შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 12.


22-01-2019, 05:17
ავტორი zia-maria
ნანახია 2 725

ტკივილი? არა,არ უგრძვნია ტკივილი მხოლოდ თავი იგრძნო უსაშინლესად,სული შეეხუთა და გული ცივი ლოდივით გადაიქცა.მთასავით ურყევი შეიქნა და ადგილზე გაქვავდა,დაფიქრდა და თავიდან გაიაზრა მათეს ნათქვამი და გულში იგრძნო ტკივილი,სული აუწრიალდა სხეულში,თითქოს მისი ადგილი აქ დედამიწაზე არ იყო და სადღაც უნდოდა წასვლა იქ სადაც მშვიდად იქნებოდა,ალბად იმ დროს ღრუბლებში ასვლაზედაც არ იტყოდა უარს,რადგან იქედან გადმოხედავდა თუ რა ხდებოდა მის გარშემო.როგორც იქნა ღრმად ამოისუნთქა,მოეშვა და მათეს შეხედა,რომელსაც აკანკალებული ხმით უთხრა.
-რის თქმას ცდილობ,ცდილობ მითხრა რომ თათასთან ურთიერთობა გქონდა და შენ ბავშვი უარყავი? შენ ვინ გეგონა თათა ვიღაც ქუჩის ერთჯერადი ქალი? ვერ გავიგე,არ აღიარე და რატომ არ აღიარე ესაა საინტერესო. მე ვფიქრობ შენს ვაჟკაცობას გაექეცი და ეს ბახვამ იდო თავზე,შენ თუ ხვდები თავად ახლა რასაც ამბობ მათე.
-რა ვერ გაიგე,შესაძლებელია ნატა ჩემი შვილი იყოს.
-მათე რა გინდათ ან რას მერჩით, გინდათ შენც და შენმა ოჯახმაც ჭკუიდან შემშალოთ?
როგორ ფიქრობ და ან როგორ ამბობ რომ ნატა შესაძლებელია შენი შვილი იყოს,არ გრცხვენია? შენმა ძმამ აღიარა და თავის თავზე იდო შენი ჩადენილი დანაშაული,მამობა გაუწია ბავშვს და შენ სად იყავი ამ დროს.არა, არა ეს შეუძლებელია თათა გეტყოდა ასე რომ ყოფილიყო,ნატა სადაცაა 10 წლის გახდება ბახვა შენს ვაჟკაცობას აუცილებლად შეგახსენებდა,მეც მეტყოდა და ეს ყველაფერი ასე მოულოდნელი არ იქნებოდა.ეს შეცდომაა,დიდი შეცდომაა რაც ჩაიფიქრე და თავიდან ამოიგდე ეს ფიქრები.
-როგორც იტყვი,მაგრამ არ მითხრა რომ არ გამიფრთხილენიხარ.
-დავბრუნდიიიიით.მოესმა ნატას წკრიალა ხმა სესილის და მათეს შეხედა,ეს ის ნიშანი იყო რომ სიტყვა არ ეთქვა ბავშვთან ერთად ამ თემაზე.სესილიმ ძალა მოიკრიბა,ნაძალადევი ღიმილი ესროლა ნატას და უთხრა.
-როგორ გაერთე საყვარელო,მოგეწონა ლუკას სიურპრიზი?
-კი მომეწონა,ლუკამ ტირტიც მაჭამა.
-ოოოო,მე არ მომიტანეთ?
-ვიყიდეთ,მაგრამ აქ მოსვლამდე შემომეჭამა.
-ღორმუცელა,მარტო შენს მუცელზე ფიქრობ? გაეცინა სესილის.
-მე მივდივარ,სესილი მნიშვნელოვანი საქმე უნდა მოვაგვარო.
-არ წახვიდე ჯერ მე უნდა დაგელაპარაკო,საყვარელო წადი და ხელები დაიბანე,კაბაც გამოიცვალე.
-კარგი,მე წავალ თქვენ უფროსებმა ისაუბრეთ. ლუკამ თვალი-თვალში გაუყარა სესილის და იქვე მდგარი მათეს არსებობა თითქმის ორივეს დაავიწყდა.
-გისმენ,არის რამე ახალი? ან ასე რატომ მიყურებ,სესილი მოხდა რამე? მითხარი რომ რამე გავაკეთო.
-ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია,თუ რა თქმა უნდა ეს შენც გინდა.
-ჯერ მითხარი,მოგისმენ და ერთად გადავწყვიტოთ რა როგორ გავაკეთოთ.
-ლუკა მჭირდები,ძალიან მჭირდება შენი მხარში დგომა.დამეხმარები,იქნები ჩემს გვერდით?
-სესილი დასრულდება თუ არა ახალ სახლში გადასვლა მე უნდა წავიდე,იქ მნიშვნელოვანი საქმეები მელოდება რომლებიც უჩემოდ ვერ გადაწყდება.
-გასაგებია,ბოდიში რომ შენს საქმეს მოგწყვიტეთ.
-ნუ გწყინს მეც ხომ ჩემი ცხოვრება მაქვს,მაგრამ ამ წუთში როგორც შენ მეც ნატაზე ვფიქრობ რომ ის შეეჩვიოს აქაურ წეს-ჩვეულებებს,შეგეჩვიოს შენ და რაც მთავარია სკოლას.
-მე წავალ,არ მინდა თქვენს საუბარში ჩავერიო. თქვა მათემ და წამოდგა,მაგრამ არც ლუკას და არც სესილის მისთვის არ შეუხედია,რადგან ორივე ერთმანეთს თვალებით ჭამდნენ.
-ლუკა ძალას არავინი არაფერზე არ გატანს,შეგიძლია მიხედო შენს ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს რომლებიც უშენოდ ვერავის გადაუწყვეტია.
-შეგეძლო და შეგიძლია მითხრა ის რაც გულით გინდა მითხრა,მაგრამ გიყურებ და შენში მხოლოდ თავშეკავებას ვხედავ.
-მე არ მჭირდები,ლუკა შენ ნატას სჭირდები და ეს ბახვამაც ძალიან კარგად აღნიშნა რომ შენ განდობს ნატას სიცოცხლეს მე თუ რამე მომივა,ყოველთვის ყველაზე წინ გაყენებდა და მისთვის საუკეთესოთა შორის საუკეთესო მეგობარი იყავი და მეგობარზე მეტი,მისი ძმა იყავი,ის ძმა რომ შენთან ყველაფერს ამბობდა.მათემაც არ იცის ბახვას ყველა საიდუმლო,მაგრამ შენ იცოდი რადგან ის შენთან გულახდილი იყო გენდობოდა და იმიტომ.
-შესაძლებელია არც ბახვამ არ იცოდა ჩემი ნამდვილი სახე.
-მე არ ვიტყოდი ასე,ვფიქრობ რომ შენს მიმართ მან სწორი არჩევანი გააკეთა.ყოველთვის სიმართლეს ამბობდა,როცა შენზე საუბრობდა.
-დარწმუნებული ხარ,რომ შენთან ის გულახდილი იყო?
-ლუკა ჩვენი წყნარი საუბარი ვხედავ,რომ ნელა-ნელა კამათში გადადის ამიტომ წადი და საღამოს მოდი ერთად ვივახშმოთ.
-როგორც შენ იტყვი და გადაწყვიტავ მეტიჩარა.
-ეს სახელი საიდან გაგახსენდა ახლა.
-არც არასდროს დამვიწყებია წავედი და საღამოს შევხვდებით.ლუკა გავიდა და სესილიმ ნატას ოთახის კარი შეაღო ყვირილით.
-ნატაააააა.ნატა ფეხზე წამოხტა და სესილის შეშინებულმა შეხედა.
-რა მოხდა,რატომ ყვირი ლუკამ გაწყენინა?
-ჩაიცვი და წავედით.
-სააად? გაკვირვებული უცქერდა სესილის.
-ნუ მიყურებ ასე გაკვირვებული,საღამოს ლუკა მოვა და ერთად უნდა ვიბვახშმოთ,ამიტომ რაღაც უნდა მოვამზადოთ ხომ ასეა?
-კი,ასეა და რა უნდა გავაკეთოთ?
-ჩვენ ახლა წავალთ და მზა კერძებს ვიყიდით,მაგრამ ეს ჩვენი საიდუმლო იყოს,მოსულა?
-მოსულა,ახლავეს მოვემზადები.
-და კიდევ ფეხზე უნდა გიყიდო,წითელი კაბა ჩაიცვი,თმებს კი მე გაგიკეთებ.ნატამ მალე მოემზადა,სესილიმ თმები გაუკეთა და ხელი-ხელ ჩაკიდებულები გაციდნენ სახლიდან.
-ლუკააა? როგორ გამახარა შენმა აქ ნახვამ,ვეღარ მოვიცალე რომ შემომევლო და მენახეთ,სესილი ალბად ნაწყენია ჩემზე.
-არა,არ არის ნაწყენი იცის როგორ გადარბენებზე ხარ ხოლმე.
-ასეა,მართლა ვიხრჩობი საქმეში თან ხომ იცი რა უჟმური უფროსიც მყავს.
-გაგიგებს თაზო და ნახე რომ დაგსჯის.
-ნეტა თუ გგონია მაგის მეშინია.
-სად არის,ხო იცი აქ კედლებსაც ყურები აქვს.
-ლუკა? რას მივაწერო ეს მოულოდნელი სიურპრიზი?
-როგორ ხარ თაზო როგორც იქნა მოვედი,თითქმის ორი თვეა აქ ვარ და დრო ვერ გამოვნახეთ რომ ვისაუბროთ.
-მეც მინდოდა შენი ნახვა და რაღაც შეკითხვები დამიგროვდა,შენ საქმეს მიხედე და წეღან რაც თქვი მერე მოგთხოვ პასუხს.
-მე რა ვთქვი,გინდა სხვის მიმართ წყენა ჩემზე გადმოანთხიო?
-ამიერიდან ფრთხილად იქნები და დაუკვირდები რომ ჩუმად უნდა თქვა რამე სხვამ რომ არ გაიგონოს.
-წადი,მეტად ნუ გააბრაზებ.ღიმილით უთხრა ლუკამ ნიცას და ოთახიდან გაუშვა.
-იყოს შეეშვი,განა მაგის მეშინია და ვერ შეგეკითხები? შენ ის მითხარი,რა ხდება შენსა და სესილის შორის.
-გულახდილად ვისაუბროთ?
-გულახდილად ლუკა.
-ჰოდა უნდა გითხრა რომ არაფერი არ ხდება,თაზო მართლა არაფერია,მე ნატას ვჭირდები და მის გამო ვარ აქ.
-ჟურნალში თქვენი ფიტოები ვნახე და სიმართლე გითხრა,არ მომეწონა რომ ვნახე.
-გურამის უნდა სესილის ნატა წაართვას და ყველაფერზეა წამსვლელი მისი სახელი ლაფში რომ ამოსვაროს.
-როგორ ვერ ვიტან ამ კაცს,როგორ მეზიზღება,რატომ არის ასე აუტანელი ეს ადამიანი.
-შენ კიდევ აქ ხარ?
-დაიცა ნუ ბრაზობ სერიოზულ თემაზე ვსაუბრობთ უფროსო.ისე სერიოზული სახე ჰქონდა ნიცას ლუკამ თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად გაიცინა,თაზოც აყვა და სამივე იცინოდა.
-არ შეცვლილხარ ნიცა.
-არა,ისევ ის მოსრიალე გველია ყველას საქმეს უცებ რომ არკვევს.
-ხოოო? როგორ ხარ,სერიოზული არაფერი არ ხდება შენში? არ მითხრა ახლა ასაკი არ მაქვს ჯერ სერიოზული ნაბიჯისთვისო.
-ლუკა მგონი რაღაც ხდება და ვფიქრობ სერიოზულია.
-მართლა? სერიოზულად შეეკითხა ლუკამ და თაზოც ნიცას უცქერდა.
-შეყვარებული ვარ,და რა ბედნიერი ვარ როცა იცი ვიღაცას უყვარხარ,შენთან ერთად ვარსკვლავებს ითვლის და მის ზარს ელოდები.
-ნიცა კარგად ხარ? შეეკითხა ლუკამ სიცილით.
-რაააა? რა თქვა ახლა ამან,შეყვარებული ვარო? იკითხა თაზომ.
-მარჯვენა ხელი გეკარგება უფროსო.
-ნიცა მართლა შეყვარებული ხარ?
-რა არ შეიძლება მეც მიყვარდეს და ვუყვარდე ვინმეს?
-ამიტომ დადიხარ გამოშტერებული?
-რატომ დავდივარ გამოშტერებული,ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ?
-ორჯერ გაუშვი გუშინ მაღაზიაში და ისეთი უბრალო და მარტივი რამ დავავალე ის ვერ გამიკეთა.
-ნუ დამცინით,შეყვარებული არ ყოფილხართ?
-როდის შეგიყვარდა, ან როდის შეხვდი ნუ გადამრიე გამოკეტილი ხარ მთელი დღეები აქ.
-გულს ვერ უბრძანებ უფროსო,იქ დაარტყა სიყვარულმა სადაც სუსტი წერტილი ნახა.უთხრა თაზოს ლუკამ და ორივემ გაიცინა.
-რა საზიზღრები ხართ,თქვენ რა გაგეგება სიყვარულის.ბუზღუნებდა ნიცა და მის ბუზღუნზე კი ორივე ხარხარებდა.
-საკმარისია ხუმრობა,აქ რადგან მოდი შენ სერიოზული გაქვს რაღაც სათქმელი,ნიცა მიხედე საქმეს.
-კარგი,მე დაგტოვებთ.თქვა ნიცამ და გავიდა.
-თაზო გუშინ საინტერესო ინფორმაცია მივიღე და აქ იმიტომ მოვედი,რომ გაგაფრთხილო.
-რა ხდება,ვინმემ იყნოსა რამე?
-ვფიქრობ რომ ასეა,ვიღაც ჩაგვისაფრთა ვახო მოკლეს.
-ვახო მოკლეს? როდის,სად.
-გუშინ დამირეკეს და მითხრეს,ვახო ძალიან ფრთხილად მოქმედებდა მაგრამ როგორც ჩანს ჩემი ტელეფონი ისმინება,ამიტომ ვერ გავბედე და ვერ დაგირეკე ამ თემაზე ტელეფონით მეთქვა.ვახომ თავად დამირეკა ორი დღის წინ და მითხრა დარწმუნებული იყო უახლოეს დღეებში გეტყვი ყველაფერსო,გუშინ დილით კი მოკლეს.
-ლუკა ეს მართლა საინტერესოა და მადლობა რომ გამაფრთხილე,მე ვაპირებდი გუშინ დარეკვას და მადლობა ღმერთს აღარ დაგირეკე ამ თემაზე სასაუბრიოდ.
-ფრთხილად იყავი,არავის არ გაენდო.
-ვიცი ლუკა და ვფრთხილობ,სულ მალე სიმართლე გვეცოდინება ისე მინდა იცოდე აფეთქება სადაც მოხდა ჩვენმა ხალხმა ლურსმნიანი ბომბი ნახეს,ბახვა და თათა ლურსმნიანი ბომბით ააფეთქეს.
-ლურსმნიანი ბომბი? ეს ბომბი 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში განმოიყენეს ტერორისტებმა სადაც უამრავი ხალხი დაიღუპა.
-მართალი ხარ იქ გამოიყენეს,მოდი ამ თემაზე საუბარი დავასრულოთ,რას აპირებ ლუკა.
-სესილის დავეხმარები,ცოტა შეეჩვევა ნატასთან ერთად ცხოვრებას და წავალ.მენაბდემ ომი გამოუცხადა და ვალდებული ვარ მის გვერდით ვიყო,ბახვას სურვილიც ეს იყო სიტყვითაც მითხრა ბოლოს რომ შევხვდით ერთმანეთს პარიზში,შემდეგ აქ ქორწილში და გუშინ კი მის ანდერძშიდაც ეს ეწერა.
-გავიგე გუშინდლი სხდომის შესახებ და მომეწონა ბახვას საქციელი,აქედან სჩანს ძალიან უყვარდა სესილი,მაგრამ შენ რას ფიქრობ მხოლოდ ნატას გამო იჩერებ აქ ყოფნას და არ გინდა წასვლა თუ უფრო სწორად ვეღარ მიდიხარ.
-თაზო დრო,დრო გვიჩვენებს ყველაფერს მაგრამ წეღანაც გითხრაი ახლა მართლა ნატას გამო ვარ აქ და დავრჩები იქამდე,სადამდეც ეს საჭირო იქნება.
-შენ შენი მხრიდან საჭიროდ ჩათვალე და გამაფრთხილე მეგობარო მეც მინდა გითხრა,ჩვენ უფროსობა რასაც გვიბრძანებს იმას ვაკეთებთ,სადაც გაგვიშვებენ იქ მივდივართ და ლუკა არ მინდა სხვაგვარად გამიგო,მაგრამ უფროსობამ რომ მთხოვოს თქვენს თემაზე ინტერვიუს გაკეთება უნდა გავაკეთო,ვერც მე და ვერც ნიცა ვერ შევძლებთ უარის თქმას,ეს ჩვენი სამსახურია.
-მხოლოდ ერთი არ დაივიწყო,თაზო დაწერე სიმართლე და გურამის ანკესს,მის სიბინძურეს არ წამოეგო.
-მე ფულზე არ ვყიდი მეგობრებს და მათ პირად ცხოვრებას,ამიტომ კარგად ვიცი რა უნდა გავაკეთო.
-ჰოდა ასე,ორივემ კარგად ვიცით ჩვენი საქმე ახლა კი უნდა დაგტიოო და წავიდე,მხოლოდ დიდი სურვილი მაქვს ერთ დღეს დრო გამოვნახოთ და ერთად ვივახშმოთ გავიცნო ახლოს რძალი.
-კარგი აზრია,არ ვარ წინააღმდეგი მაგრამ ვნახოთ როდის შევძლებთ.
-როგორ ხარ ბაბუ.მათე შევიდა მოხუცთან.
-კარგად ვარ,ყველაფერი ვიცი ლევანი იყო მოსული და მითხრა,მამაშენი როგორაა?
-სახლშია,მაგრამ ადგილს ვერ პოულობს გალიიდან გამოსულ მხეცს ჰგავს,ხომ იცი წაგებას ვერ ეგუება და ახლაც ასეა ვის დაეტაკოს ალბად იმას ფიქრობს ან როგორ დაეტაკოს.
-მათე შვილო ფრთხილად იყავი მამაშენთან ის ძალიან საშიშია,ასე იყო სულ მაგრამ უკვე ფეხი მოიდგა მყარად და უფრო საშიშია მასთან ურთიერთობა.
-ბაბუ ლუკას სიმართლე სცოდნია.
-რას ამბობ,ყველაფერი?
-ყველაფერი და ჩემთვის არასდროს არაფერი უთქვამს.
-ჩვენ ლუკასთან ძალიან დიდ ვალში ვართ,მაგრამ მამაშენს ამის დანახვა არ უნდა შვილო.ის ყველაფერზეა წამსვლელი და შეიძლება ანდერძიც შეცვალოს.
-მაგას ვერ იზამს,რადგან ანდერძის ორიგინალი პარიზშია.
-ბახვა იმაზე მეტი ჭკვიანი ყოფილა ვიდრე მე ვფიქრობდი,ყველაფერი კარგად აქვს გათვლილი და განაალიზებული,მან იცოდა მამაშენი სესილის რომ არ გაახარებდა.
-სწორედ ეს აგიჟებს მათ ორივეს.
-როგორ ხარ მამა,შენც აქ ხარ? მოსწარი ყველაფრის თქმა?
-მათეს არაფერი უთქვამს ჩემთვის,ლევანი იყო მოსული და მან მითხრა.
-მამა ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა ვიდგეთ მჭიდროდ ერთმანეთის გვერდიდ.
-რაო მადლენ იმედები გაგიცრუა ბახვამ და ეს ჯერ ვერ მოინელე?
-ვერ ვიჯერებ,არ მჯერა რომ ბახვამ ეს გაბედა და გააკეთა.
-შენ მართალი ხარ,როგორ გაბედა და ცოლს როგორ დაუტოვა ყველაფერი და თქვენ არაფერი.ირონიით უთხრა მათემ დედას.
-მადლენ რამ შეგცვალა,ვერ ხვდები რომ რასაც შეეჭიდე ეს შეუძლებელია და აქედანვე იცი რომ წაგებული გაქვს,ყველა შენი შედგენილი გეგმაც კი ვერ დაგეხმარება.
-ნატა ჩემი შვილიშვილია და ის ჩემთან იქნება.
-არ ვიცი შენი ისედაც ცარიელი თავი რით გამოგიტენა შენმა ავადმყოფმა ქმარმა,მაგრამ მე გეუბნები დატოვე ბავშვი იქ სადაც არის,ნუ დაუშვებ იმ დიდ შეცდომას რომ ბავშვი გურამის გვერდით გაიზარდოს, მედლენ შეიგნე ეს,შეიგნეეეეე.
-არა,ის ჩემია და ჩემთან იქნება. იყვირა მადლენმა და გაბრაზებული გავიდა პალატიდან.
-მათე დედაშენი ვერ არის კარგად,ეს მამაშენის ჩაწოდებული აზრია და სულ გამოშტერდა რაც ასაკში შევიდა.მათე შვილო დამპირდი რომ ყველაფერს გააკონტროლებ და ყველაფერს დაკვირვებულად გააკეთებ.მათემ ხელზე მოკიდა ხელი ანერვიულებულ მოხუცს და უთხრა.
-არ ინერვიულო,შენ მშვიდად იყავი ყველაფერს გავაკონტროლებ და ყოველ დღე მოვალ შენს სანახავად.რაც შეეხება არ დავუშვებ,რომ გურამიმ თავისი გაიტანოს და სესილის ნატა წაართვას.ის არ ფიქრობს იმ პატარა ბავშვზე,ის უფრო იმ ქონებაზე და ფულზე ფიქრობს რომელიც სესილის და ლუკას ხელში აღმოჩნდა.
-სწორედ რომ მასეა და მპირდები, რომ ყველაფერს გააკონტროლებ?
-გპირდები,შენ მხოლოდ მშვიდად იყავი.
-სესილი ეს კაბა ჩავიცვი,მიხდება?
-გიხდება საყვარელო,აბა მიდი და მაგიდას გადახედე რა აკლია და გავიტანოთ.სესილის მაგიდა ვერანდაზე გაეწყო,ნატამ ღიმილით გადახედა და კარგად დაკვირვების შემდეგ სესილის უთხრა.
-იქ სამარილე უნდა ჩავამატოთ,დედა ყოველთვის მარილს დებდა მაგიდაზე პირველს და შემდეგ აწყობდა თეფშებს.
-აი ხომ ხედავ,შენმა თვალებმა უცებ შეამჩნია მაგიდის დანაკლისი,ყოჩაღ აი აქ დევს და გაიტანე.
-ახლა კი ყველაფერი მშვენიერია,ლუკას დააგვიანდება?
-არ ვიცი,რატომ კითხულობ?
-ძალიან გემრიელი კერძებია და მეჩქარება მათი დაგემოვნება.
-ვიღაცამ მახსენა და აი მეც მოვედი,აქ ვარ.
-რა კარგია,შენც მოხვედი და შემოდგომის მშვენიერ საღამოს ყვეკლამ ერთად მივუსხდეთ მაგიდას.ლუკა იდგა და გაოცებული უცქერდა მშვენიერად გაწყობილ მაგიდას.
-აი ღვინოც მოვიტანე,ლუკა შენ უნდა დაასხა ის მაღალ ჭიქებში.
-უკაცრავად და ეს ყველაფერი თქვენმა ხელებმა მოამზადა?
-როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს შენთვის,დიახ ბატონო ლუკა.
-უაზროდ დამღლელი დღე მქონდა და ქალბატონო სესილი თქვენმა ამ სიმშვენიერემ ხალისი მომგვარა და მადა გამიღვივა.
-როგორც შეგატყვე ასეთ დახვედრას არ ელოდი.
-გულახდილი ვიქნები და გეტყვი,რომ არა,არ ველოდი და ეს ძალიან კარგი მოფიქრებაა მაგიდის გაშლა ვერანდაზე,ზემოდან შავი ცა მთვარით განათებული გარშემო,სიმშვიდე და ირგვლივ ჯერ კიდევ სიმწვანე შერჩენილი გბუნება.ეს ყველაფერი სიცოცხლეს და დიდ ეშხს ჰმატებს დღევანდელ საღამოს.
-არ ვიცოდი რომანტიკოსიც თუ იყავი.
-და მერე როგორი რომანტიკოსი,შენ რომ საერთოდ იდეა არ გაქვს ვინ დგას შენს წინ.
ნოემბრის თვე მიილევა მალე
და სიშიშვლეც შეეპარა ხეებს,
ოქრისფერი არე მარეც ჰკარგავს
შემოდგომის მზის სხივებს და ფერებს.
არც დილაა უწინდელად ლაღი
ფოთლებიც კი აღარ სცვივა ხიდან,
გარეთ ცივა,სულს მიყინავს წვიმა
თოვლიც მოსჩანს შორეული მთიდან.
თვალს ვადევნებ უღიმღამო დღეებს
ყველა ფერი უფერული გახდა,
ვეღარ ვხედავ წითელ-ყვითელ ფოთლებს
მიმოფანტულს ჩემი სახლის კართან.
ჩემს სულს ძლიერ ენატრება უკვე
შემოდგომის მოოქროსფრო ფერი,
ჯერ ბოლომდე არც წასულა
მე კი ისევ მოუთმენლად ველი.
ავტორი; ჟანეტ ბოგვერაძე.
29,11,2018.
-დავსხდეთ?
-ლუკა რა ლამაზად წაიკთხე ლექსი,ულამაზესია ძალიან მომეწონა.მადლობა,მიხედე ნატას და მეც ახლავე მოვალ.ლუკამ ნატას თვალი ჩაუკრა,ხელში ააფრიალა და მის არჩეულ ადგილზე დააჯინა,თავადაც ის წინ დაჯდა და ორივე სესილის დაელოდა.სესილიც გამოჩნდა,გრძელი წითელი კაბა ეცვა ღრმა დეკოლტეთი და ის ძალიან ლამაზი იყო.
-აბა გთხოვთ მიირთვით არ მოგერიდოთ.უხმოდ მიირთმევდნენ,ლუკა ჩუმ-ჩუმად შიგა და შიგ სესილის უცქერდა.
-ესაა რომ მითხარი არაფლის მომზადება არ ვიციო? შეეკითხა ლუკამ სესილის.
-ვფიქრობ ამჯერად რაღაც გამოგვივიდა მე და ნატას.
-კი მაგიდა ძალიან ლამაზად გაგიწყვია,რაც შეეხება კერძებს ვიცოდი კარგად რომ ამზადებდნენ რესტორან ,,ახალ-გემოში'' და დიდი ხანია იქ არ ვყოფილვარ,კარგია რომ შემახსენე იქაური კერძების გემო.
-ლუკაააააა,ნუ მარცხვენ.
-რატომ? გაეცინა ლუკას.
-როგორ გაიგე,როგორ მიხვდი.
-დიდი მკითხაობა არ დამიწყია,ეს თქვენი შეცდომაა კერძები რომ გადაიტანეთ თეფშებზე რესტორნის ყუთები შემოსასვლელში დაგრჩათ დადებული.
-ოოოოხ,დამავიწყდა მათი გადაყრა.
-არა უშავს,მე მადლობა რომ ჩემთვის შეეცადე და გამოგივიდა,მართლა კარგი საღამოა სესილი.
-შენ? რას იტყვი საყვარელო,მოგეწონა დღევანდელი საღამო?
-საღამო მომეწონა,მაგრამ ლუკამ რომ გაიგო ეს არ მომეწონა.
-არა უშავს,მე პირადად მშვენივრად ვარ.გაუღიმა ლუკამ ნატას.
-თუ დაასრულე დაიბანე ხელები და....................
-და ჩემს ოთახში,მივდივარ.ნატამ ლუკას ჩაეხუტა და შემდეგ სესილისაც აკოცა.ლუკამ თვალი გააყოლა ნატას და შემდეგ სესილის უთხრა.
-ვხედავ ძალიან კარგად შეეწყვე ნატას.
-ვცდილობ,ლუკა მე თათაზე ნაწყენი ვარ მაგრამ არ დავუშვებ რომ ნატას ვინმე შეეხოს.ლუკა არ დამტოვო,ვერ შევძლებ მარტო შევრბრძოლო ამ ომს.
-ეს პასუხი არ არის რომელსაც მე ველოდი სესილი.
-როგორ პასუხს ელოდი ლუკა.
-სესილი მე თუ დავრჩები,უნდა შეიცვალოს მთელი ჩემი ცხოვრება.ახლა მე გეკითხები,შენ რას გააკეთებდი ჩემთვის მე რომ იგივე სიტუაციაში ვიყო.არ ფიქრობ,რომ მე და შენ,ჩვენ ორმა უნდა ვისაუბროთ?
-გინდა ეს საღამო კამათით დავასრულოთ?
-არა,საკამათო არაფერი არ მითქვამს,რადგან მე მხოლოდ ჩემს თავზე არ ვფიქრობ.
-შეგიძლია დრო მომცე? დრო,ლუკა დრო მჭირდება შენს კითხვას პასუხი გავცე ისე რომ არ დავფიქრდე.
-დრო გაქვს,მე არ გაჩქარებ.
-დილა მშვიდობის,რაზე ჩაფიქრებულხარ.
-ვფიქრობ,იქნება კი მშვიდობიანი დილა?
-იქნება,ჩაიცვი და გავდივართ.
-სად,სად უნდა წავიდეთ.
-ადვოკატს უნდა შევხვდეთ.
-ვის,ლევანის?
-ლევანი მამაშენის ადვოკატია,მე ჩემი ადვოკატი მყავს და მასთან ვისაუბრებთ ბავშვის შესახებ.
-როგორ ფიქრობ,დარწმუნებული ხარ შეძლებს?
-ჯერ-ჯერობით ვფიქრობ კანონს არ გადაუხვიო,შემდეგ ვნახოთ რა მოხდება.
-თუ ვერ შეძლო კანონით?
-შემდეგ გამოვიყენებ ჩემს შესაძლებლობლებს,მადლენ მე შენ დაგპირდი და ჩემს სიტყვას შევასრულებ.
-ვფიქრობდი,რა გამახარებდა დღეს,შენმა მოტანილმა ამბავმა ხასიათიც გამომიკეთა და სიხარულიც გამიორმაგა.
-მილენაააა.
-აქ ვარ ორ ნაბიჯში,რა გაყვირებს.მილენამ გაოცებულმა შეხედა ბესოს რომელიც სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა.
-ახალი ამბავი მაქვს,გუშინ საღამოს თაზო ვნახე და იცი რა მითხრა?
-მე საიდან უნდა ვიცოდე რა გითხრა თაზომ.
-ნიცა,ნიცაზე მითხრა.
-ნიცას რა მოუვიდა,რამე ჭირს?
-კი ავადაა და როგორც გავიგე სერიოზული დაავადება აქვს.მილენას ხელში ცხელი ყავით სავსე ფინჯანი ეჭირა და ხელი აუკანკალდა,ფინჯანიც ხელიდან გაუვარდა და თვალებში სიბნელე იგრძნო,ხელის ცეცებით სკამს ეძებდა რომ ბესომ ხელი მოკიდა და სკამზე დასვა.
-რა გჭირს,შენ რა ტირი?
-მითხარი,რომ ცუდი არაფერი სჭირს ნიცას.
-ცუდი რა უნდა სჭირდეს საყვარელო,ნიცა შეყვარებულია,სიყვარულმა მიაკითხა და დაბნეული დადისო თაზომ.
-სულ ეს არის?
-სულ ესაა,შენ კი ნერვიულობ?
-ბესო იცი როგორ შემაშინე?
-ვხედავ,სულ კანკალებ.გაეცინა ბესოს.
-აღარასოდეს შემაშინო ასე გთხოვ,შენ იცი რას ნიშნავს ჩემთვის სესილი და ნიცა და რას ნიშნავდა თათა.მეგონა თათასნაირად ისიც ავად იყო და მალე გამომეცლებოდა ხელიდან,აღარ შემაშინო გთხოვ.
-სულელო ეს როგორ იფიქრე,რამე მაგდაგვარი რომ გამეგო ასე გეტყოდი.დავიჯერო შენ არაფერი იცი?
-ვიცი ტელეფონზე დამირეკა და მითხრა,ძალიან გახარებული ხმა ჰქონდა,დღეს კი უნდა შევხვდეთ და ვისაუბროთ.
-ვინ არის იცი?
-შენ რატომ გაინტერესებს ნიცას პირადული ან მისი სასიყვარულო ცხოვრება.
-მილენა გავიგებ ვინ არის და დავრწმუნდები,რომ ჩვენი მეგობარი კარგი ადამიანის ხელშია.
-შენი ძაღლური ცხვირი ყველას საქმეში უნდა ჩაყო? დააცადე იმ გოგოს აქამდე არავინ ჰყვარებია და გაიხაროს ამ გრძნობით.ვფიქრობ ეს არ არის ნიცას გატაცება,ის სერიოზულად ფიქრობს თავის პირადულ ცხოვვრებაზე.
-ვინ არის,მინდა ვიცოდე ამაში ცუდს რას ხედავ.
-არაფერს,გეტყვი ვინ არის ისედაც ვაპირებდი თქმას.გივიკო ბანძელაძე,აბა შენ იცი ამოქექე და არ დაგრჩეს არაფერი გაუგებარი.
-მე წავედი და სწორედ მასე ვაპირებ გავაკეთო.ბესომ თვალი ჩაუკრა მილენას და სახლიდან გავიდა.
-მობრძანდით,ჯერ კიდევ ვკითხულობ ბატონო გურამ თქვენს მიერ გამოგზავნილ საბუთებს.
-რაც წაიკითხეთ და შეისწავლეთ რას გვეტყვი ახალს და საინტერესოს.
-თქვენს შვილს ბატონ ბადრი მენაბდეს და ქალბატონ თათა მეტრევეკს ორივეს შეთანხმებულად ანდერძი აქვს შედგენილი ქალბატონ სესილი იაკობაშვილზე რომელსაც გადააბარეს მათი შვილი და ის უკვე არის ბავშვის მეურვე,მასთან ერთად კი იმყოფება ბატონი ლუკა ვაჩიბერიძე.სწორად ვამბობ?
-კი,კი ასეა და რა შეიძლება გავაკეთოთ?
-მაშ ასე,თქვენი მოთხოვნა შესაძლებელია დაკმაყოფილდეს,რადგან სესილი იაკობაშვილი არის დედის მხრიდან მისი მეგობარი და არა ღვიძლი და,თქვენ კი ხართ ბავშვის ყველაზე ახლო ნათესავი.
-რა შეიძლება ვუყოთ წერილს,რომელიც დატოვა ჩემმა შვილმა და მეორე,თქვენ დარწმუნებული ხართ ღირს ბრძოლა და ბავშვს წამოვიყვანთ?
-ბრძოლა ყველაფრისთვის ღირს,მაგრამ არის ერთი და დიდი პრობლემა,ბავშვი არის საფრანგეთის მოქალაქე და გაგვიჭირდება პროცესის მოგება რადგან მხოლოდ წერილი აფერხებს ბავშვის წაყვანას.მე ვფიქრობ ღირს საქმესთან შეჭიდება და რას მოვიგებთ თავადაც შეხედავთ.
-სერიოზულად მეუბნები ამას რასაც ამბობთ?
-მე ვერ დაგპირდებით რამდენად წარმატებული იქნება სასამართლოს შედეგი,მაგრამ მე ჩემს შესაძლებლობლებს კანონის მიღმა ვერ გამოვიყენებ.
-შევუდგეთ დღესვე საქმეს, ბატონო ჯაბა თქვენ უნდა შეძლოთ და ეს ბავშვი დამიბრუნოთ რაც გინდათ მთხოვეთ, მე მზად ვარ ყველაფრისთვის.
-თქვენთან ერთად ვიბრძოლებ და თუ წავაგებთ ერთად წავაგებთ,მოგება მეც ძალიან გამახარებს ეს ხომ ჩემი კარიერაა.გურამმა კმაყოფილებით სავსემ ჩამოართვა ხელი თანხმობის ნიშნად და მადლენთან ერთად ბედნიერებით და სიხარულით სავსემ დატოვა საადვოკატო ბიურო.
-მილენა გცალია?
-გამოვდივარ,ჩვენს კაფეში დამელოდე.საჩქაროდ ჩაალაგა მისი საჭირო ნივთები მილენამ და სახლიდან გავიდა.
-მილენა მჭირდები სად ხარ,სად გნახო.
-რა მოგივიდათ დღეს.
-რას გულისხმობ.
-ნიცამ დამირეკა ეს წუთია და ჩვენს კაფეში მელოდება.
-კარგი,მეც იქ მოვალ.
-რა მოხდა,სესილი ლუკას ეჩხუბე?
-არა,სერიოზულად მინდა დაგელაპარაკო.
-კარგი,გამოდი უკვე ბევრი დრო არ მაქვს დღეს ახალ თანამშრომელი უნდა მივიღო.მილენამ გაოცებულმა გათიშა ტელეფონი და მანქანა დააყენა სადგომზე,უკვე მანქანიდან გადმოდიოდა რომ მოულოდნელად ძლიერად შეირყა მანქანა და შიშისაგან შეჰკივლა.სარკეში გაიხედა და რას ხედავს მის კოხტა გოლფს უკნიდან დიდი და უხეში ჯიპი შემოჯდომოდა,კარი გააღო და გაბრაზებული გადმოვიდა მანქანიდან.
-თვალებში იხედები? შეუყვირა მძღოლს.
-მა,მა,მა პატიეთ.
-რა მა,მა,მა თქვენ რა მთვრალი ატარებთ მანქანას? ვინმე რომ იმსხვერპლოთ, როგორ იმართლებთ თავს.
-გთხოვთ,ყველაფერს გავაკეთებ მხოლოდ ნუ ყვირიხარ.
-მყუდროებაც მე ხომ არ დაგირღვიეთ ბატონო ლოთო.
-ლოთო არა,ანდრეა ვარ აი ჩემი ნომერი და გთხოვ დამირეკეთ.
-არ მჭირდება,ახლავე ჩემს მეუღლეს დავურეკავ.
-კარგი რა,ხომ გითხარი ყველაფერს შევაკეთებთქო.
-მილენა? რა მოხდა,რატომ ყვირი საყვარელო.მილენას წინ ბესო იდგა და გაოცებული უცქერდა ჯერ გაფუჭებულ მანქანას და შემდეგ დამნაშავეს.ისე როგორც ის უცქერდა ბესოს გაოცებული.
-ნიცას უნდა შევხვდე და როგორც ხედავ სახლში ტაქსით მომიწევს დაბრუნება.
-ბესო? არა,არ არ მეჩვენები შენ ხარ.
-ანდრეა მოჩვენებები არც მე არ დამწყებია,შენ ხარ ნამდვილად?
-თქვენ ორივე იცნობთ ერთმანეთს? ბესოს შეეკითხა მილენამ გაოცებულმა.
-ვიცნობთ და მერე როგორ კარგად.
-ხოდა აი გასაღები,მანქანის საკითხი მოაგვარე კარგად იცი რომ მანქანის გარეშე არ შეიძლება და მიჭირს გადაადგილება სამსახურის გამო.
-არ გვინდა ხმაური და სანამ შევაკეთებ თქვენს მანქანას,აი ჩემი მანქანის გასაღები და ამით იმოძრავეთ მე მეორეც მყავს.
-მთვრალია,შემოიყვანე და მაგარი ყავა დაალევინე.უთხრა ბესოს და თავადაც შევიდა კაფეში,სადაც უკვე ელოდა სესილი და ნიცა.
-სად ხარ აქამდე,რატომ დაგაგვიანდა. შეეკითხა სესილიმ.
-ამ დილით,უკვე აქ მოსულს დამეტაკა იმ მამაკაცმა და მანქანა გამიფუჭა.
-რაააა? რამე ხომ არ იტკინე.
-არა,არა კარგად ვარ,მაგრამ მანქანას ვდარდობ.
-ვინ არის,კარგი ტიპია.თქვა ნიცამ და ანდრეას თვალს არ აშორებდა.
-ბესო როგორ თავისუფლად საუბრობს მასთან,იცნობს?
-მეგობრები აღმოჩნდნენ და როგორც სჩანს დიდი ხნის უნახავები აღმოჩნდნენ. ბესომ გოგოებს შეხედა და ფეხზე წამოდგა,მათ მაგიდას მიუახლოვდა ორივეს მიესალმა და ნიცას უთხრა.
-გივიკო ბანძელაძეს აღარ შეხვდები,მე გაფრთხილებ.
-რატომ? გაუკვირდა ნიცას.
-იმიტომ რომ გიცნობ და უკეთესს იმსახურებ,ნიცა ის ვაჟბატონი სამჯერ არის ნასამართლევი ორჯერ ქურდობაზე და ერთხელ გაუპატიურებაზე,იმედია მასთან შეხვედრას გაწყვეტ და მასზე საერთოდ აღარ იფიქრებ.
-მართალს მეუბნები? უკვე გადაამოწმე იქნებ შეცდომაა ბესო.
-არანაირი შეცდომა არ არის ნიცა და გთხოვ თავს ნუ გაიუბედურებ.გაოცებული უცქერდა სამივე ბესოს და ნიცას თვალებში კი ცრემლი გაჩნდა.
-სულ ესაა რაც გავიგე,თუ გინდა უფრო ჩაუღრმავდები მის საქმეს და დაწვრილებით შევისწავლი რამდენიმე დღეში კი გეტყვი.
-არა,არა აღარ არის საჭირო რაც მითხარი ისიც საკმარისზე მეტია,შენი მჯერა და მადლობა.
-კარგია რომ არ გამიბრაზდი,რადგან შენგან დაუკთხავად გავაკეთე,წავალ მეგობარს მიხედავ.ბესო დაბრუნდა ანდრეასთან და უთხრა.
-მაპატიე აუცილებელი საქმე მქონდა,შენ აქ როგორ,საიდან თბილიში გადმოგიყვანეს?
-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გადმომცეს,საქმე ძალიან სერიოზულია და ჯერ არაა გახმაურებული,ისიც მითხრეს რომ ძალიან ძლიერ ადვოკატთან მომიწევს მუშაობა.
-ვინ არის გითხრეს?
-კი მითხრეს და თან დღეს უნდა შევხვდე,ვინმე მილენა თავართქილაძე.
-მილენა?
-ხო რატომ გაგეცინა,მოიცა ხომ არ მეშლება მიწერია.ანდრეამ მის ჩანაწერს გადახედა და ბესოს დარწმუნებულმა უთხრა.
-კი,კარგად გითხარი მილენა თავართქილაძე რატომ გაგიკვირდა, იცნობ?
-როგირც მივხვდი ჯერ არ შეხვედრილხარ მასთან
-არა,აწი შევხვდები და ისიც მითხრეს რომ ძალიან მკაცრია.
-ხოოოო, და ვფიქრობ გაგიჭირდება მასთან თანამშრომლობა,საერთო ენის გამონახვა.
-რატომ ასეთი უხეშია?
-თავად ნახე ცოტა ხმის წინ.
-რააა? ის არის,მე მისი მანქანა გავაფუჭე?
-კარგი დამშიდდი,მილენა ჩემი ცხოვრებაა,ჩემი მეუღლეა.
-მართლა? დავმშვიდდი ცოტა.
-საღამოს ჩემთან მოხვალ,სანამ რამეს მოძებნი აქ ჩემთან იცხოვრებ.
-არა,მადლობა ბინა გადმომცეს და მაგ მხრივ პრობლემა არ მაქვს.
-სად გაქვს ბინა.
-საბურთალოზე.
-ცოტა შორსაა სამსახურთან,მაგრამ არა უშავს.
-გისმენ სესილი რისი თქმა გინდოდა.
-გოგოებო ცუდად ვარ,ძალიან ცუდად.
-ლუკა?
-აბა სხვა ვინ,დიახ ლუკა.
-სესილი გული გიფართხალობს ლუკას შეხედვაზე?
-არ მინდა,თავს ვებრძვი მაგრამ უძური ვარ.
-გულს ვერ უბრძანებ მეგობარო.
-მარტო ეს არ არის.
-აბა?
-მათე.
-მათესთან რა ხდება.
-მათემ მითხრა გუშინ,რომ შესაძლებელია ნატა ჩემი შვილი იყოსო.
-რააააა? ორივემ ერთად შეიყვირა და ბესომ და ანდრეამ ერთდროულად გაიხედა გოგოებისკენ.
-ბესო ისინი ვინ არიან.
-მილენას ახლო მეგობრებია,ასე ვთქვათ ერთი ოჯახის წევრები.შავთმიანს არ შეეხო,მაგრამ მოკლე თმიანზე თავად გაგიკეთებ რეკომენდაციას,არ წააგებ.
-ის ხომ თუ არ ვცდები ჟურნალისტია ნიცა ბაზაძე.
-ჟურნალისტია არ სცდები,მაგრამ დამიჯერე იმდენად ძლიერია,რომ შესაძლებელია ბევრ ადვოკატს აჯობოს მისი გამოცდილებით და შესაძლებლობებით.
-ვიცი,რომ ძლიერი ჟურნალისტია მაგრამ ამდენად ძლიერი თუ იყო არ ვიცოდი.
-მეც ძალიან ბევრჯერ დამეხმარა.
-დამაინტერესე,შენ ისევ ორგანოში მუშაობ?
-კრიმინალებს დავსდევ და ხან სად ვარ,ხან სად.
-დაოჯახებულხარ,შვილები?
-შვილები ჯერ არ გვყავს.
-რატომ ევროპულ სტილზე ცხოვრობ?
-არა,შვიდი წელია რაც დაქორწინებული ვართ და ჯერ არ მიგვიღია უფლისგან ეს დიდი საჩუქარი.
-ყველაფერს მისი დრო აქვს.
-კარგად ხარ,გამოფხიზლდი?
-კი უკეთ ვარ და ძალიან გამეხარდა რომ შეგხვდი.მილენას ტელეფონზე დაურეკეს და ბესომ ყურადღება მისკენ გადაიტანა.
-გისმენთ,კი გზაში ვარ საცობში მოვხვდი მალე ვიქნები ადგილზე.
-უკვე მიდიხარ? შეეკითხა ნიცამ მილენას.
-უნდა წავიდე გოგოებო,უფროსი მიხმობს დღეს ახალი თანამშრომელი უნდა მივიღო.
-წამოდი მე გაგიყვან იქეთ მოვდივარ.უთხრა ნიცამ სამივე ფეხზე წამოდგა და მილენამ ბესოსთან მივიდა.
-უფროსი მიხმობს,მანქანას აქ ვტოვებ და მიხედეთ.
-კარგი,საღამომდე.გაეცინა ბესოს და ანდრეას თვალი ჩაუკრა.
-ჩემს მანქანას არ წაიყვანთ? მორიდებულად შეხედა ანდრეამ და მის მკაცრ თვალებს რომ შეხედა,გაღიმება ვერ გაბედა.
-არა,არ მჭირდება სხვისი არაფერი. თქვა და გოგოებთან ერთად გავიდა.ანდრეამ ამოისუნთქა თავისუფლად და ბესოს გაოცებულმა შეეკითხა.
-ღმერთო,ეს როგორ დაკერე მეგობარო არ გაგიჭირდა?
-ჩემთან არ არის ასეთი მკაცრი,გაგაცნობ ახლოს და მიხვდები თავად,ძალიან თავისუფალი ადამიანია.მილენა ნიცამ მიიყვანა განყოფილებაში და პირდაპირ უფროსთან შევიდა,ცოტა ხანში კი მილენას უფროსმა ახალი თანამშრომელი წარუდგინა.
-ამ საქმეს გაეცანი,ამ კედლების მიღმა არ უნდა გავიდეს ხმა ეს საიდუმლო დავალებაა.მილენა გენდობი,იცი კარგად როგორ ვარ შენს მიმართ,მაგრამ ამჯერად მარტო ვერ იმუშავებ ამიტომ გაიცანი ახალი თანამშრომელი რომელუც დღეც და ღამეც შენს გვერდით იქნება.
-ვინ არის ვიცნობ?
-არა,ის საგანგებოდ რუსთავიდან მოვიყვანეთ ამ საქმისთვის და ერთად ითანამშრომლებთ.კარი გაიღო და ანდრეა შემოვიდა რომელმაც ჯერ უფროსს ჩამოართვა ხელი და შემდეგ მილენასკენ მიბრუნდა და ღიმილი სახეზე შეაცივდა.
-გაიცანით ერთმანეთი,დღეიდან ერთად მოგიწევთ მუშაობა.მე თქვენზე დიდ იმედებს ვამყარებ და გენდობით,წაიკითხეთ ეს საქმე,შეისწავლეთ და ველოდები თქვენგან ახალ ამბებს.უფროსის კაბინეტიდან გამოსულმა ანდრეამ შეხედა მელინას და უთხრა.
-ცუდად დაიწყო ჩვენი გაცნობა,იმედია მომცემ უფლებას აქვე კაფეში დაგპატიჟო.მილენამ შეხედა და მკაცრად უთხრა.
-მანქანას გამიკეთებ ორ დღეში.
-უსიტყვოდ და შეულაპარაკებლად,ორ დღეში მანქანა მზად იქნება და მე მიგიყვან სახლში,მომეცი უფლება ახლოს გაგიცნო და ყავა შემოგთავაზო.
-ყავა ახლა არ დალიე?
-ჯერ კიდევ ვერ გამოვედი კარგად,არ მითხრა უარი გთხოვ.
-კარგი,წავიდეთ ბოლო-ბოლო ერთ საქმეზე უნდა ვიმუშავოთ და საქმესაც გადავავლოთ თვალი.
-წავედით.ორივე კაფეში შევიდა და ერთ მაგიდასთან დასხდნენ რომელიც განცალკავებით იდგა შედარებით მყუდრო ადგილზე.ორივემ ფურცლები ამოიღო და ახალ საქმეს თვალი გადაავლეს შეკვეთის მოტანამდე.
-როგორც ვხედავ ქმარს უჩივის ცოლი.
-უჩივის და სერიოზული ბრალდებით.
-ვნახოთ,შევისწავლოთ მათი ცხოვრება და გავიგოთ რომელი არის დამნაშავე.
-უნდა შევხვდეთ,მოდი ქალს მე შევხვდები და შენ მის ქმარს შეხვდი.
-კარგი,მამაკაცს მე დაველაპარაკები.უთხრა მილენამ.
-საინტერესო თემაა. ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა ანდრეამ.
-მართლაც საინტერესოა,წყვილი სიყვარულით დაქორწინდა მაგრამ მათ შორის ჩადგა მესამე პირი.
-სწორედ ესაა დასადგენი,ვინ არის ეს მესამე ადამიანი რომ დაარღვის მათი იდილია.
-შორს ნუ წახვალ,არ არის უცხო ანდრა ის მესამე პირი დედამთილია.
-დედამთლი? გაოცებულმა შეხედა მილენას ანდრეამ რომელიც მშვიდად ფურცლავდა ფურცლებს.
-ნუ მიყურებ მასე გაოცებული,წყვილს შორის არსებული სიყვარული გაქრა,რადგან დედის მხარე დაიჭირა ქმარმა და ნელა-ნელა გაქრა მათ შოროს სიყვარული.
-დარწმუნებული ხარ?
-აქ რასაც ვკითხულობ,დარწმუნებული ვარ რასაც ვამბობ.
-კარგი,შევხვდეთ ხვალვე და ვნახოთ მათთან შეხვედრა რას გვეტყვის.
-რატომ აიღე საკუთარ თავზე ყველაფერი,რატომ არ დამირეკე,ნუთუ აღარ მენდობი?
-მათე ძალიან გთხოვ ნუ ყვირი,არ შეგაწუხე იმიტომ რომ მეც მოვერიე ყველაფერს.
-მაინც უნდა გეთქვა და დახმარება გეთხოვა.
-დაუძლეველი არ ყოფილა,დროშიც ჩავეტიე სადაცაა ლუკაც მოვა.
-დარწმუნებული ვარ ეს ისე გააკეთე,ლუკასთვისაც სიურპრიზი იქნება აქ შემოსვლა.
-შენ ის მითხარი,როგორ არიან შენები.
-ერთმანეთს ეღიზინებიან და არც მე მტოვებენ ისე რომ არ გამკრან კბილი,მაგრამ ვუძლებ.გაეცინა მათეს.
-მამაშენის ჩუმად ყოფნა მაშინებს,მათე ის საშიში ადამიანია და ვიცი,რომ ყველაფერზეა წამსვლელი,ლუკას დაუშავებს რაღაცას და ამის მეშინია,ეს მაშინებს.
-სესილი აქ რომ მოვდივარ,ეს შენთვის რთული მისაღებია?
-არა,რატომ ამბობ ჩვენ ხომ წლებია მეგობრები ვართ.
-რაღაც გეგმა მაქვს ორივე რომ შეგეშვას,მხოლოდ შენ თუ იქნები თანახმა.
-რაზე უნდა ვიყო თანახმა,ჯერ გეგმა გამაცანი როგორ ჩამოვიშორო ისინი გზიდან.
-სესილი მზად ვარ ნატას მამობა გავუწიო.
-ეს შენზეა,შეიჩვიე და მასთან კარგი ურთიერთობა გქონდეს.
-შენ დამხმარები,რომ პატარა მივიჩვიო.
-კარგი,რა იქნება შემდეგ.
-ჩვენ უნდა ვითამაშოთ,რომ ჩვენი როლები გვქონდეს.ჯერ კარგად უნდა მოვიფიქრო ის რაც ჩავიფიქრე და გპირდები,რომ ისინი არასოდეს არ შეგაწუხებენ.
-ახლა არ მეტყვი?
-არა,ახლა არა,რამდენიმე დღე კდევ მინდა.რაც შეეხება სახლს,სესილი ეს სახლი ძალიან მომწონს.
-მათე აქ ხარ? დაგღალა ალბად სესილიმ და ხმასაც ვერ იღებ ხომ? თავზე დასდგა მათეს ლუკა.
-ნუ იტყვი,რომ მოვედი ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა.
-მართლა? ამიტომ გაგვიტყუე მე და ნატა სახლიდან? შეხედა სესილის გაბრაზებულმა ლუკამ.
-მინდოდა ჩემს გემოვნებაში ყოფილიყო ყველაფერი.
-და პასუხისმგებლობა აიღე საკუთარ თავზე?
-მოდი აქ დაჯექი,მათეს გეგმა აქვს როგორ ჩამოვიშორო გზიდან მამამისი,მაგრამ ვერ ვათქმევინე,მეუბნება მადროვე კარგად უნდა დავფიქრდეო.ლუკამ შეხედა მათეს და იქვე ჩაჯდა იატაკზე.
-გისმენ მათე რა გეგმა გაქვს,გისმენ აბა?
-არ ვიცი როგორ მიიღებთ,მაგრამ ვფიქრობ გავითამაშოთ,რომ თითქოს პატარას მამა მე ვარ და არა ბახვა.
-ეს როგორ უნდა თქვა სირცხვილით მათე.
-რა არის სასირცხვილო,ვიტყვით რომ მე და სესილი ერთად ვართ და ნატასაც ერთად გავზრდით.
-მოიცადე,მოიცადე შენ ამ გეგმაზე ამბობდი,რომ მე და შენ შეგვიყვარდა ერთმანეთი,კარგად გავიგე?
-კი ასეთია გეგმა,კარგად გაიგე.
-საიდან და როგორ,მათე შენ მგონი გავიწყდება რომ ბახვა შენი ძმა იყო,საკუთარი და ღვიძლი ძმა.
-მეგობრები ხომ ვართ.
-აქამდე ვიცოდი რომ მეგობრები ვიყავით,ასე მოვედით ღრმა ბავშობიდან დღემდე.
-მშვენიერია და მომისმინე, მთელი ეს დრო ახლოს ვიდექით ერთმანეთთან და ჩვენც ვერ გავიგეთ თუ როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი.
-მათე შენ რა, მე დაქორწინებას მთავაობ? ლუკა ჩუმად იყო და მხოლოდ უსმენდა ორივე მაგრამ კარგად ხვდბოდა თუ რა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა სესილი.
-ლუკა რას იტყვი შენ ამ გეგმაზე.
-მე ხელს არ შეგიშლით,შეგიძლიათ გააგრძელოთ გეგმა და თამაშიც არაა საჭირო ყველაფერს რეალური სახე მიეცით უკეთესი დამაჯერებელი იქნება.ლუკა წამოდგა და წავიდა.
-ლუკაააა,შენ რა დავიჯერო ეს ყველაფერი მართლა დაიჯერე? ლუკა,ლუკა.სესილი ლუკას გაეკიდა,მაგრამ მათემ მკლავში წაავლო ხელი და შეაჩერა.
-არ არის საჭირო,ყველაფერი ლუკას დაეკითხო მე აქ რას ვაკეთებ.უმჯობესია ჩემს გეგმაზე იფიქრო სესილი.
-რაზე ვიფიქრო? მათე მეგონა შენ ხუმრობდი და შენ მგონი მართლა მთავაზობ სერიოზულად დაქორწინებას,რომელსაც არასოდეს არ დავთანხმდები.
-შენ წარმოდგენა არ გაქვს წინ რა გელოდება,როგორ გაუმკლავდები ამ ყველაფერს სესილი როგორ.
-ქუჩაში რომ დავრჩე,არც ნატას დაგითმობთ და არც შენს შემოთავაზებას დავთანხმდები.
-მოგიწევს სესილი მე აღარ შეგაწუხებ,შენ თავად მეტყვი რომ თანახმა ხარ ჩემს შემოთავაზებაზე.
-მათე წადი,წადი გთხოვ.მათე წავიდა და სესილი იქვე ჩაიკეცა,ცრემლი მოერია.
-მომბეზრდა ყველაფერი,სული დამეკაწრა და ჩემთვის არ არსებობს მომავალი.მეშინია,ჩემს გარშემო შექმნილი სიცარიელის მეშინია საიდანაც ექოდ ისმის ხმა ,,შენ მარტო ხარ,საუკუნო სიყვარული გაქრა და ჩაიღვენთა''. რამდენ რამეზე ვოცნებობდი,ახლა ეს ოცნებები ჩემშია და მათ ახალ ოცნებებს ვამატებ ზემოდან.რატომ გაყენებს ტკივილს ყოველთვის ის ვინც ჩემთვის ასე ძალიან ძვირფასია.სულ მე რატომ მტკივა ,,სისხლის ყველა წვეთი და სულის ყველა ამოსუნთქვა''.მერამდენედ ვსწავლობ მარტო გავუმკლავდე ტკივილს,როგორ მინდა ფრენა შემეძლოს და გავფრინდე შორს,შორს იქ სადაც მხოლოდ სიმშვიდა.რამოდენიმე დღე ებრძოდა მარტოობას, სესილი ლუკაზე ფიქრობდა ის იმ დღის შემდეგ არ გამოჩენილა,სესილი მხოლოდ ნატაზე გადაერთო და ყველა მის სურვილს დაუყონებლივ ასრულებდა.
-მილენა საქმე უნდა განვიხილოთ ერთად,შენ შეხვდი და ელაპარაკე შენს კლიენტს?
-შევხვდი,შენ რა გააკეთე.
-მეც შევხვდი და ვფიქრობ დასკვნა უნდა გავაკეთოთ.
-კარგი,გისმენ რა გითხრა დაზარალებულმა.
-დაზარალებული არის თეონა ქიმუძაძე რომელიც რამოდენიმე თვეა რაც დაქორწინდა ვინმე სოსო ანუ იოსებ ბაღათურიაზე.
-როგორც ვიცი სიყვარულით.
-კი,სიყვარულით.
-და რა მოხდა მათ შორის,ნუთუ გამართლდა ჩემი ვარაუდი რაც ვთქვი პირველივე წუთიდან,როცა ეს საქმე პირველად წავიკითხეთ?
-შენ ათიანში გაარტყი მილენა და მართალი ხარ,წყვილს შორის დედამთილი ჩადგა და შვილი აიძულა თუ რაც გააჩნდა მის ცოლს თავის სახელზე გადმოეფორმებინა და შემდეგ რძალი გაეგდო,შვილი კი სხვაზე დაექორწინებინა.
-რა საშინელებაა ასეთი დამთილის ყოლა სახლში.
-შენ რა გაიგე,ხომ შეხვდი.
-სიმართლე გითხრა ბევრი ვერაფერი,ძალიან დაბნეული პიროვნებაა დედის კალთას ამოფარებული,მაგრამ გავიგე დედამ იმდენი ელაპარაკა ვინმე ქეთიზე რომ სერიოზულად ფიქრობს ცოლს გაშორდეს და მასზე დაქორწინდეს.ცოლს დაუწყო სახლის გაყიდვაზე საუბარი.თეონამ ვერ აიტანა ორივეს მხრიდან ზეწოლა და ერთხელ წავიდა ქმრისგან,მაგრამ თხოვნით დააბრუნა,იმ ქეთისთან შეხვედრებს კი ჩუმად ისევ აგრძელებს.
-მოწმე ყავს?
-კი თავად დაუდარაჯდა და ფოტოებიც გადაუღო.
-მერე რა მოხდა,რომ დაწყნარდნენ.
-დაწყნარდნენ,შერიგდნენ მაგრამ დედა-შვილის საუბარი მოისმინა თეონამ რომ ვითომ შემთხვევით დაუცდა ფეხი კიბეზე.
-მოიცადე,დედა-შვილმა დაგეგმა თეონას სიკვდილი? რატომ,ხომ გაირკვა სიმართლე,რას ფიქრობენ.
-როგორც ზემოთ ავღნიშნე ვიღაც ქეთი არის წყლის სათავეში და ამღვრევს სუფთა წყალს,მილენა ის ქალი მდიდარია,ეს დედამთილი კი ფულის მოყვარულია და ღარიბ რძალს რომელსაც არავინი არ გააჩნია არც არავინი გამოეკიდება თავიდან მოიშორებს,მერე კი მის შვილს იმ მდიდარ ქალზე დააქორწინებს.
-როგორ შემეცოდა საცოდავი გოგო,ეს სიყვარულია?
-თითქმის სიმართლე ვიცით,როგორ მოვიქცეთ?
-უფროსთან უნდა შევიდეთ,ახსნა-განმარტებით უნდა ვუთხრათ ყველაფერი და თავად გვეტყვის როგორ მოვიქცეთ.
-კარგი,ხვალ მოვაგვაროთ ეს საქმე ახლა კი სახლებში წავიდეთ.ანდრეა ფეხზე წამოდგა და მილენამ ტელეფონს უპასუხა.
-ქმარი გირეკავს დაგაგვიანდა.
-არა,სესილია გისმენ საყვარელო.
-მილენა მოდი რა გთხოვ.
-რა მოხდა,შენ რა დალიე?
-მილენა მჭირდები,მოდი.
-მოვდივარ,მალე ვიქნები შენთან და არ ჩაგეძინოს.მილენამ ანდრეას შეხედა და ანდრეამ მიხვდა რომ სადაც ეტყოდა იქ უნდა მიეყვანა,მართლაც უხმოდ მივიდნენ სესილის სახლთან და მილენამ უცებ შეამჩნია სესილის ჩაშავებული თვალები.
-რა მოხდა,უძილო ხარ?
-რამდენიმე ღამეა არ მიძინია.
-რატომ,რა მოხდა ლუკა სად არის.
-წავიდა,ლუკა წავიდა მილენა.
-რატომ,იჩხუბეთ? სესილიმ მილენას შეხედა და ტირილით მოუყვა რაც მათემ უთხრა,მილენა კი გაოცებული უსმენდა.
-შენ,შენ მათეს უყვარხარ გახსოვს ეს მე როდის გითხარი?
-მცივა,სულშიც მცივა და ისედაც მცივა.
-მე შენშიც ვხედავ ცვლილებებს საყვარელო.
-ჯოჯოხეთია ჩემში,რა ცვლილებებს ხედავ ჯოჯოხეთისკენ მივექანები.
-სისულელეზე ნუ ფიქრობ,თავი აიყვანე ხელში.
-თავად ჩემი ცხოვრებაა სისულელე.
-გრძნობებმა შემოგიტია და თავს ვეღარ ერევი.
-არა,არა,მე ყველას ვაუბედურებ და ჩემთან აღარავინ ჩერდება.
-ნუ სულელობ,უკვე ცუდად აზროვნებ ნატაზე არ ფიქრობ?
-მხოლოდ მასზე ვფიქრობ,ის მაკავებს თორემ გეფიცები ამ ტანჯვას დავასრულებდი და მე თავად გაუყვებოდი გზას რომელიც უკან არ ბრუნდება.
-ეს უკვე მართლა სისულელეა,ყველაფერი წინ არის.
-ლოდინი ძნელია მეგობარო,მე ისედაც დამტანჯა ყველაფერმა.
-რას აპირებ,ასე გინდა გააგრძელო?
-ვისთვის ვიცოცხლო,ვისთვის რას წარმოვადგენ,ვისთვის ვარ მნიშვნელოვანი მილენა.
-სხვა რომ არა,შენი თავისთვის უნდა იცხოვრო,მაგრამ ახლა მარტო შენს თავზე ვერ იზრუნებ,შენ ნატა გყავს.უუნარო ხარ რომ ვერ შეძლო ცხოვრება? შენ არ შეგიძლია ცუდი იყო,შენ მეტისმეტად სუფთა ხარ და შორს ხარ ცუდისგან.
-მე მომკლა ცოცხლად ლუკას სიტყვებმა,არც მომისმინა ისე წავიდა.არ ვიმჩნევ მონატრებას თუ როგორ მენატრება,არ ვიმჩნევ ცრემლებს,რადგან არ მინდა ვინმემ ჩემს თვალზე ცრემლი დაინახოს,ისინი ხომ მხოლოდ ჩემს სულში წვეთავენ და იქ გაჩენილ სიცარიელეს ნადენი სისხლის წვეთები ავსებს.თოთო ბავშვივით სათუთია მასთამ გატარებული ყოველი წუთი,დრო მიდის და ყველა დღის დასასრულით ხელმოცარული ვრჩები რადგან ის არ დაბრუნდა,არ შემოაღო კარი და არ მესმის მისი ნათქვამი სიტყვა ,,სად ხარ,სესილი მე მოვედი''.სესილის ჩაეძინა,მილენამ წერილი დაუტოვა და დამშვიდებული წავიდა,გადაწყვიტა ლუკასათვის დარეკა მაგრამ ჯერ ბესოსთვის უნდა ეთქვა სესილის მდგომარეობა.
-სახლში ხარ? პიცა გამოიძახე რა ძალიან დაღლილი ვარ და ვერაფერს მოვამზადებ.
-როგორაა სესილი.
-შენ საიდან იცი სესილისთან რომ ვიყავი,მე არ დამირეკია.
-ანდრეას ველაპარაკე და მან მითხრა.
-ააა,გასაგებია.არ მკითხო სესილი ძალიან ცუდად არის.მილენა შევო იდა თუ არა სახლში,ჩანთა დადო და ბესოს უითხრა.
-წყალს გადავივლებ 5 წუთი მინდა და მოვეშვები, ძალიან დაძაბული ვარ.მილენამ წყალი გადაივლო და რომ გამოვიდა აბანოდან მაგიდა გაშლილი დახვდა.
-პიცა არ გამოვიძახე,რადგან დრო მქონდა ვახშამი მე მოვამზადე.
-მადლობა საყვარელო,დღეს ეს ძალიან მჭირდებოდა.ერთად ივახშმეს და თან ისაუბრეს,მილენამ მოუყვა ბესოს სესილის და ლუკას შესახებ,ასევე მათეს გეგმები და ბესოს ჩაეცინა.
-რატომ იცინი,რას ხედავ აქ სასაცილოს.
-ნუთუ ყველა ბრმები ხართ?
-რატომ, რას ვერ ვხედავ ან რა ვერ შევამჩნიე.
-მათეს დიდი ხანია სესილი რომ უყვარს და გამოსავალიც ნახა,რომ დაუახლოვდეს.
-ეს არ არის გამოსავალი,ის მხოლოდ მის თავზე ფიქრობს და არა სესილიზე და ბავშვზე.
-რაც შეეხება ლუკას მას საქმეები აქვს და ნახავს.
-არ წასულა?
-არა,აქ არის.სესილის დილამდე ეძინა რამდენიმე ღამის უძილოს და ვერც კი გაიგო გათენება,ღრუბელი იყო ცაზე,მზეც აგვიანებდა ღრუბლებიდან გამოსვლას.ადგა თავი მოიწესრიგა და საუზმე გაუმზადა პატარას,ყველას მოკითხვას ელოდა,მაგრამ ის ზარი რომელიც მის ტელეფონზე დაფიქსირდა არ ელოდა,ამიტომ გაოცებულმა უპასუხა.
-გოსმენთ.
-უნდა შევხვდეთ.
-რისთვის,ისევ რომ გამლანძღოთ?
-მხოლოდ ათი წუთით გთხოვ შეხვედრას.
-სად და როდის.
-იქ სადაც ჩვენ ვსხდებოდით ყოველთვის,იმედია ისევ გახსოვს ის ადგილი.
-მახსოვს,მალე გამოვალ.სესილი ნერვებმა აიტანა,მაგრამ თავს მოერია,ნატა ძიძას დაუტოვა და წავიდა,საერთოდ არ უნდოდა ამ ადამიანთან შეხვედრა მაგრამ მაინც წავიდა.
-გამარჯობა.მშრალი იყო სესილის მისალმება.
-გამარჯობა,მადლობა სესილი რომ შეხვედრაზე დამთანხმდი.
-ბევრი დრო არ მაქვს,გისმენთ.
-პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადო,ვიცი რომ არ მოგექეცი იმ დღეს კარგად,ვიცი რომ ნდობა არ გაქვს ჩემს მიმართ ყველაფერი იმის შემდეგ რაც ჩვენს შორის მოხდა.
-ქალბატონო მადლენ ვხვდები რომ სერიოზული რამ უნდა მითხრათ რადგან აქ მომიყვანეთ,ამიტომ მე გისმენთ.
-ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩემთვის ბახვას სიკვდილი.
-მხოლოდ თქვენთვის არ მოუტანია ბახვას სიკვდილს ტკივილი,ვიცი და ვხვდები დედისთვის თუ რა რთული უნდა იყოს შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი,მაგრამ როგორ ფიქრობთ ჩემთვის იოლი იყო ეს ყველაფერი?
-იმ დღეს რამოდენიმე სახის დამამშვიდებელი მქონდა მიღებული და ავირიე,არ ვიცოდი რას ვამბობდი.
-სწორედ მაგ დამამშვიდებელმა მოგცათ დიდი ენერგია ჩემს წინააღმდეგ დაგენახვებინათ თქვენი ნამდვილი სახე.
-მაპატიე,მე დავფიქრდი ჩემს ჩადენილზე და ძალიან მრცხვენია,ბახვას წერილმა კი ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა.
-მაინც რაზე,რამ მიიქცია იქ თქვენი ყურადღება რამაც აქამდე მოგიყვანათ.
-ჩემს შვილის სურვილმა დამაფიქრა,სესილი ბახვას არ უნდა რომ გურამის შეხება ჰქონდეს პატარასთან,მან რაღაც დიდი საიდუმლო იცოდა და მინდა მომეხმარო ერთად ამოვხსნათ ეს საიდუმლო.
-ამ საიდუმლოს ვერასოდეს ვერ გავიგებთ,რადგან ის რაც შეიძლება ყოფილიყო და იცოდა ბახვამ მან თანვე წაიღო ყველა მისი საიდუმლო.
-მაგრამ მე მხოლოდ მის გამო არ შემიძლია ვნახო ჩემი შვილიშვილი.მომეცი უფლება რომ ხანდახან მაჩვენო ბავშვი და მე პირობას გაძლევ გურამის შევაჩერებ.
-როგორ უნდა შეაჩეროთ.
-გადაწყვეტილი აქვს კანონით იმოქმედოს.
-რაც უნდა გააკეთოს,მაგრამ თუ უკანონი გზით შეეცდება საქმის მოგვარებას ამაზე პასუხს აგებს.რაც შეეხება თქვენს შემოთავაზებას, დავფიქრდები და შეგატყობინებთ.მაპატიეთ, ახლა უნდა წავიდე.სესილი დაფიქრდა მადლენის სიტყვებზე,ლუკას კი მათეს სიტყვები არ ამოდიოდა თავიდან და მის ნათქვამზე ფიქრობდა მთელი ეს დრო.მადლენის კი სულ სხვა გეგმები ჰქონდა გულში და სახლში მისულს გურამის დაელაპარაკა.
-სად იყავი,დაგაგვიანდა და ვინერვიულე.
-გავიარე ცოტა,დიდი ხნის უნახავი მეგობარი ვნახე და ყავა მივირთვით ერთად.
-კარგია ცოტა რომ განიტვირთე,მომშივდა და შენ გელოდებოდი წამოდი ვჭამოთ.
-რაღაც მინდა რომ გითხრა.
-გისმენ,ანერვიულებული ხარ მოხდა რამე?
-არ მაინტერესებს კანონები და კოდექსები,გადაუხადე ყველას რამდენიც მოგთხოვონ და ჩემი შვილიშვილი სახლში მომიყვანე.
-მადლრნ მაშინებ,პირველად მესმის შენგან უკანონოდ ვიმოქმედო.
-შენ ყველას ყიდულობ და ყიდი,ამასაც შეძლებ.
-არ ინერვიულო,ყველაფერს მოვაგვარებ.
-მადლობა,მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ.
-არ გშია?
-წამოდი ვივახშმოთ.წვიმდა,წვიმის წვეთები გამეტებით და მთელი ძალით ეხეთქებოდა მიწას.შიშველ ხეებზე შერჩენილ ფოთლებს დაუნდობლად მოექცა ნოემბრის ცივი საღამო და ყველა ქარის ერთი მონაბერით ძირს ჩამოყარა.უეცრად ქალი შენიშნა წვიმაში,რომელიც გარბოდა და არც დაფიქრებულა რომ დასველდებოდა,უნებლით გაიჭრა გარეთ და სახე შეშლილ ქალს წინ გადაუდგა.
-მიშველეთ,დამმალეთ გთხოვ მომდევს და თუ მნახა მომკლავს.ხელი მოკიდა სასოწარკვეთილ ქალს და სახლში შეიყვანა,ცხელი აბაზანა მიაღებინა და თავისი თბილი ხალათიც კი დაუთმო.
-მე არ დაგაძალებ,რომ მითხრა რა შეგემთხვა მთავარია დამშვიდდე,აქ უსაფრთხოდ ხარ.ქალმა შეშინებული თვალები მოავლო სახლს და სესილის მიუბრუნდა.
-მარტო ცხოვრობ?
-არა,მე და ჩემი ქალიშვილი ვცხოვრობთ ერთად ის 9 წლისაა არ შეგეშინდეთ.
-მეუღლე?
-აღარ მყავს,ის გარდაიცვალა სამი თვის წინ.
-მაპატიე,არ ვიცოდი.
-მე მყავს მეუღლე,რომელიც ძალიან მიყვარდა.
-გიყვარდა? ახლა აღარ გიყვარს?
-არ ვიცი რა ვთქვა,ან როგორ ვთქვა.
-მითხარი,თუ შეგიძლია დაგეხმარები.
-უნდოდა მოვეკალი,ის შეეცადა ჩემს მოკვლას.სესილის შეეშინდა და უთხრა.
-ეს სერიოზული ბრალდებაა,იქნებ მოგეჩვენა.
-არა,არ მომეჩვენა სიმართლეს ვამბობ.
-შენ დამშვიდდი,მე ჩემს მეგობარ ადვოკატს დავურეკავ და მოვა,ის დაგიცავს.რატომ უნდა მოგკლას,მას ხომ დაიჭერენ და ციხეში ჩასვამენ.
-უნდა რომ მე მომიცილოს და სხვაზე დაქორწინდეს.სესილიმ მილენას დაურეკა და მოკლედ აუხსნა საქმის არსი,მალე მოვიდა მილენა ბესოსთან ერთად,ქალმა შეხედა მამაკაცს თუ არა კივილი მორთო,ის სესილიმ დაამშვიდა,რომ გაიგო მილენამ თუ ვინ იყო ეს ქალი ანდრეას დაურეკა და მისვლა სთხოვა.
-რა ვქნათ,ანდრეა როგორ მოვიქცეთ.ანდრეა ახლოს დაუჯდა და შეკითხა ქალს.
-როგორ ფიქრობ,რატომ უნდა ორივეს შენი თავიდან მოცილება
-არ ვიცი,ვერაფერზე ვერ ვფიქრობ,მე არ ვარ მდიდარი ოჯახიდან,ერთი ღარიბი ქალი ვარ ბებიამ გამზარდა,მთელი ჩემი სიმდიდრე რაც არის ის ერთი სილამაზის სალონია რითაც თავს ვირჩენთ,მხოლოდ მე ვმუშაობ და გადასადებსაც მე ვიხდი.
-დედამთილი პენსიას ხომ ღებულობს.
-მე არ ვიცი მისი პენსია,არ მახსოვს რამე ეყიდოს და მოეტანოს.ვფიქრობ ჩემი სიკვდილი უნდათ,რომ შემდეგ იმ მდიდარ ქალზე დააქორწინოს ჩემი მეუღლე.რამდენიმე დღის წინ მათი საუბარი მოვისმინე,სახლი უყიდია და ჩემი ქმრის სახელზე გაუფორმებია.
-რატომ,მის სახელზე რატომ გააფორმა.შეეკითხა სესილი.
-ამ სახლში ერთად ვიცხოვროთ ქორწილის შემდეგო,ასე უთქვამს მდიდარ ქალს.
-რა სიბოროტით სავსე ხალხი არსებობენ.თქვა მილენამ.
-განცხადება უნდა შემოიტანო.
-შემოტანილი მაქვს და ხელწერილიც დააწერინეს,მაგრამ როგორც ხედავთ ისევ გაბედა და თან მაშინ ხელით შემეხო,ახლა კი ჩემს მოკვლას შეეცადა.
-კიდევ შემოიტანე და ახლავეს შეგვიძლია დავაკავოთ ორივე,მაგრამ ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდეთ უფროსს უნდა დაელაპარაკოთ.თეონა ფეხზე წამოდგა და სესილის მიუბრუნდა.
-ხალათს აუცილებლად დაგიბრუნებთ.
-არა უშავს,მხოლოდ მინდა გავიგო როგორ იქნები.მილენამ და ანდრეამ თეონა განყოფილებაში მიიყვანეს,უფროსს ყველაფერი დეტალებში მოუყვეს და განცხადებაც თავიდან დააწერინეს,შემდეგ კი თავად უფროსი და რამოდენიმე ორგანოს მუშაკი წავიდნენ დამნაშავის დასაკავებლად. თეონამ კარზე ზარი მისცა და სოსომ სირბილით ჩაირბინა კიბეები,მაგრამ ფეხი დაუცდა და ანდრეას ფეხებთან დაეცა.გაოცებული უცქერდა როგორც თეონა ისე ყველა იქ მყოფი თუ რა მოხდა იმ წუთებში.
-შვილო რა ხმაურია,რა მოხდა.კიბის თავზე იდგა ასაკოვანი მსუქანი ქალბატონი და სოსოს რომ შეხედა კივილით დაეშვა კიბეებზე,მაგრამ მასაც ფეხი დაუცდა და უსულოდ დაეცა კიბის ბოლო საფეხურზე შვილის გვერდით.
-ანდრეა მგონი ორივე მოკვდა.თქვა მილენამ.
-ვფიქრობ სამართალი თვით უფალმა აღადგინა მილენა.
-კიბეებზე ზეთი არის დასხმული,როგორც ჩანს აქ სხვა უნდა დაცემულიყო და არა ეს ორი,შენმა ტკბილმა დედამთილმა მახე დაგიგო თეონა მაგრამ ვხედავ თავად მოსრიალდა მის დაგებულ მახეში.
-ყველაფერი კარგად არის საყვარელო,რაც დაიმსახურა ორივემ ის მიიღო.უთხრა მილენამ.
-მე,მე რას მიზამენ,მე ეჭვმიტანილი ვარ?
-რას ამბობ შვილო,ყველა აქ ვართ და ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა.ანდრეამ სასწრაფოს დაურეკა,აღმოჩნდა რომ მოხუცი გულის შეტევვით გარდაიცვალა,სოსომ კი თავი დაარტყა და იმდენად მძიმე იყო დარტყმა ადგილზე გარდაიცვალა.ანდრეამ და მილენამ ორივემ თეონას გვერდით დადგა და ყველაფერი რაც გააჩნდათ მის სახელზე გადმოიტანეს.ყველაფერი შეიცვალა თეონას ცხოვრებაში,მისი შავ-თეთეი ცხოვრება ფერადი გახდა,საოცრად მოეწყო ახალ სახლშიც გადავიდა,ასევე ახალი დიდი და კომფორტული სალონიც გახსნა.დედამთილის დამალული რამდენიმე ათასი ლარიც ნახა რომელსაც კუჭავდა და კაპიკს არ აკლებდა.თეონამ თითქოს ახლად შეიგრძნო თავისუფლების სურნელი,თითქმის არც გადიოდა სახლიდან და მის სიმყუდროვეს მის დიდ და ნათელ სახლში კლავდა,სოსოს ფოტო აიღო ხელში ერთ დილით და მას ესაუბრა.
-რატომ,რატომ გაქრა ის სიყვარული რაც გქონდა ჩემს მიმართ,შენ ხომ ზედმეტად თბილი იყავი,არ გინდოდა და ბრაზდებოდი ოდნავ ნიავიც რომ შემეხებოდა.გამიჭირდა,ძალიან გამიჭირდა მაგრამ მივეჩვიე უშენობას.გული კვნესის,მაგრამ უშენობას არ კვნესის ის მხოლოდ იმ დაკარგულ სიყვარულს ტირის რომელიც უმწეო შემოდგომის ფოთოლივით მოწყდა ჩემს გულს და დაიკარგა. შემძულდა შემოდგომა, რადგან ქარი უგზო-უკვლოდ აფარფატებს უმწეოდ დასუსტებულ ფოთლებს.მეც მიწის შვილი ვარ და მეც ჩამიხუტებს მიწა წინ ვერ აღვუდგები ბუნების კანონებს,მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ უნდა ვიცოცხლო არსებობისთვის და იმ დიდი საჩუქრისთვის ვიცხოვრი რომელიც შენგან დამრჩა,დიახ ჩვენ შვილი გვეყოლება და მე ღირსეულად ავღზზრდი მას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent