შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი ( თავი 3)


20-01-2019, 23:45
ნანახია 1 931

საბუთებს უინტერესოდ დასჩერებოდა, მერამდენედ კითხულობდა, მაგრამ ამაოდ. ფიქრებში სხვაგან დაფრინავდა, გონებით თავის სახლს დასტრიალებდა .
წარმოიდგენდა მეას და ეღიმებოდა.
იცოდა გოგონა აუზთან არხეინად მოთავსებული, ხელში შოკოლადით და წყალში აფართხალებული ფეხებით ბოლო ხმაზე უსმენდა სიმღერებს...
არ ბრაზობდა, ოდნავადაც კი და საკუთარი თავის გაჰკვირვებოდა ამილახვარს.
მეას მოსვლის შემდეგ უსიცოცხლო სახლი გამოცოცხლდა, შავ-თეთრი ოთახები გაფერადდა, თითქოს ჰარში გაჟღენთილი ბოღმა სადღაც გაქრაო.
უნდოდა მალე დაბრუნებულიყო სახლში და გაღიმებული გოგო დახვედროდა, სურდა იმ პაწაწინა, კურნოსა ცხვირზე თითი დაეკრა, როგორც ეს ჩვევად ექცა უკვე, ქარდავას ლოყებზე გაჩენილი ორმოები კი არ აძლევდნენ მასზე გაბრაზების საშუალებას, მაშინაც კი როცა სახლი თავდაყირა დახვდებოდა სანდროს, არც მაშინ როცა დაღლილ-დაქანცულს, განტვირთვის მაგივრად ბოლო ხმაზე ჩართული სიმღერების მოსმენა უწევდა, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონა არ ითვალისწინებდა მასპინძლის თხოვნას, ცოტათი მაინც დაეწია ხმისთვის.
და მაინც მოსწონდა ეს ყოველივე, მოსწონდა აურზაური, თითქოს სიცოცხლის ნიშანწყალი გასჩენოდა არემარეს.
უკვირდა, რაც ადრე დისკომფორტს უქმნიდა ახლა კომფორტად ეჩვენებოდა.

* * *

ტელევიზორის წინ მდგარ სავარძელში, შეწუხებული სახით მოკალათებულიყო ქარდავა.
ამაოდ ცდილობდა სულის შებერვით დაეოკებინა გადაყვლეფილი მუხლისგან გამოწვეული ტკივილი.
ძვირად დაუჯდა სიანცე. აუზიზის პირას, მოცეკვავეს ისე დაუსრიალდა მარჯვენა ფეხი სველ იატაკზე აზზრზეც ვერ მოვიდა.
ვერაფერი მოიფიქრა გარდა სისხლის ჩამობანვისა, იჯდა ასე მოწყენილი და უცდიდა სანდროს, იქნებ გამოეჩინა გულოწყალება და ექიმთან წაეყვანა.
ქანც გამოცლილი დაბრუნდა კაცი, ლეპტოპის ჩანთა იქვე სავარძელზე მიაგდო და მისაღებისკენ დაიძრა.
ხომ მშვიდობააო? გაიფიქრა სახლში დაბუდებული სიჩუმის გამო, ბოლო კვირების შემდეგ აოცებდა მსგავსი სიმყუდროვე საკუთარ სახლში.
გაკვირვებისგან წარბი ასწია, ასე ჩუმად ჩამომჯდარ გოგონას რომ მოჰკრა თვალი
- ხომ კარგად ხარ? - ირონიულად დასძინა, მიხვდა გოგონა სარკაზმს, მაგრამ არაფრად ჩააგდო
- შენ გელოდებოდი, მოდი აქ! აი ამას შეხედე - საჩვენებელი თითით ნატკენ მუხლზე მიუთითა და ისე საცოდავად ააფახულა წამწამები ღიმილი ვერ შეიკავა კაცმა
- რა გაცინებს? - ნაწყენმა გაბუსხა ტუჩები.
მის წინ ჩაიმუხლა სანდრო, დაჟინებული მზერით შეაფასა "ჭრილობა"
- გაცილებით რთულადაა საქმე ვიდრე ჩანს - ფიქრებში გადაეშვა კაცი
- რა? -შეშინებულმა წამოიკივლა გოგომ, კიდევ უნდოდა დაეცინა მისთვის ამილახვარს მაგრამ შეეცოდა, არ უნდოდა დაეზაფრა ბავშვი და ოდნავ გაუღიმა
-არაფერია, უბრალო ნაკაწრია - მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები, თლილი თითებით მუხლთან ხელი მოხვია გოგონას, ნატკენის გარშემო საჩვენებელი თითი გადაატარა - რა მარტივია შენთვის ფიზიკური ტკივილის მოყენება მეა, როგორი მარტივი რომ იცოდე! შემიძლია ახლა თითი ძლიერად დაგაჭირო და შენი კივილი მთელს სახლს გააყრუებს და რა რთულია შენი გულის ტკენა, მშურს შენი - ცალყბად გაუღიმა ქარდავას, დაბნეული რომ დაჰყურებდა ზემოდან და გაკვირვებული გამომეტყველება არ სცილდებოდა სახიდან.
მერე თავი დასწია ამილახვარმა, მუხლზე ძალიან, ძალიან ნაზად აკოცა სტუმარს, უემოციოთ წამოიმართა და სწრაფად დატოვა ოთახი.
გახევებული მისჩერებოდა სივრცეს დაბნეული გოგო, ეს რა იყო?
ვერ ხვდებოდა რა მოხდა, გააზრებაც ვერ მოასწრო, ვერაფერი უთხრა, დაიბნა.
გადაყვლეფილ მუხლზე ტკივილის ნაცვლად მხურვალებას გრძნობდა, თითქოს ცეცხლი ეკიდა, ვის ახსოვდა საავადმყოფო ან ექიმი?
ტკივილი მითუმეტეს...

* * *
არც ისე დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა ალექსანდრეს, სულ რამდენიმე ადამიანი , მხოლოდ ისინი ვისაც თვალდახუჭული ენდობოდა, მაგრამ მიუხედავად ამ ნდობისა არ შეეძლო ბოლომდე გახსნილიყო მათთან, ეს რაღაც შინაგანი კომპლექსების ბრალი გახლდათ.
რთული ბავშვობა ჰქონდა ამილახვარს, მდიდარ ოჯახში დაბადებულს, არაფერი მატერიალური არ დაკლებია არასდროს, მაგრამ ყოველთვის გარიყულად გრძნობდა თავს.
უმკაცრესი მამა და გულგრილი დედა, ნუთუ ეს იყო ფუფუნება?
მშობლებია მიერ დაწესებული უმკაცრესი სასჯელი, იმით გამართლებული, რომ ასე უკეთესი იქნებოდა მისთვის.
ბავშვობიდან მოყოლებული მუდამ იმაზე ფიქრობდა იქნებ მე ვერ ვხედავდი და იქნებ სწორი იყვნენო...
იცოდ არავის შეუყვარდებოდა, ვერავინ შეძლებდა ამას, არ იმსახურებდა... შობლემბა ვერ შეძლეს მისი შეყვარება, საკუთარმა დედამაც კი უარყო, ქალმა რომელმაც ცხრა თვე მუცლით ატარა..

ბავშვობაში გადატანილი ტრამვები ხშირად ახსენებდა თავს, ბავშვობიდანვე იცოდა რომ იმედი არ გაგიცრუვდება, თუ კი არ გექნება ფუჭი იმედი და რადგანაც იმის ამოცნობა რომელი იმედია ფუჭი, რეალურად არ შეგვიძლია საბოლოოდ გადაუსვა ხაზი ისეთ ცნებებს როგორებიცაა: იმედი, სიყვარული, თანადგომა...
ზოგჯერ კი მასში ისეთი მხეცი იღვიძებდა რომელსაც შეეძლო ქარბორბალასავით გაენადგურებინა ირგვლივ ყველაფერი, შეეძლო იმდენად სასტიკი გამხდარიყო მომაკვდავისთვის გულგრილად ეყურებინა და არაფერი მოემოქმედებინა მის გადასარჩენად.
მხოლოდ მეგობრებს ენდობოდა, განსაკუთრებით კი "ჟღალ ნუცას".
გოგოს რომელიც გამორჩეულად თბილი და მოსიყვარულე გახლდათ ბიჭისადმი, ეს ნდობა კი მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგი იყო.
ახსოვს ერთხელ გაბრაზებული, ისეთ დღეში იყო, ვერავინ გაბედა მასთან მიახლოება, ყველა გაერიდა, მხოლოდ ნუცა დარჩა, მხოლოდ მან არ აქცია ზურგი, დაამშვიდა აბაშიძემ, ახსოვს როგორ ჩახედა ღია თაფლისფერი თვალებით , სიმშვიდე და სითბო ჩაეღვარა სანდროს.

* * *

- მგონი არცც ისე კარგი იდეა იყო შენს სახლში მოსვლა, იქაც მშვენივრად ვერთობოდით, მეგობრებთან ერთად. - ხელკავი გამოსდო ნუცამ ამილახვარს და თავი მხარზე დაადო
- კარგი რა! დაღლილს ხმაური მეზიზღება, თითქოს არ იცოდე
- სახლში სამარისებული სიჩუმეა, არც ისე ხმაურიანი ყოფილა ის გოგო, როგორც ამბობდი - ალმაცერად გახედა კაცს და ცალყბად გაუღიმა.

* * *
ღამის 12 საათი ხდებოდა, მეამ კი ვერა და ვერ მოხუჭა თვალი, ძილი არ ეკარებოდა , ზაფხული მიიწურა, მიუხედავად იმისა, რომ ოქროსფერი შემოდგომა პირველ დღეებს ითვლიდა მაინც ჯოჯოხეთურად ცხელოდა, ადგილს ვერ პოულობდა გოგო.
კონდიციონერი ჩართო, ეამა. მოსწონდა თავისი ოთახი, ნათელი, დიდი. საუცხოო ავეჯით, აივნით და ულამაზესი ხედით, მიუხედავად იმისა რომ სახლს გალავანი ისე ერტყა, ეზოს გარდა ვერაფერა ხედავდა ქარდავა, მაგრამ ეზო, ბაღი ლივლივა აუზი , ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, იმდენად ამაღელვებლად ეჩვენებოდა ვერც კი წარმოედგინა საკუთარი ოთახიდან დანახულ გარემოს, თუ აჯობებდა სხვა სილამაზე.

მოსწყინდა ოთახში, მოკლე შორტების ამარა, ფეხშიშველი და თმაგაწეწილი დაეშვა კიბეზე, სტუმარს არ ელოდა, გაუკვირდა, არ ესიამოვნა ამ დროს სხვა ქალის ხილვა სახლში, მაგრამ არ დაიბნა, არ შეიმჩნია
- გამარჯობა! მე მეა ვარ - ფართოდ გაუღიმა და ხელი გაუწოდა კაცის მხარზე მიყრდნობილ ჟღალს.
ნუცამ შემფასებლურად აათვალიერა შავთვალა და მის გულუბრყვილობაზე ოდნავ, სანდროსგან მალულად ჩაეცინა, გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება
-მე ნუცა ვარ, სიმართლე გითხრა შენზე მსმენია - ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა
-იმედია მხოლოდ კარგი - ორაზროვნად შენიშნა - ყავას დალევ? - ნელი ნაბიჯით დაიძრა სამზარეულოსკენ ისე რომ პასუხს არ დალოდებია
- არა გმადლობ - გზად დაეწია მომაჯადოვებლად ლამაზი წითურის სიტყვები
- სანდრო შენ ? - სამზარეულოდან გამოსძახა
- არ მინდა! - ცივად მიუგო კაცმა
- ძალიან საყვარელია!
- ჯერ ბავშვია, გაიზრდება და შეიცვლება - ზიზღით წარმოსთქვა
- რა იცი? - ხმას დაუწია , ქარდავას სმენას რომ არ მისწვდენოდა მათი საუბარი
- ყველა ეგრეა და მაგიტომ - ამრეზით აიჩეჩა მხრები
-იდეალური ადამიანები არ არსებობენ სანდრო! არსებობენ მხოლოდ ისინი ვინც ისეთს მიგვიღებს როგორებიც ვართ სინამდვილეში. ჩვენ ადამიანებს...- კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას სამზარეულოდან მომავალი, მეა რომ დაინახა, გოგონას ყავის ფინჯანი ეკავა ხელში და თითები ისე შემოეჭდო თითქოს საგანძურს უფრთხილდება, ხელიდან არავინ გამომსტაცოსო
- რაო რას ამბობდი შენზე რა მსმენიაო? - წყვილს შორის მოკალათდა და ცნობისმოყვარედ მიაჩერდა სტუმარს
- ბევრი არაფერი მხოლოდ ის რაც სანდრომ და ნიკოლოზმა მიამბეს.
- ანუ თავისუფალ დროს ჩემს ამბებს განიხილავ - მკვეთრი მოძრაობით შებრუნდა კაცისკენ და მრავლისმეტყველად გაუღიმა, არაფერი უპასუხა, მხოლოდ თვალებით ანიშნა გადი აქედანო.
იუკადრისა ქარდავამ, გაპროტესტება დაპირა , მაგრამ რომ დაფიქრდა, მიხვდა აქ რა მესაქმებაო და სწრაფად წამოდგა
- მგონი ხელს გიშლით გვრიტებო! - ორივე ხელი შემოჰკრა, ნახევრად ცარიელ ჭიქას ხელი დაავლო და ტანის რხევით აუყვა კიბეს
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა აფროდიტე - არ შეჩერებულა, არც მობრუნებულა ისე ამცნო "ახალი ამბავი" ჟღალს.
მის რეპლიკაზე ღიმილი ვერცერთმა შეიკავა.

* * *
ნუცამ ბევრი რამ იცოდა მეაზე, მას შემდეგ დაინტერესდა რაც მეგობრებისგან შეიტყო მისი არსებობის შესახებ.
მეა მისი შანსი იყო, სანდროს მობინადრე, მისი "ოჯახის წევრი"
რაც იმას ნიშნავდა რომ ქარდავას ყველაფერზე მიუწვდებოდა ხელი სახლში და თუ რაიმე დაიკარგებოდა ან გაფუჭდებოდა რაღა თქმა უნდა ეჭვს პირველი მასზე მიიტანდნენ.
ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა გაეკეთებინა, უნდა ემოქმედა და სანდროსთვის მეას ნდობა დაეკარგა, ეს არც ისე რთული უნდა ყოფილიყო, რადგან სანდრომ სულ რამოდენიმე კვირის წინ გაიცნო გოგო.
საპირფარეშოში გავალო, ჩანთას ხელი დაავლო და მეორე სართულისკენ დაიძრა, სანდროს კაბინეტის პოვნა არ გასჭირვებია, სეიფს არც გაკარებია, უბრალოდ რამოდენიმე ათასი უჯრიდან აიღო, სადაც სანდრო იმ თანხას ინახავდა ხოლმე, რომელიც მნიშვნელოვნად არ მიაჩნდა.
მერე გოგოს ოთახში შეიხედა და რადგან მეა ოთახში არ დახვდა კარადის ერთ- ერთი უჯრა გამოაღო და ყვითელი პაკეტი პირსახოცების ქვემოთ დამალა, ესმოდა წყლის ხმა, ფაქტი ოყო გოგონა ბანაობდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა რა მზაკვრულ გეგმებს ხლართავდნენ მის წინააღმდეგ.

* * *
კოშმარმა დაუფრთხო ძილი ქარდავას.
ცუდად იყო მეა.
მან ნაწილი დაკარგა და ეს ტკივილი შიგნიდან ღრღნიდდა, მოსვენებას არ აძლევდა , მაგრამ შეძლო ამით ცხოვრება, ყველაფერს შეეგუები ადამიანი თუ კი იცი რომ სხვა გზა უბრალოდ არ დაგრჩენია.



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ძალიან კარგია, კარგი სიუჟეტია და საინტერესოდაც წერ, უბრალოდ "რამოდენიმე" არა რა "რამდენიმე"
პ.ს რაც აბიტურიენტი გავხდი მერე გავიგე თორემ მანამდე მეც რამოდენიმეს ვწერდი:დ:დ:დ

 


№2  offline წევრი tekle22

ნუ აგვიანებ მომწონს რაღაცნაირად და დიდი თავები დადე რა არის ეს smile

 


№3  offline წევრი ნინო(((

ძალიან მომეწონა და ველოდები შემდეგს მოუთმენლად❤❤❤

 


№4  offline წევრი Onlyyou

ვაიმე მალე დადე რა ნუ აგვიანებ კსე ძალიან მაგარია

 


№5  offline მოდერი D-roni

ახლა იმედი მაქვს ბანალურად ალექსანდრე მეას დადანაშუალება და აქ ომის ატეხვა არ მოხდება .
ვფიქრობ მეა იმაზე მეტად ჭკვიანია ვიდრე ჩვენ გვგონია და იმაზე ადრე გაშიფრავს ყველაფერს ვიდრე ჟღალი დაატრიალებს ომს და ალექსანდრე იპოვნის ამ ფულს . მოკლედ ავტორო შენი და მეას იმედი მაქვს))

 


№6  offline წევრი Rania

Kargiaaa. Male dade. Isedac patara tavebiaaa
--------------------
Q.qimucadze

 


ტომაჩკა
ძალიან კარგია, კარგი სიუჟეტია და საინტერესოდაც წერ, უბრალოდ "რამოდენიმე" არა რა "რამდენიმე"
პ.ს რაც აბიტურიენტი გავხდი მერე გავიგე თორემ მანამდე მეც რამოდენიმეს ვწერდი:დ:დ:დ

ტომაჩკა
ძალიან კარგია, კარგი სიუჟეტია და საინტერესოდაც წერ, უბრალოდ "რამოდენიმე" არა რა "რამდენიმე"
პ.ს რაც აბიტურიენტი გავხდი მერე გავიგე თორემ მანამდე მეც რამოდენიმეს ვწერდი:დ:დ:დ

მადლობა ტკბილო *** აუ ჰოოო :დ ეგ როგორ დამემართაააა :დდდ
წარმატებები ეროვნულებზე :*

tekle22
ნუ აგვიანებ მომწონს რაღაცნაირად და დიდი თავები დადე რა არის ეს smile

გამახარე თუ მოგწონს რაღაცნაირად :დ :***

 


№8  offline წევრი anukaaa

შტერი "ჟღალი ნუცა"... გოგო ბანაობს და ეს ისეთ ადგილას დებს ფულს... პირსახოცი არ დაჭირდება?!!! მე ვიქრობ რომ პირსახოცი დაჭირდება და პაკეტს იპოვის... ❤ გელი მალე ახალი დიდი თავით ❤

 


№9  offline წევრი ანა გოგოძე

მალე დადეე რა შემდეგი თავი სად დაიკარგე თი აღარ აგრძელებ?????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent