შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილთან ახლოს... (თავი 4)


22-01-2019, 11:40
ავტორი naattii
ნანახია 1 732

ორი დღე ისევ მარტო მომიწია საჭმლის ჭამა, რატი როგორც კი მოახერხებდა ჩემთან მოდიოდა და გართობას ცდილობდა, მე კიდე უცნობი გოგოს მოძებნა ისევ მინდოდა. მესამე დღეს თავად გამომეცხადა, თუმცა არც ისე კარგად გამოიყურებოდა.
-დაკარგულის მკვდრეთთ აღდგომა_ხმამაღლა შევძახე როგორც კი გამოჩნდა, ჩუმად ჩაეცინა გვერდულად და გამომხედა:
-პირველად მიიღებს ადამიანი მაგ სიტყვებს ბოლომდე.
-სად დაიკარგე?
-ოპერაცია გამიკეთეს, სხვანაირად მორფს არ მაძლევენ და _თვალი ჩამიკრა და ჩემ სერიოზულ სახეზე გაეცინა -იდიოტო, მეტასტაზები მქონდა მომატებული და ამომაჭრეს.
-ხო, მიტო გავხარ მოსიარულე გვამს.
-არც შეგეკითხები, ისედაც მისახვედრია, რომ შეყვარებული არასდროს გეყოლებოდა._განუყრელი კრუასანები დაითრია იმდენივე შოკოლადის მუსით.
-ეეე, ვინ გითხრა? მშვენივრადაც მყავდა, ერთი_ბოლო სიტყვა ხმადაბლა დავამატე.
-მასეთი კომპლიმენტებით? ალბათ უარესი იყო_სხვათაშორის ჩაილაპარაკა და კრუასანის გამოტენვას შეუდგა შოკოლადით.
-მოგკლავს ამდენი შოკოლადი.
-სიმსივნეზე უკეთესი იქნება, სიამოვნებაში მაინც ამომხდება სული_მხრები აიჩეჩა და გემრიელად ჩაკბიჩა.
-ასე თავისუფლად ამაზე როგორ საუბრობ? როგორ შეგიძლია ისე ილაპარაკო თითქოს გაციება იყოს, ან სიკვდილის ოდნავ მაინც არ გეშინია? იქნებ ჯოჯოხეთში ვხვდებით?
-აუჰ, შენ აქ დამამშვიდებელი მოითხოვე_აშკარად ეტყობოდა ძალით სიცილი.
-მე სერიოზულად ვამბობ, ჯერ მხოლოდ 18 წლის ხარ.
-იცი რა, ამას თავიდან მეც შენსავეთ ვუდგებოდი, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, რას ვაკეთებდი ჩემი ისტერიკებით? ისევ მარტო ვიყავი. რას ვაკეთებდი ყოველდღე სიკვდილზე რომ ვფიქრობდი? არაფერს, სიმსივნე არ ქრებოდა. რას ვაკეთებდი მომავალზე ოცნებით რომელიც შეიძლება სულ არ დამდგარიყო? ორმაგად ვკვდებოდი მეორე დღეს ეზოშიც კი რომ ვეღარ ჩავდიოდი, ამიტომ თავი ვაიძულე შევგუებოდი. აზრი არააქვს გესმის? იცოცხლებ, მოკვდები, იწვალებ, თავს გაწირავ, ბედნიერი ხარ, ლოგინად ჩავარდნილი, ყველას ერთი ბოლო აქვს. რატომ გგონია რომ ამ თემაზე საუბარს თუ გაექცევი ჯამრთელი გაიღვიძებ? სიმსივნე გაქვს, რაც ნაწილობრივ სიკვდილს ნიშნავს, დროა შეეგუო ამას და თავისუფლად წარმოთქმა ისწავლო, დამიჯერე მოგეშვება._თვალი ჩამიკრა და გულთან მიკრული თეფშით დატოვა ოთახი.
ისევ იგივე გააკეთა რაც წინა შეხვედრაზე, მთელი დარჩენილი საღამო მის სიტყვებზე ვფიქრობდი, მშობლები თვალს ვერ მისწორებდნენ, ჩემი ძმა ყველა თემაზე მესაუბრებოდა დაავადების გარდა, არ იმჩნევდა. აზრი? ეს სიკვდილის ნაშიერი ორგანიზმს მაინც მიღრღნიდა. აღელვებული დავწექი, ხვალ ქიმიის მეორე კურსს ვიწყებდი და დანარჩენების შემხედვარე ვხვდებოდი, რომ უფრო გართულდებოდა საქმე.
სიზმრები არასდროს მაწუხებდა, მაგრამ ამჯერად ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მთელი ღამე მესიზმრებოდა როგორ დამზდევდა ექიმი ქიმიოთერაპიის დიდი ნემსით, რომელიც წითელი სითხით იყო სავსე. გაოფლილს გამეღვიძა და ძლივს მოვიფიქრე სახიდან ოფლი მომეწმინდა. არ აქვს მნიშვნელობა სუსტი, პატარა გოგონა ხარ, ზრდასრული კაცი თუ გარდატეხის ასაკში მყოფი ახალგაზრდა, ეს დაავადება ყველას ერთნაირად ჭამს. ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე.
გამოცვლილი და უკვე ახალი პიჟამოებით სააბაზანოში შევედი, შუქი ავანთე და სარკეში არეკლილ საკუთარ გათეთრებულ ანარეკლს გავხედე. თვალები დავხუჭე და თავი მაღლა ავწიე:
-მე სიმსივნე მაქვს_აკანკალებულმა წარმოვთქვი და ძლივს გავახილე თვალები, დაწმენდილი მომეჩვენა.
-მე სიმსივნე მაქვს_უფრო ძლიერად ჟღერდა ჩემი ხმა და აღარც თვალებს უნდოდა დახუჭვა და ანარეკლის დანახვაზე უარის თქმა. უცნობი გოგონა მართალი იყო, აღიარება მნიშვნელოვანი ყოფილა, რადგან დარჩენილი დრო დილის შემოვლამდე უშფოთველად მეძინა.

ერთი კვირა სიმშვიდეში გავიდა, ნუცას ყოველ საღამოს ვხვდებოდი სამზარეულოში და ვახშამს ერთად მივირთმევდით, როგორც იქნა სახელიც გავარკვიე, ესეც შემთხვევით, ერთმანეთს არაფერს ვეკითხებოდით ვინ და როგორები ვიყავით, ვსაუბრობდით და ესეც საკმარისი იყო, რაც მთავარია დიდი წითელი ნემსის დავიწყებაში დამეხმარა, მე კი, როგორც აღმოჩნდა ოპერაციების შიში დავაძლევინე. ყოველ ღამე, 3 კრუასანს ჭამდა ამდენივე შოკოლადის მუსით და სულ ბოლოს ჩაის აყოლებდა, სიცილისას ღრმულები უჩნდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ისე აკლდებოდა წონა უფრო და უფრო ნაკლებ შესამჩნევი იყო, მთავარია ხასიათი არ გვეცვლებოდა, რა ამბავიც არ უნდა გაგვეგო ერთმანეთისთვის მხიარულებას არ ან ვერ ვკარგავდით. ერთ კვირაში კი რამდენიმე დღით სახლში გამიშვეს და მეც პირველივე საღამოს მივხვდი როგორ მენატრებოდა წინ მჯდომი, კრუასანების მუსრგამვლები, თავტიტველა გოგო.
-აუ ბიჭო, რა ვიფიქრე იცი, მოდი თავზე დიდი ტატუ გაიკეთე, თმის იმიტაციის პონტში რა_სიცილს ძლივს იკავებდა რატი. რაც ნუცამ დაავადების შიში დამაძლევინა ხასიათი გამომიკეთდა და ჩემი ძმა ხუმრობებს არ მაკლებდა, ხვდებოდა წყენის ნაცვლად მამხიარულებდა და სულ ახალ-ახალს მახვედრებდა.
-ბარემ ქუთაისურად ისიც მითხარი წარბები მოუშვი და გადაიბარცხნეო.
-კაი შე*ემა, თმა თუ არ გაქ წარბი საიდან, ისე უწარბო კაცი მაგარი როჟა ხარ, უწარბო კაცი_უკვე სიცილი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ფრთხილად, თორემ ახალი წლის საჩუქარს შეგიცვლი_თვალი ჩავუკარი რატის და სიამოვნებით დაველოდე რეაქციას, ხარხარი მაშინვე შეწყვიტა, სახე დაისერიოზულა, ჩაახველა და ფეხზე წამოხტა:
-რას ინებებთ უწარბო კაცო?
-არაფერი შენ არ გეშველება_თავი გადავაქნიე და ნუცას შეტყობინებით ვუსურვე ტკბილი ძილი.

მასპინძლის ოჯახი ყველაფრით ცდილობდა დამხმარებოდა, მაგრამ იმდენად შემაწუხებელი იყო უკვე გადამეტებული ყურადღება ერთი სული მქონდა უკან დავბრუნებულიყავი.
-უმადურო, დაბრუნდი?_კიდევ უფრო დასუსტებულ ნუცას სისუსტე უკვე ხმაშიც ეტყობოდა.
-სად გავიქცეოდი, შენ რა იყო სულ აღარ ჭამ?
-შენ კიდე კუპატივით დაგედო ღიპი.
-ეეე, ქართული კუნთებია ეს.
-სწორია, მაგითი დაიმშვიდე თავი_გაეცინა და ჩვეული ვახშამი მოიმზადა.
-აბა? რა გამოვტოვე?
-კბილზე ოპერაცია გამიკეთეს.
-რაზეე?_მეგონა მეხუმრებოდა.
-ხო, ეს იდიოტები კბილის ოპერაციასაც სრული ნარკოზით აკეთებენ_გემრიელად ჩასანსლა პირველი კრუასანი.
იმ საღამოს საუბარი არ აგვეწყო, ნუცას აშკარად რაღაც პრობლემა ქონდა, ახალი პრობლემა, რომლის განხილვაც არ უნდოდა, არაფერი ვიცოდი მის ოჯახზე, ერთი თვე იყო ლამის ყოველდღე ვსაუბრობდით და ისიც არ ვიცოდი და ან ძმა თუ ყავდა, ეხმიანებოდა და ეფერებოდნენ მშობლები თუ არა თუნდაც შორიდან.
მეორე დღეს სულ არ გამოჩნდა და საშინლად ცარიელი ჩანდა ბუფეტი.
მესამე დღეს უკვე მის ნაცვლად ვჭამე სამი კრუასანი ამდენივე ნუსით გამოტენილი.
აი მეოთხე დღეს კი მთელი სისწრაფით გავიქეცი მისი ოთახისკენ, როდესაც გამომავალი კივილი გავიგონე. ისტერიკა ქონდა და ორი ექიმიც ვერ აჩერებდა. მათი მაგრად მოჭერილი მარწუხებიდან უხეშად გავაშვებინე ხელი და მე თვითონ ჩავიხუტე. უკვე ძალა გამოცლილი ჩაესვენა ჩემ კალთაში და პირველად დავინახე მის მუდამ ანთებულ თვალებში ცრემლები.
-ლუკა უთხარი რომ დავიღალე, უთხარი რომ აღარ შემიძლია, დავიღალე, უთხარი გამიშვან, დავიღალე, ღმერთო უთხარი, რომ ამდენ ტანჯვას სიკვდილი მირჩევნია, როგორ დავიღალე... კიდევ დიდხანს ლუღლუღებდა, თუმცა ექიმებმა დამამშვიდებელი გაუკეთეს და პატარა ბავშვივით ჩაეძინა.
არ ველოდი, ყველაფერს ველოდი ამის გარდა, არ მეგონა თუ ოდესმე ასეთს ვნახავდი, თუმცა ვეღარ გაუძლო, ის ხომ სულ პატარა ბავშვი იყო, მაინც დანებდა, ნუცა გატყდა და დანებდა, ეს აზრი სულს მიხუთავდა.


-----------------------------

საერთოდ არ აქტიურობთ... ნუთუ ამდენად არ მოგწონთ???



სხვების არ ვიცი და მე ძალიან მომწონს❤
ნუცას ტკივილი მეტკინა. სიკვდილი ჯერ ისედაც საშინელებაა და მერე ამ დაავადებით ტკივილი ხომ საერთოდ. იბრძვი მაგრამ ბოლოს მაინც მარცხდები. არავის ვუსურვებ ამ საშინელებას.
გელოდები ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent