შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გახდები (1)


17-01-2019, 03:50
ავტორი truelove
ნანახია 3 172

გამარჯობათ ეს მე ვარ ჭავჭავაძეების საამაყო ქალიშვილი. ჩემი ოჯახის შესახებ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის,შესაბამისად ჟურნალისტები ცდილობენ გაარკვიონ როდის დავდივართ საირფარეშოში,რომელი ხელსახოცით ვიწმენდთ პირს და რომელ საპონს ვხმარობთ. დედაჩემი ქალბატონი ეკა დიასახლისია,რომელიც მთელი დღე თავის დიდებულ სახლს დასტრიალებს და მოსამსახურეებს აკონტროლებს. მამაჩემი ბატონი ლადო ჭავჭავაძე ყველასთვის საამაყო და ღირსეული ვაჟკაცია,რომელსაც ქვეყანაში არსებული ბიზნესების 40% ეკუთვნის. ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ჩემი წინაპრის მსგავსად მწერლები არიან. მე კი უბრალოდ მარიამი ვარ,როელსაც არც მწერლობა უნდა და არც ბიზნესვუმენობა.ოჯახში ერთადერთი შთამომავალი ვარ და მთელ იმედებს ჩემზე ამყარებენ.
დავდივარ სკოლაში სადაც გადასახადი იმდენივეა,რამდენიც ერთი კომფორტული სახლი დაჯდებოდა. მე ეს არც მჭირდებოდა და არც ახლა მჭირდება. ჩემი ოცებაა გავხდე ჩვეულებრივი გოგო დახეულ ჯინსებში, თმებ გაჩეჩილი,კეტებით ,რომ დარბიან ქუჩებში და მუდამ სადღაცრომ ეჩქარებათ.
–ქალბატონო მარიამ ვახშამი მზად არის–კარი მაიამ შემოაღო.
–ახლავე.–სავარცხელი დავდე და სავახშმოდ ჩავედი.
ოთახში ბუხარი გიზგიზებდა და ხუთ მეტრიანი მაგიდის თავში მხოლოდ ორი ადამიანი ისხდა.
–გამარჯობა საყვარელო,მოდი შემოგვიერთდი.მამაჩემმა გამიღიმა.
–ხო მოვდივარ.
–*დიახ–შემისწორა ეკატერინემ.
–დედა მე „ხო“ უფრო მომწონს.
სკამი მოსამსახურემ გამიწია,რომ დავმჯდარიყავი.–არ არის საჭირო–შევაჩერე და მეთვითონ მივწიე სკამი მაგიდასთან.
–მარიამ საკმაოდ დიდი ხარ იმისათვის,რომ ზრდილობიანად ისაუბრო სად მოისმინე,რომ ოჯახში „ხო“–ს ვიძახდეთ?
–ნწ ნწ ნწ ეს რა ჩავიდინე,მიდით ქალბატონო ეკატერინე პოლიციაში დარეკეთ და დააჭერინეთ ჩეი თავი ოჯახის შერცხვენისთვის.
დედამ პირი გააღო,რაღაცის სათქმელად,მაგრამ მამამ შეაჩერა.
–საკმარისია,ეს ჩვენს ოჯახს არ ეკადრება. მარიამ შვილო შენთან სალაპარაკო გვაქვს.
–ისევ ახალ ერთუჯრედიანს გინდათ შემახვედროთ?
–ირაკლი არარის ერთუჯრედიანი,საკმაოდ კარგი და განათლებულია–დაიწყო დედამ.
–შანსი არაა ნახეტ წინაზე იმ თქვენ რა ერქვა?,რამნიშვნელობააქვს. ხო ნახეთ როგორ დასრულდა ყველაფერი.
–საყვარელო 17 წლის ხარ უკვე,ახლა შეყვარებული თუ არგეყოლება ოჯახს 30 წლის ასაკში ხომ არ შექმნი?
–და მერე რა? აბა ავიკრიბო გუდანაბადი და ახლა გავთხოვდე?
–არა რას ამბობ ახლა ადრეა,უბრალოდ გაიცანი ეს ბიჭი ისეირნეთ,ისაუბრეთ,მე ვერ ვხვდები რა არის ამაში ცუდი.–გაკვირვებულმა შემომხედა მამამ.
–არა მეთქი.
–მარიამ ძალიან რთული ხასიათი გაქვს ასე არ შეიძლება.
–კარგი იყოს როგორც თქვენ გინდათ,მაგრამ ერთი პირობით.
–ო ღმერთო არ დაიწყო ისევ.–ამოიხვნეშა დედაჩემმა.
–რა პირობით?
–შენს ქალიშვილს უნდა,რომ საჯარო სკოლაში ისწავლოს და იმ ხალხთან ქონდეს ურთიერთობა.
–კიმაგრამ შენს სკოლას რას უწუნებ?!–გაოცებულმა იკითხა ლადომ.
–აქ საქმე სკოლაში არაა. მე ჩვეულებრივი მინნდა ვიყო,ისეთივე თავისუფალი როგორიც სხვა გოგონები არიან.
–და რატომ არ გრძნობ თავს თავისუფლად?
–თქვენ არ გესმით,ჩემი ცხოვრება ფუჭია,დაგყავართ 2000$ –ი კაბებით,მახვედრებთ უაზრო მამიკოს ფულებით გათამამებულ ბიჭებს,რომლებსაც ცოლი მხოლოდ გამრავლებისთვის და მათი ფოტოების გვერძე მდგომად ჭირდებათ. მე არმინდა ასეტი ცხოვრება,არ მჭირდება გესმით? არმჭირდება ეს ყველაფერი.
–რა უმადური გოგო ხარ–ამოილაპარაკა დედაჩემმა.
–ხო,მე ვარ უმადური,უკაცრავად.–ჩანგალი მაგიდაზე დავაგდე ავდექი და სწრაფად წამოვედი ჩემს ოთახში.
10 საათი იქნებოდა კარზე,რომ დამიკაკუნეს.
–შემოდით.
–შეიძლება?–ოთახში ლადომ შემოყო თავი.
–მოდი მამა.
ლადო საწოლზე ჩამოჯდა და თბილად გამიღიმა.
–საყვარელო,დედაშენს ზედმეტი მოუვიდა..
–არგინდა რა მამა,ყოველთვს ზედმეტი მოსდისგონია,რომ თუ სკოლაში საღამოს კაბებით ვივლი და მდიდარ გამოწკეპილ ბიჭებს შევხვდები ბედნიერი ვიქნები.
–ჩვენ უბრალოდ გვინდ,რომ ბედნიერი იყო.
–მაშინ მორჩით ისე მოქცევას თითქოს ადამიანი კიარა ვიტრინაში გამოკეტილი ალმასი ვიყო.
–კარგი,აი რას გთავაზობ.თუ ირაკლის შეხვდები და შანსს მისცემ,რომელ სკოლაშიც გინდა იქ ისწავლი.
–მართლა? დედას ეს ადრეც ვთხოვე,მაგრამ უარი მითხრა რითი განსხვავდება ეს ირაკლი სხვებისგან.
–არაფრით უბრალოდ ის ძალიან კარგი ყმაწვილია.
–კარგი. მაშინ მაგ თქვენს ყმაწვილს უთხარი,რომ ხვალ შევხვდები.
–მაშინ ორშაბათიდან ახალ სკოლაში დაიწყებ სწავლას.
–კარგი შევთანხმდით.
–ძილინებისა საყვარელო.
–ძილინებისა მამა.
როგორცკი კარი გაიხურა სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი,ლეპტოპს მივუჯექი და სკოლების შერჩევა დავიწყე 12 საათამდე ვათვალიერებდი შემდეგ კი დასაძინებლად დავწექი.
დილით მზის სხივმა გამაღვიძა. თვალი გავახილე თუარა ბედნიერება ვიგრძენი,დღეს სკოლაში განცხადება შემქონდა,მამა დამპირდა რომ ჩვეულებრივ სკოლას მონახავდა და ასეც გააკეთა.
საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და აუზში ჩავედი,მიყვარს დილაობით ცურვა მერე მთელი დღე ენერგიაზე ვარ.
–დილამშვიდობისა.
აუზთან დედაჩემი მოვიდა.
–დილამშვიდობისა დედა.
–მამაშენმა მითხრა თქვენს შეთანხმებაზე და შენთან საუბარუ მინდა.
წყლიდან ამოვედი და პირსახოცი შემოვიხვიე.
–გისმენ.
–რატომ გინდა იქ სწავლა და იმ ხალხთან ურთიერთობა?
–იმიტომ დედა,რომ მინდა თავისუფალი და ისეთივე ცხოვრება მქონდეს,როგორიც ჩემხელა გოგონებს აქვთ. მინდა შატალოებზე ვიარო და შეცდომები დავუშვა.
–კარგი,გააკეთე ის რაც გინდა,მაგრამ იცოდე რამე თუ გაგიჭირდება,აუცილებლად გეტყვი. „ხომ გეუბნებოდი“–მეთქი.
–შევთანხმდით.
–კარგი.მოწესრიგდი ეხლა და ჩამოდი სასაუზმოდ.
–ოქეიი.–ხელი ავიქნიე და დედაჩემის გაოცებულ სახეზე გამეცინა.
ოთახში ავირბინე გადავივლე და კომფორტულად ჩავიცვი.
–მოგესალმებით ძვირფასო ოჯახის წევრებო–სასაუზმოდ შევედი და მაგიდას მივუჯექი.
–დღეს ძალიან ბედნიერი ხარ–ლადომ გამიღიმა.
–იმ შეთანხმების წყალობით რომელიც დავდეთ.
–მართლა შეთანხმებაზე გამახსენდა ირაკლის როდის ხვდები?
–არვიცი არ შემხმიანებია,იმედიმაქვს მე არუნდა დავურეკო.
–რათქმაუნდა არა.
–კიდევ კარგი,სკოლის ამბებზე როდის წავალთ?
–ყველაფერი მოგვარებულია. ახალ სასწავლო წელს ახალი სკოლით დაიწყებ.
–ძალიან კარგი,მიხარია.
–კარგით,წავედი მე საქმეები მაქვს–ფეხზე ავდექი და ოთახში ავედი.
კარადა გამოვაღე და თხელი მუხლებამდე თეთრი კაბა გამოვიღე ფეხსაცმელების ასაღებად დავიხარე,რომ მობილური აზიზინდა.
–გისმენთ?
–მარიამ ჭავჭავაძეს ვესაუბრები?
–ვინ კითხულობს?
–მე ბატონი ირაკლის დავალებით ვრეკავ ალბათ უკვე იცით.
–დიახ.
–თქვენთან შეხვედრა სურს,დღეს საღამოს 8 საათზე გამოგივლით.
–კარგი–ბრაზისგან რამის მობილური შემომატყდა.
–დროებით ქალბატონო მარიამ.
–დროებით.
იდიოტი,თვითონ ხოარდარეკავდა,თავხედი,თავი ვინ გონია არუნდა მკითხოს მცალია თუ არა? მანიაკი. ცოფებს ვყრიდი და ბალეტკებს გაბრაზებული ვიცვავდი.
ოთახიდან გამოვედი და სასტუმრო ოთახში ჩავედი.
–დედა გავდივარ მე.
–სად?
–საყიდლებზე.
–შევაკერინოთ.
–დედა საღამოს კაბებით სკოლაში ვერ ვივლი,ჩვეულებრივი ტანსაცმელი მჭირდება.
–კარგი..მოიცადე ოღნდ დახეული არ იყიდო რა.
–საჭიროა დედა–გავიცინე და ეზოში გავედი,სადაც მანქანა ეყენა.
–გამარჯობა ქალბატონო მარიამ.–ჩემმა მძღოლმა კარი გამიღო.
–კარგი რა მამუკა,ორი წლიდან მიცნობ ქალბატონოს რატომ მეძახი.
–კარგი მარიამ.–გამიღმა და თავისი ადგილი დაიკავა.
–აბა საით.
–ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში.
20 წუთში ისთ ფოინთის წინ ვიდექი.
მაღაზიებში შევედი და ხელში რაც მომხვდებოდა ვყიდულობდი რაც შეიძლებოდა იაფიანს ვარჩევდი არმინდოდა,რომ რამით გამორჩეული ვყოფილიყავი.
12 საათიდან 5 საათამდე გავჩერდი,შემდეგ სალონში გავიარე და თმა მოვიწესრიგე ძალიან რთულად მოსავლელი თმა მაქვს ხუჭუჭა და გრძელი,ფრჩხილებიც მოვიწესრიგე და 7 საათზე სახლში ვიყავი.
როგორც კი სახლში შევაბიჯე ნერვიულობით მოსიარულე ეკატერინე დამხვდა.
–რახდება დედა მშვიდობაა?
–სად იყავი ამდენი ხანი 8 საათზე უნდა მოგაკითხონ ხოიცი.
–ვიცი დედა ჯერ 7 საათია.
–მოასწრებ?
–რამაქვს მოსასწრები?
–რავიცი კაბა და..
–დედა სალონში ჩემითავისგამო ვიყავი და არა იმის გამო,რომ თქვენს შერჩეულ ბიჭს ვეპრანჭები.
–რა ლაპარაკია ახლა ეს?
–დედა ძალიან დაღლილი ვარ ისედაც მეზარება ამ ირაკლისთან შეხვედრა შემეშვი რა.
–არმანახებ რა იყიდე?
–გული გაგისკდება,მაგრამ ნახე მოიტანენ ეხლა,მე წავალ ჩავიცვამ.
–მარიამ ვიზაჟისტს დავურეკე წუთი წუთე მოვა.
–რაა? დედა არმჭირდება ვიზაჟისი ტონალურის წასმას ჩემითაც მოვახერხებ დანარჩენი ზედმეტია.
–კარგი კარგი.
ოთახში ავედი შინდისფერი მუხლებამდე თავისუფალი კაბა ჩავიცვი,შავი ქუსლები და შავი ჩანთა ავიღე და ქვემოთ ჩავედი.
–მარიამ ძალიან ლამაზიხარ საყვარელო.
–მადლობა მამა.
ოთახში მაია შემოვიდა.
–მარიამ გარეთ მანქანა გელოდებათ.

–აი მოვიდა ჩემი რაშიც.–თვალები გადავატრიალე და ეზოში გავედი.
კარი მძღოლმა გამიღო მეც ჩავჯექი და დაველოდე ჩემს ბედს.
მანქანა რესტორნის წინ გაჩერდა მეც გადმოვედი მანქანიდან უკან ორი კაცი გამომყვა სავარაუდოდ ჩემი დაცვა იყო. რესტორანში არავინ იყო ვერანდაზე ამიყვანეს და ზურგით მდგომი მაღალი კაცი დავინახე.

პ.ს ეს ჩემი ახალი ისტორიაა იმედიაქვს დაგაინტერესათ და მოგეწონათ <3 <3 <3



№1  offline წევრი Elea_Nora

ვაუუ ნამდვილად კარგი დასაწყისია. მარიამი მომწონს თავიაუფლება სურს და არა ბარბის თოჯინობა და ეს კარგიცაა. აი მარიამის დედას უკვე ვერ ვიტან. ხოლო აბა ირაკლი გავიცნოთ ეხლა.
წარმატებები.!

 


№2  offline წევრი truelove

Elea_Nora
ვაუუ ნამდვილად კარგი დასაწყისია. მარიამი მომწონს თავიაუფლება სურს და არა ბარბის თოჯინობა და ეს კარგიცაა. აი მარიამის დედას უკვე ვერ ვიტან. ხოლო აბა ირაკლი გავიცნოთ ეხლა.
წარმატებები.!


მადლობა <3

 


№3  offline წევრი DI ANA

საინტერესო ნამდვილადაა, იდეაც ძალიან კარგია მაგრამ დეტალებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციე რომ სიუჟეტი უფრო დასამახსოვრებელი იყოს❤ წარმატებები ახალი ნაწილის შექმნაში❤

 


№4  offline წევრი mia miako 15

საინტერესო ჩანს ძალიან.მომეწონა.ველი ახალ თავს.მალე დადე

 


№5  offline წევრი kora

კარგი დასაწყისია და თვითონ სიუჟეტი საინტერესო. მსუბუქად იკითხება ნაწერი და შესაბამისად მომდევნო თავისადმი ინტერესიც დიდია.
ასე გააგრძელე, წარმატებები:)
--------------------
kira.G

 


№6  offline წევრი Onlyyou

Vauu ra kargi dasawyisia ???????? momewona velodebi axal tavs da imedimaqs ar daagvianrb xolme ???? ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent