შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარანორმალური. 7&8


18-01-2019, 22:53
ნანახია 1 041

*

არც დილანი და არც მაქსი არ გამოჩენილა გაკვეთილებზე, გაჩერებაზეც ვერ შევხვდი ო'ბრაიანს. ავტობუსში ვზივარ და ფანჯრიდან ვიყურები იმ იმედით რომ სადმე ბიჭს ვნახავ, მაგრამ არა.

სახლში დაბრუნებული იმედგაცრუებას ვგრძნობ. სანამ შიგნით შევალ, მეზობლის სახლის ფანჯარას ვუყურებ.

მოვხურე კარები და დაღლილი ამოვისუნთქე. სახლში საეჭვო სიჩუმეა.

-მა? - ვეძახი, ვიხდი ფეხსაცმელს. საპასუხოდ სიჩუმეა.

არა. მამაჩემი სახლს არ ტოვებს... შეიძლება თავის კაბინეტში ჩაიკეტა და მისი რომანის წერა დაიწყო. ანუ არ ღირს მას ხელი შევუშალო.

დედა,ალბათ სამსახურშია.

ავდივარ მესამე სართულზე, მანამდე ვიხედები მეორეზე, რადგან მაინც მეპარება ეჭვი რომ ის კაბინეტშია. უბრალოდ ზედმეტად სიჩუმეა.

მივდივარ დერეფანში და ვუსმენ საკუთარი ნაბიჯების ხმას. საკმაოდ სიბნელეა. ვუხვევ ოთახისკენ, მაგრამ ვჩერდები ჩაფიქრებული. ვკრავ წარბებს და ნელა მივდივარ ზურგით უკან.

ვსრიალებ,როგორც მაიკლ ჯექსონი.

ვიცინი ჩემს აზრებზე, მაგრამ ღიმილი მაშინვე ქრება სახიდან როდესაც ჩემს უკან კედელს ვეჯახები. ვაბრუნებ თავს და ვუყურებ ცარიელ კედელს. ჰო ცარიელს.

და ჰო.

სად წავიდა სარკე?

ვიკვნეტ ტუჩს, ვშორდები კედელს, რის შემდეგაც მაინც მივდივარ ჩემს ოთახში და ვკეტავ კარებს. ვიყურები ფანჯრისკენ: დილანი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა, მაგრამ მის ოთახში დადის მოხუცი ქალი. ის ალაგებს ოთახს,წმენდს მტვრეს და როცა ვაშლის ნარჩენებს პოულობს წხვირ წინ წუწუნს იწყებს და თავს აქნევს. ვიღიმი. მივდივარ საწოლთან და ვაგდებ მასზე ჩანთას, რის შემდეგაც ვიხდი ქურთუკს. ჩემი მზერა კვლავ ფანჯრისკენ გადადის.

ვჩერდები და თავს ვიფხან. დილანი მიდის მაგიდასთან, მოხუცი ქალი კი მიჰყვება მას და აწვდის ყინულებით სავსე პაკეტს. ბიჭი უხეშად პასუხობს, რაზეც მისი შეკრული წარბები მეტყველებს.

არ ვარ მიჩვეული ასეთი ო'ბრაიანის ყურებას. არა, წესიერად არც ვიცნობ მას, მაგრამ ახლა სხვანაირად გამოიყურება. მის სახის გამომეტყველებაში რაღაც შეიცვალა.

მივდივარ ახლოს ფანჯარასთან და ვუყურებ მას სანამ ჩემამდე არ დადის.

სათვალე. ის სათვალის გარეშეა.

ბიჭი წუწუნებს , მაგრამ იღებს მოხუცის ზრუნვას , რომელიც ათვალიერებს ბიჭის სახეს. დილანი იღებს ყინულებს და სთხოვს ქალს წასვლას, მოხუციც არ ეწინააღმდეგება. ბიჭი ბრუნდება ეკრანისკენ, თავზე ყინულს იდებს. ის თითებს ათამაშებს მაგიდის ზედაპირზე და იატაკს უყურებს. ფაქტია ჩაფიქრებულია.

არ მერიდება და ვაღებ საკუთარ ფანჯარას, ნელა ვაკაკუნებ. დილანი კრავს წარბებს და მიყურებს. ხელს ვუქნევ და ვუღიმი. ბიჭი სწრაფად მოდის ფანჯარასთან და ხურავს მას ფარდით. ვაქნევ თავს, ვხუჭავ თვალებს გაბრაზებული და ვიმეორებ კაკუნს.
შემდეგ კიდევ.
და კიდევ.

ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ ო'ბრაიანი ადვილად ღიზიანდება , ამიტომ გაუჩერებელი კაკუნი მას მწყობრიდან გამოიყვანს.

ვაკაკუნებ.

არანაირი რეაქცია.

ვაკაკუნებ.

ნული ყურადღება.

ვიკვნეტ ტუჩს , ვწევ ხელს, მაგრამ ვჩერდები, რადგან დილანი წევს ფარდას, აღებს ფანჯარას და მიყურებს, შუბლზე კვლავ ყინული აქვს მიდებული.

- აქაც გადაწყვიტე ჩემი შეწუხება?

- რაღაცის დაზუსტება მინდოდა - ვპასუხობ მშვიდად.

ბიჭი ნერვულად ილოკავს ტუჩებს, იყურება უკან ოთახში, რის შემდეგაც ისევ მე მიყურებს:

- ამჯერად რამ დაგაინტერესა? - მეკითხება.

ხელებით ვეყრდნობი ჩემი ფანჯრის რაფას:

-მაზოხისტი ხარ?

ჩემს შეკითხვაზე ბიჭის რეაქციამ დამაბნია, რადგან დილანი უეცრად წევს ხელებს და მიჭერს მაისურის საყელოზე, მის სახესთან ახლოს მწევს და სიბრაზისგან თითქმის ყვირის:

- შეეშვი ჩემს ტვინზე მოქმედებას ადამიანისმსგავსო.

ერთდროულად მორიდებას ვგრძნობ ასეთი სიახლოვის გამო, მაგრამ თან სურვილი მაქვს სახეში შევაფურთხო.

ვფიქრობ ბიჭი ცოტა გაოცებული დარჩა, როცა მეც დავიჭირე მაისურით და კიდევ უფრო შევამცირე ჩვენს შორის მანძილი:

- მეც მაქვს ბრჭყალები - ვჩურჩულებ. ერთი ხელით ჩემს ფანჯარას ვეჭიდები, ვხვდები რომ თითქმის ვკიდივარ რაფაზე, რადგან ჩემი სხეულის ზედა ნაწილი გადმოსულია.

- რას აკეთებ? - კაცის ხმა მომეჩვენა ძალიან ხმამაღალი და უკმაყოფილო. ო'ბრაიანის ზურგს უკან ვიხედები და ვხედავ მის კარებთან მოხუც კაცს, რომლის მკაცრმა მზერამაც კი შეიძლება კანკალი დაგაწყებინოს.

ახლა გასაგებია ვისგან გამოჰყვა დილანს ასეთი მზერა.

ბიჭი ბრუნდება, ხელს მიშვებს და ვხვდები რომ ახლა სახით კედელს დავეჯახები, რადგან წინ ვვარდები , წონასწორობის დაკარგვის გამო.

- შენი...! - გამოვწიე ორი ხელი წინ იმ მომენტში როცა დილანი კვლავ შემობრუნდა ჩემსკენ და დამიჭირა მხრებით. მოვეჭიდე მის ხელებს და მერამდენედ დავრწმუნდი რომ ბიჭი სპორტითაა დაკავებული, რადგან მისი კუნთები არცისე მსუბუქია.

მგონი ენაზე ვიკბინე, როცა შემთხვევით ცხვირი მის კისერში ჩავრგე. ყინულით სავსე პაკეტი კი მიწაზე დავარდა რადგან ბიჭის ორივე ხელი დაკავებული იყო.

დილანი არ მიყურებს და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შევყავარ ჩემს ოთახში. ვირყევი მაგრამ წონასწორობას ვინარჩუნებ მას შემდეგ რაც ფეხებს ვდგამ იატაკზე. ვისუნთქავ დამშვიდებბული, ვწევ თავს და ვიშორებ თმას სახიდან. დილანმა დაკეტა მისი ფანჯარა და დაფარა ის ფარდით.

ვკრავ წარბებს და ადგილზე ვდგავარ თითქოს დაკარგული ვიყო.

უცნაურია მაგრამ ჩემი გაჭედილი ცხვირის მიუხედავად მაინც ვიგრძენი მისი არომატი რომელიც ძალიან მომეწონა, მაგრამ საინტერესოა რომელი სუნამოა.

ვაქნევ თავს.

ვიპოვე საფიქრალი.

მივდივარ კარადასთან, ვაღებ მის კარებს, რათა ავიღო პირსახოცი სახისთვის და ვტოვებ ოთახს.

სახლში ისევ ისეთი სიჩუმეა.

შევდივარ აბაზანაში და ვუშვებ წყალს ონკანში. ვიყურები სარკეში, რომელიც ჩემს წინაა. რა ჭირს ჩემს სახეს? ვაგროვებ წყალს ხელებში და ვიბან სახეს საპნით. მგონი კარგი იქნება დედას შევახსენო ყველა საჭირო ნივთის ყიდვა, რადგან მისი სამსახურის გამო სულ ავიწყდება სახლის საქმეები.

ვსწორდები და ვიწმენდ სახეს პირსახოცით, კვლავ ვუყურებ ჩემს თავს. თვალების ქვეშ მოლურჯო მუქი წრეები მაქვს. უკმაყოფილო ვეჯღანები ჩემს თავს და ენას ვუყოფ. როგორც ჩანს მამა მართალია და ჯერ კიდევ ბავშვი ვარ.
გამოვრთე წყალი, ჩამოვკიდე პირსახოცი. შევკარი წარბები.

მესმის წყლის ხმა.

ვუყურებ ონკანს. წყალი გამორთულია. ვუყურებ ფარდით დაფარულ აბანოს(ვანა).

- მა, შენ ხარ?

სიჩუმეა.

ნელა მივდივარ აბანოსკენ. წყლის ხმა უფრო კარგად მესმის. ვწევ ხელს და ვეხები სველ ფარდის ნაჭერს. ჩემი თითები კანკალებს. ვყლაპავ ნერწყვს, ვილოკავ მშრალ ტუჩებს, რის შემდეგაც უცებ ვწევ "ფარდას" გვერდით. გაყინული წყლისგან, რომელიც მაშინათვე მოდის ჩემსკენ, ვიფარავ სახეს ხელებით.

***

- ეს როგორ გავიგო? - ჩარლი ატრიალებს სახელურს,რათა წყალი გამორთოს.
აბანო იყო ცარიელი.
გოგონას უკან კარია, საიდანაც დერეფნის სიბნელე შემოდის განათებულ აბაზანაში. თუმცა შეგვიძლია დავინახოთ უფრო ბნელი რამ.

მოძრაობა. ვიღაცის ჩრდილი მოდის გოგონას ოთახიდან , აბანოს ღია კარამდე და აიძულებს ჩარლის იგრძნოს სიცივე, რომელიც მის ზურგს ხვდება.

***

შუბლზე ცივი ოფლი არც ისე სასიამოვნოა. ვაქნევ თავს, ვძაბავ ხელებს და საბოლოოდ ვრთავ წყალს, კმაყოფილად ვიღიმი და მიხარია ჩემი პატარა გამარჯვება.

მაგრამ როგორც კი წყალი გაჩერდა აბანოში შუქი ჩაქვრა ხმით თითქოს ვიღაცამ ხელი მიარტყა კედელს. ვბრუნდები სწრაფად, მიკვირს, რადგან მამამ უთხრა დედას რომ დენის ფული გადაიხადა.

- რა ჯანდაბაა? - მერამდენედ ვეკითხები ჩემს თავს და ვცდილობ რამე დავინახო სიბნელეში. თუმცა მაინც ვერაფერს ვხედავ. დერეფანში უნდა გავიდე და მამასთან ჩავიდე, რათა მან ამიხსნას შუქის გაქრობის მიზეზე.

ხელით ვეძებ კედელზე ჩამრთველს, როცა ვპოულობ ვაჭერ მას, რათა დავმტკიცდე რომ დენი არაა. საქმე იმაშია რომ ნათურა არ გამსკდარა. ის უბრალოდ ჩაქვრა.

გამოვდივარ დერეფანში და ვფიქრობ " როგორ ვიმოძრაოთ სიბნელეში და რამეს არ შევეტაკოთ ". ვეხები პირდაპირ კედელს და მივდივარ ჩემი ოთახის საპირისპირო მხარეს.
მგონი კარგად გამომდის. უცებ მახსენდება ჩემი საყვარელი ფილმი შპიონებზე, მაგრამ, ვფიქრობ მე უფრო სასაცილოდ გამოვიყურები სხვისი გადმოსახედიდან : გოგონა , დასიებული თვალებით, მოძრაობს, როგორც კიბორჩხალა, ხელები გაშლილი სხვადასხვა მხარეს.

ვიცინი და ვაქნევ თავს. დღეს რაღც ძალიან ბევრს ვფიქრობ.

ფეხს ვდგამ რაღაც ცივზე, ვფიქრობ რკინისგან ან მეტალისგანაა დამზადებული. ხელს ვკიდებ და ვხვდები რომ კიბეა. მახსოვს რომ მამა მისი დახმარებით სხვენში ადიოდა, ამიტომ ვფიქრობ რომ ის იქაა და ვეძახი:

- შუქის ჩასართავად ახვედი?

პასუხი არაა. ვწუწუნებ და ავდივარ კიბეზე. მამა ყოველთვის კეტავს სხვენს, ამიტომ კარგი შესაძლებლობაა ვნახო რა ხდება იქ.

თუმცა მახსოვს რომ შუქის ჩამრთველი სარდაფშია, რომელშიც ასევე არ ვარ ნამყოფი, რადგან მისი გასაღებიც მამას აქვს.

ვეყრდნობი ხელებით იატაკს , რომელიც ხისგანაა გაკეთებული და ვძვრები სხვენში. მაშინვე ვიწყებ ცემინებას, როცა ვიმართები და ფეხზე ვდგები. მტვერითაა სავსე აქაურობა. არც მიკვირს, პირველ სართულზე თუ არ ალაგებდა სხვენს მიხედავდა?

ის ფაქტი მახარებს რომ ეს ადგილი საკმაოდ ნათელია, ვიდრე დერეფანი ან მესამე სართული, რადგან ფანჯარა, რომლის მინაც გაბზარულია, ოთახში უშვებს სინათლეს.

საკმაოდ დიდი ოთახია მაგრამ ნაგავითაა სავსე, კარადები , წიგნები, ჰო ეს ნაგავი არაა, და რაღაც პარკები. მაგრამ ჩემი ყურადღება სხვა რამ მიიპყრო.

ვდგამ ნაბიჯებს და ვცდილობ გავიგო რა დგას ჩემს წინ: ცოტა მოშორებით დგას დიდი ნივთები, რომლებიც დაფარული არიან ნაცრისფერი ნაჭრით . სულ ოთხი ნივთია. სანამ ახლოს მივდივარ ვცდილობ გამოვიცნო რა შეიძლება იყოს.

პირველად დავფიქრდი იმაზე რომ სიჩუმე ჩემს ირგვლივ ჩვეულებრივი არაა.

ის თითქოს "ცოცხალია", როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს.

***

ჩარლიმ თავდაუჯერებლად აწია ხელები და ნაჭრისკენ გაწია. სიჩუმე მის ირგვლივ მართლაც არ იყო მკვდარი, არც ცივი, ის იყო ცოცხალი, და ეს გრძნობა რაღაც იდუმალისა, უცნობისა, რაღაცის რისი გაგების ძალაც არ შესწევს, სწორედ ეს გრძნობა ხელს უშლის ჯოზეფს მოძრაობაში. ნაცნობმა, უსიამოვნო სიცივემ ჩაურბინა გოგოს ზურგზე, რამაც აიძულა მას დაძაბვა.

ის კი მის უკან იდგა, ჩრდილით უახლოვდებოდა ჩარლის, რათა შეხებოდა მის ხელს. შეხებოდა, რათა ეცნობა მისი აქ ყოფნის შესახებ , რათა ეგრძნობინებინა შიში.

ის წევს ხელს,აღებს ლურჯ პირს, რათა გამოსცეს სისინის ხმა, ჩრდილიც იგივეს იმეორებს და უკვე ეხება ჩარლის ტანსაცმელს.

***

წავიკივლე და ადგილზე წამოვხტი, როცა მძიმე ხელი დამადეს მხარზე. უცებ შევაბრუნე თავი და ვნახე მამა, რომელიც გაბრაზებული ჩანდა:


- აქ რას აკეთებ? - მისი ხმის ტონი დაბალია.


დავიბენი თუმცა მან არც მოცა პასუხის გაცემის საშუალება:


- საერთოდ როგორ შემოხვედი აქ? - ამოწმებს ჯიბეებს, ვფიქრობ ეძებს გასაღებს - ჩადი ქვევით და არ ღირს აქ ამოსვლა ჩემი ნებართვის გარეშე.


დაბნეული ვუქნევ თავს, სწრაფად ვუვლი გვერდს კაცს და მივრბივარ კიბისკენ რათა წავიდე აქედან. მამა მაცილებს მკაცრი მზერით. ვიკვნეტ ტუჩს და ვხედავ რომ აბაზანაში შუქი ანთია.


***

თბილი ამინდი იყო, რაც სულ არ ახასიათებს ამ ადგილს. დილანი ესაუბრებოდა მძღოლს, სანამ ის ეწეოდა და უშვებდა კვამლს ჩამოწეულ ფანჯარაში.

- კარგი- უყურებს დროს - დროა წავიდეთ, თორემ სკოლაში დაიგვიანებ - აგდებს სიგარეტს ფანჯრიდან და თავს უქნევს დილანს. ის კი ატრიალებს თვალებს და აპირებს მის ადგილზე წასვლას, თუმცა ჩერდება და სთხოვს კაცს ცოტახანი დაიცადოს.


-რა? გადაიფიქრე სკოლაში წასვლა? - იცინის.


ბიჭი იყურება ფანჯარაში და პასუხობს:


- გოგო სიგიჟეებით, მორბის- ისუნთქავს და ჯდება სკამზე. უყურებს ჩარლის, თუმცა როგორც კი გოგო ავტობუსში ამორბის და მძღოლს მადლობას უხდის, მზერა გადააქვს.

***

მშობლების საქციელი იცვლება. არა, ისინი არ იჩენენ სიმპათიას ერთმანეთის მიმართ.


ისინი შორს იჭერენ თავს. ჩემსგან.

ისინი ერთმანეთსაც კი არ ელაპარაკებიან თითქმის, მე კი ამას იმით მიხსნიან რომ დაკავებულნი არიან. ეს კი მძაბავს.


დღეს დილით სამზარეულოშიც კი არ დამხვდნენ. მამა კაბინეტში იყო , დედა ოთახში. ამბობს რომ თავს ცუდად გრძნობს და მჯერა მისი, რადგან ხმა ჩახლეჩილი აქვს.


ვხედავ დილანს მაგრამ მის წინ დაჯდომას ვერ ვბედავ, ამიტომ წინ მივდივარ და ავტობუსის ბოლოში ვჯდები.


ავტობუსი ადგილიდან იძრება. ვწუწუნებ ცხვირ წინ, რადგან ვხვდები რომ ყურსასმენების ყიდვა თვითონ მომიწევს, რადგან დედას სულ ავიწყდება.


უცნაური გრძნობა მეუფლება როცა ვხედავ როგორ დგება დილანი მისი ადგილიდან და ჩემს მხარეს მოდის. ვიყურები ფანჯარისკენ, როცა ბიჭი ჩემს გვერდით მდებარე სკამზე ჯდება და რატომღაც დაღლილად ისუნთქავს.


ტიპი უბრალოდ სპეციალისტია უხერხული სიტუაციების შექმნაში. ადგილზე ვერ ვისვენებ და ვიხედები ბიჭისკენ, რომელიც გამოიყურება მშვიდად, თითქოს ეს უხერხულობა, რომელიც ჰაერშია მას სულ არ ეხება.


- გამახსენე, რას გეძახიან? - იწყებს პირველი, რაც მაკვირვებს. მაგრამ უფრო ვბრაზდები მის შეკითხვაზე. გამოდის არც კი იცის "რას მეძახიან" ?


ვაბრუნებ თავს, მაგრამ ვიბნევი და ვგრძნობ მორიდებას, როცა ვხედავ, რომ დილანი ჩემს მხარეს იყურება. ნერვებს მიშლის ეს გრძნობა.


- "ადამიანს" მეძახიან - ვწუწუნებ და ვისუნთქავ. დილანი წევს წარბებს:


- ჩარლი ითარგმნება როგორც "თავისუფალი ადამიანი" - ამბობს ფაქტს , რაზეც ვეწინააღმდეგები:


- როგორც უბრალოდ ადამიანიც - შუბლით ვეყრდნობი ფანჯარას და ვატრიალებ თვალებს - მართლა ბოტანიკი ხარ.


- ბოტანიკები - არიან ადამიანები , რომელიც მხოლოდ ბოტანიკით არიან დაკავებულნი, ანუ მეცნიერებით რომელიც...


ვუყურებს მას გაღიზიანებული მზერით და ვაიძულებ გაჩუმებას. ბიჭი ახველებს და ისწორებს სათვალეებს.


- საქმესთან ახლოს - ვჯდები ისე რომ პირდაპირ დილანს ვუყურებ.

- მინდა ბოლოჯერ გთხოვო რომ...

- ო ღმერთო - ვხუჭავ თვალებს - ვფიქრობ არ ღირს იმ ფაქტზე ყურადღების გამახვილება რომ შენ დაიწყე ჩემთან საუბარი. არ ვარ იმის ხასიათზე რომ დღეს ვინმეს თავი მოვაბეზრო.

- სწორედ ამაშია საქმე რომ მხოლოდ დღეს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას თუ როგორი სიყვარული გაკავშირებს ლაპარაკის მიმართ, შეიძლება ნებისმიერ სხვა დროს დამიწყო საუბარი - კვლავ ჩერდება, როცა ვახელ თვალებს:

-მითხარი სულ ასე ცდილობ გამოიყენო ჭკვიანური სიტყვები და შენი ცოდნის დემონსტრაცია მოახდინო? ისიც კი მიკვირს ვიკიპედიიდან დაზეპირებული ფრაზებით რომ არ მპასუხობ.

- სხვათაშორის ბევრი მატერიალის შეცვლა თავისუფლად შეუძლია ყველას, ამიტომ ინფორმაცია მანდ შეიძლება არ იყოს ასი პროცენტით ნამდვილი - ჩვეულებრივ მპასუხობს.
ვიცინი:

- რამდენი ასეთი ჯანდაბა გაქვს თავში?

დილანი კვლავ ისწორებს სათვალეებს და ეს ჟესტი მალე მწყობრიდან გამომიყვანს.

- მოკლედ - იფხანს ცხვირის ძგიდეს - უბრალოდ მინდოდა ეს მეთქვა.

- იცი ვერ ვხვდები, რატომ არ გყავს მეგობრები? იმიტომ რომ ყველას თვითონ იშორებ თავიდან თუ მაქსთან "რთულ ურთიერთობაში" ხარ?

ბიჭი დაიძაბა, მიიტანა მუშტი პირთან:

- უბრალოდ, ნუ მეტენები - მისი ხმის ტონი უხეში ხდება.

- ოუ, მე კი პირადად ვფიქრობ რომ უბრალოდ საზიზღარი ადამიანი ხარ, მაგრამ... - ხელოვნურად ვფიქრდები, თუმცა ბიჭი მაწყვეტინებს:

- ნუ იქცევი იდიოტივით. ხომ ხედავდი როგორ გიყურებდნენ გუშინ . არ შეიძლება იმდენად სულელი იყო რომ ეს ვერ შეგემჩნია. ახალი ხარ ამ წყეულ სოციუმში და მაშინ რატომ არ შეუერთდები მათ და რატომ არ იქნები მეამიტი ძუკნა, რომელმაც არაფერი არ იცის გარდა ჭორების გავრცელებისა და მათ ირგვლივ მყოფების გარჩევა, სლენგ სიტყვების გამოყენებით. - ვგრძნობ რომ დაძაბულობა მატულობს, ბიჭის ხმა კი ხანდახან კანკალებს.

- ვერც კი წარმოიდგენ როგორ მძღნერში ვარდები, როცა მაქსის გზას კვეთ. გგონია რომ ასეთი განსაკუთრებული ხარ? ფიქრობ რომ ყველა ეს ჭორი მის შესახებ და ის ფაქტი რომ მისი ყველას ეშინია, ეს ყველაფერი ხუმრობები და ჩვეულებრივი პრინციპია?

- ოუ, ანუ ცდილობ რომ მის წინაშე საფრთხეზე გამაფრთხილო - ჩემი ხმა სიბრაზით გაჟღენთვას იწყებს.

- უბრალოდ მინდა დაგეხმარო...

- უბრალოდ შეხედეთ - ვერ ვითმენ და ხელებს ვშლი სხვადასხვა მხარეს - დედა ტერეზა დილანის სახით

-ო ღმერთო - დილანი გაღიზიანებული იწმენდს თვალებს , სათვალის ქვეშ , მე კი უკვე მზად ვარ სახეში დავარტყა:

- ვიღაცას ნერვები ეშლება?

- უბრალოდ, ჯანდაბა, არაა ეს სიცოდვილე ჩემს მიმართ საჭირო, გესმის?! - ოდნავ ვხტები და ვყლაპავ პირში დაგროვებულ სითხეს, როცა დილანი ხმას უწევს და წინ სკამის ზურგს ხელს ურტყამს. - აი რა მაბრაზებს, ჩერი - შეამოკლა ჩემი სახელი, ვიგრძენი უცნაური, მაგრამ ნაცნობი სიმშვიდის გრძნობა, რადგან ასე ჩემი ბებია მეძახდა. - წყეული ქველმოქმედივით იქცევი. დაინახე ბიჭი, რომელსაც ყველა ჩაგრავდა და გადაწყვიტე რომელიღაც ფილმის მთავარი გმირის როლი შეგესრულებინა, რომელიც სულ სამართლიანობისთვის იბრძვის. რა ჯანდაბაა?! ეს მაღიზიანებს. შენ მაღიზიანებ, ჩერი!

ხელს ვუჭერ ქურთუკს, ღრმად მაგრამ არეულად ვსუნთქავ. დილანი მის წინ ყურებას აგრძელებს და ცდილობს მოვიდეს ნორმაზე, ასეთი ემოციურობის შემდეგ. ბიჭის სახე ოდნავ წითელია.

ო'ბრაიანმა ამოისუნთქა და ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა:

-ვფიქრობ ერთმანეთს გავუგეთ და აწი...

ის ჩერდება , როცა უცებ ვდგები ადგილიდან და ავტობუსის სხვა მხარეს მივდივარ. მაღიზიანებს, რომ აქედან გაქცევა არ შემიძლია. ჩვენ ჩაკეტილ სივრცეში ვართ.
სიბრაზე მახრჩობს. ისეთი ცხადი სიბრაზე, რომლის განთავისუფლებაც მინდა. მინდა შევბრუნდე და დავარტყა იმ იდიოტს, თუმცა ჩემი სიბრაზე არაა გამოწვეული იმით რომ ის ცდება. პირიქით.

ვბრაზობ ჩემს თავზე. ვბრაზობ, რადგან სინამდვილეში დილანით დავინტერესდი მხოლოდ იმიტომ რომ ის გარიყული იყო. ჰო, მე ის მეცოდებოდა. ჰო. მაგრამ მასთან საუბარი იმიტომ არ დამიწყია რომ მისი დღეები გამეხალისებინა, არამედ ინტერესის გამო. მაინტერესებდა თუ, რატომ არის ის ასეთი? რატომ ჩაგრავენ მას? ცნობისმოყვარეობის გამო მინდოდა მისი შეცოდება, რადგან ვთვლიდი რომ ის მგავდა მე. იმ მეს, რომელიც ოდესღაც ვიყავი. ასეთივე გარიყული ცხოვრებისგან, ასეთივე გულგრილი ყველაფრის, მათ შორის კლასელების დაცინვის მიმართ.

მე ვიყავი ასეთი, ამიტომაც მომინდა ქველმოქმედის როლის თამაში. ყველაფერი სიმართლეა. როგორც მან თქვა.

და ის რომ მას ყველაფერი ნათლად ესმის, ნერვებს ნაკლებად არ მიშლის.

შეიძლება დილანი მართალია. მე, როგორც ახალს მიღირდა ხალხში გარევა , რათა ადგილზე ვმდგარიყავი, მაგრამ არა, ახლა ვხვდები რომ ასეთი შანსი უკვე გავუშვი ხელიდან.

სანამ დერეფნებში დავდიოდი, ხალხი მიყურებდა და ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს.

მინდა რომ ვერ მამჩნევდნენ.

მახსოვს როგორ ვიფიქრე იმის შესახებ რომ მხოლოდ დილანთან ურთიერთობას ვამჯობინებდი, თუ ყველა ჩემს წინააღმდეგ იქნებოდა. მაგრამ ის ვერ გავითვალისწინე რომ ბიჭიც "გამგზავნიდა" სადღაც შორს.

მინდა შევბრუნდე და დავტოვო აქაურობა, მაგრამ ფეხებს თვითონ მივყავარ კლასისკენ , სადაც, ვიმედოვნებ, რომ ანა მაინც გამიხალისებს დილას.

შევდივარ კლასში, ვუყურებ ჩვენს მერხს და ოდნავ ვიბნევი , როცა ვხედავ რომ ანას ირგვლივ ბევრი გოგო დგას. ისინი საკმაოდ ხმამაღლა ესაუბრებიან ერთმანეთს. ანა კმაყოფილია რომ მას ესაუბრებიან რადგან როგორც მახსოვს ადრე მისით არავინ არ იყო დაინტერესებული, მაშინ რამ გამოიწვია ასეთი ინტერესი მისი პიროვნების მიმართ?
როგორც ვფიქრობდი: როგორც კი მერხთან ახლოს მივედი ყველა გაჩუმდა და ისე შემომხედეს თითქოს მათ თვალწინ ვინმეს თირკმელი ამოვაძვრე და სადილად მივირთვი. ჰო, ასეთი განკითხვით მიყურებდნენ და შიშითაც კი. ვფიქრობ კარგად მიმახვედრეს რომ აქ არ ღირს გაჩერება. მივდივარ წინ, ვუყურებ ანას , რომელსაც თავი დახრილი აქვს.

"პფ, სუსტი!" - ვიფიქრე, მაგრამ...

ვჯდები ბოლო მერხზე და მძიმედ ვისუნთქავ.

"მაგრამ ეს მართლაც არა სასიამოვნოა" - ასეთი სიტუაციები მეხუთე კლასში უნდა დარჩენილიყო, როცა ყველა ერთის წინააღმდეგაა ამხედრებული. ბაღში ვართ?
კლასში შემოდის ო'ბრაიანი და ჩემი სიძულვილი მთელი სამყაროს მიმართ იზრდება რამდენჯერმე. თუმცა სწორი იქნებოდა საკუთარი თავის სიძულვილი იმ დამოკიდებულების გამო როგორიც დილანის მსგავსებთან მაქვს. მაგრამ ზედმეტად ამაყი ვარ რომ ეს ვაღიარო.
ის მაინც მიხარია რომ მაქსი არაა.

"ლეკვი" თავის მონებთან ერთად შემოდის კლასში, მე კი ფანჯრიდან ვიხედები. ჩემი ყურადღება მიიპყრო ავტობუსის გაჩერებასთან დაგროვილმა ხალხმა. ოდნავ წამოვდექი, ვცდილობდი კარგად დამენახა ისინი და შიშმა დაიპყრო მთელი სხეული როდესაც ისინი ვიცანი.

მოხუცები. მოხუცი ხალხი ჩანთებით და პარკებით. ისინი ყველა გამართული დგანან, არ ინძრევიან და წინ იყურებიან.

ისინი ჩემსკენ ზურგით დგანან ამიტომ სურვილის მიუხედავად მათ სახეებს ვერ ვხედავ.
ვიწყებ ღრმად სუნთქვას , რათა გულის ცემა არ ამერიოს. სახიფათოა საკუთარ ჯანმრთელობას ეთამაშო თუ ის "რკინის" არ გაქვს.

მაგრამ.

ირეკება ზარი, რაც მაიძულებს ფანჯარას მოვშორდე და შევხედო მათემატიკის მასწავლებელს, რომელიც კლასში შემოდის. მიკვირს რომ ლიტერატურის მასწავლებელი , მისტერ მონტეზი, რამდენიმე საგნის პედაგოგია. ვფიქრობ იმის ბრალია რომ ქალაქი პატარაა და ბევრი სპეციალისტი არაა. ამიტომაც უწევთ ასე თავის გამოტანა.

კაცი ესალმება კლასს და იწყებს გაკვეთილს, ჩემი ყურადღება კი მიპყრობილი კვლავ მოხუცებს აქვთ.
ის ფაქტი რომ მათ შეიძლება მხოლოდ მე ვხედავ, ნერვებზე მოქმედებს.არ ვუარყოფ იმასაც რომ ამ ისედაც უცნაურ ქალაქში რაღაც არა ამქვეყნიური ხდება.

უბრალოდ, აბა რატომ ვხედავ მათ მე? რატომ არ ხედავს დილანი?

- ჩარლი - მასწავლებლის ხმა მგონი ჩაიხლიჩა, რადგან დიდი ხანია პასუხს არ ვცემ. მშვიდად გადამაქვს მასზე მზერა და ვუცდი როდის გააგრძელებს.

- არ გინდათ გვაჩვენოთ თქვენი ცოდნა მათემატიკაში? - კაცი მხიარულდება და ფაქტია რომ დამცინის. ჩემს სკოლის საქმეში, რომელიც აქ მიღების დროს ჩავაბარე, მშვენივრად არის მითითებული, რომ მე და მათემატიკა პარალელური ხაზებივით ვარ.

- მაპატიეთ, მაგრამ არა - ვიცი რომ უხეშად ვიქცევი, მაგრამ დღეს იმის ხასიათზე არ ვარ რომ მისნაირებს რამე დავუთმო. მაქსისავით არ მომწონს ეს კაცი.

- ადვილი მაგალითია, გამოდი დაფასთან - იღიმის ისე თითქოს იცის, რომ მაინც მივატოვებ შეწინააღმდეგებას და ავწევ სკამიდან უკანალს, მაგრამ არა.

გადამაქვს მზერა და კვლავ ვუყურებ ფანჯარას , მაშინათვე თითქოს ათასი ნემსი მერჭობა გულმკერდში.

ისინი ყველა ჩემს მხარეს იყურება. დარწმუნებით ვერ ვიტყვი რომ ყველა ზუსტად მე მიყურებს, რადგან მათ სახეებს ძველებურად ვერ ვხედავ, რაც უცნაურია , რადგან ას პროცენტიანი მხედველობა მაქვს, დარწმუნებული ვარ. ექიმს გასინჯული ვყავარ.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას ფსიქიკურად, არ ვარ დარწმუნებული და ყოველდღიურად უფრო მეტად მეპარება ეჭვი რომ დაწყობილი გონება მაქვს. უბრალოდ არ შემიძლია ნორმალური ახსნა მოვუძებნო იმას , რაც ჩემს თავს ხდება.

რაღაც კი მართლაც ხდება. და სიმართლე გითხრათ სულ არ მინდა გარკვევა. უბრალოდ მინდა რომ ეს ყველაფერი ისევე სწრაფად შეწყდეს როგორც დაიწყო.

მძიმე ხელი დამეცა მხარზე, რის გამოც ზურგზე ჟრუანტელმა დამიარა. შევხედე დაფას, სადაც სამი ბავშვი ხსნიდა მაგალითს. მასწავლებელი მომეფერა მხარზე და მისი ხელი ჩასრიალდა ზურგზე, რის გამოც ცივმა ოფლმა დამასხა.

- კიდევ ვერ გაიგე, როგორ უნდა ამოხსნა? - მისი ხმა უფრო საზიზღარია, ვიდრე მისი შეხება. რა ჯანდაბად მეხება საერთოდ?

- არც კი ჩაგიწერია. ყველაფერი ასე ცუდადაა? - აგრძელებს, ამოძრავებს ხელს ზევით ქვევით ჩემს ზურგზე - იცი, დამატებითი გაკვეთილები გვაქვს, შეგიძლია მოხვიდე.
-არა, თვითონ გავართმევ თავს.

მესმის გოგოს სიცილი. ვიყურები: გოგო, რომელიც ანას გვერდით ზის, ეჩურჩულება მას, რის შემდეგაც ერთად იყურებიან ჩემს მხარეს. პირველად ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვუძლებ კონტაქტს და პირველი გადამაქვს მზერა.

მისტერ მონტეზი იღიმის და აჩენს მის გაყვითლებულ კბილებს, რის შემდეგაც დაფისკენ მიდის. როგორც იქნა ნორმალურად სუნთქვა შემიძლია, თუმცა გული ისე მიცემს თითქოს დავრბოდი და თან ქვეყნის ჰიმნს ვმღეროდი.

არ ვგრძნობ შიშს, უფრო ღელვას და შფოთვას, ამიტომაც ვაბრუნებ თავს და ისევ გაჩერებას ვუყურებ, მხოლოდ ახლა ვრწმუნდები რომ მჭირდება ექიმი, რადგან გაჩერება ცარიელია.

ვიყურები რვეულში,თვალის გუგები დარბიან ხაზებზე, თუმცა არ ვკითხულობ. ვფიქრობ. უფრო სწორედ ვცდილობ გავაანალიზო ყველაფერი და რამე დასკვნამდე მივიდე.

ვფიქრობ მშობლებს უნდა დაველაპარაკო ამის შესახებ. ვგრძნობ რომ რაღაც არცისე კარგი მჭირს.

ლოყით ვეყრდნობი ხელს და ვუყურებ დილანს. ბიჭი მიშტერებულია მის ტელეფონს და სულ არ აინტერესებს რა ხდება კლასში. მაღელვებს ის ფაქტი რომ მაქსიც უყურებს ბიჭს და თან ესაუბრება მის მონებს.

თუმცა რატომ უნდა ვიდარდო მასზე ვინც თავიდან მომიშორა? თვითონ მიხედოს მის საქმეებს.

ვუყურებ ანას. გოგონა ბედნიერი ჩანს რომ როგორც იქნა ყურადღება მიაქციეს კლასელებმა. მიხარია რომ მასთან ყველაფერი ასე ადრე გაირკვა და შეჩვევა ვერ მოვასწარი. რადგან აწი რაღაც მანიშნებს რომ გოგოს ჩემთვის არ სცალია.

მაგრამ მაინც საყწენია.
და არა სასიამოვნო.


საბედნიეროდ დანარჩენი დღე კარგად გავიდა, არავისთან კომფლიქტის გარეშე. ჩემი გონება მხოლოდ მოხუცებით იყო დაკავებული. დავიწყე ჩემი დაავადების ისტორიის გახსენება თუმცა იქ არაფერი არ ეწერა ჰალუცინაციების შესახებ.

იქნებ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიაა?

ბავშვის ფანტაზია ვისი ფსიქიკაც ტრამვირებული იყო.

გამოვედი სკოლიდან და თავდაჯერებულად წავედი ჭიშკრისკენ, თუმცა როგორც არ უნდა შევეცადო ამის დამალვას, კლასელების მხრიდან ზეწოლა არის. მთელი დღე მათი თვალების ქვეშ ყოფნა წამებაა იმისთვის , ვინც არაა მიჩვეული ყურადღების ცენტრში ყოფნას.

გაჩერებაზე წასვლაც სულ არ მინდა.

წინ მიდის ო'ბრაიანი და პირველი რაც თავში მომდის ესაა დავეწიო მას, რათა ერთად გავაგრძელოთ გზა, მაგრამ...

ჯანდაბას.

ვუსწრაფებ ფეხს და მალევე ვეწევი დილანს. ბიჭი ჩემზე მაღალია, ამიტომაც მიწევს თავის აწევა, რათა მას შევხედო. მან არც კი შემომხედა იმის მიუხედავად რომ მის გვერდით მივდივარ, სხვათაშორის საკმაოდ ახლოს.

ჰო, მან არ შემოიხედა თუმცა დანარჩენებმა დაიწყეს მზერით ჩვენი დაწვა.
თუმცა რას ვამბობ? არც კი შეუჩერებიათ.

არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ გულის სიღრმეში ვეძებ მხარდაჭერას ან დაცვას დილანის მხრიდან. ისიც მძაბავს რომ ანამაც დამტოვა. მას რომ გაეგრძელებინა ჩემთან ურთიერთობა, ერთი მეგობარი მაინც მეყოლებოდა და შედარებით ადვილი იქნებოდა სკოლაში ყოფნა, მხარდაჭერის გარეშე კი დიდი ხანი ვერ გავძლებ და საბოლოო ჯამში სკოლის საპირფარეშოების კაბინებში დავიწყებ დამალვას, როგორც რომელიმე იაპონურ მანგაში, რომელიც გარიყულებზეა.

გამოვდივართ სკოლის ტერიტორიიდან. წინ ავტობუსის გაჩერებაა. ჩემი მუხლები კანკალს იწყებს, ვეჩხუბები ჩემს თავს სისუსტისა და შიშის გამო იმის წინაშე რაც ჩემთვის გაუგებარია.

გავჩერდით. ვუცდით ავტობუსს. როგორც ჩანს დილანი ღიზიანდება რადგან ძალიან ახლოს ვდგავარ, ნერვულად ვიხედები ირგვლივ. ასეთი ღელვის გამო თავბრუ მეხვევა. მუცელი მჭრის, რის გამოც ღებინების გრძნობა მეუფლება. ცივი ჰაერი ქურთუკის შიგნით შემოდის და ჩემს კანს ეხება. ვხტები ყოველ ხმაზე, ვბრუნდები და ვეძებ ამ გამაღიზიანებელი ხმის წყაროს.

პარანოიკი ვარ?

- ეი - ვჩურჩულებ, ვხვდები რომ კიდევ ცოტაც და თავი აფეთქდება - ეი - ვწევ თავს და ვქაჩავ დილანის ქურთუკის სახელოს - ეი.

ბიჭი, რომელიც სიმღერას უსმენს, ატრიალებს თვალებს და იწმენდს მათ, მას შემდეგ რაც წევს სათვალეს და იყურება ირგვლივ. ვაგრძელებ მასზე ყურებას და ქაჩვას.
საქმე იმაშია რომ ვინმეს უნდა ველაპარაკო. ასე მითხრა ჩემმა ექიმმა. სწორედ ამიტომ ვლაპარაკობ ბევრს.

ჩემს გონებაშიც კი ველაპარაკები ჩემს თავს.

ო'ბრაიანი იხსნის ერთ ყურსასმენს და ხრის თვალებს:

- ნახევარი დღეც კი ვერ გაძელი ვინმესთან საუბრის გარეშე.

არაფერი არ ვუპასუხე, ხელი გავუშვი მის ქურთუკს. ბიჭმა აწია წარბები, თითქოს გაუკვირდა, რომ გავჩუმდი. სიმართლე გითხრათ არცისე ძალიან მინდა მასთან საუბარი, უბრალოდ მინდოდა გამეტეხა ბიჭი და იძულებული გამეხადა, ჩემზე შემოეხედა.

დილანი კვლავ იკეთებს ყურსასმენს როცა ავტობუსი , რომლის მოახლოებაც ვერ შევამჩნიე, აჩერებს ჩვენს გვერდით.

მძღოლს კარგი ურთიერთობა აქვს ო'ბრაიანთან. ის უშვებს კვამლს და აღებს კარებს:

- დღეს ჩალურჯებების გარეშე ხარ? - ჩაუკრა თვალი. დილანმა ხელი ჩამოართვა მას , მე კი დავჯექი იმ ადგილას სადაც ადრე, ვიფიქრე რომ ო'ბრაიანი შორს დაჯდებოდა.

ავტობუსი დაიძრა, დილანი, რომელიც ირყეოდა სალონში შემოვიდა. ზურგზე სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, როცა ის, რათა არ დაცემულიყო, ხელით ჩემი სკამის ზურგს მოეჭიდა და დაჯდა უკან, დაღლილად და მძიმედ ჩაისუნთქა.

როგორც იქნა დავწყნარდი, როცა მივხვდი რომ უკვე არავინ არ მიყურებს. საინტერესოა როგორ იტანს დილანი ამ ყველაფერს? ვფიქრობ უკვე იმუნიტეტი აქვს.

ვკრავ წარბებს, როცა ვამჩნევ ჩემს გვერდით სკამზე წითელ ხილს. გვერდულად ვხრი თავს , ცალი ხელით ვიჭერ თმას და ვიღებ ვაშლს, მიმაქვს ის სახესთან.

ვაღებ პირს და ვჩურჩულებ:

- რა ჯანდაბაა?



№1  offline წევრი ამელიაპონდ11

თხოვნა მექნება ყველასთან ვინც კითხულობს ამ ისტორიას და მოსწონს რაც მთავარია, დააკომენტაროს ან მოიწონოს მაინც რომ ვნახო ღირს თუ არა გაგრძელება. ასევე თუ რამე არ მოგწონთ რომ მითხრათ მსუბუქ ფორმაში. ასე ვთქვათ ნახევრად ქართველი ვარ და ორმაგად მიწევს მუშაობა ისტორიაზე, თუმცა მთელი გულით ვწერ და ცოტა გულდასაწყვეტია უხეში სიტყვები. ♡ ♡

 


ამელიაპონდ11
თხოვნა მექნება ყველასთან ვინც კითხულობს ამ ისტორიას და მოსწონს რაც მთავარია, დააკომენტაროს ან მოიწონოს მაინც რომ ვნახო ღირს თუ არა გაგრძელება. ასევე თუ რამე არ მოგწონთ რომ მითხრათ მსუბუქ ფორმაში. ასე ვთქვათ ნახევრად ქართველი ვარ და ორმაგად მიწევს მუშაობა ისტორიაზე, თუმცა მთელი გულით ვწერ და ცოტა გულდასაწყვეტია უხეში სიტყვები. ♡ ♡

აი მე მაგალითად მომწონს ეს ისტორია, ძალიან კარგია და არანაირი პრეტენზია არ მაქვს, თვითონ ისტორიასაც ეტყობა რომ გულით წერ

 


№3  offline წევრი Liziko27

სიმართლე გითხრა რომ გაწყვიტო წერა მოგკლავ:დ:დ:დ ძალიან საინტერესო და ჩახლართულია.. ტვინი მიფეთქდება როცა ვკითხულობ... მინდა რომ გავიგო რა მისია აქვს დილანს. ,))))

 


№4  offline წევრი Niniko11

მე ვფიქრობბრომმ კარგი ისტორიაა და მისი გაგრძელებაც ღის კიარა ვალდებული ხარ იმიტომ რომ მოუთმენლად ველიხოლმე ამ ისტორიასს და ჩემგან არანაირი კრიტიკა არ წამოვა შენს მიმართთ
რადგან კარგად ნუ კარგად კიარა ძალიან კარგად წერ და შენ შეგიძლია შენს მიერ დაწერილი ტექსტით მკითხველის ყურადღება მიიპყრო...
ასე განაგრძეე♡♡♡

 


№5  offline წევრი ამელიაპონდ11

სიყვარული გულს გვტკენს
ამელიაპონდ11
თხოვნა მექნება ყველასთან ვინც კითხულობს ამ ისტორიას და მოსწონს რაც მთავარია, დააკომენტაროს ან მოიწონოს მაინც რომ ვნახო ღირს თუ არა გაგრძელება. ასევე თუ რამე არ მოგწონთ რომ მითხრათ მსუბუქ ფორმაში. ასე ვთქვათ ნახევრად ქართველი ვარ და ორმაგად მიწევს მუშაობა ისტორიაზე, თუმცა მთელი გულით ვწერ და ცოტა გულდასაწყვეტია უხეში სიტყვები. ♡ ♡

აი მე მაგალითად მომწონს ეს ისტორია, ძალიან კარგია და არანაირი პრეტენზია არ მაქვს, თვითონ ისტორიასაც ეტყობა რომ გულით წერ


დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

Liziko27
სიმართლე გითხრა რომ გაწყვიტო წერა მოგკლავ:დ:დ:დ ძალიან საინტერესო და ჩახლართულია.. ტვინი მიფეთქდება როცა ვკითხულობ... მინდა რომ გავიგო რა მისია აქვს დილანს. ,))))


მადლობა heart_eyes heart_eyes
მეც ერთი სული მაქვს, როდის გაიგებთ რა ხდება grin joy

Niniko11
მე ვფიქრობბრომმ კარგი ისტორიაა და მისი გაგრძელებაც ღის კიარა ვალდებული ხარ იმიტომ რომ მოუთმენლად ველიხოლმე ამ ისტორიასს და ჩემგან არანაირი კრიტიკა არ წამოვა შენს მიმართთ
რადგან კარგად ნუ კარგად კიარა ძალიან კარგად წერ და შენ შეგიძლია შენს მიერ დაწერილი ტექსტით მკითხველის ყურადღება მიიპყრო...
ასე განაგრძეე♡♡♡


მადლობა heart_eyes heart_eyes ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის ❤

 


№6  offline წევრი Aliengirlarea51

აუ გააგრძელე ძაან მაგარია ♥

 


№7  offline წევრი ამელიაპონდ11

Aliengirlarea51
აუ გააგრძელე ძაან მაგარია ♥

მადლობაა ❤❤❤

 


სულმოუთქმელად ველოდები ახალი თავის დადებას ხოლმე♥ძალიან ძალიან მომწონს♥მისტიურია და თან ახალგაზრდებისთვის ნაცნობ პრობლემებს შეეხება...წერის სტილიც მომწონს,მსუბუქი და ადვილად გასაგებია♥♥...უფრო მეტად გრამატიკული შეცდომები გაქვს,მაგრამ არაუშავრს იდეალური არავინ ვართ :დდ

 


№9  offline წევრი ამელიაპონდ11

ლიზელ მარტოსული
სულმოუთქმელად ველოდები ახალი თავის დადებას ხოლმე♥ძალიან ძალიან მომწონს♥მისტიურია და თან ახალგაზრდებისთვის ნაცნობ პრობლემებს შეეხება...წერის სტილიც მომწონს,მსუბუქი და ადვილად გასაგებია♥♥...უფრო მეტად გრამატიკული შეცდომები გაქვს,მაგრამ არაუშავრს იდეალური არავინ ვართ :დდ


დიდი მადლობა ❤️ ❤️ ჰო, გრამატიკასთან არ ვმეგობრობ :/ :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent