შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 13.


24-01-2019, 08:41
ავტორი zia-maria
ნანახია 2 818

ისევ მერევა მელანქოლია,უფრო მძაფრია ამჯერად და ვფიქრობ უფრო მდორედ წამიღებს თავის მდინარეში.ვცდილობ, თვალს ვაცეცებ სადმე ხავსიანი ხის ნაგლეჯი დავინახო რომ მოვეჭიდო,მაგრამ იმედიანი უნდა იყოს ის ხის მორი,რადგან არ მინდა ღრმად შევიდე მდინარეში და ტალღებმა შორს გამიტყორცნოს.ვინ იცის მდინარეში შესულს ნაპირიც კი დამეკარგოს და საბოლოოდ გაქრეს კიდეც.ჩემს ტკივილს ვერც დრო აყუჩებს,ის განუზომლად დიდია რადგან ამ ტკივილს არ აქვს საზღვარი,ის უსაზღვროა,ამიტომ მეშინია ჩემს ფსიქიკას არ შეეხოს და ჩემი ცხოვრებისეული მისიაც ჯერ კიდევ ჩემს ასაკში დასრულდეს.არა,არა თავს უნდა მოვერიო თორემ სამყაროს ყველაფრის შეცვლა შეუძლია,შეუძლია ჩემი სახეც კი დამიკარგოს.უნდა მოვერიო თავს,რადგან ჩემი დაუდევრობით ჩემში ყოველდღე კვდება ჩემი სულის პატარა ნაწილაკები.კიდევ ერთხელ მოავლო თვალი გარეთ სამყაროს,თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და ვერანდა დატოვა,სახლში შესულმა პირველად ნატას ოთახში შევიდა და ღიმილით დააცქერდა მძინარე ანგელოზს,შემდეგ შუბლზე აკოცა და თავის ოთახსაც ესტუმრა.
-არ ვიცი რას ვგრძნობ,მაგრამ დაბრუნდი ლუკა.ჩაილაპარაკა და უკვე მერამდენე ღამეა ისევ გაუხდელი შეწვა ცივ საწოლში.
-დათანხმდი,სესილი დათანხმდი მათეს შემოთავაზებას და უფრო დაცული იქნები.ცალკე ლუკა იტანჯებოდა და სესილიზე ფიქრებში ათენდებოდა თავზე,მარტოობით იფარგლებოდა ორივეს დღეები და მათ სულებში სიჩუმის კავალერი ზეიმობდა,ფიქრები კი დაუნდობლად და შეუბრალებლად წეწავდა ორივეს სულს.უკვე გვიანი ღამე იყო,ფიქრებში ჩაძირულს ვერც კი გაიგო როდის მოეპარა ძილი რომ მშვიდი სუნთქვა მოესმა მის გვერდით,თვალი გაახილა და ნატა დაინახა.
-აქ როდის მოხვედი საყვარელო.
-ცუდი სიზმარი ვნახე და შემეშინდა,არ გაგაღვიძე და შემოგიწექი,გამიჯავრდები?
-რა თქმა უნდა არა,რატომ უნდა გაგიბრაზდე.მოდი რადგან ერთად გავიღვიძეთ,საუზმეც ერთად მოვამზადოთ,რას იტყვი?
-კარგი იდეაა და მოვამზადოთ.სიხარულით სავსემ ტაში შემოკრა ნატამ.
-მაშ,რას მიირთმევს ჩემი ქალბატონი?
-სენდვიჩი და ფორთოხლის წვენი.
-არის,პრინცესასთვის გავამზადოთ სენდვიჩი და ფორთოხლის წვენი.სესილი ადგა,ხალათი შემოიმცვა და სამზარეულოში გავიდა,უკან გაყვა ნატა და ცდილობდა რაღაც ეთქვა,სესილი მიუბრინდა და შეეკითხა.
-კიდევ გინდა რამე?
-მინდა რაღაც შეგეკითხო.
-აბა ვუსმენ ჩემს პრინცესას,რა უნდა რომ შემეკითხოს?
-ჩემს მამას ვნახავ? სესილის უეცრად სუნთქვა შეეკრა და ხელები აუკანკალდა,ძალა მოიკრიბა და უთხრა.
-სამწუხაროდ ვერა,მას ვერ ნახავ საყვარელო.
-რატომ,არ უნდოდა მე რომ დავბადებულიყავი და არც ახლა უნდა რომ მნახოს?
-არა,არ არის ასე მამას შენ უყვარდი,მაგრამ ის აღარ არის ცოცხალი საყვარელო.
-როგორ? გამოდის,მე არც დედა მყავს და არც მამა?
-ძალიან ვწუხვარ რომ ასე არის,მაგრამ ეს სიმართლეა.სესილიმ ვერ გაბედა პატარასთვის თვალებში შეეხედა და ისე ეთქვა სიმართლე.
-რატომ ერთხელ არ გამეცნო,მე ხომ თითქმის ათი წლის ვარ,შეგიძლია რამე მითხრა მასზე?
-მამა ძალიან კარგი ადამიანი იყო და მე დარწმუნებული ვარ შენი არსებობა მას ძალიან უხაროდა.
-მართლა უხაროდა?
-მართლა საყვარელო,ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა,მაგრამ შენ ბაბუაც გყავს და ბებიაც.
-არა,სესილი მე არავინი არ მყავს შენს და ლუკას გარდა,რადგან დედამ მითხრა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი დაცვა და შეყვარება.არ მყავს არავინ,რადგან დედაც ასე ამბობდა და ის კი წამართვა ღმერთმა,მამა რატომ წაიყვანა ასე მარტო რომ დამტოვა,ეს შეცდომა რატომ დაუშვა, არ შევეცოდე?
-სამწუხაროდ ზოგიერთი შეცდომის გამოსწორება დაგვიანებულია და არ შეგვიძლია რამე შევცვალოთ.ისინი იმ დღეს ერთად ისხდნენ მანქანაში, როცა უბედური შემთხვევა მოხდა და ერთად დაიღუპნენ.
-ერთ დღეს?
-ერთ დღეს,საყვარელო ცხოვრება ყოველთვის არ არის იოლი და ჩვენ რაც გვინდა ისე არ არის ყველაფერი.დედა და მამა ერთად იყვნენ და მოხდა ის გაუთვალისწინებელი ტრაგედია,რომელმაც შენ მარტო დაგტოვა.
-მარტო დამტოვე გთხოვ.
-კარგი საყვარელო,მე სენდვიჩის მოგიმზადებ და მოვალ.სესილი გავიდა და ნატამ ლუკას დაურეკა.
-გისმენთ.
-ლუკა.
-ნატა? ნატა რატომ ტირი საყვარელო.
-რატომ არ მოდი ეს დღეები.
-საქმეები მაქვს პატარავ,დავასრულებ და მოვალ.
-კარგი გელოდები.
დრო გაიყინა და ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა,როცა მადლენიმ ბახვას საძინებლის კარი შეაღო.მის საწოლთან მივიდა და ხელი გადაუსვა იმ ადგილს სადაც ბალიში დევს.
-ყოველთვის შენი მონატრების მეშინოდა,რომ გავა დრო და უფრო ძალიან დამაკლდები.ყველანი შეგუებულები ვართ, საყვარელი ადამიანის დაკარგვას, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, გვერდით ყოფნისას არასდროს ვაფასებთ ერთმანეთს,მაგრამ დრო რომ გადის ვიკარგებით მოგონებებსა თუ ცრემლებში.მძულს,მძულს,მძულს საზოგადოება, რომელსაც ვეკუთვნი.შვილო,შვილო,როგორ ძალიან მიყვარხარ,როგორ ძალიან მენატრები და როგორ ძალიან მტკივა უშენობა.შენი საწოლი უკვე სამი თვეა ხელუხლებელია,საოცრებები რომ ხდებოდეს,მე იმ საოცრების მოხდენას ვისურვებდი რომ შენ შეგხედო,შევხედო შენს ლამაზ შავ თვალებს,ეს ხომ ყველაზე დიდი საოცრებაა მთელ დედამიწაზე.ეს რომ მოხდეს იმასაც ვინატრებდი,რომ დრო გაიყინოს და გაიყინოს სამუდამოდ,რადგან მშვენიერების აღსაქმელად მარადიულობაა საჭირო.მადლენმა ოთახის კუთხეში მდგარ სავარძელში ჩაჯდა და თვალი დახუჭა,რადგან ბახვას სახე წარმოედგინა,მაგრამ მისი მეხსიერებაში გაიელვა მიძინებულმა კადრებმა და სულ სხვა მიმართულებით წავიდა.მის წარმოსახვაში მის წინ გაბრაზებული ბახვა იდგა და გაახსენდა მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა.
-თათას არ მიუახლოვდე,გესმის? თათას არ შეეხო თორემ ჩემთან გექნება საქმე და იცოდე გაგანადგურებ.
-შენ მე ვერ მიბრძანებ რა გავაკეთო,ლაწირაკო.
-ამჯერად რასაც გპირდები გავაკეთებ თუ არ მომისმენ ბებერო მელავ.
-შენ ბევრად პატარა ხარ ჩემი ცხოვრება გააკონტროლო,ვერ შეძლებ და ნუ ცდილობ ფეხებში გამომედვა,გესმის?
-რა მოხდა შვილო,სად გაიქცა მამაშენი და რატომ იყო გაბრაზებული.
-მალე დასრულდება ყველა ტყუილი,სულ მალე წავალ ამ სახლიდან და მერე მიხვდები ვის გვერდით ცხოვრობ.რატომ ხარ მასთან,რატომ არ უშვებ შენგან და ამ სახლიდან,რატომ იტანჯავ თავს და რატომ გვტანჯავ ჩვენც შვილებს დედა.ნუთუ ვერ ხვდები რა არაკაცის გვერდით ცხოვრობ? გაუშვი,დედა გაუშვი წავიდეს მის გზაზე თორემ მე წავალ.ეს კაცი მკვლელია,ეს კახი მოძალადეა,ეს კაცი კრიმინალია,რას ელოდები სანამ ყველას არ დაგვხოცავს მანამდე ვერ ხვდები ვისთან ცხოვრობ?
-შვილო როგორ ლაპარაკობ ადამიანზე,რომელიც შენი მამაა.
-არ მჭირდება ასეთი მამა,არ მჭირდება არაააა.
-რას გულისხმობდი რომ ამბობდი მკვლელი არისო და იგივე უთხრა ლუკამ გარკვევით გავიგონე მკვლელი შენ ხარო.
-ქალბატონო მადლენ თქვენ გკითხულობენ.
-ვინ არის?
-თომა ვარ მადლენ.
-თომა?თომა მოხვედი,დაბრუნდი? როგორ ძალიან გამახარე შენი მოსვლით.
-ბახვას დასაფლავების შემდეგ ვერ მოვიცალე მოვსულიყავი,როგორ ხარ მადლენ.
-ძნელია,უფრო რთულია ბახვას გარეშე ყოფნა.
-ვიცი,ვიცი რომ რთულია ასეთი შვილის დაკარგვის შემდეგ ცხოვრება გააგრძელო.მადლენ თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს,მე მზად ვარ ყოველთვის დაგეხმარო.
-ის არავის არ გავდა,სულ სხვანაირი იყო ეს ყველაფერი რაც განსხვავებული ჰქონდა იქ მარადისობაში წაიღო.მტკივა,ის ჩემი მე მტკივა რომელსაც არავინ არ იცნობს,სწორედ ის მტკივა რასაც ნდობა ჰქვია,რომელსაც უყვარს მაგრამ ვერ ამჟღავნებს.მე ასეთი ვარ,თომა დამღლელია ჩემს გვერდით ყოფნა და მოსაწყენი.
-ნუ ტანჯავ შენს თავს,ხომ იცი ამ მდგომარეობაში რომ არ იყო გეტყოდი იმედი არ დაკარგოთქო,მაგრამ.........
-მაგრამ სწორედ იმედია ყველაზე დიდი ბოროტება დედამიწაზე,იგი მიხანგრძლივებს ტანჯვას და თითქოს მაიძულებს ველოდო რაღაცას,რაც გულის სიღრმეშიც ვიცი რომ არ ახდება.
-ოოოო,სტუმარიც გვყოლია.გავიგე თურმე სამსახურს ეძებ ბატონო თომა შემიძლია დაგასაქმოთ და ბინაც მოგცეთ.
-მომისმინე გურამ მე შენთან არ მოვსულვარ,ამ სახლში სანამ შენ მოხვიდოდი მე უკვე მიცნობდნენ და პატივს მცენდნენ.ვიცი შენ რაც გინდა,გინდა მიყიდო,მაგრამ მე ვერ მიყიდი რადგან მე არ ვიყიდები და არც შენ ხარ ყოვლის შემძლე.
-მახსოვს,იყო დრო შენ ჩემთვის პასუხის დაბრუნება არ შეგეძლო.
-დრო შეიცვალა და იმედია ერთ დღეს შეცვლილ დროში მოგიწევს გაღვიძება,რომელიც დამიჯერე ძალიან არ მოგეწონება,რადგან თავდახრილი დადგები არა უფლის წინაშე,არამედ მართმსაჯულების წინაშე.
-დაელოდე მაგ დღეს,თავდახრილ მდგარს ვერავინი ვერ მნახავთ ვერცერთი თქვენთაგანი.
-მაგ სიტყვებსაც იმ დღეს გაგახსენებ,მადლენ მამაშენის თქმით მოვედი და თუ რამე დაგჭირდეს შეგიძლია შემეხმიანო.
-გასაგებია,თომა მადლობა რომ მინახულე.თომა წავიდა,მადლენმა მიუბრუბრუნდა გურამს და თვალი-თვალში გაუყარა.
-რატომ ეუხეშები თომას რა გინდა მისგან.
-არ მომწონს აქ რომ მოდის.
-თომა აქ მაშინ მოვა,როცა მას მოუნდება და შენ ვერ აუკრძალავ აქ მას მოსვლას.
-მადლენ................
-მადლენ არა,უმჯობესია შენ ის მითხრა რას კიმალავ,რა საერთო გქონდა თათა მეტრეველთან.გურამი უეცრად წელში გასწორდა,მადლენს თვალებში ჩააშტერდა და უთხრა.
-რომელი სიმართლის გაგება გინდა მადლენ.
-რომელიც შენ იცი და მე არა,აქამდე თითქმის ყველაფერი მივიწყებული მქონდა და ჩემმა მეხსიერებამ გაიღვიძა,ამიტომ ზღაპრების მოყოლა არც კი გაბედო,სიმართლე მინდა ვიცოდე.
-ვერ ვხვდები,ახლა რატომ გაგახსენდა თათა.
-გურამ გეკითხები და პასუხს ველოდები,რატომ ვერ იტან თათას და რა იცი მის შესახებ.აქ შემოვედი თუ არა ის დღე გამახსენდა,როცა ბახვამ თათას გამო გეჩხიუბა და რატომ მოხდა მამა-შვილს შორის ამ ქალის გამო წალაპარაკება.
-რომელ დღეს.
-არ მითხრა რომ არ გახსოვს.
-არა,არ მახსოვს.
-მე დაგეხმარები და გაგახსენებ,გარეთ ისმოდა თქვენი ყვირილის ხმა გავიგონე ბახვამ გითხრა თათასთვის თავი დაგენებებინა.
-რატომ ეძიები წარსულში რა მოხდა,რა გინდა მადლენ.
-მინდა ვიცოდე სიმართლე და ჩემმა გულმა სიმშვიდე ჰპოვოს.
-დამშვიდდი,უკვე აზრი არ აქვს ამ ყველაფრის დაფარვას და ყველაფერს გეტყვი.
-გისმენ.
-გავიგე რომ მათეს ჰქონდა ურთიერთობა თათასთან.
-კარგი,მათეს ჰქონდა და რა გინდოდა ბახვასთან.
-თათა იყო ნარკომანი და ნარკოტიკის გამო ის უამრავჯერ მოხვდა ციხეში,მე კი მინდოდა ჩემი შვილები ამ ქალისგან შორს ყოფილიყო.
-არ მჯერა შენი,შენ ჩადექი მათ შუაში და ისინი ერთმანეთს დააშორე,რატომ გააკეთე ეს გურამ.
-იმიტომ რომ ჩვენი შვილები დამეცვა,რატომ არ გინდა გაიგო ეს მადლენ მე რამხელა რისკზე მივდიოდი.გაოგნებული სახით უცქერდა მადლენი მის წინ მდგარ მამაკაცს რომელთანაც 37 წელი გაატარა და კარგად იცოდა თუ როდის ამბობდა ტყუილს და როდის მართალს,იმ წუთში 1000%-ით იყო დარწმუნებული მადლენი რომ გურამი ტყუოდა და მას სიმართლეს უმალავდა.
დავკარგე,საყვარელი ადამიანი დავკარგე და ისე მტკივა რომ ხანდახან ძლივს ვიკავებ თავს რომ არ ვიკივლო მთელ ხმაზე. დაუსრულებლად და უგზო-უკვლოდ დადიოდა.მიდიოდა,მაგრამ არ იცოდა სად,როცა მოულოიდნელად ერთ-ერთ კაფეში გზიდან თვალი მოკრა მილენას და იქით წავიდა,ღიმილით დაასდგა თავზე თავის საქმეში გართულს,რომელიც ანდრეასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან თემას განიხილავდა.
-მათე>? როგორ ხარ,მარტო ხარ?
-გზიდან დაგინახე და მოვედი ისე არც შეგეკითხე გაქვს დრო თუ არა,შენთან საუბარი მინდოდა,მაგრამ ვხედავ დაკავებული ხარ,სხვა დროს გნახავ.
-არა უშავს,მე უკვე გავდიოდი და თქვენ ისაუბრეთ.თქვა ანდრეამ და თავის წინ გადაშლილი საქაღალდე დახურა.მილენას არ მოეწონა მათეს საქციელი და ცოტა უხეშად უთხრა.
-მათე ბევრი დრო არ მაქვს საქმეში ვიხრჩიბით,მაგრამ მოგისმენ.
-მილენა ვხვდები შენს უხეშობას და ვიცი რაზედაც ხარ ნაწყენი,მაგრამ ის რაც ახლა მინდა გითხრა,შენთვის და სხვებისთვის სიგიჟის ზღვარს გადაცილებული ადამიანის ფიქრები იყოს,მაგრამ მინდა გულწრფელი ვიყო შენთან.
-გისმენ,მათე იცი ზოგჯერ საჭიროა გული გაუხსნა სხვას,რომ ფიქრებმა არ გაგაგიჟოს,ამიტომ მითხარი რა არ გასვენებს.
-მეშინია,მილენა ძალიან მეშინია.
-რისი გეშინია,ან ვისი.
-სესილიზე ვნერვიულობ,ასევე ნატაზე მინდა ერთად ვიყოთ და მათზე ვზრუნავდე.
-რა საჭიროა მათთან ცხოვრება ერთ სახლში,როცა ყოველ დღე შეგიძლია ნახო ისინი მათე.
-ეს არ არის ჩემთვის საკმარისი,მილენა მე სერიოზულად ვფიქრობ სესილიზე.
-რას ამბობ, მათე შენ თავად ხვდები რას ამბობ?
-მე ბავშვობიდან მიყვარს სესილი და თუ არ ვთქვი არაფერი,ეს ჩემი ძმის გამო გავაკეთე.ჩემგან გაიცნო ჩემმა ძმამ სესილი და მალე გამოუტყდა გრძნობებში,მე ვეღარ ვთქვი და მინდა ახლა მაინც დავიბრუნო და იყოს ჩემი.მილენა არ მინდა უკან დავიხიო,მითხარი რა ვქნა.ლუკა ჩემი მეგობარია,მას უყვარს სესილი მაგრამ მე უკვე ჩემს თავს ვეღარ ვერევი.
-არა მარტო ლუკას,სესილისაც აქვს გრძნობები ლუკას მიმართ და ორივეს უყვართ ერთმანეთი,მაგრამ ნუ დაივიწყებ მათე მენაბდე შენ სესილის გვერდით რა სტატუსი გაქვს.მაზლი ხარ მათე სესილის და ვფიქრობ ეს ფიქრები უნდა ჩაკლა შენში.
-ვერ ვერევი უკვე ჩემს თავს.
-უნდა მოერიო,უნდა შეძლო.მათე ეს გრძნობა შენ დაგაბრმავებს და შენს თავმოყვარეობას შეგილახავს.დამიჯერე ნუ ფიქრობ სესილიზე გთხოვ,გთხოვ რომ თავს მოერიო.მილენამ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და ღიმილით უპასუხა.
-გისმენ საყვარელო.
-ტელეფონი სად გაქვს,სესილიმ დამირეკა არ მპასუხობსო.
-ანდრეასთან ერთად ერთი მნიშვნელოვანი საქმის განხილვა მქონდა და საქმის შემდეგ მასთან ვაპირებდი წასვლას,მაგრამ ჯერ განყოფილებაში უნდა მივიდე.
-ანდრეა დამალაპარაკე.
-წავიდა,მე მათესთან ერთად ვარ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს.
-კარგი,მე დამაგვიანდება დღეს და შეგიძლია სესილისთან იყო,იქ მოვალ რა დროც იქნება.
-კარგი,იქ დაგელოდები.მათე მე უნდა წავიდე და გთხოვ გაითვალისწინე ჩემი რჩევა.მილენამ ბარი დატოვა და დაფიქრებული სახით დაძრა მანქანა და ანდრეამ დაურეკა.
-გისმენ ანდრეა მოვდივარ,უკვე გზაში ვარ.
-მილენა მე საავადმყოფოში მივდივარ,ბრალდებულმა სცადა და გადაყვანილია საავადმყოფოში.
-მეც იქ მოვიდე?
-არაა აუცილებელი,თუ საჭირო იქნები დაგირეკავ ყურადღებით იყავი ტელეფონთან.
-კარგი,შენს ზარს დაველოდები.მილენამ გეზი სესილიკენ აიღო და იქ მისულმა დაღლილმა და ძალა გამოცლილმა მიესვენა სავარძელს.
-რა მოგივიდა,ჯერ 1 საათია და ასე დაიღალე?
-დავიღალე,თან შენთვის არა სასიამოვნო ინფორმაცია მაქვს.
-რა მოხდა,ნატას ეხება?
-არა მათეს,მათეს შევხვდი და ვისაუბრეთ.
-მერე? ჩემთვის რატომ არის ეს არა სასიამოვნო?
-სესილი იცოდი მას შენს მიმართ გრძნობები რომ ჰქონდა? მე გაგაფრთხილე თუ არა,შენ მათეს უყვარხართქო.
-ვერ გავიგე რა უნდა ამ ადამიანს,მილენა ნუთუ დავიჯერო კარგის როლს თამაშობს ჩემს წინაშე და მამამისს ეხმარება ნატა რომ წამართვას?
-არ ვიცი,მაგრამ სიმართლე უნდა გითხრა ძალიან არ მომწონს მისი საუბარი,მისი ქცევები და საერთოდ მათეს ძალიან შეცვლილს ვხედავ.
-მეც შევამჩნიე,შეცვლილია.მე უკვე მეშინია მისი და ვერ ვხვდები რატომ აკეთებს ამას.
-ლუკა? რას გრძნობ მის მიმართ ეს დღეები რომ არ გინახავს.
-ლუკა? ლუკა როცა ჩემს სიახლოვეს არის ვცდილობ,ძალიან ვცდილობ თავი გავაკონტროლო და არ იგრძნოს რომ მიზიდავს,უხმოდ მეძახის ისე რომ თავადაც ვერ აცნობიერებს.
-ბახვა? ის აღარ არის შენს ფიქრებში?
-ბახვა შენ ძალიან კარგად იცი თუ როგორ ძალიან მიყვარდა,რას ვგრძნობდი მის მიმართ,მაგრამ რაც ნატა გამოჩნდა შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს მილენა.ბახვამ და თათამ ორივემ მიღალატა,ორივემ ძალიან მატკინა.
-ლუკამ დაგამშვიდა,ხელი მოგხვია და გრძნობა გაგიღვიძა.
-ლუკა როცა ჩემს გვერდით არის მტანჯავს ის წუთები,რადგან დრო მასთან ყოფნისას ძალიან ნელა გადის ან საერთოდ არ გადის და ჩემს თავში ყველაფერი არეულია,ქაოსია და მთელ სხეულზე ვგრძნობ როგორ მძაფრდება ცეცხლი.ცუდად ვარ მეგობარო,ძალიან ცუდად.მის გარეშე ჩემთვის ეს დღეები ცარიელი და უშინაარსოა,მილენა მხიარული წუთები მომენატრა,ის წუთები ჩვენთვის რომ მუდამ დაუვიწყარია.რაც შეეხება გრძნობას ბახვას მიმართ,რა დავმალო და ვგრძნობ რომ ისინი მასთან ერთად ნელა-ნელა ქრება.გულგრილი არ ვარ მის მიმართ,მაგრამ ფასი დაკარგა იმ ყველაფერმა რაც კი გვქონია ერთმანეთში.იმაზე მეტად მეტკინა გული ვიდრე ვიმსახურებდი,ორივემ მატკინა მილენა.
-ეს შენი გრძნობებია,რომელიც რაღაც ძალით გაჩუმებს რადგან ხშირ შემთხვევაში ერიდები სიჩუმის დარღვევას,რადგან მისი ყოველი მოქმედება გიმძაფრებს შენში მოზღვავებულ გრძნობებს.
-იცი რომ ეს არ გამოხატული გრძნობა საშინლად დამღლელი და უფრო მეტად მტკივნეულია? დამღალა ასევე ჩემში გაჩენილმა დაბნეულობამ,ხანდახან მგონია რომ გული არ მაქვს და არც შემიძლია გრძნობები გამოვხატო.მილენამ შეხედა სესილის მასთან ახლოს დაჯდა მხარზე თავი ჩამოადო და უთხრა.
-მოვა დრო,რომ შენი გული აღარ იბობოქრებს,შენი თვალებიც შედარებით მშვიდი იქნება,შენი სულიც და გულით დიდი სითბოთი იქნება გამთბარი.
სიყვარულს ასაკი არ აქვს,ის შეიძლება ისეთ ასაკში გეწვიოს უკვე ყველაფერი დასრულებული რომ გგონია,მაგრამ ყველა ადამიანი უნდა დაიბადოს სიყვარულით,იცხოვროს სიყვარულით და მოკვდეს სიყვარულში,თორემ ადამიანის დაბადებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
-ისე ყავხარ ფიქრებს გატაცებული,ვერავის მოსვლას ვერ გრძნობ.
-თაზო?
-მიცანი როგორც იქნა,სად მიდიხარ.
-მარტოობის შესახვედრად.უთხრა ლუკამ და გაუღიმა,თაზოსაც გაეცინა და უთხრა.
-წამოდი მე უფასოდ წაგიყვან.
-ხუმრობა იქით იყოს და შენთან მოვდიოდი,მაგრამ მოდი აქ გეტყვი.ახალი ხილი გამოჩნდა და ჯერ არავინ იცის ვინ არის,ვისთან ან ვისთვის მუშაობს და არ ვიცით ჯერ როგორ უნდა მოვძებნოთ.
-უკვე გავიგე ეს ყველაფერი და მეც მიკვირს,საიდან აღმოცენდებიან ასე უეცრად.
-ვიღაც ჩვენს ახლოს დიდ ფულს აკეთებს თაზო და ეს ფული არის შავი ფული.
-მართალი ხარ და უნდა მივაგნოთ ვინ არის.
-გაგვიჭირდება,მაგრამ უნდა შევძლოთ,წავედი და თუ რამე შეამჩნიო ერთი ზარი და შენთან ვარ.ლუკა წავიდა და გადაწყვიტა სესილისთან მისულიყო.
-სესილი,სესილი როგორ არ ვეცადე,მაგრამ ვერ გავუმკლავდი შენს მონატრებას,ჩემთვის ეს ორი კვირა მშრალი და არაფლის მთქმელი დღეებია.გული შენსკენ იწევს,ვიცი რაც მელოდება მაგრამ ის ხურჯინი რომელსაც დავატარებ მხოლოდ სიყვარულით არის სავსე,სადაც ტკბილ და მწარე მოგონებებს ვატევ და ისე როგორც შენი სურნელი დღემდე მაჯადოვებს.ვიძირები,იმ ჭაობში ვიძირები სესილი რომელსაც არ უნდა მივახლოებოდი.ფრთხილად გააღო კარი და ფეხაკრებით შევიდა სახლში,მაგრამ თავადაც შეეშინდა სესილის ცივი კივილი რომ გაიგონა.
-რას აკეთებ შენ კარგად ხარ?
-სუსტი გული გქონია.უთხრა ლუკამ და ვაზაზე დაწყობილი ხილიდან ვაშლი ამოარჩია.
-ნერვების შესაჭმელად მოდი?
-ისე მოვიქცევი,რომ ეს არ გამიგონია.
-ეს დღეები დაყრუვდი კიდეც?
-რა გინდა სესილი გინდა ისევ ვიკამათოთ?
-სულ ასე არ ხდება? რა მინდა და მაინტერესებს რადგან დაბრუნდი რჩები თუ ისევ წახვალ.
-შენ როგორ გინდა მოვიქცე,გინდა დავრჩე თუ გინდა წავიდე.
-მე შემეშვი,ნატას რას ვეტყვით ის იფიქრე.
-რადგან შენ დაბნეული ხარ და არ იცი ან ვერ ხვდები რა გინდა,დავრჩები.
-ლუკა ცუდი წინათგრძნობა მაქვს,მენაბდე წყნარად არის ის ასე ადვილად არ დანებდება და მე მისი ეს სიჩუმე უფრო მაშინებს,ის რაღაც გეგმას ამზადებს.
-ვთქვი ვრჩებითქო და დავრჩები.
-მშვენიერია,იცოდე ისევ ნუ შეცვლი და ხვალ ისევ ნუ გაიქცევი ჩვენგან შორს.
-სესილი გითხარი დავრჩები,აღარაა საჭირო ამდენი განმეორება და შეწყვიტე ღიზინი.
-ლუკა რამოდენიმე თვის წინ მე ზღაპრული ცხოვრება მქონდა,ახლა უეცრად ჩემს წინ დიდი სირთულეები გაჩნდა,ასევე ბავშვიც მოყვა სირთულეებს და როგორ ფიქრობ მარტივია ეს ყველაფერი ჩემთვის? მჭირდები ლუკა.
-დაიმახსოვრე სესილი არ ხარ შენ მარტო,აქ ვარ მე შენთვის და ნატასთვის.
-და კიდევ არის რაღაც,შენს გარეშე მიჭირს გადაწყვეტილების მიღება,უნდა დამეხმარო.
-გისმენ,მითხარი და ერთად გადავწყვიტოთ.
-მათე,მათემ მითხრა ნატასთვის საუკეთესო სკოლა შეარჩია,მაგრამ მე უარი ვუთხარი,არ მინდა სხვისი დახმარება რადგან თათამ საკმაო თანხა დაუტოვა ბავშვს რომ მიიღოს საუკეთესო განათლება.
-კარგია,რომ უარი უთხარი,მაგრამ მე არ მომწონს მათეს სიახლოვე შენს გვერდით.არ მიმიქცევია ყურადღება იმ დღემდე,მაგრამ სესილი მას შენ უყვარხარ და საშიშია შენი უარით მისმა ეგოისტობამ ზიანი არ მიაყენოს ნატას და რა თქმა უნდა შენც.
-ვიცი ლუკა განა ვერ ვხვდები? მაგრამ არ შემიძლია ის გავდევნო შორს ნატასგან ის ხომ მისი ბიძაა.
-რაც გინდა და როგორც გინდა გააკეთე,მაგრამ მე პირადად მათესთან დავასრულე ურთიერთობა.
-მოდი ასე მოვიქცეთ,შენ შენი ეგოისტობა დათმე და ისე მოვიქცეთ რომ თითქოს ვებდობით მათეს.
-ვიფიქრებ,ჩემს მეგობარს და მის მეუღლეს უნდათ შენი და ნატას ახლოს გაცნობა.
-ვიცნობ მე მათ
-თაზოს იცნობ ნიცას უფროსი რომ არის,მაგრამ მის მეუღლეს ნათიას არა ის ფსიქოლოგია და კარგია ნატასაც გაესაუბრება.
-როდის უნდათ მოსვლა.
-თაზო დღეს არის თავისუფალი,საღამოს.
-საღამომდე მოვასწრებთ მომზადებას? ანერვიულდა სესილი
-მოვასწრებთ,მე შეკვეთილი მაქვს ყველაფერი და სულ მალე მოიტანენ,შენ მხოლოდ მაგიდას მიხედე,შემდეგ კი მოემზადე და ნატაც მოამზადე.სესილი უხმოდ ადგა,ჯერ ნატას გაუმზადა რა უნდა ჩაეცვა,შემდეგ მაგიდას მიხედა და ბოლოს მოიტოვა მისი თავი,მაგრამ ლუკასთან ერთად ძალიან ლამაზად გააწყო მაგიდა.
-როგორია?
-ნათია ძალიან დაკვირვებულია და წარმოიდგინე,რომ დღეს შენი ოჯახური გამოცდაა და ამ გამოცდას როგორ ჩააბარებ პასუხს ორი დღის შემდეგ მიიღებ.ლუკა არ იმჩნევდა,მაგრამ ძალიან ხალისობდა სესილის დაბნეულობაზე,კარზე ზარიც გაისმა და სესილიმ ლუკას უთხრა.
-გააღე კარი,ისინი ხომ შენი მეგობრები არიან.ლუკამ ღიმილით გააღო კარი და თაზომ თავისი ჩვეული ღიმილით შემოანათა ნათიასთან ერთად.
-მობრძანდით,ნატა სად ხარ სტუმრები მოვიდნენ.
-აქ ვარ,მოვედი.ლუკას გვერდით დადგა ნატა.
-ეს რა საყვარელი გოგონა გვყოლია,გრცხვენოდეს ლუკა რომ ამდენი ხანი ნატა არ გაგვაცანი.
-მე ვარ დამნაშავე ისევ?
-გაჩუმდი,როცა აშავვებენ ისინი ჩუმად არიან.
-მე არ დამიშავებია არაფერი.
-თუ გინდა სასჯელს ასცდე,გაჩუმდი.უთხრა თაზომ ლუკას წარბებშეკრულმა.
-ეს შენ საყვარელო,აიღე იმედია მოგეწონება.ნატას გაუკვირდა და ლუკას მიეკრა.
-ნატა ისინი ჩემი მეგობრები არიან,ამიტომ არ უნდა შეგრცხვეს.
-დედას არ ჰყავდა მეგობრები,არც მე მიყვარს უცხო ხალხთან ურთიერთობა.
-აქ მხოლოდ ჩვენ ვართ,მხოლოდ ჩვენ.
-არ დააძალოთ არაფერი,ის თავად მოგვეჩვევა.ბავშვები ასე არიან არ უყვართ უცხო ადამიანებთან კონტაქტი,თან ნატამ დიდი სტრესი გამოიარა და დიდი ტკივილი ნახა,ამიტომ მივუშვათ და ის თავად მოგვეჩვევა.ნატა თავის ოთახში წავიდა და იქ იყო მანამ,სანამ სტუმრები არ წავიდნენ.
-როგორ ფიქრობ ლუკა მივეჩვევი ნატასთან ცხოვრებას?
-შეეჩვევი ნატასთანაც და ჩემთანაც ცხოვრებას,ყველაფერი კარგად იქნება.
-რაააა? რა თქვი?
-არაფერი,ყველაფერი კარგად იქნებათქო.
-ჩემი ცხოვრება სიზმარი ყოფილა და თვალი რომ გავახილე ყველაფერი გაქრა,ჩემს ირგვლივ დარჩა მხოლოდ სიცარიელე,ტკივილი და ტყუილი.
-ნუ განდევნი მას შენგან,ვისაც მართლა უყვარხარ.სესილი შენ თავად ვერ ხვდები,როგორ იშორებ ყველას თავიდან.
-მართლა?
-მართლა,მაგრამ დაივიწყე ახლა ყველაფერი,მიიღე შენი ცხოვრება როგორიც ხელში შეგრჩა და გააგრძელე წინ სვლა.
-გგონია ადვილია? ჩემს გარშემო ორომტრიალია.
-მე რას ვაკეთებ შენს გვერდით სესილი.
-შენზე არ ვამბობ.
-კიდევ კარგი,სესილი არ მეტყვი რას გრძნობ ჩემს მიმართ?
-არ ვიცი.
-არ იცი? გინდა გაიგო?
-როგორ.
-შენ ვერც კი ხვდები ამ წუთებს რამხელა ფასი აქვს.ლუკამ ახლოს მიიწია სესილისთან ნაზად შეეხო მის ათრთოლებულ ბაგეებს,შემდეგ კი უხმოდ გაეცალა,შემდეგ მიუბრუნდა ჯერ კიდევ თვალებ-დახუჭულ სესილის და უთხრა.
-თუ ამნეზია არ მაქვს და ამ წუთებმა შოკში არ ჩაგაგდო,შენი პასუხი მე უკვე ვიცი და ჩემგან პასუხს გამოცდის შესახებ სულ მალე მიიღებ.რამოდენიმე წუთი სესილი ჩუმად იყო,ლუკამ კი ტელევიზორი ჩართო და უცქერდა რომ სესილი მიუბრუნდა.
-გინდა ჩემი ნერვები ბოლომდე გაანადგურო?
-რატომ,რა გაქვს სანერვიულო არ მესმის.
-იცი რომ შენი საქციელით უფრო და უფრო მაბნევ?
-მე მარტივი გზა გიჩვენე,რომ გაიგო რას გრძნობ,მაგრამ მე არ ვარ ბახვა რაც გინდა და როგორც გინდა ისე გამაკეთებინო.
-ბახვა არ მიჭამდა ნერვებს,ნუ გავართულებთ და ნუ გავაკეთებთ ისე,რომ დაშორება გაგვიჭირდეს შემდეგში.
-მე მიყვარს სირთულეები და თუ რისკზე წავალ,ისევ და ისევ ჩვენს გამო სესილი.
-ნუ გეშინია,მე ვიცი რომ ლუკა დაგვიცავს.ნატამ შემოხვია ხელები სესილის.
-არ გძინავს?შეხედა გაკვირვებულმა ნატას და თავადაც შემოხვია ხელები.
-არ დამეძინა,უფრო სწორად ცოტა დავიძინე და გამეღვიძა ხმა გავიგონე თქვენი და გამოვედი,დავაშავე?
-არა საყვარელო,არაფერი დააშავე.
-ლუკა აქ დარჩები ხომ?
-აქ ვიქნები საყვარელო.
-აქ იქნება,რომ გაიღვიძებ შენი ლუკა აქ დაგხვდება.ნატას სესილის მკლავებში ჩაეძინა და ლუკამ აიყვანა ფრთხილად და თავის ოთახში,თავის საწოლში ჩააწვინა.
-კარგად დააფარე არ შესცივდეს.ჩუმად უთხრა სესილიმ,შემდეგ ორივემ შუბლზე აკოცა მძინარეს და ოთახიდან გავიდნენ,ნატამ კი თვალები გაახილა და ღიმილით თქვა.
-ვაუუუ,ესეც ასე.ლუკამ კი სესილის შეხედა და უთხრა.
-როგორ გრძნობ თავს დედის როლში.
-თუ ძლიერი კედელი მეყოლება გვერდში, ძალიან კარგად.
-როგორ ფიქრობ,მე შევძლებ ვიყო შენი კედელი?
-იქნები სულ ბოლომდე,რომ არასოდეს შემეშინდეს?იქნები სულ იმ გზაზე,სადაც ვიწრო იქნება და გავლა შენთან ერთად არ გამიჭირდება?
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ.უთხრა სესილიმ და ამჯერად თავად შეეხო ლუკას ბაგეებს.
-ეს მხოლოდ შუქია წლების წინ გასხივებული,მაგრამ შენ ვარსკვლავი ხარ,ჩემი ვარსკვლავი.გაივლის მრავალი წელი და დავინახავ შენს ბრწყინვალებას.სესილი არასოდეს შეგეშინდეს,მომენდე აქ ვარ და სულ აქ ვიქნები.
-არ გაბედო და მათეს არაფერი არ უთხრა.მკაცრად გააფრთხილა გურამმა მადლენი და ამ დროს მათეც შემოვიდა სახლში რომელმაც კარგად გარკვევით გაიგონა გურამის სიტყვები.
-რა არ გავიგო,რას ხლართავთ ამჯერად.შეხედა დედას რომელმაც შვილს თვალი ვერ გაუსწორა.
-არაფერი,მოგესმა. აგდებულად უთხრა გურამმა და უნდოდა გაცლოდა,მაგრამ მათემ შეაჩერა და უთხრა.
-ვიცი რომ რაღაც ჩაიფიქრე,ვიცი რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს,ნუთ აღარ დაიღალე? ნუთუ ამდენი სიბინძურის კეთება აღარ მოგწყინდა? დაიმახსოვრე,გაფრთხილებ თუ სესილის და ბავშვს შეეხები გაგანადგურებ.
-როგორ,როგორ გამანადგურებ.
-შენ აზრზეც ვერ მოხვალ,თუ როგორ გაგანადგურებ.გურამის ტელეფონმა დარეკა და მათემ უთხრა ირონიულად.
-შენი გოშიები გირეკავს,ალბად მნიშვნელოვანი დავალება შასრულეს და უნდა შექება მოისმინონ უფროსისგან.გურამმა ტელეფონს დახედა,ჯერ გაოცდა და შემდეგ მათეს უთხრა.
-რა სისულელეს აბმბობ, ხვდები?
-დაბერდი და უკვე ვეღარ ამბობ ტყუილს,გიჭირს გაოცების დაფარვა,შეგიძლია უპასუხო ნება დართული ხარ.გურამმა ტელეფონი აიღო და რაც შეეხო მშვიდი ხმით უპასუხა.
-გისმენთ.
-მენაბდე მიწასთან გაგასწორებ თუ ჩემს ცოლს ახლავეს არ დააბრუნებინებ შენს ლეკვებს.
-რომელი ხარ,მე რა შუაში ვარ და რატომ უნდა ვიცოდე სად არის შენი ცოლი.
-მენაბდე,სანამ ტელევიზიის ყველა არხი შენს სახლთან მოსულა და შენი ბინძური საქმეები სარეცხივით არ გამომიფენია,ჩემი ცოლი ერთ საათში სახლში იყოს.გურამს ცივლა ოფლმა დაასხა,იცოდა მათე თვალს არ აშორებდა და როგორც შეეძლო მშვიდად საუბრობდა,ბოლოს კი უთხრა.
-მისამართი შეგეშალა,მე არაფერი არ ვიცი.საჩქაროდ გავიდა სახლიდან არეული სახით და აკანკალებული ხელებით აკრიბა საჭირო ნომერი.
-რა ჯანდავას აკეთებთ,თქვენ გესმით ვის შეეხეთ?
-როგორც გვიბრძანე ისე გავაკეთეთ უფროსო.
-მერე ვინ გაიტაცეთ იდიოტებო,ორგანოს მუშაკის ცოლი და ისიც ადვოკატი? იყვირა ბოლოს მოთმინებადაკარგულმა და თან მის გარშემო ათვალიერებდა ხომ არ უსმენდა ვინმე,მათე კი ამ დროს უკან იდგა და ყველაფერი ჩაიწერა,ბესო კი გიჟს ჰგავდა,ყველგან ეძებდა მილენას და ვერსად ვერ მიაკვლია მის კვალს,განყოფილებაში იყო როცა ღამის 3 საათზე მისმა ტელეფონმა დარეკა.
-ბესო მიშველე მგონი მოვკალი.
-შეგიძლია მითხრა სად ხარ? მღელვარება ეტყობოდა ხმაში ბესოს.
-ელაპარაკე,ელაპარაკე რომ გავიგოთ საიდან რეკავს.უთხრა ერთ ერთმა მუშაკმა ბესოს და ბესოც ამხნევებდა მილენას.
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება მოგაგნებ და წამოგიყვან.მართლაც დაადგინეს საიდან რეკავდა მილენა და წავიდნენ,სიგნალმა ერთ-ერთ დანგრეულ სახლში მიიყვანა და გიჟივით შეამტვრია კარი რომელიც საერთოდაც არ ყოფილა დაკეტილი.სახლში შესულს კი საშინელი სურათი დახვდა,მამაკაცი ძირს უგონოდ ეგდო და თავიდან სისხლი სდიოდა,მოშორებით ბეტონზე კი მილენა ეგდო მასაც სისხლი შეხმობოდა საფეთქელთან,ტუჩის მარჯვენა მხარეზეც სისხლი ჰქონდა და გათიშული იყო.ბესომ ვერ მიეკარა,ანდრეამ ხელი კრა და მილენა ხელში აიყვანა,უგონოდ მყოფ მამაკაცს კი ხელები გაუკავეს და განყოფილებაში წაიყვანეს.მილენა ბესოს მკლავებში გონს მოვიდა და ბესომაც ამოისუნთქა.
-როგორ ხარ,საავადმყოფოში მივდივართ.
-არა,სახლში წამიყვანეთ არ მინდა საავადმყოფო.
-ექიმმა უნდა გნახოს,აუცილებელია.მილენას დაჟინებული თხოვნით ის სახლში წაიყვანეს და ბესომ ექიმი სახლში გამოიძახა.ბესოს თვალწინ მთელმა მათმა განვლილმა წლებმა გაიარა,ტანში ჟრუანტელი უვლიდა რომ თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ საქმეს რომ სროლა ყოფილიყო ან რომ ვერ მოეხერხებინა მილენას და ვერ დაერეკა.ანადგურებდა იმის გაფიქრებაც კი რომ მის საკუთრებას ასე უხეშად შეეხო ვიუღაცის ბინძური ხელები.კარგად იცოდა ვინც იყო,მაგრამ ეს უნდა დაემტკიცებინა,მილენას ჩაეძინა და ბესო სახლიდან გავიდა,გასვლამდე კი ანდრეას სთხოვა.
-ჩემს მოსვლამდე,შეგიძლია აქ იყო?
-სად მიდიხარ,ბესო სისულელე არ ჩაიდინო,ყველაფერი კანონს მიანდე და კანონის მიხედვით გააკეთე.
-არაფერს გავაკეთებ უკანონოს,ერთი მყავს სანახავი და მოვალ.უთხა ბესომ ანდრეას და სახლიდან გავიდა,შუაღამე გადასული იყო,როცა გურამის ტელეფონმა დარეკა და შეშინებულმა უპასუხა.
-გისმენთ.
-გარეთ გელოდები.გურამი ადგა,ხალათი მოიმცვა და გავიდა.ბესო არც დაფიქრებულა და მოქნეული ხელი დაატაკა სახეში.
-ჩემთან რა გინდა,როდის გავერიე შენს ბინძურ საქმეებში,იცი რომ დიდი,ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი? რა გინდა ჩემგან და ჩემი ცოლისგან რას ითხოვ.გურამი ფეხზე დადგა და უთხრა.
-ეს შეცდომა იყო,სხვა უნდა აეყვანათ.
-ვინ სხვა,ვინ სხვა სესილი? რას ერჩი იმ გოგოს,რა გინდა რატომ უმწარებ სიცოცხლეს.გაფრთხილებ,ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს იცოდე ან სესილის ან ჩემს ცოლს ან ჩემს საახლობლოდან ვინმეს ცოცხლად გაგატყავებ და დაგმარხავ,დღის სინათლეს მოგანატრებ ბებერო ძაღლო.შორს დადექი ჩემი ცხოვრებიდან და ჩემი საახლობლოდან თორემ არ გაცოცხლებ.ვინ იყო,ვინც ჩემს ცოლს შეეხო.
-არ ვიცი,აზრზე არ ვარ.
-იცოდე მიფრთხილდი,ამიერიდან ჩემი გეშინოდეს.ვიცი ბახვა როგორ მოკვდა და ნუ მიმიყვან იმ ზომამდე ყველაფერი ვთქვა,არ გეხები და არ მეხები.გაშტერებული უცქერდა გურამი და გამოსაფხიზლებლად ბესომ კიდევ ერთი უთავაზა ამჯერად არ იყო დარტყმა ისეთი ძლიერი და წავიდა.
-ლუკა ნატას ძინავს,მეც უნდა დავისვენო ძალიან მეძინება.სესილი დაბნეული,მაგრამ ბედნიერი შევიდა თავის საძინებელში,ლუკამ კი იქვე დივანზე მოიწყო დასაწოლი და ბედნიერი ღიმილით უღიმოდა სივრცეს სადაც მხოლოდ ის ხედავდა სესილის სახეს.გვიან ღამით,სესილიმ ვერ მოისვენა ის ბორგავდა,შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული და ჩუმად ბუტბუტებდა.
-კიდევ მეტი მინდოდა შენთვის საყვარელო,მაგრამ ვერ შევძელი,მაპატიე.
-შენი ვიყავი და თავად მიიღე გადაწყვეტილება დამტოვე და რატომ,რატომ მიმატოვე.
-ეს შეცდომა იყო,დიდი შეცომა რომელიც აღარ განმეორდება.შენი ბედნიერებისთვის გვერდით ლუკა უნდა გყავდეს რომელიც დაგიცავს.
-არ წახვიდე,თუნდაც ახლა ნუ მიმატოვებ,არ წახვიდე,დაბრუნდი,გესმის? დაბრუნდი,მაგრამ თუ წახვალ აღარ დაბრუნდე.ლუკას ჩასძინებოდა და ძილში სესილის ხმა შემოესმა,წამოდგა და დიდი სისწრაფით შევიდა სესილის საძინებელში გულზე მიიკრა და უთხრა.
-დაწყნარდი,სიზმარი იყო. მე აქ ვარ შენთან,შენს გვერდით და სულ შენთან ვიქნები.სესილი ნელა-ნელა დამშვიდდა ლუკას მკლავებში და ასე ჩაეძინათ ორივეს ერთმანეთზე ჩახუტებულებს.თვალები ნელა-ნელა გაახილა,ვერ ამოძრავდა ერთიანად ჰქონდა სხეული დაბრუჟებული და მის სხეულის ვერცერთ ნაწილს ვერ გრძნობდა.როგორც იქნა შეძლო და თავი მიაბრუნა,გაოცებულმა შეხედა მშვიდად მძინარე ლუკას შემდეგ კი მასზე ძლიერად შემოხვეულ ხელებს დააცქერდა,შეეცადა ამდგარიყო მაგრამ ვერ შეძლო.გაჩერდა,დამშვიდდა და ლუკას ხმაც შემოესმა.
-ასე თუ იმოძრავებ,უფრო ძლიერად დაგიჭერ ისე რომ ჩემგან ვერასოდეს ვერ შეძლო წასვლა.
-აქ რატომ გძინავს ლუკა.
-იმიტომ,რომ ძალიან შემაწუხებელი იყო შენი ცუდი სიზმარი და მან მომიხმო რომ დამემშვიდებინე.
-ადექი,ლუკა ადექი აქ არ უნდა გნახოს ნატამ.
-ნუ მაიძულებ ძალა ვიხმარო და გაგაჩუმო
-ადექითქო,საქმე არ გაქვს დღეს არაფერი?
-საღამომდე არა,მაქვს დრო შენით დავტკბე.
-ადექი ავადმყოფო.უთხრა სესილიმ და ხელში მომზადებული ბალიში ესროლა თავში ლუკას,ლუკამ ბალიში აიღო სამაგიერო უნდა გადაეხადა,მაგრამ ტელეფონმა შეაჩერა და ნომერს დახედა.
-ბესო მირეკავს,ასე ადრე რა მოხდა რატომ მირეკავს მოიცა პასუხს გავცემ და მერე მოგხედავ.
-უპასუხე ჩქარა.
-გისმენ ბესო არ გეძინა?
-არა,სად ხარ სესილისთან ხარ?
-კი აქ ვარ,რა ხმა გაქვს მოხდა რამე?
-ჩემთან მოდით მილენა ცუდად არის.
-რაააა? მოვდივართ ახლავეს.
-რა მოხდა,რა ჭირს ბესოს.
-ჩაიცვი,ბესოს არაფერი ჭირს მილენა არის ცუდად.
-მილენა? მილენას რა დაემართა,ღმერთო ჩქარა დაურეკე ძიძას მოვიდეს და უნდა წავიდე.საჩქაროდ წამოდგა სესილი,რომელმაც ლუკას წინ მოკლე და გამჭირვალე საღამურით დაიწყო წინ და უკან სიარული.
-რა უნდა მომხდარიყო,მილენას ვინ შეეხო.
-იქნებ ვინმე განაწყენებული კლიენტი,რომელმაც ვერ აიტანა სიმართლის გამჟღავნება.წავიდე თუ წავიდეთ, დაგელოდო?
-რა წახვიდე,კარგად ხარ? ერთად წავიდეთ.
-მაშინ გაქრი ახლა აქედან და თავი მოიწესრიგე,ნუ პოზიორობ ჩემს წინ.რომ არ მეჩქარებოდეს შედეგებზეც თავად გაგცემდი პასუხს,მაგრამ ძიძას დავურეკავ და რომ შემოვბუნდები მზად იყსვი.ლუკა გავიდა და სესილიმ გულმოსულმა მიაძახა.
-უზრდელო.შებრუნდა და სააბაზანოში შევიდა,როგორც შეეძლო იჩქარა,უბრალოდ მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.
-ძიძა მოვიდა,ნატას საუზმეც გაუმზადა და როგორც იქნა შენც გამოანათე.უთხრა ლუკამ და კარებისკენ წავიდა პირველმა,სესილიმ ძიძას მიესალმა და უხმოდ გაყვა ლუკას გზაში კი მხოლოდ მილენაზე ფიქრობდა.
-დამშვიდდი,მივალთ და გავიგებთ რა მოხდა.
-მე მშვიდად მეძინა თბილ საწოლში და მან არ შემატყობინა,ძილი არ დამიფრთხო,არ შემაწუხა.
-არ ვიცით რა მოხდა,იქნებ უმნიშვნელო რამ არის ამიტომ არ შეგვაწუხა,მოითმინე სულ ცოტაც და მივალთ.როგორც იქნა მიაღწიეს ბესოს სახლთან და სესილიმ სულმოუთქმელად აირბინა კიბეები,კარებზე ჯერ ზარი მისცა და შემდეგ ხელებით დააბრახუნა,ბესომ კარი გააღო და სესილიმ ხელი კრა,სახლში შევიდა იქ კი ანდრეა დახვდა სათითაოდ შეათვალიერა ორივე და შემდეგ მილენას დააკვირდა,ნელა-ნელა თვალებში ცრემლის გუბე გაჩნდა და ფრთხილად ჩამოუჯდა გვერდით.
-რატომ არ შემატყობინე,შენ ასეთ დღეში იყავი მე მშვიდად მეძინა.გტკივა,ძალიან გტკივა?
-ისე ძალიან არა,უკვე გამიარა გაყუჩდა ტკივილი.
-რა მოხდა,ვინ იყო ასე ვინ მოგექცა.
-ჯერ არ ვიცით,ვარკვევთ.
-არც ეჭვით ვიცით ვის უნდა ჩაედინა ეს?თქვა ლუკამ.
-ეჭვები არის,მაგრამ დამტკიცება მიჭირს ვერ ვადებ ხელს პირდაპირ ეს შენ გააკეთეთქო.
-უკანონოდ შენ ვერაფერს გაგაკეთებინებს ადამიანი,ისევ რომ გაიმეოროს არ ფიქრობ დამნაშავის მოძიება გვიან არ იქნება?როდემდე უნდა დაიცადო და არ გააკეთო არაფერი,მე საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი.
-მაინც რა,რას ხედავ აქ საეჭვოს.
-ბესო ვფიქრობ,რომ ეს ჩემი გაფრთხილებაა.თქვა სესილიმ და ბესოს შეხედა.
-ეს როგორ გავიგო,ვისგან უნდა იყოს გაფრთხილება.გაიკვირვა ბესომ ვითომ ვერ მიხვდა სესილის ნათქვამს.
-ბებერი მენაბდისგან.
-არაა გამორიცხული.თქვა ანდრეამ.
-ბესო მეც ორგანოს მუშაკი ვარ ნუ დაგავიწყდება რადგან ეს პერიოდი არ ვმუშაობ,მეც ვიცი კანონები და ვიცი შენც რომ ყველაფერს კანონის ფარგლებში აკეთებ,მაგრამ უნდა იმოქმედო,რომ კიდევ არ მოხდეს ასეთი და უარესი რამე.
-შენ მართალი ხარ სესილი მაგრამ არ მინდა ვიჩქარო,მინდა როგორც თქვი კანონის ფარგლებში გავაკეთო ყველაფერი.გგონია არ ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? შენ მართალი ხარ,მენაბდე არის შემკვეთი მაგრამ არა მილენას გატაცების,არამედ შენი.
-ჩემი? შეკვეთა თუ ჩემი გატაცება იყო,მილენა რატომ გაიტაცეს.
-შეეშალათ,მათ მილენა შენ ეგონეთ.
-გუშინ სასამართლო მქონდა,მაგრამ ანდრეამ დამირეკა და მითხრა ნუ მოხვალ სხდომა გადაიდოო და შენთან წამოვედი,გზაში ვიფიქრე ნატას ტკბილს ვუყიდითქო და მარკეტში შევიარე,ტორტი ვიყიდე და წამოვედი,შევამჩნიე შენგან რომ წამოვედი ვიღაცამ ამათვალიერა,მაგრამ არ მივაქციე ყურადღება.ალბად მათ ეგონათ შენ გახვედი სახლიდან და ბინამდე მშვიდად მოვედი,მანქანა დავაყენე და გადმოვედი კიბეებზე ამოვდიოდი უკვე რომ თავზე რაღაც შავი ჩამომაფარეს და სადღაც წამიყვანეს.
-შემდეგ რა მოხდა საყვარელო.საწოლთან ბესო მვიდა და სესილიმ ადგილი დაუთმო.
-გონი დავკარგე,არ ვიცი რამდენი დრო იყო გასული,რომ შევფხიზლდი მათ ისევ გონდაკარგული ვეგონე და ტელეფონზე საუბრობდნენ.ბესოს სახელი რომ გავიგონე,მივხვდი რომ შეცდომა მოუვიდათ თან გურამის ხმაც გავიგონე რომ ყვიროდა ,,ეს რა გააკეთეთ იდიოტებო,თქვენ იცით ვის ცოლს შეეხეთო''?
-იცი ნამდვილად მისი ხმა იყო?კითხა ბესომ.
-ის იყო ბესო არ მეშლება,გურამი იყო.
-შენ მართალი ხარ,სიმშვიდე გვმართებს და დაკვირვება.
-სახეზე ყინვა დაიდე რომ არ დაგიშავდეს?
-კი,დავიდე.
-გტკივა ისევ?
-არა,თავბრუ მესხმის რომ წამოვდგები.
-როგორც შეგატყვეთ დიდი ხნის მეგობრები ხართ.თქვა ანდრეამ.
-ჩვენ ერთად არ დავბადებულვართ,მაგრამ ერთად გავიზარდეთ.
-მილენა მეგობარი ჭირში შეიცნობა,მამაკაცი ბრძოლაში,პატიოსანი ადამიანი ვალის გადახდისას,ცოლი სიღატაკეში,ნათესავები კი მწუხარების ჟამს,აი ესაა მრეგობრობა რასაც მე თქვენში ვხედავ და ახსნა აღარაა საჭირო.
-მილენა,მილენა როგორ ხარ საყვარელო.სახლში დაფეთებული შემოვიდა ნიცა და პირდაპირ მილენასთან მივიდა.
-უკეთ ვარ,ნუ ტირიხართ ჯერ აქ ვარ ვერ მომიშორებთ თავიდან.გაეცინა მილენას თავისივე ხუმრობაზე.
-ხუმრობის ხასიათზე ხარ კიდევ?სესილის შეტყობინება რომ წავიკითხე,მუხლები მომეკვეთა და როგორ მოვედი აქამდე არ ვიცი.
-კარგად ვარ,უფრო სწორად უკეთ ვარ.სესილი ახლავეს,დღესვე მოკიდებ ნატას ხელს და ჩემს ვილაზე წახვალ,დროებით იქ იქნებით.
-როდემდე უნდა ვიყოთ იქ?
-მანამდე სანამ არ დაგირეკავთ,ლუკა შენ სესილის და ნატას არ დატოვებ,მათი მარტო ყოფნა არ შეიძლება.წადით,თუ მოახერხოთ დღესვე წადით,დღესვე ლუკა გესმის?
-გასაგებია,მაგრამ შენ აქ ასეთ მდგომარეობაში როგორ დაგტოვოთ.
-წადი,ჩემზე არ ინერვიულოთ,ნიცა შემომივლის ხოლმე.
-მართალია,მე აქ არ ვარ? თქვა ნიცამ და სესილის გაუღიმა.
სიკვდილ-სიცოცხლე,ცხოვრება რთულია სიკვდილი წამიერად შესაძლებელია გვესტუმროს და ლამაზი სიცოცხლე დავთმოთ,მაგრამ სანამ ცოცხალი ვართ ჩვენი ცხოვრების გზაზე სირთულეებისას უამრავი არჩევანის გაკეთება გვიწევს.სანამ გადავდგამთ ნაბიჯს,ჯერ გონივრულად უნდა დავფიქრდეთ,სად მიგვიყვანს ეს გზა.როცა გეგმა დასახული გვაქვს და იცი რა მიმართულებით მიდის შენი მარშუტი,მაგრამ ცხოვრების გზაზე სიარულისას შეუძლებელია ამ რთული გზის გაკონტროლება,მაგრამ თომამ შეძლო ეს და ყოველი ნაბიჯი გააკონტროლა,ყველა წვრილმანი კარგად გათვალა და მის დიდ საიდუმლოს დღემდე მტკიცედ იცავს.
-დილა მშვიდობის საყვარელო.
-დილა მშვიდობის.
-თვალები ჩაშავებული გაქვს,უკვე მერამდენე ღამეა არ გიძინია.
-ვერ ვიძინებ,მეშინია თვალს დავხუჭავ თუ არა იმ საშინელ კოშმარს ვხედავ.
-შეეცადე რომ დაივიწყო,მე და ანდრეა ყველაფერს გავაკეთებთ რომ სააშკარაოზე გამოვიყვანოთ ის არაკაცი.
-მეშინია სესილის არ დაუშავოს რამე.
-გინდა დაცვა მოვითხოვო გამოყონ მათ სახლთან?
-არა,ეს უარესია მიხვდება რომ მივხვდით მის ჩანაფიქრს და სიბრაზისაგან შესაძლებელია უარესი ჩაიდინოს.
-ლუკაააააა სად ხარ,ჩამეძინა მიდი რა ნატა გააღვიძე მე საუზმეს მოვამზადენბ სკოლაში წასვლის დროა.
-ნატამ ისაუზმა უკვე და მე მიმყავს სკოლაში.
-მართლა? რატომ არ გამაღვიძე.მოწყენილმა შეხედა სესილიმ ლუკას.
-არ გაგაღვიძე და შენ მიბრაზდები?
-არა,არა მეც ავდგები ახლა და აგარაკზე წასასვლელად მოვემზადები,ჩვენს ნივთებს ჩავალაგებ.
-სესილი როგორ ფიქრობ აგარაკზე წასვლა ეს გონივრულია?
-გაქცევას ნიშნავს ხომ?
-არ ვიცი ეს გაქცევაა თუ არა,მაგრამ არ მომწონს.სესილი ჩვენ რომელ გზაზედაც მივდივართ რთულია ამ გზაზე სიარული,ძალიან რთული,მაგრამ თუ გინდა ,მიზანს მივაღწიოთ და პასუხი აგოს დამნაშავემ ის უნდა გავაკეთოთ რაც გვითხრა მილენამ.
-უფრო და უფრო გამწვავდა მდგომარეობა,რაც დრო გადის სიბრაზე უფრო ემატება მენაბდეს.
-არა უშავს,გაგვიჭირდება მაგრამ დავაცხრობთ თუმცა ჯერ არ ვიცი რა გველოდება წინ,კარგი რომ არაფერი ეს უკვე ვიცით და მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის.ვერცერთი ადამიანი ვერ ჩაიდებს უბეში ნარკვერჩხალს ისე რომ არ დაიწვას,ვერც ნაკვერჩხლებზე გაივლის ფეხები რომ არ დაიწვას.დარწმუნებული ვარ,სადღაც მაინც დაუშვებს შეცდომას.ახლა დამშვიდდი და მოემზადე,რომ დავბრუნდები ბარგი მზად დამხვდეს.ლუკამ შუბლზე აკოცა სესილის,ნატას ხელი ჩაკიდა და სახლიდან გავიდა,მაგრამ კართან მისული სესილიმ შეაჩერა.
-ლუკა.
-გისმენ სესილი.
-არ წამოხვიდე სახლში,იქ დაელოდე ნატას და ერთად წამოდით დღეს ადრე უსრულდება გაკვეთილები.
-რატომ ადრე?
-დღეს პარასკევია და 4 გაკვეთილი აქვს.
-კარგი,შენ დრო გაქვს ჩვენს დაბრუნებამდე და მზად დამხვდი,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე.გაუღიმა,თვალი ჩაუკრა და წავიდა.სესილისაც გაეღიმა და ღიმილით გააცილა ორივე.
-კარგი დაგირეკავ.სესილიმ ბარგის ჩალაგებას შეუდგა,ლუკამ ნატა სკოლაში მიიყვანა და იქვე კაფეში შევიდა,ჟურნალ გაზეთები იყიდა და თან ნატას თვალს ადევნებდა.
-ლუკა? ლუკამ თავი ასწია და მის წინ მომღიმარი ასაკოვანი მამაკაცს შეხედა,ჯერ გაუკვირდა და შემდეგ მასაც გაეღიმა.
-ძია თომა,აქ საიდან ან როგორ,რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი.სად გაჩერდი,სად დაბინავდი.
-სასტუმროში ვარ შვილო.
-ჩვენს სასტუმროში გაჩერდი? იქ ყოველ დღე დავდივარ და იქაურობას ვაკონტროლებ,რატომ არავინ არ მითხრა თქვენი დაბრუნების შესახებ.
-ყველა გავაფრთხილე,არ მინდოდა ჩემი დაბრუნების შესახებ ვინმეს გაეგო რომ იქ ვარ.
-ეს საინტერესოდ მომესმა,რა ჩაიფიქრე არც მე მეტყვი?
-ჯერ არა,მაგრამ ეს შენც გეხება.
-მეც მეხება?
-პირადად შენ გეხება შვილო.
-ძია თომა,ის რაც ვიცი და დედაჩემს შეეხება,კიდევ არის ამ საიდუმლოს გარდა რამე მნიშვნელოვანი რაც უნდა ვიცოდე?
-არის შვილო,არის ძალიან მნიშვნელოვანი და დრო მოვიდა უკვე გაიგო ეს საიდუმლოც.
-მითხარი,რა არის ძალიან დამაინტერესე.
-ლუკა შვილო, ჩვენ უკვე წლებია ერთად მოვდივართ და ჩვენ ერთმანეთის ყველაფერი ვიცით.მე ყველაფერი ვიცი შვილო,რადგან თვალს გადევნებ.
-ყველაფერში რას გულისხმობ ძია თომა.
-სესილი,ნატა,მელინა,ნიცა,ბესო,ანდრეა,გურამი,მადლენი და მათე.როგორ ფიქრობ,მე თუ აქ არ ვარ არ მყავს ჩემი თვალი და ჩემი ყური?
-ესე იგი ისევ თვალს მადევნებ.ჩაეცინა ლუკას.
-კი თვალს გადევნებ,მაგრამ არ შეგეშინდეს,გურამი მშიშარაა ის ვერაფერს დაგიშავებთ,მას მხოლოდ ბინძური მახეების დაგება შეუძლია და არა პირდაპირ შეებრძოლოს ვაჟკაცურად მოპირდაპირე მხარეს.
-გავიგე ანდერძის გასაჩივრებაზე შეუტანია განცხადება.
-ვერაფერს ვერ გიზამთ,დამიჯერე მშვიდად იყავით.
-რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული.გაუკვირდა ლუკას.
-ერთ დიდ საიდუმლოს გაგანდობ და ეს ჯერ-ჯერობით არ უნდა თქვა.
-გისმენ.
-ლუკა არც ბახვა და არც მათე გურამის შვილები არ არიან.ლუკამ ისე შეხედა მათეს,ხმა ვერ გააკონტროლა და მისმა შეძახილმა ყველას ყურადღება მიიპყრო.
-რაააააა? დარწმუნებული ხარ?
-ისე როგორც იმაში,რომ ჩემს წინ ლუკა ვაჩიბერიძე ზის რომელიც დღემდე დედის გვარზეა და სულ მალე მიიღებს მამის გვარს.
-მოიცა,მოიცა მე დედის გვარზე ვარ? ეს რა კიდევ ახალი საიდუმლოა?
-მე წავედი,დრო მალე მოვა რომ ყველაფერი დაწვრილებით გაიგო და მამას შეხვდე.თომა წამოდგა და წავიდა,ლუკა კი გაოცებული დატოვა.შეკვეთილი ყავა ისე გაცივდა არც კი მიკარებია,საათზე დაიხედა და ფეხზე წამოდგა რომ მის წინ მათე გაჩნდა.
-ლუკა? რა გაოცებული სახე გაქვს,ვინ დაინახე.
-მათე აქ რატომ ხარ,არ გელოდი.
-იცი რომ ხშირად ვეკითხები ჩემს თავს,თუ რა ნახა სესილიმ შენში..............
-რომ შენ არ დაგთანხმდა შენს მიერ შეთავაზებულ გეგმაზე?
-ლუკა მომისმინე.......
-მათე არ ვარ კამათის ხასიათზე და გამატარე,უნდა წავიდე.
-ჯერ მომისმინე,შენ რასაც აკეთებ ეს არასწორია.
-შენ რას აკეთებ,ძმის ცოლს დაქორწინება შესთავაზე ეს სწორი და მიღებულია?
-მე მის დასაცავად ვაკეთებ ამ ყველაფერს.
-იცი რა? რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები მამაშენს არც შენ ჩამოუვარდები სიბოროტეში.
-ლუკა არასოდეს შემადარო მამაჩემს.
-მამაშენს? ჩაეცინა ლუკას.
-ხო მამაჩემს,რა გაგიკვირდა.
-არ შეგადარებ,რადგან ვიცი რომ მასზე უარესი იქნები.
-რაც გონდა ის თქვი,მაგრამ სესილი ჩემია დაიმახსოვრე.
-სესილი არავინის საკუთრებაა ვინმემ დაიმისოს.
-ნუ მაქეზებ,ისედაც თავს ვიჭერ რომ აქამდე არ დავასრულე შენი სიცოცხლე.
-რას იზამ? თუმცა რას გეკითხები მთელი ოჯახი სიბოროტით და სიბინძურით ხართ სავსე.
-შენ მე წამართვი ის ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა,დაიმახსოვრე,ეს ასე არ დასრულდება.
-ვიცი წაგებას არ ხართ ჩვეული და მე მზად ვარ თქვენი შემდეგი ბინძური გეგმისთვის,ვიცი რომ არ გაჩერდებით ცალკე გურამი და ცალკე შენ,გუშინ სესილის მაგივრად მილენა გაიტაცა მამაშენმა,დრო იწურება მალე დადგება მისი აღსასრული.ლუკა ადგა და მათე დატოვა გაოცებული.უეცრად წამოფრინდა ფეხზე და ლუკას დაუყვურა.
-ნუ მაქცევ ზურგს,როცა მე ვლაპარაკობ,გესმის?ლუკამ არ მოუსმინა,არ მიუბრუნდა მათეს და მანაც უკნიდან დაარტყა,ლუკა არ ელოდა ზურგიდან დარტყმას და თავად ისე სწრაფად შემობრუნდა ეს მათემაც ვერ გაიაზრა.
-შორს დაიჭირე თავი სესილისგან და ნატასგან თორემ შედეგებზე თავად ვიზრუნებ.ხელი ასწია უნდა დაერტყა მათესთვის მაგრამ ვერ შეძლო,მათეს ხომ ის მეგობარს უწოდებდა,მაგრამ მათემ გამოიყენა ლუკას შეჩერება და ისევ დაარტყა,ლუკას წარბიდან სისხლმა იჩქეფა და სახეზე დაედინა,შეხედა მათეს კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთზე და მაღლა აწეული ხელი ძირს დაუშვა.
-მე არ მჩვევია იმ ადამიანს დავარტყა ვინც ძმად მიმაჩნდა,შენ დაკარგე ნდობა ჩემს თვალში და ჩემს სიახლოვეს შენი ადგილი აღარაა.დღევანდელ დღეს კი რაც შეეხება,შენ მწარედ გადაიხდი,ამაზე თავად ვიზრუნებ და მათე გპირდები მე არა,შენ თავად მომიხდი დღევანდელისთვის ბოდიშს.
-ეს არასოდეს არ მოხდება.გაეცინა მათეს.
-მაგასაც ვნახავთ,არასოდეს არ თქვა არასოდესო.ლუკა წავიდა,სისხლი მოიწმინდა იქვე მაღაიაში შევიდა ისეთივე მაისური იყიდა როგორიც ეცვა და ნატას სკოლის მისასვლელში დაელოდა.
-ლუკა აქ ხარ,არ წახვედი?
-აქ ვარ პატარავ,არ წავსულვარ შენ გელოდები.
-მომშივდა.
-მეც მომშივდა,რა გინდა გიყიდო?
-ლუკა შაურმა ვჭამოთ რა.
-შაურმა?
-მიდი რა,დედა სულ მყიდულობდა.
-კარგი ვიყიდოთ,მაგრამ სახლში ვჭამოთ სესილის დრო არ ექნება სადილის მოსამზადებლად და ჩვენ ვიზრუნებთ დღეს ჩვენივე კუჭის გამოსაკვებად.ლუკამ იყიდა შაურმა და სახლში წავიდნენ,სესილის დაესრულრბინა ბარგის ჩალაგება და სადილის მზადებას შესდგომოდა.
-რას აკეთებ,შეეშვი შაურმა ვჭამოთ და გავიდეთ.
-მართლა?
-მართლა, ნატას სურვილი იყო და მეც დავეთანხმე.
-კარგია,უუუფ გადავრჩი.თქვა და ნატას გვერდით ჩაჯდა სავარძელში.
-დაიღალე?
-კი, ძალიან. უხმოდ მიირთვეს სადილი,მხოლოდ ნატა ტიტინებდა და უეცრად სესილიმ შეჰკივლა რომ ლუკამ გაოცებულმა შეხედა.
-რა გაკივლებს სესილი შემეშინდა.
-ეს რა არის,სად იტკინე ლუკა.
-კარებს მივარტყი.თქვა და წყალი დალია.
-ასე როგორ მიარტყი,რომ წარბი გაიტეხე.
-ხო ისე მოულოდნელად მოხდა,მეც კი გამიკვირდა.
-ლუკაააააა............ ლუკამ შეაჩერა სესილი არაფერი არ თქვაო და ტელეფონს უპასუხა.
-ლუკა მადლენი ვარ,შენთან საუბარი მინდა.
-ჩემთან? ნომერი ხომ არ შეგეშალა მადლენ.
-არა,არა არ შემშლია.ვიცი,რომ გაგიკვირდა მაგრამ შენი ნახვა მინდა,გთხოვ ნუ მეტყვი უარს.ლუკამ სესილის შეხედა და სესილიმ თავი დაუქნია,შეხვდიო.
-როდის და სად.
-თუ ახლავეს შეგიძლია ძალიან დამავალებთ.
-სად ის მითხარი.
-ნაცნობ კაფეში,რომ მშვიდად ვისაუბროთ.ლუკამ ტელეფონი გათიშა და წამოდგა.
-საინტერესოა რა უნდა.ჩაილაპარაკა სესილიმ.
-ის რაც შენგან,ნატას ნახვას მოითხოვს.
-რა უნდა ვქნათ, ლუკა დაეთანხმები?
-ჯერ მოუსმენ რას მეტყვის,მე ვიცნობ მადლენს მაგრამ ამ საკითხს უშენოდ ვერ გადავწყვიტავ ეს შენც იცი,მოვალ სახლში და ერთად გადავწყვიტოთ.წავედი,არ დამაგვიანდება შენ დაისვენე ჩემს მოსვლამდე.სესილი მოუსვენრობამ შეიპყრო,უჩვეულო გრძნობა დაეუფლა მის სულს,ნუთუ ლუკა უღალატებს?არა,არა რას ფიქრობ სესილი ეს რა აზრები გაწუხევს,ასე ხომ ჩემივე თვითშეკავების უნარს ვანადგურებ,ეს რაც გავიფიქრე ლუკამ არ უნდა გაიგოს თორემ ჩვენი ურთიერთობა საგრძნობლად გაუფასურდება.სესილიმ გულიდანაც და თავიდანაც განდევნა უარყოფითი ფიქრები და დაელოდა ლუკას დაბრუნებას,ლუკა კი ამ დროს ერთ-ერთ მყუდრო კაფეში იჯდა და მადლენს ელოდა.
-მაპატიე ლუკა დამაგვიანდა,საცობში მოვხვდი.
-რას შევუკვეთო,რას მიირთმევთ.თავაზიანად მიიღო ლუკამ მადლენი და მადლენიც მის წინ დაჯდა მისივე მითითებულ სავარძელში.
-პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო.
-რისთვის დავიმსახურე მადლიბა.
-ჩემთან შეხვედრას რომ დათანხმდი.
-კარგი,მიღებულია მადლობა,ახლა კი პირდაპირ თემაზე გადავიდეთ რა არის შენი აქ მოსვლის მიზეზი.
-ლუკა მხოლოდ შენი იმედი მაქვს,შენ უნდა დამეხმარო და უარს არ მივიღებ.
-რაში გჭირდება ჩემი დახმარება,ქმარი და შვილი ხომ ყოვლის შემძლე გყავს მადლენ.
-მე ნატას ნახვაში მინდა შენი დახმარება,მინდა ჩემი შვილიშვილი ვნახო და ამის საშუალება მქონდეს.
-გესმის საერთოდ რას ითხოვ ჩემგან?
-მესმის და ვიცი რომ ეს შეუძლებელია,ისიც ვიცი თუ როგორ ცუდად მოგექეცით იმ დღეს ორივეს,მაგრამ მეც არ ვიცი რა დამემართა და ბოდიშის მოხდაც არ მიჭირს რადგან ვიცი დამნაშავე ვარ,მხოლოდ შენ ხარ ერთადერთი ვისაც შეგიძლია ჩემი დახმარება.
-ჩემგან დახმარებას ითხოვ,უდანაშაულოს როლს თამაშობ და მეორე მხრივ ცდილობ ქმართან ერთად ბავშვი წაართვა სესილის.თქვენ რა გგონიათ სამყარო მხოლოდ თქვენს გარშემო ტრიალებს? ან რაში ხართ დარწმუნებული ანდერძი გაასაჩივრეთ და გგონიათ მოიგებთ და ბავშვს წაიყვანთ სესილისგან და ჩემგან? ან სასამართლოს რო გადაეცემა თქვენი საჩივარი შეძლებთ მოიგოთ ეს პროცესი?სესილი სუსტი არსებაა მართალია გეთანხმებით,მაგრამ მის გვერდით მე ვარ,კანონია და ეს არ დაგავიწყდეთ.
-ლუკა მე არ მიმიმართავს ადვოკატისვის,ეს გურამის გადაწყვეტილებაა.
-როდის მერე მართავს მადლენს გურამი და როდის მერე ემორჩილება მადლენი გურამის.რომ არ გოცნობდეთ ორივეს,ვიტყვი რომ გურამი გაშინებს მაგრამ არა,შენი სიტყვებით მოქმედებს ის.
-დავივიწყოთ წყენა რაც კი მოხდა და გთხოვ დამეხმარე.
-არ ვიცი,მე ვერ გადავწყვიტავ ამ საკითხს და არ შემიძლია ვითამაშო ერთი უსუსური ბავშვის ბედით,მე არ ვარ თქვენნაირი მადლენ ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან რადგან ჩვენ სხვადასხვა სამყაროს ვეკუთნით.
-გთხოვ ლუკა.
-ყველაფერს გავაკეთებ,რომ დაგეხმარო,რომ შენი მჯეროდეს.მე ყოველთვის პატივს გცემდი,მაგრამ დღეს ვინც ჩემს წინ ზის მე იმ ქალს არ ვიცნობ,ის უცნობია ჩემთვის რადგან მას სულ სხვა სახე აქვს,სულ სხვა გამოხედვა და სულ სხვა ხასიათი.ქალი რომელიც მცდარი შეხედულებებით ცხოვრობს.მაპატიე,არ შემიძლია სესილის ზურგს უკან გავაკეთო ისეთი რამ,რაც მას გულს ატკენს და მე კი ნდობას დამიკარგას.ლუკა წამოდგა,ფული გადაიხადა და წავიდა.
-არ დავიხევ უკან,ბავშვს წამოვიყვან და ჩემთან გაიზრდება ეს გველის წიწილი.თქვა მადლენმა და მანაც დატოვა კაფე,ლუკამ თვალი გააყოლა მიმავალ მადლენს და ჩაეცინა.
-როგორ გინდა კეთილი და უდანაშაულოს როლი ითამაშო,მაგრამ კარგად გიცნობ მე ხომ 6 წლის ვიყავი როცა შენმა ქმარმა ქუჩაში გამომაგდო ჩემს მოხუც ბებოსთან ერთად და სკოლასაც თავი დავანებე,6 წლის ბავშვმა კაფის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დავიწყე რომ თავი გაგვეტანა.ნუ გგონია რომ გიღიმი დამავიწყდა ის რაც გავიარე,ის გზა რომელიც აქამდე მომიყვანა ია-ვარდებით არ ყოფილა მოფენილი,მაგრამ იმ გაჭირვებულმა ცხოვრებამ მომცა სტიმული გავხდარიყავი ის ვინც ვარ ახლა.მე არ მოვიხდი არასდრის ბოდიშს თქვენს წინაშე,ეს თქვენ გაქვთ ბოდიში მოსახდელი ჩემს წინაშე.არ ვჩქარობ,ეს დღეც და ეს ამაღელვებელი წუთებიც მალე დადგება.
-გამარჯობა სესილი მარტო ხარ? სახლში მათემ შეაბიჯა.
-მე და ნატა ვართ,დალევ რამეს?
-ყავას,თუ არ შეგაწუხებ,ლუკა?
-ლუკას საქმე ჰქონდა და გავიდა,მალე დაბრუნდება.გაუღიმა სესილიმ მათეს მაგრამ მათეს ძალიან არ უნდოდა ლუკასთან შეხვედრა.
-ნატას როგორ მოსწონს სკოლა.
-კარგად,ჯერ კიდევ არ იცნობს ყველა ამხანაგს და გაიცნობს მალე.
-პატარავ მოგეწონა ახალი გარემო?
-მომეწონა და უკვე ორი მეგობარი მყავს.
-უკვე? ყოჩაღ შენ.
-ნატა მიდი დაისვენე საყვარელო.ნატა გავიდა და სესილი პირდაპირ დარჩა მათესთან.
-მათე რის მიღწევას ცდილობთ.მათემ შეხედა სესილის და უთხრა.
-რას გულისხმობ.
-დავიჯერო არაფერი იცი?
-არა,არაფერი ვიცი რა მოხდა.
-მილენა,მილენა გაიტაცეს და მილიცია დარწმუნებულია გურამი დგას ამ ყველაფრის უკან.
-რაააა? შეუძლებელია აქამდე მივიდა,ეს დაუჯერებელია.
-მაგრამ სიმართლეა და შეიძლება შენც იცოდი.სახლში ლუკა შემოვიდა და მათეს წინ დადგა.
-არ დავუშვებ სესილი ნატა შენგან წაიყვანონ,გპირდები ეს ასე იქნება,ეს არ მოხდება.ლუკა უეცრად გაითიშა და გაახსენდა თათას და ბახვას საუბარი.
-რა მოხდება ჩემი ორსულობა რომ მათემ გაიგოს ბახვა.
-ვერ გაიგებს,რადგან შენ მისგან შორს ხარ,ძალიან შორს.მხოლოდ ჩვენ სამმა ვიცით მე,შენ და ლუკამ.ლუკა ეს ასე უნდა დარჩეს და არავინ არ უნდა გაიგოს,არც დედაჩემმა.
-შენ და მადლენს განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ და გინდა არც მან გაიგოს ბავშვის არსებობა?
-ლუკა შენ არ იცნობ დედაჩემს კარგად,სხვაგვარად მის ნდობას ვერ მოვიპოვებ ასე რომ არ მოვიქცე მის წინაშე,ის მამაჩემზე უარესია და არაფერს ვამბობ მათეზე.ნუ მიყურებ გაოცებული,დედაჩემი არ არის ის ადამიანი როგორც სჩანს,მისი ნამდვილი სახე მხოლოდ მე ვიცი და სხვა არავინ.
-მეშინია ბახვა.
-ნუ გეშინია,ჩვენ ორივე შენს გვერდით ვართ ძვირფასო.
-ლუკა,ლუკა რა გჭირს რა გემართება.ლუკა უეცრად გამოფხიზლდა და ჯერ სესილის შეხედა და შემდეგ მათეს.
-ვერავინი ვერ შეძლებს ნატას ამ სახლიდან გაყვანას და მორჩეს სულ ამ თემაზე საუბარი,რამდენი მოხვალ სესილის ახალ-ახალ იდეებით თავს უჭედავ,რის მიღწევას ცდილობ მათე.
-სესილი მე მივდივარ,არ წამოვეგები ლუკას პროვოკაციას.
-წადი,აქ უდანაშაულოს როლი გაითამაშე და როცა გზაში შემხვდები მუშტებით დადექი ჩემს წინ.
-რაააა,თქვენ იჩხუბეთ? აკი კარებს მივარტყი თავიო.შეხედა სესილიმ ლუკას.მათე კი ლუკას წინ დაუდგა და მკაცრი ხმით უთხრა.
-ლუკა ნუ გადამეღობები იმ გზაზე სადაც შენი ადგილი არ არის,წააგებ ჩემთან ბრძოლას.ლუკამ სესილი მისკენ მისწია,წელზე შემოხვია ხელი და მათეს უთხრა.
-ცდა ბედის მონახევრეა,იმან გაიაროს იმ გზაზე ვისაც ეკუთნის ის გზა.არც ლუკამ დაუთმო,მათემ კი ერთი მრისხანე მზერა შეავლო ლუკას და სესილის და სახლიდან გავიდა.
-რას აკეთებ,ლუკა მათ ძალა აქვთ და ყველაფერს იღონებენ გაგვამწარონ.ლუკან უფრო მჭიდროდ შემოხვია ხელი სესილის გვერდით დაისვა და მადლენთან შეხვედრის საუბარი სიტყვა-სიტყვით გადასცა.
-დათანხმდი? უნდობლობა იგრძნობოდა სესილის ხმაში.
-არა,რა დავთანხმდი სესილი კარგად ხარ?ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და წარმატებაც ჩვენ დაგვრჩება.
-წარუმატებელი რომ აღმოჩნდეს ჩვენი მცელობა?
-სესილი წარუმატებლობა ცხოვრებაში გზაზე დადებულ ქვას ჰგავს,ზოგჯერ შესაძლებელია ისე დაეცე ვერც კი წარმოიდგენ თუ ოდესმე დადგები ფეხზე,მაგრამ ჯერ ფეხების კანკალით დადგები და სანამ ნაბიჯს მყარად გადადგამ ბევრი შიში,ბევრი უნდობლობა და ბევრი იმედგაცრიებასაც შეხვდები,მაგრამ ყველაფერი უნდა შეძლო რომ კვლავ ფეხზე დადგე.ყოველი დაცემის და ფეხზე დადგომის შემდეგ,უკან გაიხედე და გაიაზრე რა მოხდა,რატომ წაიქეცი.ის შეცდომა უნდა გაიაზრო რამაც დაცემამდე მიგიყვანა და შემდეგ უნდა გახედო წინ სავალ გზას,შენს თავში უნდა დაიჯერო რომ იმაზე მეტი ძლიერი ხარ რაც იყავ დაცემამდე.შენ უნდა შეძლო და ყველა დეტალი აღმოაჩინო შენი წაქცევის,ან ვინ დგას უკან ვისაც უნდა შენი წარუმატებლობა.მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ იგრძნობ წელში როგორ გასწორდე და როგორ როგორ გამოხვიდე ქვა-ღორღიან გზიდან მყარი ნაბიჯებით,წინ გაიხედო ამაყად და დარწმუნდე რომ შენ მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის.
-ლუკა ისე ამბობ ამ ყველაფერს,ვფიქრობ ეს გზა შენ გაიარე და ახლა გინდა მეც გავიარო,რომ მეც ძლიერი ვიყო.
-სესილი დამიჯერე,ერთ დღესაც ყველაფერს გაიგებ,მაგრამ ახლა კი დაიმახსოვრე ნატას ჩვენგან,ჩემგან და შენგან ვერავინი ვერ წაიყვანს.ნუ დაეყრდნობი მათეს სიტყვებს,შენ მას არ იცნობ და ის ამიტომ გიყენებს,მას მისი ძმაც კი არ ენდობოდა ბოლომდე,გეფიცები ეს ასეა.



იმედია გემრიელი თავი მოგაწოდეთ,შემდეგი თავი იქნება შაბა-კვირას.ველოდები თქვენს შეფასებას და თი=უნდაც კრიტიკას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent