სევდათა მუზეუმი[ნაწილი 4]
ახლა უკვე სახლში ვარ. მოვიცალე,ან უბრალოდ გამახსენდა ყველაფერი გვერდზე გადავდე და ახლა მე ვზივარ კომპიუტერის წინ და ხელებს კლავიატურაზე რუტინული მოძრაობით ვაწკაპუნებ. ყველაფერი დამათავრდა,2 კვირა გავიდა და მე ისევ იმ სულელურ შემთხვევებზე ვფიქრობ,რომელიც მოგონილს უფრო გავს. თვალებიდან არ ამომდის საბას და სანდროს სახე. ვინ არაინ ესენი ჩემთვის? ვცდილობ მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი შევქმნა და უბრალოდ არ გამომდის. არის ორი უკიდურესობა და მე აქედან მეორეს ვირჩევ. ვივიწყებ ყველაფერს და საცხოვრებლად სხვაგან გადავდივარ..ხვალ ჩემი დაბადების დღეა,ასაკთან შედარებიტ ძალიან პატარა ვარ,ჯერ კიდევ ბევრი მიკლია..ახლა მხოლოდ ერთს ვფიქრობ,ჩალაგებული ბარგი შევამოწმო,ნომერი გადავაგდო და სახლიდან დანიშნულ დროზე გავიდე. მჯერა ამ გაქცევით გავექცევი ყველას,მათშორის საკუთარ თავსაც და მის ადგილზე სხვა,უფრო უკეთესი თუ არა უფრო გაზრდილი მაინც მოვა ვინმე. თითქოს დეპრესიის შემოტევები,თითქოს თავის დავიწყებებიც კი მჭირს. მომენტარულად ყველაფერი ქრება. რამ გამოიწვია ეს? თვიტონაც არ ვიცი.. იქნებ საბამ,ან იქნებ სანდრომ... და რატომ მაინცდამაინც ამ ორმა? რატომ? ჩემი ტვინი ამაზე პასუხს ეძებს და უცებ პასუხის აღმოცენის მოლოდინში ტელეფონი რეკავს. საბაა..ხო და კიდევ, ამ დროის განმავლოობაში აღმოვაჩინე ,რომ სანდრო ან არ მიმჩნევს ან უზომოდ უყურადღებოა. ან იქნებ რამე სჭირს,მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. საბა კი გამოდმებიტ მირეკავს,მამოწმებს.. ერთდროულად ყველაფერიაა:მატყუარა,სამართლიანია,მშიშარა,უშიშარი,უჭკუო და გონებამახვილი. ტელეფონი გავთიშე. ბარათია ამოვიღე,ახალი ნომერი ჩავდე,ტელეფონი გავთიშე და როგორც იქნა სახლიდან გავედი.. გავედი და თითქოს ყველაფერი უკან მოვიტოვე.თიტქოს ყველაფერი იქ დავტოვე. მატარებელში ვზივარ და ვფიქრობ,რომ თითოეული ადამიანის ახალი წელი იწყება ამ ადამიანის დაბადების დღიდან,თუნდაც ის დეკემბერში იყოს დაბადებული,ამას მნიშვნელობა არ აქვს.. ძველმა წელმა წამართვა ნიკა,ნიკას თავი თვინონ გამოვიგონე. მისი მხოლოდ სახელია და მისი წყეული გარეგნობა. დანარჩენი ჩემი გამოგონილია, ერთ დრო ჩემი პერსონაჟი იყო,მერე მიმიხვდა,კარები მიაჯახუნა და წავიდა. მე გავირიმე და ორ დრესი მივხვდი,რომ ის ვერაფერსაც ვერ მიხვდა.. ამ მომენტში, როცა ამას აანალიზებ ნებისმიერ გამვლელს აკვირდები და ხვდები,რომ მისნაირ ჩვეულებრივ პერსონაჟს ყველგან იპოვი და მისგან ახალ შედევრს შექმნი. მაგრამ პრობლემა იმაშია,რომ არც ნიკა და არც არავინ არ არის ქაღალდი,ან პლასტენინი,რომლისგანაც შედევრს შექმნი. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და შენ არ გაქვს უფლება ვინმეს ცხვორება შეცვალო და ის სხვა გზით წაიყვანო.ამიტომ არ ყავს ყველა ადამიანს თავისი პერსონაჟი. ვფიქრობდი,რა იქნებოდა ისევ იქ დავრცენილიყავი სადაც ვიყავი?თითქოს არაფერი,ახალი ხალხი,ახალი ტყუილები და ძველი ცხოვრება.. ყველაფერი რუტინული და გამყინავი. თიტქოს ყველა შენზე მუშაობს,ყველას უნდა ერთ ადგილას გაიყინო და ვეღარ გამოძრავდე...ნეტავ რამდენი წელი ვიდექი ასე ქანდაკებასავით? ამ ფიქრებში ვიყავი,რომ სამუდამოდ დავრწმუნდი,თუ სევდას არ ეძებ ის მუდამ შენთანაა.. გავიცანი ხალხი, ვიმხიარულე და ერტხელაც არ მომინახულებია ჩემი მუხეუმი,არ მივსულვარ და არ გამიზიარებია მისი ფიქრები.. მე ეს ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე და ანალოგიური მივიღე.. ისევ ის ბარათი ჩავდე,თითქოს საბასთავის რაღაცის თქმა მინდოდა.. ჩავრთე და ავტომოპასუხით შევიტყე,რომ საბას ჩემთვის დაბადებისდღის საჩუქარი ჰქონდა გამზადებული.. სერიოზულად დავიწყე ფიქრი,შეინახავდა ამსაჩუქარს საბა თუ არა.. წლების შემდეგ ჩამეხუტებოდა და გადმომცემდა ამას თუ არა..გამახსენდა,რომ საბაც სხვა ბიჭებივითაა და რათქმაუნდა ამას სხვას აჩუქებდა და არც გავახსენდებოდი წლების შემდეგ.. სააათს დავხედე 21:21წუთი და გამახსენდა,რომ დღეს 21 იანვარია.. დამთხვევები თითქოს არასდროს მიყვარდა,მაგრამ სურვილი მაინც ცავიფიქრე.. ადრე სადღაც მქონდა გაგონილი და მეც არ ვიცი იმ მომენტში რატომ ვირწმუნე ამაის.. ადამიანიც სწორედ ასეთი არაა? ყველა იჯერებს იმას რაც აწყობს.. ახალი ცხოვრების სჯერათ ყოველ ახალ წელს.. მე კიდევ დაბადებისდღის წინა დღეს მივდივარ სხვაგან და მჯერა ,რომ ყველაფერს შევძლებ. ამ ფიქრებში ვიყავი,უცებ ტელეფონმა რომ დარეკა.. გათიშვა დამვიწყებია.. საბა იყო და რათქმაუნდა ცემმა ხელებმა ისევ დაუკითხავად უპასუხეს ტელეფონს.. -რასშვები?ემზადები?-საზეიმო განწყობა:მამცნობა ჩემმა ტვინმა:ოდნავ აღელვებული:დაამატა -საბა,სახლში არ ვარ.. მე წავედი და არ ვიცი,როდის მოვალ -მეღადავები?-ხმა შეეცვალა -არა-მკაცრი ტონი შევინარჩუნე და ამის წყალობთ საბამ ტელეფონი დაკიდა და მივხვდი,რომ საბას ყველაფერი ჩავუშალე.. 10 წუთის შემდეგ ისევ მირეკავს.. -სად ხარ? -მე წავედი და.. -სად ხარ,მოვდივარ-უაზრო ლაპარაკის რეფლექსი:კვლავ მამცნობა ტვინმა ტელეფონი გავთიშე,ბარათი ამოვიღეამჯერად ფანჯრიდან გადავაგდე და ძალიან მშიდად და აუღელვებლად განვაგრძე გზა. ვიცოდი ამიტ ყველაფერი მოგვარდებოდა, საბა არც გაბედული იყო და დიდად ვერც ვერაფერს გააკეტებდა. რატომღაც ამაში დარწმუნებული ვიყავი.. როგორც იქნა ბებოს სახლს მივაგენი,მელოდებოდა,სუფრა გაშლილი ჰქონდა და როგორც იქნა მეღირსა ნორმალური საჭმელი..დიახ,სრულიად ნორმალური და თან მშობლიური..პატარა ტორტიც გამოეცხო და სურვილიც კი ჩავიფიქრე,ამჯერად უფრო რეალური და პერსპექტივებით სავსე.. ეგ კი არა საჩუქარიც კი დამახვედრა,მიუხედავად იმისა,რომ ჯერ ჩემი დაბადების დღის წინა დღე იყო..უცებ მეილზე შევირბინე,სანდროს მესიჯი დამხვდა.. „საბამ მითხრა,რომ წასულხარ.. არვიცი სად,ან რატომ.. მაგრამ გუშინ ღამე ვფიქრობდი შენს ნათქვამზე და მართალი ხარ.. ხელოვნება მართლაც დაღმავლობის ეპოქისკენ ისებს გეზს.“ სანამ წავიკითხავდი რა აღარ ვიფიქრე და აღმცნდა,რომ ამ ბიჭს უფრო პატარა ტვინი ჰქონია,ვიდრე ვიფიქრებდი.. ყველაფერი თიტქოს ლამაზად და კარგადაა,თავი ისევ ის პატარა მგონია,ამ ოთახებში რომ დარბოდა. ახლა ვზივარ და ვხვდები,მე არც სირბილი შემიძლია და არც ისე გულიანად სიცილი,როგორიც მაშინ.. ძველ ცანაწერებს გადავხედე, სევდა,სევდა და კიდევ სევდა.. თუმცა მაშინ ამ სიტყვის ნორმალური მნშვნელობაც კი არ ვიცოდი.. მაშინ ვეძებდი და ვერ ვპოულობდი და მხოლოდ მაშინ,როცა ამ საქმეს შევეშვი,მან თვითონ მიპოვა და ახლა მჯერა,რომ თავს აღარ დამანებებს. ძველი ფოტოები,ფირები,ჩანაწერები,ალბომები... ყველაფერი სევდის მომგვრელია,ყველაფერი ისევ იქ მიდის საიდანაც დაიწყო.. თუ ამაზე დავფიქრდებით მივხვდებით,რომ თუ ყველაფრის დეტალურად გამოძიება გინდა იწყებ თავიდან და მიდიხარ ისევ დასაწყისში. ამით შენ ქმნი წრეს,რომელიც აღარ იკვრება და უბრალოდ ბრუნავს. ეს ბრუნვა თაბროს გახვევს და მომენტებში ბურუსში გახვეული ვარდები კიდეც.. შემედეგ ისევ ეს წრე გაყენებს და ყველაფერს თავიდან იწყევბთ.. ყოველ წაქცევას ახალი შანსი მოსდევს და ამ შანსს კიდევ ერთი წაქცევა.. ხვალ ერთი წლით დიდი ვიქნები.. მაგრამ განა შეიცვლება რამე? განა წავა ვინმე,ან მოვა ვინმე? ისიც მართალია,რომ თუ ადამიანს არ აგრძნობინე ან არ აიძულე..ის არ მიდის.. გამონაკლისების გარდა. ის არ წავა,თუ არ უთხარი,რომ გამოუსადეგარი ნივთია.. არც მოვა,თუ არ უთხარი,რომ მბზინავი მარგალიტია.. ან ის,რომ სხვა გყავს და შენ სიხლეები გჭრდება,ან თვითონ არ გითხრა ეს.. ხშირ შემთხვევაში ერთი წყვეტავს,კარგსაც და ცუდსაც.. შენი ნებაა იქნები ეს ადამიანი თუ არა..უნდა აირჩიო,შენ იქნები სასტიკი და ატკენ მას გულს,თუ პირიქით.. ამ შემტხვევაში ორი უკიდურესობაა,ერთი მოგებული რცება ,მეორე კი წაგებული.. ბოლოს როგორც იქნა გადავწყვიტე დავიძინო,დღეს ფილოსოფიური დღე გამომივიდა,ბევრი ვიფიქრე და არაფერი გამიკეთებია.. გადავწყვიტე დღის ბოლოს ბებოს ჩავეხუტო და გავაკეთო ერთი კეთილი საქმე მაინც,ჩემი წლის ბოლოს. საქმე,რომელსაც სხვა დროს ვერ გააკეთებ. არც დრო დაბრუნდება და არც ადამიანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.