შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირთა საძმო /15/


24-01-2019, 17:31
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 230

სრულ წყვდიადში მივბროდი, სანამ ფილტვებმა და გულმა გაჩერებისკენ არ მიმანიშნა. გასასვლელი არსად ჩანდა და ვერც კი ვხვდებოდი სად ვიყავი, ჩიხში შევუხვია. აქაურობა ძალიან დიდი აღმოჩნდა იმასთან შედარებით, რაც მე მეგონა. ჩიხს ნელი ნავიჯებით გავუყევი რადგან, სუთქვა ძალიან მიჭირდა მაგრამ გაჩერებაც არ შემეძლო. ჩემს სუნს ყველგან იგრძნობდნენ მაგრამ მიკვირს როგორ ვერ მიპოვეს უკვე შემდეგ, მამაჩემი გამახსენდა კაცი რომელიც იქ დარჩა, სიმართლე ვთქვათ და გული მის გამო ძალიან დამძიმებული მქონდა.
მან მე და დედა მიგვატოვა თუმცა ის მაინც მამაჩემი იყო, კაცი რომელმაც გამზარდა. სიჩუმეში უკნიდან ნაბიჯების ხმა გავიგონე და ერთ ადგილას გავიყინე, შეშინებული ვაცეცებდი წყვდიადში თვალებს მაგრამ ვერაფერს ვერ ვხედავდი. შევტრიალდი და გზა განვაგრძე, ზურგზე შეხება ვიგრძენი და წამოვიყვირე, ტუჩებზე ხელი ამაფარა.
- ჩუმად გაიგონებენ, მე ნოჰამთან ვმუშაოვ, არ იყვირო ხელს გაგიშვებ - ხელი ჩამოწია და ტელეფონის შუქი სახეზე მომანათა, ისიც ვამპირი იყო ახალგაზრდა ბიჭი.
- ვინ ხარ? - ვკითხე შეშინებულმა
- როგორც გითხარი მე ნოჰამის კაცი ვარ. მაგრამ ეხლა ახსნის დრო არ არის, მოგსდევენ და უნდა გავიქცეთ.
- მოიცადე - დაიმედებულმა რომ მარტო არ ვიყავი შევევედრე - იქ მამაჩემია, უნდა დავბრუნდეთ და წამოვიყვანოთ.
- ხუმრობ არა? - ჩაიცინა - იქ დაბრუნება სიკვდილის ტოლფასია.
- კი მაგრამ იქ მამაჩემია!
- ჩუუ, მომისმნე, მამაშენი ეხლა ან მკავდარია ან შეიპქრეს. არანაირი შანსი არ გვაქვს მისი წაყვანის...
- მაგრამ...
- არა! იქ თუ წავალთ ორივეს მოგვკლავენ, ეს კი არც მე და არც შენ გაწყობს. მამაშენს ეს არ მოუმდებოდა, ასე არ არის?
- კარგი - თვალზე ცრემლი მოვიწმინდე.
- ძალიან ვწუხვარ. აი აქეთ უნდა წავიდეთ, გასასველი აქეთ არის.
- შენ საიდან იცი? - უკან გავყევი
- ნოჰამს საბჭოში ბევრი ჯაშუში ჰყავდა. თუმცა მხოლოდ მე შემოვრჩი ეხლა...
- და დანარჩენი? - დავინტერესდი
- საბჭოს წევრები ჭკვიანები არიან და ადვილად მიხვდნენ, ეხლა ჩემზეც მიხვდებიან მაგრამ ნიჰამისთვის შენ ყველაზე ძვირფასი ხარ ასე რომ ამად ღირდა - გული ამიჩუყდა მის სიტყვებზე, ნიჰამის ხსენებაზე იმდენად დიდი მონატრება ვიგრძენი, თაბრუც კი დამეხვა.
- კიდევ შორია? - ვეკითხები რამოდენიმე წუთში, დაღლილი.
- არა, აი მოვედით - ამ დროს კი უკნიდან ორი ვამპირი გვწვდება, ერთი ხელს მიჭერს ყელზე მეორე კი ჩემს "გიდს" უკნიდან ახტება. რამდენჯერმე გავიბძნოლე თუმცა ადამიანი ვამპირზე ძლიერი ვერასდროს იქნება. წამებში თვალებში ბურუსი მეფინება, აშკარად ამჩნევს ვამპირი და გაოცებული მიყურებს
- შენი თვალები ნაცრისფერია - ვერ ვხვდები რას გულისხმობს თუმცა ასე მგონია ჩემს სხეულს სხვა ისაკუთრებს, ვამპირი დანის გულში ჩასარტყმელად ემზადება
- არც კი გაბედო - ამბობს ჩემი უცნაური ხმა, ვამპირი იბნება და დანას უმისამართოდ მირტყამს, დანა ხელს მიჭრის - დალიე, ჩემი სისხლი დალიე - ვამბობ მაგრამ ამავდროულად მე არ ვამბობ, თითქოს საკუთარ სხეულში გამომწყვდიოსო. ხელიდან ჩემი სისხლი წვეთავს, ვამპირს თვალები უწითლდება და მისი ბაგეები ჩემს ხელს ეხება, სისხლს თანაბრად ყლუპ-ყლუპად სვანს. ამ დროს არ ვექანები, რადგან ის მაინც გაწირულია.
რამოდენიმე წამში, იკან იხევს და სისხლს რომელიც მიიღო უკან იღებს, შემდეგ მიყურებს და სიცოცლეს თუ ესე შეიძლება დავარქვათ, ემშვიდობება. ჩემს ხელს ვუყურებ, ღრმა ჭრილობაა, თაბრუ მეხვევა და გონს ვკარგავ.

ძველი დრო. ნოჰამი
გარეთ წყვდიადი გამეფებულოყო, ნოჰამი გარეთ ეზოში იჯდა და ვარსკვლავებს უყურებდა. უკნიდან კაცი მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა
- დროა იმოქმედო, შენი სახელი და დიდება ნელ-ნელა ვარდება, ცოტაც და ყველას დაავიწყდები.
- მე მხოლოდ მისით ვიყავი, ძლიერი. ეხლა ის აღარ არის...
- მესმის რომ ცუდად ხარ მაგრამ ათი წელი გავიდა, შენ კი ისევ ისე ხარ.
- გჯერა წყევლის? - კაცის ნათქვამს არ უსმენდა, თავის ფიქრებს ააშკარავებდა.
- შელია ყოველთვის წლიერი იყო. შენ ეს თვითონაც იცი არაა?
- იქნებ მომატყა? - კითხა ნოჰამმა
- რაში აწყობდა? - თავი გააქნია - რაში აწობდა ალისას ორეულის კვლავ შექმნა?
- არ ვიცი, მაგრამ ის სადაც არ უნდა იყოს ვიპოვი.
- და ის ისეთი აღარ იქნება როგორც ალისა იყო, ის ბევრად განსხვავებულ სამყაროში დაიბადება.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს.
- გიჟივით სიყვარული როგორ შეგიძლია? - გაეცინა კაცს.
- ეგ დღემდე არ ვიცი.
- და ეხლა რა იქნება ნოჰამ?
- ხვალ ჩემი ხალხი შეკრიბე, რამოდენიმე ამოარჩიე და მიმიყვანე,ცალკე.
- და რად გინდა? - დაინტერესდა კაცი
- ჯაშუშებად, მაგრამ არავინ უნდა გაიგოს რადგან მე თუ მყავს ჯაშუშები მათთაც ეყოლებათ.
- ჭკვიანი ხარ - მხარზე ხელი დაკრა და გაუღიმა.
- შენ როგორ ხარ?
- მე კარგად ვარ, ეხლა ძლიერი უნდა იყო. მე წავალ - ფეხზე წამოიმართა
- რონალდ, არასოდეს დამივიწყო.
კაცმა გაუღიმა და ფიქრიანი თვალებით დააკვირდა ნოჰამს.
- არასოდეს, შენ როგორ დაგივიწყენ ნოჰამ.
ნოჰამმა თვალი, ღიმილით გააყოლა და მისთვის ჩაილაპარაკა
- შენც მიღალატებ რონალდ, ოდესღაც მიღალატებ.
კვლავ ვარსკვლავს დააკვირდა და ფიქრების მორევში გადაეშვა სადაც მხოლოდ ალისა ტრიალებდა.

***
თავის ტკივილმა გამაღვიძა, ჯერ ვერ ვხედობი სად ვიყავი სანამ ნოჰამს არ მოვკარი თვალი, ოთახში ბოლთას ცემდა.
- ნოჰამ - ჩემი ხმა ვერ ვიცანი იმდენად წვრილი და უსიცოცხლო იყო
- ალისა გონს მოხვედი? - მომიახლოვდა და სახეზე ხელი დამისვა - კარგად ხარ?
- რა მოხდა? - ბოლოს ჩემი გათიშვა მახსოვს, არ ვიცი როგორ გამოვედი საბჭოს სამალავიდან
- ნიკომ გამოგიყვანა, უბრალოდ უგონოდ იყავი. ძალიან შემაშინე - ესეთი შეშინებულს პირველად ვხედავდი, ვგრძნობდი ხელები როგორ უთრთოდა
- კარგად ვარ, მართლა - შევეცადე წამომდგარიყავი, ხელი საერთოდ არ მტკიოდა - ჩემი ხელი?
- ნუ ღელავ, შეგიხორცდა. - დამაკვირდა, გაოცებული შევხედე ჯერ მას შემდეგ კი ჩემს ხელს, ბინტის სქელი ფენა შემოაეხვიათ, სისხლის კვალი ემჩნეოდა
- რამდენი დღე ვიყავი გათიშული? - რადგან ხელი შემიხორცდა ესეიგი დიდი დრო გავატარე ესე
- დღე არა, რამოდენიმე საათი.
- კი მაგრამ ხელი? - ბინტის მოძრობა დავიწყე თუმცა ნოჰამმა თვითონ დაიწყო მოძროვა, ნანახით კი გაოცებული ვიყავი. მხოლოდ ვამპირის ორი ნაწიბური იყო, ის ჭრილობა კი რომელიც დანით მომაყემა გამქრალიყო.
- ალისა ხელი სწრაფად შეგიხორცდა, არც კი ვიცი რა და როგორ.
- ესეიგი უბრალოდ შემიხორცდა? კი კაგრამ როგორ? - კვლავ ჩემს ხელს ვუყურებდი, ნოჰამმა ნაწრით დაიწყო სისხლის მოშორება და ვგრძნობდი როგორ უწირდა ამის გაკეთება.
- მომეცი, არ მინდა გავნო. - ნაწერი ძალით გამოვართვი - იმ ვამპირმა რომელმაც მიკბინა, წამებში დაასრულა სიცოცხლე.
- დამშივიდდი, მე ყველა ვამპირს არ ვგავარ. - შემომხედა და გამიღიმა
- შეიძლება სააბაზანოში შევიდე? - იმდენად მინდოდა სისუფთავე, გამოცვლა და სხვა ყველაფერი რომ ცუდად ვიყავი
- რა თქმა უნდა, ოთახში აქ ყველაფერი შენია - ეხლა დავაკვირდი ოთახს, თეთრი ნათელი ოთახი იყო, ღამის მიუხედავად მაინც ანათებდა ყველაფერი. ერთ კედელზე კი დიდი ყვითელი მზე ეხატა, გაოცებული შევხედე
- სად ვართ? - გამიღიმა და ადგომაში დამეხმარა
- ეს ჩვენი სახლია. მე და შენი - მუცელში პეპლები ამიშრიალდა, ბედნიერებისგან მოვავლე თვალი ყველაფერს, ყოველ დეტალს.
- ჩვენი სახლი? კი მაგრამ როგორ...
- ხო, ორმოცდაათი ადამიანი მაინც აშენებდა ამ სახლს, დიდია მაგრამ ყველაფერი ისე მოვაწყვე შენ რომ მოგეწონოს - ვეცადე თვალიდან ცრემლი არ ჩამოვარდნოდა მაგრამ ამაოდ
- ღმერთო ჩემო...
- არ იტირო ძვირფასო, ოღონდ ეგ არა. - თავი დავუქნიე - მიდი იბანავე და ქვევით ჩამოდი, ვიცი მშიაერი იქნები.
გარდეროფი გამოვაღე და გაშტერებული დავრჩი. ფეხსაცმელები, მაღალი თუ დაბალი. ტანსაცმელენი იმდენად ბევრი იყო რომ თავი რომელმე ძვირიან ბუტიკში მეგონა. შავი მოკლე ბრეტელებიანი კაბა და თბილი ნაცრისფერი მოსაცმელი ავიღე, სუფთა საცველი და სააბაზანოში შევედი. სააბაზანო დიდი იყო, ჯაკუზით. წყალი მოვუშვი, სისხლიანი ტანსაცმელი გავიხადე და გვერდით გასარეცხად დავდე.
ალბათ ერთი საათი მაინც არ გამოვსულვარ, მანამ სანამ წყალმა, სისხლი არ გააქრო. სიმწრის ცრემლები წამომივიდა მამაჩემის და საძმოს გახსენებაზე, არ ვიცოდი რონალდი როგორ ან სად იყო. სოფიას გახსენებაზე კი ბრაზისგან გამაჟრჟოლა, როგორ გაკეთა ეს? არა მხოლოდ მე. მისი ტყავის გადასარჩენად, რონალდ უღალატა, იმ რონალდ რომელიც ამდენი ხნის მანძილზე მის გვერდით იყო. ტანი შევიმშრალე და კაბა მოვირგე, გავედი და სახლის მეორე სართულს დავუყევი.
სახლი მთიანად თეთრი იყო, ნახატებით და სუვენირებით დეკორირებული. კიბის მოაჯირს სიყვარულით დავუსვი ხელი და პირველ სართულზე ფარფაშიც ჩავედი.
- ნიჰამ - დავუძახე
- აქ ვარ - მომესმა ხმა მარჯვნიდან, სადაც სამზარეულო იყო დიდი და ლამაზი, ისიც თეთრი.
- რას აკეთებ? - მივუახლოვდი, თეთრი გრხელმკავიანი მაისური და ნაცრისფერი ბამბის შარვალი ეცვა. წინსაფარი შემოეხვია და ზღაპრიდან გადმოსულ პრინცს გავდა, საოცნებო პრინცს.
- დაჯექი, ტოსტები გაგიკეთე - წითელ მაგიდანსთან დავჯექი, თეფშე ორი ტორსტი დამიდო
- მადლობა - გავუღიმე
- რომელი წვენი გინდა?
- ფორთოხლის - უცებ გამახსენდა რონალდი რომელმაც იცოდა რა მიყვარდა.
- აიი - ჩამისხა და ჩემს წინ დაჯდა.
კარგად დანაყრების შემდეგ, წითელი ღვინო ჩავისხით და მისაღებში გავედით სადაც შავი ტყავის დივანი იდგა, კედელზე კი პორტრეტი ეკიდან. ჩემს თავს დავაკვირდი, ბათუმის ქუჩა უკან მოჩანდა, შავი თმა მიფრიალებდა და ყირსასმენები მეკეთა, გვერდით ვიყურებოდი. ესეთი ლამაზი ვარ? ვკითხე საკუთარ თავს და ნიჰამს შევხედე
- ამ ნახატს დიდი ხანი ვხატავდი - გაოცებულმა დავაკვირდი
- შენ ხატავ? - გამიღიმა
- კი, მაშინაც როდესაც პატარა ვიყავი.
ვერ წარმოვიდგინე, ნოჰამი ადამიანი ჩემი აზრით მას არც კი მოუხდებოდა.
- მოდი - დავანზე მის გვედით დავჯექი და შევხედე მის უნაკლო სახეს, თეთრ გლუვს რომელსაც შავი თმა იდალურად უხდებოდა, ბოლოს კი მზერა მის წითელ ტუჩებზე გავაჩერე, საშინლად მინდოდა შევხებოდი. შეამჩნია და გამიღიმა
- ალის, ვწუხვარ მამაშენის გამო. - ნოჰამისგან ამ სიტყვრებს არ ველოდი რადგან ყოველთვის, ცუდად მოიხსენიებდა მას.
- ხო, მან მე გადამარჩინა. - ღვინის ჭიქა ბოლომე დავცალე
- დაგისხა? - თავი დავუქნიე.
ხუთი ჭიქის შემდეგ, ვიცინოდი და ნოჰამს ათას უაზრობას ვეუბმებოდი. ბოლოს ხელში ამიყვანა და მეორე სართულზე ამიყვანა, ოთახში საწოლზე დაწვენისას ვეცადე არ მოვშორებოდი, იმდენად მინდოდა მასთან ყოფნა, რომ სულსაც მივცემდი. ამ დროს გამახსენდა სიმღერა
"შენ, ზღვას გავხარ დამშივდებულს, რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?"
სიმთვრალისგან თაბრუ დახვეულმა მივაღწიე მის ტუჩებამზე, ჩაიცინა და დამაწვინა, მალევე ჩამეძინა.
დილით ვიღვიძებ, უცებ გონს მოვდივარ და მახსენდება კოცნის დროს როგორ ჩამეძინა.
- ჩამეძინაა? - ვიყვირე - როგორ ჩამეძინა, ამის დედაც!
ნოჰთან ღამის გატარების ნაცვლად ჩამეძინა, ღამის თეთრი პიჟამა მეცვა. საყვარელი როგორ უზრუნვია ჩემზე... სარკეში ჩავიხედე და თმა დავივარცხნე, ატლასის ხალათი მოვიცვი
- ალისაა, გავიგონე შენი ხმა, ჩამოდი - ნოჰამმა დამიძახა და პირზე ხელი ავიფარე.
კიბეები სწრაფარ ღიმილით ჩავირბინე
- როგორ არ გამაღვიძე? - მისაღებში მივაძახე თუმცა ნოჰამი მარტო არ იყო და სიტყვა გამოწყდა მასთან ერთად რონალდი იყო.
რონალდი...
გავიქეცი და მოვეხვიე, მანამ არ მოვშორდი სანამ ნოჰამის სიტყვებმა არ გამაშეშა.
- თავიდან უნდა გაგაცნო ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ძმა რონალდი.
გაოცებით შევხედე ჯერ ნოჰამს შემდეგ კი რონალდს რომელიც თვალს მარიდებდა.


ნებლიე ცოდვებს განაშორე მსახური შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწიკვლო შევიქმნები, და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას. დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.



№1  offline წევრი Rania

Zalian magariaaa. Moutmenlad gelodebodii
--------------------
Q.qimucadze

 


პირველი ვარ, ვაიმე რა მაგარია, ხვალ დადე დილით გთხოვ, ვერ გავუძლებ და მოვკვდები, ძაან მაგარია, გთხოვ რა

 


№3  offline მოდერი Tamta.k

Rania
Zalian magariaaa. Moutmenlad gelodebodii

მადლობააა, როგორ მახარებ ნეტავ იცოდე❤️

 


№4  offline წევრი ნორმი

ე.ი ძალიან მინდა შენი ისტორიის წაკითხვა,მაგრამ არ მცალია და დრო არ მაქვს.
ველოდები როდის დაასრულებ და კითხვის მუზა კვლავ როდის მომიბრუნდება.
მანამდე კი იცოდე რომ საუკეთესო ხარ.
--------------------
მორფეოსი

 


№5  offline მოდერი Tamta.k

სიყვარული გულს გვტკენს
პირველი ვარ, ვაიმე რა მაგარია, ხვალ დადე დილით გთხოვ, ვერ გავუძლებ და მოვკვდები, ძაან მაგარია, გთხოვ რა

ვაიმეე როგორ მანებივრებ შენი ემოციებით და როგორი ბედნიერი ვარ ამის გამო ნეტავ იცოდე! მალე
დავდებ❤️

ნორმი
ე.ი ძალიან მინდა შენი ისტორიის წაკითხვა,მაგრამ არ მცალია და დრო არ მაქვს.
ველოდები როდის დაასრულებ და კითხვის მუზა კვლავ როდის მომიბრუნდება.
მანამდე კი იცოდე რომ საუკეთესო ხარ.

შენ ხარ ჩემი პირველი ერთგული მკითხველი, ხო იცი როგორ მიყვარხარ? მოუთბენლად ველი შენს შეფასებას...

 


№6 სტუმარი მარიამი.კ

თამთა... როგორი საოცარი ისტორიაა, ძალიანნ კარგი და ყოველი თავის შემდეგ მაოცებ რადგან ტემბრს აგდებ არასდროს. ძალიან კარგია❤️

 


№7  offline მოდერი Tamta.k

მარიამი.კ
თამთა... როგორი საოცარი ისტორიაა, ძალიანნ კარგი და ყოველი თავის შემდეგ მაოცებ რადგან ტემბრს აგდებ არასდროს. ძალიან კარგია❤️

ძალიან გამახარეთ, დიდი მადლობა❤️

 


№8  offline წევრი Elea_Nora

ვაიჰ... რას მიშვები ჰა? რას? ღმერთო. რონალდი? ნოჰამის ძმა? ვაიჰ... რასს მიშვები ალუბალო ჰა? ღმერთო. ალისას იქ რა დაემართა. ვითხოვ პასუხებს! აუუ რა საყვარლები არიან. აუუ მიყვარს ეს წყვილი, მაგრამ ალისას რა ემართება. ვაიჰ... ოხ თამთა... მიყვარხარ მე შენ! მაშინაც ასე რომ მაფორიაქებ!❤ ლავ იოუ❤❤

 


№9  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
ვაიჰ... რას მიშვები ჰა? რას? ღმერთო. რონალდი? ნოჰამის ძმა? ვაიჰ... რასს მიშვები ალუბალო ჰა? ღმერთო. ალისას იქ რა დაემართა. ვითხოვ პასუხებს! აუუ რა საყვარლები არიან. აუუ მიყვარს ეს წყვილი, მაგრამ ალისას რა ემართება. ვაიჰ... ოხ თამთა... მიყვარხარ მე შენ! მაშინაც ასე რომ მაფორიაქებ!❤ ლავ იოუ❤❤

აუუუ მიყვარხარ, აიიი ყველა ბედნიერი იქმენა შენნაირი ერთგული მკითხველი რომ ყავდეს, უბრალოდ მე ვარ ეხლა ყველაზე ბედნიერი და არ ვაპირებ შენს განაწილებას სხვასთან... ჩემი ტკვილი მარწყვუნია, ყველაფერს გაიგებ მალეეე

 


№10  offline წევრი Niniko11

ძალიან კარგი იყოო მაგრამ გამიკვირდა რონალდი რომ ნოჰამის ძმა აღმოჩნდაა თან რაღაცნაირად გამიხარდა ♡♡♡

 


№11  offline მოდერი Tamta.k

Niniko11
ძალიან კარგი იყოო მაგრამ გამიკვირდა რონალდი რომ ნოჰამის ძმა აღმოჩნდაა თან რაღაცნაირად გამიხარდა ♡♡♡

გელოდებოდიიი, მიხარია რომ გაგაკვირვე:დდდ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent