შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი (თავი 2)


16-01-2019, 21:21
ნანახია 2 000

- მეგონა აქ სასწავლებლად ჩამოხვედი და არა დასასვენებლად - ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა, გოგონას გვერდით მოთავსდა, შარვლის ტოტები აიკეცა და ზუსტად ისე ჩაჰყო აუზის კამკამა წყალში ფეხები როგორც მეამ.
ქარდავამ ეჭვნარევი მზერა მიაპყრო კაცს, თითქმის ერთი კვირა გავიდა რაც მასთად "დამკვიდრდა" და ამ ერთი კვირის განმავლობაში, სამი სიტყვაც არ უთქვამს ერთმანეთის მიყოლებით სანდროს, მხოლოდ ალმაცერად გახედავდა, ხან მოცეკვავე, ხანაც მოხტუნავე და მუდამ მომღიმარ გოგონას და თავს ძალას ატანდა მეგობრის ხათრით კინწისკვრით არ გაეგდო ეს "ანცი ბავშვი" სახლიდან
- ჯერ ადრეა - ფართოდ გაეკრიჭა გოგონა და წყალში ფეხები აათამაშა
- ჰო? მაშინ ჩამოსვლა რატომ იჩქარე საყვარელო? - მოჩვენებითი მზრუნველობით იკითხა ამილახვარმა
- დრო მოგეცი, ნამდვილად გჭირდებოდა!
- დრო რისთვის? - გაიკვირვა კაცმა
- შესაგუებლად, ჩემთან ერთად ცხოვრება ბევრს არ შეუძლია - თვალები აუციმციმდა გოგოს
- ღმერთო რა პატივია! - დემონსტრაციულად შემოჰკრა ორივე ხელი კაცმა და ქარდავას ბავშვურობაზე გულწრფელად გაეცინა
- ამდენი ფული როგორ იშოვე ასე ადრეულ ასაკში? - ინტერესით მიაჩერდა, სწრაფად ამოყო წყლიდან ფეხები,წამოდგა და ზემოდან დააჩერდა მასპინძელს
- ბევრი ვიშრომე, ფული ციდან არ ცვივა - ირონიულად შენიშნა
- იქნებ უბრალოდ გაგიმართლა? - ღიმილით მიაშტერდა მეა, ისეთი გამჭოლი მზერით, თითქოს ცდილობდა ამილახვარის სულში შეეღწია და იქ დაბუდებული საიდუმლოებები ამოეკითხა, გაეშიფრა, ისე უბრალო ინტერესის გამო... იმ ცნობისმოყვარე ხასიათის გამო ბავშვობიდან რომ უქმნიდა პრობლემებს.
მაგრამ ალექსანდრე დუმდა, დუმდა იმდენ ხანს, რომ ქარდავას ყველა იმედი გადაეწურა, მიხვდა მისი ცნობისმოყვარწობა დაუკმაყოფილებელი დარჩებოდა
- საჭმლის გაკეთება იცი? - ისე აღტაცებით კითხა კაცმა, თითქოს რაღაც გენიალურმა აზრმა გაუელვა გონებაშიო
- ისე რა - მხრები აიწურა დაბნეულმა
- იმდენად "ისე რა" რომ არ იჭმევა? - იმედგაცრუებულმა დაბრიცა ტუჩები
- იმდენად "ისე რა" რომ ვერ გაგიმეტებ, ეგრე ძალიანაც არ მძულხარ
- ასე ძალიანაც? ანუ რაღაც დოზით გძულვარ - ისე გახედა გოგონას , აგრძნობინა გამოგიჭირე და ახლა უარყოფას აზრი არ აქვსო
