შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (თავი V)


20-01-2019, 22:17
ავტორი Dr.writer
ნანახია 1 347

You’ve got to live for the little things.Like sunsets,your favorite song,a good book,flowers,or being with friends.They’re all that matter in the end.

ნანასთან
უსაქმურობისგან უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა,როცა გოგოებმა დამირეკეს....მათთან ლაპარაკმა ცოტა გამახალისა...და გამახსენდა,რომ ნიკას შევპირდი რომ რესტორანს ვიპოვიდი...ამიტომ ინტერნეტში შევედი და მოძებნა დავიწყე..საბოლოოდ არჩევანი მთაწმინდაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანზე შევაჩერე,რომლიოს აივანი მთელ ქალაქს გადაჰყურებდა და ულამაზესი ხედები იქმნებოდა....შემდეგ კი გეგმს შედგენა დავიწყე როგორი იქნებოდა და როგორ მოხდებოდა ყველაფერი...დღეებმა მალე გაიარა..კვირა საღამოს გოგოები ჩამოვიდნენ აჟტირებულები და ბედნიერები იყვნენ..მეგონა მარტო ისინი იქნებოდნენ,მაგრამ არა ბიჭებიც ამოსიულიყვნენ...
-ვაა რა ხალხი.....მოდით...
-ნანა როგორ ხარ ?მეკითხება უტა
-კარგად ბავშვებო თქვენ როგორ ხართ?-მეგონა მათე არ ამოვიდოდა და ეს ძალიანაც მინდა,მაგრამ როდის იყო მე ოცნებები მისრულდებოდა...
-აბა ეხლა ვინ რას დალევთ-ვეუბნები მხიარული სახით..
-აუ არაფერი არ გვინდა შენი მარტო ყავა გააკეთე...
-აუუ ნან შენ ნამცხვარიც გექნება -მეუბნება თამო
-მაშ-ვპასუხობ თავმომწონედ..-მე სამზარეულოში გავდივარ ყავის გასაკეთებლად..
-ეს ბინა ვისია?-კითხულობს ვაჩე
-ნანას ძმის ბინაა,მაგარმ ეხლა საქართველოში არ ცხოვრობს და ოკუპირებული გვავქს -ამბობ ანი თან იცინის....-მოვედიიი...ოთახში დავბრუნდი ნამცხვრით ხელში..მოგვიანებით ყავა მივვიტანე,ვცდილობდი არ შემემჩნია,როგორ სუნთქავდა ჩემს სახლში ადამიანი,რომლის მიმართაც აუწერელ ზიზღს ვგრძნობდი...პირველი ნაჭერი უტამ გადაიღო,თან მეკითხება-შენი გაკეთებულია
-ხო-ვპასუხობ ცოტათი აამაყად...
-არ ჭამო ,არ მოკვდე..-ეუბნება მათე თან ირონიულ ღიმილს მაგებებს...
-ღადაობის პიკზე ხარ..-არცმე ვაკლებ ირონიას...
-რა იყო შეგშურდა?
-ვის?მე?შენი?ღმერთმა დამიფაროს,შენი შემშურდეს,ძაან სირცხვილია შენი საქციელი -სანამ რამეს იტყონა ნიკამ დაასწორ-აუ რა გჭირთ ტო?რა პატარა ბავშვებით იქცევით...ვსიო მორჩით ეხლა რა...გავჩუმდი ხმა აღარ გამიცია მათესთვის ზედაც კი არ შემიხედავს,ლაპარაკში ჩავები,ბავშვები განიხილავდენენ ზამთარსი სად წავსულიყავით და სად დაგვესვენა....
-ეე კაია,ისე ყველაზე კაი ვარიანტი ბაკურიანია-ამბობს ქეთი და ნიკას ეხუტება...
-ისე კი,საღოლ ქეთო კრეატივის რეზერვუარი ხარ-ეუბნება ანი და ყველას ერთად გვიტყდება ხარხარი,მხოლოდ მათე ზის გაბრაზებული და გაბოროტებული სახით,რაც მე ზალიან მახარებს...-აუუ კაია წავიდეთ უეჭველი,ნუ თუ აქ ვიქნები...
-რას ნიშნავს თუ ააქ იქნები?-ინტერესით მეკითხება ვაჩე
-ანუ ხო არ მითქვამს ხო ...მოკლედ ოქტომბერში სამედიცინო კონპერენცია იმართბა გერმანიაში და თუ გამიმართლებს წავალ..
-რა ?მართლა რა მაგარია ..და როგორ არჩევენ ვინ უნდა წავიდეს?-დაინტერესებული ჩანს თამო
-რამდენიმე თვის წინ გვქონდა პრეზენტაციები გასაკეთებელი და იმეებს განიხილავენ და იქიდან ამოარჩევენ 5 კაცს,მაგრამ მეეჭვება მე ვიყო იმ ხუთეულში...
-აუ ყოველთვის ეგრე ნუ ამბობ რა ?ნერვებს ნუ მიშლი-გაღიზიანებული მეუბნება ანი
-რომელ თვეში ჩააბარეთ ეგ პრეზენტაცია?-მიმიხვდა თამო რასაც ვგულისხმობდი
-მაისში-ვპასუხობ მოკლედ და ვხვდები როგორ მებზარება ხმა
-გასაგებია!არ იდარდო მგონია,რომ ზუსტად მაგ ხუთეულში იქნები,და ისიც ძაან კარგად ვიცი რაზე იქნება ეგ პრეზენტაცია და...-აღარაფერი უთქვამს,მიხვდაა სადაც იყო ვიფეთქებდი,გუკა იყო,არის და იქნება თემა,რომელზეც ემოციების გარეშე ვერ ვილაპარაკებ ვერასოდეს,ვერც გავიხსენებ....კიდევ დიდხანს იყვნენ ბიჭები...ვლაპარაკობდით ვყვებოდით უცნობ ისტორიებს,მხოლოდ უჟუმრების მეფე იყო ჩუმად...ბოლოს სანამ დავიშლებოდით თამო აივანზე გავიდა დედამისმა დაურეკა და ტელეფონზე ლაპარაკობდა,ყველასდამოულოდნელად უტაც გაყვა ,სიგარეტი მოიმიზეზა არადა ყველა კარგად მივხვდით ნამდვილ მიზეზს და როგორც კი აივნის კარს გადააბიჟა ყველას სიცილი წაგვსკდა...
თამოსთან...
წყნეთში გატარებული დღეები ალბათ ყოველთვის მემაახსოვრება...ნელ-ნელა ვხვდებოდი როგორ იდგამდა ფესვებს ახალი და უცხო გრძნობა ჩემში....რა თქმა უნდა ეს უტას დამსახურება იყო,ვიჯექი და ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვაკვირდებოდი მას და მის ნაკვთებს..ოდნავ გრძელი,ჩალისფერი თმა,ღია მოლურჯო-მომწვანო თვალები,ხორბლისფერი კანი და წითელი ტუჩები,მაღალი,გამხდარი და აშკარად ეტყობოდა ნავარჯიშები სხეული,და მიკვირდა მიუხედავად იმისა,რომ ეწეოდა საკმაოდ კარგ"ტანზე"იყო,ხანდახან მკაცრი გამოხედვა ქონდა და ამავდროულად საოცარი ღიმილი,მაგრამ მაინც ბაბნიკი იყო ჩხუბისთავი....ჩემთვის ვიჯექი და ურცხვად ვათვალიერებდი,როცა ოცნებებში წასული ტელეფონის ხმამა გამომაფხიზლა,დედაჩემი იყო,გულში გავიფიქრე კაი რა დე რა ეხლა დარეკვის დრო იყო,იმედგაცრუებული ავდექი და აივანზე გავედი,ლაპარაკს ვამთავრებდი,როცა ჩემი ყნოსვის რეცეპტორებმა სიგარეტის სუნი ამოიცნო,ტელეფონი გავთიშე და მოვტრიალდი,უტა მოაჯირს მიყრდნობოდა სა სიგარეტს ეწეოდა..ჩემდა გასაოცრად ჩემსკენ წამოვიდა გვერდით დამიდგა და მოულოდნელად მოაჯირზე დაჯდა,ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა,რომ ცოტა გიჟი იყო...
-ისე კარგი იყო არა ეს ორი დღე?-მეკითხება ისე,რომ არ მიყურებს.
