ზუსტად ისაა რასაც ველოდი (4)
თავი 4 დღეები ნორმალურად გადიოდა, თუმცა მე და ჰარი საერთოდ ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს, ყოველდღე ის ფრაზები მესმოდა თუ როგორ უხდებოდნენ ჰარი და სოფი ერთმანეთს, ჰარის დეიდა კეროლიც კი გააცნეს,მე ალექსს დღითიდღე ვუახლოვდებოდი და წარმოდგენა არ მქონდა ჰარის ეს ასე რატომ აღიზიანებდა. ....................... ზუსტად 1 კვირა გავიდა რაც მე და ჰარი აქ ჩამოვედით,ბავშვებმა კი თქვეს რომ ეს უნდა აგვეღნიშნა. გვიან დავიძინე და ძილი არ მეყო, ასე რომ დილით ცუდ ხასიათზე გავიღვიძე და მალევე დაბლა ჩავედი, ჰარი და სოფი რათქმაუნდა ერთად და ხელიხელ გადახვეულები ისხდნენ. ამის დედაც.. უეცრად უკნიდან თავზე მაკოცეს და შეშინებული მივტრიალდი, ალექსი სიცილით ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა. "შენ დღითიდღე ლამაზდები?" გაკვირვებულმა ხმამაღლა იკითხა რაზეც ხელი გავკარი სიცილით და დივანზე მოვკალათდი. "დღეს რას ვაპირებთ?" იკითხა ჰარიმ ბოხი ხმით "დალევას და გართობას" უპასუხა წითურმა რომელსაც რათქმაუნდა სახელი ჰქონდა თუმცა წითური უკეთესი იყო. "მანამდე შეგვიძლია ფილმს ვუყუროთ." ვთქვი და ყველა დამთანხმდა. ბოდიშის მოხდით საპირფარეშოში გავედი, ხელები გადავიბანე და გამოსულს ჰარი დამხვდა ლამაზი ღიმილით. "ვფიქრობ მართალი იყავი, აქაურობა ძალიან მომიხდა." მითხრა და წავიდა. რატომ აკეთებს ამას,რამოდენიმე დღეში აქედან გავიქცევი. ..................................................... ფილმი ჩავრთეთ "მე შენამდე'' რომელიც, რათქმაუნდა ადვილი საყურებელი არ იყო.სოფიმ ჰარის ფილმის ბოლოს გრძელი კოცნა დაუტოვა და გაეცალა რადგან უნდა მომზადებულიყო. გაღიზიანებულმა მეც დავტოვე იქაურბა და ოთახში ავედი, საკმაოდ კომფორტულად ჩავიცვი, მოკლე, მომდგარი კაბა, გრძელი ჟილეტი და კეტები, თმა დავისწორე და ნორმალურ ფორმაში ვიყავი. რომ გავედი ალექსი მელოდა ღიმილით, თან ხელში ულამაზესი ლურჯი ვარდი ეკავა, ღიმილით გამოვართვი და დაბლა ჩავედით. "იქნებ ხვალ სადმე გავსულიყავით, მე და შენ." დაიბნა და ჩემს პასუხს დაელოდა, თავი დავუქნიე და დასალევისაკენ გავეშურე. რატომაც არა, მეც მაქვს ამის უფლება, ალექსი სიმპატიური და კარგი მოსაუბრე ადამიანია, მასთან საერთო თავიდანვე დავინახე, ბედნეირი სახით დავლიე ზედიზედ 3 ჭიქა. გვერდით ჰარი მომიჯდა და ჭიქა გამომიწოდა გამოვართვი და მივუჯახუნე. "ლამაზი ხარ." მითხრა და ამათვალიერა. მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე და გამოვეცალე, სუფთა ჰაერზე გამოვედი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. ჰარი მალევე დამეწია და ახლოს მოვიდა. "ასე რატომ მექცევი?'' აშკარად ნასვამი იყო, ზედმეტად. "ჰარი, შევიდეთ.'' ვთქვი და წამოვდექი. "ეს ასე არ უნდა ხდებოდეს.'' ჩაიდუდღუნა, ლოყაზე მაკოცა და გამეცალა. ვეცადე დამშვიდებული შევსულიყავი შიგნით, ალექსი ღიმილით შემეგება და საცეკვაოდ წამიყვანა, წყნარი სიმღერა იყო,ალექსს ხელები მოვხვიე და ისე გავაგრძელეთ ცეკვა, მან თავი გამოწია, და ნელ-ნელა იხრებოდა საკოცნელად, თუმცა... ჯანდაბა ჰარი. "პარას გამიცვლი?" ღიმილით იკითხა ჰარიმ და ხელი წამავლო, ალექსმა მხრები აიჩეჩა და სოფისთან განაგრძო ცეკვა. "people fall in love in mysterious ways, maybe it's all part of a plan.. i'll just keep on making the same mistakes hoping that you'll understand.." ჰარი ნელა აყვა სიმღერას ყურთან ახლოს იყო და ძალიან ჩუმად ღიღინებდა. "მგონი ეს სიმღერა ჩვენზეა." თქვა და თვალებში ჩამხედა. "ჰარი, არანაირი ჩვენ არ არსებობს." მკვახედ ვუთხარი და დავინახე ყბები როგორ დაეჭიმა, მაშინვე ხელი გამიშვა და ადგილიდან გაუჩინარდა, ცოტაც და ვიტირებდი, ცრემლები ძლივს შევიკავე, ის სოფისთანაა, ჩემი გრძნობებით ვერ ითამაშებს, ამის უფლებას არ მივცემ. ამის შემდეგ რამდენი ჭიქა დავლიე არ მახსოვს, ხასიათზე ალექსმა მომიყვანა, მას ეს ძალიან კარგად გამოსდის. "გაიღიმეეთ." დაგვიყვირა ვიღაცამ ვიგრძენი ხელი როგორ გადამხვია ვიღაცამ და ჩვენს შორის ჩადგა, ფოტო ძალიან მომეწონა. იმდენად ნასვამი ვიყავი ვეღარ დავდიოდი, ხალხის ხმასაც ძლივს ვარჩევდი. როგორღაც მოვახერხე და გარეთ გავედი, ნაცნობი სხეული დავინახე და იქით წავედი. "ჰაროოლდ." ხმამაღლა დავუძახე და უეცრად წონასწორობა ვერ შევიკავე, პირდაპირ ჰარის დავეცი. "მაპატიე, არმინდოდა." იმის თავიც არ მქონდა რომ ავმდგარიყავი. ჰარიმ სიცილით წამომაყენა და მიმიხუტა. ...........ჰარი................. საოცრად დამღალა ამ ადგილმა, იმედი მაქვს როუზი ცუდ შეფასებას არ დამიწერს, ყველანაირად ვცდილობ რომ მას თავი მოვაწონო, თუმცა სანამ აქედან არ წავალთ ეს არ გამოვა. როუზი ხელში ავიყვანე და სახცლისკენ დავიძარი, ის ოთახში უნდა ამეყვანა, სოფის გაბრაზებულ სახეს მოვკარი თვალი, ყურადღება არ მივაქციე და გზა განვაგრძე. როუზი დავაწვინე, დავაფარე და უკან გამოვბრუნდი, ოდნავადაც არ გამოვსწორებულვარ, თუმცა ისე მიწევს მოქცევა რომ სხვებმა დაინახონ, ეს მჭირდება, რამოდენიმე წელში კი აქედან სამუდამოდ გავქრები. .................როუზი....................... საწოლში გამეღვიძა,ალბათ რამოდენიმე საათი მეძინა, დაბლიდან ბავშვების ხმა კვლავ ისმოდა, მოვწესრიგდი და მათთან ჩავედი, კვლავ სიმართლე და მოქმედებას თამაშობდნენ , არ მობეზრდათ? "ოჰო, პრინცესაც შემოგვიერთდება." მომმარრთა სოფიმ , გავუღიმე და მეც მოვკალათდი. "ჰარი სიმართლე თუ მოქმედება?" ჰკითხა ბრედმა. "სიმართლე." "შენ და სოფის სექსი რამდენჯერ გქონდათ?" კითხა წარბების თამაშით ჰარიმ გადაიხარხარა და თითებზე თვა დაიწყო. "ვერ ვითვლი." სიცილში ყველა აჰყვა. . "ალექს, სიმართლე თუ მოქმედება?" ჰკითხა სოფიმ გამომწვევად. "მოქმედება." "აკოცე ვნებიანად როუზს." ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! ალექსი ნელა მოიწია, სახეზე მომეფერა და ნაზად მაკოცა, შემდეგ უკან დაიხია, გამიღიმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ......................... სოფის ალაგებაში დავეხმარე , ისიც საკმაოდ ნასვამი იყო და ძლივს დადიოდა, ბოლოს დივანზე დავსხედით და სოფიმ საუბარი წამოიწყო. "ალექსი კარგი ბიჭია, უხდებით." მითხრა და გამიღიმა. "ჩვენ ერთად არ ვართ" ვუპასუხე, "ჰარისთან რახდება?" ეს დიდად არ მაინტერესებდა, ერთი სული მქონდა ავსულიყავი დამეძინა , თუმცა მას ძალიან ეწყინებოდა. "სიგიჟემდე მიყვარს." თქვა და შემდეგ პირზე ხელი იტაკა, "გთხოვ ეს არსად არ თქვა." თავი დავუქნიე, დავემშვიდობე და მაღლა ავედი. "ხვალვე წავიდეთ რა.." ჰარიმ ყურთან ჩამჩურჩულა, რაზეც შევხტი. "არ შეგვიძლია." არ შემეძლო რადგან, ხვალ ალესთან პაემანი მქონდა. ჰარიმ უბრალოდ თავი დამიქნია და თავის ოთახისაკენ დაიძრა, მეც კარი გავაღე თუმცა ჰარის ხმამ შემაჩერა. "შეიძლება ამაღამ შენთან დავწვე?'' მკითხა ბავშვური ხმით და პასუხს დაელოდა. ამას სერიოზულად აბობს? "რათქმაუნდა." ვუპასუხე და ოთახში შევედი, ჰარიც უკან გამომყვა და მაშინვე საწოლზე გადაეშვა, მეც მივუწექი, ხელები მომხვია და კვლავ ჩაიდუდღუნა "ძალიან ლამაზი ხარ." გამეღიმა და მალევე დაგვეძინა ორივეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.