- რა სისულელეა- მომაბეზრებლად აიქნია ხელი ქარდავამ- ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ უნდა მძულდე? - გაფართოებული თვალებით მიაჩერდა მის წინ ასვეტილ ორი თავით მაღალ ამილახვარს
- თუნდაც იმისთვის, რომ ასე შეულამაზებლად გეუბნები იმას რასაც ვფიქრობ, რომ გულს გტკენ, რომ...- კიდევ აპირებდა გაგრძელებას, მეამ რომ გადაიკისკისა, წაბლისფერი, გრძელი თმა სახეზე სანახევროდ ჩამოშლოდა, ალექსანდრე დაიბნა , ვერ მიხვდა რა თქვა ისეთი, რამაც მეას მსგავსი გამხიარულება გამოიწვია
- გულს მტკენ? შენი აზრით ეს შენი მბრძანებლური ტონით ნათქვამი " ფეხებში ნუ მედები მეა" " ლაწირაკო ჭკუას მოუხმე" და მსგავსი "გამოხტომები" მე გულს მტკენს? -ხმა შეძლებისდაგვარად ხმა დაიბოხა და შეეცადა გაეჯავრებინა სანდრო- რატომ გგონია რომ ჩემი გულის ტკენა ასე მარტივია? შენ რაც გინდა ის თქვი, ისე მოიქეცი როგორც გაგიხარდეს, მთავარია მე შესაძლებლობა მაქვს და შენი ძალაუფლების დემონსტრირების სურვილის გამო, ამაზე უარს არ ვიტყვი, რა გგონია, შენ რაღაცას დამიყვირებ, მე გული ამიჩუყდება ოთახში გამოვიკეტები და ტირილით თვალებს დავისიებ???
"ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიჰქრისო" ხომ გაგიგია? - ჭინკები აუთამაშდა მეას თვალებში, ლაღი ღიმილი ეშმაკურ ღიმილში გადაეზარდა, ალექსანრემ პირველად იგრძნო სიმპათია ამ "ღლაპის" მიმართ, რომელიც განსხვავებულად უცნაური კი არა განსხვავებულად ძლიერი მოეჩვენა ამ წამს.
- შედარება არ მომეწონა პატარა ქალბატონო!- ცხვირზე საჩვენებელი თითი დაკრა და სახლისკენ დაიძრა, წამით შეჩერდა, გოგოსკენ უკან მკვეთრი მოძრაობით მობრუნდა და ჩაფიქტებული სახით გასძახა
- გინდა შევამოწმოთ შენი გამბედაობი დონე? მზად ხარ დაამტკიცო რომ ძლიერი გოგო ხარ?
- რა თქმა უნდა! - ეშმაკური ღიმილი არ სცილდებოდა მეას სახიდან
- გამოწვევები არ გაშინებს?
- არა!
- რამდენად აზარტული ხარ? - ცალყბად გაუღიმა ამილახვარმა
- ძალიან!
- მაშინ ვითამაშოთ პატარა ქალბატონო, გამოწვევებისთვის მზად იყავი! - ორივე ხელი ფართოდ გაშალა და მომაჯადოებელი ღიმილი აჩუქა სტუმარს
- ვგიჟდები გამოწვევებზე! - ზუსტად გაიმეორე კაცის ქმედება, ხელები გაშალა და არც მრავლისმეტყველი ღიმილი დავიწყებია.

ყურებამდე გაღიმებული მიუყვებოდა სახლისაკენ ბილიკს სისასტიკით განთქმული ამილახვარი, არ ნანობდა, რომ ერთკვირიანი "დაზვერვის" შემდეგ, გადაწყვიტა ნორმალურად დალაპარაკებოდა ქარდავას, ისე როგორც მასპინძელს შეჰფერვოდა. ართობდა გოგოს გამბედაობა, მისი სითამამე, პირდაპირობა და მებრძოლი ხასიათი, ჯერ არ იცოდა რა დავალებას მისცემდა დაუპატიჟებელ სტუმარს, მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს გოგო ამდენ პრობლემაში, ერთადერთი ნათელი წერტილი გახდებოდა, სხვანაირი გართობის, რასაც 25 წლის ამილახვარი შვებად აღიქვამდა ამ "დაზომბებულ" საზოგადოებაში.

* * *
ალექსანდრე ამილახვარი, ყოველთვის ასეთი სასტიკი და დაუნდობელი როდი იყო, მეტიც ყველაზე კეთილი, გულღია და სამართლიანი ბავშვი გახლდათ.
ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულს არასდროს გასჭირვებია მეგობრების გაჩენა, ყველასთან შეეძლო საერთო ენის პოვნა, მოხუცსა და ახალგაზრდას, უფროსსა თუ უმცროს ყველას ერთნაირად უყვარდა პატარა ამილახვარი, მაგრამ მერე ყველაფერი აირია, ყველაფერი შეიცვალა და ამ ცვლილებებთან ერთად ალექსანდრეც იცვლებოდა... საკუთარ ნაჭუჭში იკეტებოდა და ხვდებოდა, რომ გულს ვერავინ გატკენს, თუ კი შენ დაასწრებ მათ
მოკალი, სანამ მოგკლავენ!
გაანადგურე სანამ გაგანადგურებენ!
მეშვიდე კლასში იქნებოდა სანდრო, როცა ბებომ აღმოაჩინა, რომ ბიჭი მიზნებს ისახავდა, და ისე უცნაურად და თამაშ-თამაშით მიიწევდა წინ, ოჯახის წევრებს შიში იპყრობდათ.
თუკი ვინმე თვალში არ მოუვიდოდა, ან ვინმე მის სიმპათიას დაიმსახურებდა მაშინვე იწვევდა, "მოდი შევეჯიბროთ, რომელი შეძლებს, ვის ეყოფა გამბედაობა"
ისე ჩაითრევდა "მოწინააღმდეგეს" თამაშში, ისე მშვიდად შეუდგებოდა მის განადგურებას და საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას , მეტოქე აზრზეც ვერ მოდიოდა.
მერე წამოიზარდა და თამაშს თავი დაანება, მიხვდა უკვე იმდენს მიაღწია, რომ თავისუფლად შეეძლო იმის მიღება რაც უნდოდა, თამაშის გარეშე დაუფარავად იცილებდა ყველას ვინც კი გზად გადაეღობებოდა.
მეა კი სხვა იყო, მისი განადგურება აზრადაც არ მოსვლია, უბრალოდ გართობა უნდოდა, უნდოდა მასთან ერთად შეესრულებინა სახალისო დავალებები და ვერც კი წარმოედგინა თუ რომელიმე დავალებას შეეძლო გოგონას გულის ტკენა, თანაც ქარდავამ გასაგებად უთხრა, რომ მას გულს ვერასდროა ატკენდა სანდრო, ამიტომ პრობლემას ვერ ხედავდა.

* * *

- გეგმა კარგია, მაგრამ სარისკო - წითელი თმები ყურს უკან თლილი თითებით გადაიწია და მწვანე დამატყვევეველი თვალები მიანათა მის გვერდით მწოლიარე კაცს
- კი, მაგრამ ამად ღირს პატარავ! ამილახვარს უყვარს თამაში, ამჯერად კი შენ ითამაშებ ის ახვ**ი აზრზეც ვერ მოვა- წელზე მოხვია ძლიერი ხელი და თავისკენ მოიზიდა ნახევრად შიშველი ქალი - იმედებს ხომ არ გამიცრუებ არა? - ეჭვნარევად მიაჩერდა ქალს
- მე პირობას ყოველთვის ვასრულებ, ეგეც რომ არა მილიარდების ხელში ჩაგდების პერსპექტივა ძალიან მხიბლავს - მაცდურად გაუღიმა შავგვრემანს და წამში მის ზემოთ მოექცა
- მაგიჟებ ნუცა, ახლა მოგიწევს პასუხის გება! - ძლიერად შემოკრა ხელი საჯდომზე და ვნებააშლილმა მოწყვეტით აკოცა ტუჩებში
- კი მაგრამ რისთვის კაპიტანო? - მოჩვენებითად გაიკვირვა
- როგორ თუ რისთვის? - ჩემი გაგიჟებისთვის ჟღალო!



№1 წევრი დარინა

ძალიან მომწონს მეა ასეთი გამბედავი რომ არის და ალექსანდრეს გამოხტომებს ყურადღებას რომ არ აქცევს, იმედია სანდრო მალე მიხვდება რომ ეს გოგო მისი სისუსტეა, არ მინდა რომ მეას ეტკინოს და ის სიანცე და სილაღე დაკარგოს, მინდა სანდროს დაანახოს რომ მასზე გიჟდება.

 


№2  offline მოდერი D-roni

აუ ეს ბოლოში არ მითხრათ როო ქარდავა იყოოო რააააააააა

 


დარინა
ძალიან მომწონს მეა ასეთი გამბედავი რომ არის და ალექსანდრეს გამოხტომებს ყურადღებას რომ არ აქცევს, იმედია სანდრო მალე მიხვდება რომ ეს გოგო მისი სისუსტეა, არ მინდა რომ მეას ეტკინოს და ის სიანცე და სილაღე დაკარგოს, მინდა სანდროს დაანახოს რომ მასზე გიჟდება.

მახარებ რომ კითხულობ, ვნახოთ ვნახოთ რა მოხდება :**

D-roni
აუ ეს ბოლოში არ მითხრათ როო ქარდავა იყოოო რააააააააა

არა ქარდავა არ არი :დ არ იდარდო საყვარელო ** :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent