შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი ნათება


4-10-2017, 14:56
ავტორი L LI
ნანახია 1 847

ჩემს წარმოსახვაში ყოველთვის იისფრად ნათდება. მხოლოდ ერთი სილუეტი დგას ხიდზე, დაჰყურებს მღელვარე ზღვის ტალღებს. პერიოდულად იისფერ მზეს შეავლებს თვალს, მერე რიტმულად ისვრის ქვებს: ერთი, ორი, სამი...

ბანალურია, არა? გაგიკვირდებათ, მაგრამ არც მე მიყვარს რეალურ ცხოვრებაში არსებული ბანალური სიტყვები, ბანალური საუბრები, გაცვეთილი ფრაზები მარტოობასა და სიყვარულზე. მე მხოლოდ ჩემს თავთან ვარ ბანალური. არ შემიძლია ვინმეს გავანდო როგორია ცა იისფერი ნათებისას. ბევრს არც უნახავს იისფერი მზე, მხოლოდ ჩემი რომ არის. არასდროს მოვუყვები ვინმეს ჩემს ბანალურ ოცნებებზე. არავინ ნახავს ჩემ გარდა, როგორ ეცემა სილუეტი იისფერი ნათებისას, როგორ ჩაითრევენ ტალღები შორს, ფსკერისკენ.

ჩემს წარმოსახვაში დაცემულს არ დასცინიან. ამ ისტორიას მხოლოდ ერთი პერსონაჟი ჰყავს, ისიც გამუქებული, ნაცრად ქცეული, ვერ უძლებს იისფერი ნათების სიწმინდეს.
მხოლოდ მე, ჩემს თავთან მარტო დარჩენილმა, ვიცი როგორ დავმძიმდი. ვისვრი ქვებს ზღვაში, რომ შევმსუბუქდე, ზურგიდან ტვირთი იქნებ ასე მაინც მომეხსნას... სილუეტი უკანასკნელად შეავლებს თვალს იისფერ ნათებას. ვიცი, რომ ზოგჯერ სწორად არ ვიქცეოდი, ვიცი, რომ ბევრჯერ დავეცი...

არასდროს მიყვარდა ბანალური საუბრები, არც არავის მოვუყვები იისფერ ნათებაზე, ხიდზე მდგარ სილუეტზე. არავის ვეტყვი, რადგან ეგოისტურად მივითვისე ეს ფიქრები.
არ მიყვარს ბანალური ისტორიები, ცუდი დასასრულით. ჩემი ისტორია ბანალურია. აქ დაცემულს არავინ დასცინის, რადგან ერთადერთი პერსონაჟი მყავს, ისიც ეცემა... ჰო, აქ მხოლოდ დაცემულია და იისფერი ნათება. ნეტავ იცოდეთ რა ლამაზია ცა ამ დროს...

დაცემული ჩაიძირება, მაგრამ ისტორიას მაინც მრავალწერტილს დავუწერ ბოლოს. არ მიყვარს დასასრული, მხოლოდ უსასრულობა მიყვარს და ძველი ამბავი, რომელიც რაღაც ახალის დასაწყისია...



№1  offline წევრი MmariiamM))

საინტერესო იყო
--------------------
Mm))

 


№2  offline წევრი L LI

MmariiamM))
საინტერესო იყო

გმადლობ

 


№3  offline წევრი Mtirala

საინტერესო იყო, ძვირფასო ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4 სტუმარი Guest teresa

ბანალური, ბანალური, ბანალური.
დავიბენი კიდეც, ვერც ნორმალურად გავიგე ვერაფერი.
მგონი მეც მებანალურა.

 


№5  offline წევრი L LI

Guest teresa
ბანალური, ბანალური, ბანალური.
დავიბენი კიდეც, ვერც ნორმალურად გავიგე ვერაფერი.
მგონი მეც მებანალურა.

მართალი ხარ, ხშირად მაქვს გამოყენებული ეგ სიტყვა. ზოგადად არ არის მისაღები ტავტოლოგია, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე დამჭირდა. როდესაც ვწერდი მე თვითონ ვიაზრებდი ამას. გმადლობ, რომ აზრი გამოხატე.

Mtirala
საინტერესო იყო, ძვირფასო ❤

გმადლობ!

 


№6 სტუმარი კორლეონე

ცუდი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ...
სათაური წავიკითხე და ბევრად მეტი მინდოდა! იისფერი ნათების გამოც კი.

 


№7 სტუმარი ჟოლო

სათაური მომეწონა, მაგრამ კითხვისას ავირიე. რაღაცნაირად ვერ ჩავწვდი რისი თქმა გინდოდა... ალბათ ცოტა ჩემი ბრალიცაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent