცხო ვამპირია თვითფრინავში ამას ვგრძნობ. სანამ ხალხი არ ჩავა ადგილიდან არ დაიძრეთ, ლოლა დაიცავი. სწრაფად გაიარა ხალხის აურზარში, ქურთუკების ჩაცმაში და მეორე მხარეს გადის. - რა მოხდა? - ვეკითხები თუმცა ლოლაც გაკვირვებული იყურება. ათ წუთში სოფია გვიახლოვდება - ლოლა ის წაიყვანე, ადრიანი მანქანაში გელოდებათ. ჩვენ შეგვაგვიანდება... - რამე მოხდა? - შეტრიალდა და როგორც ყოველთვის უთქმრლად გაგვეცალა - ღმერთო ჩემო, ამას ხომ სიტყვას ვერ დააცდენინენ! - სულ ესეთია? - დაიკიდე - ჩანთას მაწვდის - როდესაც გაიცნობ მოგეწონება. დიდი იმედი არ მქონდა თუმცა ეხლა ამის დროც არ იყო. თავი უხერხულად ვიგრძენი როდესაც წარმოვიდგინე ჩემს გამო რამოდენა საფრთხეში იგდებდნენ თავს ისინი, ჩემს გამო უწევდან მათ სამშობლოსგან ასე შორს ყოფნა. ქართულის სწავლა რომელიც ყველაზე რთულ ენად არის აღიარებული. ეხლა კი ჩემი ჯერი იყო მესწავლა ესპანური რადგან არ ვიცოდი რამდენი ხნით მომიწევდა აქ ცხოვრება. ადრიან მანქანა უკვე ამუშავებული ჰყავდა ჩავჯექით თუ არა სწრაფად მოწყდა ადგილს. - აი მოძრაობა, ღმერთო არ მჯერა რომ აქ ვაართ! - წამოიყვირა რაზეც შევხვტი. ქალაქი ლამაზი და მყუდრო აღმიჩნდა როგორც გავიგე მისახლეობის რიცხვი ორმოცდაათიათას აჭარბებდა. ჩემი ქვეყანა და ქალაქი უკვე ტკივილამდე მენატრებოდა და ის ფაქტი როდის წავიდოდი უკან ისიც კი არ ვიცოდი მაგიჟებდა, ან ვიცოცხლებდი განა? - რონალდი როდის მოვა? - ვკითხე როდესაც მანქანა სახლთან გაჩერდა - ნუ ღელავ, მას ვერავინ ავნებს. - მითხრა ადრიანმა და სახლის ეზოს კარები გააღო. გამიკვირდა, გარშემო სიგრძეზე სახლები იყო სულ ჩაყოლებული, ჩვენი სახლი უფრო სწორად მათი შუაში იდგა, ეზო პატარა ქვებით იყო გაკვალული და ოციოდე ნაბიჯში პატარა სახლი/კოტეჯი იდგა. ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და ლოლას გავყევი, ხეებით იყო დაფარული სახლი. გარეთ კი საქანელა სკამი ეკიდა, გარემო იმდენად მომეწონა სახლში შესვლა აღარ მინდოდა - შემოდი ალისა, წვიმას იწყებს მანდ აპირებ დარჩენას? სახლში სტის სუნი იდგა ამიტომ ვთხოვე კარები ღია დაგვეტოვებინა, სამ წლიანი ჩაკეტილობის გამო ყველაფერს მტვერი ედო. თვითმფრინავში კარგად ვჭამე ასე რომ ჯერ სახლს დავალაგებდი და შემდეგ მოვამზადებ რაიმეს თქო გადავწყვიტე. - ჩვენ სისხლი უნდა ვიშოვოთ, თვითფრინავში ვერ ავიტანეთ ასე რომ ხომ ხვდები - თავი დავუქნიე, როგორც მე მჭირდებოდა კვება ისე იყვნენ ისინიც... ადრიანის და ლოლას წასვლის შემდეგ, ლოლამ ჩემი ჩანთა რომელ ოთახშიც შეიტანა შევიხედე, პატარა ოთახი იყო ერთსაწოლიანი ლოგინით და პატარა ფანჯრით. კარადაში ზურგსაკიდან ამოღებული ტანსაცმელი დავალაგე და სახლი დალაგებას შევუდექი. ორი საათის შემდეგ გათიშული დივანზე ფეხმოთხრით ვიჯექი. შემდეგ ძალა მოვიკრიბი და წყალი გადავივლე სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვი და კარტოფილის სოუზი გავაკეთე, ვისადილე და მათ ლოდინში ფანჯარასთან ჩამძინებია. - ალისა - ხმა ჩამესმა თუ არა წამოვიკივლე - რონალდ? - მაგრამ ადრიანი დამხვდა - რონალდი კარგადაა ნუ ღელავ, ყველანი ერთად არიან სისხლისთვის და პროდუქტებისთვის, საჭირო ნივთებისთვის - ღმერთო როგორ ვინერვიულე... - სახლი ესეთი სუფთა არასდროს ყოფილა - მაიკა გადაიძრო - რას აკეთებ? - მივაშტერდი - უნდა ვიბანაო, რა მოხდა? - კუნთებზე თვალს ვერ ვაშორებდი - არა არაფერი, როდის მოვლიან? - შევალ ვიბანავებ და მარტო არ დარჩები ნუ ღელავ - თვალს მიკრავს და სააბაზანოში შედის. რამოდენიმე წუთში კი რონალდ ვხედავ და კარებს სწრაფად ვაღებ, ვეხვევი. - ალისა ესე თუ ნერვიულობ ძვირფასო - თმაზე ხელს მისმევს - მომავლისთვის უფრო ძლირი უნდა იყო დამიჯერე. - არ შემიძლია - ხმადაბლა ვეუბნები - არ მინდა ჩემს გამო რომელიმეს რაიმე მოგივიდეთ. - არა ალისა არა, შენს გამო კიარა მთელი მსოფლიოთვის ძვირფასო. - არც კი ვიცი შევძლებ თუ არაა... ყველა სახლში იყო, დანაყრებულები. არ ვიცოდი ესეთი სახით რატომ იჯდნენ - რამე მოხდა? - ვკითხულობ - მან ყველაფერი უნდა იცოდეს - ამბობს სფიქსი და რონალს უყურებს - რა უნდა ვიცოდე? - ალისა დაჯექი - ცარიელ ადგილზე მიმითითებს - ნუ მაშინებთ. - ძალიან დიდი ხნის წინ - იწყებს საძმოს მეთაური - საბჭომ მე ესეიგი, ჩემი საძმო აირჩია რათა შენ დაგვეცავი. მათ არ იციან რომ ყველა ვამპირის სიცოცხე შეგიძლია დაასრულო თუ რომელიმე მათგანი გიკბენს. ნოჰამი, ვამპირი რომელიც ჩვენ ყველა ერთად აღებულზე ძლიერი და უფრო დიდი ხნისაა ყველაფერს მოიმოქმედებს რათა ხელში ჩაგიგდოს, მანამ სანამ შენ ცოცხალი ხარ ის სუსტია რადგან შენი ეშინია. შენ ხარ ის ერთადერთი ვისიც ნოჰამს ეშინია, სხვა არაფერი... როგორც გითხარი მას უნდა ვამპირების გამეფება. ჯერ ადამიანებმა არაფერი არ იციან, რამოდენიმეს და დაცვის თანამშრომლებს თუ არ ჩავთვლით, ადამიანები სუსტი არსებები არიან - მეც ადამიანი ვარ - შევუსწორე - დიახ მაგრამ შენ ყველასგან განსხავდები. ალისა, არსებობს წინასწარმეტყველბა რომელშიც შენ ხარ მოხსენიებული - ჩემი პორტრეტით? - არა, ის სინამდვილეში შენი პორტრეტი არ არის. - ეს როგორ? - დავიბენი - ნოჰანს ძალიან ადრე ჰყავდა ცოლი რომელსაც სახელად Alice ქართულად წარმოსათქელად კი ალისა ერქვა. ნოქამის მეორე ცოლი იყო, ლამაზი და ჭკვიანი. ხალხის დახმარება უყვარდა, ცდილობდა ნოჰამის გამოსწორება და ეს თითქმის შეძლო - თითქმის? - დიახ, რადგან ნოჰამის პირველმა ცოლა შელიამ ის დაწყევლა და შემდეგ მოკლა. - რაა? - ენა დამება - ის მე მგავდა? - დიახ, ის შენი უფროსწორედ მისი ტყუპისცალივით ხარ... - რატომ? - ალისა, როგორც ვთქვი დაწყევლა და თქვა " Después de un año, mátalo con tu mano. " - და ეს რას ნიშნავს? - იმას რომ " მას შენივე ხელებითვე მოკლავ" ამის შემდეგ გამოიკვლიეს ყველაგერი, რომ წლების შემდეგ დაიბადებოდა გოგონა სახელად ალისა თუმცა არ ეცოდენიბოდათ სად, როგორ და რამდენად ახლოს ნოჰამთან. - და ესეიგი? - წყევლა მოქმრდებს ალისა და შენ ამის ცოცხალი მაგალითი ხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.