მაპატიე დედა, მე გოგონები მომწონს (6)
არვიცი როდის ჩამეძინა, მაგრამ საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა და არამარტო თავი არამედ მტელი სხული მტკიოდა. ძლივს მოვახერხე საწოლიდან ადგომა რომ თავი მომეწესრიგებინა, კარების გაღებისთანავე შემომესმა მელანოს სიცილი რომელიც რამდენიმე წამის შემდეგ კვნესაში გადაიზარდა. -რაუბედურებაა-ამოვიბურტყუნე და რიჩის ოთახისკენ წავედი, მაგრამ ღმერთს მადლობა რომ დროულად გამახსენდა გუშინდელი ამბები და ოტახში არ შევედი. -ღმერთო მამალია ეს ბიჭი თუ ამ დილაადრიან რა ს*ქსი მოუნდა-ჩემთვის ვბურტყუნებდი და საპირფარეშოსკენ მივდიოდი როცა ელენეს სიცილი მომესმა. -რიჩის ცხოვრება მეტი არაფერია თუარა ს*ქსი და ჭამა, შესაფერისი გოგო იპოვა, არც მელანოს ცხოვრებაში ხდება რამე უკეთესი -შევამჩნიე-ვთქვი და წარბები მაღლა ავზიდე -ცუდად გამოიყურები- სიცილით მიტხრა და ჩაშავებულ უპეებზე მიმითითა. -არც შენ გამოიყურები უკეთ- ვთქვი და ყელზე ჩალურჯებულ ადგილას მივუთიტე. -აჰ.. ეს დათოს ბრალია- ღმილით თქვა და ყელზე ხელი ნაზად ჩამოისვა. -ერთად ხართ? -არა, უფროსწორად ვიყავით, მაგრამ სამითვისწინ დავშორდით.-პირველად დავინახე ელენე ასეთი ბედნიერი დათოზე საუბრისას , მასაც უყვარდა. ახლა უკვე ნამდვილად ვიცოდი რომ ის ჩემს გაგებას შეძლებდა. -ალკოჰოლო დიდება შენს ძალას - სიცილით ვთქვი და ხელები მაღლა აღვმართე. -გეყოფაა, მართლაც რომ ალკოჰოლის ბრალი იყო, მეტი არაფერი- კედელს მიეყრდნო და თავი დახარა. -მთვრალი ადამიანი ყოველთვის იმას აკეთებს რაც მართლა უნდა-გამხნევებას ვეცადე თავი ავაწევინე და გავუღიმე -ალკოჰოლის სუნად ყარხარ- სიცილით მითხრა და ხელი მკრა- მოწესრიგდი და წავიდეთ -სადმივდივართ? -ნიშნობისთვის კაბა უნდა ავარჩიოთ -ჯოჯოხეთია, ჩემი პირადი ჯოჯოხეთი- ბუზღუნით წავედი საპირფარეშოსკენ და სარკეში ნანახმა გამოსახულებამ მართლაც გამაოცა, ჩაშავებული უპეები, ჩაწითლებული თვალები, ფერდაკარგული სახე და ტუჩები. ემასთან საუბრის შემდეგ კიდევ დიდხას ვტიროდი, თავსაც კი ვერ ვიკავებდი, ან როგორ შემეკავებინა, ცხოვრება დამენგრა, ყველაფერი რაზეც ვოცებობდი საკუთარმა მშობლებმა წამართვეს. ახლა კი იმისთვის მიწევს ბრძოლა რომ შევინარჩუნო ის სიყვარული რომელიც მეგონა სამუდამო იქნებოდა. შიგნიდან უზარმაზარი ჭია მღრღნის, სულს მინადგურებს და მაიძულებს გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძნო. ვერვუძლებდი და ვიცოდი ჩემი მშობლების წინ აუცილებლად გავტყდებოდი, მაგრამ არვიცი ამას რა შედეგები მოჰყვება. სახეზე წყალი შევისხი იმ იმედით რომ ფიქრებიდან გამოვერკვეოდი და მაშინვე ვინანე, რიჩის და მელანოს ხმა ერთმანეთში ირეოდა, არვიცი ასე რატომ მაღიზიანებდა რიჩის ხმის მოსმენა, არც ის ვიცი რატომ გამოვედი საპირფარეშოდან და რატომ დავდეგი მისი ოთახის კარებთან, ასე გაუაზრებლად ვიდექი სანამ კარები არ გაიღო და რიჩი არგამოვიდა. დამინახა თუარა გაეღიმა ცერა თითით ნიკაპი დამიკავა და გიჟივით მომაშტერდა. -ძვირფასო გვისმენდი?- თვალებში მიყურებდა და ირონიულად მიღიმოდა, თვალები ისევ მისი ტუჩებისკენ გამექცა, მაგრამ მაშინვე გამოვფხიზლდი როცა წარმოვიდგინე რა ამაზრზენი რაღაცების გაკეთება შეეძლო ამ ტუჩებს. -იმხელა ხმაზე იყავით სიყვარულით დაკავებული შეუძლებელი იყო ვინმეს არ გაეგონა.-ხელი გავაშვებინე და კიბეებისკენ წავედი -მაგრამ შენ კარებთან იდექი-უკან გამომყვა და ისეთი ბედნიერი სახით მითხრა გეგონებოდათ ახლახაანს პატარა ბავშვმა ურთულესი პაზლი ააწყოო. -შემეშინდა, მეგონა ახრჩობდი ისეთი ხმაიყო- სამზარეულოში შევედი და ელენეს გავუღიმე -ვა დაიკო, რასაკეთებ- რიჩიმ ელენეს წელზე ხელი მოხვია ლოყაზე აკოცა და ისევ მე შემომხედა -გამეცალე- ცივად თქვა ელენემ და რიჩი მოიშორა. -დღეს ორივე მარცხენა ფეხზე ადექით თუ რაგჭირთ. -მარჯვენაზე ავდგებოდით დაძინების საშუალება რომმმოგეცათ შენ და მელანოს- როგორც კი ელენემ საუბარი დაასრულა სამზარეულოში მელანო შემოვიდა და რიჩის გადაეფსკვნა -დღეს რას ვაპირებთ?-იკითხა და ჩემსწინ მაგიდაზე შემოჯდა, ისე რომ მისი ფეხები რიჩის წელს ეკვროდა -კომპანიაში უნდა წავიდე, თქვენ აპირებთ გასვლას? - მელანოს ფეხები წელიდან მოიშორა და მე შემომხედა, მეკი ელენეს გავხედე. -ხო მე და სალომეს პატარა საქმე გვაქვს და საღამოს დავბრუნდებით -კაი მეწაგიყვანთ, ოღონდ დროზე მოემზადეთ მამა მელოდება.- მელანოს აკოცა და ოთახში დაბრუნდა, ელენეს გავხედე შემდეგ კი ორივე მელანოს ვუყურებდით რომელიც სარკის წინ საკუთარი ანარეკლით ტკბებოდა. -როგორ გამოვიყურები?- გვკითხა და კაბის შესწორება დაიწყო რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ქონდა, უბრალოდ ნაჭერი იყო რომელიც მისი უზარმაზარი საჯდომის მხოლოდ ნახევარს ფაავდა. -როგორც - ჩავიჩურჩულე და ელენეს გავხედე რომელიც ერთიანად გაწითლებულიყო და რომარა რიჩი სიცილით გაიგუდებოდა. -ოჰოო ძამიკო, მშვენივრად გამოიყურები დღეს განსაკუთრებით მოინდომე-რიჩის გავხედე და გავშეშდი, ლურჯი შარვალი და ლურჯი პიჯაკი მის ცისფერ თვალებს უფრო ნათელს ხდიდა, მომწონდა შარვალი რომელიც მის საჯდომს კვეთდა, პიჯაკი რომელიც დაკუნთულ ტანზე მჭირდოდ მიკვროდა და თმა რომელიც გადაწეული და უკან შეკრული ჰქონდა. ასე გაუნძრევლად ვაკვირდებოდი მის მოძრაობებს სანამ ჩემთან ირონიული ღიმილით არ მოვიდა და ყურში არ ჩამჩურჩულა -ვფიქრობ მოგწონს რასაც ხედავ- თმა ყურს უკან გადამიწია სახე ნელა გასწია და თვალებში ჩამხედა. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა, არც ის მესმოდა ასე გაუნძრევლად რატომ ვიდექი, თითქოს მისი შეხება მესიამოვნა მაგრამ ზუსტად არვიცოდი ამ მომენტში რას ვგრძნობდი. -წავედით რა- თქვა მელანომ და რიჩის ხელი მოკიდა, რეალობას სწრაფად დავუბრუნდი და ელენეს გავხედე რომელიც გაღიმებული მიყურებდა -შენსა და ჩემს ძმას შორის ქიმია იგრძნობა -დამიჯერე შეუძლებელია- გავიღიმე და სახლიდან გავედი, სანამ დანიშნულების ადგიილამდე მივიდოდით ელენეს ნათქვამზე ვფიქრობდი. შეუძლებელი იიყო რომ რიჩის მიმართ რამე გრძნობა მქონოდა, დიდი ხანია ბიჭებბის მიმართ არაფერს ვგრძნობ, ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი ვისთანაც საოცარი გრძნობა მაკავშირებდა ემა იყო. ის იყო ერთადერთი ადამიანი რომელიც მიყვარდა და ვისთან ერთადაც მტელი ცხოვრების გატარებას ვგეგმავდი. -სალომე მოვედით- ელენეს ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია, რიჩის შევხედე რომელიც მის გვერდით მჯდომ მელანოს უყურებდა, არა კიარ უყურებდა პირდაპირ თვალებით ჭამდა. მანქანიდან სწრაფად გადავედი და ელენესთან მივედი -როგორ ფიქრობ ამათი მარტო დატოვება საშიში არარის?- ვკითხე და რიჩიზე მივუთიტე რომელიც უკვე მელანოს კოცნიდა -სანამ თავს იცავენ არა- მითხრა და მაღაზიისკენ წავიდა- ნიშნობა როდის არის? -არვიცი-ვთქვი და ელენეს შევხედე რომელიც გაოცებული მიყურებდა -როგორც ვიცი ამ პარასკევს დაგეგმეს -ელენე არვიცი როდის დაგეგმეს ნიშნობა, საერთოდ არანაირი დეტალი არ მაინტერესებს არც ნიშნობასთან და არც ქორწილთან დაკავშირებით. უბრალოდ ფორმალური დეტალები მოვაგვაროთ, ლამაზი კაბები და მისალმებები. - ნელ-ნელა თავის კონტროლი მიჭირდა, დამშვიდება ვცადე მაგრამ ვიცოდი ემას გარდა ვერავინ და ვერაფერი დამამშვიდებდა. -კარგი წამოდი კაბა ავარჩიოთ- ღიმილით მითხრა და კაბების არჩევას შეუდგა, რამდენიმე მაღაზია ისე მომატარა არცერთი კაბა არ მოსწონებია, დაღლილობისგან ფეხები მწყდებოდა, მეგონა საუკუნე გავიდა რაც აქ მოვედით. -კარგი ეს მოიზომე- მითხრა და ხელში ოქროფერი კაბა მომაჩეჩა რომელიც მზეზე მეტად ანათებდა. -სერიოზულად?- კაბა ხელში შევატამაშე ზედმეტად ჩახსნილი და ამოღებული იყო. -დამიჯერე ამ კაბით ყველას დააბრმავებ -ჰო ეგ ეფექტი ნამდვილად აქვს- წუწუნით გავეშურე გამოსაცვლელად, მაგრამ როცა კაბა ტანზე მოვირგე წამითაც აღარ დავფიქრებულვარ ისე გადავწვიტე მისი ყიდვა. თავისი არჩევანით კმაყოფილმა ელენემ სიამაყით შემომხედა როცა მის წინ მაღლებითა და კაბით რამდენჯერმე გავიარე. -შეუდარებელი ხარ- მითხრა და პერსონალს დაუძახა რათა კაბა შეეფუთათ, გამოცვლა რომ დავასრულე ელენესთან ერტად ველოდი კაბის შეფუტვას. მინდოდა მის და დათოს ურთიერთობაზე მეკითხა, მაინტერესებდა როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ან რატომ დაშორდნენ. უნებურად თვალები მისი ყელისკენ გამექცა სადაც დაათოს თავისი კვალი დაეტოვებინა. -მკითხე- მითხრა და თბილად გამიღიმა. გაოცებული შევხედე, აშკრადა ჩემს ფიქრებს კითხულობს. ჩემისახის დანახვაზე ელენეს უფრომეტად გაეცინა. -შევამჩნიე ყელზე როგორ მიყურებდი, მკითხე რაც გაინტერესებს. -რატომ დაშორდით?- მივხვდი რომ ჩემმა კითხვამ ხასიათი გაუფუჭა, მინდოდა სიტყვები უკან წამეღო, ბოდიშის მოხდას ვაპირებდი როცა საუბარი დაიწყო. -სამი წელი ვიყავით ერთად, მეგონა ხელს მთხოვდა და დავქორწინდებოდით, მაგრამ სხვა გოგო გამოჩნდა,თავიდან მეგობრობდნენ, მერე უფრო მეტ დროს ატარებდა მასთან, საბოლოოდ კი კოცნით დააგვირგვინეს, არვიცი კოცნაზე მეტი იყო თუარა მათშორის, არც მინდა ვიცოდე. სამი თვე გავიდა ჩვენი დაშორებიდან, სამი თვეა სხვასთანაა. -მაგრამ გუშინ ხომ.. -ჰო, არუნდა მიმეცა ამის უფლება, მაგრამ მართალი იყავი, მთვრალი ადამიანი ყოველთვის იმას აკეთებს რაც გულით უნდა. ისევ მითხრა მიყვარხარო, ისევ ისე მიყურებდა როგორც ადრე, მაგრამ თავს ვერ მივცემ იმის უფლებას რომ ისევ მასთან ვიყო. -ზედმეტად ამაყიხარ- ვუთხარი და მოსმენილით გაოცებულმა ძლივს მოვახერხე გაღიმება. ალბათ ჩემი და ემას ისტორიაც ასე დასრულდება, ორწლიანი ურთიერთობა დაინგრევა და სიამაყე აღარ მოგვცემს უფლებას ერთმანეტს დავუბრუნდეთ. -თქვენი კაბა- პერსონალმა კაბა ელენეს მიაწოდა და თავის საქმეს დაუბრუნდა, მაღაზიიდან გამოვედით მაგრამ საუბრის ხასიათზე არცერთი ვიყავით, ჩუუმად მივდიოდით სახლისკენ. -ელენე შენ კაბა წაირე და სახლში წადი, მე ერთ ადგილას უნდა შევიარო- ვუთხარი, დავემშვიდობე, ტაქსი გავაჩერე და ემას სახლისკენ წავედი. ვეღარ ვითმენდი ისე მინდოდა მისი ნახვა. მაგრამ მეშინია, არვიცი ამჯერად როგორ შევხვდებით ერთმანეთს, იქნებ ჯობს სახლში დავბრუნდე. დაშორებაზე ერთი სიტყვა მაინც რომ თქვას ვიცი იქვე მოვკვდები. არცერთი წამის გატარება არმინდა მისგარეშე. ტაქსიდან მუხლების კანკალით გადავედი, გაქცევა და სამუდამოდ გაქრობა მინდოდა. კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე, თავს ვარწმუნებდი რომ ემა ვერ გაიგონებდა ხმას, კარს არ გააღებდა და მეც წავიდოდი, მაგრამ შევცდი. კარები გააღო და მისი საოცარი თვალებით შემომხედა. ღმერთო როგორ მიყვარსს. მისი თვალები, მისი თქმა, ტუჩები, მისი კანი მისი თითოეული ნაწილი მაგიჟებს, ჭკუიდან გადავყავარ მის სურნელს, მის მშვიდ სუნთქვას. -შემოდი- ხელი მომკიდა, გამიღიმა და სახლში შემიყვანა. თავი ვეღარ შევიკავე თმაში ხელი შევუცურე და ნაზად ვაკოცე. -მოიცადე- გამაჩერა, სუნთქვა შევწყვიტე, მეგონა ეს უკანასკნელი კოცნა იქნებოდა, მეგონა რომ ამწამს ყველაფერი დასრულდებოდა. -ჩემი მშობლები გვიყურებენ- ჩუმად მითხრა და სიცილი აუტყდა, უკან მივიხედე მაგიდასთან ემას დედა გვანცა და დივანზე მამამისი ბექა შევამჩნიე, უხერხულობამ მთელს ტანში დამიარა, მაგრამ გავიღიმე და მისასალმებლად მათკენ წავედი -როგორხარ შვილო?- მკითხა გვანცამ და გადამკოცნა. ემას დედა დიდიხანია შეეგუა ფაქტს რომ მის შვილს ბიჭები არ აინტერესებდა. მეც დიდი ხნის წინ მიმიღო ისე როგორც საკუთარი შვილი. მიუხედავად იმისა რომ მამამის ჯერ კიდევ უჭირდა ამყველაფრის გააზრება, ყველანაირად ცდილობდა ემას ბედნიერებისთვის ხელი არ შეეშალა, ამიტომ მანაც ისე მიმიღო როგორც შვილი. -კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით?- ღიმილით ვკითხე და ჩემთან ახლოს მდგარი ემას ხელი მაგრად დავიჭირე. -დედა ახალი ამბავი არ მითქვამს შენთვის- ემას გავხედე რომელიც დედამისისკენ წავიდა, არვიცოოდი რის გაკეთებას აპირებდა მაგრამ გული მიგრძნობდა უნდა გამეჩერებინა. ხელი მის ხელს მაგრად მოვუჭირე ჩემსკენ მივიზიდე და ვცადე გამეჩერებინა მაგრამ ამაოდ. -ჩემი შეყვარებული თხოვდება- თქვა და ცრემლიანი თვალებით ჯერ მე შემომხედა შემდეგ კი დედამისს, ვიგრძენი როგორ უცახცახებდა ხელი და როგორ უჭირდა სუნთქვა მაგრამ მაინც იღიმოდა, მიუხედავად ცრემლებისა, მაინც იღიმოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.