-კი,კარგი იყო.....ვპასუხობ და ღამის თბილისს ვაპყრობ მზერას,რომელიც აქდან,ამ აივნიდან ხელისგულივით ჩანს...ცოტახანს სიჩუმე ისადგურებს..დუმილს ისევ ის არღვევს და მისვამს კითხვას,რომელსაც რატომღაც მთელი გულითველოდი...-ცუდად არ გამიგო,მაგრამ მაინტერესებს ხვალე რა აკეთებ ?..თავიდან ცოტა დავიბენი არ ვიცოდი რა მეთქვა..
-აამ ლექციები მაქვს ..
-რომელზე ამთავრებ ?-მეკითხება და დაჟინებით მაცქერდება...
-ორზე...
-ძალიან კარგი,მოკლედ ახლა შენ შენს ნომერს მომცე,ხვალე შეგეხმიანები,მისამართს მეტყვი მოგაკითხავ და სადმე გავიდეთ ყავა დავლიოთ,ვილაპარაკოთ ..
-ეს კითხვაა თუ...-ეცინება და მეც აღარ ვაგრძელებ ..მის მოტხოვნას უყოყმანოდ ვასრულებ..მივხვდი რომ ცოტა შემცივდა და შესვლა გადავწყვიტე,უტაც უკან გამომყვა....ჩვენი შესვლიდან მალევე დავიშალეთ...ბიჭები გავაცილეთ,სახლი მოვაწერიგეთ და დასაძინებლად დავწექით...
ნანასთან...
მე და ნიკა თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთ და ქეთის დაბადებისდღისვის გეგმებს ვაწყობდით.როგორც ვვარაუდობდი ბოლოს მაინც ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი გახდა.წინა დღე შერჩეულ რესტორანში მივედი და ყველლაფერი დავაზუსტე,ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი როგორ ჩაივლიდა ყველაფერი,ქეთის რა რეაქცია ექნებოდა და ასე შემდეგ.....25 ნოემბერი ქეთის დაბადების დღე....ამ დღისთვის ყველაფერი გადავდე და მთელი დღით თავისუფალი ვიყავი.დილით ყველაზე ადრე მე გამეღვიძა,ავდექი ,სამზარეულოში გავედი და ყავა გავიკეთე...შემოდგომის სუსხიანი დილის მიუხედავად გადავწყვიტე აივანზე დამელია და ჯერ კიდევ ჩაძინებული ქალაქის ყურებით დავმტკბარიყავი...ცოტახანში გოგოებმაც გაიღვიძე.ჩვეულებრივი სტანდაარტული მილოცვით შემოვიფარგლეთ...ნუ რა თქმა უნდა ქეთიმ იმედგაცრუება და წყენა ვერ დამალა,ამიტომ მომიწია რაამდენიმე კარტი გამეხსა,,
-ქეთუს კაი რას იგრუზები შენ და ეგეთები?!რა იყო იფიქრე რო შენს დაბ დღეს ესე ავღნიშნავდით ?ნწ ნწ წნ რით ვერ გაგვიცანი გოგო ? მოკლედ ქალებო ნატვრის თვალებო დღეს საღამოს 7ზე მივდივაართ მთაწმინდაზე ერთ-ერთ რესტორანში...ასე რომ შეგიძლიათ მომზადება დაიწყოთ ...-მონოლოპგი დავამთავრე და კითხვების მოლოდინში გავირინდე-ჩემდა გასავირად მხოლოდ თამოს აღმოაჩნდა კითხვა
-მოიცა და ბიჭები იქნებიან ?იცი შენ ვინებსაც ვგულისხმობ მე ?-გამიღიმა პატარა ბავშვივით
-აბა მაგათ გარეშე თქვენ ვერ გაერთობით და...-ირონიული ღიმილით ვუპასუხე
-ოო მოკეტე რა ...წავედი მე აბაზანაში აი ერგრე იყავით ეხლა ესე ...-მიყუვარდა როცა მოჩვენებითი სიბრაზით მელაპარაკებოდა და საერთოდ ყველაფერი მიყვარდა რაც ჩემს გადარეულ მეგობრებს უკავშირდებოდათ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent