შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზუსტად ისაა რასაც ველოდი (3)


20-01-2019, 14:57
ავტორი ნი ჯეი
ნანახია 971

ავი 3
დიდებული შეცდომა
.....როუზი..............
არცკი მახსოვს როგორ ავედი ჩემს მიკუთვნილ ოთახში და საწოლზე ჩამოვჯექი. იმდენად დაბნეული ვიყავი, მეგონა აღარაფერს ჰქონდა აზრი. არ ვიცი რატომ, თუმცა ამ ამბის გაგებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა.
საბოლოოდ მივხვდი რომ, ეს ხელს არ მიშლიდა ჰარის კარგ პიროვნებად ჩამოსაყალიბებად. დავაპირე გამოცვლა და დაბლა, ბავშვებთან ჩასვლა. ფიქრი კარზე კაკუნმა შემაწყვეტინა, ჰარიმ თავი შემოყო ღიმილით.

გამიკვირდა.

თანაც ძალიან.

"შეიძლება?" ღიმილითვე მკითხა, რაზეც თავი დავუქნიე და მივუთითე ჩემს გვერდით დამჯდარიყო.

"ყველაფერი რიგზეა?" მკითხა და თვალებში შემომხედა. მხრები ავიჩეჩე და ვეცადე ოდნავ გამეღიმა.

"როგორც ჩანს ფსიქოლოგებსაც სჭირდებათ ხანხდახან საუბარი." თქვა დაფიქრებულმა , შემდეგ კი, თავის ნათქვამზე გაეცინა.

"არავის დაანახო რომ შენს გულს შეეხნენ." მითხრა და ლოყაზე მომეფერა.

"ოჰო, მულტფილმების მოყვარულო, ზოოტოპია ნამდვილად კარგი არჩევანია." ვუთხარი სიცილით რაზეც სიცილითვე დამეთანხმა.

მთხოვა რომ დაბლა, ბავშვებთან ჩავსულიყავი, რაზეც დავთანხმდი, მოვწესრიგდებოდი და ჩავიდოდი. ღიმილით დატოვა ოთახი. ჰარის ასეთ თბილს საუბარს არ ველოდი. ვიფიქრე რომ ასე იმიტომ მოიქცა რომ მალევე დაეღწია თავი ჩემიდან.
.......
როდესაც დაბლა ჩავედი, ბევრი ბავშვი დამხვდა. თვალში მომხვდა სოფი და ჰარი, რომელიც გვერდიგვერდ ისხდნენ საკმაოდ ახლოს, ჰარი სოფის რაღაცას ეჩურჩულებოდა სოფი კი კისკისებდა.
ხმამაღლა ჩავახველე რომ ყველას ყურადღება მიმებყრო. რათქმაუნდა ყველამ გამომხედა. სოფიმ კი საკმაოდ გაბრაზებული სახით, არა ეს უფრო სიძლვილის თვალები იყო, გაკვირვებულმა შევხედე რაზეც მაშინვე გაიხედა.

"არაფერს ვაპირებთ?" ვიკიხე ინტერესით და პასუხს დაველოდე.

"ახლა ვაპირებდით სიმართლე თუ მოქმედების თამაშს, ხომ შემოგვიერთდები?" მიპასუხა ჰარიმ და სოფის ხელი გადახვია. ამან გამაღიზიანა, თუმცა არ შევიმჩნიე და დავეთანხმე.

"ისიც უნდა გაითვალისწინო რომ აქ უარი არაფერზე ითქმება." მითხრა სოფიმ და გამიღიმა, თუმცა არა მეგობრულად.

"მზად ვარ." ვთქვი და ყველანი მაშინვე ბოთლისგარშემო დავსხედით.

პირველიდატრიალება ერთ წითურს შეხვდა, რომელსაც ლიფის გახდა მოუწია და შორს გადაგდება. რამოდენიმე დატრიალების შემდეგ კი ჩემზე გაჩერდა. გოგომ სოფის გადახედა და უცნაური ღიმილით მკითხა.

"სიმართლე თუ მოქმედება?"

დავიბენი და ძალიან დავიძაბე. ჰარის მზერა სოფიზე კი უფრო მაღიზიანებდა ამიტომ მალევე მივახალე პასუხი.

"სიმართლე." ვთქვი და კითხვას მოუთმენლად დაველოდე.

გოგონამ კვლავ ჩაიცინა.

"რამდენჯერ დააკმაყოფილე საკუთარი თავი შენი ცხოვრების მანძილზე?"

ყველას სიცილი აუტყდა , ჰარისაც კი, თავი ჩაღუნა და ისე გააგრძელა სიცილი.
ნერვები მომეშალა ძალიან.
დავიბენი.

"პასუხს ველით." მითხრა გოგონამ, რაზეც კვლავ სიცილი ატეხეს.

"არასდროს." ვთქვი ხმამაღლა და გარკვევით.

"შენ ახლა იმასაც იტყვი რომ ქალიშვილი ხარ." თქვა და კვლავ საშინელი სიცილი ატყდა.

"ვფიქრობ ეს უკვე სხვა კითხვაა. არ ვაგრძელებთ?" ვთქვი აწითლებულმა და ბოთლი დავატრიალე.
.......
გაუაზრებლად ვთამაშობდი , დაღლა ვიგრძენი და მაღლა ასვლა დავაპირე როდესაც ბოთლი ჰარიზე გაჩერდა.

"სიმართე თუ მოქმედება?" კითხა წითურმა გოგომ ჰარის გველური ღიმილით.

"მოქმედება." ჰარიმ კი სექსუალური ხმით უპასუხა, ყველა წითურს დაველოდეთ, ძალიან დამაინტერესა თუ რას დაავალებდა.

"მინდა სოფისთან ერთად კარადაში 30წუთი გაჩერდე."თქვა და სოფის თვალი ჩაუკრა.
რატომღაც ველოდი ჰარის უარყოფით პასუხს.

რა სულელი ხარ როუზ.

"სიამოვნებით." თქვა ჰარიმ და სოფი კარადისკენ გაიყვანა, ყველას სიცილი აუტყდა, მე კი ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.

რა დამემართა? რატომ მიმაქვს ეს ამბავი გულთან ასე ახლოს.

..........ჰარი..................
ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა.

"რა გავაკეთოთ?" ვკითხე სოფის და მისკენ ახლოს მივიწიე.

"შენ გეკუთვნი, რაც გინდა ის." ჩამჩურჩულა სექსუალურად ყურში და ახლოს მიმიზიდა, ჩავიცინე და საკმაოდ მგზნებარედ დავეწაფე მის ტუჩებს.
რამოდენიმე თვეა სექსი არ მქონია, ეს კი ჩემი შანსია, ვინ იცის, იქნებ შემიყვარდეს კიდეც.

"გთხოვ ნელა." დაიჩურჩულა სოფიმ და შარვალი გამიხსნა. მეც ზედა გავხადე და კვლავ დავეწაფე მის ტუჩებს.

სადღაც გულის სიღრმეში კი, რაღაც არ მაძლევდა ამის გაკეთების უფლებას.

.....როუზი................

"დაგენიძლავები, სოფი ვეღარ ივლის კაი ხანი." თქვა წითურმა და სიცილი დაიწყო.

როგორც იქნა , გავიდა დაწყევლილი 30 წუთი და ჰარი და სოფი გამოვიდნენ ღიმილით, აშკარა იყო რომ ყველაფერი მოხდა, სასწრაფოდ ავდექი, იმის თქმა მოვახერხე რომ სუფთა ჰაერი მჭირდებოდა და უკანმოუხედავად გამოვედი.

გული მართლა მტკიოდა, თუმცა საკუთარ თავს არ გამოვუტყდებოდი იმაში რომ ეს ჰარის გამო იყო, რომ მის მიმართ გრძნბები მქონდა, ეს იმს გამო იყო რომ სოფი ასეთი არ მეგონა.

"ყველაფერი რიგზეა?" უკნიდან ხმა მომესმა, ჰარი მეგონა თუმცა როდესაც მივიხედეის ქერა ბიჭი შემრჩა ხელში.

"მე ალექსი ვარ." მითხრა და ხელი გამომიწოდა.

"როუზი." ვუპასუხე ღიმილით და ხელი ჩამოვართვი.

"შეიძლება შემოგიერთდე?" მკითხა რაზეც თავი დავუქნიე და გვერდით მომიჯდა.

"blackbird singing in the dead of night
Take this broken wings and learn ti fly .. " სიმღერა დაიწყო და ისე ტკბილად მღეროდა, მეც ავყევი , საკმაოდ სიანტერესო პიროვნება აღმოჩნდა.

"ვიცეკვოთ. უარს არ მივიღებ." მითხრა და ხელი ჩამკიდა, სიცილ-სიცილით ვცეკვავდით, დრო სულ დამავიწყდა მასთან ერთად, ცეკვა შევწყვიტეთ როდესაც უკნიდან ჩახველება გავიგეთ, შევბრუნდი და ჰარი იყო.

"არ იძინებთ?" გვკითხა და ყბები უცნაურად დაეჭიმა.

"ჯერ ადრე არაა." ვკითხე და საათს დავხედე,რომელიც ღამის 2 საათს უჩვენებდა, სიცილით გავაქნიე თავი და სახლისკენ დავიძარი.

"სასიამოვნო იყო შენი გაცნობა." მომაძახა ალექსმა და იქ დარჩა.

ხელი დავუქნიე და მე და ჰარი სახლში შევედით.

"მასთან დაახლოვდი?" მკითხა და თვალებში შემომხედა.

მხრები ავიჩეჩე. "რატომაც არა." და მის სახეს დავაკვირდი.

"ეს ასე არ უნდა ხდებოდეს." თქვა ჩუმად და ხელი ჩამკიდა.

"რას გულისხმობ?" ვკითხე გაურკვევლად.

"არაფერს , დაივიწყე , ტკბილი ძილი." მითხრა და შუბლზე მაკოცა, დავინახე სოფი რომელიც ჩუმად იყურებოდა, ხვალ ყველაფერს ავუხსნიდი ახლა არაფრის თავი არ მქონდა.
როგორცვე შევედი ოთახში ტანსაცმლით დავწექი და მაშინვე დამეძინა.

იქნებ არ იყო დიდი შეცდომა ჰარის გაცნობა.

იქნებ პირიქით იყო.

იქნებ მას შეეძლო ყველაფრის შეცვლა..



№1  offline წევრი Onlyyou

ვაუ როგორი საინტერესოა ველი ახალ თავს ❣

 


№2  offline წევრი ნი ჯეი

Onlyyou
ვაუ როგორი საინტერესოა ველი ახალ თავს ❣

Onlyyou
ვაუ როგორი საინტერესოა ველი ახალ თავს ❣

დღესვე დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent