შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილთან ახლოს..(თავი 5)


24-01-2019, 14:13
ავტორი naattii
ნანახია 1 720

მთელი კვირა ისე გავიდა ნუცას წესიერად არ დავლაპარაკებივარ, არც ოთახიდან გამოსულა, დამამშვიდებლებს უკეთებდნენ და გაბრუებული იყო. ყოველ სახამოს ვაკითხავდი და მისი საყვარელი კრუასანები მიმქონდა შოკოლადის მუსით, არც ის მავიწყდებოდა რამდენს ჭამდა, მეც ანალოგიურად დამაწყებინა და ექთნების დასაცინი გავხდით, რომ მთელ კრუასანების მარაგს ჩვენ ვანადგურებდით.
ორ დღეში სახლში წასვლა მიწევდა, არ მინდოდა პატარა ქალბატონი მარტო მიმეტოვებინა, ამიტომ საავადმყოფო ვაიძულე დავეტოვებინე. ეს მარტივად მოხდა, კვერცხი ვჭამე, რომელზეც ბავშვობიდან ალერგია მაქვს და სამი დღე ნემსებიც ვითმინე, სამაგიეროდ ნუცას კისკისი მთელ დერეფანში ისმოდა.
-ჩაიცვი_პირველად გამოვაღე მის ოთახში მდგომი კარადა და აბურდულად შეყრილ ტანსაცმელზე სიცილი ამიტყდა.
-ტყუილად გეცინება, ვერ ვიტან გამოწკეპილად დალაგებას_აწითლებულმა ამიხსნა და გამომხედა -რატო ვიცმევ?
-გარეთ გავდივართ_ყურებამდე გახეული ტუჩებით ვუთხარი და ხელებში ვესროლე შარვალი და ზედა. -მთელი კვირაა შენს ექიმს ვუსატკავებ ორი დღით რომ გამოგიშვას და აჰა, დეპრესიამ იმოქმედა.
-ორი დღით? ღამე სად დავრჩებით?
-ხო ნუცა, დიდი პრობლემაა, სასტუმროები დაილია ესენში.
-კაარგი_რაღაც წყნარად ჩაილაპარაკა და უკვე ჩაცმული ცხვარივით გამომყვა უკან.
-კარუსელებიი?_ორი წლის ბავშვივით აჭყლოპინდა და ის ეშმაკუნები დაუბრუნდა თვალებშიე რომ ვგიჟდებოდი.
-ამოირჩიე_თვალი ჩავუკარი და თუ ოდესმე ერთი ცენტიც დამიზოგავს, ახლა გადავუხადე ჩემს თავს მადლობა.
მანქანები აირჩია, შემდეგ დიდი ეშმაკის ბორბალი, საქანელები, ყველგან პატარა გოგოსავეთ დახტუნავდა და იცინოდა, თუმცა იყო კიდევაც პატარა, ვიყავით პატარები.
-აუ ბამბის ნაყინიიიი.
-მე ბატიბუტი მირჩევნია_ამჯერად არ გავიზიარე მისი ენთუზიაზმი და ენაც გამომიყო.
-აქ მარტო რატომ ხარ?_გავბედე ოჯახზე დამეწყო ლაპარაკი
-დედ-მამა ქუთაისშია, და-ძმა არ მყავს.
-მოიცა, მოიცა შენ რა ქუთაისელი ხარ?
-ხო რატო გაგიკვირდა?_ძლივს გავიგონე რა მკითხა იმხელა ხმაზე ვიცინოდი.
-ორი ქუთაისელი თუ ერთმანეთს გერმანიაში გავიცნობდით, ამ პატარა ქალაქში და თან საავადმყოფოში ვერ წარმომედგინა_ძლივს ვლაპარაკობდი სიცილთან ერთად.
-ვინც ბოლო მივა თავდაყირამდე სადილის ფულს ის იხდის_ბეჭზე დამკრა ხელი და მთელი ძალით მოკურცხლა.
ისე ლაღად და სიცილით დარბოდა თვალი ვერ მოვაცილე, ამიტომაც ვერ გავუსწარი.... ეს კი მთელი საღამოს სალაპარაკო გახდა. პიცერიაში შევარდა და ოთხი ყველის პიცა ათ წუთში გადასასნსლა, მე ვეღარ ვსუნთქავდი, ის კი დესერტსაც ეძებდა.
-ამდენს როგორ ჭამ?
-იქნებ გავსუქდე და ქარის ჭკუაზე სიარულმა აღარ მომიწიოს, მითუმეტეს ავანგარდში, როცა სულაა_სერიოზული სახით ჩილაპარაკა და დიდი ნაყინის ულუფა შეუკვეთა.
მთელი საღამო ქალაქში ვიბოდიალეთ, გაბრწყინებული სახით მიყვებოდა მისი ცხოვრების შესახებ და ერთმანეთის საკმაოდ ახლოს გაცნობაც შევძელით, რატიზეც მოვუყევი და სიამოვნებით ისურვა მასთან შეხვედრა. უკვე კარგად დაღამებული იყო ერთ-ერთ პატარა სასტუმროს რომ მივადექით და ორი ნომერი ვითხოვე.
-ღმერთო ჩემო, ბევრი ფული გაქვს? ერთი ავიღოთ, ვითომ არ ვიცი საავადმყოფოში რამდენჯერ ჩაგეძინა ჩემს საწოლში შემოსახლებულს.
-ის უბრალოდ ჩამეძინა, თვალყურს გადევნებდი_პირველად შემრცხვა გოგოსთან.
-ხოდა ახლაც მადევნე ვენების გადაჭრა არ მომინდეს_თვალები აატრიალა და ერთი ოთახის გასაღებით ამათრია ერთი სართულით მაღლა.
-ნახე რამხელა საწოლია, საავადმყოფოშ ამის ნახევრის ნახევარზე ვიწექით, ნუ გეშინია არაფერს ვიკადრებ_ძლივს შეკავებული სიცილით ჩამჩურჩულა ყურში და აფხუკუნებული გავარდა სააბაზანოსკენ. ჯანდაბა, ამ გოგოზე ვგიჟდებოდი!


უკვე თორმეტი საათი იქნებოდა, ნუცა კი ჯერ კიდევ წრიალებდა და არც მე მაძინებდა.
-იტყვის რა მოხდა?_ამოვიხვნეშე და თავთან მდგარი ნათურა ავანთე.
-ვერ ვისვენებ.
-გინდა წითელქუდა მოგიყვე?_წარბებ ათამაშებულმა დავხედე
-აუ, სამი გოჭი მომიყევი რა ვგიჟდები იმ მომენტზე მგელი რომ ტაკოზე ცეცხ წაკიდებული ავარდება ბოლო სახლიდან.
-ღადაობ ხო? რა სამი გოჭი ნუცა დაიძინე_აბუზღუნებული გადავიწიე ნათურისკენ.
-მართლა ვერ ვიძინებ.
-იავნანას გიმღერებ მაშინ.
-ღმერთო არა, მასე დაძინება კიარა მთელი ცხოვრება კოშმარები არ მომასვენებს.
-აბა რა გინდა?
-მე, კარგი რაღაცა უნდა გითხრა_ოდნავ წამოიწია საწოლში და თითების წვალება დაიწყო, ეს მოძრაობა მეცნო, მაშინ აკეთებდა როცა უხერხულად იყო.
-მადლობა, ექვსი თვეა აქ ვარ და ასე კარგად თავი არასდროს მიგვრძვნია, ერთადერთი დღე იყო ამ თვეების მანძილე, როცა არცერთი წამით არც დაავადება გამხსენებია და არც სიკვდილი, ამისთვის მადლობა, ყოველდღე ვიტყვი მადლობას შენი გაცნობისთვის და იცოდე, რომ მომავალში თუ ერთმანეთს დავკარგავთ, ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენ ერთ პატარა გოგოს სიცოცხლე მოანდომე და იმედი ჩაუსახე, ამისთვისაც გმადლობ_ძლივს ქონდა სიტყვა დამთავრებული უცებ რომ გადმოიწია ჩემსკენ, მისივე ინიციატივით მაკოცა ტუჩებზე და წამში დაუბრუნდა თავის ადგილს. საბანში მოიბუზა და მიყუჩდა.
ორი წუთი გონზე მოსვლისთვის დამჭირდა და შემდეგი ორი წუთი იმისთვის, რომ გამეაზრებინა, არც ის მთვლიდა მეგობრად, მასაც მოვწონდი და კოცნის სურვილიც ქონია, ისე ვმსჯელობდი მოვლენებზე, როგორც 14 წლის გამოუცდელი ბიჭი, თუმცა არც 20 წელია დიდად ზრდასრულის ასაკი.
-ნუცა,_ხმადაბლა დავუძახე და მალევე გამოყო საბნიდან თავი -რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, არც დამავიწყდები და ვერც ვერასდროს გავბედავ შენს დაკარგვას, ყოველთვის შენთან ვიქნები გესმის?_ლოყაზე მოვეფერე ხელით და მის ღიმილით დაქნეულ თავზე გულზე მივიკარი. ორივეს საოცრად მშვიდად გვეძინა იმ ღამით.

მომდევნო ორი კვირა იდეალურად წარიმართა ჩვენს ცხოვრებაში, მთელ დღეს თითქმის ერთად ვატარებდით, სამწუხაროდ მეტად გაშვების უფლება ვეღარც ვითხოვე, რადგან დასუსტებული იმუნიტეტის გამო ნუცა გარეთ გაცივდა და სამი დღე სიცხიანი იწვა, გიჟდებოდნენ ექთნები ჩვენთან შემოსვლაზე, რადგან ყოველთვის ერთმანეთის ოთახში გვპოულობდნენ ამდენ სირბილს ვერ ავუდივართო და ერთად შეგვასახლეს. დაძინებისას ბოლოს მის გაღიმებულ თვალებს ვხედავდი და დილით პირველიც ის იყო შეუდარბელი ღიმილით რომ მისურვებდა მშვიდობიან დღეს.
შემდეგი ორი კვირა კი საშინელი ამბები მიეწყო ერთმანეთს, პარიზიდან დაბრუნებულმა რატიმ, რომელიც მე გავუშვი და საახალწლოდ პარიზის ტური ვაჩუქე, მოწყენილმა მითხრა ვიზა მითავდება და ვბრუნდებიო, მასპინძელმა ოჯახმა ახალი მომვლელი აიყვანა, რომელმაც ჩემი ნივთები შეფუთული გამოაძევა უკვე თავისი ოთახიდან და ჰაერში დამტოვა. კიდევ უფრო საშინელება ის მოხდა, რომ ქიმიის მეოთხე-მეხუთე კურსი საოცრად გამიჭირდა, სიმსივნე, ორგანიზმი და ქიმია ფარულად ქიშპობდნენ ერთმანეთში და აშკარად მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ ჩემს მოკვლას. გულის რევა, თავბრუსხვევა, მუდმივი უხასიათობა, დეპრესიის საწყისი ნიშნები, მთელი დღე ლოგინში წოლის სურვილი და პარკებით სიარული გულის რევის შემთხვევაში ყველაფერი რომ არ დამესვარა უკვე საოცრად მაღიზიანებდა. ნუცაც ვეღარ მშველოდა, თუმცა ის უარეს დღეში იყო, მერვე ქიმიიდან ისე ქონდა სხეული დაუძლურებული, მხოლოდ ჩემი დახმარებით ცდილობდა წამოდგომას, მეც მის გამო ჩემს პრობლემებს უკან ვდებდი და ნუცაზე ვერთვებოდი.

-ჩემებმა მოგიკითხეს_გაღიმებულმა ამოვხედე ლეპტოპიდან ჩაფიქრებულ ნუცას.
-ა, მადლობა ჩემგანაც_ძლივს გამოერკვა და ნაძალადევი ღიმილით გამომხედა.
-ნუც, რა ხდება?_წამში დავხურე ლეპტოპი და წამოვჯექი.
-არაფერი, რა უნდა ხდებოდეს_მაშინვე ამარიდა თვალი. მატყუებდა.
-ნუცა.
-ლუკა არაფერი, ყველაფერი კარგადაა, ახლავე მოვალ, მანამდე შენებს თავისუფლად ესაუბრე_წამში გავარდა კარში და გაშეშებული დამტოვა საწოლზე წამომჯდარი.
რამდენიმე საათი დააგვიანდა, უკვე ექიმთან ვაპირებდი მის მოძებნას პალატის კარი რომ შემოაღო.
-ორი საათია გეძებ, სად იყავი?
-გავისეირნე ლუკა, რა იყო.
-არ შეგეძლო მერე გეთქვა?
-ღმერთო ჩემო, აუცილებელია ყველაფერი გითხრა? მომინდა მარტოს გამესეირნა და ცოტა მეფიქრა ლუკა, არ შეიძლება?
-უბრალოდ ვინერვიულე, გეთქვა და ისე წასულიყავი_ხმა ჩავარდნილმა ამოვილაპარაკე და ტყუილა ვეცადე გულისწყვეტა დამემალა.
-მე მივდივარ ლუკა.
-რას ნიშნავს მიდიხარ? მკურნალობა? ქიმიები?_მის გაყინულ ხმაზე მაშინვე ავხედე და სუნთქვა შემეკრა.
-დავიღალე ლუკა, თუ სიკვდილი მიწერია საქართველოში და ჩემს ოჯახთან მირჩევნია, უკვე რვა ქიმია გავიკეთე, მეცხრე უბრალოდ პროფილაქტიკისთვის დამიმატეს, ორი დღეა ანალიზებს ვიკეთებ და ჩანს, რომ მეტასტაზების იმ ამოჭრის შემდეგ მეტი აღარ გაზრდილა, იმ 33% მოვხვდი გესმის? შეიძლება მეტი ქიმია ორგანიზმმა ვეღარც გადაიტანოს, დედასთან მინდა, უბრალო ჩემს სახლში მინდა, მაპატიე მაგრამ აქაურობამ საშინლად დამღალა. მე უბრალოდ სახლში მინდა_ტირილამდე მისულმა ამოილაპარაკა და თვალები ძირს დახარა.
-ფრენა შეიძლება? ბილეთი უკვე იყიდე?
-ექიმმა არ მირჩია, მაგრამ აღარ მაინტერესებს, ხვალ დილით მაქვს ფრენა დიუსელდორფის აეროპორტიდან._ისევ თავდახრილმა ამოილაპარაკა
-მაშინ მშვიდობიან ფრენას გისურვებ და წარმატებებს ცხოვრებაში_ცივად ვაკოცე ლოყაზე და პალატიდან გამოვედი.
იმ დღეს ქიმიის ჩემი „ულუფა“ უკვე მიღებული მქონდა, ამიტომ წინააღმდეგობა არავის გაუწევია გარეთ გამოვსულიყავი. მთელი საღამო ვიხეტიალე, იმ ადგილებში დავდიოდი სადაც წინა ჯერზე ნუცას კისკისი ისმოდა და სუნთქვა მეკვროდა. მარტო მტოვებდა და მეც ვუშვებდი, მაგრამ მის მოყვანილ არგუმენტებს და ამხელა სურვილს ვერ აღვუდგებოდი, უფლება არ მქონდა.

დილით პალატაში დახვედრილმა სიცარიელემ და სიმარტოვემ ლამის სისხლი გამიყინა, ნუცას დატოვებულ კარადის ღია კარებთან ჩამოვჯექი და ცარიელ თაროებს ლამის აცრემლებულმა ავხედე. თავში მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა: -წავიდა!



ახლა მეც ვიტირებ cry არ მინდა ნუცას სიკვდილი cry არც ლუკას სიკვდილი არ მინდა cry
რატის ვიზა დაუმთავრდაო და ახლა რა იქნება? ლუკამ მარტომ უნდა იბრძოლოს სიცოცხლისთვის? რთულია მარტო ბრძოლა disappointed_relieved
იმედია ქუთაისში შეხვდებიან kissing_heart

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ახლა მეც ვიტირებ cry არ მინდა ნუცას სიკვდილი cry არც ლუკას სიკვდილი არ მინდა cry
რატის ვიზა დაუმთავრდაო და ახლა რა იქნება? ლუკამ მარტომ უნდა იბრძოლოს სიცოცხლისთვის? რთულია მარტო ბრძოლა disappointed_relieved
იმედია ქუთაისში შეხვდებიან kissing_heart

გეთანხმები, ყველაზე დიდი განსაცდელი აქ მარტო ბრძოლაა :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent