მარიამ არ გადახვიდე
მარიამ მოდი აქ! მარიამ არ გადახვიდე! მარიამ არ გადახვიდე! მარიამ! შემეშვით! მარიამ გთხოვ დე არ გადახვიდე მე საერთოდ წავალ! შემეშვიიი....შემეშვი ოდესმე შემეშვები! მარიამ არ გადახვიდე!!! და მარიამი გადავიდა.... კივილი... ტირილი.. გულწასული შუახნის ქალი და მკვდარი გოგონას სხეული,რომელიც მანქანამ გაიტანა. მარიამ. არ ვიცი სად ხარ ახლა. არც ის ვიცი ამ დონემდე რამ მიგიყვანა. მაგრამ. მარიამ რატომ გადახვედი? იცი რამდენჯერ მიცდია შენს მსგავსად ? და რატომ არა იცი? სუიციდზე ფიქრს მანამდე არ შევწყვეტ სანამ კითხვაზე,რატომ არ მოვიკლა თავი,პასუხს არ ვიპოვი. მარიამ. შენს მსგავსად მეც ვყოფილვარ. ზუსტად ისეთი სიტუაცია მქონდა,როგორიც შენ. ზუსტად ისე კიოდია და ტიროდა დედაჩემი,როგორც დედაშენი. ბევრი გაგვაკრიტიკებს. დედები არ გეცოდებათ გული არ გაქვთო? მმაგრამ... დედაჩემი,რომ მეცოდება ჩემთვის და რომ ვიცი ჩემი გაჩენის დღიდანვე ტანჯვაშია მინდება სული ამოვიგლიჯო და გული გამისკდეს.მინდა მდინარის მორევში გადავეშვა ან ჩემი სხეული ძირს დაგდებული ვნახო. მაგრამ არა. ვერ. ის 40 დღეც მეცოდებიან. ის 40 დღეც ხალხის დასანახად,რომ დაიწყებენ ტირილს. ღმერთს გეფიცები მარიამ არ უნდა გადასაულიყავი. ეეეე არ ყოფილხარ ძლიერი გოგო. მე? მე ვცდილობ მაინც გავუძლო. არადა. ღმერთო მარიამ მათ რა იციან როგორ გვტკივა. რაიციან,როდესაც სიტყვა ,,დედა’’ არ ნიშნავს მთელ ცხოვრებას,ეს რა გრძნობაა. არც ის იციან,როდესაც გვერდით დედა გყავს და ვერ ამჩნევს,რომ ტირი და რომ გტკივა. რაიციან რა გრძნობაა,როდესაც ოცნებობ,რომ გული გაგისკდეს და დამთავრდეს ტანჯვა. და ყველაფრის მიუხდავად. მარიამ არ უნდა გადასულიყავი. ღმერთს გეფიცები ჩემზე მარტოსული ადამიანი არ არსებობს. ახლა მარიამ იფიქრებ არ ჰყავსო გვერდით არავინ,არა. რომ მყავს და გვერდით,რომ მიდგანან და მაინც მარტოსული ვარ ეს მაგლეჯს სულს,ეს მიღებს ბოლოს. ისე ცუდად ვარ მარიამ უკვე წელიწადია ვერაფერმა მიშველა. არც კი აქვს აზრი რაიმეს. ადრე განვიცდიდი,რომ ცუდად ვიყავი,მაგრამ ახლა გრძნობებიც აღარ მაქვს. აღარც მიხარია და აღარც მწყინს. მირჩევნია ბოლო ხმაზე ვიტირო,ვიდრე ტირილიც კი არ შემეძლოს. იქნებ მეც ერთ დღეს გადავიდე მარიამ და ჩვენნაირმა დაწეროს ჩემზე. მერე ისიც გადავიდეს და მასზეც დაწერონ? სისასტიკეა,მაგრამ. ეგოისტური სიხარული მაქვს,რომ მარტო არ ვარ. არ ვარ ბოროტი,მაგრამ მიხარია,რომ მარტო არ ვარ და არსებობენ გოგონები/ბიჭებბი რომლებიც ჩემს მსგავსად არიან. ეს მეტყველებს იმაზე,რომ მარტო არ ვარ! ხომ გაგიგიათ ერთნაირი ბედის ადამიანები,რომ უკავშირდებიან ერთმანეთს ისე არავინ არასდროს. დამკავშირებოდი მარიამ. დავჯდებოდით და ვიტირებდით. არ უნდა გადასულიყავი? რა გექნა,რომ დარჩენილიყავი? უნდა გაგეძლო. არანაირად არ უნდა გადასულიყავი. ჩვენ მარიამ ლაწირაკები არ ვართ,რომლებიც უაზრო მიზეზების გამო ფიქრობენ სუიციდზე. გეფიცებით თქვენ,რომ ჩემი ისტორია მოისმინოთ გულზე იარები გაგეხსნებათ და მეტყვით:,,ამის მერე შენ ცოცხლობ?’’ არა არ ვცოცხლობ. მე იმ მარიამზე მკვდარი დავდივარ,რომელიც ცოტა ხნის წინ გადასასვლელზე გადავიდა და ცხოვრება დაამთავრა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.