შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოცნის ვალი (14)


20-01-2019, 02:27
ნანახია 3 861

დილით, ვანილისა და ლავანდის სუნი როგორც კი მეცა, თავი წამოვწიე და ირგვლივ მიმოვიხედე. უცნაურია, უცხო ოთახში ამოვყავი თავი, წინა დღიდან კი არაფერი მახსოვდა. მხოლოდ ის დამმრჩა გონებაშ, როგორ დამაგდეს საწოლზე უხეშად და როგორ დამაფარეს არც ისე თბილი პლედი, მერე კი ვიღაც შემოვიდა (სავარუდოდ თიკა) ოთახში და პლედს მეორე და მესამე ფენა დაუმატა, რადგან მიხვდა, ასე ვერ გავთბებოდი. სამაგიეროდ, დილით სიცხემა და სასიამოვნო სუნმა გამომაღვიძა, სასმლისა და სიცივის ნაცვლად.
-ცხოვრობს აქ ვინმე?-დავიძახე და კვნესით წამოვიწიე, იმდენად მივჯაჭვოდი საწოლს, ადგომაც მიჭირდა. ხელები ძლივს გავამოძრავე, შემდეგ კი ფეხებს მივუბრუნდი. როგორც ჩანს, ფეხები უშნოდ წოლისაგან დამბუჟებოდა და ამას მხოლოდ ნელა წამოდგომა და გავლა გამოასწორებდა.
როცა მივხვდი, რომ ჩემს სანახავად შემოსვლას, ან ზოგადად მოვლას არავინ აპირებდა, თავად წამოვდექი და ყველა საქმე (მათ შორის, სახლისა და მასპინძლების ამოცნობაც) ჩემს თავზე ვითავე. ნელა, უჩუმრად, თითქმის უხმო და უჩინარი ნაბიჯებით დავიძარი დერეფანში და მოხატული, მდიდრული კედლები შევათვალიერე.გაკვირვებული სახით ვიიყურებოდი გარშემო და ვერ გამეგო, სად ვიყავი, სანამ ფანჯარას არ მოვკარი თვალი. მივუახლოვდი და მინაში გავიხედე, მაშინ კი მივხვდი, სადაც ვიყავი, ეზო საოცრად ნაცნობი იყო, ისეთი ნაცნობი, როგორიც თიკას მიერ ძალით წამოყვანილ გოგოს მოგონებებში ასახულ სახლს შეეფერება.
-ღმერთო-გაოცებულმა ვიტაცე პირზე ხელი და თავისით ამომხდა გაკვირვების ბგერები-აქ რას ვაკეთებ?
მოგონებებში თიკას მუდარა და საცოდავი სახე მიტივტივებდა. მაშინ ჯერ კიდევ ფხიზელი ვიყავი. მეხვეწებოდა, მემუდარებოდა, მერე კი გადაწყვიტა ჩემი გული მუქარითა და საყვედურებით მოელბო და გამოუვიდა კიდეც. დიმიტრის სახლში ისე მომიყვანა, როგორც დიდი ხნის უნახავი მეგობარი ესტუმრება თავის ახლობელს და ვიწრო წვეულებაში მეც გამრია. დარწმუნებული ვიყავი, ჩემი და ალექსანდრეს შეხვედრაც თიკას და დიმიტრის ჩაწყობილი იყო. თუმცა, შემდეგ, როცა ვაჟბატონმა საუბარი მოინდომა, სრულიად მარტოები დავრჩით ბუჩქებს ამოფარებულები, ეზოში. ამის შემდეგ, მოგონებები აღარ გრძელდებოდა. წესით, უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ სალაპარაკოდ, (მითუმეტეს სერიოზულ თემაზე), მთვრალი მივყავდი და სავარაუდოდ მეორე დღეს არაფერიც არ მემახსოვრებოდა.
-რატომ?-უიმედოდ ამოვიოხრე და სახე ხელებში ჩავრგე. ტყუილად ვცდილობდი გახსენებას, რა მიზნები ამოძრავებბდა წინა ღამით ბატონ ალექსანდრეს, ტყუილად ვიტანჯავდი ტავსაც და გონებასაც. გონებას სასმლის წყალობით არაფერი ახსოვდა. ისიც კი არ მახსენდებოდა, რანაირად მოვხვდი საწოლში.
დერეფანი ისე გავიარე, ფიქრებისგან გადატვირთული გონება ჯერ კიდევ ვერ გამწმენდვოდა. ახალი ოთახი რომ შევნიშნე, მისკენ ავიღე მიმართულება და კარი დაუკითხავად შევაღე, როგორც „დაკარგულის“ სტატუსიანმა სტუმარმა. ოთახში არავინ დამიხვდა, თუმცა ახალი სამხილი აღმოვაჩინე-ოთახიდან ერთი კარი სხვა ოთახში გადიოდა. მეორე კარიც შევაღე და სამზარეულოში მოვხვდი. არც სამზარეულოში დამიხვდა ვინმე. ცოტაც და ვიფიქრებდი, რომ სიზმარი იყო და ტყუილად დავბოდიალობდი აქეთ-იქით, მაინც ვერაფერს მივაღწევდი და ვერავის ვიპოვნიდი.
-ხალხო...-კვლავ დავიძახე. რა იქნებოდა, ვინმეს გამოეყო თავი ნებისმიერი კარიდან და მომსალმებოდა? უკვე სერიოზულად მეშინოდა მარტოობის. კიბე სწრაფად ჩავირბინე და ეზოში აღმოვჩნდი. თეთრი პერანგით ვიდექი მწვანედ მობიბინე რბილ ბალახზე, არც ფეხზე მეცვა და ფეხშიშველი ცხადად ვგრძნობდი ბალახის სიგრილეს. მიმოვიხედე და შევნიშნე, გრილზე რაღაცას წვავდა ჩემთვის უცნობი კაცი. როცა მივუახლოვდი, თბილი მზერით გამომხედა და გამიღიმა:
-დილამშვიდობის, ქალბატონო.
-იცით, რა მაინტერესებს... თქვენ ალბათ მზარეული ხართ, მაგრამ ბატონი დიმიტრი სად არის? ან მისი თანამშრომლები? მე მარტო რატომ ვარ და ვერავის ვპოულობ?
-დამშვიდდით, არ ინერვიულოთ-მიმიკა არ შესცვლია ისე გამომეპასუხა-დიმიტრი, როგორც ვიცი სახლიდან ცოტა ხნის წინ გავიდა, საქმეები გამოუჩნდა. ახალგაზრდა, მაღალი, მუქთმიანი გოგონაც მას გაჰყვა. ბატონმა ალექსანდრემ დაგვიბარა, სახლში ვინც ვიქნებოდით, შენთვის მისი მისამართი გადმოგვეცა.
კაცმა ჯიბიდან ორად დაკეცილი პატარა ფურცელი ამოიღო და ხელში გამომიწოდა.
-გმადლობთ-დაბნეულმა გამოვართვი და ფურცელი გავშალე. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა ჩვეულად არაფერი ხდებოდა. საინტერესოა, რატომ დამიტოვა ალექსანდრემ თავისი მისამართი,და რისი თქმა სურდა ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი. ვივარაუდე, რომ წინა ღამის საუბარს შეეხებოდა, თუმცა ძალიან დავინტერესდი, რა მითხრა წინა ღამით. იქნებ, კიბო მქონდა და ეს მითხრა, მე კი აღარ მახსოვდა. რა მოხდებოდა, თუ თავისი დაფარული, უდიდესი საიდუმლო გამიმხილდა, მე კი , მთვრალმა ეს ვერ დავიმახსოვრე და დღემდე მომიწევდა მისთვის თვალების გასწორება და ამ სამარცხვინო ამბის გადატანა.
-ქალბატონო...-მზარეულმა ჩემი გაშტერებული სახე რომ შენიშნა, სცადა, გამოვეფხიზლებინე.-გადმოგვცა, ამ მისამართზე მოვიდესო, თუმცა თქვენი გადასაწყვეტია...
-დიახ, რათქმაუნდა-დაბნეულმა ჩავილაპარაკე და თავი დავუქნიე. უკან როგორც კი შემოვტრიალდი, იგივე გზას გავუყევი, რაც გამოვიარე და ოთახში ავედი ჩემი ძველი ტანსაცმლის გამოსაცვლელად.
**********************************
ყველაფერი საკმარისზე სერიოზულად დამხვდა. ვეჭვობ, ჩემთვის სასიკვდილო დიაგნოზი რომ დაესვათ, ყველაფერი ამაზე უფრო მხიარული იქნებოდა, მითუმეტეს ჰაერში გაზავებული უცნაური მუხტი, რომელიც მძაბავდა.
როგორც კი კაფეში შევედი, ემი ვაინჰაუსის ნაცნობი მელოდია შემომესმა და ჩამეღიმა, მერე კი მაგიდასთან ჩამომჯდარ, სკამზე გადაწოლილ ალექსანდრეს მივაპყარი მზერა. ვიდეო თამაშს თამაშობდა ტელეფონში და ტელეფონთან ერთად თვითონაც იხრებოდა აზარტში ჩართული. მასთან უჩუმრად მივედი და ჩამოვჯექი. სანამ მასთან მივიდოდი, სახლში შევიარე და თავი მოვიწესრიგე, რათქმაუნდა იმავე ტანსაცმლითა და გაბუებული თმით მას არ ვნახავდი, მითუმეტეს, არ ვიცოდი, რა ხდებოდა. რომ ჩამოვჯექი, თვალი ამაყოლა და სახეზე უცნაური ეშმაკური ღიმილი დაეტყო. თითქოს ამ ღიმილით მაგრძნობინა, რომ ჩვენ, ორივემ რაღაც ახალი ვიცოდით, თუმცა რეალურად, მე ეს ღიმილი ისე დავინახე, როგორც იმ კაცის ღიმილი, რომელმაც ის იცის, რის აზრზეც არ ვარ.
-უფრო ადრე არც გელოდი-ჩაიღიმა.
-უფრო ადრე ვერც დამელოდებოდი-ვუპასუხე და პრადას ჩანთა მაგიდაზე ჩამოვდე. მიმტანი თავისით მოვიდა.
-კაპუჩინო.-შევუკვეთე. თავი დამიქნია და ჩაიწერა, შემდეგ კი ალექსანდრეს მიაპყრო მზერა.
-ამერიკანო-ჩემთვის მზერრის მოუშორებლად უპასუხა და მაგიდაზე თითები აათამაშა.
მიმტანმა დაგვტოვა, ჩვენ კი მარტოები დავრჩით ერთმანეთის მზერით შემოსილები.
-ასე რატომ მიყურებ?-ვკითხე გამბედავად და თვალებში გამბედავად ჩავაშტერდი.
-ასე როგორ?-ცალყბად ჩაიღიმა და მზერაუცვლელი, უფრო დაჟინებით მომაჩერდა.
-უცნაურად-მხრები ავიჩეჩე. -საერთოდაც, არ ვიცი, რა ხდება.
-არ იცი?-წარბები აზიდა, თუმცა შევატყე, დიდად არ გაჰკვირვებია . თითქოს უკვე იცოდა, რომ არ მეხსომებოდა გუშინდელი საღამო.
-ალექსანდრე-წამოვიწყე საუბარი და მხრებში გავიმართე, როგორც სერიოზული საბრის წინ ვაკეთებდი ამას.-წუხელ ვილაპარაკეთ, არა?
-მერე?-ისიც წამოიწია და ოდნავ ჩემკენ გადმოიხარა. ამჯერად უფრო ახლოდან ვგრძნობდი მის მზერას და ტანში ჟრუანტელიც მივლიდა იმის გააზრებისას რომ ის ასე ახლოს იყო ჩემთან. თითქოს შეეძლო, შემხებოდა კიდეც, თუმცა ჯერ შესაფერის მომენტს, თავის დროს ელოდებოდა.
-იმედია, გახსოვს, რომ ფხიზელი არ ვყოფილვარ...
გაეცინა. ხმადაბლა, სასიამოვნოდ ხავერდოვან ბარიტონზე ჩაიცინა და შავი თვალები ნაცნობი სიკაშკაშით მომანათა.
-მახსოვს, თუ მაგაზე ნერვიულობ. და იმასაც ვხვდები, რომ შენ არაფერი გახსოვს გუშინდელი საუბრიდან.
თავი ჩჩავხარე, მის მზერას ვეღარ ვუძლებდი. რაღაცნაირად მცხვენოდა მისი, და ნამდვილად სასირცხვილ ფაქტი იყო ის, რომ სერიოზული საუბარი, მხოლოდ იმიტომ რომ მთვრალი ვიყავი, გონებიდან მქონდა ამოშლილი.
-სოფი-ჩემი სახელი მისი თბილი და შეცვლილი ბგერებით გაისმა და გაიფანტა ჰაეერში, მე კი ინტერესით სავსე თვალები ავწიე და მას მივაჩერდი. -ამაზე არ იდარდო. ყველაფერს გაიგებ, ოღონდ მოგვიანებით.
-აბა, აქ რას ვაკეთებთ?-თვალები თავისით გამიფართოვდა გაკვირვებისგან.
ჩაიცინა თავისი ყავა მოსვა, რომელიც ვერც კი შევამჩნიე, როგორ მოიტანა მიმტანმა.-შენთან სასაუბროთ მოვედი, რათქმაუნდა.-მხრები აიჩეჩა და უდარდელი გამომეტყველებით მომაჩერდა.
თვალები კიდევ დიდხანს მქონდა გაფართოვებული, მერე კი აწითლებული სახით და გაბრაზებული გონებით წამოვდექი რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ასე გამაცურა და არაფერი მითხრა და ჩემი ჩანთიანად გაბრაზებული გამოვედი იქიდან.
-ველური...-ჩავილაპარაკე და ნაბიჯები ჩემს გულისცემას ავუწყე-როგორ ვიფიქრე, რომ რაიმე სერიოზული საქმე ექნებოდა ჩემთან... ამასთან ხომ არაფერი არ ჭრის, არც მშვიდი საუბარი, არც ჩხუბი, არც სითბო და არც...-შუა გზაზე გამაჩერა შეწყვეტილმა სიტყვამ და ბოლოს მაინც გავბედე სიარულთან ერთად წინადადების გაგრძელებაც-არც სიყვარული...
**********************************
ვსაუზმობდი, როცა ტელეფონზე ზარი გაისმა და ჩემი ვარაუდი გამართლდა-თიკა აღმოჩნდა.
-ამჯერად რა ჭორები გაიგე?
ამოიოხრა, თითქოს რაიმე სასწაული ვუთხარი:
-საცურაო კოსტუმი ხომ გაქვს?
-გამომიარე და გაგატან.-უცერემონიოდ ვუთხარი და ალუბლის ჯემი კოვზით ამოვიღე ქილიდან.
-რას გამატან, რათ მინდა შენი საცურაო კოსტუმი მე...-შეიცხადა. გამიკვირდა და წარბები შევიჭმუხნე:
-აბა, რაში გაინტერესებს, მაქვს თუ არ, თუ თხოვება არ გინდა?
-ნეტავ მოფიქრების უნარიც იმდენივე მოეცა ღმერთს შენთვის, რამსიგრძეც ენა მოგცა-ამოთქვა და გააგრძელა, სანამ რაიმეს ვუპასუხებდი-დღეს მე და შენ აუზზე მივდივართ, ვიცი, რომ რუჯი არ გიყვარს, ამიტომ შენობაში ვიქნებით. დიდი აუზია, მაგრამ არ ინერვიულო, არ დაიხრჩობი.
-თიკა...-გამაფრთხილებელი ხმით დავიწყე, სანამ პირდაპირ უარს ვეტყოდი-გირჩევნია ახლავე აღიარო, სად მიგყავარ და რატომ.
-შენ არ ინერვიულო, სიმართლეს გეუბნები. მოემზადე, სანამ შენთან მოვალ, მერე არ დაიწყო ფართხა-ფურთხით და ალიაქოთით გამზადება.
მანამ გამითიშა, სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი. თავში ხელი ვიტაცე. ნორმალური იყო ახლა ეს?! საინტერესოა, სად მივყავდი...
გადანახული ბიკინი მოვნახე და პატარა, საყვარელ ზურგჩანთაში ჩავდე დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.
თიკას დაქალს, ყველაფერი უნდა გამეთვალისწინებინა, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო, როცა ის მეუბნებოდა, რომ აუზზე მივდიოდით ერთად და როცა მოვიდოდა, უკვე მზად უნდა დავხვედროდი.
სარაფანი გადავიცვი და ფეხზე მსუბუქი ტაბკები მოვირგე.
ცოტა ხანში კარზე გაბმული კაკუნის გაისმა და თვალები გადავატრიალე. გაღებული არ მქონდა კარი, ის გიჟი რომ შემოვარდა ტრიალ-ტრიალითა და მხიარული, ბედნიერი სიმღერით.
-თიკა-დაეჭვებულმა მოვჭუტე თვალები და დავაკვირდი-რაღაც საეჭვოდ ბედნიერი ხარ შენ, რაღაც იცი და მიმალავ. რა ხდება აბა?
-რა უნდა ხდებოდეს, ძლივს ვეღირსე შენთან ერთად ზღვაზე თუ არა, აუზზე წასვლას. რაც მთავარია, წყალია, წყალი...-ხელები ისე ააფარფატა და გააქნია, როგორც ცურვისას და დატრიალდა, შემდეგ კი მოწყვეტით დაეცა დივანზე ენერგია დახარჯული და დაღლილი, წყვეტილი სუნთქვით-ჩაიცვი შენ? დამენახე აბა.
-ვერ მხედავ ასე?-გამეცინა.-თუ, ისევ თავბრუ გეხვევა?
-ოფ, კარგი ჰო, მზად ხარ უკვე ესე იგი, წავედით...
-სად გეჩქარება ერთი გამაგებინებ?-ვკითხე, მაგრამ პასუხი არ გაუცია სად ეცალა ჩემ საპასუხოდ გოგოს, აუზზე მიეჩქარებოდა, ან ქვეყნის დასალიერში, ღმერთმა იცის სად მივყავდი, ქინებ მიტაცებდა კიდევ, თუმცა მაინც მივყვებოდი, ბრმად და ნდობით...

ტაქსი უცხო შენობასთან გააჩერა თიკამ და ზურგზე ჩანთამოკიდებულები გადმოვედით მაქანიდან.
-საშვია საჭირო?-მივუტრიალდი, მაგრამ თავი გააქნია.
-გადასახდელია, მე გადავიხდი ორივეს, ხელფასი ავიღე გუშინ.-დამაიმედა და ორივე ერთდროულად შევედით მოძრავ კარში.
ადმინისტრატორთან მივიდა და როგორც ჩანს, ორივესთვის გადაუხადა, შემდეგ კი გამოსაცვლელად შევედით გასახდელში.
-ჯანდაბა შენი თავი თიკა-ამოვიბუტბუტე და ცხვირი ავბზიკე-ცურვა არ ვიცი, სად მომიყვანე...
თითქმის ძალით გამომათრია გასახდელიდან და აუზთან ერთად მივედით. კიბეების ძებნა დავიწყე, თუმცა მის სახეს და თვალებს რომ შევხედე, მაშინვე გულმა მიგრძნო, რომ ტყუილად ვეძებდი, მაინც არსად იყო არც კიბე და არც მაშველი, შემთხვევით რომ დავმხრჩვალიყავი. წყალში ისე ისკუპა, როგორც გაწვრთნილმა დელფინმა, მე კი ისე დავრჩი, როგორც დამტოვა. ამოვიოხრე და იქვე ჩამოვჯექი, წყალში ჩასვლას ასე ყოფნა მერჩივნა, ჩემთვის, წყნარად ჯდომა ცივ მეტლახზე.
-ჩამო გოგო-დამიძახა თიკამ და ხელით მანიშნა, მასთან ჩავსულიყავი, თუმცა თავი გავაქნიე და წყალში ჩავყავი ფეხები მუხლებამდე.
ვუყურებდი, როგორ მოქნილად და ოსტატურად ამოძრავებდა თიკა ხელებს წყლის ზედაპირზე და შიგნით, როგორ დაცურაავდა აუზის შიდა კედლების გასწვრივ, ერთობოდა და სიამოვნებდა წყალში თავისუფლება. მის ყურებისას ჩამეღიმა და გამახსენდა, როგორ მასწავლიდა ბავშვობაში ცურვას მამაჩემი, თუმცა, ეს მოგონება ძალიან ღრმა ბავშვობაში დარჩა, უამრავი წლის წინ, შემდეგ კი ისე გამშორდა, ისე წავიდა, დღემდე აღარ მენახა, განა იმიტომ, რომ ჩამოსვლა არ უნდოდა საბერძნეთიდან, უბრალოდ იმიტომ, რომ ზედმეტად მიეჩვია იქაურ ჰაერს, ხალხს და კულტურას. უყვარდა საქართველო, მაგრამ, როგორც ქეთო ვერ იხსენებდა დედამისს, რომელიც უყვარდა, ასე იყო მამაჩემიც. ვერც მშობლიურ იავნანას ვუმღერებდი და ვერც დავუჩოქები, რომ ვენახე, რადგან ეს ყველაფერი ამაო იყო, ამაო, რადგან იმ ადგილს ისე შერჩა, ვეღარ მოსწყდებოდა. საბერძნეთის სასაფლაოზე დარჩა მისი სულიც და სხეულიც, თუმცა სული ალბათ, გაცილებით შორსაც გაფრინდა. ამის შემდეგ კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ახლა მაინც შეეძლო ჩემთან ყოფნა, რადგან მისი სული უფრო მსუბუქი და თავისუფალი იყო, ვიდრე სხეული. სხეულს მოწყვეტილი სული.
ფიქრებში გადავარდნილს, უკნიდან ცხელი ხელები რომ ვიგრძენი, რომლებიც წელზე შემომეხვია და მთელი ტანით ზედ მიმიხუტა, შევკრთი და თავი სწრაფად გავატრიალე უკან. შვებით ამოვისუნთქე, როცა ალექსანდრე დავინახე და არა ვიღაც სხვა, თუმცა, მერე გავიაზრე, რომ ის აქ არ უნდა ყოფილიყო, თუ თიკამ არ ჩააწყო ყველაფერი.
-ალექსანდრე?-თვალებგაფართოვებული მივაშტერდი შეტრიალებული თავით, ტანი კი ისევ წინ მქონდა გადახრილი.
-ჰო-ჩაიჩურჩულა და ტუჩებზე მისი ცხელი სუნთქვა მომაფრქვია. ლამის თვალები მივნაბე.
-აქ რას აკეთებ?-მეც ჩურჩულითვე ვკითხე და ისე მივეყრდენი, რომ ვერ შეემჩნია, ეს ძალით რომ გავაკეთე.
-შენთან?-გაეღიმა-მომენატრე.
ენა მუცელში ჩამივარდა. თვალებს ისე ვახამხამებდი, როგორც გაშტერებული, ტვინგამოცლილი ადამიანი. ნეტავ, რა იგულისხმა თავისი სიტყვებით, იქნებ ის, რაც მითხრა, ამ სიტყვის პირდაპირი და ზუსტი შინაარსით? და თუ ეს ასე იყო, თანახმა ვიყავი ყველაფერზე, რასაც მეტყოდა.
-რაო?-ღიმილი ეშმაკურში გადაეზარდა და სახე უფრო მომიახლოვა. თვალი თვალში გავუსწორე და მერე ისევ მსხვილ, სრულყოფილ ტუჩებზე დავხედე,რომელიც გაცნობის პირველივე მომენტიდან შემიყვარდა.
-ნუ მაბნევ-ჩავილაპარაკე მის ტუჩებზე მიჩერებულმა.
ჩაიცინა და წელიდან ხელები ამიშვა.
-რას შვრები?-გაკვირვებულმა შევხედე, როცა რამდენიმე სანტიმეტრით დამშორდა და ხელებიც მომაცილა შიშველი კანიდან.
-შენს სურვილს ვასრულებ.-თვალი ჩამიკრა.
-ჯანდაბა-ჩავიბუტბუტი და წამოვდექი. მართალია, ხელები იატაკს დავაყრდენი, რომ არ გავსრიალებულიყავი, თუმცა, წელში გამართვისას ფეხი ამისრიალდა სველ ზედაპირზე და ხელები ჰაერში ავიქნიე. არც უფიქრია იდიოტს, რომ დავეჭირე, მაშინვე უკან გადავქანდი, წყალში, რომელიც ჩემთვის საკმაოდ ღრმა იყო. ავფართხალდი, თუმცა ვერც მიხვდა, რომ ცურვა არ ვიცოდი და იმას მითუმეტეს, რო ვიხრჩობოდი.
-მიშ...-ამოვისუნთქე და მხოლოდ ესღა ამოვთქვი. წყალში კარგად არ მესმოდა, თუმცა ყური მოვკარი, რომ თიკა მათ ეძახდა, უშველეთო.
არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა, თუმცა ჰაერი მელეოდა და უკვე ვიგუდებოდი, რადგან ფილტვები წყლით გამევსო დაჟანგბადი ამომეწურა. წყლის ზედაპირზე როგორ ამოვყვინთე, ვერ გავიგე, მხოლოდ იმ მომენტიდან დაიწყო ჩემმა გონებამ მუშაობა, როცა თვალები გავახილე შეზლონგზე წამოწოლილმა და პირველ რიგში, შენობის ჭერს მივაპყარი მზერა. მერე დავინახე, როგორ მიქნევდა თვალებთან თკა ხელს, ალბათ იმის გასარკვევად, ნორმალურად ვხედავდი თუ არა. მათ სახეებს მივაჩერდი. ჩემთან ყველაზე ახლოს ალექსი იყო ჩამუხლული და ჩემი ხელი თავისაში ჰქონდა მოქცეული, დიმიტრი კი თიკას ამოსდგომოდა გვერდში და აწყნარებდა, რომ არაფერი მჭირდა სერიოზული.
-არ დავიხრჩე?-ისე ვიკითხე, არც მიფიქრია, რა უაზრობას ვამბობდი, თუმცა როცა ალექსანდრეს შემდეგ თიკამაც თავისებური ხმამაღალი ტემბრით გადაიხარხარა, მეც ჩამეღიმა.
-გოგო-მხარზე ხელი დამკრა თიკამ-როგორ შეგვაშინე, შე სულელო.
-მეც შემეშინდა-ამოვილაპარაკე და ალექსანდრეს მივაჩერდი თვალებში. სერიოზული, თბილი გამომეტყველებით მიყურებდა.-მგონი წყალშიც მივხვდი, რომ შენი ხელები იყო...
ჩაეღიმა და თვალები უცნაურად გაუბრწყინდა, მასში თითქოს ვარსკვლავებმა გამოანათეს და გაუციხსროვნდა. სახე საოცრად ახლოს მომიტანა და ჩურჩულით მკითხა გამომცდელად:
-როცა იხრჩობოდი, ჩემი ხელები მაშნაც დაგამახსოვრდა, ფხიზელმა კი ის ვერ გაიხსენე, სიმთვრალეში რა გითხარი?
მინდოდა, უბრალოდ ბოდიში მომეხადა მისთვის და მხრები ამეჩეჩა, თუმცა ერთი მომენტი უცნაურად შემოიჭრა ჩემს გონებაშ, ეს ის მომენტი იყო, როცა ვუთხარი რომ მასთან მინდოდა. მერე კი ამ მომენტს შემდეგი მოჰყვა. ვკითხე ჩემთან იქნებოდა თუ არა. ზუსტად გამახსენდა, როგორი აწყლიანებული თვალებით მივჩერებოდი მაშინ და სამყარო ხან ერთ მხარეს გადამაქანებდა, ხან მეორე.
ისეთი თვალებით ავხედე ჩემკენ დახრილ ალექსანდრეს, დარწმუნებული ვარ, თვალები სიხარულისგან მიბრწყინავდა.
გაიღიმა, მიხვდა, რომ მახსენდებოდა. მე კი, გონება დავძაბე და თვალები დავხუჭე, რომ ყველაფერი მიყოლებით გამეხსენებინა. თუმცა, სულაც არ იყო საჭირო ყველაფრის თანმიმდევრობით გახსენება, რადგან მისი ხმა ამომიტივტივდა გონებაში და ყურში ცხადად ჩამესმა: „ცოლად გამომყვები?“
თვალები გავახილე და ცრემლები თავისით ჩამიდგა. მივშტერებოდი და ვხვდებოდი, რომ მის გარდა ვერავისთან ვიქნებოდი ასე. უბრალოდ ასე.
-ალექსანდრე...
-სოფი...
-მეც მიყვარხარ.
**************************
გათენებისას საწოლიდან მთვარეულივით წამოვდექი ლოგინიდან და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად. მზის სხივები უკვე შემოჭრილიყო ფანჯრებში და იატაკზე ათასფრად ირხეოდა მხესთან ერთად. წყლის ჭიქით ხელში ჩამოვჯექი ფანჯარასთან ახლოს მდგარ სკამზე და მზეს გავხედე. თვალწინ გადამეშალა სამყაროს სილამაზე-მზის ამოსვლის დიდებული სცენა.
სანამ ჩაცმას მოვიფიქრებდი, ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და თინას მოლოდინში თვალები გადავატრიალე, თუმცა როგორც კი ტელეფონის ეკრანზე გამოსახული სრულიად სხვა ნომერი შევნიშნე, სასიამოვნოდ ჩამეღიმა, გული გამითბო იმაზე ფიქრმა, თუუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო უცხო ნომრით.
-გისმენ ალექსანდრე-ვუპასუხე რამდენიმე წამის შემდეგ, ხმაზე მეტყობოდა ახალი გაღვიძებული რომ ვიყავი.
-ბატონი ალექსანდრეს მძღოლი ვარ-უცხო კაცის ხმა გავიგე და დაინტერესებული სმენად ვიქეცი, თუ რა ხდებოდა ასე დილაადრიან, ალექსის მძღოლი მე რომ მირეკავდა.-თქვენ ქალბატონი სოფი ბრძანდებით, ხომ?
-დიახ, რა საქმე გაქვთ?
-უკვე გზაში ვართ, თქვენი სახლისკენ მოვემართები. ბატონმა გამაფრთხილა, თქვენთან მოვსულიყავი და წამომეყვანეთ, თვითონ თავისი მანქანით იქნება.-თითქოს გასაგებად ამიხსნა, თუმცა მე ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულიყავი, რატომ დაიქირავა ალექსმა მძღოლი ჩემი გულისთის და თუ საქმე ჰქონდა, თვითონ რატომ არ მომაკითხა თავისივე მანქანით. ან, რატომ არ მითხრა, სადმე თუ ვაპირებდით ერთად წასვლას...
-თქვენი სახელი მითხარით...
-ვაჟა , ქალბატონო.
-ბატონო ვაჟა, ხომ ვერ მეტყვით, სად უნდა წამიყვანოთ? თუ, ამის თქმაც ალექსმა აგიკრძალათ?-ხმაში ოდნავ მეტყობოდა გაღიზიანება, თუმცა იმ კაცს რრას ვერჩოდი, მე თვითონაც ვერ გამეგო, ის ხომ არაფერ შუაში იყო, თუ ასეთი ხისთავიანიი და გაუგებარი უფროსი ჰყავდა. ზუსტად მასზე იყო გათვლილი სიმღერა „ჭრელო პეპელა“.
-დიახ, რათქმაუნდა გეტყვით, სასტუმროში ვაპირებთ წასვლას, კოორდინატები უკვე მითითებული მაქვს. თქვენს კორპუსთან დაგელოდებით.
-კარგი, კარგი, რომ მოხვალთ, ზარი გამომიშვით.
სკამიდან ისე წამოვხტი, თიტქოს ვინმეც ჩემთვის ცხელი წყალი გადაესხა და ოთახისკენ გავიქეცი. რა საინტერესოა, რა უნდა ჩამეცვა ისეთი, რაც ჩემს სიტუაციას და ადგილს შეეფერებოდა, სადაც მე მივდიოდი ალექსანდრესთან შესახვედრად. თუმცა, მერე კი გავიფიქრე, რომ ისედაც იცოდა, რეალურად როგორი ტანი და ფორმები მქონდა, საჭირო სულ არ იყო არაკომფორტული, ტანზე შემოტმასნილი კაბისა და ჭრელაჭრულა ტანსაცმლის ჩაცმა, მას ისეთი მოვწონდი, როგორიც სინამდვილეში ვიყავი და ბუნებრიობა, ისევე როგორც ყველა მამაკაცს, მასაც ერჩივნა.
ჩვეულებრივი მაღალწელიანი ჯინსი და ტოპი, ტოპზე კი წელს აცდენილი, შავი, გამჭირვალე ნაჭრის ჟაკეტი ჩავიცვი და თმის დავარცხნას შევუდექი. გაღვიძებული ნამდვილ საფრთხობელას ვგავდი, თუმცა ალექსანდრეს კი ნანახი ვყავდი ასეთ სიტუაციაშიც. ეს ის მომენტი იყო, როცა მასთან არაფრის მერიდებოდა, რადგან ჩემი ყოველდღიურობა და ყველანაირი განწყობა-გარეგნულობა უკვე ზეპირად იცოდა.
მძღოლის ნომერი რომ კვლავ დაეხატა ტელეფონს, მხარზე გადასაკიდი პატარა ჩანტთა ავიღე, კოსმეტიკა და ტელეფონი ჩავაწყე და კიბეზე დავეშვი კომფორტულ, მაღალი ბოტასებით.
კვლავ შავი ჯიპი. „როგორ ვერ ხვდები ალექსანდრე, რომ ეს ჯიპები არ მიზიდავს?“-გავიფიქრე და მანქანის წინა სავარძელზე მოვთავსდი. ღვედი როგორც კი შევიკარი, მანქანა დაიძრა და უცნობ ადგილას გამაქროლა.

ცოტა ხანში, როცა მაღალი, შუშის შენობის წინ გაჩერდა ჯიპი, მძღოლს მადლობა ვუთხარი და გადმოვედი, შესასვლელში კი დაცვა დამიხვდა. ჩემი სახელი და გვარი ვუთხარი და პირადობის ამოღებასაც ვაპირებდი, თუმცა აღარ დამაცადეს, კარში პირდაპირ შემატარეს. სასტმროს ჰოლში სასიამოვნო აურა და ინტერიერი დამიხვდა. იქვე, წითელი ხავერდის ქსოვილით დაფარულ დახვეწილ, მაღალ სკამებთაგან ერთ-ერთზე ჩამოვჯექი და ალექსანდრეს გადავურეკე.
-მოხვედი?-ყურმილის აღებისთანავე მკითხა.
-ჰო, სად ხარ?
-მანდ დამელოდე, მეც მალე მოვალ.
ტელეფონი გამითიშა და ზარიც გაწყდა. შიშები სკამზე ავათამაშე და ღრმად ამოვისუნთქე, არ ვიცოდი, რას უნდა დავლოდებოდი ალექსანდრესგან, მასთან ურთიერთობის გამოცდილება საერთოდ არ მქონდა და ვერც წარმოვიდგენდი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა გული მიგრძნობდა, ვერასოდეს გამიქრებოდა გრძნობები მის მიმართ.
ფიქრში დროც გავიდა და მალე ვიგრძენი, როგორ ჩამომიჯდა გვერდით. სასიამოვნო, ნაცნობი სუნი დაატრიალა თავის გარშემო და მეც მომეფრქვია. ისი სურნელი რომ ვიცანი, ღიმილით შევატრიალე ტავი მისკენ და ვკითხე:
-სიურპრიზებით იწყებ?
-შენი გაბედნიერებით ვიწყებ.-თვალი ჩამიკრა და წამოდგა, მერე კი ხელი გამომიწოდა-წამო, რაღაცას განახებ.
ინტერესით გამინათდა თვალები და წავყევი. ხელჩაკიდულებმა გავიარეთ დერეფანი და კეთილმოწყობილ, მდიდრულ ლიფტში თამამად შევაბიჯეთ. როდესაც ლიფტის კარი გაიხსნა, უკვე მეთორმეტე სართულზე ვიყავით. მან კი, რათქმაუნდა იცოდა, რომ სიმაღლის შიში არ მქონდა, ამიტომაც დაგეგმა ყველაფერი ასე კორექტულად და ადეკვატურად.
-ხომ არ გაგაღვიძე?-მკითხა ღიმილით.
-წყალი გადამცდა, როცა ტელეფონზე უცხო ნომერი დავინახე-გამეცინა.
ჩაიცინა და წინ გამატარა ლიფტის კარში. სასტუმროს მეთორმეტე სართულზე მთლიანად ლუქსი იყო მოწყობილი, განათებული კედლებითა და უზარმაზარი ფანჯრებით. რბილ ხალიჩაზე საშუალო სიმაღლის, ფეხებმორკალული მაგიდა იდგა და ზედ ტკბილეულთან ერთად ხილის ათასსახეობა ელაგა.
ალექსანდრეს ღიმილით მივაჩერდი და მხარზე დავეყრდენი, რომ მის ყურს მივწვდომოდი (ბოტასებზე დამდგარს, ცოტა მიჭირდა მისთვის ხმა ამდენად ახლოდან მიმეწვდინა და სიმაღლეში გავსწორებოდი). როცა მიხვდა, რასაც ვაკეთებდი, თვითონ დაიხარა.
-შემოქმედებითი უნარი გამოგიცოცხლდა?-ეშმაკური ღიმილით ვუჩურჩულე. წელზე ხელი მომიჭირა და ნეკნებთან ახლოს მომიღუტუნა. ხმამაღლა გამეცინა და დავიკლაკნე.
-რატომ იცინი?-წარბაწეულმა მკითხა თავმომწონედ.
-შემთხვევით შენ ხომ არ მიღუტუნებ?-მეც ავუწიე წარბები და ტუჩი მოვიკვნიტე. იმწამსვე დაიხარა ჩემკენ და ტუჩებთან ახლოს მომიტანა თავისი ბაგე.
-ალექს...-ჩავიჩურჩულე ოდნავ უკან გადახრილმა.
-ჰო...-მანაც ჩურჩულითვე მიპასუხა.
ორივეს გვეტყობოდა სერიოზული იერი სახესა და ხმაში.
-გინდა ნორვეგიაში წავიდეთ?-ვკითხე ხმადაბლა, უცვლელი გამომეტყველებით.
-რა გინდა ნორვეგიაში?-ჩაეღიმა და ტუჩებზე გადმოიტანა მზერა.
-იქ სულ ცივა...
-მერე, სიცივე გინდა?
-რომ ეციება, უფრო ხშირად ჩამეხუტები ხოლმე...
ჩაიცინა და ტუჩებზე იმდენად სწრაფად დამეკონა, ვერც გავიაზრე. მხოლოდ მაშინ ჩამეღიმა, როცა მივხვდი, რომ მთელი ჩემი არსება მას ჰქონდა მისაკუთრებული, ისე, როგორც ჩემი სხეულის თითოეული ნაწილი მასზე იყო დამოკიდებული, როგორც მთელი ჩემი გონება მასზე იყო გადართული, ჩემი გული კი ახლა მხოლოდ მისთვის ცემდა. რა უცნაური რამ ყოფილა სიყვარული, როცა გიყვარდება, საყვარელი ადამიანის გარდა ყველა სხვა შეგრძნებას კარგავ.
******************************
-ანუ გიყვარს?-მკითხა თიკამ თვითკმაყოფილი ტონით და მივხვდი, ამჯერად მის რეპლიკებს ვეღარ ავცდებოდი, ვინ იცის, მთელი ცხოვრება იმას შემახსენებდა, რომ ჩვენი შეხვედრა, გაცნობა და ერთმანეთის შეყვარება სულ მისი დამსახურება იყო. თუმცა, სულ სხვა თემა წამოჭრა, რომელსაც არ ველოდი და დიდი ხნის განმავლობაში არც გამხსენებია.-სოფი, გახსოვს ჩვენი სანაძლეო?
გავჩუმდი და ღრმად ამოვისუნქე. რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს ამბავი ალექსანდრეს ყურამდე არ უნდა მისულიყო და თუ მივიდოდა, ზუსტად ვიცი, ჩვენს ურთიერთობაში ეს განსაკუთრებულ წნეხს შეიტანდა.
-თიკა...
-გისმენ.
-არ მინდა, რომ ალექსანდრემ სანაძლეოს შესახებ რამე გაიგოს, თუნდაც ერთი სიტყვა. შენ კარგად იცი, ამ შემთხვევაში რა მოხდება, მითუმეტეს ასეთი freest წყვილი არ ვართ.
-კარგი, დამშვიდდი, ამოისუნთქე, არ დაიხრჩო ამდენი ლაპარაკით-დამცინა და წვენი მოწრუპა ერთჯერადი ჭიქიდან.-რათქმაუნდა, ისეთი არანორმალურად ბოროტიც არ ვარ, რომ ჩვენს სანაძლეოზე რამე გავაგებინო ალექსანდრეს. მე ძალიან ჩუმად ვარ, ჩემს კატას ვფიცავ.
-მშვენიერია.-ჩავილაპარაკე. ლუის თავს ტყუილად ნამდვილად არ დაიფიცებდა და თუ დაარღვევდა ამ ფიცს, თავსაც შესწირავდა თავისი კატის გამო.
********************************
-ალექს, სად ხარ?-ჩავძახე ყურმილში. დარწმუნნებული ვარ, ყურმილში ჩემი ქოშინიც მშვემვრად ესმოდა, რადგან ნახევარ საათზე მეტი მივსეირნობდი სარბენ ბილიკზე ისე, რომ სიჩქარე წუთითაც არ შემიცვლია.
-შენ სად ხარ, ასე რომ ქოშინებ?-გაეცინა.
-ფიტნეს კლუბში.
-ივარჯიშე ცოტა არ გაწყენს-დამცინა და სანამ გავუთიშავდი გაბრაზებული, დაამატა-მაგრამ ხომ იცი, ჩემთვის ისეც ლამაზი ხარ.
სიამოვნებისგან ჩამეღიმა და გაყუჩებულს, არაფერი მიპასუხია. ფეხები თავისით მრჩებოდა მოძრავ ბილიკზე, რადგან უკვე ოცნებებში წავედი მასთან საუბრით.
-მოვიდე?-მკითხა და კვლავ მან გამომაფხიზლა.
-მომენატრე.-ხმადაბლა ვუთხარი, თითქოს არ მინდოდა ვინმეს გაეგონა, თუმცა ჩემ გარდა მხოლოდ ორი ადამიანი იყო დარბაზში და ისინიც მოშორებით.
-და რომ მოვალ ისევ ნერვები რომ მომიშალო?-ჩამეკითხა, დარწმუნებული ვიყავი, ამ დროს წარბს აწევდა და გამკიცხავად გააქნევდა თავს, რადგან მისი ყველა ქცევა, მიმიკა და რეაქცია შესწავლილი მქონდა, როგორც მას ჩემი.
ეს სიტყვები კი რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას უკავშირდებოდა. სახლში ვიყავი, მან კი მანქანით ჩემ დაუკითხავად გამომიარა და ეზოდან დამირეკა ჩამოდიო. რათქმაუნდა, შევიცხადე და ვიუარე, მაგრამ ბოლოს მაინც დამითანხმა (თიკასავით) და ორ წუთში, ჟაკეტშემოცმული ჩავედი. მანქანაში იჯდა და ფანჯრიდან გამომყურებდა. მანქანაში როგორც კი ჩავჯექი, ბაგე შეერხა და ცალყბად ჩაიღიმა. შევამჩნიე, ჰაერში ჩარკვიანის ჰანგები ტრიალებდა სასიამოვნოდ და გული გამითბა. მივხვდი, მასაც იგივე შეგრძნებები დაეუფლა, რაც მე. თავი მისკენ მივატრიალე და თვალებში მივაშტერდი. მისი ეს მზერა, შავი, ღრმა და საუცხოოდ ლამაზი, მკაცრი თვალებიდან გამოტყორცნილი სხივები, ვარსვლავები, გუგები, რომლებიც მე მანათებდნენ სახეზე და მათში არეკლილი თეთრი სინათლე მე მეფრქვეოდა მელოდიასთან ერთად.
-გაიღიმე-თავი ცერად გადახარა და რბილი, სასიამოვნო ხმით წარმოთქვა სიტყვა. თავისით გამეღიმა, მისი სახის შემყურეს, მისი თბილი მზერის კანზე შეგრძნებისას. თავს იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი, რამდენადაც არც ერთ ადამიანთან არ მიგრძვნია.
-მენატრები ხოლმე-ჩავიბურდღუნე, თუმცა გაიგო. ის ჩემი ბაგიდან წამოსროლილ ნებისმიერ სიტყვას იგებდა, თუნდაც უთქმელად, თვალებში ჩამხედავდა და მაშინვე შეეძლო გაეგო, რას ვფიქრობდი, რას ვგრძნობდი, რა მინდოდა იმ წამში და თუ მიხვდებოდა, რომ მასთან მინდოდა, მისი უბრალო ჩახუტებაც კმაროდა ჩემი ბედნიერებისთვის, მკლავში ხელს ჩამკიდებდა და თავისკენ მიმიზიდავდა, მერე კი თბილ, განიერ მკერდზე და მფეთქავ გულზე ისე კომფორტულად მიმიკრავდა, დაშორება აღარც მინდოდა. მერე კი ვგრძნობდი, რა დღეში იყო თიკა, როცა დიმიტრისთან ყოფნაში ხელს ვუშლიდი, თუნდაც ფარულად, როცა ვერ ტკბებოდა მოცემული დროთი, იმ ვადით, რომელიც ღმერთმა საყვარელ ადამიანთან დროის გატარებისთვის მოგვცა. თუმცა, ცხოვრებაში, ყველაზე მეტი, სიყვარული უნდა გასცე და მიიღო, სხვა რა აზრი აქვს ამაზე დიდი სიცოცხლეს? სიცოცხლე, საყვარელი ადამიანის სუნთქვის მოსმენისა და ღიმილის დანახვის გარეშე, რა სიცოცხლეა?
იმ დღეს, როცა მანქანით უცხო ადგილზე წამიყვანა და საოცრად მაღლა, თითქმის მთის წვერიდან, მთელი ქალაქი დამანახა, გახარებულმა, მოვინდომე, ერთად გვესეირნა. მზიანმა ამინდმაც ხელი შეგვიწყო და მიუხედდავად იმისა, რომ ნამდვილად არ უყვარდა პარკებში სეირნობა და მსგავსი „ბანალურობები“, ჩემთან ერთად მაინც წამოვიდა.
-აი, ხომ ხედავ, მაინც მომყვები. აღიარე, რომ გიყვარვარ-ენა გამოვუყავი და მანამ შევყავი, სანამ მომაცლიდა.
-ჰო, გეგონოს-ჩაიღიმა და ლამის თვითონაც დამეჯღანა. დრო რომ გადიოდა და ერთმანეთს ვეჩვეოდით, თავისდაუნებურად ერთმანეთის ჩვევებსაც ვიმეორებდით და ერთ სხეულად ვყალიბდებოდით. ერთი სული ორ სხეულში.
-მგონია-გავუღიმე და მხარზე მივეკარი. ვიცოდი, რომ ძალიან სცხელოდა, მაგრამ რა უნდა ექნა იმის გარდა, რომ ჩემ გამო აეტანა ეს მტანჯველი სიცხე (მე ხომ სადისტი ადამიანი ვარ).
-სოფი...-ამოიწუწუნა ბოლოს და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა-ჩემს სასჯელად ხარ მოვლენილი?
-ეგ მაშინ თქვი, თავზე რქები რომ ამომივა!
-რქები გარეშეც ეშმაკი ხარ.-წარბი ზემოთ აქაჩა და რატომღაც მომინდა, მისი ლოყები დამეჭირა და გამეწელა.
-და შენ ვინ ხარ მაშინ?-მოჭუტული თვალებით ვკითხე და მივაჩერდი.
-მე შენი ანგელოზი ვარ.-თვალი ჩამიკრა-სულ შენს ხსნას და გადარჩენას ვცდილობ და შენ მაინც ნერვებს მიშლი.
-იმიტომ, რომ მიყვარხარ-კვლავ მივეხუტე. ვიგრძენი, როგორ უხურდა სხეული სიცხისგან და გამეცინა, მან კი ცხვირზე თითი დამკრა და ამოიოხრა.
სპორტდარბაზში დაცხა, თითქოს ჰაერიც თავისით ორთქლდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მე კი ვიწვოდი ასეთი სიმხურვალისა და სიცხისგან.
-ნერვებს არ მოგიშლი-ჩავძახე ტელეფონში-მოდი, მარტო ვერ წამოვალ.
-რატომ, ფრთები არ ამოგსვლია ჯერ, რომ გამოფრინდე?-სკეპტიკურად მკითხა და ამოიოხრა-კაი, გამოვალ,მისამართი მომწერე და მანდ იყავი, სანამ არ მოვალ, არსად წახვიდე.
გამითიშა. სიარული გავაგრძელე და შუბლზე ჩამოდენილი ოფლი მოვიწმინდე. თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, როცა დაღლილმა სარბენი ბილიკი გავთიშე და იქვე ჩამოვჯექი დასასვენებლად. ღრად ვსუნთქავდი, კარში ნაცნობი სილუეტი რომ შემოვიდა და მაშინვე თვალში მომხვდა მისი ფიგურა.
ჩემთან მოვიდა და გვერდით თავდაჯერებული ღიმილით ჩამომიჯდა:
-ეს არის ვვარჯიშობო?
-მეტი ვარჯიში რაღა გინდა?-ხელები გავშალე და ოფლით დაცვარულ შუბლზე გასაგრილებლად გრილი ხელისგული გადავისვი.
-სპორტსმენ-ჩამძახა ყურში.
-დავყრუვდი-წარბი ავწიე.
-მიდი, გამოიცვალე, თორემ გაცივდები ასე.-მანიშნა ავმდგარიყავი და გასახდელისკენ გამაგზავნა.
-დედიკო-დავუძახე უკნიდან და სანამ დამეწეოდა, გასახდელში შევვარდი.
სავარჯიშო დარბაზში ჩვეული ფორმით-შრტებითა და ფართო ტოპით გამოვედი და ალექსანდრესკენ დავიძარი, რომელსაც ორი წუთიც ვერ მოეთმინდა უჩემოდ და ახლა გირები დაელაგებინა მხრებზე. ამოვიოხრე და მივეჩერი:
-მაგის აწევას, მე ამწიო ჯობია, მე უფრო მძიმე ვარ.
გამომხედა, შემფასებლური და გაღიმებული მზერით, მერე კი გირები თავის ადგილზე დაალაგა და ჩემკენ გამოიწია. მისი გამომეტყველებითა და რეაქციით შეშინებულმა უკან დავიხიე.
-ვიხუმრე-ხელები თავის დასაცავად ავღმართე წინ, მაგრამ ამან ვერ უშველა ალექსს. როცა კედელთან მომიმწყვდია, კედლებს ხელები ჩამოადო და მზერა სწრაფად მფეთქავ გულზე მომაპყრო, მერე კი ჩაეცინა:
-რა იყო, ხომ არ შეგეშინდა?
-შენი არ მეშინია-გამბედავად მიუგე და ამაყი გამომეტყველებით მივაჩერდი.
-ჰოო?-ჩამეკითხა წარბაწეული და ჩემკენ კიდევ უფრო დაიხარა.
სანამ თვითონ მაკოცებდა, თავად მივწვდი მის ტუჩებს და როცა კოცნაში ამყვა, კისერზე ხელები შემოვხვიე. ცხელ წელზე მისი გრილი ხელები ვიგრძენი და სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა, თვალები გახელილი რომ მქონოდა, სიამოვნებისგან ავატრიალებდი.
ჰაერგამოლეულმა, როგორც თევზმა უწყლოდ, ისე გავაღე პირი, რომ ჩამესუნთქა, მას კი ჩემს დანახვაზე გაეცინა:
-რა გაცინებს?-შევუბღვირე.
-სულელო-თავისკენ მიმიზიდა და თავად გამიწელა ლოყები ისე, როგორც რამდენიმე წუთის წინ მე მინდოდა, მისთვის გამეწელა.
ჩამეღიმა და მივხვდი, რომ ამ ქვეყნად ყველაზე უბრალო რაღაცები გვაბედნიერებენ, როგორიც არის-უბრალოდ საყვარელ ადამიანთან ყოფნა, მისი დანახვა, მისი ხმის გაგონება, იმის გაგება, რომ ის კარგადაა და თავისუფლად სუნთქავს. გვაბედნიერებს ის ფაქტიც, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ერთმანეთის გვერდით ვართ და ერთმანეთს სიცოცხლითა და ბედნიერებით ვავსებთ. ღიმილი კი საუკეთესო საშუალებაა ბედნიერებისთვის, დიდხნიანი სიცოცხლისთვის. ადამიანი ადამიანისთის მზეა. მზე კი ყოველთვის გვიცინის.



№1  offline წევრი DI ANA

აუ ახლა სიტუაცია არ გააფუჭო და ალექსანდრეს ყურამდე იმ სანაძლეოს ამბავი არ მიიტანო რა იქნება :დდდ

 


№2  offline წევრი Niniko11

Wow მაგარი იყოო როგორ მიყვარს ეს წყვილიი ვაფანატრბ ამათზეე იმედი მაქვსს არავინ დააშორებსს
და იმ ნიძლავის ამბავსაც ვერ გაიგებს ალექსანდე ანდაც თუ გაიგებს სოფი ეტყვისს თვითონ
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს♡♡:)*

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კარგია მომწონს სიტყაციის ასე წარმართცა ♥️
მიხარია ისევ ასეთი პოზიტიურები რომ არიან ♥️ ასე განაგრძე წარმატებები♥️

 


DI ANA
აუ ახლა სიტუაცია არ გააფუჭო და ალექსანდრეს ყურამდე იმ სანაძლეოს ამბავი არ მიიტანო რა იქნება :დდდ

ვნახოთ, რა იქნება... ????

Niniko11
Wow მაგარი იყოო როგორ მიყვარს ეს წყვილიი ვაფანატრბ ამათზეე იმედი მაქვსს არავინ დააშორებსს
და იმ ნიძლავის ამბავსაც ვერ გაიგებს ალექსანდე ანდაც თუ გაიგებს სოფი ეტყვისს თვითონ
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს♡♡:)*

ძალიან დიდი მადლობა ასეთი ემოციებისთვის ????

ტკბილიწიწაკა
კარგია მომწონს სიტყაციის ასე წარმართცა ♥️
მიხარია ისევ ასეთი პოზიტიურები რომ არიან ♥️ ასე განაგრძე წარმატებები♥️

გმადლობ ???????? მიხარია, რომ ეს თავი ასე მოგეწონა.

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიზა

ძალიან მომწონს ეს მოთხრობა საკმაოდ კარგი თავი იყოო იმედია მალე დადებ და კიდევ მინდა გითხრა რაღაც მეორე მოთხრობას როდის დაასრულებს????სიყვარულით ლიზა

 


სტუმარი ლიზა
ძალიან მომწონს ეს მოთხრობა საკმაოდ კარგი თავი იყოო იმედია მალე დადებ და კიდევ მინდა გითხრა რაღაც მეორე მოთხრობას როდის დაასრულებს????სიყვარულით ლიზა

ალბათ "cry baby"-ს გულისმობ არა? როდესაც ამ მოთრობას დავასრულებ, შემდეგ დავიწყებ მის წერას ???? მადლობა შეფასებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent