საუკუნო სიყვარული.თავი 11.
რა არის ბოროტება და რატომ არსებობს ბოროტი ადამიანები? ყველა ადამიანშია სიკეთის და ბოროტების მარცვალი,მთავარი ისაა რომელს მისცემ გაღვივების უფლებას.უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი,მაგრამ უდიდესი სიბრძნეა იყო კეთილი.კეთილი ის კი არ არის ვინც სიკეთეს აკეთებს,არამედ ის ვისაც არ შეუძლია ბორიტების ჩადენა.სიცოცხლე შობს სიყვარულს და სიკეთე კი თავად სიცოცხლეა,ვისაც არ შეუძლია აკეთოს სიკეთე მან იცის სიცოცხლის აზრი,სიკეთე გრძელია ბოროტება კი მოკლე. -მათეს ელაპარაკე? აზრი ხომ არ შეუცვლია. -ისევ იმ აზრზეა,ჭკუაზე არ არის ეს ბიჭი დამემუქრა კიდეც. -ნუ აჭარბებ ბავშვიბიდან ერთად იზრდებიან და ლოგიკურია რომ უყვარს სესილი და არ უნდა ცუდი მისთვის. -ის არის ყველაფერში დამნაშავე,ვინ იცის ამ შტერსაც გამოულაყოს ტვინი ისე როგორც ბადრის. -ლუკა არ წასულა,გავიგე სესილისთან ერთად ცხოვრობს.პატარა იცნობს მას და გვერდიდან არ იცილებს. -ააააა,ხედავ? მოსიყვარულე ცოლი,უყვარდა ჩემი შვილი მის ქმარს ჯერ 40 დღე არ გასვლია და უკვე სხვას დაადგა თვალი.ეს ძალიან კარგია,ეს ჩვენთვის არის კარგი. -მინდა მათემ შეიძულოს ორივე და ჩვენს მხარეზე გადმოვიდეს. -შენ არ იყავი კბილებით რომ იცავდი სესილის? რა მოხდა,რა შეიცვალა შენში მადლენ. -ყველაფერი შეიცვალა,შენ კარგად მიცნობ და იცი არ მიყვარს წაგება,პატარა ჩვენთან იცხოვრებს და მის სახელზე დაწერილ ჩემი შვილის ქონებას ჩვენზე გადმოვაფორმებთ.შენ არ გეშლება და იცი ეს ყველაფერი როგორ უნდა გააკეთო. -შენი ჩანაფიქრი სწორედ რომ ჩემს ფიქრებს ემთხვევა ჩემო ცოლო. -ჰოდა იმოქმედე,ასეთი საქმეების მაგიური ძალა შენშია.შენ ხომ სასიკვდილო განაჩენიდან შეგიძლია დაიხსნა განწირული ადამიანი და შეგიძლია სასიკვდილოდაც გაიმეტო. -სესილი,ნატა დროზე დავაგვიანებთ. -მოვდივართ,არ დაგვაცადე მაგრამ მზად ვართ.ხელი-ხელ ჩაკიდებული დადგა ლუკას წინ სესილი და ნატა. -ერთი საათია ჩაკეტილები ხართ,დააგვიანებთ და სხვა მოგვასწრებს სახლის ნახვას და მერე არცერთმა ხმა არ ამოიღოთ. -წავედით,დაამთავრე ბუზღუნი ჩვენ გოგოები ვართ და ყოველთვის კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ,ამისათვის კი დრო გვჭირდება. -ბუზღუნებს მაგრამ ძალიან საყვარელია.ჩაუჩურჩულა ნატამ სესილის და ორივემ გადაიკისკისა,ლუკამ შეხედა ორივეს და გაბრაზებულმა თქვა. -კიდევ დიდი ხანი გაჩერდებით აქ თუ შეგვიძლია წავიდეთ. -წავიდეთ,წავიდეთ და იქნებ დაწყნარდე.ლუკა უკვე კართან იყო მისული ტელეფონმა რომ დაურეკა. -დიახ გისმენთ. -??? -კი,კი გიცანით როგორ ხართ. -??? -რაააა? კი შემიძლია,ერთ ადგილზე უნდა წავიდე და ალბად ერთ საათ-ნახევარში შევძლებ მოსვლას.ლუკა საუბრობდა,მაგრამ ფერი დაეკარგა სახეზე და სესილის შეხედა. -რა მოხდა,ლუკა ვინ იყო. -წავედით,შემდეგ შეხვედრა მაქვს.ლუკამ ნატას მანქანის კარი გაუღო და კარი მიკეტა თუ არა სესილის მიუბრუნდა. -სესილი ვფიქრობ მათეს შიში სამართლიანია,ახლა ვინც დამირეკა მან გამაფრთხილა. -გაგაფრთხილა? რაო,რა გითხრა. -მითხრა რომ ყურადღება არ მოვადუნო და თვალი არ მოგაშოროთ,მარტო არსად არ გაგიშვათ. -გამოდის მათე რასაც ამბობს სიმართლეა და არ აჭარბებს? -ასე გამოდის,ახლა წავიდეთ გველოდებიან და სირცხვილია.წავიდნენ სახლის სანახავად მაგრამ ორივეს გონება გაფანტული იყო,სახლი კი ძალიან უბრალო და მიმზიდველი აღმოჩნდა,რაზედაც თავად ლუკაც აღფრთოვანებული დარჩა. -საოცრებაა,ძალიან მომწონს. -ნატა შენ რას იტყვი საყვარელო,მოგწონს? -მეც მომწონს ვიყიდოთ და სამივე სულ,სულ ერთად ვიყოთ.თქვა ნატამ. -დილა მშვიდობისა ჩემო მტრედებივით მოღუღუნე მშობლებო,რა გეგმებს აწყობთ ასე ტკბილად რომ ჟღურტულებთ,დღეს ვისი მზე უნდა დააბნელოთ,ვინ უნდა გააუბედუროთ ან ვინ უნდა გაახაროთ და მერე მთელი ცხოვრება თავბედი აწყევლინოთ თქვენი გაცნობის გამო. -საკმარისია,მათე ბახვას სიკვდილის შემდეგ ვეღარ გცნობ რა გემართება,ვინ ხარ ან რად გადაიქეცი.შეიცვალე შვილო,ძალიან შეიცვალე. -არა,არ შევცვლილვარ.თქვენ არც დედას და არც მამას არ გინდოდათ დაგენახათ ჩემი რეალური სახე,თქვენი საამაყო შვილი ყოველთვის ბადრი იყო.არა,არ ვამბობ ცუდს ჩემს ძმაზე ის ძმაზე ახლობელი იყო ჩემთვის და ძალიან კარგი ადამიანი,მაგრამ მე ვერ გამეგო რატომ გიყვარდა შვილები ასე განსხვავებული გრძნობით დედა.ყოველთვის ვგრძნობდი ბახვას უფრო მეტ ყურადღებას უთმობდი,მამა კი პატარაობიდან ვერ მიტანს.მადლენს ფერმა გადაუარა სახეზე და იქვე ჩაიკეცა. -როგორ შეგიძლია იყო ასეთი დაუნდობელი შვილო,ვერ ხედავ დედაშენი რა დღეში ჩააგდე? -რატომ? სიმართლე ყოველთვის მწარეა,მე რა ვთქვი გაუგებრად ბახვას ერთი საათი რომ დაგვიანებოდა სკოლიდან უკვე გზაზე იყო გამდგარი,მე კი ერთი კვირა რომ არ მოვსულიყავი არ შემეკითხებოდა თუ სად ვიყავი,რა ვჭამე და რატომ დამაგვიანდა,რა ვქნა სიმართლეს როცა ვაბობ არ მოგწონთ,ტყუილის თქმა კი თქვენგან განსხვავებით არ მიყვარს. -ლუკააააა მარტოები ვართ სახლში? -როგორც ხედავ მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, მე და შენ. -მინდა რაღაც გითხრა,მხოლოდ დამპირდი რომ სესილის არ ეტყვი. -რა ხდება,რისი თქმა გინდა,აბა მითხარი გისმენ ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. -ძალიან მომწონს ჩვენ რომ სამივე ერთად ვცხოვრობთ. -მეც მომწონს,მაგრამ არ ვიცი როდემდე გასტანს ეს სიამოვნება. -ლუკა მინდა რომ შენ იყო ჩემი მამა. -მამა? გაოცებულმა შეხედა ლუკამ ნატას. -ხო მამა,მე ხომ არასდროს არ მყოლია მამა,არ ვიცი როგორია მამის სიყვარული. -ეს არ შეიძლება საყვარელო. -ახლა რომ ერთად ვცხოვრობთ,შესაძლებელია ოჯახი გავხდეთ.ლუკამ წარბაწეულმა შეხედა ნატას და ღიმილით უთხრა. -რას გულისხმობ და რა გაქვს ჩაფიქრებული ამ პატარა თავში. -დაქორწინდი სესილიზე და ის თუ ჩემი დედაა, შენ მამა იქნები. -ეს მეორედ არ თქვა. -რატომ? -რატომ და არ შეიძლება. -ყველაფერი შეიძლება თუ თქვენც გინდათ ეს მოხდეს. -შენ ძალიან გაეშმაკდი და ეს არ მომწონს ნატა. -რატომ არ მოგწონს,სიმართლეს ხომ არ მიგიხვდი? ბატონო ლუკა სულ მალე 10 წლის გავხდები და მე პატარა აღარ ვარ,ასე რომ ვხვდები ყველაფერს და ორივეს გითვალთვალებთ.ლუკამ გულიანად გაიცინა და ნატას შეხედა. -სესილი? სესილი უეცრად უკან მიბრუნდა და დაინახა მათე მისკენ ღიმილით მიმავალი -მათე? ჩვენთან მოდიხარ? -სესილი ძალიან ვინერვიულე პატარაზე გუშინ,დამშვიდდა? -დამშვიდდა,მაგრამ ვგრძნობ რომ რაღაც აწუხებს. -ალბად სიმართლის გარკვევა უნდა. -ალბად,მამაშენი როგორაა ისევ აგრძელებს მის ჩანაფიქრს? -არ მაინტერესებს რას ფიქრობს მამაჩემი,მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები რომ დაგიცვათ შენც და პატარაც. -იცი რა მიკვირს? შენ რატომ არ ხარ მათ მხარეს,რატომ არ ეხმარები მათ. -იმიტომ რომ ბახვაც იგივეს გააკეთებდა ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყო,სესილი მე და ბახვას ძალიან ახლო და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.მალე 40 დღე დამთავრდება რაც ჩვენს გვერდით აღარაა და ასე მგონია ხანდახან ჩემს ახლოს დგას,სადღაც აქვეა და მხედავს რას ვაკეთებ მისთვის. -მეც ბევრჯერ მომეჩვენა,რომ ჩემთან ახლოში იდგა და ძალას მაძლევდა.რომ გამოვიღვიძე სული მქონდა დამძიმებული,ყმუილის მსგავსი ხმები გამოვეცი,გულს ამოკვნესების ეშინია თითქოს ნისლიშია ჩემს გარშემო ყველაფერი. -ლუკამ დამირეკა ჩემთან შეხვედრა უნდა,შენ იცი რამე? -არა,არაფერი არ ვიცი,მაგრამ მოიცადე,გუშინ მგონი ვიღაცამ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. -გუშინ მეც დამირეკა მაგრამ ბაბუა იყო,მთხოვა დღეს ვნახო ალბად ლუკასაც მან დაურეკა. -მე წავედი,ამოხვალ ზემოთ? -არა,იქ შევხვდები ლუკას და მერე მოვალთ ერთად.სესილი წავიდა და ფიქრობდა,რა ჰქონდა სათქმელი მოხუცს ლუკასთვის და მათესთვის. -მეც მოვედი,სად ხართ? მოესმა ლუკას სესილის ხმა. -აქეთ მოდი,როგორ გაერთე მეგობრებთან? -კარგად,კარგი იყო დიდი ხანია არ გვქონია ასეთი შეხვედრა,რომ მოვდიოდი მათეც ვნახე შემთხვევით. -არ მოგყვა? -არა,წავიდა ბაბუამ დამირეკაო და ლუკას იქ შევხვდები და ერთად მოვალთო. -საინტერესოა,რა უნდა მოხუცს. -მათეც გაკვირვებულია,უფრო იმან გააკვირვა შენც რომ დაგირეკა. -მეც ვფიქრობ,მაგრამ ვერ ვხვდები რა უნდა რომ მითხრას. -მიხვალ და გაიგებ,ახლა რას აკეთებ,ნუთუ ვახშამს? ნატა სად არის,რატომ არ მელაპარაკები ნუთუ დავიჯერო მართლა ვაშამს აკეთებ? -დამშვიდდი სესილი და ნელა ისაუბრე,მოგდევს ვინმე? -არა,მაგრამ გაოცებული ვარ და ახლა გავბრაზდები. -რატომ? -იმიტომ რომ არ უპასუხე ჩემს არცერთ კითხვას. -რა გინდა,გისმენ. -არ ვიცოდი მზარეულობა თუ შეგეძლო. -ნუ გათამამდები,სულ სამი კერძის მომზადება ვიცი. -სულ ესაა? სამი კერძი ალბად სიცოცხლის ელექ რომ გაიხანგრძლოვო. -დიახ,თავი რომ გავიტანო. გშია? მე მშია თუ გინდა გავაწყობ მაგიდას. -ჯერ ნატას დავხედავ რას აკეთებს,მასთან შევალ. -ხატავს. -ხატავს? -ხო,პიკასოს ნახატები მოსწონს და ამბობს მას უნდა დავემსგავსოო. -ოჰოჰოოო,აბა პატარა პიკასო გვყავს სახლში? -ასეა,პიკასოს ვზრდით. მიდი დაუძახე ჩვენს პატარა პიკასოს და ვჭამოთ.სესილი ნატას ოთახისკენ წავიდა და ფრთხილად შეაღო კარი,შეხედა ნატა საწოლზე იჯდა და მის გარშემო უამრავი ფურცლების გროვა იდგა,ახლოს მივიდა ერთ-ერთი ფურცელი ხელში აიღო და გაოცებული უცქერდა. -ნატა საყვარელო ეს შენ დახატე? -დავხატე,მაგრამ არ მომწონს. -რა არ მოგწონს პატარავ,ეს ხომ საოცრებაა. -ასე ფიქრიბ? -ვფიქრობ პიკასო არა,მაგრამ თუ ასე გააგრძელებ შენგან ძალიან კარგი დიზაინერი დადგება. -დამცინი? -არა,არ დაგცინი. -კი,შენ მე დამცინი. -ნატა გაგიჟდი? რატომ უნდა დაგცინო,ან რატომ გგონია რომ დაგცინი.მართლა მომეწონა,ეს ძალიან სერიოზული ნახატია შენს ასაკში.სესილიმ ნახატი აიღო და ლუკას აჩვენა,თან სერიოზული ხმით უთხრა. -შეხედე,აქვს ხატვის ნიჭი და თუ დროს არ შევზღუდავთ და დავუთმობთ ის ძალიან კარგი დიზაინერი დადგება..სამივემ ისადილა,ლუკამ ბოდიშის მოხდით ადგა და წავიდა,კლინიკასთან ახლოს მათეს შეხვდა და ერთად წავიდნენ მოხუცთან,მაგრამ მოხუცის ოთახთან მისულებს ნაცნობი ხმა შემოესმათ და ორივემ უკან დაიხია. -რას ფიქრობ მადლენ. -ყოველ დღე ჩემი გონება იქაა,როდის წამოვიყვან პატარას სესილისგან. -შენ სულ გააფრინე? -რატომ მამა,ის ხომ ჩემი შვილიშვილია. -ბავშვი სესილისთან დარჩება და ეს ასე იქნება. -რატომ,რატომ უნდა იყოს ის უცხო ქალთან და არა ჩემთან. -ის უცხო ქალი შენი შვილის ცოლია და იმ ბავშვის მეურვე. -სულ მალე მე ვიქნები მისი მეურვე,გურამი ყველაფერს გააკეთებს მეურვეობა რომ ჩამოართვას სესილის. -შენ გგონია ყველას შენი ქმრის ეშინია? გგონია სესილის შეაშინებს თქვენი მუქარა და მისივე ხელით გადმოგცემთ პატარას? -ის ბავშვი ჩემია და არ დაუთმობ სხვას,ერთხელ ჩემს ცხოვრებაში გავაკეთებ იმას რაც მე მინდა. -ვეღარ გცნობ,შენ შეცვლილი ხარ შვილო რაც ძალიან არ მომწონს.მადლენი ადგა და მოხუცი მიატოვა გულზე ხელ-მიდებული,გაბრაზებულმა დაბრუნდა სახლში,მაგრამ გზაში გადაიფიქრა და სესილის სახლთან მივიდა. -გამარჯობა სესილი.სესილიმ გაოცებულმა შეხედა და დაბნეულმა მიესალმა მადლენს. -ქალბატონო მადლენ? გამარჯობათ, როგორ ხართ. -მინდა ერთ დღეს მოვიდე და პატარა ვნახო -მობრძანდით,მხოლოდ ვიცოდე როდის შეძლებთ. -შეთანხმება მჭირდება თუ როდის ვნახო ჩემი შვილიშვილი? -მართლია,როგორც თქვით ის პატარა თქვენი შვილიშვილია,მაგრამ ის მე ჩამანდო დედამისმა და ეს მისი უკანასკნელი თხოვნაა და ბოლომდე ვიბრძოლებ რომ ვერასოდეს ვერ შეძლოთ მისი ჩემგან წაყვანა. -ნუ გადამიდგები სესილი წინ,თორემ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ. -მართლა? სად წავიდა ის კეთილი და სანდომიანი ქალბატონი რომელმაც გულში ჩამიკრა და ტირილით მითხრა,მე ვარ შენი დედა თუ რამე დაგჭირდეს მხოლოდ მე მითხარიო.არ მჯერა,გიყურებთ და ვერ ვიჯერებ თქვენს ასეთ ცვლილებას. -მე ჩემსას ვითხოვ,ის ჩემი საკუთრებაა. -არა ის ჩემი საკუთრებაა და არ დავთმობ.უთხრა სესილიმ მთელი იმ ზიზღით რასაც კი გრძნობდა გურამისა და მადლენის მიმართ,სესილი წავიდა,გაეცალა მადლენს და ის კი გამწარებული და გაბრაზებული დაბრუნდა სახლში,უეცრად კარებში გურამის შეეჩეხა და მიხვდა რომ ვერ იყო კარგად. -რა მოხდა,რა მოგივიდა. -სესილის შევხვდი,შეუძლებელია მასთან ბავშვზე საუბარი. -ნუ ჩქარობ,მე გეგმა შევიმუშავე. -რა გეგმა გაქვს. -მის სახელი ისე ამოვსვარე ლაფში,რომ ნახავს აქეთ შემეხვეწება თავად ბავშვის წამოყვანას. -ლუკა მასთან ერთად ცხოვრობს. -ვიცი და ეს უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას.მოულოდნელად სახლში მათეს ხმა გაისმა რომელმაც შეაშინა მადლენი. -რას აკეთებ,რა გეგმებს აწყობთ სულ მთლად შეიშალეთ? -უკვე მოასწრო შენთვის დარეკვა და ყველაფრის თქმა? -არა,სესილის არაფერი უთქვამს ჩემთვის,მოშორებით ვიდექით მე და ლუკა და ორივემ მოვისმინეთ როგორ დაემუქრე სესილის. -ნუ ყვირი,ვერ ხვდები რომ ოჯახის წინააღმდეგ დგები? -გინდა არ გინდა მე თქვენს წინ დავდგები და სესილის გვერდით ვიქნები. -ეს ფოტოები ნახე? ჯერ 40 დღე არ გასულა რაც ჩემი შვილი აღარ არის და ის უცხო მამაკაცთან ერთად ცხოვრობს.მათემ ჟურნალი გამოართვა მადლენს და შემდეგ თქვა. -ეს რა არის,ეს თქვენ მოაწყვეთ,თქვენ გააკეთეთ რომ არც კი დაფიქრდით სესილის არც მომავალზე და არც მის ტკივილზე,მხოლოდ სახელი შეულახოთ მას და ლაფში ყელამდე ამოსვაროთ ყველაფერზე ხართ წამსვლელები რომ ბახვას ქონება სხვას არ მისცეთ.თქვენ ხომ მხოლოდ ქონება,ფული და სიმდიდრე გაინტერესებთ მეტი არაფერი. -მიკვირს რატომ იცავ ასე მტკიცედ სესილის. -მეკითხები კიდეც რატომ? მისი შერცხვენა რომ იგივე ჩემი შერცხვენაა ნუთუ ვერ ხვდებით თქვენ ამას ორივე,მაგრამ არა,ხვდებით მხოლოდ არ გინდათ აღიაროთ.როგორ მრცხვენია თქვენი საქციელის,ძალიან გამიცრუე იმედი დედა.ვიცი,ვიცი რომ კაცს რომელსაც მამას ვეძახი არაკაცია,ის ერთი უგულო არსებაა,მაგრამ შენ? შენ რამ შეგცვალა დედა.რადგან არ გესმით ან არ გინდათ გაიგონოთ მე მივდივარ,სულ მალე ამ სახლიდან წავად და შესაძლოა მაშინ მაინც მიხვდე შენს დანაშაულს როცა მარტო დარჩები. -არსადაც არ წახვალ,აქ დარჩები და აქ იცხოვრებ. -შეუძლებელია შენს გვერდით,უფრო სწორად თქვენთან ერთად ცხოვრება.მადლენი წინ გადაუდგა მათეს და არ მისცა ნება სახლიდან გასულიყო,მაგრამ მათეს ხმამ ის შეაშინა. -გამატარე,გამატარე მივდივარ შენი დანახვაც აღარ მინდა. -სად მიდიხარ,არ მითხრა რომ ისევ სესილისთან. -დიახ სესილისთან მივდივარ,დავპირდი მივიდოდი რადგან მოხმარება ჭირდება ის გადადის იმ სახლიდან რომელსაც თვალს უპრაწავდი და შენი შვილის ნაყიდ სახლში არ გინდოდა ეცხოვრა მის ცოლს და შვილს. -არა,არა ეს ტყუილია მე ეს არ მითქვამს,რომ ის სახლი დატოვოს და სხვაგან წავიდეს. -თქმა არც იყო საჭირო დედა,შენი ქცევებით და გამოხედვით მიახვედრე რომ ის შენ ამოშალე შენი ცხოვრებიდან.მათე წავიდა,სახლს გამოცილდა თუ არა მანქანა გააჩერა და ორივე ხელები სახეში შემოირტყა თითქოს გამოფხიზლება უნდოდა და დაბრუნება რეალურ სამყაროში სადაც სულ სხვა ცხოვრება დახვდებოდა,მაგრამ არც ისე იოლია მის გარშემო შექმნილ სიტუაციის შეცვლა.მანქანიდან გადავიდა წყალი იყიდა და იქვე გახსნა,ცოტა მოსვა დამშვიდდა და გზა გააგრძელა. -მათე რატომ მოცდი საქმეს,ჩვენც მოვერევით. -პატარა სად არის ლუკა. -ოთახშია ხატავს. -სესილი? -სესილი გასულია,რა მოხდა. -ეს ნახე.მათემ ჟურნალი გაუწოდა ლუკას სადაც მისი და სესილის რამდენიმე ფოტო დაებეჭდათ. -ეს ვინ ან როდის გადაიღეს,მე მაგათი..................... -არ დაასრულო,მიხვდები თავად ვინ დგას ამ ფოტოების უკან დაფიქრებაც არ გჭირდება. -უკვე მივხვდი,ყველაფერზე არიან წამსვლელი ბავშვის გამო და არც იმას ერიდებიან რომ სესილის სახელი ამოსვარონ ლაფში. -სწორედ ამ ფოტოების გამო არ დამაბრუნეს სამსახურში.კარებში სესილი იდგა და ცრემლით სავსე თვალებით შესცქეროდა ლუკას. -მოდი ჩემთან,როგორც ხედავ ომი დაიწყო. -ომი დაიწყო და არც მე დავთმობ,ამ ომს მე მოვიგებ.შენთან ბოდიში მათე წინასწარ,შესაძლებელია თავი ვერ გავაკონტროლო და გაწყენინო როცა შენი მშობლების გვერდით იქნები.თქვა სესილიმ და ლუკას მკლავებში ჩაიმალა. -მე თქვენს მხარეს ვარ,ერთად ვიომებთ და ერთად მოვიგებთ ბრძოლას. -გისმენთ.მათემ ტელეფონს ულასუხა. -რააააა,დღეს უნდა გაიხსნას ბახვას ანდერძი? აქ ვარ სესილისთან და ლუკაც აქ არის,ლუკაც წამოვიდეს? კარგი,კარგი გადავცემ ყველას და ჩემებსაც ვეტყვი,გასაგებია 7 საათზე თქვენს ოფისში ვიქნებით ყველა.მათემ ტელეფონი გათიშა და ლუკას შეხედა. -მომესმა თუ ბახვას ანდერძი აქვს დაწერილი? -ჩვენი ადვოკატი იყო,მაგრამ როგორც გავიგე ანდერძი მასთან არ დაუწერია ბახვას. -არა? აბა რა ანდერზეა საუბარი. -არა,ანდერძი ბახვამ დაწერა,მაგრამ არა აქ ანდერძი პარიზში შეადგინა და აქამდე ელოდნენ გადმოგზავნას,როგორც მიხვდით ანდერძი უკვე ადვოკატს აქვს და გველოდებიან. -ეს უცნაურად არ გეჩვენება? -არა,არ მეჩვენება.როგორც სჩანს ის არ ენდობოდა ჩვენი ოჯახის ადვოკატს,ამიტომ ვერ გაიგო გურამიმ ანდერძის არსებობის შესახებ. -მე რატომ მიბარებს,რა საერთო მაქვს ბახვას ანდერძთან. -ეს მეც გამიკვირდა,მაგრამ იქ მივიდეთ და გავიგებთ ყველაფერს.თქვენ მოემზადეთ,მე სახლში წავალ და ვეტყვი ჩემებს 7-ზე იქ შეგხვდებით.მათე წავიდა და ლუკა დაბნეული,გაოცებული უცქერდა სესილის. -რატომ მომაჩერდი,რა გგონია ვიცოდი ანდერძის შესახებ? -არა,ეს არ მგონია.დაურეკე ძიძას მოვიდეს,7სთ-ზე იქ უნდა ვიყოთ.მათეს გაოცებულმა შეხედა მადლენიმ და გაეცინა. -ნუ გეცინება და ნუ გგონია ჩემს სიტყვას გადავალ და აქ დავბრუნდები,ადვოკატმა დამირეკა დღეს 7 სთ-ზე მასთან ოფისში უნდა ვიყოთ. -რატომ? გუკვირდა მადლენს. -ბადრის ანდერძი უნდა გაიხსნას და გველოდებიან. -ბახვას ანდერძი ჰქონდა დაწერილი? -როგორც გესმის ჰქონდა,მიკვირს რომ ვერ მიაკვლიეთ თორემ მის შეცვლაზეც არ დაიხევდით უკან არც ერთი და არც მეორე.მოემზადე,სესილიმ და ლუკამ უკვე იციან და იქ მოვლიან. -ლუკამ? სესილი გასაგებია რატომ იქნება,მაგრამ ლუკა? რა საქმე აქვს ლუკას ჩვენს ოჯახთან და მით უფრო ბახვას ანდერძთან. -მე ნუ მეკითხები,ეს ბახვას სურვილია რომ ლუკა იქ იყოს. -ვერ გავიგე რა კავშირი აქვს ლუკას ამ ყველაფერთან.მათემ თავი ვერ შეიკავა და მადლენს გაბრაზებულმა მიუბრუნდა. -მე რა პასუხი გაგცე,იქ მივიდეთ და გავიგებთ რატომ დაიბარა ადვოკატმა ლუკა. -სესილი უნდა დაგელაპარაკო. -ლუკა რაზე, ხომ გითხარი მე არაფერი არ ვიცითქო. -მომისმინე,როცა პიროვნება ანდერძს ადგენს ეს მისი საუდუმლოა და არავინმა არ იცის.მე ვფიქრობ,რომ ბახვა თითქოს ელოდა მისი სიცოცხლე ადრე რომ შეწყდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა ანდერძი შეედგინა თქვენთვის რომ ცხოვრება გააგრძელოთ,მაგრამ რა საჭირო ვარ მე ეს ვერ გამიგია. -არ მინდა არაფერი,არ მინდა გეფიცები მაგათგან არაფერს არ ავიღებ. -პატარაზე იფიქრე,სესილი შენ არ ხარ მხოლოდ ბახვას ქვრივი,შენ მისი შვილის მეურვე ხარ. -შენ სწორად მიგაჩნია დავთანხმდე და წავიდე? მენაბდეები ლუკა მოსვებებას არ მომცემს,არ გამახარებენ და იერიშით გადმოვლიან ჩემზე. -ვიცი რასაც ფიქრიბ და რას განიცდი,მაგრამ ნატამ უნდა მიიღოს მამის მხრიდან ის რაც მას ეკუთნის.ეს მის მომავალს სჭირდება და ვიცი ბახვა ძალიან კარგად იყო,მას საკმარისი თანხა ექნება ნატას სახელზე და შენ უნდა მიიღო ეს თანხა. -ლუკა ფული ისედაც აქვს ნატას. -ვიცი,ვიცი ისიც რომ ფულზე არასოდეს არ დახარბდები,მაგრამ ეს ანდერძი უნდა მიიღო სესილი. -ძალიან ძნელია ლუკა იქ წასვლა და მათთან შეხვედრა. -მარტო არ მიდიხარ,მე შენს გვერდით ვარ და წავალთ,ჩვენ არ დავხრით თავს დაბლა რადგან არავისთვის არ გვითხოვია არაფერი,მივალთ და გავიგებთ რა ხდება იქედან დაბრუნებულები კი ერთ კითხვას დაგისვამ და უნდა მიპასუხო,შენს პასუხზეა ჩემი აქ დარჩენა ან აქედან წასვლა. -დედაშენმა მითხრა,რომ სესილი და ლუკა იქნება დღეს ანდერძის გახსნაზე. -სწორად გაიგე,ჩემგან რისი დაზუსტება გინდა. -რატომ? ლუკა რატომ არის დაბარებული. -ჩემთან რას ეძებ,მე შევადგინე ანდერძი? თუმცა ვიცი შენ რაც გაწუხებს,სესილისთვის არ გემეტებათ ბახვას ქონებიდან რამე და ლუკასთვის გაიმეტებთ? თუმცა მე თუ მკითხავ შენი თავისუფლებისთვის ვალდებული ხარ შენი ქონების წილი ლუკას რომ მისცე,მაგრამ არ ვიცი დაგთანხმდება კი ლუკა? გურამიმ ჩაიცინა და მათეს თვალებში შეხედა,შემდეგ კი უთხრა. -ფოტოები ნახე? -ვნახე,კარგი ნამუშევარი გაქვს უკან არ იხევ არაფერზე,დაიმახსოვრე,ლუკა ისეთივე მეგობარია სესილის როგორც ჩემი და როგირც ბახვასი. -მეგობარი? -დიახ მეგობარი. -მათე რა გულუბრყვილო ხარ,ქალისა და მამაკაცის მეგიბრობა არ არსებობს.დღეს არის მეგობარი და ხვალ,მაგრამ ზეგ ისინი წყვილი იქნება,სადაც გინდა ხელს იქ მოგიწერ რომ ეს ასე იქნება. -შენ რა გადარდებს,ძალიანაც კარგს იზამენ რადგან ახალგაზრდები არიან და უხდებიან ერთმანეთს.დედა სად არის,სად წავიდა ვაგვიანებთ. -კლინიკაში წავიდა,მამიკო მოენატრა. -ნუ გაასულელებ იმ ქალს და ნუ იზამ ისე რომ მართლა საჭირო გახდეს მისთვის კლინიკაში წაყვანა,თუმცა ეს შენ გაწყობს,უფრო სწორად გინდა ასე რომ მოხდეს. -მათე რაც არ უნდა კარგი გავაკეთო შენთვის,აზრს არ შეიცვლი ჩემზე? -შეგიძლია ლუკას დედა დაუბრუნო? შეგიძლია ლუკას ის ბავშვობა დაუბრუნო რომელიც წაართვი? არა,არ შეგიძლია ამიტომ უპატიებელია ჩემგან ეს დანაშაული რომელიც ჩაიდინე.არ აკმარე დედის სიკვდილი,მოხუცი ბებიასთან ერთად ქუჩაში გააგდე.შენგან დამალულად ჩემი წილი კერძი მასთან მიმქონდა და ორივეს ვუყოფდი.მოხუცი ბებო რომელსაც არ მიეცი საშუალება დაეტირა შვილი,შვილიშვილთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა უსახლკარო და მიუსაფარი.იცი ვინ დაეხმარა მათ?არ იცი,არც მე ვიცი რადგან ერთ დღეს ისინი ვერ ვნახე იმ კიბის ქვეშ სადაც ღამეს ათევდნენ.მინდა სინდისმა დაგტანჯოს თუ კი გაქვს შერჩენილი სინდისი. -ვნანობ ჩადენილს,არ დაიჯერებ მაგრამ მართლა ვნანობ. -ამიტომ გიყვარს ლუკა და სიხარულით ცაში დაფრინავ როცა მას ხედავ,ეს საკენკი მას დაუყარე მენაბდე ვინც აკენკავს,მე არა გურამ მე არ მჯერა შენი სინანულის და ვერც შეძლებ დამაჯერო.მივდივარ,შენ შენი მანქანით წამობრძანდი.მათემ სათვალე გაიკეთა და თავისი მანქანისკენ წავიდა,გურამი იდგა და უცქერდა და არავინ იცოდა რას ფიქრობდა იმ წუთში. -მამიკო როგორ ხარ,ხომ ხარ უკეთ. -რას მივაწერო ბედნიერებისაგან გაბრწყინებული შენი თვალები მადლენ. -სულ მალე, რამოდენიმე საათი დარჩა და პატარას წამოვიყვან სესილისგან ის ჩემთან იცხოვრებს. -ბახვას ანდერძი აქვს დაწერილი რომელიც დღეს გაიხსნება,არ გაინტერესებს იქ რა წერია? არ გეშინია რომ შენზე მას არაფერი არ ექნება დაწერილი? მე ვფიქრობ შენ სულ დაკარგე ჭკუა,ვერ ვხვდები ასე რამ შეგცვალა. -შენ ჩემი მამა ხარ და ვალდებული ხარ ჩემს მხარეს იყო,მაგრამ რაც გინდათ ის თქვით პატარას მაინც წავიყვან ჩემთან. -როგორ,მადლენ ბავშვის დედამ სესილის ანდო მისი შვილი და არავინ იცის ბახვას რა აქვს დაწერილი,შენ არ შეგიძლია უარყო მათი უკანასკნელი თხოვნა. -გეგმა მაქვს,კარგად მოფიქრებული და გაანალიზებული. -რა გეგმა,რა ჩაიფიქრე. -მათეს ვეტყვი რომ სესილიზე დაქორწინდეს,ასე ბავშვიც ჩვენთან გაიზრდება და ბახვას ქონებაც ჩვენი იქნება. -ღმერთო შენ უშველე ჩემს შვილს,ამან სულ გააფრინა და ვერ ხვდება ან რას ამბობს ან რას აკეთებს. -მე წავედი,შენ არ ინერვიულო მე აუცილებლად კარგი ამბით დავბრუნდები.მადლენს გაოცებული თვალი გააყოლა მოხუცმა,ვერაფერი ვეღარ თქვა მადლენი კი 7 სთ-ზე უკვე ადვოკატის ოფისში იყო სხვებთან ერთად. -მათე შენებმა იცოდნენ ანდერძის შესახებ? ჩუმად უჩურჩულა ლუკამ მათეს. -არა,დღეს გაიგეს როგორც ჩემთვის არის ცნობილი ან იცოდნენ და არ იმჩნევდნენ. -რომ სცოდნოდათ შეცვლიდნენ. -ვერ დაგეთანხმები,შესაძლებელი იყო შეეცვალა გურამის მაგრამ შეცვლიდა აქ რომ ყოფილიყო,მაგრამ ანდერძი ხომ პარიზში შედგა,ამიტომ ვერ მიაკვლია გურამიმ და ეკლებზე ზის არ იცის რა ხდება. -ოჰოჰოოო,ამიტომ გადის და გამოდის ასე ნერვიულად. -სესილი მოდი ვისაუბროთ ანდერძის გახსნამდე.სესილის წინ დაჯდა მადლენი და პირდაპირ თვალებში უცქერდა მას. -რაზე უნდა ვისაუბროთ ქალბატონო მადლენ. -სულ მალე შენ შენს ცხოვრებას შეცვლი,ახალგაზრდა ხარ სიცოცხლით და ენერგიით სავსე.მე ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი იქნება ჩემი შვილიშვილი ჩემთან იზრდებოდეს. -ისევ დაიწყეთ ქალბატონო მადლენ? -დამიჯერე,შენთვის ზედმეტი ტვირთია მისი არსებობა. -სცდებით,ძალიან სცდებით ის ჩემი დისშვილია,მისი სიცოცხლე მე მანდო თათამ და მას ასე ადვილად არ დავთმობ.ის მისი ნაწილია,მისი სხეული მასშია და გინდათ ის მე თქვენ დაგითმოთ? რა უსულო ნივთზე ვსაუბრობთ ავიღო და გადმოგცეთ? -სესილი ჩვენ ვართ მისი ოჯახი და არა შენ,შენ არავინ ხარ მისთვის,არავინ.ხმას აუწია მადლენიმ და თვალები უელავდა სიბრაზისგან. -ეს არასოდეს არ გაიმეოროთ რომ მე არ ვარ მისი ოჯახი,ის ჩემთან ცხოვრობს,ჩემს გვერდით ძინავს,ჩემი ხელით ვაჭმევ და ასე იქნება ბოლომდემე.მე ვაგებ პასუხს მის სიცოცხლეზე და აზრს არ შევიცვლი, შეიგნეთ ეს ბოლოს და ბოლოს. -ჯოჯოხეთად გიქცევ სიცოცხლეს თუ ჩემს შვილიშვილს დღესვე არ წავიყვან.სესილიმ წამოდგა და ოფისი დატოვა,მაგრამ ლუკა დაუდგა მადლენის წინ. -კარგად მომისმინე მადლენ. -არ მითხოვია შენთვის შენი აზრის გამოთქმა. -არც არასდროს შეგეკითხები როდის რა და როგორ ვთქვა.დღემდე თუ ხმა არ ამოვიღე იმიტომ რომ პატივს გცემდი,მაგრამ ეს დღემდე იყო.ახლა კი კარგად მომისმინე და დარწმუნებული იყავი,რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელი სესილის და ნატას მშვიდი ცხოვრება რომ ჰქონდეთ.შენ ვერ შეძლებ და ვერ წაართმევ სესილის ბავშვს,რადგან ის კანონით ეკუთნის უკვე მას. -ზედმეტები ხომ არ მოგდის ლუკა.მადლენის გვერდით გურამი დადგა. -არა,არ მომდის ზედმეტები რადგან დარწმუნებული ვარ ბახვას და თათას სიკვდილი არ იყო შემთხვევით,სულ ცოტა დარჩა და შენს წინ დაგიყენებ შენი შვილის მკვლელს,იმ დღეს დაელოდე როცა მას შეხედავ და იფიქრე რას ეტყვი.რაც შეეხება ნატას 40 დღე გავიდა ბავშვი ნახეთ?გქონდათ სურვილი ის გენახათ? საერთოდ დაგაინტერესათ მისი არსებობა? გაიძახი ჩემი შვილიშვილიო ერთხელ მაინც გაივლე გულში გენახა ის შენი შვილიშვილი? ნუ დამაყენებთ იმ გზაზე,რომ გამოძიებას ყველაფერი ვუამბო. -რა ყველაფერი,რას გულისხმობ.მადლენი გაოცებული იდგა და ლუკას თვალებში უცქერდა,გურამის კი სად გაეხედა არ იცოდა. -ის სიმართლე რასაც თქვენ ამბობთ,რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ნამდვილი სიმართლე კი მე ვიცი.სესილის და ჩემი ფოტოები ისე გამოაქვეყნეთ და იმდენი სიბინძურე ილაპარაკეთ შედეგებზე არც დაფიქრებულხართ,მე კი თქვენს ფოტოებს გამოვაქვეყნებ და ჩემს სიმართლეს დავწერ,იცი რას? მიუბრუნდა გურამის. -არ გინდა ლუკა ომი. -მე მინდა ომი? ომი თქვენ დაიწყეთ,ფოტოებს კი დავაწერ რომ შენ ხარ შენი შვილის მკვლელი. -დარწმუნრებული ხარ რასაც ამბობ? -ისე როგორც ჩემი დედა მოკალი და ეს ჩემი თვალით ვნახე,რაიყო გეგონა არ ვიცოდი? რატომ გაფითრდი, წყალი ხომ არ გინდათ ბატონო გურამ ფერი არ გადევთ სახეზე.ყველაფერს თავისი დრო აქვს და მიიღებ სამაგიეროს.სესილი და მათე ოფისში შემოვიდნენ და ორივემ მიხვდა,რომ აქ რაღაც მოხდა და თან სერიოზული.სესილი ლუკას გვერდით დაჯდა,გურამი მათ წინ დაჯდა და ლუკას გაშეშებული უცქერდა. -რა მოხდა,რამე გამოვტოვეთ? იკითხა მათემ. -არა,ყველაფერი კარგად არის.გურამი უეცრად ფეხზე წამოდგა და სესილის უყვირა. -არ გრცხვენია,ჯერ ქმარი არ გიგლოვოა და უკვე.........................სესილი ფეხზე წამოდგა და გურამის წინ დადგა. -რა უკვე,თქვი რა უკვე. -სესილი არ აყვე,მე ვერ მითხრა ვერაფერი და შენზე გადმოვიდა იერიშით.წამოდი გარეთ გავიდეთ.ლუკამ გარეთ გაიყვანა სესილი და წყალი მიაწოდა.მადლენი კი გურამს მიუბრუნდა და უყვირა. -არ გრცხვენია? რომ გააღებ პირს და მხოლოდ მყრალი სიტყვები ამოგდის,შენ თავად გამოიწვიე ახლა სესილი.მე შემეშვი და აღარაფერი აღარ მითხრა. -ყველა ვართ მოსული? იკითხა ადვოკატმა და თვალი მოავლო მათ. -კი ყველა ვართ,გარეთ არიან და დავუძახებ.მათე გავიდა და ლუკა და სესილი შემოიყვანა. -თუ ყველა აქ ვართ,მზად ხართ რომ დავიწყოთ? -დაიწყე თუ იწყებ.მოთმინება ამოეწურა გურამის. -მაშ ასე,როგორც იცით ანდერძი შედგენილია პარიზში.აქ ძირითადად საუბარი არის მეურვეობაზე,როგორც მითხრეს თორემ თავად ანდერძი დახურულია.ბადრი მენაბდემ ანდერძი თავის ხელით დაწერა,რომ მისი გარდაცვალების შემდეგ გაიხსნას ყოველგვარი კანონის დაცვით. -რას ნიშნავს ეს.იკითხა მადლენიმ. -ეს იმას ნიშნავს დედა,რომ ანდრძი არის დახურული,მას ვერ შეეხებოდა დღემდე ვერავინ.გააგრძელეთ ბატონო ლევან. -ანდერძის ბოლოში არის ხელმოწერა რომელიც ექსპერტმა დაამტკიცა,რომ ის ნამდვილად ეკუთნის ბადრი მენაბდეს. -ლევან ეს არ გვაინტერესებს,მთავარზე გადადი.შეწყვეტინა გურამიმ კითხვა ლევანს. -რატომ მისწორებ გურამ მე როგირც ადვოკატი ვალდებუკლი ვარ გაგაცნოთ აქ მოცემული ყველა პუნქტი,მაფრამ თუ ყველა თანმახმა იქნებით გაგაცნობთ მხოლოდ მნიშვნელოვან ნაწილს თუ ვისთან რა სურვილი ჰქონდა ბადრის და ვის რა დაუტოვა. -მაქედან გააგრძელე ლევან.უთხრა მადლენიმ. -გააგრძელე და ნუ ამოგვაძვრე სული,თქვი მთავარი სათქმელი.ადგილზე ვერ ისვენებდა გურამი სანამ მთელი ანდერძის შინაარსს არ გაიგებდა. -ყველა ეთანხმებით ამ ორი ადამიანის აზრს? -ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ბატონო ლევან.თქვა სესილიმ. -არც ჩემთვის.სესილის ლუკა დაეთანხმა,მათემ კი ხელით ანიშნა ლევანს მეც თანახმა ვარო და კითხვა გააგრძელა. -მაშ ასე ბადრი მენაბდეს თავის საკუთრებაში აქვს უძრავი ქონების 16 საერთო ბინა,მაგრამ ამ 16 ბინიდან 6 საერთო ბინა თავისი მისამართებით ეკუთნის მის მეუღლეს ქალბატონ სესილი იაკობაშვილს.ორი საერთო ბინა ეკუთნის ლუკა ვაჩიბერიძეს და ორი საერთო ბინა მათე მენაბდეს.მხოლოდ დარჩენილი 6 ბინა ეკუთნის მის ქალიშვილს ნატალი მენაბდეს.ასეე ბანკის ანგარიშები 11,000 000$ არის ნატალი მენაბდის სახელზე,ამ თანხაზე კი ხელი მიუწვდება მხოლოდ სესილი იაკობაშვილს და ლუკა ვაჩიბერიძეს რომლის მიმართ აქვს ძალიან დიდი ნდობა.ფეხზე წამოდგა გურამი და ლუკას თითის ქნევით უთხრა. -ეს ასე არ დასრულდება, არ დავუშვებ რომ ეს მოხდეს.ჩემი შვილის ქონება სხვის ხელში არ გადავა,არ დავუშვებ რომ ამ ქალმა თუნდაც ერთი დოლარი მიიღოს ჩემი შვილის ქონებიდან. -დაჯექი ძირს,ჯერ არ დამისრულების.უყვირა გურამის ადვოკატმა,მათემ კი ლუკას და სესილის თვალი ჩაუკრა რომლებიც გაოცებულები უცქერდნენ მას. -ასევე მისი ქონებიდან წილი ეკუთნის მისი შვილის დედას თათა მეტრეველს,რომელიც თანახმაა მისი წილი რაც მას ეკუთნის გადაეცეს სესილი იაკობაშვილს. -ეს როგორ.გაოცებული იჯდა მადლენი და გურამი. -მათმა მოილაპარაკეს და ერთმანეთის შეთანხმებით შეადგინეს ანდერძი და ამ შეთანხმებით ორივეს ერთად რაც გააჩნდა კანონით უტოვებს სესილი იაკობაშვილს.ბადრი მენაბდე თანახმაა დაეთანხმოს თათა მეტრეველს რომ სესილი იაკობაშვილი იყოს მათი შვილის მეურვე.ნატალია მენაბდე 18 წლამდე იზრდებოდეს სესილისთან და ლუკასთან ერთად. -მე უფლება მაქვს გავასაჩივრო ეს ანდერძი. -ვერ შეძლებ,ეს შეუძლებელია ბატონო გურამ რადგან ანდერძის დედანი,ანუ ორიგინალი პარიზშია.თუ რამე მოხდა და ანდერძი შეიცვალა,აქ წაკითხული არ დაექვემდებარება კანონს ბადრი მენაბდის ადვოკატს უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს და გაასაჩივროს,ამ შემთხვევაში პასუხის-გებაში მიეცემა ის პირი ვინც ეცდება ანდერძში თუნდაც პატარა დეტალი შეცვალოს.20 წლის შემდეგ ადვოკატს უფლება აქვს გადაამოწმოს რა შეიცვალა ამ ანდერძში.ასევე,ბადრი მენაბდე მისი ქონების მესამედს უტოვებს ერთადერთ ძმას მათე მენაბდეს და ანდერძის დამტკიცების შემდეგ მის ანგარიშზე ჩაირიცხება 5 000 000$ და ბათუმში ის სახლი რომელიც ასე ძალიან გიყვარდა ძმაო.მათეს ცრემლი მოერია და თავი დახარა.ანდერძი დამტკიცებულია და მისი შეცვლა შეუძლებელია. -არ მჯერა,არ ვეთანხმები ამ ანდერძში წაკითხულ არცერთ სიტყვას.თქვა გურამის და მაგიდას ხელი დაარტყა. -დავასრულეთ? იკითხა მადლენიმ და ლევანს შეხედა. -ჯერ არა,არის კიდევ ერთი რამ რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. -რა უნდა გავითვალისწინოთ.დამცინავად იკითხა გურამიმ. -იმ შემთხვევაში თუ ქალბატონ სესილი იაკობაშვილს მოულოდნელად თუ ღმერთის ნებით რამე დაემართება,მეურვეობა ავტომატიურად გადაეცემა ბატონ ლუკა ვაჩიბერიძეს.როგორც სესილი ასევე ლუკა არის ნატალია მენაბდის მეურვე და სანამ დავასრულებ ანდერძის კითხვას,უნდა წაგიკითხოთ ის სიტყვები რაც გარდაცვალებამდე დაგიტოვათ ბადრიმ თითოეულ თქვენთაგანს. -ვიცი რომ ახლა გაკვირვებული და გაოცებულები ზიხართ და არ ხართ კმაყოფილი რაც მოისმინეთ.სესილი საყვარელო,შენ გაწვება მხრებზე ყველაზე დიდი სიმძიმე.შეიძლება გეზიზღები რომ მე შენ გიღალატე,მაგრამ ეს ასე არ არის.ნატა ერთი ძალიან ნაზი არსებაა,მას მხოლოდ სიყვარული შეუძლია მოგცეს და მე დარწმუნებული ვარ იგივეს მიიღებს ის შენგან.მოეხვიე,ჩაეხუტე და გაუთბე სული,სული სადაც სიცარიელე აქვს და ის ადგილი შეუვსე შენი დიდსულოვნებით,შენი სიყვარულით და შენი სითბოთი.ლუკა წლებია ჩემს გვერდით დგას და გთხოვთ მას ადამიანურად მოექეცით,ლუკა იყო ის ადამიანი რომელიც თათას დაეხმარა და ნატა პირველმა აიყვანა ხელში,სესილი შენ ბედნიერი უნდა იყო და შენი ბედნიერება ლუკას გვერდით არის.რაც შეეხება თათას ამ წერილის წაკითხვისას ის უკვე აღარ იქნება ჩვენს გვერდით,რადგან ის დაავადებულია უკურნებელი სენით,მას თავში სიმსივნე აქვს და უარს ამბობს მკურნალობაზე რადგან ის უშედეგოა. სესილი გთხოვ იყო ძლიერი და ნუ მისცემ მამაჩემს და დედაჩემს იმის უფლებას თუნდაც თმაზე შეგეხოს.არასოდეს დანებდე საყვარელო,ომს გამოგიცხადებს და შენც მედგრად დადექი,მე გზას გიჩვენებ როგორ შეებრძოლო,მაგრამ აქ არა შენ ცალკე მიიღებ წერილს ჩემგან.ნატას მე მთელი ჩემი სიცოცხლე მივეცი,ის ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ამ ჩემთვის ძვირფას არსებას შენ და ლუკას გიტივებთ.მხოლოდ თქვენ ორს გაქვთ უფლება იყოთ მის გვერდით და არავის სხვას.რაც შგეხება შენ მათე ძმა ხარ ჩემი და ძალიან მიყვარხარ,მაგრამ როცა თათას დასჭირდი გვერდით არ დაუდექი,ჩემი ქონების მესამედს გაძლევ,მაგრამ არ გაქვს არანაირი კავშირი ჩემს შვილთან თუ რატომ ყველაზე კარგად შენ იცი.მაპატიე, იცი როგორ ძალიან მიყვარხარ და ვიცი ახლა გული გატკინე,მაგრამ ხომ იცი ისიც კარგად მე ყოველთვის სიმართლის თქმა მიყვარს.რაც შეგეხებათ თქვენ ჩემო მშობლებო,საკმარისად გაქვთ იმისათვის რომ იცხოვროთ,ჩემი ქონება და ფული არაა თქვენთვის საჭირო ამიტომ მე მათ ვაძლევ ჩემივე სურვილით ვინც მართლა იმსახურებს.მაპატიე და ბოდიშს გიხდი მამა მაგრამ შენ ყოველთვის უმადური იყავი ჩემი საქმიანობის,ამიტომ არანაირი უფლებას არ გიტოვებ განაგო ჩემი შრომით შეძენილი ქონება.არ იფიქრო რამე შეცვალო,ექვს ადგილზე არის იგივე ანდერძი დაწერილი და არა მარტო პარიზში,ორ ადგილზე ლოს-ანჟელოში.თუნდაც ერთი სიტყვა შეიცვალოს პასუხისგებაში მიეცემი,საკმარისია რაც აქამდე იფოფინე.და კიდევ,ვფიქრობ ლუკას წინაშე ბოდიში უნდა მოიხადო,თუ შველის შენი ერთი ბოდიში შენს მიერ ჩადენილ ბინძურ საქმეს ან ის იფიქრე ბოდიში თუ ლუკამ მიიღო შენგან ჩათვალე გადარჩენილი ხარ,მაგრამ დიდი იმედი მაქვს ლუკამ იცის რაც უნდა გააკეთოს და დარწმუნებული ვარ გააკეთებს.ასე რომ შენი მეფობის დღეები იწურება დიდო მენაბდევ.ყველა ჩუმად იჯდა და მხოლოდ მათი სუნთქვის ხმა ისმოდა. -დამშვიდდი მეგობარო,ყველაფერი ისე იქნება როგორც მოვილაპარაკეთ,როგორც შენ გაგეხარდებოდა ცოცხალი რომ მყავდე,მაგრამ ჯერ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე უნდა მოვაგვარო რომ შენ დამშვიდდე და იმ ქვეყნად მშვიდად იყო.ლუკამ ლევანის შეხედა და შეეკითხა. -ბატონო ლევან თავისუფკები ვართ? -კი,თავისუფლები ხართ,სულ ეს იყო. -წავედით სესილი.უთხრა სესილის და ფეხზე წამოდგა. -ეს ანდრძი თქვენ გეკუთნით და იცოდეთ 10 დღეში უნდა დამტკიცდეს რომ ყველაფერი თქვენს უფლებაში გადმოვიდეს,წარმატებებს გისურვებთ.ლუკამ ანდერძი გამოართვა ლევანს და სესილისთან ერთად უხმოდ დატოვა ლევანის კაბინეტი,ჯერ კიდევ შოკში იყო და ხმას ვერ იღებდა,მანქანაში ჯდებოდნენ,რომ საშინელი სახით გამოვიდა გურამი და მადლენი გარეთ. -შეხედე როგორი კმაყოფილი სახე აქვს სესილის? -გაჩუმდი,გაჩუმდი უკვე ავად გამხადა ამ თემაზე ფიქრმა.იცი რას ვგრძნობ? ბახვამ ჩვენ დაგვსაჯა,უფრო შენ დაგსაჯა და რა მოხდა ან რა ხდებოდა თქვენს შორის,რატომ ვერ იტანდი ბადრის და რატომ გეზიზღება ორივე შვილები. -არ მეზიზღება,მადლენ მართლა არ ვიცი ეს რატომ გააკეთა. -არ იცი? დარწმუნრბული ხარ,რომ არ იცი? მაგრამ თათა მეტრეველი იცოდი და ძალიან კარგადაც. -აქვს მნიშვნელობა ახლა? -შენთვის არ ვიცი,მაგრამ ჩემთვის აქვს რადგან ვგრძნობ რომ რაღაც იცი რაც ამ საქმის მთელი შინაარსის ხერხემალია. -ვიცოდი მათი ურთიერთობის შესახებ,რამდენიმე თვეში დაშორდნენ მათი ურთიერთობა დიდხანს არ ყოფილა. -გაშორდნენ თუ შენ ჩაერიე და ისინი დააშორე ერთმანეთს,რას მიმალავ კიდევ გურამ. -სესილი კარგად ხარ? სერიოზულად შეაშინა სესილიმ ლუკა. -ლუკა ეს რაც მოხდა დღეს,ყველაფერი რეალობა იყო? -რეალობაა და მეც გაოცებული ვარ,ბახვამ გურამი და მადლენი ოსტატურად მოსვა ისე დაკვირვებულად და გააზრებუად გააკეთა ყველაფერი. -მართლა წლებია იცი ბახვას და თათას შესახებ? -დასამალი აღარაფერია,სესილი რატომ მიყვარს ნატა ასე ძალიან,თათა მე წავიყვანე საავადმყოფოში,მშობიარობასაც დავესწარი რადგან ისე მაგრად ჩამჭიდა ხელი ვერ გავაშვებინე,ნატა სულ პაწაწა და ციცქნა ავიყვანე ხელში.ბახვა რომ ჩამოვიდა პარიზში ნატა უკვე დაბადებული იყო და რომ შეხედა იტირა. -მილენა,მილენას უნდა დავურეკო. -დღეს დამშვიდდი და ხვალ დაურეკე.სესილის მთელი ღამე არ დაუძინია,ვერ შეძლო თვალის დახუჭვა ჯერ კიდევ შოკში და აგონიაში იყო,დილით კი როგორც ინათა მილენას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. -რა მოხდა,სესილი ასე ადრე რატომ ადექი. -ჯერ მკითხე თუ მეძინა საერთოდ. -რა მოხდა,უკვე ვნერვიულობ. -არ ვიცი რა მოხდა,ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი. -ნუ მაშინებ თქვი რა მოხდა. -ანდერძი გაიხსნა გუშინ,იქ უნდა ყოფილიყავი და გენახა საკუთარი თვალით მათი სახეები და რეაქცია,ლუკა რომ არა ჩემს გვერდით,ისე გადამივლიდა ორივე ალბად ცოცხალი ვერც კი გამოვიდოდი გარეთ.სესილიმ მოკლედ მოუყვა მილენას მომხდარის შესახებ და ისიც გაოცებული უსმენდა. -არ გააგრძელო,მოვდივარ ყავა მოადუღე უკვე კარებთან ვარ,მართლაც სულ ცოტა ხანში მელინა სესილის წინ იჯდა და გაოცებული უსმენდა. -ყველაფერი რაც კი გააჩნდა შენ და პატარას დაგიტოვათ,ყოჩაღ არ ველოდი,აი ესაა ნამდვილი ბომბის აფეთქება,მაგრამ რაც ძალიან დამაფიქრებელია ეს წერილია,როცა თათა ვნახე ბოლოს ის ძალიან შეშინებული იყო,როგორც სჩანს ბახვასაც ძალიან ეშინოდა,მაგრამ ვისი ან რისი. -მილენა მშობლებს არაფერი დაუტოვა და თუ მე რამე მომივა იმ შემთხვევაში ლუკაზე გადავა ყველაფერი ავტომატიურად,ნატასაც ის მიხედავს.მე დავრწმუნდი გუშინ,ამ ყველაფრის უკან რაღაც დიდი საიდუმლო იმალება,მაგრამ რა ესაა გასარკვევი. -მართალია რაა ეს საიდუმლო,მაგრამ სესილი რა იქბნება აწი? -არ ვიცი და არც მინდა წარმოვიდგინო,იცი რა მეწყინა მათესგან? თათას დაურეკია და შველა უთხოვია,რამდენიმე წუთში ბახვას დაურეკია თათასთან და არ უპასუხია,შეშინებულს კი ლუკასთან გადაურეკია,ლუკას თავისი საქმე მიუტოვებია და წასულა თათა გულწასული უნახავს სახლში,სწორედ იმ დღეს აღმოაჩნდა თათას რომ ავად იყო. -მათემ იცოდა რომ ბახვას და თათას სქესი ჰქონდათ? -ალბად იცოდა,მაგრამ თავი ისე მოგვაჩვენა რომ მან არაფერი არ იცოდა. -არა მგონია,რადგან მახსოვს ბავშვის შესახებ რომ გაიგო გაოცებული იყო. -მილენა როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი მსახიობი იყოს და კარგის როლს თამაშობდეს. -სესილი რაღაც მინდა გითხრა,მაგრამ არ ვიცი როგორ გაიგებ ჩემს ნათქვამს. -თქვი,რა უნდა მითხრა რომ ვერ გავიგო. -სესილი მათეს შენ უყვარხარ. -რააააააააააააა? რას ამბობ მილენა ის ხომ ბახვას ძმა არის,მაზლია ჩემი და სულ მარტო რომ დავრჩე მთელი ჩემი ცხოვრება მასზე არც კი ვიფიქრებ. -მე გაგაფრთხილე,მათე შეიცვლება და მის ნამდვილ სახეს მალე დაინახავ. -იცი რას ვფიქრობ? ადამიანი ვიზედაც დავქორწინდი და მთელი ჩემი ცხოვრება ვფიქრობდი მასთან მეცხოვრა არ ვიცი ვინ იყო,რა საქმეს ეწეოდა,საიდან ამდენი ფული 35 წლის ასაკში. -შენ ჯერ კიდევ ნაწყენი ხარ მასზე და ეს წყენა ჩააქრობს რაც იყო თქვენს შორის. -იცი რა არის ყველაზე რთული? მე ჩემი თავიც დავკარგე,ვეძებ მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვე რომ გავიგო სინამდვილეში ვინ ვარ და რა მინდა. -დაწყნარდი,ახლა შენ ძალები უნდა მოიკრიბო,მათ შემოტევას ძლიერი უნდა დახვდე,მე წავედი სამსახურში მივდივარ. -შემომიარე,ანდერძის თაობაზე უნდა მითხრა რა გავაკეთოთ. -აუცილებლად,აი ლუკაც მოვიდა და კარგია მარტო აღარ იქნები. -დილა მშვიდობის მილენა. -დილა მშვიდობის ლუკა მე მივდივარ და ჩემს გოგოებს შენ გაბარებ. -თვალის ჩინივით გავუფრთხილდები.გაუღიმა ლუკამ და სესილის შეხედა. -როგორ ხარ,დაწყნარდი გიშველა მილენასთან საუბარმა? -კარგად ვარ,დავწყნარდი. -სესილი არ უნდა შეგეშინდეს მენაბდესი,ანდერძი რგორც წაიკითხა ლევანიმ არ გაძლევს შიშის საშუალებას. -ნუ იქნები ასე მშვიდად,გურამისგან ყველაფერია მოსალოდნელი.არ ვიცი რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი,მაგრამ ვიცი და ვგრძნიბ რომ ეს სერიოზული დარტყმა იქნება. -ლუკა სად იყავი,რომ გავიღვიძე წასული დამხვდი.უთხრა მოწყენილი ხმით იმ წუთში მოსულმა ნატამ და მის კალთაში მოთავსდა. -საქმე მქონდა საყვარელო,მეგონა ისევ მძინარეს მოგისწრებდი მაგრამ ვერ მოგისწარი,მაგრამ იმედია სიურპრიზისთვის მზად იქნები. -მარტო ჩემთვის არის სიურრიზი? სესილი არ მოდის? -არა,ამჯერად მარტო მე და შენ წავალთ,წადი მოემზადე. -წადით მე საქმეები მაქვს.ლუკამ ნატა წაიყვანა,სესილი კი სახლში დარჩა სულ ცოტა ხანში კი მათე ესტუმრა. -სად არიან სხვები? -ლუკამ წაიყვანა სასეირნოდ ნატა და ძალიან კარგია რომ მე და შენ ვართ მხოლოდ,სალაპარაკო გვაქვს. -გუშინდელს ეხება? -დაჯექი და ამიხსენი რას გულისხმობდა ბახვა იმ წერილში,რომ თათას არ დაეხმარე. -მე დამნაშავე ვარ,მაგრამ მე და თათას სერიოზული არაფერი არ გვქონია მეგობრობის გარდა.დამნაშავე კი იმაში ვარ,როცა თათამ დამირეკა არ ვიყავი ქალაქში და ისეთ ადგილზე ვიყავი ტელეფონი ითიშებოდა,როცა შევძელი და დავურეკე თავად ჰქონდა ნომერი გათიშული. -თათა ჩემი და იყო,მათე ჩვენ არ ვიყავით ერთი დედის შვილები,მაგრამ ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ძალიან ბევრი რამ გადავლახეთ ერთად,შენ ცუდად მოიქეცი მასთან გართობა რომ მოინდომე. -არა,არა სერიოზული რომ ყოფილიყო აუცილებლად გაიგებდით.ჩვენ მხოლოდ ფლირტი გვქონდა,მაგრამ მალე დასრულდა ყველაფერი.სესილი პირველი დღიდან გითხარი და ისევ გიმეორებ რომ მე შენს გვერდით ვარ და ყოველთვის ვიქნები,რაც შეეხება ჩემს მშობლებს ვერ შეეხებიან პატარას,რადგან არ დავუშვებ ბავშვით ისარგებლონ და ამით გადაგიარონ შენც. -როგორც ვხედავ ძალიან ბევრი რამ დამიმალა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა. -თათა ასეთი იყო,გულში იხვევდა ყველაფერს და მარტო უმკლავდებოდა შემდეგ ტკივილს. -მათე მინდა გულახდილი იყო ჩემთან და მითხრა ყველაფერი,რატომ გითხრა ბახვამ ბოლოში ის სიტყვები,რომ შენი მოვალეობა იყო თათას გვერდით ყოფილიყავი,მაგრამ შენ ეს არ გააკეთე. -არ ვიცი,მაგრამ იმ მცირე დროში როცა ფლირტი გვქონდა მე და თათას არ ვიცი სესილი როგორ გითხრა,მაგრამ ვფიქრობ და არ მასვენებს ფიქრები,რომ შესაძლებელია ნატა ჩემი შვილი იყოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.