შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარანორმალური. 1


7-01-2019, 23:58
ნანახია 1 235

მეჩვენება თითქოს საუკუნე გავიდა სანამ ტაქსის მძღოლმა საჭირო ქუჩა იპოვა,რათა მამის სახლში მივეყვანეთ. საბოლოოდ მანქანა გავიდა მწვრილ ქუჩაზე, სადაც გზის ორივე მხარეს იდგა ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავებული, სამ სართულიანი სახლები. ჩემი ფლეილისთი უკვე მეოთხეჯერ დაიწყო თავიდან, ამიტომ ყურსასმენები მოვიხსენი და მძინარე თვალებით დედას შევხედე, რომელიც ჩემზე მეტადაა გაღიზიანებული. მას გულზე არ ეხატება ის ფაქტი რომ მამასთან განშორების შემდეგაც მოუწევს მისი ნახვა , მითუმეტეს მასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება. სხვათაშორის ამ უბანში , თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდო, სახლები ძალიან ახლოს არიან განლაგებული. მანქანა ჩერდება და დედაჩემი მზადაა შარფი ყელზე შემოიხვიოს და თავი დაიხრჩოს. ის იყურება ჩემს მხარეს და არცისე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადმოვდივარ მანქანიდან. ცივი მაგრამ სასიამოვნო ნიავი სახლებს შორის დატრიალებს. დედა გამოემშვიდობა მძღოლს რის შემდეგაც ჩემსკენ წამოვიდა. ჩვენი ნივთები ჩაეტია ორ არცისე პატარა ჩემოდანში, დანარჩენების დატოვება მოგვიწია. ქალი რამდენჯერმე შეეხო მის თმას გასასწორებლად :

- ესეიგი - იკვნეტს ტუჩს და იყურება ირგვლივ - ვფიქრობ ეს სახლია - მანიშნებს სახლზე რომელიც ჩემს მარცხნივაა. სწრაფი მოძრაობით მივდივარ , თან ჩემოდანი მიმაქვს. მესმის როგორ წუწუნებს დედა ზურგზე ,რომელიც ტკივა, თუმცა არ ვჩერდები , რადგან მინდა რაც შეიძლება მალე ვნახო მამა.

ვტოვებ ჩემოდანს საფეხურებთან, თვითონ კი ავდივარ და კარებზე ვაკაკუნებ. დიდი ხანი ლოდინი არ მომიწია. კარები გაიღო და ვნახე ოდნავ შეჭაღარევებული კაცი, რომლის ღიმილიც მათბობს, როგორც კი ის ჩნდება.

- ჩარლი! - სიხარულით წარმოთქვას კაცი ჩემს სახელს და მეხუტება.

- როგორ გაზრდილხარ! დედას დაემსგავსე - აწია თვალები და ნახა რომ ქალი უკვე ახლოს იყო ამიტომ ახლოს მოიწია და ჩამჩურჩულა - სამწუხაროდ.

ვიკავებ სიცილს, მამა თვალს მიკრავს და მხრებში სწორდება:

- დიდი ხანი გავიდა , სამანტა.

დედა შლის ხელებს სხვადასხვა მხარეს და მძიმედ ისუნთქავს:

- ცხოვრება სასაცილო რამაა, არა რიჩარდ ?

მიხარია ის ფაქტი რომ განქორწინების შემდეგაც მათი ურთიერთობა მეგობრული დარჩა.

მამა გვეხმარება ბარგის შემოტანაში , მე კი პირველი შევდივარ სახლში და ვიწყებ მის დათვალიერებას: სახლს ეტყობა რომ აქ მარტოხელა კაცი ცხოვრობს. თან მამაჩემი ხელოვნების პიროვნებაა. ის მწერალია რომელიც საკუთარ თავს ეძებს ყველგან.
მტვერი ჰაერში დაფრინავდა და ასევე ფარავდა თაროებსა და იატაკს. ნუ ნამდვილად ჭირდება აქაურობას ქალის ხელი.

დედა აცემინებს და აქნევს ხელს სახესთან :

- ხვალვე დავიქირავებ დამლაგებელს.

ვატრიალებ თვალებს:

- ვფიქრობ საჭიროა შეგახსენო რომ ჩვენი მატერიალური მდგომარეობა...

- ჰო-ჰო თვითონვე დავალაგებთ - მაიძულებს გავჩერდე. მიდის სამზარეულოში , რათა მამას ყავა სთხოვოს.

მე კი სურვილი მაქვს რაც შეიძლება მალე გამოვიკვლიო ახალი ადგილი, ამიტომაც სწრაფად ავდივარ კიბით ზევით. აქ სამი სართულია: პირველზე როგორც მივხვდი სამზარეულო და მისაღებია, მეორეზე ორი ოთახი და მამის კაბინეტი, მესამეზე კი აბაზანაა და კიდევ ერთი ოთახი, ასევე კიბე, რომლის საშუალებითაც სხვენზე შეიძლება ასვლა. ვფიქრობ მე მესამე სართულზე მდებარე ოთახს დავიკავებ. მინდა რომ მშობლებმა ერთ სართულზე იცხოვრონ. ჩემში ჯერ კიდევ ცხოვრობს იმედი რომ შერიგდებიან. მეორე სართულის ბნელ დერეფანში ვიხედები, სადაც არაფერი მნიშვნელოვანი არაა გარდა ნაგავისა დაკუჭული ფურცლების სახით.

ავდივარ მესამე სართულზე. დერეფანს მივყავარ სახლის მარჯვენა მხარეს. აქ განათება უარესია, რის გამოც სუნთქვა მიჭირს. თითქმის არ მესმის მშობლების ხმა , არც ქუჩიდან ისმის ხმაური, რაც ძალიან შესაფერისია ჩემთვის. სვლას ვანელებ, როდესაც ვხვდები რომ რომელიღაც კარს მივუახლოვდი. ვაღებ მას და ვეჯახები სიბნელეს. მას შემდეგ რაც ჩამრთველს ვპოულობ ვხვდები რომ აბაზანაში აღმოვჩნდი. გაკვირვებული ვარ: ვფიქრობ სახლის ერთადერთი ადგილია, სადაც მამა სისუფთავეს იცავს. ვიხედები ირგვლივ, თან ჩუმად ვმღერი საყვარელ სიმღერას და ვტოვებ ოთახს როდესაც ვხვდები რომ აქ არაფერი საინტერესო არაა და მაშინვე ვაბრუნებ თავს დერეფნის ბოლოსკენ საიდანაც რაღაც ნათებას მოვკარი თვალი. დიდი სარკე. მასში ირეკლება შუქი, რომელიც იმ ოთახიდან გამოდის , სადაც ერთი სული მაქვს დავსახლდე.

სწრაფად მივდივარ სარკესთან და ვათვალიერებ ჩემს თავს თვიდან ბოლომდე.

რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა : თითქოს აი - მე , მივდივარ მაგრამ ისეთი შეგრძნებაა რომ ეს არ არის ჩემი ანარეკლი და პირიქით ვიღაც მოდის ჩემსკენ. თუმცა ამას დიდად ყურადღება არ მივაქციე და გზა გავაგრძელე.

შევედი უკვე ჩემს ოთახში რომელიც საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, კედლები ფერმკრთალია, რაც სიცივის შეგრძნებას აძლევს ადგილს, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. კედელთან დგას კარადა , ფანჯარასთნ კი მაგიდა, საწოლი კი საპირისპირო კედელთან დგას.

მინდა ქურთუკის გახდა თუმცა ოთახში საკმაოდ სიგრილეა , ამიტომაც ხელს ვუშვებ ელვას.

ფანჯარა.

ასეც ვფიქრობდი.

მივდივარ მასთან: მეზობელი ოთახის ფანჯარა პირდაპირაა. ვფიქრობ თუ რაფას დავეყრდნობი, ხელითაც კი მივწვდები მას. საერთოდ ვინ დააპროექტა ეს სახლები?

რაღაცამ გაიელვა "მეზობლის" ოთახში, რამაც მაიძულა მზერის დაძაბვა.

ვბრუნდები და ადგილზე ვხტები:

- მამა! - ხელს ვკრავ მას მხარზე , რის შედეგადაც ის იცინის.

- ისევ ისეთი მშიშარა ხარ - იღიმის - უკვე გადაწყვიტე რომ ეს შენი ოთახი იქნება?

-რათქმაუნდა

- მე თითქმის არ ვარ ამ სართულზე.

- რატომ?

- სახლის ყველაზე ცივი მხარეა მე კი მცივანა ვარ. წამოდი ჯერ ქვევით, ჩაი გავაკეთე.

ვიღიმი და ვტოვებ ოთახს, მამა კი კეტავს კარებს.

***

უკვე დაბნელდა გარეთ, უფროსები კი აგრძელებდნენ საერთო ცხოვრების დეტალების განხილვას. ისინი იღებენ სერიოზულ სახეს, როდესაც ფინანსურ საკითხს ეხებიან. ან კიდევ, იქნებ მათ დიდი ხანია ერთმანეთ არ უნახავთ?

***

ცხელი წყლის ორთქლით გაიჟღენთა ოთახი.

აბაზანაში ვიწექი, რომელიც თითქმის მთლიანად სავსე იყო. თვალები დავხუჭე და ვიგრძენი, როგორ დაიწყო სხეულის ყველა ნაწილმა განტვირთვა.

ყურსასმენები მიკეთია, რაც აბაზანის მიღების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. საყვარელი ფლეილისთი მეორდება. მართლა მომწონს აქაურობა.
ძალიან კარგად მესმის კარზე კაკუნის ხმა , ამიტომაც ვახელ თვალებს და გამომაქვს ყურსასმენი ყურიდან :

-ჰოო?

საპასუხოდ სიჩუმეა.

ნუ ისევ მამაჩემის ხუმრობები თუა დედასგან მოხვდება.

მამას უყვარდა ჩემი შეშინება როდესაც პატარა ვიყავი, ამიტომ ჩემი ფსიქიკა სავარაუდოდ რკინის უნდა იყოს , მაგრამ მამას ძალიან დიდი ფანტაზია აქვს, ამიტომ ვერასდროს ვერ გამოიცნობ რას მოიფიქრებს მომავალში.
დარწმუნებული იმაში რომ ირგვლივ სიჩუმეა ისევ ვიკეთებ ყურსასმენს, ჩემი მზერა გადადის სარკეზე, რომელიც კიდია ონკანის ზევით. მინა დაორთქლილია.

[...]

სარკის გვერდით გავდივარ და ვუღიმი ჩემს ანარეკლს, რის შემდეგაც შევდივარ ჩემს ოთახში და ვკეტავ კარებს ფეხით. პირსახოცით ვიშრობ სახეს და თმას. ვჩერდები სარკესთან,რომელიც კარადის გვერდით დგას და ცუდად ვხდები იმაზე ფიქრით თუ რამდენი კილო მოვიმატე ამ ზაფხულს. ვბერავ ლოყებს და ვბრუნდები.

ფანჯარა.

მივდივარ მასთან. კვლავ ვამჩნევ მეზობლის ბნელ ოთახში ვიღაცის სილუეტს. ვკრავ წარბებს, ვეყრდნობი რაფას და ვიყურები.

მეზობლის ოთახში შუქი ირთვება.

შავთმიანი ბიჭი მიდის მაგიდასთან, რომელზეც კომპიუტერი დევს, იხსნის მხრებიდან ჩანთას. ის იხსნის სათვალეს, იწმენდს თვალებს და ეცემა სკამზე. მგონი ვიღაც ეძახის, ამიტომაც ბიჭი წევს თავს , რაღაცას პასუხობს, შემდეგ მხრებში სწორდება, ხშირად ახამხამებს თვალებს, სათვალეს კვლავ იკეთებს და კომპიუტერს რთავს. ნერვიულობისგან ფეხს ათამაშებს, ხელი შეკრული მუშტში, მიაქვს პირთან და იწყებს მის კბენას.

გასაოცარია. მშვიდად შემიძლია ვუთვალთვალო სხვა ადამიანს.
გამოდის არანაირი პირადული ცხოვრრება?

ვაღებ პირს და დამნაშავედ წარმოვთქვამ "ოი". ადრე ვერ შევამჩნიე ბიჭის მზერა როგორ გადმოვიდა ჩემს ფანჯარაზე და ჩემზე შეჩერდა. ის ძაბავს თვალებს. ვფიქრობ მისი ცუდი მხედველობის გამო არ შეუძლია გაიგოს ვინ ვარ მე ამიტომაც სწრაფად ვკიდებ ფარდას ხელს და ვფარავ ფანჯარას.

ახალი გადმოსული ვარ და ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედის ასეთ სამარცხვინო სიტუაციაში ვინმეს გაცნობა.

ვკიდებ პირსახოცს სკამის ზურგზე და მივდივარ შუქის გამოსართავად.

წამი და ოთახი სიბნელემ მოიცვა. ვწვები საწოლში და საბანში ვეხვევი.

ვკრავ წარბებს და ვხვდები რომ მამა მართალია და აქ მართლაც საკმაოდ სიცივეა.

მაგრამ ძალიან დავიღალე რომ სიცივის მიზეზი ვეძებო, ამიტომ ვხუჭავ თვალებს. ჯობს ადრე დავიძინო, რადგან ხვალ ახალ სკოლაში მიწევს წასვლა, ეს აზრი კი ძალიან მახარებს, რადგან შეიძლება მეგობრები გამიჩნდეს და რამე კლუბშიც კი გავწევრიანდე. მორჩა. დავტოვოთ ეს ფიქრები ხვალისთვის.

ამ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე.



№1  offline წევრი Niniko11

წავიკითხე და მომეწონაა
შემდეგ თავს ველი

 


№2  offline წევრი ამელიაპონდ11

Niniko11
წავიკითხე და მომეწონაა
შემდეგ თავს ველი

მადლობა blush სავარაუდოდ ხვალისთვის უკვე აიტვირთება საიტზე მეორე თავი smile

 


№3  offline წევრი sunflower

კინაღამ საჭმელი გადამცდა! ნუ მაშინებ ასე joy joy

 


№4  offline წევრი ამელიაპონდ11

sunflower
კინაღამ საჭმელი გადამცდა! ნუ მაშინებ ასე joy joy

უიმე sweat_smile joy ამ თავში ჯერ არაფერი ისეთი არ იყო. ისტორია ჯერ კიდევ ხურდება და ნელნელა ისეთებს შეგაპარებთ... joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent