მიენდე გრძნობებს...თავი 10
დილით ადრიანად დაიწყეს მომზადება და ჩემოდნის ჩალაგება. ისეთი ენერგიით იყო დამუხტული ტატიანა რომ ემოციებს ვერ თოკავდა. ნიკოლაც კი გადარია.სანამ რეგისტრაცია გაიარეს,მთელი აეროპორტი მოიარა და ისიც მოატარა.. თვითმფრინავშიც ვერ მოისვენა,ენა ვერ გააჩერა,ხან რა მოუყვა ბიჭს და ხან რაა. ეგვიპტეში რომ ჩაფრინდნენ,ისეთი საშინელი სიცხე იყო,სუნთქვაც კი გაჭირდა.ტაქსი გააჩერეს და სასტუმროს მისამართი უკარნახეს..დაბინავდნენ, მაგრამ მაინც ვერ დაცხრა ტატიანა და აუზზე ჩასვლა მოინდომა. -ამდენი ენერგია საიდან გაქვს ქალბატონო?საწოლზე მიწვა ნიკოლა და თავქვეშ ბალიში ამოიდო. -კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია,ახალგაზრდა ვარ და ამიტომ… -მაგით რა გინდა მითხრა,რომ მე ბებერი ვარ? -არა,მაგას უკვე გავცდით,ასაკზე აღარ ვხუმრობთ,-გაეცინა გოგოს.-წავიდეთ რაა.გეხვეწები.. ბუზღუნით წამოდგა ამირეჯიბი, გამოცვალა და გოგოს გაჰყვა.თვალს ვერ აშორებდა ტატიანას,რომელიც მის წინ მიდიოდა ღია ცისფერ კაბაში გამოწყობილიყო.კაბა საკმაოდ მოჭრილი იყო. მზის ქუდი დაეფარებინა და სათვალე ცხვირზე დაეკოსებინა. თავისუფალი შეზლონგები მოძებნეს. ნიკოლა წამოწვა,ტატიანამ კი კაბა გადაიძრო და აუზისკენ წავიდა. მიდიოდა და ულამაზეს ტანს მიარხევდა. აქამდეც უნახავს მისი სხეული,მითუმეტეს შიშველი,მაგრამ ახლა უფრო სხვანაირი იყო, განსხვავებულად ლამაზი. სათვალე შეისწორა და სკამზე მოხერხებულად მოეწყო,რომ მისთვის ეყურებინა. აუზის კიდესთან მივიდა ტატიანა, მოემზადა და თავით გადაეშვა წყალში.ნიკოლას თვალები გაუფართოვდა,გოგო კარგად ცურავდა.რამდენიმეჯერ გაცურა აუზის ერთი კიდიდან მეორეში,მერე დაიღალა,წყლიდან ამოვიდა და მზეზე წამოწვა. -დაიწვები,-გააფრთხილა ნიკოლამ. -მზისგან დამცავი კრემი მაქვს, წამისვი.-მოაწოდა მაზი ტატიანამ და ზურგით დაუჯდა,ნიკოლა გვერდით გადაუჯდა,გელი ხელისგულებზე მოითავსა და ნაზი მოძრაობით დაუსვა ზურგზე. მოფერებას უფრო ჰგავდა,გოგოს სიამოვნებდა და თვალები მინაბა. -რა გჭირს?-ჰკითხა ნიკოლამ. -შენი შეხება მსიამოვნებს.. ნიკოლამ კიდევ ერთხელ წაისვა მაზი და მკერდისკენ გადაჰყვა,იქით გააპარა ხელი.მკერდის ღართან შეჩერდა და ნაზად დაუსვა ბიკინს ზემოდან ხელი. -ნუ მაგიჟებ,-მოუბრუნდა ტატიანა და ხელი ააღებინა.-ბავშვი ვარ. -კარგად ცურავ.-გადაიტანა საუბარი ნიკოლამ და გვერდით გადაჯდა. -ჩემმა უფროსმა ძმამ მასწავლა. ბავშვობაში ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი,ხუთი წლის ასაკში ჩვენს აუზში ვიხრჩობოდი.მაშინ გადაწყვიტეს რომ ცურვა უნდა მცოდნოდა.პირველ წელს გამიჭირდა ვერ შევძელი,მაგრამ ნელ-ნელა მეცადინეობამ შედეგი გამოიღო და მომავალ წელს უკვე ურეკში ზღვაში ვცურავდი.. -რატომ არ გამიკვირდა ნეტავ.-გაეცინა ნიკოლას. -შენზე რატომ არაფერს მიყვები?სულ მე ვლაპარაკობ,შენს ბავშვობაზე კი თითქმის არაფერი ვიცი -განსაკუთრებული და მოსაყოლი არც არაფერია,ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი,დინჯი,წყნარი,მშობლებს დიდად არ ვაწუხებდი.უმეტესად ვმეცადინეობდი. -რატომ არ მიკვირს მეც..ახლაც გეტყობა როგორი მშვიდი და დამჯერი ბავშვი იქნებოდი. -კი ძალიან. ცოტა რომ წამოვიზარდე, მერე გავხდი დაუმორჩილებელი. ვსწავლობდი,მაგრამ ამავე დროს ძალიან ცუდ რაღაცეებს ვაკეთებდი. ერთი ბარიდან მეორეში გადავდიოდით,ვსვავდით და ვილეშებოდით.ჭკუა მაშინ ვისწავლე,როცა საშინელ ავარიაში მოვყევი და სიკვდილს ძლივს გადავურჩი. ერთი წელი მომიწია საავადმყოფოში დარჩენა და მკურნალობა. იქიდან სულ სხვა ნიკოლა გამოვედი.იტალიაში წავედი და მაგისტრატურა დავამთავრე.უკან რომ დავბრუნდი მამაჩემის ბანკში დავიწყე მუშაობა.აღმოჩნდა რომ მანამდე თუ არც ერთ მეგობარს არ გავხსენებივარ,დაბრუნების მერე ყველას გავახსენდი.ამჯერად მე აღარ მომინდა მათთან. შევიცვალე,უფრო ჩაკეტილი გავხდი. იმ ბინაში გადმოვედი და მხოლოდ საბასთან მქონდა ურთიერთობა,ის შემრჩა ბავშვობის მეგობრებიდან და იმიტომ. -და მერე იყო ის ქალი ხომ? -სპეციალურად ჰკითხა ტატიანამ. -დაივიწყე ის ქალი,ნომერში დავბრუნდეთ,მზე თითქმის ჩავიდა. -თავს სულ არიდებ ამ თაზე საუბარს. -არ მინდა და მორჩა. -რატომ? -ტატიანა,-გაღიზიანდა კაცი. -იმიტომ ხომ არა რომ ისევ გიყვარს?ან რამეს გრძნობ მის მიმართ. -როგორ ამბობ ამას?რამეს რომ ვგრძნობდე მის მიმართ,შენთან როგორ ვიქნებოდი?შენთან როგორ დავწვებოდი?როგორ მოგეფერებოდი? ასეთი უგრძნობი გგონივარ?-ხმას ოდნავ აუწია ნიკოლამ. -არ მგონიხარ,უბრალოდ მაინტერესებს რა მოხდა თქვენს შორის.განა ამაში რამეს ხედავ უცხოს და უცნაურს? -კი ვხედავ,იმას ვხედავ რომ მიზეზს ეძებ საჩხუბარს,არადა არ გაქვს ამის საფუძველი,რომ ეჭვი შეგეპაროს. ხოლო ის ყველაფერი რაც შენამდე იყო,დარჩა შენამდე,შენს შემდეგ კი ყველაფერი სხვანაირია,სხვა ფერია ჩემი სამყარო… ნიკოლა წამოდგა და ნაწყენი გაემართა ნომრისკენ..ტატიანამ სწრაფად გადაიცვა კაბა,ნივთები მოხვეტა და უკან აედევნა. -მოიცადე ნიკოლა,-დაუძახა გოგომ.მაგრამ მხოლოდ ლიფტთან დაეწია,-გაწყენინე? -არა,-ლიფტში შევიდა და გოგოც შეჰყვა. -ვხვდები რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ უნდა დამეწყო,არ გსიამოვნებს.ხმაზე შეგეტყო.ბოდიში.-თავი ჩაღუნა დამნაშავესავით გოგომ. -ბოდიშს ნუ მიხდი,არაა საჭირო. -გვერდულად გადახედა ამირეჯიბმა. -რატომ?თუ დავაშავე,ამის აღიარებაც შემიძლია და ბოდიშის მოხდაც. ამიერიდან მეცოდინება,რომ ეს თემა დახურულია შენთვის,რომ ამ თემაზე არასოდეს აღარ უნდა გელაპარაკო, - ენას არ აჩერებდა და უკან მისდევდა გოგო.ნიკოლამ ნომრის კარი გააღო და პირველი შევიდა. -მივხვდი რომ ის ქალი წარსულში დარჩა.. ვეღარ მოითმინა კაცმა,უცებ მობრუნდა,კარის მიხურვა ძლივს მოასწრო ტატიანამ,რომ ნიკოლამ ზედ ააკრა,ორივე ხელით წასასვლელი ჩაუღობა და ჯიქურ გაუსწორა მზერა. -ხო,მართალი ხარ,ის ქალი სამუდამოდ დარჩა წარსულში,სამუდამოდ. გაინტერესებს მიზეზი რატომ?გეტყვი. იმიტომ რომ ქალი,რომელიც მიყვარდა,რომელთანაც ოჯახის შექმნა მინდოდა,რომელიც მინდოდა რომ ჩემი შვილების დედა გამხდარიყო,მოულოდნელად ადგა და წავიდა,მიმატოვა,თურმე მოულოდნელად აღმოაჩინა რომ გათხოვებისა და ოჯახის შექმნისთვის მზად არ ყოფილა..ისე წავიდა, პირდაპირ ვერ მითხრა და მხოლოდ წერილი დამიტოვა.იმ დღეს მოკდა ის ჩემთვის და იმ დღეს ჩავაბარე წარსულს.ახლა შენ ხარ ჩემთან და მე არ ვაპირებ რომ დაგთმო შენ.მე აღარ მინდა იგივე ტკივილი განვიცადო, აღარ მინდა გესმის?მე მინდა რომ ერთი წელი კი არა მთელი ცხოვრება გავატარო შენთან.მქონდეს ბედნიერი ოჯახი და გვყავდეს შვილები.გესმის ტატიანა? -მესმის…-დაიკნავლა გოგომ და ქმარს ახედა. -ძალიან კარგი თუ გესმის.წადი ახლა მოემზადე,გამოიცვალე და საჭმელად გავიდეთ..-ამირეჯიბი მოშორდა გოგოს და ჩემოდანთან მივიდა,ტანსაცმლის ასარჩევად..დამნაშავე ბავშვივით გაემართა ტატა სააბაზანოსკენ. სწრაფად გადაივლო წყალი, პირსახოცი შემიხვია ტანზე და ასე დაბრუნდა უკან რომ საჭირო ნივთები მოეძებნა. ნიკოლა აივანზე იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.ცოლი რომ დაინახა ასეთ ფორმაში,ნერწვი გადაყლაპა და სწრაფად გათიშა. ჯერ კიდევ შერჩენოდა წყლის წვეთები გოგოს ტანზე.პირსახოცი კი ოდნავ სცდებოდა საჯდომს და ძლივს უფარავდა.ჩემოდანს დასწვდა და ტანსაცმელი ამოყარა,საცვლების ძებნაში ისე გაერთო,რომ როცა ნიკოლამ წელზე შემოხვია ხელები შეჰკივლა. -რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ასეთ ფორმაში ნუ დადიხარ ჩემს წინ და ნუ მაღიზიანებ-თქო?-ჩასჩურჩულა ვნებიანად ყურში და ყურის ძირში აკოცა… -რატომ?იბნევი თუ. -მინდები..-გააწყვეტინა,სწრაფად მოაბრუნა თავისკენ და სხეულზე აიკრა.პირსახოცი ხელის ერთი მოძრაობით შეხსნა და მის წინაშე სრულიად შიშველი დარჩა გოგო. -იცი ჭამა გადავიფიქრე,აჯობებს უფრო მნიშვნელივანი საქმით დავკავდეთ,- ხელში აიყვანა და საწოლზე მიაწვინა,მერე ზემოდან მოექცა, უცებ გადაიძრო მაისური და გოგოს ველურივით დააცხრა ტუჩებზე. -ნამდვილად,-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა ტატიანამ და თვალები დახუჭა.. ********* დილით ადრიანად გაეღვიძა გოგოს. ნიკოლას მშვიდად ეძინა.თმის ბოლო აიღო და სახეზე ჩამოუსვა.მას რეაქცია არ ჰქონია.კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე.ამჯერად შეიშმუშნა ბიჭი,მაგრამ თვალები არ გაუხელია, მესამედ რომ დაუსვა თმის ბოლო, მაშინ გაახილა თვალები და ტატიანას მოციმციმე ირისებს წააწყდა. -ეს რაღაც ახალია ხო?-გაეღიმა. -არც ისე,ასეთი მაიმუნობები მიყვარს,ხშირად ვუწყობდი ხოლმე ჩემს ძმებს და არ ვასვენებდი. -მე რა დავაშავე? -ის დააშავე რომ მე რომ არ მძინავს,არც შენ არ უნდა გეძინოს. -ეგოისტო,-ნიკოლამ წელზე მოხვია ხელი და ზემოდამ გადაიწვინა. -იცი წუხელ ბევრი ვიფიქრე და ერთ რამეს მივხვდი.ხშირად უნდა გაგაბრაზო,რომ ასე განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე იყო. -გირჩევ ამდენი არ იფიქრო.თორემ მერე სისულელეებში გადაგდის.. -ასე ხომ?ესეგი სულელი ვარ? -კი ჩემი პატარა,სულელი გოგო, -ცხვირის წვერზე აკოცა კაცმა,მერე თავის ადგილზე დააბრუნა და წამოდგომა სცადა. -სად მიდიხარ? -ამჯერად მართლა ძალიან მშია, ქვემოთ ჩავიდეთ,მერე კი პირამიდების დასათვალიერებლად მივდივართ… -ვაშა,რა მაგარია,-ხელი ხელს შემოჰრა გოგომ და მოსალოდნელი ექსკურსიის მოლოდინში მხიარულად წამოდგა საწოლიდან. სწრაფად მოემზადნენ და სასაუზმოდ ჩავიდნენ. როგორც ყოველთვის მხიარული იყო ტატიანა და ნიკოლასაც არ აძლევდა მოწყენის საშუალებას. მერე მოემზადნენ,გიდიც მოვიდა და პირამიდების დასათვალიერებლად წავიდნენ.მზე ძალიან აცხუნებდა, მაგრამ ამას ნაკლებად გრძნობდნენ. ერთმანეთის გვერდით ყოფნა იმდენად უხაროდათ,რომ სულ არ აინტერესებდათ ირგვლივ ქარი იქნებოდა,წვიმა თუ მზე… ემოციებს ვერ მალავდა ვერც ერთი,ხელიხელ ჩაკიდებული დადიოდნენ სფინქსის ლაბირინთებში,იღებდნენ ფოტოებს და ერთმანეთით ტკბებოდნენ… საკმაოდ დაიღალნენ.გამყოლი კი არადა არ ჩერდებოდია და ექსკურსიაში წამოსულებს უამბობდა აქაურობის და თითოეული ნივთის ისტორიას… შიმშილი მაშინ იგრძნეს,როცა სასტუმროში დაბრუნდნენ. გაოფლილებს და მთელი დღის ნასიარულებლებს წყლის გადავლება ისე დაეზარათ,აუცილებლად იტყოდნენ უარს,რესტორანში რომ არ ყოფილიყვნენ წასასვლელები… ტატიანას თვალი ვერ მოსწყვიტა ნიკოლამ,როცა დაინახა. ოდნავ რუჯმოკიდებულზე თეთრი, მოკლე შიფონის კაბა საოცრად უხდებოდა,თმა გაეშალა,მხოლოდ წითელი პომადა ესვა ტუჩზე სხვა არაფერი და ეს ძალიან ლამაზი იყო.ფერად თვალებს კიდევ უფრო მეტად შეჰმატვოდა ელვარება.. -საოცარი ხარ,-ნიკოლამ ხელი მოჰკიდა და ადგილზე დააბზრიალა. -მხოლოდ შენთვის საყვარელო, -გაუცინა გოგომ და პატარა ჩანთა აიღო.-წავიდეთ? -წავიდეთ,-ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გამოვიდნენ… -ყველაზე ძალიან ასეთ დროს ვგრძნობ როგორ მიყვარხარ. .-წამოსცდა ტატიანას და უცებ იკბინა ენაზე,მაგრამ გვიანი იყო, ნიკოლა ადგილზე გაშეშდა და თვალებგაფართოებული მიაჩერდა. -რა თქვი? -არაფერი.-შერცხვენილმა თავი ჩაღუნა. -ჯანდაბა ტატიანა,გაიმეორე რა თქვი?-გაშეშდა ბიჭი -წამომცდა… -არ წამოგცდა,რომ არ გრძნობდე არ წამიგცდებოდა. -არ მეგონა ამას პირველი თუ ვიტყოდი,მინდოდა განსაკუთრებულ სიტუაციაში მეთქვა,მაგრამ ასეა. ძალიან მიყვარხარ ნიკოლა,ვფიქრობ იმ წუთიდან როცა დაგინახე,უბრალოდ ამას გვიან მივხვდი,-ძალა მოიკრიბა და გაბრწყინებულმა უთხრა გოგომ -იქნებ გეჩვენება?იქნებ იმიტომ ამბობ ამას,ერთად რომ ვიყავით?-დაიბნა ბიჭი. -ასეთი სულელი გგონივარ რომ რას ვგრძნობ შენს მიმართ ის ვერ გავიგო? რომ სიყვარული და ვნება ვერ განვასხვავო ერთმანეთისგან? -არ ვიცი,ძალიან დამაბნიე. -კარგი,როგორც ჩანს შენ ასე არ ფიქრობ.ან რა უფლება მაქვს რამე დაგაძალო და ის მითხრა რასაც არ გრძნობ.დაივიწყე რაც გითხარი და წავიდეთ ვივახშმოდ.-ეწყინა ტატიანას,ხელი გაუშვა და ლიფტისკენ წავიდა. -მოიცადე ტატი,არასწორად გამიგე,-დაეწია ნიკოლა და მკლავში სწვდა. -არაფერი თქვა გთხოვ.უარესად ნუ გააფუჭებ ყველაფერს. უხმოდ ჩამოვიდნენ ქვემოთ და სასტუმროდან გამოვიდნენ.ნიკოლა თავს დამნაშავედ გრძნობდა.მიხვდა რომ გოგოს აწყენინა… მაინც როდის ვხვდებით ან როგორ რომ ადამიანი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება?რომ გვიყვარდება?იქნებ ყველაფერი მარტივადაა და ჩვენ ვართულებთ ყველაფერს? იქნებ ნიკოლას უფრო ადრე შეუყვარდა ტატიანა და ამის აღიარება უჭირდა.ყველაზე მეტად საკუთარ თავთან?ასეა თუ ისე ვერ გაბედა გამბედაობის მოკრება და გოგოსთვის იმის თქმა რაც გულის სიღრმეში ასე ძალიან უნდოდა და სურდა .. ნაწყენი და გაბუსხული იჯდა ტატიანა სუფრასთან,თითქმის არ გაუგია რა მიირთვა და როგორი გემო ჰქონდა საჭმელს.მხოლოდ იმას მიხდა რომ შიმშილი აღარ აწუხებდა. -ახლა ასე უნდა იყო გაბუსხული? -არ ვარ.. -ხარ,გატყობ და ნუ ცდილობ თავი მომაჩვენო რომ ასე არაა. -გეჩვენება მართლა. -ასე იმის გამო ხარ რაც წეღან მითხარი?თუ იმის გამო რომ მე იგივე არ გიპასუხე? -დაივიწყე,აღარ მსურს ამ თემაზე საუბარი.. -გინდა ვიცეკვოთ?-საუბარი გადაიტანა კაცმა. -არ მინდა,ნომერში დავბრუნდეთ,თავი ამტკივდა.. -კარგი,ანგარიშს გავასწორებ და წავიდეთ.. მოულოდნელად ნიკოლას ნაცნობი ხმა მოესმა,ნაცნობი გადაკისკისება. საპირისპირო მხარეს გაიხედა და გაშრა,არ ელოდა ამ შეხვედრას. იქიდანაც იგრძნო მზერა. ტატიანამ იქით გაიხედა საითაც ნიკოლა იხედებოდა და ის უარესად დაიძაბა, მაგიდიდან არც მეტი არც ნაკლები ლიკა ქავთარაძე იყურებოდა და ჯიუტად არ აშორებდა მზერას კაცს.. ეჭვიანობამ გააგიჟა გოგო და ნიკოლას შეხედა. -ისაა ხომ? -წავიდეთ,-უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა კაცმა და წამოდგა.. -არა,რატომ უნდა წავიდეთ?ვიყოთ.. -რომ გეუბნები მივდივართ,-მკაცრად უთხრა ნიკოლამ -ასეც მივხვდი,მივხვდი რომ მის მიმართ ჯერ კიდევ გაქვს გრძნობები.-დაიჩურჩულა გოგომ. -ნუ ამბობ იმას რაც არ იცი,-გაიღიმა ნიკოლამ და შეეცადა ამით გაბრაზება დააეფარა,რომ სხვებს არ შეემჩნიათ. -იცოდი რომ ისიც აქ იყო და სპეციალურად წამომიყვანე ხომ?-ასეთივე ღიმილით უპასუხა ტატიანამ,შორიდან მოსიყვარულე ცოლ-ქმარს ჰგავდნენ ერთმანეთს რომ შესციცინებენ თვალებში. -რა სისულელეს ამბობ?ამას როგორ ვიზავდი? -როგორც ქენი,ისე..სულელი ვარ,ნამდვილი სულელი,მე კი ყველაფერი დავიჯერე.დავიჯერე რომ ჩვენ რამე გამოგვივიდოდა… -ახლა გაჩერდი ტატიანა.ძალიან გთხოვ გაჩერდი.. -მხოლოდ იმიტომ არ ვაწყობ ახლა სკანდალს,რომ იმ ქალბატონს ისტერიჩკა და კაპასი დედაკაცი არ ვეგონო,თორემ მაგას ვაჩვენებდი როგორ უნდა ასე უტიფრად სხვისი ქმრისთვის ყურება და თვალებით ფლირტი,მაშინ როცა გვერდით მამაკაცი უზის… -ეჭვიანობ?-ამის აღმოჩენა ესიამოვნა ნიკოლას. -არა,არ ვეჭვიანობ.ჩემს საკუთრებას ვიცავ.გაფრთხილებ ნიკოლა შენთვის აჯობებს,მართლა არაფერ შუაში არ იყო. -ანგარიში გავასწორეთ,წავიდეთ.- წამოდგა ამირეჯიბი და გოგოც მიჰყვა.გვერდით ამოუდგა და გასასვლელისკენ წავიდნენ. იმ საბედისწერო მაგიდას რომ გაუსწორდნენ,ტატიანამ ხელი გააპარა მისი ხელისკენ და მაგრად ჩაჰკიდა,მითუმეტეს რომ ქალი წამოდგა და გზა გადაუღობა. -რა სასიამოვნო დამთხვევაა,-გაიცინა მან.-თვით ნიკოლა ამირეჯიბი.-მისკენ გადმოიწია და გადაკოცნა,თითქოს კარგი მეგობრები ყოფილიყვნენ. -მე ამას ვერ ვიტყოდი,-ნიკოლას ხმაში წყენა იგრძნობოდა. -არ მითხრა რომ ისევ გაბრაზებული ხარ ჩემზე.კიდევ ვერ მაპატიე? -არ ვარ გაბრაზებული.ალბათ უკეთესიცაა ასე რომ მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მშვენიერ გოგოს ვერ გავიცნობდი. -და ვინაა ეს გოგო? -გაიცანი ჩემი ცოლი ტატიანა ბერიძე, ეს ლიკაა საყვარელო. -აჰა,ეს ის ლიკაა?მართლა ლამაზი ყოფილა,როგორც ამბობდნენ მასზე.-ფარული ირონია იგრძნობოდა მის ხმაში -შენც ლამაზი ბავშვი ხარ საყვარელო,- მისკენ მიიწია და ცხვირზე საჩვენებელი თითი დაჰკრა ლიკამ. -შეიძლება ბავშვი ვარ,სამაგიეროდ უკეთ ვიცი ქმრის და ოჯახის ფასი და უკეთ ვაფასებ იმას რომ მე ნიკოლა ამირეჯიბის ცოლი მქვია და მისი შვილების დედა გავხდები.არ ვნერვიულობ იმაზე რომ მალე დამაბერებს ეს,კანს მომიმჩვარავს და სხეულზე ნაკვალევს დამიტოვებს ან ნაოჭებს გამიჩენს… -ვხედავ უკვე გადმოგიყვანია შენს ჭკუაზე,შენ ხომ ყოველთვის ეს გინდოდა და ამაზე ოცნებობდი.. -ტატიანას თავი დაანება და ნიკოლას მიუბრუნდა ლიკა. -შენი თანმხლები მამაკაცი,თავს უხერხულად გრძნობს და ხომ არ გაგვაცნობ ერთმანეთს?იქნებ უთხრა ვინ ვართ?-საუბარი გადაუტანა ნიკოლამ. -აუცილებლად,ჟან ეს ნიკოლაა,ჩემი ძველი ნაცნობი,ეს ჟანია,-ერთმანეთს წარუდგინა ინგლისურად მამაკაცები. ჟანმა გაუღიმა და ხელი ჩამოართვა. -ჩვენი წასვლის დროა,ასე არაა საყვარელო?-ჰკითხა ტატამ ქმარს და სხეულზე მიეხუტა. -წავიდეთ,ნომერში მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს,-უპასუხა ნიკოლამ და დაემშვიდობა.იგრძნო ტატიანამ როგორ შურით გააყოლა ლიკამ თვალი,თუმცა არ შეიმჩნია და ისე მიყვებოდა ნიკოლას,თითქოს სულ არ ახრჩობდა ეჭვიანობა და სულაც არ იყო მასზე გაბრაზებული.როგორც კი იქიდან გამოვიდნენ,მაშინვე გაუშვა ხელი,მოშორდა და ისე გაჰყვა უკან. -ახლა რაა,ასე უნდა იყო სულ? -ასე როგორ? -გაბუტული და ნაწყენი.. -შენ მე დღეს ორჯერ მაწყენინე,ორჯერ მატკინე გული,მიუხედავად ამისა მაინც შენთან ვარ და არ გავრბივარ, რაღაც ძალა მაიძულებს რომ დავრჩე,სხვა დროს და სხვასთან ამას არ ვიზავდი.. ამის თქმა და ნიკოლას წყობიდან გამოსვლა ერთი იყო.მხრებში ჩაავლო ხელი და მაგრად შეანჯღრია. -სხვა არ იქნება არასოდეს შენს ცხოვრებაში,გასაგებია?-თითქმის უყვირა ბიჭმა.. -არც შენს ცხოვრებაში გასაგებია?-არ დაუთმო ტატიანამ. -რატომ მიწვევ? -კიდევ მე გიწვევ?იცი მაინც წეღან რად დამიჯდა იქ თავის შეკავება?იმ ქალბატონისთვის პასუხების გაცემა? აშკარად რომ გეფლირტავებოდა,რომ არ მალავდა ამას.რომ ფარულად მემუქრებოდა,შენს წართმევას? -იყვირა გოგომ და თვალები ცრემლით აევსო.-რას ითხოვ ჩენგან?მე შენ ყველაფერი მოგეცი, ყველაფერი მოგიძღვენი რაც კი წმინდა გამაჩნდა,ეს გაძლევს იმის უფლებას რომ ხმას აუწიო ჩემთან?ეს გაძლევს ასე მოქცევის უფლებას?მე არ ვარ შენი საკუთრება და ვერაფერს მომთხოვ იქამდე,სანამ შენ არ იქნები ჩემი,მთლიანად,სხეულითაც,სულითაც,გონებითაც..ახლა კი გამიშვი ხელი,მეტკინა,-წყობიდან გამოსულიყო ტატიანა,არ იცოდა რა გაეკეთებინა,მობრუნდა და სასტუმროდან გაიქცა. სანამ ნიკოლა გონს მოვიდა ის უკვე თვალთახედვის არედან გამქრალიყო… ****** არადა არ ჩანდა ტატიანა,რამდენიმე საათი გავიდა,გოგო კი არ დაბრუნდა.ნერვიულობამ შეიპყრო ნიკოლა.ნერვიულად დააბიჯებდა ოთახში და სვავდა.აზრი არ ჰქონდა მოძებნას,ან ამ უცხო ქალაქში სად უნდა მოეძებნა?ერთადერთი იმას შიშობდა,რომ ამ ქვეყანაში ხშირი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების გატაცება და მათ ხელში არ აღმოჩენილიყო.რომ მშვიდობით დაბრუნებულიყო… უკვე შუაღამე იყო,როცა ნომრის კარი გაიღო და ტატიანა შემოვიდა.დამშვიდებული ჩანდა,მაგრამ სავარძელში მჯდომმა ნიკოლამ მაინც შეამჩნია მისი ნამტირალევი თვალები.სასმლით სავსე ჭიქა გვერდით გადადო და მას მიაჩერდა. -სვავ?-გაკვირვებულმა ჰკითხა ტატიანამ. ნიკოლა წამოდგა,მაგრამ თავი ვერ შეიკავა და დაბარბაცდა.სავარძლის სახელურს დაეყრდნო,რომ არ დაცემულიყო. -სვავ კი არა მთვრალი ხარ,ფეხზე ძლივს დგახარ,-მივარდა ტატიანა,მხარქვეშ ამოუდგა და საწოლისკენ წაიყვანა. -არ ვარ მთვრალი,ჩემით წავალ. -ნიკოლა,-თვალრლები დაუბრიალა გოგომ. -არ გეჩვენება რომ გაბრაზების უფლება მე უფრო მაქვს ვიდრე შენ. -არ მეჩვენება. -ტატიანა ნუ მაღიზიანებ,ნუ ცდილობ ჩემს გაბრაზებას.-ხმას აუწია ნიკოლამ. -ახლა რაა ისევ უნდა ვიჩხუბოთ? -მე არ მიჩხუბია,ეს შენ დაიწყე,მე უბრალოდ პასუხს გცემ იმაზე რაც დაიწყე.როგორ წახვედი?როგორ დამტოვე,ისე რომ არც კი მომისმინე. -რაც საჭირო იყო ,ის მითხარი და გავიგე.მეტი რაღა დაგრჩა სათქმელი? -არა,მე არაფერი არ მითქვამს,ჯერ არ მითქვამს,აქამდე ვცდილობდი მიმეხვედრებინე,ისე ვიქცეოდი,რომ მეგონა გაიგებდი იმას თუ რას ვგრძნობდი შენს მიმართ.მეგონა მიხვდებოდი,მაგრამ ვერ მიხვდი. მეგონა საქციელი უფრო მეტი იყო,ვიდრე სიტყვა მიყვარხარ-ის თქმა. -ანუ გიყვარვარ?-თვალები გაუბრწყინდა გოგოს,მაგრამ ნიკოლამ ხმა არ გასცა,საწოლზე გადაწვა და თვალები დახუჭა… დამნაშავედ იგრძნო ტატიანამ თავი. ბიჭა ეძინა,ის კი საწოლის კიდეზე ეჯდა და მის უშფოთველ სახეს ათვალიერებდა.მიხვდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სახე და რამდენად მისეული გამხდარიყო.რომ აღარ სურდა მის გარეშე ცხოვრება. მეორე მხრიდან მოუარა საწოლს, ტანსაცმელი გამოიცვალა, გვერდით მიუწვა ქმარს და მაგრად ჩაეხუტა,ისე თითქოს იმ საღამოს ვინმე წაართმევდა… მართალია ნაწყენი იყო ამირეჯიბი, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა როცა ტატიანა დაინახა გვერდით მასზე ჩახუტებული,წამსვე დაავიწყდა გუშინდელი ჩხუბი და ჩაეღიმა.ხელი მოხვია და თმის წვალება დაუწყო. მალევე გაეღვიძა გოგოსაც,ქვემოდან ახედა და ნიკოლას მომღიმარ სახეს წააწყდა. -პირველად და უკანასკნელად მოხდა ის რომ ისე მეჩხუბე და დამადანაშაულე,არც კი მომისმინე. -მკაცრად უთხრა მან,მერე გოგოს ზემოდან მოექცა და კოცნა დაუწყო. -და კიდევ დაიმახსოვრე საწოლი ერთადერთი ადგილია სადაც ცოლ-ქმარი აუცილებლად რიგდება.. -ხომ იცი კარგი მოსწავლე ვარ? ყველაფერს ადვილად ვითვისებ და ვიმახსოვრებ.-გაიცინა მან და მისმა კისკისმა ნიკოლას გონება დაუბინდა. უფრო მეტად გახელდა და პირველი ჩხუბის შემდეგ პირველი შემარიგებელი სე...ი ჰქონდათ.. ***** იმ დღეს და მეორე დღესაც რამდენჯერმე შეამჩნია ტატიანამ ლიკა,რატომღაც სულ მათ სიახლოვეს ტრიალებდა,იქ ჩნდებოდა სადაც ისინი იყვნენ და ამჯერად მარტო. მაშინვე მიუხვდა ტრიუკს გოგო და ერთი წუთით არ ტოვებდა ქმარს მარტოს.უმეტეს დროს აუზზე ატარებდნენ.ნიკოლა სულ აფრთხილებდა მზეზე დიდხანს ყოფნას და წყალში ხშირად ჩასვლას მოერიდეო,მაგრამ არ უჯერებდა. ჯიუტად იწვა მზის გულზე რუჯის მისაღებად… საღამოობით მზე რომ ჩავიდოდა სასეირნოდ გამოვიდოდნენ. დადიოდნენ ძალიან ბევრს. ათვალიერებდნენ მაღაზიებს და სხვადასხვა სუვენირებს. ყიდულობდნენ რაც მოეწონებოდა რამდენიმე დღეში იმდენი ბარგი დაუგროვდათ,რომ ვეღარ ტევდნენ ჩემოდნებში და ახლის ყიდვა მიუწიათ. ათვლიერებდმენ მუზეუმებს,სხვა ქალაქებს,ნილოსზეც გაისეირნეს, თუმცა ეს ყველაზე მეტად დამღლელი იყო და ტატიანამ მთელი დღე იწუწუნა. -მაპატიე კარგი?-სთხოვა მოულოდნელად საღამოს ნიკოლამ. -რა გაპატიო?-გაუკვირდა გოგოს. -როცა ტურისტულ კომპანიაში საგზურს ვყიდულობდი,შენც უნდა წამეყვანე და ერთად უნდა შეგვერჩია ეს ყველაფერი-მარშუტიც და ქვეყანაც. -ნუ დარდობ კარგი,ყველაფერი კარგი და მშვენიერია,არ ინერვიულო.მე მომწონს და მეც აუცილებლად ამ ქვეყანას ავირჩევდი ისეთი შთამბეჭდავი ადგილები აქვს.-გაუღიმა ტატიანამ. -ცდილობ რომ გამამართლო ხო? -იცი როცა გავიგე რომ შენზე უნდა დავქორწინებულიყავი,დედამ ერთი დარიგება მომცა და ახლა ვფიქრობ რას გულისხმობდა ის. -და რა გითხრა ჩემმა სიდედრმა ასეთი? ტატინას გაეცინა დედის ამ სტატუსით მოხსენიებაზე. -მითხრა კარგ კაცს მოსიყვარულე ცოლი ჰყავსო.მიიღე ისეთი როგორიც არის და არ შეეცადო მის შეცვლასო. მეც მალევე მივხდი ამას,როცა რამეს აკეთებ ჩემს დაუკითხავად, თავს შენს ადგილზე წარმოვიდგენ და ვრწმუნდები რამდენად სწორია შენი ესა თუ ის გადაწყვეტილება.. -მიხარია თუ ასე ფიქრობ.აი სამაგიეროდ შენ უნდა დაინახო შენი თავი ჩემი თვალით და შენ იმას მიხვდები რამდენად საყვარელი და კარგი ხარ.-ნიკოლამ ცოლს მხარზე მოხვია ხელი და იმ ქუჩაზე მოუხვიეს სადაც მათი სასტუმრო იყო… მეორე დღეს უდაბნო მოინახულეს. აქლემებით გაისეირნეს.ბედუინებს შეხვდნენ.აღფრთოვანებულები იყვნენ სამყაროს ერთ-ერთი საოცრების ხილვით…თუმცა ტატიანა შუადღეს ძალიან დაიღალა,ნიკოლამ შეწყვიტა ტური და უკან წამოვიდნენ გამყოლთან ერთად. გზაში მზემ უფრო მეტად დააცხუნა და უფრო მეტად მოეშვა გოგო.ნიკოლას ჩაუდო თავი კალთაში,უკანა სავარძელზე მოიკეცა და ასე იყო სასტუმრომდე. -რატომ არ გინდა ექიმთან წამოსვლა ვერ ვიგებ,-გაუწყრა ნიკოლა და ხელში აიყვანა.-იქნებ რამე ცუდია? -გამოვიძინებ და ყველაფერი კარგად იქნება.უპასუხა გოგომ და თავი მკერდზე მიადო. საწოლზე მიაწვინა ნიკოლამ და გვერდით მიუწვა თვითონაც.ტატიანას მალევე ჩასთვლიმა,მაგრამ მაინც კარგად გაიგონა,როგორ დარეკა ნიკოლას ტელეფონმა და როგორ გაუთიშა ხმა.მერე ადგა ფრთხილად და ნომრიდან გარეთ გავიდა. მასინვე გამოფხიზლდა ტატიანა,ეჭვიანობამ შეიპყრო და ვეღარ მოხუჭა თვალი.ის რომ ლიკა აქ იყო და ნიკოლამ მასთან ურთიერთობა დაასრულა,სულაც არ ნიშნავდა იმას რომ მშვიდად ყოფილიყო… როგორც კი მიხვდა ნიკოლა რომ მარტო იყო,მაშინვე გადარეკა. -ნიკო მარტო ხარ?ტატიანა შენს გვერდით ხომ არაა? -არა ნანკა,მარტო ვარ რა მოხდა?ხო მშვიდობაა?-შეშფოთება დაეტყო კაცს. -კი,კი,მშვიდობაა,უბრალოდ მაინტერესებს როდის ბრუნდებით? -ხვალ საღამოს მანდ ვიქნებით. -არ ვიცი იცი თუ არა,მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ამ თემაზე არც კი გილაპარაკიათ და არც იცით არც ერთმა.ხვალ მისი დაბადების დღეა. -მართლა არ ვიცოდი ნანკა.როგორ მცხვენია რომ ცოლის დაბადების დღე არ ვიცი. -არაუშავს,მე უბრალოდ იმიტომ გირეკავ,რომ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ავღნიშნავდით და ყოველთვის განსხვავებულად უყვარდა.მაინტერესებს სიურპიზი რომ მოვუწყო შენ რამე ხომ არ გაქვს დაგეგმილი? -არა,არა პირიქით ძალიან გამიხარდება და მეც შემოგიერთდები. რაც გინდა ის დაგეგმე და მე პირდაპირ იქ მოვიყვან ტატიანას. შენ უბრალოდ საბას შეეხმიანე და მკგეხმარება.მარტო ცოდო ხარ. -აუცილებლად,სუპერ სიძე ხარ რაა,- მხიარულად შესძახა გოგომ. ამირეჯიბი დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა,ხელშივე შერჩა,რადგან ტატიანა დაინახა მისკენ მიმავალი გაბრაზებული სახით. -ვის ელაპარაკებოდი? -შენ რატომ ადექი? -მიპასუხე რომ გეკითხები, -ანგარიში უნდა გაბარო?- -მგონი მაქვს უფლება რომ გკითხო,შენი ცოლი ვარ. ლიკა იყო ხო? ამიტომ გამოხვედი ოთახიდან,მარტო რომ დალაპარაკებოდი და ხელი არ შემეშალა. -სისულელეებს ლაპარაკობ.გითხარი მზისდარტყმა გაქვს თქო და არ დამიჯერე,-გაეცინა ნიკოლას მის ეჭვიანობაზე.მობრუნდა და ნომრისკენ დაიძრა,ტატიანა უკან აედევნა ჩხუბით.უეცრად თავი ცუდად იგრძნო,თავბრუ დაეხვა და ნიკოლას რომ არ ეყოჩაღა ძირს დაეცემოდა. -გითხარო ცუდად ხარ-თქო და არ დამიჯერე,ახლა დაწვები და აღარ ადგები სანამ არ წავალთ იქამდე.-ხმა გაიმკაცრა და ტატიანაც გაიტრუნა, თუმცა ეჭვიანობისგან ისე იყო გაბრაზებული რომ ზურგი შეაქცია მეუღლეს და გაებუტა. კაცს ეცინებოდა მის ბავშვურ საქციელზე და არ იმჩნევდა,მაგრამ საყვარლად რომ გამობუსხა ტუჩები ვერ მოითმინა, წამოიწია, აკოცა და ისიც გადმობრუნდა საპირისპირო მხარეს. არ შეიმჩნია მაგრამ ესიამოვნა გოგოს და ჩაეღიმა კიდეც,მერე თვალები დახუჭა და ბედნიერს ჩაეძინა. ******* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.