შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა წითელი ტუჩსაცხით


17-01-2019, 19:34
ავტორი NiniSaneblidze02
ნანახია 1 065

ძალიან დაღლილი ვიყავი. ემოციურმა სტრესმა და მუდმივმა ბრძოლამ ჩემს თავთან ძალიან დამღალა.თუმცა ვგრძნობდი რომ ცხოვებაში პირველად მოვიქეცი ასე სწორად. ნელ-ნელა ჩემს თავთან ჰარმონიას ვამყარებ,რაც ასეთი აუცილებელია ჩემთვის. ნეტავ რას ფიქრობს ახლა დედაჩემი? ან მამაჩემი? ნეტავ არ ფიქრობენ,რატომ შევიცვალე ასე უცბად აზრი და გავიქეცი. მაგრამ მათ ხომ არ ეცოდინებათ,რომ მე გავიქეცი,რადგან მე არც წერილი დამიტოვებია,არც ვინმესთვის ამიხსნია. იქნებ როგორ ნერვიულობენ,რომ რამე დამემართა? ამ მხრივ კი უსამართლო ვარ,ძალიან უსამართლო.თუმცა,მაშინ ამაზე არ მიფიქრია. ისიც კი ვიფიქრე,რომ ჩემი წასვლა ყველას გაახარებდა. ღმერთო,მაპატიე ამ სიტყვებისთვის.ჩვენი ოჯახი არასდროს ყოფილა ბედნიერი.სასწავლებლიდან სახლში დაბრუნებისას,ყოველთვის ხასიათი მიფუჭდებოდა და ხშირად მიოცნებია საერთოდ გავმქრალიყავი. მათ ორივეს ვუყვარდი და ზრუნავდნენ ჩემზე,თუმცა როცა ერთმანეთზე ბრაზდებოდნენ,ის რომ მე კუთხეში ვიჯექი და ამ ყველაფრის მომსწრე ვიყავი,უმნიშვნელო იყო. ოცნებად მქონდა ქცეული,დაშორებულიყვნენ.ამ ფიქრების გამო კი ჩემი თავი მძულდა.მამაჩემი ერთ დროს დიდი ბიზნესმენი იყო,დედაჩემი კი გამოჩენილი დიზაინერი.ბავშვობის ადრეული წლები სულ ლხინში მქონდა ნატარები,ყველა სტუმარი თავს მეხვეოდა და ყველას ვუყვარდი.ჩვენ ხშირად გვყავდა სტუმრები.მიუხედავად იმისა,რომ ოჯახში ბავშვების ნაკლებობა იყო,მაინც მუდმივი მხიარულება იყო. მე კი მამაჩემს ვაღმერთებდი.შემდეგ კი,მისი ბიზნესი გაკოტრდა.თავზარი დაგვეცა.მამაჩემს გაუსტუმრებელი ვალები შერჩა ხელთ და ყოველდღიურ ხარჯებსაც ვეღარ ავუდიოდით. მართალია,საბოლოოდ ყველაფერი გვარდებოდა და უკიდურესი სიღარიბე არასდროს მიგრძნია,თუმცა ისინი მუდმივად ნერვიულობდნენ. დედაჩემი შიშმა შეიპყრო,რომ მამაჩემი სულ ხელიდან წავიდოდა.მამამ მნიშვნელოვან საქმეს მოჰკიდა ხელი,სმას.ისინი გაუთავებლად ჩხუბობდნენ.ერთმანეთი უყვარდათ თუ სძულდათ,ვერ გეტყვით. კოლეჯში მოვეწყვე თუ არა,სახლიდან წამოვედი.პატარა ბინა ვიქირავე ორ გოგონასთან ერთად. პატრისი და ქეითი.ისინი სულ მალე ჩემი გულის განუყოფელი ნაწილები გახდნენ. ორივე მათგანს ასე თუ ისე შეძლებული ოჯახი ჰყავდათ,თუმცა მაინც ასე ერჩივნათ ცხოვრების გზის გაკვლევა. ჩვენ ერთად დავადექით ამ გზას.სამივე ხელოვანი ვიყავით.ქეითი არქიტექტურით იყო დაინტერესებული,მე და პატრისი ხატვის ხელოვნებით.ჩემი ცხოვრების 4 წელი მათთან ერთად მხიარულად გავატარე.ჩემს ცხოვრებაში მუდმივი წყვდიადის შემდეგ,მზემ შემოანათა,თუმცა არც ეს აღმოჩნდა მუდმივი.ქეითი ლეიკემიით დაავადდა. ჩვენს ისე ვიზიარებდით მის მწუხარებას,თითქოს ჩვენც მომაკვდავები გავხდით. მე ქეითის შემდეგ სიცოცხლე აღარ წარმომედგინა. მაშინ მასთან ისე დავახლოვდით,აქამდე რომ არასდროს ვყოფილვართ. 1 წელი დანჯვაში გავატარეთ სამივემ.ვიცოდი,ახლა უნდა ვყოფილიყავი ყველაზე ძლიერი,თუმცა მისი მომაკვდავი თვალები,რომლებიც არასდროს დაბრუნებოდნენ ჩემს სანახავად საიქიოდან,მეც მასუსტებდა.მისი სიკვდილის შემდეგ დაუძლევარი დეპრესია დამეწყო. ვერ ვიგებდი,რატომ ვიყავი ასე უიღბლო? ნუთუ ეს მანდამაინც ჩემს ახლობელს უნდა დამართნოდა? აუცილებელი იყო ცხოვრებას ჩემი სიცოცხლის წყარო,ჩემი ბედნიერება გამოეგლიჯა ხელიდან ასე უეცრად,დაუნდობლად,რომელსაც წლების განმავლობაში ვეტანებოდი? სიცოცხლის ნაპერწკალიც აღარ იყო ჩემში. ვიცი,რა ეგოისტურადაც ჟღერს ეს. იმ სახლში ვერ გავჩერდებოდი.მე და პატრისი მის მშობლებთან გადავედით საცხოვრებლად. დედამისი,კრისი ისეთი სასიამოვნო ქალბატონი იყო,პატრისის მშურდა კიდეც.მამამისი კი იშვიათად იყო სახლში. ზაფხულობით და შობით ისინი მიდიოდნენ ქალაქგარეთ,მათ ნათესავებთან. სახლი კი ჩემს განკარგულებაში იყო. ისინი მე მენდობოდნენ.ისინი იყვნენ ჩემი ოჯახი ბოლო წლების განმავლობაში.კარიერული წინსვლა არ მქონია. მე არც ისეთი პოპულარობით ვსარგებლობდი ნოტინგემში,როგორც მხატვარი. თუმცა ბევრი ნაცნობი მყავდა,როგორც ლამაზ ქალს.კოლეჯშიც და შემდეგაც,მქონდა რამდენიმე ურთიერთობა,თუმცა ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. ჩემს ცხოვრებას ხალისი და ფერები აკლდა.მაშინ მეგონა,რომ მცირედიდაც დავკმაყოფილდებოდი,თუმცა აღმოჩნდა რომ ჩემი სული დაუოკებელი სურვილებით იყო სავსე და მე ძალიან ამბიციური ადამინი ვიყავი,თუმცა მუდმივად უბედური,რადგან ჩემს ამბიციებს გასაქანი არ ჰქონდა.ერთ ზაფხულს,ერთ გამოფენაზე,რომელმაც გულწრფელად გითხრათ,დიდად არ აღმაფრთოვანა საერთო ჯამში,გავიცანი ედი.ის არ იყო ხელოვანი,ის ექიმი იყო,თუმცა მას აინტერესებდა ხელოვნება.როცა გაიგო,რომ მხატვარი ვიყავი და ჩემი პატარა ბიზნესი მქონდა,ძალიან დაინტერესდა ჩემი ნახატებით. მეც წავიყვანე ის პატრისის სახლში,რადგან ახლა იქ ჩემს გარდა არავინ იყო და ისიც ვიკადრე მეთქვა,რომ ჩემი სახლი იყო,რაც საბოლოოდ მაინც გაირკვა,მაგრამ მთავარია შთაბეჭდილება მომეხდინა მასზე.ახლა ედი ის პატარა ბავშვი იყო,რომელიც მასზე უფროსი ადამიანით სულ აღფრთოვანებული იყო და მეც,ჩემებურად ვცდილობდი გამომეწვია მისი სიმპატიები.მას მოსწონდა ჩემი ნახატები,ჩემი ამოჩემებები,ჩემი ცუდი ხასიათი,ჩემი სევდა და ხანდახან ნაზი ღიმილიც.მალე ის ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.მე მასში ნამდვილი მეგობარი ვიპოვე,თუმცა ის არ იყო მხოლოდ ჩემი მეგობარი,რადგან ის ჩემთან ერთად ლამაზ და რომანტიულ ღამეებს ქმნიდა. მას არასდროს უთქვამს რომ ვუყვარდი,ეს მაწუხებდა.მე ყველაფერს ვაკეთებდი რომ ის ჩემით გაოცებულიყო,ეფიქრა რომ ლეტიცია საუკეთესო იყო. მისი შეპყრობის სურვილი,არ მასვენებდა.ერთი დრო იმაზეც კი ვფიქრობდი,ვინმე სხვებიც ხომ არ ყავსთქო.მაგრამ არა,ის ადგა და ცოლობა მთხოვა. ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში და ამავდროულად,ყველა უბედურების სათავე.მაშინ,მკითხველო,მე ვიყავი ბედნიერი ქალი დიდი სიყვარულით,ახლა კი მე ღრმა მელანქოლიაში ვარ.ჩემი ერთადერთი სიცოცხლის წყარო ბნელეთში დანთებული სანთელი,რომლის წითელი ნათება უკვდავია და არასდროს მთავრდება,ეს ჩემი აგრესიაა.ოჰ,როგორ მიყვარს სარკეში ჩახედვა და სევდიანი თვალების ნაცვლად,აგრესიული თვალების დანახვა.ის არის ერთადერთი,რაც მიყვარს ამ ქვეყანაზე და მანიჭებს უზომო სიამოვნებას,შვების განცდას,რადგან მხდის ძლიერ ქალად.მე შემიძლია დავიცვა საკუთარი თავი,დავიცვა სხვა და არ მიყვარდეს.აგრესია ჩემი გულიდან იმ სისხლის წვეთებსაც ისრუტავს,რომელიც სიყვარულის ასაგიზგიზებლად წითლად არის მომართული.სიყვარულის,რომელიც ჩემი სისუსტეა,რომლის მეშინია ასე ძალიან.მე შორიდან შევყურებ ჩემს გულს. დავინახავ თუ არა,რომ დაეცა,დაგვიანებით,თუმცა დიდი შემართებით წამოვაყენებ მას.შემდეგ კი თვალებს აგზნებულობით,ტუჩებს კი წითლად შევმოსავ,რათა ჩემმა ვულგარულობამ დააფრთხოს ყველა,კარგი თუ ცუდი.შორს იყოს ჩემგან ეს წმინდა გრძნობები,რომლებიც მხოლოდ ავის მომასწავლებლები არიან ჩემი ყველა ღია კარისთვის.მე ვიცავ ჩემს თავს ყველასგან,რადგან ჩემი თავი მხოლოდ მე მეკუთვნის,მევე მინდა გავანადგურო.ირონიულია,მე, ჩემი თავის ყველაძე ძლევამოსილი მტერი ყველანაირი ყურადღების გარეშე ვრჩები და იმავე გრძნობით ვღრღნი ჩემს მიზანს,რომელიც მან თავდასაცავად ააღელვა.ჩემი ხსნა ასევე ჩემს ნახატებშია. მე ვხატავ აგრესიულ თვალებს,რომლებსაც მკვლელობა სურთ. თავდაჯერებულ ტუჩებს და შიშველ დახვეწილ სხეულს,რომლის იქითაც მხოლოდ სიბინძურეა.ხანდახან კი მომაკვდავ ადამიანებს და ქალს დანით.წითელ ყაყაჩოებს და სისხლისფერ ცას. ზოგიერთი ადამიანი აღტაცებული რჩება,თუმცა ეჭვი არ მეპარება არაფერი ესმით მათაც.
-შეგიძლიათ რამე დახატოთ ჩემთვისაც?
-დიახ მატილდა,მე დავხატავ თქვენს ცეცხლოვან თვალებს და ყვითელ კაბას,რომელიც თქვენ ძალიან გიხდებათ.
-ლეტიცია,რა სასიამოვნო საღამოა არა? იცით თქვენთან საუბარი რას ჰგავს?
- რას ჰგავს?
-ცივ ჩაის
გამეცინა.მისი თმა თავბრუსდამხვევად ეფინებოდა მის ქალურ,ულამაზეს მკლავებს.როგორც კი ახლოს წამოიწეოდა,რათა ყურში ჩაეჩურჩულებინა შენთვის მისი ყველაზე ბინძური საიდუმლოებები,თვალებს მაცდურად შემოგანათებდა,იგრძნობდი მისი სუნამოს ტკბილ,დაუვიწყარ სურნელებას, მისი დეკოლტე ქვემოთ იწევდა და მომხიბლავ მკერდს თავისუფლებას ჰმატებდა. მის მიხრა-მოხრაში და მოციმციმე თვალებში,ნამდვილი ეშმაკი სახლობდა.
-იცით,ვფიქრობ უნდა წავიდე,უკვე გვიანია და ძალიან მეძინება,ჩემო ახალო მეზობელო,მე თქვენთან ისევ შემოვივლი
მე ის კარებამდე მივაცილე და მეთვითონ აივანზე გავედი,ღვინო მოვსვი და ღრმა ფიქრებს მივეცი.



№1  offline წევრი Kesane_one

პრინციპში მომწინს რა ვთქვა არ ვიცი . რას ველოდო არც ეგ ვიცი ინტრიგნულია და ცოტა გაუგებარი. ველი შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent