შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა ზღვის პირას (მესამე თავი)


24-01-2019, 05:12
ავტორი fireending
ნანახია 1 904

ანა ისეთი დაბნეული იყო,რომ ვერც კი შეამჩნია,თუ როგორ გაიარა რამდენიმე გაჩერება ფეხით.ფიქრიც არ შეეძლო,უჭირდა იმის გაანალიზება,რაც ლუკამ რამდენიმე წუთის წინ უთხრა.გახარებული და გაკვირვებული იყო.თავი სიზმარში ეგონა. ვერ დაეჯერებინა,რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა.უეცრად კი ეს დიდი სიხარული შიშმა შეცვალა.შეშფოთებული გაჩერდა და და თითქმის ერთი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა.მის გონებაში ახლა ათასი ფიქრი ირეოდა.არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.ღრმად ჩაისუნთქა,თმაში ხელი შეიცურა და და რამდენიმე წამის განმავლობაში შუბლზე ჰქონდა ხელი მიჭერილი.ბოლოს გაეღიმა,შიში კვლავ სიხარულმა შეცვალა.წარმოდგენა არ ჰქონდა რა მოხდებოდა,მაგრამ იმასაც ხდებოდა,რომ ცხოვრებამ დიდი შანსი მისცა.ძალიან მოუნდა ახლა ვინმეს დალაპარაკებოდა.სწორედ ამ დროს გაისმა მის მობილურზე ზარი.ანამ ნომერს დახედა და გაეღიმა,როდესაც დაინახა ,რომ მამა ურეკავდა.
-ჰო მა_უპასუხა ანამ ტელეფონს
-როგორ ხარ შვილო?_გაისმა ტელეფონში ბექას ხმა.
-კარგად მამა,შენ?_უპასუხა და გაეღიმა-რომ იცოდე როგორ გამიხარდა ,რომ დარეკე
-მეც კარგად_უპასუხა მამაკაცმა-ქალაქში მომიწია საქმეზე ჩამოსვლა და ჯერ კიდევ არ წავსულვარ,ვიფიქრე გნახავდი
-რა კარგია_წამოიძახა გახარებულმა-ძალიან მინდა შენთან ლაპარაკი,ახლა სახლში მივდივარ,აი ავტობუსიც გამოჩნდა და იქ გნახავ.
-კარგი ანი _უთხრა თბილი ხმით მამაკაცმა-ხომ კარგად ხარ? აღელვებული ხმა გაქვს.
-კი ,კი კარგად ვარ,არ ინერვიულო_უპასუხა ანამ-სახლში გნახავ
...
-იცი რა,ჩემი აზრით ძალიან მაგარი ამბავია_თქვა ბექამ,როდესაც ანამ ახალი ამბავი უთხრა.
-ასე ფიქრობ?
-რა თქმა უნდა,უარი არ უნდა თქვა_უპასუხა მამაკაცმა
-ჰო,ვიცი .ცოტა მეშინია,გახარებულიც ვარ,მაგრამ რავიცი_თქვა გოგონამ და ყავით სავსე ჭიქა ხელში აიღო.
-მესმის _თქვა ბექამ-არ ინერვიულო,შენი ბავშვობა გაიხსენე .ყოველთვის მსახიობობა გინდოდა.როგორ მახსოვს ფილმებიდან სხვადასხვა პერსონაჟებს რომ ბაძავდი_გაეღიმა კაცს
-ჰო_გაეღიმა ანასაც-მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი,ახლა არ ვიცი რა გამოვა.
-თუ შენ გულით გინდა ყველაფერი გამოვა.ეჭვიც არ შეგეპაროს_ხელზე მოეფერა შვილს-თანაც,ბაჩოს ვიცნობ,კარგი რეჟისორია და დარწმუნებული ვარ რომ იცის რასაც აკეთებს.
-ბაჩოს იცნობ?_გაუკვირდა ანას
-ჰო, ჩემი ძველი მეგობარია,კარგა ხანია არ გვინახავს ერთმანეთი.მომიკითხე როცა ნახავ
-კარგი.თუმცა გამიკვირდა_უპასუხა ანამ
-ჰო,მესმის.ადრე სხვანაირად ვცხოვრობდი და ბევრ ხალხთან მქონდა ურთიერთობა,თუმცა ზოგჯერ ყველაფერი ღლის ადამიანს,ახლა კი წყნარ ცხოვრებას მივეჩვიე.
-ჰო,აი მე კი მშვიდმა ცხოვრებამ დამღალა_გაეცინა ანას
-ჰოდა ,ახლა ზუსტად შანსი გაქვს,რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდე._უპასუხა ბექამ-მჯერა,რომ წარმატებას მიაღწევ._თქვა მან და ანას თავზე მოეფერა
-ალბათ_თქვა ანამ და მამას გვერდით დაუჯდა.
ბექამ შვილს ხელი მოხვია ,შემდეგ კი ფანჯარას გახედა.
-ღამდება_თქვა მან-წავალ ახლა მე
-აუ არა რაა_წამოიძახა ანამ-გთხოვ დარჩი,ისედაც იშვიათად მოდიხარ.დარჩი რა
-კარგი,კარგი_გაეღიმა ბექას და გოგონას ლოყაზე მოეფერა ნაზად.
-ჰოდა ძალიან კარგი._თქვა გახარებულმა და მამას აკოცა.-ისე რას ფიქრობ სერიალზე?მოგწონს?
-კი,კარგი სერიალია_უპასუხა ბექამ-მსახიობებიც კარგად თამაშობენ.ხშირად არ ვუყურებ,მაგრამ აწი ერთ სერიასაც არ გამოვტოვებ_თქვა და შვილს აკოცა
-ჰო...ისე რა უცნაურია.ვერც კი წარმოვიდგენდი მსგავს რამეს.უბრალოდ ლუკას გავყევი და
-ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით,ბევრი სასიხარულო მოულოდნელობით.
-ნამდვილად_კმაყოფილს გაეღიმა ანას და მამას მიეყრდნო.ბექას გვერდით თავს მშვიდად გრძნობდა .მამასთან ერთად ტელევიზორის ყურება განაგრძო,თუმცა ახლა მისი ყურადღება არა ეკრანისადმი,არამედ სულ სხვა ფიქრებისკენ იყო მიმართული.ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა.სასიამოვნო აღელვების გრძნობა ეუფლეობდა და მოუმენლად ელოდა გათენებას,სურდა რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო მისი პირველი სამსახიობო დღე.ხვალიდან ყველაფერი იცვლებოდა.
...
-დილა მშვიდობის მამა_ღიმილით მიესალმა ანა მამამისს
-გაიღვიძე? დილა მშვიდობისა_უთხრა ბექამ და გოგონას შუბლზე აკოცა
-რომელი საათია?_იკითხა ანამ და სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა
-9_უპასუხა ბექამ-ისაუზმებ?
-კი,რა გემრიელი სურნელია_გაეღიმა ანას,როდესაც მისი საყვარელი ბლინების სურნელი იგრძნო,რომელიც ასე ძალიან უყვარდა და ბავშობაშიც ხშირად თხოვდა მამას რომ მისთვის მოემზადებინა.ახლაც ბავშვობა მოაგონდა და ჩაეღიმა.
-უგემრიელესია_თქვა ანამ,როდესაც ბლინი გასინჯა-საუკეთესო ხარ
-აჭარბებ-გაეცინა ბექას
საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ
-ანა,როგორ ხარ?_გაისმა ტელეფონში ლანას ხმა
-კარგად ლაან_გაუხარდა ანას მეგობრის ხმის გაგონება-შენ?
-მეც კარგად,აან თუ გცალია გავიდეთ სადმე
-კარგი,შუადღემდე თავისუფალი ვარ და ჩვენ კაფეში შევხვდეთ.შენთვის ისეთი ამბები მაქვს მოსაყოლი..._სასიამოვნოდ აღელვებული საუბრობდა ანა და თან ეღმებოდა
-მართლა?მოუთმენლად გელოდები_უპასუხა ლანამ-ნახევარ საათში იქ ვარ
-კაიც,დროებით ლაან_უპასუხა და ტელეფონი გათიშა.
-გადიხარ?_ჰკითხა ბექამ
-კი
-მე გაგიყვან მანქანით და მერე სახლში წავალ
-აუ,არ მიყვარს რომ მიდიხარ_მოიღუშა გოგონა და მამას მიეხუტა
ბექას გაეღმა და შვილს აკოცა
-ორ ან სამ დღეში ისევ მოვალ
-სიტყვაზე გიჭერ იცოდე_გაეცინა ანას
-გპირდები_გაეცინა ბექასაც_წავედით?
-კარგი,ახლავე გამოვიცვლი და გავედით.
...
ანა მამას დაემშვიდობა და კაფეში შევიდა.ლანა უკვე მაგიდასთან იჯდა,ანას დანახვისას გოგონა წამოდგა და მეგობარი გადაკოცნა.ყავა და ნამცვხარი შეუკვეთეს,შემდეგ კი მაგიდასთან დასხდნენ.
-მგონი არ დაიჯერებ ისეთი რაღაცეები მოხდა _თქვა ანამ
-ცნობისმოყვარეობისგან ვკვდები,მომიყევი
-ეს ლუკას ეხება,არა სერიალსაც,უფრო სწორად...მოკლედ მე თვითონაც არეული ვარ,არც კი ვიცი საიდან დავიწყო
-მოიცა,მოიცა_საუბარი შეაწყვეტინა ლანამ-ლუკა?ლუკა კასრაძეს გულისხმობ?
-ზუსტად
-რა მოხდა?
-მოკლედ_დაიწყო ანამ საუბარი და თან ყავის ჭიქას ხელს არ აშორებდა.-გახსოვს მაშინ კაფეში ლუკას რომ დავეჯახე შემთხვევით და ყავა გადავასხი
-რა დამავიწყებს_გაეცინა ლანას
-ჰოდა,რამდენიმე დღის შემდეგ ,როდესაც სამსახურიდან გამოვედი ლუკა დამხვდა.
-რა?_გაკვირვებისგან ფართოდ დააღო თვალები გოგონამ და ანას გაოცებული სახით უყურებდა.
-ჰო,შეხვდერა მთხოვა_თქვა ანამ-კაფეში დავჯექით,ყავა დავლიეთ,ვისაუბრეთ,აღმოჩნდა რომ ბევრი საერთო გვაქვს .შემდეგ დამპირდა,რომ გადასაღებ მოედანზე წამიყვანდა და დანაპირები შეასრულა კიდეც
-ანა,დაუჯერებელია_წამოიძახა ლანამ
-ჰო?_გაეღიმა ანას-მაშინ ახლა რასაც გეტყვი ის უფრო დაუჯერებლად მოგეჩვენება
-კიდევ რა მოხდა?
-გადასაღებ მოედანზე წამიყვანა ლუკამ,ახალი სეზონის კიდევ ერთი ეპიზოდის გადაღება და ზოგი სცენის რეპეტიცია იყო.ახალი პერსონაჟი ქალი დაემატა სერიალს,რატომღაც მსახიობი არ მოვიდა.რეჟისორმა კი მთხოვა დროებით ,რეპეტიციაზე მე ვყოფილიყავი იმ გოგოს ადგილას და დავხმარებოდი ,უბრალოდ რეპლიკები უნდა მეთქვა და შემდეგ ,ლუკამ დამირეკა ,მითხრა,რომ როლზე მე დამამტკიცეს.ლანა...ერთ-ერთი მთავარი როლი მივიღე ჩემ საყვარელ სერიალში.მგონია ,რომ სიზმარში ვარ
ლანა გაოცებული და გახარებული უსმენდა მეგობარს,რამდენიმე წამს ჩუმად იჯდა,ახალმა ამბავმა დააბნია კიდეც,თუმცა ანას გამო ძალიან გახარებული იყო.გოგონა ფეხზე წამოდგა და ანას მოეხვია.
-ანა,ძალიან მაგარი ამბავია.გილოცავ_წარმოთქვა გახარებულმა,თან სახიდან ბედნიერი ღიმილი არ მოშორებია
-მადლობა ლაან...ისე ვნერვიულობ ,დღეს პირველი დღეა გადაღების და ლამისაა გული ამომივარდეს,არ ვიცი რა გამოვა.
-მომისმინე_ხელი ხელზე დაადო მეგობარს ლანამ-დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება,არა,კარგად კი არა უმაგრესად.
-იმედი მაქვს
-აბა რა_გაამხნევა ლანამ-აუ რა მაგარია ჩემი დაქალი ვარსკვლავი ხდება
-ვარსკვლავი?_გაეცინა ანას-მაქამდე ჯერ ძალიან ბევრი მიკლია
-არც ისე.აი ნახე .მალე ძალიან ცნობილი გახდები
-ვერ წარმოიდგენ ,როგორ მამხნევებს შენთან საუბარი _თქვა ანამ
-მე კიდევ ძალიან მიხარია შენი ამბავი...
ანა და ლანა ცოტა ხანს კიდევ ისხდნენ კაფეში და საუბრობდნენ.ახალი ამბით ორივე გახარებული და სასიამოვნოდ აღელვებული იყო და რა თქმა უნდა სასაუბროც ბევრი ჰქონდათ.ვერც კი შეამჩნიეს თუ როგორ გავიდა დრო და შუა დღე მოახლოვდა.ანა უკვე გადასაღებ მოედანზე უნდა მისულიყო.
...
ეს წამიც დადგა.ანა უკვე მზად იყო,გასახდელში ,უკვე პოლიციელის ფორმაში ჩაცმული,როლის შესასრულებლად მზად იყო , იდგა სარკის წინ და თავის ანარეკლს უყურებდა.ცდილობდა არ ენერვიულა,თუმცა მთელი სხეული უთრთოდა.
-ანა_გაისმა კართან ლუკას ხმა-მზად ხარ
-კი,ახლავე გამოვალ_უპასუხა და კარი გააღო
ლუკას გოგონას დანახვაზე გაეღიმა და თმაზე მოეფერა.
-გიხდება ეს ფორმა,ჩემი ნებით რომ ჩაგბარდე არ შეიძლება _თქვა სიცილით
ანასაც გაეცინა და ლუკას შეხედა.
-ცოტა ვნერვიულობ_თქვა გოგონამ
-არაფერია სანერვიულო.აქ ყველა მეგობრები ვართ,ოჯახივით ვართ,შენ თვითონ მიხვდები გადაღებების დროს.ყველაფერი კარგად ჩაივლის
-იმედი მაქვს_თქვა ანამ
ლუკამ ნაზად მოეფერა გოგონას სახეზე და წინ ჩამოშლილი თმა გადაუწია.ანამ მამაკაცს ახედა.მისი თვალები,გამომეტყველება საოცრად ამშიდებდა ანას.ლუკას ხელზე მოკიდა ხელი.
-ბაჩო გვეძახის_უთხრა მათ დამიანემ,რომელიც დერეფანშ მოდიოდა
-წავედით_თქვა ლუკამ და რეჟისორისკენ წავიდნენ.
...
თითქმის მთელი თვე გავიდა იმ სასიამოვნო ცვლილებიდან,რაც ანას ცხოვრებაში მოხდა.ის ვერც კი წარმოიდგენდა,თუ ოდესმე მსგავსი რამ მოხდებოდა მის ცხოვრებაში.მთელი ამ წლების განმავლობაში ხომ მშვიდად ცხოვრობდა,მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.ის უკვე წარმატებული მსახიობი გახდა.ლუკას სიტყვები კი მართალი გამოდგა,მთელი გადამღები ჯგუფი მართლაც ოჯახივით იყო და უკვე აღარ ნერვიულობდა,პირიქით სწორედ ამ ერთი თვის განმავლობაში მიხვდა,რომ ახლა იყო ყველაზე ბედნიერი,რადგან იმ საქმეს აკეთებდა,რომელიც თურმე მისთვის ყველაზე შესაფერისი ყოფილა.ყველაზე მეტად კი ის ახარებდა,რომ მისთვის საყვარელი ადამიანები მის გვერდით იყვნენ და ამხნევებდნენ.ყველაზე ეტად აბედნიერებდა,რომ მამამისი და მისი საუკეთესო მეგობარი ლანა მის გვერდით იყვნენ და ანასთან ერთად იზიარებდნენ ამ წარმატებას
ჯერ სულ ერთი თვე იყო გასული და მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი სერიალის,მაგრამ ანამ მალევე შეიძინა ბევრი თაყვანისმცემელი.დამიანესაც დაუმეგობრდა,რომელიც თავიდან ცოტათი ცივ ადამიანად ეჩვენებოდა,თუმცა ეს მხოლოდ შორიდან ჩანდა ასე,სინამდვილეში კი ის ლუკასავით მეგობრული იყო.ანასა და ლუკას შორისაც უფრო გამყარდა ურთიერთობა,მათთვის რომ გეკითხათ მხოლოდ საუკეთესო ეგობრები იყვნენ,თუმცა გულის სიღრმეში ყველამ იცოდა და თვითონაც იცოდნენ,რომ ეს ყველაფერი თანდათან მეგობრობაზე უფრო მეტი ხდებოდა,თუმცა ამაზე არცერთი ლაპარაკობდა.
...
უკვე გვიანი საღამო იყო.გადაღებები დასრულდა და ანაც წასასვლელად ემზადებოდა.
-მზად ხარ?_ოთახში შემოვიდა ლუკა
-კი_უპასუხა ანამ და ლუკას ხელი ჩაკიდა
-წავედით მაშინ_თქვა და კარი გააღო
მანქანაში დამიანე ელოდებოდათ.ლუკა საჭესთან დაჯდა და მანქანა დაქოქა.
-ლუკა,მე ლანასთან დამტოვე კარგი?
-კარგი_უპასუხა და მანქანა დაძრა.
სამივენი დაღლილები იყვნენ,გარეთ წვიმიანი ამინდი იყო,ამიტომ მანქანაში სასიამოვნო სითბოს ფონზე წყნარად ისხდნენ.ლანას სახლი არც თუ ისე შორს იყო. ლუკამ სადრბაზოსთან გააჩერა მანქანა.ანას კარი გაუღო და შესასვლელისკენ უნდოდა მისი გაცილება,თუმცა ორივენი შეჩერდნენ.სადარბაზოსთან ლანა იდგა,ვიღაც მამაკაცთან ერთად,გოგონა უყვიროდა,რომ წასულიყო,მაგრამ კაცი არ მიდიოდა,მეტიც გოგონას მკლავზე ხელი მაგრად ჰქონდა მოჭერილი და მის გაშვებას არ აპირებდა.ლანა კი აცრემლებული ამაოდ ცდილობდა მისგან თავის დაღწევას.



№1 სტუმარი mel-ani

კარგია გააგრძელე

 


№2  offline წევრი fireending

mel-ani
კარგია გააგრძელე

მადლობთ♥.დღეს იქნება შემდეგი თავი,უფრო სწორად ატვირთულია და დადასტურებას ელის .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent